მედიამონიტორინგი 07.09.2017
ტელევიზია
06.09.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
თავდასხმა მოხდა გუშინ სოციალურ მუშაკებზე გლდანის ფილიალში. ისინი დედამ და არასრულწლოვანმა გოგონამ სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კონფლიქტი სოციალური მუშაკების გადაწყვეტილებამ გამოიწვია. მათ სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, ოჯახიდან 5, 9 და 13 წლის გოგონების დროებით თავშესაფარში გადაყვანა სცადეს, რადგან შემოწმების დროს ბავშვებზე ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა. სოციალურმა მუშაკებმა ბინიდან ორი ბავშვის გამოყვანა პატრულის დახმარებით შეძლეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ოფისში მისვლის შედმეგ კი, მათ კაბინეტში ქალბატონი შეიჭრა და არასრულწლოვან შვილთან ერთად სამ სოცმუშაკს სცემა
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4673821
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4673844
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4673869
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4673728
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4673718
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4673361
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4673265
---
06.09.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
"ევროპული საქართველო" ქვეყნის ეკონომიკურ მგომარეობას აფასებს. ზვიად ხორგუაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ინფლაციამ 11.6% შეადგინა, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ფასებზე. ხორგუაშვილის განცხადებით, მედიკამენტების ფასები 55-60%-ით გაძვირდა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4672621
მაესტრო-ახალი ამბები 15:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4672917
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 14:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4672586
---
ინტერნეტი
06.09.2017
დავით სერგეენკო - დედაქალაქის მერობის კანდიდატს ღირსეული გუნდის შეკრება და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” აცნობეს. დავით სერგეენკო კახა კალაძესთან ერთად, გლდანში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს. როგორც სერგეენკომ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, კახა კალაძის გამარჯვება ქალაქზე პოზიტიურად აისახება. „ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის თქვენთან შეხვედრა. შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ის წლები, რაც მე კახა კალაძის გვერდით მუშაობაში გავატარე, მაძლევს რწმენას და მოლოდინს, რომ ის რეალურად, მნიშვნელოვნად პოზიტიურ ხელს დაატყობს ქალაქს - ქალაქს, რომელსაც ყოველთვის აქვს და ექნება გამოწვევები“, - მიმართა სერგეენკომ შეხვედრის მონაწილეებს. მისივე შეფასებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატს ღირსეული გუნდის შეკრება და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია. „კახა კალაძე ნამდვილად ის ადამიანია, ვისაც ბრწყინვალე გუნდის შეკრება და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია. ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ადამიანის ტკივილი სტკივა და მისი სიხარული უხარია. ეს ყველაფერი მაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენ ერთად ნამდვილად შევძლებთ, თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი გავხადოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თანაგუნდელებს წარმატება უსურვა და მხარდამჭერებს, ასევე, სიტყვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.
პირველი.ქომ.ჯი- https://pia.ge/post/147749-jandacvis-ministris-gancxadebit-kaxa-kalaze-is-adamiania-romelsac-adamianis-tkivili-stkiva
06.09
---
06.09.2017
რა იწვევს 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას საქართველოში?
