მედიამონიტორინგი 05.02.2018
ტელევიზია
04.02.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
აჭარაში წითელას ვირუსი 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს აჭარას, რადგან საქართველოს მაშტაბით დაფიქსირებული შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა აჭარაზე მოდის.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5019954
---
04.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
"ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია" ადასტურებს, რომ მედიკამენტები ლარის გაუფასურების პროპორციულად გაძვირდა. მომხმარებლისთვის მედიკამენტებზე ფასების მატება ყველაზე საგრძნობი გასული წლის ბოლოდან გახდა. ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი 2-დან 7 ლარამდე სხვაობით გაიზარდა
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5019969
---
04.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
"ჩვენ შეგვიძლია, მე შემიძლია" - ამ დევიზით კიბოსთან ბრძოლის დღეს 4 თებერვალს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5019942
---
04.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
კიბოსთან და სხვა დაავადებებთან საბრძოლველად მსოფლიო მედიცინა ერთი შეხედვით უჩვეულო მეთოდებსაც იყენებს. ეს მეთოდი არც მეტი არც ნაკლები - მარიხუანაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ყველა დროის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მცენარე ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მეტიც სასარგებლოა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იმ დაავადებათა არასრული ჩამონათვალიც კი გამოაქვეყნა, რომელსაც შეგვიძლია კანაფით ვუმკურნალოთ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5019950
---
03.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
კასპში მცხოვრებ ნუცუბიძეებს ორი შვილის სამკურნალოდ თანხა არ ჰყოფნით. ლევანსა და ელენეს ცერებრალური დამბლისა და გონებრივი ჩამორჩენის დიაგნოზი 5 თვის ასაკში დაუდგინდათ. 9 წლის ლევან ნუცუბიძეს თურქეთში ოპერაცია ესაჭიროება. ოპერაციის დაფინანსების თხოვნით, ნუცუბიძეების ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართა, თუმცა, ჯანდაცვის უწყება ლევან ნუცუბიძის ოპერაციისთვის საჭირო თანხის მხოლოდ მესამედს დააფინანსებს. ბავშვების მამა, შალვა ნუცუბიძე, 3 წლის წინ მშენებლობაზე მუშაობის დროს ხარაჩოებიდან ჩამოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. მისი თქმით, მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსი არ მიანიჭეს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობით მიღებული 330 ლარია, რაც ხშირად ბავშვებისთვის საჭირო წამლებისთვისაც არ ჰყოფნით.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5019186
---
03.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ბათუმში მშენებლობაზე დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციას არ აძლევენ, არადა ორი ახალგაზრდის სიცოცხლე სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას შეეწირა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5019177
---
02.02.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისწევრებს მთავარო პროკურორი და მისი მოადგილეები შეხვდნენ, მაჩალიკაშვილებმა ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითოვეს, პროკურატურამ დაზარალებუსლის სტატუსზე უარი უთხრა იმ მიზეზით რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არ არის. ოჯახის ადვოკატი დოკუმენტაციას ჯანდაცვის სამინისტროდანაც ელოდება, იმის გასარკვევად იყო თუ არა დროულად უზრუნველყოფილი სასწრაფო დახმარება და ქირურგიული ჩარევა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5017736
---
02.02.2018
არხი: I არხი
გადაცემა: რეალური სივრცე 19:00
დღეს იაშვილის კლინიკიდან გათავისუფლებული ექიმებისა და ექთნების მაგალითზე შევეცდებით გავერკვიოთ არის თუ არა ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვა საზოგადოებრივი სიკეთე თუ ის მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებულ ბიზნესად იქცა. რას ცვლის პაციენტებისთვის საავადმყოფოებში დაწყებული რეორგანიზაცია და რის უფლებას აძლევს ეს პროცესი მენეჯმენტს, რით განსხვავდება სამედიცინო ბიზნესი ყველა სხვა ბიზნესისგან ჩვენთან და სხვა ქვეყნებში.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5017660
---
02.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
საქართველოში ტუბერკულოზის 3 000 შემთხვევა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ ტენდენცია კლებადია, მით უმეტეს, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ეს რიცხვი მაინც საგანგაშოა
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5016075
---
02.02.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
სააფთიაქო ბაზარზე არსებული პრობლემები. მარეგულირეფელმა ვადაგასული მედიკამენტები აღმოაჩინა, არაერთი აფთიაქი დახურა, ზოგს კი ნებართვა ჩამოართვა. ყოველი 10 შემოწმებული აფთიაქიდან 9-ში ესა თუ ის დარღვევა აღმოჩნდა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5016012
---
ინტერნეტი
04.02.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/jandacvis-sferoshi-1-171-100-laris-jarima-daiwera/138/
ჯანდაცვის სფეროში 1 171 100 ლარის ჯარიმა დაიწერა
ჯანდაცვის სფეროში არსებული დარღვევების გამო გასულ წელს რეგულირების სააგენტომ 1 171 100 ლარის ჯარიმა გასცა. აქედან მილიონზე მეტი ღირებულების ჯარიმა ფარმაცევტულ დარგში არსებულ დარღვევებზე დაიწერა. დაფიქსირდა ნარკოტიკების და ფსიქოტროპების გამოწერის დარღვევის ფაქტებიც. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს წლიური ანგარიშის მიხედვით, სულ 1 036 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. 620 შემთხვევაში ჯარიმა დაიწერა, 208 შემთხვევაში კი სააგენტო შენიშვნით შემოიფარგლა. დარღვევების სხვა ტიპებს შორის არის სალიცენზიო პირობების დარღვევა (96 შემთხვევა), მაღალი რისკის საქმიანობა (79 შემთხვევა), უკანონო საექიმო და სამედიცინო საქმიანობა (11 შემთხვევა) და სხვა შემთხვევები.
---
04.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=138204&lang_id=ge
ჭიათურა და „ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფო მმართველის პირობებში
2017 წლის მაისში, გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზს“ სპეციალური სახელმწიფო მმართველი გარემოსთვის კატასტროფული ზიანის გამოსწორების მიზნით დაუნიშნა. ნიკოლოზ ჩიქოვანს რეგიონში მდგომარეობის ეტაპობრივად გამოსწორება დაევალა. რა შეიცვალა, კონკრეტულად, ჭიათურაში ამ შვიდი თვის განმავლობაში და რა გეგმები აქვს სპეციალურ მმართველს როგორც გარემო დაცვის, ასევე, დასაქმებულთა შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების გამოსწორების კუთხით? „ჯორჯიან მანგანეზი“ ამერიკული კომპანიის - „ჯორჯიან ემერიქან ელოისის“ მფლობელობაშია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფეროშენადნობების წარმოებასა და რეალიზაციაზე მომუშავე კომპანიებს მართავს. საქართველოში „ჯორჯიან მანგანეზს“ სამი მსხვილი საწარმო აქვს: ჭიათურაში - მანგანეზის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი; სოფელ ვარციხეში - შპს „ვარციხე 2005“ და ზესტაფონში - ფეროშენადნობთა ქარხანა. ჭიათურაში აღნიშნული კომპანია მადანს 2007 წლიდან მოიპოვებს. პარალელურად, ქალაქში მუშაობს 40-მდე პატარა ე.წ. კოოპერატივი, რომელთაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ თავისი სალიცენზიო ტერიტორიის ნაწილი მიჰყიდა. ჭიათურაში ამ დროისთვის დაახლოებით მანგანუმის ოცი საბადოა, მათგან ცხრა - მაღარო, დანარჩენი - ღია კარიერები. ღია კარიერული პრინციპით მადნის მოპოვება საბჭოთა პერიოდიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება, რის გამოც რეგიონში დაბინძურებულია ატმოსფერული ჰაერი, მიწისქვეშა და სასმელი წყლები. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ 2017 წელს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ქრონოლოგიურადაა აღწერილი კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზარალის მასშტაბები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მადნის მოპოვების დროს საწარმოო ჩამდინარე წყალია, რომელიც სხვა ნაწილაკებთან ერთად, დიდი რაოდენობით მანგანუმის ნაერთებს შეიცავს. ფაბრიკის შლამსადენები ძალიან ძველია და მოშლილი, ამიტომ წყალი გაწმენდის გარეშე დღემდე პირდაპირ მდინარე ყვირილაში ჩაედინება. ეს კი მდინარის წყლის შეწონილი ნაწილაკებითა და მანგანუმის ნაერთებით დაბინძურებას იწვევს. „მწვანე ალტერნატივის“ მიერ გარემოს სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის მხოლოდ 9 თვის განმავლობაში ყვირილასა და მის შენაკადებში ჩაშვებულია 375 961 ტონა შლამი (მშრალ წონაზე გადაანგარიშებით). ორგანიზაციის ინფორმაციით, გაცილებით მასშტაბურ პრობლემებს ქმნის მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება. ჭიათურის სხვადასხვა სოფელში ამ პრინციპით მუშაობამ ჰაერის, ნიადაგის, წყლის მნიშვნელოვანი დაბინძურება გამოიწვია. სოფელი რგანი ღია კარიერული წესით მოპოვების ერთ-ერთი „ცხელი წერტილია“. ჭიათურის ცენტრიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალ გზაზე მდებარე სოფელი, მოსახლეობისგან ნელ-ნელა იცლება. მიტოვებული სახლები აქ კანტი-კუნტად დგას. სოფელი თითქმის მთლიანად გადათხრილია და დარღვეულია მიწის რეკულტივაციის პირობებიც. რეკულტივაცია საკმაოდ რთულ პროცესს მოიცავს - მადნის ამოღებამდე ამ ტერიტორიიდან უნდა ამოიღონ ჯერ ჰუმუსი (ნიადაგის ორგანული ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია მცენარეული და ცხოველური ნარჩენების ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად). სასარგებლო და ფუჭი მიწა უნდა დასაწყობდეს და შემდეგ დაიწყოს მანგანუმის მოპოვება, საბოლოოდ კი, ერთმანეთის მიყოლებით ამოღებულ ადგილზე უნდა დაყარონ ჯერ ფუჭი მიწა, შემდეგ ჰუმუსი, შემოღობონ ტერიტორია და დარგონ მცენარეები. მიწის დეგრადაციის პარალელურად, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვება ატმოსფერულ ჰაერს აბინძურებს. აფეთქების დროს ჰაერში მანგანუმის ორჟანგი განიბნევა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის: „საშიში გეოდინამიკური პროცესების განვითარება გამოწვეულია როგორც კარიერების დამუშავებით, ისე სამუშაოების დამთავრების შემდგომ, რეკულტივაციის ჩაუტარებლობით“, - წერია „მწვანე ალტერნატივის“ ანგარიშში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კომპანია ბოლო 5 წლის განმავლობაში არაერთხელ დააჯარიმა. მათ შორის, ყველაზე მასშტაბური იყო 2013-2014 წწ., როგორც ლიცენზიის ფარგლებში წიაღითსარგებლობისას, ისე გამამდიდრებელი საწარმოს მუშაობის შედეგად „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 357 364 708 ლარი შედგინა. რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის ბრძანებით, კომპანიას სანებართვო ქმედების განხორციელების უფლება 2017 წლის 31 დეკემბრამდე ზემოთ მოცემული ვალდებულებების შესრულებისა და ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობის პირობით მიენიჭა. თუმცა შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ გარემოზე ზემოქმედების ნებართვით დადგენილი პირობების შესრულებისათვის დაწესებული „გონივრული ვადა“ 2013 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე მთავრობამ ოთხჯერ გადაუვადა.გარემოს დაცვის სამინისტრომ არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, კომპანიას ახალი მმართველი დაუნიშნა. ნიკოლოზ ჩიქოვანი ამ პოზიციის დაკავებამდე ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის დირექტორი იყო. უშუალოდ გარემოს დაცვის საკითხების მხრივ მას აქამდე არ უმუშავია. სპეციალურმა მმართველმა დანიშვნის შემდეგ წარადგინა 14-პუნქტიანი გეგმა, რომელიც 2017-დან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს, მხოლოდ გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებს ეხება და მასში არაფერია ნათქვამი, შრომით უსაფრთხოებასა და უფლებებზე. გარემოს სამინისტროს წარმომადგენელი, კომპანიის სპეციალური მმართველი „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება აქტიურად დაიწყო და ჯერ არც ერთი პუნქტი არ დარღვეულა. დაიწყო მადნის ტრანსპორტირება ძარაგადახურული ტრანსპორტით; წელსვე გარემოს მხრივ არსებულ მდგომარეობას შეამოწმებენ - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების, ზედაპირულ წყლებში მანგანუმის შემცველობის კონტროლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვის მიზნით. ასევე, მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ტყის აღმდგენი ღონისძიებები. უშუალოდ მადნის ღია კარიერული წესით მოპოვებასთან დაკავშირებით, სამინისტროს გეგმებზე ჩიქოვანი დეტალურად არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ კარიერები, რომელზეც მადნის მოპოვება დასამთავრებელია, გააგრძელებს მოქმედებას. თუმცა დაიხურა წერეთლის კარიერი, რადგან: „ირგვლიც არსებული შენობების ნგრევას იწვევდა, იქმნებოდა მეწყერსაშიში მდგომარეობა, ტალახი და შლამი მოსახლეობას ეზოში შესდიოდა“. ასევე, სპეციალური მმართველის ინფორმაციით, სამინისტრო ახლა მუშაობს რუკაზე, რომელიც განსაზღვრავს მაღაროებში მადნის მოპოვების გაფართოებას: „თუ გვინდა, ჭიათურაში მადნის მოპოვება გაიზარდოს, ახალი მაღაროები უნდა გავხსნათ. გვაქვს რუკა, მოვნიშნეთ ადგილები, სადაც მარგანეციის დიდი კონცენტრაცია იყრის თავს, დიდი რესურსი არსებობს. რუკა არაა საჯარო, ამიტომ, მადნის მოპოვების სამომავლო გეგმებსა და მასშტაბებზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ“, - განმარტავს სახელმწიფო მმართველი. თუმცა ყველაზე მეტად ნიკოლოზ ჩიქოვანი მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობით ამაყობს, რომელიც, მისი თქმით, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და მაქსიმალურად შეამცირებს მდინარეში დაბინძურებული წყლის ჩადინებას. ახალი ქარხნის მშენებლობა კომპანიის ძველი მმართველობის პერიოდში დაიგეგმა, თუმცა ჩიქოვანი ამბობს, რომ ამ პროცესის დროში გაწელვამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო მდინარე. კომპანიის მმართველის ინფორმაციით, ქარხნისთვის ახალი დანადგარები გერმანული კომპანია „ოლ მინერალისგან“ შეიძინეს. მთლიანად 32 მილიონი ლარის ინვესტიცია დაბანდდება:“ ქარხანაში მადნის გარეცხვა დახურული ციკლით წარიმართება და საწარმოო პროცესს მდინარესთან შემხებლობა აღარ ექნება. ქარხნის მშენებლობა, გეგმის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს, თუმცა ჩიქოვანი ვარაუდობს, რომ გეგმას გადაუხვევს და ქარხანას უფრო ადრე, ზაფხულშიც გახსნიან.გარემოს დაცვის კუთხით არსებული პრობლემების გარდა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა კომპანიაზე მმართველობის სხვა ვალდებულებებიც აიღო, მათ შორის - დასაქმებულთა შრომით უფლებებსა და პირობებზე. თუმცა გეგმაში, რომელიც მას მოქმედების ვადებსა და ვალდებულებებს უწესებს, არაფერია ნათქვამი დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დეკემბერში ჭიათურაში პირველადმა პროფესიულმა კავშირმა და მუშებმა საპროტესტო აქცია დააანონსეს. რამდენიმე დღეში აქცია გაუქმდა. მიზეზი კომპანიის სპეციალური მმართველის მიერ მუშებთან შეხვედრის სურვილი და პრობლემებზე საუბარი იყო. საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელი, თამაზ დოლაბერიძე „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ დასაქმებულებს იმედი გაუჩნდათ, მათი შრომის უფლებების გაუმჯობესების კუთხით, სახელმწიფო ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას შეეცდებოდა. პროფკავშირმა ნიკოლოზ ჩიქოვანთან შეხვედრა მისი დანიშვნის შემდეგ რამდენჯერმე მოითხოვა, თუმცა მუშებისა და კომპანიის მმართველის შეხვედრა მხოლოდ 8 თვის შემდეგ, ნოემბერში შედგა: „ნიკა ჩიქოვანთან შეხვედრის დროში გაწელვამ მუშებისა და ადგილობრივების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. საპოროტესტო აქცია ნოემბრის ბოლოს დაიგეგმა, მაგრამ დაანონსებისთანავე ადმინისტრაციამ დაგვირეკა და გვითხრა, რომ 8 დეკემბერს შეხვედრა სურდა“. დოლაბერიძე ამბობს, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. მუშების მთავარი მოთხოვნა კოლექტიური ხელშეკრულებების შემუშავებაა. ეს სამართლებრივი დოკუმენტი აწესრიგებს შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და პროფესიულ ურთიერთობას დამსაქმებელსა და მუშაკებს შორის საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. ამ დროისთვის ჭიათურის მაღაროში დასაქმებული 3200-მდე მუშა კოლექტიური ხელშეკრულებით არ სარგებლობს, შესაბამისად, მათი მოთხოვნების შესრულება სამართლებრივად რთულდება. ზურა ბრეგვაძე რგანის მაღაროს გვირაბგამყვანია. ჭიათურაში ცოლსა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი მთავარი პრობლემა მაღაროში შტატების სიმცირეა, რის გამოც მას ოთხი საქმის შეთავსება უწევს: „ბურღვა, აფეთქება, გზის დაგება-გამაგრება და ვაგონის მადნით დატვირთვა - ამ ყველაფრის გაკეთება მე და კიდევ ერთ მუშას გვიწევს“. პარალელურად კი, მეოთხე წელია, დასაქმებულები შრომის ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ. „მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩემი ხელფასი იმდენად მინიმალურია, ოჯახი სოციალური დახმარებით სარგებლობს. მრავალშვილიანი ოჯახი მყავს და მაღაროში გამომუშავებული თანხა, ფაქტობრივად, არაფერში გვყოფნის. 