მედიამონიტორინგი 05.03.2018
ტელევიზია
05.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა:იმედის დილა
ქართული ფარმაცევტული საწარმოებისთვის ჯიემპის სტანდარტების დაკმაყოფილება 2019 წლიდან ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლიდან სავალდებული გახდება. საწყისს ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო 8 ინსპექტორს შეარჩევს, რომელმაც ფარმაცევტული საწარმოების ჯიემპის სტანდარტებთან შესაბამისობას შეამოწმენენ და გასცემენ სპეციალურ სერთიფიკატსაც.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5079126
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5079379
---
05.03.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
სამედივინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლი იწყება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5079361
---
04.03.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა:მთავარი 15:00
უცხოეთში არალეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას ვარაუდობს ქართული მხარე მემორანდუმით, რომელიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან გაფორმდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პოლონეთთან თანამშრომლობით საქართველოდან არარეგალური შრომითი მიგრაცია კანონის ჩარჩოში მოექცევა. დავით სერგეენკოს თქმით, დოკუმენტი ხელს შეუწყობს მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებების დაცვას, ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას. შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ევროპის სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5078639
---
04.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განმარტებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება - პროგრამაში ჩართულ სოციალურ დაუცველებს დაემატება შშმ პირები და პენსიონერები; 23-დან 50-მდე იზრდება ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალი.2019 წლიდან ესენციური მედიკამენტების შესყიდვაზე შეღავაღები დაუწესდება არაბენეფიციარებსაც.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5079019
---
04.03.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა:კურიერი 15:00
„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ბორჯომში, დევნილების დასახლებაში მცხოვრები თოდუების ოჯახში იმყოფებოდა. ხათუნა თოდუა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილთან ერთად ორი წელია სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენას ცდილობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5078752
იმედი - ქრონიკა 14:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5078621
---
04.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
გზა ნარკოტიკზე დამოკიდებულებიდან თავისუფლებამდე.ჩვენი მომდევნო სიუჟეტის მიღმა ეს პროცესი საკუთარ თავზე გამოსცადა, მან იცის როგორ შეიძლება ეს გზა გაუადვილდეთ. სწორედ ნარკოტიკებზე მკურნალობაა ის, რაზეც დეკრიმინალიზაციის პროექტზე მომუშავე ყველა პირი თანხმდება, განიხილება იძულებითი მკურნალობის საკითხიც, თუმცა ნარკოდამოკიდებული ადამიანის იზულებით მკურნალობას, რომ შედეგი ხშირად არ მოაქვს პრაქტიკაშიც დასტურდება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5078994
---
03.03.2018
არხი: I არხი
გადაცემა:მოამბე 18:00
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამეგრელო- ზემო სვანეთის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა. მინისტრმა მათ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას, ვაქცინაციას, C ჰეპატიტის სკრინინგს და მკურნალობის გაფართოებას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5078116
რუსთავი 2-კურიერი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5078170
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5078081
იმედი - ქრონიკა 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5077992
---
03.03.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა:მთავარი 18:00
ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კომპეტენციის სფერო, რომლის ფარგლებშიც მის მიერ შესწავლილ საქმეებზე ყველაზე მსუბუქი, შენიშვნის მიცემაა- ეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებაა. მისი თქმით, ექიმებს ბრალეულობის შემთხვევაში შეიძლება 1- დან 6- თვემდე ლიცენზია შეუჩერდეთ ან საერთოდ ჩამოერთვათ. მინისტრის განცხადებით, უფრო მძიმე სამედიცინო შემთხვევებში საგამოძიებო ორგანოები ერთვებიან და ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებელ შესაბამის მუხლს ახორციელებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5078196
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5077796
---
03.03.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა:კურიერი 21:00
რაში ხარჯავს ფულს ხელისუფლება - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოიკვლია, რომ მხოლოდ PR-ის სპეციალისტების ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში ხელისუფლებამ 50 მილიონ ლარამდე დახარჯა. PR-ზე ყველაზე მეტი ფული შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახარჯა. მეორე ადგილზეა თავდაცვის სამინისტრო. მესამე ადგილზეა დავით სერგეენკოს უწყება. ჯანდაცვის სამინისტრომ, ჯამში, 2012-დან 2017 წლამდე თავდაცვის სამინისტროზე ოდნავ ნაკლები დახარჯა, თუმცა, რეკორდი 2016 წელს მოხსნა და 907 ათას 563 ლარი დახარჯა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5078289
რუსთავი 2 - კურიერი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5078102
I არხი - მოამბე 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5078097
კავკასია - დღეს 19:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5078193
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5077964
I არხი - მოამბე 15:00 -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5077856
რუსთავი 2 - კურიერი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5077727
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00 -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5077532
---
03.03.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა:კურიერი 21:00
აჭარაში 25 მოსწავლე სექსმუშაკად მუშაობს. ზაფხულში ტურისტული სეზონის დროს კი მათი რიცხვი იზრდება. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ ფულს შუამავლები იღებენ, მათ ფსიქოტროპულ წამლებს ასმევენ და კლიენტების მომსახურებას აიძულებენ. გოგონების ნაწილი ახლა თავშესაფარში ცხოვრობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5078284
---
02.03.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა:მთავარი 21:00
ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში ექიმებს შეხვდა. საუბარი წითელას ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესებას, ვაქცინაციას და ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობას შეეხო. მინისტრის თქმით, აჭარაში ვაქცინაციის მოცვის მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ტუბერკულოზისგან თავისუფალი აჭარა - პროექტი ივლისიდან ამოქმედდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5076925
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5076482
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5076279
რუსთავი 2 - კურიერი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5075939
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5079830
---
02.03.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში ექიმებს შეხვდა. გადაცემის კითხვებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პასუხობს
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5079784
---
02.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა:ქრონიკა 14:00
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმერეთის რეგიონში მოქმედი კლინიკების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, საუბრის მთავარი თემა იმუნიზაციის პრობლემა და ვაქცინაცია იყო, ამავე შეხვედრაზე მინისტრმა პირველად ისაუბრა მოქალაქის პორტალის შესახებ, პორტალი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს პირადი მონაცემების მითითების შემდეგ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ჯანდაცვის პროგრამების შესახებ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5075663
---
02.03.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა:კურიერი 21:00
პირველად ჯანდაცვის პროგრამა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო და სამთავრობო გუნდს შორის დაპირისპირების მიზეზი უკვე გახდა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პირველადი ჯანდაცვის პროგრამა ჩავარდა. აკაკი ზოიძეს ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა არ მოსწონს. ზოიძის ეს განცხადება სრული მოულოდნელობა იყო ჯანდაცვის მინისტრისთვის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5076896
---
02.03.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა:დღის მთავარი თემა 20:00
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო ჯიემპის ინსპექტორებს ეძებს. საწყის ეტაპზე 8 ინსპექტორი შეირჩევა, რომლებმაც ჯიემპის სტანდარტებთან ფარმაცევტული საწარმოების შესაბამისობა უნდა შეამოწმონ და სპეციალური სერტიფიკატები გასცენ. ეს პროცესი 2019 წლიდან ნებაყოფლობითია, ხოლო 2022 წლიდან მწარმოებლებისთვის სავალდებულო გახდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5076810
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5076427
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5076317
I არხი - მოამბე 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5075861
მაესტრო - ახალი ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5075421
---
02.03.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა:მთავარი 21:00
აღრიცხვიანობის გააქტიურებასთან ერთად დგინდება რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა სიკვდილიანობა მომატებულია - მონაცემებში, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს და რომელიც 2017 წლამდე პერიოდს ეხება, მითითებულია რომ ავთვისებიანი ახალი წარმონაქმნის მიხედვით პირველ ადგილზე დედაქალაქი, შემდეგ იმერეთი, მომდევნო კი აჭარაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5076918
---
02.03.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 19:00
20 ლარი ოთხ შვილიან და 30 კი 5 სულიან ოჯახს. ამ თანხით განისაზღვრება კომუნალური სუფსიდირება იმ ახალი სტატრუსი რომელზედაც ჯანდაცვის სამინუსტრო მუშაობს. სტატუსი სოციალურ დახმარებებს ითვალისწინებს, აზრთა სხვადასხვაობაც დეპიტატებს შორის სწორედ ამ საკითხზეა. ინიციატივას რომ მრავალშვილიან ოჯახების სტატუსი განისაზღვროს და კომუნალური ხარჯების 20 ლაროანი სუფსიდირება მოხდეს მთავრობის მხარდაჭერა ექნება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5076907
---
02.03.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა:კურიერი 15:00
„აგარა იბრძვის არსებობისთვის" - ამ ტრანსპარანტებით აგარის შაქრის მწარმოებელ ქარხანაში დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პრემიერთან შეხვედრას და მთავრობისგან გადაუდებელ რეაგირებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, აგარის შაქრის ქარხანა კი უკვე 6 თვეა დახურულია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5076008
---
ინტერნეტი
05.03.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=65602
გიორგი გახარია: 14 წლამდე მოზარდები მსუბუქი დანაშაულისთვის პასუხს საერთოდ არ აგებენ, მათთან შსს ვერ მუშაობს, რაც სწორია!