2016 წელს საქართველოში 507 ერთ წლამდე ბავშვი დაიღუპა, იგივე მაჩვენებელი იყო 2015 წელსაც. ასეთია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები. რა იწვევს ერთ წლამდე ბავშვების გარდაცვალებას საქართველოში და რამდენად შესაძლებელია, მსგავსი შემთხვევების პრევენცია? ჯანდაცვის ექსპერტის, ირაკლი სასანიას თქმით, თუ საქართველოში არსებულ მონაცემებს მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენთან შედარებით დაბალია, – "მაგალითად, აზერბაიჯანში ყოველ 1 000 ბავშვზე სიკვდილობის მაჩვენებელი 24–ია, როცა ჩვენთან ეს მონაცემი 15,6–ია. მიუხედავად ასეთი სხვაობისა, ჩვენ სწორება არა რეგიონზე, არამედ განვითარებულ ქვეყნებზე უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებზე, იაპონიაზე, სინგაპურზე, სადაც სიკვდილობა 1 000 ახალშობილზე ძალიან მცირე - 2,6 და 2,1–ია," – განმარტავს ირაკლი სასანია. მისივე თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ დაავადებების უმეტესობა, რომლებიც მცირეწლოვნებში ლეტალურ შედეგს იწვევს, დროულად აღმოჩენისა და მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია აღმოიფხვრას. "შესაძლებელია, მათი პრევენციაც მოხდეს, მაგალითად, ორსულების მიერ ჰიგიენის სწორად დაცვით, შესაბამისი კვებით, სამედიცინო შემოწმებით. დაავადებები, შესაძლოა, როგორც შეძენილი, ისე გენეტიკური იყოს. გენეტიკურის შემთხვევაშიც საჭიროა, მათი გართულების თავიდან აცილების მიზნით მკურნალობა. დაავადებების პრევენციისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიზაცია, რომელიც ახლა თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია. ასევე მნიშვნელოვანია მშობლებისა და სამედიცინო პერსონალის განათლება და მაღალი კვალიფიკაცია, რაც განაპირობებს სწორ მიდგომასა და შესაბამისად, ბავშვთა სიკვდილობის შემცირებასაც. მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ მხრივ პოზიტიური შედეგები გვაქვს, ამჟამად, სტატისტიკა საგანგაშო არ არის, თუმცა სამუშაო არამხოლოდ სახელმწიფოს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჯერ კიდევ ძალიან ბევრია," – აღნიშნავს ირაკლი სასანია. საქსტატის ინფორმაციით, 1 წლამდე ბავშვებში 2016 წელს ყველაზე გავრცელებული საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები (58,6 ათასი შემთხვევა) და ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები იყო. ირაკლი სასანიას თქმით, ეს დაავადებები, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლოა, ლეტალური შედეგის გამომწვევი არ გახდეს, თუ რეაგირებას დროულად მოვახდენთ. პედიატრის, ინგა მამუჩიშვილის თქმით, კი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში განსაკუთრებით გახშირდა ალერგიული, კუჭ-ნაწლავის და ნერვული სისტემის პრობლემები, რომლებიც ძირითადად, კანზე გამონაყარით ვლინდება. "ეს შეიძლება იყოს ლოყებზე, კორპუსზე, თავის თმიან ნაწილში ქერქის სახით, ბავშვი წუხს, რადგან ვერ იქავებს და ეს სერიოზული დისკომფორტია. ამ ასაკში ხშირია რაქიტული გამოვლინებებიც, რომლის მიზეზსაც ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი წარმოადგენს. ხშირად ვხვდები შემთხვევებს, როდესაც კალციუმს პირველი 3 თვის განმავლობაში აძლევენ ბავშვს და შემდეგ წყვეტენ, რაც დაუშვებელია. რაქიტის საწყისი პერიოდის დროს ბავშვს აღენიშნებს ოფლიანობა, მჟავე სუნით, კეფაზე თმის გაცვენა (ალოპეცია) ძვლების გარბილება, აგზნება და უძილობა ყველა ამ კონკრეტულ შეთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურალ ექიმს. რაც შეეხება კუჭ–ნაწლავის პრობლემებს, 10 დან 7 შემთხვევაში ძირითადი ჩივილია ყაბზობა,რაც ძირითადად, ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების პრობლემაა. მსოფლიო მედიცინა ამის ძირითად მიზეზად მიიჩნევს ბავშვთა კვებაში პალმის ზეთის შემცველობას, რომელიც ძალიან დაბალი ხარისხის იაფი ზეთია და საკვების წარმოებაში აქტიურად იყენებენ. ეს ზეთი კალციუმის გამოდევნას და ნაწლავის დაბინძურებას უწყობს ხელს, რაც ადუნებს პერესტალტიკას, ამიტომ როდესაც ბავშვის ხელოვნურ საკვებს ირჩევთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ ის არ შეიცავდეს პალმისა და რაფისის ზეთს. ასევე, შვიდ თვემდე ასაკის ბავშვებს ნუ მისცემთ გლუტენის ფაფებს, სამაგიეროდ, მიეცით ხილი და ბოსტნეული," – განმარტავს ექიმი. იმისათვის, რომ ბავშვი გავაჯანსაღოთ, პედიატრი მისთვის მსუბუქი ვარჯიშების გაკეთებასაც გვირჩევს. "ავარჯიშეთ, თქვენ თვითონ გაუკეთეთ მუცლის არეში მსუბუქი მასაჟი, საათის ისრის მიმართულებით. თუ საჭმლის მომნელებელი სისტემა ასე არ მოწესრიგდა, მიმართეთ ექიმს. დღეს მიიჩნევა, რომ თუ ბავშვს ნაწლავთა მოქმედება არ აქვს 5 დღემდე, თუმცა მას ეს არ აწუხებს, ჩარევა საჭირო