მედიამონიტორინგი 0 4.05 .2017
ტელევიზია
04.05.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი 29 წლის ნინო მათიაშვილის ოჯახის წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს შესაძლოა დღეს მიმართონ. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. დაღუპვის მიზეზად კი ექიმების მხრიდან დაშვებულ შეცდომებს ასახელებენ. ოჯახს საქმის სრულყოფილი გამოძიებისა და გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენის იმედი აქვს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4431714
---
03.05.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები ექიმს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ. 29 წლის ნინო მათიაშვილი მშობიარობისწ შემდეგომი გართულებების შედეგად გაგუას კლინიკაში გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახი ამბობს რომ შეცდომა ცნობილმა გინეკოლოგმა დავით გაგუამ დაუშვა რომელმაც გართულებული მშობიარობის თავიდან ასაცილებლად საკეისრო კვეთის გადაწყვეტილება არ მიიღო. ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს. პარალელურად გამოკვლევა დაიწყო შშს-მ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4431437
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4431514
---
03.05.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 20:00
ეკონომისტები საქართველოში საპენსიო რეფორმის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობენ. სპეციალისტების შეფასებით, ქვეყანაში დაბერების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, საპენსიო ვალდებულებები კი პენსიონერთა რიცხვის მატებასთან ერთად ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება. რა მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებენ გათვლებს ეკონომისტები და რაში ხედავენ ისინი გამოსავალს?
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4431476
---
0 3.05.2017
არხი: მაესტრო
გადაცემა: კონტაქტი 15:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ზაფხულის მოახლოებიდან გამომდინარე მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. მისი განმარტებით, დასრულდა ზამთრის სეზონის ვირუსები და დაიწყება ზაფხულის სეზონის დაავადებები. პაატა იმნაძემ ლეიშმანიოზსა და მალარიაზე გაამახვილა ყურადღება. რაც შეეხება კოღოებს, იმნაძის თქმით, საჭიროა, რომ მათ წინააღმდეგ სპეციალური დამაფრთხობლები გამოვიყენოთ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4430545
---
0 3.05.2017
არხი: I არხი
გადაცემა:მოამბე 12:00
საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესებთან დაკავშირებით საია კვლევას აქვეყნებს. 12 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროების მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი ოდენობა შეადგენს 55 მლნ 344 ათას ლარს. ყველაზე მეტი თანხა შეამცირა თავდაცვის სამინისტრომ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ. ყველაზე ნაკლები თანხა კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4429791
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4431579
---
ინტერნეტი
03.05.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/430692-daavadebatha-kontrolis-centris-mosakhleobas-afrthkhilebs.html
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოსახლეობას აფრთხილებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას ტკიპებისგან თავდაცვას ურჩევს. როგორც პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი პრაქტიკულად მთავრდება და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების სეზონი იწყება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აქტიურია ტკიპები. ”იყო ტულარემიის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც შესაძლოა მღრღნელებით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით გადავიდეს. სამი შემთხვევა დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოში. ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა გვქონდა, ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო ტკიპებთან მოპყრობისას, ბუნებაში გასვლისას, ძროხების დამუშავებისას. ფერმერები საქონელს ხშირად ტკიპებს ხელით აცლიან. რჩევაა, რომ დაუცველი ხელით ნუ მოაშორებენ ტკიპებს, არის საშუალებები, რომლებიც ეფექტურად იცავენ შინაურ პირუტყვს ტკიპებისგან. არ არის ძვირი საშუალებები”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. რაც შეეხება კოღოებს, იმნაძის ინფორმაციით, დაავადების გადამტანი კოღოები ჯერ არ არიან აქტიურები და ცოტა ხანში გამოფრინდებიან. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო მესამე წელია ახორციელებს კოღოების წინააღმდეგ შავიზღვისპირეთის ფართომასშტაბიან დამუშავებას. იმნაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კოღოს გამრავლების პირობები არ შევუქმნათ.
