მედიამონიტორინგი 05.05.2017
ტელევიზია
05.05.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყაზახ კოლეგას შეხვდა. ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. დელეგაციის წევრები საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ, მიიღეს ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4434685
რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4434515
---
05.05.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიების ცნობით, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, თან ძირითადად, არასრულწლოვნებზე. დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4434647
---
05.05.2017
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
საქართველო დაბერების გზაზეა, დიდი საფრთხე, რომ სამომავლოდ ბიუჯეტს პენსიონერების ფინანსური უზრუნველყოფა გაუჭირდეს. სპციალისტების სტატისტიკაზე დაყრდნობით ერის დაბერებაზე საუბრობენ. გაეროს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, თუ ქვეყნის საერთო მოსახლეობის 7% 65 წელს არის გადაცილებული, ითვლება, რომ ამ ქვეყანაშ დემოგრაფიული დაბერებაა. საქართველოში ჯერ კიდევ 2014 წელს მოსახლეობის 14% 65 წელს გადაცილებული იყო.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4434622
---
0 4.05.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
მემორანდუმი გაფორმდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის. დოკუმენტი ისეთ სფეროებში ითვალისწინებს თანამშრომლობას, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პერსონალის განვითარება, ტექნიკური დახმარება და გაცვლითი ვიზიტები.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4433505
I არხი -მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4433777
---
0 4.05.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. კერძო კლინიკაში 21 განყოფილება 210 პაციენზეა გათვლილი. ცენტრი აღჭურვილი იქნება უახლესი სამედიცინო აპარატურით და ფუნქციური ავეჯით. ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შშმპ-თათვის. მშენებლობაში 30 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4433532
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4432784
ერთსულოვნება - სიახლენი 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4434123
---
0 4.05.2017
არხი: მაესტრო
გადაცემა: კონტაქტი რვაზე
როგორ ხდება მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭება, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს იზრუნოს მათ სოციალურ დაცვაზე? მესამე სექტორში საკანონმდებლო ხარვეზებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სტატუსის მიმღებ პირთა წრე ვიწროა. მოქმედი კანონმდებლობით სტატუსს მშობელი იმ შემთხვევაში იღებს, თუკი ბავშვის დაბადების მოწმობაში ერთ-ერთი მშობლის გრაფა ცარიელია. ამ შემთხვევაში სტატუსის მიღმას რჩებიან ქვრივები და ის მშობლები, რომლებიც მარტო ზრდიან შვილებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4434067
---
0 4.05.2017
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 19:00
ცხოვრება ღია ცსი ქვეშ უკვე ხუთი დღეა რაც დედა შვილი იმ სახლის კიბის ქვეშ ცხოვრობს, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. 75 წლის ქალის პენსია ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. მისი ქალიშვილი კი უკვე 11 წელია ეტლს არის მიჯაჭვული. ისინი დახმარებას სახელმწიფოს თხოვენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4433952
---
0 4.05.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
როგორ ხდება საქართველოში საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვება? ექიმები, დარგის ექსპერტები და პროფესორები სასერტიფიკაციო გამოცდების არასწორ სისტემაზე საუბრობენ. 52 საექიმო მიმართულების ტესტ-კითხვარი, რომელიც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე პასუხებთან ერთად მოიპოვება, უკვე 5 წელია სრულად არ განახლებულა და მასში ხარვეზები ფიქსირდება. კერძოდ, როგორც ირკვევა, საიტზე განთავსებულ ბაზაში ზოგიერთ ტესტზე პასუხი შეცდომითაა მითითებული და გამოცდაზე გამსვლელს მისი დაზეპირება უწევს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4433858
---
0 4.05.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
პარლამენტმა მესამე მოსმენით შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ პროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები მიიღო.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4433856
---
0 4.05.2017
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები წელს 95 პროგრამის განხორციელებას გეგმავს. მოკლევადიან პროგრამებში ჩართვის მსურველები სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. პროგრამით სარგებლობა ნებისმიერ მოქლაქეს და ბინადრობის უფლების მქონე პირს შეუძლია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4433053
---
0 4.05.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 14:00
როგორი უნდა იყოს საკვები სკოლაში. ამ თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია მარინა დარახველიძე(მესამე ბლოკი)
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4432606
---
ინტერნეტი
05.05.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/430934-fsiqotropuli-afthiaqebis-18-khelmdzghvaneli-siskhlis-samarthlis-pasukhisgebashi-misces.html
ფსიქოტროპული აფთიაქების 18 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 36 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის, არასრულწლოვან პირებზე, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდნენ. „გამოძიების მიმდინარეობისას დადგენილ იქნა, რომ ხსენებული 36 აფთიაქის მიერ 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით (3 წლის განმავლობაში) პერიოდში, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე, რეალიზებულ იქნა 14 590 866 ერთეული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული-ფსიქოტროპული მედიკამენტი, რითაც აფთიაქის ხელმძღვანელმა პირებმა უკანონოდ მიიღეს ჯამში, 15 011 488 ლარის ოდენობის შემოსავალი“, - ნათქვამია განცხადებაში. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
---
05.05.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/430953-davith-sergeenko-yazakh-kolegas-shekhvda.html
დავით სერგეენკო ყაზახ კოლეგას შეხვდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყაზახ კოლეგას, ელჟან ბირტანოვს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს. მათი ცნობით, ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. „დელეგაციის წევრები საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. მათ მიიღეს ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმისა და კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის ფორმატის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-ყაზახეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებიც განიხილეს“, - აღნიშნულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/70841-jandacvis-ministri-yazakh-kolegas-shekhvda
ჯანდაცვა.ჯი- http://jandacva.ge/shekhvedra-gaimarta-yazakhetis-respublikis-delegaciastan/
---
05.05.2017
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/70850-movakhdinot-shshm-pirta-integracia-mokhaliseobis-gzitakhali-proeqti-dzevris-pansionatis-beneficiarebistvis
"მოვახდინოთ შშმ პირთა ინტეგრაცია მოხალისეობის გზით"-ახალი პროექტი ძევრის პანსიონატის ბენეფიციარებისთვის
სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს შშმ პირთა/ბავშვთა პანსიონატები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას, სოციალურ რეაბილიტაციასა და სამედიცინო მომსახურებას. ასევე, პანსიონატები ახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებში ბენეფიციართა ჩართვასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, ბენეფიციართა გართობისა და დასვენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას, რაც ბენეფიციართა პოტენციალის გამოვლენას და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარებას უწყობს ხელს. როგორც დამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდან იუწყებიან, ამ მიზანს ემსახურება ფონდისა და ორგანიზაცია ჰელფინგ ჰენდის ერთობლივი პროექტი „მოვახდინოთ შშმ პირთა ინტეგრაცია მოხალისეობის გზით“, რომელიც ძევრის შშმპ პანსიონატის ბენეფიციართათვის, მოხალისეობის აქტიური ჩართულობით სოციალურ, ფსიქო-ემოციურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის პრეზენტაცია 4 მაისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტეის გამგეობაში შედგა. სახელმწიფო ფონდის და ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ წარმომადგენლები რაიონის გამგებელს, ასევე ზესტაფონის ახალგაზრდულის საკრებულოს წევრებს შეხვდნენ, რომელთა აქტიური ჩართულობით განხორციელდება სხვადასხვა შინაარსის მქონე ვიზიტები.
