From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-06.03.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; ntevdorashvili@moh.gov.ge; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 06.03.2018 08:45
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 06.03.2018

ტელევიზია

06.03.2018

არხი:           იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 11:00

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველი შეშფოთებულია სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული ინფრასტრქუტურული და თერაპიული გარემოთი, რაც პაციენტებს ფაქტობრივად გაუსაძლისს პირობებში ამყოფებს. „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტიურად არ არსებობს თერაპიული გარემო", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5082256

რუსთავი 2-კურიერი 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5081758

ტელეკომპანია იბერია- ახალი ამბები 11:00

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5082118

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5081939

---

 

05.03.2018

არხი:           ტელეკომპანია იბერია  

გადაცემა: ბიზნესკოდი

მთავრობის ორმაგი სტანდარტები, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე წინას პიარზე დახარჯულ მილიონებს ედავებოდა. აღმოჩნდა, რომ პიარზე თავად ნაციონალურ მოძრაობაზე მეტს ხარჯავს. ეს მაჩვენებელი საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს კვლევაშია ნაჩვენები. კვლევა აქარწყლებს იმ მოსაზრებას, რომ ქართულ ოცნებას არასათანადო პიარი აქვს. 2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით შსს-ში, ჯანდაცვის სამინისტროში თანამშრომელთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5079816

---

 

05.03.2018

არხი:           მაესტრო  

გადაცემა: ახალი ამბები 12:00

სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლი იწყება. შემოწმებას სამედიციბო რეგულირების სააგენტო განახორციელებს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოვარდება, თუმცა მას შესაძლებლობა ექნება დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში ისევ ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5079853

---

 

05.03.2018

არხი:           პალიტრა ტვ  

გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00

ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში GMP სტანდარტის დანერგვას იწყებს. უკვე დაწყებულია კანდიდატების შერჩევა GMP ინსპექტორის პოზიციაზე. როგორც სამინისტროში ამბობენ, ინსპექტორატის ჩამოყალიბება მიმართულია მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერებისკენ. შერჩეული 8 კანდიდატიდან თითოეული მათგანი სპეციალურ მომზადებას საზღვარგარეთ გაივლის. სტანდარტის დანერგვის სტრატეგია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემოთავაზებული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5080951

---

 

05.03.2018

არხი:           I არხი  

გადაცემა: მოამბე 18:00

ორ თვეზე ნაკლები რჩება და საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება კანონდარღვევა იქნება. პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეგულაცია ძალაში ზუსტად პირველ მაისს შედის.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5081223

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5081062

---

 

 

ინტერნეტი

06.03.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=166739-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94

"სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან" - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ა. ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ მოინახულა.  ლომჯარიას უწყების ინფორმაციით, სახალხო დამცველი უკიდურესად შეშფოთებულია დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოთი, რაც პაციენტები ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს. სახალხო დამცველის შეფასებით „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტიურად არ არსებობს თერაპიული გარემო. "სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებდა მონიტორინგს და აფიქსირებდა სომატური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, მედიკამენტებით მომარაგების ხარვეზებს; პერსონალის ნაკლებობას, მათი კვალიფიკაციის დაბალ დონეს, ძალადობას თუ სხვა სახის სისტემურ გამოწვევებს. პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გაწეული ფსიქიატრიული დახმარება არაადეკვატურია. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა არასაკმარისი დაფინანსება, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე. საავადმყოფოში არსებულ გაუსაძლის პირობებზე სახალხო დამცველი არაერთხელ მიუთითებდა თავის წლიურ ანგარიშებსა და სპეციალურ ანგარიშებში. ასევე, რეკომენდაციებით მიმართავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებსა და თერაპიულ გარემოში მოთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვდა. სამწუხაროდ, დღეს სახალხო დამცველს მდგომარეობა კვლავ უცვლელი დახვდა" - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს ა.ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში“ განთავსებულ პაციენტთა პირობები.

ინფო9-   http://www.info9.ge/sazogadoeba/189161-ombudsmeni-suramis-fsiqiatriul-saavadmyofoshi-pacientebi-adamianis-ghirsebis-shemlakhav-pirobebshi-imyofebian.html?lang=ka-GE

---

 

06.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/481578-tsithelas-gavrcelebis-mkhriv-klebis-mcire-tendencia-aghinishneba-thumca-specialistebi-acrebis-chatarebas-kvlav-mnishvnelovanad-miichneven.html

წითელას გავრცელების მხრივ, კლების მცირე ტენდენცია აღინიშნება, თუმცა სპეციალისტები აცრების ჩატარებას კვლავ მნიშვნელოვანად მიიჩნევენ