---
03.05.2017
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/191283/
400 ლარი დასვენებისთვის – როგორ მუშაობს „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა“
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამას” 2017 წლიდან ვაუჩერული სისტემა დაემატა. შშმ ბავშვების მშობლები 400 ლარს ზაფხულში დასვენებისთვის გამოიყენებენ. თუმცა თანხა იმდენად მცირეა, რომ ახალი სისტემის მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებს. მარი კორკოტაძე ერთ-ერთი იყო მათ შორის ვინც წლების განმავლობაში ვაუჩერული სისტემის დანერგვას ითხოვდა. კორკოტაძე ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ (FAD) ხელმძღვანელია. “თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 400 ლარი გათვლილია დედასა და შვილზე, მაშინ ეს ძალიან დაბალი თანხაა. საჭიროა დაახლოებით 800 ლარი იმისთვის, რომ ორმა ადამიანმა სრულფასოვნად შეძლოს დასვენება” – ამბობს მარი კორკოტაძე. თუმცა ის მხარს უჭერს ვაუჩერული სისტემის დანერგვას და ფიქრობს, რომ ყველა მშობელს უნდა ჰქონდეს არჩევანი – სად წაიყვანოს შვილი დასასვენებლად. “შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამას” თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 2008 წლიდან ახორციელებს. ის ითვალისწინებს შშმ ბავშვებისა და მათი მშობლების დასვენებას საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე. ბოლო პერიოდში ზღვის კურორტებს შორის არჩევანი ურეკსა და ანაკლიაზე გაკეთდა, რაც შეეხება მთას – მერია უპირატესობას ბაკურიანისა და ბორჯომს ანიჭებს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ 3-დან 21 წლამდე შშმ მოქალაქეებს, მათ მშობლებს ან ოფიციალურ მეურვეებს. ეს ასაკობრივი ჯგუფი შშმ პირების საერთო რაოდენობის საკმაოდ მცირე ნაწილს მოიცავს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხოლოდ იმ ადამიანებზე აქვს მონაცემები, რომლებიც სოციალური პაკეტით, ან სახელმწიფო კომპენსაციით სარგებლობენ. ასეთი კი თბილისის მასშტაბით სულ 31,066. მათგან მხოლოდ 3,285-ის ასაკი 3-დან 21 წლამდეა, რაც აღრიცხულთა დაახლოებით 10 პროცენტის შეადგენს. შშმ მოქალაქეების დიდი ნაწილის ასაკი 21 წელს აღემატება და მათ საკურორტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ. თბილისის მერიის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სოციალური პროგრამების კოორდინატორის თენგიზ თევზაძის განცხადებით, ასეთი ასაკობრივი შეზღუდვა პროგრამაზე მაღალი მოთხოვნითაა განპირობებული. 2016 წელს სულ საკურორტო მომსახურების პროგრამაზე განაცხადი 1023-მა ბენეფიციარმა შეიტანა და მათგან 900-მა შეძლო მონაწილეობის მიღება. გასულ წელს 2015 წელთან შედარებით მონაწილეების რაოდენობა 84-ით გაიზარდა. Screen Shot 2017-05-03 at 6.50.11 PM 2016 წელს პროგრამის ბიუჯეტი 715 800 ლარს შეადგენდა. შედარებისთვის, „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების პროგრამაზე“ კი ამავე წელს 300 000 ლარი დაიხარჯა. ვაუჩერული სისტემის შემოღების შედეგად კი 2017 წელს „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ბიუჯეტი დაახლოებით ასი ათასი ლარით გაიზარდა. „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამაში“ მონაწილეობისთვის საჭიროა დოკუმენტების წარდგენა. მონაწილე უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული ან სარგებლობდეს თბილისში არსებული დღის ცენტრის მომსახურებით. შერჩევის კრიტერიუმები განსაზღვრული არ არის და გადაწყვეტილებას სოციალური მომსახურების სამსახური და არა სპეციალური კომისია იღებს. თენგიზ თევზაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რისი გათვალისწინებაც ხდება არის შშმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმები, „ფორმა 100“-ის წარდგენის საფუძველზე, განიხილავენ, შეექმნება თუ არა პრობლემა შშმ პირს ტრანსპორტირებისას ან პროგრამის მიმდინარეობის სხვა რომელიმე ეტაპზე. მარი კორკოტაძის შვილმა პროგრამაში მონაწილეობა 2016 წელს მიიღო. ის პროგრამის ხარვეზებზე, ურეკის ერთ-ერთ სასტუმროში არსებულ პირობებზე და პერსონალის დამოკიდებულებაზე საუბრობს. ნათია შარვაძე პროგრამაში 2008 წლიდან მონაწილეობს და უმეტესად ზღვის კურორტზე დასვენებას ამჯობინებს. მისი შვილი ეტლით მოსარგებლეა, ამიტომ ნათიასთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასტუმროს ადგილმდებარეობა. შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ის ვერ მგზავრობს საერთო ავტობუსით და კურორტზე საკუთარი ავტომობილით მიდის. “ვისაც ეს არ შეუძლია და ასეთი მძიმე მდგომარეობა აქვთ, მე როგორც ვიცი, საერთოდ არ ან ვერ სარგებლობენ ამ პროგრამით.” – ამბობს ნათია შარვაძე. ტრანსპორტირებასთან ერთად შშმ პირებს პრობლემები სასტუმროებთან დაკავშირებითაც აქვთ. მათი უმრავლესობა არ არის ადაპტირებული არა მარტო ეტლით მოსარგებლეებისთვის, არამედ უსინათლოებისა და სმენადაქვეითებულებისთვის. ამიტომ ორი წლის წინ ჩატარებული კვლევის საფუძველზე თბილისის მერია სასტუმროებს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით ირჩევს. 