მედიამონიტორინგი 08.05.2018
ტელევიზია
08.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედი დილა
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელშეწყობით 482 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5273337
---
07.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია, კამპანიას ამ სახელწოდებით ჯანდაცვის სამინსიტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იწყებენ, კამპანიის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში 700-ზე მეტ აფთიაქში განთავსდება წნევის აპარატი და ყველა მსურველი შეძლებს წნევის გაზომვას
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272191
I არხი -მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272340
---
07.05.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
პარტია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი ორ თვეში დასახელდება. ამის შესახებ პრემიერ-მიონისტრმა განაცხადა. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272625
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272283
---
07.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
"თეთრი ხმაურის" მოძრაობა ჯანდაცვის სამინისტროს უპირისპირდება და უწყებას სრულ უმოქმედობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ 10-მდე ადამიანის გარდაცვალების შემდეგაც კი ჯანდაცვის სამინისტრო არაადეკვატურია და ვერ აცნობიერებს შექმნილ ტრაგიკულ სიტუაციაში საკუთარ როლს. არასამთავრობოები მოითხოვენ დავით სერგეენკოსგან, რომ გაიწეროს კონკრეტული ნაბიჯები, პრევენციისთვის და მოუწოდებენ ასევე შსს-ს, რომ ნარკომომხმარებლებთან ჰქონდეთ უფრო ლოიალური მიდგომა და გაამკაცრონ ზომები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელმისაწვდომს ხდის შავ ბაზარზე ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკულ საშუალებას. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272244
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272049
---
07.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
ლიბერალიზაცია გამოსავალი არ არის -ბოლო დღეებში სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებებით გარდაცვლილ ახალგაზრდებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272131
იმედი-ქრონიკა 20:00 http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272439
მაესტრო-დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272469
I არხი -მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272719
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272385
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272256
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272241
---
07.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ნარკოტიკით მოწამლული და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდების რაოდენობა ზღვარს უახლოვდება. საავადმყოფოში სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომებით გადაყვანილთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272576
I არხი-მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272723
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272437
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272480
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272154
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5271250
---
07.05.2018
არხი: I არხი
გადაცემა: აქტუალური თემა 21:30
ხუთი გარდაცვლილი და ათამდე ჰოსპიტალიზებული... ეს, არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო დღეებში სინთეტიკური ნარკოტიკების მოხმარების შედეგია.არის თუ არა კანონის ლიბერალიზაცია გამოსავალი? რას უპირისპირებს სახელმწიფო არსებულ ვითარებას, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პარალურად რა ფაქტორები განაპირობებს ნარკოტიკებზე მარტივ ხელმისაწვდომობას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272650
---
07.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა:ხალხის პოლიტიკა
გადაცემაში საუბარია ნარკოპოლიტიკაზე, სამწუხაროდ საუბარი გვიწევს, უმძიმეს ფონზე, ბოლო დღეებში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, ჩვენ ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ოფიციალური პასუხი რა და როგორ მოხდა. ზუსტად რა ნივთიერებამ გამოიწვია სიკვდილი, თუმცა არსებობს ინფორმაცია რომლის საფუძველზეც მსჯელობა შეიძლება. რა უნდა შეიცავლოს, სად არის გამოსავალი?
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272485
---
07.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან 20 წლის ქანან ალიევის ოჯახის წევრები და ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ითხოვენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5271381
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5271042
ტელეკომპანია იბერია-ახალი ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5272091
---
07.05.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ამ ეტაპზე კორპუსებში შიდა სამუშაო მიმდინარეობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5271791
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5271600
---
07.05.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
შისზეა მოთხოვნა შრომის ბაზარზე კვლავ ბუნდოვანია. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები მიიჩნევე, რომ უმაღლესის დიპლომზე მოთხოვნამ იკლო, პროფტექნიკუმებზე კი გაიზარდა, შესაბამისად დაფინანსების აქცენტი ბოლო ხანია ამ მიმართულებით გადანაცვლდა, თუმცა შესაძლოა ტყუილად. პოლიტიკისა და მართვის ჯგუფი საპირისპირო სურათს აჩვენებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5270960
---
ინტერნეტი
08.05.2018
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, დაინტერესებულ პირებს ნარკოლოგის კონსულტაციას უფასოდ გაუწევს
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, დაინტერესებულ პირებს ნარკოლოგის კონსულტაციას უფასოდ გაუწევს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ექიმ-ნარკოლოგთან ვიზიტის დასაგეგმად მსურველებმა უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 30 10 53, 2 30 10 94, მისამართი: ქავთარაძის ქ. #21ა
07.05
ექსპრესნიუს.ჯი-http://epn.ge/?id=65082
---
08.05.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=65108
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კამპანიას „ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ უერთდება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ახალი კამპანია „ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ დაიწყო. საინფორმაციო კამპანიის მიზანია მაღალი არტერიული წნევის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომლის ფარგლებში, მაისის თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია, უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია. კამპანიას უერთდება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე თვის ყოველ ხუთშაბათს, „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკასა“ და „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“ აჭარის ჰოსპიტალური სექტორის წამყვანი კარდიოლოგები ჩაატარებენ უფასო სამედიცინო გასინჯვებს. ასევე, ქვეყნის მასაშტაბით სააფთიაქო ქსელების 771 ფილიალში, სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წნევის საზომი აპარატები განთავსდება, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, გაიგოს საკუთარი წნევის ციფრები. ასევე, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები. არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. ის სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს. საქართველოში, მისი მაჩვენებელი 18-69 წლის პოპულაციაში 37.7%-ია. ჰიპერტენზიის მკურნალობის პროცესში წარმატებას ექიმის მიერ, სწორად შერჩეული რეგულარული მკურნალობა განსაზღვრავს.