წითელას დაავადების გავრცელების მხრივ, კლების მცირე ტენდენცია აღინიშნება, თუმცა ამის მიუხედავად, მედიკოსები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ვისაც აცრა არ ჩაუტარებია, სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართონ.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, 2018 წლის იანვრიდან 5 მარტის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, საერთო ჯამში 363-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მისი განმარტებით, ფატალური შემთხვევა არ ყოფილა.  ზახაშვილის თქმით, 40 წლამდე პირებისა და ბავშვებისათვის უფასო აცრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს. „შემთხვევათა ძირითადი წილი აჭარაზე მოდის. ქვეყნის მასშტაბით კი, შემთხვევათა რაოდენობა 363 -ია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გავრცელების მხრივ, კლების მცირე ტენდენცია აღინიშნება, მაგრამ აცრების ჩატარება კვლავ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შემთხვევათა რაოდენობას თბილისში, აქ 40-მდე შემთხვევაა რეგისტირებული. დაავადებათა განაწილების მიხედვით, ძირითადად იგივე ჯგუფებია დაზარალებული და ამ შემთხვევაშიც აცრები იგივენაირად არის საჭირო, როგორც ეს ყველა სხვა რეგიონში, ანუ ვინც აუცრელია, სჭირდება აცრა. ძირითადი შემთხვევები არის 14- წლამდე ასაკის ადამიანებში. ასევე ბევრი ავადობაა ერთ წლამდე ასაკში, რაც გამოწვეულია იმით, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლები არიან აუცრელები, ან მათი უფროსი და-ძმები. სხვანაირად ამ ბავშვებს დაავადება არ დაემართებათ. წითელას ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ არის გართულებული, მძიმე შემთხვევები. დაავადებულთა რაოდენობის ნახევარს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, მიმართავს საავადმყოფოს, სადაც სამკურნალოდ წვება. წითელა არის მძიმე დაავადება, როგორც პატარებში, ასევე მოზრდილებში შესაძლოა მძიმედ განვითარდეს, ამიტომ არავინ უნდა შეხედოს, როგორც მარტივ დაავადებას. დაავადება ჰაერით გადადის, იწყება მაღალი ცხელებით და ინტოქსიკაციით, ადამიანს შეგრძნება აქვს თითქოს გაციებულია, ოღონდ ეს პროცესი ძალიან მაღალი ცხელების ფონზე მიდის და 3 ან 4 დღეში გამონაყარი იწყება სახის არედან, რომელიც ნელ-ნელა ტანზე გადაინაცვლებს. თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება აცრის დროულად ჩატარებაა”, - ხათუნა ზახაშვილმა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის იანვრის თვიდან 5 მარტის ჩათვლით წითელას სტატისტიკური მაჩვენელელი გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, 5 მარტის ჩათვლით, წითელას 363 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 221 შემთხევა აჭარაშია დაფიქსირებული. 40 - შემთხვევა თბილისში; იმერეთში - 22; ქვემო ქართლში-12 ; გურიაში-9; სამეგრელოში - 48; სამცხე-ჯავახეთში - 4; მცხეთა-მთიანეთში -7 შემთხვევა.  სტატისტიკის მიხედვით, წითელას დაავადება არ დაფიქსირებულა შიდა ქართლსა და რაჭა ლეჩხუმში.

---

 

06.03.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/quotsamedicino-dawesebulebebshi-diagnozis-konfidencialurobas-ar-icavenquot/198

"სამედიცინო დაწესებულებებში დიაგნოზის კონფიდენციალურობას არ იცავენ"

სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ არ იცავენ. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემად არის მიჩნეული და მის დასაცავად მაღალი სტანდარტი მოქმედებს. თუმცა ხშირად კლინიკებში დიაგნოზის კონფიდენციალურობას არ იცავენ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იმ დარღვევებზე საუბრობს, რაც სამედიცინო დაწესებულელებში პაციენტის დოკუმეტაციის სხვა პირებისთვის უკანონოდ გადაცემას ეხება. ინსპექტოსი ინფორმაციით, გასულ წელს ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევებსაც, როცა პაციენტის ანალიზის პასუხები ყოფილმა მეუღლემ გაიტანა და სასამრთლოში მის წინააღმდეგ გამოიყენა.  „2017 წელს, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ინსპექტორის ინიციატივით ჩატარებული შემოწმებისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაწესებულება პაციენტების პერსონალური მონაცემების შემცველ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სხვა ორგანიზაციებს ზეპირსიტყვიერად, ტელეფონის მეშვეობით აწვდიდა. მონაცემთა გამჟღავნებისას დაწესებულება არ აღრიცხავდა, თუ რომელი მონაცემი გამჟღავნდა, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით. ასევე, გამოვლინდა, რომ პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაცია გადაეცემოდა მის ნათესავებს ისე, რომ არ იყო განსაზღვრული რაიმე სტანდარტი, რაც პირთა წრეს შეზღუდავდა", - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის ანგარიშში.