2016 წლის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია რომ, სასტუმროს არანაკლებ 3 ნომერი უნდა იყოს ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისთვის. გარდა ამისა, საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს კომფორტული, სანიტარული ნორმები დაცული და მისადაგებული შშმ პირთა საჭიროებებს. სხავადასხვა კურორტებზე პროგრამა დამატებით მხოლოდ თერაპიულ მასაჟებს ითვალისწინებს. მარი კორკოტაძის თქმით, სასურველია პროგრამაში ასევე შედიოდეს არტ, ან სენსორული თერაპია. დასვენებასთან ერთად მოზარდებს ინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობები სჭირდებათ. მარი კორკოტაძე ამბობს, რომ მიუხედავად თანხების სიმცირისა პროგრამის ბიუჯეტი საკმარისია იმისთვის, რომ დაიგეგმოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს შშმ ბავშვების ჩართულობას. თუმცა, მისი თქმით კურორტზეც მოზარდების სხვებისგან გარიყულად თავმოყრა ხდება, ისე, როგორც დიდ ინსტიტუციებშია. „მარტო ზღვაში ცურვა და ქვიშაში წოლა ხომ არ არის მთავარი. იყოს ისეთი აქტივობები, რომ ბავშვები ზღვის მერე ისევ კომპიუტერებთან არ ისხდნენ. უფრო საზაფხულო ბანაკივით იქნებოდა და ვიცით ალბათ საზაფხულო ბანაკებში როგორი აქტივობებია დაგეგმილი ბავშვების ჩართულობისთვის.“ – ამბობს მარი კორკოტაძე. საკურორტო მომსახურების პროგრამას დამატებითი ღონისძიებებისთვის ჯერჯერობით ბიუჯეტიდან თანხა არ გამოეყოფა. მართალია პროგრამას ვაუჩერული სისტემა დაემატა, მაგრამ ნათია შარვაძე მის გამოყენებას არ აპირებს, რადგან ფიქრობს რომ 400 ლარი დასასვენებლად საკმარისი არ არის.
---
03.05.2017
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/70614-chiaberashvili-inflacia-da-refinansirebis-procentis-gazrda-ekonomikur-zrdas-kidev-sheanelebs
ჭიაბერაშვილი: ინფლაცია და რეფინანსირების პროცენტის გაზრდა ეკონომიკურ ზრდას კიდევ შეანელებს
"დღეს საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოქვეყნა სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომლის მიხედვითც ფასების წლიურმა ზრდამ 6,1% შეადგინა. ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულზე, შაქარსა და სხვა ტკბილეულზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე - პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, საწვავზე აქციზის გაზრდამ ხალხს ცხოვრება გაუძვირა. "განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 17,6%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე - ბენზინზე, დიზელზე, გაზზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც. გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ყველაზე მნიშვნელოვნად ისევ და ისევ მედიკამენტები. ამ ფონზე მილიონამდე ადამიანისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან კანდაცვის პაკეტების გაუარესება უარყოფითად აისახება ჩვენი საზოგადოების როგორც ჯანმრთელობის, ისე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ “წამლის პროგრამას” იმ დაფინანსების პრიობებში, რაც გამოიყო - 3.5 მლნ ლარი - აშკარა “აფიორის” სუნი უდის. ასეთი უკვე ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის მეგობრის, მაშკევიჩისა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, დავით საგანელიძის მონაწილეობით. ალბათ, ყველამ იცით “ჰუმანითი-ჯორჯიასთან” დაკავშირებული სკანდალი. ფაქტი ერთია - ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება: ხალხი ღარიბდება, ოჯახების შემოსავალი მცირდება, ხარჯი კი იზრდება. იმის ნაცვლად, რომ დაეწია გადასახადები და ამით შვება მიეცა ხალხისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, მთავრობამ, “ქართულმა ოცნებამ” გადასახადები აწია ბენზინზე, დიზელსა და გაზზე, რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. 20 იანვარს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა: „აღსანიშნავია სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა.“ საპარლამენტო უმრავლესობას, “ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ პროდუქტი და მედიკამენტი ისედაც ძვირდებოდა ლარის დევალვაციის ფონზე და აქციზის გაზრდამ ბენზინზე, დიზელსა და გაზზე ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. მთავრობა იმით იმშვიდებს თავს, რომ 2017 წლის პირველ კვარტალში 5%-იანი ზრდაა, თუმცა “ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, ეს ზრდა არასაკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა გაიზარდოს და ვშიშობ, ასეთი მაღალი ინფლაციაც და ინფლაციის მოსათოკად ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების პროცენტის გაზრდაც შეანელებს ამ ისედაც არასაკმარის ეკონომიკურ ზრდას. რა არის გამოსავალი? გამოსავალია ის, რაზეც მთავრობა, “ქართული ოცნება“ ჯიუტად ამბობს უარს. ესაა გადასახადების შემცირება და საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვის პრაქტიკის დასრულება. მთავრობას ამ ნაბიჯების გადადგმა წლის ბოლოს აუცილებლად მოუწევს, მაგრამ მანამდე, სამწუხაროდ, ასიათასობით მოქალაქის ჯიბეს და შემოსავალს მიადგება ზარალი",-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
