From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-08.05.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; Nino Shubladze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge
Received On : 08.05.2017 09:39
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 0 8.05 .2017

ტელევიზია 

0 7.05.2017

არხი: იმედი

გადაცემა:   იმედის დრო

საყოველთაო დაზღვევის ახალი ფორმა უკვე ძალაშია. ყველა იმ პირს, რომლის სარეიტინგო ქულა 70 000-მდეა სახელმწიფო წამლების 50 ლარის ფარგლებში ნახევრად უფინანსებს, მშობიარობის ლიმიტი 500 ლარია, გეგმიური ამბულატორიული, გადაუდებელი სტაციონალური, გეგმიური ქირურგიული სერვისები და ონკოლოგია კი 100 %-ით არის დაფინანსებული, თითქმის ანალოგიური სადაზღვეო პაკეტი აქვთ დევნილებსაც. 40 ათასის ლარის შემოსავლის მქონე პირისთვის კი დაზღვევა უქმდება, რადგან სახელწიფო თვლის, რომ ასეთ პირს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა თავადაც შუძლია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4439040

---

 

0 7.05.2017

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   ახალი ამბები 21:00

ერთადერთი დაავადება, რომლით ინფიცირებულთა რიცხვმაც ქვეყანაში იკლო -ტუბერკულოზია. ჯანდაცვის ორგანიზაციებმა კვლევა ჩაატარეს, რომლითაც დგინდება, რომ ქვეყანაში ცალკეულ დაავადებათა სტასტისტიკური მაჩვენებლი ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში მოქალაქეთა ჩართვა და დაავადებების გამოვლენაა, ამის მიუხედავად, ცალკეული დაავადების ზრდის ტენდენცია მაინც იკვეთება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4439034

---

 

0 7.05.2017

არხი: იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 14:00

თუშეთში მეწყერის შედეგად ჩაკეტილი გზის მიუხედავად მთაში მედიკამენტების დეფიციტი არ არის. აცხადებს სოფ. ომალოს გამგებელი. ორ თვეზე მეტია თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია. მიზეზი მეწყერი გახდა, რის გამოც ფშაველი-ომალო-თუშეთის 55-56 კილომეტრზე გადაადგილება შეუძლებელია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4438792  

---

 

0 7.05.2017

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 16:00

ზურაბ მახარეიშვილს ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია. რომლის ღირებულე 65 000 დოლარს შეადგენს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4438766

---

 

0 6.05.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 12:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები გაბედავების ოჯახში იმყოფებოდა. ოჯახის უფროსს მეუღლის და შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალური დახმარება მოუხსნეს. დახმარების მოხსნის შემდეგ ოჯახი ყოველგვარი შემოსვლის გარეშე დარჩა. გაბედავებს ერთი წელია, დავალიანების გამო ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ნიკა მელიამ ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობას ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4437024

კავკასია - დღეს 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4437756

---

 

0 6.05.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 15:00

 25 წლის დიმიტრი ხუციშვილის ლეიკემიის მძიმე ფორმა დაუდგინდა. ექიმების თქმით, მისი გადარჩენა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობის შედეგად არის შესაძლებელი

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4437633

---

 

0 6.05.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: ბიზნესკურიერი

 იმის ფონზე, რომ ცალკეულ ჩინოსნებს უფლება აქვთ ანაზღაურება გაისამმაგონ , მასწავლებლებს საექიმო ბიულეტენსაც კი არ უნაზღაურებენ. თუ მასწავლებელი ავად გახდა, შემოსავალს დაკარგავს, რაც მათ ხშირად რთული არჩევანის წინაშე აყენებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4437142

---

 

0 5.05.2017

არხი: მაესტრო

გადაცემა:    კონტაქტი რვაზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4436700

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4436609

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4436424

---

 

0 5.05.2017

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:   საქმის კურსი 22:30

ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მან რამდენიმე თვის წინ მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა სოცილაური დაცვის მინისტრთან და პრემიერმინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან 5 მაისს პოსტი დატოვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვალერი კვარაცხელიას 2014 წლიდან ეკავა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4436668

---

 

0 5.05.2017

არხი: I არხი

გადაცემა:  მოამბე 20:00

,,ეს არ არის ჩემი არჩევანი”- ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც დღეიდან ქუჩაში მომუშავე მოზარდების დასაცავად იწყება. ამ ფორმით არასამთავრობო სექტორი მზრუნველობამოკლებული და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვას ცდილობს. კამპანიის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და იმ მიზეზების დადგენა, რაც მცირეწლოვნებს ქუჩაში გასვლას და მუშაობას აიძულებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ კამპანია მთავრობას ახალი სამოქმედო სტრატეგიის მომზადებაშიც დაეხმარება.

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4436518

---

 

0 5.05.2017

არხი: I არხი

გადაცემა:    მოამბე 20:00

  შვილად აყვანის მსურველ ოჯახებს ახალი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სავალდებული ხდება მოსამზადებელი კურსების გავლა, წესდება ასაკობრივი ზღვარიც. როგორც ირკვევა, გასაშვილებელის სტატუსის მქონე პრაქტიკულად ყველა ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, რაც მათთვის დამატებით სირთულეებს ქმნის.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4436515

---

 

0 5.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:  მოამბე 18:00

საქართველოს მთავრობა ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას C ჰეპატიტთან ბრძოლაში დაეხმარება. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, რესპუბლიკას C ჰეპატიტის სამკურნალო 1500 ბოთლ მედიკამენტ “სოვალდის” უსასყიდლოდ გადასცემს, რაც 500 პაციენტის მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ მედიკამენტის გადაცემის მიზნით საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ასევე დაიდო ხელშეკრულება დონაციის შესახებ, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკის ვიცეპრემიერებმა.

