From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-07.02.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com
Received On : 07.02.2018 09:29
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 0 7.02.2018

ტელევიზია

07.02.2018

არხი: I არხი

გადაცემა:     მოამბე 09:00

საკუთარი მოთხოვნები აქვთ კანონმდებლებთან მესამე სექტორში. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და საია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მთავრობასა და ეკონომიკის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების კანონის ტექსტზე უმოკლეს ვადაში შეჯერებისკენ მოუწოდებენ, პარლამენტს კი მიმართავენ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კანონი, რომელიც რეალურად უპასუხებს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. ჯანდაცვის კომიტეტს პროექტი მეორე მოსმენით 5 თებერვალს უნდა განეხილა, თუმცა, მთავრობამ შიდაუწყებრივი პოზიციების შეჯერებისთვის დამატებითი ერთი კვირა ითხოვა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5024983

---

 

07.02.2018

არხი:           ტვ პირველი  

გადაცემა: საქმიანი დილა TV1

მთავრობის დადგენილების თანახმად, თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე მიწის ნაკვეთი გამოიყო, სადაც ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება. პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარს შეადგენს. ამ პროექტისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს 315 000 ლარი ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გადაურიცხა. სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო პირობებით 20-მდე კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის ორი ოცხოური საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციაა. პარალელურად, უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ცენტრს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის, წინა წლების განმავლობაში აკუმულირებული 1 მლნ ლარზე მეტი მოგების რეინვესტირების ნებართვა აქვს. „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ პროექტირებისა და მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერის ვადა 14 თებერვალს იწურება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5024891

---

 

06.02.2018

არხი:            ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა: მთავარი 18:00

აჭარაში წითელას ეპიდდაძაბული ფონი ისევ გრძელდება. დავადებულთა რიცხვმა 130 მიაღწია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5024279

ტელეკომპანია აჭარა  -მთავარი 21:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5024685

---

 

06.02.2018

არხი:           იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 20:00

ვარეკთილის მეტროში ჭერის ნგრევის შედეგად დაზარალებულები კომპენსაციას ითხოვენ და არ არის გამორიცხული სასამართლოსაც მიმართონ. რამდენიმე მათგანი მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს. საქმე ისაა, რომ კლინიკებშ მკურნალობის ხარჯები ჯანდაცვის სამინისტრომ დაფარა, ამის შემდეგ კი ვალდებულებას საკუთარ თავზე უკვე მერია იღებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5024614

მაესტრო - ახალი ამბები 14:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5023570

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5024532

მაესტრო-დღის მთავარი თემა 20:00

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5024715

---

 

06.02.2018

არხი: მაესტრო  

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიგნებამ შესაძლოა სამედიცინო სფეროში გადატრიალება მოახდინოს. უკვე დადასტურდა, რომ მათ მიერ გამოცდილმა ვაქცინამ ლაბორატორიულ თაგვებში სიმსიმნის უჯრედები აბსოლუტურად გაანადგურა. საქართველოში სიმსიმნური დაავადებები კვლავ მეორე პოზიციაზეა. კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის მედიკამენტად ქცევის იმედი აქვთ ქართველ ონკოლოგებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით დაავადება საქართველოში სიკვდილიანობის მიხედვით მეორე ადგილზეა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5024749

---

 

06.02.2018

არხი: იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 14:00

ადამიანის უფლებათა დაცვის სხდომაზე კი შრომის კოდექსისი ცვლიელებებზე მსჯელობენ, კანონპროექტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა დისკრიმინაციასთან ბრძოლას ითვალისწინებს, მინისტრის მოადგილის თქმით ვაკანსიის გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის ნებისნმიერი ფორმა უნდა აღმოიფხვრას, კანონპროექტი ევროსაბჭოს დირექტივესბ ითვალისწინებს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5023618

---  

 

06.02.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია  

გადაცემა: ახალი ამბები 17:00

ბიზნესომბუდსმენი შრომითი უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე საუბრობს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბიზნესგაერთიანებებთან კონსულტაციების შედეგად რიგი საკითხები გამოიკვეთა, რომლებიც ამ დროისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ბიზნესი მიესალმება შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებას ქვეყანაში. ის ასევე აღნიშნავს, რომ გამომდინარე ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ექსპერტების მცირე რესურსიდან, მთავარი საკითხი პროფესიული გადამზადების მიმართულებაა

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5024121

---  

 

06.02.2018

არხი: ტვ პირველი  

გადაცემა: საქმიანი დილა TV1

პარლამენტში შრომის უსაფრთოების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა განახლდა. ჯანდაცვის კომიტეტზე დოკუმენტზე მეორე მოსმენით იმსჯელეს, თუმცა სხდომა ფაქტობრივად ჩაიშალა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, შეუჯერებელი საკითხები არ არის პრინციპული ხასიათის და ის ძირითადად სანქციების და ჯარიმების ოდენობას შეეხება. არაოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრის პოზიციაა, რომ ჯარიმები უფრო დაბალი იყო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5022795

---  

 

06.02.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: რეაქცია

ქვეყანა სადაც 21 წლის ახალგაზრდა მშენებლობაზე მუშაობის დროს შეიძლება ან დაიღუპოს ან მძმედ დაშავდეს და მისი ოპერაციის ხარჯები ისევ მის ოჯახს დააწვეს ტვირთად.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5024783

---

 

06.02.2018

არხი: იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 20:00

სამართალდამცველებმა დღეს "კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის" ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო კაბინეტში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5024608

---  

 

06.02.2018

არხი: I არხი  

გადაცემა: მოამბე 15:00

რამდენად არის დაცული საქართველოში დედათა და ბავშვთა უფლებები, თემაზე სასაუბროდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, აუდიენციას ჯანდაცვის და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5023869

---

 

06.02.2018

არხი:ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 13:00

32 წლის რამინ გუსეინოვს მძიმე დაავადება აპლაზიური ანემია დაუდგინდა. მამაკაცს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5023495

---

 

 

ინტერნეტი

07.02.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/476941-ombudsmeni-mthavrobas-da-parlaments-moutsodebs-ar-tsavidnen-kompromisze-dasaqmebulis-sicockhlisa-da-janmrthelobis-kharjze.html

ომბუდსმენი მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს, არ წავიდნენ კომპრომისზე დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე

