მედიამონიტორინგი 0 3.05 .2017
ტელევიზია
02.05.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 20:00
კლინიკების მონიტორინგის შემაშფოთებელი შედეგი - შემოწმების შემდეგ ირკვევა, რომ თბილისში სამედიცინო დაწესებულებების თითქმის 30% ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ხარვეზებია გამოვლენილი ინფექციების კონტროლის კუთხით. სამინისტრო მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზეც მიუთითებს. მონიტორინგის მესამე ეტაპი ივლისში იგეგმება, რის შემდეგაც გაირკვევა, რომელი კლინიკები გამოეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4428896
---
02.05.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
საყოველთაო ჯანსდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მკაფიოდ განისაზღვრა რა სახის პაკეტებით სარგებლობა შეუძლიათ მიზნობრივ ჯგუფებს და საშუალო შემოსავლის მქონე პირებს. დიფერენცირებული პაკეტები უკვე მეორე დღეა მოქმედებს, უფასოდ მედიკამენტებით სარგებლობის უფლება კი შესაბამის პირებს 1 ივნისიდან მიეცემათ. ვინ მიიღებს მედიკამენტებს სახელმწიფო დაფინანსებით, რამდენი დასახელების მედიკამენტია სიაში და ვისგან შეისყიდის სახელმწიფო ამ პროდუქციას. თემაზე ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და პროგრამების სამართველოს უფროსი ეკა ადამია საუბრობს
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4426899
---
02.05.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ქართული ოცნება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამოქმედების გადადებას გეგმავს. ბიზნესთან კონსულტაციის შემდეგ მთავრობამ პარლამენტს კანონის ერთი წლის შემდეგ ამოქმედება შესთავაზა. ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ ჯანდაცვის კომიტეტმა გაიზიარა შენიშვნები. ოპოზიციის ნაწილი მთავრობას ბიზნესის ლობირებაში ადანაშაულებს და თამბაქოს შესახებ შეზღუდვის ერთი წლით გადავადების ინიცირების გამო, ბრალდებებსაც უყენებს. საერთაშორისო ექსპერტები კი ხელისუფლებას მიმართავენ და კანონპროექტის პირველადი ვერსიის მხარდაჭერას მოითხოვენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4428943
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4428922
ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4428990
კავკასია - დღეს 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4428911
მაესტრო - კონტაქტი რვაზე- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4428830
I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4428581
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4428475
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4428228
---
0 2.05.2017
არხი: კავკასია
გადაცემა: თქვენი დრო
გადაცემის პირველი რუბრიკის თემაა ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილი ცვლილებები რომელიც ძალაში 1 მაისიდან უკვე შევიდა. ამ თმაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4428916
---
02.05.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 20:00
საპენსიო რეფორმის კონცეპცია მზარ არის დოკუმენტი დღეს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა პარლამენტში მიიტანეს და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს გააცნეს. კონცეფცია დაგროვებითი საპენსიო სისტემას გულისხმობს, თუმცა დოკიმენტთან დაკავშირებით შენიშვები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციაში.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4428899
---
0 2.05.2017
არხი: იმედი
გადაცემა: იმედი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში უჩა ნანუაშვილი წარდგა. უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციები ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილეებმა მიმოიხილეს. ზაზა სოფრომაძე: შენიშვნების დიდი ნაწილი ეხებოდა ჯანდაცვის პრობლემებს კერძოდ ისეთ მიმართულებებს როგორიცაა ტუბერკულოზის მკურნალობა, ფსიქიატრია, ეხებოდა აგრეთვე შრომის უფლებებს, ეხებოდა სოციალური დაცვის საკითხებს, ამბოსუტური უმრავლესობა ამ საკითხებისა გაზიარბული. შეკითხვები იყო სრომის ინსპექციასთან დაკავშირებით, ეს გახლავთ ახლადშექმნილი ინსტიტუტი მათი ფუნქციები გაწერილია შესაბამისი ნორმატიული აქტებით, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა ამ ფუნქციების გაძლიერების მიმართულებით.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4428886
---
02.05.2017
არხი: მაესტრო
გადაცემა: კონტაქტი 15:00
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა შეაფასა ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4427775
კავკასია - დღეს 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4428817
---
02.05.2017
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 11:00
უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი და რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ აკრძალვას. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით უკანონო აბორტი დასჯადია. აისახება თუ არა აბორტების სტატისტიკა ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე? ეს იყო გადაცემა "პრიორიტეტის" მთავარი თემა. სტუმართა ნაწილი მიიჩნევს, რომ აბორტი მკვლელობაა, ნაწილი კი თვლის, რომ აბორტის აკრძალვა უფრო მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4427011
---
ინტერნეტი