---
04.05.2017
ჯანდაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს, შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პერსონალის განვითარება - ჯანდაცვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების განვითარება, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ლაბორატორიული მეცნიერებების განხრით; საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ეფექტურობის გაძლიერება, ახალი და ხელმეორედ აღმოცენებადი დაავადებების, ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისა და ქრონიკული დაავადებების პრევენცია, გამოვლენა და მათზე რეაგირება; აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს კონსულტაციებსა და ტექნიკურ დახმარებას, გაცვლით ვიზიტებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პერსონალის მომზადებას, ახალი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებისა და რეაგენტების გადაცემას საქართველოსთვის და ასევე ფინანსურ მხარდაჭერას ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების საშუალებით.
---
04.05.2017
პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, გასაშვილებელ ბავშვსა და მშვილებელს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა 49 წლით განისაზღვრა
პარლამენტმა მესამე მოსმენით ”შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ პროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები მიიღო. საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში ახალ რეგულაციებს ამკვიდრებს. პროექტის ავტორები პარლამენტის წევრები მირიან წიკლაური და დიმიტრი ხუნდაძე არიან. პროექტით შემოღებულია ასაკობრივი ცენზი - კანონპროექტის მიხედვით, მაქსიმალური სხვაობა გასაშვილებელ ბავშვსა და მშვილებელს შორის 49 წელია. არის ნასამართლობასთან დაკავშირებული შეზღუდვები - გარკვეული მუხლებით ნასამართლევ ადამიანებს, თუნდაც მათ მოხსნილი ჰქონდეთ ნასამართლობა, ბავშვის შვილად აყვანის უფლება არ ექნებათ. ამასთან, საქართველოში შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ სავალდებულო იქნება სპეციალური მოსამზადებელი კურსის გავლა, რაც მიზნად ისახავს შვილად აყვანის მსურველ პირთა მიერ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას. სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი გაიცემა.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/191422/
ეთანიუს.ჯი- http://www.etanews.ge/geo/main/index/46953
---
04.05.2017
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ, უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. - ამის შესახებ "ოლმედიას" სამთავრობო სტრრუქტურებთან დაახლოებულმა წყარომ შეატყობინა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. წყაროს თქმით, ვალერი კვარაცხელიას თანამდებობიდან წასვლა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტს რომან ფიფიასა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს შორის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებულ გაუხმაურებელ დავას უკავშირდება. იმის გამო, რომ ვალერი კვარაცხელია და რომან ფიფია მძახლები არიან (ვალერი კვარაცხელიას ქალიშვილი რომან ფიფიას რძალია), ბიძინა ივანიშვილმა არ ისურვა, რომ კვარაცხელია სახელმწიფო სტრუქტურაში დარჩენილიყო. თანამდებობიდან ვალერი კვარაცხელიას წასლამ, შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას წალენჯიხის გამგებელს ბესო ფარცვანიასაც, რომელიც ვალერი კვარაცხელიას დისშვილია. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ბეჟან ფარცვანია, რომელიც ნეგატიურ ასპექტში ფიგურირებს "ფოტოგრაფების საქმეში", ასევე, ვალერი კვარაცხელიას დისშვილი და წალენჯიხის გამგებლის ძმაა. ოფიციალურად, ვალერი კვარაცხელიას არ გადააყენებენ, რომ დაპირისპირება დამალონ. სავარაუდოდ, ის თვითონ გადადგება და იტყვის, რომ კერძო ბიზნესში აპირებს წასვლას", - ამბობს "ოლმედიასთან" საუბარში ინკოგნიტო წყარო.
---
04.05.2017
მედიასაშუალება: http://1tv.ge/ge/news/view/159723.html
საქართველო ბელარუსს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის 1500 ფლაკონს უსასყიდლოდ გადასცემს
ბელარუსის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებისგან უსასყიდლოდ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოვალდის“ 1500 ფლაკონს მიიღებს. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამ თემასთან დაკაშირებით, 5 მაისს, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ვიცე პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ბელარუსის ვიცე-პრემიერს ვასილი ჟარკოსა და "რუპ ბელფარმაციას" გენერალურ დირექტორს ვიაჩისლავ გნიტის შეხვდებიან.