საქართველოს სახალხო დამცველი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის გაჭიანურებას ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის მიღება არსებული სიტუაციის რადიკალურად შეცვლას და სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, და არა არაქმედითი დოკუმენტის მიღებას, რომელიც რეალურ ცვლილებას ვერ მოიტანს როგორც სახალხო დამცველის აპარატიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, აღნიშნული კანონპროექტი მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2017 წლის 1 ივნისსაა ინიცირებული და ამ დრომდე მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული. 2018 წლის 5 თებერვალს წამყვან კომიტეტში დაგეგმილი მეორე მოსმენა ჩაიშალა მთავრობის მიერ კანონპროექტის ძირითად დებულებებზე შეუჯერებლობის მიზეზით. პროცესის გაჭიანურება აჩვენებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების საჭიროება სათანადოდ არ არის გაზიარებული საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან. გარდა ამისა, კანონპროექტს აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომელთა გამოსწორების ნაცვლად, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ არსებული ტექსტი კიდევ უფრო გაუარესდეს, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფით შეფასებას იმსახურებს. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ შრომის უსაფრთხოება პირველ რიგში ადამიანის უფლების საკითხია. ყველა დასაქმებულს აქვს უფლება იმუშაოს უსაფრთხო სამუშაო გარემოში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იქნება. „დამსაქმებლებს ამ კუთხით ვალდებულებები დღესაც აქვთ. კანონპროექტის ძირითადი მიზანი მათი შესრულების უზრუნველყოფაა. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, შრომის უსაფრთხოება ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილონ და არ წავიდნენ კომპრომისებზე დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებების ხარჯზე. ინიცირებული ვერსიით: 1. კანონის მოქმედება გავრცელდება მხოლოდ მძიმე და მავნეპირობებიან სამუშაოებზე, რომლებიც ასევე შეიცავს მომეტებულ საფრთხეს. ერთდროულად ამ ორი კრიტერიუმის შემოტანა უკიდურესად ავიწროებს კანონის მოქმედების ფარგლებს მაშინ, როდესაც ყველა დასაქმებულს აქვს უფლება უსაფრთხო შრომაზე და ყველა მათგანისთვის უნდა მოხდეს აღნიშნულის გარანტირება. წარმოდგენილი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს არ ადგენს, არამედ უზრუნველყოფს უკვე მოქმედი სტანდარტების პრაქტიკაში განხორციელებას იძულების მექანიზმის შემოღებით, რისი გათვალისწინებითაც მისი მოქმედების არეალის დავიწროება სრულიად მიუღებელია; 2. სანქციები უკიდურესად დაბალია და ვერ უზრუნველყოფს კანონის მიზნების მიღწევას. კერძოდ, შრომის უსაფრთხოების თითოეული პირობის დარღვევა პირველ ჯერზე იწვევს გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 50 ლარის ოდენობის ჯარიმას, რაც სრულიად არასაკმარისია. გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ვალდებულების დარღვევა საერთოდ არ იწვევს პასუხისმგებლობას; 3. ზედამხედველ ორგანოს წარმოადგენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი სამსახური. სამწუხაროდ, კანონი არ ქმნის დამოუკიდებელ, მოქნილ, ძლიერი მანდატის მქონე ინსტიტუციას, რაც სერიოზული გამოწვევაა. პროექტი ასევე არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საკადრო რესურსებით გაძლიერებას, რაც უკიდურესად ამცირებს კანონის ეფექტიანი აღსრულების შესაძლებლობას; 4. ზედამხედველ ორგანოს მოსამართლის ბრძანების გარეშე მხოლოდ შერჩევითი კონტროლით და ისიც კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ შეუძლია მეწარმის შემოწმება, რაც სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს და არ უზრუნველყოფს კანონის ეფექტიან აღსრულებას. მოსამართლე ბრძანებას გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველი ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით მეწარმის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ. ბუნებრივია, შემოწმების განხორციელების გარეშე ზედამხედველ ორგანოს უკიდურესად გაუჭირდება ასეთი საფუძვლის შექმნა. მოსამართლე ვალდებულია მეწარმეს წინასწარ გაუგზავნოს შეტყობინება და საქმის მასალები, რის შემდეგაც ის საკუთარ მოსაზრებებს წარადგენს წერილობით. თუ აღნიშნული პროცედურის შედეგად მაინც გამოიცა მოსამართლის ბრძანება, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს მეწარმე მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არსებობს მოსამართლის ბრძანება. თუ მეწარმე არ დაუშვებს ზედამხედველ ორგანოს შესამოწმებლად, პირველ ჯერზე გათვალისწინებულია გაფრთხილება, მეორე ჯერზე კი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. ხელშეშლის მომდევნო შემთხვევებზე კანონპროექტში საერთოდ არ არის საუბარი, მოსამართლის ბრძანება კი მოქმედებს მხოლოდ 15 დღე. თუ ზედამხედველობის ორგანომ მაინც მოახერხა მეწარმის შემოწმება და დარღვევის აღმოჩენა, იმის გადასამოწმებლად, აღმოფხვრილია თუ არა დარღვევა, კვლავ სასამართლოსთვის მიმართვა მოუწევს. საკითხის ამგვარად წარმოდგენა კანონპროექტში ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევებისა, კანონპროექტს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზებიც აქვს, რის გამოც რთულია შრომის უსაფრთხოების სფეროში ამჟამად არსებული საგანგაშო ვითარების შეცვლის მოლოდინის ქონა. რასაკვირველია, კანონის მიღება არსებული სიტუაციის რადიკალურად შეცვლას და სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, და არა არაქმედითი დოკუმენტის მიღებას, რომელიც რეალურ ცვლილებას ვერ მოიტანს“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=164354-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98

---

 

06.02.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/476933-pirveli-ianvridan-dghemde-atcarashi-tsithelas-virusis-130-shemthkhveva-dafiqsirda.html

პირველი იანვრიდან დღემდე, აჭარაში წითელას ვირუსის 130 შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში პირველი იანვრიდან დღემდე, წითელას ვირუსის 130 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, წითელას ვირუსის ზრდა ყოველდღიურად ფიქსირდება და კლინიკებში მიმართვიანობაც გაზრდილია. ”წითელას ვირუსის შემთხვევების 64% ბათუმში ფიქსირდება, ხოლო ქობულეთსა და ხელვაჩაურში - 16 %. მაღალმთიან აჭარაში ერთეული შემთხვევები გამოვლინდა. რაც უფრო დროულად ჩატარდება ვაქცინაქცია, შემთხვევებიც იკლებს“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

---

 

06.02.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/metrosadgur-varketilshi-dashavebulebis-mkurnalobis-khardjebi-sakoveltao-djandatsvis-programit-srulad-anazghaurda-djandatsvis-saministro/39108

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად ანაზღაურდა - ჯანდაცვის სამინისტრო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა, მათი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა. უწყების ცნობით, ამჟამად ყველა პაციენტი კლინიკებიდან გაწერილია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს. „მეტროსადგურ „ვარკეთილში“ 30 იანვარს მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა. დაზარალებულების ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ნაწილს კი სამედიცინო მომსახურება ამბულატორიულად გაეწია. მათი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა. ამჟამად ყველა პაციენტი კლინიკებიდან გაწერილია. დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული პირები, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ინციდენტიდან რამდენიმე საათში პირადად მოინახულა. მინისტრმა იმთავითვე განაცხადა, რომ მათი სამედიცინო მომსახურების ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად დაფინანსდებოდა. პირველივე დღიდან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ დაშავებულთა მკურნალ ექიმებთან. პაციენტთა იდენტიფიცირება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ინფო9- http://www.info9.ge/janmrtheloba/187440-jandacvis-saministros-ganckhadeba-metroshi-dashavebulebze.html?lang=ka-GE

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/129412-saministro-metroshi-dashavebulebis-mkurnalobis-xarjebi-jandacvam-srulad-dafara

პრაიმთაიმ.ჯი- http://primetime.ge/news/1517909598-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90

---

 

06.02.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/379707

ირაკლი ხმალაძე: მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაზარალებულების ხარჯს, რომელსაც არ დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო და საყოველთაო დაზღვევა, თბილისის მერია აანაზღაურებს

თბილისის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროს სადგურ ”ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს მკურნალობის ყველა ხარჯი აუნაზღაურდებათ. მისი თქმით, დაფინანსება შეეხება როგორც მკურნალობას, ისე მედიკამენტებს. ”ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ყველა ხარჯს, რომელსაც არ დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო და საყოველთაო დაზღვევა, აანაზღაურებს თბილისის მერია. მოქალაქეების, რომლებსაც თვითონ მოუწიათ ხარჯების გაღება, კომპენსირება მოხდება. ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ მერიაში და გამგეობაში განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში მზად ვართ ეს დაფინანსება სრულად გავწიოთ. ამის შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიამ თავად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულებთან, რათა მოგროვდეს ინფორმაცია, თუ რა თანხებია ასანაზღაურებელი და რა მიმართულებით. ზოგს მედიკამენტები სჭირდება, ზოგს შემდეგი მკურნალობა. სრულად, რაც საჭირო იქნება, დიაგნოსტიკიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული, ხარჯებს თბილისის მერია სრულად აანაზღაურებს”, - განაცხადა ხმალაძემ.

