მედიამონიტორინგი 07.03.2018
ტელევიზია
07.03.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 11:00
C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5084605
---
06.03.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სურამის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებს უმძიმეს პირობებში ყოფნა უწევთ. კლინიკის 88 პაციენტი და მედპერსონალი დახმარებას ითხოვს. უმძიმეს მენტალურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები წლებია არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. კლინიკის ადმინისტრაცია და ექიმები კი ვერაფერს ცლიან რადგან სახელმწიფო თითოეულ პაციენტზე 23 ლარს ხარჯავს. http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5083886
I არხი-მოამბე 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5084003
ტვ პირველი-დღის ამბები 17:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5083421
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5083871
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5083497
---
06.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ართველებისთვის უცხოეთში მუშაობის ხელმისაწვდომობა იზრდება. ევროკავშირის ქვეყნებთან დროებითი შრომითი მიგრაციის პროცესების მართვის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, მემორანდუმი გაფორმდა. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5081736
---
06.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
კარგი საწარმოო პრაქტიკა - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა გადაცემის სტუმარია თეა ჯიქია, რომელიც რეგულიერების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5082758
---
06.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით იწყებს ჯიემპი სტანდარტების დანერგვას. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე საუბრობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5084031
---
06.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა TV1
ფარმაცევტული ბაზარი რაში ხარჯავს საქართველო თანხებს და რა პროდუქციის იმპორტით საზრდოობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5081643
---
06.03.2018
არხი: I არხი
გადაცემა: აქტუალური თემა 21:30
რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის მაჩვენებელმა იკლოს-კვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირმა და საქსტატმა ჩაატარეს. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია - ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილე ლაშა ჯინჯიხაძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5083993
---
06.03.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს აუდიტის სამსახურს მოუსმინა სასწრაფო დახმარების სამსახურის ეფექტიანობის თაობაზე. მთავარ პრობლემად კვლავ გამოძახებებზე დაგვიანება დასახელდა. იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზეც. კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, იგეგმება სპეციალური პროგრამის შეძენა, რომელიც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით პრიორიტეტულ შემთხვევებს განსაზღვრავს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5083895
---
06.03.2018
არხი: კავკასია
გადაცემა:ბარიერი
"ამ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოდა, რომელმაც მოგვაწოდა ჩვენ ინფორმაცია 3 ე.წ "ფავორიტი" გამოიკვეთ, ეს არის შსს, ჯანდაცვის სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5084042
---
ინტერნეტი
07.03.2018
დავით სერგეენკო - ჩვენი გათვლებით, დარჩენილია 100 000 ადამიანი, რომლებმაც არ იციან, რომ C ჰეპატიტით არიან დაავადებული
ჩვენი გათვლებით, დარჩენილია 100 000 ადამიანი, რომლებმაც არ იციან, რომ C ჰეპატიტით არიან დაავადებული, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს გარდა აშშ–ს ელჩის მოადგილე საქართველოში, ელიზაბეტ რუდი, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მინისტრმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კერძოდ, თუ რატომ არის ეს პროექტი საქართველოში წარმატებული და განხორციელებული ქმედებები შეაჯამა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში სულ 150 000 ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული. მათგან 48 000–მდე ადამიანი მკურნალობას გადის, ან იმკურნალა. რჩება 100 000–მდე ადამიანი, რომელმაც დაავადების შესახებ არაფერი იცის, ამდენად, მისი განცხადებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკრინინგ პროგრამებში მათ ჩართვას და ამ მხრივ გეოგრაფიული არეალის გაფართოებას. „მეხუთე სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი დეცენტრალიზაციაა. ადრე თუ სპეციალიზებულ კლინიკებში შეეძლოთ ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობა, ამ კლინიკების რაოდენობა გაიზარდა. დეცენტრალიზაციის მიზანია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს იმ ადგილების რაოდენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ყველა რაიონში უნდა იყოს მინიმუმ 1 დაწესებულება და დიდ ქალაქებში დამატებით 1 დაწესებულება უნდა გაიხსნას. რაც მთავარია ოჯახის ექიმების გადამზადება და ჩართვა უნდა მოხდეს. ერთი სიტყვით, ეს პროექტი პირველადი ჯანდაცვისკენ უნდა გაფართოვდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, პროგრამის დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში პაციენტებიდან მკურნალობაზე მოთხოვნა ბევრად მაღალი იყო, ვიდრე მათ შეეძლოთ მომსახურების მიწოდება, ამიტომ მკურნალობაში ჩართვისთვის გარკვეული კრიტერიუმები იყო დაწესებული. მინისტრის განცხადებით, ეს იყვნენ ის პაციენტები, რომლებმაც თავიანთი დაავადების შესახებ იცოდნენ და შორს წასული ფორმები იყო. ”ჩვენი გათვლებით დარჩენილია 100 000 ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ ეს დაავადება აქვს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც საინფორმაციო კამპანიას, რომელიც პერიოდულად მიმდინარეობს, ასევე სკრინინგ კვლევებს. ეს არის მარტივი ტიპის კვლევა, რომელიც პაციენტისთვის უფასოა“, – განაცხადა მინისტრმა. დავით სერგეენკოს თქმით, სკრინინგ პროგრამებით მილიონნახევარი ადამიანი მოიცვეს, თუმცა სამიზნე რაოდენობა ორმილიონნახევარს შეადგენს. მკურნალობა 48 000–მდე ადამიანმა გაიარა, ან ამ მომენტისთვის მიმდინარეობს, რომელთაგან 38 000–ზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა.