---
07.05.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=65086
ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ - ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კამპანია დაიწყო
ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახალი კამპანია დაიწყო. არტერიული ჰიპერტენზია ადვილად პრევენცირებადი და მართვადი დაავადებაა, თუმცა ამის მიუხედავად, ის მთელ მსოფლიოში ნაადრევი სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. სწორედ ამიტომ, კამპანიის მიზანს დაავადების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება და ექიმსა და პაცინტს შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს. როგორც შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, უწყება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მუდმივად ატარებს. მისივე თქმით, კამპანია, რომელიც დღეს განახლდა, მაღალი არტერიული წნევის ამოსაცნობად და მის სამკურნალოდ არის მიმართული. „მთელი ამ თვის განმავლობაში იქნება ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, რომლის ამოცანაც არის მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ ახსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იცოდე საკუთარი წნევა და თუ კი არის გადახრა, როგორ უმკურნალო მას“, – განაცხადა სერგეენკომ. კამპანიასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, მაღალი არტერიული წნევა დღეს ერთ-ერთი რისკ ფაქტორია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. „2016 წელს ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ქვეყანაში დაახლოებით 33%-ს, როგორც მამაკაცს ასევე ქალს მაღალი არტერიული წნევა აქვს. ეს კვლევა 2010-2016 წლებში ჩატარდა, ამ მხრივ პოზიტიური მიმართულება გახლავთ ის, რომ 2010 წელს მოსახლეობის 30%-მა ამის შესახებ არ იცოდა და ექიმისთვის არასდროს მიუმართავს. დღევანდელი კვლევით ეს ჩამოსულია 24%-მდე, ანუ კულტურა იზრდება“,– განაცხადა გამყრელიძემ. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია დარგის სპეციალისტებთან, პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრები. ასევე თბილისსა და რეგიონებში უფასო სამედიცინო გასინჯვების ორგანიზება. მაისის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, სააფთიაქო ქსელების 771 ფილიალში განთავსდება წნევის საზომი აპარატები და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება გაიგოს საკუთარი წნევის ციფრები. წნევის საზომი აპარატების ასევე განთავსდება სავაჭრო ცენტრებში,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები. ცნობისთვის, არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. იგი სიკვდილიანობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს, ჰიპერტენზიით ყოველწლიურად 1.5 მილიარდი ადამიანი ავადდება და 7 მილიონი კვდება. საქართველოში ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი 18–69 წწ პოპულაციაში 37,7%–ია. ჰიპერტენზიას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან ხშირ შემთხვევაში იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
---
07.05.2018
დავით სერგეენკო - მსოფლიოში ყველაზე დიდი მკვლელი რაც არსებობს, ეს არის მაღალი არტერიული წნევა და მისით გამოწვეული გართულებები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას -"ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია" იწყებს. ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, გახსნა. მისი თქმით, საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მიზანი საზოგადოებისთვის ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული საფრთხეების გაცნობაა. "ის კამპანია, რომელიც დღეს განახლდა, არის მაღალი არტერიული წნევის ამოსაცნობად და მიმართულია მის სამკურნალოდ. მსოფლიოში ყველაზე დიდი მკვლელი რაც არსებობს, ეს არის მაღალი არტერიული წნევა და მისით გამოწვეული გართულებები. ის კლავს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე ყველა დანარჩენი მიზეზი ერთად აღებული. მთელი თვის განმავლობაში იქნება ინტენსიური საინფორმაციო კამპანია და მისი მიზანია, კიდევ ერთხელ ავუხსნათ საზოგადოებას ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული საფრთხეები და მათი მოგვარების გზები,"- განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
07.05.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=65078
სერგეენკო: ნარკოლიბერალიზაცია არ არის სწორი გზა, აუცილებელია მიწოდებისა და მოხმარების შემცირებაზე ვიფიქროთ
მინდა მოვუწდო ყველას, რომ ასეთი ცნება კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი არ არსებობს. მნიშვნელოვანია, ზიანის და ასევე მიწოდება–მოხმარების შემცირება, საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა“, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, საზოგადოებამ ნარკოტიკთან დაკავშირებული საფრთხე გაიაზროს. „ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერება. ვერანაირი ჯანდაცვის სამინისტრო ათასჯერ გამრავლებული, მთლიანად ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას, თუკი არ იქნება საზოგადოების მხარდაჭერა და სწორი გაცნობიერება იმის, რომ ორივეს, როგორც კლუბურ ასევე რეკრეაციულ ნარკოტიკს შეუძლია ფატალური შედეგები გამოიღოს, როგორც სხვა ტიპის ნარკოტიკებმა“, - აღნიშნა მინისტრმა. სერგეენკოს თქმით, ლიბერალიზაცია ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებაზე არ უნდა განხორციელდეს. „ლიბერალიზაცია და თავისუფალ დინებაზე მიშვება ნებისმიერი სახის ნარკოტიკის არ არის სწორი გზა. მარიხუანაზე უკვე მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება, როდესაც 70 გრამამდე მშრალი ნივთიერების ქონა ითვლება უბრალო მოხმარებად და არ ისჯება. თუმცა, ნებისმიერ ნარკოტილულ საშუალებაზე ეს არ უნდა განხორციელდეს. ნარკოპოლიტიკის ცვლილება არის მხოლოდ ერთი რამ, რაც შეიძლება მეტი მიწოდების შემცირება და მოხმარების შემცირება. ნებისმიერი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული აქეთკენ და არა მისი პოპულარიზაციისკენ“, –აღნიშნა სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ნალოქსინის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ამოღება სააფთიაქო ქსელებიდან არ იგეგმება. „ნალოქსინი ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში რეცეპტით გაიცემა. მე არ ვიცი რომელი ნარკოლოგი ითხოვს მის ამოღებას, მაგრამ ფარმაკოლოგიაში თუნდაც, ზედაპირულად ჩახედული ადამიანისთვის ეს კითხვა საერთოდ არ უნდა გაჩნდეს. ნალოქსინი არის სელექციური, მიზანმიმართული ოპოიდების მოქმედების შემამსუბუქებელი მედიკამენტი, ხოლო ის ნარკოტიკები, რომლებიც გამოიყენება, ძირითადად არის ფსიკოტროპული ტიპის, რომელზეც ნალოქსინი არ მოქმედებს არანაირი სახით, პირიქით, შეიძლება სამედიცინო დახმარება აქცენტირება მცდარად გადაიტანოს ნალოქსინის ძებნაზე და რეალური დახმარება დაიკარგოს. ასე რომ ფსიკიტორპულ მედიკამენტებზე ნალოქსინი ცალსახად არ მოქმედებს“, –აღნიშნა დავით სერგეენკომ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/396247