---

 

06.02.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/476866-emc-da-saia-shromis-usafrthkhoebis-kanonis-proeqtis-shesakheb-erthobliv-mimarthvas-avrceleben.html?ar=A

EMC და საია “შრომის უსაფრთხოების კანონის“ პროექტის შესახებ ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

„შრომის უსაფრთხოების კანონის“ პროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისაქართველოს მთავრობასა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებენ, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ კანონის პროექტის იმგვარ ტექსტზე შეჯერება, რაც სრულად გამორიცხავს სამუშაო ჯგუფში დამუშავებული ვერსიის დასუსტებას და დამატებით გაითვალისწინებს იმ არსებით საკითხებს, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია ეფექტიანი რეფორმის გატარებისათვის. EMC-სა და საიას ერთობლივი მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადებში მიიღოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც რეალურად უპასუხებს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ეფექტიანი „შრომის უსაფრთხოების კანონის“ ტექსტზე შეჯერება. მიმდინარე წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს მეორე მოსმენით უნდა განეხილა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის პროექტი. თუმცა, კანონპროექტის ინიციატორმა - საქართველოს მთავრობამ არ წარმოადგინა საკანონმდებლო პაკეტი განხილვისათვის და შიდაუწყებრივი პოზიციების შეჯერებისათვის დამატებითი ერთი კვირა ითხოვა. ნიშანდობლივია, რომ საკომიტეტო მოსმენას არ ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, რომელთა პრინციპულ პოზიციებსაც უკავშირდება კანონპროექტის ტექსტზე შეუთანხმებლობა და კანონის მიღების გაჭიანურება. პროცესის გაჭიანურებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან 2017 წლის დეკემბერშიც ჰქონდა ადგილი, რამაც შეუძლებელი გახადა კანონის დამტკიცება წლის ბოლომდე, რაც თავის მხრივ საქართველოს მთავრობის დაპირებას წარმოადგენდა (იხ. EMC-ის წინა განცხადება) . „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის პროექტი გასული წლის 1 ივნისს შევიდა პარლამენტში, რომელსაც პირველი მოსმენით მალევე ეყარა კენჭი. კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდგომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა 8-თვიანი ინტენსიური სამუშაო პროცესი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და სხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, სოციალური პარტნიორები და არასამთავრობო ორგანიზაციები. კანონპროექტის ტექსტზე 8 თვიანი სამუშაო პროცესის გათვალისწინებით, გაუგებარია რას უკავშირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამატებით წარმოდგენელი პრინციპული მოსაზრებები, რომელთა მთავარი მიზანი კანონპროექტის მოქმედების სფეროს მნიშვნელოვანი დავიწროება და სამუშაო ფორმატში მიღწეული მინიმალური შეთანხმებების უარყოფაა. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნაზე მუშაობის დაწყება ამ საკითხის მნიშვნელობის საჯარო აღიარებას წარმოადგენდა. თუმცა, განვითარებული პროცესები ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან არ არსებობს ცხადი პოლიტიკური ნება რეალურად გადაჭრას დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხები დასაქმების ადგილებზე და უზრუნველყოს ეფექტიანი კანონის ამოქმედება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას შრომის ზედამხედველობის სათანადო მანდატსა და მექანიზმებს განუსაზღვრავს. კანონპროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას მისი მოქმედების შეზღუდული სფერო წარმოადგენს. კანონის პროექტის შემოთავაზებული ვერსიით იგი არა ყველა, არამედ მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდება (რომელთა ჩამონათვალი მთავრობამ კანონის ამოქმედებიდან სამ თვეში უნდა დაამტკიცოს), ისიც, მხოლოდ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ნაწილში. ამგვარი რეგულაცია იმთავითვე გამორიცხავს დასაქმებულებს, რომლებიც მთავრობის მიერ დამტკიცებულ ნუსხაში ვერ მოხვდებიან, რაც დასაქმებულთა შორის გაუმართლებელ დიფერენცირებას ახდენს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებთ მათ. ამასთან, კანონპროექტის ინიციატორს ამ დრომდე არ გაუზიარებია კონსესუალური შეთავაზება, რომელიც გულისხმობს კანონის გარდამავალ დებულებებში კონკრეტული ვადის მითითებას, რომლის დადგომისთანავე ავტომატურად გაფართოვდება კანონის მოქმედების სფერო და ის ყველა დასაქმების ადგილს დაფარავს. მეტიც, კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე ნათელი გახდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრინციპულად ითხოვს კიდევ უფრო დავიწროვდეს კანონის მოქმედების სფერო და ნაცვლად „მძიმე მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებისა“ განისაზღვროს „მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე და მავნე პირობებიანი სამუშაოები“ რაც „მომეტებული საფრთხის“ სტანდარტის შემოტანით დამატებით ავიწროებს კანონის მოქმედების სფეროს და ამასთან არ მოიცავს საშიშპირობებიან სამუშაოებს. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციით კანონი არ უნდა გავრცელდეს საჯარო დაწესებულებებზე, რაც ასევე დაუსაბუთებელი მოსაზრებაა და მიზნად ისახავს კანონის მოქმედების სფეროდან გამორიცხოს საჯარო დაწესებულებები. კანონის პროექტის წარმოდგენილი ვერსიის მნიშვნელოვან ხარვეზს კვლავ წარმოადგენს ინსპექტირების მექანიზმის სუსტი მანდატი სამუშაო ადგილებზე დაშვების კუთხით. კერძოდ, კანონპროექტი, გამონაკლისის გარდა, არ ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების საზედამხედველო ორგანოს სამუშაო ადგილზე უპირობო დაშვების მექანიზმს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ზედამხედველობის განხორციელებისას უმეტესად ვალდებულია ნებართვისათვის სასამართლოს მიმართოს, რაც დამატებით დროით რესურსს მოითხოვს და საზედამხედველო ორგანოს მხრიდან დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შანსებს ამცირებს. დასაქმების ადგილზე უპირობო დაშვების მექანიზმის არარსებობა, განსაკუთრებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მყისიერი რისკის არსებობის პირობებში, ინსპექტირების მექანიზმს ასუსტებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის შრომის საერთაშირისო ორგანიზაციის სტანდარტებთან და ეროვნული საზედამხედველო ორგანოების მუშაობის ლოგიკასთან, რომელთა ნაწილს (როდესაც ორგანოს საქმიანობა ადამიანების ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან დაკავშირებულ საკითხებს მიემართება) ეროვნული კანონმდებლობა ანიჭებს უპირობო უფლებას დამატებითი ბარიერების გარეშე განახორციელონ საზედამხედველო საქმიანობა. ამდენად, გაუგებარია რატომ არ ხვდება შრომის უსაფრთხოების საზედამხედველო ორგანო კანონმდებლის არსებულ და მოქმედ ლოგიკაში. კანონპროექტით შემოთავაზებული სანქცირების მექანიზმის გამართულობა პირდაპირ კავშირშია კანონის ეფექტიან აღსრულებასთან. შემოთავაზებულ ვერსიაში კვლავ პრობლემურია, რომ პროექტი სანქციების სახით ჯარიმის მინიმალურ ოდენობებს განსაზღვრავს. კერძოდ, მისი მიხედვით ჯარიმის მინიმალურ ოდენობას 50, ხოლო მაქსიმალურს - 1200 ლარი წარმოდგენს. მაგალითისათვის, ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელშეშლა პირველ ჯერზე იწვევს გაფრთხილებას, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმას 500 ლარის ოდენობით. ამას გარდა, პროექტი ადგენს თითოეულ დარღვევაზე განსაზღვრულ ჯარიმათა საერთო ოდენობის ზედა ჭერს (ზღვარს) მინიმუმ 1000 და მაქსიმუმ 6000 ლარის ოდენობით, რაც ნიშნავს იმას, რომ დარღვევებისათვის საერთო ჯარიმამ (მათი რაოდენობის მიუხედავად) კანონით განსაზღვრულ ზედა ჭერს არ უნდა გადააჭარბოს. ამდენად, მივიჩნევთ, რომ ჯარიმის შემოთავაზებული მექანიზმი მისი უკიდურესად მცირე ოდენობების გათვალისწინებით ვერ მიაღწევს კანონის მიზანს და ის უნდა გადაიხედოს. ამას გარდა, კანონის სათანადო აღსრულებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საზედამხედველო მექანიზმის გაძლიერება შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსით. თუმცა, კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, რომ მისი ამოქმედება ახალ ფინანსურ ვალდებულებებს სახელმწიფოსათვის არ წარმოშობს. ამასთან, კანონის პროექტის დამუშავების პროცესში ამ დრომდე არ მომხდარა რეფორმის აღსრულებისათვის აუცილებელი ფინანსური ხარჯების გაანგარიშება, რაც მისი ეფექტიანი დანერგვისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამგვარი მიდგომა კი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს რეალურ მზაობას მიმართოს მაქსიმალური ძალისხმევა რეფორმის სათანადო გატარებისთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ცხადად დააფიქსირეს საკუთარი მზადყოფნა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში - თვის ბოლომდე დაამტკიცონ კანონი, რომელიც უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების სათანადო გადაჭრას. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს: საქართველოს მთავრობამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ კანონის პროექტის იმგვარ ტექსტზე შეჯერება, რაც სრულად გამორიცხავს სამუშაო ჯგუფში დამუშავებული ვერსიის დასუსტებას და დამატებით გაითვალისწინებს იმ არსებით საკითხებს, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია ეფექტიანი რეფორმის გატარებისათვის. საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადებში მიიღოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც რეალურად უპასუხებს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) აწერენ.