2014 წლის შემდეგ ანაზღაურება 1%-ითაც არ გაზრდილა“, - ამბობს ზურა. მისივე განმარტებით, მუშებს დიდი მოლოდინი აქვთ სახელმწიფო მმართველის მიმართ: „შეხვედრა მართალია, გვიან შედგა, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვართ. ჩიქოვანი დაგვპირდა, მალე მაღაროელები პროგრესს იგრძნობთო. დაგვპირდა კოლექტიური ხელშეკრულებების შემუშავებას, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შრომითი უფლებებისთვის უფრო ეფექტიანად ვიბრძოლოთ. გაერთიანებულ პროფესიულ კავშირებს დაევალა, უახლოეს თვეში შეიმუშაონ კოლექტიური ხელშეკრულების შინაარსი, სადაც დასაქმებულთა მოთხოვნები გაჟღერდება და ამის შემდეგ განისაზღვრება, კომპანია რა ნაბიჯებს გადადგამს დასაქმებულთა მდგომარეობის გამოსწორების მიზნით: „როგორც კი შევიმუშავებთ პროექტს, რომელშიც საუბარი იქნება ანაზღაურების ადეკვატურ ნიშნულამდე მიყვანაზე, ასევე ბიულეტენების სისტემის შემოტანაზე, მუშათა სხვა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაზე, კომპანიას წარვუდგენთ“. ნიკოლოზ ჩიქოვანი აღიარებს, რომ შრომის უფლებების პარალელურად, კომპანიაში მნიშვნელოვანი პრობლემებია შრომითი უსაფრთხოების კუთხითაც: „დღეს მაღაროში ვიმყოფებოდი და მაგალითად, ერთ-ერთ მუშას, რომელიც რკინაზე მუშაობდა, ხელთათმანი არ ეკეთა. ზამთარში ასე შეიძლება დამწვრობა მიიღოს“. თუმცა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გაცილებით საშიშ პირობებზეა საუბარი „ლიბერალის“ მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა რეგიონში არსებული შვიდი მაღარო 2017 წლის ზაფხულში შეამოწმა და აღნიშნული რეკომენდაციები კომპანიას უკვე გაუგზავნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მაღაროებში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოება, არსებული ცეცხლმაქრები გადასამუხტია; საწარმოში არასრულყოფილადაა დანერგილი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა; დასაქმებულების განმარტებით, წყლისა და დღიური საკვების ულუფა არასაკმარისია; ადამიანების გასასვლელები არ არის დადგენილი წესის შესაბამისად მოწყობილი და ა.შ. თუმცა კონკრეტულად რა გეგმები აქვს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს შრომის პირობების გამოსწორებისა და კოლექტიური ხელშეკრულების შემუშავების შემდეგ, რა წინადადებები ექნება კომპანიას, უცნობია: „აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ. პრობლემები ასე, ციდან, ერთი ხელის მოსმით არ გვარდება. ყველაფერს დრო სჭირდება. უფრო კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით“. პროფკავშირის წარმომადგენელი, თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულებს კოლექტიური ხელშეკრულების პირობები არ დააკმაყოფილებთ და არ იქნება საუბარი რეალურ ცვლილებებზე, ჭიათურაში პერმანენტული აქციები დაიწყება.
---
04.02.2018
მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/7565-tuberkuliozis64akhalishemthkhvevadafiqsirdagorismunicipalitetshi
ტუბერკულოზის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტში
2017 წელს, გორის მუნიციპალიტეტში ტუბერკუიოზის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იტყობინება. წლიური ანგარიშის მიხედვით, ცენტრის წარმომადგენლებმა გასულ წელს დამატებით 9 პაციენტი მოიძიეს მკურნალობის პროგრამაში ხელახლა ჩართეს. 2017 წელს, გორის მუნიციპალიტეტში, ტუბერკულოზით ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ჯერჯერობით, 2017 წლის ჯამური მონაცემები, საქართველოს მასშტაბით, სტატიტიკის ეროვნულ სამსახურს არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ 2016 წელს, 3 329 შემთხვევაა დარეგისტრირებული. აქედან, ახალი შემთხვევა იყო - 2 615. რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ რეგისტირებული ავადობების რაოდენობა 158 შეადგენდა, მათ შორის ახალი გამოვლენილი - 119. ტუბერკულიოზით დაავადებებს შორის, ყველაზე მეტად ფილტვის ტუბერკულიოზია გამრავლებული. შიდა ქართლში საერთო შემთხვევებიდან 2016 წელს 134 იყო ფილტვის ტუბერკულიოზი. ტუბერკულოზის მძიმე ფორმა, ,მგბ+“, 2017 წელს, გორის მუნიციპალიტეტში 17 ადამიანს აღმოაჩნდა (10 რაიონიდან და 7 ქალაქიდან).
---
04.02.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/quotmedikamentebi-laris-gaufasurebis-proporciulad-gadzvirdaquot/135/
"მედიკამენტები ლარის გაუფასურების პროპორციულად გაძვირდა"
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ადასტურებს, რომ მედიკამენტები ლარის გაუფასურების პროპორციულად გაძვირდა. მომხმარებლებისთვის მედიკამენტებზე ფასების მატება ყველაზე საგრძნობი გასული წლის ბოლოდან გახდა. როგორც ისინი BM.GE-სთან აღნიშნავდნენ, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი 2-დან 7 ლარამდე სხვაობით გაიზარდა. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი, მედიკამენტებზე ფასების ზრდას ლარის გაუფასურებას უკავშირებს. როგორც ირინა ჭელიძე ამბობს, საქართველოში მედიკამენტების 90% იმპორტირებულია, შესაბამისად ლარის, როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში, გაუფასურება პირდაპირ აისახა წამლის ფასზე. ,,როცა შარშან ვყიდულობდით ერთ ევროდ მედიკამენტს, რომელიც თუ ლარზე ვიანგარიშებთ იყო 2,20, დღეს უკვე ეს გახდა 3 ლარზე მეტი. ვის აქვს შესაძლებლობა, რომ ეს სხვაობა დაფაროს? 20-25%-ით მოხდა მინიმალურად ლარის კურსის ცვლილება, ასე იქნება ეს ასახული მედიკამენტებზეც’’-განუცხადა BM.GE-ს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირინა ჭელიძემ. ავტორი: ელენე გოგბერაშვილი
---
03.02.2018
ემიგრანტი დედა საბერძნეთიდან შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს - "ვისაც შეძლება არ გექნებათ ილოცეთ ჩემი შვილისთვის"
ემიგრანტი დედა საბერძნეთიდან შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ "ემიგრანტების იმედის" ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს. "განადგურებული ემიგრანტი დედა საბერძნეთიდან გემუდარებით დამეხმაროთ. 32 წლის ვაჟკაცი შვილი მეღუპება ჩემი ვაჟიკო 6 თვის წინ დაუდგინდა ჰოჯკინის ლიმფომა. შემედძლო თუ არა დიდი სახსრები გავიღეთ მკურნალობაში, მაგრამ მდგომარეობა დამძიმდა სასწრაფოდ საჩირო გახდა თურქეთში გადაყვანა. გთხოვთ! ვისაც რა შეძლება გექნებათ დამეხმაროთ. დედას შვილი გადაურჩინეთ და ორ შვილს მამა. ვისაც შეძლება არ გექნებათ ილოცეთ ჩემს შვილზე. უფალი გფარავდეთ! ამინ! (გააზიარეთ რათა ბევრმა ნახოს! საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ეკატერინე ამირანაშვილი საქართველოს ბანკში ჩვენი ანგარიშის ნომერია: GE90BG0000000834367000. თიბისი ბანკში ჩვენი ანგარიშის ნომერია: GE61TB7607445061100067. ლიბერთი ბანკში ჩვენი ანგარიშის ნომერია: GE87LB0711162913853000 "შოთო სიხარულიძე და "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტების არხი" უმორჩილესად გთხოვთ რომ დავეხმაროთ უკეთილშობლესს ვაჟა ბერიძეს...! ვაჟა 32 წლისაა ჰყავს 2 შვილი და მეუღლე. 6 თვის წინ დაუდგინდა ჰოჭკინის ლიმფომა.დავიწყეთ მკურნალობა. ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის 3 კურსი. მესამე კურსის შემდეგ დამძიმდა მდგომარეობა და დამოუკიდებლად გადაადგილებაც აღარ შეუძლია. სასწრაფოდ ესაჭიროება ხელახალი გამოკვლევების ჩატარება თურქეთში. ოჯახს რისი საშუალებაც ჰქონდა ყველაფერი გააკეთა. ძალიან გთხოვთ უსახსრობის გამო ნუ მოვკლავთ კიდევ ერთ სიცოცხლეს. გთხოვთ ვისაც რა საშუალება გაქვთ დაგვეხმაროთ. ვისაც მატერიალურად არ შეგეძლებათ მისთვის ილოცეთ, რათა მალე გამოჯანმრთელდეს და აღარ ვუყუროთ ყოველ დღე მის ტანჯვას. თქვენგან ჩარიცხული თითო ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისთვის. ყველას წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ღმერთმა დაგლოცოთ და ჯანმრთელად გამყოფოთ. საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ეკატერინე ამირანაშვილი საქართველოს ბანკში ჩვენი ანგარიშის ნომერია: GE90BG0000000834367000. თიბისი ბანკში ჩვენი ანგარიშის ნომერია: GE61TB7607445061100067. ლიბერთი ბანკში ჩვენი ანგარიშის ნომერია: GE87LB0711162913853000 ჯეოსელის აბონენტებისთვის: 0 901 700 312 ერთი ზარი-ერთი ლარი..გმადლობთ. ილოცეთ ვაჟიკოსთვის ლოცვა მთებს დაძრავს ამინ! ამინ! ამინ!" - წერს შოთო სიხარულიძე.
