From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-03.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 03.04.2018 09:24
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 0 3.04.2018

ტელევიზია

03.04.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 12:00

ბათუმის რესპუნლიკური საავადმყოფო არ გასხვისდება - განუცხადა მთავრს ჯანდაცვის მინისტრმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5142639

---

 

03.04.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 08:00

ზუგდიდის მერია ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ნიკა მელიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა მაღლაკერლიძეების ოჯახთან დაკავშირებით. აღნიშნულ ოჯახს ყოველთვიური სოციალური დახმარება ერიცხებათ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5142161

---

 

02.04.2018

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელძღვანელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს შეხვდნენ. მაღლაკელიძეები მძიმე სოციალურ პირობებში 4 ბავშვს ზრდიან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141045

---

 

02.04.2018

არხი: იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 20:00

ნინო ლომჯარიამ გასული წლის საქმიანობა შეჯამა. ობუდსმენმა ანგარიში წარადგინა სადაც  ჯანდაცვის სისტემასაც შეეხო. დავით სერგეენკოს კომენტარი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141633

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141175

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141602

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5140622

---  

 

02.04.2018

არხი: მაესტრო -

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე. ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, მიიჩნევს სახალხო დამცველი. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, არაეფექტურია ძალადობისაგან ბავშვების დაცვის სისტემა. გამოწვევად რჩება განათლების მიღმა დარჩენილი მოზარდები, მათ შორის შშმ, ქუჩაში მცხოვრები, მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, აღნიშნულია ანგარიშში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141289

---

 

02.04.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა: მთავარი 21:00

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს, სახალხო დამცველი მორიგ მწვავე განცხადებას ავრცელებს – ცნობიერებასთან ერთად, პრობლემად რჩება ჯანდაცვის მიმართულება და სხვადასხვა მომსახურების საკითხი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141625

---

 

02.04.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა: მთავარი 21:00

თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეზე "პროფესიული განვითარების საბჭო უახლოეს სხდომაზე თემურ გაბაიძის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს” – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141582

---

 

02.04.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა 

გადაცემა: მთავარი 21:00

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141577

---

 

02.04.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 18:00

როგორ ასრულებენ საქართველოს და რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროები ასოცირების ხელშეკრულებით და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად აღებულ ვალდებულებებს? - საკითხზე ქობულეთში იმსჯელეს. ანგარიში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ჩაიბარა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141386

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5140653

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5140848

---

 

02.04.2018

არხი: ტვ პირველი  

გადაცემა: საქმიანი დილა TV1

ნარკომანიით დაავადებულთა სახელმწიფო პროგრამას, შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ მოემსახურება. ტენდერში, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოაცხადა, აღნიშნული ცენტრი ერთადერთი მონაწილე იყო. ამჟამად სახელმწიფო შპს-სთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს. ტენდერის შედეგის მიხედვით პრევენციის ცენტრი, ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას 4,6 მილიონ ლარად მოემსახურება. იგი ვალდებულია უზრუნველყოს ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება თბილისსა და რეგიონებში, ასევე უზრუნველყოს პაციენტთა ფსიქო-სოციაულური რეაბილიტაცია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5139669

---

 

02.04.2018

არხი: I არხი  

გადაცემა: მოამბე 18:00

როგორ ასრულებს საქართველო მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციას. დოკუმენტი ქვეყანამ 2016 წელს მიიღო, 2017-ში კი სამოქმედო გეგმაც დაამტკიცა. დოკუმენტების მთავარი მიზანი, ხანდაზმული მოქალაქეების ღირსეული სიბერის უზრუნველყოფაა, მათ შორის დასაქმებისა და სწავლების ხელშეწყობა, ჯანდაცვა, საზოგადოებაში ინტეგრირება. სტრატეგიის თანახმად, ევროკავშირის დაფინანსებით, რამდენიმე ქალაქში ხანდაზმულთათვის დღის ცენტრები გაიხსნა. რა სერვისებს სთავაზობენ მსგავსი ცენტრები პენსიონერებს და ზოგადად, როგორ აპირებს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141340

---

 

02.04.2018

არხი: პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00

კადრების დაქირავებისას საწარმოთა თითქმის ნახევარი - 45% ახალი კადრების აყვანას ნათესავების, მეგობრებისა თუ ნაცნობების საშუალებით ახორციელებს. ამის შესახებ, ეკონომიკის სამინისტროს "უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის" ანგარიშშია ნათქვამი. ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საწარმოთა 26.8%-ს ინტერნეტის; ხოლო 17.8%-ს დასაქმების კერძო სააგენტოების საშუალებით აყავს კადრები.რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კვლევის თანახმად, კომპნიებს თანამშრომლები აყავთ ჯანდაცვის სამინისტროს პორტალის - Worknet.gov.ge-ს დახარებით, ასევე კადრების მოსაძიებლად იყენებენ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ფორუმს და სხვა რესურსებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141167

იმედი - იმედის დილა- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5139521

---

 

02.04.2018

არხი: პალიტრა ტვ -

გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00

დავით ბაქრაძე ხონის რაიონის პენსიონერებს შეხვდა. დავით ბაქრაძემ მათ პენსიის გაზრდის ინიციატივა გააცნო. პარტიის ლიდერებთან საუბარში მოსახლეობა აღნისნავს რომ ოს თანხა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და მედიკამენტებზეც არ ყოფნით სრულად. პროლემას ქმინის ასევე გაუგებარი მიზეზებით სოციალური სტატუსის მოხსნაც.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141767

---

 

02.04.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

მეტროსადგურ დიდუბესთან მემანქანეთა ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი საათობრვი ხელფასს მომატებას ითხოვენ და ხელზე ასაღები 7 ლარის 10 ლარამდე გაზრდა სურთ. მემანქანეები ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების შეტანასაც გეგმავენ, რათა მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასა და მათ შორის მოლაპარაკების პროცესში მედიატორი ჩაერთოს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141562

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141521

პალიტრა ტვ-პალიტრა ნიუს 20:00-

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141720

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141404

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141368

---

 

02.04.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა: მთავარი 18:00

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში დასაქმებულთა ნაწილის აქცია გრძლედება. ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. მოშიმშილეები დირექტორის გადაყენებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. თანამშრომელთა ნაწილი ფარულ რეორგანიზაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გათავისუფლება ათობით ადამიანს ემუქრება. დირექტორი აცხადებს, რომ რეორგანიზაცია იგეგმება, თუმცა ბრძანება თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ არ დაწერილა. მოშიმშილეები და აქციის მონაწილეები დირექტორთან შეხვედრას არ აპირებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5141330

---

 

02.04.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ბიზნესკოდი

ერი ბერდება და სულ უფრო ნაკლებად შრომისუნარიანი ხდება-აჩვენებს საქსტატი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5140204

---

 

 

ინტერნეტი

02.04.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/127111/

ომბუდსმენი: სამედიცინო პერსონალის საქმიანობაზე მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა ჭიანურდება

