From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-06.09.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com
Received On : 06.09.2017 08:29
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 06.09.2017

ტელევიზია 

05.09.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა:  საქმის კურსი 15:00

2017 წლის მეორე კვარტალში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ 2.43 მილიონი ლარი შეადგინა. დევი ხეჩინაშვილი, - "მოგება დარგში მცირეა და ეს არის უდაო. ბაზარზე დიდი ცვლილებები არ არის, მდგომარეობა გაყინულია, დიდი ცვლილებებს ველით. ჯანმრთელობის დაზღვევაში მდგომრეობა არის ძალიან რთული, ჩვენ გვიჭირს, ერთი მხრივ, ფასების კონტროლი იმიტომ, რომ ბაზარზე რეალურად ფასების დონეს განსაზღვრავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და მეორე მხრივ, ძალიან ბევრიუ ჩვენთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო მიღებული, ჩვენთან კონსულტაციების გარეშე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4670124

---

 

 

ინტერნეტი

06.09.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/31110/jandatsvis-saministros-sotsialuri-mushakebi-atskhadeben-rom-servistsentrshi-stsemes

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ სერვისცენტრში სცემეს

გუშინ საღამოს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები აცხადებენ, ბენეფიციარმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში მოხდა.  „ახლა მე და სხვა სოც. მუშაკები ვსხედვართ პატრულთან ერთად სამსახურში და ვმშვიდდებით, ზოგი წნევას იზომავს, ზოგი სულიერდება, ზოგი ნაცემია, ზოგი ძირს დაყრილ ქაღალდებს და პრინტერებს ალაგებს. ყველაზე საშინელებაა როდესაც ქვეყანაში საკუთარი მოვალეობის შესრულებისას ვიღაც ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად გეხება და სამსახურიდან გასვლის და მერე მეორე დღეს უკან მოსვლის გეშინია“, -  წერს სოციალური მუშაკი სოფო ხვთისიაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე  „პატრულის თანამშრომლებმა განაცხადეს ეს რა ნაკაწრია ამის გამო გამოგვიძახეთო? ანუ სისხლი უნდა მდიოდეს რომ მე ხვალ სამსახურში ამოსვლის არ შემეშინდეს. სოციალურ მუშაკს ვინმე დაიცავს ამ დაწყევლილ ქვეყანაში?!“ - წერს ხვთისიაშვილი. სოციალური მუშაკები დაცვის გამოყოფას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვენ „მაინტერესებს ვინმეს ადარდებს ჯანდაცვის სამინისტროში ან ასოციაციაში, ან ზოგადად ქვეყანაში ჩვენი ბედი? ჩვენი ემოციური მდგომარეობა? დღეს რომ რამე დაგვმართოდა ვინ აგებდა პასუხს? რატო გვიკლავენ სოციალური მუშაობის ენთუზმს ვიმუშაო ჩემი პროფესიით და თან რაც მთავარია სააგენტოში?“ - აცხადებს ხვთისიაშვილი  შსს-ში აცხადებენ, გამოიკითხა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები და პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილი აცხადებს, სოციალური მუშაკები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას ესწრებიან.

---

 

05.09.2017

მედიასაშუალება: http://euronews.ge/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C/

სოცდახმარების ხელმძღვანელის აღიარება: არის შემთხვევები, როცა მართლა ძალიან გაჭირვებულია და ვერ იღებს დახმარებას

სოციალური დახმარების სამსახურის მისამართით გამოთქმული პრეტენზიები მოსახლეობისგან ხშირად მოგვისმენია და ისიც გაგვიგონია, რომ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს, ან საერთოდ არ მისცეს დახმარება ქულების გამო. ასეთ დროს ჯოხი ხშირად სოცაგენტებზე  ტყდება და ხალხიც მსგავს ფაქტებს მათ აბრალებს, საუბრობს აგენტების  უსულგულობაზე და ა.შ. აღმოჩნდა, რომ  ეს ყველაფერი სულაც არ ყოფილა სოცაგენტების ბრალი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირის“ ერთ-ერთ შეკრებას  ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სამმართველოს ხელმძღვანელი, თათია გვარამაძეც ესწრებოდა, სადაც მან განაცხადა: ,,მინდა გითხრათ,   ეს არ მომხდარა  ისე, რომ  დასხდნენ ვიღაცეები და თქვეს,  მოდი ეს  ჩავწეროთ, ის არ ჩავწეროთ, ამას ის მივანიჭოთ, ეს არ მივანიჭოთო.  ჩატარდა კვლევა და საქსტატი იყო ჩართული. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზეა მიღებული  რთული   ფორმულა. ყველაფერს აქვს თავის კოეფიციენტი და ერთი, რომელიღაც კონკრეტული, მაგალითად პარკეტი, ან ბინის ფართი ვერ განსაზღვრავს ქულას.  ის არის ბმაში სხვა რაღაცასთან, მაგალითად, რამდენი წევრიანია ოჯახი, როგორია მათი განათლების დონე, აქვთ თუ არა მიწის ნაკვეთი და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენს პრაქტიკაში ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მინახავს, რომ მართლა ძალიან გაჭირვებულია,  მაგრამ ვერ ხდება დახმარების მიმღები  და უბრალოდ, ჩვენ ბერკეტი არ გვაქვს. ხშირად ოპონენტები ამბობენ ხოლმე და მეღიმება, წინასაარჩევნოდ შეამცირეს, მოიმატა, გაიზარდა ან დაიკლო ქულამო. უბრალოდ, ამის ბერკეტი არ გვაქვს.  ყოფილა ისეთი სუბიექტური აზრიც, რომ ვიღაცას ორი ხელი, ორი ფეხი  არ აქვს და 6 8000  ქულა აქვსო. არ არსებობს უნივერსალური მეთოდოლოგია, რომელიც ყველა ტიპის ოჯახის ყველა საჭიროებას დაინახავს. ასეთი რამ არ არსებობს. უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომ  შეიქმნას  ჯგუფ-კომისია   ან საბჭო, რომელშიც იქნებიან ადგილობრივი  სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ანუ ისეთი კოლეგიალური ორგანო, რომელიც   ასეთი ტიპის შემთხვევებს განიხილავს  და დააფიქსირებს საკუთარ აზრს. კი, ბატონო, მეც ვამბობ, რომ ფორმულამ შეიძლება ვერ დაინახა და ეს  სავსებით ნორმალურია, იმიტომ რომ  უნივერსალური მექანიზმი  არ არსებობს“.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________    

06.09.2017    

მედიასაშუალება: ვერსია

ანი მეხაშიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება!

8 სექტემბერს,18 საათზე, ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში, გრანდიოზული საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. შემოსული თანხა კი სრულად გადაეცემა 3 წლის ანი მეხაშიშვილს, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4671622&name=06.09.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---