From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-05.06.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; Nino Shubladze; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge
Received On : 05.06.2017 08:49
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 05.0 6.2017

ტელევიზია 

04.0 6.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია, ჩუღურეთის რაიონში ყირიმის ქუჩაზე მცხოვრებ 62 წლის იზაბელა ლებანიძეს სახლში ესტუმრა. ლებანიძე I ჯგუფის ინვალიდია, მისი ინფორმაციით, სოციალურად დაუცველის სტატუსი გაურკვეველი მიზეზით 2 წლის წინ შეუჩერეს. ნიკა მელიამ, ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, მსგავსი პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4494453

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4494189

მაესტრო - კონტაქტი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4494083

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4494120

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4494226

---

 

04.0 6.2017

არხი:           ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   ახალი ამბები 18:00

ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი, მაღალი გამავლობის ახალი ავტომანქანა გადაეცა. ისინი სხალთისა და ღორჯომის ხეობებისთვისაა განკუთვნილი. ავტომანქანები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რომლებითაც შესაძლებელია პირველადი - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4493796

---

 

03.06.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  ბიზნესკურიერი

2013 წელს ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა 335 ლარი იყო 2014-ში განსხვავებამ 363 ლარს მიაღწია. შარშან კიდევ უფრო გაიზარდა 882 ლარამდე. დღეს ქალს საშუალოდ 692 ლარს უხდის თვეში დამქირავებელი, კაცს კი 174 ლარს და გაეროს კვლევა აჩვენებს, რომ ამის საფუძველი საზოგადოებრივ ცნობიერებაშია

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4492931

---

 

03.0 6.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

არსებული პოლიტიკით საუკეთესო შემთხვევაში, საქართველო ევროპის ეკონომიკურად ყველაზე დაბალ განვითარებულ ქვეყნას 50 წელიწადში დაეწევა. პარტიის პროგნოზი საქსტატის 2016 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე მედიას სტატისტიკური მაჩვენებლები გააცნო და აქცენტი სიღარიბის 6-%იან ზრდასა და პროდუქტებზე, ტრანსპორტსა და ჯანდაცვაზე ფასების მატებაზე გააკეთა

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4492771

---

 

02.0 6.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:  მოამბე 18:00

პროფესიული კავშირების გაერთიანება მეშახტეებისა და მაღაროელებისთვის შეღავათების დაწესებას ითხოვს და პარლამენტს მიმართავს. ახლა პროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. რაც შეეხება მოთხოვნებს, მეშახტეები და მაღაროელები უნდა გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4491966

---

 

02.0 6.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

სერვისის მიწოდების ხარისხი და კადრების სიმცირე- ეს პრობლემები დაისვა დღეს პარლამენტში ტუბერკულოზის მართვის საკითხის განხილვისას. ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით დასაქმებულები ძირითადად საშუალო ასაკის არიან და ახალგაზრდებისთვის ეს სფერო ნაკლებად მიმზიდველია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კადრების სიმცირის პრობლემა განსაკუთრებულად მძიმედ რეგიონებში დგას. იგი განმარტავს, რომ სერვისის გასაუმჯობესებლად დაგეგმილია პერსონალის გადამზადება და სხვა სახის ცვლილებები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4491963

---

 

02.0 6.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:  ახალი ამბები 14:00

28 წლის ნათია სამსიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. მას 2014 წელს დაუდგინდა ხერხემლის თიაქარი. საქართველოში 6 უშედეგო ოპერაციის შემდეგ ექიმები მივიდნენ დასკვნამდე რომ გათიშონ ხერხემლის ნერვი რის შედეგადაც გოგონა სამუდამოდ ეტლს მიეჯაჭვება. თუმცა თურქეთში მას მისცეს იმედი რომ შესაძლოა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ოპერაციისთვის საჭიროა 15 000 ამერიკული დოლარი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4491111

---

 

 

 

ინტერნეტი

05.06.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/436309-sakhalkho-damcvelma-mthavrobas-kerdzo-da-sajaro-seqtorshi-dasaqmebul-shshm-pirebs-shoris-diskriminaciis-aghmofkhvrisken-moutsoda.html

სახალხო დამცველმა მთავრობას კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულ შშმ პირებს შორის დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მოუწოდა

საქართველოს სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების სფეროს ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ მთავრობას რეკომენდაციით მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) წარმოადგენდა.  „საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, სოციალური პაკეტით ვერ სარგებლობენ მნიშვნელოვნად (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვა) და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ახორციელებენ საჯარო საქმიანობას, მაშინ როდესაც, კერძო სექტორში დასაქმებული იმავე შეზღუდვის მქონე პირებს აქვთ სოციალური პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობა. რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა განმარტა, რომ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ერთნაირი შეზღუდვის მქონე პირებს, არსებული შეზღუდვიდან გამომდინარე, აქვთ თანაბარი საჭიროებები, შესაბამისად, მათი ინტერესი, მიიღონ გათვალისწინებული სოციალური პაკეტი არის თანაბარი. არსებითად თანაბარ პირობებში მყოფ მნიშვნელოვნად (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვა) და ზომიერად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეპყრობიან განსხვავებულად, რაც განპირობებულია მათი დასაქმების სფეროთი, განსხვავების ლეგიტიმური მიზანი კი მთავრობას არ დაუსახელებია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით“, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

---

 

04.06.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=51723&cat_id=12

პროფსასწავლებლებში სწავლის მსურველთა რიცხვი მცირდება – "შრომითი ბაზრის მოთხოვნა და ახალგაზრდების ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვევა"

2016 წელს საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული პროგრამების კურსი სულ 9943-მა ადამიანმა გაიარა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით ნაკლებია, რადგან აღნიშნულ წელს პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა რიცხვი 11 728-ს შეადგენდა. რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებს, პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა უმეტესობას ჯანდაცვის, ინჟინერიისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობა აქვს დამთავრებული. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე თითქმის არ იცვლება, ანუ ახალგაზრდებს ინტერესი ამ სამი სპეციალობის მიმართ აქვთ. თუმცა არის ისეთი სფეროები,სადაც შრომით ბაზარზე მოთხოვნა არსებობს, მაგრამ არის კადრების დეფიციტი.