03.05.2017
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ გაგუას კლინიკაში ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რეგულირების სააგენტოში შეტყობინება თავად გაგუას კლინიკამ შეიტანა. მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, სამინისტროში გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან საჩივარი შესული არ არის. "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ინფორმაცია 1 მაისს შემოვიდა, რომლის შემდეგაც დაუყოვნებლივ მივმართეთ სასამართლოს. როგორც კი გვექნება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, სამინისტროში შეიქმნება კომისია, რომელიც გაგუას კლინიკაში მომხდარი ფაქტის შესწავლას დაიწყებს", - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში. გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალმა 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალშობილს, ის თავს კარგად გრძნობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
---
02.05.2017
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს 1000-ლარზე ნაკლები ღირებულების გეგმიური სტაციონარი საყოველთაო ჯანდაცვით აღარ დაუფინანსდებათ
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, გეგმიური სტაციონალური მომსახურება, რომელიც შეადგენს 1000-ლარზე ნაკლებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აღარ დაუფინანსდებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ”რადიო პალიტრის” გადაცემაში ”რეზიუმე“ განაცხადა. მისი თქმით, საშუალო შემოსავლის მოქალაქეებს, თუკი აქამდე 100%-ით უფინანსდებოდათ გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება, დაუფინანსდებათ 90%-ით და გადაიხდიან 10%-ს. მისივე განმარტებით, ეს იმდენად ფინანსური დანაზოგი არ არის, რამდენადაც არასაჭირო კვლევებისა და ინტერვენციების დაფინანსება, რაც ირიბად არა მარტო ფინანსური პრობლემაა, არამედ მათი ჯანმრთელობის პრობლემაცაა. ”გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებაში ის, რისი ღირებულებაც არის 1000 ლარზე ნაკლები, უნდა გადაიხადონ თვითონ და სახელმწიფო შეეხიდება მათ 1001 ლარიდან. აქაც თანხის დაზოგვასთან ერთად არასაჭირო ინტერვენციების დაზოგვაა. გეგმიურად სტაციონარში შესაძლოა ადამიანი მოხვდეს ბევრი მიზეზით, მათ შორის ქირურგიული ოპერაციის საჭიროებითაც”, - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, როდესაც საავადმყოფოს აქვს გარანტია, რომ მთლიანად თანხას იხდის სახელმწიფო, მას მეტი მოტივაცია აქვს, რომ როდესაც არის შანსი, არ გაკეთდეს ოპერაცია, მაინც გააკეთოს. ”როდესაც საავადმყოფოს აქვს გარანტია, რომ მთლიანად თანხას იხდის სახელმწიფო, მას მეტი მოტივაცია აქვს, რომ როდესაც არის შანსი, რომ არ გაკეთდეს ოპერაცია, მაინც გააკეთოს და ჩვენ ამას გვაჩვენებს როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ჩვენი რეალური ანალიზი. სოციალურად დაუცველებში, რომლებსაც თანადაფინანსების ნაწილს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უხდიან, ქირურგიული ოპერაციების თუ კვლევების რაოდენობა მინიმუმ 1.5-ჯერ აღემატება იგივე ასაკობრივ ჯგუფში იგივე ჯანმრთელობის რისკების მოსახლეობის ჩარევებს”, - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, ყველაზე მეტად საყოველთაო ჯანდაცვაში განხორციელებული ცვლილებები იგრძნეს მაღალშემოსავლიანებმა. ”32 000-დან მხოლოდ 20 000 სარგებლობდა კერძო დაზღვევით. მთლიანობაში, 40 000-ზე მეტი შემოსავალი ვისაც აქვს, არ ექნება საყოველთაო დაზღვევა, საშუალო შემოსავლის მქონეს ან კერძო უნდა ჰქონდეს ან საყოველთაო, ორივე სადაზღვევო პაკეტის პრივილეგია აქვს, ვისაც აქვს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი და ვინც არის მიზნობრივ ჯგუფებში - ბავშვი, პედაგოგი და ა.შ.”, - განაცხადა სერგეენკომ.
---
02.05.2017
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/70402-tsereteli-medikamentebit-uzrunvelyofis-programa-savaraudod-tsinasaarchevno-kampaniis-natsilia
წერეთელი: მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია
ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავჯდომარის გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რადგან როგორც წერეთელი ამბობს, პროგრამისთვის საკმარისი თანხა გათვალისწინებული არაა. „მრავალი კრიტიკული მოწოდების შემდეგ, მთავრობამ მიიღო დადგენლიება, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე, სოციალურად დაუცველი ფენისთვის მედიკამენტებს უზრუნველყოფის თაობაზე. ვნახეთ პროგრამის სტრუქტურა, ბიუჯეტი და მედიკამენტების ფასები, რომლებიც დადგენილებაშია მოცემული და ფასები 1 ლარიდან 70 ლარამდე ვარირებს. გარდა ამისა პროგრამის მთლიანი ფინანსური მოცულობა არ არის ადექვატური. თუკი 200 ათას ადამაინზე დავთვლით, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ისაუბრეს, 6 თვეზე გაწერილი მთელი პროგრამის მოცულობის მიხედვით ერთ ადამიანზე დაახლოებით 2,5 ლარი (1 დოლარი) გამოდის თვის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთად შეიძლება არ მივიდეს პრეპარატების ასაღებად, მოთხოვნა მაინც მნიშვნელოვნად გაიზრდება, ხოლო თანხა არასაკმარისია. მიგვაჩნია, რომ ამგვარი პროგრამა არ იქნება ეფექტური. ხოლო რადგან ეს კეთდდება ივლისიდან, რაც ძალიან ახლოს არის ადგილობრივ არჩევნებთან, სავარაუდოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იქნება.
