From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-08.06.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge
Received On : 08.06.2018 08:50
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 08.06.2018

ტელევიზია

08.06.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: იმედის დილა

11 ივნისს 61-ე საჯარო სკოლაში დასაქმების ხელშემწყობი ფორუმი გაიმართება, რომელზეც 20-მდე კომპანიას 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს ერთ სივრცეში ერთმანეთთან დაკავშირების საშუელბას მისცემს. ნებისმიერი დაინტერესებული პირი ამავდროულად ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ მიიღებს ინფორმაციას, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. თმაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ბეზარაშვილი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5347732

---

 

08.06.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 08:00

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე, სამუშაო შეხევდრები მიმდინარეობს. განიხილეს ამბულატორიულ სერვისში ჩატარებული მონიტორტინგის შედეგები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე ცვლილებები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5347711

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5348261

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5347815

---

 

08.06.2018

არხი:   იმედი -

გადაცემა: ქრონიკა 11:00

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოზარდი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ის სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს ცუდად გახდა. ექიმების განცხადებით, მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა გულის რიტმის აღდგენა ვერ მოხდა და ბავშვი შეყვანისთანავე დაიღუპა. შსს გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5348148

იმედი-ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5347795

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5347765

07.06

რუსთავი 2-კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5347550

---

 

07.06.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 13:00

ტყიბულში დაღუპულ მუშებს დღეს დაკრძალავენ. შემთხვევა, რომელსაც ორი მეშახტის გარდაცვალება მოჰყვა "ჯიაიჯი ჯგუფის" სალიცენზიო ზონაში მოხვდა, სადაც ნახშირს ღია კარიერული წესით 30-მდე წვრილი კომპანია მოიპოვებს. დაღუპული მუშების შესახებ ინფორმაცია პირველად ილია ლეჟავამ საკუთარ ფეისბუქ ქვერდზე გაავრცელა. მისი თქმით, დაღუპულები გიშრის მოპოვების ღია კარიერებზე იყვნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5346308

---

 

 

ინტერნეტი

08.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/497469-mindelis-shakhtshi-arsebul-vitharebaze-ukraineli-samtho-eqspertebis-daskvna-dghes-gakhdeba-cnobili.html

მინდელის შახტში არსებულ ვითარებაზე უკრაინელი სამთო ექსპერტების დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს პროფკავშირების მიერ უკრაინიდან მოწვეული ექსპერტები, რომლებიც მინდელის შახტში არსებულ ვითარებას სწავლობენ, დასკვნას დღეს დადებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფკავშირებში განუცხადეს, უკრაინელი სამთო ექსპერტები ტყიბულის შახტაში მომხდარი ავარიის და კომპანიის სამომავლო მუშაობაზე საკუთარი ხედვის დასაფიქსირებლად 25 აპრილს ჩაერთნენ. ექსპერტებმა დაათვალიერეს შახტა, სადაც ავარია მოხდა. როგორც სამთო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა კაროლ ვიაჩისლავმა სამუშაოების დაწყებამდე განაცხადა, კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ მათ ყველა სახის დოკუმენტაცია გადასცა, რომელსაც ისინი ეტაპობრივად შეისწავლიან. 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

---  

 

08.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/497501-fsiqikuri-jandacvis-servisebis-khariskhis-gaumjobesebis-khelshetsyobaze-samushao-shekhvedra-mimdinareobs.html

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც, „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ გახსნა.

შეხვედრაზე ამბულატორიულ სერვისებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე ცვლილებები განიხილეს. სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების - სტაციონარული მომსახურების, საცხოვრისისა და დღის ცენტრის სტანდარტებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა ტერიტორიული განაწილებისა და ორგანიზაციული მოწყობის სამომავლო ხედვებზე.  შეხვედრაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესიული თემი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ.  ღონისძიება „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში–თბილისის“ ორგანიზებითა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=67029

---

 

08.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/497524-giorgi-kvirikashvili-saqarthveloshi-sigharibe-dasadzlevi-gvaqvs-da-amas-ara-erthi-tseli-dastcirdeba-thumca-mthavroba-am-problemis-mosagvareblad-stsor-gzaze-dgas.html

