From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-05.06.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge
Received On : 05.06.2018 08:41
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 05.06.2018

ტელევიზია

05.06.2018

არხი:   რუსთავი 2     

გადაცემა: კურიერი 09:00

სატრანსპორტო კოლაფსის მეორე დღე თბილისში. მეტროპოლიტენი გაფიცვას განაგრძობს. კახი კალაძესა და მემანქანეებს შორის გამართული რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. გაფიცვა არ შეწყდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5340654

04.06

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5340330

---

 

05.06.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

ნარკოპოლიტიკის რეფორმა ისევ დავის საგანია. იურიდიულ კომიტეტზე განხილვა 3 საათი გაგრძელდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ შეტანხმება ვერ შეძლო. ოდენობები ისევ დავის საგანია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ლიბერალიზაციასტან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და მხოლოდ დეტალებია შესათანხმებელი. საკომიტეტო მოსმენას თეთრი ხმაურის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5341027

იმედი - ქრონიკა 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5340972

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5340825

04.06

I არხი-მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5340556

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5340119

---

 

05.06.2018

არხი:   მაესტრო

გადაცემა:ახალი ამბები 10:00

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 82 ლარით გაიზარდა და ამჟამად 1106 ლარს აჭარბებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5340805

---

 

 

ინტერნეტი

05.06.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=72620

წინასწარი ვერსიით, ტყიბულში, შახტში ორი მუშის დაღუპვა ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია

წინასწარი ვერსიით, ტყიბულში, შახტში ორი მუშის დაღუპვა ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია. ორი მუშა შახტში დღეს, გამთენიისას დაიღუპა. როგორც პირველ არხს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ განუცხადა, შემთხვევა არ მომხდარა „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ საწარმოში. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა ერთ-ერთი კერძო კომპანიის ღია მოპოვებით საწარმოში. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილობრივები მადნეულს ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

---

 

05.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/496971-irakli-petriashvilma-saqarthveloshi-qaltha-uflebebze-momzadebuli-sarcheli-shromis-saerthashoriso-organizacias-tsarudgina.html

ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოში ქალთა უფლებებზე მომზადებული სარჩელი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას წარუდგინა

პროფკავშირების ინფორმაციით, ჟენევაში, შრომის საერთაშორისო კონფერენციამ (შსო), ბოლო წლების განმავლობაში პირველად, საქართველოს საკითხი იმ 25 ქვეყანას შორის განიხილა, სადაც ყველაზე მეტად ირღვევა შრომის საერთაშორისო სტანდარტები და შრომითი უფლებები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებიდან აცნობეს, წელს საქართველო შსო-ს ყურადღების ცენტრში, ქალის და მამაკაცის თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ, შსო-ს მე-100 ფუნდამენტური კონვენციის შეუსრულებლობის გამო მოექცა. „საქართველოში წლების განმავლობაში ქალების ხელფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მამაკაცებისას. ბოლო სტატისტიკით მამაკაცების საშუალო ხელფასი 1166 ლარია, ხოლო ქალების 731.2 ლარი, რაც ნიშნავს რომ მამაკაცების შრომა ქალებზე თითქმის 52.2%- ით მეტად ანაზღაურდება. ხელფასებს შორის სხვაობა არსებობს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის იქ, სადაც ქალები არიან დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი.  აღნიშნულს განაპირობებს ქალისა და მამაკაცის სამუშაოსთან მიმართებაში ქვეყანაში არსებული ტრადიციულად სტერეოტიპული დამოკიდებულება, ვერტიკალური და ჰორიზონტალური რეგულაცია, რის გამოც ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ხელმძღვანელ, მაღალ ანაზღაურებად პოზიციებზე. ამ ძირითად და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, სარჩელი ირაკლი პეტრიაშვილის სახელით მომზადდა და პოზიცია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა შსო-ს სტანდარტების კომიტეტზე თავად წარმოადგინა. პროფკავშირების ინიციატივით შსო-ს საერთაშორისო კონფერენციის 107-ე სესიამ ასევე იმსჯელა იმის შესახებ, რომ საქართველოში არ არსებობს ქალისა და მამაკაცის შრომის შეფასება-გაზომვის მეთოდოლოგია, რაც ასევე წარმოადგენს შსო-ს მე -100 კონვენციის დარღვევას. საქართველოს კანონმდებლობა პროფკავშირების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ქალისა და მამაკაცის თანაბარი შრომისთვის არათანაბარი ანაზღაურებას არ კრძალავს, რაც ახალისებს ამგვარ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას შრომით ურთიერთობებში.  შსოს-ს ჟენევის კონფერენცია ყოველწლიური საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიება. მასზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობები იკრიბებიან, ისევე როგორც ყველაზე წარმომადგენლობითი დამსაქმებელთა ასოციაციები და პროფკავშირული გაერთიანებები. კონფერენცია იღებს შრომის საერთაშორისო სტანდარტებს და იხილავს შრომით და სოციალურ საკითხებს. ქვეყნების კონკრეტული საქმეების განხილვის შედეგად შსო რეკომენდაციით მიმართავს წევრ სახელმწიფოებს დადგენილი სტანდარტების შესრულების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, პროფკავშირების ანგარიშებზე დაფუძნებულმა, შსო-ს კრიტიკულმა რეკომენდაციებმა საქართველოსთან მიმართებაში, განაპირობა საქართველოს შრომის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ცვლილება. პარადოქსია, რომ ქალთა უფლებების დაცვისკენ მიმართული საკითხი მამაკაცმა - ირაკლი პეტრიაშვილმა წარმოადგინა, ხოლო სახელმწიფოს ხარვეზებით სავსე მიდგომას ქალი, ჯანდაცვისა და შრომის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია იცავდა. ირაკლი პეტრიაშვილის პოზიციას აშშ-ს და ნორვეგიის პროფკავშირები იზიარებენ და კომიტეტზე საქართველოს პროფკავშირების ინიციატივის მხარამჭერებად სწორედ ისინი წარსდგნენ. ჟენევაში, სარჩელის წარდგენის პარალელურად, საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე საერთაშორისო პროფკავშირულ ლიდერებთან შეხვედრებისას, პეტრიაშვილმა არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მეტროპოლიტენში განვითარებულ მოვლენებზე და მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე - დასაქმებულთა გაფიცვის უფლებით უზრუნველყიფის თაობაზე. პეტრიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს შორის მალე შედგება კონსტრუქციული დიალოგი, ისევე როგორც ეს გუშინ მოხდა ჭიათურაში და კონკრეტული შედეგით დასრულდება“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