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4436275

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4436228

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4436099

---

 

 

 

ინტერნეტი

08.05.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/71132-evropuli-saqartvelo-pedagogta-avadmyofobis-dros-anazghaurebis-tsesis-shecvlas-itkhovs

"ევროპული საქართველო” პედაგოგთა ავადმყოფობის დროს ანაზღაურების წესის შეცვლას ითხოვს

"ევროპული საქართველო’’ განათლების და მეცნიერების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებს აძლევს რეკომენდაციებს სთავაზობს. "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრებმა მარიამ რამინაშვილმა და სერგო რატიანმა განცხადება პედაგოგთა ავადმყოფობის დროს მათი ანაზღაურების შესახებ პრობლემებზე განცხადება გააკეთეს. "სამ თვეზე მეტია, რაც "ევროპული საქართველო” ითხოვს პედაგოგთა ავადმყოფობის დროს მათი ანაზღაურების წესის შეცვლას. სამ თვეზე მეტია, მიუხედავად დაპირებისა, განათლების სამინისტრო ვერ ახერხებს პრობლემის მოგვარებას. განათლების მინისტრმა გააკეთა კიდევ ერთი განცხადება, რომ მთავრობა ფიქრობს ცვლილებების თაობაზე, მაგრამ საკითხის მოგვარება, მისი სირთულიდან გამომდინარე, მოითხოვს დროს. უნდა ითქვას, რომ ეს აღარაა უკვე ოცნების მთავრობის უუნარობა. მსგავსი მიდგომა წარმოადგენს მიზანმიმართულ მავნებლობას და ცინიკურ დამოკიდებულებას მასწავლებელთა მიმართ.’’ ,,ევროპული საქართველო’’ განათლების და მეცნიერების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებს აძლევს კონკრეტულ რეკომენდაციებსა და სთავაზობს პრობლემის მოგვარების კონკრეტულ ნაბიჯებს: ან განათლების მინისტრმა: 1. საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე 126/ნ ბრძანებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ, მოეხსნას თანამდებობრივ დანამატებს დანამატის სტატუსი და გაერთიანდეს თანამდებობრივი სარგოს კრიტერიუმში, ან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა: 2.შევიდეს ცვლილება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №87/ნ ბრძანებაში და თავი II ; მუხლი 6; მე-7 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში აღნიშნულ გამონაკლისებს შორის დაემატოს პედაგოგთა სტატუსიც. დაბოლოს, ამ თემასთან დაკავშირებით, მოვითხოვ განათლების კომიტეტმა შეიმუშავოს განცხადების ტექსტი, რომელშიც დაფიქსირდება პრობლემის არსისა და მისი მოგვარებისა შესახებ კომიტეტის პოზიცია."

---

 

07.05.2017

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/77861/#sthash.J8Gf0nWC.dpbs

36 აფთიაქის ხელმძღვანელს გამოძიება 15 მილიონის უკანონოდ მიღებას ედავება

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 36 სხვადასხვა აფთიაქის 18 ხელმძღვანელ პირს წაუყენა ბრალი. საუბარია აფთიაქებზე, სადაც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ყიდიან. აფთიაქის ხელმძღვანელებს ჯამში დაახლოებით 15 მილიონი ლარის უკანონო მიღება ედებათ ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, 36 აფთიაქში 14 590 866 ერთეული მედიკამენტი გაიყიდა ურეცეპტოდ. ეს მედიკამენტები სპეციალურ კონტროლსაა დაქვემდებარებული. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 36 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, აფთიაქის ხელმძღვანელებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

---

 

07.05.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/29151/es-ar-aris-chemi-archevani--kampania-bavshvta-eqspluatatsiis-tsinaaghmdeg

„ეს არ არის ჩემი არჩევანი“ - კამპანია ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ

საქართველოში ოფიციალურად, დაახლოებით 800 ბავშვი ქუჩაში ცხოვრობს და მუშაობს. ეს რიცხვი, World Vision საქართველოს მონაცემებით, 2000-მდე იზრდება. ამ ბავშვებს არ აქვთ განათლების მიღების, გართობის, განვითარების საშუალებები. მათ მიერ მოპოვებული ფული, ხშირ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრების ან ახლობლების ხელში ინაცვლებს. World Vision საქართველო ქუჩაში ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას - „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ იწყებს. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ ბევრი მითი არსებობს. ხშირად ამბობენ, რომ არასრულწლოვნები ქუჩაში მშობლებთან კონფლიქტის გამო ან დამატებითი შემოსავლის მოსაპოვებლად გადიან. World Vision საქართველო უკვე მეხუთე წელია, ამ ბავშვებთან ინტენსიურად მუშაობს. იცნობს მათი ქუჩაში მოხვედრის მიზეზებს. მაია მგელიაშვილი ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის ხელმძღვანელია. ამბობს, რომ ამ ბავშვების დიდი უმრავლესობა ოჯახის წევრებისგან ან ახლობლებისგან ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას განიცდის. ამიტომ, ბავშვები ქუჩებში გადიან, შემწეობას ითხოვენ მეტროსადგურებში, დადიან ვაგონიდან ვაგონში, დგანან შუქნიშნებთან, კაფეებსა და რესტორნებთან, აგროვებენ ჯართს და მათი ასაკისთვის საფრთხის შემცველ ფიზიკურ საქმეს აკეთებენ. ხანდახან კი, წვრილმანი ქურდობით არიან დაკავებულები. მაია მგელიაშვილმა დღეს, კამპანიის გახსნაზე ამ ბავშვების სურვილებზე, საჭიროებებსა და პრობლემებზე ისაუბრა: „სტატისტიკის მიღმა, თითოეულის სახელი და გვარი, პრობლემები, გამოცდილებაა. დაბეჯითებით მინდა გითხრათ, რომ ამ ბავშვების დიდი ნაწილი ოჯახის წევრების ან ახლობლების მხრიდან ზეწოლას განიცდის. ამიტომ გახდა საჭიროება, ვისაუბროთ ექსპლუატაციაზე და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ“, მაია მგელიაშვილის თქმით, ეს ბავშვები მოკლებულები არიან საბაზისო საშუალებებს, იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და ეს არაა მათი არჩევანი. „რატომ ექსპლუატაცია? პირველ რიგში ეს ბავშვები მოიპოვებენ სარჩოს. ასაკისთვის შეუსაბამო და სახიფათო საქმიანობას ეწევიან. მუშაობენ ღამის საათებში. დროთა განმავლობაში ეს ვალდებულებაში გადადის, რომელსაც ეგუებიან და პრობლემას ვეღარ აცნობიერებენ“, - ამბობს მგელიაშვილი. ამიტომ, World Vision საქართველო 2-წლიან კამპანიას იწყებს, რომელიც უშუალოდ ბავშვების ექსპლუატაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ორგანიზაციის პროგრამის დირექტორის, ეკა ჟვანიას ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ამ ბავშვების იდენტიფიცირება, მათთან და ოჯახებთან ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა, თანამშრომლობა სხვადასხვა პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. დაბოლოს, სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა, ეფექტიანი საკანონმდებლო და სხვა პრევენციული ღონისძიებები: „ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა გაიაზრონ სოციალური პოლიტიკის მნიშვნელობა, რომელიც ბავშვთა უფლებებზე გადის. სახელმწიფო დონეზე, ვგეგმავთ, ვითანამშრომლოთ საპარლამენტო კომიტეტთან, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროსთან. სისტემური მიდგომის და მუშაობის გარეშე, ამ პრობლემის მოგვარება რთული იქნება", - აღნიშნა ეკა ჟვანიამ. 2014 წლიდან გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის დახმარებით, სახელმწიფო მექანიზმი შეიქმნა. ბავშვთა იდენტიფიცირებისა და მათთვის სხვადასხვა სერვისის შეთავაზების მიზნით, მობილური ჯგუფები ჩამოყალიბდა, 24-საათიანი განთავსებისთვის ტრანზიტული და კრიზისული ინტერვენციის ცენტრები შეიქმნა, დღის განმავლობაში სხვადასხვა სერვისით სარგებლობისთვის კი - დღის ცენტრები. მაგრამ მათი რაოდენობა საკმაოდ მწირია. საქართველოში სულ 4 მობილური ჯგუფი არსებობს: 3 - თბილისში და 1 - ქუთაისში. რაც შეეხება ცენტრებს, თბილისში 1 ტრანზიტული და 3 დღის/კრიზისული ინტერვენციის ცენტრია, ქუთაისში 1 დღის ცენტრი, ხოლო რუსთავში 1 ტრანზიტული ცენტრი. მობილურ ჯგუფში არიან: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და თანასწორ-განმანათლებელი. სახელმწიფოც და უფლებადამცველებიც აღიარებენ, რომ ეს მომსახურება პრობლემის სრული გადაჭრისთვის საკმარისი არაა. საჭიროა მეტი ენერგიის მიმართვა პრევენციული ზომების შემუშავებაზე, იმ ოჯახებთან მუშაობაზეც, ვისი ბავშვიც ქუჩაში გასვლის რისკის ქვეშაა. ასევე სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის თვითმმართველ ორგანოებთან, აქტიურად მუშაობაზე. „ყველაზე რთული ამ ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. მათ დაკარგული აქვთ თვითრწმენა, არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის“, - ამბობს მგელიაშვილი. მისივე განმარტებით, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რაოდენობა (2000 ბავშვი) ერთ რამეს ნიშნავს, „ესაა ყველა დანარჩენი მხარდამჭერი სისტემის კრახი“. იქნება ეს ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარების კუთხით, სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა თუ სხვა მომსახურების კუთხით არარსებული სერვისები. ასევე, საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები. „მამა არ მყავს, დედა ცუდადაა. ხელის გაშვერა და მათხოვრობა არ შემიძლია. ამიტომ, მანქანებში რაღაცებს ვიპარავდი. ხალხი ზიზღით მიყურებდა, მეგობარი არასდროს მყოლია, სულ ჩხუბებში ვიყავი“, - ეს 17 წლის ბიჭის ციტატაა, რომელიც ახლა World Vision საქართველოს დღის ცენტრით სარგებლობს. მაია მგელიაშვილი ამბობს, რომ ამ პატარა ციტატაშიც კარგად ჩანს, როგორი სისტემური პრობლემაა, როცა მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენის დროს, არაა ბავშვზე ორიენტირებული სერვისები. კამპანიის გახსნაზე დღეს სამთავრობო უწყებებიდან სოფიო კილაძე - ადამიანის უფლებათა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნინო ოდიშარიაც ესწრებოდნენ. ოდიშარიამ იმ სერვისებზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო პარნტიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. „ჩვენ მიერ 800-მდე ბავშვია იდენტიფიცირებული. თუმცა მათი ნაწილის პროგრამაში ჩართვა ხანდახან რთულია. ჩვენ არ ვცდილობთ, ვაიძულოთ მათ რამე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებს სისტემა არ ხედავს, როგორც კრიმინალებს, ამ ბავშვებს არ ვტენით მანქანაში და არ მიგვყავს სადღაც. ისინი ყველაზე მოწყვლადები არიან. 2017 წლის მონაცემით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებულ სერვისში სულ 171 ბენეფიციარია ჩართული", - აღნიშნა ოდიშარიამ. კამპანიის გახსნაზე ჯოსლინ ფენერიმ, რომელიც პოლიტიკის მიმართულებით World Vision შუა აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის დირექტორია აღნიშნა: „ბავშვთა ძალადობის თავიდან აცილება შესაძლებელია და ჩვენ ვიცით როგორ შევძლოთ ეს“. როგორც აღვნიშნეთ, კამპანია შემდგომი 2 წელიწადი გაგრძელდება. აღნიშნული ინიციატივით საქართველოს ოფისი უერთდება World Vision-ის გლობალურ კამპანიას - „მსოფლიო ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ“, რომელშიც 100-მდე ქვეყანაა გაერთიანებული. World Vision საქართველო წლებია, მუშაობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე. დღესდღეობით ორგანიზაცია სამ დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრს ხელმძღვანელობს ბავშვთა ჩართულობის, საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო სერვისების უზრუნველსაყოფად. სერვისების მიზანია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვა და მათი განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილება.

---

 

06.05.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/29152/jandatsvis-ministris-moadgilem-valeri-kvaratskheliam-tanamdeboba-datova

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს კვარაცხელიამ დაუდასტურა. „წავედი ჩემი სურვილით“, - აღნიშნა კვარაცხელიამ. „მე ეს გადაწყვეტილება მივიღე დაახლოებით ორი თვის წინ. უბრალოდ, პრემიერმა ახლა გადაწყვიტა, რომ გააკეთოს ეს. ამას არანაირი კავშირი არაფერთან არ აქვს. ჩემს წასვლას არანაირი კავშირი არ აქვს არც განაწყენებასთან და არც არაფერთან. ადამიანის თავში მოიხარშა აზრი, რომ დაიღალა და უნდა, სხვაგან იყოს. რა პრობლემაა“, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ. ვალერი კვარაცხელია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 22 ოქტომბრიდან მუშაობდა.
05.05

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/431058-valeri-kvarackhelia-romelmac-jandacvis-ministris-moadgilis-thanamdeboba-datova-saqmianobis-gagrdzelebas-biznesshi-gegmavs.html?ar=A

---

 

06.05.2017

მედიასაშუალება: https://on.ge/story/10470-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%94-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

მუშები მშენებლობებზე პირბადეების გარეშე - ელენე ხოშტარია სურათებს აქვეყნებს

საპარლამენტო უმცირესობა - ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ფეისბუკზე სურათებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ვაკის პარკში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე მუშები სპეციალური ფორმებისა და დამცავი აღჭურვილობების გარეშე მუშაობენ. "ამ წუთებში ვაკის პარკში მშრალად ამუშავებენ ფილებს, მუშებსაც კი არ უკეთიათ პირბადე. რამდენიმე დღის წინ გადავაწყდით ზუსტად იგივე პრობლემას. ქალაქის დაბინძურების ეს წყარო არა მარტო გამვლელებისთვის, არამედ თავად ამ ადამიანებისთვის არის ძალიან საშიში" - წერს ხოშტარია. ოპოზიციური პარტიის დეპუტატის თქმით, ეს საკითხი პარლამენტშიც გარემოს დაცვის მინისტრთან დააყენეს. "საერთაშორისო პრაქტიკით, ფილების ჭრა ქალაქში ხდება სველი წესით, წყლის გამოყენებით, ან ქალაქგარეთ შეფუთული წესით, რათა არც მუშის, არც გამვლელის და არც იქ მაცხოვრებელს ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე, არ მიადგეს ზიანი" - ამბობს ხოშტარია. საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, "დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად".

