მედიამონიტორინგი 0 4.06.2018
ტელევიზია
04.06.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
თბილისი სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხის წინაშე. დედაქალაქში მეტროპოლიტენი არ მუშაობს. მეტროს გაჩერების მიზეზად მეტროს მემანქანეების პროტესტი და შიმშილობა სახელდება. ისინი ხელფასების 45% ითხოვენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5338417
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5339086
---
03.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
ტყიბულში ისევ გლოვაა. ქვანახშირის გარემოპოვების კარიეზე 12 მუშა დაიღუპა. 2 მაისის ტრაგედიას წინ 5 აპრილი უძღოდა, მაშინ ნგრევას შახტში 6 პირი ემსხვერპლა, 3 დაშავდა. 12 თვეში ტყიბულში 14 მეშახტე დაიღუპა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5338233
---
02.06.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
კიდევ ერთი უბედური შემთხვევა ტყიბულში. დღეს, დილით, მაღაროში ორი მუშა დაიღუპა. შემთხვევა ღია მოპოვების ქვანახშირის კარიერზე მოხდა, რომელიც ერთერთ კერძო მეწარმეს ეკუთვნის. წიანსწარი ინფორმაციით, 30 მ სიღრმეზე ჩასულ მუშას ჟანგბადი არ ეყო და გონება დაკარგა. მეორე მუშა მიკროშახტში საშველად ჩავიდა და ჟანგბადის არარსებობის გამო ისიც ადგილზე გარდაიცვალა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5337440
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5337432
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5337329
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5337314
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5337301
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5336949
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5336887
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5336840
---
01.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 16:00
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. აქციაზე სიტყვით გამოვიდა ქალბატონი, რომელმაც გაკვირვება გამოთქვა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, თუ როგორ ამუშავებენ არაპროფესიონალ ექიმებს საავადმყოფოებში, რადგან მისი შვილიც სწორედ ასეთი ექიმის მსხვერპლი გახდა. (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5335880
---
ინტერნეტი
04.06.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/496741-tciathureli-magharoelebis-gaficva-dghes-aghar-gaimartheba.html
ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა დღეს აღარ გაიმართება
ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა დღეს აღარ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებიდან აცნობეს, შეთანხმება შედგა და „ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გაიზრდება 10%-ით. „წუხელ, გვიან ღამით შედგა ბოლო მოლაპარაკება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი"-ს ადმინისტრაციასა და ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების მიღწევაც მოხერხდა. „ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გაიზრდება 10%-ით. ხელფასის მატება განხორციელდება 2018 წლის 1-ლი ივნისიდან. კომპანია, შემჭიდროვებულ ვადებში, პროფკავშირის ჩართულობით შეიმუშავებს საპრემიო დებულებას, რომელიც აგებული იქნება შემოსავლის ზრდის პრინციპზე და დაემყარება შრომის ნაყოფიერების და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდის მაჩვენებლებს. საწარმოო გეგმების დაკორექტირების პროცესში კომპანია უზრუნველყოფს პროფკავშირის და დასაქმებულთა წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა. ასევე კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ შექმნას გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლის ციფრული მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს დასაქმებულთა ვიზუალურ ინფორმირებას. კომპანია მზადაა ნებისმიერი პრობლემატური საკითხი განხილული და გადაწყვეტილი იქნას პროფკავშირთან ერთად და უზრუნველყოს პროცესის ოპერატიულობა.
2019 წლის იანვრის თვიდან მოხდება ზეგანაკვეთურ საათებში და სადღესასწაულო დღეებში მუშაობის ანაზღაურების ტარიფის ზრდის, გარკვეულ სადღესასწაულო დღეებში ფულადი საჩუქრის დაწესების და სხვა სოციალური ბენეფიტების დაწესების შესაძლებლობა“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/37375/profkavshirebi-chiatureli-magharoelebi-aghar-gaifitsebian
---
04.06.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/207103-memanqaneebi-gaficvis-gamo-metrosadgurebi-daxurulia
მემანქანეები გაფიცვის გამო მეტროსადგურები დახურულია
მეტროს მემანქანეები დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ყველა მეტროსადგური დაკეტილია. გაფიცვის შესახებ განცხადება მემანქანეებმა გუშინგააკეთეს, როდესაც შიმშილობა დაიწყეს. მემანქანეების მოთხოვნაა ხელფასების გაზრდა. მათი თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მათი მოთხოვნები არ გაითვალისიწინა და ხელფასები არ გაუზარდა.