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს და ამას არა ერთი წელი დასჭირდება, თუმცა მთავრობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად სწორ გზაზე დგას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სიღარიბე დასაძლევია და ამას არა ერთი წელი დასჭირდება. თუმცა, პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ პრობლემის დასაძლევად სწორ გზაზე დგას და ეს არის გზა, რომელიც ქვეყანას სიღარიბეს დააძლევინებს. “როცა ციფრებზე ვსაუბრობ ხოლმე, ყოველთვის ვფიქრობ, რამდენად რთულია იმ ადამიანისთვის ამ ციფრების მოსმენა, რომელსაც დღეს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა. ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი 2014 წლის კრიზისი, ეს იყო უკრაინაში საომარი მოქმედებები და ოკუპაციით გამოწვეული კრიზისი, ასევე სირიაში ძალიან მძიმე კრიზისი, რომელიც რა თქმა უნდა რეგიონზე აისახა. კრიზისი აისახა ასევე ჩვენს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებზე და აისახა რა თქმა უნდა დევალვაციაშიც. ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა და მან მნიშვნელოვნად გაასწრო ინფალაციის მაჩვენებლებს, მაგრამ გაიზარდა ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში დოლარის კურსიც. ამან რა თქმა უნდა, სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფისკალური რეფორმა, რომელიც ჩვენთან ესტონური მოდელის სახით არის ცნობილი და რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან ჩავრთეთ. მანამდე მთელი წელი ვსწავლობდით ესტონეთის შეცდომებს, ჩავარდნებს და ყველა შესაძლო ხვრელი დაილუქა საკანონმდებლო სწორი რეფორმების შედეგად. ვიმუშავეთ ძალიან ბევრი პარლამენტთან ერთად. შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ დავძლიეთ კრიზისის ეფექტი, არამედ მნიშვნელოვან პოზიტიურ ტენდენციაში მოვახდინეთ ამ კრიზისის ტრანსფორმაცია. საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს, ამას არაერთი წელი დასჭირდება და ეს არის სიმართლე, თუმცა ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, არის რეცეპტი და გზა ამ სიღარიბის დაძლევის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს აბსოლუტურად სწორი და საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ გზით ნამდვილად შესაძლებელია, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სიღარიბეს“, - აღნიშნა პრემიერმა.

---

 

07.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/497434-giorgi-kakauridze-2017-tsels-jandacvis-saministro-yvelaze-mskhvili-mkharjavi-sakhelmtsifo-datsesebuleba-iyo.html?ar=A

გიორგი კაკაურიძე - 2017 წელს ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე მსხვილი მხარჯავი სახელმწიფო დაწესებულება იყო

2017 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველაზე მსხვილი მხარჯავი სახელმწიფო დაწესებულება იყო. ამის შესახებ დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ გააცნო. მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის მაჩვენებლების, ასევე საგარეო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან და უცხოური კაპიტალიდან ბიუჯეტში შემოსულ თანხებზე ინფორმაციის წარდგენასთან ერთად, ცალკეული მხარჯავი დაწესებულებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მონაცემებიც წარმოადგინა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 3.5 მლრდ ლარიანი დაფინანსებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველაზე მსხვილი მხარჯავი სახელმწიფო დაწესებულებაა, რომლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 100.8%-ს შეადგენს. ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. უმცირესობის წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, თუ რამდენად სწორად არის განსაზღვრული პრიორიტეტები ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და თუ რატომ ხდება წლის განმავლობაში პროგრამებს შორის თანხების გადანაცვლება. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის შეკითხვა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის და ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამების დაფინანსებას შეეხებოდა. მან სამინისტროს წარმომადგენელს ქიმიოთერაპიის და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გადახედვის და მათი გაზრდის თხოვნით მიმართა. სხდომაზე ჯანდაცვის სისტემის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე და უწყების პრიორიტეტებზე მინისტრის მოადგილემ მიხეილ დონდუამ ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტროს მიზანია ჯანმრთელობის დაცვასა და სამედიცინო დაწესებულებებზე მოსახლეობის მეტი ხელმისაწვდომობა და მათი მხრიდან თანადაფინანსების შემცირება. „ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მედიკამენტების ფასების არასტაბილურობა წარმოადგენს და ამასთან დაკავშირებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს. დღეისათვის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა 27 დასახელების მედიკამენტს უფასოდ იღებს და ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამის განვითარებაზე ზრუნვას“, - აღნიშნა მიხეილ დონდუამ. კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხები, კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ შეაჯამა და მინისტრის მოადგილეებს ორი მთავარი თემით მიმართა. „კარგი იქნება თუ 2019 წლის ბიუჯეტი პროგრამების მიმართ, მაქსიმალურად რეალისტურად დაიგეგმება, რადგან არ შეიძლება ყოველს წელს ერთი და იგივე პროგრამა 80%, ხოლო სხვა პროგრამები 110%-ით სრულდებოდეს. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული პროგრამების შედეგები და მათი ინდიკატორების განსაზღვრა. პროგრამების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მათი მიმდინარეობის პროცესის, ასევე მოსალოდნელი შედეგების ინდიკატორები“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშს“. ინფორმაციას კომიტეტის სხდომის შესახებ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/2017-wels-djandacvis-saministro-yvelaze-msxvili-mxardjavi-saxelmwifo-dawesebuleba-iyo