04.06.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/ocnebis-khelisuflebam-pressamsakhurebis-khelfasebshi-50-milionamde-dakharja/

“ოცნების” ხელისუფლებამ პრესსამსახურების ხელფასებში 50 მილიონამდე დახარჯა

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა. საკვლევი პერიოდის განმავლობაში 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 49 მილიონ 75 ათას ლარზე მეტი 2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა. კვლევა ეყრდნობა 121 საჯარო უწყებიდან გამოგზავნილ ინფორმაციას. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ მათი საქმიანობისა თუ მიღწევების შესახებ მოსახლეობა სათანადოდარ არის ინფორმირებული. მთავარ მიზეზად კი არასათანადო “პიარი” სახელდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაინტერესდა, თუ რა თანხას ხარჯავდა ხელისუფლება 2012-2017 წლებში ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებზე, რომელთა მთავარ ფუნქციას, სწორედ ხელისუფლების საქმიანობის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება და მასმედიასთან ურთიერთობა წარმოადგენს. გამოთხოვილი ინფორმაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 133 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რათა დაედგინა 2012-2017 წლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და ბიუჯეტიდან მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის შესახებ მონაცემები. სამწუხაროდ, 12-მა უწყებამ, მათ შორის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, შემოსავლების სამსახურმა და იუსტიციის სახლმა ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ეს ფაქტი გავლენას ახდენს კვლევის შედეგებზეც, რადგან ასეთ სტრუქტურებში პიარის კუთხით დახარჯული თანხა, სავარუდოდ, მაღალია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც აქტიურად ეწევა ხელისუფლების საქმიანობის რეკლამირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ და უცხოურენოვან საინფორმაციო ვებგვერდ agenda.ge-საც მართავს. ჩვენს ეჭვს ადასტურებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ 2016 წლის სექტემბერში გამოთხოვილი ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში 76 ადამიანი მუშაობდა (საშტატო/შტატგარეშე), დასაქმებულთა რაოდენობა იურიდიულ დეპარტამენტში მომუშავე ადამიანების ოდენობასაც 55%-ით აღემატება (იურიდიულ დეპარტამენტში დასაქმებულთა რაოდენობა 34 ადამიანია) და მთავრობის აპარატში არსებულ სტრუქტურულ დანაყოფებში სიდიდით მეორე ადგილზეა. წინამდებარე კვლევაში არ შედის ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების და მმართველი პარტიის მიერ შესყიდული ლობისტური მომსახურება საზღვარგარეთ. პრესსამსახურში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურება ჩვენ მიერ შესწავლილი მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა (საშტატო/შტატგარეშე) მზარდია, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზრდილია მათი ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხაც. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის მონაცემები დათვლილია მხოლოდ ოქტომბრის ჩათვლით, პრესამსახურის თანამრომლების ანაზღაურება 2012 წლის ჯამურ დანახარჯს მაინც ბევრად აჭარბებს. 2013-2017 წლებში, პრესსამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისა და მათი სახელფასო ანაზღაურების მხრივ შემდეგი სამინისტროები ლიდერობს: შინაგან საქმეთა, თავდაცვის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროები. პიარის მიმართულებით დასაქმებულთა ანაზღაურებაში, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა შსს-მ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როცა თავდაცვისა და  ჯანდაცვის სამინისტროს  იმავე პროფილის თანამშრომლების შენახვა საქართველოს ბიუჯეტს, შესაბამისად, 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი და 3 მილიონ 600 ათას ლარამდე დაუჯდა. აღსანიშნავია რომ, კვლევის ყველა კომპონენტში შესამჩნევი ზრდა 2016 წელს აღინიშნება, რაც შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებით იყოს გამოწვეული, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში გაიმართა და “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. ამ წელს პრესსამსახურის თანამშრომელთა საერთო რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი, 690 იყო, ხოლო მათ ხელფასებში დახარჯულმა თანხამ 12 მილიონ ლარს გადააჭარბა. წინამდებარე კვლევის საფუძველზე დგინდება, რომ 2012 წლის შემდეგ, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საჯარო უწყებებში მკვეთრად გაზრდილია, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მათი ანაზღაურების ხარჯები. ფაქტია, რომ მოქმედი ხელისუფლება ათობით მილიონ ლარს ხარჯავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის, რომელთა უმთავრესი ფუნქციაა მოსახლეობამდე მიიტანონ ხელისუფლების საქმიანობა და მისი შედეგები. შესაბამისად, თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი საქმიანობის სათანადოდ წარმოჩენას, მთავარი მიზეზი შესაძლოა არაკომპეტენტურობა იყოს, რაც ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეც მიანიშნებს.

---

 

04.06.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/akaki-ziodze-tambaqos-kontrolis-shesaxeb-kanoni-garkveul-xarvezebs-sheicavs-romlebic-drota-ganmavlobashi-gamoswordeba

აკაკი ზიოძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი“ გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოსწორდება

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას სამორინეებში (კაზინოებში) და სიგარ-ბარებში თამბაქოს მოწევის დაშვების შესახებ არსებულ პროტესტს ეხმიანება და ამბობს, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი“ გარკვეულ ხარვეზებს მართლაც შეიცავს, თუმცა ისინი დროთა განმავლობაში გამოსწორდება. „საქართველო 31 მაისს თავაწეული ხვდება, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული კანონი, რომელიც გვაძლევს საშუალებას გვქონდეს თამბაქოს კვამლისგან დაცლილი თავისუფალი საჯარო სივრცეები. ჩვენ ამ კანონით გადავარჩენთ პასიურ მწეველ ადამიანებს. კანონის აღსრულების ხარისხი, უნდა ითქვას, რომ ნამდვილად მაღალია. ვინაიდან, შემოწმდა 500-მდე დაწესებულება, რომელთა 92%-შიც კანონი სრულად დაცულია. როგორც საერთაშორისო გამოცდილება მეტყველებს, ეს პროცენტული რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და შეიცვლება სოციალური ნორმა. ამასთან, ვადასტურებთ, რომ „თამბაქოს კონტროლის კანონი“ გარკვეულ ხარვეზებს მართლაც შეიცავს, თუმცა ისინი დროთა განმავლობაში გამოსწორდება, “ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

---

 

04.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/496774-organizaciis-qerthoba-2013q-thavmjdomare-aqciaze-memanqaneebis-garda-metropolitenis-skhva-thanamshromlebic-imyofebian.html?ar=A

ორგანიზაციის "ერთობა 2013" თავმჯდომარე - აქციაზე მემანქანეების გარდა მეტროპოლიტენის სხვა თანამშრომლებიც იმყოფებიან

ორგანიზაცია "ერთობა 2013" თავმჯდომარის, რატი კაპანაძის განცხადებით, წყალსადენის ქუჩაზე, სადაც თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ, მეტროპოლიტენის სხვა თანამშრომლებიც იმყოფებიან. როგორც რატი კაპანაძემ განაცხადა, ისინიც ხელფასების მომატებას ითხოვენ. მისივე თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება აქციებს არ შეწყვეტენ. აქციის მონაწილე მემანქანეებმა წარმადგინეს ხელფასების ამონაწერები. მათი თქმით, რეალურად, ფიქსირებულზე ნაკლებ ხელფასს იღებენ. "ჩვენ ვითხოვთ ხელფასის გაზრდას საათში 10 ლარამდე. ახლა კი 6 ლარი და 92 თეთრი გვაქვს. საერთო ჯამში 240 მემანქანე ვართ, მაგრამ აქ სხვა სამსახურის თანამშრომლებიც არიან წარმოდგენილები. ესენი გახლავთ ესკალატორის თანამშრომლები, კონტროლიორები, დამლაგებლები, ზეინკლები. შანტაჟის ენით არავის ვესაუბრებით. 6 წელია ამ თემაზე ვსაუბრობთ. გვინდოდა საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან მოგვარებულიყო, თუმცა სამწუხაროდ ისე მიიყვანეს სიტუაცია, რომ ამ ჭრილში გადავედით. აქციების გამართვას ვაპირებთ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა რატი კაპანაძემ.

---

 

04.06.2018

მედიასაშუალება: https://www.mshoblebi.ge/janmrtheloba/aqtualuri/12374-ram-gamoitsvia-farisebri-jirkvlis-kibos-shemthkhvevebis-mateba-da-ra-kavshirshia-es-sayovelthao-jandacvasthan.html

რამ გამოიწვია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების მატება და რა კავშირშია ეს საყოველთაო ჯანდაცვასთან

"ბოლო ათწლეულებში აღიშნიშნება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მსოფლიო მასშტაბით. ზოგი ექსპერტის აზრით, ეს გარემოება დაკავშირებულია ადრეულ სტადიაზე მცირე ზომის პრეკლინიკურ სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების ზრდასთან..." საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეპარტამენტის უფროსი - მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი უმწვავეს პრობლემაზე გვესაუბრა…  -  გავრცელებული ინფორმაციით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოპერაციების სტატისტიკა გაზრდილია ეს შეესაბამება თუ არა რეალობას? -  2013 წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი სარგებლობდა სამედიცინო დაზღვევის მომსახურებით - სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებითა და კორპორატიული დაზღვევით. დანარჩენს საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარა მკურნალობის სრული ღირებულება, რაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანები თავად ამბობდნენ უარს გეგმური სამედიცინო სერვისების მიღებაზე და ექიმს მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს ან უკიდურესად დამძიმებული მდგომარეობის გამო მიმართავდნენ. დღეს საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია. ყველა მოქალაქისათვის გარანტირებული გახდა  საბაზისო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა საყოველთაო ჯანდაცვისა, თუ კერძო სადაზღვევო პროგრამებით. - აშკარაა რომ მომართვიანობა უდაოდ მაღალია კლინიკებში, რა მოვლენებმა განაპირობა მოქალაქეების ასე გააქტიურება? -  გაიზარდა მოსახლეობის ინფორმირებულობა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრევენციული პროგრამებით (სკრინინგი) დაფარული სერვისების თაობაზე, შესაბამისად, მოიმატა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელმა, რამაც თავის მხრივ, განაპირობა დაავადებების, მათ შორის ფარისებრი დაავადებების პათოლოგიის გამოვლენის სიხშირის ზრდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის კვალობაზე გაიზარდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ხარჯები. ბოლო მონაცემებით, საქართველოში გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ხვედრითი წილი.  -  მხოლოდ საქართველოშია ასე გაზრდილი სტატისტიკა? საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი ინფორმაცია ბოლო ათწლეულის უცხოეთის მაჩვენებლებზე? -  ბოლო ათწლეულებში აღიშნიშნება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მსოფლიო მასშტაბით. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს გარემოება დაკავშირებულია ადრეულ სტადიაზე მცირე ზომის პრეკლინიკურ სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების ზრდასთან. თუმცა ასევე აღსანიშანვია, რომ იზრდება დიდი ზომისა და მოგვიანებით სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა. უფრო მეტიც, ადრეულ სტადიაზე დაავადების გამოვლენის ზრდისა და მკურნალობის გაუმჯობესებული მეთოდების მიუხედავად, ფარისებრი ჯირკვლის კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა გარკვეული ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ზოგიერთი მოსაზრებით, შესაძლებელია, ეს დაკავშირებული იყოს გარკვეული წლების წინ ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების არასათანადო შეფასებასთან. ექსპერტების აზრით, საფიქრებელია, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების ზრდა მსოფლიო მასშტაბით განპირობებულია ინდუსტრიულ გარემოში არსებული კარცინოგენებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებით; განსაკუთრებით მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს წარმოადგენს რადიაციული ფონი, ასევეგასათვალისწინებელია სპეციფიკური რისკ-ფაქტორები, რომელთა შორის აღსანიშნავია აუტოიმუნური თირეოიდიტის შემთხვევების ზრდის ტენდენცია, მაგრამ აქვე არ უნდა გამოვრიცხოთ ისეთი არასპეციფიკური ფაქტორი, როგორიცაა სიმსუქნე. არაერთი ფართემასშტაბიანი კვლევის მიხედვით, ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევების ზრდა დაკავშირებულია კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენასა და ასევე მოგვიანებით სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების ზრდასთან, რაც დიდწილად გაზრდილ რადიაციულ ფონს და სხვა ჯერ-ჯერობით დაუდგენელ კარცინოგენებს უკავშირდება. ამ მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში. -  რამდენად გამართლებულია ქირურგიული ჩარევა? ექიმები ხომ არ სცოდავენ და ხშირად კლინიკების დაფინანსების ხელოვნურად გაზრდის გამო რადიკალურ გზას ირჩევენ? -  ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მკურნალობის სქემის არჩევა დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ზომებთან, ტიპთან და სხვ. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდებია: ქირურგიული მკურნალობა, რადიოაქტიური იოდით მკურნალობა, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, ტარგეტული თერაპია. სპეციალისტები, უმეტესწილად, არჩევენ 2 ან მეტი მეთოდით კომბინირებულ მკურნალობას. მკურნალობის სხვა მეთოდების არაეფექტურობის შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია ფარისებრი ჯირკვლის სხვა პათოლოგიების დროს, მაგალითად, როგორიცაა, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი და სხვ.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