---

 

05.03.2018

მედიასაშუალება: http://bpi.ge/farmacevtul-bazarze-situaciis-mowesrigebis-gza-ar-chans/

ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაციის მოწესრიგების გზა არ ჩანს

თბილისი (BPI) – მედიკამენტების საშუალო ფასნამატის მარჟა საქართველოში 102%-ს შეადგენს საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას სახელმწიფო უკვე დიდი ხანია ცდილობს, თუმცა მცდელობას სასურველი შედეგი ჯერ არ მოუტანია. როგორც მედიკამენტები, ასევე, სამედიცინო მომსახურება მუდმივად ძვირდება. პრეტენზიებია ექიმების მიმართაც, რომლებიც პაციენტებს უფრო და უფრო მეტ წამლებს უნიშნავენ. საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი ყოველთვის მიუთითებს მედიკამენტების სიძვირეზე და მოგების ძალიან დიდ მარჟაზე. საქართველოში მოსახლეობის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს, რაც მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოებას და განსაკუთრებით მის ღარიბ ფენას. დღეს არსებული სიტუაციის მიხედვით, 70%-ზე მეტი ხუთ მსხვილ კომპანიაზე არის გადანაწილებული. ესენი არიან შპს “პსპ ფარმა” -22.32 %, შპს “ეი-ბი-სი ფარმაცია” – 14.91 %, შპს “ავერსი-ფარმა” -14.54 %, სს “ჯი პი სი – 10.20 %”და შპს “გლობალფარმი” – 7.02 %. აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება დახასიათდეს, როგორც სუსტი ოლიგოპოლია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ “ეი-ბი-სი ფარმაცია’’ და სს “ჯი-პი-სი’’ გაერთიანდნენ და ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო შეიზღუდა. შედეგად, დომინირებული პოზიციების ბოროტად გამოყენების რისკები კიდევ უფრო მეტად ამაღლდა. მეორე მხრივ, კომპანიების შერწყმა ხელს შეუწყობს რესურსების გაერთიანებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდას. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სულ 2339 აფთიაქია. როგორც სააგენტოში განაცხადეს, აქედან თბილისში 1018 მდებარეობს, ხოლო რეგიონში 1321 ფილიალი. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ არ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელური გარიგების რაღაც სისტემასთან. „ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების წვდომა აქვს, მედიკამენტების როგორც საბაჟო, ისე საცალო ფასებთან და ფასნამატი არსებობს, თუმცა არ იკვეთება სურათი, რომ კომპანიები რაიმე გიგანტურ, ზემოგებაზე მიდიოდნენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მედიკამენტებზე ფასების ზრდა ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიებისა და კარტელური გარიგებების არსებობას და ხდება თუ არა ხელოვნურად წახალისება, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ბოლო წლინახევრის განმავლობაში ფარმაინდუსტრიაში ახალი მოთამაშეები გამოჩდნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს, თავიანთი, ძირითადად, გამჭვირვალე თამაშის წესები შემოეტანათ, რამაც დიდი შეთქმულებისა და მანიპულაციების საშუალებები, თუ ასეთი რამ არსებობდა, მინიმუმამდე დაიყვანა. „ახლა კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ რიგი ობიექტური მიზეზების გამო, არ მგონია, საქმე კარტელური გარიგების რაღაც სისტემასთან გვქონდეს“, – განაცხადა სერგეენკომ. ასევე შეკითხვაზე, თუ რამდენად მართებულია, როცა საავადმყოფო, სამშობიარო, ამბულატორია, აფთიაქი, სადაზღვევო კომპანია და ა.შ ერთი პირის ხელშია, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ სისტემას ბიზნესში ვერტიკალურ ინტეგრაციას უწოდებენ და ეს შესანიშნავი მდგომარეობა არ არის. „ამაზე მსჯელობა და რისკების გათვლა საჭიროა, თუმცა ახლა ამ ყველაფრის მექანიკური შეზღუდვით გაუქმება ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება. დიდი ხანი ეს არ უნდა გაგრძელდეს და ჯანდაცვამ თავისი ლოგიკური ფორმა უნდა მიიღოს. 2013 წელს თქვენ მიერ გაკეთებულ ჩამონათვალს, რომელიც რეალური იყო, საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების სამსახურებიც ემატებოდა, რაც კატასტროფული ვერტიკალური ინტეგრაცია იყო. ეს 2014 წლის 1-ელ იანვარს დასრულდა, როცა საქართველოს მასშტაბით არსებული რაიონული სასწრაფოები სახელმწიფომ მართვაში მთლიანად წამოიღო. ეს ამ სიტუაციის სერიოზული კორექცია იყო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. სრული სურათის დასანახად, საინტერესოა საქართველოში დაფიქსირებული ფასნამატების შედარება ევროპის ქვეყნების ფასნამატების შედარებასთან, თანაც იმის ფონზე რომ საშუალო ევროპელის მსყიდველთუნარიანობა გაცილებით მაღალია ვიდრე საშუალო ქართველის. კვლევის შედეგად, რომელიც საერთაშორისო ფონდ „კურაციომ“ ჩაატარა, გამოვლინდა რომ საქართველოში ფასნამატის მარჟა სულ მცირე ორჯერ აღემატება ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებულ მარჟას. ამავე კვლევის მიხედვით, საშუალო ფასნამატი საქართველოში 102%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც ევროპის ქვყნებში შემდეგი სიტუაციაა საშუალო ფასნამატის მიმართულებით – უნგრეთი 27%; პოლონეთი 32%; ჩეხეთი 35%; საბერძნეთი 46%; იტალია 49% – ფასნამატები დათვლილია მედიკამენტის იმპორტიდან საცალო ქსელის დახლამდე. მოსახლეობას სულ უფრო უჭირს მედიკამენტების შეძენა და, ამ მხრივ, ვითარება წლიდან წლამდე მძიმდება. ამიტომ, სახელწიფო უახლოეს მომავალში იმ მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდას გეგმავს, რომელთაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს. ამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თუკი აქამდე ამბულატორიული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდათ 100 000 ქულაზე ნაკლები და მათზე ვრცელდებოდა მხოლოდ 23 მედიკამენტი, ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს და მასში უნდა შევიდნენ ასაკით პენსიონერები, შშმ პირები და დამატებითი კონტინგენტი. 23 მედიკამენტი უნდა გაიზარდოს 50-მდე. „არც ადრე და არც ახლა ჩვენ რომელიმე კერძო კომპანიაზე ფოკუსირება არ გვქონია. ჩვენ ვცდილობთ, სისტემა ისე მოვაწყოთ, რომ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი იყოს და ახალი მოთამაშეების შემოსვლა შესაძლებელი გახდეს, რაც ყოველთვის კარგია და კონკურენციას ხელს უწყობს. მეორე მხრივ, ჩვენი ვალდებულებაა და წლის განმავლობაში შედეგებს დავინახავთ, რომ მკაფიოდ მომუშავე ხარისხის კონტროლის სისტემა ჩამოყალიბდეს. კერძო-სახელმწიფო პარტნიორობასთან ერთად, ეს ორი ფაქტორი იმის გარანტია, რომ ჩვენ სასურველი შედეგები მივიღოთ“, – განაცხადა სერგეენკომ. რამდენად მოიტანს ჯანდაცვის სამინისტროს მცდელობა შედეგს, ეს მოგვიანებით გამოჩნდება. ჯერჯერობით ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაციის დარეგულირების გზა არ ჩანს.