---
04.05.2017
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/191402/
გაბრაზებულხართ ექიმზე? გაბრაზებულხართ პაციენტზე? – მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა
თქვენ თუ არა, თქვენ ირგვლივ მაინც იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონიათ განცდა, რომ ექიმი ან სამედიცინო დაწესებულება ცუდად მოემსახურა, არასწორი დიაგნოზი დაუსვა, არასაკმარისად უმკურნალა და დააზარალა. სად მიდიან და სად უნდა წავიდნენ ასეთი პაციენტები? რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ პაციენტებმა დაცულად იგრძნონ თავი და უსამართლობის ისეთი შეგრძნებით არ იცხოვრონ, როგორც ჩვენი რესპონდენტები – ნიკოლოზ კეთილაძის მშობლები ცხოვრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ მცირეწლოვანი შვილი არასათანადო მკურნალობის გამო დაეღუპათ. რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ არ დაზარალდნენ ექიმები, რომლებიც კოლეგების შეცდომებისა თუ დაბალი კვალიფიკაციის გამო საყოველთაო უნდობლობის ობიექტები ხდებიან? ექიმზე გაბრაზებულმა აკა სინჯიკაშვილმა, მაგალითად, სოციალურ ქსელს მიმართა. სინჯიკაშვილის მეთოდი აკა სინჯიკაშვილი ცნობილია თავისი საქველმოქედო აქციებით. ამ აქციებისთვის ის, ძირითადად, ფეისბუქს იყენებს _ აქვეყნებს ინფორმაციას ამა თუ იმ გაჭირვებული ადამიანის, ოჯახის, ბავშვის და მათი საჭიროებების შესახებ და მოუწოდებს ადამიანებს, დაეხმარონ. ის პირადად აგროვებს ტანსაცმელს, ფულს სოციალურად დაუცველებისთვის და მიაქვს მათთან ადგილზე. აკა სოციალურ ქსელში და რეალურ სამყაროშიც უკვე ძალიან პოპულარულია. ერთხელაც, 2017 წლის იანვარში, როცა სოციალურად დაუცველი ბავშვი რეგიონიდან ჩამოიყვანა და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანა, აკამ სამედიცინო მომსახურება ვერ მიიღო. მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღწერა, რომ ექიმმა სამუშაო დროს ბავშვს ყურადღება არც კი მიაქცია და უთხრა, რომ მალე სამუშაო საათები მთავრდებოდა. სინჯიკაშვილს თავის პოსტში არ დაუსახელებია ექიმი, თუმცა დაასახელა კლინიკა. სტატუსმა ბევრი ადამიანი აღაშფოთა – ისინი ექიმის დასჯას მოითხოვდნენ, თან თავიანთ გამოცდილებაზეც წერდნენ. სინჯიკაშვილის თქმით, ასეთი მძაფრი რეაქცია მისთვის მოულოდნელი იყო და „ექიმიც ძალიან ცუდ დღეში“ ჩავარდა. აკა ამბობს, რომ მის პრეტენზიებზე კლინიკას დროული რეაგირება ჰქონდა – ბავშვს ამჟამად უფასოდ მკურნალობენ, სამედიცინო დაწესებულება ექიმის სამსახურიდან დათხოვნას აპირებდა. თუმცა, როგორც აკა ამბობს, კლინიკის ხელმძღვანელობას სთხოვა ექიმი მის გამო არ დაეთხოვათ სამსახურიდან და დატოვეს. თავად კლინიკა ამ ისტორიაზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. სოციალურ ქსელშივე ბევრი აკრიტიკებდა სინჯიკაშვილს ამ პოსტის გამო, რადგან ექიმი არაპროპორციული აგრესიის ობიექტი გახდა. საბოლოოდ მან ეს პოსტი წაშალა, ამბობს, რომ ექიმის მიმართ ისეთი აგრესია იყო, მეც შემრცხვაო. აკა სინჯიკაშვილს ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა, რომ ექიმის საქციელზე უკმაყოფილება ფეისბუქზე გამოეთქვა და არ მიმართა ექიმთა რეგულირების სააგენტოს, რომელიც მსგავსი შემთხვევებისთვის არსებობს. „ყველამ იცის, რომ ფეისბუქზე ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ამბავი უფრო ეფექტურია, ვიდრე რეგულაციების სამსახური. მისი არსებობის შესახებ როცა ადამიანებმა არ იციან, ესე იგი, ეფექტური არ არის. მართლა არ ვიცოდი, მაგრამ რომ მცოდნოდა, სავარაუდოდ, პროცედურები დასჭირდება, იქ მისვლა, ვიღაცასთან წერილის დაწერა… მე მაგდენი დრო არ მაქვს. ახლაც ფშავში ვარ, მთელი დღე სადღაც ვარ წასული… რაც შემეძლო, ის გავაკეთე და შედეგიც მოიტანა,“ – ამბობს აკა სინჯიკაშვილი. მეორე და ტრადიციული გზა პაციენტებისთვის – მედია ჯერ კლინიკაშივე სცადა საკუთარი პრობლემის მოგვარება 18 კვირის ორსულმა ნინო ჩაკვეტაძემ, შემდეგ კი მედიას მიმართა. ეს ისტორია თავდაპირველად მისი წერილიდან გავიგეთ, რომელიც რედაქციის ელექტრონულ ფოსტაზე გამოგვიგზავნა. ნინო ჩაკვეტაძე გვიყვება, რომ კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა, გამოწერისას კი გადახდილი თანხის რაოდენობის სისწორეში ეჭვი შეეპარა. „მიმღებში მითხრეს, რომ კალკულაციის მისაღებად ორი დღის შემდეგ მივსულიყავიო“, უთხრა მან „ბათუმელებს“. როდესაც მივიდა, მისივე თქმით, აღმოაჩინა, რომ ხარჯებს დამატებული ჰქონდა მიმღები ექიმის კონსულტაციის საფასური _ 40 ლარი, ისე, რომ ეს ექიმი თვალითაც კი არ ჰყავდა ნანახი. მანამდე კი, როგორც ნინო ჩაკვეტაძე ამბობს, დარეკა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე და იკითხა, რატომ არ დაუფინანსეს გადაუდებელი მომსახურება. ცხელი ხაზიდან, კლინიკაში ვითარების გარკვევის შემდეგ, აცნობეს, რომ არ დაფინანსდა, რადგან მოსალოდნელი აბორტის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. „ყბა ჩამომივარდა. ჩემთვის ეს დიაგნოზი არავის გაუცნია,“ – გვეუბნება ნინო ჩაკვეტაძე. ამის შემდეგ, როდესაც კლინიკაში დაბრუნდა და კალკულაციასთან ერთად ფორმა 100-იც ნახა, იქ მართლაც ეწერა მოსალოდნელი აბორტის დიაგნოზი. ჩაკვეტაძის თქმით, ფორმა 100-ში ასევე საუბარია ენის სიმშრალესა და შებერილობაზე, რის შესახებაც მისთვის არავის უკითხავს და ეს ჩივილები არც ჰქონია. ასევე გვითხრა, რომ სამედიცინო ისტორიაში აღმოაჩინა დოკუმენტი მისი ხელმოწერით, თუმცა ამბობს, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. „როდესაც შევედი გენერალური დირექტორის