---
04.06.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/282799/
ლინა ღვინიანიძე: მეტროს გაჩერება მემანქანეთა ჯანმრთელობის გაურესებით არის გამოწვეული
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ლინა ღვინიანიძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ მეტროს პარალიზება გამოწვეულია მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროს მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აუკრძალა, რის გამოც, მემანქანეებმა გაფიცვა არასამუშაო საათში გადაწყვიტეს. ისინი 3 ივნისს, 15 საათზე გაიფიცნენ, პარლალეურად, მათ დაიწყეს შიმშილობა. რამდენიმე მემანქანეს მალევე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. როგორც ლინა ღვინიანიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, დაწყებული შიმშილობის გამო, გაუარესდა მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ვერ გაიარეს სტანდარტული სამედიცინო შემოწმება და შესაბამისად, მათ მიერ მეტროს მატარებლების მართვა არ იქნებოდა უსაფრთხო. სწორედ ამიტომ არის შეჩერებული მეტროს მუშაობა. იურისტის თქმით, სამართლებრივად, მეტროს მემანქანეებს სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაურღვევიათ. მემანქანეები უკვე რამდენიმე თვეა ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას აანონსებენ. თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია აქამდე აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნები უსაფუძვლო იყო და გაფიცვის საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. 18 მაისს სასაამრთლომ მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აუკრძალა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე მემანქანეები შანტაჟში დაადანაშაულა და მათი ხელფასები შეადარა პოლიციელების, სასწრაფოს ექიმებისა და მეხანძრე–მაშველების ხელფასებს. როგორც თბილისის მერი ამბობს, მემანქანეებს ხელფასებს ვერ მოუმატებენ, თუ არ გაიზარდება მგზავრობის ტარიფი, არ გაუქმდება სოციალური შეღავათები და არ შეჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტები. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას ავტობუსებით გადაადგილებისკენ მოუწოდებს. მეტროს გაფიცვის პერიოდში ავტობუსით მგზავრობა იქნება უფასო, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება გაფიცვა, უცნობია.
---
04.06.2018
მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/martokhela-katsi-romelsats-stikiam-sakhli-orjer-dauziana-dapirebuli-dakhmarebis-molodinshi
მარტოხელა კაცი, რომელსაც სტიქიამ სახლი ორჯერ დაუზიანა, დაპირებული დახმარების მოლოდინში
---
02.06.2018
მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/114490-tsinastsari-informaciit-tyibulshi-mushebis-gardacvalebis-mizezi-uzhangbadoba-gakhda
წინასწარი ინფორმაციით, ტყიბულში მუშების გარდაცვალების მიზეზი უჟანგბადობა გახდა
ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე ორი მუშა დაიღუპა. ადგილზე დასაქმებულების ინფორმაციით, 30 მეტრის სიღრმეზე ჩასულ მუშას ჟანგბადი არ ეყო და გონება დაკარგა, მეორე მუშა მიკრო-შახტში საშველად ჩავიდა და ჟანგბადის არარსებობის გამო, ისიც ადგილზე გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, ეგრეთწოდებული ჰაერის კომპრესორი ჩართული არ იყო. გარდაცვლილები 27 წლის და 60 წლის მამაკაცები არიან. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო ჯგუფები და ექსპერტ კრიმინალისტები. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
---
02.06.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/profkavshirebi-tyibulshi-gishris-gare-karierze-2-musha-daigupa/20332/
პროფკავშირები: ტყიბულში, გიშრის გარე კარიერზე, 2 მუშა დაიღუპა
ტყიბულში, გიშრის მოპოვებითი სამუშაოების დროს, გარე კარიერზე, 2 მუშა დაიღუპა,- ინფორმაცია bm.ge-ს საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანებაში დაუდასტურეს. შესაბამისი ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაშიც არის შესული. როგორც ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ bm.ge-ს განუცხადა, მათი წარმომადგენლები ადგილზე უკვე მიმამერთებიან, თუმცა, დეტალები ცნობილი არ არის. მათ ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია, რომელიც კომპანია ახორციელებდა მოპოვებით სამუშაოებს. პროფკავშირების წარმომადგენელი ილია ლეჟავაც აცხადებს, რომ მათთვისაც ჯერ უცნობია რომელი კომაპნია აწარმოებდა სამუშაოებს, რადგან ამ მიმართულებით ტყიბულში ბევრი კომპანია მუშაობს. შინაგან საქმეთა სამიისტრომ აღნიშნულზე გამოძიება უკვე დაიწყო.