---
07.05.2018
"ვერანაირი შსს, ჯანდაცვის სამინისტრო მთლიანობაში ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას"- სერგეენკო ნარკოტიკებით გარდაცვალების გახშირებული შემთხვევებზე
ნარკოტიკებით გარდაცვალების გახშირებული შემთხვევები - ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იმუშავებს შსს ან ჯანდაცვის სამინისტრო, მთავარია მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ კლუბურ ნარკოტიკს აქვს ისეთივე შედეგი, როგორიც სხვა ჯგუფის ნარკოტიკებს. „ნარკოპოლიტიკის ცვლილებები არის მხოლოდ ერთი რამ და არ შეიძლება იყოს რაიმე სხვა. ეს არის მიწოდების შემცირება და ეს არის მოხმარების შემცირება და ნებისმიერი ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული აქეთკენ და არა იქეთკენ, რასაც ნაწილობრივ ვხედავთ რომ ლამის პოპულარიზაცია მიდის გარკვეული ჯგუფის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერება. ვერანაირი შსს, ჯანდაცვის სამინისტრო ათ-ათჯერ გამრავლებული მთლიანობაში ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას თუ კი არ იქნება საზოგადოების მხარდაჭერა და არ იქნება სწორი გაცნობიერება იმისი, რომ ბუნებაში არ არსებობს რეკრიაციული და საკლუბო გასართობი ნარკოტიკები. მათ შეუძლიათ ისეთივე ფატალური შედეგები გამოიღონ, როგორც სხვა ჯგუფის ნარკოტიკებმა,“- განაცხადა დავით სერგეენკომ, რომელიც "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრების განცხადებას გამოეხმაურა. ორგანიზაციაში გახშირებულ გარდაცვაკებაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებენ.
---
07.05.2018
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/dekriminalizatsia-aris-gamosavali-akaki-zoidze/43525
დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი - აკაკი ზოიძე
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება. „ჩრდილოეთ ამერიკაში ათი ათასობით სიკვდილი არის დაკავშირებული ამ ახალ საშუალებებთან, რომლებიც იმდენად ძლიერია, რომ ერთი ქვიშის მარცვლის ოდენობის პრეპარატმა შეიძლება, ადამიანი მოკლას. ჩვენი ინფორმაციით, ეს პრეპარატები ვრცელდება სხვადასხვა დასახელების, კლუბური თუ არაკლუბური მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ და ამის შედეგად ბევრი ადმიანი, ვინც ინფორმაციას არ ფლობს, იღუპება და მომავალში კიდევ შეიძლება დაიღუპოს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, არ გამოიყენოს ნარკოტიკული საშუალებები“, - განაცხადა ზოიძემ. მისივე თქმით, დისკუსიები ჯერ კიდევ მიმდინარეობს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირეულ კანონპროექტზე და მუშაობა შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში დასრულდება. „ცხოველი დისკუსიები მიდის ამასთან დაკავშირებით. გაყოფილია აზრი. ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანები იღუპებიან ნარკოტიკული საშუალებებისგან, ეს ასევე იწვევს საზოგადოების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც მოითხოვს, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს დამოკიდებულება, მათ შორის მომხმარებელთა მიმართ. ამ ვითარებაში აუცილებელია საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ. ალბათ, შემდეგი რამდენიმე კვირის მანძილზე შევძლებთ და დავასრულებთ მუშაობას იმ რეფორმაზე, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება, რომ დაინერგოს. ჩემი პირადი აზრით და ასევე, იმ ბევრი ადამიანის აზრით, ვინც ამ მიმართულებას ემხრობა, მიგვაჩნია, რომ დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი. უნდა შემცირდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, რაც შესაძლებელია პრევენციაში შესაბამისი თანხების ჩადებით“, - განაცხადა ზოიძემ.
---
07.05.2018
აკაკი ზოიძე - ნარკოტიკები, რომელიც ე.წ. კლუბური თუ მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება, სასიკვდილო შხამია და საათების განმავლობაში კლავს
ჩვენ თითოეულ მოქალაქეს უნდა მოვუწოდოთ, არ მოიხმარონ ნარკოტიკი - ნარკოტიკები, რომელიც ე.წ. კლუბური თუ მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება, რეალურად არის სასიკვდილო შხამი და საათების განმავლობაში კლავს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ გააკეთა. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის რეფორმას, ზოიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მკაცრი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს მიწოდების წინააღმდეგ, ხოლო ნარკოპოლიტიკის ქვაკუთხედი პრევენცია უნდა იყოს. “პირველ რიგში, მივუსამძიმრებ იმ ადამიანების ოჯახებს, ვინც დაიღუპა. ასეთ პირობებში დისკუსია ნამდვილად მძიმეა. ადამიანის სიკვდილი პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი არ უნდა იყოს. თემა ძალიან რთულია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ძალისხმევა არ დაგვიკლია, რომ პოზიციები შეგვეჯერებინა ამ უაღრესად მნიშვნელოვან რეფორმასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში აზრი ორად არის გაყოფილი. ვმუშაობთ რეალურად, იმისათვის, რომ ეს პოზიციები დავაახლოვოთ. ჩემი აზრით, ალბათ სულ რამდენიმე კვირაში შევძლებთ, ამოვწუროთ რესურსი, თუკი რაიმე არსებობს კონსენსუსის თაობაზე. ამის შემდეგ ფართო საზოგადოების სამჯავროზე გამოვიტანთ ან იქნება ალტერნატიული ვარიანტები - ის ვერსია, რომელზეც მთავრობა და უმრავლესობის ნაწილი შეჯერდება. ჩვენ თითოეულ მოქალაქეს უნდა მოვუწოდოთ, არ მოიხმარონ არანაირი ნარკოტიკი - ნარკოტიკები ე.წ. კლუბური თუ მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება და რეალურად არის სასიკვდილო შხამი, რომელიც საათების განმავლობაში კლავს. არ მოიხმაროთ არანაირი ნარკოტიკი! მესმის, რომ ამ მოწოდებას ერთ დღეში ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტა არ მოყვება, მაგრამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რისკი, რომლითაც თავიანთ საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ წამიერი სიამოვნების თუ რაღაც მოლოდინის გამო“, - განაცხადა ზოიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა კიდევ ერთხელ - ამჯერად ერთი თვით გადაიწია. პროექტის განხილვა წამყვანი კომიტეტის - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგშია, თუმცა პროცესი სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში არ დაიწყება. ვადის ერთი თვით გადაწევის საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დასვა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა.
