From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-05.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 05.04.2018 08:26
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 05.04.2018

ტელევიზია

05.04.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 10:00

6 გარდაცვლილი და 3 დაშავებული - ტრაგედია ტყიბულში. აფეთქება მინდელის შახტში გამთენიას 04:00 საათზე მოხდა. პირველადი ინფრომაციით, უბედური შემთხვევა სავარაუდოდ სამთო დართტყმამ გამოიწვია, ჰაერის ტალღა კი უბნის გვირაბებში გავრცელდა. უსაფრთხოების სისიტემაზე მომუშავე სპეციალისტები ადგილზე არიან და უფრო კონკრეტულად ცდილობენ დაადგინონ რა გახდა ასეთი ტრაგედიის მიზეზი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5147247

იმედი - ქრონიკა 11:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5147518

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 11:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5147475

რუსთავი 2 - კურიერი 09:00 - http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5147042

ტვ პირველი - საქმიანი დილა-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5147230

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5147195

---

 

05.04.2018

არხი: იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 09:00

ექიმებზე თავდასხმის გავრცელებული ფაქტები. ბოლო ასეთი შემთხვევა რუსთავში მოხდა, ექიმებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანა დააზიანეს. სააგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში მკაცრ რეაგირებაზე და მსგავსი ფაქტების პრევენციაზე საუბრობენ

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5147157

---

 

05.04.2018

არხი: მაესტრო  

გადაცემა: ახალი ამბები 10:00

მრავალშვილიანი მშობლების სტატუსის განსაზღვრა და სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ოჯახების მხარდაჭერა იქნება

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5147370

---

 

05.04.2018

არხი: ტვ პირველი  

გადაცემა: საქმიანი დილა

12 აპრილს, კონფერენცია “შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა - ახალი რეალობა და გამოწვევები” იმართება, რომლის ფარგლებშიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით დაინტერესებული მხარეები ჩაერთვებიან მსჯელობაში. მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს ომბუდსმენი და კონკრეტული ბიზნეს სუბიექტები, რომელზეც სამსჯელო თემა ქვეყანაში არსებული ის გამოწვევები იქნება რომელიც ახალი კანონპროექტის დამტკიცებას მოჰყვება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5147329

---

 

04.04.2018

არხი:  რუსთავი 2  

გადაცემა:  კურიერი 21:00

სამდღიანი პროტესტის შემდეგ, ბათუმის პორტმა მუშაობა განაახლა. გაფიცული პერსონალი და ყაზახური მენეჯმენტი ქალაქის მთავარი სატრანსპორტო არტერიის ფუნქციონირების დროებით აღდგენაზე შეთანხმდნენ. მაგრამ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. პორტში გასვლისკენ შეკრებილებს მოშიმშილეებმა მოუწოდეს, თუმცა თავად შიმშილობას არ წყვეტენ და დირექტორის გადადგომას მოთხოვნით საპროტესტო აქციას აგრძელებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5146769

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5146788

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5146475

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5146337

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5146069

I არხი - მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5145939

--- 

 

04.04.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარების მოლოდინში. ქალი, რომელიც 4 შვილიშვილს და ავადმყოფ მეუღლეს უვლის, სოფლის რწმუნებულს ადანაშაულებს. ოჯახს სოციალური პროგრამით სარგებლობა სურს, მაგრამ როგორც სოციალურად დაუცველი ქალი ამბობს, მას ხელს უშლიან. ბრალდებებს რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში უარყოფენ. აღნიშნულ ფაქტს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5144600

---

 

 

ინტერნეტი

05.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/saministro-mindelis-shaxtashi-dashavebulebis-mdgomareoba-stabilurad-mdzimea/18237

სამინისტრო: მინდელის შახტაში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მეშახტიდან, ორი მათგანი გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში.  უწყების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.   „ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა, უტარდებათ კვლევები. მესამე დაშავებული ზედა კიდურის დაზიანებით მკურნალობას ტყიბულის კლინიკაში აგრძელებს. ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი“,- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.  ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/regioni/486807-mindelis-shakhtashi-dashavebuli-3-adamianidan-oris-janmrthelobis-mdgomareoba-stabilurad-mdzimea-mesames-zeda-kiduris-dazianeba-aqvs.html