---

 

03.06.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/436109-bavshvtha-socialuri-reabilitaciis-programebis-shesakheb-samushao-shekhvedra-gaimartha.html?ar=A

ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქართველოში მოქმედი ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის შეთავაზებული პროგრამების თაობაზე ინფორმაციის გაცვლას, არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს, რათა სამომავლოდ ხელი შეეწყოს საჭიროებებზე მორგებული პროგრამების კოორდინირებულ დაგეგმვას, სერვისების განვითარებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დაცვას. ”ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ზრუნვის, მათი სოციალური რეაბილიტაციის კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს სერვისების მოცულობის გაფართოების საჭიროებას. მართალია, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამა გარკვეულწილად ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტერესებს, თუმცა სრულად ვერ ფარავს მათ საჭიროებებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ წლების განმავლობაში შესაბამისი ღონისძიებები მიზნობრივი ჯგუფის საჭიროებების კვლევის და სტატისტიკის არქონის პირობებში იგეგმება. შედეგად ქვეპროგრამების მაძიებელთა რეესტრი მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა. მუნიციპალიტეტებში სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული მწირი რესურსი უმეტესად ერთჯერად ღონისძიებებს ხმარდება ან ფრაგმენტულად აისახება სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში. მწირია სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დაგეგმვის დროს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინირებული მუშაობის პრაქტიკა. თუმცა, ამავდროულად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა ადგილობრივ თვითმმართველობას გაუწიონ შესაბამისი კონსულტაცია ასეთი ღონისძიებების დაგეგმვის დროს”, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში. მათი ცნობით, არსებული პროგრამების ხარვეზებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს მშობელთა ორგანიზაციის – ”ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ წარმომადგენლებმა, ასევე პროფესიონალებმა, რომლებიც პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებას ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აუტისტურ სპექტრთან დაკავშირებით სახელმწიფოს სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების, ასევე უშუალოდ ბავშვებთან მომუშავე კადრების სათანადოდ მომზადების აუცილებლობაზე. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს უზრუნველყონ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობის ზრდა და მათი მისაწვდომობა შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის; ყურადღება გაამახვილონ რეგიონებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდაზე. ”ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს არსებული რესურსების სწორად განაწილება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მათ საჭიროებებზე გათვლილი პროგრამების შეთავაზება”,- განაცხადა ომბუდსმენმა.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sakhalkho-damtsvelma-saqartveloshi-moqmedi-bavshvta-sotsialuri-reabilitatsiis-programebis-shesakheb-samushao-shekhvedra-gamarta/27420

---

 

04.06.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/436093-khulos-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-centrs-ori-akhali-avtomanqana-gadaeca.html?ar=A

ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი ახალი ავტომანქანა გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციების ფარგლებში სხალთისა და ღორჯომის ხეობებს ეწვია, სადაც აჭარის მთავრობის, დეპუტატების და ხულოს მუნიციპალიტეტის წევრებთან ერთად ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი ახალი ავტომანქანა, ”ტოიოტა ლენდ კრუიზერი LC-78“ გადასცა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პატარაძე სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და არსებულ სამუშაო პირობებს გაეცნო. ზურაბ პატარაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, ახალი სასწრაფო დახმარების ავტომანქანები მიულოცა და მაღალმთიან რეგიონში დაწყებული თუ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა მთავრობის თავმჯდომარეს. მათ აღნიშნეს, რომ ახალი სასწრაფო მანქანები მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურებას ხეობის სოფლებში. ”დღეს წილად მხვდა ბედნიერება, რომ ღორჯომისა და სხალთის ხეობების მოსახლეობისთვის დანაპირები შემესრულებინა. მათ ახალი, თანამედროვე, მთისთვის ადაპტირებული სასწრაფო დახმარების მანქანები გადავეცით. 2 მანქანა იქნება განკუთვნილი თითოეული ხეობისთვის. მანქანები ჯამში - 272 ათასი ლარი დაჯდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთეთ სწორი არჩევანი, ვინაიდან ჩვენი მთავარი საზრუნავია ხალხი და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას უკეთესი პირობები შევუქმნათ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაღალმთიანი აჭარა იყოს ძლიერი, აქ გაიზარდოს ჯანსაღი, ჯანმრთელი ახალგაზრდობა. აქ უნდა განვითარდეს ტურიზმი, აქ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, ჩვენ გვჭირდება სრული სერვისები და სწორედ დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი მაგალითი ამ სერვისების განვითარების“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. როგორც მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განმარატავენ, ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყდა. ახალი ავტომანქანების შეძენით სრულად განახლდა ხულოს მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი. ახალი ტექნიკა ღორჯომისა და სხალთის თემის მოსახლეობას მოემსახურება. ”ავტომანქანები მაღალმთიანი აჭარის რელიეფურ და კლიმატურ პირობებზეა გათვლილი. მაღალი გამავლობის, კომფორტული ავტომანქანები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რომელიც სრულყოფილად უზრუნველყოფს პირველადი-გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროულ აღმოჩენას. ავტომანქანების შესაძენად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 272 000 ლარი გამოიყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, აჭარაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლება 2014 წელს დაიწყო. 11 სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანა რაიონულ ცენტრებში განაწილდა. ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონულ ფილიალებს ორ-ორი ავტომობილი, ხოლო ქობულეთის რაიონულ ცენტრს 3 საშუალო და 2 მაღალი გამავლობის სპეცმანქანა გადაეცა. ასევე, ადგილობრივმა მუნიციპალიეტეტმა ქედის რაიონულ ცენტრს ადმინისტრაციული შენობა სარგებლობაში გადასცა”, - აცხადებენ პრესსამსახურში.

ინფო9- http://www.info9.ge/regionebi/172225-khulos-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-centrs-ori-akhali-avtomanqana-gadaeca.html?lang=ka-GE

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/177866

პირველი.ქომ.ჯი- http://pia.ge/post/126640-xulos-saswrafo-samedicino-daxmarebis-centrs-awaris-mtavrobam-ori-axali-avtomanqana-gadasca

---

 

03.06.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=142502-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

,,ფასები იზრდება, მოქალაქეები ღარიბდებიან, გაძვირდა ჯანდაცვა” - ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ეკონომიკა დგას, ფასები იზრდება, ხალხი ღარიბდება”, - ასეთია “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასება საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა, ფასების წლიურმა ზრდამ მაისში 6,6% შეადგინა. ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულზე, შაქარსა და სხვა ტკბილეულზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე - პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ. განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 17,5%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე - ბენზინზე, დიზელზე, გაზზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც. გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ყველაზე მნიშვნელოვნად ისევ და ისევ მედიკამენტები. “ამ ფონზე მილიონამდე ადამიანისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჯანდაცვის პაკეტების გაუარესება უარყოფითად აისახება ჩვენი საზოგადოების როგორც ჯანმრთელობის, ისე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება: ოჯახების შემოსავალი არ იმატებს, ხარჯი კი იზრდება. გაზის ტარიფის მოსალოდნელი გაზრდა კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას მოქალაქეებს. იმის ნაცვლად, რომ დაეწია გადასახადები და ამით შვება მიეცა ხალხისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, მთავრობამ, “ქართულმა ოცნებამ” გადასახადები აწია ბენზინზე, დიზელსა და გაზზე, რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. პროდუქტი და მედიკამენტი ისედაც ძვირდებოდა ლარის დევალვაციის ფონზე და აქციზის გაზრდამ ბენზინზე, დიზელსა და გაზზე ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა” - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და გამოსავლის გზებზე ისაუბრა, რომელიც ძირითადად გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა. ,,გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. პროგრამა 2 ძირითად პრინციპს - გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა, რაზეც მთავრობა, “ქართული ოცნება“ ჯიუტად ამბობს უარს. არადა კატასტროფულად დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში (აპრილში 2.1%) ეს მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი საშუალებაა. მთავრობას ამ ნაბიჯების გადადგმას აუცილებლად ვაიძულებთ, მაგრამ მანამდე, სამწუხაროდ, ასიათასობით მოქალაქის ჯიბეს, შემოსავალსა და კეთილდღეობას მიადგება ზარალი”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