---
07.05.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/396161
გიორგი კალატოზიშვილი: ახალგაზრდების სიკვდილი სავარაუდოდ ფენტანილმა გამოიწვია
ახალგაზრდების სიკვდილი, სავარაუდოდ, ფენტანილმა გამოიწვია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის კომუნიკაციების ხელმძღვანელი გიორგი კალატოზიშვილი წერს. “ახალგაზრდების სიკვდილი სავარაუდოდ ფენტანილმა გამოიწვია, დღეს დათო ოთიაშვილი და ზურა სიხარულუძე, ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ექიმი-ნარკოლოგი ამბობს იგივეს და აცხადებს, რომ სიმპტომები ამაზე მიუთითებს და ბადებს იმის ეჭვს, რომ ქვეყანაში შემოსულია “თეთრი ჩინელი” – ფენტანილი, ბიო-ჰეროინი, რომელმაც ამ წლებში მარტო ამერიკაში უკვე 100 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. ყველანი ვითხოვთ ნალოქსონის რეცეპტებით გასაცემი მედიკამენტების სიიდან ამოღებას, რათა ადამიანებს ჰქონდეთ გადარჩენის შანსი ოპიოიდების ზედოზირების შენთხვევაში. და რას გვპასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო? გვპასუხობს იმას, რომ მომავალი კვირიდან განიხილავენ ამ საკითხს სავარაუდოდ… ნალოქსონის სიიდან ამოღება დაკავშირებულია გარკვეულ პროცედურებთან… უნდა შეიკრიბონ ნარკოლოგები, ტოქსიკოლოგები, შსს-ს და ჯანდაცვის წარმომადგენლები და ა.შ. და ა.შ. და იმსჯელებენ ამ საკითხზე… ვგიჟდები ამ ქვეყანაზე. ერთ დღეში 3 ადამიანი დაიღუპა, მანამდე კიდევ 3, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო “მსჯელობას დაიწყებს” მომავალ კვირას. ღმერთმა არ ქნას, ამ ერთ კვირაში კიდევ გავიგოთ, რომ ვიღაცამ ვეღარ გაიღვიძა! მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო სტრუქტურებს იმ უგუნურ პოლიტიკისთვის, რომელიც უკვე ყოველდღიურად კლავს!”- წერს კალატოზიშვილი.
---
07.05.2018
რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ხელს უწყობს მომაკვდინებელი ნარკოტიკების შემოსვლას - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განმარტებით, კვლევების მიხედვით, ნარკომომხმარებელთა მიმართ, სჯობს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა სახელმწიფომ არ გაატაროს, თუმცა ეს რეალიზატორებს არ ეხება: „პირველ რიგში, ეს არის სამართალდამცავი უწყებების კომპეტენცია და მათი შესწავლის საგანი. სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში მოყვანილი გვაქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები, სადაც აღნიშნულია, რომ მკაცრი და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ხელს უწყობს მსგავსი ტიპის მომაკვდინებელი ნარკოტიკების შემოსვლას. მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს ლიბერალური მიდგომა ნარკომომხმარებლების მიმართ, რაც გამოიხატება პრევენციული ღონისძიებების გატარებაში, ასევე სამედიცინო და სხვა ტიპის მომსახურეობის მიწოდებაში. ლიბერალური მიდგომა არ გულისხმობს ლიბერალურ მიდგომას ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკა უნდა იყოს მკაცრი. ლიბერალური მიდგომა გულისხმობს რეაბილიტაციას და დახმარებას, რომ მათ არ მოიხმარონ კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი და ჰქონდეთ სამედიცინო და სხვა ტიპის მხარდაჭერა, რათა ნაკლები ზიანი მიადგეს მათ ჯანმრთელობას" - აცხადებს სახალხო დამცველი. ბოლო პერიოდში, დადუგენელი ნარკოტიკის მოხმარების შედეგად, ათამდე ადამიანი გარდაიცვალა. ნარკოლიბერალიზაციის პროექტზე პარლამენტში მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა საკითხზე აზრთასხვადასხვაობაა.
---
07.05.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/farmacevtuli-kompaniebi-saxelmwifo-aiip-shi-gaertiandebian-/19228
ფარმაცევტული კომპანიები სახელმწიფო აიიპ-ში გაერთიანდებიან
რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია სახელმწიფოს მიერ შექმნილ აიიპ-ში ჩაერთვება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ფარმაცევტული ასოციაციის ხელმძღვანელმა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, არასამეწარმეო პირი ყველა დაინტერესებული კომპანიისთვის ღია იქნება, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენის სურვილს გამოთქვამს. „ჩვენი მონაწილეობის მთავარი პირობა იყო, რომ არ უნდა იყოს კონკურენციის შეზღუდვა. ეს არ უნდა იყოს იმპერატიული. ვერავინ ვერავის ვერ ჩართავს ძალით ამ პროგრამაში. მაგრამ დაარსების დღიდან ეს პროექტი იქნება ღია. ნემისმიერი კომპანია რომელიც სურვილს გამოთქვამს ჩერთვება და მონაწილეობას მიიღებს პროექტის განხორციელებაში. მაგრამ პროგრამაში ჩართვა არ ნიშნავს რომ ამ კომპანიის რომელიმე სხვა მედკამენტი უპირატესობით ისარგებლებს.“ - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ააიპ-ის დაფუძნება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ხარვეზები გამოვლინდა.