---

 

05.03.2018

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/echvi-makvs-saertashoriso-gamchvirvaloba-sakartvelos-nulebi-sheeshala-sergeenko

ეჭვი მაქვს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ნულები შეეშალა _ სერგეენკო

„ეჭვი მაქვს, “საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ნულები შეეშალა" _ ეს განცხადება საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  დავით სერგეენკომ   „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იმ კვლევის პასუხგად გააკეთა, რომელშიც ორგანიზაცია პიარის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს დანახარჯებზე საუბრობდა. „ეჭვი მაქვს, “საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ნულები შეეშალა. მაგალითად, შარშან 317 ლარი დაიხარჯა საკუთრივ პიარაქტივობისთვის, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხებოდა. რაც შეეხება ამ მიმართულებას, არიან თანამშრომლები, რომლებიც ამაზე მუშაობენ და ხელფასები ეძლევათ“, – განაცხადა სერგეენკომ. ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დღეს კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა. საკვლევი პერიოდის განმავლობაში 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 49 მილიონ 75 ათას ლარზე მეტი 2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა.   "2013-2017 წლებში, პრესსამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისა და მათი სახელფასო ანაზღაურების მხრივ შემდეგი სამინისტროები ლიდერობს: შინაგან საქმეთა,   თავდაცვის,  შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროები. პიარის მიმართულებით დასაქმებულთა ანაზღაურებაში, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა შსს-მ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როცა თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს იმავე პროფილის თანამშრომლების შენახვა საქართველოს ბიუჯეტს, შესაბამისად, 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი და 3 მილიონ 600 ათას ლარამდე დაუჯდა", _ აღნიშნულია კვლევაში.

---

 

05.03.2018

მედიასაშუალება: https://monitori.ge/%E1%83%A9%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1/

ჩუტყვავილას საფრთხე და სავალდებულო ვაქცინაციის პერსპექტივა საქართველოში

საქართველოში ყოველწლიურად ჩუტყვავილას ინფექციით 8-10000 ბავშვი ინფიცირდება. ამის მიუხედავად ჩუტყვავილას საწინააღმდეგო გეგმიური ვაქცინაცია საქართველოში არ კეთდება. ევროპასა და ამერიკაში გეგმიური აცრების გაკეთება სავალდებულოა, შესაბამის დოკუმენტებს ითხოვენ ბაღები და სკოლები. აღნიშნული მოდელის საქართველოში შესაძლო შემოღებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასულ წელს განიხილავდა, თუმცა აღმოჩნდა რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სხვა ქვეყნების გამოცდილების გაანალიზება ხდება.