---

 

06.02.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=63704

„წითელა სიცოცხლისათვის საშიშია!" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევები გაიზარდა. 2018 წლის 29 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში - 86. „შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფზე, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი - 19,5%", - აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. წითელათი დაავადების და მისი გართულების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით კი, ჩვილები. ასევე, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან არავაქცინირებული ორსული ქალები. დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ტარდება პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები ეპიდზედამხედველობის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ჩათვლით და იმუნიზაციის მიმართულებით. ეს პრევენციული ღონისძიებებია - ბავშვთა გეგმური იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება და დროული ვაქცინაციის უზრუნველყოფა; წითელაზე საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტირებულთა ვაქცინაცია; 20 - 40 წლის არაიმუნური მოსახლეობის ვაქცინაცია; 40 წლამდე ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების/თანამშრომლების იმუნიზაცია; „წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, წითელას შემთხვევების მატება წლების წინ ვაქცინაციაზე უარის თქმის შედეგია. „2008 წელს, როდესაც დაგეგმილი იყო იმუნიზაციის მასობრივი კამპანია ქვეყანაში და როდესაც უნდა აცრილიყო 1 000 000 ადამიანი, სამწუხაროდ, მასმედიის არაკომპეტენტურმა ჩარევამ ჩაშალა აცრების კამპანია. ამის შედეგია დღევანდელი წითელას კიდევ ერთი შემობრუნება. თუ არ აიცრებიან ადამიანები, წითელა ისე არ გაჩერდება", - განმარტა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ეპიდემიაა, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებული არ არის. „თუ აცრილები იქნებიან, არავითარი პრობლემა არ არის სკოლებსა და ბაღებში. ვინც აცრილი არ იქნება, ის ავად გახდება", - აღნიშნა იმნაძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

---

 

06.02.2018

მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=5404

აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევები კვლავ მატულობს

აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევები კვლავ მატულობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ვირუსით უკვე 122 მოქალაქე დაავადდა. შემთხვევათა 62 პროცენტი ბათუმში დაფიქსირდა. დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეებმა იმ სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართონ, სადაც აღრიცხვაზე იმყოფებიან. ცენტრი მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

---

 

06.02.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/infeqciuri-saavadmyofo-adgils-icvlis/147

ინფექციური საავადმყოფო ადგილს იცვლის

მთავრობის დადგენილების თანახმად, თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე მიწის ნაკვეთი გამოიყო, სადაც ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება. პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარს შეადგენს. ამ პროექტისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს 315 000 ლარი ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გადაურიცხა. სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო პირობებით 20-მდე კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის ორი ოცხოური საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციაა. პარალელურად, უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ცენტრს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის, წინა წლების განმავლობაში აკუმულირებული 1 მლნ ლარზე მეტი მოგების რეინვესტირების ნებართვა აქვს. „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ პროექტირებისა და მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერის ვადა 14 თებერვალს იწურება.

---

 

06.02.2018

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/mtavari-tema/qvelaze-ghataki-ojakhis-gasachiri-ar-vitsi-ra-vachamo-bavshvebs

ყველაზე ღატაკი ოჯახის გასაჭირი _ "არ ვიცი, რა ვაჭამო ბავშვებს"

მაშინ, როცა ქვეყნის ხელისუფლებაში ხელფასების მატებაზე მსჯელობენ, ამ ქვეყანაში ადამიანებს შიათ _ არ აქვთ სამსახური, შემოსავალი და არც იმის იმედი, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. ასეთი ოჯახები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მრავლად მოიძებნება, თუმცა, ძნელია ნახო ჭიხვარიების ოჯახის მსგავსი, სადაც სიღატაკე ჭიშკრიდანვე თვალში საცემია. ჭიხვარიები სოფელ ერკეთში, შემაღლებულ ადგილზე ცხოვრობენ _ მათთან მისასვლელად ორხიდიანი ავტომობილია საჭირო. ავარიული გზის გავლის შემდეგ, სახელდახელოდ შეჭედილ ჭიშკარს დაინახავთ, ეზოში შესულებს კი პატარა ქოხი დაგვხდებათ, რომელიც, სადაცაა, დაინგრევა. ე. წ. „სახლში“ სულ ორი ოთახია, რომელიც გარედან, მუნიციპალიტეტის მერიიდან ცოტა ხნის წინ მიღებული თუნუქით სახელდახელოდ არის შეფუთული: _ ჭერიდან წყალი კი ჩამოგვდის, მაგრამ ვამჯობინე, კედლები შემეფუთა, რადგან ბავშვები არ გამცივებოდა, _ გვეუბნება ნანული ჭიხვარია, რომელსაც საკუთარ გაჭირვებაზე საუბარი ცრემლების გარეშე უჭირს. ორ ოთახში 7 სული ცხოვრობს _ ქალბატონი ნანული, მისი 22 წლის შვილი, რძალი და 4 შვილიშვილი. სულ სამი საწოლი უდგათ _ ერთი პირდაპირ ცემენტის იატაკზე, ორი კი მეორე ოთახში, რომელშიც, იატაკზე სადაცაა, ძველი ფიცრები ჩავარდება. ჭიხვარიების ოჯახში არც მაგიდაა და არც სკამები. ერთადერთი კარადა მეზობელმა აჩუქა, ახლობლისგან ნათხოვარი მაცივარი ცარიელია, ძველი ტელევიზორი კი კარგა ხანია არ მუშაობს. ამ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც 3 თვეა, არ მიუღიათ: _ დეკემბერში შვილიშვილი შემეძინა და ამის საფუძველზე შეგვიწყვიტეს სოციალური დახმარება. ახლა აღდგენილია და თებერვლის ბოლოს უნდა დაგვერიცხოს. ვერ გეტყვით, ეს თვეები როგორ გადავაგორეთ. მეზობელი არ დამრჩა, პურის ფქვილისთვის რომ არ მივსულიყავი. დღეს ერთმა მეზობელმა კონსერვი მომიტანა და სკოლიდან მოსულ ბავშვებს იმას ვაჭმევ, თუმცა, ხვალ რა იქნება, არ ვიცი, _ გვითხრა ნანული ჭიხვარიამ. მისივე თქმით, ამ დრომდე ელოდებიან მუნიციპალიტეტის მერიიდან ბიუჯეტში გათვალისწინებული პროგრამებიდან მისაღებ თანხებს: _ მეოთხე შვილიშვილი რომ შემეძინა, მითხრეს, რომ ჩემი რძალი ერთჯერადად 200 ლარს მიიღებდა და ყოველ თვე 100 ლარს, როგორც მრავალშვილიანი დედა. თუმცა, მესამე თვე დაიწყო და ერთი თეთრიც არ მიგვიღია. ცოტა ხნის წინ, წამლები გამოუწერეს ბავშვს და ვერ ვუყიდეთ _ 38 ლარი არ გვქონდა და ვერ ვიშოვეთ. ტყეში ვცხოვრობთ, აქედან ჩოხატაურშიც ვერ ჩახვალ. სამსახური არ არის, პენსიამდე ბევრი მიკლია. მეც მრცხვენია _ 51 წლის ქალი ვარ და ყოველდღე სხვასთან ხომ არ მივალ სამათხოვროდ?! თუ რამე საქმე გამოჩნდა, მეზობელს დასჭირდა დახმარება, მივდივარ. ასეა ჩემი შვილიც, რომელსაც თურქეთში უნდოდა წასვლა სამუშაოდ, მაგრამ გვითხრეს, თუ წავა, დამხარება შეგიჩერდებათო. ისეთს რას მისცემენ უცხო ქვეყანაში, რომ ოჯახი არჩინოს? ეს დახმარება ცოტა შეღავათს მაინც გვიკეთებს, თუმცა, ამ სამმა თვემ მიწასთან გაგვასწორა. ახლაც, თქვენ რომ გესაუბრებით, მრცხვენია _ სკამსაც ვერ გთავაზობთ დასაჯდომად. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვიჩივლე, ვინმეს ვსაყვედურობ. თქვენ თვითონ მომძებნეთ _ სულ არ ვიცოდი, რომ მოდიოდით და ხედავთ, რა დღეში ვართ. უბრალოდ, გამოსავალს ვერ ვხედავთ აქედან, _ ამბობს ნანული ჭიხვარია, რომლის ოჯახი, ოფიციალური მონაცემებით, ჩოხატაურში ყველაზე ღატაკია _ მათი სარეიტინგო ქულა 1 000-ს შეადგენს. როგორც გავარკვიეთ, გაზი დავალიანების გამო ჩაჭრილი აქვთ: _ აქ გაზი რომ ამოვიდა, განვადებით შემოვიყვანეთ. სამი თვე ვიხდიდით, მერე ვერ შევძელით და დავალიანების გამო ჩაგვიჭრეს. 400 ლარამდეა დავალიანება და მაგის გადახდის საშუალება კი არა, პურის ფული არ გვაქვს. 4 შვილიშვილს გეფიცებით, არ ვიცი, ხვალ რა უნდა ვაჭამო ბავშვებს. ჩემზე არაფერს ვამბობ, ბავშვები მყავს მშიერი! 2 თვის ბავშვი ძუძუთი კვებაზეა და რძალმა თუ არ ჭამა საჭმელი, ბავშვს რას აჭმევს?! _ საუბრის დროს ცრემლებს ვერ იკავებს ნანული ჭიხვარია. მისივე თქმით, მის მცირე ეზოში მოსავლის მოყვანაც არ ხერხდება: _ ამ ტერიტორიაზე სულ წითელი მიწაა და პრაქტიკულად. არაფერი მოდის. 5 წელია, თხილის ნერგებიც კი ვერ გავახარეთ, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩოხატაურის ყველაზე ღატაკი ოჯახის დიასახლისი. ჩვენი იქ ყოფნის დროს, სკოლიდან უფროსი შვილიშვილი დაბრუნდა. როგორც გავარკვიეთ, პატარა ბიჭი სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. ოცნებობს, რომ სამეცადინო კუთხე და კარგი სასკოლო ნივთები ჰქონდეს: _ ბავშვებმაც იციან, რომ არაფერი გვაქვს და არც გვთხოვენ. ახალ წელს მთხოვა ერთი პატარა შუშხუნა მეყიდა. ავუხსენი, რატომაც ვერ ვყიდულობდი და არაფერი უთქვამს. მეორე დღეს მითხრა, _ ბებო, არ ინერვიულო, მთავარია ჩემს და-ძმებს საჭმელი ჰქონდეთო. მართალია, პირველ კლასშია, მაგრამ სხვანაირი ბავშვია _ უთქმელად ცდილობს ჩვენი გაჭირვება გაიგოს, _ ამბობს ნანული ჭიხვარია. იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ ისარგებლეს ჭიხვარიებმა ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებით და რატომ არ დაერიცხათ მათ კუთვნილი ანაზღაურება, მუნიციპალიტეტის მერიას დავუკავშირდით. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ჭიხვარიებმა გამგეობას 12 დეკემბერს მიმართეს: _ წელი სრულდებოდა და მაშინ ვერ მოვახერხებდით გაცემას. წელს, სოციალური გაცემის წესი შეიცვალა. საკრებულომ კი დაამტკიცა, თუმცა, „საკანონმდებლო მაცნეში“ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და შესაბამისად ცოტა ხნის წინ შევიდა ძალაში _ ამის გამო დაგვიანდა დახმარების გაცემა. რამდენიმე დღეში ერთჯერად 200 ლართან ერთად მიიღებენ მრავალშვილიანობის 100 ლარს. იანვრის თანხაც ჩაერიცხებათ და არაფერი დაეკარგებათ, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ. მისივე ინფორმაციით, ჭიხვარიების მიერ მერიაში შეტანილი ყველა განცხადება სხვა წლებშიც დაკმაყოფილებულია და მუნიციპალიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში, მათ მაქსიმალურ დახმარებას უწევს.