05.06.2018

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

"საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მსოფლიოში უპრეცედენტოა"

სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gილეად-ის ხელშეწყობით C ჰეპატიტისგან განკურნების პროგრამა დაიწყო. 2015 წლის აპრილიდან დღემდე 45 ათასზე მეტი პაციენტი ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში, აქედან მკურნალობის კურსი კარგი შედეგით 40 ათასმა პაციენტმა უკვე დაასრულა. ბენეფიციართა 98, 2 % -მა თავი დააღწია C ჰეპატიტს. მიუხედავად პროგრამის წარმატებისა, ამოქმედებიდან 20 თვის თავზე, დაავადებულთა მხოლოდ 20% ჩაერთო პროგრამაში. 2016 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში კი, პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი მუდმივად მცირდებოდა. 2015 წლის პოპულაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში 150 ათასი C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი ცხოვრობს. აქედან კი, მხოლოდ მესამედი ნაწილი არის ჩართული პროგრამაში. არსებობს თუ არა ინფორმაციული, გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერები, რამდენად უსაფრთხოა მედიკამენტები და რა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა სამი წლის წინ სწორედ საქართველო, როგორც პროგრამის სანიმუშო ქვეყანა - გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების’’ კითხვებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია პასუხობს. - საქართველომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია ,,გილიადის’’ ხელშეწყობით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო. 2015 წლის აპრილიდან დღემდე 45 ათასამდე პაციენტი ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში. კიდევ ერთხელ რომ დაგვიზუსტოთ, რას მოიცავს ეს პროგრამა და რამდენად წარმატებულია იგი საქართველოში ? - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი არის მსოფლიოში უპრეცედენტო. საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულ ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, ჩაიტაროს დიაგნოსტიკური კვლევა, დაიდგინოს დაავადება და იმკურნალოს უახლოესი მეთოდის მედიკამენტებით, რომლებიც სრულიად ამარცხებს ამ დაავადებას. პროგრამა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სამი წელია მოქმედებს, გულისხმობს, როგორც მკურნალობაში ჩასართავ კვლევებს, ასევე მკურნალობის პროცესისა და მონიტორინგის კვლევებს. გარკვეული თანაგადახდა აქ არის გათვალისწინებული, თუმცა რიგი კვლევები სრულიად უფასოა. მაგალითად სკრინინგი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ დავადგინოთ, არის თუ არა C ჰეპატიტის არსებობის ეჭვი. სკრინინგის დადებითი პასუხის შემთხვევაში უტარდებათ კონფირმაციული კვლევა, იმის დასადგენად, ნამდვილად აქვს თუ არა პაციენტს C ჰეპატიტი და ეს კვლევაც უფასოა. შემდგომ არის სხვა კვლევები როგორებიცაა - გენოტიპისა და ღვიძლის მდგომარეობის განსაზღვრა. მათი ჩატარება კი თანაგადახდითაა შესაძლებელი და მოიცავს დაახლოებით 238 ლარს. ამის შემდეგ პაციენტი უშუალოდ ერთვება მკურნალობის პროცესში, სრულიად უფასოდ იღებს ახალი თაობის უძვირეს მედიკამენტებს. მკურნალობის პროცესში ასევე ხდება მკურნალობის გადამოწმება და ეს კვლევებიც თანაგადახდით არის დაფარული. რაც შეეხება მკურნალობის დასრულების შემდეგ კვლევას, ნამდვილად მოხდა თუ არა დაავადების ელიმინაცია არის სრულიად უფასო. 2018 წლის 1 აპრილის მონაცემებით, პროექტში ჩართულია 45 ათას 300-ზე მეტი პაციენტი. მკურნალობა კი დაასრულა 41 ათასამდე ბენეფიციარმა, 98,2 %- ში ჩვენ გვაქვს განკურნების მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. - 2015 წელს საქართველოში ჩატარებული პოპულაციური კვლევის მიხედვით, დაახლოებით 150 ათასი ადამიანი არის დაავადებული C ჰეპატიტით. აქედან კი, მხოლოდ 45 ათასი არის აღრიცხვაზე მოსული. არის თუ არა ამის მიზეზი მოსახლეობის არასათანადო ინფორმირებულობა და ფინანსური მხარე ? როგორც აღნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტები უფასოა, გარკვეული სახის ანალიზები თანაგადახდით არის შესაძლებელი. - დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში სკრინინგი გავლილი აქვს მილიონ 600 ათასზე მეტ ადამიანს. აქედან დადებითი არის დაახლოებით 7,7 %. სკრინინგის შემდეგ არის კონფირმაციული კვლევა, თუმცა პირველადი კვლევის შემდეგ ჩვენ გვაქვს ნაკლები მომართვიანობა. ამიტომ, ელიმინაციის პროგრამა გულისხმობს სკრინინგის კამპანიასაც - ყველა ჰოსპიტალი, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები და დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად ჩართულია პროცესში, ამოწმებენ თითოეულ პაციენტს, რათა სკრინინგი იყოს აქტიური და ქვეყნის მასშტაბით გაშლილი. ჩვენ ჰოსპიტალურ სექტორს დავავალდებულეთ, რომ ყველა დასკრინული პაციენტისთვის, რომლებსაც აღმოაჩნდათ დადებითი C ჰეპატიტი, აუღონ სისხლის ანალიზი, რათა ჩავატაროთ კონფირმაციული კვლევა. თუ პაციენტი არ მოდის, სტაციონარი ვალდებულია, რომ მასთან მოხვედრილი თითოეული პაციენტი გამოიკვლიოს. ამ მხრივ, გვაქვს საკმაოდ მაღალი აქტივობა. თითქმის სამი ათასი ნიმუში არის წამოღებული სისხლის კონფირმაციისთვის და აქედან ნახევარს უკვე აღმოაჩნდა C ჰეპატიტი. ისინი თანდათანობით პროგრამაში ერთვიან. რაღაც ნაწილი მაშინვე იტარებს კვლევებს, რაღაც ნაწილი კი სამომავლოდ აპირებს ჩვენთან მოსვლას. ერთ-ერთი ბარიერი შესაძლოა იყოს ფინანსური მხარეც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვლევა უფასო გახდა, ამას მაინც არ მოუცია ბენეფიციართა მნიშვნელოვანი ზრდა. კონფირმაცია 2017 წლის პირველი დეკემბრიდან არის უფასო, თუმცა ბოლო მონაცემებით, აქტივობა არ არის გაზრდილი. მკურნალობის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ ისევ უტარდებათ კონფირმაციული კვლევა, რათა საბოლოოდ დავადგინოთ ეს ადამიანი ნამდვილად განიკურნა თუ არა. ეს კვლევაც არის სრულად უფასო და ფინანსური ბარიერი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაშიც, 100% -იანი მოცვა მაინც არ არის. - „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ერთერთ მთავარ დაბრკოლებად გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც არის დასახელებული. მედიკამენტების მიმწოდებელი 31 დაწესებულება არათანაბრად არის გადანაწილებული ქვეყნის მასშტაბით. რა გამოწვევების წინაშეა დღეს ჯანდაცვის სამინისტრო ამ მხრივ და რას სთავაზობს ის ბენეფიციარებს ? - დიახ, ერთ-ერთი პრობლემა არის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. თითქმის ყოველ რეგიონში თითო დაწესებულებაა, დაწესებულებების უმეტესობა კი თავმოყრილია დედაქალაქში. ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის პროექტზე, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, მინიმუმ ერთი დაწესებულება მაინც იქნება. ისინი ჩაერთვებიან ამ პროგრამაში და დიაგნოსტიკიდან საბოლოო გამოკვლევების ჩათვლით სრულ სერვისს შესთავაზებენ ბენეფიციარებს. ასევე დიდი ქალაქებშიც, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაემატება კლინიკები. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ არა მარტო სახლთან ახლოს იყოს ეს დაწესებულება, არამედ ისეთ ადგილას, სადაც ხშირად დადის პაციენტი, თუნდაც პირველადი დახმარების დაწესებულებებში ან ზიანის შემცირების ცენტრში. ჩვენთვის ცნობილია, რომ ნარკომომხმარებელთა დიდი რაოდენობა დაავადებულია C ჰეპატიტით, ამიტომ ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვან მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს. შესაბამისად, ზიანის შემცირების ცენტრშიც ვრცელდება დეცენტრალიზაციის პროექტი, რათა იქვე შეძლონ სკრინინგის ჩატარება, სადაც უფრო მაღალია ნდობაც და მიმართვიანობაც. ეს არის მნიშვნელოვანი გეგმა, რომლის განხორციელებაც უახლოესს მომავალში იგეგმება. - რა ძირითადი სირთულეები გამოვლინდა ამ სამი წლის განმავლობაში? მედიკამენტები ყველა ტიპის ვირუსზე ერთნაირად მოქმედებს თუ არის განსაკუთრებული სირთულეები კონკრეტულ პაციენტებთან? - რა უკუჩვენებები გამოვლინდა და რამდენად გამართლებული აღმოჩნდა მედიკამენტები ? - გართულება არცერთი არ დაფიქსირებულა, თუმცა არის შემთხვევები, როცა შედეგი არ გვქონდა და მათი რიცხვი შეადგენს 1, 8 %-ს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორ კომპანიასთან, იმიტომ, რომ მათ აქვთ დამატებითი მედიკამენტები. პირველ ეტაპზე გვქონდა მედიკამენტი ,,სოვალდი’’, მეორეზე მოგვაწოდეს ,,ჰარვანი’’, რომელიც იყო გაუმჯობესებული ვარიანტი, მესამე ეტაპზე კი ჩვენ ველოდებით ისეთ მედიკამენტს, რომელიც ყველა გენოტიპისთვის ერთნაირად ეფექტური იქნება. ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი იმისა, რომ მივიღებთ კიდევ ერთი მედიკამენტს ,,ვოსევს’’, რომელიც გამოიყენება ისეთი პაციენტებისთვის, სადაც პირველადი შედეგი არ გვქონდა. ეს არის პროექტის დიდი ნაწილი, რომელსაც ეტაპობრივად ამოქმედდება. - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნა, რომ სწორედ საქართველო ყოფილიყო ტესტ-ქვეყანა ც ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციისთვის. კონკრეტულად რომ დაგვისახელოთ, რა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა საქართველო ? - საქართველო შეირჩა იმის გამო, რომ ქვეყნის მხრიდან იყო ძალიან დიდი დაინტერესება, ასევე იყო დაავადების გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. ქვეყნებს შორის C ჰეპატიტის გავრცელების მიხედვით, მეორე ადგილზე ვართ, ლიტვის შემდეგ და, შესაბამისად, ჩვენი ინტერესი იყო, რომ C ჰეპატიტი ყოფილიყო განკურნებადი. ასევე, ძალიან მაღალი იყო საზოგადოების ინტერესიც, სწორედ მათი აქტივობით გახდა ეს თემა და პრობლემა აქტუალური. სახელმწიფოს მხრიდანაც იყო ძალიან დიდი პოლიტიკური ნება, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო სწორედ ჩვენს ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა დონეზე ხორციელდებოდა მოლაპარაკებები. შემდეგ, რა თქმა უნდა, პარტნიორი კომპანიის მხრიდან შესწავლილ იქნა საქართველოში არსებული მდგომარეობა, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები, ასევე თითქმის ყველა სადიაგნოსტიკო კვლევა, რომელიც სჭირდება ამ პროცესის წარმართვას, ჩვენს ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი. ასევე გვაქვს მაღალი დონის ლაბორატორიები, გარდა ამისა საქართველო არის კომპაქტური ქვეყანა, რის გამოც პროგრამის მიზნის განხორციელება უფრო იოლად არის შესაძლებელი - მთავარია, რომ გვაქვს მონდომება და ინტერესი, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან. - რატომ არის C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების რიცხვი საქართველოში საკმაოდ მაღალი? არის თუ არა სტომატოლოგიური კლინიკები და სალონები დღეს პრობლემა? რამდენად იცავენ სტანდარტებს და მოწმდება თუ არა ისინი სათანადოდ? - ეს პროექტი მოიცავს, როგორც მკურნალობის ეტაპს, ასევე საკომუნიკაციო და პრევენციულ ღონისძიებებს. მათ შორის მნიშვნელოვანია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის კონტროლი. ამ პროგრამის წარმატება ჩვენს ქვეყანაში არა მარტო პაციენტს გამოაჯანმრთელებს, არამედ დაგვეხმარება იმაში, რომ გვქონდეს გამართული დაწესებულებები ( სისხლის გადასხმის ინსტიტუტები, საოპერაციო ბლოკი, ტატუსა და სილამაზის სალონები, სტომატოლოგიური კლინიკები). ამ მხრივ, პროგრამის დაწყებიდან დღემდე მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გატარებული. სილამაზის სალონებისთვის ტექნიკური რეგლამენტია შემოღებული, რომელიც აქამდე არ არსებობდა. სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ხორციელდება და ძალიან ბევრი დაჯარიმდა ან დაიხურა კიდეც. მათ მოუწიათ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რათა დაეკმაყოფილებინათ დადგენილი სტანდარტები. კლინიკების შემოწმების რამდენიმე რაუნდი დასრულებულია და საბოლოოდ ფასდება დღეს არსებული ვითარება, იმისთვის, რომ აღმოევფხრათ დაავადების გავრცელების გზები. თუ C ჰეპატიტის უკვე გამოვლენილ შემთხვევებს ვმკურნალობთ და გადაცემის გზებს ყურადღებასაც არ მივაქცევთ, პროგრამას აზრი არ ექნება. უწყვეტად გვეყოლება პაციენტების ახალი ნაკადი და მათი რიცხვიც არ შემცირდება. ეს არის ერთმანეთის თანმდევი პროცესი და მინდა აღვნიშნო, რომ წინა წლებთან შედარებით ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესებულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5340603&name=04.06.2018+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