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოში ჭიანურდება მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა. საბჭოს, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს, მოქალაქეები სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებით მიმართავენ. „მოქალაქეებს ასევე არ აქვთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ განცხადების განხილვა/შესწავლის პროცესში, არც საბჭოს სხდომაზე იბარებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას მხარეებს აქვთ დასწრების უფლება. აუცილებელია საბჭომ გონივრულ ვადაში შეატყობინოს განმცხადებელს სხდომის ადგილისა და დროის შესახებ და უზრუნველყოს კანონმდებლობით პაციენტებისათვის გარანტირებული უფლებების რეალიზაცია. ეს ხელს შეუწყობს არა მარტო მხარეთა უფლებების დაცვას ადმინისტრაციული წარმოებისას, არამედ უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილებების გამოტანასაც, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლება უკეთ გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები,“ – აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში. სახალხო დამცველის აპარატმა 646 განცხადება შეისწავლა, რომლებიც შეეხებოდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტებს და მათ მიერ პროფესიული განვითარების საბჭოში წარდგენილი განცხადებების განხილვას. „ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ პრობლემად კვლავ რჩება პაციენტების ინფორმირება მათი უფლებების, ხოლო სამედიცინო პერსონალისა – მათი მოვალეობების შესახებ. განმცხადებლები ხშირ შემთხვევაში მიუთითებენ სამედიცინო პერსონალის დაბალ პროფესიულ კვალიფიკაციაზე და პასუხისმგებლობაზე. საკმაოდ მაღალია იმ ექიმთა რიცხვი, რომლებსაც სხვადასხვა ვადით შეუჩერდათ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება ან პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები დაეკისრათ.“ – აღნიშნულია ანგარიშში. საქართველოს სახალხო დამცველი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეკომენდაციას აძლევს, შეიმუშაოს საქმისწარმოების პროცედურის განმსაზღვრელი ნორმები, რომლითაც განისაზღვრება მოქალაქეთა განცხადება/საჩივრების შესწავლის და პროფესიული საბჭოსათვის მათი განსახილველად მიწოდების გონივრული ვადები, ასევე, დაინტერესებული მხარეებისათვის შეიმუშაოს პროფესიული განვითარების საბჭოს დაგეგმილი სხდომის შესახებ ინფორმაციის წინასწარ შეტყობინების წესი.

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=63180

ომბუდსმენი: ბავშვის მიმართ ძალადობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია

ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა 150-186-ია. „გამოვლინდა, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნების საცხოვრებელი პირობები ხშირად საფრთხის შემცველია მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ხოლო ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები დაგვიანებული და უშედეგო. ბავშვთა სიღარიბე ხშირად დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა არასრულწლოვნის ჯანმრთელობის, განათლებისა და განვითარების უფლებების დარღვევა“,-ნათქვამია ანგარიშში. სახალხო დამცველის თქმით, ძალადობისგან ბავშვის დაცვის და პრევენციის ეფექტური ღონისძიებების განხორციელება, კვლავ პრობლემად რჩება. „კვლავ მაღალია ბავშვის მიმართ ძალადობის მაჩვენებელი. 2017 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ბავშვის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით შესული 837 მიმართვიდან ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა 236, ფსიქოლოგიურ ძალადობას - 164, უგულებელყოფას - 222 და ეკონომიკურს - 10. ბავშვზე ძალადობის მიზეზით, სახელმწიფო ზრუნვაში 2017 წელს 121 არასრულწლოვანი განთავსდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კი, 837 შემთხვევიდან რეფერირება მხოლოდ 303 შემთხვევაში განხორციელდა“, - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში. ლომჯარიამ აღნიშნა, რომ 2017 წელს, ბავშვთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების დროული გამოვლენის, პრევენციისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ეფექტიანი სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდების კუთხითაც კვლავ პრობლემა იყო. „მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისა და ძალადობის შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, არაპროპორციულად მცირეა და საჭიროებებზე ნაკლებად ორიენტირებული, სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონებში დაზარალებულ ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგთა რიცხვი; უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული მასშტაბით, სააგენტოს წარმომადგენლობებს ჰყავს მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი, რომლის ფუნქციებში ასევე შედის სახელმწიფო სერვისებში ჩართული ბენეფიციარების მომსახურება. აღნიშნულ პრობლემაზე საქართველოს სახალხო დამცველი 2015-2016 წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც მიუთითებდა, თუმცა პრობლემის გადაჭრა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დახმარებისათვის საჭირო სერვისების განვითარება ამ ეტაპამდე მიუღწეველია“,- ნათქვამია ანგარიშში.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/35498/sotssaagentoshi-2017-tsels-bavshvis-mimart-dzaladobis-shesakheb-837-gantskhadeba-shevida

 

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/nino-lomjaria-bavshvta-sigharibe-da-ckhovrebis-arasatanado-done-qveyanashi-kvlav-ert-erti-umtavresi-problemaa/

ნინო ლომჯარია - ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა

ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა 150-186-ია. პრობლემად რჩება ბავშვის დაცვის ძალადობისგან და პრევენციის ეფექტური ღონისძიებების განხორციელება. „სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციისა და დახმარების ეფექტური ეროვნული სისტემა. გამოწვევად რჩება განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა“, – აღნიშნულია ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშში.

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/35492/ombudsmeni-2017-tsels-bavshvta-suitsidis-da-suitsidis-mtsdelobis-shemtkhvevebi-20it-gaizarda

ომბუდსმენი: 2017 წელს ბავშვთა სუიციდის და სუიციდის მცდელობის შემთხვევები 20%-ით გაიზარდა

სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემასთანაა დაკავშირებული ბავშვის სიცოცხლის და განვითარების უფლების ეფექტიანი განხორციელება. სახალხო დამცველის შეფასებით, 2017 წელს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგების გასაჯაროებამ ნათელი მოჰფინა არსებულ მძიმე მდგომარეობას. კვლევის ანგარიშის თანახმად, იაშვილის კლინიკაში სხვადასხვა დიაგნოზით შეყვანილი 2-5 წლის ასაკის 254 ბავშვიდან სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა გამოკვლეულთა 33%-ს აღმოაჩნდა. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა სუიციდის საკითხზე. ომბუდსმენი ამბობს, რომ ბავშვთა თვითმკვლელობების შემთხვევები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და პრობლემურ მიმართულებაა. ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს გაიზარდა არასრულწლოვანთა სუიციდის/სუიციდის მცდელობის შემთხვევათა რაოდენობა; არასრულწლოვანთა სუიციდის/სუიციდის მცდელობის ფაქტებთან დაკავშირებით, სსკ 115-ე მუხლით გამოძიება დაიწყო 36 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, სუიციდის 9 და სუიციდის მცდელობის 27 შემთხვევაზე. გასულ წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი გაიზრდა 20 %-ით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორებთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა, დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა და რისკის ქვეშ მყოფი ან/და სავარაუდო რთული ქცევის მქონე მოზარდებისათვის ეფექტიანი ფსიქოლოგიური სერვისის დროული მიწოდება.

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: https://on.ge/story/20669-2017-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1-16-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-173-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98

2017 წელს 16 წლამდე პირთან სექსუალური კავშირის 173 შემთხვევა გამოვლინდა - ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელსაც, გასული წლების მსგავსად ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობა კვლავ რჩება პრობლემად. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მსგავსი გენდერული უთანასწორობის გამოვლინება ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალებისა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობაზე. 2017 წელს გოგოების იძულებითი ქორწინების 6, თავისუფლების უკანონო აღკვეთის - 41, 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის - 173, სკოლის მიტოვების - 75 და არასრულწლოვანი მშობლობის - 835 შემთხვევა გამოვლინდა. "სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამართალდამცავ უწყებებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის კოორდინაცია ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით, სუსტია", - ვკითხულობთ ანგარიშში.