„14 წლამდე მოზარდები მსუბუქი დანაშაულისთვის პასუხს საერთოდ არ აგებენ, მათთან შსს საერთოდ ვერ მუშაობს, რაც სწორია", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა" განაცხადა. „ალბათ, სწორია, რომ 14 წლამდე მოზარდებთან, მეექვსე-მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან, პირველ რიგში, პედაგოგები მუშაობდნენ. ჩვენ კანონმდებლობის იმ ჩარჩოში ვართ, როდესაც 14 წლამდე მოზარდები დანაშაულს ჩადიან, ფაქტს ვაფიქსირებთ, იდენტიფიცირებას ვახდენთ და ვუშვებთ, იქიდან გამომდინარე, რომ 14 წლამდე მოზარდებს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ", - განაცხადა გახარიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფერირების სისტემა, რომელსაც განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები მართავს, მისახედია და მის ამუშავებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.
---
03.03.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/384352
დავით სერგეენკო ზუგდიდში სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამედიცინო საზოგადოებას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა აუდიტორიას ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ახალი პილოტური პროგრამა წარადგინა. პროექტი აივ შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის “ერთი ქოლგის ქვეშ” – პირველადი ჯანდაცვის დონეზე, მუნიციპალიტეტების ჩართულობით მართვას გულისხმობს. შეხვედრაზე აქცენტი წითელას შეკავების გზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე გაკეთდა. აუდიტორიასთან ერთად, ჯანდაცვის სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობა და სამედიცინო სექტორში არსებული სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ჯანდაცვის უწყებასთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლზე გამახვილდა ყურადღება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო საზოგადოებას პერმანენტულ რეჟიმში ხვდება. ანალოგიური ფორმატის შეხვედრა მინისტრს იმერეთისა და აჭარის რეგიონშიც ჰქონდა. ღონისძიებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/regioni/481258-davith-sergeenko-zugdidshi-samedicino-sazogadoebas-shekhvda.html?ar=A
1ნიუს.ჯი- http://1news.ge/index.php?id=14114
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/index.php?id=61389
---
03.03.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/index.php?id=61375
მინისტრებმა ბათუმში ახალი საავადმყოფოს მშენებლობა დაათვალიერეს
აჭარაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად ახალი მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი მოინახულა. „ბატონ დავითთან ერთად დავათვალიერეთ კლინიკის მშენებლობა. დაწყებულია მოპირკეთებითი და შიდა კეთილმოწყობითი სამუშაოები. სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყობას ჭირდება დამატებითი დეტალები, აქედან გამომდინარე შესაძლებელია რამდენიმე თვით გახანგრძლივდეს არამარტო მშენებლობის, არამედ სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები“, - განაცხადა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მუშაობს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების სტრატეგიაზე, რომელშიც გათვალისწინებულია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და ის საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება. „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. საავადმყოფო გათვლილია 170 საწოლზე. ის აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით, პაციენტებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
---
03.03.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/481215-atcarashi-tsithelas-infeqciasthan-brdzolis-sakithkhebze-imsjeles.html?ar=A
აჭარაში წითელას ინფექციასთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე და ფრაქცია "ქართული ოცნება-მაჟორიტარების" თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსა და აჭარის სამედიცინო საზოგადოების შეხვედრას დაესწრნენ. როგორც “ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა რეგიონში წითელას ინფექციასთან ბრძოლის გზებსა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი ინფორმაციით, მედიკოსებმა დავით სერგეენკოს ცალკეული პროგრამების მიმდინარეობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და მათთვის აქტუალურ საკითხებზე უშუალოდ მინისტრისაგან მოისმინეს განმარტებები. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ
---
03.03.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/481262-davith-sergeenko-etcvi-maqvs-saerthashoriso-gamtcvirvalobas-nulebi-sheeshala.html?ar=A
დავით სერგეენკო - ეჭვი მაქვს, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ნულები შეეშალა
ეჭვი მაქვს, საერთაშორისო გამჭვირვალობას ნულები შეეშალა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის კომენტირებისას განაცხადა. “მე ეჭვი მაქვს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ნულები შეეშალა, რადგან ზუსტად გეტყვით, რომ შარშან 317 ლარი დაიხარჯა საკუთრივ პიარ აქციტივობისთვის და ეს საჭირო იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის კამპანიის ერთ-ერთი ეტაპის სოციალური ქსელის რაღაც თვისების შეძენისთვის. თანხებს რაც შეეხება, არიან თანამშრომლები, რომლებიც იღებენ ხელფასს. მთლიანი ოდენობა არის 12, თუმცა სტრუქტურულად აქ არიან გაერთიანებული ცხელი ხაზის თანამშრომლები, რომლებიც 27/7-ზე სატელეფონო ზარებს პასუხობენ და ასევე მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები. ჯამურად მათ, რა თქმა უნდა, ხელფასი სჭირდებათ, თუმცა მათი ხელფასი, სამწუხაროდ, 700 ლარს შეადგენს მხოლოდ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პიარის მიმართულებით დასაქმებულთა ანაზღაურებაში, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როცა თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს იმავე პროფილის თანამშრომლების შენახვა საქართველოს ბიუჯეტს, შესაბამისად, 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი და 3 მილიონ 600 ათას ლარამდე დაუჯდა.
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/saertashoriso-gamchvirvaloba-saqartvelos-nulebi-sheeshala-davit-sergeenko/40310
პია.ჯი- https://pia.ge/post/189740-jandacvis-ministri-ewvobs-rom-ti-is-nulebi-seesala
აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/102811-sergeenko-gamchvirvalobas-nulebi-sheeshala
---
03.03.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/257226/
TI: “ოცნების” ხელისუფლებამ პრესსამსახურების ხელფასებში 50 მილიონამდე დახარჯა
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა. საკვლევი პერიოდის განმავლობაში 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 49 მილიონ 75 ათას ლარზე მეტი 2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა. კვლევა ეყრდნობა 121 საჯარო უწყებიდან გამოგზავნილ ინფორმაციას. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ მათი საქმიანობისა თუ მიღწევების შესახებ მოსახლეობა სათანადოდა რ არის ინფორმირებული. მთავარ მიზეზად კი არასათანადო “პიარი” სახელდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაინტერესდა, თუ რა თანხას ხარჯავდა ხელისუფლება 2012-2017 წლებში ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებზე, რომელთა მთავარ ფუნქციას, სწორედ ხელისუფლების საქმიანობის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება და მასმედიასთან ურთიერთობა წარმოადგენს. გამოთხოვილი ინფორმაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 133 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რათა დაედგინა 2012-2017 წლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და ბიუჯეტიდან მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის შესახებ მონაცემები. სამწუხაროდ, 12-მა უწყებამ, მათ შორის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, შემოსავლების სამსახურმა და იუსტიციის სახლმა ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ეს ფაქტი გავლენას ახდენს კვლევის შედეგებზეც, რადგან ასეთ სტრუქტურებში პიარის კუთხით დახარჯული თანხა, სავარუდოდ, მაღალია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც აქტიურად ეწევა ხელისუფლების საქმიანობის რეკლამირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ და უცხოურენოვან საინფორმაციო ვებგვერდ agenda.ge-საც მართავს. ჩვენს ეჭვს ადასტურებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ 2016 წლის სექტემბერში გამოთხოვილი ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში 76 ადამიანი მუშაობდა (საშტატო/შტატგარეშე), დასაქმებულთა რაოდენობა იურიდიულ დეპარტამენტში მომუშავე ადამიანების ოდენობასაც 55%-ით აღემატება (იურიდიულ დეპარტამენტში დასაქმებულთა რაოდენობა 34 ადამიანია) და მთავრობის აპარატში არსებულ სტრუქტურულ დანაყოფებში სიდიდით მეორე ადგილზეა. წინამდებარე კვლევაში არ შედის ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების და მმართველი პარტიის მიერ შესყიდული ლობისტური მომსახურება საზღვარგარეთ. პრესსამსახურში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურება ჩვენ მიერ შესწავლილი მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა (საშტატო/შტატგარეშე) მზარდია, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზრდილია მათი ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხაც. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის მონაცემები დათვლილია მხოლოდ ოქტომბრის ჩათვლით, პრესამსახურის თანამრომლების ანაზღაურება 2012 წლის ჯამურ დანახარჯს მაინც ბევრად აჭარბებს. 2013-2017 წლებში, პრესსამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისა და მათი სახელფასო ანაზღაურების მხრივ შემდეგი სამინისტროები ლიდერობს: შინაგან საქმეთა, თავდაცვის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროები. პიარის მიმართულებით დასაქმებულთა ანაზღაურებაში, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა შსს-მ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როცა თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს იმავე პროფილის თანამშრომლების შენახვა საქართველოს ბიუჯეტს, შესაბამისად, 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი და 3 მილიონ 600 ათას ლარამდე დაუჯდა. აღსანიშნავია რომ, კვლევის ყველა კომპონენტში შესამჩნევი ზრდა 2016 წელს აღინიშნება, რაც შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებით იყოს გამოწვეული, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში გაიმართა და “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. ამ წელს პრესსამსახურის თანამშრომელთა საერთო რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი, 690 იყო, ხოლო მათ ხელფასებში დახარჯულმა თანხამ 12 მილიონ ლარს გადააჭარბა. წინამდებარე კვლევის საფუძველზე დგინდება, რომ 2012 წლის შემდეგ, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საჯარო უწყებებში მკვეთრად გაზრდილია, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მათი ანაზღაურების ხარჯები. ფაქტია, რომ მოქმედი ხელისუფლება ათობით მილიონ ლარს ხარჯავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის, რომელთა უმთავრესი ფუნქციაა მოსახლეობამდე მიიტანონ ხელისუფლების საქმიანობა და მისი შედეგები. შესაბამისად, თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი საქმიანობის სათანადოდ წარმოჩენას, მთავარი მიზეზი შესაძლოა არაკომპეტენტურობა იყოს, რაც ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეც მიანიშნებს.
ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/tanxa-romelsac-xelisufleba-pr-ze-xarjavs/17319/
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/198408
---
03.03.2018
პატარა ნიკოლოზი დაბადების დღიდან იბრძვის სიცოცხლისთვის, სუნთქვაც კი არ შეუძლია აპარატის გარეშე - ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება
ეს ნიკოლოზია, პატარა დაბადების დღიდან იბრძვის სიცოცხლისთვის, სრულფასოვანი და ლაღი მომავლისთვის, სამწუხაროდ დაბადებიდან პირველი წელი საავადმყოფოში გაატარა, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა ეს ერთი წელი, მისი დიაგნოზი დღითი დღე რთულდება და მატებს ტკივილებს, ცერებრალური დამბლა, საყლაპავი მილის შევიწროება, ბავშვი ვერ დადის, არ შეუძლია ჯდომა, ლაპარაკი, სუნთქვაც კი არ შეუძლია აპარატის გარეშე, ამას გარდა ნიკოლოზს ეტაპობრივად ემატება განსაცდელი, მის ოჯახს აღარც ძალა შეწევს და აღარც ფინანსური მხარე უწყობს ხელს, ყველაფერს მამის ავთვისებიანი სიმსივნე დაემატა და ისინი აღმოჩნდნენ გამოუვალ მდგომარეობაში.... მხოლოდ ხალხის და უფლის იმედად აგრძელებენ ბრძოლას, თუმცა ძალა აღარ აქვთ, სწორედ ამიტომ გთხოვთ გვერდში დგომას, სწორედ ამიტომ გაწუხებთ და მოგიწოდებთ გადავარჩინოთ სიცოცხლე. დახმარების მსურველებისთვის საჭირო ინფორმაცია: საქველმოქმედო ზარის ღირებულებაა 1ლარი, ნებისმიერი ოპერატორიდან: 0901701252 "ვაჩუქოთ მომავალი" ანგარიში Ge19TB7683636080100007 თიბისი ბანკი... GE98LB0115187040531000 ლიბერთი ბანკი GE06BG0000000174313000 საქ ბანკი(მულტი ანგარიში $'€'₾) საიდენტიფიკაციო ნომერი 429323412
---
02.03.2018
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/453-849-sotsialurad-dautsveli-piri-sotsialuri-programa-epekturad-ar-mushaobs
453 849 სოციალურად დაუცველი პირი _ ,,სოციალური პროგრამა ეფექტურად არ მუშაობს“
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში, ჯამურად, 453 849 სოციალურად დაუცველი პირი, ხოლო 131 500 სოციალურად დაუცველი ოჯახია. სააგენტოს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა ყველაზე მაღალი რაოდენობა, თებერვლის მონაცემებით, თბილისში დაფიქსირდა. ,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რა სახის დახმარებას უწევს სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახებს და კითხვით სოციალური მომსახურების სააგენტოს მივმართეთ. ,,თანხა გაიცემა ქულების მიხედვით. კერძოდ, ოჯახი, რომელსაც 30 ათას ქულამდე აქვს თითოეულ წევრზე დახმარების სახით იღებს 60 ლარს. 30 ათასიდან 57 ათას ქულამდე ქონის შემთხვევაში, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა 50 ლარი. ოჯახი, რომლის ქულა 57 ათასიდან 60 ათას ქულამდეა, თითოეულ წევრზე იღებს 40 ლარს, ხოლო 60 ათასიდან 65 ათასამდე ქულის მქონე ოჯახი _ თითო წევრზე 30 ლარს. გარდა მისა, ის ოჯახები, რომლებიც გვყავს ბაზაში და დამატებით ოჯახები, რომელთა ქულა 100 000-მდეა 10 ლარს მიიღებენ იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ერთ-ერთი წევრი ბავშვია. მაგალითად, თუ ოჯახი 50-ლარიან დახმარებას იღებს და დავუშვათ, ოჯახში ორი მშობელი და სამი ბავშვია 50 ლართან ერთად დამატებით აიღებს 10 ლარს. გარდა ამისა, არსებობს ძალიან კარგი საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ“, _ გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოში. არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცახდებს, რომ სოციალური პროგრამა, რომელიც სიღარიბის დაძლევისკენ არის მიმართული, არაეფექტურად ფუნქციონირებს. ,,სიღარიბე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სოციალური პროგრამა, რომელიც სიღარიბის დაძლევისკენ არის მიმართული, სამწუხაროდ, ეფექტურად არ მუშაობს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბავშვების მდგომარეობა. როგორც ცნობილია, ყოველი მეოთხე ბავშვი არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, რაც პირდაპირ მოქმედებს განათლების უფლების შეზღუდვაზე, ბავშვის განვითარების შეზღუდვაზე, ირღვევა მთელი რიგი სხვა უფლებები. სახელმწიფოს სიღარიბის ბრძოლასთან მიმართული პროგრამები არ არის მგრძნობიარე სხვადასხვა საჭიროების ჯგუფებისთვის, მაგალითად, ბავშვებისთვის.10-ლარიანი დანამატის შემოღება საკმარისი არ არის. სახელმწიფოს პოლიტიკა მაშინ იქნებოდა ეფექტური, თუ ის მოახდენდა პრევენციას. სანამ ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდება, მანამდე სჭირდება დახმარება. ის უნდა იყოს დასაქმებული, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა სხვადასხვა სოციალურ სფეროში, მათ შორის, საცხოვრისის უზრუნველყოფის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროებში ძალიან სუსტია. სწორედ სხვადასხვა სოციალური მიმართულებების სუსტ პოლიტიკას აქვს კავშირი სიღარიბის გაზრდილ რაოდენობასთან“, _ გვითხრა არგანაშვილმა
---
02.03.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/index.php?id=61356
დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა. მან ჯანდაცვის პირველი, მეორე და მესამე დონის 60-მდე წარმომადგენელს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში წითელას ინფექციის ეპიდემიასთან გამკლავების გზებზე გამახვილდა. მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ინფექციის პრევენციისა და შეკავების მიზნით, უკვე განხორციელებული ღონისძიებები და გაუმჯობესების გზები განიხილა. აქცენტი გაკეთდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც. ვირუსის სრულად აღმოსაფხვრელად, მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მისი პირველადი ჯანდაცვის დონეზე მიწოდების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. სხდომაზე ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი საპილოტე პროგრამა „აჭარა ტუბერკულოზის გარეშე“ წარადგინეს. მისი განხორციელება რეგიონში მიმდინარე წლის ივლისიდან იგეგმება. აჭარის სამედიცინო საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრაზე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამისა და მოქალაქის პორტალის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა და განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის შეფასება მოისმინა. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/481146-davith-sergeenko-atcaris-samedicino-sazogadoebas-shekhvda.html?ar=A
1ნიუს.ჯი- http://1news.ge/index.php?id=14108
ტივი25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=5795
---
02.03.2018
მედიასაშუალება: http://region.ge/2295-davith-sergeenkom-regionebshi-vizitis-farlebshi-atcaris-mthavrobis-administraciashi-samushao-shekhvedra-gamartha.html
დავით სერგეენკომ რეგიონებში ვიზიტის ფარლებში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რეგიონებში ვიზიტის ფარლებში აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. განხილული იქნა ასევე წითელას ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აჭარაში და გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებები, იმუნიზაციის საკითხი, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის „ტუბერკულოზისაგან თავისუფალი აჭარა“ - ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების მიმდინარეობა და შედეგები. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, აჭარაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს. “აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ამოცანა იყო უკეთესი სინქრონიზაცია და უკეთესი დაგეგმარება. ასევე ჩვენ გვქონდა საშუალება გვემსჯელა ზოგადად ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე. ძალიან მოხარული ვარ რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობისგან სრული აღქმა და სრული თანხმობა არის ერთიანი ლოგიკით წარიმართოს ეს სტრატეგია და მე მჯერა, რომ ეს ახალი შესაძლებლობები მოგვცემს ბევრად უკეთეს შედეგებს,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და ამ სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. “დღეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. განვიხილეთ მოქმედი პროექტები, მომავალი გეგმები. მნიშვნელოვანია სამედიცინო კუთხით ახალი პროექტების განხორციელება, სერვისების გაუმჯობესება. აჭარა ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები განვიხილეთ, რომლებიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება. მათ შორის, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. როგორც იცით, დასრულდა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი პროექტების დანერგვას და დარგის და წარმატებულ თანამშრომლობას“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დღესვე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს და წარმომადგენლებს შეხვდება.