---
03.02.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/life/249821/
როგორ უნდა კვებონ ბავშვები ბაგა-ბაღებში – იუნისეფის სახელმძღვანელო
მიმდინარე კვირის განმავლობაში საბავშვო ბაღებში კვების საკითხებმა არაერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება სხვადასხვა კუთხით. სწორედ ამიტომ, გაეროს ბავშვთა ფონდი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებულ კვების სახელმძღვანელოს უზიარებს დაინტერესებულ პირებს, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის არის განკუთვნილი. შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური საბვშვო ბაგა-ბაღების მენიუ ახალი სტანდარტის მიხედვით შეიცვალა – მოაკლდა ჯანმრთელობისთვის მავნე შაქარი, გაიზარდა ცილების ოდენობა, თუმცა მშობელთა ნაწილი ამ ცვლილებებით უკმაყოფილოა. ბაგა-ბაღებში კვების ახალი სტანდარტი, რომელიც ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა, პარლამენტის მიერ 2016 წელს დამტკიცებული “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი. გაეროს ბავშვთა ფონდი საჯარო ბაგა-ბაღებში ახალ მენიუს მიესალმება.
---
02.02.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/249416/
რა ხარვეზები აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს – აუდიტის დასკვნა
აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოძახებებზე დაგვიანებით მიდიან და წინა წლებთან შედარებით მისი მუშაობა გაუარესდა. სტატისტიკა 2015 წლის მონაცემს ეყრდნობა. აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში მკვეთრად არის გაზრდილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობა, თუმცა სამსახურს ჯერ კიდევ არ დაუნერგავს გამოძახებების პრიორიტეტების განსაზღვრის დისპეტჩერიზაციის სისტემა. სისტემამ უნდა განსაზღვროს, რომელია მაღალი, საშუალო და დაბალი პრიორიტეტების გამოძახება. 2015 წლის მონაცემზე დაკვირვებით, აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ თბილისსა და რეგიონებში რეაგირების საშუალო დრო ჩამორჩებოდა უკეთესი პრაქტიკით მიღებულ მაჩვენებლებს. თბილისში: მაღალი პრიორიტეტის გამოძახება [რეკომენდებული დრო – 8 წუთი] – სასწრაფო მიდიოდა 22 წუთში საშუალო პრიორიტეტის გამოძახება [რეკომენდებული დრო – 15 წუთი] – სასწრაფო მიდიოდა 25 წუთში დაბალი პრიორიტეტის გამოძახება [რეკომენდებული დრო – 30 წუთი] – სასწრაფო მიდიოდა 31 წუთში სასწრაფოების მისვლის მაჩვენებელი. თბილისი. წყარო: აუდიტის სამსახური რეგიონებში: მაღალი პრიორიტეტის გამოძახება [რეკომენდებული დრო – 8 წუთი] – სასწრაფო მიდიოდა 19 წუთში საშუალო პრიორიტეტის გამოძახება [რეკომენდებული დრო – 15 წუთი] – სასწრაფო მიდიოდა 19 წუთში დაბალი პრიორიტეტის გამოძახება [რეკომენდებული დრო – 30 წუთი] – სასწრაფო მიდიოდა 20 წუთში სასწრაფოების მისვლის მაჩვენებელი. რეგიონები. წყარო: აუდიტის სამსახური რეგიონებში მაღალი პრიორიტეტის გამოძახებისას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ხულოსა და შუახევშია, სადაც რეკომენდებული 8 წუთის ნაცვლად 42 და 46 წუთში მიდიან გამოძახებაზე. მიზეზი მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი რელიეფია. მუნიციპალიტეტებს შორის საუკეთესო მაგალითია ფოთი, სადაც მაღალი პრიორიტეტის შემთხვევაში გამოძახების საშუალო დრო 8 წუთს შეადგენს და გამოძახებათა 68%-ში სასწრაფოს რეაგირების დრო 8 წუთი ან ნაკლებია. საუკეთესო პრაქტიკასთან ყველაზე მიახლოებული მაჩვენებელი რუსთავსა და ქუთაისშია, სადაც მაღალი პრიორიტეტის გამოძახებათა რეაგირების საშუალო დრო 10 და 13 წუთია. მონაცემების ანალიზისას ირკვევა, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი პრიორიტეტის არასწორად განსაზღვრაზე მიუთითებს. აღნიშნულია, რომ დაბალი პრიორიტეტი არ მოითხოვს გადაუდებელ რეაგირებას, რადგან ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში. შესაბამისად, გამოძახების დაბალ პრიორიტეტად არასწორად განსაზღვრა ზრდის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკს: მაღალი პრიორიტეტიდან მხოლოდ 29,6% შემთხვევაში განხორციელდა ჰოსპიტალიზაცია საშუალო პრიორიტეტული გამოძახების დროს ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა 15,8%–ის შემთვევაში დაბალი პრიორიტეტის დროს უფრო მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელია – 17,6%. სასწრაფო ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი არ იყენებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კონსოლიდირებულ ბაზებს სამედიცინო დაწესებულებების ნებართვებთან დაკავშირებით, რადგან პასპორტიზაციის სისტემის გაუმართაობის გამო ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აახლებს ინფორმაციას დაწესებულებებში არსებული მომსახურებების შესახებ. გამოვლინდა 335 შემთხვევა, როდესაც ისნის რაიონში გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა პაციენტი გადაიყვანეს დიღმის მასივში არსებულ საავადმყოფოებში, იმის მიუხედავად, რომ ისნის რაიონში განლაგებულია ბევრი მრავალპროფილური საავადმყოფო 693 შემთხვევაში, გულის და ტკივილი გულის არეში დიაგნოზისას პაციენტები გადაიყვანეს დაწესებულებებში, რომელთაც არ ჰქონდათ ნებართვა ინტერვენციულ კარდიოლოგიაში. სასწრაფოების გამოძახებების რაოდენობა 2014–16 წლებში. წყარო: აუდიტის სამსახური 112–ში განგვიცხადეს, რომ შერჩეულია კომპანია, რომლისგანაც უნდა შეისყიდონ კონკრეტული, საქართველოს სპეციფიკაზე მორგებული PDS სისტემა, თუმცა ამჟამად აქტიურად მუშაობენ სისტემის შეძენისა და დანერგვისათვის საჭირო თანხების მოძიებაზე. “ამ ეტაპზე საჭირო თანხის სრული მობილიზება ჯერ არ მომხდარა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აღნიშნული პროექტი ყველაზე მნიშვნელოვანია 112-თვის და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება დონორებთან მოლაპარაკებები”, – განგვიცხადეს 112–ში. აუდიტის რჩევა სამინისტროს კოორდინაციით, სსიპ „112“-თან ერთად შემუშავდეს სადისპეტჩერო პროტოკოლები. მათზე დაყრდნობით სსიპ „112“-ის სისტემაში დაინერგოს პრიორიტეტების დისპეტჩერიზაციის პროგრამა და დაწესდეს ინციდენტის ტიპებზე შესაბამისი რეაგირების დროის ნიშნული. ტერიტორიული საკითხი გაითვალისწინოს. მაგალითად, თეთრიწყაროში, რომელიც კარგ მაგალითს წარმოადგენს, ორი ბრიგადა განლაგებულია თეთრიწყაროში, მეორე კი, სოფელ კოდაში. ჩანს, სოფლების ნაწილში, რომლებიც კოდიდან 11 კმ–ის რადიუსში მდებარეობენ, კოდიდან გასული სასწრაფოს მანქანები უფრო სწრაფად ჩადიან. კახეთში, სოფელ შაქრიანში ბრიგადის გადაყვანით შესაძლებელია გამოძახებების დროის შემცირება. ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე 6 სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობის ჯამი ყვარლის მოსახლეობის 27% – ს (8247 ადამიანი) და გამოძახებათა 21%-ს შეადგენს. თეთრიწყაროდან წინწყაროში ბრიგადის გადაადგილებით შესაძლებელია გამოძახებათა 25% – ის რეაგირების დროის გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაცია 2011–12 წლებში შესული ზარების რაოდენობამ 417 146 და 468 309 შეადგინა. 2015 წელს, მხოლოდ თბილისში – 640,423 ზარი დაფიქსირდა. 2015 წლის მონაცემებით, თბილისში ერთ ბრიგადაზე წელიწადში საშუალოდ, 11 430 მოსახლე და 6 602 გამოძახება მოდის. რეგიონებში ერთ ბრიგადაზე 11 404 მოსახლე და ერთი წლის განმავლობაში – 2 951 გამოძახება მოდის.