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: https://on.ge/story/20678-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90

სოციალური დახმარება სამსახურის პარალელურად შენაჩუნდეს - ომბუდსმენის რეკომენდაცია

სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საარსებო შემწეობის პროგრამა შემწეობის მიმღებ პირებს დასაქმების მოტივაციას არ უქმნის და დახმარების არასტაბილური ხასიათი პროგრამის ხარვეზია. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აუდიტის სამსახურმა შეისწავლა რამდენად უწყობს ხელს სახელმწიფო შემწეობის პროგრამა ბენეფიციარებში დასაქმების მოტივაციის ზრდას. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის აპრილის მონაცემით, საარსებო შემწეობის მიმღები პირების დაახლოებით 46 პროცენტი შრომისუნარიანია, ხოლო ბენეფიციარი ოჯახების დაახლოებით 64 პროცენტის შემადგენლობაში ირიცხება მინიმუმ ერთი შრომისუნარიანი წევრი. ოჯახების 47 პროცენტის შემადგენლობაში - მინიმუმ ორი შრომისუნარიანი წევრი. "ბენეფიციარებისთვის დასაქმება გაიგივებულია საარსებო შემწეობის დაკარგვასთან, რადგან დღეს არსებული სოციალური დახმარების სისტემა იმდენად მინიმალურ საჭიროებებზეა მორგებული, რომ შემოსავლის ნაწილში, თუნდაც მცირედი ხელფასის ან სხვა სახის ეკონომიკური აქტივობის დაფიქსირება, სარეიტინგო ქულის საკმაოდ ზრდას იწვევს", - ნათქვამია ანგარიშში. სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ შრომისუნარიანმა ბენეფიციარმა, დასაქმების პარალელურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში განაგრძოს საარსებო შემწეობის მიღება მეტი სტაბილურობის განცდისთვის. "წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღწევა ისეთი მიზნები, როგორიცაა ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება", - ნათქვამია ანგარიშში.

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/486273-sakhalkho-damcveli-angarishshi-fsiqiatriul-datsesebulebebshi-arsebul-problemebze-saubrobs.html?ar=A

სახალხო დამცველი ანგარიშში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეისწავლეს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ (თბილისი), „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“, „სურამის ფსიქიატრიულ კლინიკა“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ (სოფელი ქუტირი), „სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“ (ქალაქი სენაკი) და „რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო“ (დაბა კახაბერი). ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა პაციენტებისაგან მიიღეს არაერთი შეტყობინება პერსონალის მხრიდან ფიზიკურ ძალადობისა და სიტყვიერ შეურაცხყოფის შესახებ. „სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში“ ჯგუფმა აღმოაჩინა დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკა დაწესებულების ადმინისტრაციის მამაკაცი წარმომადგენლის მხრიდან, რაც ქალი პაციენტებისთვის პირადი ჰიგიენის დაცვის შესახებ არაკორექტული, არაეთიკური შეკითხვების დასმასა და ინტიმური ადგილების ჩვენების მოთხოვნაში გამოიხატება. როგორც ომბუდსმენი მიუთითებს, ფიზიკური და ქიმიური „სურამის ფსიქიატრიულ კლინიკასა“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, ასევე რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ მწვავე განყოფილებაში, წინა წლებში არსებული მდგომარეობის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს პაციენტების უკიდურესად ცუდ პირობებში მოთავსება, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა, დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, უგულებელყოფის ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია. ”სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, „სურამის ფსიქიატირული კლინიკაში“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ და „რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში“ არ არის ძალადობისგან დაცული, უსაფრთხო გარემო. ხშირ შემთხვევებში ადგილი აქვს პაციენტთა შორის კონფლიქტს, რაც ზოგჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკურ დაპირისპირებაში გამოიხატება”, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ სტაციონარში მოთავსებაზე პაციენტის თანხმობა კვლავაც გაიგივებულია მკურნალობაზე თანხმობასთან და გრძელდება პრაქტიკა, როდესაც ფორმალურად ნებაყოფლობით, ხოლო რეალურად სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსებული პაციენტები, სასამართლო კონტროლს მიღმა მყოფნი, ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას. ”უდავოა, რომ თუ პირი სტაციონარში ნებაყოფლობით თავსდება, მას აქვს უფლება ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მკურნალობაზე და დატოვოს სტაციონარი. ამის საპირისპიროდ, ის ვერ ტოვებს დაწესებულებას და მის მიმართ გამოიყენება იძულებითი მედიკამენტური მკურნალობა და ფიზიკური შეზღუდვა, რაც ეწინააღმდეგება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პოზიციას, რომლის თანახმადაც, ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ფიზიკური შეზღუდვა არ შეიძლება. თუ ფიზიკური შეზღუდვის საჭიროება არსებობს, დაუყოვნებლივ უნდა იქნას ინიცირებული პაციენტის სტატუსის (ნებაყოფლობითი/არანებაყოფლობითი) გადახედვის სამართლებრივი პროცედურა”, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ გრძელდება ძველი თაობის პრეპარატების გამოყენების პრაქტიკა და ანტიფსიქოზური პრეპარატების გვერდითი ეფექტების არასათანადო მართვა; ხარვეზებია სამედიცინო ჩანაწერების და ბარათების წარმოების კუთხით; სამედიცინო ბარათებში არ ხდება მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის მონაცემების ასახვა; ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის მოცულობა კვლავ უკიდურესად შეზღუდულია, რაც განპირობებულია შესაბამისი საშუალებების და სპეციალურად მომზადებული პერსონალის ნაკლებობით. კვლავ პრობლემად რჩება პერსონალის არასათანადო კვალიფიკაცია, სამუშაო პირობები და დაბალი ანაზღაურება. პერსონალთან არ მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული გადაწვის თავიდან ასაცილებლად და ა.შ. ”მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებობს სათანადო ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფის სახელმწიფო ზედამხედველობისა და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის პრობლემა, ვინაიდან მოქმედი კონტროლის მექანიზმები ორიენტირებულია პაციენტების საჩივრებზე, რაც ფსიქიატრიული დახმარების ხარვეზებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტის გასაჩივრების სათანადო, პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი პროცედურის არარსებობის პირობებში, ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო კონტროლის საჭირო ხარისხს. ამდენად, მნიშვნელოვანია არსებული მექანიზმების საქმიანობა გახდეს რეგულარული, სისტემური და პროაქტიული. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფორმალურად არის შიდა გასაჩივრებისა და უკუკავშირის პროცედურა, დამონტაჟებულია საჩივრების ყუთები, მაგრამ პაციენტები ამ პროცედურას და საჩივრის ყუთებს პრაქტიკულად არ იყენებენ. ინტერვიუირებულმა პაციენტებმა არ იციან საკუთარი უფლებები, ასევე არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართონ საჩივრით”, - ნათქვამია ანგარიშში.

