From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-06.06.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge
Received On : 06.06.2018 07:46
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 0 6.06.2018

ტელევიზია

06.06.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: პირადი ექიმი - მარი მალაზონია

გადაცემის მთავარი თემაა C ჰეპატიტის მართვა და სიახლეები. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია მაია ლაგვილავა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

https://1tv.ge/live/piradi-eqimi-mari-malazonia-c-hepatitis-martva-da-siakhleebi/

---

 

05.06.2018

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 22:30

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის საშუალებით, 2014 წლიდან დღემდე 3 722 ადამიანი დასაქმდა. 2014 წელს სამუშაო ადგილი 387 ბენეფიციარმა იპოვა, 2015 წელს კი დასაქმების მაჩვენებელი 349 პირით განისაზღვრა. 2016 წელს პორტალის მეშვეობით 670 ადამიანის დასაქმება შეძლეს, ხოლო 2017 წელს გაცილებით მეტი ადამიანი, 1775 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა. როგორც სოცილური მომსახურების სააგენტოში bm.ge-განუცხადეს, დღეის მდგომარეობთ, სისტემაში 151 172 სამუშაოს მაძიებელია რეგისტრირებული. 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით, პორტალის მეშვეობით 541 ადამიანი დასაქმდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5342902

---

 

05.06.2018

არხი:     ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 19:00

ბავშვები შიშილის ზღვარზე, მოუწყობელი ინფრასტრუქტურა და დარღვევები არასათანადო პირობების გამო. უსინათლოთა პანსიონში მდგომარეობა მძიმეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5342645

---

 

05.06.2018

არხი:    I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

საპარლამენტო უმრავლესობას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.  საკითხზე მომუშავე უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პარლამენტში საკითხზე მსჯელობის დაწყების მიუხედავად უმრავლესობას არ აქვს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. დოზებთან დაკავშირებით არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც, თუმცა აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ძირითად პრინციპებზე მმართველ გუნდში შეთანხმება მიღწეულია. 

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5342384

---

 

 

ინტერნეტი

06.06.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/64808/tbilisis-metro-dges-1400-saatidan-amushavdeba

თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება

---

 

05.06.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/samushaos-madziebelta-gadamzadebis-programaze-2-mln-ze-meti-daixarjeba---/20423/

სამუშაოს მაძიებელთა გადამზადების პროგრამაზე 2 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება

სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამაზე წელს 2 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება. ამჟამად მომზადება-გადამზადების პროგრამით 2310 ბენეფიციარი სარგებლობს, მათ შორის 72 შშმ პირია. როგორც BM.GE-ს სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, მოთხოვნად პროფესიაში ერთ მოკლევადიან კურსზე სწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2-დან 4 თვემდე მიმდინარეობს. სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე ერთი ვაუჩერი გაიცემა, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს შეადგენს. შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, მოკლევადიან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დამატებითი მომსახურების გათვალისწინებით, ერთი ვაუჩერის მაქსიმალური ღირებულება არ აღემატება 1500 ლარს. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტი 2 მლნ 090 ათასილარს შეადგენს. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ის ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი უკვე მიმდინარეობს, მეორე კი შემოდგომის დასაწყისში გამოცხადდება. მომზადება-გადამზადებისპროგრამაში 17 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი და 27 კერძო კოლეჯია ჩართული. კვლევის საფუძველზე 51 მოთხოვნადი პროფესია გამოვლინდა. მათ შორის, მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო,ტურიზმის სფეროებიდან. ასევე მოთხოვნადია კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტი.

---

 

05.06.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/samtavrobo-portal-worknet-is-meshveobit-dgemde-3722-adamiani-dasaqmda/20422/

სამთავრობო პორტალ WORKNET-ის მეშვეობით დღემდე 3722 ადამიანი დასაქმდა

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის საშუალებით, 2014 წლიდან დღემდე 3 722 ადამიანი დასაქმდა. 2014 წელს სამუშაო ადგილი 387 ბენეფიციარმა იპოვა, 2015 წელს კი დასაქმების მაჩვენებელი 349 პირით განისაზღვრა. 2016 წელს პორტალის მეშვეობით 670 ადამიანის დასაქმება შეძლეს, ხოლო 2017 წელს გაცილებით მეტი ადამიანი, 1775 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა. როგორც სოცილური მომსახურების სააგენტოში bm.ge-განუცხადეს, დღეის მდგომარეობთ, სისტემაში 151 172 სამუშაოს მაძიებელია რეგისტრირებული. 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით, პორტალის მეშვეობით 541 ადამიანი დასაქმდა.