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/zurab-pataradzem-davit-sergeenkostan-samushao-shekhvedra-gamarta/40230
---
02.03.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/119764/
მინისტრის კომენტარი თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობაზე
რატომ არ განიხილა ნოემბრიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ ჯანადაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს დაუსვა. თემურ გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გასულ წელს კურორტ გოდერძიზე მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სამი ექიმის [შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმი, ხათუნა გელაშვილი, შპს „უნიმედი აჭარას“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები: გიორგი კავთელაძე და მაია მამისაიშვილი] პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე მიმართა. „ყველაზე ცოტა, მინიმალური ვადა, რაც სჭირდება სამინისტროს შესწავლისთვის, არის თვე-ნახევარი. ყოფილა რთული შემთხვევები, როდესაც ამას დასჭირვებია ორი წელი ან მეტი. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ უკვე ფინალიზაციისკენ და ვფიქრობთ, რომ უკვე ძალიან მალე სრული სურათი გვეცოდინება,“ – გვიპასუხა დავით სერგეენკომ. მას ვუთხარით, რომ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა ამ შემთხვევაში უკვე არსებობს. დავით სერგეენკო: „სამედიცინო რეგულირების სააგენტო არის ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილი. როცა ჯანდაცვის მინისტრი გაძლევთ პასუხს, ის მოიცავს რეგულირების სააგენტოს ეტაპს. მათ სრულად შეისწავლეს საკითხი, რაც მოიცავდა სამედიცინო დოკუმენტაციის დეტალურ შესწავლას და ყველა იმ სამედიცინო პერსონალის, რომელიც მონაწილეობდა ამ პაციენტის მართვაში, დაწვრილებით გამოკითხვაში, ასევე ამ გამოკითხვის დაოქმებაში. ამის შემდეგი ეტაპია ის, რომ პროფესიული ასოციაციები განიხილავენ საკითხს ამ დოკუმენტაციის საფუძველზე და უკვე ვსხდებით ერთად პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ და გამოგვაქვს უკვე გადაწყვეტილება.“
---
02.03.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/index.php?id=61359
დავით სერგეენკო და ზაალ მიქელაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე წითელას ინფექციის შემაკავებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე პრეზენტაცია წარმოადგინა. აქცენტი გაკეთდა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ახალ საპილოტე პროგრამაზეც. მინისტრმა ყურადღება არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
---
02.03.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/119714/
ჯანდაცვის მინისტრის საყვედურები კლინიკებს და სოფლის ექიმის შეკითხვა მინისტრს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, დღეს, 2 მარტს, ბათუმში ექიმთა საზოგადოებასთან შეხვედრის დროს რამდენიმე საყვედური გააჟღერა. მინისტრმა კლინიკებს უსაყვედურა. მინისტრის თქმით, კერძო კლინიკების ნაწილი ცუდად ან არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას ბენეფიციარებს. „არის ინფორმაცია, რომ ხანდახან ითხოვენ თანხასაც ექიმები… არსებობს ასევე ხშირი პრეტენზია, რომ სამინისტროს სამი თვეა არ ჩამოურიცხავს ფული და რა ვქნათო. ყველა ამ შემთხვევაში, როცა თანხა არ არის ჩარიცხული, ეს უკავშირდება თქვენგან, ანუ კლინიკებიდან მიღებულ არასრულ ანგარიშს და ჩვენ მას ყოველთვის უკან ვაბრუნებთ დასაზუსტებლად,“ – თქვა დავით სერგეენკომ.ჯანდაცვის მინისტრმა კერძო სამედიცინო სექტორზე და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და საუკეთესო მაგალითად თურქეთი დაასახელა. კერძო ჰოსპიტლებზე საუბრის დროს მინისტრმა ჯარიმები ახსენა. დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო დავები კერძო კლინიკებთან დაახლოებით 10 მილიონ ლარზე აქვს. „დაჯარიმებულ კლინიკებთან ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ თანამშრომლობას,“- აღნიშნა მინისტრმა. სამედიცინო სექტორთან შეხვედრის დროს სულ ორი შეკითხვა დაისვა. ერთი შეკითხვა სოფლის ექიმმა დასვა, მან სოფლის ექიმებისთვის ფასიანი შვებულება ითხოვა. დავით სერგეენკომ განმარტა, რომ შვებულებით ის ისარგებლებს, ვისაც შეთავსებული არ აქვს სოფლის ექიმობა. ექიმს კიდევ სურდა რაღაცის თქმა, მაგრამ მინისტრმა მას მიანიშნა, რომ სხვა ექიმისთვის უნდა მოესმინა. მეორე შეკითხვა მინისტრს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე დაუსვეს. ექიმმა გიორგი დიასამიძემ იკითხა, ხომ არ მიღებულა რამე გადაწყვეტილება, ან საუბარი ხომ არ ყოფილა ამ საავადმყოფოს გასხვისების თაობაზე. „არათუ საუბარი ყოფილა, არამედ ვიყავი ამ ობიექტზე და მოვინახულე სამუშაოები…“ – თქვა მინისტრმა. დავით სერგეენკომ შეხვედრაზე თქვა, რომ მუშავდება განვითარების სტრატეგია უშუალოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით და მას უახლოეს პერიოდში გაეცნობა საზოგადოება. მინისტრმა ექიმებით სავსე დარბაზი ისე დატოვა, რომ არ დაინტერესებულა, ჰქონდა თუ არა დარბაზში ვინმეს სხვა შეკითხვა. რა საკითხთან დაკავშირებით მზადდება სტრატეგია და შესაძლოა თუ არა საავადმყოფოს ან მისი მართვის უფლება გასხვისდეს? – ამ კითხვის დასმა მინისტრისთვის „ბათუმელებს“ შეხვედრის შემდეგ სურდა, თუმცა სერგეენკომ შეკითხვა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე უპასუხოდ დატოვა.