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=63173

ომბუდსმენი: სამუშაო ადგილზე მომხდარი 128 უბედური შემთხვევიდან სასამართლო პროცესი მხოლოდ 11-ზე გაიმართა

კვლავ შემაშფოთებელია შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, თუმცა დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს ამ საკითხზე კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ომბუდსმენის განცხადებით, ყურადსაღებია, შრომის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და საჯარო დაწესებულებებში შრომითი უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი. 2017 წელს უმთავრეს გამოწვევად რჩებოდა შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ეფექტური ორგანოს არარსებობა. ამ კუთხით, წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება, რომლითაც იქმნება შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმი. მისასალმებელია, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება სანქციების გამოყენების უფლებამოსილება, თუმცა, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება კანონის მოქმედების გავრცელება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამასთან, ზედამხედველობის ორგანოს კვლავ არ ენიჭება დამსაქმებელთან უპირობოდ დაშვების მანდატი. სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის აღნიშნული პრინციპული შენიშვნები გაუთვალისწინებელი დარჩა", - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში საუბარი ასევე, შრომის პირობების ინსპექტირების ახალ სახელმწიფო პროგრამას შეეხო, რომელიც 2017 წელს დამტკიცდა. ლომჯარია მიიჩნევს, რომ ამ პროგრამით ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებები არ გაფართოებულა და არც გაძლიერებულა, რის გამოც ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ დარღვევათა შესრულების მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია. "2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 13 შემთხვევაში. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ შემთხვევებზე დროული და ეფექტური გამოძიების წარმოების აუცილებლობას. სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ შრომის უსაფრთხოების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებში, გარკვეულ შემთხვევებში, პასუხისმგებელ პირად მოიაზრება სამუშაოს უშუალოდ შემსრულებელი, იშვიათ შემთხვევებში - სამუშაოს დამკვეთი ან სამშენებლო კომპანიის/საწარმოს დირექტორი, უმეტეს შემთხვევაში კი - სამუშაოთა მწარმოებელი. ამასთან, ამ უკანასკნელის იდენტიფიცირება ყოველთვის ვერ ხერხდება", - აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, ომბუდსმენი შრომის კოდექსში არსებულ ძირითად ხარვეზებზე საუბრობს, რომლებიც მისივე თქმით, ამ დრომდე არ აღმოფხვრილა. "არ არის განსაზღვრული დღიური სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა და კვირაში სამუშაო დღეების რაოდენობა ისევე, როგორც ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური დასაშვები ზღვარი და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი", - ნათქვამია ანგარიშში.

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=63170

„სახელმწიფო ებრძვის უფრო მეტად ნარკომომხმარებელს, ვიდრე ნარკომანიას“ - ომბუდსმენის ანგარიში

„სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა, უმეტესად, სადამსჯელო ღონისძიებებზეა ორიენტირებული და მიმართულია შავ ბაზარზე ნარკოტიკულ საშუალებათა მიწოდების შეზღუდვაზე, რაც სამართლებრივი დევნის ობიექტად აქცევს არა მხოლოდ გამსაღებელს, არამედ, მომხმარებელსაც“, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, ნარკოპოლიტიკის რეპრესიულ შემადგენელსა და ძალოვან ღონისძიებებზე გამოყოფილი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოცულობა განაპირობებს მკვეთრ დისბალანსს ანტინარკოტიკული პოლიტიკის სადამსჯელო და ზრუნვის/დახმარების ვექტორებს შორის. „მკაცრი ნარკოპოლიტიკა ართულებს მკურნალობა-რეაბილიტაციის და პრევენციის პროგრამების ეფექტურ განხორციელებას, რასაც ემატება ქვეყნის არასაკმარისი ძალისხმევა პრევენციის და მკურნალობა- რეაბილიტაციის მიმართულებით. გარდა ამისა, ნარკომომხმარებელთა ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმებით, საპროცესო გარიგებებით და ა.შ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მკაცრი ნარკოპოლიტიკა აღარ ტოვებს ნარკომომხმარებელთა ეფექტური მკურნალობა- რეაბილიტაციისთვის საკმარის სივრცეს. სახელმწიფო ებრძვის უფრო მეტად ნარკომომხმარებელს, ვიდრე ნარკომანიას. სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ნარკომომხმარებელთა კრიმინალიზაცია და სტიგმა აიძულებს მათ დამალონ თავისი პრობლემა, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამწვავებს ნარკომანიის თანმდევ უარყოფით შედეგებს“, - ნათქვამია ანგარიშში. ნინო ლომჯარიას თქმით, მკაცრი ნარკოპოლიტიკით ვერ ხერხდება ზიანის შემცირება და ნარკომომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. „უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სტიგმა და დისკრიმინაცია მთელ რიგ ბარიერებს ქმნის ამ პრობლემის დაძლევის თვალსაზრისით. კერძოდ, ართულებს წამალ- დამოკიდებულების ადრეულ გამოვლენასა და დროულ მკურნალობას, ზღუდავს პაციენტთა მიმართვიანობას სამკურნალოდ, ხელს უწყობს მათ მარგინალიზაციას და სოციალურ იზოლაციას, დაუსაქმებლობას - რაც, ფაქტობრივად ქმნის მანკიერ წრეს და უზღუდავს მათ ამ მანკიერი წრიდან გამოსვლის საშუალებას. თვითსტიგმა, ისევე, როგორც საზოგადოებაში არსებული სტიგმა, წამალდამოკიდებული პირებისათვის დროული და ეფექტური მკურნალობის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია. ამ მხრივ, კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც საქმე ქალ წამალდამოკიდებულებს ეხება, რომელთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება გაცილებით უფრო დაუნდობელია“,- აღნიშნა ლომჯარიამ. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია ნარკომომხმარებელთა მიერ დახმარებისთვის სახელმწიფოსადმი მიმართვიანობას გაზრდის და პარლამენტს კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდებს. „საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ამოცანებს, ყველაზე მეტად, 2017 წლის 22 ივნისს „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით და საქართველოს პარლამენტის წევრთა (ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ს. ქაცარავა და ი. ფრუიძე) ინიცირებით შემოთავაზებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა შეესაბამება. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ძირითადად იგეგმება, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რაც თავის მხრივ, გაზრდის სახელმწიფოსადმი ნდობას და შესაბამისად ნარკომომხმარებელთა მიერ დახმარებისთვის სახელმწიფოსადმი მიმართვიანობას. ასევე, ხელს შეუწყობს ნარკოტიკული დანაშაულისთვის სანქციების ლიბერალიზაციასა და ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობების სამართლიან განსაზღვრას; იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურის სამართლებრივად გამართვას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას; ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას; ახლებური ზრუნვის (მომსახურების) გარემოს შექმნას, რომელშიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირები მიიღებენ დახმარებას; მკურნალობა-რეაბილიტაციის და პრევენციის სისტემების გაუმჯობესებას და გადარწმუნების კომისიების შექმნას“,- ვკითხულობთ ანგარიშში. ნინო ლომჯარია კონკურენციის სააგენტოს,  ჯანდაცვის სამინისტროსა  და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს. „გაიზარდოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული პრეპარატების ჩამონათვალი, პროგრამით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის დაცვის ინტერესისა და მათი სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. შეიმუშაოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვების გამოვლენის და მონიტორინგის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა“,- ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: http://mediamall.ge/new/62887-2017-tsels-shromis-usafrtkhoebis-daucvelobis-gamo-47-adamiani-daighupa

2017 წელს შრომის უსაფრთხოების დაუცველობის გამო 47 ადამიანი დაიღუპა

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს კვლავ შემაშფოთებელი იყო შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, თუმცა დადებითი ტენდენციაა ის, რომ ამ საკითხზე კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი. ომბუდსმენი ანგარიშში აღნიშნავს, რომ საზოგადოება ინფორმირებული არ არის თუ რა შედეგებით სრულდება სამუშაო ადგილებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე დაწყებული გამოძიებები. როგორც "ლიბერალი" ანგარიშზე დაყრდნობთ წერს. 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოებში განხილული 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში. არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 20 საქმეზე. საქმეთა 72,2% (65 საქმე), არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. 1 საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირი გამართლდა, 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, დაუბრუნდა რაიონულ პროკურატურას. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/35513/2017-tsels-tsarmoebashi-momkhdari-ubeduri-shemtkhvevis-shedegad-daighupa-47-da-dashavda-106-adamiani

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/389714

ღია წერილი ზაზა სოფრომაძეს: წყეული ეკა ზღულაძე ან ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაიაც თქვენს უწყებაში „შემოიხუნეთ“