---
03.05.2017
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=43935
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს 1000 ლარზე ნაკლები ღირებულების გეგმიური სტაციონარი საყოველთაო ჯანდაცვით აღარ დაუფინანსდებათ
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „რადიო პალიტრის" გადაცემაში „რეზიუმე" განაცხადა, რომ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, გეგმიური სტაციონალური მომსახურება, რომელიც შეადგენს 1000 ლარზე ნაკლებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აღარ დაუფინანსდებათ. მისი თქმით, საშუალო შემოსავლის მოქალაქეებს, თუკი აქამდე 100%-ით უფინანსდებოდათ გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება, დაუფინანსდებათ 90%-ით და გადაიხდიან 10%-ს. მისივე თქმით, ეს იმდენად ფინანსური დანაზოგი არ არის, რამდენადაც არასაჭირო კვლევებისა და ინტერვენციების დაფინანსება, რაც ირიბად არა მარტო ფინანსური პრობლემაა, არამედ მათი ჯანმრთელობის პრობლემაცაა. „გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებაში ის, რისი ღირებულებაც არის 1000 ლარზე ნაკლები, უნდა გადაიხადონ თვითონ და სახელმწიფო შეეხიდება მათ 1001 ლარიდან. აქაც თანხის დაზოგვასთან ერთად არასაჭირო ინტერვენციების დაზოგვაა. გეგმიურად სტაციონარში შესაძლოა ადამიანი მოხვდეს ბევრი მიზეზით, მათ შორის ქირურგიული ოპერაციის საჭიროებითაც", - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, როდესაც საავადმყოფოს აქვს გარანტია, რომ მთლიანად თანხას იხდის სახელმწიფო, მას მეტი მოტივაცია აქვს, რომ როდესაც არის შანსი, არ გაკეთდეს ოპერაცია, მაინც გააკეთოს. „როდესაც საავადმყოფოს აქვს გარანტია, რომ მთლიანად თანხას იხდის სახელმწიფო, მას მეტი მოტივაცია აქვს, რომ როდესაც არის შანსი, რომ არ გაკეთდეს ოპერაცია, მაინც გააკეთოს და ჩვენ ამას გვაჩვენებს როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ჩვენი რეალური ანალიზი. სოციალურად დაუცველებში, რომლებსაც თანადაფინანსების ნაწილს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უხდიან, ქირურგიული ოპერაციების თუ კვლევების რაოდენობა მინიმუმ 1.5-ჯერ აღემატება იმავე ასაკობრივ ჯგუფში იმავე ჯანმრთელობის რისკების მოსახლეობის ჩარევებს. ყველაზე მეტად საყოველთაო ჯანდაცვაში განხორციელებული ცვლილებები იგრძნეს მაღალშემოსავლიანებმა. 32 000-დან მხოლოდ 20 000 სარგებლობდა კერძო დაზღვევით. მთლიანობაში, 40 000-ზე მეტი შემოსავალი ვისაც აქვს, არ ექნება საყოველთაო დაზღვევა, საშუალო შემოსავლის მქონეს ან კერძო უნდა ჰქონდეს, ან საყოველთაო, ორივე სადაზღვევო პაკეტის პრივილეგია აქვს, ვისაც აქვს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი და ვინც არის მიზნობრივ ჯგუფებში - ბავშვი, პედაგოგი და ა.შ.", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
03.05.2017
"გვითხრეს ბავშვი კარგად არის, მაგრამ ნინოს სისხლს ვერ ვუჩერებთო"- კლინიკაში გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახი ექიმების დაუდევრობაზე საუბრობს
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო, ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროც სწავლობს. გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, მეუღლე გიორგი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ 29 წლის ნინო მათიაშვილის მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ დამძიმდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმის დაუდევრობაზე საუბრობენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან საქმეზე ობიქტური დასკვნის დადებას ითხოვენ. "ძალით ამშობიარეს, შემდეგ გამოვიდნენ და გვითხრეს ბავშვი ცუდად არისო, ინკუპატორში ჩააწვინეს. მე ბავშვზე ვნერვიულობდი, ვიცოდი ნინო ვერ გადაიტანდა მას რომ რამე დამართნოდა, მაგრამ მოგვიანებით გვითხრეს ჩვილი კარგად არის მაგრამ ნინოს სისხლს ვერ ვუჩერებთო" - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე. ოჯახის ახლობლები პაციენტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის საბჭოს უახლოეს დღეებში მიმართავენ. "გვითხრან რატომ არ გაკეთდა ან საკეისრო კვეთა, მე პირადად ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ როდესაც სისხლდენა დაეყწო, საშვილოსნოს ამოღებაც უკვე დაგვიანებული იყო"- აცხადებს ნინო მათიაშვილის ოჯახის ახლობელი. გაგუას კლინიკაში ახალგაზრდა ქალი 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რეგულირების სააგენტოში შეტყობინება თავად გაგუას კლინიკამ შეიტანა. გაგუას კლინიკაში მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მათი განცხადებით კლინიკა დაინტერესებულია რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდეს. სამედიცინო დაწესებულების მენეჯერის ინფორმაციით, არცერთ ექიმს უფლება-მოსილება არ შეწყვეტია.