მოადგილესთან, პრეტენზიები გამოვუცხადე მოადგილეს, მიმღების გამგეს და გინეკოლოგს. განვაცხადე, რომ დიაგნოზი არ გამაცნეს, გინეკოლოგმა მითხრა, რომ სიტყვები – მოსალოდნელი აბორტის საშიშროება ჟღერს საშიშად, ფეხმძიმესთვის განსაკუთრებით, ეს სიტყვები ამიტომ არ გითხარიო, თუმცა, დაგინიშნე მედიკამენტი, რომელიც შენს მდგომარეობას გააუმჯობესებდაო… მამშვიდებს, რომ კარგად ვარ, სახლში მიშვებს და ორი დღის შემდეგ ვიგებ, რომ თურმე მოსალოდნელი აბორტის საშიშროების ქვეშ ვიყავი? ფორმა 100 მივიღე ორი დღის შემდეგ. რომ არ მომეთხოვა, საერთოდ ვერ გავიგებდი ამ დიაგნოზის შესახებ“, – ამბობს ნინო. ნინო ჩაკვეტაძის თქმით, დირექტორის მოადგილისგან ვერ მიიღო კითხვებზე პასუხები – მან შესთავაზა, რომ დაეწერა განცხადება, რომელსაც კლინიკაში განიხილავდნენ. ნინო ჩაკვეტაძე ფიქრობს, რომ ეს შეთავაზება მისი თავიდან მოშორების მცდელობა იყო და წერილი არ დაუწერია. „პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ. როდესაც არგუმენტები ვერ მოჰყავდათ ჩემი მტკიცების საწინააღმდეგოდ, გენერალური დირექტორის მოადგილე ადგა, იდაყვში ხელი მომკიდა და გამომაგდო კაბინეტიდან,“ – ამბობს ნინო ჩაკვეტაძე. კითხვაზე, იცის თუ არა, რომ შეუძლია რეგულირების სააგენტოს მიმართოს, ამბობს, რომ ეს მისთვის არავის უთქვამს, მათ შორის, არც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორს, რომელსაც უთხრა, რომ კლინიკიდან ისე წამოვიდა, დიაგნოზი არ იცოდა. „მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. მჭირდება ვინმემ დამაკვალიანოს და ვცდილობ, მაქსიმალურად ვიყო ინფორმირებული,“ – გვითხრა ნინო ჩაკვეტაძემ. იგი ამბობს, რომ აპირებს ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად. სააგენტო, რომლის გვერდის ავლით აკა სინჯიკაშვილმა კონკრეტული „შედეგის“ მიღება შეძლო, ნინო ჩაკვეტაძეს კი ჯერ არ მიუმართავს, სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია უკმაყოფილო პაციენტებისთვის. ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/MAREK ZAKRZEWSKI POLAND OUT ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/MAREK ZAKRZEWSKI POLAND OUT გზა ექიმის მიმართ არსებული პრეტენზიების დროს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ის უწყებაა, რომელიც პაციენტების უფლებების დარღვევებს იხილავს. ოფიციალური ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ 2016 წელს მოქალაქეების 153 საჩივრის საფუძველზე 196 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა. აქედან, 103 ექიმს წერილობით გაფრთხილება მისცა, ხოლო 96 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1-დან 6 თვემდე ვადით შეუჩერა. სააგენტო, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის, პაციენტების საჩივრების საფუძველზე კლინიკიდან გამოთხოვილ დოკუმენტებს შეისწავლის. იგი არ არის საგამოძიებო ორგანო და ვერ მოითხოვს, მაგალითად, კამერების ჩანაწერების ამოღებას. თითოეული საჩივარი სააგენტოში შესვლიდან საბოლოო პასუხის მიღებამდე რამდენიმე ეტაპს გადის. სააგენტოს უფროსის მოადგილე, თეიმურაზ პირველაშვილი განმარტავს, რომ სააგენტოში შესული საჩივარი კონტროლის დეპარტამენტს ეწერება. სააგენტო ამ საჩივრის საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებიდან დოკუმენტაციის ამოღების უფლებას სასამართლოს ნებართვის შემდეგ მოიპოვებს. კლინიკიდან დოკუმენტების მიღების შემდეგ სააგენტო ამოწმებს, რამდენად კანონის დაცვით არის სამედიცინო დოკუმენტაცია გაფორმებული. რაც შეეხება კლინიკურ ნაწილს, სააგენტო ამას თვითონ არ აფასებს და დოკუმენტაციას სარეცენზიოდ ტენდერში გამარჯვებულ პროფესიულ ასოციაციას უგზავნის. 2013 წლიდან სააგენტოს ტენდერში ერთი და იგივე ორგანიზაცია, „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ იმარჯვებს. ასოციაცია 2011 წელს დაარსდა და მისი აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძეა. ასოციაციას პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაციის რეცენზირება ევალება. სატენდერო პირობების თანახმად, თითოეულ შემთხვევაზე, რეცენზენტთა შერჩევისას, ასოციაციამ უნდა უზრუნველყოს შემთხვევის ანონიმურობა და ინტერესთა კონფლიქტის აცილება. სააგენტოს მოთხოვნების თანახმად, თითოეულ მოთხოვნილ სპეციალობაზე, პრეტენდენტს, მოცემულ შემთხვევაში უკვე გამარჯვებულ ასოციაციას უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციისა და რაოდენობის პერსონალი, შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: თითოეულ რეცენზენტს უნდა ჰქონდეს კონკრეტულ სპეციალობაში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სტაჟი; რეცენზენტს უნდა გააჩნდეს სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში; თითოეულ სპეციალობაზე, არანაკლებ ერთ რეცენზენტს სავალდებულოა ჰქონდეს შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი. სწორედ ეს რეცენზენტები განიხილავენ საგენტოს მიერ გადაგზავნილ დოკუმენტებს და რეცენზიას წერენ, რომელსაც შემდეგ აწვდიან სააგენტოს, სადაც კიდევ ერთხელ განიხილავენ და საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოზე გადის. თავად სააგენტო პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს. ამ საბჭოს ჯანდაცვის მინისტრი თავმჯდომარეობს. საბჭოში შედიან: მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და ა.