ექსპრესნიუს.ჯი- http://www.epn.ge/?id=63333

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/35603/jandatsvis-saministro-dashavebultagan-2-meshakhtis-mdgomareoba-stabilurad-mdzimea

---

 

05.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/486799-shromis-inspeqtirebis-samsakhuris-tsarmomadgenlebi-mindelis-shakhtashi-momkhdari-ubeduri-shemthkhvevis-shesastsavlad-gaemgzavrnen.html

შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესასწავლად გაემგზავრნენ

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესასწავლად უკვე გაემგზავრნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს. ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა, 04:00 საათზე მოხდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი ადამიანი, სამი კი - დაშავებული. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ტყიბულიდან იტყობინება, შემთხვევის ადგილზე მეშახტეების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.

---

 

05.04.2018

მედიასაშუალება: http://imtavroba.ge/new/10240-mtavrobis-administraciia-mindelis-sakhelobis-shakhtshi-tsinastsari-informaciit-samto-dartyma-mokhda

მთავრობის ადმინისტრაციია: მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით "სამთო დარტყმა" მოხდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ტყიბულის შახტაში ჭერის ჩამოშლის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალებასა და 3 ადამიანის დაშავებაზე განცხადებას ავრცელებს.  "ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში. მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მაღაროში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად, მუშაობენ შემთხვევის ადგილიდან ცხედრების ამოსაყვანად. ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში გაემგზავრა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი. შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფები. პრემიერ-მინისტრი მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ტყიბულში განვითარებული მოვლენების შესახებ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო", - ნათქვამია განცხადბაში.

---

 

05.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/486806-tyibulis-shakhtashi-momkhdar-faqtze-gamodzieba-samtho-samsheneblo-samushaoebis-tsarmoebisas-usafrthkhoebis-tsesebis-darghvevis-mukhlith-daitsyo-rac-5-tslamde-patimrobas-ithvalistsinebs.html

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სამთო, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. „მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მყოფი მუშების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

05.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/486801-tsinastsari-informaciith-mindelis-shakhtashi-6-adamiani-daighupa-3-dashavda.html

წინასწარი ინფორმაციით, მინდელის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა, 3 - დაშავდა

მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავებულია - 3, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირის წევრმა, მინდელის შახტის ტრანსპორტის უბნის უფროსის თანაშემწემ გიგა ისაკაძემ განუცხადა. მისი თქმით, ის მაღაროსთან იმყოფება, სადაც მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და მაშველების ჯგუფი და ელოდებიან გარდაცვლილების შახტიდან ამოყვანას. „როგორც გვეუბნებიან და გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, 6 გარდაცვლილია, 2 მძიმედ არის დაშავებული, ხოლო ერთი - მსუბუქად. შემთხვევა გვიან ღამით, 04:00 საათზე მოხდა“, - განაცხადა გაგა ისაკაძემ. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სამი დაშავებული ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

---

 

05.04.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=169543-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D,%20%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94%E1%83%94 ,

წელს, სამ თვეში, საქართველოში სამუშაო ადგილებზე 18 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოში სამუშაო ადგილებზე გასულ წელსა და მიმდინარე წლის განმავლობაში 59 ადამიანი გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, ჯამში დაშავებულთა რაოდენობამ აღნიშნულ პერიოდში 78 შეადგინა. ხოლო, 2018 წლის გასულ სამ თვეში, სამუშაო ადგილებზე 18 ადამიანი გარდაიცვალა და 12 დაშავდა. 2017 წელს კი, 41 დაიღუპა, ხოლო 66 მძიმედ დაშავდა.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/486838-profkavshirebi-2017-tsels-shakhtebsa-da-magharoebshi-41-kholo-2018-tsels-18-adamiani-gardaicvala.html

---

 

05.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/486839-saqnakhshiri-miukhedavad-kompanis-dzaliskhmevisa-zedmitsevnith-shesruldes-shromis-usafrthkhoebis-normebi-am-konkretul-shemthkhvevashi-tragediis-thavidan-acileba-ver-mokherkhda.html

„საქნახშირი“ - მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა, ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა

კომპანია „საქნახშირი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დაღუპული მეშახტეების ოჯახებს, - ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „საქნახშირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  „საქნახშირის“ განცხადებით, მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, რადგან, სავარაუდოდ, ადგილი ქონდა ტექნოგენურ კატასტროფას. „საქნახშირი“ მზადყოფნას გამოთქვამს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს. „2018 წლის 5 აპრილს დახლოებით 03:50 საათზე დასავლეთ მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში +300 ჰორიზონტზე, სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა - გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება. წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბებში გავრცელდა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ტრავმული დაზიანება მიიღო სამმა თანამშრომელმა, ხოლო 6 თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.  კომპანია „საქნახშირი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დაღუპული მეშახტეების ოჯახებს. დაშავებული მეშახტეებიდან ორი ამჟამად გადაყვანილია ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მესამე მეშახტე იმყოფება ტყიბულის საავადმყოფოში, სადაც მათ უტარდებათ ყველა აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევა და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.  მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, რადგან, სავარაუდოდ, ადგილი ქონდა ტექნოგენურ კატასტროფას, რამაც გამოიწვია სავალალო შედეგი.  შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რომელიც დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს. თავის მხრივ, „საქნახშირი“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო“, - აღნიშნულია „საქნახშირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  ტყიბულში, მინდელის შახტაში 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

ექსპრესნიუს.ჯი- http://www.epn.ge/?id=63348

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/35602/saqnakhshiri-gantskhadebas-avrtselebs

---

 

04.04.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/ukontrolo-seleqciuri-abortebi-demografiuli-ufskrulis-safrtkhe/

