From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-07.05.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 07.05.2018 08:41
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 07.05.2018

ტელევიზია

07.05.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია  

გადაცემა:ახალი ამბები 11:00

რა გახდა 20 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, რომელიც საავადმყოფოში ცვირიდან სისხლდენით შეიყვანეს. სქანან ალიევის წევრები გამოძიებას ითხოვენ და სამართლებრივ დავას იწყებენ. ახალგაზრდა თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოშ გუშინ გარდაიცვალა. ოჯახი ეჭვობს, რომ ექიმები პრობლემას სერიოზულად არ მოეკიდნენ და ფატალური შედეგი დაუდევრობის გამო დადგა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5270642

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5270305

06.05

რუსთავი 2 კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5269979

---

 

06.05.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ექიმები

რა იწვევს მაღალ წნევას და როგორ შეიძლება მისი მართვა. დავით სერგეენკო ამ ტემაზე საუბრობს გადაცემაში „ექიმები“

https://www.imedi.ge/ge/video/23924/ra-itsvevs-magal-tsnevas-da-rogor-sheidzleba-misi-martva

---

 

06.05.2018

არხი: იმედი  

  გადაცემა: იმედის კვირა

მეშახტეთა ქალაქში ისევ გლოვაა. პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივიტები, მშრომელთა უფლებების დამცველები, რიგითი მოქალაქეები ამ ტრაგედიამ გაართიანა. მეშახტეთა შორის მსხვერპლის მიზეზს შსს იძიებს. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ტყიბულის შახტაში შრომის პირობებს სულ მალე შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შეიწავლის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5270202

---

 

06.05.2018

არხი: იმედი  

  გადაცემა: იმედის კვირა

ენ დი აის კვლევის შედეგების მიხედვით, შედეგებს მთავრობა ტრადიციულად არ ენდობა, მიუხედავად იმისა, რომ სერგეენკო რეიტინგების ლიდერია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებსაც საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5270186

---

 

 

06.05.2018

არხი: რუსთავი 2

  გადაცემა:   პოსტ სკრიპტუმი

პირველი მაისიდან, ქვეყანაში ამოქმედებული კანონით, თამბაქოს მოწევაზე შეზღუდვები დაწესდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თამბაქოს მიზეზით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკამ საგანგაშო ნიშნულამდე მიაღწია. მათ ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, ყოველ წლიურად საქართველოში თამბაქოს გამო 11 ათას 400 ადამიანი იღუპება. კანონში შეტანილი ახალი ცვლილებები ძალაში მხოლოდ ხუთი დღეა შევიდა ამიტომ, ჯერჯერობით ბუნდოვანია, როგორ გააკონტროლებს სახელმწიფო ინტერნეტ სივრცეს, სადაც უამრავი ფილმის, მუსიკალური კლიპის თუ სხვადასხვაგვარი გადაცემის ნახვა რაიმე სახის შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5270200

--- 

 

06.05.2018

არხი: რუსთავი 2

  გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

თურქეთში, ჩაის კრეფის სეზონზე, საქართველოდან უამრავი ადამიანი გადადის, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან. უსახსრობის მიზეზით არაერთ მოზარდს უწევს სწავლაზე უარის თქმა. მოზარდები სკოლიდან გამოდიან, თურქეთში მიდიან და იქ საარსებო წყაროსთვის შრომობენ. ერთადერთი უწყება, რომელმაც ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის სამინისტროა, ამბობენ, რომ სხვადასხვა პროექტებით პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5270183

---

 

06.05.2018

არხი: რუსთავი 2

  გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

ფსონი ბავშვების სიკვდილზე. მოზარდები თვითონ იკლავენ თავს, იმიტომ რომ ისინი  მონაწილეობენ თამაშში რომლის საბოლოო მიზანიც სწორედ ეს არის

http://rustavi2.ge/ka/video/32636?v=2

---

 

06.05.2018

არხი: ტვ პირველი   

  გადაცემა: დღის ამბები 17:00

რამ გამოიწვია ბოლო დღეების განმავლობაში 5 ადამიანის გარდაცვალება. მედიკოსები ამ ეტაპისთვის მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ. კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ ქართულ ბაზარზე ფენტანილი არის შემოსული, რომლისგან გამოწვეული რედოზირებაც ლეტალურად სრულდება მიუხედავად ნარკოტიკის სახესთან არსებული ვარაუდებისა, ნარკოლოგები თვლიან, რომ შსს უნდა დაინტერესდეს საქმით და დაადგინოს, რამ გამოიწვია 5 ადამიანის გარდაცვალება, ისინი ასევე მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიიდან ამოიღონ მედიკამენტი ნალოქსონი, რომელიც ამ შემთხვევაში არის ერთადერთი ანტიდოტი. ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ნალოქსონის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით მათ დეპარტამენტში ჯერჯერობით მოთხოვნა არ დარეგისტრირებულა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5269584

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5269351

რუსთავი 2- კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5269939

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5269604

იმედი-ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5269842

მაესტრო -ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5269888

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5269527

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5269311

---

 

06.05.2018

არხი: რუსთავი 2  

  გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

ჟურნალისტური გამოძიება და 15 წუთში ინტერნეტით შეძენილი მომაკვდინებელი ნარკოტიკი „მეფედრონი“ - როგორც გაირკვა კლუბური ნარკოტიკი, რომელსაც ბოლო ერთ კვირაში 6 ადამიანი ემსხვერპლა, საკმაოდ მარტივად მოსაპოვებელია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5270157

---

 

05.05.2018

არხი:  რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 21:00

სამი გარდაცვლილი ბოლო 24 საათის განმავლობაში - ახალგაზრდები, სავარაუდოდ, "მეფედრონმა" იმსხვერპლა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5269232

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5269199

I არხი -მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5269234

---

 

05.05.2018

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

15 წლის ნანა ხვედელიძეს დახმარება სჭირდება. გოგონას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ესაჭიროება, რისთვისაც მისი უცხოეთში ტრანსპორტირებაა აუცილებელი. ოჯახს კი საჭირო თანხა არ აქვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5269135

---

 

05.05.2018

არხი: იმედი  

  გადაცემა: ქრონიკა 11:00

ქუთაისის ინტერვენციურ საავადმყოფში ხმაური იყო. 37 წლის პაატა ხეცურიანის ოჯახის წევრთა განცხადებით, პაციენტი შუადღისთვის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, 4 საათის შემდეგ კი ექიმების გადაწყვეტილებით ინტერვენციულ საავადმყოფოში რეანომობილით. ხეცურიანის ახლობლების თქმით, საავადმყოფოში ადგილები არ იყო და პაცენტები რეანომობილში დაახლოებით ნახევარი საათი დააყოვნეს. ოჯახის წევრთა პროტესტის შემდეგ ის სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5268282

---

 

04.05.2018

არხი: რუსთავი 2

  გადაცემა: კურიერი 21:00

თბილისი იმ საშიშ 3 ქალაქს შორის მოხვდა, სადაც ჰაერი დაბინძურებულია - ასეთია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალი კვლევის შედეგები. შედეგების მიხედვით, ყოველი 10 ადამიანიდან 9 ტოქსიკური ნივთიერებებითა და მყარი ნარჩენებით დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5267906

---

 

04.05.2018

არხი: I არხი  

გადაცემა: მოამბე 21:00

მიგრაციის მაჩვენებელი არ მცირდება. 2017 წლის ოფიციალური მონაცემები სფეროს სპეციალისტებისთვის საგანგაშოა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველწლიურად ქვეყანას ძირითადად 20-დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქეები ტოვებენ, მათი ნაწილი კი სამშობლოში აღარ ბრუნდება. მიგრაცია, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოსთვის ამას ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5267839

---

 

04.05.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 18:00

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო ამ წუთებში კურორტ გოდერძიზე 2017 წლის იანვარში გარდაცვლილი თემურ გაბაიძის საქმეს განიხილავს. საბჭო რეგულირების სააგენტოს დასკვნას განიხილავს, რომელშიც საუბარია მედიკოსების მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე. კონკრეტულად კი, იყო თუ არა ის ხარისხიანი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5267496

ტელეკომპანია აჭარა-მთავარი 21:00-

  http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5267814

---

 

04.05.2018

არხი: I არხი  

  გადაცემა: მოამბე 21:00

წამლებს უკავშირდება შეზღუდვა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. საქართველოში მოქმედ კლინიკებს შესაძლოა ახალი რეგულაცია დაუწესონ. საუბარია იმ საავადმყოფოებზე, სადაც საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიები ახალ მედიკამენტებს მოქალაქეებზე ცდიან. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში აიკრძალება იმ წამლების გამოცდა, რომელთა ეფექტურობა ადამიანებზე ჯერ არ შეუმოწმებიათ. ცვლილებების მიხედვით, კლინიკური კვლევის დაწყებამდე დამკვეთი ასევე ვალდებული იქნება, კვლევის რისკები დააზღვიოს. იგულისხმება გართულების შემთხვევაში ექსპერიმენტში ჩართული მოქალაქის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5267750

---

 

04.05.2018

არხი: I არხი  

გადაცემა: მოამბე 21:00

თურქულ ბაზარზე მოქმედ აფთიაქებში წამლების ფასი საქართველოსთან შედარებით ორჯერ და ზოგ შემთხვევაში სამჯერ ნაკლებია. „მოამბის“ გადამღებმა ჯგუფმა ქართველი მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა. ხოფა, ქემელ-ფაშა, რიზე – აღმოჩნდა, რომ საჭირო მედიკამენტების შესაძენად საზღვრისპირა ქალაქებს საქართველოდან ხშირად სტუმრობენ. ფასთაშორისი სხვაობა იმდენად დიდია, რომ მგზავრობის ხარჯების მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი წამლების შეძენას მაინც მეზობელ ქვეყანაში ამჯობინებს. საქართველოში მედიკამენტების განსაკუთრებით მაღალ ფასზე მომხმარებლები და სფეროს ექსპერტები უკვე წლებია საუბრობენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5267749