შ. საბჭოს შეუძლია ექიმი წერილობით გააფრთხილოს, ასევე შეუჩეროს სერტიფიკატის მოქმედება 1-6 თვის ვადით, ან სამუდამოდ. საბჭოსვე შეუძლია, ექიმს დროებით შეჩერებული სერტიფიკატი აღუდგინოს. როდესაც საბჭო კონკრეტულ საჩივარზე მსჯელობს, მასზე დასწრებისა და აზრის გამოთქმა შეუძლიათ როგორც პაციენტს და მის წარმომადგენლებს, ასევე თავად ექიმს და რეცენზენტებს. „ვფიქრობ, არც ერთ ეტაპზე პაციენტის უფლება დარღვეული არ არის,“ – ამბობს საბჭოს წევრი და სააგენტოს უფროსის მოადგილე თეიმურაზ პირველაშვილი. განმცხადებლებმა, რომლებსაც საჩივარი სააგენტოში შეაქვთ, არ იციან, რა ვადაში განიხილავს სააგენტო მათ საქმეს და რამდენ ხანში უნდა ელოდონ საბოლოო პასუხს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სარეცენზიო დასკვნას წარმოდგენილი მოთხოვნიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს. თუმცა თეიმურაზ პირველაშვილი ამბობს, რომ საბჭო, რომელიც ყოველ ორ თვეში მინიმუმ ერთხელ იკრიბება, ხშირად ყოვნდება რეცენზენტების მიერ დაგვიანებული პასუხების გამო. „ძალიან ხშირად ვყოვნდებით იმის გამო, რომ რეცენზიების მოწოდება იგვიანებს. ამ სპეციალისტებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით არიან დაკავებულები, უჭირთ დროის გამოყოფა კონკრეტული დოკუმენტაციის განსახილველად,“ – ამბობს პირველაშვილი. ტენდერში გამარჯვებული ასოციაცია, რომელმაც რეგულირების სააგენტოს 2017 წლის განმავლობაში საექსპერტო მომსახურება უნდა გაუწიოს, ხელშეკრულების თანახმად, 30 000 ლარს იღებს. მას სააგენტოსთვის 200 რეცენზიის მიწოდება ევალება. ეს იმას ნიშნავს, რომ ასოციაციას ერთი რეცენზია გადასახადების ჩათვლით, საშუალოდ, 150 ლარი უჯდება, რაც არც ისე დიდი თანხაა. ამასთან გაუგებარია, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სააგენტოში 200-ზე მეტი საჩივარი შევა. ეს თავისუფლად მოხდება იმ შემთხვევაში, პაციენტებს ამ ინსტრუმენტზე ინფორმაცია რომ ჰქონდეთ. ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ADAM WARZAWA POLAND OUT ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ADAM WARZAWA POLAND OUT საავადმყოფოში გარდაცვლილი ბავშვი და სამი წელი პასუხის ძიებაში რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭომდე, სადაც პაციენტის მშობელსაც აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება, ყველა განცხადება ვერ აღწევს. სწორედ ასეთი იყო ჟვანიას კლინიკაში 2014 წელს გარდაცვლილი 2 წლის და 4 თვის ნიკოლოზ კეთილაძის მშობლების საჩივარი. ამ საქმეზე რეცენზენტებმა ექიმის ბრალეულობა გამორიცხეს, შესაბამისად, საკითხი საბჭოს სხდომაზე აღარც გასულა. ბავშვის გარდაცვალებიდან თითქმის სამი წლის შემდეგაც მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი შვილი, რომელსაც დაუნის სინდრომი ჰქონდა, ექიმების უყურადღებობით დაიღუპა. რეგულირების სააგენტოს რეზენციების გაცნობის შემდეგ მათ შვილზე ჩატარებული მკურნალობის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარეს და ახლა აპირებენ პროკურატურას მიმართონ. 2014 წელს, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, მშობლებმა მიმართეს მედიას, „ფეისბუქზეც“ აღწერეს მძიმე ვითარება, რომელიც, მათივე თქმით, საავადმყოფოში იყო, თუმცა, ამას კლინიკის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ისინი დიდ იმედს ამყარებდნენ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოზე, რომლის პასუხსაც 6 თვე ელოდნენ. „თვეების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ საქმე ჯერ არ იყო განხილული. ხან ერთი ექსპერტი შვებულებაშიაო, ზაფხული დაემთხვა, ხან ის, ხან ეს… ასე გაიწელა. ხომ უნდა იყოს რაღაც ვადები, პასუხი რომ გაგცენ?“ – ამბობს გიორგი კეთილაძე. გარდაცვლილი ბავშვის მშობლები ამბობენ, რომ კლინიკაში ბავშვთან შესვლის უფლებას მხოლოდ რამდენიმე წუთით აძლევდნენ, რაც ბავშვისთვის სტრესული იყო და ტიროდა. ხატია თედიაშვილი ვარაუდობს, რომ დაუნის სინდრომის გამოც იყო გამოწვეული, რომ ბავშვს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ: „რახან დაუნის სინდრომი ჰონდა, ექიმებმა თავიდანვე – ეს ბავშვი ისედაც ის არისო…“ როგორც დედა იხსენებს, მეორე დღეს, როდესაც ბავშვის სანახავად შევიდა, ნახა, რომ გაკოჭილი ჰყავდათ და უკვე ნაწოლები ჰქონდა გაჩენილი. მისი ვარაუდით ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ექთანს ბავშვის ტირილი ხელს უშლიდა. ვერც იმ დღეს და ვერც მომდევნო დღეებში, ბავშვის მშობლების თქმით, ვერ იღებდნენ პასუხებს კითხვებზე, თუ როგორი იყო ბავშვის მდგომარეობა. ისინი იხსენებენ, რომ ნიკოლოზის მკურნალმა ექიმმა არ მისცა თავისი მობილურის ნომერი და გადაამისამართა, რომ კითხვების ქონის შემთხვევაში, კლინიკის მიმღებში დაერეკათ. „აქ ყველაფერი უკეთდება“, – ასეთი იყო მათი პასუხი. ბავშვის მკურნალი ექიმი შაბათ-კვირას ისვენებდა. არაფერს გვიხსნიდნენ. შეგიშვებდნენ ორი წუთი და მორჩა. როცა შენი პაციენტია მძიმე, ექიმი ვალდებულია, თუნდაც შაბათი-კვირა იყოს, დარეკოს მაინც და მოიკითხოს, როგორ არის ის ბავშვი. არც გახსენებია. კვირას გვეუბნება მორიგე ექიმი, არ იცით, რომ თქვენი შვილი ძალიან მძიმეაო? ჩვენ ვუთხარით არა, არ ვიცით, გვეუბნებიან, რომ სტაბილური მდგომარეობაა. არა, ძალიან მძიმე არისო, – მორიგე ექიმმა მითხრა,“ – ამბობენ მშობლები. გარდა ამისა, მშობლების თქმით, პაციენტის ისტორიაში ექიმებმა ბავშვის მდგომარეობა იმაზე უფრო მძიმედ ჩაწერეს, ვიდრე რეალურად იყო. მაგალითად, მშობლების თქმით, ექიმმა დაწერა, რომ ბავშვს არ ჰქონდა სმენა და მხედველობა, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან ბავშვი მშობლებსაც ცნობდა