უკონტროლო სელექციური აბორტები – დემოგრაფიული უფსკრულის საფრთხე

საკმაოდ დიდი ხანია, რაც დემოგრაფიულ პრობლემებზე მსჯელობა მიმდინარეობს. მრავალი კვლევა თუ მეცნიერული დასკვნა წინასწარმეტყველებს ქართველი ერის საგრძნობლად შემცირების საშიშროებას. მწვავედ დგას აბორტების პრობლემაც, რომელმაც ჩვენი პოპულაციის შემცირების და დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო პრობლემაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რომელიც საქართველოში დემოგრაფიულ ვითარებას ეხება, ბიჭის ყოლის სურვილის გამო 1990- 2015 წლებში საქართველოში 31 446 გოგონა არ დაიბადა. ეს მონაცემები იმ სელექციური აბორტის შედეგებს წარმოადგენს, რომელსაც ამ პერიოდში საგრძნობლად ხშირად მიმართავდნენ.2016 წელს შობადობის რიცხვმა კაცებში – 28 887 შეადგინა, ხოლო ქალებში – 27 682. გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში” აღნიშნულია, რომ სქესთა შორის ბუნებრივ პროპორციად მიჩნეულია, გადანაწილება 100 გოგონაზე 105 ბიჭი. საქართველოში 2008–2012 წლის მონაცემებით ეს პროპორცია 100 გოგონაზე 112 ბიჭის თანაფარდობით გამოიხატება. დაბადებისას სქესთა თანაფარდობის მაჩვენებელი ადასტურებს, რომ საქართველოში სქესის პრენატალური შერჩევა ხდება. გამოკვლევის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში 46% უპირატესობას ვაჟს მიანიჭებდა,45%-სთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს 9% კი გოგონას ისურვებდა. გენდერული სელექციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 2008 წელს დაფიქსირდა (127.7), ხოლო 2009 წელს კი ყველაზე ცოტა (104.5). სქესთა მეორეული თანაფარდობა საქართველოში (2002-2014 წწ) 2017 წელს საქართველოში ბუნებრივი მატება, წინა წელთან შედარებით, 5,6 პროცენტით შემცირდა.ასევე 2017 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 53 293-ია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე დაიბადა 107.9 ბიჭი. მიუხედავად ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით რამდენიმე წინ გადადგმული ნაბიჯისა, სამწუხაროდ, გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გაეროს მოსახლეობის ფონდის შეფასებით, აღნიშნული პრობლემა საქართველოში საგანგაშოა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე სელექციური აბორტის თემას ეხება. ტერმინი “გენდერული სელექცია”, იგივე “სელექციური აბორტი” ბავშვის სქესის გამო ორსულობის შეწყვეტას და ნაყოფის მოცილებას გულისხმობს, რაც, ძირითადად, სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებშია ფართოდ გავრცელებული. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ემბრიონული ნაყოფის სელექციური აბორტის შემთხვევები ხშირია, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოსაც მოიხსენებს და აღნიშნავს, რომ ასეთი დისკრიმინაციული პრაქტიკა საზოგადოებაში ქალის როლის არასასურველ სტატუსს უკავშირდება. საქართველოში სელექციურ აბორტებს ძირითადად შემდეგი მიზეზები განაპირობებს: საზოგადოებაში ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება, რაც ნიშნავს იმას, რომ აბორტი მიიჩნევა შობადობის კონტროლის ძირითად მეთოდად და ბიჭი-შვილი უფრო “ფასეულია” მშობლისათვის 90-იანი წლებიდან მოყოლებული შობადობის კლება, რაც გამოწვეულია ქვეყანაში არებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონით, რაც არ აძლევს ოჯახებს საშუალებას იყოლიონ რამდენიმე ბავშვი და შესაბამისად მშობლები არჩევანს მამრობით სქესზე აკეთებენ რეპროდუქციულ ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობა, რაც იძლევა ორსულობის ადრეულ სტადიაში ნაყოფის სქესის დადგენის საშუალებას და სწორედ ამის შემდეგ ხორციელდება შერჩევითი აბორტები არასასურველი სქესის ნაყოფის მოშორების მიზნით. სწორედ ზემოთ აღნიშნული სტატისტიკის გამო 2017 წლიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ინიციატივას, რომ 12 კვირის განმავლობაში, როდესაც ქალს შეუძლია ნებაყოფლობით გაიკეთოს აბორტი აიკრძალოს ნაყოფის სქესის გამხელა. სწორედ ამ პოზიციას იზიარებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. “მნიშვნელოვანია, სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით, ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. საქართველოს კანონმდებლობით აბორტი ლეგალურია. “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 140-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, 12 კვირამდე ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელია ორსულის სურვილის მიხედვით.12 კვირის შემდეგ ორსულობა შეიძლება შეწყდეს სპეციალური სოციალური და სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაში. სამედიცინო ჩვენებით აბორტის გაკეთება ნებადართულია ორსულობის 22-ე კვირამდე. აბორტის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლის შესაბამისად, უკანონო აბორტი აკრძალულია და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ სანქციებს. სამედიცინო ექსპერტის, თენგიზ ვერულავას აზრით, აბორტი მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისთვის, სელექციური აბორტი კი დისკრიმინაციული აქტი, რომელიც არაერთ დემოგრაფიულ პრობლემას იწვევს. ,,ჩემი აზრით, აბორტის თემა კვლავ აქტუალურია და დემოგრაფიული პრობლემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს. სელექციური აბორტი თავისთავად დისკრიმინაციული მოვლენაა, რომელიც არც მორალურ არც ჰუმანურ და არც ეთიკურ ასპექტებში არ ჯდება.ვფიქრობ, რომ ბუნებას არ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ. სელექციურად ჩანასახის შერჩევა ნამდვილად დანაშაულია და ეს ფაქტი სხვადასხვა დემოგრაფიულ პრობლემებსაც იწვევს საზოგადოებაში, რადგან მამაკაცებისა და ქალების თანაფარდობა ირღვევა’’, – განაცხადა თენგიზ ვერულავამ. სელექციურ აბორტს მართლაც მნიშვნელოვანი დემოგრაფიული, სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების მოტანა შეუძლია. ბუნებრივია, რომ პრობლემა, რომელიც დღეს კვლავ აქტუალური რჩება, საზოგადოების მხრიდან მუდმივ ყურადღებასა და ძალისხმევას საჭიროებს, რადგან იგი პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე დემოგრაფიულ პროცესებთან. სელექციური აბორტების თავიდან აცილებისა და ვითარების გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების სათანადო ძალისხმევა. ფაქტია, რომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად კვლავაც მრავალმხრივი და ინტენსიური მუშაობის ჩატარებაა საჭირო, რაც უპირველეს ყოვლისა ოჯახებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ღირებულებებისა და დამოკიდებულების შეცვლასა და პირველ რიგში იმის გააზრებას გულისხმობს, რომ გოგოცა და ბიჭიც თანაბრად ფასეულია. თენგიზ ვერულავას აზრით, საქართველოში აღნიშნული პრობლემის გადაჭრა დამოკიდებულია განათლების დონის ზრდასა და სტერეოტიპების დაძლევაზე. ,,ვფიქრობ, ყველაზე უკეთ აბორტების პრობლემას განათლება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოაგვარებს. ადამიანებმა უნდა გადააფასონ ღირებულებები და შეეცადონ დაძლიონ ის სტერეოტიპები, რომლებიც ხშირად საფუძვლად უდევს სელექციურ აბორტს. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არაა აქტუალური, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც კი ხშირად ვაწყდებით მსგავს ფაქტებს. ვფიქრობ, ეს პრობლემა უფრო ზოგადსაკაცობრიო ხასიათს ატარებს, რაც ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მაგალითად ადრე როდესაც ბავშვის სქესის გაგება შეუძლებელი იყო, რა თქმა უნდა, არ გვქონდა საქმე სელექციურ აბორტებთან დღეს კი ასეთ ფაქტებს ხშირად ვაწყდებით. ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი ინიციატივაა ის, რომ მშობლებს არ ჰქონდეთ ბავშვის სქესის გაგების უფლება ორსულობის იმ ვადებში როდესაც შეუძლიათ აბორტის გაკეთება