ნიუს.ჯი- http://news.ge/ge/news/story/216271-migvachnia-rom-amgvari-programa-ar-iqneba-efeqturi
---
02.05.2017
„თუ ექიმი აფთიაქს გაურიგდება, ის დაისჯება“: როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი თუ გამოწერილ რეცეპტში ეჭვი შეეპარა
ექსკლუზიური ინტერვიუ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროს, მარინა დარახველიძესთან ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ ეჭვი საზოგადოების ნაწილში დიდი ხანია არსებობს. რამდენიმე დღის წინ კი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე, თაკო მათეშვილი აღწერდა, თუ როგორ გამოუწერა ექიმმა მის შვილს არასაჭირო მედიკამენტი. შემდეგ მან სატელეფონო ზარიც მიიღო ე.წ. „წამლების მონიტორინგის სააგენტოსგან“, რომელმაც შეამოწმა, ექიმმა თუ დაუნიშნა მას აღნიშნული წამალი. ამ ფაქტმა საზოგადოების ნაწილში ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ ეჭვი კიდევ უფრო გააღრმავა. თაკო მათეშვილის ტექსტში ნათქვამი იყო, რომ ექიმმა მცირეწლოვანს ძვირადღირებული და როგორც მოგვიანებით გაირკვა, არასაჭირო მედიკამენტი დაუნიშნა. რაც მთავარია, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს ეს დედასთან არც უარყვია და მისი არგუმენტი მხოლოდ ის იყო, რომ კონკრეტული, არასაჭირო წამალი, „ბავშვს არაფერს ავნებდა“.
რა შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის მიერ ანგარებით დანიშნულმა მედიკამენტმა, ამაზე საუბარიც კი არ ღირს. „მეტრონომი“ ამ თემაზე პასუხების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა – უწყებას, რომელსაც ევალება ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩვენ რესპონდენტს ვთხოვეთ განმარტება ჯანდაცვის სფეროში მომუშავე იმ პერსონის ქმედების მიმართ, რომელმაც, როგორც თაკო მათეშვილი ამბობს, წამალი არასწორად გამოწერა. კითხვებზე ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ გვიპასუხა. “მეტრონომი“: საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს აზრი, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობენ და ამის გამო, ხანდახან, მკურნალობისთვის არაშესაბამის მედიკამენტებს წერენ. რამდენად ცნობილია ამგვარი შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროსთვის? მარინა დარახველიძე: მედიის საშუალებით გავრცელებულ ამგვარ პუბლიკაციებს გავეცანი. თუკი ადამიანები კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ეს მათ ცხოვრებაში მოხდა, არ შემიძლია საწინააღმდეგო ვამტკიცო. მე შემიძლია ის ვთქვა, რომ ამას სისტემურს ვერ ვუწოდებთ. თუკი ეს ადამიანი მოვიდოდა, საჩივარს დაწერდა, ამ საჩივარს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი, კომპეტენტური ორგანო შეისწავლიდა, ამის შემდეგ გვექნებოდა მსჯელობის ობიექტური საფუძველი – რა და როგორ მოხდა. მე როგორც ჯანდაცვის მენეჯერი, ორგანიზატორი, რომელსაც ევალება ამგვარი საკითხის შესწავლა, როგორც პროფესიული საბჭოს წევრი, განცხადების შემთხვევაში თვალ-ყურს მივადევნებდი და თუკი დადასტურდებოდა ექიმის მიერ კანონდარღვევის ფაქტები, პაციენტის სამედიცინო დახმარების ხარისხში გამოვლენილი ნაკლოვანებები, ამ შემთხვევაში პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებდა ამ ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ წერილობითი გაფრთხილებით, არამედ გულისხმობს საქმიანობიდან ერთი თვიდან ექვსი თვემდე ვადით ჩამოშორებას. მძიმე შემთხვევაში კი, პრაქტიკაში ექიმის სერთიფიკატის გაუქმებაც მქონია. ამდენად, მე შემიძლია პაციენტებს შევთავაზო ის, რის უფლებასაც კანონი გვაძლევს: თუკი ასეთი შემთხვევები მათ ცხოვრებაში დაფიქსირდება, მოგვმართონ განცხადებით და ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს. – გარდა იმისა, რომ პაციენტებს შეუძლიათ განცხადებით მომართვა, თავად სამინისტროს რა ბერკეტები აქვს ამის საწინააღმდეგოდ, თუ მიმდინარეობს მონიტორინგი ამგვარი ფაქტების გამოსავლენად? – ასეთ თემებზე მონიტორინგს არ ვახორციელებთ, რადგან მონიტორინგს უნდა ჰქონდეს თავისი კონკრეტული, ობიექტური გარემოებები. ეს უფრო შემოწმების თემაა. თუკი დადასტურდა, რომ პაციენტს არ სჭირდება და გარკვეულ სამედიცინო პრეპარატს ფინანსური დაინტერესების მიზნით უნიშნავენ, ეს კანონდარღვევაა. კანონი კრძალავს ასეთ ქმედებას და ამბობს, რომ არ შეიძლება ექიმმა პირადი გარიგების მოტივით, ან რეკლამირება გაუწიოს, ან ასეთი, დანაშაულებრივი კავშირი დაამყაროს ფარმაცევტულ კომპანიებთან და ამის საშუალებით ფინანსური დაინტერესება მიიღოს. ეს არის სამედიცინო დახმარების ხარისხის საკითხი, რომლის ამაღლება, ექიმის პროფესიონალიზმი, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული პირობების შემოწმება – ეს ჩვენი რუტინული საქმეა, რომელსაც ყოველდღიურად ვახორციელებთ, არამხოლოდ პირადი საჩივრების საფუძველზე, არამედ სალიცენზიო სანებართვო პირობების შემოწმების საშუალებით. ხდება ასევე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების შესწავლა. კომპლექსური შემოწმებები ტარდება გარკვეული გეგმა-გრაფიკით. სხვადასხვა მეთოდები არის, რომელიც დღეს გამოიყენება. ის, რომ მასიურად მიმდინარეობდეს ზედამხედველობა, თუ რომელი ექიმი რა მედიკამენტს ნიშნავს – ეს წარმოუდგენელია. თუმცა ერთი საშუალება, რომელიც ზედამხედველობის უფრო მასიურ და მძლავ იარაღამდე მიგვიყვანს, ეს არის ელექტრონული რეცეპტი. ამით საშუალება გვექნება უფრო სისტემური მონიტორინგი ვაწარმოოთ, რა მედიკამენტები რა სიხშირით იწერება, როგორია მათი მათი დანიშნულება თუ გამოყენება… თუ ანომალიურ მოვლენებს ან ნორმიდან არაჯანსაღ გადახრას ექნება ადგილი, ეს დაინტერესების საკითხი გახდება. ამ ეტაპზე ელექტრონული