---

 

02.06.2017

მედიასაშუალება: http://kvira.ge/333033

„მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არაკომპეტენტურობით ბავშვები სერიოზულად ზარალდებიან“ – რას აცხადებენ საადვოკატო ბიურო OK & CG – ში

საადვოკატო ბიურო OK & CG–ს ადვოკატები მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გაუმართავ მუშაობაში ადანაშაულებენ და იმ პრობლემებზე საუბრობენ, რაც მათი არაკომპეტენტურობითა თუ დაუდევრობით ბავშვებს ექმნებათ. ინფორმაციისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. როდესაც სასამართლო დავა ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრაზე მიმდინარეობს, კანონის ძალით, მეურვეობის უფლება ორივე მშობელს შეჩერებული აქვს. მოსამართლისთვის კი გადაწყვეტილების მიღებისას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნას სწორედ რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც საადვოკატო ბიუროში აცხადებენ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელიც ძირითადად სოციალური მუშაკებისგანაა დაკომპლექტებულ ხშირად ძალიან ზედაპირულ დასკვნებს აკეთებს. მათივე თქმით, სოც. მუშაკების დასკვები ძირითადად შაბლონურია, რაც შეუძლებელს ხდის, მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. „სოც. მუშაკი საცხოვრებელ ადგილს მხოლოდ ვიზუალურდ ათვალიერებს, მშობლების ნაამბობს ინიშნავს და სასამართლოს ერთჯერადი დაკვირვების შემდეგ მიღებულ „დასკვნას“ ყოველგვარი დამადასტურებელი ვიდეო-აუდიო-ფოტო მასალის გარეშე უგზავნის. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დასკვნას თან ერთვოდეს ზემოთხსენებული მასალა, რის საფუძველზეც გავიგებთ კონკრეტული სოც. მუშაკის მიერ გამოტანილი დასკვნის ჭეშმარიტებას. დასკვნა იმდენად შაბლონური და ჩარჩოებში მოქცეულია, რომ სასამართლო პროცესზე, როცა სოც.მუშაკს ვეკითხებით თუ რამ მიიყვანა ამ დასკვნამდე, პასუხი თითქმის არასდროს გააჩნიათ. უფრო მეტიც, ბავშვის მდგომარეობის შესახებ შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეთ ინფორმაცია. საბოლოოდ, იმის გამო რომ პასუხისმგებელი ორგანო არაკომპეტენტურ დასკვნას წარუდგენს სასამართლოს, მოსამართლეც შესაბამისად არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებას იღებს, რომლის აღსრულება სათანადოდ ვერ ხორციელდება“, – განაცხადა საადვოკატო ბიურო Ok & CG-ის დამფუძნებელმა – ოთარ კაჭკაჭაშვილმა. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაშინ ეკისრება, როცა ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ამ დროს აუცილებელია როგორც სოც.მუშაკის, ისე ფსიქოლოგის ჩართვაც, რადგან სოც. მუშაკი არ არის კომპეტენტური, რომ ბავშის ფსიქოლოგიური მდგომარეობა თუ დედ-მამის მიმართ დამოკიდებულება ადეკვატურად განსაზღვროს. როგორც საადვოკატო ბიურო OK & CG-ში აცხადებენ, მათ არაერთი შემთხვევა ჰქონიათ სასამართლო პრაქტიკაში, როცა სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ სოც. მუშაკის დასკვნის საფუძველზე გამოიტანა, რაც რისკის ქვეშ აყენებს ბავშვის კეთილდღეობასა და განვითარებას. „თუ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო განსაკუთრებული ყურადღებითა და მიდგომით უნდა მოეკიდოს კონკრეტულ საქმეს. ახლახან ვაწარმოებდით დავას ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრაზე, ბავშვი კი სწორედ სპეციალური საჭიროების მქონე გახლდათ. სასამართლოს ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა წარვუდგინეთ, თუმცა ორგანო ამ შემთხვევაშიც არ დაინტერესდა ბავშვის მდგომარეობით და ჩვეულებრივი მეთოდებით, ფსიქოლოგის ჩართულობის გარეშე დაიწყეს საქმის შესწავლა. არ დაინტერესდნენ, მაგალიტად, ბავშვს მიჯაჭვულობა რომელი მშობლის მიმართ ჰქონდა, არ გამოიკვლიეს ბავშვის მდგომარეობა და შედეგად მივიღეთ ის, რომ არასრულწლოვანი ვერ ეგუება მის ერთერთ მშობელს, რომელთანაც ურთიერთობის სავალდებულო რეჟიმი არასწორად განისაზღვრა. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის ინტერესები გათვალისწინებული არც ყოფილა“. საადვოკატო ბიურო OK & CG–ს ადვოკატები, მათი პრაქტიკიდან გამომდინარე ადასტურებენ, რომ მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოს არსებობა აუცილებელია, თუმცა არა არსებული ფორმით. მათი თქმით, ამ ორგანოს გაჯანსაღება და დახვეწა არაერთი მიმართულებით სჭირდება, რომ საბოლოო ჯამში, ბავშვის უპირატესი ინტერესი და უფლებები დაცული იყოს. იმის გასარკვევად, თუ რა პროცედურებს გადის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვირისას დასკვნის გაკეთებამდე, აღნიშნული დაწესებულების სოციალური პროგრამების დეპარტამენტის იურისტთან გიორგი კუპრეიშვილს დავუკავშირდით. როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, თუ სასამართლო ორგანოს ფსიქოლოგის დასკვნის წარდგენას დაავალებს, მას აუცილებლად წარადგენენ. ხოლო კითხვაზე რატომ არ არის დასკვნაში მითითებული ინფორმაცია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ, იმის შესახებ თუ რომელი მშობლის მიმართ აქვს ბავშვს მიჯაჭვულობა, იურისტის პასუხი შემდეგია: „სოციალიური მუშაკისა და სასამართლოს მიზანი სწორედ ბავშვზე მოხდეს სწორებაა. როდესაც ერთი მშობლის მდგომარეობას ვსწავლობთ, ბავშვთან დაკავშირებით ყველა დეტალის გამოკვლევა ხდება. როგორი და რამდენად უსაფრთხო გარემო პირობებია ბავშვისთის და ა.შ… გარდა ამისა, სოც. მუშაკები სხვადასხვა წყაროდანაც იღებენ ინფორმაციას: ნათესავებიდან, მეზობლებიდან, რისი საშუალებითაც ერთგვარად მშობლების ნაამბობის გადამოწმება ხდება.“ მორიგ კითხვაზე, დასკვნაში ვუთითებთ თუ არა სხვადასხვა წყაროსთან ინტერვიუს შედეგებს, გიორგი კუპრეიშვილმა გვიპასუხა, რომ არ იცის: „მე არ ვიცი დასკნაში რა აქვთ მითითებული, მაგრამ არსი ამ ყველაფრის არის ის, რომ სასამართლოს ვუთხრათ ის რაც აინტერესებს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შეიძლება დასვას კითხვები. მაგალითად, რომელ მშობელთან აქვს მიჯაჭვულობა, რომელ მშობელს აქვს უკეთესი საცხოვრებელი პირობები, რომელი მშობლისგან არის უარყოფითი ზეგავლენა და ამ კითხვებს, რა თქმა უნდა, უნდა გავცეთ პასუხი.“ რაც შეეხება დასკვნებს, რომელსაც თითქმის არასდროს ახლავს ახლავს თან აუდიო-ვიდეო-ფოტო მასალა, იურისტი ამბობს, რომ მსგავსი ვალდებულება არც არსებობს: „ამის კონკრეტული ვალდებულება არ არსებობს. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევასა და მხარის ინტერესებზე. შესაძლოა, რომელიმე მხარეს არ სურდეს თავის ოჯახის მდგომარეობის ამსახველი ვიზულაური მასალა წარმოჩინდეს. თუმცა, თუ სადავო ხდება რამე დეტალი და სასამართლო მოგვთხოვს ამის გაკეთებას, აუცილებლად განვახორციელებთ.“ მეტი ინფორმაციისთვის, თუ ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედავთ, 2016 წლის ბოლო 9 თვის განმავლობაში, საოჯახო სამართლებრივი დავების საკმოდ დიდი რაოდენობა ფიქსირდება. აქედან კი უმეტესობა ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას უკავშირდება.