---
02.02.2018
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/kvlevebis-mikhedvit-inektsiuri-narkomomkhmareblebis-raodenoba-50-000-mde-gaizarda
კვლევების მიხედვით, ინექციური ნარკომომხმარებლების რაოდენობა 50 000-მდე გაიზარდა
„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ახორციელებს კვლევებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენთან 2017 წელს 2016 წელთან შედარებით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონალური მკურნალობა, დაახლოებით, 38 %-ით მეტმა ბენეფიციარმა გაიარა, ხოლო, რაც შეეხება მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობას, შარშანდელთან შედარებით 40%-მდეა გაზრდილი. ზუსტი კვლევა, თუ რა ტიპის ნარკოტიკების მოხმარების გამო მოხვდნენ ბენეფიციარები სტაციონარში ამჟამად დამუშავების ეტაპზეა“, _ განაცხადა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ. კილაძის თქმით, დღეს არსებული ტენდენციების მიხედვით, ბაზარზე უფრო აქტუალურია ოპიოიდები. _ ხშირად მისი მოხმარების გამო მოგვმართავენ მოქალაქეები. ეს შეეხება ნახევრად სინთეტიკურ ოპიოიდებს, ანუ ვთქვათ, სუბოტექსს და მისი ჯგუფის ოპიოიდებს, ასევე, ჰეროინს. ძალიან აქტუალურია სუბოტექსის, ბიოსინთეტიკური ნარკოტიკების მოხმარება, მაგრამ ეს პროცესები ნარკოლოგიაში ცირკულარულია. ხანდახან ოპიოიდები წინა პლანზე არ არის, მაგრამ გარკვეული მონაკვეთის შემდეგ ბრუნდება და ისევ აქტიური ნივთიერებები ხდება ხოლმე. ამ მხრივ, მინდა გითხრათ, რომ მდგომარეობა მართლაც სერიოზულ რეაგირებას საჭიროებს, რადგან ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით მომხმარებლის რაოდენობა სამედიცინო სისტემაში და მათ შორის, დამოკიდებული ადამიანების საგრძნობლად გაზრდილია. _ სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებით როგორი მონაცემები გვაქვს? _ კვლევების მიხედვით, დაახლოებით, 50 000-მდე ინტრავენური ნარკომანია დღეს საქართველოში. აქედან, დაახლოებით, 20-25 ათასი არის ოპიოიდების მოხმარებაზე დამოკიდებული. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია რჩება პრობლემად, მაგარამ მინდა გითხრათ, რომ მისი აქტუალურობა მიწოდების შეზღუდვის გამო შემცირებულია, თუმცა, ის ფაქტი, რომ დღეს ამ ნივთიერებების მოხმარება აფთიაქის გავლით ხდება არადანიშნულებისამებრ უსიამოვნო ფაქტი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. რაც შეეხება ინექციურ ნარკომანიას, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, ინექციური ნარკომომხმარებლების რაოდენობა არის 50 000-მდე, _ გვითხრა კილაძემ.
---
02.02.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/weekly1/113893/
„აქ მხოლოდ სიკვდილს ველოდები“ – მოხუცი, რომელიც მანქანაში ცხოვრობს
ბესიკის ქუჩაზე ნებისმიერი მიგასწავლით მოხუცს, რომელიც მეოთხე წელია საკუთარ „ვოლგაში“ ცხოვრობს. „თევდორე მქვია მე, ზოიძე ვარ, შუქრის ძე“ – გვითხრა მანქანის სალონში წამოწოლილმა მოხუცმა მაშინვე, როგორც კი შეგვნიშნა, წიგნი, რომელსაც კითხულობდა, გვერდზე გადადო და წამოჯდა. პირველი, რაც თვალში გვხდება, საათებია. მანქანის ოთხივე მხარეს მოხუცს საათები აქვს განთავსებული. კითხვაზე, რატომ ამდენი საათი? მზერას გვარიდებს და რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ გვპასუხობს: „აქ მხოლოდ სიკვდილს ველოდები“. საკუთარ „ვოლგაში“ მოხუცი მას შემდეგ ცხოვრობს, რაც ოჯახიდან წამოვიდა: „ეს შვიდი წლის წინ იყო, ახლა 75 წლის ვარ. ერთი პერიოდი ვტაქსაობდი, მერე დევღალე და აქ გავჩერდი. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება, ან რაღა უნდა მინდოდეს. დილას 6 საათზე მეჩეთში მივდივარ, მერე მოვდივარ და რელიგიაზე ვკითხულობ, სტალინზეც. სიცოცხლეზე უარს ვერ ვიტყვი, ცოდვაა, თორემ…“ მოხუცს გაუჭირდა ესაუბრა მიზეზებზე, რის გამოც ოჯახიდან წამოვიდა. გვითხრა, რომ შვილთან ჰქონდა კონფლიქტი, ბევრჯერ იჩხუბეს. საბოლოოდ კი, იმის მიუხედავად, რომ სახლი მისი საკუთრებაა, თავად წამოვიდა: „აბა, რა მექნა, შვილი რომ არაფრად ჩაგაგდებს, ხშირად დათვრება და შეურაცხყოფას მოგაყენებს, ვისი ბრალია?! ეს იყო, მეტი რა უნდა ყოფილიყო, გერმანიის ომი ხომ არ იქნებოდა. მე ავაშენე ის სახლი, ამდენი წელი ვიშრომე, მარა ამფერი იყო ჩემი ბედისწერა ალბათ.“ სახლიდან წამოსულ თევდორეს პოლიციისთვის არ მიუმართავს, არც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრება სურს. ფიქრობს, რომ ასე სახელმწიფოს შეაწუხებს, სადაც ათეული წლების განმავლობაში იშრომა: „ქვეყანამ გეიგო ჩემი ამბავი და პოლიციამ ვერ გეიგო? აქაც ამიარ-ჩამიარეს რამდენჯერ, მარა არაფერი უკითხავთ. რომც მკითხონ, ალბათ არაფერს ვეტყვი. ან ჩემი შვილი უნდა წავიდეს ოჯახიდან, ან – მე აღარ ავალ იქ. იმას კიდევ ოჯახი ჰყავს, შვილები… რუსეთშიც ვმუშაობდი მშენებლობებზე, აქაც, სულ მუშაობაში ვიყავი. შვილი დავაქორწინე, ვიფიქრე, მე რომ მინდა, ისეთი სიბერე მექნება-მეთქი და არაფერი, – მოხუცი ხელს იქნევს და დასძენს: „მერე ცოლიც მომიკვდა… მას მერე აირია ჩემი ცხოვრება.“ თევდორე ზოიძეს 5 შვილი ჰყავს და 12 შვილიშვილი. გვითხრა, რომ ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ გათხოვილ შვილებთანაც ცხოვრობდა, ბათუმში: „არავინ მეჩხუბებოდა, მაგრამ მაინც წამოვედი. როცა უშნოდ გაშვერილ ცხვირს ვხედავ, აღარ მინდა უკვე. შვილიშვილები? მე კი მენატრება, მაგრამ მათ თუ ვენატრები, ესაა. რა ვიცი. ამას წინათ იყვნენ მოსულები, საჭმელი მომიტანეს, გამიხარდა… პენსიას ვიღებ, მარა რაში უნდა გეყოს პენსია?“ თევდორეს ბავშვობიდან ყვარებია ავტომანქანები. ამბობს, რომ ახლაც კარგად გრძნობს თავს მანქანაში. გვიყვება, როგორ დაფარა თოვლმა მისი ვოლგა სრულად გასულ ზამთარს, თვითონ კი პლედებში გაეხვა და გაზქურაზე თბებოდა: „კაი სანახავი იყო, კაი,“ – თვალებში მხიარული ნაპერწკლები აენთო მოხუცს. „წინ ბიჭები მანქანებს აკეთებენ, მითხრეს, შევხედავთ, იქნებ აეწყოს ისევ და ამუშავდეს შენი ოცდაოთხიო. რომ ამუშავდეს, მერე სად უნდა წავიდე?“ – გვკითხა მოხუცმა. რომ ამუშავდეს „ვოლგა“, რის ან ვის სანახავად წახვიდოდით? – ვკითხეთ თუ არა, მაშინვე დაგვიბრუნა პასუხი: „ჩემს სოფელს ვნახავდი, მთებს, ბაღებს… ადამიანებს? ადამიანების ნახვის სურვილი აღარ მაქ, ცოლის საფლავს ვნახავდი კიდევ…“ კაცზე, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს, არაფერი იციან ბათუმის მერიაში. მერიისთვიის მოხუცს არ მიუმართავს და არც მისი განცხადება დარეგისტრირებულა არასდროს კანცელარიაში. მისი განცხადება არც სოციალური მომსახურების სააგენტოში შესულა, სადაც გვითხრეს, რომ ასეთ მოხუცს, რომელსაც ოჯახი ჰყავს და სახლიც აქვს, ვერ დაეხმარებიან. ორივე უწყებაში დააზუსტეს მოხუცის ვინაობა, რომელიც უკვე ხუთი წელია „ვოლგაში“ ცხოვრობს: „თევდორე ზოიძე, 75 წლის, ასეა ხომ?“
---
02.02.2018
მედიასაშუალება: http://fortuna.ge/chven-ar-gvekheba-samushao-saatebi-dasrulebulia-15-05-is-pasukhebi-dzaladobastan-dakavshirebul-informaciaze/