07.03.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/481735-c-hepatitis-eliminaciis-mekhuthe-erovnuli-samushao-shekhvedra-7-9-marts-gaimartheba.html
C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა 7-9 მარტს გაიმართება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით 7-9 მარტს C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ს ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეტ რუდი, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელი ბეტ სკაგსი. ასევე, ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კლინიცისტები, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების წარმომადგენლები. C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სამუშაო შეხვედრა გახლავთ საიუბილეო – რიგით მეხუთე. 2014 წელს, სწორედ პირველ ეროვნულ შეხვედრაზე გაჟღერდა იდეა C ჰეპატიტის ელიმინაციის შესაძლებლობისა საქართველოში. „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფლაგმანს წარმოადგენს და ამ მხრივ ის სახელმწიფო, საერთაშორისო და კერძო სექტორთა თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. პროგრამა ამერიკის მთავრობის, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, კომპანია „გილეადის“, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, LIFER-ს, ECHO-ს, ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის და სხვა პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერით და თანადგომით მიმდინარეობს. უკვე ტრადიციად იქცა ყოველ გაზაფხულზე C ჰეპატიტის ელიმინაციის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და საზოგადოებისთვის პროგრამის პროგრესის წარდგენა, ხოლო წლის ბოლოს, ასევე ტრადიციულად, წლის განმავლობაში არსებული მიღწევები და გამოწვევები ჯამდება საერთაშორისო ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაზე. განსაკუთრებულად ღირებული აღმოჩნდა ჯგუფის მესამე შეხვედრა, 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, როდესაც ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის მიერ შეფასდა არსებული მდგომარეობა და პროცესის ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ბოლო ხუთი წელიწადია ეროვნული სამუშაო შეხვედრის შემდეგ საქართველოსადმი მიძღვნილი სპეციალური სესია იმართება ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის ყოველწლიურ კონგრესზე (2014 -ლონდონი, 2015 - ვენა, 2016 - ბარსელონა, 2017 ამსტერდამი, 2018 - პარიზი) და უფრო ფართო საერთაშორისო აუდიტორია ისმენს საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებს C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით. წლევანდელი მეხუთე სამუშაო შეხვედრის მთავარ თემა C ჰეპატიტთან დაკავშირებული სერვისების დეცენტრალიზაცია და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა იქნება. სერვისების დეცენტრალიზაციის მიზანია, გაუადვილდეს მოსახლეობას HCV პროგრამაში ჩართვა, შემცირდეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან დაკავშირებული ბარიერები, ტრანსპორტირების ხარჯები, შეიქმნას სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობაში ჩართვის სერვისების, საჭირო კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა ერთი ფანჯრის პრინციპით. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობაში ჩაერთო 45 ათასამდე პაციენტი, ხოლო მედიკამენტის მიღება უკვე დაასრულა 40 ათასამდე პირმა, რაც სამიზნე პოპულაციის 30%-ს შეადგენს, მაშინ როცა მსოფლიოში მკურნალობის საჭიროების მქონე პირების მკურნალობის მოცვის მაჩვენებელი 7-9%-ადაა შეფასებული. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროგრამის ფარგლებში განკურნების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად მაღალია, განსაკუთრებით ლედიპასვირ/სოფოსბუვირის (ჰარვონის) რეჟიმზე და აღწევს 98.2%-ს. ჯანმოს აივ/შიდსის დეპარტამენტისა და გლობალური ჰეპატიტის პროგრამის დირექტორის, დოქტორ გოტფრიდ ჰირნშალის თქმით: ,,უნდა ვიმოქმედოთ ახლავე, რათა ადამიანები არ კვდებოდნენ ჰეპატიტებით, ეს კი მოითხოვს საჭირო სერვისებსა და მედიკამენტებზე მისაწვდომობის სასწრაფოდ გაზრდას ყველასათვის.“ საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამ მხრივ უნიკალურია, რამეთუ სკრინინგი, კონფირმაციული კვლევები და თანამედროვე ანტივირუსული მკურნალობა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის სრულიად ხელმისაწვდომია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და ბოლო სამი წლის განმავლობაში განკურნებულ ადამიანთა რიცხვი შთამბეჭდავია. სასურველია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს თავისი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში და ჩაიტაროს სკრინინგი სწრაფი მარტივი ტესტით. C ჰეპატიტი სრულად განკურნებადია. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებსა და მრავალ სამედიცინო ცენტრში ქვეყნის მაშტაბით (600-მდე), რომელთა მისამართები მითითებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდებზე: www.moh.gov.ge www.ncdc.ge ან შესაძლებელია შეიტყოთ ცხელი ხაზების მეშვეობით: 15 05, 116 001“, - ნათქვამია პრესრელიზში.
---
06.03.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=61539
ჯანდაცვის სამინისტრო „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
2017 წელს დაწესებულებების ოპტიმიზაციისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული დაწესებულებების შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ და შპს „ალ.ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ შერწყმა განხორციელდა. როგორც "ექსპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამის შემდეგ „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ ჩამოყალიბდა. "ოპტიმიზაციის შედეგად გაერთიანებული ბიუჯეტისა და დაზოგილი ადმინისტრაციული ხარჯების საშუალებით, გასულ წელს აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები. ეტაპობრივად გაგრძელდება ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო სერვისების განვითარება, მათ შორის სამედიცინო აღჭურვის გაუმჯობესება. ისევე როგორც სხვა ფსიქიატრიული დაწესებულებები, „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთეობის ცენტრი“, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეა, რომლის ბიუჯეტი 2017 წელს პირველად გაიზარდა 5 მლნ ლარით. ცვლილების შედეგად ამბულატორიული მომსახურების მიმართულებით თვიური ბიუჯეტი 7 000 ლარით გაიზარდა და დღეს 12 000 ლარია, ხოლო სტაციონარული მომსახურების ყოველთვიური ბიუჯეტი 10 000 ლარით გაიზარდა და თვეში საშუალოდ 150 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა ცვლილება შევიდა ამბულატორიული მომსახურების სერვისშიც და პაციენტების განაწილება ტერიტორიული პრინციპით ხორციელდება. აღნიშნული ცვლილებებით გაჩნდა დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სერვისების გაუმჯობესების საშუალება, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფომრაციაში.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/481663-jandacvis-saministro-suramis-fsiqiatriul-saavadmyofosthan-dakavshirebith-informacias-avrcelebs.html
---
06.03.2018
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფსიქიატრიულ კლინიკებთან დაკავშირებით გაერთიანების პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრო უძღვება
ფსიქიატრიულ კლინიკებთან დაკავშირებით გაერთიანების პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც პოლიტიკის ნაწილში ჩვენთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრო უძღვება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე - პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „სამწუხაროდ, ამ წუთში დეტალური ინფორმაცია არ მაქვს ამასთან დაკავშირებით, ზოგადად, ფსიქიატრიულ კლინიკებთან დაკავშირებით გაერთიანების პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც პოლიტიკის ნაწილში ჩვენთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრო უძღვება. არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელიც მიხედვითაც უნდა ფუნქციონირებდეს საავადმყოფო“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ა. ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ მოინახულა. სახალხო დამცველი უკიდურესად შეშფოთებულია დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოთი, რაც პაციენტები ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს. სახალხო დამცველის შეფასებით „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტიურად არ არსებობს თერაპიული გარემო. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს ა.ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში“ განთავსებულ პაციენტთა პირობები.