---

 

02.06.2017

მედიასაშუალება: http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/19539-hepatitisdiagnostikisdafinansebasheumcirdathzugdidismunicipalitetshimckhovreblebs.html

C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის დაფინანსება შეუმცირდათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის დაფინანსება 50 ლარით შემცირდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ჰეპატიტის პროექტი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი პროექტია, რომელიც კარგად მუშაობს და რომელსაც მივესალმები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პროგრამის შემცირება ცუდია, რადგან ხალხს ისედაც უჭირს და მეორეც არის მუნიციპალიტეტში იმის საშუალება, რომ მაინცდამინც ჰეპატიტის პროგრამა არ შევამციროთ. შეიძლება შემცირდეს სხვა ხარჯები, მაგალითად აიპიების და სხვა. ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად ჰეპატიტის პროგრამის დაფინანსების შემცირება“, - განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გელა თოლორაიამ. თავის მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ჰეპატიტის დიაგნოსტიკის დაფინანსება 250 ლარის ნაცვლად 200 ლარამდე შემცირდა, რადგან კლინიკებმა დიაგნოსტიკის ღირებულება დაწიეს. „სულ დიაგნოსტიკის ღირებულებაა 500 ლარი, ამ ღირებულების 70 % - ს, ანუ 350 ლარს იხდის მოქალაქე. მომართვის შემთხვევაში ჩვენ ვაფინანსებდით 250 ლარით. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენ დავაწესეთ 200 ლარიანი ლიმიტი. ვინაიდან წელს უკვე კლინიკებმა დაწიეს დიაგნოსტიკის ღირებულება“, - განაცხადა სალომე ჩანგელიამ. მისივე ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამაში სულ 1333 ბენეფიციარია ჩართული.

---

 

02.06.2017

მედიასაშუალება: http://jandacva.ge/jandacvis-saministrom-c-hepatitis-eliminaciis-programastan-dakavshirebit-sakhalkho-damcvelis-rekomendacia-gaiziara/

ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირების მიერ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობის უფლებაზე. ”საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებიც შეძლებენ. აღიშნული პროგრამა მანამდე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირთათვის იყო ხელმისაწვდომი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 26 იანვარს წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველეყო პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირების C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა. სახალხო დამცველის წინადადებაში აღნიშნული იყო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება. ამ პირობებში, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან თავდაპირველი წერილის თანახმად, ასეთი ცვლილება შეუძლებელი იყო პროგრამის უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე. თუმცა, მოგვიანებით, სახალხო დამცველს აცნობეს სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილადს“ შორის შემდგარი შეთანხმების თაობაზე, რომ პროგრამაში ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებიც ჩართულიყვნენ”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მთავრობის მხრიდან მისი რეკომენდაციის გაზიარებას. ”ეს ნაბიჯი არა მხოლოდ გააუმჯობესებს კონფლიქტურ რეგიონებში პირთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, არამედ ხელს შეუწყობს კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასაც”, – ნათქვამია განცხადებაში.

---

 

02.06.2017

მედიასაშუალება: http://www.etanews.ge/geo/main/index/48821

საყოველთაო დაზღვევისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით, 18 თიანელს თვალის ოპერაცია გაუკეთდა

დღეს, საყოველთაო დაზღვევისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით, 18 თიანელს თვალის (კატარაქტის) ოპერაცია გაუკეთდა. გასული წლის თებერვალში თიანეთს სტუმრობდა თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯი". საქველმოქმედო აქციაზე მოსახლეობას ჩაუტარდა თვალის უფასო გამოკვლევები და მოხდა შემდეგი სახის დიაგნოსტიკა: ვიზომეტრია - მხედველობის შემოწმება, სათვალის შერჩევა, ბიომიკროსკოპია, თვალის ფსკერის გამოკვლევა, პანომეტრია. გამოკვლევების შედეგად შეირჩნენ პაციენტები, რომელთაც თვალის (კატარაქტის) ოპერაცია ესაჭიროებოდათ. დღეს, აღნიშნულ პაციენტებს თანადაფინანსებით გაუკეთდა კატარაქტის ოპერაცია. სამედიცინო ხარჯების ნაწილი დაიფარება საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ხოლო პაციენტების გადასახდელ თანხას აანაზღაურებს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. (სოციალურად დაუცველებს აუნაზღაურდებათ გადასახდელი თანხის 100 %, ხოლო პენსიონერებს - 50 %). აღსანიშნავია, რომ კლინიკა "ოფთალმიჯის" ვიზიტის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება უზრუნველყო თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გიორგი წოწკოლაური.