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/quot2017-wels-jandacvis-saministro-yvelaze-msxvili-mxarjavi-saxelmwifo-dawesebuleba-iyoquot/20614

---

 

07.06.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/saqartveloshi-moqmedi-c-hepatitis-eliminaciis-proeqti-msoflioshi-uprecedentoa/

“საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მსოფლიოში უპრეცედენტოა”

“ჩვენთვის ცნობილია, რომ ნარკომომხმარებელთა დიდი რაოდენობა დაავადებულია C ჰეპატიტით” სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით C ჰეპატიტისგან განკურნების პროგრამა დაიწყო. 2015 წლის აპრილიდან დღემდე 45 ათასზე მეტი პაციენტი ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში, აქედან მკურნალობის კურსი კარგი შედეგით 40 ათასმა პაციენტმა უკვე დაასრულა. ბენეფიციართა 98, 2 % -მა თავი დააღწია C ჰეპატიტს. მიუხედავად პროგრამის წარმატებისა, ამოქმედებიდან 20 თვის თავზე, დაავადებულთა მხოლოდ 20% ჩაერთო პროგრამაში. 2016 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში კი, პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი მუდმივად მცირდებოდა. 2015 წლის პოპულაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში 150 ათასი C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი ცხოვრობს. აქედან კი, მხოლოდ მესამედი ნაწილი არის ჩართული პროგრამაში. არსებობს თუ არა ინფორმაციული, გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერები, რამდენად უსაფრთხოა მედიკამენტები და რა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა სამი წლის წინ სწორედ საქართველო, როგორც პროგრამის სანიმუშო ქვეყანა – გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” კითხვებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია პასუხობს. – საქართველომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია ,,გილიადის” ხელშეწყობით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო. 2015 წლის აპრილიდან დღემდე 45 ათასამდე პაციენტი ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში. კიდევ ერთხელ რომ დაგვიზუსტოთ, რას მოიცავს ეს პროგრამა და რამდენად წარმატებულია იგი საქართველოში ? – C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი არის მსოფლიოში უპრეცედენტო. საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულ ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, ჩაიტაროს დიაგნოსტიკური კვლევა, დაიდგინოს დაავადება და იმკურნალოს უახლოესი მეთოდის მედიკამენტებით, რომლებიც სრულიად ამარცხებს ამ დაავადებას. პროგრამა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სამი წელია მოქმედებს, გულისხმობს, როგორც მკურნალობაში ჩასართავ კვლევებს, ასევე მკურნალობის პროცესისა და მონიტორინგის კვლევებს. გარკვეული თანაგადახდა აქ არის გათვალისწინებული, თუმცა რიგი კვლევები სრულიად უფასოა. მაგალითად სკრინინგი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ დავადგინოთ, არის თუ არა C ჰეპატიტის არსებობის ეჭვი. სკრინინგის დადებითი პასუხის შემთხვევაში უტარდებათ კონფირმაციული კვლევა, იმის დასადგენად, ნამდვილად აქვს თუ არა პაციენტს C ჰეპატიტი და ეს კვლევაც უფასოა. შემდგომ არის სხვა კვლევები როგორებიცაა – გენოტიპისა და ღვიძლის მდგომარეობის განსაზღვრა. მათი ჩატარება კი თანაგადახდითაა შესაძლებელი და მოიცავს დაახლოებით 238 ლარს. ამის შემდეგ პაციენტი უშუალოდ ერთვება მკურნალობის პროცესში, სრულიად უფასოდ იღებს ახალი თაობის უძვირეს მედიკამენტებს. მკურნალობის პროცესში ასევე ხდება მკურნალობის გადამოწმება და ეს კვლევებიც თანაგადახდით არის დაფარული. რაც შეეხება მკურნალობის დასრულების შემდეგ კვლევას, ნამდვილად მოხდა თუ არა დაავადების ელიმინაცია, არის სრულიად უფასო. 