---

 

06.05.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/index.php?id=44774

საქართველო „გილეადის“ ობიექტივში - ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოში პირველმა, C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოახდინოს

ქვეყანა, რომელმაც 2020 წელს მთელს მსოფლიოში პირველმა, C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოახდინოს. საქართველო სამედიცინო კორპორაცია „გილეადის“ ობიექტივში სწორედ ამ კუთხით მოხვდა.  ვიდეო რგოლში, რომელიც სპეციალურად საქართველოზე, როგორც სამაგალითო ქვეყანაზე შეიქმნა,  ნაჩვენებია რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი, და მომაკვდინებელი ვირუსი, სწორედ კომპანია გილეადის უახლესი თაობის მედიკამენტების მეშვეობით დაამარცხეს.  საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის ძვირადღრებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოს მთავრობას, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და კომპანია გილეადთან თანამშრომლობით 2015 წლის 21 აპრილს დაიწყო.  პროგრამაში ამ დრომდე 36 500-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, მათგან 29 000-მდე პაციენტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა.  განკურნების მაჩვენებელი 97%-ია.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/431041-jandacvis-saministro-saqarthvelo-aris-pirveli-qveyana-sadac-mosakhleobas-c-hepatitis-medikamentebi-usasyidlod-gadaecema.html?ar=A

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/70905-gileadi-saqartvelom-2020-tsels-msoflioshi-pirvelmaC-hepatitis-sruli-eliminacia-unda-moakhdinos

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/170610-c-hepatitis-eliminaciis-programith-saqarthvelo-gileadis-obieqtivshi-mokhvda.html?lang=ka-GE

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/431041-jandacvis-saministro-saqarthvelo-aris-pirveli-qveyana-sadac-mosakhleobas-c-hepatitis-medikamentebi-usasyidlod-gadaecema.html?ar=A

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/saertashoriso-sameditsino-korporatsia-gileadi-saqartveloshi-c-hepatitis-eliminatsiis-programaze-videorgoli-gadaigho/26046

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=44774

---

 

05.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/431073-saqarthvelos-mthavroba-belarusis-mthavrobas-c-hepatitthan-brdzolashi-dasakhmareblad-30-milioni-dolaris-ghirebulebis-medikaments-gadascems.html?ar=A

საქართველოს მთავრობა ბელარუსის მთავრობას C ჰეპატიტთან ბრძოლაში დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტს გადასცემს

საქართველოს მთავრობა ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას უსასყიდლოდ გადასცემს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტ „სოვალდის“ 1500 ბოთლს, რაც 500 პაციენტის მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა. მედიკამენტი „სოვალდის“ გადაცემის მიზნით საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი და ხელშეკრულება დონაციის შესახებ. შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს და ბელორუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერებმა - ალექსანდრე ჯეჯელავამ და ვასილი ჟარკომ, ხოლო დონაციის შესახებ ხელშეკრულებას - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანია RUE BELPHARMATSIA-ს გენერალურმა დირექტორმა ვიაჩესლავ გნიტიმ. როგორც დავით სერგეენკომ ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა, C ჰეპატიტის აღმოფხვრის შესახებ დაწყებული პროექტის ფარგლებში საქართველო პირველი თაობის მედოკამენტ „სოვალდიდან“ გადავიდა ბოლო თაობის მედოკამენტ „ჰარვონიზე“. მინისტრის თქმით, „სოვალდის“ დარჩენილი მარაგი ამერიკული პარტნიორი კომპანია „გილიადის“ თანხმობით გადაეცემა ბელარუსს. „მოხარულები ვართ, რომ ბელარუსს უსასყიდლოდ გადავცემთ მედიკამენტს, რომლითაც 500 ბელარუსელ პაციენტს საშუალება ექნება დაიწყოს მკურნალობა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ვიცე პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სასიხარულოა, რომ ბელარუსს 30 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა. „ბელარუსთან სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ისეთ სფეროში, როგორიც არის ჯანდაცვა და C ჰეპატიტთან ბრძოლა. მოგვეცა საშუალება, რომ ბელარუსს დავეხმაროთ და 30 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტი გადავცეთ. მთავარი არა თანხა, არამედ - ჩვენი ბელარუსი მეგობრების და ძმების სიცოცხლეების გადარჩენის შესაძლებლობაა“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. აღნიშნული დონაცია ამერიკული კომპანია „გილიადის“ თანხმობით ხორციელდება, რომელთან პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში პროგრამა უკვე წლებია წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილში დაიწყო. მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამაში დარეგისტრირებულია 37 ათასზე მეტი პაციენტი, მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 36 500-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 29 ათასზე მეტმა ვირუსი წარმატებით დაამარცხა.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/175412

---

 

05.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/430990-vasili-zharkom-giorgi-kvirikashvils-belarusisthvis-c-hepatitis-samkurnalo-medikamentis-usasyidlod-gadaecemisthvis-madloba-gadaukhada.html?ar=A

ვასილი ჟარკომ გიორგი კვირიკაშვილს ბელარუსისთვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის უსასყიდლოდ გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ვასილი ჟარკოს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. გამოითქვა კმაყოფილება საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკის გამო. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, განათლების, ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე. ხაზი გაესვა მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. „მხარეებმა ისაუბრეს C ჰეპატიტთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე - უსასყიდლოდ გადასცეს ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი „სოვალდი". შეხვედრაზე ითქვა, რომ დღეს საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პაციენტთა მკურნალობა შემდეგი თაობის მედიკამენტით „ჰარვონით“ მიმდინარეობს. ამდენად, „სოვალდის“ დარჩენილი მარაგი ბელარუსის რესპუბლიკის მოსახლეობის მკურნალობას მოხმარდება“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. მათივე თქმით, ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში დავით კოტარია დაესწრნენ.