---

 

04.05.2018

არხი: ტვ პირველი

  გადაცემა: პირველები

ჩვენ ჩავწერეთ მომხმარებლები, რომელიბიც მეფედრონის შესახებ გვიყვებიან. დაადასტურა თუ არა ექსპერტიზამ სრულად, რომ 2 ახალგაზრდის სიკვდილი მეფედრონმა გამოიწვია? რისი გარკვევა მოხერხდა დღემდე? რა მიზეზით დაიღუპა 2 ადამიანი? და რა მიზეზით აღმოჩდნენ სხვები კლინიკაში? შსს სამინისტროში დაწყებულია გამოძიება 2 ახალგაზრდის გარდაცვალების საქმეზე, რომლებიც წინასწარი ინფორმაციით "მეფედრონმა" იმსხვერპლა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5267627

---

 

04.05.2018

არხი: რუსთავი 2

  გადაცემა: კურიერი 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სახალხო დამცველის აპარატის, იუსტიციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უწყებამ წარუდგინა პრეზენტაცია არსებული ვითარების, ასევე, იმ პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ, რომლებიც აფერხებს ქუჩაში მოზარდების ცხოვრებას. უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5267173

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5266742

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5267082

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5266980

---

 

04.05.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა  

  გადაცემა: მთავარი 21:00

უახლოეს მომავალში, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს. საქმე ეხება ქუჩაში მცხოვრებ და დასაქმებულ ბავშვებს, რომელთა დაცვასაც სახელმწიფო ამ ეტაპზე ეფექტიანად ვერ ახერხებს. საუბრობენ საკანონმდებლო ხარვეზებზე. ქუჩაში მცხოვრები და დასაქმებული ბათუმში რამდენიმე ათეული მოზარდია – საბაზისო სწავლების დასრულების შემდეგ, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის განათლების სამინისტრო, ეფექტიან კონტროლს ვერ ახერხებს სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამბობს, რომ ამ მხრივ პრობლემებია საზოგადოებაშიც, რომელსაც ხშირად დასაქმებული არასრულწლოვნის დანახვისას რეაქცია თითქმის არასდროს აქვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5267863

--- 

 

04.05.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა  

  გადაცემა: მთავარი 15:00

რა ვითარებაა მინდელის შახტში -დასკვნას უცხოელი სპეციალისტები 9 მაისს დადებენ. ექსპერტები უკრაინიდან პროფკავშირებმა ჩამოიყვანეს. ექსპერტებმა დაათვალიერეს შახტა, სადაც ავარია მოხდა. ისინი საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის ყველა დოკუმენტაციასაც შეისწავლიან. ივნისიდან კი მინდელის სახელობის შახტში შრომის უსაფრთხოების პირობებზე აუდიტის ჩასატარებლად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები ჩაერთვებიან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5267005

---

 

04.05.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

  გადაცემა:   მთავარი 18:00

სამუშაო საათების შემცირება და დასვენების დღეების დამატება - თურქულ კომპანიაში დასაქმებულები მესამე დღეა გაფიცულები არიან. დამსაქმებელმა დღეს არც გაფიცულების და არც მედიის კითხვებს არ უპასუხა. პროფკავშირებს კი განუცხადეს, რომ მუშებს ორშაბათს შეხვდებიან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5267585

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5266507

---

 

 

ინტერნეტი

07.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/491727-profkavshirebis-informaciith-khorcproduqtebis-satsarmo-qabd-jorjiasq-100-mde-thanamshromeli-gaifica.html

პროფკავშირების ინფორმაციით, ხორცპროდუქტების საწარმო "ABD ჯორჯიას" 100-მდე თანამშრომელი გაიფიცა

ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში მდებარე ხორცპროდუქტების საწარმო "ABD ჯორჯიას" 100-მდე დასაქმებული გაიფიცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დასაქმებულების პროტესტის მიზეზი ორი თვის მიუღებელი ხელფასებია.  როგორც პროფესიული კავშირების გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საწარმოში სათანადო სამუშაო პირობები არ არის.  პროფკავშირების განცხადებით, ისინი გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებენ. საწარმოს თანამშრომლების გარდა, პროფკავშირების წარმომადგენლებს მოლაპარაკებები დღეს ადმინისტრაციასთანაც ექნებათ.  გაფიცულების განცხადებით, კუთვნილი ანაზღაურების მიღებამდე და სამუშაო პირობების გაუმჯობესებამდე ისინი სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან.

---

 

07.05.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/134257/

წელს აჭარაში ტუბერკულოზის 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი არ იკლებს. წინა წლებთან შედარებით დაავადების სტატისტიკა შემცირებულია, თუმცა ბოლო წლებში დაავადებულთა მაჩვენებელი სტაბილურად 400-იდან 500-მდე მერყეობს. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის აჭარის კოორდინატორის, დიმიტრი ცეცხლაძის ინფორმაციით, 2018 წელს ტუბერკულოზის 130 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის სტაციონარულ მკურნალობას გადის 10-იდან 12 წლამდე ასაკის 5 ბავშვიც. „ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და თუ პაციენტი ბოლომდე არ მკურნალობს, ის დაავადების გამავრცელებელი ხდება. როცა მკურნალობას შუა გზაზე წყვეტენ, დაავადება უფრო მწვავე ფორმაში გადადის და შემდეგ უფრო რთულია მისი განკურნება“, – ამბობს დიმიტრი ცეცხლაძე. ტუბერკულოზის ორი ფორმაა ძირითადად გამოვლენილი, ეს არის ფილტვგარეშე და ფილტვის ტუბერკულოზი. ყველაზე ხშირია ფილტვის ტუბერკულოზი. „ე.წ. რეგულარული ტუბერკულოზის შემთხვევაში მკურნალობის კურსი ექვსიდან რვა თვემდეა. მეორე, უფრო მძიმე ფორმის არსებობის დროს კი, მკურნალობა 24 თვემდე გრძელდება. ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევები გაცილებით მაღალია“, – გვეუბნება დიმიტრი ცეცხლაძე. მისი თქმით, დაავადების გავრცელების წყარო, ძირითადად, ტუბერკულოზის მატარებელი პირები არიან. „მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზის გამოკვლევა და მკურნალობა უფასოა, პაციენტებს მკურნალობა მაინც არ მიჰყავთ ბოლომდე. როცა კვირაში 5 დღეს უნდა მიიღოს წამალი, ისინი ორჯერ ან სამჯერ თუ მოდიან. ზოგი ოჯახური მდგომარეობის გამო არ მოდის, ზოგი თურქეთშია სამუშაოდ და შემდეგ იქედან ძალიან მძიმე ფორმით ბრუნდება. პრობლემაა ისიც, რომ თუ პაციენტი ბაცილაგამომყოფია, ის საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანებს. გარდა მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა, მათ სხვა პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ“, – ამბობს დიმიტრი ცეცხლაძე. გარდა იმისა, რომ დაავადების მაჩვენებელი პროგრესირებადია, მძიმე მდგომარეობაშია ტუბსაავადმყოფოს ინფრასტრუქტურაც. შენობა წლების განმავლობაში არ გარემონტებულა. პაციენტებს კეთილმოუწყობელ გარემოში უწევთ ვიზიტები. დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, ორგანიზაციამ – „ექიმები საზღვარგარეთ“, მძიმე ფორმის ტუბერკულოზის მატარებელი პაციენტებისთვის რამდენიმე ოთახი გაარემონტა,  საავადმყოფოს დანარჩენი ნაწილი კი გაურემონტებელია. „რეაბილიტაციის საკითხი თითქმის ყოველ წელს დგას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ეს საკითხი მაინც ჭიანურდება“, – გვეუბნება დიმიტრი ცეცხლაძე. მისი თქმით, სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ ინფექციური და ტუბსაავადმყოფო გაერთიანებულია, თუმცა ისინი სხვადასხვა შენობაშია განთავსებული. „დღემდე ვერ გადაწყდა ეს საავადმყოფოები ერთ შენობა უნდა განთავსდეს თუ ცალკე შენობებში უნდა დარჩეს, რომ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა“, – ამბობს საავადმყოფოს ხელმძღვანელი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს რეგიონში რეგისტრირებული იყო ტუბერკულოზის   323  ახალი შემთხვევა (ინციდენტობის მაჩვენებელი 95), რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით ნაკლებია (2016 წელს აღირიცხა 397 ახალი შემთხვევა); მათ შორის ფილტვის ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 247 იყო (2016 წელს – ფილტვის ახალი 246 შემთხვევა). მიუხედავად კლებადი დინამიკისა, რეგიონის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სხვა რეგიონის მაჩვენებლებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს სულ რეგისტრირებული იყო ტუბერკულოზის 452 შემთხვევა (პრევალენტობის მაჩვენებელი – 133), მათ შორის ფილტვის ტუბერკულოზის  – 376  შემთხვევა (2016 წელს-397 შემთხვევა). 2017 წელს რეგისტრირებულია ფილტვგარეშე ტუბერკულოზის 76  შემთხვევა, რაც  2 ერთეულით მეტია წინა წელთან შედარებით.