---

 

04.04.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/saqartveloshi-ukidures-sigharibeshi-43000-mcirewlovani-da-4099-chvili-ckhovrobs/

საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 43000 მცირეწლოვანი და 4099 ჩვილი ცხოვრობს

წლებია გადაუჭრელ საკითხთა შორისაა ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე. ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა და განსაზღვრული მომსახურების მიღების პროცესი ჭიანურდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ამ პროგრამების ეფექტიანობას. განსაკუთრებით საყურადღებოა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა. სახალხო დამცველის რიგი რეკომენდაციების მიუხედავად, არასაკმარისად ეფექტურია ამ მიმართულებით პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებული რეაგირება. არსებითად არც სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა შეცვლილა. მრავალი წელია სახელმწიფო გამოწვევების წინაშეა ოჯახში, სამზრუნველო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებლის მხრივ. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სკოლებს არა აქვთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა. ამასთან, არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები. სკოლებში მოსწავლეთა ძალადობისგან დაცვის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი კანონმდებლობის, ამასთან, ამ სფეროში მოქმედი შიდა მექანიზმების არსებითი გაძლიერება საქართველოში 150 186 ბავშვი არასათანადო პირობებში ცხოვრებს, ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ და მათი ოჯახები სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებენ. ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში წერია. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მცირეწლოვანებს შორის 43 ათას ბავშვი 1-დან 5-მდე წლამდე ასაკის არის, ხოლო 4099 ჩვილია. ანგარიშში წერია, რომ “ბავშვთა ცხოვრების არასათანადო დონე კვლავ უმთავრესი პრობლემაა. 2017 წელს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო პირობების გამო გაიყვანეს”. სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველებს რამდენიმე ჯგუფად ყოფს. ყველაზე გაჭირვებული ოჯახები არიან: თუ არ აქვთ სახლი, იხდიან ქირას, თუ ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს შემოსავალი, ხეხილი, მიწის ნაკვეთი და ა.შ. საუბარია 30 000 სარეიტინგო ქულაზე, რომლის მინიჭების შემთხვევაში, ოჯახის თითოეული წევრი 60 ლარი ერიცხება. 60 000-დან 65 000 ქულამდე – 30 ლარია გათვალისწინებული. დამატებით ბავშვზე 10 ლარიანი დახმარება გაიცემა, რომელიც „UNICEF” რეკომენდაციით ჩაიდო. დანამატი ყველა ოჯახს ენიშნება, რომელთა სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 65 000-დან 100 00 ჩათვლით. ანგარიშში ასევე წერია: ”749 საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვნების საცხოვრებელი პირობები ხშირად საფრთხის შემცველია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სახელმწიფოს ნაბიჯები კი დაგვიანებული და უშედეგოა”. სახალხო დამცველმა საზოგადოებას დღეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2017 წლის ანგარიშის მთავარი საკითხები გააცნო. 347-გვერდიან დოკუმენტში, ნინო ლომჯარია გასულ წელს, სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიმართ შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებზე ლაპარაკობს