05.06.2018

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

ქვეყანა სოციალური კატასტოფის ზღვარზეა - შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კიდევ 26 427-ით გაიზარდა

მოსახლეოსაარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 6,2%-ით გაიზარდა. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26 427 ადამიანით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის აპრილში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 425 111-ს შეადგენდა, 2018 წლის აპრილში კი 451 538 შეადგინა. თავისთავად, გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობაც, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ. 2017 წლის აპრილში ასეთი ოჯახების რაოდენობა 122 576-ს შეადგენდა, წელს კი 130 750-ია. სოციალური ფონი რომ უკიდურესად მძიმეა, ამას აღიარებენ ეკონომისტებიც. აფბას ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის შეფასებით, მართალია სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლები წლიდან-წლამდე უმჯობესდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ყველაზე მოწყვლადმა ფენამ ეს საკუთარ ჯიბეზე იგრძნოს. „მართალია ეკონომიკური მაჩვენებლები გვიუმჯობესდება, რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით, ლიდერებიც ვართ და ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზთან შედარებით გასულ თვეში, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდაც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის, რათა ეს სიკეთე ყველაზე მოწყვლადმა ფენამ საკუთარ ჯიბეზე იგრძნოს. ამას კი მრავალი მიზეზი აქვს. პირველი უნდა ვაღიაროთ, რომ თუნდაც 5.2 % ეკონომიკური ზრდა, რომელიც პირველ კვარტალში გვქონდა, საკმარისი არ არის და გაცილებით უფრო მაღალი ტემპი გვჭირდება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების სპეციფიკა, ჩვენთან დასაქმებულთა საერთო რაოდენობის თითქმის 47-48% დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, ამ დროს რა ხდება ამ დარგში?! ის წლიდან წლამდე რეგრესს განიცდის. მაგალითად 2017 წელს ამ სექტორში, ინვესტიციების მოცულობამ სულ რაღაც 3.3 მლნ დოლარს ძლივს მიაღწია. შედარებისთვის შეიძლება ავიღოთ მაგალითად საფინანსო სექტორი, რომელშიც გასულ წელს 304 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ეს რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ შევხედოთ ახლა რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ სექტორში, თუ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულების ნახევარი მოდის, საფინანსო სექტორი, მხოლოდ დასაქმებულთა დაახლოებით 7 %-ს ასაქმებს. სწორედ მსგავსი გარემოებებიდან გამომდინარე არ ისახება ის პოზიტიური, ეკონომიკური მაჩვენებლები რომელიც გვაქვს“, - ამბობს ბაირახტარი. სტატისტიკოსი იოსებ არჩვაძე მიიჩნევს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განვითარების მიუხედავად, ქვეყნის სოციალური ფონი მძიმედ რჩება იმ მიზეზით, რომ ეკონომიკური ზრდა არ არის ინკლუზიური. „ეს მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ საკმაოდ დაბალია კორელაცია, მოსახლეობის დიდი ნაწილის შრომით აქტივობას, კეთილდღეობასა და ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრების გაუმჯობესების შორის. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ეკონომიური და აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 45% , იქნება მშპ-ს 9%-ზე ოდნავ მეტი და თუ დასაქმებულები არ ზრდიან დამატებულ ღირებულებას, მათი კეთილდღეობა უკეთეს შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს, მხოლოდ საბიუჯეტო სოციალური ხარჯების მეშვეობით. ერთი არის, როდესაც იზრდება მაკროეკონომიკური მაჩვენებელი და მეორეა, რამდენად მონაწილეობს ამ მატებაში შიდა მეურნეობა. ამ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა მიღწეული იყო იმ დარგებისა და იმ დასაქმებულების ხარჯზე, რომელთა წილი ეკონომიკაში შედარებით არ არის დიდი. ფაქტობრივად ის სფეროები სადაც ადამიანები კი არიან დასაქმებული, მაგრამ იქ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რა თქმა უნდა, აქ შემოსავალი ვერ გაიზრდებოდა და, შესაბამისად, მათი დამოკიდებულების კორელაცია სოციალურ დახმარებასთან უფრო გაიზარდა და უცვლელი ან ნაკლები დაგვრჩა შრომით შემოსავლებთან. თუ ჩვენ გვინდა, რომ ინკლუზიური ეკონომიკა განვავითაროთ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საზოგადოებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში მეტ-ნაკლებად ზრდა იყოს“, - აცხადებს არჩვაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5340594&name=04.06.2018+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

05.06.2018

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

უმუშევრობა შემცირდა?