---

 

06.05.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36375/davit-sergeenko-da-mikheil-chkhenkeli-khonis-sapatio-moqalaqeebi-gakhdnen

დავით სერგეენკო და მიხეილ ჩხენკელი ხონის საპატიო მოქალაქეები გახდნენ

შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ ხონელობა-გიორგობის სახალხო დღესასწაულზე დააჯილდოვა, ისინი ხონის საპატიო მოქალაქეები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.  სამინისტროს ინფორმაციით, მერმა  მინისტრს საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი გადასცა. დავით სერგეენკო წარდგენილ კანდიდატებს შორის „საპატიო ხონელის წოდების მინიჭების კომისიამ“ გამოავლინა. „მასთან ერთად ტიტული განათლებისა დამეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, გენერალ - ლეიტენანტს, საქართველოს პოლიტიკური უნივერსიტეტის კანცლერს, მეცნიერ ჯემალ გახოკიძეს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ელგუჯა მელაძესა და პედაგოგ ლიანა ბალავაძეს ხვდა წილად. გიორგობისა და ხონელობის დღესასწაული ტრადიციულად 6 მაისს აღინიშნება“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

---

 

06.05.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=172145-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98

ნარკოტიკი, რომელმაც ახალგაზრდების სიკვდილი გამოიწვია "მეფედრონი" არ იყო - ნარკოლოგები

ექსპერტ-ნარკოლოგების ნაწილი ვვარაუდობს, რომ ნარკოტიკი, რამაც ერთი დღე-ღამის განმვალობაში სამი ახალგაზრდის სიკვიდლი გამოიწვია, "მეფედრონი", ე.წ. აბაზანის მარილი" არ იყო და ახალგაზრდების დაღუპვა "ფენტანილმა" გამოიწვია, რომელსაც ძალზე ძლიერი ზემოქმედება აქვს და ის "მეფედრონის" სახელით იყიდება. ამის საფუძვლად სპეციალისტები სიმპტომებს ასახელებენ, რომელიც მათი მტკიცებით მეფედრონს არ ახასიათებს. "ვფიქრობ რომ სავარაუდოდ ეს "ფენტანილი" შეიძლება ყოფილიყო. "ფენტანილი" არის ძალიან ძლიერი, ძალიან საშიში სინთეტური ოპიოიდი, რომელიც არის "მორფინზე" დაახლოებით ასჯერ და "ჰეროინზე" დაახლოებით 10-ჯერ უფრო ძლიერი," - აცახდებს ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი. მისი თქმით, თუ ეს პრეპარატი საქართველოშიც შემოვიდა, ჩვენ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. მომხმარებლები როდესაც იძენენ ამ ნივთიერებას, არ იციან რომ ეს არის "ფენტალინილი," როგორც წესი "ჰეროინის" სახელის საღდება, ამიტომ დოზას ვერ არჩევენ სწორად და ძალიან ხშირია სიკვდილი დოზის გადაჭარბებით. ექსპეწრტები აცხადებენ, რომ შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალისტებს იმის შესახებ, თუ რა ახალი ნივთიერებები ტრიალებს შავ ბაზარზე, იმისათვის რომ მათ იცოდნენ რაზე აიღონ ეჭვი. ოთიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართავს და აცხადებს, რომ უწყებამ აუცილებლად უნდა ამოიღოს პრეპარატი "ნალოქსონი" სარეცეპტო მედიკამენტების სიიდან, რადგან მისი თქმით, ის ერთადერთი ანტიდოტია, რომელსაც, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ამჟამად დაღუპულების ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ, რომელიც დაადგენს თუ რა პრეპარატმა გამოიწვია მათი სიკვდილი.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/narkologebis-natsilis-azrit-narkotiki-romelmats-bolo-periodshi-akhalgazrdebis-sikvdili-gamoitsvia-mefedroni-ar-iko/43468

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/109952-narkologi-preparati-naloqsoniopioidebis-dozis-gadacharbebis-shemtkhvevisas-gadaarchens-adamians

---

 

06.05.2018

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/109942-shss-2-akhalgazrdis-gardacvaleba-shesadzloa-ets-kluburi-narkotikis-mighebas-ukavshirdebodes

შსს: 2 ახალგაზრდის გარდაცვალება შესაძლოა ე.წ კლუბური ნარკოტიკის მიღებას უკავშირდებოდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, საცხოვრებელ ბინებში გარდაცვლილები არიან 39 წლის ლ.კ. და 38 წლის კ.კ.-ს. ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ. დათვალიერების შედეგად, არცერთ მათგანს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის შემდეგად გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით გარდაცვალება შესაძლოა უკავშირდებოდეს ე.წ. კლუბური ნარკოტიკის მიღებას. სამართალდამცველები რამდენიმე მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი არის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და გავრცელების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა და ნარკოტიკებისგან გამოწვეული ზიანის მაქსიმალურად შემცირება. სამართალდამცველებმა ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს 18 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება. მათ შორის შემდეგი სახის ე.წ. „კლუბური ნარკოტიკი:“ ბუპრენორფინის შემცველი 3000 აბი, 1 კილო და 355 გრამი „მდმა“, 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/202669

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/ori-akhalgazrdis-gardatsvaleba-shesadzloa-ets-kluburi-narkotikis-mighebas-ukavshirdebodes-shss/43470

კვირა.ჯი- http://kvira.ge/396086

---

 

06.05.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/134196/

სიმსივნის სამკურნალო საშუალება ტაქსოტერი მწარმოებელმა ბაზრიდან გამოითხოვა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებსა და ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებს მიმართავს, შეწყვიტონ სამკურნალო საშუალება „ტაქსოტერის“ გაყიდვა და უზრუნველყონ მისი გამოთხოვა ფარმაცევტული ბაზრიდან. ინფორმაცია „ტაქსოტერის“ ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ 4 მაისით თარიღდება. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტოში შევიდა კომპანია „Sanofi-Aventis Deutschland GmbH “-ის შეტყობინება, რომლის თანახმად, სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის მიზეზით (სპეციფიკაციით განსაზღვრული პარამეტრები სცდება დადგენილ ზღვრულ ნორმებს), ბაზრიდან გამოთხოვას ექვემდებარება ფარმაცევტული პროდუქტი – ტაქსოტერი (Docetaxel (docetaxel trihydrate)) 20 მგ/1მლ 1მლ კონცენტრატი, ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონი N1, მწარმოებელი: „Sanofi-Aventis Deutschland GmbH“ გერმანია, სახელმწიფო რეგისტრაციის №რ-014875; სერია – 7F307A, 7F307C; ვარგისობის ვადა 01. 2019 წელი.

---

 

05.05.2018

მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/statiebi/jandacva/article/11867-mthavroba-akhal-aip-s-qmnis-romelic-qronikuli-daavadebebis-samkurnalo-sashualebebze-khelmisatsvdomobas-gazrdis

მთავრობა ახალ აიპ-ს ქმნის, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის

მთავრობის გადაწყვეტილებით, არასამეწარმეო იურიდიული პირი იქმნება - "პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის", რომელიც მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებულ პრობლემას. "2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგა საქართველოში, მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შვება მიიღო, თუმცა პრობლემად რჩებოდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი პირველ ეტაპზე, წელსვე მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიონერებმა მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს არ არის მომგებიანი ორგანიზაცია, არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და ითვალისწინებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

---

 

05.05.2018

მედიასაშუალება: https://reginfo.ge/environment/item/6746-baeris-dabinwurebit-tbilisi-evropashi-mesame-adgilzea

ჰაერის დაბინძურებით თბილისი ევროპაში მესამე ადგილზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოს მრავალ რეგიონში სახიფათოდ მაღალია. კვლევით დადგინდა, რომ 10-დან 9 ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, ყოველწლიურად კი თითქმის 7 მილიონამდე ადამიანი იღუპება მყარი ნაწილაკებით გაჯერებული ჰაერის სუნთქვის გამო. „ევრონიუსის“ ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰაერის დაბინძურების მხრივ 4 300 ქალაქის და 108 ქვეყნის მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევა აჩვენებს, რომ ევროპის ქვეყნების დედაქალაქების უმრავლესობაში ჰაერში უმცირესი ზომის მყარი შეწონილი ნაწილაკების (PM10 და PM2,5) კონცენტრაცია რეკომენდირებულ ნორმაზე (ევროპული სტანდარტი არის 25 მკგ/მ3) მეტია. ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, მაკედონიის დედაქალაქ სკოპიესა და საქართველოს დედაქალაქ თბილისშია. ტალინში, სტოკჰოლმსა და დუბლინში კი ჰაერი ყველაზე ნაკლებად არის დაბინძურებული. სპეციალისტების განცხადებით, მყარი ნაწილაკები ფილტვებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაში ღრმად აღწევენ და იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ინსულტი, გულის დაავადებები, ფილტვების კიბო და პნევმონია. თბილისში ჰაერში უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკების - PM10-ის კონცენტრაცია 55 მკგ/მ3-ს შეადგენს, ანკარაში - 77 მკგ/მ3-ს, ხოლო მაკედონიაში 76 მიკროგრამს კუბურ მეტრ ჰაერში. PM2,5-ის კონცენტრაცია თბილისში 29 მკგ/მ3-ია, ანკარაში - 27 მკგ/მ3, სკოპიეში კი 45 მკგ/მ3. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საშუალო წლიურ მაჩვენებლებამდე დაიყვანონ, რაც PM10-ის შემთხვევაში 20 მკგ/მ3-ია, PM2,5-ის შემთხვევაში კი 10 მკგ/მ3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია.