---

 

05.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/431072-davith-sergeenko-afthiaqebis-18-khelmdzghvanelis-dakavebaze-es-kidev-erthi-nabijia-im-kampaniis-farglebshi-rasac-saafthiaqo-narkomaniasthan-brdzola-hqvia.html?ar=A

დავით სერგეენკო აფთიაქების 18 ხელმძღვანელის დაკავებაზე - ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმ კამპანიის ფარგლებში, რასაც „სააფთიაქო ნარკომანიასთან“ ბრძოლა ჰქვია

ის რაც მოხდა, კიდევ ერთი ნაბიჯია იმ კამპანიის ფარგლებში, რასაც ჰქვია „სააფთიაქო ნარკომანიასთან“ ბრძოლა, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, „სააფთიაქო ნარკომანიასთან“ ბრძოლა ბოლო წლებში სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს და შედეგიც არის. „2014 წელს გარკეული ჯგუფის მედიკამენტები გავიდა მაღალი კონტროლის ჯგუფში, ამავე წლის სექტემბერში რეცეპტის ინსტიტუტი აღდგა. 2015 წლის დასაწყისში კი ორი მინისტრის ბრძანებით ეს ჯგუფი შეიქმნა. გამომდინარე აქედან, „სააფთიაქო ნარკომანიის“ ინტრავენური ფორმა 95%-ით არის შემცირებული, თუმცა პრობლემა რჩება ტაბლეტირებული ფორმით. მსგავსი ნაბიჯები და ალბათ საკანონმდებლო ცვლილებიც იქნება საჭირო და ვფიქრობ, გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს, როგორიც მიიღო „სააფთიაქო ინტრავენურმა ნარკომანიამ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცა. „დადგინდა, რომ სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე და მათ შორის არასრულწლოვან პირებზე სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალური კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზება, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას“, - აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/is-rats-mokhda-kidev-erti-nabidjia-hqvia-saaftiaqo-narkomaniastan-brdzolis-kampaniis-farglebshi-davit-sergeenko/26047

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=44134

---

 

 

05.05.2017

მედიასაშუალება: http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/19200-zugdidissazogadoebrivijandacviscentrssilamazissalonebisdajarimebasheedzlebavideo.html

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სილამაზის სალონების დაჯარიმება შეეძლება

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სილამაზის სალონებში სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლება-მოსილება მიენიჭა. ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ინფექციურ დაავადებათა პრევენციის მიზნით ცენტრს დაევალა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში, სადაც ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები ტარდება, აწარმოოს მონიტორინგი, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი შეადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რაზეც შემდგომში სასამართლო მოახდენს რეაგირებას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით იხელმძღვანელებს, რომლებიც სხვადასხვა სახის დარღვევებზე ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. მანამდე ცენტრს შეეძლო კონტროლი, თუმცა არ ჰქონდა მასზე რეაგირების უფლება. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიას განცხადებით, ამ კუთხით მოქმედი კანომდებლობით გათვალისწინებული ნორმები არ სრულდება და გარკვეული საფრთხე იქმნება ინფექციური დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, დეპუტატის სიტყვებით, აუცილებელი გახდა ცვლილებების დანერგვა. ნუგზარ სარიას მტკიცებით, ჯანდაცვის ცენტრისთვის მინიჭებული ეს ნორმა იძლევა საშუალებას პირველ ეტაპზე მაქსიმალურად შემცირდეს საფრთხე, საბოლოოდ კი აღმოიფხვრას. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც რამდენიმე თვე ველოდით. მართალია მანამდე ცენტრი კონტროლს ახორციელებდა, მაგრამ რეაგირებას ვერ ახდენდა. ვინაიდან, მანამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მსგავს მუხლს არ მოიცავდა, შეუძლებელი იყო რეაგირება, მაგრამ ცვლილებების შემდეგ შესაძლებელი გახდა ჩვენ რეაგირება მოვახდინოთ ამ დარღვევებზე და მაქსიმალურად შევამციროთ ისინი“, - განაცხადა ნუგზარ სარიამ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 431 - საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 500 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 432 - საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელება ამ საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, ან საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შეუტანლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

---

 

05.05.2017

მედიასაშუალება: http://primetime.ge/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94/

არის თუ არა ქვეყანა ეპიდემიის ზღვარზე და ემუქრება თუ არა ქვეყანას ყირიმ-კონგოს ვირუსის აფეთქება

არის თუ არა ქვეყანა ეპიდემიის ზღვარზე – ემუქრება თუ არა ქვეაყნას ყირიმ-კონგოს ვირუსის აფეთქება. ვირუსით უკვე სამი ადამიანი დაიღუპა. “იბერიას” ინფორმაციით, მოსახლეობა პანიკაშია. ფაქტს ადასტურებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა. ორი წლის წინ სტატისტიკა გაზრდილი იყო. სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ წელს დაავადების გავლენა უფრო ადრე დაიწყო.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

08.05.2017

მედიასაშუალება: ალია

"ატკატები" და ჯანდაცვიდან გადარიცხული დიდი ფული არარსებული ოპერაციების დასაფინანსებლად!

რა ხდება ჯანდაცვის სამინისტროში და ვინ აფარებს ხელს არაფრისმკეთებელ თანამშრომლებს? „ალია“ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი, ნიკა მჟავანაძე ესაუბრება. - მინდოდა, სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს შევხვედროდი, მქონდა კონკრეტული საქმიანი წინადადებები, სხვადასხვა მოქალაქეთა გასაჭირის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, უმწეოთა დახმარება რომ მოუხსნეს, ასეთი ადამიანების საჩივრები და მინდოდა, ეს ყველაფერი მისთვის გამეცნო. დავუკავშირდი სამინისტროს მედიასთან ურთიერთობისა და პიარის დეპარტამენტის უფროსს, ნინო მამალაძეს, თუ არ ვეცდები, ასე ჰქვია მის სამსახურს. ნინო მამალაძე, „ნაციონალების“ დროინდელი „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტია. საერთოდ, არაფერს აკეთებს ამ სამინისტროს პიარსამსახური. ერთადერთი ეს მახსოვს, - „გზა დაუთმე სასწრაფოს” , სხვა ნორმალურო პროექტი არ მახსენდება და არც ყოფილა. - ნინო შუბლაძე წლები იყო რუსთავი 2 - ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. ეს ნინო შუბლაძე დანიშნეს დავით სერგეენკოს მრჩევლად, ის აკონტროლებს პიარსამსახურს და ამ დროს, სამინისტროს პიარს ჩამოაცილეს თამარ ბოდოკია, ერთ - ერთი საუკეთესო პიარმენეჯერი. - კი, ბატონო, ასეთი ხალხით რომ აკომპლექტებენ ამ სამინისტროს, იმიტომ არის ბევრი პრობლემა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4439189&name=08.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

08.05.2017

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

რამდენად დაცულია ორსულის სიცოცხლე?