---
07.05.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/ruxis-sauniversiteto-saavadmyofos-mshenebloba-sruldeba/19212/
რუხის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა სრულდება
სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ამ ეტაპზე კორპუსებში შიდა სამუშაო მიმდინარეობს. მოეწყო აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. დასრულებულია დამხმარე ნაგებობების,სამრეცხაო და სასადილო კომპლექსის მშენებლობა, მონტაჟდება სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა. კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომები და შიდა გზები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 მლნ. ლარია. მიმდინარე სამუშაოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გაეცნო. პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ადგილმდებარეობის თვალსაზრისით. ამოქმედების შემდეგ, საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება. კლინიკა 220 საწოლზეა გათვლილი. სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის იფუნქციონირებს 100 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, დასრულების შემდეგ, ობიექტი ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.
---
07.05.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/396261
2018 წლის მონაცემებით, საქართველოში, შიდსის 231 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
2018 წლის, 4 თვის მონაცემებით, საქართველოში შიდსის 231 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო- პარქტიკული ცენტრის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში აივ-ით ინფიცირების 6993 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის, 5236 – მამაკაცი და 1757 – ქალია. შიდსის ცენტრის მონაცემებით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3769 პაციენტს, 1440 გარდაიცვალა. არვ მკურნალობაზეა 4260 (მათ შორის აფხაზეთში – 487) პაციენტი. აღსანიშნავია, რომ აივ ინფიცირებულთა გადაცემის გზების მიხედვით, ყველაზე მეტი – 41, 4 პროცენტი ინექციურ ნარკომანიაზე მოდის. საქართველოში ბოლო უკანასკნელი წლების მონაცემებით, საქართველოში აივ-შიდსის ინფიცირების ყველაზე დიდი რაოდენობა 719 შემთხვევა 2015-2016 წლებში დაფიქსირდა.
---
07.05.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/201730-iusticiis-saministrosi-ssm-pirta-uflebebis-sesaxeb-kanonis-proeqtze-musaoba-dasrulda
იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის პროექტზე მუშაობა დასრულდა
---
ბეჭდვითი მედია
08.05.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
ქუჩის შვილები
"2016 წელს, სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 634 ბავშვი დაფიქსირდა, მათგან 50 სხვადასხვა სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში ჩართეს. საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ოწყვლადი ჯგუფი სწორედ ქუჩაში მომუშავე ბავშვებია". თამარ შარაშიძე: "2012 წლიდან გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის დახმარებით დავიწყეთ პროექტი "ახალი ინიციატივა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ". ინიციატივა მოიაზრებდა მომსახურებების ამოქმედებასა და პარალელურად ადვოკატირებას საკანონმდებლო ცვლილების მიზნით. 2014 წლიდან სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში გაჩნდა მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამა და შედეგად სახელმწიფოფმ დაიწყო მიუსაფარ ბავშვთა სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანადაფინანსება." ხათუნა ჯიქია: "2017 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით საერთაშორისო კვლევის ფონდმა "Fafo"-მ თვისობრივი კვლევა ჩაატარა: საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები აზერბაიჯანელი თემის გათვალისწინებით". ეს კვლევა გულისხმობს ბავშვების ქუჩაში ცხოვრების მიზეზებისა და იმ გამომწვევი საკითხების გამოაშკარავებას, რაც მათ ქუჩაში ყოფნისკენ უბიძგებს, თუმცა სტატისტიკურ მონაცემებს ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ კვლევა არ იძლევა. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები დიდი გამოწვევაა სახელმწიფოსთვის და სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობით სოციალური მომსახურების სააგენტო ამ მიმართულებით პროგრამას ახორციელებს. ვცდილობთ მათ დახმარებას, ნდობის მოპოვებას, შემდეგ კი შესაბამის სერვისებში გადაყვანას. ისინი ქუჩაში სხვადასხვა მიზეზით ხვდებიან, მათ შორის: მძიმე სოციალური ფონი, დისფუნქციური ოჯახები, მიგრაციის მაღალი დონე და სიხშირე." ნინო კერესელიძე: "ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის სერვისები არსებობს, მაგრამ ზოგადად მათთან მისვლა საკმაოდ რთულია. მათი ღია, თავისუფალი გარემოდან სხვადასხვა ჩარჩოში მოქცევა ურთულესი ამოცანაა, რომელსაც, ძირითადად, ბავშვები და მოზარდები თავს არიდებენ. ზოგადად, გართულებებზე თუ ვისაუბრებთ, პირველი ეს არის უკონტროლობა და კრიმინალური ქცევებისკენ მიდრეკილება, ვინაიდან ბავშვებისა და მოზარდების დიდ ნაწილს დაბადების მოწმობაც კი არ გააჩნია, შესაბამისად, კანონიერი ჩარევები ურთულესია".
---
08.05.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
ნარკოლოგი, ხატია ლორია: "მეფედრონის შემადგენლობა არ არის გაშიფრული, რის გამოც მკურნალობა ძნელია..."
"ქრონიკა+" გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს ქართველ ნარკოლოგ ხატია ლორიასთან, რომელიც პირველად დეტალურად აღწერს მეფედრონის ზემოქმედებას ქართველ ახალგაზრდებზე - მის სიმპტომებსა და შედეგებს. - მეფედრონის შემთხვევაში, დამოკიდებულება როგორ ყალიბდება? - მეფედრონი ეს არის დიზაინერული ნარკოტიკი, რომელიც მიიღება სინთეზირებული ამფეტამინისა და ხელოვნურ პირობებში მიღებული კატიონებისგან. ის ახდენს მასტიმულირებელ და აღგმზნებ ზეგავლენას ნერვულ სისტემაზე. რაც ყველაზე მთავარია, იწვევს მყარ მიჩვევას და შემდგომ დამოკიდებულებას.
---
08.05.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
რომელი კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში ყველაზე ხშირად?