---
02.03.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/481071-davith-sergeenko-imerethis-samedicino-sazogadoebas-shekhvda.html?ar=A
დავით სერგეენკო იმერეთის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმერეთში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორს და ქალაქების მერებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, ვაქცინაციის მნიშვნელობა და ინფექციური დაავადებების პრევენცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა და სიახლეები განიხილეს. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა საზოგადოებას პირველად წარუდგინა ე.წ. მოქალაქის პორტალი - citizen.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ჯანდაცვის პროგრამებითა და სერვისებით სარგებლობის შესახებ. პერსონალური მონაცემების დადასტურების შემდეგ მოქალაქე იგებს, რა სახის პაკეტით სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, კონკრეტული საჭიროების დროს როგორია დაფინანსება და ხარჯები, რომელ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებს სასურველ მომსახურებას და სხვა. ანალოგიურ შეხვედრებს ჯანდაცვის მინისტრი აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეშიც მართავს.
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/index.php?id=61325
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/jandacvis-ministri-imeretis-samedicino-sazogadoebas-shekhvda/
---
02.03.2018
დავით სერგეენკო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტატუსის მინიჭების და სოციალური დახმარების ინიციატივას დადებითად აფასებს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტატუსის მინიჭების და სოციალური დახმარების ინიციატივას დადებითად აფასებს. დავით სერგეენკო უმრავლესობის დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას ბათუმში გამოეხმაურა და განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო განხილვისა და კონსულტაციების შემდეგ მიიღება. "პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს და წინა მოწვევის კომიტეტსაც ყოველთვის წამყვანი პოზიციები ჰქონდათ დემოგრაფიის მხრივ გარკვეული პროექტების განხორციელებისას. მაშინ დემოგრაფიული ფონდიც კი ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ამ ინიციატივას, რა თქმა უნდა მისასალმებელია. ალბათ სამუშაო შეხვედრებიც იქნება, სადაც კონკრეტული პარამეტრები და საბიუჯეტო მობილიზაცია განისაზღვრება", - აცხადებს სერგეენკო. მრავალშვილიან ოჯახებს სტატუსი მიენიჭებათ და სოციალურ დახმარებას მიიღებენ. შესაბამისის პროექტის ავტორები არიან დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე. ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის საჭიროება. მისივე ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით (2014 - საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს.
---
02.03.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/119694/
ამირან გამყრელიძე: მოვუწოდებ 40 წლამდე ექიმებს, წითელაზე აიცრან
მოვუწოდებ განსაკუთრებით 40 წლამდე ექიმებს, აიცრან წითელაზე,”- განaცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, დღეს ბათუმში, ექიმებთან შეხვედრის დროს. ამირან გამყრელიძის თქმით, წითელას გავრცელება ამჯერად სამედიცინო მუშაკებიდან დაიწყო, რადგან „40 წლამდე ადამიანების დიდი ნაწილი და მათ შორის ექიმები, წითელაზე აცრილი არ არის”. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ ექიმებს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მათ შედარებით მყარი იმუნიტეტი აქვთ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ექიმებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ მედიკამენტი, რითაც კეთდება ვაქცინა წითელაზე, სანდოა და რეკომენდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. „გთხოვთ, მოგვეხმაროთ ამ საკითხში. ექიმთა საზოგადოება ამ პროცესში უნდა იყოს სამაგალითო, პირველ რიგში,”- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. დღევანდელ შეხვედრას ექიმთა საზოგადოებასთან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკოც ესწრება. შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.
---
02.03.2018
მედიასაშუალება: http://www.etaloni.ge/geo/main/index/6752
„ნუ დაუჯერებთ მას, ვინც იმუნიზაციის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, რბილად რომ ვთქვათ, ეს მავნებლობაა“ - ამირან გამყრელიძე
იმუნიზაცია ორგანიზმს ინფექციური დაავადების მიმართ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში ეხმარება. სხვადასხვა ვაქცინის სხეულში შეყვანით, ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერება ხდება, რაც ზოგიერთი საშიში დაავადების და მისი გართულებების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. როცა იმუნური ვაქცინები არ არსებობდა, მსოფლიოში მილიონობით ბავშვი და მოზარდი იღუპებოდა. მიუხედავად ამ დიდი მიღწევისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საკუთარი შვილების აცრას, რასაც ხშირად სავალალო შედეგი მოსდევს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამ მხრივ დაუმორჩილებელ მშობლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საკუთარი შვილები იმუნიზაციის პროგრამაში ჩართონ და მათ სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ. - ბატონო ამირან, მიუხედავად დიდი პროპაგანდისა, რაც იმუნიზაციას უკავშირდება, სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება მშობელთა მოსაზრებები, რომ ისინი თავიანთ შვილებს არ აცრიან და ამ მოსაზრებას იმუნიზაციის შესაძლო გართულებებით ხსნიან. - ჩემი თხოვნა იქნება საზოგადოებისადმი, ამ ტიპის პროპაგანდას არ აჰყვნენ. იმუნიზაციის მოწინააღმდეგე ადამიანები ყველა ქვეყანაში არიან და მსგავს მიკროპროპაგანდას, პერიოდულად, ყველგან აქვს ხოლმე ადგილი. საერთაშორისო და ისტორიული გამოცდილება კი ამბობს და აჩვენებს იმას, რომ კაცობრიობას აცრაზე და იმუნიზაციაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია და დამცავი, პრევენციული ეფექტი ინფექციური დაავადებების განვითარების საწინააღმდეგოდ, არ მოუგონია. ამ აცრებმა გადაარჩინა და ახლაც იცავს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. 1990 წელს მსოფლიოში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 15 მილიონი ბავშვი იღუპებოდა. დღეს კი ეს სიკვდილობა 5 მილიონამდეა ჩამოსული. ეს სტატისტიკა მხოლოდ და მხოლოდ აცრებმა და იმუნიზაციის გაუმჯობესებამ შეცვალა. 1990 წელს წითელათი მსოფლიოში ყოველწლიურად კვდებოდა 5 წლამდე ასაკის 500.000 ბავშვი. 2016 დაიღუპა მხოლოდ 80.000. რა თქმა უნდა, 80 000-იც ბევრია, მაგრამ შედარებაც არ არის წინა სტატისტიკასთან და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციის დამსახურებაა. იმუნიზაციის დამსახურებაა, რომ 1980 წლიდან მსოფლიოში აღარ არის ყვავილის დაავადება და მალე აღმოიფხვრება პოლიომიელიტი. 