ოფოციალური სტატისტიკური მონაცამებით, მშობიარობის შემდგომი სიკვდილიანობის რიცხვმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მკვეთრად დაიკლო, თუმცა შემთხვევამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, მომავალ დედებს შიში და ეჭვები მაინც გაუჩინა. გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 29 წლის ნინო მათიაშვილი გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკის მთავარ ექიმს დავით გაგუას ადანაშაულებენ. აღნიშნულ ფაქტს უკვე სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2015-2016 წლებში ქვეყნის მასშტაბით 84 კლინიკა შეფასდა და დონე 343-ს განესაზღვრა. განმეორებითი შეფასება 23 კლინიკაში ჩატარდა. 2017 წლის დასაწყისში, განმეორებით კიდევ 17 კლინიკა შეფასდა. ნინო ბერძული, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: სიკვდილიანობასთან მიმართებით, ბოლო წლების განმავლობაში კლება გვაქვს. რაც შეეხევა სტანდარტებს, რეგიონალიზაციასთან მიმართებით, სამშობიარო სახლების განყოფილებებად დაყოფამ დიდი როლი ითამაშა სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯოსების მიმართულებით, მოთხოვნები გაცილებით მაღალი სტანდარტისაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჩატარდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა, ახლა დაგეგმილია გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად კვლევა, რომელიც წლის ბოლოდან განხორციელდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4439231&name=08.05.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

08.05.2017

მედიასაშუალება: ალია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს: „ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მან რამდენიმე თვის წინ მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან 5 მაისს პოსტი დატოვა“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვალერი კვარაცხელიას 2014 წლიდან ეკავა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4439888&name=08.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

06.05

ახალი თაობა-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4436898&name=06.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

რეზონანსი-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4436708&name=06.05.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

08.05.2017

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

რა შეღავათებით სარგებლობენ მარტოხელა დედები საქართველოსა და ამერიკაში

ამას წინათ ერთ საინტერესო ბლოგს წავაწყდი, რომელიც საქართველოში მარტოხელა დედების პრობლემებს მიმოიხილავდა. სახელმწიფომ მარტოხელა მშობლის სტატუსი 2006 წლიდან გააუქმა, თუმცა 2015 წელს აღადგინეს. 2015 წელს საქართველოში ქორწინების გარეშე 1 366 ბავშვი დაიბადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების აქტში არ არის ჩანაწერი მამის შესახებ. მარტოხელა დედად ასევე ითვლება პირი, რომელიც შვილად აიყვანს 18 წლამდე ასაკის ბავშვს, თუმცა ამ დროს არ უნდა იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში. საქართველოში მარტოხელა დედად ვერ ჩაითვლება ქალი, რომელიც ოფიციალურად განქორწინდა და მარტო ზრდის შვილს. რას გულისხმობს მარტოხელა დედის სტატუსი და რა შეღავათებით სარგებლობენ ისინი, ამ საკითხზე იურისტი ანა გოგოჩიშვილი გვესაუბრება: - მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი გარანტიები განისაზღვრება კანონმდებლობით, თუმცა კანონში ამგვარი გარანტია ბევრი არ არის. არ არსებობს ცალკე ნორმატიული აქტი, რომელიც ერთ დოკუმენტში მოაქცევდა მათთვის შეღავათების შესახებ რეგულირებას. სამწუხაროდ, არც საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს მარტოხელა დედებისთვის შეღავათს. მეტიც, შრომის კოდექსში ვერ იპოვით ჩანაწერს მარტოხელა მშობლის შესახებ. მხოლოდ საგადასახადო კოდექსშია გათვალისწინებული შეღავათი, ისიც გამონაკლის შემთხვევაში. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული არიან ის მარტოხელა დედები, რომელთა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატება 3.000 ლარს. თუ აღემატება, ჩვეულებრივ დაექვემდებარებიან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას... რა უფლებებით სარგებლობენ მარტოხელა დედები ამერიკაში და რა სახის დახმარებას იღებენ ისინი, ნიუ-იორკში მცხოვრები იურისტი გია ხუროშვილი გვესაუბრება: - ამერიკაში მარტოხელა დედის სტატუსი - შინგლე მომ - არ მოითხოვს გართულებულ პროცედურებს. ამ სტატუსით სარგებლობს ყველა ის პირი, რომელიც მარტო ზრდის ბავშვს. საკმარისია დადასტურდეს, რომ მშობელი მარტო ზრუნავს შვილზე. ამ მონიტორინგში ჩართულია სოცმუშაკი და ვითარების შესწავლის შედეგად დედას ენიჭება მარტოხელას სტატუსი. თუ დედის შემოსავალი დაბალია, ამუშავდება სხვადასხვა პროგრამა, რომელიც დედისა და ბავშვის დაცვის გარანტიაა. შტატების მიხედვით პროგრამები განსხვავებულია. ამ მხრივ ყველაზე "გულუხვი" ნიუ-იორკის შტატია - სახელმწიფო მარტოხელა დედებს უხდის ბინის ქირას, უფინანსებს განათლებას, აძლევს სასურსათო ვაუჩერს, ფულად დახმარებას, უფასო დაზღვევას... ასეთ დედებს ეხმარებიან სამსახურის მოძიებაში, სახელმწიფო აძლევს საბავშვო ბაღის ვაუჩერსაც. მაგალითად, მარტოხელა დედა (2 ბავშვთან ერთად) თვეში 2.500 დოლარის დახმარებას იღებს. ამერიკულ გამოცემებში ხშირად ნახავთ სტატიებს სათაურით: "ნიუ-იორკი - საოცნებო ადგილი მარტოხელა დედებისთვის". ნიუ-იორკის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე მოცემული სტატისტიკის თანახმად, განქორწინებული ოჯახების ბავშვების რაოდენობა 41%-ს შეადგენს. აქედან დახმარებას ყველა ის პირი იღებს, ვინც ოფიციალურად განქორწინებულია, არარეგისტრირებულ ქორწინებაში გააჩინა ბავშვი ან მარტო ზრუნავს შვილზე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4439828&name=08.05.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

08.05.2017

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"დღეს ქუჩაში 2500-მდე ბავშვი ცხოვრობს"