---

 

05.03.2018

მედიასაშუალება:

05.03.2018

მედიასაშუალება:

 

ბეჭდვითი მედია

06.03.2018

მედიასაშუალება: ქრონიკა+

ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის გამოწვევები საქართველოში

2018 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის ძირითადი ცვლილებებია: გაიზარდა სათემო სერვისების დაფინანსება. კერძოდ: გაზრდილი თანხის 54%-ზე მეტი სათემო ამბულატორიულ მომსახურებაზე გადანაწილდა; სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურების ბიუჯეტი შემოსაზღვრული არეალის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა; პროგრამის მოცულობაში ცალკეული სერვისის სტანდარტის პარამეტრები შევიდა, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა; ქვეყნის მასშტაბით 11 მობილური გუნდი დაფინანსდა. "რთულია დაავადებების იდენტიფიცირება, თუცა იდენტიფიცირების შემთხვევაში გარუკვეველია, სად უნდა წავიდეს ადამიანი. არ არის ამის ჩამოყალიბებული, კომპლექსური მკურნალობისა და რეაბილიტაციის გზები. ანუ ეს ადამიანები განწირულები არიან და ვინც როგორ ახერხებს, ისე უმკლავდება პრობლემებს. თამარ მახარაძე: "ბოლო წლებში ძალიან კარგი კანონი მივიღეთ ქმედუუნარობასთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველო დასავლეთთან და ევროპულ ღირებულებებთან დააახლოვა. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი უფლებრივი თვალსაზრისით. ადამიანს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ბოლომდე შეინარჩუნოს თავისი უფლებები და შეიზღუდოს მისი უფლებები იქ, სადაც დასაბუთებულია, რომ ამ ადამიანს არ აქვს ამ უფლებების განხორციელების შესაძლებლობა. მეორე თემაა, რამდენად პრაქტიკაში ხორციელდება ეს წესების დაცვით."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5081796&name=06.03.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

06.03.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

პირველად 200 წლის შემდეგ - სიკვდილიანობამ შობადობას გაუსწრო!