---
02.06.2018
მედიასაშუალება: http://reginfo.ge/people/item/7407-samegrelosa-da-kaxetshi-psiqiatriuli-klinikebi-ashendeba
სამეგრელოსა და კახეთში ფსიქიატრიული კლინიკები აშენდება
საქრთველოში ორ ფართო პროფილის მქონე ფსიქიატრიულ კლინიკას ჩინური კომპანია ააშენებს. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის, ლაშა კილაძის განცხადებით, პროექტი უკვე შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან. კილაძის თქმით, იმის გამო, რომ არ არსებობს ინსტიტუცია, სადაც ფსიქიატრიული პაციენტები თავიანთი მდგომარეობის შესაბამის მომსახურებას მიიღებენ, ბევრი მათგანი სტაციონარული დახმარების კომპონენტშია ჩართული მაშინ, როცა ამას არ საჭიროებენ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური პროგრამების გაუმჯობესების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებიც თავიდან ბოლომდე არიან ჩართული. მეტიც, ჩვენ გაგვაჩნია წინასწარი შეთანხმება, რომ ამ ჯგუფის წევრები ინფრასტრუქტურის დაგეგმვის, პროექტირების დროსაც კი ვიქნებით ჩართული, რადგან ეს ცენტრები ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სიმძლავრეებით იმ ფუნქციას უნდა შეესაბამებოდეს, რასაც საზოგადოება ცენტრს აკისრებს“, – განაცხადა ლაშა კილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის მარტში დაანონსა. მისი თქმით, ერთი ფსიქიატრიული საავადმყოფო სამეგრელოს, ხოლო ერთი - კახეთის რეგიონში იქნება.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/205074
---
02.06.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=66689
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დამატებით 180 ლარს მიიღებენ
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ყოველთვიურად სოციალური დახმარების სახით დამატებით 180 ლარს მიიღებენ. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ომის ვეტერანებზე დახმარებებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ, თანხა კი იმავე საბანკო დაწესებულებაში გასხნილ პირად ანგარიშზე ჩაირიცხება, სადაც პენსიის აღება ხდება. ამასთან, დახმარების მიღება გავლენას არ იქონიებს სოციალურად დაუცველი პირების (ოჯახების) სტატუსზე და მათი ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა გადასინჯვის საფუძველი არ იქნება. მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში 30 მაისს გამოქვეყნდა და ძალაში 1 ივნისს შევიდა. აღნიშნული დახმარება ავტომატურად, მოქალაქეების განცხადების გარეშე გაიცემა. ცნობისთვის, 10 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ვეტერანების პენსია გაუორმაგდებოდათ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იქნება ქვეყნის მიერ ვეტერანებისადმი მადლიერების გამოხატულების გამოვლინება. "მინდა გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ ჩვენი სახელმწიფოსი და ეს იქნება მცირედი გამოხატულება მათდამი მადლიერების. კიდევ ერთხელ მინდა მათ ეს დღე მივულოცო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
---
02.06.2018
მედიასაშუალება: http://fortuna.ge/bavshvta-mimart-dzaladoba-da-bulingi-ert-erti-gamokvetili-problemaa-nino-lomjaria/
“ბავშვთა მიმართ ძალადობა და ბულინგი ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა” – ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სკოლებში, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა. მისი თქმით, როგორც ბულინგი ისე ფიზიკური ძალადობა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. “ბულინგი სკოლებში, ბავშვების მიმართ ძალადობა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური და შემთხვევების იდენტიფიკაციის მაჩვენებელი არის დაბალი, ხოლო პრევენციისთვის ძალიან ცოტა რამ კეთდება. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყოფნის სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების რაოდენობა, რომლებიც იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან. არ არსებობს შესაბამისი თავშესაფარი, თუნდაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. სამწუხაროდ, შარშან გაზრდილი იყო სუიციდის მაჩვენებელი არასრულწლოვნებს შორის. მაღალი იყო არასრულწლოვნებს შორის სუიციდის მცდელობათა მაჩვენებელიც,” – განაცხადა ლომჯარიამ. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, საგანგაშოა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობაც. “მრავალი სკოლა არის სარეაბილიტაციო, ავარიული. 100-ზე მეტ სკოლას წყალი არ მიეწოდება და მოსწავლეები წყლის გარეშე არიან დარჩენილე. შშმ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა ასევე კრიტიკულია. მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა და ინკლუზიური განათლება,” – განაცხადა ლომჯარიამ.