1989 წელს, მსოფლიოში პოლიომიელიტით კვდებოდა ან ინვალიდდებოდა 80.000 ადამიანი და დღეს ეს დაავადება მხოლოდ სამ ქვეყანაშია დარჩენილი და 60-მდეა დასული ფატალური შედეგი. ესეც იმუნიზაციის დამსახურებაა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ნუ დაუჯერებენ იმ მშობლებს, რომლებიც იმუნიზაციის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევიან, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, ეს მავნებლობაა და სხვა არაფერი. - ამ ანტიპროპაგანდასაც ალბათ თავისი საფუძველი აქვს, ამ ადამიანებს სმენიათ, რომ ამა თუ იმ ვაქცინამ ბავშვის ჯანმრთელობა დააზიანა. - არსებობს ცოცხალი ბაქტერიის და მკვდარი ვაქცინები. როგორც ნებისმიერ მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენა, ასევე, ნებისმიერმა აცრამ, ოღონდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება გარკვეული გართულება მოგვცეს - გაჩნდეს სიწითლე შეყვანის ადგილას, ქავილი, ტემპერატურამ აიწიოს ერთი-ორი დღის განმავლობაში და ა. შ. ეს გახლავთ ძალიან იშვიათი შემთხვევა. 1-2 მილიონი ბავშვიდან შეიძლება ერთის შემთხვევაში მოგვცეს სერიოზული გართულება. - ახლახან ერთი ბავშვი ჩუტყვავილას დიაგნოზით გარდაიცვალა. რა დაადგინეთ, აცრები ჰქონდა გაკეთებული? - ეს იყო ამ დაავადების ძალიან იშვიათი ფორმა. ჰემორაგიით მიმდინარე ჩუტყვავილა გახლდათ, რასაც აცრასთან კავშირი არ ჰქონდა. ჩუტყვავილაზე აცრა ჩვენს კალენდარში არ არის. ევროპული ქვეყნების უმრავლესობის კალენდარშიც, ჩუტყვავილის აცრა სავალდებულო არ გახლავთ. ჩუტყვავილა არის მსაუბუქი დაავადება, რომელსაც ძალიან ბევრი ბავშვი იტანს ადრეულ ასაკში და შემდეგ რჩებათ მყარი იმუნიტეტი ამ ინფექციის მიმართ, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება ის გართულდეს და ფატალურადაც დასრულდეს. - ბოლო პერიოდში მუსირებს ის აზრიც, რომ იმუნიზაცია აუტიზმს იწვევს. - ტყუილია! დიდი საერთაშორისო კვლევებით დამტკიცებულია, რომ აუტიზმს არავითარი კავშირი არ აქვს იმუნიზაციასთან. - ბატონო ამირან, ინფექციურ დაავადებებს - წითელას, წითურას, ქუნთრუშას და ა. შ. დღემდე ბატონებს რატომ უწოდებენ და ღვთის მოვლენილი რატომ ჰგონიათ? - ამ დაავადებების დროს ბავშვებს, როგორც ბატონებს, ისეთი მოვლა სჭირდებოდათ და სჭირდებათ. ამ დროს ბავშვს უნდა მოეფეროთ, სურვილებიც აუსრულოთ და ისიც შეასრულოთ, რასაც ექიმი გირჩევთ. ბავშვი მშვიდ მდგომარეობაში უნდა იყოს სახლში და არ უნდა გაუშვათ სკოლასა თუ ბაღში. - რა მდგომარეობაა ახლა ქვეყანაში. რა პროცენტი ამბობს უარს აცრებზე? - ყოველ წელს უმჯობესდება ქვეყანაში იმუნიზაციის მაჩვენებელი, თუმცა ახლა წითელას აფეთქებაა ქვეყანაში, განსაკუთრებით, აჭარაში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევაკავოთ ეს აფეთქება. სამწუხაროდ, 20-დან 40 წლის ასაკის მოსახლეობაში, დაახლოებით 8-დან 10%-მდე აუცრელია. ისინი არ აცრილან თავის დროზე. წითელა კი ის დაავადებაა, რომელიც ყველა აუცრელ ადამიანს მოძებნის. ბავშვებში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. დაახლოებით 95% აცრილია, მაგრამ მეორე აცრა მხოლოდ 85%-ს აქვს ჩატარებული. ახლა ვმუშაობთ, რომ ეს მაჩვენებელი 95%-ზე ავიდეს. - რა ემართებათ აუცრელ ადამიანებს? - გააჩნია დაავადებას. თუ ცოფიანი ძაღლი დაკბენს ადამიანს და ის არ აიცრება, ცოფი ვითარდება და 100%-ით სიკვდილი დგება. პოლიომიელიტის დროსაც ძალიან მაღალია სიკვდილიც და ინვალიდობაც. ასევე მაღალია სიკვდილობის ალბათობა დიფტერიის, ტეტანუსის დროსაც. ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, პრევენციული აცრა. წითელას 30% შემთხვევაში შეიძლება იყოს სხვადასხვა გართულება. წითელას სამი სხვადასხვა გართულება აქვს – შუა ყურის ანთება და ნევრიტი, რომელიც შეიძლება დასრულდეს სმენაჩლუნგობით. ხშირია გართულება პნევმონიით და იშვიათად რთულდება ენცეფალიტით, ანუ ტვინის ანთებით. ეს გართულებები რომ არ დაემართოთ, ამიტომ უნდა აიცრან ადამიანები. დაახლოებით 70-75%–ში წითელა სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, მაგრამ არის სიკვდილის შემთხვევებიც. შარშან, ევროპაში იყო წითელას 21.000 შემთხვევა და 35 დამთავრდა სიკვდილით. საქართველოში 2013-2014 წლებში გვქონდა წითელას ეპიდაფეთქება და მაშინ 11.000 ადამიანი დაავადდა. სამწუხაროდ, 4 შემთხვევა ფატალურად დამთავრდა. - ოთხივე მათგანი აუცრელი იყო? - დიახ. აუცრელობა წითელას განვითარებას იწვევს. შეიძლება ისე მოიხადოთ, რომ არანაირი გართულება არ მოჰყვეს, მაგრამ დაახლოებით 30%-ში დიდი გართულებებით მიმდინარეობს.
---
02.03.2018
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო GMP ინსპექტორის პოზიციაზე კანდიდატების შერჩევას იწყებს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო GMP ინსპექტორის პოზიციაზე კანდიდატების შერჩევას იწყებს. პროექტის მიზანია, ქვეყანაში წამლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერება. სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კონკურსის შესახებ განცხადება რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა ჯიქიამ გააკეთა. „საქართველოში იგეგმება GMP სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია და მის გარეშე წარმოუდგენელია მედიკამენტების წარმოება. სტრატეგიული გეგმა სტანდარტის დანერგვაზე შემოთავაზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და პირველ ეტაპზე განსაზღვრულია ნაციონალური ინსპექტორების ჩამოყალიბება. ამ მიზნით სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს კადრების შერჩევა. შეირჩევა 8 კანდიდატი. ისინი მომზადებას გაივლიან საზღვარგარეთ. მომზადება იქნება 3 ეტაპიანი. საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული, რასაც უზრუნველყოფს სამინისტრო. მათ ექნებათ კვალიფიკაციის მიხედვით ადეკვატური ანაზღაურება, რომელიც ქმნის საკმარის საფუძველს, რომ არ მოხდეს მათი კერძო სექტორში გადაბირება“, - განაცხადა თეა ჯიქიამ. ინფორმაცია შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განთავსებულია ვებ გვერდზე - WWW.JOBS.GE. ყველა დაინტერესებულ პირს, რომლის კვალიფიკაციაც შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლია მიმართოს განცხადებებითა და თანდართული დოკუმენტებით არაუგვიანეს 10 მარტისა. „საუბარია ძალიან მაღალი დონის ინსპექტორის ვაკანსიაზე. კრიტერიუმებზე სამუშაო ჯგუფი უკვე შევთანხმდით. საკმაოდ ბევრი მოთხოვნაა, რადგან ადამიანები, რომლებიც ამ პოზიციას დაიკავებენ უნდა იყვნენ პროფესიონალები. კრიტერიუმები მალე იქნება საჯარო და დაინტერესებულ პირებს ექნებათ კონკურსში მონაწილეობის საშუალება“, - განაცხადა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა. სამინისტროს ინფორმაციით, ინსპექტორებად მოღვაწეობის პროცესში, კადრების კვალიფიკაციის შენარჩუნების და ამაღლების მიზნით, ასევე გათვალისწინებული იქნება, უწყვეტი გადამზადების პროცესი, ხოლო მათი უშუალო საქმიანობის სფერო უზრუნველყოფს არანაკლებ მნიშვნელოვან ასპექტს - გამცდილების შეძენას, რაც ზოგადად დასაქმების ბაზარზე უპრეცედენტო მოთხოვნას შექმნის მსგავს კადრებზე, და მათი კერძო სექტორში გადინების პრევენცია უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მოტივირებით.