„რატომ უუქმებენ თქვენი ჩაფრები სოციალურ დახმარებას ყოველი არჩევნების წინ მაინცდამაინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს“, – ამ სიტყვებით მიმართავს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს. გამოცემა დღევანდელ ნომერში ზაზა სოფრომაძეს ღია წერილით მიმართავს: „ერთი სიტყვით, საქმე გვაქვს ანომალიასთან თუ „ვანომალიასთან“ – ვანო მერაბიშვილი ციხეშია, მაგრამ მის მიერ შექმნილ კაცის კაცებსა თუ ბიზნესსქემებს სულ გუგუნი გასდით! მომკლედ, ისევ ვანო და ვანოს ხელისბიჭები და რა შუაშია აქ სერგეენკო, ვერაფერი გამიგია! კიდევ ერთხელ გიმეორებთ: ბატონო ზაზა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ უნდა უპასუხოთ პრინციპულ შეკითხვას- რატომ უუქმებენ თქვენი ჩაფრები სოციალურ დახმარებას, ყოველი არჩევნების წინ, მაინცდამაინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და რატომ განაგებს სამინისტროს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტს კნეინა მარი წერეთელი, რომელიც სააკაშვილის ზონდერუსტაბაშ ირაკლი გიორგობიანის ასინეთად მუშაობდა? თუ ყველაფერი სულერთია და ადამიანის წარსულს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ ადექით და მერაბიშვილის მოადგილე, წყეული ეკა ზღულაძე ან ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაიაც თქვენს უწყებაში „შემოიხუნეთ“, – სადაც თქვენ და წერეთელი – იქაც ისინი! ისე ისიც საინტერესოა, ნინო ბურჯანაძეს ამ მთავრობაში პარტიიდან რისთვის გამოექეცით – სააკაშვილის აგენტების დირექტორად რომ დაგეწყოთ მუშაობა? არ ხართ თქვენ კარგი კაცი, ბატონო ზაზა! „ – ნათქვამია „ასავალ-დასავალის“ მიმართვის ტექსტში.

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=17151

გარდაცვლილი ქალის საქმეს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ გარდაცვლილი, ახალნამშობიარები 23 წლის ქალის სამედიცინო ისტორიას, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს. სააგენტოს წარმომადგენლები კლინიკა „იმედში“ ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კლინიკა "იმედში" გარდაცვლილი 23 წლის ქალის საქმის შესწავლა, ჯანდაცვის სამინისტროში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. სააგენტოს თანამშრომლები კლინიკა "იმედში" 30 და 31 მარტს იმყოფებოდნენ. „სააგენტოს თანამშრომლები იმ დღესვე ჩავიდნენ ახალციხეში. სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შევისწავლით რა მოხდა და როგორ მოხდა“, – აცხადებენ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის იქნება საბოლოო პასუხი ცნობლი. შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, სოფელ წყრუთში მცხოვრები 23 წლის ახალგაზრდა კლინიკაში 30 მარტს, დილით გარდაიცვალა. გოგონამ ორი დღის წინ, 28 მარტს, ფიზიოლოგიურად იმშობიარა. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ეს მისი პირველი მშობიარობა იყო.გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ნათესავები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. მომხდარზე ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/389871

პრემიერი: კახეთის ყველა რაიონში 82 სოფლის ამბულატორია ფუნქციონირებს, რომელიც სრულადაა აღჭურვილი

კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 82 სოფლის ამბულატორია, რომელიც სრულადაა აღჭურვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, აქედან, რეგიონის 8 სოფელში ახალი ამბულატორიები აშენდა. „კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 82 სოფლის ამბულატორია, რომელიც სრულადაა აღჭურვილი. აქედან, რეგიონის 8 სოფელში – შალაურში, კართუბანში, მაშნაარში, მუკუზანში, საქობიანოში, კუჭატანში, არბოშჩიკში, უდაბნოში, – ახალი ამბულატორიები აშენდა. დედოფლისწყაროში აშენდა 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა. 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასები. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. კახეთის რეგიონს 209 სოფლის ექიმი და 223 ექთანი ემსახურება. 27 ახალი ავტომობილით განახლდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტოპარკი“, -განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, კახეთის რეგიონში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, 60 დევნილი ოჯახისთვის შესყიდულ იქნა კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით. ამასთან, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ლაგოდეხში გაიხსნა იუსტიციის სახლი. „ასევე საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა კახეთის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებში: ნუკრიანში, შილდაში, კაბალში, იორმუღანლოში, კაჭრეთში. ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს შემდეგ სოფლებში: სანიორეში, წნორში, ახალსოფელსა და უდაბნოში“, -განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/105870-premieri-dedoflistsyaroshi-eqimebisa-da-eqtnebis-khelfasebi-30it-gaizarda

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/tbilisis-metropolitenis-memanqaneebi-saatobrivi-anazghaurebis-gazrdas-itkhoven/41732

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ

საათობრივი ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა, დღეს, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მემანქანეები საათში ხელზე ასაღები ამჟამად არსებული 7 ლარიდან თანხის 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. ადვოკატ ბექა ბადრიშვილის განცხადებით, ისინი ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის სახელზე განაცხადს შეიტანენ, რათა მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასა და მათ შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორი ჩაერთოს. როგორც მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ აქციაზე განაცხადა, კანონის თანახმად, მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასა და მათ შორის მოლაპარაკებები 21 დღეში უნდა დასრულდეს.წინააღმდეგ შემთხვევაში მემანქანეები გაიფიცვას აანონსებენ, რაც მეტროპოლიტენის გაჩერებას გამოიწვევს. „ ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით აღმოჩნდა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეთა 60% 65 წლამდე ვერ აღწევს. მათი სამუშაო პირობები მძიმეა და დამატებით სხვა სამუშაოს შეთავსებას ვერ ახერხებენ. მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის მხრიდან შესრულდა ორი მოთხოვნა დანამატებთან დაკავშირებით, თუმცა ამას ხელფასის მოცულობის მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოუწვევია. კერძოდ, სტაჟის მიხედვით, მემანქანეს 22-ლარიანი დანამატი წელიწადში ერთხელ ეძლევა, მავნე და მძიმე პირობებში მუშაობისათვის ასევე ყოველთვიურად გათვალისწინებულია 56 ლარი“- განაცხადა კაპანაძემ. მისივე თქმით, მემანქანეთა ხელფასი ყოველთვის მაღალანაზღაურებადი იყო, ბოლო წლებში კი ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასის ოდენობასთან არის გათანაბრებული და 1200 ლარს შეადგენს.