---

 

02.06.2017

მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/5606-mimdinaretslis5thveshickhinvalidanthbilisisklinikebshi120pacientsumkurnales

მიმდინარე წლის 5 თვეში ცხინვალიდან თბილისის კლინიკებში 120 პაციენტი გადაიყვანეს

2017 წლის პირველი იანვრიდან მაისის ჩათვლით, ცხინვალიდან თბილისის კლინიკებში 120 პაციენტი გადაიყვანეს. ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის მედიის ცნობით, გასულ წელს, ასეთი პაციენტების რიცხვი ჯამში სულ 200 იყო. საქართველოს დედაქალაქში პაციენტების გადაყვანას ცხინვალიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება უზრუნველყოფს. წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელის ფარუხ ისლომოვის განცხადებით, საბუთების მომზადებას 4 დღე ჭირდება, ხოლო, ექსტრემალურ სიტუაციაში 4 საათი.

---

 

02.06.2017

მედიასაშუალება: https://chai-khana.org/ka/saavadmkopos-kedlebs-mighma

ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებში

ბედიანი,  მთების სიმწვანეში ჩაფლული დაბა მომცრო სახლებითა და მყუდრო ეზოებით, ერთი შეხედვით, საქართველოს  სხვა დასახლებებს წააგავს. ის არც მოსახლეობის სიმრავლით გამოირჩევა - თბილისიდან 90 კილომეტრით დაშორებულ ამ დაბაში, მდინარე ხრამის მახლობლად, სულ 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. თუმცა ბედიანი კიდევ 150-მდე ადამიანს მასპინძლობს, რომელთა ცხოვრებაც ერთი მასიური, საბჭოთადროინდელი შენობის კედლებს მიღმა მიედინება. ეს ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოა, საქართველოში სიდიდით მესამე. ეს ფსიქონევროლოგიური დაწესებულება 1963 წელს გაიხსნა და თავდაპირველად 800 პაციენტზე იყო გათვლილი, დღეს კი 150 ადამიანსღა ემსახურება მთელი საქართველოდან. იმის ფონზე, რომ ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებული სტიგმები საზოგადოებას ჯერაც ვერ დაუმარცხებია, ბედიანის პაციენტებსაც უცხო, დაჟინებული მზერისაგან მოფარულებს უწევთ ცხოვრება. ტექნოლოგიურმა განვითარებამ საკმარისად ვერ შეუშალა ხელი მათ იზოლაციას გარე სამყაროსგან, რაშიც ეკონომიკური რესურსების არარსებობამ თუ არა, ნაკლებობამ მაინც შეასრულა მნიშვნელოვანი როლი. ამის მიუხედავად, ‘ბედიანელებმა’ კომუნიკაციების ალტერნატიულ საშუალებებსა და ფორმებს მიაგნეს. ეს ფილმი ნათელს ჰფენს მათ ყოველდღიურობას პირქუშ დაწესებულებაში და ცდილობს, გვაჩვენოს - იმის მიუხედავად, რომ აქაური ურთიერთობები სხვადასხვა სახეს იღებს, მათ ერთი მთავარი, საერთო მამოძრავებელი ძალა აერთიანებს - სახლში დაბრუნების სურვილი.

---

 

02.06.2017

მედიასაშუალება: http://www.ambebi.ge/faceambebi/203331-qrogor-bedavth-rom-mokhucebs-aseth-adgilas-misvlas-aidzulebthq-ra-mdgomareobashia-gldani-nadzaladevshi-momsakhurebis-saagentos-shenoba.html

"როგორ ბედავთ, რომ მოხუცებს, ასეთ ადგილას მისვლას აიძულებთ?!" - რა მდგომარეობაშია გლდანი-ნაძალადევში მომსახურების სააგენტოს შენობა

ჟურნალისტი ია ვეკუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის შენობაშია გადაღებული. ფოტოებზე ჩანს, რომ შენობა ამორტიზებულია, სკამები კი, რომელზეც მოქალაქეები სხედან, დამტვრეული. "ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, სოციალური მომსახურების სააგენტო - ყველა ამ მთავარ ორგანოს გისურვებთ მალე გახდეთ პენსიონერი და გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების შენობაში მოგიხდეთ სიარული. ღორები ხართ მეტი არაფერი! როგორ ბედავთ, რომ მოხუცებს, ვიზეც არჩევნების დროს ყველაზე დიდ გათვლას აკეთებთ, ასევე პენსიის მიმღებ სხვა კატეგორიების წარმომადგენლებს საარსებო კაპიკების მისაღებად ასეთ ადგილას მისვლას  აიძულებთ, ან როგორ ბედავთ, რომ თანამშრომლებს ასეთ ადგილას ამუშავებთ?! თავი დავანებოთ იმას, რომ შენობა ერთი მხრიდან ტრიალ მინდორში, მეორე მხრიდან კი მთის კენწეროზე მდებარეობს და მართლა არ მაქვს წარმოდგენა, იქ მოხუცები როგორ ადიან, მაგრამ რაც შენობაში ხდება, სრულიად წარმოუდგენელია. ჩერნობილი სხვა კი არაფერია. ბოროტებისა და ცინიზმის პიკი კი ისაა, რომ რიგის ნომერი უნდა აიღო. დგას აპარატი, იღებ რიგის ნომერს და მაინც ცოცხალ რიგს იკავებ! ანუ ეს აპარატი რატომ დგას, არ იცის არავინ (აქვე დააკვირდით "იატაკს" ნომრის ფოტოს ფონზე - ამომტვრეული პარკეტის ადგილას არც მეტი, არც ნაკლები ქვიშა ყრია). კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ - ღორები ხართ!" - წერს ჟურნალისტი ია ვეკუა პირად გვერდზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს კომენტარს სულ მალე შემოგთავაზებთ.

---

 

02.06.2017

მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=2242

ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა

„ნევროზული რეგისტრის მქონე დაავადებულ პირთა სტაციონალური მომსახურება“ და „გერიატრიული ასაკის ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა. თანამედროვე ტიპის, კეთილმოწყობილი და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი ორი განყოფილება ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში ფუნქციონირებას 1 ივლისიდან დაიწყებს. ნევროზული რეგისტრის მქონე ბენეფიციარების ასაკი სტაციონალური მომსახურებისას შეუზღუდავია, გერიატრიული განყოფილების მომსახურებით კი 65 წლის ზემოთ ასაკის მქონე ფსიქიურად დაავადებული პირებიბ ისარგებლებენ. განყოფლიებებში ამჟამად სარეაბილიუტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

---

 

02.06.2017

მედიასაშუალება: http://presa.ge/new/?m=politics&AID=56160

საქართველო, შესაძლოა, ახალ სკანდალში გაეხვას - "ლანცეტის" დირექტორი პოლიტიკურ მოტივებზე ალაპარაკდა

საქართველო, შესაძლოა, ახალ სკანდალში გაეხვას. კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი, რომელიც ცოტა ხნის წინ უკანონო ოპერაციების ბრალდებით დააკავეს, აცხადებს, რომ ის, შესაძლოა, აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. ფარმან ჯეირანლის ვარაუდი მისმა ადვოკატმა გააჟღერა და თქვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ოპოზიციურად განწყობილ პირებთან კლინიკის დირექტორის კონტაქტები, სავარაუდოდ, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობად შეაფასა. ადვოკატის ინფორმაციით, ერთ-ერთი პროსახელისუფლო აზერბაიჯანული გამოცემა ჯეირანლის ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის დამფინანსებლად და ლიდერად მოიხსენიებდა. კლინიკა "ლანცეტის" ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკანონო ოპერაციების საქმეზე 22 მაისს დააკავეს. ჯეირანლი ბრალს არ აღიარებს.