2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება და ბოლო 13 წლის განმავლობაში უმუშევრობა საქართველოში ყველაზე დაბალია. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით მოხდა ბოლო 15 წლის მანძილზე მონაცემების ჩასწორება. უმუშევრობის გასული წლის მაჩვენებლები ემყარებოდა 2002 წლის მოსახლეობის აღწერას, ხოლო მიმდინარე წლიდან მაჩვენებლის გადათვლა მოხდა 2014 წლის აღწერის შესაბამისად. ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი უმუშევრობის დონე 2018 წლის პირველ კვარტალში 14%-ია, ხოლო გასულ წელს ხელახალი გადაანგარიშების შედეგად ამ მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა, მაშინ როცა ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი 2016 წლის მაჩვენებელი 11.8% იყო. “2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით დაფიქსირდა მოსახლეობის რაოდენობის კლების ტენედენცია და იმავდროულად ურბანიზაციის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა. კერძოდ, 52%-დან 56-57%- მდე გაიზარდა ქალაქის მოსახლეობის წილი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქალაქში უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია სოფელთან შედარებით. დაახლოებით 23%-ია ქალაქში და 5%-ის ფარგლებშია სოფლად. ქალაქის მოსახლეობის წილის ზრდა, ბუნებრივია, ავტომატურად განაპირობებდა მთელ დინამიკურ მწკრივში უმუშევრობის დონის მაღალ მაჩვენებელს”, - აღნიშნა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. „საქსტატის“ მონაცემებით ტრადიციულად, დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კლების ტენდენცია ფიქსირდება. 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 51.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით. სოსო არჩვაძე ამბობს, რომ თვითდასაქმებულები დასაქმებული კონტიგენტის 3/5 ნაწილს შეადგენენ, დაქირავებით დასაქმებულები კი მხოლოდ 2/5-მდეა. თვითკმაყოფილების დიდი ნაწილი აგრარულ სექტორშია დასაქმებული. შედარებისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი 85%-ია, ხოლო თვითდასაქმებულთა 15%, საქართველოში თვითდასაქმებულების ნაწილი 4 ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირში. უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია თბილისში, აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, შემდეგ იმერეთის რეგიონში - 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში - შესაბამისად 2.0 და 3.5 პროცენტული პუნქტით.უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია აჭარის ა.რ-ში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, შესაბამისად 5.8 და 3.4 პროცენტული პუნქტით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება (29.6 პროცენტი). ამასთან აღნიშნული მაჩვენებელი 3.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში, რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი. ბოლო 9 წელია იზრდება დასაქმება, 2017 წლის უმუშევრობის დონე 13 წლის მინიმუმია, თუმცა სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობს, რომ მოსახლეობის მთავარ პრობლემას კვლავ უმუშევრობა წარმოადგენს. საქართველოს მოსახლეობის 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს - ამის შესახებ NDIის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. რვა წლის წინ თავს უმუშევრად მოსახლეობის 70%-ზე მეტი თვლიდა, ახლა ეს მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა. რა იწვევს უზარმაზარ სხვაობას ოფიციალურ მონაცემებსა და გამოკითხვების შედეგად დამდგარ შედეგებს შორის? ის მეთოდოლოგიით, რომლითაც უმუშევრობის დათვლა ხდება, განვითარებად ქვეყნებში არ წარმოაჩენს რეალურ სურათს. ამასთან მოსახლეობის უმრავლესობას აქვს დაბალანაზღაურებადი ან/და არასტაბილური სამუშაო, რა დროსაც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევენ. ასე მაგალითად, 2017 წლის მონაცემებით დეკლარირებული შემოსავალი მხოლოდ 1.18 მილიონ ადამიანს აქვს, მათ 20%-ს (230,000 მოქალაქეს) 2017 წლის განმავლობაში 1200 ლარზე, ანუ თვეში საშუალოდ 100 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა. 120,000 მოქალაქეს წელიწადში 1200-2400 ლარი ანუ თვეში საშუალოდ 200 ლარზე ნაკლები ჰქონდა. მცირეა იმ ადამიანთა რიცხოვნობა, ვინც შედარებით მდიდარია და წელიწადში 60,000 ლარზე მეტი (თვეში 5,000 ლარზე მეტი) შემოსავალი აქვს. ასეთი საქართველოში 9,614 პირია, მათი რაოდენობა კი მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 0.6%-ია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5340590&name=04.06.2018+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

05.06.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

მოსახლეობის კიდევ 5% გაღატაკდა!