---

 

02.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/35507/gigis-istoria-da-bavshvta-uflebebi

გიგის ისტორია და ბავშვთა უფლებები

გუშინ ქალაქის მერმა გიგის, რომელიც 15 წლის არის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, „მზიურში“ ჯიხური გადასცა, სადაც ის წვენებს გაყიდის. გიგი, რომელიც მანამდე რუსთაველის გამზირზე საკუთარი სახლის წინ ვაჭრობდა, გარევაჭრობასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების გამო, თავისი ბიზნესის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა. ამიტომ მერის ინიციატივა - „მზიურში“ გიგისთვის ადგილის გამოყოფა - საზოგადოების მხრიდან დადებითად შეფასდა. თავის მხრივ გიგისაც ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა.  საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობდა, რომ 15 წლის ბიჭს თავის ბიზნესსაქმიანობაში ხელი არ უნდა შეშლოდა, რომელსაც, როგორც მშობელი განმარტავს, მისი დაჟინებული სურვილისა და ინტერესის  გამო მოჰკიდა ხელი. თუმცა ამის პარალელურად გაჩნდა კითხვები, რომლებიც გიგის განათლებასა და მისი, როგორც ბავშვის საბაზისო უფლებების შესაძლო დარღვევას ეხება. დადის თუ არა გიგი სკოლაში, იღებს თუ არა ის განათლებას და არის თუ არა შრომა, რომელსაც ის ეწევა, საზიანო მისი საუკეთესო ინტერესებისთვის.   „ლიბერალი“ გიგის დედას თათო გვარიშვილს ესაუბრა. თათო გვარიშვილის თქმით, გიგის ამ გატაცებას თავიდან ეწინააღმდეგებოდა და სცადა, მისთვის სხვა ინტერესები გაეჩინა. გიგი სკოლაში კვირაში ერთხელ დადის, ხოლო დანარჩენ დღეებში მას მასწავლებელი სახლში აკითხავს და 2 საათის განმავლობაში ამეცადინებს. გარდა ამისა, ის თერაპიასა და ვარჯიშზე დადის. გიგი მეცხრე კლასშია და აპირებს, რომ ცხრა კლასის შემდეგ ატესტატი აიღოს და პროფესიულ სასწავლებელში მცირე მეწარმეობის განხრით ისწავლოს. „დაახლოებით მესამე კლასიდან გიგის ჰყავს მასწავლებელი, რომელიც სახლში დადის და ყველა საგანში ამზადებს. გიგი სკოლაშიც დადის, მაგრამ სკოლაში ინკლუზიური განათლება არ არის იმ დონეზე და მასწავლებელს ფიზიკურად არ აქვს საშუალება ცალკე გიგის დაუთმოს დრო. გიგის აქვს მხედველობის პრობლემა, კითხვაც ძალიან უჭირს, ამიტომ ყველაფერს სპეციალურად ვუბეჭდავთ ძალიან დიდი შრიფტით“. მისი თქმით, გიგის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინტერესი ჰქონდა და უკვე წელიწად-ნახევარია ამ საქმიანობითაა გატაცებული. მისი თქმით, ბევრი მცდელობის შემდეგ მორალური უფლება აღარ ჰქონდა, რომ შეწინააღმდეგებოდა გიგის სურვილს, ევაჭრა. „თავიდან მის ამ გადაწყვეტილებას, მის ინტერესს ძალიან მძიმედ ვუყურებდი და ვეწინააღმდეგებოდი. იმიტომ, რომ მინდოდა სხვა გზა ეპოვა ცხოვრებაში და ყველანაირად ვცდილობდით ამას. ბევრ წრეზე   ვცადეთ სიარული. თეატრალურ წრეზე დავდიოდით, ახლა მარჯანიშვილის სხვენში ითამაშა სპექტაკლში. სიმღერაზეც დადიოდა. სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა ეს ნიჭი. პრინციპში ეს ყველაფერი ჩუმად დაიწყო. ერთხელ სახლში მოვედი და ბუშტები რომ დამხვდა, მითხრა, სხვისიაო. მერე და მერე, როცა ვნახე, როგორ იპოვა თავისი საქმე, მორალური უფლება, რომ ხელი შემეშალა იმისთვის, რაც გამოსდიოდა, არ მქონდა“,-ამბობს თათო გვარიშვილი. ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის PHR -ის იურისტი ანა არგანაშვილი „ლიბერალთან“ ბავშვთა შრომაზე საუბრობს და განმარტავს, თუ რას ნიშნავს ბავშვთა შრომა და რას ამბობს საქართველო კანონმდებლობა ამ მოვლენების შესახებ.  საქართველოს შრომის კოდქსის მე-4 მუხლი განმარტავს, რომ 14-წლამდე არასრულწლოვნების შრომა დაშვებულია მხოლოდ სპორტულ, ხელოვნების ან კულტურის სფეროში. კანონის თანახმად,  „ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც“. კერძოდ იგი არ უნდა აზიანებდეს მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, არ უნდა უზღუდავდეს სავალდებულო განათლების უფლებას. „რა თქმა უნდა, ჩემი კითხვები ახლა ეხება შემდეგ საკითხს: თუ 14-წლამდე  ჩაერთო შრომაში, მიიჩნეოდა თუ არა ეს სპორტულ, ხელოვნების თუ კულტურის სფეროდ და ხომ არ ხდებოდა მისი სხვა ინტერესების დაზიანება? შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდეს, რომ მისი ინტერესი ზიანდება, მაგრამ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნაც უნდა ჰქონდეს,  კითხვები ჟურნალისტების დაინტერესებამდე,   პირველ რიგში, მათ უნდა გასჩენოდათ“, - ამბობს ანა არგანაშვილი. მისივე თქმით, გიგის ისტორიაზე საზოგადოების გამოხმაურებაში იკვეთებოდა შემდეგი: თითქოს გიგი სკოლაში ვერ მიიღებდა იმ უნარებს, რომლებსაც ის საკუთარი ბიზნესის წარმოწყება/განვითარებით შეიძენდა. „წავიკითხე საზოგადოების გამოხმაურება, რომ სკოლაში ის ნაკლებად შეიძენდა უნარებს, ვიდრე ამ პროცესში და ეს არის მთელი პრობლემა. თუ მას სკოლა არ აძლევს იმ უნარებს, რაც საჭიროა, ე.ი. ჩვენ ყველას გვაქვს პრობლემა. რატომ ვიყენებ სიტყვა  „პრობლემა“ - წარმოიდგინეთ, რომ ეს გახდა მოდელი და ყველამ თავისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს მოუწოდოს/წაახალისოს, რომ ჩაერთოს ანალოგიურ საქმიანობაში. რას მივიღებთ? ეს თუ არ იქნება გამონაკლისი და გახდება ნორმა, აშკარად სახეზე გვექნება შემდეგი მდგომარეობა: სკოლა იქნება ბევრად ნაკლებად სასარგებლო, ვიდრე ასეთი საქმიანობა და რეალური შრომა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის პრობლემას წარმოადგენს. გამოდის, რომ სკოლის განათლება ბავშვებს ამ უნარებს არ აძლევს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში განათლების სისტემის პრობლემაა“, - ამბობს ანა არგანაშვილი. ანა არგანაშვილს კითხვები აქვს გიგის სასკოლო განათლებასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, საქართველოში შინასწავლება კანონმდებლობით მაშინაა დაშვებული, როდესაც ბავშვი ობიექტურად ვერ დადის სკოლაში, მაგალითად, ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ არ შეუძლია გადაადგილება. „ფაქტია, რომ ამ ბავშვს, თუ ობიექტურად სკოლაში სიარული შეუძლია, ე.ი. შინასწავლება არ არის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი. როგორც ჩანს, კერძო ინიციატივაა მშობლის მიერ მხარდაჭერილი. ჩნდება კითხვები: თუ ბავშვს გაკვეთილებზე დასწრება შეუძლია, მაშინ სახლში რატომ მოდის მასწავლებელი და სახლში მასწავლებლის მოსვლის ფონზე რატომ ითვლება ეს ფორმალური განათლების მიღებად. რანაირად შეიძლება მან დაამთავროს სკოლა, მიიღოს ატესტატი? “ - ამბობს ანა არგანაშვილი. მისივე თქმით, მერია პირველ რიგში უნდა დალაპარაკებოდა ბავშვის ზრუნვის სახელმწიფო ორგანოს, ანუ სოციალურ სამსახურს და აუცილებლად უნდა გაევლო კონსულტაცია ბავშვთა უფლებებთან თანხვედრის ნაწილში. „მე მესმის ეს ლოგიკა. შეიძლება ბავშვი ძალიან სერიოზულ, გარკვეულ უნარებს იძენს და ა.შ. მაგრამ ხომ არ ზიანდება მისი სხვა ინტერესი? ჩვენ უნდა გვქონდეს ოფიციალური პოზიცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსი, რომ ეს ხდება მათი თანხმობით.   მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მშობელს, მაგრამ ვისურვებდი, რომ სახელმწიფო ორგანოს ეთქვა: მერიის მიერ გადადგმული ნაბიჯი სრულად შეესაბამებოდა თუ არა  ბავშვის ინტერესებს“, - ამბობს ანა არგანაშვილი. „ლიბერალი“ სოციალური მომსახურების სააგენტოსაც დაუკავშირდა. უცვლელად გთავაზობთ სააგენტოს პოზიციას, რომელიც მან წერილობით მოგვაწოდა. „საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე მობილური ჯგუფის წევრებმა არასრულწლოვან - გიგი ანთიძესთან პირველი კონტაქტი 2016 წლის დასაწყისში დაამყარა. კერძოდ, ბავშვს მობილური ჯგუფის წევრები არასრულწლოვნის საცხოვრებელ სახლთან მაშინ შეხვდნენ, როდესაც იგი მარტო გადაადგილდებოდა. არასრულწლოვნის შესახებ მობილური ჯგუფის წევრებმა გარემოვაჭრეებისგან, რომლებიც იქვე იმყოფებოდნენ, მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი მშობლებთან და უმცროს დედმამიშვილებთან ერთად ცხოვრობდა და მასზე დღის განმავლობაში  ძიძა ზრუნავდა, რომელიც მეთვალყურეობდა, თუ სად და როგორ გადაადგილდებოდა არასრულწლოვანი. სოციალურმა მუშაკმა არასრულწლოვანს  მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის სერვისი შესთავაზა, რაზეც გიგიმ უარი განაცხადა. მოპოვებული ინფორმაციით გიგი N20 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოწაფეა. მობილურმა ჯგუფმა სკოლის დირექციისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანი პერმანენტულად დადის სკოლაში. მას დამატებით  სახლში ამეცადინებენ დაქირავებული რეპეტიტორები. იგი სამომავლოდ პროფესიულ სასწავლებელში მცირე მეწარმეობის ფაკულტეტზე აპირებს ჩაბარებას.   გიგიმ სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარევაჭრობა და საკუთარი შრომით თანხის გამომუშავება, რაშიც მას დედა ეხმარება“, - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი ხათუნა ჯიქია.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