---

 

05.05.2018

მედიასაშუალება: http://www.for.ge/view.php?for_id=53070&cat=3

„დეკრიმინალიზაციას ნარკოტიკების პოპულარიზაციით არ უნდა მივაღწიოთ“

„მეფედრონი“ - ეს გახლავთ აბაზანის მარილი, რომელსაც დღეს ნარკორეალიზატორები ყიდიან. ეს გახლავთ საკმაოდ ძლიერი ფსიქოსტიმულატორი, რომელიც მიღებიდან რამდენიმე საათში იწვევს ჰალუცინაციებს, ფსიქიკის დარღვევას, მძიმე ფსიქოზს და სიკვდილს. ბოლო ორი კვირის სტატისტიკა კი საგანგაშოა. სხვადასხვა კლინიკებში მოხვედრილი ახალგაზრდები ახალი თაობის სასიკვიდლო ნარკოტიკის „მეფედრონის“ ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, გარდაცვლილთა შორის არის გოგონა. სამი ახალგაზრდა კი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. ნარკომომხმარებლები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ თბილისში „მეფედრონის“ ყიდვა ყოველგვარი პრობლემის გარეშე არის შესაძლებელი და შსს ჯერჯერობით ამ პრობლემას ვერ უმკლავდება. ამასობაში ახალი თაობის მომაკვდინებელი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ საქართველოში აქტიურად ვრცელდება, რაც სიკვდილით მთავრდება. არასამთავრობო ორგანიზაციები ნარკოპოლიტიკის რეფორმის გაჭიანურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მმართველი გუნდისგან რეპრესიული პოლიტიკის შეცვლასა და საკანონმდებლო ორგანოში საკითხზე მსჯელობის დაწყებას ითხოვენ. არსებული პრობლემების რეალურად გადაჭრის გზას არასამთავრობო სექტორი სწორედ სახელმწიფოს პოლიტიკის შეცვლაში ხედავს. არასამთავრობოები ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას და ნარკოტიკული დანაშაულისთვის არსებული სასჯელების სისტემურად შემსუბუქებას ითხოვენ. მათივე მოთხოვნაა, რომ ქვეყანამ ძალიან დიდი რესურსი და აქცენტები უნდა მიმართოს მკურნალობაზე, რეაბილიტაციაზე. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს, მაგრამ არა ისე, რომ უკლებლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. „ნარკოპოლიტიკა, რა თქმა უნდა, უნდა გადაიხედოს, მაგრამ არა იმ სახით, რომელიც საზოგადოების ნაწილში არის გავრცელებული, რომ უკლებლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. ნარკოპოლიტიკის გადახედვა ნიშნავს, რომ შემცირდეს მიწოდება და შემცირდეს მოთხოვნა, ანუ ზიანი“, - აცხადებს დავით სერგეენკო. for.ge-სთან საუბრისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ისეთი ნარკოპოლიტიკის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარებას შეამცირებს და არა პირიქით გაზრდის: „ნარკოპოლიტიკა და ნარკოკანონმდებლობა - ეს ეხება არა მხოლოდ ნარკომომხმარებლებს, არამედ საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც ნარკოტიკებს არ მოიხმარს. აქ ნარკოპოლიტიკის და კანონმდებლობის დაყვანა იქამდე - დავიჭიროთ, თუ არ დავიჭიროთ, თავშივე არასწორია. რა თქმა უნდა, ნარკომომხმარებელი ციხეში არ უნდა იჯდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დეკრიმინალიზაციას ნარკოტიკების პოპულარიზაციით არ უნდა მივიაღწიოთ. რაც ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და ესეც ალბათ მიზანმიმართულად ხდება... - ბევრი ცნობადი სახე გამოდის და საუბარობს ზოგიერთი ნარკოტიკის და მაგალითად მარიხუანას „უსაფრთხოებაზე“ და ამ დროს მის „უსაფრთხოებაზე“ საუაბარი არის საფრთხის შემცველი. იმიტომ, რომ იგივე მარიხუნა იწვევს ფსიქიკურ აშლილობებს, ჰალუცინაციებს, კოორდინაციის დარღვევას, არაადეკვატურ ქცევას, ემოციურ ეგზალტაციას და მასზე ფიქსირდება ძალიან მყარი დამოკიდებულება. მომხმარებელთა 30% გადის მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე. ასე რომ, ჩვენ პირველ რიგში სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას. მედია საშუალებებში მიმდინარეობს ნარკოტიკების „უსაფრთხოების“ პოპულარიზაცია. როცა ჩვენ ასე ღიად ვსაუბრობთ ნარკოტიკების „უსაფრთხოების“ თემაზე, რა თქმა უნდა, ის ახალგაზრდებისათვისაც უფრო მიმზიდველი ხდება. რა თქმა უნდა, ვაღიარებ და არაერთხელ მითქვამს, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა არის შესაცვლელი, მაგრამ პირველ რიგში სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს. რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე საუბრობს ა-ო და ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის რეფორმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. იმისათვის, რომ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება, რა გზა უნდა დასახოს ხელისუფლებამ? - ქვეყანაში არის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, მაგრამ არა იმდაგვარი, როგორც საზოგადოებას მიეწოდება. მნიშვნელოვანია სწორად დავისახოთ მიზანი, რომ შემცირდეს ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება. ამისათვის პირველ რიგში, საჭიროა, სწორი ინფორმაცია, იმდაგვარი საკანონმდებლო რეგულაციები, რომ არ წაახალისოს არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ გამსაღებელიც, რომ არ მოხდეს ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების აფეთქება. იმიტომ, რომ თუ ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ეს პარალელურად ზრდის მიწოდებას. ამიტომ რეგულაციები უნდა იყოს სწორი. საჯარიმო სახდელების კოდექსი უნდა იყოს ადეკვატური და ისახავდეს მიზანს. არ უნდა იყოს არც სიმბოლური და არც იმდაგვარი, რომ მომხმარებელმა ან ოჯახმა ვერ შეძლოს მისი გადახდა და მთავარი მიზანი დაზიანდეს. ასევე, უნდა იქნას დოზები დაზუსტებული, თუ რომელი ნარკოტიკის რა დოზით მოხმარების შემთხვევაში არ დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მაგრამ აქაც გათვალისწინებული უნდა იყოს ჯერადობაც. არ შეიძლება მოქალაქემ ჯიბით ატაროს ნარკოტიკი, თუნდაც მცირე დოზით და ამბობდეს, რომ ეს არის მისი პირადი მოხმარებისათვის. რა თქმა უნდა, გამსაღებელი არასოდეს არ ამბობს, რომ ის ასაღებს, ამბობს, რომ ეს არის მისთვის. ამიტომ არის საჭირო დოზების დაზუსტება. ასევე პოპულარიზაცია უნდა გავაკეთოთ არა ნარკოტიკების და მისი მოხმარების, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესზე. უნდა შევქმნათ სამედიცინო სერვისები, რომ მივეხმაროთ ნარკომომხარებელს გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. მაგრამ ეს მისი სურვილიც უნდა იყოს და არა ის, რომ გამსაღებელმა და ზოგიერთმა ნარკოლოგმა ჩათვალოს - მეტი პაციენტი, მეტი ფული. ამდაგვარი მასშტაბური პროექტი საჭიროებს ფინანსურ რესურსებს და სახელმწიფოს აქვს კი ამის რესურსი? - მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პორტუგალიის მაგალითზე, პორტუგალიამ პირველ რიგში სწორი კამპანია აწარმოა ჯანსაღი ცხოვრების წესზე და სწორად საუბრობდა ნარკოტიკების საფრხეებზე. მაგრამ ამ მასშტაბურ პროექტში თითო მოქალაქეზე და არა თითო ნარკომომხმარებელზე ჩადო, დაახლოებით, 40 ევრო. ეს რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეზე გადაითვალოთ, დაახლოებით 140 მილიონი ევროა, როცა ჩვენი ჯანდაცვის ბიუჯეტი არის დაახლოებით 800-900 მილიონი. ჩვენ ფინანსურადაც სწორად უნდა გავთვალოთ. კანონპროექტი რომელიც იყო შემოთავაზებული, ამ დოკუმენტს ვაფასებ როგორც საფრთხის შემცველს. იყო მაღალი რისკი, რომ მისი მიღების შემთხვევაში ქვეყანაში გაიზრდებოდა ნარკოტიკების მოხმარება. ამიტომ, სწორად დააყენა პარლამენტმა საკითხი და დიდი განხილვები არ გაგრძელებულა. თუმცა, ნარკოპოლიტიკა უნდა იქნას სწორად დაგეგმილი და მისი მიზნი უნდა იყოს ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების შემცირება. 2013 წლის შემდეგ თანმიდევრულად ვახორციელებთ ნარკოპოლიტიკას, თუმცა, უფრო სწრაფი ტემპებით ჯობია. რას გულისხმობთ? - 2012-2013 წლების შემდეგ გარკვეული ლიბერალური დამოკიდებულება უკვე შეინიშნება. მაგალითად, საპატიმრო სასჯელები არის შემცირებული. აქვე აღვნიშნავ, რომ სასჯელის ზომა კიდევ უნდა გადაიხედოს, ისევ მაღალია სასჯელი. ასევე სამჯერ არის შემცირებული ტესტირებაზე მოქალაქეების გადაყვანის რიცხვი. ადრე წელიწადში ფიქსირდებოდა დაახლოებით 60 ათასი გადაყვანა, დღეს ეს აღწევს 20-22 ათასს. აქედან 1/3 ნარკოტიკების მოხმარება ფიქსირდება. მინისტრის ბრძანებით დღეს საფუძვლიანი ეჭვის გარეშე მოქალაქეს ვერავინ ვერ გადაიყვანს შემოწმებაზე. თუმცა, არც მისი შეუმოწმებლობა არ შეიძლება და არ შეიძლება ქუჩაში ნარკომომხმარებლებმა თავის ნებაზე იარონ. ეს ფორმა გარკვეულწილად, უკვე არის ნარკოტიკების პოპულარიზაცია, როდესაც სხვა არამომხმარებელი ახალგაზრდა უყურებს, რომ სკვერში ზის ადამიანი ნარკოტიკული თრობის ქვეშ და ის არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება, ეს შეიძლება ვიღაცისთვის წამახალისებელიც კი აღმოჩნდეს. როდესაც ქვეყანაში არის არასახარბიელო სოციალური ფონი, უმუშევრობა არის მაღალი, იგივე სტრესული სიტუაცია და ა.შ. არასწორად, მაგრამ ზოგჯერ გამოსავალს ეძებენ იმაში, რომ ისინი ეძლევიან ნარკოტიკულ თრობას. ვფიქრობ, რომ სწორად უნდა დავგეგმოთ ნარკოპოლიტიკა. კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში იყო შემოტანილი, მთავარი კითხვა და განსჯის საგანი იყო - დავიჭიროთ, თუ არ დავიჭიროთ. ამაზე ყველა ვთანხმდებით - არ დავიჭიროთ, მაგრამ არ გავავრცელოთ ნარკოტიკები.