მათ ყველაზე ხშირად ხალხმრავალ ადგილებსა და გზაჯვარედინებზე ვხვდებით... მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო და სხვადასხვა ორგანიზაცია ბევრს აკეთებენ, რომ ეს ბავშვები ოჯახურ გარემოს დაუბრუნონ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რიცხვი მაინც იზრდება. მაია მგელიაშვილი, ჭორლდ ვისიონ-საქართველოს წარმომადგენლობა; ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი: - 2008 წელს საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა კვლევა, აღირიცხა 1600 ბავშვი, რომლებიც რეგულარულად ქუჩაში ცხოვრობდნენ, დღეს კი მათი რიცხვი 2000-დან 2500-მდეა. 2013 წელს ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით საქართველოში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაზე ამოქმედდა პროგრამა, სახელწოდებით "ახალი ინიციატივა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ". ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ, "ჭორლდ ვისიონ-საქართველოს" წარმომადგენლები, ორ სხვა ორგანიზაციასთან - "საქართველოს კარიტასსა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვსა და გარემოსთან" ერთად დღემდე ვახორციელებთ ამ პროექტს. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ექვსი დღის ცენტრი და ექვსი ღამის თავშესაფარია გახსნილი, ფუნქციონირებს ოთხი მობილური ჯგუფი, რომელიც ქუჩაში ამ ბავშვების იდენტიფიცირებას ახდენს. მობილური სამსახური ცდილობს, ამ ბავშვების ნდობა მოიპოვოს, რასაც დრო სჭირდება, შემდგომ კი ამ ბავშვებს უნდა ვუთხრათ, თუ რა შეგვიძლია მათთვის გავაკეთოთ. იხსნება ანკეტა სოციალური მომსახურების სამინისტროში. 2014 წლიდან დღემდე ოფიციალურად იდენტიფიცირებულია ქუჩაში მცხოვრები 839 ბავშვი. ისინი, ძირითადად, რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართული - მოწყალებას ითხოვენ, წვრილმან ნივთებს ყიდიან ან აგროვებენ ჯართს. შეიძლება, ქურდობენ კიდეც. ამ ბავშვებს მუდმივი კავშირი აქვთ ოჯახთან და შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ იქ მიაქვთ. - ანუ მშობლებმა ყველაფერი იციან? - არა მარტო იციან, ახალისებენ და ხშირად აიძულებენ კიდეც ბავშვს, რომ ასეთი საქმიანობა დაიწყოს. - ასეთ შემთხვევაში მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება? - ეს ძალიან ძნელია, რადგან როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ბავშვებიც და მშობლებიც ამას უარყოფენ. - რამდენ ხანს ატარებენ ასეთი ბავშვები თავშესაფარში და იქიდან წამოსვლის შემდეგ როგორც ცხოვრობენ? - ბავშვმა შეიძლება თავშესაფარში გაატაროს რამდენიმე საათი, მერე კი ან მინდობით აღზრდით მიაბარონ, ან მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანონ. მაქსიმალური პერიოდი ამ მომსახურების არის წელიწადი და 6 თვე, რის შემდეგაც ისინი გრძელვადიანი ზრუნვის პროგრამას უნდა დაექვემდებარონ. შეიძლება - თუ არ იკვეთება ძალადობის ნიშნები - ბიოლოგიურ ოჯახსაც დაუბრუნდნენ. ეს ბავშვები თვითნებურად არ ტოვებენ ამ სახლებს - გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი, სააგენტოს წარმომადგენელი. - როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რაოდენობა შემცირდეს? - ბავშვი ოჯახის ზეწოლით ქუჩაში რომ გამოდის, იმის ბრალიც არის, რომ ხალხი მოწყალებას გასცემს. ამას ვერავის დაუშლი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამით არაპირდაპირ ხელს ვუწყობთ ბავშვზე ძალადობას. ასე"გამომუშავებული ფული ამ ბავშვებს იშვიათად ხმარდებათ. თანხას, ძირითადად, მათი ოჯახის წევრები იყენებენ. სანამ ბავშვი ქუჩაში გამოვა, მანამდე უნდა გაეწიოს რისკ-ჯგუფის ოჯახებსა და ბავშვებს პრევენციული მომსახურება, თორემ მერე ამ ბავშვების რეაბილიტაცია ძნელია. მას შემდეგ, რაც ბავშვი გამოდის ქუჩაში, საჭირო ხდება ბევრი მხარდამჭერი პროგრამის ამოქმედება და სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინირებული მუშაობა. ამ შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურების როლიც ძალიან დიდია. მათ ინდივიდუალურ შემთხვევებში უნდა დაადგინონ, სად ირღვევა კანონი, რატომ არის ბავშვი ქუჩაში მაშინ, როცა ის იქ არ უნდა იყოს... უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი ზეწოლითაც ხდება ეს ყველაფერი! - როგორ ფიქრობთ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არის თუ არა ამ სიტუაციის მიზეზი? - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის მიზეზი უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომელმაც ქუჩაში მოწყალების თხოვნა აკრძალა, ჩვენთან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რაოდენობა გაიზარდა, რადგან ჩვენ აზერბაიჯანთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ბავშვები იქიდანაც შეEმოიყვანეს. თუმცა ეს არ არის ქუჩის ბავშვების რაოდენობის ზრდის ერთადერთი მიზეზი. მათი მხოლოდ 20%-ია ეთნიკურად აზერბაიჯანელი, დაახლოებით 53% კი ეთნიკურად ქართველია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4439546&name=08.05.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

08.05.2017

მედიასაშუალება: მთელი კვირა (რეზონანსი)