---
03.05.2017
მედიასაშუალება: http://liberali.ge/articles/view/29102/martokhela-mshoblebi-martod
მარტოხელა მშობლები მარტოდ
ორი წელია, კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსს განმარტავს და სახელწიფოს ავალდებულებს, იზრუნოს მათ სოციალურ დაცვაზე. თუმცა სტატუსის მიმღებ პირთა წრე ვიწროა. ამ სტატუსს მშობელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში ერთ-ერთი მშობლის მონაცემთა გრაფა ცარიელია. სტატუსის მიღმა რჩებიან ქვრივები და მშობლები, რომლებიც, ფაქტობრივად, მარტო ზრდიან შვილებს. გარდა ამისა, სტატუსის მიღების შემთხვევაშიც კი მარტოხელა მშობლებისთვის არ არსებობს სოციალური დაცვის გარანტიები, მათ არ მიუწვდებათ ხელი მთელ რიგ სახელმწიფო სერვისებზე და ხშირად სიღარიბის მაღალ რისკჯგუფებში ექცევიან. დღეს მარტოხელა მშობლის სტატუსი მხოლოდ 1455 დედას აქვს და არც ერთ მამას. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში ნათია მასურაშვილი 13 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. მეუღლის სახლიდან ორი წლის წინ წამოვიდა. ოჯახში ძალადობის გამო, იძულებული გახდა, მშობლებთან დაბრუნებულიყო, რომლებიც ნათესავის სახლის სარდაფის ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. საკუთარი სახლი არც მათ აქვთ. ოთხი ადამიანი ნახევრად ბნელ, ცივ და უფანჯრებო ოთახში, სადაც ორი საწოლი და ერთი მაგიდა დგას, ცივი გაზაფხულის გადატანას ცდილობს. ნათია ამბობს, რომ წელს განსაკუთრებით გაუჭირდათ, უფრო მეტად – ბავშვს. სკოლა ისედაც შორს არის და დიდი მანძილის გავლა უწევს, არც სამეცადინო პირობები აქვს, არც ნორმალური კვება და არც თბილი ტანსაცმელი. მას შემდეგ, რაც ნათია შვილთან ერთად მშობლებთან გადავიდა, სოციალურმა სამსახურმა დახმარება შეუწყვიტა. განცხადება თავიდან დაწერეს და ახლა პასუხს ელოდებიან. თუ გაუმართლებთ და დაბალ ქულებს მიიღებენ, ერთადერთი ფინანსური წყარო გაუჩნდებათ. ნათია ძირითადად ფიზიკურად შრომობს, სეზონურ სამუშაოებზე; სოფელში ხან ვის ეხმარება, ხან ვის. ყოველდღიურად საჭმლის ფულს ასე შოულობს. სხვა დროს ძალიან გვიჭირსო, ამბობს. ბავშვს ძალიან ბევრი რამ სჭირდება, ვერ უმკლავდება. დამხმარეც არავინ ჰყავს. გურჯაანის გამგეობას არაერთხელ მიმართა დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ, უთხრეს, რომ მარტოხელა დედების დახმარების პროგრამა არ აქვთ და მხოლოდ სტიქიით დაზარალებულებისთვის შეუძლიათ ცალკე თანხის გამოყოფა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან არასოდეს არანაირი დახმარება არ მიუღია. 35 წლისაა. რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა, მაგრამ მეუღლესთან ცხოვრობდა და მამობაც აღიარებულია. შესაბამისად, კანონის მიხედვით, ნათიას მარტოხელა დედის სტატუსი არ ეკუთვნის. „სულ ვფიქრობ, საიდან რა უნდა ვქნა. არ მინდა, ჩემი შვილი ასე ცხოვრობდეს. ხან რით ვუკეთებ გულს, ხან რით. ვეუბნები, რომ იქნება, დედი, რაღაც, აუცილებლად...“ – ამბობს ნათია. ის ერთადერთი არაა, ვისაც მსგავს პირობებში შვილების გაზრდა მარტოს უწევს. ათასობით მარტოხელა დედა უბრალოდ უხილავია სოციალური პოლიტიკისთვის. ქვეყანა რეალურად მხოლოდ 1455 მარტოხელა მშობელს აღიარებს, რომელთაც სტატუსი აქვს. „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ უკვე რამდენიმე თვეა ახორციელებს პროექტს, რომელიც მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირებას გულისხმობს. პროექტი ოთხ რეგიონს მოიცავს (თბილისს, შიდა ქართლს, კახეთსა და იმერეთს). ამ რეგიონებში ფონდის წარმომადგენლები მარტოხელა დედებს ხვდებიან და სხვადასხვა დახმარებას უწევენ, იქნება ეს სამართლებრივი კონსულტაცია, სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა, სოციალური დახმარებები თუ ადგილობრივ მთავრობასთან ურთიერთობა. როგორც პროექტის კოორდინატორი სალომე მეზურნიშვილი ამბობს, რადგან დღევანდელი მდგომარეობით მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრე ვიწროა, ორგანიზაციამ გადაწყვიტა პროექტის ფარგლებში დახმარება გაეწია ყველა იმ მარტოხელა მშობლისთვის, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდის შვილებს. ამ პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის მიზანია, მარტოხელა მშობლების საჭიროებების გამოკვეთასთან ერთად, სტატუსის მიმღებ პირთა წრის გაფართოების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება და მარტოხელა მშობლებისთვის გარკვეული სოციალური დაცვის