---

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________    

05.06.2017

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

შრომის ინსპექციას სანქციების დაწესების უფლოება ეძლევა

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციას მიენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს. როდის დამტკიცდება ახალი ნორმები ჯერ ცნობილი არ არის. კანონპროექტი ჯერ პარლამეტშიც არ გადაგზავნილა. სავარაუდოდ საკანონმდებლო ორგანოში მის განხილვას მსხვილი ბიზნესის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდება. ახალი კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა. მისი მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება; სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობისა და მოვალეობების განსაზღვრა; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია. პირველ ეტაპზე, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა დაადგენს. კანონპროექტი შრომის სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ევროკავშირთან თანამშრომლობით შეიმუშავა. „შრომის ინსპექციის შექმნა არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო. ეს ვალდებულება გამომდინარეობს არა მარტო ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან, არამე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებიდან. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი არა ერთხელ პრაქტიკულად ყველასთან: მთავრობასთან, ბიზნესთან, სავაჭრო გაერთიანებებთან და მას მხარს ვუჭერთ“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა. ამასთან, ის ამბობს, რომ ასეთი ორგანოს შექმნას დასჭირდება გარკვეული დრო. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი აცხადებს, რომ ქვეყანა უნდა მივიდეს ისეთ სტანდარტამდე, სადაც ერთი მხრივ, დაცული იქნება შრომის უფლებები, მეორე მხრივ, არ დაზარალდება დამსაქმებლის ინტერესი. ამ მხრივ ბალანსის დაცვა საკუთარ თავზე ნაწილობრივ შრომის ინსპექციამ უნდა იტვირთოს. „სახელმწიფო რომც არ აწესებდეს სტანდარტს, დამსაქმებელს გააჩნია დაუწერელი, ჰუმანური ვალდებულება, საკუთარი თანამშრომლები ისეთ პირობებში ამუშაოს, რომ არ დაზარალდეს მათი ღირსება, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამ ფონზე შრომის ინსპექციის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია. დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა ტრადიციულად არის დილემური, პრობლემური საკითხი, რომელიც არაერთხელ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და რევოლუციურ პროცესებშიც კი გარდაქმნილა. ვინ არის ის ადამიანი, ვინც ქმნის პროდუქტს? არის ის პროდუქტის შექმნის შემადგენელი ნაწილი, თუ არის ცოცხალი არსება, რომლის მიმართ როგორც ცივილიზებულ, როგორც ჰუმანურ არსებებს გვაქვს არა დამოკიდებულება, რომელიც მის ქმედებას კაპიტალის ფორმით აფასებს, არამედ გვაქვს ღირებულებითი დამოკიდებულება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. დღევანდელი ფორმით მოქმედი შრომის ინსპექცია ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და ვერც იმ გამოწვევას, რაც საქართველოში არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ მკვლევარი თორნიკე ჩივაძე ამბობს, რომ ამგვარი მექანიზმით შესაძლებელია მხოლოდ შედეგებთან ბრძოლა, რას საბოლოო ჯამში ვერ აღმოფხვრის სიკვდიალინობის ზრდას სამუშაო ადგილებზე: „თუკი ჩვენ გვინდა გვქონდეს პრევენციული ზომები და ვებრძოლოთ მხოლოდ შედეგებს, არამედ ვებროძოლოთ მიზეზებს. საჭიროა საზოგადოებრივი კონტროლი. ეს აიძულებს დამსაქმებლებს მეტი ყურადღებით მოექცნენ დასაქმებულებს, იზრუნონ საწარმოს განახლებაზე, უსაფრთხოებაზე, ინფრასტრუქუტურის გაუმჯობესებაზე და ა.შ. არსებობს უამრავი კვლევა იმასთან დაკავშირებული, თუ როგორ უწყობს ხელს შრომის უფლებების გაუმჯობესება საწარმოების მწარმოებლურობის ზრდას“, - აცხადებს ჩივაძე. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 716 მძიმედ დაშავდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4494616&name=05.06.2017+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

05.06.2017

მედიასაშუალება: მესინჯერი

ბავშვთა დაცვის საკითხები საქართველოში

გასულ წელს ერთ წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა და ეს მაჩვენებელი საგანგაშოა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2016 წელს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს. ”მთავარი გამოწვევები და პრობლემები იგივეა, რაც წინა წლებში. ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები კვლავ მაღალია, ბავშვთა სიღარიბე ასევე ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო კვლავ მაღალ ადგილზეა, გასულ წელს 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა და ეს მაჩვენებელი საგანგაშოა. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვთა მიმართ არის სერიოზული პრობლემები და ა.შ. საკამოდ ბევრია პრობლემა, რომელსაც ბავშვები აწყდებიან”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4494602&name=05.06.2017+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