რეცეპტი განხორციელების ფაზაშია, ჯერ მასიურად არ გამოიყენება, რადგან ახლა, ქაღალდის და ელექტრონული რეცეპტია გამოყენებაში და საქართველოს რეგიონებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ტრეინინგის პროცესი. ამას გარკვეული დრო სჭირდება და ქვეყნის სხვა მახასიათებლებთან თანხვედრაში, როგორიც არის მაგალითად საყოველთაო ინტერნეტიზაცია, ჩვენც შევძლებთ, გარკვეული პერიოდის მერე, ეს იყოს მანდატორული სისტემა, რაც გაგვიძლიერებს მონიტორინგის საშუალებებს. – თავად თუ გქონიათ შემთხვევა, როცა ფარმაცევტულ კომპანიასა და სამედიცინო წარმომადგენელთან კავშირს შეხვდით? – კონკრეტულად ასეთ შემთხვევას, რომელიც პროფესიული საბჭოს განხილვის თემა იქნებოდა, ვერ ვიხსენებ. თუ შემთხვევა პროფესიული სამსახურის მიერ განხილული და ობიექტური მტკიცებულებებით გამყარებული არ იქნება, რთულია ჩემი მხრიდან ამაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი. – რას ურჩევთ პაციენტებს, თუ მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები ირღვევა? – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართონ. მათი საჩივარი დეტალურად იქნება შესწავლილი, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კი რეაგირება სათანადოდ მოხდება. როგორც აღვნიშნე, ჯანდაცვის სამინისტრო, ასეთი კავშირის შემთხვევაში (ფარმაცევტული კომპანია და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი), პირდაპირ ითვალისწინებს ექიმის პასუხისმგებლობას, რადგან ექიმმა პაციენტთან ურთიერთობისას არ უნდა ისარგებლოს ფინანსური დაინტერესებით, ან გარიგებით რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან. ისიც კი არის აკრძალული, რომ პროფესიული საქმიანობისას რეკლამა გაუწიოს რომელიმე მედიკამენტს. საზოგადოების ჩართულობა საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით აუცილებელია – პაცინეტმა უნდა განაცხადოს, როცა მისი უფლებები იღვევა, რადგან ჩვენ შეიძლება ფაქტის აღმოჩენა გაგვიჭირდეს, თუ ამის შესახებ განცხადება არ იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რუტინული კონტროლის შეთხვევაში ასეთ ფაქტებს წავაწყდებით.
---
02.05.2017
რუსეთი საქართველოში ლუგარის ცენტრის საქმიანობას აპროტესტებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 29 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით და ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის გამო ამერიკის შეერთებული შტატები გააკრიტიკა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იარაღის კონტროლის, გაუვრცელებლობის და განიარაღების შესახებ არსებულ შეთანხმებებთან და ვალდებულებებთან ქვეყნების შესაბამისობის თაობაზე 2017 წლის
---
02.05.2017
მედიასაშუალება: http://news.ge/ge/news/story/216266-gaero-mkhars-uchers-saqartveloshi-tambaqos-kontrolis-shesakheb-kanons
გაერო მხარს უჭერს საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს
გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში მიესალმება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით გაღებულ ძალისხმევას. საქართველო იმ ქვეყნების რიგს განეკუთვნება, სადაც თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. „თამბაქოს მოხმარება იწვევს თამბაქოზე დამოკიდებულებას და დიდ ზიანს აყენებს როგორც მწეველებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსა და სრულიად საზოგადოებას. საქართველოში მწეველ მამაკაცთა პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 57%-ს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქალებს შორის მწეველების რაოდენობა ჯერ კიდევ შედარებით დაბალია, ბოლო წლების განმავლობაში მწეველი ქალების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა საქართველოში. ათასობით მწეველი და აგრეთვე მწეველთა გარემოცვაში მყოფი ადამიანი იტანჯება უამრავი დაავადებით, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ფილტვების დაავადებებით და კიბოთი. თამბაქოს ხანგრძლივი დროით მომხმარებელთა ნახევარი თამბაქოსთან დაკავშირებული დაავდებით იღუპება. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 11 000 ადამიანი იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო, და მათ შორის 3 000 არამწეველია. ეს საგანგაშო მაჩვენებლები ნათლად მიუთითებს თამბაქოს კონტროლის სფეროში მკაცრი და გადაუდებელი ქმედებების აუცილებლობაზე. ამ კვირაში პარლამენტის მიერ განხილული კანონპროექტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის, ეკონომიკის ზრდისა და ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრირების თვალსაზრისით. განვითარებად ქვეყნებში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანი, ძირითადად ჯანმრთელობისადმი მიყენებული ზიანის კუთხით განიხილება, რაც იწვევს იმ მნიშვნელოვანი პრობლემების ნაწილობრივ უგულებელყოფას, რასაც თამბაქოს მოხმარება ქმნის სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კუთხით. თამბაქოს კონტროლი ქვეყნის განვითარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი წარმატებით გახორციელების საქმეში საჭიროა სხვადასხვა სექტორების ჩართვა, როგორიცაა სავაჭრო, საფინანსო, მართლმსაჯულებისა და საგანმანათლებლო სექტორები. სწორედ ეს დაედო საფუძვლად საერთაშორისო საზოგადოების თანხმობას 2030 წლისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების დღის წესრიგში ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ჩართვის თაობაზე. ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის შესახებ მოლაპარაკება წარიმართა ჯანმო-ს ეგიდით. აღნიშნული კონვენცია მიღებულ იქნა მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის მიერ 2003 წლის 21 მაისს გამართულ სხდომაზე და იგი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მიღებულ და ფართოდ გავრცელებულ შეთანხმებას. ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შექმნა განაპირობა თამბაქოს ეპიდემიის გლობალურმა ხასიათმა. აღნიშნული კონვენცია წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ხელშეკრულებას, რომელიც განამტკიცებს ადამიანის უფლებას ჯანმრთელობის უმაღლეს ხელმისაწვდომ სტანდარტებზე. კონვენცია წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობის ახალ ეტაპს და ქმნის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს ჯანმრთელობის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლებიც შეუერთდა აღნიშნულ კონვენციას 2006 წელს. თამბაქოს ინდუსტრია ძლიერ აფერხებს თამბაქოს კონტროლის შესახებ მკაცრი და ყოვლისმომცველი კანონის შემოღებას. კანონპროექტის მიღებით საქართველო იღებს კონკრეტულ ვალდებულებებს და ხდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მონაწილე მხარე, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 356-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებების შესრულებას; თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაცია არის ევროპასთან ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა. თამბაქოს მოხმარება ავადობისა და ნაადრევი სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს და, შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ მკაცრი და ყოვლისმომცველი კანონის შემოღებას“, - წერია განცხადებაში.
---
02.05.2017
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=12626
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა 2018 წლის 1-ელი მაისიდან აიკრძალება
მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციების შედეგად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა და 2018 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა 2018 წლის 1-ელი მაისიდან აიკრძალება სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორმა, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განუცხადა. "დღეს მეორე მოსმენით გადის კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მთავრობასთან გვქონდა მთელი ერთთვიანი კონსულტაციები და მივედით გარკვეულ კონსენსუსამდე, რასაც, ასე ვთქვათ, დავთმობთ, ეს არის ვადები. ერთ წელს ვაძლევთ და 2018 წლის 1-ელი მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება მოწევა. გარდა ამისა, თვითონ პარლამენტის წევრებისგან იყო შენიშვნები სადა შეფუთვის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ასევე, დავუშვით, რომ მოწევა ნებადართული იქნება კაზინოებში და სიგარბარებში, სერიოზული ლიცენზირების პირობებში",- განაცხადა გუგული მაღრაძემ. დეპუტატ გუგული მაღრაძის ინიციატივაა, რომ ოფისებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ძალაში შევიდეს 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან, ვინაიდან მათ არანაირი მომზადება არ სჭირდებათ.
---
02.05.2017
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/70420-gamyrelidze-jandacvis-sakitkhebze-tambaqos-industriastan-konsultaciebi-daushvebelia
გამყრელიძე: ჯანდაცვის საკითხებზე თამბაქოს ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაუშვებელია
"თამბაქოს ინდუსტრიასთან კონსულტაციები, როდესაც საქმე ჯანდაცვის საკითხებს ეხება დაუშვებელია",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც თამბაქოს შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენა მიმდინარეობს. "ჩვენ, როგორც ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლები, პირდაპირ წინააღმდეგი ვართ. ეს გადაწყვეტილია ყველა ქვეყანაში, მათ შორის, იქაც, საითაც ჩვენ მივდივართ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაუშვებელია თამბაქოს ინდუსტრიასთან კონსულტაციები. ეს არის ყველგან. ყველა დოკუმენტში, მათ შორის, იმ რატიფიცირებულ დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს მიუერთდა 2006 წელს. ეს ყველგან კაცრად არის დაცული. აქ კი შერბილებული ვერსიაა წარმოდგენილი. ეს მსჯელობის საგანი არ უნდა იყოს. თამბაქოს ინდუსტრიასთან კონსულტაციები, როდესაც საქმე ჯანდაცვის საკითხებს ეხება დაუშვებელია. უფრო მკაცრი ფორმით არის კონვენციაში ეს ჩანაწერი",- აღნიშნა გამყრელიძემ.
---
02.05.2017
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/70475-gamyrelidze-janmrteli-mosakhleoba-2jer-met-ekonomikur-zrdas-itsvevs-vidre-daavadebuli
გამყრელიძე: ჯანმრთელი მოსახლეობა 2-ჯერ მეტ ეკონომიკურ ზრდას იწვევს, ვიდრე დაავადებული
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, არ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა და ეკონომიკა მნიშვნელობით ერთმანეთს გაუთანაბრდეს. "ჩვენთან თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის ორჯერ მეტი, ვიდრე ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებში. გულსისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ფილტვების ქრონიკული, ობსტრუქციული დაავადებების, დიაბეტის გამომწვევი ძირითადად არის თამბაქო. ამ 4 დაავადებით ევროპაში 84%-ია სიკვდილიანობის. ჩვენთან ეს არის 94%. მეტი რა ევიდენსიაა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში ეს კანონდმებლობა მივიღოთ? არ შეიძლება სასწორის თანაბერ ფენაზე დავდოთ ადამიანის ჯანრთელობა და ეკონიმიკა. ჯანმრთელი მოსახლეობა 2-ჯერ მეტ ეკონომიკურ ზრდას იწვევს, ვიდრე დაავადებული. ეს ბევრი კვლევით არის დასაბუთებული",- განაცხადა გამყრელიძემ.