---
01.06.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=72516
ამ პატარა ბიჭუნას ყველას თანადგომა ესაჭიროება
ცხრა წლის სანდროს აღმოაჩნდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, დაავადების დასამარცხებლად საჭიროებს მკურნალობას გერმანიაში. ამ პატარა ბიჭუნას ყველას თანადგომა ესაჭიროება. გავერთიანდეთ სანდროსთვის. https://www.facebook.com/4sandro/ 0 901 700 332 / ზარის ღირებულება 1 ლარი TBC: GE37TB7287945061600019 / TBCBGE22/ ლევან მეგრელიშვილი BOG: GE32BG0000000285187800 /BAGA22/ ლევან მეგრელიშვილი
---
01.06.2018
მედიასაშუალება: http://region.ge/4046-8-tslis-mariams-chveni-dakhmareba-esatciroeba.html
8 წლის მარიამს ჩვენი დახმარება ესაჭიროება
8 წლის მარიამს სარფზე ყველა იცნობს და ხშირად საჩუქრებასც იღებს. მისი წამლებისთვის ფული რომ იშოვოს დედას ყოველ დღე გადაჰყავს მარიამი საზღვარზე და გადააქვს სიგარეტი. გაუსაძლის სიცხეში აუტანელი გრძელ რიგებში მარიამი დედას მხრებზე ჩამოკიდებული მოუთმენლად ელდება საზღვრის გადაკვეთას. მარიმას ცერებრალული დამბლა აქვს. ახლა გამოჩნდა შანსი მარიამის ფეხზე დაყენების. მარიამს თურქეთში ჩაუტარდება ოპერაცია რომლის თავდაპირევლი ღირებულება იყო 23 ათასი მაგრამ თურქმა ექიმება მარიამის შესახებ ინფორმაცია რომ გაიგეს გადაწყვიტეს მისთვის საჩუქრის გაკეთება და ეხლა ოპერციის ღირებულება 18 ათასი დოლარია, აქედან 15 ათასი დოლარი დააფინანსა საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემამ. დარჩენილია 3 ათასი დოლარი და მარიამი დაუყოვნებლივ გაემგზავრება თურქეთში ოპერაციის გასაკეთებლად. ვინაიდან ოჯახი სოციალურად დაუცველია ( დახმარება რომ არ მოეხსნას) ვაქვეყნებთ შემდეგ ანაგრიშებს დედის თანხმობით: ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი 0901200126 0901200128 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან ვირჩევთ საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 სურვილის შემთხვევაში დაკავშირებას შეძლებთ შემდეგ ნომერზე: 599 33 01 14
---
01.06.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/regulirebis-saagentom-gmp-is-nacionaluri-inspeqtorebi-shearchia
რეგულირების სააგენტომ GMP-ის ნაციონალური ინსპექტორები შეარჩია
რეგულირების სააგენტომ GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის ფარგლებში 5 ინსპექტორი შეარჩია, რომლებიც სპეციალურ სამ საფეხურიან გადამზადებას საზღვარგარეთ გაივლიან. 2019 წლის ივლისიდან სახელმწიფო აღნიშნული პირების ჩართულობით ფარმაცევტულ ქარხნებში ნებაყოფლობით ინსპექტირებას დაიწყებს. რაც იმას ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში ფარმაცევტული საწარმო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს მიმართავს და სახელმწიფო ინსპექტორები სერთიფიცირების პროცესს საწარმოებში ჩაატარებენ და GMP სერთიფიკატს გასცემენ. „შევარჩიეთ ინსპექტორობის 5 კანდიდატი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაფუძნებული იყო ევროკანონმდებლობის მოთხოვნებზე. ამიტომ ცოტა არ იყოს ძნელი იყო ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება. შევარჩიეთ საუკეთესო კანდიდატები, რომლებმაც გაიარეს როგოც წერითი ტესტირება, ასევე ზეპირი გასაუბრება. მათთან უკვე გაფორმებულია 5 წლიანი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მათ აქვთ ვალდებულება მოემზადონ და ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გადავამზადოთ ისინი. წელს ისინი გადამზადების სამ ეტაპს გაივლიან. პირველი ეტაპი 17 ივნისიდან 30 ივნისამდე გაგრძელდება. გაივლიან ინტენსიურ კურსს დანიაში, „ფარმაკონში“. ეს არის სპეციალური დაწესებულება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცისთან ერთად აქვს შემუშავებული ინსპექტორების მომზადების სპეციალური კურსი. ისინი ჩააბარებენ გამოცდას და შედეგების შესაბამისად გადავლენ შემდეგ მოდულზე აგვისტოში, ხოლო მესამე-დასკვნითი მოდული გაიმართება ოქტომბერში.“ - განაცხადა რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეა ჯიქიამ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. ინსპექტირება პირველ ეტაპზე ნებაყოფლობითი ხასიათის იქნება, 2022 წლის 1 იანვრიდან კი სავალდებულო გახდება.
ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/regulirebis-saagentom-gmp-is-nacionaluri-inspeqtorebi-shearchia/20294/
---
01.06.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/138932/
„მე სიბერე კაი მინდოდა…“ – 4 მოხუცის ამბავი
---
ბეჭდვითი მედია
04.06.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
"მსახიობი იყო, პარალელურად შახტაში მუშაობდა": ვინ არის ტყიბულში გარდაცვლილი 27 წლის ახალგაზრდა
27 წლის სანდრო ბუცხრიკიძისა და 65 წლის ტიმოშა გაბრიაძის ოჯახი სამძიმარს იღებს. ტყიბული ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე დაღუპულებს მოხდა. ტრაგედია დღეს, გამთენიისას დატრიალდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 30 მეტრის სიღრმეზე ჩასულ მუშას ჟანგბადი არ ეყო და გონება დაკარგა, მეორე კი, მიკროშახტში მის დასახმარებლად ჩავიდა თუმცა, ისიც ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგიკულ შემთხვევას შეესწრო კიდევ ერთი მუშა, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა. ტყიბულელები ამბობენ, რომ შემთხვევა გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მათივე თქმით, 27 წლის სანდრო ბუცხრიკიძე თეატრის მსახიობი იყო, პარალელურად შახტაში მუშაობდა
---
04.06.2018
მედიასაშუალება: ალია
"ექიმმა ვადიმ ხატიაშვილმა დედა მომიკლა და სანამ მომიკლავდა - აწამა!!!"
სილამაზის სალონის „კარინას“ მფლობელი და ცნობილი სტილისტი კარინა ექიმებმა იმსხვერპლეს. „ალიას“ მისი შვილი ლიკა 12-დღიანი ჯოჯოხეთის ისტორიას უყვება!!! „ექიმმა ვადიმ ხატიაშვილმა და მისმა გუნდმა დედა წამებით მომიკლეს“ – „ალიას“ უყვება გარდაცვლილი 53 წლის კარინას ქალიშვილი ლიკა. დედა გეგმიურ ოპერაციას იკეთებდა. ვადიმ ხატიაშვილმა გვითხრა, რომ ლაპარასკოპიით ოპერაციას გაუკეთებდა ოთხშაბათს და პარასკევს უკვე სახლში გვეყოლებოდა, აღნიშვნასაც კი შეძლებდა. ოპერაციის დასაწყისშივე, ანესთეზიოლოგმა ქეთი გოგოძემ, მოახერხა და ტრაქეა ჩაუხია, თურმე, დედას. გამოვარდნილა ყვირილით, ექიმების გამოძახება სდომებია, მაგრამ ნოდარ ბერიაშვილმა აიღო თავის თავზე დახმარება და მან კიდევ უფრო მეტად გაართულა მდგომარეობა. არავინ იცის ბოლომდე ზუსტად, იქ რა მოხდა, მხოლოდ ის ვიცი, რომ ოპერაცია არ შეუჩერებია ვადიმ ხატიაშვილს, არც დახმარება გამოუძახებია - მეტიც, დაგვიმალა. როცა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვნახე, დედას როგორ ჰქონდა თავი და ყბა გასიებული - კითხვები დავსვი - მითხრეს - წამალზე ჰქონდა ალერგია და ხვალ გავაღვიძებთო. მეორე დღეს, მითხრეს, რომ დედას დამატებითი ოპერაცია სჭირდებოდა, რადგან მცირე ზომით ჰქონდა ტრაქეა ჩახეული. ესეც ტყუილი აღმოჩნდა - რადგან ჩახევა იმაზე დიდი იყო, ვიდრე მეუბნებოდნენ. ქირურგმა ვანო წულეისკირმა არაერთი ოპერაცია გააკეთა, არაერთხელ სცადა ტრაქეას ჩაკერვა, მაგრამ ყველა ჯერზე ნაკერები იხსნებოდა. ის ერთი დღე-ღამე, როცა დედის მდგომარეობა დაგვიმალეს, როცა მეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ წამალზე ჰქონდა რეაქცია - გადამწყვეტი აღმოჩნდა - დახეული ტრაქედან ინფექცია მოედო სხეულს, ტრაქეა უფრო და უფრო დაზიანდა და მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა. ბოლოს ნეკროზი დაეწყო. 