---

 

04.05.2018

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/ratom-ghirs-turketshi-tsamlebi-upro-iapi-vidre-sakartveloshi-ministris-komentari

რატომ ღირს თურქეთში წამლები უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში _ მინისტრის კომენტარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თურქეთში მედიკამენტების დაბალ ფასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. სერგეენკოს თქმით, საქართველოსთან შედარებით, თურქეთში წამლების დაბალ ფასს დიდი ბაზარი და სახელმწიფოს ჩართულობა განაპირობებს: „ჩვენგან განსხვავებით თურქეთმა, როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ისე ფარმაწარმოებაში. მეორე ის, რომ თურქეთი მოსახლეობის მხრივ საკმაოდ დიდ ბაზარს წარმოადგენს და სახელწიფო მძლავრი ჩართულობის გამო თურქეთს საერთაშორისო მწარმოებლებთან აქვს მოლაპარაკება, რომ მათ გააკეთონ ე.წ. წარმოების ლოკალიზაცია, ანუ სხვა ქვეყნების დიდმა ფარმაკომპანიებმა აწარმოონ თურქეთში და ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. მესამე ის, რომ თურქეთმა მოახერხა რამდენიმე წლის წინ რეგიონის კონსოლიდირებულ შესყიდვაში, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გაერთიანებული ძალებით ყიდულობს ერთი და იმავე წამალს და ესეც არის ფასდაკლების ბერკეტი“, – განაცხადა სერგეენკომ.

რეგინფო.ჯი- http://reginfo.ge/people/item/6726-sergeenkom-ganmarta,-ratom-girs-turqetshi-medikamentebi-upro-iapi,-vidre-saqartveloshi

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/ratom-ghirs-wamlebi-saqartveloshi-orjer-ufro-dzviri-vidre-turqetshi/

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/ratom-ghirs-tsamlebi-turqetshi-ufro-iafi-vidre-saqartveloshi-davit-sergeenkos-ganmarteba/43368

---

 

04.05.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=64933

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს აშშ-ის შემფასებელთა ჯგუფი ესტუმრა

აშშ-ის ევროპული სარდლობისა და აშშ-ის არმიის სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო მზადყოფნის (CMEP) შემფასებელთა ჯგუფი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ესტუმრა. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში შედგა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დავით ტორუამ ვიზიტორებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა პირადად გააცნო. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების დროს ცენტრის როლისა და ფუნქციების შესახებ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ის სივრცეც დაათვალიერეს, სადაც ცენტრის პერსონალი პროფესიული უნარების განვითარებისთვის ტრენინგს პერმანენტულად გადის. აშშ-ის ევროპული სარდლობისა და აშშ-ს არმიის სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო მზადყოფნის (CMEP) შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტის მიზანს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას უწყებრივი როლისა და შესაძლებლობების შეფასება წარმოადგენს.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/491445-sagangebo-situaciebze-mzadyofnis-shemfasebeltha-jgufi-sagangebo-situaciebis-koordinaciisa-da-gadaudebeli-dakhmarebis-centrs-estumra.html?ar=A

პია.ჯი- https://pia.ge/post/201287-sagangebo-situaciebze-mzadyofnis-semfasebelta-jgufis-viziti

---

 

 

04.05.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/133823/

დღეს საბჭო თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობაზე იმსჯელებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 4 მაისს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭო აჭარის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში „ევექსის“ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეს საბჭო სამინისტროში ოთხ საათზე შეიკრიბება. კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავს საბჭო, ამის შესახებ სააგენტოში ინფორმაცია არ გაამხილეს, თუმცა გვითხრეს, რომ საბჭოზე გასულ საკითხებზე გადაწყვეტილებები დღესვე გახდება ცნობილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საბჭოს სხდომას თემურ გაბაიძის ოჯახის წევრები დაესწრებიან. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში ჰქონდა დასკვნა იმის შესახებ, თუ რა დარღვევები გამოიკვეთა პაციენტის სამედიცინო ისტორიაში, თუმცა საკითხზე საბჭოს, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს, ამ დრომდე არ უმსჯელია. ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოში რომ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა ჭიანურდება, ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშშიცაა აღნიშნული. თემურ გაბაიძე გასულ წელს, კუროტ „გოდერძიზე“ დაშავდა და დაშავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი სამედიცინო ისტორია საქართველოს სამედიცინო საქმიანობის სააგენტომ გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა და რამდენიმე დარღვევა დაადგინა. კერძოდ: სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები კი არაადეკვატური იყო. ოპერაციისას, ანესთეზიის დროს, დაშვებული იყო შეცდომა და გამოყენებული იყო მინიმალურ დოზაზე ნაკლები პრეპარატი, ასევე ოპერაცია მიმდინარეობდა არასაკმარისი ანალგეზიის პირობებში. არ ჩატარებულა ინფექციონისტის კონსულტაცია და ანტიკონვულსური (გვერდითი მოვლენები) თერაპია დაინიშნა არაადეკვატური სქემით და ა.შ. სამედიცინო საქმიანობის სააგენტომ პროფესიული განვითარების საბჭოს სამი ექიმის [შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმი, ხათუნა გელაშვილი, შპს „უნიმედი აჭარას“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები: გიორგი კავთელაძე და მაია მამისაიშვილი] პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე მიმართა.

---

 

04.05.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36345/shssm-quchashi-mtskhovreb-da-momushave-bavshvebtan-dakavshirebit-samushao-shekhvedra-gaimarta

შსს-მ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინიციატივით, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის, იუსტიციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შსს-მ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით არსებული ვითარების, ასევე, იმ პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ, რომლებიც აფერხებს ქუჩაში მოზარდების ცხოვრებისა და მუშაობის წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას. შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით პრობლემების მოგვარებისა და აღმოფხვრის შესახებ უწყების ხედვა გააცნეს. „უახლოეს მომავალში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, პრევენციული კამპანიის გაძლიერებას, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან პოლიციის თანამშრომლების მუშაობის პროცედურების შესახებ დეტალური ინსტრუქციების შემუშავებას და მათ გადამზადებას. ასევე, აღნიშნულ პრობლემებზე მომუშავე უწყებების თანამშრომლების მულიტიდისციპლინური შეხვედრების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის აღკვეთას“, - წერს შსს.

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=64909

---

 

04.05.2018

მედიასაშუალება: http://presa.ge/new/?m=politics&AID=65516

სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობის შეფასების და სოციალური დაცვის პროგრამა შეიმუშაოს, რათა შესაძლებელი გახდეს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულების, მარტოხელა მშობლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ა.შ. ფინანსური დახმარება. სახალხო დამცველის აპარატმა კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების მდგომარეობა გააცნო და მათი მოსაზრებები და შეფასები მოისმინა. სახალხო დამცველის შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია გალის რაიონში შექმნილი მდგომარეობა, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად მოსახლეობა დღითიდღე მეტად ექცევა იზოლაციაში და ეზღუდებათ საბაზისო საჭიროებები: განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მცირე ვაჭრობის და ამით შემოსავლის მოძიების შესაძლებლობა, ნათესაური კავშირების შენარჩუნება და აშ. ამ ყოველივეს ემატება აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალი. "საქართველოს სახალხო დამცველი უკანასკნელი ოთხი წელია, თავის საპარლამენტო ანგარიშში დამოუკიდებელ თავს უთმობს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებებს. წელსაც ანგარიშში აღწერილია ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც უწევთ ცხოვრება მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურ რეჟიმში. ირღვევა მათი ისეთი უფლებები, როგორიცაა გადაადგილების, უსაფრთხოების, სამედიცინო სერვისებზე და განათლებაზე ხელმისაწვდომობის და ა.შ. ვფიქრობთ, საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო დონორ ორგანიზახიებთან, რათა ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის პირობები და უფლებები უფრო მეტად იყოს დაცული",- განაცხადა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მიმართა რეკომენდაციით ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, მხარი დაუჭირონ გადაწყვეტილებას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ და აპირებს ჩაერთოს სამთავრობო და საპარლამენტო განხილვებში საკუთარი მოსაზრებების და შეთავაზებების დასაფიქსირებლად.