03.04.2018

მედიასაშუალება: ქრონიკა+

სარკინიგზო რეალობა - სამუშაოები 70 მ-ის სიმაღლეზე დამცავი აღჭურვილობის გარეშე

რკინიგზის დეპრატამენტს ლოჭინის ძველი სარკინიგზო ხიდის დემონტაჟის დროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცულობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. საუბარია თბილისის შესასვლელში სარკინიგზო ხიდზე მიმდინარე სამუშაოებზე, რომლის კადრები თვითმხილველებმა გადაიღეს და "კურიერს" გადასცეს,. ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე მუშები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე მუშაობენ. რკინიგზასა და ჯანდაცვის სამინისტროში დაწყებულია მოკვლევა იმის დასადგენად თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე. შრომის უსაფრთხოების კანონი, რომელმაც დასაქმებულთა უფლებები და სიცოცხლე უნდა დაიცვას, პარლამენტმა 2 კვირის წინ დაამტკიცა, სამოქალაქო სექტორის შეფასებით დოკუმენტი სრულად ვერ ასახავს საჭიროებებს და ის ისევ დასახვეწია. ამ თემაზე "ქრონიკა+" "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარეს, ვიტალი გიორგაძეს ესაუბრება: "გავრცელებული ვიდეოკადრების შემდგომ უკვე საზოგადოებისთვისაც გახდა თვალსაჩინო, საქართველოს რკინიგზაში არსებული ის მძიმე რალობა, რაზედაც რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი წლებია, ამახვილებს ყურადღებას." ლოჭინის ძველი ხიდის დემონტაჟის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით სს "საქართველოს რკინიგზა" განმარტავს : "ლოჭინის ხიდაზე მიმდინარე ლიანდაგის ზედნაშენის დემონტაჟის გეგმური სამუშაოების წარმოების დროს ვიზუალური დაკვირვებითაც კი იკვეთება რკინიგზაში მოქმედი უსაფრთხოების ინსტრუქციების დარღვევა პროფესიული და სამსახურებრივი პასუხისმგებლობის გრძნობის გათვალისწინებით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართელოს ხელოვნურ ნაგებობათა ცენტრის უფროსმა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა აღნიშნულ სამუშაოებს..." რკინიგზელთა ახალი პროფკავშირისთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს რკინიგზას ფიზიკურად არ გააჩნია უსაფრთხოების ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები, რომელიც აუცილებელია მსგავსი ტიპის სამუშაოების შესასრულებლად. მეტიც : ამ აღჭურვილობის შეძენისთვის რკინიგზის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული. -საქართველოს რკინიგზას რომ ფიზიკურად არ გააჩნია უსაფრთხოების ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები,ლ რომელიც აუცილებელია მსგავსი ტიპის სამუშაოების შესასრულებლად, ამ მდგომარეობას რა იწვევს? ვიტალი გიორგაძე : "დავუშვათ, ნანახი გვაქვს რკინიგზის ბიუჯეტი, სადაც რეალურად გაწერილია, რომ ეს საშუალებები დეპრატამენტმა უნდა შეიძინოს, აღნიშნული შესყიდვები წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, თუმცა პრაქტიკაში იმას ვხედავთ, რომ ინვენტარი არ არსებობს, არ ვიცი, ფულს ზოგავენ არ ხარჯავენ, თუ უფრო კორუფციული გამოვლინებაა?! ეს ყველაფერი აუდიტის სამსახურის დასადგენია. ჩვენმ სამწუხაროდ, აღნიშნულ დოკუმენტაციაზე წვდომა არ გაქვს..." უჩა ღვთისიაშვილი: "ვერ ელევიან მაგ გუნცაძე-ცაგურია-კაციტაძეებს და ხორავას, თუ ეგენი არ გაუშვეს, მაშინ ბრძოლაა საჭირო, რომ რკინიგზა მათნაირებისგან გათავისუფლდეს. მათი ბოგინი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რკინიგზაში, ისე არაფერი გამოვა" ცნობისთვის : "საქართველოს რკინიგზა" სახელმწიფო 100 %-იანი წილის მქონე კომპანიაა, სადაც 13 ათასი ადამიანია დასაქმებული 2017 წლის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, კომპანია ხშირად, უხეშად არღვევს შრომითი უსაფრთხოების სტანდარტებს. 2016-17 წლებში გარდაიცვალა 9 და მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი რკინიგზელი, რკინიგზაში ინფრასტრუქტურას ვასილ ხორავა ხელმძღვანელობს. მისი გადადგომის მოთხოვნით კი რკინიგზელები 18 დღე უშედეგოდ შიმშილობდნენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5142172&name=03.04.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

03.04.2018

მედიასაშუალება: ქრონიკა+

ჰაერი, რომელიც კლავს?!