12 დღე აწამეს დედა, 12 დღე გვეუბნებოდნენ ტყუილს, 12 დღე მემალებოდა ვადიმ ხატიაშვილი. თუ მაინც მოვახერხებდი კითხვის დასმას - ჩემგან რა გინდაო, მეტყოდა და მერე ისეთი ბინძური სიტყვებით მაგინებდა, გამეორებისაც მრცხვენია. როგორ არ მოვკალი ეს მკვლელი? რომელიც ასე უშვერად მაგინებდა, იმ პაციენტის შვილს, რომელიც სასიკვდილოდ დააგდო? ვერ მოვკალი - დაცვით დადიოდა, ეგაც და მისი ცოლიც. სპეციალური დაცვის სამსახური დაყვებოდა და ახლოს არ მიშვებდნენ. სექტაა, ბანდაა ჩვეულებრივი. დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის დასკვნას ველოდებით მალე, მაგრამ, ერთი შეხედვით რაც გვითხრეს - დედას გული აქვს მისტეპლერებული, არ აქვს პლევრა საერთოდ და გარდა ტრაქეასი, ჩახეულია და გაკერილია ბრონქიც. რაკი გაკერეს, ჩახევაც იცოდნენ, ხო? როცა, ანალიზების და გამოკვლევების პასუხებს ვითხოვდი, მეუბნებოდნენ - რად გინდა, ექიმი ხომ არ ხარ, რას გაიგებ ამ ანალიზების პასუხებითო. მინდა, ვადიმ ხატიაშვილმა აღიაროს, რომ დედა მომიკლა და სანამ მომიკლავდა - აწამა. მინდა, ვადიამ ხატიაშვილის გუნდა აღიაროს, რომ მთელი ეს დრო განზრახ მეუბნებოდნენ ტყუილს, რათა მათი სექტის უფროსის დანაშაული დაეფარათ. ისინი ისევ მოკლავენ, ასე თვალის დაუხამხამებლად, ასე გულგრილად მოკლავენ და დასიებულ, დალურჯებულ, ნაწამებ გვამს გამოგატანენ. „ალიამ“ არაერთხელ სცადა ვადიამ ხატიაშვილთან და ნოდარ ბერიაშვილთან დაკავშირება - უშედეგოდ. ანესთეზიოლოგ ქეთი გოგოძესთან საუბარს კი უკომენტაროდ გთავაზობთ: - გამარჯობა, „ალიადან“ გიკავშირდებით. - დიახ, დიახ, გისმენთ. - კარინა ხარატოვზე მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ. - მე ჟურნალისტებს არ ვპასუხობ... - აბა, ვის პასუხობთ? - მხოლოდ კომპეტენტურ პირებს. ბატონო მთავარო პროკურორო, თქვენ გგულისხმობდათ, ქალბატონი ქეთი, როგორც მივხვდი და ნომერი გადმოგიგზავნოთ, თუ თავად იპოვნით?!
---
04.06.2018
მედიასაშუალება:რეზონანსი
მკვლელი ნარკოტიკის მორიგი მსხვერპლი - თბილისში კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა
(რეზონანსი) მომაკვდინებელი ნარკოტიკი და გარდაცვალების ახალი ფაქტი, თბილისში, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ ინტოქსიკაციას კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ახალგაზრდას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია აქვს კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელს, ნაჯა ორაშვილს: "ამასობაში კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას. გუშინ ახალგაზრდა ადამიანი იგივე სიმპტომებით ძილში შეეწირა მომწამლავ ნივთიერებას, სავარაუდოდ ფენტანილს. ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?"- წერს ორაშვილი.
---
04.06.2018
მედიასაშუალება: ალია
"ევექსში" ექიმებმა ერთადერთი შვილი მომიკლეს!"