---

 

04.05.2018

მედიასაშუალება: http://alt-info.com/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0/

პასუხის პასუხი ნარკოდეკრიმინალიზაციის მომხრე ნარკოლოგთა ჯგუფს

უკანასკნელ პერიოდში ქართული მედიის დიდი ნაწილი და “გირჩი”, თეთრი ხმაურის მოძრაობა” და სხვა არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციები აქტიურად აწარმოებენ პროპაგანდას და საზოგადოებაში ქმნიან მცდარ წარმოდგენას, თითქოს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ევროპაში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა და რომ დეკრიმინალიზაციის შედეგად მცირდება ნარკოტიკების მომხმარებლების და მოხმარებისგან გარდაცვლილთა რაოდენობა. 27 აპრილს პარლამენტში ამ თემაზე ძალიან კარგი ანგარიში წარმოადგინა ექიმმა-ინფექციონისტმა, გიორგი კანდელაკმა და არგუმენტირებულად ახსნა, რომ ევროპის იმ ორად-ორ ქვეყანაში, სადაც ნარკოტიკების ფლობა დეკრიმინალიზებულია, პორტუგალიასა და ჩეხეთში, ამ სფეროში ევროკავშირის პასუხისმგებელი ორგანოს, ნარკოტიკებზე და ნარკოტიკულ დამოკიდებულებაზე ევროპული მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მონაცემების თანახმად, დეკრიმინალიზაციის შემდეგ მდგომარეობა ორივეგან მკაფიოდ გაუარესდა. ცხადია დეკრიმინალიზაციის ლობისტებს მათ პროპაგანდასთან არგუმენტირებული დაპირისპირება არ მოეწონათ და ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერ პროპაგანდაში ჩართული ნარკოლოგების ჯგუფმა გიორგი კანდელაკის ანგარიშის კრიტიკული პახუსი გაავრცელა, სადაც კანდელაკი მანიპულაციურ მიდგომაში და ყალბი დასკვნების გავრცელებაში დაადანაშაულეს. ნარკოდეკრიმინალიზაციის მხარდამჭერი ნარკოლოგების ამ კტირიკაზე ექიმმა გიორგი კანდელაკმა კვლავ ამომწურავი საპასუხო ანალიზი გამოაქვეყნა...

---

 

ბეჭდვითი მედია

07.05.2018

მედიასაშუალება:      ასავალ-დასავალი

გააღვიძეთ სერგეენკო, მორგში ვართ!

საბჭოთა კავშირის დაქცევისა და დანგრევის გარიჟრაჟზე ცნობილმა ქართველმა მწერალმა, რიტიკოსმა და პუბლიცისტმა, ბატონმა თამაზ წივწივაძემ ნამდვილი შედევრი შექმნა და საზოგადოება გულიანად ახარხარა, როცა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პარტისტორიის კათედრის გამგე ამხანაგი გრიშა ბრეგვაძე სამთელქვეყნოდ შეანჯღრია - "გაიღვიძე, გრიშა ბიძია, დეპოში ვართ!" რაც შეეხება დავით სერგეენკოს, ისე ჩვენმა მტერმა გაიღვიძა, პატივცემულო მკითხველო, როგორც საქართველოს დღევანდელი ჯანდაცვის მინისტრი ვინმემ გააღვიძოს და აზრზე მოიყვანოს! საქმე ის გახლავთ, რომ დავით სერგეენკო მემთვრალეობაშია ეჭვმიტანილი და მისი გამოფხიზლება და გონზე მოყვანა ისეთივე წყლის ნაყვაა, როგორც, მაგალითად, ცნობილი პორნოვარსკვლავის ჩიჩოლინას ქალწულობის აღდგენა ანდა ნიკა გვარამიასგან სალამურის გამოთლა. ჯანდაცვის სამინისტროში ლეგენდებსა და ანეკდოტებს ჰყვებიან ორი "საბუტილნიკის" - დავით სერგეენკოსა და ნოდარ ხადურის ქეიფების შესახებ, რომელიც თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის დასაწყისში, უკრაინულ რესტორან "ხუტოროკში" განსაკუთრებული ინტენსივობით მაშინ იმართებოდა, როცა ხადური ფინანსთა მინისტრი იყო. სერგეენკოს მემთვრალეობას და თავზ დალეწილი თეფშების ისტორიას არ გამოვეკიდებოდი, ჯანდაცვის სისტემაში საქმე აწყობილი რომ იყოს! უბედურება სწორედ ის არის, რომ დავით სერგეენკოს უმოქმედობითა და უუნარობით უწყებაში მოკალათებული ბიუჯეტის ვირთხები ბოროტად სარგებლობენ და ხალხსა და ქვეყანას სისხლს წოვენ! მაგალითად არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სერგეენკოს ყოფილმი მოადგილის ზაზა სოფრომაძის საკურატორო სფეროში, კერძოდ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილის მსობლები თუ უახლოესი ნათესავები სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან და სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას უკანონოდ ღებულობენ! ერთ-ერთი უდიდესი პროგრამა, რომელიც სერგეენკოს მინისტრობის დროს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაცია გახლავთ. "ჯლიადს" სერგეენჰოს ხელქვეითებმა გარანტია მისცეს, რომ საქართველოში მათ C ჰეპატიტით დაავადებული მინიმუმ 20 ათასი პაციენტისთვის მაინც უნდა გამოეგზავნათ "სოფოსბუვირი". სინამდვილეში ჯანდაცვის სამინისტრომ 10 ათას პაციენტს თუ მოუყარა თავი, რაც კომპანია "ჯილიადის" გაღიზიანებას იწვევს! საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში გოჩა ინგოროყვას კლინიკისა და "ავექსის" ქსელის სახით არსებობენ პრივილეგირებული სამკურნალო დაწესებულებები, რომლებსაც სამინისტრო მყისიერად, უპრობლემოდ აფინანსებს, მაგრამ არის საავადმყოფოები, რომლებსაც თვეობით აწამებენ და ფულს არ ურიცხავენ! თუ ასეთი საავადმყოფო ხმას ამოიღებს, უმალ გააქტიურდება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი და, ფაქტობრივად, საქართველოს ჯანდაცვის არაოფიციალური მინისტრი გია თვალავაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5270291&name=07.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

07.05.2018

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"ექიმებმა მითხრეს, ეს აფრიკის ქვეყნებშიც არ ხდება, საიდან ჩამოხვედითო"

რა მოხდა იაშვილის კლინიკაში, ამის გასარკვევად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. იაშვილის კლინიკაში გვიპასუხეს, რომ რეგულირების სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუმცა რა სამედიცინო მანიპულაციები ჩაუტარდა ნენე მოდებაძეს, არ გაგვიმხილეს... ორი წლის ნენე მოდებაძის ისტორიამ მთელი საქართველო შეძრა. ბავშვის დედა ლია ალიბეგაშვილი ჰყვება, რომ ნენე ორი თვის იყო, როცა ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა, მაგრამ ამ ოპერაციის ჩატარება საქართველოში ვერ შეძლეს და ე.წ. მოსამზადებელი ქირურგიული ჩარევა იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა. რვა თვეში ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა, მუცელი გაეზარდა და სითხით გაევსო. გოგონას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, იაშვილის კლინიკის ექიმები კი მისი შეუძლოდ ყოფნის მიზეზს ვერ ადგენდნენ, ამიტომ ოჯახმა ბავშვის საფრანგეთში წაყვანა გადაწყვიტა. ლია ალიბეგაშვილი: - თავდაპირველად ფრანგ ექიმებსაც გაუჭირდათ დიაგნოზის დასმა. ერთ-ერთი პროფესორი დაუკავშირდა ქართველ ქირურგს, რომელმაც ნენეს ოპერაცია თბილისში გაუკეთა, თუმცა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. როდესაც ნენე ერთი წლისა და ორი თვის გახდა, ფრანგმა ექიმებმა ოპერაცია გადაწყვიტეს. ხუთი საათის შემდეგ ექიმი გამოვიდა, სინჯარით ტამპონი გამომიტანა და მითხრა, აი, ნახე, რა ვნახეთ მის მუცელში და ნენეს რა ტანჯავდაო. სასიკვდილოდ გაწირეს ბავშვი! რაც თქვენ დაგემართათ, აფრიკის ქვეყნებშიც არ ხდება, საიდან ჩამოხვედითო - ზუსტად ასე მითხრა! ბავშვი საფრანგეთში რომ არ წაგვეყვანა, დღეს შვილი აღარ მეყოლებოდა. ნენე მოდებაძის ბიძა გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ დოლბანდი ბავშვს ღვიძლზე ჰქონდა მიკრული. ამის გამო ორგანო მთლიანად იყო დაზიანებული და ბავშვს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა. რა მოხდა იაშვილის კლინიკაში, ამის გასარკვევად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. "კვირის პალიტრა" იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ რეგულირების სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუმცა რა სამედიცინო მანიპულაციები ჩაუტარდა ნენე მოდებაძეს, არ გაგვიმხილეს... ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოპერაციის შემდეგ პაციენტს მუცლის ღრუში "ექიმის საჩუქარი" აღმოუჩინეს. ცოტა ხნის წინ ონკოქირურგმა ირაკლი თოდუამ პაციენტის მუცლის ღრუში სამედიცინო პინცეტი აღმოაჩინა. 25 წლის წინ პაციენტს ნაღვლის ბუშტი ამოაჭრეს და ექიმს მაშIინ დარჩა. აღსანიშნავია, რომ მას წლების განმავლობაში არაფერი აწუხებდა და სულ სხვა პათოლოგიის გამო დასჭირდა ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ პაციენტს უცხო სხეული ამოუღეს... კიდევ ერთი დაზარალებული მალხაზ შავგულიძეა, რომელმაც შარდის ბუშტის ოპერაცია 2013 წელს გაიკეთა, თუმცა არასწორი მანიპულაციებს გამო რამდენჯერმე დააბრუნეს კლინიკაში: - როგორც მითხრეს, თავდაპირველად ჭრილობა გაიხსნა და ხელახლა გამიკერეს. 12 კათეტერი მედგა. მოგვიანებით ერთ-ერთი გაიჭედა და ისევ საოპერაციოში შემაბრუნეს. ერთ კვირაში გაირკვა, რომ თურმე შარდი მთელ ორგანიზმში იღვრებოდა და კვლავ საოპერაციოში აღმოვჩნდი. მაღალი ტემპერატურა მქონდა. ჩემი შვილი გერმანიაში ცხოვრობს. მითხრა, რამდენ ხანს უნდა გაწვალონ, ჩამოდი და აქ გიმკურნალებო. პირველივე გამოკვლევისას გერმანელმა ექიმებმა მითხრეს, ოპერაცია არასწორად არის ჩატარებული, მარჯვენა სადინარი მარცხნივ არის მიკერებული, მარცხენა კი საერთოდ არ არის შარდის ბუშტთან მიერთებულიო. მუცლის გაჭრის შემდეგ გამაოგნებელი სანახაობა დახვდათ - მარჯვენა მხარეს, ბრმა და სწორ ნაწლავს შორის, კათეტერის მილები იყო ჩარჩენილი. მთელი კლინიკა გაიძახოდა,"კატასტროფიკ, კატასტროფიკო. რა ზომებს მიმართავს ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო? "კვირის პალიტრა" რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო ხუციშვილს ესაუბრა: - ნენე მოდებაძის საქმეზე იაშვილის კლინიკაში დავიწყეთ დოკუმენტაციის შესწავლა. თუ სამედიცინო გადაცდომა დადასტურდა, კანონმდებლობა სერტიფიკატისა და პროფესიული საქმიანობის შეჩერებას ითვალისწინებს. პასუხს ველოდებით ფრანგული კლინიკიდანაც. - ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველმაც გაგაკრიტიკათ იმის გამო, რომ რეგულირების სააგენტო სამედიცინო დარღვევების ადეკვატურ ზომებს არ იღებს და საეჭვო კვალიფიკაციის ექიმები ისევ მუშაობენ... - ნინო ლომჯარიას ანგარიშში მითითებულია, რომ ხალხს აქვს განწყობა, თითქოს კანონმდებლობა და ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების მიმართ სათანადოდ მკაცრი არ არის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, არ არსებობს სტატისტიკა, ოპერაციის დროს პაციენტების სხეულში დარჩა თუ არა რაიმე ნივთი. ასეთი საჩივრებით პაციენტები ხშირად არ მოგვმართავენ. - ხშირად რას ნიშნავს? ერთეული შემთხვევები არ არის საკმარისი, რომ ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს? - თუ ფაქტი დასტურდება, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ადეკვატურად მოქმედებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5270270&name=07.05.2018+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