“ჩვენ არ გვეხება… სამუშაო საათები დასრულებულია” – 15 05-ის პასუხები ძალადობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, შეისწავლოს და გააუმჯობესოს ცხელი ხაზის მუშაობა, ასევე, უზრუნველყოს უფასო ნომრის ხელმისაწვდომობა. ორგანიზაციის ინფორმაციით, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებული ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეორგოლის შესახებ 2 შეტყობინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შევიდა. თუმცა, აღნიშნულ ფაქტზე ცხელი ხაზის ოპერატორები არასათანადოდ რეაგირებდნენ. „ჩვენ არ გვეხება, ჩვენი კომპეტენცია არ არის, ეს ჯანდაცვის სამინისტროა, რა ვიდეო დაიდება, როგორ გავაკონტროლებთ? ბევრი ვიდეო იდება და ჩვენ არც გვაქვს ამის კომპეტენცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ზე დარეკეთ“, – პასუხობს ოპერატორი პირველ შემთხვევაში, 3 იანვარს (21:47 წუთზე) განხორციელებულ შეტყობინებაზე. ოპერატორი განმცხადებელს 112-ზე დარეკვას სთავაზობს, მაშინ, როცა თავად ოპერატორს აქვს მიწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირებისა და შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულება. მაგალითად, ძალადობის ფაქტის შესწავლის მიზნით საქმეში სოციალური მუშაკის ჩართვა. აგრეთვე, უწყების მხრიდან შშს-თან დაკავშირება. ” ასევე, 3 იანვარს (21:52 წუთზე) ძალადობის ფაქტზე რეაგირების მოთხოვნაზე მეორე შეტყობინების ავტორს ოპერატორი პასუხობს: „დღეს ვერავის ვერ მივაწვდი სამწუხაროდ, სამუშაო საათები დასრულებულია, დარეკეთ ხვალ დილას და დააფიქსირეთ (…) მე დღის მეორე ნახევარში მოვდივარ და ამიტომ გთხოვეთ, რომ ხვალ დილით დარეკეთ-თქო“. როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სამინისტროს ცხელი ხაზი? ციტატა: „სამინისტროს გაერთიანებული ცხელი ხაზი, რომელიც სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მიმართულებით შემოსულ საკითხებზე უზრუნველყოფს პასუხის დროულად გაცემას, რეაგირებას, გადამისამართებას და შესრულების უზრუნველყოფას, ასევე, შემოსული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს. სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული ყველა ზარის შესახებ მონაცემების დამუშავება და ყოველდღიურ რეჟიმში მისი მიწოდება თანამდებობის პირებისათვის[1]“; მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებისა, სამინისტროს ცხელი ხაზი არაეფექტურად რეაგირებს დარღვევების შესახებ შეტყობინებებზე! ამასთან, სამინისტროს ცხელ ხაზზე მობილური ოპერატორებიდან დარეკვა ფასიანია გარდა აბონენტთა შეზღუდული ჯგუფისა. სამინისტროს ცხელი ხაზი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის! იმის გასარკვევად, უფასოა თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი (1505), ჩვენმა ორგანიზაციამ ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს 26 ოქტომბერს მიმართა. 31 ოქტომბერს მიღებულ საპასუხო წერილში სამინისტრომ მიუთითა, რომ ცხელი ხაზი არ არის კომერციული ნომერი, თუმცა, აღნიშნულ ნომერს ემსახურება კომპანია „სილქნეტი“ და შესაბამისად, „ნომერზე დარეკვის წესი და მომსახურების ტარიფი განისაზღვრება მობილური ოპერატორის მიერ „სილქნეტთან“ განსაზღვრული პირობებით“. მომსახურების ტარიფისა და პირობების გასარკვევად PHR-მა კომპანია „სილქნეტს“ წერილობით მიმართა, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ასევე, წერილობით მივმართეთ კომპანიებს – „ახალი ქსელები“, „ჯეოსელი“, „ბილაინი“, „მაგთიკომი“ – იმის გასარკვევად, არის თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის, 1505-ის მომსახურება უფასო აღნიშნული კომპანიების სატელეფონო ქსელის მომხმარებლებისთვის. კომპანია „მაგთიკომის“ მიერ 28 დეკემბერს მოწოდებული ინფორმაციით: – „1505 დარეკვის შემთხვევაში, მაგთიკომის აბონენტებისთვის მოქმედებს ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მიმართულებით დადგენილი საფასური. კონკრეტული საფასური დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის სატარიფო გეგმით სარგებლობს აბონენტი, რომელიც ახორციელებს ზარს“. როგორც აღნიშნული კომპანიის პასუხიდან ირკვევა, 1505-ზე დარეკვა ფასიანია. როგორ მოიქცეს აბონენტი, რომელსაც დახმარება სჭირდება, მაგრამ ზარის განსახორციელებლად თანხა არ აქვს, ან თუ აქვს და რეკავს, მის ზარზე არაეფექტურად რეაგირებენ?! ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, შეისწავლოს და გააუმჯობესოს ცხელი ხაზის მუშაობა და უზრუნველყოს უფასო ნომრის ხელმისაწვდომობა,”- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
---
ბეჭდვითი მედია
05.02.2018
მედიასაშუალება: პრაიმტაიმი
რატომ არის აცრა მნიშვნელოვანი?
ჯანმრთელობის დაცვის ორი ფაქტორი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, არის სუფთა წყალი და აცრა, - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, თუმცა საქართველოში აცრა დღემდე ითვლება პროცესად, რომელსაც უნდობლობას უცხადებენ, ეშინიათ და უარს ამბობენ. მიუხედავად იმისა, რომ იმუნიზაცია სახელმწიფომ ქვეყნის პრიორიტეტად დაისახა, მოსახლეობის ნდობის მოპოვება ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა, ყოველი ახალი ვაქცინა ახალ კითხვის ნიშანს აჩენს. მშობლებს ეშინიათ ან უბრალოდ, არ აქვთ ინფორმაცია იმ აცრების შესახებ, რომელიც მათი შვილის ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია. პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე: -საქართველოში 12 დაავადების საწინააღმდეგო აცრა არსებობს, რაც შესულია ეროვნულ კალენდარში და რასაც სახელმწიფო ბავშვსა და მოსახლეობას უფასოდ სთავაზობს. აცრების პროცესი უკვე სამშობიაროში იწყება და პირველი ვაქცია, რომელიც კეთდება არის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო, რაც დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში უკეთდება ბავშვს. ასევე, სამშობიაროში კეთდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა. ძირითადი ვაქცინების გაკეთება 2 თვის ასაკში იწყება. -მშობლები იბნევიან, როცა საქმე ვაქცინაციას ეხება. არ იციან, რომელია სავალდებულო ან სასურველი... -ყველა აუცილებელი ვაქცინა სახელმწიფო კალენდარშია. კალენდარს არ ვწყვეტ მხოლოდ მე. ეს კომიტეტია, სადაც გამოცდილი პედიატრები, ეპიდემიოლოგები შედიან. ეს კომიტეტი განსაზღვრავს, რომელ ეტაპზე რა ახალი ვაქცინა უნდა იყოს ნერგილი ქვეყანაში. საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანდაცის სამინისტრო იღებს. კალენდარი შესაძლებელია შეიცვალოს ხოლმე. ყოველწლიურად ნაკლებად, მაგრამ, თუ ახალი ვაქცინა ემატება, შესაძლებელია ყოველწლიურადაც შეიცვალოს. ეს ყველაფერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეყრდნობა. -როგორია მიმღებლობა საქართველოში? როგორია თქვენი გამოცდილება? -ძირითადად კარგია ხოლმე. მაგრამ ჩვენთან პრობლემაა ის, რომ ბავშვები დროზე არ იცრებიან. ის ასაკი, რაც კალენდარში წერია, ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიო გამოცდილებითაა აღებული კალენდარი, თუ როდის არის აუცილებელი ბავშვის აცრა. -ამბობენ, რომ რადგან ვაქცინაცია უფასოა და ვაქცინაცია ძირი ღირს, ჩვენთან დაბალფასიანი შემოდის... რა არგუმენტები გაქვთ ამის წინააღმდეგ? -ვცდილობ, მაქსიმალურად კორექტული ვიყო. სახელმწიფო ამდენ ფულს ხარჯავს ვაქცინაციაში. რაზეც დასავლეთ ევროპის ბავშვები იცრებიან, ჩვენებიც იმაზე იცრებიან. გარანტია არის ის, რომ ბავშვისთვის რა ვაქციებიცაა, ყველა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა პრეკვალიფიცირებული. რაც ხარისხის გარანტიის ეროვნულ კვალიფიცირებაზე მაღალი ინსტანციაა. მეტი მსოფლიოში აღარავინ არსებობს და ვისგან შეიძლება მივიღოთ სხვა გარანტიები? მეტი ხარისხის გარანტია არ არსებობს".
---
05.02.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
"იყავით ფრთხილად, სამშენებლო ობიექტზე სიკვდილს არ სძინავს!"