არ არის. მიუხედავად ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 3 თვემდე ბავშვებს ახასიათებთ კოლიკა და მუცლის ჭვალი, რისთვისაც უნდა მისცეთ გაზმდენი, ჩასვათ თბილ წყალში, შეუცვალოთ ხელში ჭერის პოზა," – განმარტავს ინგა მამუჩიშვილი. მისივე თქმით, ძალიან გახშირდა უძილობა ბავშვებში, – "21–ე საუკუნის ბავშვები უკვე მუცლადყოფნის პერიოდიდან განიცდიან ფსიქო-ემოციური სტრესების ზემოქმედებას, ამიტომ მას თბილი გარემო უნდა შეუქმნათ და თავად მოიწესრიგოთ ძილ–ღვიძილის ფაზები. ინგა მამუჩიშვილის განმარტებით, გართულება ნებისმიერ დაავადებას შეიძლება მოჰყვეს, ამიტომ ნებისმიერ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება. "მაგალითად, ცრუ კრუპის შემთხვევაში, გვაქვს ჩასუნთქვის გაძნელება, რაც შეიძლება როგორც ვირუსული, ისე ალერგიული იყოს. ამ დროს ბავშვი სასწრაფოდ საჭიროებს დახმარების აღმოჩენას. თუ ბავშვს დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია განუვითარდა, შეშუპება დაიწყო, რომელმაც შეიძლება ლორწოვანებზეც გადაინაცვლოს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რადაგან შემთხვევა შეიძლება საშიში გახდეს," – დასძენს ექიმი. პედიატრის თქმით, ასევე აუცილებელია, შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ერთ წლამდე ბავშვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოვარიდოთ. გარდა ამისა, მას გაკაჟებაში უნდა შევუწყოთ ხელი, გავასეირნოთ სუფთა ჰაერზე და ზედმეტად ბევრი თბილის ტანსაცმელი არ ჩავაცვათ.
---
06.09.2017
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/31123/sotsialuri-mushakebis-tsemis-faqtze-shssm-gamodzieba-dzaladobis-mukhlit-daitsyo
სოციალური მუშაკების ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
შსს-ში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს გუშინ საღამოს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები აცხადებენ, ბენეფიციარმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში მოხდა. „ახლა მე და სხვა სოც. მუშაკები ვსხედვართ პატრულთან ერთად სამსახურში და ვმშვიდდებით, ზოგი წნევას იზომავს, ზოგი სულიერდება, ზოგი ნაცემია, ზოგი ძირს დაყრილ ქაღალდებს და პრინტერებს ალაგებს. ყველაზე საშინელებაა როდესაც ქვეყანაში საკუთარი მოვალეობის შესრულებისას ვიღაც ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად გეხება და სამსახურიდან გასვლის და მერე მეორე დღეს უკან მოსვლის გეშინია“, - წერს სოციალური მუშაკი სოფო ხვთისიაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე
---
06.09.2017
მედიასაშუალება: http://reginfo.ge/people/item/2462-sachxereshi-sasxrapo-samedizino-daxmarebis-zentri-ashendeba
საჩხერეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება
საჩხერეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება. ცენტრის მშენებლობა მთლიანად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 142 515 ლარია. ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) საჩხერის გამგეობამ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება დღეიდან დაიწყო და 11 სექტემბერს, 14.30 საათზე დასრულდება. პროექტის მიხედვით, ცენტრის შენობა ერთსართულიანი იქნება. მისი მშენებლობა 2017 წლის 1 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. შენობის ექსპლუატაციაში მიღება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოხდება.
---
ბეჭდვითი მედია
07.09.2017
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ქალი 13 წლის შვილთან ერთად სოციალურ მუშაკებს ფიზიკურად გაუსწორდა
სოციალურ მუშაკებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი - საქმეზე გამოძიება დაიწყო, შემთხვევა გუშინ მოხდა. სოციალურ მუშაკებს სასამართლო ორდერის საფუძველზე ოჯახიდან სამი მცირეწლოვანი სააგენტოში უნდა გადაეყვანათ, თუმცა მათ მხოლოდ ორი მოზარდის გადაყვანა მოახერხეს, რადგან უფროსმა ბავშვმა გადასვლაზე უარი თქვა და დედასთან დარჩა. ბავშვების გადაყვანის შემდეგ, დედა უფროს შვილთან ერთად სააგენტოში მივიდა და სოციალურ მუშაკებს თავს დაესხა. დედა და 13 წლის მოზარდი სამ სოციალურ მუშაკს ფიზიკურად გლდანის ფილიალში გაუსწორდა. სოციალური მუშაკი მარიამ ბანძავა აცხადებს, რომ არსებობს იმ მექანიზმების საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.
---