---
02.05.2017
მედიასაშუალება: http://www.epn.ge/?id=44516
გაეროს კვლევა: საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო ყოველწლიურად დაახლოებით 11 000 ადამიანი იღუპება
გაერო-ს განვითარების მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს მოხმარების შესახებ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო ყოველწლიურად დაახლოებით 11 000 ადამიანი იღუპება. კვლევის თანახმად, დაღუპულთა შორის 3 000 ადამიანი თამბაქოს მომხმარებელი არ არის. რაც შეეხება გენდერული კუთხით მწეველთა პროცენტულ მაჩვენებელს, საქართველოში მწეველ მამაკაცთა პროცენტული მაჩვენებელი 57% შეადგენს, ხოლო ქალებს შორის მწეველთა რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში გაორმაგდა. გარდა ამისა, კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 455 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო თამბაქოსთან დაკავშირებულ დაავადებებზე გამოწვეული ხარჯები 73, 5 მილიონ ლარს აღწევს. გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით მხარს უჭერენ.
---
02.05.2017
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/175153/
ვისაც თამბაქოს ინდუსტრიის ბედი ადარდებს, არ დაივიწყოს თამბაქოს მოხმარებისგან მიღებული ზიანის მოაგვარებაზე გაწეული დანახარჯები, - სერგო ჩიხლაძე
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი მე-2 მოსმენით კომიტეტში მიღებულია და უკვე შედის საპარლამენტო სესიაზე გავა მეორე მოსმენაზე. კანონპროექტმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება წარმოშვა საზოგადოებაში და ხშირად, დაპირისპირების საგანიც კი ხდება მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. რამდენად ეფექტურია აღნიშნულლი ინიციატივა, გამართლებული და დროული, ამ და სხვა საკითხებზე „ჯი-ეიჩ-ენს“ ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე...
---
02.05.2017
მედიასაშუალება: http://www.epn.ge/?id=44533
ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ახალი პროექტი ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას მოიცავს. მემორანდუმს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა მაიკლ კაპლანმა მოაწერეს. სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში ზუგდიდში აშენდება სკრინინგ ცენტრი ონკოლოგიური დაავადებებისთვის. ცენტრში შესაძლებელი იქნება ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს დიაგნოსტირება და შესაბამისი კვლევების სრულიად უფასოდ ჩატარება. ასევე დაგეგმილია, ექიმებისა და ექთნების გადამზადება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისა და პალიატიური მოვლის კუთხით. პროექტის ფარგლებში, თბილისში ჩამოყალიბდება ბავშვთა ჰემატოლოგიის დეპარტამენტიც. სამედიცინო პერსონალმა ჩეხ კოლეგებთან უკვე გაიარა გადამზადების კურსი. მთლიანი პროექტის ბიუჯეტი 1,800 000 ევროს შეადგენს.
---
02.05.2017
მედიასაშუალება: http://1tv.ge/ge/news1/view/159368.html
ჯანდაცვის სამინისტრო მამაკაცებისთვის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების საკითხზე მუშაობს
ჯანდაცვის სამინისტრო მამაკაცებისთვის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების საკითხზე მუშაობს - ამის შესახებ პარლამენტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხით სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაინტერესდა. „მამაკაცების ანაზღაურებადი დეკრეტის შესახებ აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა სოფრომაძემ.
---
02.05.2017
მედიასაშუალება:
02.05.2017
მედიასაშუალება: http://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/9166-sami-shvilis-akhalgazrda-deda-sicockhlisthvis-ibrdzvis-ninos-patarebi-ar-unda-daobldnen.html
სამი შვილის ახალგაზრდა დედა სიცოცხლისთვის იბრძვის - ნინოს პატარები არ უნდა დაობლდნენ!
ნინო ბახტაძე 29 წლისაა. სამი შვილის დედა - მისი შვილები 7, 4 და 1 წლისანი არიან... სამწუხაროდ, ნინოს სულ ცოტა ხნის წინ უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და ახლა ის სიცოცხლისთვის იბრძვის. მასთან ერთად მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან მისი მეგობრები და ოჯახის წევრები. ეს მისი დის, გვანცა ბახტაძის მიმართვაა, რომელსაც გთავაზობთ: "მეგობრებო, როგორც იცით ჩემ დას, ნინოს აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე (ოლფაქტორული ნეირობლასტომა) მესამე სტადია. ამ ეტაპზე ქიმიების კურსს გადის საქართველოში, მაგრამ სიტუაცია გართულდა და სასწრაფოდ უნდა გააგრძელოს წერტილოვანი სხივური თერაპია + ქიმიოთერაპია თურქეთში, რომელიც ჯამურად დაახლოებით 20 000 $ ჯდება. ყველა ფონდში, ჯანდაცვაში, მერიაში და ყველგან შეგვაქვს განცხადებები, მაგრამ არ ვიცით, რა ნაწილი დაფინანსდება ან რა დრო იქნება ამისთვის საჭირო. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ჯგუფი. აქამდე მაქსიმალურად ვცდილობდით საჭირო თანხების პირადი რესურსით მოძიებას, მაგრამ სამწუხაროდ, აღარ გვყოფნის. ამიტომ ვისაც ექნება დახმარების სურვილი და საშუალება ანგარიშის ნომერია: GE80TB7195545063600028 SWIFT: TBCBGE22 მიმღები: გვანცა ბახტაძე"
---
02.05.2017
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/70448-akaki-zoidze-chilimi-tuberkulozis-gadacemis-yvelaze-efeqtiani-metodia
აკაკი ზოიძე: ჩილიმი ტუბერკულოზის გადაცემის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, თამბაქოს შესახებ კანონპროექტის მეორედ მოსმენაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ ჩილიმი ტუბერკულოზის გადადების ყველაზე ეფექტური მეთოდია. "იმ ქვეყნებში, სადაც ტუბერკულოზის მაღალი გავრცელებადობა და ავადობაა, მაგალითად ყაზახეთში, ჩილიმი აკრძალულია. იმიტომ, რომ ეს ტუბერკულოზის გადაცემის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია. მიუხედავად იმისა, რომ იცვლება საპირეები, შიდა გარეცხვასა და დეზინფექციას არავინ აწარმოებს და შესაბამისად, ამით ხდება ტუბერკულოზის გადადება",- აღნიშნა ზოიძემ.