05.06.2017

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

აფთიაქებსა და კლინიკებს ერთი მფლობელი აღარ ეყოლება

ფარმაცევტული და ჰოსპიტალური სექტორების გამიჯვნის თაობაზე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი, მაგრამ საკანონმდებლო მუშაობა დიდი ხანი არის რაც დაიწყო. ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფია შექმნილი. ერთ-ერთი ინიციატივით სააფთიაქო ქსელებს, შესაძლოა, კლინიკების ფლობა აეკრძალოთ. კანონპროექტი სამ ძირითად კომპონენტზე იქნება ორიენტირებული: წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგულაციები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ზღვრული ფასები დაწესდეს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე. ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრის, თინა ტურძილაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება დადებითი მომენტია, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ბევრი რამ მისაღები, ბევრიც კი განსჯის საგანია. „ამიტომ სამინისტროს ვთავაზობთ, რომ მისი თითოეული ინსტრუმენტი, თუ მეთოდოლოგია გავაუმჯობესოთ. ყველაზე მთავარი და პრობლემატური ის არის, რომ დღეს სამედიცინო და ფარმაცევტული სერვისები ერთი და იგივე კომპანიების მფლობელობაშია. აქედან ერთი - მოთხოვნას, მეორე კი მიწოდებას განაპირობებს. მაშინ როცა მოთხოვნა-მიწოდებას ერთი კომპანია, ერთი ჰოლდინგის განაპირობებს, ყოველგვარი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი მოჩვენებითია. მოთხოვნას ქმნის ის, ვინც მიწოდებას უზრუნველყოფს“, - განუცხადა „ბიპიენს“ ტურძილაძემ. მთავრობის შეხედულებას, ძირითადად, იზიარებენ პარლამენტშიც. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება არა მარტო მედიკამენტების, არამედ მთლიანი სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელია. „ტოტალურმა დერეგულაციამ მოგვიტანა მხოლოდ და მხოლოდ პრობლემები და ნაკლებად იმოქმედა ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე. ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ვიცი, რომ სამუშაო ჯგუფი შექმნილია ჯანდაცვის სამინისტროში, ჩართულები არიან ყველა მხარის წარმომადგენლები. გარკვეულ კონდიციამდე მიყვანილია, თუმცა ზოგიერთი საკითხი არ არის შეჯერებული. როდესაც შემოვა პარლამენტში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამ თემებზე. მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ხარისხის გაუმჯობესებას ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. შესაძლო რეგულაციებს ეწინააღმდეგება კომპანია „პეესპეს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი და აცხადებს, რომ თავის დროზე საავადმყოფოების აშენება ბიზნესს სწორედ ხელისუფლებამ სთხოვა. „ვეწინააღმდეგები ასეთი რეგულაციის. ჩვენ მთავრობის დადგენილებით და დავალებით ავაშენეთ საავადმყოფო, რომელშიც ჩაიდო 50 მილიონი დოლარი. თუ ახლა ხელისუფლება აგვიკრძალავს, პრობლემას ვერ ვხედავთ, დავუბრუნებთ უკან მთავრობას და მათაც დაგვიბრუნონ ჩვენი 50 მილიონი დოლარი“, - განაცხადა ოქრიაშვილმა. სააფთიაქო ქსელებისა და კლინიკების შესახებ ახალი ინიციატივა საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანს კონსალტინგს“ ეკუთვნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფში შედის. ჯგუფი საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას დაარეგულირებს, მათ შორის, წამლის ხარისხს. ჯერჯერობით ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია თავად ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4494568&name=05.06.2017+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

05.06.2017

მედიასაშუალება: ალია

"რეკლამირებული, თუმცა უფუნქციო წამლები მხოლოდ და მხოლოდ ფულის მახეა და მეტი არაფერი!"

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ნანა ლაშქარაშვილი პროფესიით ფარმაცევტია. პროვიზორი ქალბატონი ალტერნატიული მედიცინასა და ფიტოთერაპიას უფრო ანდობს საკუთარ ჯანმრთელობას, ვიდრე თუნდაც მეოთხე თაობის მედიკამენტებს. მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად ეცნობა ფარმაკოლოგიურ სიახლეებს და საუკეთესო სპეციალისტად ითვლება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4494980&name=05.06.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

05.06.2017

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

ვინ დაამარცხებს "წამლების მონსტრს" ?!