07.05.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

როგორ ვუშველოთ - ნარკოტიკული მოწამვლის ახალი სიმპტომები და გადარჩენის მეთოდი

ბოლო 2 კვირაში 10 გარდაცვლილი ადამიანი - ქვეყანაში დაუდგენელი ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისა და, სავარაუდოდ, მათი მიღებით გამოწვეული შედეგები უკვე საგანგაშო ხასიათს იძენს. ძილქუში და მოძრაობის უნარის შეზღუდვა ის მთავარი სიმპტომებია, რაც მომხმარებლის დაძინების შემთხვევაში მისი გაგუდვით სრულდება. "თეთრი ხმაურის მოძრაობაში", რომელიც აქტიურად იბრძვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის, ქვეყანაში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ შავ ბაზარზე მიზანმიმართულადაა შემოტანილი ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს იწირავს. გაურკვეველ კლუბურ ნარკოტიკებს უკავშირებენ შაბათს ორი მამაკაცის გარდაცვალებასაც. ისინი კლუბში ერთად იმყოფებოდნენ. მეგობრები ვარაუდობენ, რომ, ე.წ. სტიმულატორების ნაცვლად, მათ დაუდგენელი ნარკოტიკული საშუალება შეაპარეს, რამაც ძილის დროს სიკვდილი გამოიწვია. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეულ სიკვდილს განიხილავს, ვინაიდან გარდაცვლილებს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდათ. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ, ასევე, შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით. "დათვალიერების შედეგად გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი. "ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი", - აცხადებენ შსს-ში. რაც შეეხება წინა ორ შემთხვევას, უწყებაში ამბობენ, რომ ექსპერტიზა ჯერ ისევ მიმდინარეობსდა ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ნივთიერებამ გამოიწვია ახალგაზრდების სიკვდილი. "თეთრი ხმაურის მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ამ საგანგაშო ვითარებაში სახელმწიფო დუმს და თავს არიდებს პასუხისმგებლობას. მათი ვარაუდით, ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და "სისტემა გვიმეტებს სიკვდილისთვის". მოძრაობა ყველა ადამიანს, ვინც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს, მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავონ ყველა სუბსტანციის მიღებისგან. "ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ. მეფედრონია ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს იყოს ბიოჰეროინი, იგივე ფენტალინი). მოცემულობა ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ საბოტაჟს, სადაც მომხმარებლები სრულიად დაუცველ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამ გენოციდის ვითარებაში კი მხოლოდ ერთმანეთის გაფრთხილება თუ გადაგვარჩენს", - ნათქვამია განცხადებაში. "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრი დავით სუბელიანი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ეს არის ე.წ. სტიმულატორებისა და ოპიატების ნაზავი, რომელიც ხან მომატებულ ენერგიას, ხანაც ძილს იწვევს. მომხმარებლებს კი არ აქვთ ინფორმაცია, რა სახის ნივთიერება მიიღეს. ჩვენ მტკიცებულება არ გვაქვს, რადგან ნამდვილად არ მიგვიწვდება ხელი რაიმეს გადამოწმებაზე. თუმცა ვინც ნარკოპოლიტიკის სფეროში მუშაობს, ყველამ იცის და მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, რომ ხშირად ხდება ნივთიერებების გაბევრება, გაძლიერება, დაბინძურება წმინდა ეკონომიური მიზეზითაც. "გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო მეფედრონით გამოწვეული ინტოქსიკაცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ სინამდვილეში ოპიატებისა და სტიმულატორების ნაზავთან გვაქვს საქმე. "რამდენიმე ადამიანს გავესაუბრეთ, ვინც ეს ნივთიერება მოიხმარა და კლინიკური სურათი, რასაც ისინი ყვებიან, ძალიან საინტერესოა. ამბობენ, რომ რაღაც მომენტში იყვნენ აჟიტირებულები, მერე უვარდებოდათ ენერგია, მოძრაობის უნარი ეზღუდებოდათ და ძილი ერეოდათ. ეს რომ მხოლოდ სტიმულატორი იყოს, დაძინება ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ ეს ადამიანები იძინებენ ისე, რომ, სავარაუდოდ, ნარწყევი გუდავს. "გარდაცვლილთა შესახებ არ გამოქვეყნებულა დასკვნები, მაგრამ მე მახსენდება ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენლის განცხადება, რომ მათ, ვინც, მათთან აღნიშნული ნივთიერების ინტოქსიკაციით მოხვდნენ, ჰქონდათ ეს სიმპტომები - მიძინება და ღებინება. "ოპიატების მიღების დროს ძალიან ხშირად ითრგუნება სუნთქვა და ინტოქსიკაციაზე პასუხად ორგანიზმში იწყება ღებინება. თუმცა იმდენად დავარდნილი გაქვს ენერგია, რომ ამ დროს არ გეღვიძება და შენი ნარწყევი გიჭედავს სასუნთქ გზებს. მე ვფიქრობ, დაახლოებით ასეთ პროცესთან გვაქვს საქმე", - ამბობს დავით სუბელიანი. მისი თქმით, ერთია, როდესაც ოპიატების მომხმარებელი ხარ და იცი, როგორ მოიქცე და მეორეა, როდესაც ე.წ. სტიმულატორებს იყენებ, არ იცი, რატომ გაქვს აღნიშნული სიმპტომები და არც სიკვდილს ელოდები. "მე რომ ვიცოდე, ვინმემ მიიღო ნარკოტიკი, რომელშიც შეიძლება ოპიატი იყოს გარეული, დაძინების საშუალებას არ მივცემ და ამით გადავარჩენ. ამ დროს ადამიანი უმეთვალყურეოდ არ უნდა იყოს დატოვებული. მომხდარი შემთხვევები კი მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ იცოდნენ, ოპიატი თუ იყო გარეული", - ამბობს დავით სუბელიანი და აღნიშნავს, რომ რთულია დარწმუნებით თქმა, ეს დივერსიაა თუ არა, თუმცა ამ ქვეყანაში არაფერია გამორიცხული. "ნებისმიერი ხელისუფლების დროს პოლიტიკის გამო ჩვენ გვინახავს უამრავი ბინძური მეთოდი. რამის მტკიცება რთულია, მაგრამ სახელმწიფოს დასადანაშაულებლად ისიც კი საკმარისია, რომ ამდენი ხანი ჩუმადაა და შედეგებს არ აქვეყნებს. სად არის ჯანდაცვის სამინისტრო მაშინ, როცა ადამიანების მოწამვლა პირდაპირ მას ეხება?! ქრომოტოგრაფია არის საშუალება, რომლითაც შეიძლება გაიზომოს სისხლში სხვადასხვა ნივთიერების კონცენტრაცია და დადგინდეს, რა სახის და რაოდენობის ნივთიერებები იყო. 2-3 საათში გაძლევს პასუხს. რამდენი ხანია, ის ორი ადამიანი გარდაიცვალა და ჯერ კიდევ არ ვიცით პასუხი. "ან ზაფხულში "ჯემ ფესტზე" რომ კრიზისი იყო, სადაც გოგონა გარდაიცვალა, რა სახის ნივთიერებით დაიღუპა, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა?! მხოლოდ ჩვენი ვარაუდია ცნობილი, ოფიციალური პასუხი არავის მოუსმენია. ამ ვითარებაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელმაც სასწრაფოდ უნდა თქვას, რასთან გვაქვს საქმე. "ქვეყანაში ნარკოშიმშილია. ადამიანებს რასაც აწვდიან, იმას იღებენ, არ აქვთ ნარკოტიკი და ეპოტინებიან ყველაფერს, ვინც რას გაუზიარებს. ძალიან სარისკო გარემოა და ამ ვითარებაში სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია", - აცხადებს დავით სუბელიანი და იმ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც დივერსიის ეჭვი ჩნდება. "ეს სახელმწიფოს აძლევს იმის საშუალებას, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმირება არათუ წინ წავიდეს, არამედ რიტორიკა გააძლიეროს და საზოგადოებაში გააღვივოს განწყობა, რომ "შვილები გვეღუპებიან". ეს კიდევ უფრო ცუდ შედეგს მოიტანს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. დიდი პოლიტიკური ქარტეხილია ამ ვითარების ირგვლივ", - ამბობს დავით სუბელიანი. ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე აცხადებს, რომ თავიდანვე არასწორი იყო, როდესაც მედიაში მიდიოდა მტკიცება, თითქოს ეს იყო მეფედრონით ინტოქსიკაცია. სინამდვილეში საქმე გვაქვს ოპიატისა და სხვა ნივთიერებების მიქსთან. "სტიმულატორი არ გაძინებს, გამორიცხულია, თუ რაიმე საძილე ან ოპიატი არ არის გარეული. ძილი და სიკვდილი ძილში უფრო ოპიატებისათვის არის დამახასიათებელი. კლინიკა ასეთია: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ძილიანობა და კომა. ასე რომ, რაღაცა მიქსია და ვერ ვადგენთ, რა არის, არ გვაქვს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და ვარაუდის დონეზე ვართ. თუ მიდიან "ემერჯენსიმდე", მაშინ კიდევ საშველი არის, მაგრამ სახლში იღუპებიან", - ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5270246&name=07.05.2018+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