---
02.05.2017
"თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საყოველთაო შეკრებას მართავს
"თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საყოველთაო შეკრებას მართავს. ღონისძიება ნარკოპოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებს მიეძღვნება. შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში იგეგმება და მას პარლამენტის წევრებიც დაესწრებიან. “საყოველთაო შეკრება მიეძღვნება აბსოლუტურად საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სულ მალე წარედგინება პარლამენტს. ჩვენ დღემდე გვქონდა მხოლოდ საპოლიციო დევნაზე დამყარებული ნარკოპოლიტიკა. ვატარებდით მხოლოდ დევნის პოლიტიკას. ამ კანონპროექტის შემდეგ, ეს იქნება რეფორმა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სამედიცინო, ჯანდაცვის სერვისების განვითარებას“, - განაცხადა თეთრი ხმაურის აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.
---
ბეჭდვითი მედია
_____________________________________________________________________________
03.05.2017
მედიასაშუალება: ვერსია
კანონი მარტოხელა მშობლების შესახებ დისკრიმინაციულია
ქეთევან ღვედაშვილი, "ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის" ადვოკატირების მენეჯერი: საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 1459 ადამიანია, მათი უმეტესობა კი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი გახლავთ. საინტერესოა ისიც, რომ ამ სტატუსით ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში ფიქსირდება, თბილისის მერია კი მათ მხოლოდ უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს. შრომის კოდექსში არაფერია ნათქვამი მარტოხელა მშობლებზე. ჩვენი ბენეფიციარი მარტოხელა დედები ყველაზე ხშირად იმას ითხოვენ, კანონში გაიწეროს, რომ მათ სამსახურიდან, ერთი ხელის მოსმით, რეორგანიზაციის სახელით, ვერავინ გაათავისუფლებს. ასევე შესაძლოა, მარტოხელა მშობლებმა იმავე შეღავათით ისარგებლონ, როგორითაც მეძუძური დედები სარგებლობენ - სამუშაო ერთი საათით ადრე დაასრულონ.
---
03.05.2017
მედიასაშუალება: საქართველო და მსოფლიო
რა დარღვევები აღმოაჩინა ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებში?
თბილისში არ არის არც ერთი კლინიკა, სადაც სტანდარტი 100 პროცენტით დაკმაყოფილებულია" - ამის შესახებ „კომერსანტთან" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულიმა. თბილისში დასრულდა დაწესებულებების მონიტორინგის ორი რაუნდი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით,კლინიკებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა.
---
03.05.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა 2018 - ის მაისამდე გადაიდო
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვაზე კანონის ამოქმედება 2018 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად 1-ელი მაისისთვის ამოქმედდება. ეს გადაწყვეტილება კანონპროექტის ავტორებმა მთავრობასთან ერთთვიანი კონსულტაციების შემდგომ მიიღეს. ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის შეფასებით, კანონპროექტში მიღებული გარკვეული ცვლილებები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ფილმებსა და შოუებში თამბაქოს მოხმარების ჩვენება-არჩვენების საკითხთან დაკავშირებით კომპრომისული ვარიანტი შემუშავდა, რომლის მიხედვით, გამაფრთხილებელი წარწერები თამბაქოს მავნებლობის შესახებ მხოლოდ დემონსტრირების წინ და დემონსტრირების ბოლოს გამოჩნდება. როგორც პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე "რეზონანსთან" აცხადებს, სავარუდოდ, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი ძალაში 2017 წლის 31 მაისამდე შევა. მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 31 მაისს აღნიშნავს მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე და სიმბოლური იქნება, რომ ამ დღეს საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური კანონმდებლობით შეხვდეს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და ინიციატივის ავტორი გუგული მაღრაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ კანონპროექტის ავტორები მთავრობასთან გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ - გაიზიარეს მათი შენიშნვები და თამბქაოს მოწევა აკრძალული არ იქნება კაზინოებსა და სიგარ-ბარებში. "გუშინ მეორე მოსმენით გავიდა კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მთავრობასთან გვქონდა ერთთვიანი კონსულტაციები და მივედით გარკვეულ კონსენსუსამდე. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის 1-ლი მაისიდან აიკრძალება," - განაცხადა გუგული მაღრაძემ. ამასთან, დეპუტატ გუგული მაღრაძის ინიციატივაა, რომ ოფისებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ძალაში შევიდეს 2017 წლის 1-ლი სექტემბრიდან, ვინაიდან ამას არანაირი მომზადება არ სჭირდება. როგორც დეპუტატმა კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, არსებობს, ერთი მხრივ, ვალდებულება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ და მეორე მხრივ, ვალდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ იმისთვის, რომ შექმნილი იყოს უსაფრთხო გარემო. "უსაფრთხო გარემოს შექმნაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად ვრცელი იქნება ქვეყანაში თამბაქოსგან თავისუფალი სივრცეები. ეს კანონპროექტი, ფაქტობრივად, არის არამწეველების დაცვისთვის და რაც მთავარია, ის მიმართულია იმისკენ, რომ ახალგაზრდების რაც შეიძლება მცირე რაოდენობამ დაიწყოს მოწევა. "ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. 