---

 

06.02.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/476765-mariam-jashi-da-akaki-zoidze-gaero-s-generaluri-mdivnis-damoukidebeli-angarishvaldebulebis-sabtcos-tsevrebs-shekhvdnen.html?ar=A

მარიამ ჯაში და აკაკი ზოიძე გაერო-ს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოს წევრებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოს წევრებს (IAP) შეხვდნენ. პარლამენტის ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საქართველო არ შედის 2016-2030 გლობალური სტრატეგიისა და საბჭოს მიერ იდენტიფიცირებული პრიორიტეტული ქვეყნების სიაში, IAP საბჭოსთან თანამშრომლობა შესაძლოა გახდეს საწინდარი, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიღწევების გაზიარების ასევე, საქართველოში დედათა, ბავშვთა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის კუთხით დამატებითი რესურსების მოზიდვის თვალსაზრისით. კომიტეტების თავმჯდომარეებმა IAP საბჭოს წევრებს გააცნეს, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიღწევები, ასევე ინოვაციური დაფინანსების თვალსაზრისით საქართველოს გამოცდილება და გლობალური თანამშრომლობის ხედვა. „ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოს წევრებისთვის გაგვეზიარებინა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე გლობალური პროგრამებისა და დედათა, ბავშვთა და ახალგაზრდების ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც საქართველომ ბოლო 25 წლის მანძილზე გაიარა. საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით საქართველოს გამოცდილება ექსპერტთა საბჭოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. ქართველმა კანონმდებლებმა სტუმრებს ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის ხელშესაწყობად, საქართველოს სოლიდარობის ფონდის გამოცდილება და თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის (TISIFF Recommendations რეკომენდაციები გააცნეს. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელიც ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის ხელშესაწყობადაა მიმართული. განვიხილეთ ახალი პარტნიორული დახმარების ფონდების მოზიდვის შესაძლებლობები ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა დედათა, ბავშვთა და მოზარდების ჯანმრთელობა. ასეთი გლობალური ფონდებით დაფინანსებული იქნა შიდსის, მალარიის და ტუბერკულოზის სამკურნალო პროგრამები. იმუნიზაციის გლობალური ფონდის მეშვეობით ქვეყანაში პროგრამით შემოტანილი იქნა ახალი ვაქცინები. შეხვედრაზე ასევე, განვიხილეთ ახალი შესაძლებლობის საკითხები, რათა საქართველოსთვის მომავალში დამატებითი დახმარება იყოს გამოყოფილი ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, რომელიც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას ეხება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

---  

 

06.02.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=164263-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A1,%20%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

1 წლის მართას მშობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ

მოგესალმებით და მთელი არსებით გთხოვთ თანაუგრძნოთ პატარა უცოდველ არსებას მართა აბულაძეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი წლისაა და უკვე იბრძვის არაერთ მძიმე დაავადებასთან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. მას დაუდგინდა დიაფრაგმის თიაქარი და ასევე სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება საყლაპავ მილზე, რომელიც ნორმაზე მცირე სიგრძისაა და აღენიშნება მრავლობითი სისხლმდენი წყლულები. ოპერაცია უნდა გაკეთდეს ესპანეთში არაუგვიანეს 1 კვირისა, ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და მშობლებს ჩვენი სიკეთისა და თანადგომის გარეშე არ აქვთ საკმარისი რესურსები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

---

 

06.02.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1517903727-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D

აკაკი ზოიძე: ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს ადგილი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის უსაფრთხო

,ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს ადგილები უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის უსაფრთხო",- ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს საბოლოო ვადა მიეცა და კანონპროექტის მიღება სწრაფად მოხდება. ,, ჩვენ გავეცნობით დეტალებში. ოპტიმალური პოზიციებია შეჯერებული. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ითხოვა კიდევ ერთი კვირა. ამ ერთი კვირის შემდეგ პოზიციების შეჯერება მოხდება და გავიტანთ პლენარულ სესიაში. ძალიან მოკლე დროში შევძლებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი კანონის მიღებას, რომელიც ეფექტურ შრომის ინსპექციას შექმნის. ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს ადგილი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის უსაფრთხო",- განაცხადა აკაკი ზოიძემ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვა გადაიდო. დეპუტატებს დღეს ცვლილებებზე მეორე მოსმენით უნდა ემსჯელათ, თუმცა შეხვედრა ერთი კვირით გადაიდო. როგორც "პრაიმტაიმს" , EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ განუცხადა, არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტრო არ ეთანხმება და ეს პერიოდი, რომელიც მათ აქვთ შესაძლოა კანონპროექტის დასუსტებისთვის იქნეს გამოყენებული.