სხვადასხვა მომსახურების შესაძენად სახელმწიფო უწყებები საკმაოდ ხშირად აცხადებენ ტენდერებს. შესყიდვის კატეგორიებისა და მოთხოვნების მიხედვით, ასეცე იმ ვადის გათვალისწინებით, რა პერიოდშიც უნდა შეირჩეს კონკრეტული მიმწოდებელი მომსახურების შესაძენად, ტენდერები სხვადასხვა ტიპის არსებობს, მათ შორის, ყველაზე ხშირად სახელმწიფო უწყებები და სამინისტროები ელექტრონულ ტენდერებს აცხადებენ აუქციონის გარეშე, რომელიც პროცედურების გამარტივებასა და დროში შემოკლებას გულისხმობს. "ქრონიკა+" იმ კომპანიებით დაინტერესდა, რომლებიც საკმაოდ ხშირად იმარჯვებენ სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებლ ტენდერებში, ტენდერების მონიტორის ოფიციალური გვერდი გვთავაზობს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც იკვეთება ძირითადი შემსყიდველები და ძირითადი მიმწოდებელები, ანუ კონკრეტული კომპანიები, რომლებმაც ყველაზე ხშირად გაიმარჯვეს გამოცხადებულ ტენდერებში და შესაბამისად, საკმაოდ დიდი თანხაც მიიღეს ხვადასხვა ტიპის მომსახურების შესასრულებლად. ამ სტატისტიკური მონაცემების თანახმად გამოკვეთა ძირითადი შემსიყდველები, რომელთა შორისაც ლიდერობს შპს "იუ ჯი თი". შპს "იუ ჯი თი" - მან სულ 534 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, აქედან 54 %-ში დაახლოებით, 288 ტენდერში გამარჯვებულად დასახელდა, 31 % წააგო, ხოლო ამ საერთო ტენდერების 4 % კვლავაც მიმდინარეობს და უცნობია, მიაღწევს თუ არა "იუ ჯი თი " კვლავაც წარმატებას და მიიღებს თუ არა უფლებას კონკრეტული სატენდერო დავალება განახორციელოს? "იუ ჯი თი"-ს შემსყიდველებს შორის ლიდერობს შემოსავლების სამსახური, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეროვნული ბანკი. "იუ ჯი თი"-ს გენერალური დირექტორი გახლავთ ერმილე სულაძე, დირექტორის თანამდებობას კი იკავებს გურამ ხოჯანაშვილი. "იუ ჯი თი"-ს სახელი რამდენიმე წლის წინათ განათლების სფეროში ერთ- ერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. საქმე ის არის, რომ 2014 წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში პირველკლასელებისთვის გადასაცემი კომპიუტერების შეტანა სწორედ ამ კომპანიას მიანდო, რაც მისმა კონკურენტმა კომპანია "ალგორითმმა" გააპროტესტა, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცედილება ჰქონდა ამ სფეროში და წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა პირველკლასელების შესაბამისი კომპიუტერებით მომარაგებას. "ალოგირთმმა" ტენდერების შედეგები გააპროტესტა და განმარტა , რომ სამინისტრო "იუ ჯი თი"-ს ეხმარებოდა. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად გურამ ხოჯანაშვილიც და ერმილე სულაძეც ერთსა და იმავე მისამართზეა დარეგისტრირებული, რაც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, თუმცა მაინც ქმნის გარკვეულ ეჭვსა და კითხვებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომმ რეგისტრაციის ღირებულება , რომელიც მინიმალური თანხით განისაზღვრება, ყველა ამ კომპანიას :ქართუ ბანკი" აქვს გადახდილი, მაშინ როდესაც შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების, როგორც იურიდიული პირის, რეგისტრაციისთვის თანხის გადახდა ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი. დამატებით შპს "იუ ჯი თი"-ზე შეიძლება ითქვას,ს რომ ეს არის IT ტექნოლოგიების სფეროში ერთადერთი კომპანია, რომელიც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში დარეგისტრირებული. აქ დარეგისტრირებული მიმწოდებლები გარკვეული სახის შეღავათებით სარგებლობენ, ისინი შეიძლება გათავისუფლდნენ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისგან, "იუ ჯი თი"-ს გვერდით ამ თეთრ სიაში ასევე ვხვდებით ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა : "მაგთიკომი, "ავერსი", "ალდაგი ბისიაი", და "საქართველოს ფოსტა". "იუ ჯი თი"ს დამფუძნებელი ბიზნესმენი გიორგი ჭირქაძე, წლების განმავლობაში იყო ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, თუმცა ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მისი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და წარმატებული ბიზნესის ბედიც შეიცვალა, სწორედ ამ პერიოდში შპს "იუ ჯი თი"-ს ტავდაცვის სამინისტრტოს კონსულტაციური მომსახურებისთვის 11 მილიონამდე ლარის მიღებაზე ედავებოდნენ, შემდეგ ეს თემა მიყუჩდა და ამ თანხის ბედი დღემდე გაურკვეველია. "ვია ვიტა" - მეორე კომპანია, რომელიც ასევე სატენდერო სფეროში თავისი გამარჯვებული ტენდერების რაოდენობით ლიდერობს, არის "ვია ვიტა", ამ კომპანიამ 12 ტენდერიდან 75 %-ში გაიმარჯვა, ხოლო 25 % -ში დამარცხდა. ძირითადად ამ კომპანიის მიერ გაყიდული მომსახურების კატეგორიაა სამედიცინო მოწყობილობები, ხოლო შემსყიდველი გახლავთ სოციალური მომსახურების სააგენტო, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებები, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო. 2011 წელს, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო აუდიტის შედეგად კონტროლის პალატამ სისტემური ნაკლოვანებები გამოავლინა, სწორედ ერთ ერთი ასეთი გახლდათ ის, რომ კომპანია "ვია ვიტა"" ჯანდაცვის სამინისტროს სადიალიზე მასალას ხელოვნურად გაზრდილ ფასად აწვდიდა, კერძოდ, მათ მიერ მოწოდებული მასალის ღირებულება საქართველოში 60 %-ით აღემატებოდა ევროპის ქვეყნების ფასებს. სწორედ ამის გამო 14 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის მთავარმა პროკურატუირამ შპს "ვია ვიტას" დამფუძნებლები დააკავა, მათ შორის იოსებ მაისურაძე და მერაბ ანთაძე. შპს "ვია ვიტა" კვლავაა ჩართული ჯანდაცვის სამინისტროს ერთ ერთ უმნიშნელოვანეს სახელმწიფო დიალიზის პროგრამაში, მაშინ როცა მისი სახელი და მისი მომსახურების ფასები, ხარისხთან ერთად, უკვე წლებია, კითხვებსა და ეჭვებს ბადებს. შპს "ჯეუ გრუპი" - კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ტენდერებში ხშირად იმარჯვებს და ერთ ერთ ძირითად მიმწოდებლად მიიჩნევა ტენდერების მონიტორინგის შედეგად, გახლავთ შპს " ჯეუ გრუპი", რომელმაც 148 საერთო ტენდერიდან საკმაოდ ბევრ ტენდერში გაიმარჯვა. მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები - სწორედ ეს არის იმ მომსახურების კატეგორია, რასაც შპს "ჯეუ გრუპი" ყიდის ძირითადად ისეთ სახელმწიფო უწყებებზე, როგორიც არის თბილისსი მერია, გზების დეპარტამენტი და მუნიციპალური განვითარების ფონდი. საჯარო რეესტრის ამონაწერის ტანახმად ამ კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 2008 წლის 23 აპრილი, ხოლო მისი 50 %-იანი წილის მფლობელი გახლავთ გიორგი მარკოიშვილი, საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2017 წელს გიორგი მარკოიშვილმა 25 000 ლარის ოდენობით შემოწირულობა გადასცა პარტია "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს", შესაბამისად ბევრი კითხვა ჩნდება, მათ შორის - რატომ დაემთხვა კომპანიის მფლობელების მიერ განხორციელებული პოლიტიკური შემოწირულობების გაცემის თარიღი ტენდერის პერიოდებს?