აფხაზეთიდან დევნილი დიმა ჭაავა გამოცდილი მშენებელია. დროდადრო სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობს და კერძო პირების დაკვეთებსაც ასრულებს. მან ზედმიწევნით იცის შრომის უსაფრთხოების შესახებ, თუმცა, გამომიტყდა, რომ სხვადასხვა მიზეზით, ეს წესები თავადაც დაურღვევია: "არსებობს რიგი დაავადებები, რომლებიც კონკრეტულ საქმიანობასთან შეუსაბამოა, მაგალითად, ადამიანი, რომელიც ატარებს მათალ წნევას, ან ისეთი სენი სჭირს, რომელსაც გონების დაკარგვა ახასიათებს - არ უნდა დაკავდეს სიმაღლეზე შესასრულებელი საქმით. მუშოს დაინვალიდების მიზეზი ხშირად გამხდარა ის, რომ არ სცოდნია საკუთარი სენის შესახებ, ამიტომ დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა მოსთხოვოს ჯანმრთელობის ცნობა!.. მშენებლობებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მუშებში ტრავმატიზმის შემთხვევები ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა. სამწუხაროდ, ჩვენში არც პროფკავშირები დგას მოწოდების სიმაღლეზე, ვისაც ექსპლოატაციისგან მშრომელების დაცვა და საკუთარ უფლებებში მათი გაცნობიერება მართებს. ასე, რომ იყავით ფრთხილად, სამშენებლო ობიექტზე სიკვდილს არ სძინავს!"
---
05.02.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
"ამბობს, სისხლს დავღვრი და ჩემს შვილებს ვერავინ წაიყვანსო" "ბავშვებს მიაჩნიათ, რომ მამა ყველაზე მართალი კაცია"
დევნოზაშვილების ოჯახი 2008 წლამდე რუსთავში ცხოვრობდა. ამირან დევნოზაშვილი დმანისელია, მისი მეუღლე, ნატო ტვილდიანი, სოფელ რცხმელურში დაიბადა და გაიზარდა. ის მეუღლესა და შვილებთან ერთად მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდა. მათთან ცხოვრობს ამირანის დედაც, ის პედაგოგია, ფილოლოგი. ამირან დევნოზაშვილს მიაჩნია, რომ გარეთ ბევრი სიბინძურეა, სურს ამას აარიდოს შვილები, ამიტომ გამოკეტა შინ 3 ბიჭი და 5 გოგონა. ყველაზე უფროსი 21 წლისაა, ყველაზე პატარა კი 7 წლის. თამარ ჯაფარიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოცსააგენტოს უფროსი სოცმუშაკი: "ოჯახი ლენტეხში რომ გადმოვიდა, მერვე შვილი ახალდაბადებული იყო. ბავშვებს პირადობის მოწმობებიც კი არ ჰქონდათ. მოვუწესრიგეთ და სოციალური დახმარება დავუნიშნეთ. სოციალური მუშაკი ცდილობდა, დაერწმუნებინა ოჯახი, რომ ბავშვები სკოლაში გაეშვათ, მაგრამ მამას ამის გაგონება არ უნდა. მას ეთანხმება ბავშვების დედაც. დედამ და ბებიამ ასწავლეს ბავშვებს წერა-კითხვა, ასწავლიან სხვადასხვა საგანსაც. როცა მოლაპარაკების გზა ამოვწურეთ, სასამართლოს მივმართეთ, რომ შეზღუდოდათ მშობლის უფლება. 2011 წელს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, ამის შემდეგ ბავშვები უნდა გამოგვეყვანა სახლიდან, მაგრამ პროცესი გაჭიანურდა, რადგან ძალით გამოყვანა მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე იმოქმედებდა. მით უფრო, რომ 2 ბავშვი შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული. იჩივლეს მშობლებმა და სააპელაციო სასამართლომ მათ მშობლის უფლებები აღუდგინა. ითქვა, რომ ტელევიზორი არა აქვთ, ასე არ არის, უყურებენ გარკვეულ გადაცემებს, მულტფილმებსაც, გოგონებმა იციან საოჯახო საქმე. შვილები არ თვლიან, რომ მამა მათზე ძალადობს. ახლა პოლიციამ საქმე აღძრა და იმედია, შედეგს მივაღწევთ". ბადრი ქარდავა, ლენტეხის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი: "ყველა ღონისძიება გავატარეთ, როგორმე შემოგვებრუნებინა ოჯახი, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ოჯახის დიასახლისი ჩემი ახლო ნათესავია, ისიც მოექცა მეუღლის ზეგავლენის ქვეშ. სკოლის დირექტორიც მათი ახლობელია, ერთი ღობე ყოფს მათ ეზოს, ბევრჯერ ესაუბრა, მაგრამ უშედეგოდ. როცა ძალით მშობლის დაშორებაზე წავიდა საუბარი, მაშინ თქვა, სისხლს დავღვრი, ბავშვებსაც დავხოცავ და ჩემს შვილებს ვერავინ წაიყვანსო. ძალიან უჭირთ, სოციალურ დახმარებას იღებენ და ნათესავებიც ეხმარებიან პროდუქტებით. მამა ამბობს, სრულწლოვნები რომ გახდებიან, მერე თავისით გაიკვალავენ გზასო. როგორმე უნდა მოსცილდნენ ბავშვები მამას, რომ მათთან ფსიქოლოგებმა იმუშაონ". ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, დევნოზაშვილებს რამდენჯერმე შეხვდა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ყველა წევრი ამირანის ნებას ემორჩილება. "ბავშვები მამას ემორჩილებიან, თუმცა რის ხარჯზე და როგორ, არ ვიცი. არ მომწონს მისი ფსიქიკური მდგომარეობა. ღმერთმა გაუხსნას აზრი და გააგებინოს, სწორი გზა როგორია. ბავშვებს ყურადღება სჭირდება. კარგი იქნება, საუბრის შესაძლებლობა თუ ექნება ფსიქოლოგს, მეც სიამოვნებით ვიმუშავებ მათთან". "ბავშვებს მიაჩნიათ, რომ მამა ყველაზე მართალი კაცია" ოზურგეთის დაბა ნასაკირალში 2015 წლიდან ამირან შავაძე 4 შვილს სკოლაში არ უშვებს. "ბავშვებს ბევრი დამცირება და შეურაცხყოფა მიაყენეს. მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ დირექტორობიდან გაათავისუფლა სპარტაკ გოგიტიძე, დაიწყო კამპანია ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. ჩემს შვილებს"ჩამშვებებს უწოდებდნენ, რამდენჯერმე სცემეს და ამიტომ სკოლიდან გამოვიყვანე. ვითხოვ სპარტაკ გოგიტიძის, რომელიც პედაგოგად მაინც დატოვეს, და პედაგოგ თამარ პატეიშვილის გათავისუფლებას! მხოლოდ ამის მერე წავლენ ჩემი შვილები სკოლაში. ვითხოვ, სკოლა აღიჭურვოს ვიდეოთვალით და ყველაფერი ფიქსირდებოდეს". ლელა იმედაშვილი, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: "დარღვევების გამო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს, ამის მერე შავაძემ ერთხანს ატარა სკოლაში ბავშვები, მაგრამ შემდეგ სხვა მასწავლებელთან გაუჩნდა პრეტენზია, არასწორად შეაფასა ჩემი შვილის ცოდნაო. საქმეში ჩაერთო გენინსპექცია, მაგრამ არ დადასტურდა განცხადებაში მითითებული ფაქტები და შავაძემაც ბავშვები სკოლაში აღარ გამოუშვა. მას აქვს ულტიმატუმი - დაითხოვეთ ეს მასწავლებლები და მოვიყვან სკოლაში ბავშვებსო". მაია ჯაში, ოზურგეთის სოციალური სამსახურის თანამშრომელი: "2015 წლის 8 აპრილს ამირან შავაძემ გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მოგვმართა - განგვიცხადა, რომ შვილებს არ გაუშვებდა სკოლაში დირექტორთან კონფლიქტის გამო. რეალურად კი სკოლის დირექტორმა დაითხოვა ამირანი სამსახურიდან, რადგან პირველი ჯგუფის ინვალიდია და მძღოლად ვერ იმუშავებდა. ჰქონდა ასევე პრეტენზია, რომ მისი შვილების ცოდნას ობიექტურად არ აფასებდნენ მასწავლებლები, პედაგოგები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ოჯახში მისულმა ფსიქოლოგმა დააფიქსირა, რომ მამა ბავშვებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა. 2015 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც დირექტორი გაათავისუფლეს, ბავშვები დაბრუნდნენ სკოლაში, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მამამ ბავშვები სკოლაში ისევ არ გამოუშვა. არც იმაზე დაგვთანხმდა, რომ სხვა სკოლაში გადაგვეყვანა. სასამართლოს მივმართეთ, რომ მისთვის მშობლის უფლება შეეზღუდა, პირველმა ინსტანციამ მშობლის უფლება შეზღუდა, მაგრამ სააპელაციომ გადაწყვეტილება გააუქმა. ბავშვებსაც მიაჩნიათ, რომ მამა ყველაზე მართალი კაცია. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ბავშვები ძალიან განერვიულებულნი იყვნენ და არ გასცა დამცავი ორდერი, თუმცა მიუთითა ამირან შავაძეს, რომ ეთანამშრომლა სოციალურ სააგენტოსთან, რასაც არ ასრულებს. არც მინდობითი აღზრდის პროგრამაში ხერხდება მათი ჩართვა, რადგან როცა ბავშვებს ვეკითხებით აზრს, ამბობენ, რომ უნდათ მამასთან". ბავშვთა უფლებადამცველი ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობის ბევრი ნიშანი, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად გამოწვეულია დაბალი კომპეტენციით: "სახელმწიფო სტრუქტურები იმ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასაც კი ვერ ახერხებენ, რომლითაც ბავშვები ოჯახიდან უნდა გამოეყვანათ", - ამბობს უფლებადამცველი.