---

 

06.02.2018

მედიასაშუალება: http://www.mshobeli.ge/index.php/%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/65-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C

რა მომსახურება უფინანსდება ორსულს სახელმწიფოსგან

---

 

 

06.02.2018

მედიასაშუალება: http://euronews.ge/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%B0%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%90/

ყველას ჰგონია, რომ უფასოა ჯანდაცვა, მაგრამ როცა ორ ანალიზში ბევრ ფულს სთხოვენ, უკვირთ და ჩხუბობენ

---

 

06.02.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=59915

ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების ფაქტზე, „კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის“ მენეჯერი დააკავეს

სამართალდამცველებმა "კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის" ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო ადგილზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჭელიძემ აღნიშნა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. "დღეს, რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა "კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის" ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო ადგილზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ, დაკავებულის მიერ გაყიდული ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი პრეპარატ „ლირიკა"-ს 60 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკისას კი ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 15 კაფსულა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მხოლოდ პირველიდან ხუთი თებერვლის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი მათ შორის 1 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამოღებულია: 44 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი, 125 აბი „სუბოქსინი" და ჰეროინის შემცველი, დაახლოებით, 60 გრამი ნარკოტიკული საშუალება", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

07.02.2018

მედიასაშუალება: ფორბსი        

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის საყოველთაო

საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ერთ-ერთ მთავარ მიღწევად საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას მიიჩნევს, 2017 წელს პროგრამის მთავარი პრინციპი - საყოველთაობა - მიზნობრივი მიდგომით ჩაანაცვლა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე აღარ ვრცელდება. ამასთან პროგრამაში შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული დაზღვევის პაკეტები გაჩნდა. ჯანმრთელობის დაზღვევის შედარებით სრული პაკეტით მხოლოდ მიზნობრივი და მოწყვლადი ჯგუფები სარგებლობენ. აღნიშნული ცვლილებების მიზეზად ხარჯების ოპტიმიზაცია და სოციალური სამართლიანობის შექმნა სახელდებოდა. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო მაინც ვერ ახერხებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შეკავებას. მსგავსად წინა წლებისა, 2017 წელსაც პროგრამის ბიუჯეტი არასაკმარისი აღმოჩნდა. 2013 წლამდე ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით ის ადამიანები სარგებლობდნენ, ვისაც ჯანდაცვაზე ყველაზე ნაკლებად მიუწვდებოდა ხელი. ესენი იყვნენ: სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები, 5 წლამდე ბავშვები, შშმ ბავშვები და სხვა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის კერძო სადაზღვევო პაკეტით არ სარგებლობდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების მიზანი სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდა და ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯების შემცირება იყო. პროგრამამ გარკვეულწილად უზრუნველყო სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდა. თუმცა ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები პრაქტიკულად არ შემცირდა, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების დაფინანსებას არ ითვალისწინებდა, მაშინ როდესაც ჯანდაცვის დანახარჯების ნახევარზე მეტი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჯგუფები და დაფინანსების პირობები 2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვა ამოქმედდა, ის კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებზე არ ვრცელდებოდა. თუმცა შემდგომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებმა კერძო კომპანიებისგან ჯანმრთელობის დაზღვევის ე.წ. “დაშენებული” პაკეტების შესყიდვა დაიწყეს, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდვა არ დაუწესებია. 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ბაზების განახლება დაიწყო, და ის მოქალაქეები, რომლებიც 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კერძო დაზღვევით სარგებლობდნენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოიღო. 2017 წლის 1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. მოგვიანებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მედიკამენტების კომპონენტიც დაემატა, თუმცა ის მხოლოდ მცირე ჯგუფს შეეხო. მიზნობრივ ჯგუფებს (სოციალურად დაუცველებს, ასაკით პენსიონერებს, 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს, ვეტერანებს) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდათ. ამასთან, მიზნობრივ ჯგუფებს დამატებით კერძო დაზღვევის ქონის უფლება არ შეეზღუდათ. სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები და 6-დან 18 წლამდე ასაკის პირები საბაზისო პაკეტით სარგებლობენ (გარდა იმ პირებისა, ვინც 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კერძო დაზღვევით სარგებლობდა). საბაზისო პაკეტი გადაუდებელ შემთხვევებში 100%-იან დაფინანსებას, ხოლო გეგმური ქირურგიული და რიგი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ნაწილობრივ დაფინანსებას ითვალისწინებს. აღნიშნულ კატეგორიას დამატებით კერძო დაზღვევით შეუძლია ისარგებლოს, თუ დაზღვევის პაკეტი 2017 წლის 1 იან ვრის შემდეგ შეიძინა. დანარჩენი მოქალაქეებისთვის მათი პირადი შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული დაზღვევის პაკეტები მოქმედებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში საყოველთაო მხოლოდ მშობიარობის (500 ლარის ფარგლებში) და საკეისრო კვეთის (800 ლარის ფარგლებში) დაფინანსება დარჩა, რომელიც ყველას ერთნაირად უფინანსდება, მათ შორის - მაღალშემოსავლიან მოქალაქეებსაც. მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვა აღარ ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება. თუმცა მათ უნარჩუნდებათ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსება. საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები იმ მოქალაქეებზე, რომელთა შემოსავალიც თვეში 1000 ლარზე მეტი, მაგრამ წელიწადში 40 000 ლარზე ნაკლებია, და რომლებიც კერძო დაზღვევით არ სარგებლობენ, საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდული პაკეტი ვრცელდება. მათ არ უფინანსდებათ გეგმური ამბულატორიული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება. უფინანსდებათ: • ოჯახის ექიმის მომსახურება და პროფილაქტიკური აცრები • გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება 90%-ით • გეგმური ქირურგიული ოპერაციები, თუ ასანაზღაურებელი თანხა 1000 ლარზე მეტია. პაციენტი ასანაზღაურებელი თანხის 30%-ს (მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა) იხდის • ნაწილობრივ უფინანსდებათ ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობა (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია) დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები მოქალაქეები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული, როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები, თუმცა აქვთ დაბალი შემოსავლები (ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები), თვითდასაქმებულები და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ. კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში კი მხოლოდ გადაუდებელი მომსახურების ანაზღაურება უნარჩუნდებათ. დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს უფინანსდებათ: • გეგმური ამბულატორიული მომსახურება - 70%-ით და რიგ შემთხვევებში 100%-ით • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება - 50%-ით • გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება - 100%-ით • ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა - 80%-ით • ქირურგიული ოპერაციები, თუ ასანაზღაურებელი თანხა 500 ლარზე მეტია, პაციენტი ასანაზღაურებელი თანხის 30%-ს (მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა) იხდის. მედიკამენტების დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების დაფინანსებას ძირითად შემთხვევაში არ ითვალისწინებს. მინიმალურად სამკურნალო საშუალებების ხარჯები (განსაზღვრული ნუსხის მიხედვით) უფინანსდებათ: • სოციალურად დაუცველებს, 0-დან 6-წლამდე ბავშვებს და ვეტერანებს - წლიური ლიმიტის 50 ლარის ფარგლებში, 50%-ით • სოციალურად დაუცველ პენსიონერებს - წლიური ლიმიტის 200 ლარის ფარგლებში 50%-ით • შშმ ბავშვებს, მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებსა და პენსიონერებს - წლიური ლიმიტის 100 ლარის ფარგლებში, 50%-ით აღნიშნული ჯგუფები, გარდა ვეტერანებისა, ამ მცირე შეღავათით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე და მასთან მიერთებამდეც სარგებლობდნენ. 2017 წლის ივლისიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ (100 000 სარეიტინგო ქულის მქონე) პირებს შეეხო. პროგრამის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდება, ჯამში - 23 დასახელების მედიკამენტი. აფთიაქებში აღნიშნული მედიკამენტების ფასი საშუალოდ 5 ლარიდან 27 ლარამდე მერყეობს. თუმცა არის რამდენიმე დასახელების შედარებით ძვირად ღირებული მედიკამენტიც. მედიკამენტების შესაძენად ტენდერი სოციალური მომსახურების სააგენტომ აპრილში გამოაცხადა. რამდენიმე დასახელების მედიკამენტზე ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა. პროგრამის ამოქმედების დროისთვის მხოლოდ 13 დასახელების მედიკამენტის გაცემა იყო შესაძლებელი, ეტაპობრივად დაემატა დანარჩენი მედიკამენტებიც. 2017 წლის ბოლო მონაცემებით კი 23 დასახელების მედიკამენტიდან 22 დასახელების მედიკამენტი გაიცემა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის 2017 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 3 360 ათასი ლარით განისაზღვრა, თუმცა პროგრამაზე რეალურად 2 686 ათასი ლარი გაიხარჯა. 2018 წლისთვის პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას თანხები 2017 წელსაც დააკლდა სახელმწიფო ვერ ახერხებს საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების მართვას, რასაც ადასტურებს გასული წლების სტატისტიკური მაჩვენებლები. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ყოველ- წლიურად იზრდება, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საკმარისი არც ერთხელ არ აღმოჩნდა. წლის ბოლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების დასაფარად ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოძიება ხდება საჭირო. 2017 წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 660 მლნ ლარით განისაზღვრა, თუმცა პროგრამის რეალურმა ხარჯმა 710 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელს კი პროგრამის ბიუჯეტი 704 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც, აქედანვე ცხადია, საკმარისი არ იქნება. ჯანდაცვის დანახარჯები მოსახლეობასაც ეზრდება. Unicef-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ 2015 წელს, 2013 წელთან შედარებით, ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ჯანდაცვის ხარჯები შინამეურნეობების მთლიან ხარჯებში 7%-დან 8.1%-მდე გაიზარდა. მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხარჯების ზრდის ძირითადი მიზეზი მედიკამენტებზე გაწეული ხარჯებია. მედიკამენტების ხარჯების წილი ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში დაახლოებით 50%-ია, ამასთან წამლებზე ფასები მუდმივად იზრდება. ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ მცირე ჯგუფს (ქრონიკული დაავადების მქონე სოციალურად დაუცველებს) შეუმცირებს ხარჯებს. განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ ეფექტიანი საყოველთაო ჯანდაცვისთვის ქვეყანას სათანადო რესურსი არა აქვს, შესაბამისად, გარდაუვალი და სწორი გამოსავალი იყო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები, რეალურად მიზნობრივ დაფინანსებაზე გადასვლა. თუმცა ხელისუფლება მაინც ვერ ახერხებს საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების მართვას, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი) პროგრამის ერთ- ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს და არ არსებობს შუამავალი რგოლი. პროგრამის ხარჯების სწორად დაგეგმვისა და ხარჯთეფექტიანობის ზრდისთვის, სწორი ნაბიჯი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში შუამავალ რგოლად კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა იქნება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5025089&name=07.02.2018+-+%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