საქართველომ პირველი დემოგრაფიული შოკი მიიღო. 2017 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 451 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ - 25 543, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობამ 25 954 ადამიანი შეადგინა. მიზეზი, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გარდა, 90-იან წლებში დაბადებული გოგონების სიმცირეცაა. დემოგრაფები სტატისტიკას საგანგაშოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში სიკვდილიანობამ პირველად გადააჭარბა შობადობას.. 2017 წლის პირველ ექვს თვეში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ - 25 543, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობამ 25 954 ადამიანი შეადგინა. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა წლის მეორე ნახევრის მონაცემი, თუმცა სავალალო ტენდენცია, დიდი ალბათობით, არც წლიურ ჭრილში შეიცვლება. დემოგრაფებისთვის შემაშფოთებელია არასრული სტატისტიკაც. მათი ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა მე-18 საუკუნის ბოლოდან, როცა მოსახლეობა შავმა ჭირმა და შემოსევებმა 600 000-მდე დაიყვანა. დემოგრაფიული კრიზისის მთავარი მიზეზი 90-იან წლებში დაბადებული გოგონების სიმცირეა. თუ 80-იან წლებში საქართველოში 400 000 გოგო დაიბადა, მომდევნო ათწლეულში მათი რიცხვი 250 000-მდე ჩამოვიდა. პარალელურად იკლო ვაჟების რაოდენობამაც. დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა, რომ საქართველოში სიკვდილიანობას გადაეჭარბებინოს შობადობისათვის. ასეთი საგანგაშო ფაქტი მხოლოდ შარშან დადასტურდა. სამწუხარო ის არის, რომ უკეთესი პერსპექტივის იმედს არ აჩენს ქორწინებისა და განქორწინების მონაცემებიც. ქვეყანაში არ იზრდება ქორწინების რიცხვი, მაგრამ მკვეთრად მატულობს განქორწინების სტატისტიკა. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარში 10 680 ქორწინების წილად 5 931 განქორწინება აღირიცხა. გამოდის, რომ ყოველი მეორე ოჯახი შექმნიდან ახლო პერიოდში ინგრევა. კიდევ უფრო შემაშფოთებელია დედაქალაქის სტატისტიკა. თბილისში ყოველი 3 ქორწინებიდან 2 განქორწინებით მთავრდება. "მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობა შავმა ჭირმა და მუდმივმა შემოსევებმა 600 000-მდე დაიყვანა. მაშინ ყოველწლიურად იზრდებოდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სამაგიეროდ, მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო შობადობის ზრდა და საუკუნის ბოლოს საქართველოს მოსახლეობამ მილიონს გადააჭარბა. მას შემდეგ, ანუ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელს არ გადაუჭარბებია შობადობისთვის. ასეთი სამწუხარო ფაქტის წინაშე პირველად დავდექით 2017 წლის პირველ ნახევარში. ჯერ არ ვიცით, როგორია გასული წლის სრული მონაცემები. იმედია, მთელი წლის ჭრილში შობადობა ცოტათი მაინც გადააჭარბებს სიკვდილიანობას, მაგრამ ესეც ვერ იქნება საბოლოოდ დამამშვიდებელი. ქვეყანა უკვე შედის დემოგრაფიული კრიზისის პერიოდში, რომელიც გაგრძელდება ერთი სრული თაობა (25-27 წელი), ამის შემდეგ კი მივუახლოვდებით 2050 წელს. 1980-იან წლებში დაბადებული გოგონების რაოდენობა 400 000-ს აღწევდა, ხოლო 90-იან წლებში მათი რიცხვი 250 000-მდე ჩამოვიდა, ანუ თითქმის განახევრდა. რასაკვირველია, შემცირდა ვაჟების ოდენობაც, თუმცა დემოგრაფიული კუთხით სწორება გოგონებზე ხდება. სწორედ 90-იან წლებში დაბადებული გოგონები არიან ახლა რეპროდუქციულ ასაკში. ამის გამო 2017 და თუნდაც 2018 წელი ვერ იქნება სამწუხარო ტენდენციისთვის გამონაკლისი. პირიქით, ახლა შევდივართ კრიზისულ პერიოდში. 90-იან წლებში დაბადებული გოგონები მხოლოდ ახლა შედიან დედობის ასაკში. 5-10 წლის შემდეგ შობადობის მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლები იქნება, როცა ეს თაობა სრულად მიაღწევს რეპროდუქციულ ასაკს. ეს არის გარდაუვალი რეალობა და დღეს ამის შემობრუნება შეუძლებელია. ქვეყანა რომ ამ ფაქტის წინაშე არ დამდგარიყო, 2000-იანი წლების დასაწყისში იყო საჭირო ზომების მიღება. შეიძლება ითქვას, ჩვენ ახლა დემოგრაფიული კრიზისის დასაწყისს ვხედავთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თამარ ჩიბურდანიძემ. სამომავლოდ უკეთესი პერსპექტივის იმედს კლავს ქორწინებისა და განქორწინების ბალანსი. საქართველოში შექმნილი ოჯახების შენარჩუნება სულ უფრო ძნელი ხდება. განქორწინების მაჩვენებელი ელვის სისწრაფით მატულობს და, სტატისტიკურად, ყოველი მეორე ოჯახი ინგრევა. "პარალელურად ყველაზე დიდი პრობლემა დემოგრაფიისათვის შეუჩერებელი მიგრაციაა, რომელმაც გამოიწვია ქვეყნიდან რეპროდუქციული ასაკის ადამიანების გადინება. უკეთესი პერსპექტივის იმედს არ აჩენს ქორწინებისა და განქორწინების ბალანსიც. ნებისმიერ ქვეყანაში როდესაც იზრდება ქორწინებათა რიცხვი, იზრდება განქორწინების მაჩვენებელიც, ეს ერთგვარი კანონზომიერებაა, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა. საქართველოში მცირდება ქორწინების რიცხვი და იზრდება განქორწინების რაოდენობა, რაც უკვე კატასტროფაა! ეს ხდება თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებში და, სამწუხაროდ, მათ შორის ვართ ჩვენც. 38 წლის ზევით ძალიან მცირეა ქორწინების მაჩვენებელი. ძირითადად 25 წლამდე ასაკში ქმნიან ოჯახებს და ამ ასაკშივე ეყრებიან ერთმანეთს დაუფიქრებლად. დემოგრაფიული ფონდი შეიქმნა 2013 წელს და იმ დღიდან სახელმწიფოსთან ერთად ვმუშაობთ დემოგრაფიული პოლიტიკის შექმნაზე. დღემდე მიღებულია ჩვენი 11 ინიციატივა, მე-12 კი ახლა მუშავდება პარლამენტში. ამ ინიციატივებს მოჰყვა საკმაოდ კარგი შედეგი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად", - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ. დემოგრაფი ანზორ სახვაძე არსებულ მონაცემებში განსაკუთრებულად შემაშფოთებელს ვერაფერს ხედავს და იმედოვნებს, რომ "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული წლის მეორე ნახევრის სტატისტიკა უკეთესი იქნება. "ეს ჯერ მხოლოდ 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებია და სრული შეფასება ძალიან რთულია, მით უფრო, რომ სეზონურობა ახასიათებს შობადობასაც და სიკვდილიანობასაც. იმედია, წლის მეორე ნახევრის მონაცემი არ იქნება ისეთი, როგორიც წლის პირველ ნახევარში იყო. ქორწინების რიცხვის კლებასაც და შობადობის შემცირებასაც აქვს განმაპირობებელი ფაქტორები, ამიტომ განსაკუთრებულად საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ ამაში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ანზორ სახვაძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5081688&name=06.03.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