გარანტიების შექმნაზე დისკუსიის წამოწყება. სალომე მეზურნიშვილი ამბობს, რომ როგორც პრაქტიკამ აჩვენა და მარტოხელა დედებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, ერთნაირი პრობლემები აქვთ იმ მშობლებს, რომლებიც, კანონით, მარტოხელა მშობლებად მიიჩნევიან და მათაც, ვინც დაქვრივდა ან განქორწინდა და მარტო ზრდის, ხშირად რამდენიმე შვილსაც კი. შესაბამისად, ისინიც ზუსტად ისეთივე მხარდაჭერას საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან. რაც შეეხება მუნიციპალიტეტების მხრიდან მარტოხელა მშობლებისთვის გაწეულ მხარდაჭერას, სალომე ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში 25 მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობენ. მათი მიდგომა განსხვავებულია; რამდენიმეს აქვს გარკვეული თანხა გამოყოფილი, რითაც რეგიონში მცხოვრებ მარტოხელა დედებს ერთჯერადი ფულადი შემწეობით მაინც ეხმარებიან, თუმცა რამდენიმე მუნიციპალიტეტი საერთოდ არ აღიქვამს მარტოხელა მშობლების პრობლემას არსებითად. „მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი მარტოხელა მშობელი დღეს თბილისშია რეგისტრირებული და თბილისის ბიუჯეტიც ყველაზე დიდია, საერთოდ არ არსებობს არანაირი დახმარება. რეგიონებში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა, ისინი ყოველთვის ახერხებენ, გამონახონ თავიანთი მცირე ბიუჯეტიდან თანხა. თბილისში გვითხრეს, რომ ბიუჯეტს პრიორიტეტების მიხედვით ადგენენ, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით კი არ არის მომართვიანობა, შესაბამისად, საჭიროებაც არ არსებობსო. გამოდის, სახელმწიფო იმ ვალდებულებას, რომელიც კანონიდან გამომდინარე აქვს – რომ მარტოხელა მშობლები სარგებლობენ შესაბამისი სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით - მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი პირდაპირ არ ავალდებულებს, შექმნას გარანტიები, თუ მარტოხელა დედები უშუალოდ არ მოითხოვენ დახმარებას, “ – ამბობს სალომე მეზურნიშვილი. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყოველწლიურად საქართველოში 55 000-ზე მეტი ბავშვი იბადება. მათი დიდი ნაწილი – რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების გარეშე, მაგრამ ორივე მშობლის მონაცემებით, 2015 წელს 19 224 ბავშვი დაიბადა, 2016 წელს კი – 18 689. ბავშვები, რომელთა დაბადების მოწმობაში მეორე მშობელი არ წერია, 2015 წელს იყო 49, 2016 წელს – 15. სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 21 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 1459 მარტოხელა დედა (ვისაც სტატუსი აქვს) და არც ერთი მამა. მათგან მხოლოდ ოთხია მშვილებელი დედა. მათ შორისაც კი ცოტაა სტატუსის მქონე მშობელი, ვისაც შვილი არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასეთი სულ 6 995 დედა ფიქსირდებოდა. რამდენიმეწლიანი დისკუსიის შემდეგ, მარტოხელა მშობლების შესახებ კანონმდებლობაში უნდა ყოფილიყო თუ არა ჩანაწერი, 2015 წლის ივნისში პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა და სამოქალაქო კოდექსში მარტოხელა მშობლის დეფინიცია გაჩნდა. სამოქალაქო კოდექსის (11911 – მარტოხელა მშობელი) თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს ქალს ან კაცს: •რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი მონაცემები ბავშვის მამის/დედის შესახებ; •რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. • მარტოხელა მშობლის სტატუსი გაუქმდება, თუ პირი დაქორწინდება. „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო კოდექსის გარდა, ერთადერთი აქტი, რომელიც მარტოხელა მშობლის უფლებებს განსაზღვრავს, საგადასახადო კოდექსია, სადაც ნათქვამია, რომ მარტოხელა დედები არ იბეგრებიან. თუმცა ეს, მისი თქმით, დისკრიმინაციული ჩანაწერია და მარტოხელა დედა უნდა შეიცვალოს მარტოხელა მშობლით, რადგან ორი კანონი წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ნინო ანდრიაშვილი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ისეთ მშობელსაც უნდა იცავდეს, როდესაც მეორე მშობლის მონაცემები მხოლოდ დოკუმენტებში ფიქსირდება, სინამდვილეში კი ის არ ზრუნავს შვილებზე და მას მარტო უწევს ბავშვის გაზრდა. ასევე ქვრივებსაც, რომლებიც არასრულწლოვან შვილებს ზრდიან. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის შემთხვევაშიც კი მარტოხელა მშობლებისთვის დღეს სოციალური დახმარების პროგრამები არ არსებობს (გარდა იმისა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღებისას უპირატესობა ენიჭება მარტოხელა მშობელს), წრის გაფართოება მაინც მნიშვნელოვანია სამართლებრივი გარანტიისთვის. ფონდი პროექტის ფარგლებში გეგმავს საკანონდებლო პაკეტის შემუშავებას, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს. სახალხო დამცველის შეფასებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭება მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში დედის/მამის შესახებ არ არის ჩანაწერი, არ ასახავს ამ საკითხის ირგვლივ არსებულ რეალობას. ამასთან, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისათვის, როგორც ცალკე აღებულ ჯგუფზე, სოციალური დახმარება ან რამე სოციალური შეღავათი გათვალისწინებული არ არის. მისი ინფორმაციით, 2016 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას 4 379 მარტოხელა დედა დაფიქსირდა. მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრის გაფართოებაზე საუბრისას აქცენტი კეთდება იმაზე, რამდენად შეუძლია სახელმწიფოს, აიღოს თავის თავზე სოციალური გარანტიები, თუ ყველა იმ მარტოხელა მშობელს მისცემს სტატუსს, რამდენიც რეალურად არსებობს. ფონდის მიერ გამართულ დისკუსიაზე სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკა სხილაძემ აღნიშნა, რომ რეალურად მარტოხელა დედა გაცილებით მეტია, ვიდრე სახელმწიფო ხედავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სტატუსის მიღების შემდეგ, დახმარების სისტემის შიგნით დავიწროვდეს ჯგუფები და მარტოხელა მშობლები კატეგორიებად დაიყოს, სხვადასხვა საჭიროების მიხედვით: „ ამისთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი გარანტია. მაგალითად, იმისთის, რომ სტატუსის დროს დაცული ვიყო 5 წლამდე ბავშვის შემთხვევაში სამსახურიდან გაშვებისგან, ან მქონდეს შეღავათები საბავშვო ბაღში ან სკოლაში რეგისტრაციისას. შეიძლება მინიმალური პროგრამებით დაწყება, იმ რესურსით, რაც აქვს სახელმწიფოს.“ მიმდინარე წლის 17 თებერვალს პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც „მარტოხელა მშობლის სტატუსის“ შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების მიმართულებით იმუშავებს. ჯგუფს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ხელმძღვანელობს და მასში ჩართულები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც დეპუტატის თანაშემწე ნინო აშორდია ამბობს, სამუშაო ჯგუფის შექმნის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911-ე მუხლის დახვეწა, რომლითაც გათვალისწინებულია მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საფუძვლები: „ რადგან იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული მოსაზრების თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით დღეს არსებული რეგულაციები სხვა მხრივაც საჭიროებს გაანალიზებას და მხოლოდ შემოთავაზებული ცვლილება ვერ ამოწურავს ამ მხრივ არსებულ პრობლემურ საკითხებს. კერძოდ, მათი მოსაზრებით, უნდა შეიცვალოს სტატუსის დადგენის კრიტერიუმები, გაფართოვდეს პირთა წრე, რომელთაც შეეძლებათ, მოითხოვონ სტატუსის მინიჭება და თანმდევი სოციალური გარანტიების მიღება; მეტი ყურადღება მიექცეს არა მარტო დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტების არსებობას (სააქტო ჩანაწერის მონაცემებს), არამედ იმ პირთა ფაქტობრივ მდგომარეობასაც, რომლებიც, რეალურად, მარტო ზრუნავენ არასრულწლოვნების აღზრდაზე. „ჯერჯერობით, სამუშაო ჯგუფის მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა და როგორც ნინო აშორდია ამბობს, ჯგუფის წევრებს მარტოხელა მშობლებისთვის გარკვეული სოციალური დახმარების სისტემის შექმნაზე მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავთ. თუმცა ამ ჯგუფის მიზანი ეს არც ყოფილა. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობის საკითხიც არ დასმულა: „იგეგმება საჯარო განხილვა, რომელზეც მოწვეულები იქნებიან მარტოხელა მშობლები. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გამოთქვან მოსაზრება მათთვის პრობლემატურ საკითხებზე. შესაბამისად, საინტერესო იქნება, თუ რა მსვლელობა მიეცემა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს.“ სამუშაო ჯგუფში ამბობენ, რომ შეხვედრაზე სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროება დადგა. შესაბამისად, ამ მონაცემების ანალიზი მიმდინარეობს და სავარაუდოდ ორ კვირაში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩაინიშნება.