ნიუს.ჯი- https://news.ge/fsiqiatriul-klinikebtan-dakavsirebit-mimdinareobs-gaertianebis-procesi/
---
06.03.2018
ავთანდილ თალაკვაძე - გამოძახებათა 68%-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე 15 წუთზე ნაკლებ დროში მიდის
გამოძახებათა 68%-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე 15 წუთზე ნაკლებ დროში მიდის, - ამის შესახებ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა, ყველა რეგიონს აქვს განახლებული ავტოპარკი, თანამედროვე მანქანები და აღჭურვილობა. მისივე თქმით, შენდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების 40 ახალი ცენტრი, რომელთაგან 17 ცენტრის მშენებლობა უკვე მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს. „სასწრაფო სამედიცინო სამსახურის საქმიანობაზე განვიხილეთ აუდიტის სამსახურის შეფასებები და პარლამენტს ჩავაბარეთ ანგარიში. გვაქვს ხელშესახები პროგრესი. გამოძახებათა 68%-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახების ადგილზე 15 წთ-ზე ნაკლებ დროში მიდის. ყველა რეგიონს აქვს განახლებული ავტოპარკი, თანამედროვე მანქანები და აღჭურვილობა. სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობები და ანაზღაურება გაუმჯობესდა, თუმცა, ვინაიდან მიწოდებული სერვისის ხარისხი, სამედიცინო დახმარების სისწრაფე და ეფექტურობა იზრდება - მიგვაჩნია, რომ ჩვენი პერსონალის ანაზღაურება საჭიროა კიდევ გაიზარდოს. ვაშენებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 40 ახალ ცენტრს, რომელთაგან 17 ცენტრის მშენებლობა უკვე მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს. მინდა მადლობა გადავუხადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თითოეულ თანამშრომელს - თქვენ ხართ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის სადარაჯოზე!”, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
---
06.03.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/384928
ავთანდილ თალაკვაძე: სასწრაფო დახმარების პერსონალის ანაზღაურება საჭიროა კიდევ გაიზარდოს
გამოძახებათა 68%-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახების ადგილზე 15 წთ-ზე ნაკლებ დროში მიდის,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა. “სასწრაფო სამედიცინო სამსახურის საქმიანობაზე განვიხილეთ აუდიტის სამსახურის შეფასებები და პარლამენტს ჩავაბარეთ ანგარიში. გვაქვს ხელშესახები პროგრესი. გამოძახებათა 68%-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახების ადგილზე 15 წთ-ზე ნაკლებ დროში მიდის. ყველა რეგიონს აქვს განახლებული ავტოპარკი, თანამედროვე მანქანები და აღჭურვილობა. სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობები და ანაზღაურება გაუმჯობესდა, თუმცა, ვინაიდან მიწოდებული სერვისის ხარისხი, სამედიცინო დახმარების სისწრაფე და ეფექტურობა იზრდება – მიგვაჩნია, რომ ჩვენი პერსონალის ანაზღაურება საჭიროა კიდევ გაიზარდოს. ვაშენებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 40 ახალ ცენტრს, რომელთაგან 17 ცენტრის მშენებლობა უკვე ამა წლის მაისში უნდა დასრულდეს. მინდა მადლობა გადავუხადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თითოეულ თანამშრომელს – თქვენ ხართ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის სადარაჯოზე,- აღნიშნა თალაკვაძემ. დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა და საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა , სადაც თბილისსა და რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების ფუნქციონირების („საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის” და თბილისის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი” ) შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
---
06.03.2018
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/51568/auditi-gamodzakhebaze-sastsrapos-misvlis-dro-19dan-22-tsutamde-gaizarda
აუდიტი: თბილისში გამოძახებაზე სასწრაფოს მისვლის დრო 19-დან 22 წუთამდე გაიზარდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასწრაფო დახმარების სისტემის აუდიტი ჩაატარა, შედეგები კი დღეს ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მოისმინეს. კვლევაში კონკრეტული რეკომენდაციებიცაა. როგორც დოკუმენტის ავტორებმა განაცხადეს, თბილისში 2012-2013 წლებთან შედარებით, 2015 წლისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაზე მისვლის დრო 19-დან 22 წუთამდე გაიზარდა, რაც პრობლემაა. ასევე, პრობლემად დასახელდა ბრიგადების გეოგრაფიულად განაწილების საკითხი და დისპეჩერიზაცია. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლენილ პრობლემებზე რეკომენდაციები წლების წინ გასცეს, თუმცა მათი ნაწილი ამ დრომდე შეუსრულებელია. ღონისძიებას ჯანდაცვის მონისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძეც ესწრებოდა, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის თხოვნით მიმართა.