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=61324
---
02.03.2018
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/kritika-misaghebia-sheidzleba-sachirots-magram-jer-kargad-gaetsnit-shinaarsobriv-mkhares
,,კრიტიკა მისაღებია, შეიძლება საჭიროც, მაგრამ ჯერ კარგად გაეცანით შინაარსობრივ მხარეს“
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ ინიცირებულმა კანონპროექტმა, რომლის ავტორები პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ქილიკის საგანი გახდა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდიის დაფინანსება, რომელიც ოთხშვილიან ოჯახზე 20-ლარიანი პაკეტის გაცემას გულისხმობს, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე დამატებით ბიუჯეტიდან 10-10 ლარს მიიღებს (ამ შემთხვევაშიც საუბარია ელექტროენერგიის სუბსიდიაზე ანუ დაფინანსებაზე). იმისთვის, რომ საზოგადოებამ ზუსტად გაიგოს, რა სახის კანონპროექტზე ვსაუბრობთ და, ზოგადად, რა ძირითად მიმართულებებს აერთიანებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, თავად კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი ხუნდაძეს ვესაუბრეთ. ,,ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ბოლო ოთხი წელია დემოგრაფიულ პოლიტიკას ახორციელებს და ამ მიმართულებით არა ერთი ინიციატივაა გახორციელებული. შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მშობიარობის დაფინანსების პროგრამას, ასევე, ორსულთათვის წამლის უზრუნველყოფის პროგრამას და ასევე, მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამას, რომელიც ამოქმედებულია, რაც ყოველთვიურად ბარში 150-ლარიან დანამატსა და მთაში 200-ლარიანი დანამატის გაცემას გულისხმობს. საუბარია ყოველთვიურ დაფინანსებაზე, რომელიც გაიცემა იმ დრომდე, სანამ ბავშვი 2 წლის არ გახდება. ახლა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ პარლამენტში შემოვიტანეთ კანონპროექტი და მინდა, სწორად გაიგოთ, რა არის ამ ინიციატივის მიზანი. ამ დრომდე მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი არ არსებობდა, 2006 წელს სტატუსი წინა ხელისუფლებამ გააუქმა. ჩვენ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, ეს სტატუსი აღვადგინეთ და მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ექნება ოჯახს, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ოთხი ან მეტი შვილი. კანონპროექტის მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან განისაზღვროს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის და ასევე, შემუშავდეს მრავალშვილიანი ოჯახების მხარდამჭერი პროგრამები. კანონის შემუშავების მთავარი მიზანია, სამიზნე ჯგუფი გახდეს მრავალშვილიანი ოჯახი და აკუმულირება მოხდეს სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის. ხაზი მინდა გავუსვა, ერთ-ერთი და არა ერთადერთი პროგრამა არის ის, რაც ჩვენ გავაჟღერეთ. მაგალითისთვის, ისეთი ტიპის ოჯახებზე, რომლებსაც სახელმწიფო გაუწევს დახმარებას ანუ მოახდენს ელექტროენერგიის სუბსიდირებას. წელიწადში გაიცემა 240 ლარი და ყოველ მომდევნო ბავშვზე ამ თანხას დაემატება 120 ლარი. აქ საუბარია 300 000 სარეიტინგო ქულით შეფასებული ოჯახებზე, ანუ ის ოჯახებიც კი, რომლებიც საშუალო კატეგორიის განკუთვნებიან დაფინანსდებიან ამ პროგრამით. ეს არის ერთ-ერთი იმ პროგრამათა შორის, რაც ამ მიმართულებით იქნება გახორციელებული. ეს საკანონმდებლო ინიციატივა იქმნება იმისთვის, რომ მოხდეს პროგრამების გააქტიუერება და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მდგომარეობის შემსუბუქება. ჩვენ ვმუშაობთ, რათა მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვების განათლებაზე ვიზრუნოთ, სპორტულ აქტივობებში ჩავრთოთ. ეს არის იმ საკანონმდებლო ინიციატივის ჩანაწერი, რომლის სტატუსის მინიჭების წესს 2018 წლის 1 ივნისამდე მთავრობა შეიმუშავებს და მრავალშვილიანი მშობლის, ოჯახების მხარდაჭერას მოხდენს სხვადასხვა პროგრამებით“, _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან“ ხუნდაძემ. დიმიტრი ხუნდაძე თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, კარგად გაეცნონ ამა თუ იმ კანონპროექტის ინიციატივასა და შემდეგ შეაფასონ მისი შინაარსობრივი მხარე. ,,საზოგადოება ზოგჯერ ჯერ აფასებს და შემდეგ კითხულობს იმას, რასაც აფასებს და აკრიტიკებს. ეს არის ძალიან აუცილებელი და კარგი ინიციატივა და მისი ჭარბი და ზედმეტი კრიტიკა, ვფიქრობ, არ არის სწორი. პარლამენტში დაგეგმილი გვაქვს შევხვდეთ არასამთავრობო სექტორს და თავად მრავალშვილიან ოჯახებს. თხოვნა მექნება საზოგადოებასთან, კრიტიკა მისაღებია, შეიძლება საჭიროც, მაგრამ, სანამ შეურაცხყოფას მიაყენებენ ამა თუ იმ პიროვნებასა და ინიციატივებს, ჯერ კარგად გაეცნონ შინაარსობრივ მხარეს“, _ გვითხრა დიმიტრი ხუნდაძემ
---
02.03.2018
მედიასაშუალება: http://droni.ge/?m=3&AID=38114
საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს წელსაც შეუერთდა
28 თებერვალს, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის მხარდაჭერით შეხვედრა გაიმართა. ექიმი პულმონოლოგებმა და პაციენტთა ასოციაციის წევრებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის მიმართულებით დღეს არსებულ პრობლემებზე: „შემოგვიერთდით, რათა გავხადოთ იშვიათი დაავადებების ხმა მისაწვდომი და ყურადსაღები“ ღონისძიების მიზანს, საზოგადოების იშვიათი დაავადებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა წარმოადგენდა, რათა დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტიკა და შემდგომ მისი სწორი მართვა. საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავდა დიაგნოსტირების გაუმჯობესებასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. იშვიათად მიიჩნევა დაავადება, რომელიც ვლინდება ყოველ 2000 მოსახლეზე 1-ზე ნაკლებ ინდივიდში. დღეისათვის 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადებაა გამოვლენილი 60 მილიონზე მეტ ადამიანში ევროპასა და აშშ-ში. ამ დაავადებათა მცირე გავრცელებულობის გამო, სამედიცინო ცოდნა და გამოცდილებაც, ასევე, მცირეა და ეს პაციენტები რჩებიან მიუსაფრებად ჯანდაცვის სისტემაში დიაგნოსტირების, მკურნალობისა და კვლევების სარგებლის კუთხით. “ცნობილია, რომ იშვიათად მიიჩნევა დაავადება, რომელიც ვლინდება ყოველ 2000 მოსახლეზე 1-ზე ნაკლებ ინდივიდში. დღეისათვის 10 ათასამდე სხვადასხვა იშვიათი დაავადებაა გამოვლენილი 60 მილიონზე მეტ ადამიანში ევროპასა და აშშ-ში. ამ დაავადებათა მცირე გავრცელებულობის გამო, სამედიცინო ცოდნა და გამოცდილებაც, ასევე, მცირეა და ეს პაციენტები რჩებიან მიუსაფრებად ჯანდაცვის სისტემაში დიაგნოსტირების, მკურნალობისა და კვლევების სარგებლის კუთხით,“ - ითქვა შეხვედრაზე. “დღეს არის იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, გაიდლაინები, მათი გამოვლენა და სტატისტიკაც კი ჩამოყალიბებულია საქართველოში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროულ გამოვლენას, პირველ და მეორე სტადიაზე გამოვლენისას დაავადების გართულების პროცესი ჩერდება და განკურნების ფაქტორი არის ძალიან მაღალი, მაშინ როცა მესამე და მეოტხე სტადიის შემთხვევა დაგვიანებულია. დანიშნული პრეპარატის მოქმედებაც კარგავს თავის აქტუალობას,“- აღნიშნა საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კახა ვაჭარაძემ. საქართველოში, უკვე არსებობს გარკვეული გამოცდილება იშვიათი დაავადებების მხრივ. ზოგიერთი მათგანის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ უკვე ფინანსდება. 2016 წელი გამოცხადდა ფილტვის იდიოპათიური ფიბროზით (ფიფ) დაავადებულ პაციენტთა წლად და არა ერთი ნაბიჯიც გადაიდგა ასეთი პაციენტების მხარდასაჭერად. 2017 წელსაც იშვითი დაავადებებიდან პრიორიტეტულად რჩება ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი. „თებერვლის ბოლო დღეს, მსოფლიო ყოველწლიურად აღნიშნავს იშვიათი დაავადებების საერთაშორისო დღეს, რათა კიდევ ერთხელ გაამახვილონ ყურადღება იშვიათი დაავადებების შესახებ. გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდის ხელშეყობითა და ინიციატივით ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.წელს, ამ ღონისძიებაში გვერდში დაგვიდგა „ევექსის“ კორპორაცია. მოგეხსენებათ იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები და მოზრდილები მთელ მსოფლიში მოითხიოვენ ყურადღებას, რადგან მათ შორის მაღალია ინვალიდობის ხარისხი და დაბალია ამ პაციენტებისთვის სრულფასოვანი მკურნალობა. ჩვენ ვცდილობთ პაციენტებს შევუქმნათ პირობები, გაუმჯობესდეს მათი დიაგნოსტიკა, დავეხაროთ პაციენტებს, რათა სახელმწიფოსგან მიიღიონ დაფინანსება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის საქართველოში მიმდინარეობს რამდენიმე სკრინინგი ახალშობილებში, რაც იშვიათი დაავადების დროულად გამოვლინებაში ეხმარება სამედიცინო საზოგადოებას. ჩვენი ვალია დავამყაროთ კონტაქტი და ვეთანამშროლოთ, როგორც სახელმწიფოს, ასევე ჯანდაცვის ორგანიზაციის სტრუქტურებს, რათა კიდევ უკეთ მოხდეს იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში. ეს არის ჩვენი ორგანიზაციის პირდაპირი მოვალეობა და განხორციელებაში გვეხმარება ევექსის სამედიცინო კორპორაცია,“ - აღნიშნავს ი.ციციშვილის სახელობის ბავშთა ახალი კლინიკის სამედიცინო გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, გენეტიკოსი ლალი მარგველაშვილი. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ იშვიათი დაავადებების რიცხვი საქართველოში მატულობს და მათი ჩამონათვალი 10 000-ს აღწევს, რომელთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა საკმაოდ ძვირია. იმ პაცინეტებზე ზრუნვას, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათეულია, ხშირშემთხვევაში სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს. ამასთან, ირკვევა რომ ფართოვდება იმ იშვიათი დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს. მათ შორისაა ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი, რომლის სამკურნალო მედიკამენტის ყიდვას, ფასის გამო, პაციენტების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს. დღეს ცნობილი ხდება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ნაწილობრივ დაფინანსებას გაიღებს, თუმცა დაავადებულები ხარჯების სრულად ანაზღაურებას ითხოვენ. „საქართველო უკვე მრავალი წელია აღნიშნავს ამ დღეს, უერთდება ასეთ საერთაშორისო მოვლენას. საბედნიეროდ 21-ე საუკუნეში გაჩნდა იმის შესაძლებლობა,რომ მოვიპოვოთ უფრო მეტი ინფორმაცია იშვიათი დაავადებების შესახებ, ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, რათა მათი ცხოვრება გახდეს უფრო უკეთესი, შეძლონ ინტერგრირება საზოგადოებაში და ასევე დავეხმაროთ ასეთ პაციენტებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. მნიშვნელოვანია, რომ მათ მიაღწიონ უკეთეს შედეგებს ჯანმრთელობის მდგომაორების გაუმჯობესების კუთხით და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრირებას,“ - განმარტავს გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის წარმომადგენელი ანა ბოქოლიშვილი. იშვიათ დაავადებათა დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ დაავადების მიმართ ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და იმ სიმძიმეებისა და სირთულეების წარმოჩინება, რომლებიც ამ დაავადების შედეგად ვლინდება პაციენტებსა და მათზე მზრუნველ პირებში. ამ ღონისძიების მიზანიც ხომ ზემოთხსენებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრის გზების ძიებას ემსახურება.საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს წელსაც უერთდება.