---

 

04.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/gsk-chveni-medikamentebi-da-vaqcinebi-qartul-bazarze-rcheba/18204

GSK: ჩვენი მედიკამენტები და ვაქცინები ქართულ ბაზარზე რჩება

ბრიტანულმა გიგანტურმა ფარმაცევტულმა კომპანიაგლაქსოსმიტკლაინმა (GlaxoSmithkline) 2017 წლის მეორე კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კომპანია განვითარებადი ბაზრების მართვის "სრულ ფინანსურ ანგარიშგებულობასთან ინტეგრირებული ოპერირების მოდელით გაგრძელების შესახებ გააკეთა განცხადება". კომპანიის სათაო ოფისის განცხადებით, ცვლილებების მიზანი მათი მედიკამენტებისა და ვაქცინების პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. "2018 წლის 14 მარტს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, GSK წყვეტს მარკეტინგულ და სარეკლამო საქმიანობას ჯანდაცვის სპეციალისტებთან და საქართველოში ოპერირებას გააგრძელებს დისტრიბუტორების მეშვეობით. ჩვენ არ ვტოვებთ საქართველოს ბაზარს, არამედ ვცვლით ფარმაცევტული ბიზნესის ოპერირების მოდელს. ეს ცვლილება არ მოახდენს გავლენას ჩვენი მედიკამენტებისა და ვაქცინების ხელმისაწვდომობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დისტრიბუტორებთან, სამთავრობო უწყებებთან და UNICEF/GAVI-სთან, რათა ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს პაციენტებისთვის საქართველოში", - ექსკლუზიურად აცნობეს BM.GE - ს GSK-ს სათაო ოფისიდან.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

05.04.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

"გასტროენტეროლოგიური სკანდალის" ფონზე ჯანდაცვის სამინისტრო განზე დგას და ოფიციალურ მიმართვას ელოდება