---
06.03.2018
სასწრაფოს გამოძახების რიგითობა მაღალი და დაბალი პრიორიტეტის მიხედვით სპეცპროგრამით განისაზღვრება
თბილისის მერია და 112-ის სამსახური წლის ბოლომდე სპეციალური პროგრამის შესყიდვას გეგმავს, რომლის მეშვეობით მაღალი პრიორიტეტულობის მქონე სასწრაფო სამედიცინო გამოძახების გამორჩევა მოხდება. აღნიშნული პროგრამის შესყიდვის თაობაზე დღეს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფისა და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტიანობის ანგარიში იყო. “დღეს ჩვენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის აუდიტის ანგარიში მოვისმინეთ. მოსმენისას აღინიშნა ე.წ. დისპეჩერიზაციის პროგრამის საჭიროების შესახებ, რომელიც საყიდელია და 700 000 ლარი ღირს. აღნიშნული პროგრამა სამსახურს დიდი ხანია სჭირდება, რათა მოხდეს იმის გარჩევა თუ რომელია გადაუდებელი გამოძახება ანუ მაღალი პრიორიტეტის და რომელი - დაბალი პრიორიტეტის. მაღალი პრიორიტეტის მქონე გამოძახებაზე - იქ, სადაც არის გადაუდებელი თემა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფრო სწრაფად უნდა მივიდეს. ამისთვის მსოფლიოში სპეციალური პროგრამები არსებობს და საუბარია ამ პროგრამების შესყიდვაზე. არის შეთანხმება, რომ მერიამ და შს სამინისტროს 112-მა პროგრამა წლის ბოლომდე ერთობლივად შეისყიდონ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. მისივე თქმით, შესაბამისი რეკომენდაცია აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა ჯერ კიდევ 2013 წელს გასცა, რომლის შესრულებაც ვერ მოხერხდა.
---
06.03.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/120391/
წითელას შემთხვევათა სტატისტიკა აჭარაში ისევ იზრდება
ბოლო მონაცემებით, წელს აჭარაში, პირველი იანვრიდან 6 მარტის ჩათვლით, წითელას 221 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო კვირის მონაცემებით, ჯერჯერობით, არ არის დაფიქსირებული წითელას შემთხვევათა იმდენი რაოდენობა, რამდენიც წინა კვირებში იყო. მაგალითად, 27 თებერვლიდან 6 მარტამდე წითელას ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარაში წითელას შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა, 40 პროცენტი, 0-5 წლამდე ბავშვებზე მოდის. 32 პროცენტი კი – 15-29 წლამდე ადამიანებზე. წითელა ჰაერ-წვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით. დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი. მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ.
---
06.03.2018
1 წლის მართას მშობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ
მოგესალმებით და მთელი არსებით გთხოვთ თანაუგრძნოთ პატარა უცოდველ არსებას მართა აბულაძეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი წლისაა და უკვე იბრძვის არაერთ მძიმე დაავადებასთან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. მას დაუდგინდა დიაფრაგმის თიაქარი და ასევე სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება საყლაპავ მილზე, რომელიც ნორმაზე მცირე სიგრძისაა და აღენიშნება მრავლობითი სისხლმდენი წყლულები. ოპერაცია უნდა გაკეთდეს ესპანეთში არაუგვიანეს 1 კვირისა, ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და მშობლებს ჩვენი სიკეთისა და თანადგომის გარეშე არ აქვთ საკმარისი რესურსები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
---
ბეჭდვითი მედია
07.03.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
ექიმთან კონსულტაციის ფასმა 100 ლარს მიაღწია!