8 წლის ასაკიდან იწყებენ მოწევას, 13 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული მწეველები არიან და მათი რაოდენობა კი არ იკლებს, არამედ იმატებს. ამიტომ ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებულია მთელი რიგი ღონისძიებები იმისთვის, რომ რაც შეიძლება, შევაფერხოთ თამბაქოს მოწევის მიმზიდველი გავლენა ახალგაზრდებზე," - განაცხადა მაღრაძემ. როგორც პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებებთან დაკავშირებით, კმაყოფილება გამოთქვეს. "ექსპერტებმა მხარდაჭერა დაგვიდასტურეს და კმაყოფილება გამოთქვეს, რომ საკმაოდ წარმატებულად დავასრულეთ კონსულტაციები მეორე მოსმენასთან დაკავშირებით. მთავრობასთან შევთანხმდით რიგ საკითხებზე, რომლებიც შენიშვნების საგანი იყო, მათ შორის - ვადებთან დაკავშირებით, კონტროლის, თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან კომპენსაციების საკითხები, თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობა საზოგადოებრივ ჯანდაცვით გადაწყვეტილებებში, ფილმებსა და შოუებში თამბაქოს მოხმარების ჩვენება-არჩვენების საკითხი. კომპრომისული ვარიანტის მიხედვით, მხოლოდ დემონსტრირების წინ და დემონსტრირების ბოლოს იქნება გამაფრთხილებელი წარწერები და კონკრეტული პროდუქციის სხვა ესთეტიკურ თუ კულტურულ ღირებულებას არ შევეხებით. "ასევე, მოიწონეს ინიციატივა, რომ დამატებითი ვადები გადაიწია გარკვეული ზომების მიღებისთვის, მაგრამ იმავდროულად, შემოვიდა სტანდარტიზებული შეფუთვის თემა, რომელიც დადებითად შეაფასეს, რადგან ეს საკმაოდ მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკაა," - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
---
03.05.2017
მედიასაშუალება: მესინჯერი
მშრომელთა დღეს სამი აქცია გაიმართა
მშრომელთა დღეს სამი აქცია გაიმართა. აქციები გამართეს პროფკავშირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სტუდენტებმა. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის მორიგი საჯარო დებატები გაიმართა, რომელზეც ქალთა, შშმ პირთა და ბავშვთა შრომა: პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. დებატების გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოკლედ მიმოიხილა მოწყვლადი ჯგუფებისთვის შრომის სფეროში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და განსახორციელებელი ღონისძიებები, შრომის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები. „ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია. თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ სამუშაო ადგილზე დაშავებული, გარდაცვლილი, უფლებადარღვეული ადამიანების შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა ქვეყანაში კვლავ არ მოქმედებს შრომის პირობებსა და უსაფრთხოებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, არსებული პროგრამა კი - ვერ ქმნის პრევენციისა და შემთხვევებზე რეაგირების მყარ გარანტს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ერთადერთია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის, სადაც შრომის ინსპექცია არ ფუნქციონირებს“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა. სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ ბავშვების, ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომის სფეროში არსებული გამოწვევების შესწავლის შედეგები და ჩატარებული კვლევები წარმოადგინა. აღნიშნა, რომ ბავშვებს თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკური განვითარების დონესთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონის მიზეზით უხდებათ; ხშირია ბავშვთა შრომის საფუძველზე სკოლის მიტოვების შემთხვევები და ოჯახებში სეზონური სამუშაოების შესრულების მიზეზით სკოლის გაცდენის ფაქტები. საქართველოში 5-17 წლის ასაკის 571 ათასი ბავშვი ცხოვრობს და აქედან 24,4 ათასი ბავშვთა შრომაშია ჩართული, რომელთა 63,9% ანუ დაახლოებით 15600 ბავშვი სახიფათო სამუშაოს ასრულებს. არასაკმარისი და არაეფექტურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კუთხით არსებული სახელმწიფო პროგრამები, რაზეც დასაქმებულთა დაბალი რაოდენობაც მეტყველებს. 2016 წლის მონაცემებით, საჯარო სექტორში 52, ხოლო კერძო სექტორში 32 შშმ პირია დასაქმებული. სახალხო დამცველის მოადგილემ ქალთა შრომით დისკრიმინაციაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობებზე. აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლები კონკურსში მონაწილე პირებს ასაკსა და გარეგნობასთან დაკავშირებით კრიტერიუმებს უწესებენ. დასაქმების ადგილზე ხშირია სექსუალური და სქესის ნიშნით შევიწროება, ორსულობისა და ოჯახური მდგომარეობის გამო სამსახურში არ მიღება თუ სამსახურიდან გათავისუფლება და სხვა. საგანგაშოა თვითდასაქმებული ქალების უფლებრივი მდგომარეობაც.
---