გერმანიაში მოღვაწე ექიმი ირაკლი შოშიაშვილი თბილისში მდებარე კეკუას კლინიკას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და პოტენციურ პაციენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საქმე ეხება ულტრასონოგრაფიული მეთოდის გამოყენებას. კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ მეტად კომფორტული მეთოდით შესაძლებელია პაციენტის კუჭ-ნაწლავის გამოკვლევა, აღიარებენ, რომ ულტრასონოგრაფიული კვლევა ღრუ ორგანოებზე ეფექტურია მხოლოდ სპეციალური მეთოდიკის გამოყენებით, ამასთანავე ამატებენ, რომ ზოგ პაციენტზე ენდისკოპიის გამოყენება შეუძლებელია. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას ახდენენ მხოლოდ იმ შემთხვევში, როდესაც მათთან ოფიციალური განაცხადი შედის, აღნიშნულზე კი მათთვის არავის მიუმართავს. გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ვიდეომიმართვაც ჩაწერა. იგი აცხადებს, რომ არ შეიძლება ექიმი იყოს მატყუარა, არაკომპეტენტური და არასწორი დასმული დიაგნოზით ავადმყოფს სხეულის დაზიანება მიაყენოს. კეკუას კლინიკა "ფეისბუკ" გვერდზე ავრცელებს რეკლამას, რომ ისინი ენდოსკოპიის ალტერნატიულ კვლევას აკეთებენ თანამედროვე მეთოდით, ულტრაბგერით, რომელიც 2011 წელს საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს. კითხვა აქედან დამებადა, რადგან მე არსად მსენია და ძებნის შედეგადაც ვერსად ვნახე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გასტროენტეროლოგთა ასოციაციას მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული ჰქონოდა. ეს არის აბსურდი, რადგან ენდოსკოპიური კვლევის უტრაბგერით შეცვლა შეუძლებელია. ეს ორი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. ვერც ერთი კარგი ენდოსკოპისტი ვერ დაინახავს ღრუ ორგანოებში - კუჭში, ნაწლავებში - იმ ცვლილებებს, რასაც ენდოსკოპიით დაინახავს. შეიძლება გარკვეულ სტადიებზე დავინახოთ რაღაც, მაგრამ ამას ისევ ენდოსკოპია მოჰყვება. ეს ყველაფერი ნიშნავს პაციენტების მოტყუებას", - აცხადებს ირაკლი შოშიაშვილი. მისი თქმით, აქ რამდენიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე: "პირველი, პაცეტების მოტყუება; მეორე, არაკომპეტენტურობა და მესამე, რაც ყველაზე მთავარია, პაციენტის სხეულის დაზიანება. იმიტომ, რომ როდესაც ექიმი პაციენტს არასწორად დაუსვამს დიაგნოზს, ამას მოჰყვება სხეულის დაზიანება. ექიმი ულტრაბგერით ვერ დაინახავს, მაგალითად, სიმსივნეს საწყის სტადიაში. მეოთხე სტადიაში შეიძლება დავინახოთ, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებულია, რაც სხეულის დაზიანებას ნიშნავს", - აცხადებს ირაკლი შოშიაშვილი. ექიმის თქმით, როდესაც კლინიკა დეზინფორმაციას ავრცელებს და რეკლამას იკეთებს ისეთი გამონათქვამებით, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება, აუციელებლია, ყველამ ხმა ამოიღოს. "მე ამ კლინიკის არანაირი ინტერესი არ მაქვს, საქართველოში არ ვმოღვაწეობ და არც უახლოეს მომავალში ვგეგმავ. შესაბამისად, არავის ჩაძირვა არ მინდა. მე უბრალოდ პაციენტებზე ვზრუნავ, რადგან შეიძლება, ხვალ ჩემი ნებისმიერი ნათესავი ან სულაც თქვენ მოხვდეთ ამ პროპაგანდისა და ამ დამნაშავეების ხელში. შეიძლება ამას აკეთებს სხვა ბევრი კლინიკაც და ასეთ ფაქტზე არა მხოლოდ ჩემმა კოლეგებმა, არამედ ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა", - აცხადებს ირაკლი შოშიაშვილი. კეკუას კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ დაუზუსტებელი ინფორმაციის გარცელების გამო კლინიკას მიაყენეს მორალური, მატერიალური და ზნეობრივი ზარალი. "პიროვნებამ, რომელმაც დაუზუსტებელი ინფორმაცია გადაიღო და გაავრცელა, მოაწყო "კიბერ ბულინგი" კლინიკა "ულტრაბგერაზე". მან ცილი დაგვწამა და შეურაცხყოფა მიაყენა მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილების მქონე ექიმებს. რა თქმა უნდა, ენდოსკოპიურ კვლევას არ ანაცვლებს ულტრასონოგრაფიული კვლევა. ულტრასონოგრაფიული კვლევა ღრუ ორგანოებზე ნაკლებად ეფექტურია, თუ ექიმმა არ გამოიყენა კვლევის განსხვავებული მეთოდი, კერძოდ, ღრუ ორგანოების შევსება სითხით ან კონტრასტული ნივთიერებით. არსებობენ პაციენტები, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ უტარდებათ ენდოსკოპიური გამოკვლევა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ულტრასონოგრაფია ენდოსკოპიური კვლევის ალტერნატივად, თუმცა ენდოსკოპიური და კოლონოსკოპიური კვლევებისთვის ანატომიურად მიუწვდომელი არეები არსებობს, სადაც ულტრასონოგრაფიულ კვლევას, რენტგენსა და ტომოგრაფიას სხვა ალტერნატივა არ აქვს. "კუჭის ულტრასონოგრაფიული კვლევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია მედიცინაში. ეს მეტად კომფორტული მეთოდია პაციენტის კუჭ-ნაწლავის გამოკვლევისთვის. ულტრაბგერითი კვლევის მეთოდი გვაძლევს საშუალებას, გამოვიკვლიოთ: კუჭის კარი, კუჭის სხეული, თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვი, ანტრალური ნაწილი და ნაწლავი. "ულტრაბგერითი კვლევა, პირველ რიგში, გვიჩვენებს ორგანოების ზოგად მდგომარეობას, ესე იგი გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ დაავადება დროზე ადრე და დავიწყოთ მკურნალობა. გამოკვლევა იძლევა სხვადასხვა პათოლოგიის გამოვლენის საშუალებას, ისეთების, როგორებიცაა: ლიმფური კვანძების ცვლილება, პოლიპები, სიმსივნის არსებობის ეჭვი, ეროზია, ვენების გაფართოება და ცვლილება, ვარიკოზი, უცხო სხეულები, თიაქარი, ორგანოს კედლების შესქელება და შეთხელება, გასტრიტის, ლორწოვანის დაზიანება, ანთება და წყლული, თორმეტგოჯა, ანტრალური ნაწილის შევიწროება, ცარცინომა", - აცხადებენ კლინიკაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, დავით კოდუას კლინიკის გასტროენტეროლოგ-ენდოსკოპისტი მონიკა შეროზია გერმანიაში მოღვაწე ექიმ ირაკლი შოშიაშვილის პოზიციას იზიარებს. "პირველად სამი წლის წინ მოხვდა ჩემთან პაციენტი, რომელსაც ესაჭიროებოდა ენდოსკოპიური კვლევა, კერძოდ - გასტროსკოპია. მან მოისმინა ყველა ჩემი რეკომენდაცია და ირონიანარევი ტონით მიპასუხა, თქვენ კიდევ აყლაპებთ შლანგს? ეტყობა არ იცით ახალი მეთოდის შესახებო და მომაწოდა ულტრაბგერითი კვლევით დადგენილი დიაგნოზი, სადაც აღწერილი იყო კუჭის პოლიპოზიდან დაწყებული, მსხვილი ნაწლავის დივერტიკულიტითა და ე.წ. ბუასილით დამთავრებული. ჩემი აღშფოთების შემდგომ პაციენტმა თავად მთხოვა გამერკვია, ჰქონდა თუ არა პოლიპოზი. ჩაუტარდა ენდოსკოპიური კვლევა, სადაც დიაგნოსტირებული იყო თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. ეს კონკრეტული პაციენტი იყო უმწეო, დევნილი სამაჩაბლოდან, რომელსაც ტყუილსა და "კომფორტულ, არაჩასაყლაპ" კვლევაში 150 ლარი გადაახდევინეს. "სამწუხაროდ, სამი წლის შემდგომაც არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ მომრავლდნენ ექოსკოპისტები, რომლებიც ატყუებენ პაციენტებს, რომ ღრუ ორგანოებს ხედავენ ყოველგვარი ენდოსკოპიური კვლევის გარეშე. ამ ე.წ. "ექოსკოპისტებს" მოვუწოდებ, შეწყვიტონ პაციენტების მოტყუება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აუცილებლად პრობლემად ექცევათ," - აცხადებს შეროზია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, იმისთვის, რომ ფაქტის მოკვლევა დაიწყოს, უწყებისთვის ოფიციალური მიმართვაა საჭირო. "ჯანდაცვის სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს იმ შემთხვევში, როდესაც ოფიციალური განცხადება შემოდის უწყებაში. ეს განცხადება შეიძლება შემოვიდეს როგორც მოქალაქეების, ისე სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას სცილდება სოციალური ქსელით ან სხვადასხვა სახით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოკვლევის ჩატარება, რადგან შეიძლება, ეს ინფორმაცია არ იყოს ვალიდური ან გადამოწმებული. ასეთ დროს ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი მანდატი მოქმედების საშუალებას არ აძლევს", - აცხადებენ სამინისტროში. კითხვაზე, იმ შემთხვევაშიც, თუ სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია პოტენციური პაციენტების სიცოცხლეს შეეხება? - უწყებაში პასუხობენ, რომ ოფიცალური მიმართვა აუცილებელი პირობაა. "ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენთან განაცხადი არ შემოსულა, შესაბამისად, როგორც კი იქნება მომართვა, საქმის შესწავლა დაიწყება," - აცხადებენ სამინისტროში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5146931&name=05.04.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---