---
03.05.2017
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/29106/zoidze-dekriminalizebaze-unda-davartsmunot-skeptikurad-gantsyobilebi-rom-esaa-ualternativo-gza
ზოიძე დეკრიმინალიზებაზე: უნდა დავარწმუნოთ სკეპტიკურად განწყობილები, რომ ესაა უალტერნატივო გზა
„ჩემი აზრით, რაც დღეს აქ ხდება, არის ერთ-ერთი ეპიცენტრი იმისა, რაც მთელ საზოგადოებაში უნდა მოხდეს, ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის მობილიზაციით, რათა საბოლოოდ შევძლოთ და დემონსტრირება გავუკეთოთ საყოველთაო მხარდაჭერას იმ მარტივ თემაზე, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს", - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გუშინ, „ახალი ნარკოპოლიტიკისთვის" საყოველთაო შეკრებაზე განაცხადა. „ეს არის ძალიან მარტივი მესიჯი, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არ მიდის ბევრ იმ ადამიანამდე, ვისაც გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფება, რომ ჰუმანური მიდგომა, რეპრესიის ჩანაცვლება ზრუნვით ამ ქვეყანაში არის გზა იმისთვის აღარ იყოს C ჰეპატიტი და დავამარცხოთ ის", - აღნიშნა ზოიძემ. მისი თქმით, ჯანდაცვის კომიტეტმა, ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან ერთად სერიოზული სამუშაო პროცესი გაიარა კანონპროექტის მომზადებისთვის, რაც, ზოიძის თქმით, მისი ღრმა რწმენით, აუცილებლად დასრულდება იმით, რომ „ჩვენ გარდატეხას შევიტანთ ამ ქვეყანის ნარკოპოლიტიკის განხორციელელებაში". „თქვენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებთ იმ პროცესში, რასაც ჰქვია ჩვენი კოლეგების, პარლამენტის წევრების დარწმუნება იმაში, რომ ეს არის რეალურად ერთადერთი გზა [ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზება], რომ აქ არის შეგნებული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ... აქ არის ყველაზე პასუხიმგებლიანი ადამიანები, ვინც ფიქრობთ ქვეყნის მომავალზე, ვინც ფიქრობს თანამოქალაქეების უფელბებზე და ვინც ფიქრობს რომ ამ ქვეყენაში მოყვასის სიყვარულის დამოკიდებულება დამკვიდრდეს... ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება საზოგადოების და პოლიტკოსების სკეპტიკურად განწყობილი ნაწილის დარწმუნება, დასაბუთება, მათთვის დანახება, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გზა", - განაცხადა ზოიძემ.
---
ბეჭდვითი მედია
_____________________________________________________________________________
04.05.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
თბილისში, დავით გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალმა 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში თირკმელების გათიშვის შედეგად გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალშობილს, ის თავს კარგად გრძნობს. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე ლია მელიქიძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში 1-ელ მაისს შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ახალი თაობა-
---
04.05.2017
მედიასაშუალება: გზა
რა ცვლილებები განცორციელდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. ამასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენცია გამართა და განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. საყოველთაო პროგრამის ჯუფები და დაფინანსების პირობები შემდეგია: საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება აქვთ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტი ქონის მიუხედავად, შენარჩუნებულია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა. კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება. დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე, თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს, კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, პედაგოგებსა და შშმ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩინდათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება. მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით. პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს უფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩა ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების (მაგ: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ა.შ) მოსარგებლეებად. ამასთან, ზაფხულიდან პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 -მდეა, ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ. ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები; დიაბეტის მე-2 ტიპი; ფილტვების ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, მედიკამეტის შესყიდვისას მთავარი აქცენტი ხარისხზე გაკეთდება. თუ მედიკამეტი არ არის წარმოებული ევროკავშირის ქვეყნებში, ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერთიფიკატის წარმოდგენა. მედიკამენტების ღირებულება კი სიმბოლურად, თვეში მაქსიმუმ 1 ლარი იქნება. სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ, მომხმარებლების მიზიდვა.
---