ექიმთან ერთი უბრალო ვიზიტის ფასი 100 ლარს მიუახლოვდა. ექიმის კონსლუტაციიდან დაწყებული, კლინიკებმა თითქმის ყველა სერვისი გააძვირეს. თავდაპირველად ფასი ლარის გაუფასურების საბაბით გაიზარდა, მერე ეს პროცესი ტენდენციად იქცა. თუ 2-3 წლის წინ ექიმის კონსულტაცია 30-40 ლარი ღირდა, ახლა ყველგან 70-80 ლარია, ზოგ შემთხვევაში, პაციენტის გადასახადი 100 ლარს აღწევს. საშუალო შეძლების მოქალაქეებისთვისაც კი ექიმთან ვიზიტი პრობლემად იქცა. მართალია, პოლიკლინიკებში ტარიფები მეტ-ნაკლებად მისაღებია, თუმცა, კვალიფიციური კადრების არარსებობის გამო, პაციენტებს "იძულებით" უწევთ კერძო კლინიკების მომსახურებით სარგებლობა. ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის მიუხედავად, საქმე იქითკენ მიდის, რომ ხალხი სამედიცინო მომსახურებით ვეღარ სარგებლობს. გაცილებით რთული მდგომარეობაა სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკებში, სადაც ხარჯის გაწევა დაზღვეულებსაც კი უჭირთ ხელოვნურად გაბერილი ფასიდან გამომდინარე. ამ მხრივ განსაკუთრებით სტომატოლოგიურ კლინიკებში სცოდავენ. საგულისხმოა, რომ ჯანდაცვის სფეროში ფასის ზრდა ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება. "საქსტატის" მონაცემით, 2017 წელს ჯანდაცვის სერვისზე ფასები 8,1%-ით არის გაზრდილი. გაძვირება ყველაზე მტკივნეულად აისახა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძვირად ღირებული მომსახურება სჭირდებათ ან კლინიკებში ხშირად უწევთ სიარული. ამ მხრივ განსაკუთრებით ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტებს აქვთ პრობლემა. ფსიქიატრის კონსულტაცია 70 ლარზე იაფი თითქმის არსადაა. თანაც, ვიზიტი პაციენტებს ლამის ყოველთვიურად უწევთ, რასაც წამლების ასევე გაზრდილი ფასი ემატება. ჯამში, ყოველთვიური ხარჯი 250 ლარს აჭარბებს, რაც ნებისმიერი ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. სპეციალისტების შეფასებით, სამედიცინო მომსახურების გაძვირება მასშტაბურ სახეს იღებს. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ტარიფების ზრდა სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე მინიმალურადაც არ აისახება და ექიმების (ასევე მედდის) ხელფასი არის ზუსტად იმდენივე, რამდენიც წლების წინ იყო. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ფასების ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით მოხდა, თუმცა კლინიკები ამ მხრივ იმდენად შორს წავიდნენ, რომ ზოგადი ინფლაციის მაჩვენებელს ბევრად გადააჭარბეს. "ერთიან სტანდარტს ვერავინ დააწესებს, მაგრამ ტენდენცია ნამდვილად არსახარბიელოა. მარტო ექიმის კონსულტაციის ფასი კლინიკებში 80-100 ლარამდე არის გაზრდილი და ტენდენცია კიდევ გრძელდება. მიზეზად სახელდება ინფლაცია, მაგრამ, სინამდვილეში, სერვისის გაძვირების ტემპი ზოგად ინფლაციას ბევრად აღემატება. კერძო სექტორი დაინტერესებულია, მაღალი გადასახადი დაწესდეს. რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში არსებულ ტარიფებს, ფაქტობრივად არ შეცვლილა ლარის კურსიდან და იმ ფაქტორიდან გამომდინარეც, რომ ჯანდაცვის მომსახურებაზე საერთაშორისო ფასი მზარდია. კლინიკები კი აძვირებენ სერვისს და ეს ეხება არა მარტო ექიმის კონსულტაციას, არამედ სამედიცინო კვლევებსა და წამლებს. საბოლოოდ გაზრდილი ფასი პრობლემას უქმნის მომხმარებელს, რომელსაც ექიმთან ვიზიტი სულ უფრო უძნელდება. სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება არ იცვლება", - განუცხადა "რეზონანსს" სერგო ჩიხლაძემ და დასძინა, რომ განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს უჭირთ. "ყველა სფერო პრობლემურია, მაგრამ განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არიან ქრონიკული პაციენტები, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევთ მკურნალობა - მედიკამენტის მიღება და ექიმის კონსულტაცია. რამდენად ხშირად ისარგებლებენ ამ სერვისით, მით მეტი იქნება გასაწევი ხარჯი, თუ არ მიეკუთვნება სოციალურად დაუცველის, ომის ვეტერანის ან პედაგოგის კატეგორიას. დანარჩენი, ე.