42 წლის ერთადერთი შვილი დავკრძალე 12 მაისს. ვფიქრობდი, მე მქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, მე ვმკურნალობდი, ის კი, ჩემი ერთადერთი ბიჭი, უბრალოდ გაციებული იყო, მეგონა, - გვიყვება შალვა (ბაჩანა) მოლოდინაშვილის დედა, მზია ბალავაძე. (შალვა) გაცივდა გაზაფხულზე. რომ აღარ გაუარა ხველამ და სისუსტემ, რომ ვერ გამოიღო შედეგი პოლიკლინიკის ექიმთან მკურნალობამ, "ავერსის" კლინიკაში მივიდა აპრილში, სადაც, გულ-მკერდის რენტგენოგრაფიის გადაღების შემდეგ, ტუბერკულოზის გამოსარიცხად, ფტიზიოპულმონოლოგის კონსულტაცია ურჩიეს. ასე მოხდა 25 აპრილს ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ექიმ ირინა საბალუასთან. აქ დიაგნოზი დაუდგინდა: აბსცესი პნევმონიით და ანემია დაუზუსტებელი. იმ სამ დღეში, რაც ექიმ ირინა საბალუას მეთვალყურეობითა და მკურნალობით გაატარა, ავადმყოფის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ ფილტვში იმდენად ბევრი ჩირქოვანი კერა იყო, მის გამოჯანმრთელებას დრო და შესაფერისი მკურნალობა სჭირდებოდა. რაკი ბაჩანას ტუბერკულიოზი არ აღმოაჩნდა, ექიმი საბალუა იძულებული იყო, პაციენტი სომატურ კლინიკაში გაეგზავნა სამკურნალოდ. ეს კლინიკა "ევექსი" აღმოჩნდა. მთელი ამ დროის მანძილზე ბაჩანა იყო ადეკვატური, საღ გონებაზე, საუბრობდა, შეეძლო სიარული... 2 მაისს დედას ბოლო მესიჯი მისწერა. 3 მაისს ბაჩანას მდგომარეობა დამძიმდა. 4 მაისს გონი დაკარგა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "ამტელის" კლინიკაში გადაიყვანა, საიდანაც სამ საათში გამოწერეს - სამ საათში! წინ მიდევს "ამტელის" მიერ დაწერილი "ფორმა - 100". მოკლე ანამნეზში სიტყვაც არ არის ნახსენები ფილტვის პრობლემაზეე. დიაგნოზი - პირველადი ჰიპერტენზია. არ ეცალა "ევექსს" 7 მაისამდე, ვერ აძლევს "ევექსის" კლინიკა 2 მაისს გაწერილ პაციენტს 7 მაისამდე "ფორმა 100"-ს და კვლევების პასუხებს. 7 და 8 მაისს ბაჩანამ რამდენჯერმე ისევ შეიღვიძა - ისევ ისე, ნობიერების გარეშე, აზრის გარეშე... 9 მაისს არ გაუღვიძია, არც დამაწყნარებლები დასჭირვებია, არც დამაწყნარებლები დასჭირვებია 9 მაისს... 10 მაისს გული გაუჩერდა... 12 მაისს დაკრძალეს. ანჩისხატის ტაძრიდან გაასვენეს...
---
04.06.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
საგანგაშო პროგნოზი
თბილისში უკვე იკვეთება დაბინძურებულ ჰაერში 200-ზე მეტი ტოქსიკური ნივთიერების არსებობით განპირობებული ეკოლოგიური დაავადებები: ასთმა, პლევრიტი, ფილტვის სიმსივნე, ფსიქიკური აშლილობა, სტრესი. პრესტიჟულ უბნებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, თუმცა, ისეთ უბნებში, როგორიცაა ვერა, ვაკე, სოლოლაკი, საბურთალო, ბინის ფასები კვლავ მაღალია. მეცნიერები და ეკოტოქსიკოლოგები საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ - ჩვენი გადატვირთული ქალაქი ათასობით ადამიანს შეიწირავს. მარინა გიორგობიანი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი-ეკოტოქსიკოლოგი: - ურბანულმა პროცესებმა ჩვენს ქვეყანაზე მხოლოდ უარყოფითი გავლენა იქონია, გაჩნდა ე.წ. ეკოლოგიური დაავადებები. ქალაქებში დაიწყო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შიდა მიგრაცია. თბილისი გეოგრაფიულად ქვაბულია, ეს იმას ნიშნავს, რომ განიავება პრობლემაა. ამას ემატება არასწორად დაგეგმარებული მშენებლობები. ადრე ამდენი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ქალაქი გამწვანებული იყო, თბილისის ეკოსისტემა არ არის მზად მრავალსართულიანი კორპუსებისთვის. ახლანდელ მიჯრით მიწყობილ შენობებში დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. სიმჭიდროვე ინფექციური