და ასევე ჰქონდა რეაგირება, როდესაც საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს მოსანახულებლად შესულმა დედამ მისი საყვარელი სიმღერა უმღერა. მშობლებისთვის რეგულირების სააგენტოდან გაგზავნილ დოკუმენტაციაში წერია, რომ ჟვანიას კლინიკაში ექიმმა ნიკოლოზ კეთილაძეს 2014 წლის 10 აპრილს დაუსვა დიაგნოზი: „პნევმონია გამომწვევის დაზუსტების გარეშე, გართულება: სუნთქვის მწვავე უკმარისობა“. ნიკოლოზ კეთილაძის ფოტოები მშობლების სახლში. ქეთი მაჭავარიანის ფოტო ნიკოლოზ კეთილაძის ფოტოები მშობლების სახლში. ქეთი მაჭავარიანის ფოტო 16 აპრილს, პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, დასმული დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი იყო: `პნევმონია გამომწვევის დაზუსტების გარეშე (პოლისეგმენტური, ორმხრივი); გართულება: სეფსისი, სეპტიცემია, სუნთქვის უკმარისობა, ანემია დაუზუსტებელი, კოაგულაციური ფაქტორების შეძენილი დეფიციტი; თანმხლები: დაუნის სინდრომი, განსაკუთრებული ეპილეფსიური სინდრომები (ვესტის ტიპის), დაუზუსტებელი გონებრივი ჩამორჩენილობა, ზომიერი ცილა-ენერგეტიკული მალნუტრიცია“. სააგენტოდან მიღებულ პასუხს თან ახლავს ოთხი ექსპერტის მიერ დაწერილი დასკვნები. როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, ექსპერტებს გადაეგზავნათ არა მარტო ჟვანიას კლინიკის მონაცემები, არამედ სხვა კლინიკებიდან გამოთხოვილი მონაცემებიც, სადაც ნიკოლოზ კეთილაძე ადრე მკურნალობდა. „ექიმმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად ჩაატარა დიაგნოსტიკა და მკურნალობა,“ – წერს ერთი რეცენზენტ-ექსპერტი. მეორე ექსპერტი წერს, რომ მშობლების განცხადებით, ექიმი გულისხმიერებას არ ამჟღავნებდა პაციენტის მშობლებთან საუბრის დროს, რაც, ექსპერტის თქმით, ექიმის პირდაპირი მოვალეობა უნდა ყოფილიყო. „მშობელს აქვს სრული უფლება, მისთვის გასაგებ ენაზე აეხსნას თავისი შვილის დაავადებისა და მკურნალობის დეტალების შესახებ. გასათვალისწინებელია ბავშვებთან მშობლების მაქსიმალურად ახლოს ყოფნა შეძლებისდაგვარად, რაც ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული კლინიკების შინაგანაწესის შექმნისას,“ – აღნიშნავს ექსპერტი თავს დასკვნაში. ამ ექსპერტს შენიშვნები აქვს მკურნალობასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ამბობს, რომ „ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევა უნდა ჩატარებულიყო ანტიბიოტიკის დანიშვნამდე და შეცვლის წინ, რაც გამომწვევის შესახებ უფრო ნათელ სურათს მოგვცემდა“; ასევე, „ინფექციის პირობებში ჰორმონთერაპიისგან თავის შეკავება უფრო სწორი ტაქტიკა იქნებოდა“. მიუხედავად შენიშვნებისა, ექსპერტი ფიქრობს, რომ დანიშნული მკურნალობა პაციენტის სიკვდილს ვერ გამოიწვევდა. „კლინიკურად მიმდინარე ინფექცია პროგრესირებდა მეტად აგრესიულად და ჩატარებული კვლევები, მონიტორინგი და მკურნალობის ტაქტიკა შეესაბამებოდა დაავადების სიმძიმეს. ზემოაღნიშნული შენიშვნები გასათვალისწინებელია და სხვადასხვა ლიტერატურის მონაცემებით ხშირად სადავოც, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამოიწვევდა პაციენტის გართულებას და სიკვდილს,“ – წერს ექსპერტი. რეგულირების სააგენტოსგან დასკვნა ნიკოლოზ კეთილაძის მშობლებისთვის დამაჯერებელი არ იყო, ამიტომ მათ ალტერნატიული ექსპერტიზის ძებნა დაიწყეს. საბოლოოდ, ჟვანიას კლინიკაში ჩატარებული მკურნალობის შესახებ დოკუმენტების ასლებს ექსპერტიზა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრმა „ვექტორმა“ ჩაუტარა. ალტერნატიულმა ექსპერტიზამ დოკუმენტაციაში ასახულ მკურნალობას „არათანმიმდევრული და არასრულფასოვანი“ უწოდა. „სტანდარტული ანტიბაქტერიული ტაქტიკა პაციენტს დაეწყო სტაციონარში მოთავსებისთანავე, რომელიც აღმოჩნდა უშედეგო. ლაბორატორიული მონაცემების მაჩვენებლები მიუთითებდა… სეფსისზე, რაც პირდაპირი ჩვენება იყო დაუყოვნებლივ სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარებისთვის ადექვატური ანტიბაქტერიული მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად. აღნიშნული ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა დაგვიანებით, ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ,“ – ვკითხულობთ „ვექტორის“ დასკვნაში. „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ იურისტი, ქეთი ხომერიკი, რომელიც ნიკოლოზ კეთილაძის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს, ამბობს, რომ ეს დასკვნა გახდება საფუძველი, პროკურატურაში გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშრებით გამოძიების დაწყება მოითხოვონ. ისინი განცხადების შეტანას უახლოეს დღეებში გეგმავენ. რეგულირების სააგენტომ დაღუპული ბავშვის მშობელს ეს დასკვნა წერილობით გაუგზავნა. მათთვის არავის განუმარტავს დასკვნაში მოცემული ტერმინოლოგია ან ის გაიდლაინები, რომლებითაც იხელმძღვანელა ექსპერტმა შეფასებისას. ასევე დასკვნის მიხედვით, რეცენზენტებს არ გამოუკვლევიათ პაციენტის მშობლებს გულისხმიერად ექცეოდნენ თუ არა კლინიკაში და თუკი არა, ამ შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო. „ცხოვრება დამიმახინჯდა ერთი ადამიანის შეცდომის გამო“ რეგულირების სააგენტოსთან ნაკლები პრეტენზია აქვს მაშა ბაღდასაროვას, რომელმაც ექიმი ხელზე ოპერაციის ცუდად გაკეთებაში დაადანაშაულა. მან ექიმს სააგენტოში უჩივლა, საბჭომ ექიმს სამი თვით შეუჩერა სერტიფიკატი. მიუხედავად იმისა, რომ ექიმს სააგენტომ პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა, მაშა ბაღდასაროვა ამბობს, რომ ზიანი, რომელიც ექიმის შეცდომამ მიაყენა, გამოუსწორებელი და აუნაზღაურებელი დარჩა. მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ოპერაციების შემდეგ მას კიდევ ესაჭიროება რეაბილიტაცია. „რეაბილიტაცია ბოლომდე არ მომხდარა, რადგან საშინელი მდგომარეობა იყო და ფინანსურადაც ვერ მოვახერხე რეაბილიტაციის გაკეთება. ახლაც მჭირდება რეაბილიტაცია, მაგრამ ვერ ვიკეთებ… ტკივილები მაქვს დღემდე,“ – ამბობს ის. მაშა ბაღდასაროვა გვიყვება, რომ პარალელურად ექიმს სასამართლოში უჩივლა, სადაც, იძულებული გახდა, მორიგებას დათანხმებულიყო. პროცესები თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაიწელა და დავის გაგრძელება მისთვის ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. მისი განცხადებით, მორიგების პირობების თანახმად, იგი მომავალში ამ ექიმს ვეღარ უჩივლებს. „გადამიხადეს 3 600 ლარი, რომელიც 1 თვეს არ მეყო. გავყიდე სახლი, მივატოვე სწავლა, ვეღარც ვმუშაობდი კარგა ხნის განმავლობაში, ვცხოვრობ ქირით. ცხოვრება დამიმახინჯდა ერთი ადამიანის შეცდომის გამო. 22 წლის ვიყავი, ეს ყველაფერი რომ მოხდა და ეს დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო ჩემთვის. წარმოიდგინეთ, ხელს ვერ ფლობ, ვერ აკეთებ ვერაფერს“… რა შეიძლება იყოს არსებული სისტემის ალტერნატივა? სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საოჯახო მედიცინის კათედრის გამგე გივი ჯავაშვილი გვეუბნება, რომ ვიდრე პაციენტი სხვაგან წავა, სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს პასუხი მის კითხვებზე. როგორც მან გვითხრა, ევროპაში პაციენტების საჩივრის განხილვის სისტემა დეცენტრალიზებულია, რაც უფრო სწრაფი და ეფექტური მოდელია. „ბრიტანეთში, მაგალითად, არის ადგილზე მოგვარების სისტემა, კერძოდ, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისადმი მიმართვა, მერე ხდება რეგიონული თვითმმართველობის დონეზე, თუ იქაც ვერ მოგვარდა პრობლემა, მერე მიდის ცენტრალურ დონეზე. ამ შემთხვევაში სისტემა კარგად მუშაობს. ამის ალტერნატივა არის სასამართლო და ეს გზა ყოველთვის ღიაა, თავისი დროით, რესურსებით, ბარიერებით… ადგილზე მოგვარების საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან პრობლემების უმრავლესობა ადგილზე მოგვარებადია“. გივი ჯავაშვილის თქმით, სისტემებში კანონმდებლობით არის გაწერილი, როცა საჩივარი შევა რა პროცედურა უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულებას: ვინ, რა დროში, როგორ უნდა გასცეს მომჩივანს პასუხი. „ეს არსებობს დაწესებულებაში, სადაც მართვა გამოცდილი ხელმძღვანელის ხელში ხდება. მაგრამ, როცა ბევრს არ აქვს ეს, კარგი იქნება, თუ კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგდება – დაწესებულება აკრედიტებული რომ იყოს, უნდა ჰქონდეს ადგილზე დავის ან საჩივრის განხილვის პროცედურა – ვინ, რა ვადებში, როგორ და რანაირად უნდა გასცეს პასუხი საჩივარს. თუ ეს მინიმალურ დონეზე უზრუნველყოფილია, საჩივრების დიდი ნაწილი ადგილზე დამთავრდება. შემდეგ იქნებოდა შუალედური იმისათვის, რომ არ იაროს ყველამ თბილისში, რაიონულ დონეზე. ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგი ვარიანტია,“ – განაცხადა ჯავაშვილმა, შეკითხვაზე, რამდენად ენდობა პაციენტი იმავე კლინიკაში შექმნილ საბჭოს, რომლის მიმართაც პრეტენზია აქვს, იგი ამბობს, რომ ამის გამოცდილება არსებობს: „ადგილზე მოგვარების მექანიზმი, ყველგან, სადაც მინახავს მთელს ევროპაში, თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, უშუალოდ იმ განყოფილების, მერე კლინიკის, მერე სისტემის დონეზე რომ შეეცადოს ადამიანი საკითხის მოგვარებას… დაწესებულებას უნდა ჰქონდეს პასუხი პაციენტის კითხვაზე“. რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ პირველაშვილმა გვითხრა, რომ სანებართვო პირობა ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხის სამედიცინო დახმარების უზუნველყოფის სამსახურის არსებობას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ამ სამსახურს ევალება პაციენტის პრეტენზიების განხილვა. სააგენტოს წარმომადგენელი ფიქრობს, რომ თუკი ადგილზე ეფექტურად იმუშავებს დავების განმხილველი მექანიზმი, ეს სააგენტოში მიმართვიანობას შეამცირებს. როდესაც თეიმურაზ პირველაშვილს ვკითხეთ, რამდენად ეფექტურია ადგილზე ამ დავების განხილვა, მან განაცხადა, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც სააგენტოს კომისია სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობას სწავლობს, თუმცა, ეს არ არის სრულყოფილი: „მიმაჩნია, რომ რეალური სურათი ამისა, თუ კონკრეტულად ამ განხილვას არ დაესწრება სამინისტროს წარმომადგენელი, ალბათ, შეუძლებელი იქნება“. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, პაციენტები ოფიციალურ მექანიზმებს არ იყენებენ და „უფრო სხვანაირ გარჩევებთან“ გვაქვს საქმე. „პრესის მეშვეობით მიმდინარეობს ეს გარჩევები და არა იმ მექანიზმებით, რომლებიც უნდა არსებობდეს, ანუ სასამართლოსთვის, რეგულირების სააგენტოსთვის მიმართვა, ცხელ ხაზზე დარეკვა და უფლებების დაცვის მოთხოვნა. ამ მხრივ საკმაოდ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი,“ – ამბობს აკაკი ზოიძე. მისივე თქმით, რთულია, სააგენტოს დაუდგინო ვადა, თუ როდის უნდა გასცეს პასუხი მომჩივანს, თუმცა, შესაძლებელია, დადგინდეს გონივრული ვადა. ზოიძის თქმით, სამედიცინო ხარისხის ამაღლების რეფორმის ფარგლებში კლინიკები ვალდებული იქნებიან, ჰქონდეთ დავების განმხილველი მექანიზმი. მისივე განცხადებით, ეს ცვლილება 2017 წლის განმავლობაში ამოქმედდება: „დაანონსებული გვაქვს: სამედიცინო ხარისხის ამაღლების კუთხით გატარდება ბევრი რეფორმა, მათ შორის, არჩევითი კონტრაქტირება და ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება პაციენტის მხრიდან ჩივილების არსებობა ან არარსებობა. მერე უკვე მივცემთ რეკომენდაციას კლინიკებს, რომ მათ ჰქონდეთ კომიტეტები, სადაც პაციენტების ჩივილები განიხილება და შესაბამისი რეაგირების მექანიზმიც ამის თაობაზე. ეს რეკომენდაცია ყველა კლინიკას მიეცემა და მის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული მათი საყოველთაო ჯანდაცვის პოგრამაში ჩართვა-არჩართვის საკითხი.“