---
05.02.2018
მედიასაშუალება: ალია
ბაგა-ბაღებში ბავშვის ტარება სახიფათო ხდება?! რა ფაქტებზე დაიწყო მოკვლევა შსს-მ?
არჩილ გამზარდიამ სოციალურ ქსელში სკანდალური ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ პურში ლითონის ბასრი ნაწილია. გამზარდია წერდა, რომ ეს პური, როგორც მას უთხრეს, მე-100 ბაგაბარში შეიტანეს. დამატებითი დეტალებისთვის "ალია" არჩილ გამზარდიას დაუკავშირდა: "ყოველდღე ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება დარღვევების შესახებ, ეს მხოლოდ ერთ ერთი მათგანია. როგორც გავარკვიე, დირექტორს ოქმიც აქვს შედგენილი, რომ ასეთი პური შევიდა ბაღში.. ეს ინფორმაცია გაავრცელეს ბაღის აღსაზრდელის მშობლებმა, მე მითითებული მაქვს,რომ ინფორმაცია გავრცელდა ბაღის აღსაზრდელების მშობლების მიერ, ასევე დააზუსტეს, რომ დირექტორმა ოქმი ამ საკითხზე შეადგინა. ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებაში გაიმარჯვა კომპანიამ, შპს"ილმა", რომლის დამფუძნებლები "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან. შპს " ნილი" ერთ ერთია, რომელიც უფასო სასადილოების ბენეფიციარების ნაწილის კვებაზე იყო პასუხისმგებელი და რომელიც არაერთხელ დააჯარიმა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკვები პროდუქტის სიცოცხლისთვის შეუსაბამობისთვის.. შპს "ნილის" იდრექტორი გიორგი ჯუღელი და წილის მფლობელი თეიმურაზ გიორგაძე, "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან. .. პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოახდინოს კორერქტირება ამ კალორაჟის და მენიუსი, რომელიც ფაქტობრივად უსარგებლოა, მეორე მხრივ, გაზარდონ თითო აღსაზრდელზე გაკუთვნილი და შემცირებული თანხის ოდენობა უნდა გაიზარდოს აუცილებლად და სწორად მოხდეს იმ კომპანიის შერჩევა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბაღებში ბავშვების კვება." როგორც აღმოჩნდა, თბილისის ბაღების სააგენტო მომხდარის შესახებ არ ფლობს ინფორმაცია. სააგენტოს დირექტორი მომხდარის თაობაზე განცხადებას არ აკეთებს. რაც შეეხება შპს "ნილს", კომპანიაში გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართულ შავ კამპანიას უკავშირებენ და უარყოფებ მათი მხრიდან მსგავსი პურის შეტანის ფაქტს. კომპანიაში, მათი ვარაუდის გასამყარებლად გვეუებნებიან, რომ რამდენიმე დღის წინ მათი დისტრიბუციის მანქანებიდან 27 ბაღის გასაღები დაიკარგა, რაზეც შსს მოკვლევაც აქვს დაწყებული.
---
05.02.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
მადონა კოიძე: შიდსი და C ჰეპატიტი - 2 ლარად!
რამდენიმე დღის წინათ რედაქციაში ხანდაზმული მამაკაცი მიხეილ მინდიაშვილი დაგვიკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სილამაზის სალონში თმა შეიჭრა, თავზე გაურკვეველი წარმოშობის გამონაყარი გაუჩნდა, რის გამოც იძულებული გახდა, კანის ექიმთან მკურნალობის სრული კურსი გაევლო... დედაქალაქის თითოუელ უბანში ათობით სილამაზის სალონია გახსნილი, მაგრამ აკმაყოფილებენ თუ არა ჰიგიენურ სტანდარტებს და რამდენად უსაფრთხოა მათი მომსახურება? ვესაუბრებით საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეს მადონა კოიძეს: -სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ სილამაზის სალონებში და ტატუ სალონებში ძალზე მაღალია არა მხოლოდ სისხლისმიერი და კანის დაავადებებით, არამედ სხვა ინფექციებით დასნებოვნების რისკებიც. ტატუ სალინებს აქ ვახსენებ იმიტომ, რომ მრავალ ასეთ დაწესებულებაში არა მხოლოდ სხეულის მოხატვა, არამედ მანიკურს, პედიკურს, წარბების კორექციას, ყურების გახვრეტას და სხვა მანიპულაციებსაც აწარმოებენ. ნებისმიერ სალონში, სადაც ასეთი მომსახურებაა, აუცილებლად უნდა იყოს ავტოკლავი, რომელშიც მოხდება სამუშაო ხელსაწყოების სათანადოდ გასტერილება. თუ ასეთი აპარატი სალონს არ გააჩნია, იქ შესვლა დაუშვებელია! -რა დაავადება შეიძლება დაემართოს კლიენტს არასრულფასოვანი მომსახურების შედეგად? -ჩვენს ქვეყანაში აქტიური ბრძოლა გამოუცხადეს C ჰეპატიტსა და შიდსს, არსეობს ამ დაავადებებთან ბრძოლის კონკრეტული სახელმწიფო პროგრამები და დიდძალი თანხები იხარჯება მოქალაქეთა დასაზღვევად, მაგრამ ამ ფონზე ჩემში დიდ პროტესტს იწვევს ის გარემოება, რომ იგივე სახელმწიფო სათანდო ყურადღებას არ უთმობს C ჰეპატიტისა და შიდსის რისკების აღკვეთას! -მას შემდეგ, რაც გაუქმდა სანიტარული ზედამხედველობის სისტემა, საქართველოშ არ არსებობდნენ ზედამხედველი და პასუხისმგებელი პირები, რომელთა ფუნქცია იქნებოდა ასეთი დაწესებულებების გაკონტროლება. -ამჟამად მერიაში ფუნქციონირებს სამსახური, რომელიც ზედამხედველობას უწევს სალონების საქმიანობას. 2017 წელს ამ სამსახურს 250 სალონი შეუმოწმებია, რაც ძალზე ცოტაა, რადგან ამ რაოდენობის სალონი დედაქალაქის მხოლოდ ერთ დასახლებულ უბანში შეიძლება შეგვხვდეს
---
05.02.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
ბავშვების მოსაწამლი წყლარწი და გადატყლარწული მთავრობა!
ორიოდე კვირის წინათ ვწერდით, როგორ გამოამზეურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემაშფოთებელი დასკვნა - სერგეენკოს ჯანდაცვის უწყებამ ვადაგასული 29 ათასი ინექცია გამოიყენაო! სულ რამდენიმე დღის წინათ კი, გაირკვა, რომ ბავშვებში ერთობ პოპულარული სათამაშო - მაგნიტური ჟელე "ტყლარწი" იმდენად ტოქსიკურია, რომ შეიძლება, პატარა მოკლას კიდეც! დიახ, ეს ტყლარწი, სპეციალისტების კვლევით, დარიშხანისა და სხვა ტოქსიკური ნივთიერების 29-ჯერ გადაჭარბებულ დოზას შეიცავს! ამ საწამლავის ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის შემხთხვევაში, ჯერ მწვავე ინტოქსიკაცია იწყება, გართულების შემთხვევაში კი პატარა, უბრალოდ, შეიძლება, მოკვდეს! რას აკეთებს სერგეენკო, საერთოდ?! ფიქრობს კი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი, საერთოდ მოქალაქეებისა და, კერძოდ, ბავშვების უსაფრთხოებაზე?! რას გვაჭმევენ, რას გვასმევენ, ვინმემ იცის?! თუ მთავარია, იაფად შემოყარონ რაიმე ჩინური ან თურქული ნაგავი, რომ, რაც შეიძლება, ბევრი ფული ჩაიჯიბონ?! ნუთუ საქართველოში არ უნდა არსებობდეს ერთი თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებს საკვებისა თუ სათამაშოების ტოქსიკურობას?! არ არის ღირსი, ამ კვირიკაშვილსა და მის გადატყლარწულ მთავრობას ზედ თავზე დაატყლარწო ეს ტყლარწი?!
---
05.02.2018
მედიასაშუალება: ალია
ეს არის ნარკომაფიის შეკვეთილი კანონპროექტი!თუ ეჭვი გეპარებათ, წაიკითხე კარგად!
---
05.02.2018
მედიასაშუალება: ალია
სინთეტიკური ნარკოტილი Ck - "ამაზე საშიში მტერი ამ ეტაპზე საქართველოს არ ჰყავს"
---