მედიამონიტორინგი 04.01.2018
ტელევიზია
04.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
გაუცნობიერებელი ხუმრობაა თუ ბავშვზე ძალადობა. ვიდეოკარები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. კადრებში ჩანს უფროსების მითითების როგორ ეწევა სიგარეტს ორი წლის ბავშვი.ისმის ხმაც , რომელშიც მას ამ საქციელს უწონებენ და აქეზებენ კიდეც. დღეს ამ ოჯახით, რომელიც ბათუმში ცხოვრობს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დაინტერესდნენ და მშობლების ახნა განმარტებაც მოისმინეს.
მაესტრო-ახალი ამბები 20:00 -
რუსთავი 2- კურიერი 15:00-
აჭარა-მთავარი 21:00-
http://files.eyemedia.ge/files/tv/2018/01/04/awara/mtavari_21_00/1201841515088911_archive-1515085541-174.mp4
იმედი-ქრონიკა 17:00-
რუსთავი 2-კურიერი 21:00-
1 არხი- მოამბე 18:00-
ტვ პირველი- ახალი ამბები 22:00-
---
04.01.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 20:00
თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანენ. კონკრეტულ კლინიკას კი ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს, გადაწყვეტუილება მედიკოსთა კონსულიუმმა მიიღო. წმ. მიქაელის სახელობის საავადმყოფოს მედიკოსთა ჯგუფს, სადაც ამჟამად პაციენტი იმყოფება კონსულტაციას მოსკოვიდან მოწვეული ნეირო ქირურგიც უწევს. 26 დეკემბრის სპეცოპერაციისა დაჭრილი მაჩლიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძმეა.
1 არხი-მოამბე 21:00-
1 არხი- მოამბე 15:00-
---
ინტერნეტი
05.01.2018
ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია - ველოდებით საზღვარგარეთის რომელიმე კლინიკიდან გამოხმაურებას
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავაპროფილიანი საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, ამ დრომდე ელოდებიან საზღვარგარეთიდან რომელიმე საავადმყოფოს გამოხმაურებას, რომელიც სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად იქნება მზად. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, რის გამოც მისი ტრანსპორტირების საკითხი კვლავ რისკის ქვეშ რჩება. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელია. რაიმე განსაკუთრებული დინამიკა არ გამოვლენილა, სტაბილურად მძიმედ რჩება. რაც შეეხება საზღვარგარეთ მის ტრანსპორტირებას, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. ველოდებით რომელიმე კლინიკიდან გამოხმაურებას, რომელიც პაციენტის მიღებაზე იქნება თანახმა. როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ გამოხატა ინტერესი ამასთან დაკავშირებით და მათ გუშინ გადავუგზავნეთ დოკუმენტაციის ის ნაწილი, რაც მათ ითხოვეს, თუმცა ჯერჯერობით არც მათგან რაიმე ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა", - განაცხადა ლურსმანაშვილმა. ექიმის განმარტებით, ამ ეტაპზე, სხვა ქვეყნის მედიკოსი თბილისის კლინიკაში მიმდინარე მკურნალობის პროცესში არ მონაწილეობს. ლურსმანაშვილის თქმით, მხოლოდ კონსილიუმში მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთმა ექიმმა, ეს იყო ქართველი ექიმი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს.
---
04.01.2018
თემირლან მაჩალიკაშვილის ევროპაში გადასაყვანად ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს მართავს
პანკისში, 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ევროპის კლინიკაში გადასაყვანად ჯანდაცვის სამინიტრო რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ On.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, სოფო ჭუმბურიძემ განუცხადა. "ჯერ არ არის გადაწყვეტილი, სად მოხდება მკურნალობის გაგრძელება", - აღნიშნა ჭუმბურიძემ. 26 დეკემბერს, პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც მაჩალიკაშვილს სპეცრაზმის წევრებმა ესროლეს. მან დაზიანება თავის არეში მიიღო და მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. აღნიშნული ინციდენტის გამო, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი. ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. სუს-ის ინფორმაციით, ისნის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილები საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. ისნის სპეცოპერაციაზე გაიგეთ მეტი.