სიღარიბის ჭაობში ყოველწლიურად ასეულობით ადამიანი ეშვება. როგორც სპეციალისტების ნაწილი ვარაუდობს, შემოსავლის სიმცირის, ჭარბვალიანობის და სხვა მსგავსი პრობლემების გამო ღარიბ-ღატაკთა ფენაში დამატებით ოჯახების დაახლოებით 3-5% გადავიდა. მართალია, სტატისტიკა საწინააღმდეგოს გვეუბნება, მაგრამ რეალობა საკმაოდ მძაფრია. მოსახლეობის 21%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და ყოველ წელს უარესდება სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში. ვითარებას ცოტათი აბალანსებს ფულადი გზავნილები უცხოეთიდან, თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სოციალური ფონის გაუმჯობესებას დიდად ვერც ეს ფაქტორი ეხმარება და ყოველ წელს სულ უფრო მეტი ადამიანის მატერიალური მდგომარეობა უარესდება. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორ პაატა აროშიძის თქმით, სერიოზული პრობლემაა ჭარბვალიანობა, რაც ბოლო დროის მკვეთრად გამოხატული ტენდენციაა. "ვერ ვიტყვით, რომ ღარიბ-ღატაკთა ფენას დიდი რაოდენობით ემატება ადამიანები, თუმცა ტენდენცია ნამდვილად მზარდია. გაჭირვებაა, მაგრამ ამის საპირწონედ იზრდება გადმორიცხვების მოცულობა უცხოეთიდან, რაც სოციალურ მდგომარეობას მეტ-ნაკლებად აბალანსებს, რაც გრძელდება წლების განმავლობაში. თუმცა უმუშევრობისა და მცირე შემოსავლის გამო ათასობით ოჯახის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ყოველწლიურად მათი ნაწილი კიდევ უფრო ღატაკდება. ვფიქრობ, რომ 3-5%-ის ფარგლებშია იმ ოჯახების წილი, რომლებიც მატერიალური მდგომარეობის გამო ღარიბ-ღატაკთა ფენას დაემატა. სტატისტიკას თვალს თუ მივადევნებთ, უმუშევრობის დონე წლების განმავლობაში არ იცვლება; სერიოზული პრობლემაა ჭარბვალიანობა, რაც ბოლო 5 წელი მკვეთრად გაიზარდა. შესაბამისად, ღარიბ-ღატაკთა რაოდენობაც მატულობს. ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური სტატისტიკა, ამ კუთხით აღრიცხვის სისტემა მოუწესრიგებელია, თუმცა სხვადასხვა დამოუკიდებელი კვლევითა და გამოკითხვით თუ ვიხელმძღვანელებთ, სოციალური ფონი ქვეყანაში გაუარესებულია და ეს ოჯახების მატერიალურ მდგომარეობაზეც აისახება", - ამბობს აროშიძე და დასძენს, რომ გარდა ჭარბვალიანობისა, მოსახლეობას პრობლემას უქმნის ფასების ზრდა და მცირე შემოსავალი, რის გასამკლავებლადაც ჯერჯერობით არაფერი ხდება. "უფრო ნაკლები ადამიანი გადადის საშუალო ფენაში, ხოლო გაცილებით მეტია ისეთი ოჯახები, რომლებიც ღარიბ-ღატაკთა არმიას მიემატნენ. დალხინებული ვითარება ნამდვილად არ არის, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის (გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა) ჩვენთან სიღარიბის დონით ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მართალია, საქართველოზე მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ იქ შემოსავალი და სიმდიდრე კიდევ უფრო უთანაბროდაა გადანაწილებული, ვიდრე საქართველოში", - აღნიშნავს "ბიზნეს-რეზონანსთან" აროშიძე. სოციალური ფონის გაუარესებას ადასტურებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც, თუმცა რეალური ციფრის დასახელებისგან, რამდენი ოჯახი შეიძლება დამატებოდა ღარიბთა კატეგორიას, თავს იკავებს. მისი შეფასებით, გაცილებით მეტი შინამეურნეობა დგას სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. "სიღარიბე საკმაოდ პირობითი ცნებაა, დარწმუნებით თქმა, რადგან ადამიანს უჭირს, ღატაკთა ფენას შეუერთდა, ცოტა გადაჭარბებულია. ეს საკითხი უფრო ღია და გახსნილია უცხოურ კვლევებში, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიჩნევა, რომ სიღარიბის პრობლემა დგას არა მარტო მათ წინაშე, ვინც მიმდინარე შემოსავლით სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, არამედ მათთვისაც, რომელთაც ამ კატეგორიის ოჯახებთან შედარებით 25%-ით მეტი შემოსავალი აქვთ. ისინი რისკის ზღვარზე არიან და მთელი რიგი სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. უცხოელი ანალიტიკოსების ვარაუდით, დაახლოებით 15-17% გადადის ღარიბთა კატეგორიაში და სადღაც ამდენივე თავს აღწევს "გვიანი სიღარიბის" მდგომარეობას. თუმცა რისკი დიდია იმისაც, რომ ღარიბი გაღატაკდეს და უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობას საკმაოდ მოკრძალებული შემოსავალი აქვს, გაცილებით მეტი შინამეურნეობა დგას სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. დიდია საფრთხე, რომ კიდევ ბევრი ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდეს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სტატისტიკოსმა და ჭარბვალიანობის პრობლემაზეც ისაუბრა. "ჭარბვალიანობას საქართველოში ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ასპექტი აქვს. ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა ოჯახი რეალურად განიცდის სიღარიბეს და ამ პრობლემასთან გამკლავებას სესხით ცდილობს. ჩვენ მეორე უბედურებაც გვჭირს. შესაძლოა, ადამიანს არ ჰქონდეს შემოსავალი, მაგრამ ფლობდეს ძვირადღირებულ "აიფონს", ავტომანქანას და ა.შ., რათა ახლობლებში "კარგად" გამოჩნდეს. ცხადია, ამას ახერხებს კრედიტების ხარჯზე. ამ კატეგორიას მიეკუთვნება მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც სესხს აზარტულ თამაშებში ხარჯავს. კონკრეტული მონაცემის დასახელება, რამდენს გაუუარესდა მდგომარეობა ბოლო პერიოდში, რთულია. კიდევ უფრო გვიჭირს იმის დაზუსტება, რამდენი გადავიდა ღატაკთა ფენაში, თუმცა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ტენდენცია ნამდვილად არის", - ამბობს არჩვაძე. ღარიბ-ღატაკთა რაოდენობის ზრდას ადასტურებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის ვარაუდითაც, დაახლოებით 5%-ის ფარგლებშია იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებმაც ბოლო 2 წელიწადში ღარიბ-ღატაკთა ფენაში გადაინაცვლეს. "5 წლის განმავლობაში მოსახლეობის ძირითადი მასის შემოსავალი მოცულობაში არ შემცირებულა, მაგრამ სავალუტო რყევების გამო მისი მსყიდველუნარიანობა შესუსტდა. აქედან გამომდინარე, გარკვეული კატეგორიისთვის მატერიალური მდგომარეობა გაუარესებულია. დასაქმების მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს არა საჯარო სექტორში, არამედ ბიზნესის დარგში, რაც გააუმჯობესებს ვითარებას. სხვა გამოსავალს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. სავარაუდოდ, 5%-ის ფარგლებშია იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც ღარიბ-ღატაკთა ფენაში გადავიდნენ. ძალიან დიდი მცდელობა გვინდა, რომ ვითარება გამოსწორდეს. ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმება და იმავდროულად ლარის გამყარება, რისი გამოკვეთილი ნიშნები ჯერჯერობით არ გვაქვს. ამდენად, სარისკოა თქმა, რომ ვითარება უახლოეს პერიოდში გამოსწორდება, საკმაოდ რთული მდგომარეობაა", - აღნიშნა სილაგაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5340681&name=05.06.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

05.06.2018

მედიასაშუალება: ქრონიკა+

გამკაცრებული სანქციები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ

საქართველოს მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა. ის ითვალისწინებს გამკაცრებულ სანქციებს, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცლილებები განხორციელდება. მკაცრდება სანქციები ოჯახური დანაშაულის ჯგუფში გაერთიანებული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ. ასევე მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს გასული წლის მონაცემების თანახმად, ოჯახში ძალადობის გამო სისხლის სამართლის დევნა 1986 პირს შეეხო. ახალი კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობაზე. 2018 წელს გამოქვეყნდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახური ძალადობა გამოუცდია. კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა. სახალხო დამცველია აპარატი პერიოდულად ატარებს ადამიანის უფლებათა, მათ შორის, ქალების უფლებების მონიტორინგს, რომელიც აღწერს საქართველოში არსებულ ზოგად მდგომარეობას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5340986&name=05.06.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

05.06.2018

მედიასაშუალება:     ქრონიკა+

დასაქმებულები მხოლოდ თბილისში არიან

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5340780&name=05.06.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---