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს სპეციალური ანგარიშის თანახმად, ჰაერის დაბინძურებისგან, ყოველწლიურად, მსოფლიოში 6,5 მლნ ადამიანი იღუპება. მსოფლიო ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებისგან 100 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი რაოდენობა ჩინეთსა და ინდოეთში იღუპება, თუმცა ეს გამოწვეულია მოსახლეობის რაოდენობით. მაგრამ საქართველოში, ბოსნიაში, ჰერცოგოვნიასა და ჩრდილოეთ კორეაში, მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა მაღალია. თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. თბილისში დაბინძურება ნორმას 2.9-ჯერ აღემატება. ეკოლოგები ქალაქებში ჰაერის დაბინძურების მთავარ ფაქტორად მანქანების სიმრავლეს ასახელებენ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ ქალაქებში ჰაერის მდგომარეობა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. სწორედ ამ მიზნით, ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯი, რომელიც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის უნდა დაიდგას, საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირებაა. 1 სექტემბრიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც 1 კილოგრამში 10 და მეტი მილიგრამის ოდენობის გოგირდის შემცველი საწვავის გამოყენებას კრძალავს. ნოე მეგრელიშვილი: "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კომუნიკაცია გვქონდა. მათ დაადასტურეს, რომ საქართველოში სულაც არ გვაქვს ყველაზე ბინძური ჰაერი მსოფლიოში, თუმცა საკმაოდ მაღალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რიცხვი და ასევე მყარი საწვავის გამოყენება, რაც, თავისთავად, შენობის შიდა ჰაერის დაბინძურებას იწვევს მყარი ნაწილაკებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე დევს 3000-მდე ქალაქის მონაცემი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის მიხედვით და თბილისი მათ შორის 570-ე ადგილზეა, რაც ადასტურებს, რომ ამ პრობლემური კუთხით სულაც არ ვართ "ჩემპიონები" და ეს ასე ვერ იქნებოდა, რადგან ქვეყანაში არ გვაქვს განვითარებული სამრეწველო სექტორი. რა თქმა უნდა, პრობლემა არის და ძალიან სერიოზულიც, თუმცა მდგომარეობა საგანგაშო ნამდვილად არაა." ნოე მეგრელიშვილი: "რადგან გამოიკვეთა, რომ დაბინძურების უმთავრესი წყარო ტრანსპორტია და ეს სფერო კომპლექსურია, ბევრ უწყებას მოიცავს, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც 2017 წელს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამა შექმნა. იგი ივლისის შემდეგ ამოქმედდა. ეს არის 40-პუნქტიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ჩამოწერილი აქვს ღონისძიებები თავისი განხორციელების ვადებით და იმ უწყებებით, რომლებიც უშუალოდ აგებენ პასუხს გეგმის განხორციელებაზე. ეს პროგრამა მოიცავს ავტოტრანსპორტის ტექნიკური მხარის გაუმჯობესებას, ავტოპარკის გაახალგაზრდავებას, უფრო სუფთა სატრანსპორტო საშუალებების წახალისებას, მათ შორის, ელექტროტრანსპორტის განვითარებას. ეს პროგრამა მოიცავს ბევს უწყებას: ეკონომიკის სამინისტროს, ასევე განათლების სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა ორგანოებს. ყველაზე მეტი ვალდებულება აქვს ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიას. ეს პროგრამა მოიცავს საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას და კონტროლის გაძლიერებას."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5142210&name=03.04.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

03.04.2018

მედიასაშუალება: ქრონიკა+

სიცოცხლით დამარცხებული დიაგნოზი

ბოლო პერიოდში საქართველოში ქრონიკული დაავადებების რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა, მათ შორის, ყველაზე მაღალი პროცენტით გამოირჩევა ჰიპერტენზია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. გარდა ამისა, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით იმატა სიმსივნური დაავადებების რიცხვმა. 2017 წელს საქართველოში სიმსივნური დაავადებების 8279 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროშიც და საავადმყოფოებშიც ადასტურებენ, რომ ონკოპაციენტთა მიმართვიანობა სულ უფრო მზარდია. ჯანდაცვის სამინისტროს გარკვეული პროგრამები მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას სხვადასხვა პათოლოგიის შესახებ, ასევე მათ დროულ შემოწმებასა და არსებული რისკების შეფასება/პრევენციას. სხვადასხვა სტასტისტიკური მონაცემი ცხადყოფს, რომ დაავადებათა გავრცელების სიხშირე ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალია. ეს კომპლექსური მიზეზებითაა განპირობებული: სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. ასევე არასტრესული სამუშაო და სასწავლო გარემო. ეს იმ ფაქტორთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5142335&name=03.04.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

03.04.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

შარშან საწარმოებში დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი

საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებით, 2017 წელს საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი. ნინო ლომჯარიას თქმით, უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩებოდა შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ეფექტური ორგანოს არარსებობა.ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა ასახოს და პრაქტიკაში განახორციელოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი კონვენციები, რომლებიც სახელმწიფოებს ავალდებულებს, იქონიონ შრომის ინსპექციის სისტემა მრეწველობასა და ვაჭრობის სფეროებში, არაკომერციულ სექტორში და სოფლის მეურნეობის სფეროში.„მისასალმებელია, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება სანქციების გამოყენების უფლებამოსილება, თუმცა, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება კანონის მოქმედების გავრცელება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამასთან, ზედამხედველობის ორგანოს კვლავ არენიჭება დამსაქმებელთან უპირობოდ დაშვების მანდატი. სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის აღნიშნული პრინციპული შენიშვნები გაუთვალისწინებელი დარჩა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 13 შემთხვევაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5142061&name=03.04.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

03.04.2018

მედიასაშუალება: ქრონიკა+

საწარმოთა 45% კადრებს კვლავ ნათესავებისა და მეზობლების "ხარჯზე" ქირაობს!

როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში კვლავ დიდი ყურადღება ექცევა ნათესავებისა და მეგობრების ან მათი რჩევით თანამშრომლის სამსახურში აყვანას და ეს მაშინაც კი, კონკრეტული ადგილის მსურველი ბევრად უფრო გამოცდილი და კვალიფიციური კადრი შეიძლება იყოს! ზემოთ აღნიშნული დაადასტურა კვლევამ "უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის მოთხოვნის სტატისტიკური ანალიზი", რომელიც სულ რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა. იგი ეკონონმიკის სამინისტროს დაკვეთით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა და მან 6 000 ძირითადი საწარმო მოიცვა. რაც შეეხება უშუალოდ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიგნებას, აღმოჩნდა, რომ კადრების დაქირავებისას საწარმოთა თითქმის ნახევარი (45%) ახალი კადრების აყვანას ახორციელებს ნათესავების, მეგობრებისა თუ ნაცნობების საშუალებით, შემდეგ ინტერნეტისა (26, 8%) და დასაქმების კერძო სააგენტოების (17,8%) საშუალებით. გარდა ამისა, რეგიონებში ინტერნეტის საშუალებით კადრების აყვანა 2-ჯერ მეტად ჩამორჩება თბილისში იმავე მაჩვენებელს. ვახტანგ ჭარაია- თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი: - რა თქმა უნდა, აქ საქმე კერძო ბიზნესს ეხება და ამის რეგულირება არ შეიძლება, არ არის მიზანშეწონილი, რომ მთავრობამ რაღაც ფორმატით დაუწესოს ვიღაცის აყვანა, მაგრამ თვითონ ბიზნესი უნდა მიხვდეს ამას. სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: - ამ კვლევამ დაგვანახა, რომ საქართველოში ბაზრის ოთხი ძირითადი ფორმიდან ყველაზე სუსტად განვითარებულია სწორედ შრომის ბაზარი! ფირმების მიერ ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება კი იმ არაეფექტიან გადაწყვეტილებებში აისახება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5142347&name=03.04.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

03.04.2018

მედიასაშუალება: ქრონიკა+

პროფესიით დასაქმება ქართულად

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5142260&name=03.04.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

03.04.2018

მედიასაშუალება: ქრონიკა+

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5142058&name=03.04.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---