საქართველოში მოხუცების რაოდენობამ ახალგაზრდების რაოდენობას გაუსწრო

საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას - იზრდება ხანდაზმულთა რაოდენობა, შობადობა კი მცირდება, რაც ქვეყნის ჩქარი დაბერების ტენდენციაზე მიანიშნებს. ორგანიზაცია "ქანთრიმეტერის" ინფორმაციით, რომელიც სამყაროს დემოგრაფიულ სტატისტიკას და სხვა მსგავს მონაცემებს სწავლობს, 30 წელიწადში საქართველოს გადაშენება ემუქრება. "მიუხედავად ბოლო ხანებში დაბადება-გარდაცვალების მცირედით პოზიტიური ბალანსისა, ქვეყნის მოსახლეობა სწრაფი ტემპით მცირდება, რადგან ემიგრაციის კოეფიციენტი ყველა სხვა მონაცემს ერთიორად აჭარბებს. მაგალითისთვის, ამ წელიწადში უკვე 9 256 ადამიანია საქართველოდან ემიგრირებული", - აღნიშნულია "ქანთრიმეტერის" კვლევაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ქვეყნის მოსახლეობის 85.5% 15 წელზე მეტი ასაკისაა, აქედან 16% 64 წელზე მეტისაა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ასაკოვანი ადამიანების რიცხვი ახალგაზრდების რიცხვს აჭარბებს, ანუ "საქართველოს ასაკობრივი დიაგრამა რეგრესული, მომაკვდავი ხასიათისაა". მათივე თქმით, თუ სტატისტიკა ასე გაგრძელდა, 30 წელიწადში ქვეყანა საერთოდ გადაშენდება. ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციით, 2016 წელს მოსახლეობის მთლიანი რიცხოვნობა შეადგენდა 3 720 4000 ადამიანს. აქედან გასულ წელს დაიბადა 56 569 ადამიანი, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 2 680-ით ნაკლებია. დემოგრაფიის თვალსაზრისით საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ თავად ქართველი დემოგრაფებიც, თუმცა ირწმუნებიან, რომ ქართველ ერს გადაშენება არ ემუქრება და ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს. "2030 წლისთვის არ გადავშენდებით, მაგრამ დაბერებული მოსახლეობა გვეყოლება, თუ არ მივხედეთ შობადობას და მიგრაციას. "ასე რომ, რთული დემოგრაფიული ვითარებაა. ახალგაზრდების რიცხვი შემცირებულია. 2020 წლისთვის ნაკლები ქალი გვეყოლება რეპროდუქციულ ასაკში, რაც იმას ნიშნავს, რომ შობადობა იქნება ნაკლები", - გვითხრა დემოგრაფმა ავთო სულაბერიძემ. საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მონაცემებით კი, მოსახლეობის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ფონდის ხელმძღვანელ თამარ ჩიბურდანიძის თქმით, შობადობა მცირდება, ხანდაზმულთა რაოდენობა კი იზრდება. თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა გადაშენების პირას არ აღმოჩნდეს. "შეიძლება ითქვას, საქართველოში ქართველი ერი ღრმად დაბერებულია. ანუ გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 73 წლამდეა. გასული საუკუნის 60-იან წლებში, კომუნისტების დროს, 10 წლის მანძილზე დაიბადა დაახლოებით მილიონნახევარი ახალშობილი და წელს ისინი შედიან საპენსიო ასაკაში. რა თქმა უნდა, ნაწილი გარდაიცვალა, ნაწილმა დატოვა ქვეყანა, მაგრამ დიდი ნაწილი ცოცხალია და აქ არის. აქედან გამომდინარე, ყოველ წელს დაახლოებით 100 ათასი კაცით გაიზრდება პენსიონერთა რაოდენობა. "საქართველოში შობადობა მცირდება, ამ კუთხით მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ქორწინებათა რიცხვიც შემცირებულია, ხოლო მოხუცებულთა რაოდენობა იზრდება მაშინ, როდესაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ახალშობილთა რაოდენობა ხანდაზმულთა რაოდენობას დაახლოებით 720 ათასით სჭარბობდა. დღეს ხანდაზმულთა რაოდენობა ახალშობილთა რაოდენობას დაახლოებით 100 ათასით აჭარბებს. "აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ხდება შობადობის კლება და ხანდაზმულთა რიცხვის ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. სწორედ ამიტომ აკეთებენ ასეთ დასკვნას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები. "სამწუხაროდ, სიკვდილიანობა მეტია არა ხანდაზმულთა ფენაში, არამედ შუახნის ფენაში - ინსულტით, ავარიით. აქედან გამომდინარე, უნდა გაიზარდოს შობადობა და ამისთვის სახელმწიფო პროგრამა უნდა ამუშავდეს. პრემიერის ხელმძღვანელობით 30-წლიანი ყოველწლიური გეგმა უნდა დაიდოს და ქვეყნის გადაშენების საფრთხე თავიდან უნდა ავიცილოთ", - გვითხრა ჩიბურდანიძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4439314&name=08.05.2017+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

08.05.2017

მედიასაშუალება: თბილისელები

რატომ შემოაქვთ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მოძველებული მედიკამენტები და რატომ არიან ექიმები იძულებული, პაციენტებს გამოუწერონ საჭიროზე მეტი მედიკამენტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ბიოეთიკის საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავაშვილი გაგვარკვევს, როგორ იცავს კანონმდებლობა პაციენტის უფლებებს, ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე კი ექიმების მიერ დაუნანებლად, ოხრად გამოწერილი წამლების პრობლემას განგვიმარტავს. გივი ჯავაშვილი: "გადაწყვეტილებას სანქციების გამოყენების შესახებ იღებს პროფესიული განვითარების საბჭო, რომელიც შექმნილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4439240&name=08.05.2017+-+%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

08.05.2017

მედიასაშუალება: ალია

რა კორუფციული საქმეები იმალება "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტის უკან? ვინ და როგორ ცდილობს თამბაქოს მწარმოებლებისთვის ფულის "ახევას"? რატომ იკრძალება სიგარეტის მოწევა ყველა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გარდა კაზინოებისა?

როდესაც ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი მეორედ განიხილა, მთავრობის შენიშვნებმა, თამბაქოს მწარმოებლების უარყოფითმა რეაქციებმა და კანონპროექტში ჩადებულმა ქვეტექსტებმა, ეჭვი კიდევ უფრო გამიმძაფრა, რომ გუგული დეიდა და დანარჩენი მორჩილი დეპუტატები ვიღაცის ფულის სუნად აყროლებულ ინტერესს ახმოვანებენ. რა კორუფციული საქმეები იმალება "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტის უკან? ვინ და როგორ ცდილობს თამბაქოს მწარმოებლებისთვის ფულის "ახევას"? რატომ იკრძალება სიგარეტის მოწევა ყველა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გარდა კაზინოებისა? მაღრაძის კანონპროექტი იმდენ კითხვას ბადებს, ამომწურავი პასუხის ძიებაში, შესაძლოა „ოცნების“ საპარლამენტო ვადაც ამოიწუროს. ადამიანებს შიმშილით ხოცავთ, წლობით უმუშევარ მოქალაქეებს ნევროზი გაუჩნდათ, ზოგი ფანჯრიდან ხტება, ზოგი თავს თოკით იხრჩობს და ეხლა გაგახსენდათ, რომ ამ გასაცოდავებულ ხალხს ფილტვებიც აქვს?

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4439148&name=08.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

06.05.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

„გილეადი“: საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა,რომელიც "ცე" ჰეპატიტს სრულად მოიშორებს

„ქვეყანა, რომელმაც 2020 წელს მსოფლიოში პირველმა, C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოახდინოს". საქართველოს შესახებ სამედიცინო კორპორაცია „გილეადი" საუბრობს. ვიდეორგოლში, რომელიც სპეციალურად საქართველოზე, როგორც სამაგალითო ქვეყანაზე შეიქმნა, ნაჩვენებია რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი და მომაკვდინებელი ვირუსი კომპანია „გილეადის" უახლესი თაობის მედიკამენტების საშუალებით დაამარცხეს. საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოს მთავრობას, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და კომპანია „გილეადთან" თანამშრომლობით 2015 წლის 21 აპრილს დაიწყო. პროგრამაში ამ დრომდე 36 500-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, მათგან 29 000-მდე პაციენტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 97%-ია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4436772&name=06.05.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---