წ. შუალედური ფენა მნიშვნელოვანწილად შეღავათის მიღმაა და თავად უწევს სამედიცინო მომსახურების ხარჯთან გამკლავება", - აცხადებს ჩიხლაძე. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ კლინიკების გაზრდილი ხარჯი ჯანდაცვის რეფორმაზე უარყოფითად აისახება. სამედიცინო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ მეგრელიშვილი არ გამორიცხავს, რომ ტარიფები კიდევ გაიზრდოს. "თავის დროზე მთავრობამ რეფორმების გატარების პროცესში შეცდომა დაუშვა, საბოლოოდ კი მოსახლეობა ზარალდება. კლინიკები მასიობრივად ერთი პრინციპით მუშაობენ - რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ და მიზანს აღწევენ კიდეც. ველოდი კიდეც, რომ მომსახურების ფასი აიწევდა და შედეგმაც არ დააყოვნა. სავარაუდოდ, ტენდენცია გაგრძელდება. ჯანდაცვის ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი უჭირავს კერძო სექტორს. არ ვიცი, რამდენად გადაიტანს მუდმივ გაძვირებას მოსახლეობა. ეს პროცესი ჯანდაცვის რეფორმებზე ცუდად აისახება. კლინიკების მონიტორინგით პრობლემა არ გადაწყდება. მიზეზი საკმაოდ კომპლექსურია, იფლანგება ფული და მომხმარებელს უწევს გადახდა. დროა, მთავრობა ჯანსაღ საბაზრო პრინციპებზე გადაერთოს, რომ უარესი შედეგი არ მივიღოთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მეგრელიშვილმა. ტყუპი დების დედას, ხატია ჩხეიძეს ბავშვი ოფთალმოლოგიურ კლინიკაში ვერ მიჰყავს იმის გამო, რომ მარტო ექიმთან ვიზიტი 160 ლარი უჯდება. ხატია ამბობს, რომ ოფთალმოლოგის კონსულტაცია ბოლოს შარშან, ნოემბერში გაიარა. შეთანხმებისამებრ, მეორე ვიზიტი იანვარში უწევდა, მაგრამ დღემდე ვერ ახერხებს. "თავდაპირველად 50 ლარს ვიხდიდი. ესეც კი მიჭირდა, მაგრამ რამდენიმე თვეა, ვიზიტი 70 ლარი გახდა. თანაც კლინიკის მომსახურება არ ითვალისწინებს განმეორებით, უფასო კონსულტაციას. გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. მრავალსულიან ოჯახს სტაბილური შემოსავალი არ აქვს. რასაც ერთჯერადი მუშაოებით ვშოულობ, საჭმლის ფულადაც არ გვყოფნის. სანამ ადამიანი არ წაიქცევა და გადაუდებელი ოპარაცია არ დასჭირდება, ექიმთან ვერ მიდის. ჩემ გარშემო ყველა ასეთ მდგომარეობაშია. ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც კი რისკს ვუქმნით", - ამბობს უკმაყოფილო მშობელი. ფაქტია, რომ კლინიკებში ფასი ხელოვნურად იზრდება. მოსახლეობისთვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, ხშირად - საბედისწეროც, რადგან ხალხს არ აქვს ექიმთან დროულად მიმართვის შესაძლებლობა. ადამიანების უმეტესობა უსახსრობის გამო ექიმთან უკიდურესი აუცილებლობის დროს მიდის. ხშირ შემთხვევაში ეს ვიზიტი დაგვიანებულიცაა!
---
07.03.2018
მედიასაშუალება: ვერსია
როგორ დაეხმარება სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებს
პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა. კანონპროექტის მიხედვით, აღდგება "მრავალშვილიანის სტატუსი", რომელიც 2006 წელს გაუქმდა და ის მიენიჭება ოჯახს, რომელსაც 4 ან მეტი შვილი ჰყავს. მრავალშვილიან ოჯახებს სახელმწიფო ელექტროენერგიის საფასურს ყოველთვიურად 20 ლარით და ყოველ მომდევნო შვილზე +10 ლარით დაუფარავს. ინიციატივამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია და ბევრმა 20 ლარიანი დახმარება მიზერულად მიიჩნია.