---

 

05.06.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=66870

ომბუდსმენი: უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მონიტორინგით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან ერთად თბილისის N202 საჯარო სკოლის - უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მონიტორინგი განახორციელა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი ვიზიტის შედეგად მრავალი დარღვევა გამოიკვეთა. მათი ცნობიათ, მოზარდებთან და სკოლის პერსონალთან გასაუბრებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა და ხშირად მშობლებს და პერსონალსაც საკვები სახლიდან მოაქვთ. „სკოლა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პანსიონურ მომსახურებას უწევს მხედველობისა და სხვა თანმხლები დარღვევების მქონე ბავშვებს. სახალხო დამცველი შეხვდა და გაესაუბრა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვა პერსონალს, დაათვალიერა სკოლის ფიზიკური გარემო. ვიზიტის შედეგად მრავალი დარღვევა გამოიკვეთა, რომელიც აბრკოლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა განათლების უფლების ეფექტიანად რეალიზებას. პრობლემურია სკოლის სათანადო სასწავლო და დამხმარე რესურსებით აღჭურვა, სწავლების ხარისხის კონტროლი, პანსიონის ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების და საზოგადოებაში ინკლუზიის საკითხები. მნიშვნელოვან გამოწვევად დაფიქსირდა მოსწავლეთა ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფა. მოზარდებთან და სკოლის პერსონალთან გასაუბრებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა და ხშირად მშობლებს და პერსონალსაც საკვები სახლიდან მოაქვთ. მენიუ არ არის დიფერენცირებული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პირველი და მეთორმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის მსგავსი, მცირე ულუფაა გათვალისწინებული. კრიტიკას ვერ უძლებს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამორტიზებულია, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. აღნიშნულს ადასტურებს მიმდინარე წლის აპრილის თვეში მომხდარი ფაქტი, როდესაც 202-ე საჯარო სკოლის 13 წლის უსინათლო აღსაზრდელი დაწესებულების მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა, რა დროსაც მასთან ერთად ოთახში 4 ძიძა უნდა ყოფილიყო, თუმცა არცერთი მათგანი ადგილზე არ იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს სახალხო დამცველი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის დასახელებულ ფაქტს, ხოლო ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/497003-sakhalkho-damcveli-usinathlo-bavshvtha-pansionis-mozardebthan-da-personalthan-gasaubrebith-dadginda-rom-dghis-ganmavlobashi-mighebuli-sakvebis-raodenoba-dzalian-mcirea.html?ar=A

---

 

05.06.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/64663/ra-protsedurebis-gavla-moutsevs-konkretul-patsients-qronikuli-daavadebebis-samkurnalo-medikamentebis-misagebad

რა პროცედურების გავლა მოუწევს კონკრეტულ პაციენტს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მისაღებად

ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 100 000-ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები, გულ- სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, დიაბეტის ტიპი 2 რაინსულინდამოკიდებული) ამ კატეგორიის პაციენტებს შეუძლიათ სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთონ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პაციენტმა მედიკამენტების მისაღებად უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურები, ბენეფიციარი მიდის ოჯახის (სოფლის) ექიმთან ან ექიმ- სპეციალისტთან, რომელიც უწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100- . ექიმი  უთითებს დაავადების დადასტურებულ დიაგნოზს და მედიკამენტის დღიურ დოზას. ექიმი წერს რეცეპტს, სადაც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო, არაპატენტირებული დასახელება. ბენეფიციარი ფორმა 100-ით, რეცეპტით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით (ორიგინალი) მიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში, სადაც მას არეგისტრირებენ პროგრამაში. სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს PSP-ს შესაბამის აფთიაქს. ბენეფიციარს შუძლია ერთჯერადად მიიღოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა. ბენეფიციარის ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით წარადგენს საკუთარ პირადობის მოწმობას. აფთიაქში ბენეფიციარი წარადგენს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრს. მედიკამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ წარადგენს განახლებულ ფორმა 100-ს და პირი ხელახლა რეგისტრირდება პროგრამაში თუ მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტის მიღებას.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