---
02.03.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=139863&lang_id=ge
ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ნეიროვასკულარული ფორუმი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს
პირველად ამიერკავკასიის მასშტაბით, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ნეიროვასკულარული ფორუმი თემაზე "თავის ტვინის ანევრიზმებისა და რტერიო-ვენოზური მალფორმაციების ენდოვასკულური მკურნალობა" მიმდინარეობს. სასწავლო კურსი 2-3 მარტს გაიმართება და მას ლატვიიდან და რუსეთიდან მოწვეული ექსპერტები დაესწრებიან, რომლებიც ტვინის ანევრიზმის ენდოვასკულარული კურნალობის შესაძლებლობებზე მოხსენებებს წაიკითხავენ. 2 დღიანი ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი საჩვენებელი ოპერაციის ჩატარება. 2 მარტს დამსწრე ნეიროქირურგებს საშუალება ექნებათ ონლაინ ადევნონ თვალყური, უახლესი ტექნოლოგიებითა და მიდგომებით მიმდინარე ქირურგიულ ჩარევას- არტერიო ვენოზური მალფორმაციის ემბოლიზაციას PHIL™ Liquid Embolic - ის გამოყენებით, ხოლო 3 მარტს შესრულდება საჩვენებელი ოპერაცია „ანევრიზმის ემბოლიზაცია“. სასწავლო კურსის ფარგლებში მიმდინარე ურთულეს ნეიროქირურგიული ოპერაციებს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი მირზა ხინიკაძე ჩაატარებს. ფორუმში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ნეიროქირურგს შეეძლება. საქართველოში ნეიროვასკულარული ფორუმის ორგანიზატორები არიან: მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კომპანია ენდოვასკულარული ნეიროქირურგიის იმართულებით - მაიკროვეშენი-ტერუმო (Microvention-terumo) და სამედიცინო კორპორაცია ევექსი - ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელი საქართველოში. მას შემდეგ რაც გააქტიურდა საუბრები, რომ უფრო მეტად უნდა იყოს დაცული დასაქმებულის უფლებები, დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორს შრომის უსაფრთხოების აუთსორსინგს სთავაზობს. ამ თემაზე ისაუბრა რადიო „კომერსანტის“ ეთერში დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცი-პრეზიდენტმა.
---
02.03.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/384181
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი სამშენებლო რეგულაციებს აფასებს
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი მიშა კორძახია თვლის, რომ შრომის ინსპექტორის თანამდებობის შემოღება და გაზრდილი საჯარიმო სანქციები შრომის უსაფრთხოების პრობლემას ვერ მოაგვარებს. შესაბამისი განცხადება კორძახიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, საკითხი მხოლოდ საჯარიმო პრიზმაში არ უნდა იყოს განხილული. „სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე სამართლებრივ არეალში, არსებობს ამ სფეროს მარეგულირებელი აქტები და მარეგულირებელი ორგანოები, რომელთაც ხელეწიფებათ აღკვეთონ და პრევენცია მოახდინონ მსგავსი ფაქტების. იმისი ილუზია, რომ დამატებითი ორგანო რაიმეს რადიკალურად შეცვლის, ნამდვილად არ გვაქვს და არც უნდა გვქონდეს – ინსპექციას ვგულისხმობ. ინსპექციის შექმნა, ვითარებას რომ არ გამოასწორებს, ამას დაადასტურებს ის რეალობაც, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დადგება. სხვა ორგანოები დიდი ხანია არსებობენ და მათ უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. მე ვფიქრობ, რომ აღსრულებაშია პრობლემა და თუ კი რაიმე სამართლებრივი პრობლემაც იყო, ეს მცირე ცვლილებებით შეიძლებოდა მოგვარებულიყო, რათა აღსრულება ეფექტური გამხდარიყო“, – განაცხადა მიშა კორძახიამ.
---
ბეჭდვითი მედია
05.03.2018
მედიასაშუალება: ალია
სკანდალი - როგორ ცხოვრობენ სინამდვილეში ვიდეოსიუჟეტში აღწერილი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები და და ვის სჭირდება ეს აფიორა?
---
05.03.2018
მედიასაშუალება: ალია
ძალიან მალე "ქართული ოცნების" მორიგი ჩაფლავების მომსწრეები გავხდებით
გასულ კვირას "ქართული ოცნების" მორიგი გასხივოსნების შესახებ შევიტყვეთ, რომლის მოკლე შინაარსი ასეთია: სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა მოხდება, რისი საშუალებითაც ეს ოჯახები სოციალურ დახმარებას მიიღებენ. "მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ოთხი ბავშვი ჰყავს, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე – დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით, (2014 – საყოველთაო აღწერის შედეგები) 12 369 შინამეურნეობაა, სადაც ოთხი და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. შესაბამისად, სარგებლის სახით, ჯამური ფინანსური შედეგი წლიურად, დაახლოებით 3 489 000 ლარი იქნება”, – განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ. ყველაფერი რომ ცხადია და ვაი, რომ ისევ საშინელ უაზრობას აპირებს "ქართული ოცნება"! რატომ, ჩემო ბატონო და მე რომ მკითხოთ, სახელმწიფო არ უნდა ხარჯავდეს თანხებს მხოლოდ იმისთვის, რომ რომელიმე სოციალური ფენის ან რეგიონის წარმომადგენელს, ჯგუფს აამოს. მაგალითად, ავიღოთ ყურძნის სუბსიდირება, საყოველთაო უფასო განათლებაზე ათასნაირი პოპულისტური ინიციატივით გამოხტომა და ასე შემდეგ. აი, რაც შეეხება მრავალშვილიანობას, აქ კი ნამდვილად ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ეს არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, სადაც ბევრი ფული უნდა დახარჯოს ნორმალურმა სახელმწიფომ.
---
03.03.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და არა ჩავარდნა!
პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა არა ჩავარდნა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის საპასუხოდ განაცხადა. „აკაკის თავისებური სიტყვათა წყობა აქვს, როგორ გამოხატოს ჯანდაცვაში ესა თუ ის გამოწვევა. მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი - ჯანდაცვის სპეციალისტი ვარ და ვიტყვი, რომ პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა არა ჩავარდნა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
---