---
07.03.2018
მედიასაშუალება: ქართული სიტყვა
21-ე საუკუნის ფეოდალები და მონები
ახლახანს, თბილისში პროფკავშირის გაერთიანებისა და მუშათა საპროტესტო აქცია. მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ! - ამ სლოგანით "ვარდების მოედნიდან" პარლამენტისკენ დაძრულ საპროტესო ტალღას რეგიონებიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ. პროფკავშირების მონაცემებით, ბოლო წლებში, სამუშაოს შესრულებისას 489 ადამიანი გარდაიცვალა, რვაასამდე კი, დაშავდა.რამდენადაა დაცული დასაქმებულების ინტერსები, ებრძვის თუ არა ხელისუფლება მემარცხენე იდეებს, ვის ინტერესებს იცავს შრომის ინსპექცია და ვის წისქვილზე ასხამს წყალს შრომის კანონმდებლობის უქონლობა? - "ქართული სიტყვა" საქართველოს მედიის პროფესიული კავშირების თავმჯდომარეს, უფლებადამცველსა და ჟურნალისტ ლაშა მესხს.
---
07.03.2018
მედიასაშუალება: ქართული სიტყვა
"სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან"
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ა. ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ მოინახულა. ლომჯარიას უწყების ინფორმაციით, სახალხო დამცველი უკიდურესად შეშფოთებულია დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოთი, რაც პაციენტები ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს. სახალხო დამცველის შეფასებით „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტიურად არ არსებობს თერაპიული გარემო. "სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებდა მონიტორინგს და აფიქსირებდა სომატური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, მედიკამენტებით მომარაგების ხარვეზებს; პერსონალის ნაკლებობას, მათი კვალიფიკაციის დაბალ დონეს, ძალადობას თუ სხვა სახის სისტემურ გამოწვევებს. პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გაწეული ფსიქიატრიული დახმარება არაადეკვატურია. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა არასაკმარისი დაფინანსება, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე. საავადმყოფოში არსებულ გაუსაძლის პირობებზე სახალხო დამცველი არაერთხელ მიუთითებდა თავის წლიურ ანგარიშებსა და სპეციალურ ანგარიშებში. ასევე, რეკომენდაციებით მიმართავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებსა და თერაპიულ გარემოში მოთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვდა. სამწუხაროდ, დღეს სახალხო დამცველს მდგომარეობა კვლავ უცვლელი დახვდა" - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს ა.ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში“ განთავსებულ პაციენტთა პირობები.
---
07.03.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
სასწრაფო გამოძახებაზე პაციენტის მდგომარეობის განსაზღვრის შემდეგ მივა
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე მისვლა ავადმყოფის სიმძიმეზე იქნება დამოკიდებული. სპეციალური კომპიუტერული პროგრამის შესაძენად ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ პროგრამით სასწრაფო დახმარების მიწოდების პრიორიტეტულობა განისაზღვრება. ოპერატორი სპეციალურ პროგრამაში პაციენტის მონაცემებს შეიყვანს და სწორედ ამ ინფორმაციის საფუძვლზე, პროგრამა შეარჩევს რომელ პაციენტს უფრო ესაჭიროება სასწრაფო დახმარება. პროგრამის ღირებულება 700 000 დოლარია და მისი შეძენა 112-ის სამსახურსა და თბილისის მერიას წლის ბოლომდე მოუწევთ. "ეს არის ამერიკული "ემერჯენსი ასოციაციის" მიერ შესაბამის გაიდლაინებზე და პროტოკოლებზე დაფუძნებული პროგრამა. თუ დღევანდელი სისტემით პაციენტის მდგომარეობის კარგად დაზუსტება ვერ ხერხდება, ახალი ალგორითმით ზუსტად განისაზღვრება რომელია გადაუდებელი გამოძახება. გადაუდებლის შემთხვევაში სასწრაფო უფრო მოკლე დროში შეძლებს პაციენტთან მისვლას. როგორც გვეუბნებიან, წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ამ პროგრამის შეძენა და დაინერგება სასწრაფო დახმარების სისტემაში. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, გადაუდებელ შემთხვევაში პაციენტთან სასწრაფოს მისვლის დრო 8 წუთს არ უნდა აღემატებოდეს",- განაცხადა კაკი ზოიძემ
---