---
08.05.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
ნარკოგანგაში - შესაძლოა, ისეთი ნივთიერება შემოიტანეს, რომელიც აქამდე არ იყო ბრუნვაში"
2 კვირაში 10-მდე გარდაცვლილი - ქვეყანაში ნარკოვითარება რომ საგანგაშოა, ამას უმრავლესობის დეპუტატებიც აღიარებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ გამოსავალი მხოლოდ დეკრიმინალიზაციაა, მეორე ნაწილი კი, პირიქით, ფიქრობს, რომ "განგაშის ზარებია შემოსაკრავი" და ზომები გასამკაცრებელი. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ანალიტიკოსების აზრით კი, ხელისუფლება მხოლოდ საუბრობს და ქმედით ნაბიჯებს არ დგმას, ამიტომ მომხდარზე პასუხისმგებლობას მთლიანად მას აკისრებენ. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება. ამავეს ამბობენ ნარკოლოგებიც, რომ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ახალგაზრდების სიკვდილს ძილში იწვევს, სავარაუდოდ, ოპიატებისა და ე.წ ენერგეტიკების ნაზავია. მათი თქმით, ადამიანები მას იღებენ როგორც ენერგეტიკულ საშუალებას, თუმცა მისგან მომდინარე შეგრძნებები, თავიდან ენერგიის მოზღვავება, შემდეგ ძილქუში და მოძრაობის უნარის შეზღუდვა, მათთვის უცნობია და ვერც კი აცნობიერებენ, რომ ამ ვითარებაში ძილი დამღუპველია. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ "ნარკოტიკი კლავს და დღეს, იმ სიტუაციაში, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი ნივთიერება შემოსულია ბაზარზე, კლავს არა წლების მერე, არამედ დაუყოვნებლივ, საათების განმავლობაში". "ეს არის დიდი ტრაგედია და უზარმაზარი პრობლემა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს უდგას. ჩრდილოეთ ამერიკაში ათიათასობით სიკვდილი უკავშირდება ამ ახალ საშუალებებს, რომლებიც იმდენად ძლიერია, რომ ქვიშის მარცვლის ოდენობის პრეპარატმა შეიძლება ადამიანი მოკლას. "ჩვენი ინფორმაციით, ეს პრეპარატები ვრცელდება სხვადასხვა დასახელების კლუბური თუ არაკლუბური მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ. შედეგად ბევრი ადამიანი, ვინც ინფორმაციას არ ფლობს, იღუპება და მომავალში კიდევ შეიძლება დაიღუპოს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, არ გამოიყენოს ნარკოტიკული საშუალებები", - მოუწოდებს ზოიძე. მისი თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დისკუსია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მუშაობა რამდენიმე კვირაში დასრულდება. "ცხოველი დისკუსია მიდის ამასთან დაკავშირებით. გაყოფილია აზრი. ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანები იღუპებიან ნარკოტიკული საშუალებებისგან, ეს იწვევს საზოგადოების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც მოითხოვს, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს დამოკიდებულება, მათ შორის მომხმარებელთა მიმართ. "ამ ვითარებაში აუცილებელია, საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ. ალბათ რამდენიმე კვირაში შევძლებთ და დავასრულებთ მუშაობას იმ რეფორმაზე, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება დაინერგოს. "ჩემი პირადი აზრით და, ასევე, იმ ბევრი ადამიანის აზრით, ვინც ამ მიმართულებას ემხრობა, მიგვაჩნია, რომ დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი. უნდა შემცირდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, რაც შესაძლებელია პრევენციაში შესაბამისი თანხის ჩადებით", - განაცხადა ზოიძემ. რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ ახალი ნარკოტიკის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, რათა ლიბერალური ნარკოპოლიტიკის დანერგვას ხელი შეუშალოს, ზოიძე ამბობს, რომ კონსპირაციული თეორიების მომხრე არ არის, მაგრამ თუ ასეთი რამე ხდება, შს სამინისტროს გამოძიებისკენ მოუწოდებს. "თუ ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლე ღირს იმად, რომ ვიღაცამ რაღაც პრინციპები დაამტკიცოს, ასეთი ქმედების დახასიათებაც არ შემიძლია, რა შეიძლება ამას ეწოდოს", - დასძინა ზოიძემ. "განგაშის ზარებია შემოსაკრავი", - მიიჩნევს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" დეპუტატი ეკა ბესელია და აცხადებს, რომ "ახალი ტიპის სიმპტომები სხვა ტიპის რეაგირების საფუძველს იძლევა". "ბოლო დღეებია, თანმიმდევრობით ვისმენთ ტრაგიკულ ისტორიებს. ეს სიგნალი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან აქვს შეხება. მით უფრო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ხდებოდეს ისეთი ნივთიერებების შემოტანა, რომელიც აქამდე არ იყო ბრუნვაში და არის სხვა ტიპის კომბინაცია. "ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან სახიფათოა სიცოცხლისათვის. ბუნებრივია, ამ მხრივ საჭიროა გამკაცრება რეაგირების თვალსაზრისით. ვმუშაობთ და ინტენსიურად ვართ ჩართული ნარკოპოლიტიკის შემუშავებაში, რათა შეიცვალოს მიდგომა. მეორე მხრივ, ვხედავთ ასეთ სახიფათო გამოვლინებებს, რასაც სჭირდება რეაგირება და მაქსიმალური პრევენცია", - განაცხადა ბესელიამ. "თეთრი ხმაურის მოძრაობაში" ამბობენ, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლება დუმს, რაც კიდევ უფრო კრიზისულ ვითარებას ქმნის. ამიტომ მოძრობის წევრები ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებენ. "სერგეენკოს რატომ არ იბარებთ და არ ითხოვთ მისგან ამ კრიტიკულ სიტუაციაზე პასუხს. რატომ სიტყვას არ ამბობს და პასუხს არ გვაძლევს, რამ მოკლა ეს ხალხი?! რატომ არის შსს მთავარი მოპასუხე აქ?! "ჩვენ, ხალხი, ვისიც არის ეს ქვეყანა, ვინც ვკარგავთ ყოველდღიურად ჩვენს წევრებს ამ დივერსიის თუ ათობით წლის განმავლობაში პოლიტიკის ვერშეცვლის გამო, ნამდვილად არ გავჩერდებით", - აცხადებს "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრი დავით სუბელიანი და მთავრობას მოუწოდებს, დაუბრუნდეს ხალხს, ვინც მათ საკუთარი ბედი მიანდო. "დაუბრუნდით ხალხს, ვინაც ბედი მოგანდოთ. გააკეთეთ აუცილებელი მინიმუმი მაინც - სერგეენკო აიძულეთ, ჯანდაცვამ უპასუხოს ამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმწვავეს კრიზისს", - ამბობს დავით სუბელიანი, რომელიც გამოსავალს მხოლოდ და მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაში ხედავს. პოლიტოლოგი იგორ კვესელავა აცხადებს, რომ ქვეყანაში ნარკოვითარება საგანგაშოა და ამის ერთ-ერთ მიზეზად უკონტროლო საზღვრებს ასახელებს. მისი თქმით, ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა სწორედ იქიდან ხდება, სამართალდამცავი ორგანოები კი არაეფექტურად მუშაობენ. "ჩვენი საზღვრები, ფაქტობრივად, უკონტროლოა, ამანაც განაპირობა ის, რომ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა ასე მარტივად ხდება. მე ვფიქრობ, არასწორია ამ ვითარებაში ლიბერალიზაციის პოლიტიკაზე საუბარი, ეს კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას. "უნდა მოხდეს დროული და ეფექტური გამოძიება, რათა დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობას მივიღებთ", - აცხადებს პოლიტოლოგი.
---
08.05.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
ქალაქში მკვლელია არა ნარკოტიკს!!!
ათი გარდაცვლილი და ოთხი კომაში! - ასეთია ბოლო რამდენიმე დღის საზარელი სტატისტიკა. ეექსპერტიზის ოფიციალური შედეგები ჯერ არ ვიცით, ამიტომ სპეციალისტები და არასპეციალისტები მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ, რა ტიპს ახალ ნარკოტიკთან გვაქვს საქმე. გამოცხადებული სიკვდილი ქრონიკის პარალელურად, ახალი შავი პიარი აგორდა კლუბების წინააღმდეგ, მთავარი სამიზნე ისევ "ბასიანი" გახდა, რომელიც დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში საუკეთესო კლუბების ათეულში შედის. "ბასიანის" წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა პოლიტიკური სპეკულაციების საგნად გადაიქცა, "ნაციონალური მოძრაობის "მხარდამჭერები ბერა ივანიშვილისკენ იშვერდნენ ხელს, "ქართული ოცნების" აქტივისტებმა კი კლუბის მფარველად ლამის მიხეილ სააკაშვილი დაასახელეს. ინტერნეტით ნარკოტიკის გაყიდვის სქემა ასე იწყება: კონკრეტული ადამიანები ტელეფონზე ვაიბერის მეშვეობით იღებენ მესიჯს, სადაც მითითებულია ნარკოტიკებისა და ბოლო დროს, იარაღის სრული ასორტიმენტი, ამის შემდეგ დაინტერესებული პირი რეგისტრაციის დასრულებისას გადადის იმ გვერდზე, საიდანაც ხდება ნარკოტიკის გამოწერა. არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 100-150 000 ნარკომომხმარებელია და ყოველწლიურად ფიქსირდება ამ ციფრის, დაახლოებით 11 %-ით ზრდა, ბოლო წლების განმავლობაში ნარკოტიკების რეალიზაციასთან ბრძლა თითქმის არ მიმდინარეობდა, მეტიც, ე.წ. ბარიგების მფარველად სწორედ პოლიციის მაღალჩინოსნები, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი, სახელდებოდნენ, არნახულად გაიზარდა ნარკორეალიზატორების რაოდენობაც და მათი საქმიანობა გასცდა ფონიჭალის ფარგლებს. საქართველოში ვარდების რევოლუციამდე კარგად აწყობილი ნარკოტრასა მოქმედებდა, მათ შორის, პანკისის ხეობის გავლით და ამ ტრსას კახა თარგამაძის მარჯვენა ხელი, თამაზ თამაზაშვილი კურირებდა, მას ამ საქმეში, თავის მხრივ, კიდევ ერთი მარჯვენა ხელი ჰყავდა, ლევან შონია, რომელიც მაშინ სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი იყო, დღეს კი სამეგრელოს გუბერნატორია. გიორგი გახარიას შს მინისტრად დანიშვნის შემდეგ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბძროლა აშკარად გააქტიურდა, სტატისტიკაც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო : 8 კილოგრამი ჰეროინი, ერთ კგ-ზე მეტი კოკანი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, მათ შორის ბუპრენორფინის შემცველი 3456 აბი, 650 გრ სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება....
---