06.06.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

ნარკოტიკების მოხმარებაზე პატიმრობა საერთოდ უქმდება, ოღონდ - 2 წლის შემდეგ

საპარლამენტო უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციაზე საბოლოოდ შეთანხმდა. გადაწყვეტილია, რომ უნდა გაუქმდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე საპატიმრო სასჯელი. სავარაუდოდ, ეს სიახლე 2 წლის შემდეგ შევა ძალაში ან, მეორე ვერსიით, კანონპროექტში შეიძლება გაკეთდეს ჩანაწერი, რომ პარლამენტი მის განხილვასა და საბოლოოდ მიღებას 2 წლის შემდეგ დაუბრუნდება. ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ ნარკოლიბერალიზაციის გადაწყვეტილება შესაძლოა, მომავალმა პარლამენტმა მიიღოს - მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს გაიმართება. მანამდე კი ამ საკითხზე სპეციალური კომისია იმუშავებს, რომელიც 2 წლის განმავლობაში დააკვირდება ვითარებას და შეისწავლის, თუ რა შედეგები გამოიღო ამ გარდამავალ პერიოდში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციამ. გარდა ამისა, დასაზუსტებელია რაოდენობის საკითხი - უმრავლესობა ვერ შეთანხმდა, თუ რა რაოდენობის ნარკოტიკის აღმოჩენის შემთხვევაში ჩაითვლება პირი მომხმარებლად და რა რაოდენობის შემთხვევაში - გამსაღებლად. აღსანიშნავია, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ საპატრიარქოს მოთხოვნით შეჩერდა. დღეს კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზოიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოსთან ამ საკითხზე ცალკე კონსულტაციები არ გამართულა. "უმრავლესობაში დეკრიმინალიზაციის ვადებზე ვმსჯელობთ. ახლა მიმდინარეობს პარლამენტში შესაბამის ფორმატში განხილვები. საპატრიარქოს აქვს უფლება, როგორც საზოგადოების ნებისმიერ სხვა ჯგუფს, მიიღოს მონაწილეობა საჯარო განხილვებში. არანაირი სპეციალური კონსულტაციები არ მიმდინარეობს საპატრიარქოსთან", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვესაუბრეთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკაზე კონსულტაციები მიმდინარეობს არა მარტო საპატრიარქოსთან, არამედ ყველა დაინტერესებულ პირსა და ჯგუფთან. "ნარკოპოლიტიკაზე კონსულტაცია მიდის არა მარტო საპატრიარქოსთან, არამედ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. კანონი მუშავდება აქტიურად და დასკვნით ეტაპზეა გადასული. საუბარია კონკრეტულად, რომ პრევენციული ზომები იქნას მიღებული. პირველ ეტაპზე უნდა იყოს სარეაბილიტაციო ზომები მომხმარებლებისთვის. ნარკოგამსაღებლების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს გამკაცრებული. "ამ თემასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან გვაქვს კონსულტაციები. ასევე, სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან თუ ჯგუფთან, ვისაც უნდა სწორი ნარკოპოლიტიკა. ის უნდა იყოს განსხვავებული და ლიბერალური, თუმცა, ყველა ღირებულება უნდა გავითვალისწინოთ და არ დავაზიანოთ რომელიმე სხვა ღირებულება. "ცოტა გაგვიგრძელდა ეს პროცესი, თუმცა უკვე დასკვნით ეტაპზეა გადასული. ძალიან სწორი და ლიბერალური ნარკოპოლიტიკის გატარდება ხდება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" გაესაუბრა მამა ანდრიას. მან აღნიშნა, უმრავლესობას საპატრიარქოსთან კონსულტაციები აქვს, მაგრამ დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. "საპარლამენტო უმრავლესობას ჩვენთან კონსულტაციები აქვს ნარტკოპოლიტიკის შესახებ. ამ კანონის დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის. განხილვები მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. საბოლოო კანონი პარლამენტს არ მიუღია", - განაცხადა მამა ანდრიამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5342974&name=06.06.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---