დაავადებების გავრცელების მაპროვოცირებელია. უჰაერობაც აჩქარებს ამ დაავადებების გააქტიურებას და ყველა ადამიანში სხვადასხვა სირთულით იჩენს თავს. - გამონაბოლქვით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად რა ღონისძიებები უნდა გატარდეს? - ავტომანქანების გამონაბოლქვის გარდა, პრობლემაა გამათბობლების გამონაბოლქვიც, რომელიც ბინებიდან მილით გამოიდევნება ჰაერში. კარგი იქნებოდა, ყველა კორპუსის აღჭურვა ცენტრალური გათბობით, რომელიც ერთ საერთო მილში გავა და ამ გზით გამოიფრქვევა. მთავარია, კორპუსის სიმაღლესთან შედარებით მთავარი მილი უფრო მაღლა იყოს. - ბოლოდროინდელი კვლევებით რა მდგომარეობაა ამჟამად დედაქალაქში? - რამდენიმე წლის წინ წერეთლის პროსპექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიადაგსა და მოზარდთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობა შეისწავლეს. შედარებისათვის იგივე კვლევა ჩატარდა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზეც და აღმოჩნდა, რომ წერეთლის პროსპექტის მიმდებარედ მცხოვრები ბავშვები რვაჯერ ხშირად ავადდებიან და ათ-თორმეტჯერ მეტია ტყვიის შემცველობა მათ თმაში. ეს პრობლემა აქვს ყველა იმ საცხოვრებელს, რომლებიც ცენტრალური გზების პირას მდებარეობს. - რა გამოსავალი არსებობს? - გამოსავალია ტერასული გამწვანება. ევროპელმა სპეციალისტებმა ნაძალადევის რაიონი ეკოლოგიურად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ამ რაიონში ბინათმშენებლობას ტერასული განაშენიანება შეესაბამება. - რომელია საცხოვრებლად საშიში უბნები? - ვერა, ვაკე, სოლოლაკი, საბურთალოს ზოგიერთი ადგილი. უკეთესი მდგომარეობაა გლდანში და სხვა პერიფერიებში, სადაც მეტია გამწვანება. გარდა იმისა, რომ გამწვანების სამმაგი ზონა ზიანს ამცირებს, საუკეთესოა ხმის დამხშობადაც. არსებობს ნორმები, რომლის გადამეტების შემთხვევაშიც ხმაური არანაკლებად საშიშ სახეს იძენს. ეს ეხება, ძირითადად, ცენტრალური ტრასის პირას არსებულ საცხოვრებლებს. P.S. იმისათვის, რომ არ გაუდაბნოვდეს ქვეყანა და ეკოლოგიურმა დაავადებებმა არ გააქროს ერი, მისაღებია ქმედითი ზომები. სპეციალისტები ქალაქის მოსახლეობას ქალაქგარეთ ხშირად გასვლას ურჩევენ. ბევრი უსახსრობის გამო წლების განმავლობაში ვერ ახერხებს ბეტონის ქალაქიდან გასვლას. აბრა "გაუფრთხილდი გარემოს" არტეფაქტად რომ არ დარჩეს, საჭიროა ინფრასტრუქტურის სწორი დაგეგმარება, გამწვანება და გამონაბოლქვის შემცირება. თორნიკე ყაჯრიშვილი ორი წლის წინ კავკასიის გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეკოსისტემის კვლევა ჩაატარა. მას შემდეგ ქალაქში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ იმატა შიდა მიგრაციამ და მშენებლობებმა. კვლევის შედეგები საგანგაშოა. თუმცა ქალაქში არის"ოაზისებიც. ჰაერისა და გარემოს სისუფთავით ბაგები ლიდერობს, იქ ხმაურისა და გამონაბოლქვის მაღალი მაჩვენებელი არ ფიქსირდება. ასეთივე მდგომარეობაა კუს ტბის მიმდებარედ, ვაშლიჯვარში, დიდ დიღომში, თემქასა და ლოტკინზე. გამოიკვეთა ყველაზე სახიფათო ქუჩები და პროსპექტები: მელიქიშვილის, რუსთაველის, კოსტავას, ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის პროსპექტები, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია, აბაშიძის, ჩარგლის, პეკინისა და ორთაჭალის ხიდების მიმდებარე ქუჩები. თბილისის დაბინძურების ცხელ წერტილებად გამოიკვეთა გლდანისა და იაღლუჯის გაუქმებული ნაგავსაყრელები, სადაც მუდმივად მიმდინარეობს აალებადი პროცესები და ნაგვის წვით ჰაერში მავნე ნივთიერებები იფრქვევა. რა თქმა უნდა, ეკოსისტემის დაბინძურების გამომწვევია გამწვანების ზონების სიმცირეც.
---