07.02.2018

მედიასაშუალება: საქართველო და მსოფლიო

რა კავშირია ლეიშმანიოზის გადამტან ბუზებსა და ლუგარის ლაბორატორიაში მომუშავე ორი ფილიპინელი სპეციალისტის დაღუპვას შორის, რომლის შესახებაც "საქართველო და მსოფლიო" წლების წინათ წერდა

წელიწადიო არ გავა, საქართველოში სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადების ეპიდემიამ არ იფეთქოს. ქვეყანა ფაქტობრივად, ვირუსული დაავადებების კერად იქცა: ფრინველის გრიპი, ღორის გრიპი, რომელმაც, სხვათა შორის, ერთდროულად იფეთქა საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში, ჯილეხი, ყირიმი-კონგოს ჰემორაგიული ციებ-ცხელება "ყვავილის" მსგავსი უცნობი დაავადება, დენგესა და კოქსაკის ვირუსები, ვირუსული მენინგიტი... ახლა კი საქართველოს მოსახლეობას კვლავ ემუქრება წითელა, რომლის ეპიდემიამაც ბოლო 2013-2014 წლებში იფეთქა და რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2004 წელს ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის, თბილისში ვიზიტისას საფუძველი ცაეყარა თბილისში, აეროპორტთან ახლოს, ალექსევკაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის შექმნას, რომელიც 2011 წლის 18 მარტს გაიხსნა და რომელშიც ძალიან საშიშ ბაქტერიებსა და ვირუსებზე ატარებენ ცდება... აღსანიშნავია, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხეებზე საჯაროდ პირველი ალაპარაკდა მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, რომელმაც ჩვენს გაზეთისთვის 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2014 წელს ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები მოიწამლნენ და ინფიცირებული პერსონალი გადაიყვანეს პირველ კლინიკურ (ე.წ. არამიანცის) საავადმყოფოში, მაგრამ ინფორმაცია დღემდე მკაცრადა გასაიდუმლოებულია: "ეს ინფორმაცია მომაწოდეს საავადმყოფოს თანამშრომლებმა. მათ მითხრეს, რომ დაემუქრნენ, ამ შემთხვევაზე არავისთვის ეთქვათ. რომც ვიცოდე ამ ადამიანების ვინაობა, მაინც არ გავამჟღავნებდი. შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სუნთქვის პრობლემები ჰქონდათ, ვინაიდან ლაბორატორიის მილგაყვანილობიდან მოხდა გაჟონვა. მადლობა ღმერთს, ყველა ცოცხალი გადარჩა. საავადმყოფოს ხელმძღვანელობაც გააფრთხილეს ამ ამბის შესახებ არავისთან ესაუბრათ. ერთი რამ კი შემიძლია გითხრათ: ეს ლაბორატორია არ დაარსებულა იმისათვის, რომ ქართველებს ემართათ და იქ ქართველები ყოფილიყვნენ დასაქმებულები... საკითხავია, რისთვის სჭირდებათ ამერიკელებს ასეთი ლაბორატორია საქართველოში? ამას გარდა, არავინ იცის, რეალურად რა ხდება და რა კვლევები ტარდება ამ ლაბორატორიაში, ახალი შტამები გამოჰყავთ, ცდებს ატარებენ თუ არსებულ შტამებზე აწარმოებენ დაკვირვებას?! ამერიკელებს ერთი დოლარის ინვესტიციაც კი არ განუხორციელებიათ ქართულ ეკონომიკაში და, რადგან ლუგარის ლაბორატორიაში ამდენი თანხა დახარჯეს, ეს უკვე ნიშნავს, რომ მათ სერიოზული ინტერესი აქვთ... ყველაზე მეტ კითხვას იწვევს ის, რატომ გადაიხადეს ამერიკელებმა ამ ლაბორატორიისთვის ამხელა თანხა, თორემ ლაბორატორიის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და სასწავლო დაწესებულების დაფუძნებაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, როცა ლაბორატორიის საქმიანობა ამდენ ეჭვს იწვევს და ვერ ვხედავთ მისი საქმიანობის რეალურ პროდუქტს, ვერ ვხედავთ, რა სარგებლობა მოაქვს მას საქართველოსთვის და ისიც არ ვიცით, რა მიზნით აშენდა ეს ლაბორატორია, ბუნებრივია, ეს ყველაფერი საფუძვლიან ეჭვს აჩენს ქართველ საზოგადობაში... საქართველოში ამ ლაბორატორიის გასახსნელად და შემდგომში უკვე მის ასამუშავებლად 300 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. ამხელა ინვესტიცია პენტაგონმა გაიღო. თვითონ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ან საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, ან მხოლოდ მინიმალურ დონეზე ფლობს ელემენტარულ ინფორმაციას. რეალურად კი, აქ ბევრი გარემოება იწვევს ინტერესს. მაგალითად, 2013 წელს ამ ლაბორატორიაში 50 ადამიანი მუშაობდა, მათგან 6 საქართველოს მოქალაქე. იმხანად ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო გიორგი მაღლაფერიძე, რომელიც თავის დროზე ზოოვეტში სწავლობდა და მის მეცნიერულ ნამუშევრებზე ინფორმაცია არ მოიპოვება. ადრე ამ თანამდებობას საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ჟვანია იკავებდა. რა კავშირია მეცნიერულ ლაბორატორიასა და დაზვერვას შორის, ამერიკელებმა უკეთ იციან. შეგახსენებთ, ეს ის ანა ჟვანიაა, რომელზეც აშშ–ის საელჩო საქართველოში საკმაოდ კარგ ნოტას აგზავნიდა სახელმწიფო დეპარტამენტში. ეს მიმოწერა “ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. დირექტორის მოადგილის თანამდებობას კი ვინმე ვახტანგ ბერიაშვილი იკავებდა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ლუგარის ლაბორატორიამდე ის ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოში” მუშაობდა. კავშირი მის წინა და ახალ სამუშაო ადგილებს შორის ყველასთვის ნათელია. ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში დაარსებული ლუგარის ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს აშშ–ის უოლტერ რიდის უნივერსიტეტთან. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ უნივერსიტეტს არა სამედიცინო, არამედ სამხედრო პროფილი აქვს. ინტერნეტში ამ უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს 21-ე საუკუნეში ყველაფერზე არსებობს მასალები. ეს კიდევ ერთი დამატებითი კითხვის ნიშანია ლუგარის ლაბორატორიის თემის გარშემო", - განაცხადა ჯეფრი სილვერმანმა. დამთხვევა (?): მას შემდეგ, რაც ლუგარის ცენტრში ყირიმ-კონგოს ციებ-ცხელების შესწავლა დაიწყეს, საქართველოში მცხოვრებ 34 ადამიანს შეეყარა ეს სნეულება. საქართველომ ციმბირის წყლულის საწინააღმდეგო აუცილებელი აცრები 2007 წელს შეწყვიტა. შედეგად დაავადების დონემ პიკს 2013 წელს მიაღწია. სწორედ ამ წელს დაიწყო ნატომ ლუგარის ცენტრში ციმბირის წყლულის საწინააღმდეგო ვაქცინის შესწავლა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5025092&name=07.02.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D&p=1&lang=Ge