პირველირადიო.ჯი- http://pirveliradio.ge/?newsid=97736
ნიუს.ჯი- https://news.ge/machalikashvili-ucxoetshi/
---
04.01.2018
სოციალური მუშაკი იმ 3 წლის ბავშვის ოჯახს შეისწავლის, რომელსაც ვიდეოში სიგარეტს აწევინებენ
სოციალური მომსახურების სააგენტომ იმ სამი წის ბავშვის ოჯახს მიაკვლია, რომელსაც ვიდეოში სიგარეტის მოწევას აიძულებენ. როგორც ,,პრაიმტაიმს" სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ტატა გამყრელიძემ განუცხადა, სოციალური მუშაკი მივა ოჯახში და ბავშვის მშობლებთან კონსულტაციებს გამართავს. ,,გვინდა მისამართი გავიგოთ, რადგან ტელეფონზე არ გვპასუხობენ. სოციალური მუშაკი უნდა მივიდეს და დაელაპარაკოს მშობლებს. ოჯახის შესწავლა მოხდება, სოციალური მუშაკი კონსულტაციას გაუწევს, რომ მეორედ ასე აღარ მოიქცეს, რადგან ბავშვის უფლებების უგულებელყოფაა და იმედია, ოჯახიც ადეკვატურად მიიღებს. ტელეფონზე სოციალურ მუშაკს არ პასუხობს, როგორც კი რაიმე ახალი ინფორმაცია მექნება მოგაწვდით", - განაცხადა ტატა გამყრელიძემ. ფაქტს სახალხო დამცველიც სწავლობს. ამბობენ, რომ ვიდეოში ნათლად ჩანს ბავშვზე ძალადობა. „ეს არის ბავშვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების, როგორი არის მისი ჯანსაღი ფსიქიკური და ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელი, სათანადო და საჭირო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის უგულვებელყოფა. ასევე მშობლების და კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან მასზე ზრუნვის ვალდებულების უგულვებელყოფა. ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა ბავშვის მიმართ. იმიტომ, რომ ეს არის მისდამი არასათანადო მოპყრობა. მისი ასაკისთვის შეუფერებელ ქცევითი ფორმების თავს მოხვევა და ზოგადად ბავშვის გასართობ ობიექტად გამოყენება,“-განაცხადა სახალხო დამცველის ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა.
---
04.01.2018
მედიასაშუალება: https://www.pia.ge/post/177307-deda-svilis-gadarcenili-sicocxle-
დედა-შვილის გადარჩენილი სიცოცხლე!
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ახალგაზრდა, 2 შვილის დედა და ავერსის კლინიკაში მრავალდარგოვანი გუნდის მიერ ჩატარებული ურთულესი ქირურგიული ჩარევა. რატომ იბრძოდა დედა-შვილის სიცოცხლის გადასარჩენად ერთ საოპერაციოში 20-მდე ექიმი და როგორ მოხერხდა ,,სასიკვდილო დიაგნოზის“ მქონე პაციენტის გადარჩენა? პლაცენტა პერკრეტას (პლაცენტის ჩაზრდა საშვილოსნოსა და შარდის ბუშტის კედელში), დიაგნოზის მქონე პაციენტის პირველი გადარჩენილი სიცოცხლე საქართველოში! ავერსის კლინიკის უნიკალურმა ჰიბრიდულმა საოპერაციომ და სპეციალისტების მრავალდარგოვანმა გუნდმა შეცვალა საქართველოში დიაგნოზ ,,პლაცენტა პერკრეტას“ გამოსავლის უმძიმესი სტატისტიკა და პირველად მოხერხდა როგორც ბავშვის, ასევე დედის სიცოცხლის გადარჩენა. პლაცენტა პერკრეტა - დედის და ბავშვის სიცოცხლისათვის ძალზედ საშიშია და ამ დიაგნოზით თითქმის ყველა ორსული იღუპება სისხლდენით. მსოფლიო სტატისტიკით სიკვდილობის მაჩვენებელი აღემატება 75%-ს. საქართველოში პლაცენტა პერკრეტას დიაგნოზი საშუალოდ 2 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება და დღემდე ვერცერთი ორსულის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა ქალბატონი 28 კვირის ორსული გახლდათ, როდესაც შეიტყო საკუთარი ,,სასიკვდილო დიაგნოზი“-ს შესახებ. დიაგნოზის სამშბიარო სახლ ,,პინეო ლაქშერიში“ დაისვა, ექოსკოპისტ ეკა ბაგრატიონის მიერ. პროფესორ ზაზა სინაურიძის ხელმძღვანელობით შედგა კონსილიუმი და გადაწყდა, რომ დედა-შვილის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო იყო გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა. ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელი იყო მრავალდარგოვანი გუნდის მონაწილეობა მათ შორის: გინეკოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ბავშვთა რეანიმატოლოგი, ნეონატოლოგი, უროლოგი, ტრანსფუზიოლოგი, დუპლექს სონოგრაფისტი და მაღალი დონის საოპერაციო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ერთდროულად ღია ტიპის ოპერაციასთან ერთად ენდოვასკულური ჩარევის წარმოება. პლაცენტა პერკრეტას დროს ოპერაციის ძირითადი გართულება ფატალური სისხლდენაა, რის თავიდან ასაცილებლად და პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო იყო დიდი გამოცდილების მქონე სისხლძარღვთა ქირურგის მოძიება, რომელიც შეძლებოდა როგორც ღია ასევე ენდოვასკულური მეთოდით ოპერაციის წარმოებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საკეისრო კვეთამდე იმ სისხლძარღვების გადაკეტა, რომელიც შემდგომში ხდება ფატალური სისხლდენის მიზეზი, სწორედ აღნიშნულს მივყავართ ორსულის სიკვდილამდე. არჩევანი გაკეთდა ავერსის კლინიკის სისხლძარღვთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძაღვანელ, პროფესორ, აკადემიურ დოქტორზე მედიცინაში კახა ქუნთელიაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ამიერკავკასიაში მხოლოდ ავერსის კლინიკაში არის ე.წ ჰიბრიდული საოპერაციო, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს ნებისმიერი სირთულის ოპერაციის ჩასატარებლად. აღნიშნული საოპერაციო ხასიათდება მთელი რიგი უპირატესობებით: მაღალი გარჩევადობა, რენტგენის გამოსხივების 90%-ით შემცირება, უნიკალური განათების სისტემა, სპეციალური - ლამინარული სტერილური გარემო, საოპერაციო მაგიდის რენტგენგამავლობა, რაც იძლევა საშუალებას, რომ მონაცველობით ერთ საოპერაციოში ჩატარდეს ღია ტიპის ოპერაცია და ენდოვასკულური ჩარევა. ოპერაციის წარმატებით ჩასატარებლად ასევე საჭირო იყო მაღალი კვალიფიკაციის და დიდი გამოცდილების მქონე ექიმი უროლოგი, ანესთეზიოლოგი, ბავშვთა რეანიმატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი. არჩევანი გაკეთდა: უროლოგ, პროფესორ დავით ნიკოლაიშვილზე, ანესთეზიოლოგ - ლევან სუხიშვილზე, ბავშვთა რეანიმატოლოგ გოჩა მახარაძეზე, ტრანსფუზიოლოგ - თამარ კროპაძეზე, რეანიმატოლოგ - ხათუნა ზაქრაძეზე, დუპლექსსონოგრაფისტ - მაია ნაცვლიშვილზე, ექიმთა გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით ოპერაციის მსვლელობის დროს 5 ლიტრზე მეტი სისხლის მომარაგება მოხდა. ვინაიდან რენტგენის სხივები მუცელში მყოფი პატარას ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, გადაწყდა ექოსკოპიის კონტროლით ჩატარებულიყო არტერიების კანულაცია და ინტრაარტერიული ბალონების იმპლანტაცია, რაც ურთულესი შესასრულებელია და სამედიცინო ლიტერატურაში ანალოგიური მანიპულაცია უკიდურესად იშვიათადაა აღწერილი. აღნიშნული მანიპულაციის ჩასატარებლად შერჩეულ იქნა საქართველოში ერთ-ერთი უნიკალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე ავერსის კლინიკის დუპლექსონოგრაფისტი მაია ნაცვლიშვილი. ჩატარდა რამდენიმე კონსილიუმი სადაც, დეტალურად დაიგეგმა ოპერაციის მიმდინარეობის ყველა დეტალი. პაციენტის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილე თითოეულმა სამედიცინო პერსონალმა უარი თქვა ანაზღაურებაზე. პაციენტისთვის და მისი ოჯახის ცნობილი იყო მოსალოდნელი გართულებები, თუმცა უდიდესი ნდობა გამოუცხადეს მაღალკვალიფიცურ ექიმთა გუნდს და ავერსის კლინიკას. ოპერაცია დაიგეგმა ორსულობის 33 კვირის ვადაზე. ოპერაცია დაგეგმილი სქემის მიხედვით წარიმართა. ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სისხლის დანაკარგი ფაქტიურად არ ყოფილა. ბავშვი დაიბადა ჯანმრთელი, რის შემდეგაც ჩატარდა საშვილოსნოს ექსტირპაცია შარდის ბუშტის რთული რეკონსტრუქციით, საკეისრო კვეთა ჩატარდა უნიკალური მეთოდით - კვეთა ფუძიდან. ოპერაციის შემდგომმა პერიოდმა ჩაიარა გართულებების გარეშე, განსაკუთრებით აღნიშნვნის ღირსია რეანიმატოლოგი ხათუნა ზაქრაძე, რომელიც მართავდა პოსტოპერაციულ პერიოდში უმძიმეს პაციენტზე. ოპერაციიდან გასულია 6 დღე და პაციენტი ემზადება ბინაზე გასაწერად. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული დაავადების დროული დიაგნოსტიკა, გუნდური პრინციპი, ექიმების მაღალი კვალიფიკაცია, უმაღლესი დონის სამედიცინო აღჭურვილობა და ტექნოლოგიები გახდა ორი სიცოცხლის გადარჩენის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები.
---