From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-08.01.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 08.01.2018 08:21
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 0 8.01.2018

ტელევიზია

07.01.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:   ახალი ამბები 17:00

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. ექიმის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროდან პაციენტის ავსტრიაში ტრანსპორტირების შესახებ პასუხი ჯერ არ მიუღიათ. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპულ და თურქულ კლინიკებთან. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სპეცრაზმელებს კვლავ დაუდევრობაში ადანაშაულებს.

http://files.eyemedia.ge/files/tv/2018/01/07/tvpirveli/axali_ambebi_17_00/1201801515334333_archive-1515331200-95.mp4

რუსთავი 2-კურიერი 21:00

http://files.eyemedia.ge/files/tv/2018/01/07/rustavi2/kurieri_21_00/1201801515352285_archive-1515346699-110.mp4

რუსთავი 2-კურიერი 18:00-

http://files.eyemedia.ge/files/tv/2018/01/07/rustavi2/kurieri_18_00/1201801515339119_archive-1515335020-108.mp4

მაესტრო-ახალი ამბები 20:00-

http://files.eyemedia.ge/files/tv/2018/01/06/maestro/axali_ambebi_20_00/1201861515257898_archive-1515254415-110.mp4

---

 

07.01.2018

არხი: იმედი

გადაცემა:     ქრონიკა 20:00

დსაშობაო არდადეგები არ დაწყებულა სოფელ ნასაკირალში შავაძეების ოჯახისთვის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ოჯახის 4 არასრუწლოვანი წევრიდან ოჯახში არცერთიარ დადის.

ბავშვების განათლება სკოლასა და მშობელს შორის კონფლიქტს ეწირება. შავაძეების მამა ამბობს, რომ პედაგოგები მისი შვილების წინააღმდეგ თანატოლებს აქეზებენ, მიზეზი კი ძველი დაპირისპირებაა. მასწავლებლები კი მამას მიიჩნევენ მოძალადედა. საქმეს სახალხო დამცველის ოფისიც სწავლობს.

http://files.eyemedia.ge/files/tv/2018/01/07/imedi/qronika_20_00/1201801515349351_archive-1515342489-241.mp4

---

 

ინტერნეტი

08.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/472098-eqimi-themirlan-machalikashvilis-janmrthelobis-mdgomareoba-mdzime-rcheba-jerjerobith-sazghvargarethidan-arc-erthi-klinika-ar-shegvkhmianebia.html

ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება, ჯერჯერობით, საზღვარგარეთიდან არც ერთი კლინიკა არ შეგვხმიანებია

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება, ჯერჯერობით, საზღვაგარეთიდან არც ერთი კლინიკა არ შეგვხმიანებია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით განუცხადა. „არ არის სიახლე არც ჯანმრთელობის მდგომარეობის და არც სხვა კლინიკაში გადაყვანის მხრივ. მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება და დინამიკა უცვლელია. რაც შეეხება კლინიკებს, ველოდებით ინფორმაციას. ჯერჯერობით, არც ერთი კლინიკა არ შეგვხმიანებია“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.  26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

---

 

06.01.2018

მედიასაშუალება: https://www.pia.ge/post/177852-eqimi-macalikasvilis-janmrtelobis-mdgomareobaze-dres-dadebiti-dinamikis-nisnebi-gamocnda

ექიმი მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: დღეს დადებითი დინამიკის ნიშნები გამოჩნდა

ექიმის თქმით, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, დღეს, დადებითი დინამიკის ნიშნებიც გამოჩნდა. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეისთვის კვლავ მძიმედ რჩება, თუმცა, შეინიშნება მცირეოდენი სტაბილიზაცია, დადებითი დინამიკის ნიშნები გამოჩნდა დღეს," - განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა. მისივე თქმით, პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, როგორც სტამბოლის ასევე ავსტრიის კლინიკებიდან საბოლოო პასუხს ელოდებიან. "გადაყვანასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, ველოდებით ინფორმაციებს, როგორც სტამბოლის, ასევე, ავსტრიის კლინიკებიდან," - აცხადებს ექიმი. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად მზადყოფნა ავსტრიის ერთ-ერთმა კლინიკამ გამოთქვა. თუმცა, ექიმი პაციენტის გადაყვანის რისკებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასეთი მძიმე პაციენტის ტრანსპორტირება გარკვეულ რისკებს მოიცავს. პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს გამთენიისას თბილისსა და პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხუთი პირი დააკავა. თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

პირველირადიო.ჯი- http://pirveliradio.ge/?newsid=97839

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

08.01.2018

მედიასაშუალება: ალია

,,სოციალური არ დაუნიშნეს, საცხოვრებელი უნდა გქონდესო სადაც მოვალთო და შეგამოწმებთო..."

უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი სოციალურ ქსელში წერს:  ,,სამართლიანი სოციალური პოლიტიკის შესახებ...ერთი ტაქსით ვიმგზავრე დღეს. არაფერი არ გააჩნია, არ აქვს ღამის გასათევი, მანქანაში იძინებს და იღვიძებს. სოციალური არ დაუნიშნეს იმის გამო რომ საცხოვრებელი უნდა გქონდესო სადაც მოვალთ და შეგამოწმებთო... როგორი აბსურდია წარმოგიდგენიათ???”

http://files.eyemedia.ge/files/download.php?tip=2&idd=801

---

 

08.01.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გეგმაზე 72 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა

2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა (ყველას სახის ხარჯი) 11.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილ გადასახდელებზე 72 მლნ ლარით მეტია. მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გეგმაზე 2.6 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა. გამოყოფილ თანხებზე მეტის დახარჯვა სამინისტროების მიერ გაწეულმა ხარჯებმა განაპირობა. ყველაზე მეტი გადახარჯვა აქვს ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 31-31 მლნ ლარი. შემდეგ მოდის თავდაცვის სამინისტრო 25 მლნ ლარით. სხვა სამინისტროების გადახარჯვა კი 2-7 მლნ ლარის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში გადახარჯვა ძირითადად ჯანდაცვის პროგრამებმა განაპირობა, ჯამში 24 მლნ ლარით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 710 მლნ ლარი დაიხარჯა, როდესაც წლის დასაწყისში 660 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. წლის ბოლომდე გეგმიური მაჩვენებელი 710 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე 704 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც აქედანვე ცხადია, რომ საკმარისი არ იქნება.

http://files.eyemedia.ge/files/download.php?tip=2&idd=739

---