---
04.05.2017
მედიასაშუალება: http://www.epn.ge/index.php?id=44662
პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
76 მომხრე 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტი თამბაქოს წარმოებისა და მისი მოხმარების მავნე ზემოქმედების შედეგების თავიდან აცილებისკენ მიმართულ კონკრეტულ შემზღუდველ ნორმებს ითვალისწინებს. კანონპროექტით შემოთავაზებული ძირითადი ცვლილებებია: 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევის აკრძალვა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს მოწევის აკრძალვა ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვა; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვა; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანა; ელექტრონული სიგარეტების რეგულირება; საცალო გაყიდვის აკრძალვა ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია: თამბაქოთი გამოწვეული დაავადებიანობის და სიკვდილიანობის შემცირება; თამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირება. შემოთავაზებული კანონპროექტის ამოცანებია: თამბაქოს მოხმარების გავრცელების ზრდის შეჩერება და თანდათანობითი შემცირება; მოწევის დაწყების მაჩვენებლის შემცირება; საზოგადოებრივ ადგილებში არამწეველთა დაცვა თამბაქოს კვამლისგან; მოწევის შეწყვეტის მსურველთა ხელშეწყობა თავი დაანებონ მოწევას და მწეველების ხელშეწყობა გაუჩნდეთ ძლიერი მოტივაცია თავი დაანებონ მოწევას. პარლამენტმა მეორე მოსმენით ასევე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „რეკლამის შესახებ“ თანმდევი კანონპროექტი მიიღო: საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცნობისთვის, პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 5 აპრილს მიიღო.
---
ბეჭდვითი მედია
_____________________________________________________________________________
05.05.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
შვილად აყვანის მსურველებისთვის მოსამზადებელი კურსის გავლა სავალდებულო ხდება
პარლამენტმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის" შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საბოლოო მოსმენით, 86 ხმით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, ახალ კატეგორიად განისაზღვრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი, რაც მოითხოვს შესაბამისი წესით გადამზადებული მშვილებელი ან მინდობით აღმზრდელი ოჯახების შერჩევას. შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა მოსამზადებელი კურსის გავლა - სერტიფიცირება. სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლა აუცილებელი წინაპირობაა მინდობით აღმზრდელ პირთა რეესტრში აღრიცხვისთვის. მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვი მიტოვებულად ჩაითვლება, თუ 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს. ცვლილებით აღნიშნული 6-თვიანი ვადა 3 თვემდე შემცირდა. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა, რომელიც არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. კანონპროექტით მოხდა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობის დადგენაც. 10 წლამდე ბავშვის გაშვილების შემთხვევაში, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 45 წელზე მეტი. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" მოქმედ კანონში მოცემულია 2 ტერმინის განმარტება: „მიმღები ოჯახი" და „დედობილ/მამობილი". კანონპროექტის მიხედვით, ამ ტერმინების ნაცვლად იარსებებს ერთი ტერმინი - „მინდობით აღმზრდელი".
---
05.05.2017
მედიასაშუალება: ვერსია
საქართველოში აბორტი აიკრძალება?
დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ს დირექტორს, ზვიად ტომარაძეს სურს, საქართველოც ამ ქვეყნების რიცხვს შეუაერთდეს, კანონპროექტი რომელიც მან პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა; ქვეყანაში აბორტის აკრძალვას გულისხმობს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა... მიიღებს თუ არა ზვიად ტომარაძის ინიციატივა კანონის სახეს, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმაც და ჯანდაცვის სამინისტრომაც ერთ ხმაში განაცხადეს, რომ აბორტის აკრძალვა არ იგეგმება...
---
05.05.2017
მედიასაშუალება: ვერსია
ისრაელთან შესაძლოა შრომითი მიგრაციის ხელშეკრულება გაფორმდეს
ისრაელში ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში, წლების განმავლობაში, ქართველი არარეგალი მიგრანტების საკმაოდ დიდი ნაკადი ფიქსირდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროს, კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მიუხედავათ ამისა, საკითხი მაინც აქტუალურია. ამ ეტაპზე, საგარეო უწყება ცდილობს, შრომითი მიგრაციის თაობაზე ისრაელთან ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბარი დაიწყო
---