 

ალია- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5270263&name=07.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

კვირის პალიტრა-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5270605&name=07.05.2018+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

რეზონანსი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5270286&name=07.05.2018+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

 

           

ალია- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5270262&name=07.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

07.05.2018

მედიასაშუალება: ალია

სად იშოვნოს ამ ახალგაზრდა დედამ 120 ლარი ერთი ვაქცინისთვის?

ერთმა ახალგაზრდა დედამ მიამბო, რომ მისი 1 წლის და 6 თვის შვილს აცრა ესაჭიროება, მაგრამ არა აქვს ფრანგული ვაქცინისთვის ფული - 120 ლარი ღირს ფრანგული პრეპარატი - აი, ჩინური კი უფასოა. ექიმმა აუხსნა, რომ უფასო ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში - ტემპერატურა ექნება პატარას და გართულებებიც შეიძლება მოჰყვეს აცრას. გადავამოწმე პირველივე პოლიკნილიკაში, რომელიც გუგლმა ამომიგდო - სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი №3. დამიდასტურეს: ჩინური ვაქცინა უფასოდ კეთდება, ხოლო ფრანგული ორი სახის აქვთ - ერთი 95 ლარი ღირს, მეორე - 125. მითხრეს, რომ კი, ცოტა გართულებები მართლაც მოჰყვება ჩინურ ვაქცინას, მაგრამ - იკეთებენ ხოლმე (!). იკეთებენ კი: უპატრონოები, უფულოები, სოციალურად დაუცველები, გაჭირვებულები... ვაქცინა, რომელიც ჯანმრთელ ბავშვს გაურთულებს ჯანმრთელობას - როგორ იმოქმედებს ბავშვზე, რომელიც შესაძლოა, არ იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი? სად და რა დროს ზოგავს სახელმწიფო თანხას? ვის ხარჯზე ზოგავს სახელმწიფო ფინანსებს? – 2 წლამდე პატარების ხარჯზე? თუ ამ ვაქცინამ უკუ რეაქცია გამოიწვია? თუ ეს ვაქცინა იმდენად უვარგისი, რომ არ იმოქმედა - რამდენ წელიწადში მივიღებთ, ამა თუ იმ დაავადების ეპიდემიას? სად იშოვნოს ამ ახალგაზრდა დედამ 120 ლარი ერთი ვაქცინისთვის? ამ ქვეყანაში, ყველაფერს, აი, სულ ყველაფერს - ჩვილის სიცოცხლესაც კი, ფული და უფულობა წყვეტს!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5270259&name=07.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

07.05.2018

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

აჭარბებს თუ არა ნორმას ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი

„ჰაერის დაბინძურების მიხედვით საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგებში არ არის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, კვლევები, რომელსაც სახელმწიფო ატარებს სრულ თანხვედრაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებთან. „ჩვენ თანხვედრაში ვართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებთან. ისინი ამ ინფორმაციას ჩვენგან და სატელიტური დაკვირვებებიდან იღებენ. არის ხოლმე მოსაზრება, რომ ჩვენი მონაცემების მიმართ სანდოობა დაბალია. ეს არაფრით დასტურდება, საკმაოდ თანამედორვე ტექნოლოგიები გვაქვს. თბილისში ორი წლის წინ იაპონური სადგურები, გასულ წელს კი ქუთაისში ევროპული სადგური დამონტაჟდა და მათი მონაცემების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზიის რუკაზე საქართველო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიხედვით მოწინავე ქვეყნების რიგებში არ არის“, - აცხადებს მეგრელიშვილი. მისივე თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ჰაერის ხარისხზე უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს. „დღეისთის სამი ავტომატური სადგური გვაქვს, რომლების საშუალებითაც ძირითად დამბინძურებლებს ვაკვირდებით. ეს არის უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები PM2,5 და PM10, აზოტის ჟანგეულები, გოგირდის ბიოქსიდი, ნახშირჟანგი და მიწისპირა ოზონი. ინფორმაცია აღნიშნული ნაწილაკების დაბინძურების დონის შესახებ ყოველწუთიერად ახლდება. იმისთვის, რომ დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტი ტერიტორია მოვიცვათ, ჩვენი სააგენტო ინდიკატორულ გაზომვებს ახორციელებს. სწორედ ამ გაზომვების შედეგებიდან ჩანს, რომ მთავარი დამბინძურებელი არისა აზოტის ჟანგეულები, თუმცა მათი დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები იშვიათ შემთხვევაში ფიქსირდება, სხვა შემთხვევებში კი საშუალო დოზით. ანუ ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა არის აზოტის ჟანგეულები და მტვერი, ანუ მცირე ზომის მყარი ნაწილაკები. სხვა დამბინძურებლები, მაგალითად გოგირდის ბიოქსიდი ევროპულ ნორმაზე რამდენჯერმე მცირეა. ეს იმის დამსახურებაა, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე ბენზინში გოგირდის შემცველობა 25-ჯერ, დიზელში კი 5-ჯერ შემცირდა“, - განმარტავს ნოე მეგრელიშვილი. მისივე განცხადებით, იქ სადაც ავტოტრანსპორტის ნაკადი, საცობები დიდია, აზოტის ჟანგეულების მაჩვენებლები დასაშვებ ნორმებზე მაღალია: „ასეთია მელიქიშვილის გამზირი, 26 მაისის მოედანი (კოსტავას ქუჩისა და პეკინის ქუჩის ტერიტორია), მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორია და სხვა.“ ამასთან, ნოე მეგრელიშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებაში დიდი როლი აქვს ჰიბრიდული ავტომანქანებისა და ელექტრომობილების მოხმარების გაზრდას. „2017 წელს ბენზინისა და დიზელის აქტივის გასახადი 2-3ჯერ გაიზარდა. მკვეთრად შეინიშნება საწვავის მოხმარების შემცირება და ჰიბრიდული ავტომანქანების მომრავლება. ასევე, წახალისებულია ელექტრომობილების იმპორტი, მათი განბაჟება არ იბეგრება, შესაბამისად, რაოდენობაც იზრდება. საწვავის მოხმარების შემცირება, მისი ხარისხის გაზრდა და სუფთა ტექნოლოგიების შემოყვანა აუცილებლად მოგვცემს მომავალში უფრო დადებით შედეგებს, ყველა ეს ღონისძიება გაწერილია თბილისის ჰაერის ხარისხის პროგრამაში, რომელიც მთავრობამ 2017 წელს შეიმუშავა. ეს არისს 40-პუნქტიანი გეგმა. მასში არაერთ პროგრამაზეა საუბარი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე, გამწვანებაზე, სამშენებლო სექტორის რეგულირებაზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე და ა.შ“, - აღნიშნავს მეგრელიშვილი. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მარტში ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვის მეთერთმეტე ეტაპის შედეგები წარმოადგინა. აპარატები (ინდიკატორული მილაკები) განთავსებული იყო 25 დასახლებულ პუნქტში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, კასპი, მცხეთა, ოზურგეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, საჩხერე, ლანჩხუთი, ტყიბული, ჭიათურა, ხაშური, მარნეული, ბოლნისი, სიღნაღი, ყაზბეგი, ჩხოროწყუ. გაზომვა მოიცავს აზოტის დიოქსიდის, გოგირდის, ოზონისა და ბენზოლის კონცენტრაციის დადგენას. კვლევა ჩატარდა თბილისის 25 ლოკაციაზეც. ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრანტების მაღალი ან ძალიან მაღალი ინდექსი არც ერთ ადგილას არ გამოვლენილა. შემოწმებული 25 ნიმუშიდან არც ერთი არ ხვდება მაღალი ან ძალიან მაღალი ინდექსის კატეგორიაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5270239&name=07.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

           

ახალი თაობა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5270238&name=07.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---