06.03.2018

მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ხელისუფლების “პიარისათვის” საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ხელისუფლების “პიარისათვის” საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა. “საკვლევი პერიოდის განმავლობაში 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 49 მილიონ 75 ათას ლარზე მეტი 2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა. კვლევა ეყრდნობა 121 საჯარო უწყებიდან გამოგზავნილ ინფორმაციას. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ მათი საქმიანობისა თუ მიღწევების შესახებ მოსახლეობა სათანადოდ არ არის ინფორმირებული. მთავარ მიზეზად კი არასათანადო “პიარი” სახელდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაინტერესდა, თუ რა თანხას ხარჯავდა ხელისუფლება 2012-2017 წლებში ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებზე, რომელთა მთავარ ფუნქციას, სწორედ ხელისუფლების საქმიანობის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება და მასმედიასთან ურთიერთობა წარმოადგენს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 133 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რათა დაედგინა 2012-2017 წლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და ბიუჯეტიდან მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის შესახებ მონაცემები. სამწუხაროდ, 12-მა უწყებამ, მათ შორის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, შემოსავლების სამსახურმა და იუსტიციის სახლმა ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ეს ფაქტი გავლენას ახდენს კვლევის შედეგებზეც, რადგან ასეთ სტრუქტურებში პიარის კუთხით დახარჯული თანხა, სავარუდოდ, მაღალია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც აქტიურად ეწევა ხელისუფლების საქმიანობის რეკლამირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ და უცხოურენოვან საინფორმაციო ვებგვერდ agenda.ge-საც მართავს. ჩვენს ეჭვს ადასტურებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ 2016 წლის სექტემბერში გამოთხოვილი ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში 76 ადამიანი მუშაობდა (საშტატო/შტატგარეშე), დასაქმებულთა რაოდენობა იურიდიულ დეპარტამენტში მომუშავე ადამიანების ოდენობასაც 55%-ით აღემატება (იურიდიულ დეპარტამენტში დასაქმებულთა რაოდენობა 34 ადამიანია) და მთავრობის აპარატში არსებულ სტრუქტურულ დანაყოფებში სიდიდით მეორე ადგილზეა. წინამდებარე კვლევაში არ შედის ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების და მმართველი პარტიის მიერ შესყიდული ლობისტური მომსახურება საზღვარგარეთ“, - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში. TI-ის ინფორმაციით, შესწავლილი მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა (საშტატო/შტატგარეშე) მზარდია, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზრდილია მათი ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხაც. “მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის მონაცემები დათვლილია მხოლოდ ოქტომბრის ჩათვლით, პრესამსახურის თანამრომლების ანაზღაურება 2012 წლის ჯამურ დანახარჯს მაინც ბევრად აჭარბებს. 2013-2017 წლებში, პრესსამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისა და მათი სახელფასო ანაზღაურების მხრივ შემდეგი სამინისტროები ლიდერობს: შინაგან საქმეთა, თავდაცვის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროები. პიარის მიმართულებით დასაქმებულთა ანაზღაურებაში, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა შსს-მ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როცა თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს იმავე პროფილის თანამშრომლების შენახვა საქართველოს ბიუჯეტს, შესაბამისად, 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი და 3 მილიონ 600 ათას ლარამდე დაუჯდა. აღსანიშნავია რომ, კვლევის ყველა კომპონენტში შესამჩნევი ზრდა 2016 წელს აღინიშნება, რაც შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებით იყოს გამოწვეული, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში გაიმართა და “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. ამ წელს პრესსამსახურის თანამშრომელთა საერთო რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი, 690 იყო, ხოლო მათ ხელფასებში დახარჯულმა თანხამ 12 მილიონ ლარს გადააჭარბა. წინამდებარე კვლევის საფუძველზე დგინდება, რომ 2012 წლის შემდეგ, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საჯარო უწყებებში მკვეთრად გაზრდილია, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მათი ანაზღაურების ხარჯები. ფაქტია, რომ მოქმედი ხელისუფლება ათობით მილიონ ლარს ხარჯავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის, რომელთა უმთავრესი ფუნქციაა მოსახლეობამდე მიიტანონ ხელისუფლების საქმიანობა და მისი შედეგები. შესაბამისად, თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი საქმიანობის სათანადოდ წარმოჩენას, მთავარი მიზეზი შესაძლოა არაკომპეტენტურობა იყოს, რაც ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეც მიანიშნებს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5081978&name=06.03.2018+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

06.03.2018

მედიასაშუალება: ქრონიკა+

ირაკლი შიხიაშვილმა 13 468 ვეტერანის პირადი მონაცემები რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა

თვეზე მეტი გავიდა, რაც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა "ქრონიკა+"-ის ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც საუბარი იყო გაზეთის მთავარი რედაქტორის მიმართ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ მუქარაზე, ასევე, სოციალურ ქსელ ფეისბუქით ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილიხმწამებლური ცნობების გავრცელებაზე. მიუხედავად ადმინისტრაციის უფროსის დაპირებისა, რომ სამსახურის უფროსის ბრძანებით დაწყებულია სამსახურებრივი მოკვლევა და პასუხსაც უახლოეს დღეებში მივიღებდით, ჯერჯერობით, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მხრიდან რეაგირებაზე არაფერი ვიცით. იმედია, -ნი ვლადიმერ იმნაძე აცნობიერებს, რას ნიშნავს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პირების მიერ დამოუკიდებელი გაზეთის რედაქტორის მიმართ განხორციელებული მუქარა. სანამ პასუხს ველოდებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური შემოწმების დოკუმენტს გავეცნობით. ვეტერანთა სახელწიფო სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა 2016 წლის 29 მარტს დატოვა. სამსახურის მიერ წარმოებული სამედიცინო მომსახურების პროგრამა წარმოადგენდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის დამატებით ნაწილს და მოიცავდა იმ სერვისების მკურნალობის თანადაფინანსებას, რომელსაც არ ფარავდა სახელმწიფო პროგრამის დამატებით ნაწილს და მოიცავდა იმ სერვისების მკურნალობის თანადაფინანსებას, რომელსაც არ ფარავდა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები. ბრძანებაში წლის განმავლობაში შეტანილია 6 ცვლილება, მათ შორის, გაუქმებულია მუხლი, რომელიც მოითხოვდა ბენეფიციარების მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების შესახებ ცნობის წარდგენას, რაც შესაძლებელს ხდიდა, კომისიას წარმოდგენა შექმნოდა ოჯახის მატერიალური მდგომარეობის შესახებ. ასეთი სახის ცვლილებების მიღებამ გამოიწვია კონტროლის მექანიზმების შესუსტება და წარმოშვა კომისიის მიერ არაობიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკი. მაგ: "2015 წლის 17 მარტს, N1 ოქმის საფუძველზე, სრულიად დაფინანსებულია მოქალაქის მკურნალობა ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინში ". პაციენტს გაეწია 2.6 ათასი ლარის ღირებულების გინეკოლოგიური მკურნალობა, რომელიც დასაქმებული იყო თავდაცვის სამინისტროში ბუღალტერ-აღმრიცხველის თანამებობაზე და ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება ბენეფიციარი," - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. აუდიტის დასკვნის მიხედვით, დაფინანსებულია მედიკამენტები ვეტერანებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში დაფინანსებულია, დაახლოებით ერთი წლის სამყოფი მედიკამენტები, არის შემთხვევები, როდესაც დაფინანსებულია ერთი და იგივე მოქმედების პრეპარატი ისეთი რაოდენობით, რაც საკმარისი იქნებოდა ერთი ადამიანისთვის 10 წლის განმავლობაში. ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს 2016 წლის 28 იანვარს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამედიცინო ცენტრს შპს "ლანცეტთან", რომელიც ითვალისწინებდა ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას შეღავათიან ფასებში. შპს "ლამცეტი" ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბოლატორიული მომსახურების მიმღებად არ იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 48,9 ათასი ლარის ამბულატორიული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, რომელსაც სრულად ანაზღაურებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ჯანდაცვის სამინისტრო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით ახორციელებდა დამხმარე საშუალებით ვეტერანების უზრუნველყოფას, რომლის ერთ-ერთი კომპონენტს წარმოადგენდა პროთეზების დაფინანსება 100%-ით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სამსახურსა და შპს "ჯორჯიან ფორ ვეტერანსს" შორის 2016 წლის 9 მარტს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს "ჯორჯიან ფორ ვეტერანსს" გადაეხა 13 463 ვეტერანის პერსონალური მონაცემები. სამსახურის განმარტებით, პერსონალური მონაცემები გადაცემულია ვეტერანთა თანხმობით, თუმცა მონაცემთა გადაცემის შემდეგ აქტივობები არ დაფიქსირებულა. 2015 წლის ივნისში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულია უცხოური საწარმოს ფილიალი "კონვერტ ჯორჯია", რომელიც დააფუძნა შპს "კონვენტმა". წარმოდგენილი საბანკო გარანტია ავიზირებული საბანკო გარანტია ავიზირებული იყო "საქართველოს ბანკის" მიერ. ამის მიუხედავად, ვეტერანთა სამსახურმა 2015 წლის 22 სექტემბერს "კონვენტ ჯორჯიას" ავანსის სახით გადაურიცხა 1000.0 ათასი ლარი. ეროვნული ბანკის შესაბამისი რეკომენდაციები არ გათვალისწინებულა. ეს არის ფაქტების მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელიც სახელწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია წარმოდგენილი. უცნობია, არსებულ დარღვევებზე რა რეაგირება მოახდინა სახელწიფო სამსახურის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ვლადიმერ იმნაძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5081669&name=06.03.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---