---

 

07.02.2018

მედიასაშუალება:  საერთო გაზეთი

მეტროში დაზარალებულებს ყველა ხარჯი აუნაზღაურდებათ

თბილისის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროს სადგურ ”ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს მკურნალობის ყველა ხარჯი აუნაზღაურდებათ. მისი თქმით, დაფინანსება შეეხება როგორც მკურნალობას, ისე მედიკამენტებს. ”ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ყველა ხარჯს, რომელსაც არ დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო და საყოველთაო დაზღვევა, აანაზღაურებს თბილისის მერია. მოქალაქეების, რომლებსაც თვითონ მოუწიათ ხარჯების გაღება, კომპენსირება მოხდება. ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ მერიაში და გამგეობაში განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში მზად ვართ ეს დაფინანსება სრულად გავწიოთ. ამის შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიამ თავად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულებთან, რათა მოგროვდეს ინფორმაცია, თუ რა თანხებია ასანაზღაურებელი და რა მიმართულებით. ზოგს მედიკამენტები სჭირდება, ზოგს შემდეგი მკურნალობა. სრულად, რაც საჭირო იქნება, დიაგნოსტიკიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული, ხარჯებს თბილისის მერია სრულად აანაზღაურებს”, - განაცხადა ხმალაძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5024987&name=07.02.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

07.02.2018

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

პაციენტების განაწილების კორუფციული წესი, "ატკატები" და ბიუჯეტიდან გაფლანგულ ათასობით ლარი

პირველი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორ დავით ოშხერელის განცხადებით, თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრი პაციენტებს კლინიკებში სუბიექტურად ანაწილებს. როგორც ოშხერელმა "აქცენტს" განუცხადა, მათ კლინიკას მეტი რესურსი გააჩნია, თუმცა სასწრაფო დახმარების ცენტრი მას არ იყენებს. "იმაზე მეტი პაციენტის მიღების რესურსი გვაქვს, ვიდრე სასწრაფო დახმარების ცენტრს შემოჰყავს ჩვენთან. აქ მნიშნელოვანი ისაა, რომ ადმინისტრაცია პაციენტებს სუბიექტურად ანაწილებს. არ გააჩნიათ კონკრეტული წესი, რომლის მიხედვითაც მოხდება პაციენტების გადანაწილება. არადა, ამ მექანიზმის შექმნა ძალიან მარტივია. საკითხავია, მათ ამის უნარი არ შესწევთ, თუ სურვილი არ აქვთ, არ აწყობთ? ეს არის გაუთავებული პრობლემა, რომელიც უკვე დიდი ხანია, არსებობს" – აცხადებს ოშხერელი. მისივე თქმით, გავრცელებული მოსაზრება, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა შეკრულია გარკვეული კლინიკების ხელმძღვანელობასთან, სულ უფრო მყარდება. "როდესაც ვხედავთ, რაოდენ სუბიექტურად ხდება პაციენტების გადანაწილება, რა თქმა უნდა, ეს აზრი ჩნდება. ადრე ჩვენ გვქონდა მერიაში ამ საკითხზე საუბარი. აუცილებელია ამ სტრუქტურის ძირეული ცვლილება. მსგავსი მართვით ხომ ზიანი ადგება ქვეყნის ბიუჯეტს. ორგანიზაცია არ უნდა იმართებოდეს 3 ადამიანის სუბიექტური გადაწყვეტილებებით. ეს იწვევს ზედმეტი საწვავის ხარჯვას, ბრიგადას ეხარჯება მეტი დრო და ა.შ. ახლა უკვე ვაპირებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მივმართოთ" – აცხადებს ოშხერელი და დასძენს, რომ ახალი მერის იმედი აქვს: "არ შეიძლება, ორგანიზაცია ამდენი წლის განმავლობაში ასე იმართებოდეს. ამას ბოლო უნდა მოეღოს, ვიღაცამ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი". გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმის ცენტრის დირექტორი ქეთი ბეჟანიშვილი ამ სფეროში სერიოზული პრობლემების არსებობას ადასტურებს, თუმცა თემაზე ვრცლად საუბარი არ სურს. "შეგიძლიათ, ჟურნალისტური გამოძიება ჩაატაროთ, დააყენოთ კამერები და ნახავთ, როგორ ნაწილდებიან პაციენტები. ერთგან 40 პაციენტი შედის, მეორეგან - არცერთი და ა.შ. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან როდესაც ერთხელ ამ საკითხზე ვისაუბრე, პრობლემები შემექმნა. თუმცა ვიტყვი ერთს: ჩემი ფანჯრებიდან ყველაფერი ჩანს" – აცხადებს ბეჟანიშვილი. ერთ–ერთი კლინიკის დირექტორი კი, რომელმაც ვინაობის განსაჯაროება არ ისურვა, "აქცენტთან" კერძო საუბრისას აცხადებს, რომ პაციენტების მიყვანის სანაცვლოდ კლინიკის წილი სთხოვეს. "ნამდვილად ვიჩაგრებით, ბევრი სხვა კლინიკაც ასეა, თუმცა ამაზე ღიად ვერავინ საუბრობს, რადგან გვეშინია, კიდევ უფრო მეტად არ დავიჩაგროთ. სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით. იმედი გვაქვს ახალი მერის, თუმცა ჯერ–ჯერობით არც მერიის ახალი ადმინისტრაციისგან ისმის რამე". "აქცენტმა" არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI–ს დახმარებით თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრიდან პაციენტების ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა, თუმცა ცენტრს მასალები ამ დრომდე არ მოუწოდებია. ამასთან, ცენტრში არც კლინიკების ხელმძღვანელთა მიერ წაყენებულ ბრალდებებზე აკეთებენ კომენტარს. სასრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირებით ამ დღეებში მასალა გაავრცელა სააგენტო "თაიმერმაც" . ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იგი წერს, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ-სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მაკა გვარამია და მისი მეუღლე კლინიკებს პაციენტების შეყვანის სანაცვლოდ ე.წ ატკატებს, რიგ შემთხვევაში კი წილში "ჩაჯდომასაც" სთხოვენ. სააგენტოს წყაროს მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ეს სამსახური მერიის სიპი-ა, მას სუს-ი აკონტროლებს; რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორი გვარამია სუს-ის მაღალჩინოსნის - სოსო გოგაშვილის ცოლის დაქალია და რომ ამ სამსახურში მუშაობს გოგაშვილის ცოლის დისშვილიც. მასალაში საუბარია ოჯახის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების "გათეთრებაზეც". ცნობისთვის: მაკა გვარამია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსად დანიშნვამდე დედაქალაქის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5024853&name=07.02.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

07.02.2018

მედიასაშუალება: ვერსია

სამშენებლო ბიზნესი სიცოცხლის ხარჯზე ნაშოვნი მილიონები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5024902&name=07.02.2018+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---