"უკვე ისმის, რომ უნდა შეიზღუდოს პარალელური იმპორტი, რაც მსხვილი ფარმაკომპანიების ინტერესებშია. იმედია, არ მოხდება ამ კომპანიების ლობირება და ისედაც შეზღუდული კონკურენცია ბაზარზე კიდევ უფრო არ შეიზღუდება" შეზღუდული კონკურენცია, ვერტიკალური მონოპოლია, მაღალი ფასები მედიკამენტებზე, წამლის დაბალი ხარისხი და ჯანდაცვაზე გაწეული მოსახლეობის მაღალი დანახარჯები - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლისას არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა წარმოაჩენდა. ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო "ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" ახალ კანონპროექტს ექსპერტებისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს აცნობს. უწყებაში საკანონმდებლო ცვლილებებზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა რამდენიმე საინტერესო დეტალი, რომლის შეფასებაც ექსპერტს ვთხოვეთ. სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი: - ახალ კანონზე მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა რამდენად მასშტაბური იქნება ცვლილებები, ჯერ არ გახმაურებულა და დეტალური ინფორმაცია არც კომიტეტში აქვთ. მე გამოვყოფდი რამდენიმე ძირითად გამოწვევას ამ სექტორში: პირველი, მედიკამენტების მაღალი ფასი - ჩვენთან ბევრ მედიკამენტზე ბევრად მაღალი ფასია, ვიდრე ანალოგიურ მედიკამენტზე ევროპის სხვა ქვეყნებში ან ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში. კიდევ ერთი პრობლემაა ოლიგოპოლიური ფარმაცევტული ბაზარი, რაც, თავის მხრივ, კონკურენციას ზღუდავს და წამლების არაბუნებრივად მაღალი საცალო ფასის დამკვიდრებას უწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა გათავისუფლებულია დღგ-ისა და იმპორტის გადასახადისგან. ცალკე განხილვის თემაა ხარისხის კონტროლის მექანიზმის არარსებობა. დღემდე ვერ მოხერხდა ფარმაცევტული წარმოების ე.წ. GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის შემუშავება. - ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კანონპროექტის პირველად ვარიანტში, რომელიც "გლობალ ალიანს კონსალტინგმა" შეიმუშავა, შესაძლოა, შეიცვალოს მოქმედი ბიზნესმოდელები, რასაც ექსპერტები ხშირად ჰორიზონტალურ მონოპოლიასაც უწოდებდით - წამლის მოთხოვნა და მიწოდება არ უნდა იყოს ერთი კომპანიის ხელში. როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში, სადაც ფარმაცევტული კომპანიების ხელშია წამლის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია, კლინიკები, სადაზღვევო სექტორი და სხვა, ამგვარი ბიზნესმოდელის უმტკივნეულოდ დაშლა შესაძლებელია? - "გლობალ ალიანსმა" იმუშავა ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა მიმართულების რეფორმაზე, როგორებიცაა საყოველთაო ჯანდაცვაში ფასების შეკავება, ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესება, პირველადი ჯანდაცვის სტრატეგია და ა.შ. სულ 14 მიმართულება იყო, აქედან ერთ-ერთია ხარისხიანი მედიკამენტებით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ანგარიში "გლობალ ალიანსმა" სამინისტროს ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში წარუდგინა. თავის მხრივ, ბევრი კითხვა იყო თვითონ "გლობალ ალიანსის" საქმიანობაზეც. გაგახსენებთ, რომ ამ ახალდარეგისტრირებულ, გამოცდილების არმქონე ორგანიზაციასთან ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერის წესების დარღვევით გააფორმა საეჭვო ხელშეკრულება და რამდენიმე თვე გაურკვეველი იყო, ვინ იდგა ამ ორგანიზაციის უკან. როცა ერთი მესაკუთრის ხელშია ფარმაცევტული წარმოება, დისტრიბუცია, სააფთიაქო ქსელი, სადაზღვევო, კლინიკების ქსელი და მსხვილი ბანკი, ეს დიდი პრობლემაა. ასეთი ბიზნესმოდელი ნამდვილად არ უწყობს ხელს არც კონკურენციას და არც ხარისხის გაუმჯობესებას, არაფერს ვამბობ ფასების პოლიტიკაზე. წარმოუდგენელია, რომ თავის დროზე არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ ჩაერია და არ აღკვეთა ამ მახინჯი მოდელის ჩამოყალიბება, ახლა კი ამ მონოპოლიების დაშლა საკმაოდ ძნელია. ამას სჭირდება საკანონმდებლო ბაზის გადახედვა და სახელმწიფოს ნება, რომელსაც ვერ ვხედავთ. პირიქით, როგორც ჩანს, მოხელეები, ასეთი ბიზნესმოდელის გამყარებას ხელს უწყობენ. მეტიც, ის, რაც კლინიკებთან დაკავშირებით ხდება, ნათელი მაგალითია, რომ სამინისტრო ცდილობს, "დაახრჩოს" საშუალო და მცირე კლინიკები და სათამაშო ველზე დატოვოს მხოლოდ მსხვილი გაერთიანებები. შედეგად, ზარალდება პაციენტი და მისი ჯიბე. - ერთგვარი ბიზნესმოდელი იყო ექიმებისა და ფარმაცევტული კომპანიების თანამშრომლობა, რასაც ხშირად მედიკამენტების ჭარბად დანიშვნამდე, პოლიპრაგმაზიამდე მივყავართ. ეს პრობლემა როგორ შეიძლება კანონმდებლობით მოგვარდეს? - პოლიპრაგმაზია სერიოზული პრობლემაა. ის, მეტ-ნაკლებად, სხვა ქვეყნებშიც არის. ზოგიერთ ქვეყანას მკაცრი რეგულაციებიც აქვს. მე ამ სფეროში გამჭვირვალობას ვემხრობი - რაც აშშ-მა გააკეთა 2010 წელს, როცა Sun shine Act - ი მიიღო. ამ აქტის მიხედვით, წამლების მწარმოებელმა კომპანიებმა, სამკურნალო მოწყობილობების, ბიოლოგიური და სამკურნალო საშუალებების მწარმოებლებმა, რომლებიც ფედერალური ჯანდაცვის პროგრამებით ფინანსდებიან, უნდა შეაგროვონ და საჯარო გახადონ ყველანაირი ფინანსური ურთიერთობა ექიმებსა თუ სამედიცინო პერსონალთან და ანგარიშები სახელმწიფო უწყებებში წარადგინონ. ეს კანონი ემსახურება ჯანდაცვის პროვაიდერებსა და ფარმაცევტულ მწარმოებლებს შორის ფინანსური ურთიერთობის გამჭვირვალობის გაზრდას და ინტერესთა პოტენციური კონფლიქტების აღმოჩენას, რაც პრევენციულ ზემოქმედებას ახდენს პოლიპრაგმაზიაზე. გარდა ამისა, არსებითია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, როცა ადრეულ ეტაპებზე გვარდება ჯანმრთელობის პრობლემა მინიმალური ოდენობის წამლების გამოყენებით. ცალკე თემაა ექიმების შემდგომი გადამზადება, რადგან ფინანსური დაინტერესების გარდა, ხშირად ექიმების დაბალი კვალიფიკაციაა ბევრი წამლის დანიშვნის მიზეზი. - კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მომხმარებელი ჩივის, წამლის ხარისხი და მისი ფასია. - ზემოთაც მოგახსენეთ, რომ ფასები არაადეკვატურად მაღალია, რაც შეეხება ხარისხს, სახელმწიფოს არ გააჩნია ხარისხის შეფასების ეფექტიანი მექანიზმი. არავინ ატარებს კვლევებს და ამიტომაც რამე მტკიცებულებაზე დაყრდნობით ხარისხის შეფასება შეუძლებელია. გავიხსენოთ "ჰუმანიტი ჯორჯიას" მაგალითი - მან, ფაქტობრივად, ვადაგასული წამლები შემოიტანა, თანაც ლიცენზირების დარღვევით. ეს კი საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ სახელმწიფო ხარისხს ვერ უზრუნველყოფს და ზოგჯერ პირიქით, კარტელურ გარიგებებში შედის და უხარისხო წამლების შემოტანას უწყობს ხელს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ გარიგებით სახელმწიფომ, სულ მცირე, 9 მილიონი დოლარი იზარალა. - შემუშავებული კანონპროექტის კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ ფალსიფიკაციასთან დაკავშირებული კრიმინალიზაციის არეალი იზრდება. თუ ადრე კონტრაფაქტული, ანუ საპატენტო კანონმდებლობის დარღვევით შემოსული საქონელი ფალსიფიკაციად არ ითვლებოდა და უბრალოდ, კონტრაფაქტი იყო, რომელსაც საპატენტო კანონმდებლობით თავისი რეგულაციები აქვს, ახალი პროექტის მიხედვით, ეს საქონელიც ფალსიფიცირებულად კვალიფიცირდება. თუ ეს რეგულაცია ამოქმედდება, როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება ბაზარზე? - კანონმდებლობის მოწესრიგება აუცილებელია. ახალმა კანონმა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უნდა მოხსნას ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლის ხელოვნური ბარიერები, როგორიცაა ექსკლუზიური კონტრაქტები, რეგისტრაციისას ბიუროკრატიული ბარიერები და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე გაჩნდნენ ახალი კომპანიები. მთავარია, ფარმაცევტული ბაზარი გახდეს კონკურენტული ფარმაცევტული ბიზნესით დაკავებულ ადგილობრივ თუ უცხოელ მეწარმეთათვის. და რაც მთავარია, უნდა შემცირდეს ფარმაცევტული პროდუქტის ჯერ საბითუმო და შემდეგ საცალო ფასი და გაიზარდოს მასზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა. - სამწუხაროდ, ბევრი კანონპროექტი გვინახავს, რომელიც საბოლოოდ პარლამენტში განხილვისას სახეს იცვლის და ზოგჯერ რადიკალურადაც, რაც ხშირად ბიზნესის ლობირების შედეგია. რას ელით კონკრეტულად ამ კანონპროექტისგან? - მსგავსი შიში მეც მაქვს. მით უმეტეს, რომ უკვე ისმის, რომ უნდა შეიზღუდოს პარალელური იმპორტი, რაც მსხვილი ფარმაკომპანიების ინტერესებშია. იმედია, არ მოხდება მსხვილი კომპანიების ლობირება და ისედაც შეზღუდული კონკურენცია ბაზარზე კიდევ უფრო არ შეიზღუდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის განხილვა იყოს საჯარო, მედიის საექსპერტო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობით.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4494963&name=05.06.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

                     

05.06.2017

მედიასაშუალება: ალია

ექსკლუზიური ოპერაციები თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით

წარმატების ძიებაში ამ ადამიანს არასდროს ჩაუმუხლავს, არასდროს შეჩერებულა, იყო რთული წლები, მის წინაშე იდგა მძიმე ამოცანები, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებდა ენთუზიაზმს და ოპტიმიზმს, ყველაზე რთულ წლებში, როცა ქვეყანა სამოქალაქო ომში იყო გახვეული, მან შეძლო საკუთარ თავზე გამარჯვება და დღეს იგი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებში წამყვანი სპეციალისტია.         

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4495019&name=05.06.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---