2018 წლის 1 აპრილის მონაცემებით, პროექტში ჩართულია 45 ათას 300-ზე მეტი პაციენტი. მკურნალობა კი დაასრულა 41 ათასამდე ბენეფიციარმა, 98,2 %- ში ჩვენ გვაქვს განკურნების მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. – 2015 წელს საქართველოში ჩატარებული პოპულაციური კვლევის მიხედვით, დაახლოებით 150 ათასი ადამიანი არის დაავადებული C ჰეპატიტით. აქედან კი, მხოლოდ 45 ათასი არის აღრიცხვაზე მოსული. არის თუ არა ამის მიზეზი მოსახლეობის არასათანადო ინფორმირებულობა და ფინანსური მხარე ? როგორც აღნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტები უფასოა, გარკვეული სახის ანალიზები თანაგადახდით არის შესაძლებელი. – დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში სკრინინგი გავლილი აქვს მილიონ 600 ათასზე მეტ ადამიანს. აქედან დადებითი არის დაახლოებით 7,7 %. სკრინინგის შემდეგ არის კონფირმაციული კვლევა, თუმცა პირველადი კვლევის შემდეგ ჩვენ გვაქვს ნაკლები მომართვიანობა. ამიტომ, ელიმინაციის პროგრამა გულისხმობს სკრინინგის კამპანიასაც – ყველა ჰოსპიტალი, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები და დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად ჩართულია პროცესში, ამოწმებენ თითოეულ პაციენტს, რათა სკრინინგი იყოს აქტიური და ქვეყნის მასშტაბით გაშლილი. ჩვენ ჰოსპიტალურ სექტორს დავავალდებულეთ, რომ ყველა დასკრინული პაციენტისთვის, რომლებსაც აღმოაჩნდათ დადებითი C ჰეპატიტი, აუღონ სისხლის ანალიზი, რათა ჩავატაროთ კონფირმაციული კვლევა. თუ პაციენტი არ მოდის, სტაციონარი ვალდებულია, რომ მასთან მოხვედრილი თითოეული პაციენტი გამოიკვლიოს. ამ მხრივ, გვაქვს საკმაოდ მაღალი აქტივობა. თითქმის სამი ათასი ნიმუში არის წამოღებული სისხლის კონფირმაციისთვის და აქედან ნახევარს უკვე აღმოაჩნდა C ჰეპატიტი. ისინი თანდათანობით პროგრამაში ერთვიან. რაღაც ნაწილი მაშინვე იტარებს კვლევებს, რაღაც ნაწილი კი სამომავლოდ აპირებს ჩვენთან მოსვლას. ერთ-ერთი ბარიერი შესაძლოა იყოს ფინანსური მხარეც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვლევა უფასო გახდა, ამას მაინც არ მოუცია ბენეფიციართა მნიშვნელოვანი ზრდა. კონფირმაცია 2017 წლის პირველი დეკემბრიდან არის უფასო, თუმცა ბოლო მონაცემებით, აქტივობა არ არის გაზრდილი. მკურნალობის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ ისევ უტარდებათ კონფირმაციული კვლევა, რათა საბოლოოდ დავადგინოთ ეს ადამიანი ნამდვილად განიკურნა თუ არა. ეს კვლევაც არის სრულად უფასო და ფინანსური ბარიერი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაშიც, 100% -იანი მოცვა მაინც არ არის. – “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც არის დასახელებული. მედიკამენტების მიმწოდებელი 31 დაწესებულება არათანაბრად არის გადანაწილებული ქვეყნის მასშტაბით. რა გამოწვევების წინაშეა დღეს ჯანდაცვის სამინისტრო ამ მხრივ და რას სთავაზობს ის ბენეფიციარებს ? – დიახ, ერთ-ერთი პრობლემა არის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. თითქმის ყოველ რეგიონში თითო დაწესებულებაა, დაწესებულებების უმეტესობა კი თავმოყრილია დედაქალაქში. ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის პროექტზე, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, მინიმუმ ერთი დაწესებულება მაინც იქნება. ისინი ჩაერთვებიან ამ პროგრამაში და დიაგნოსტიკიდან საბოლოო გამოკვლევების ჩათვლით სრულ სერვისს შესთავაზებენ ბენეფიციარებს. ასევე დიდი ქალაქებშიც, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაემატება კლინიკები. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ არა მარტო სახლთან ახლოს იყოს ეს დაწესებულება, არამედ ისეთ ადგილას, სადაც ხშირად დადის პაციენტი, თუნდაც პირველადი დახმარების დაწესებულებებში ან ზიანის შემცირების ცენტრში. ჩვენთვის ცნობილია, რომ ნარკომომხმარებელთა დიდი რაოდენობა დაავადებულია C ჰეპატიტით, ამიტომ ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვან მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს. შესაბამისად, ზიანის შემცირების ცენტრშიც ვრცელდება დეცენტრალიზაციის პროექტი, რათა იქვე შეძლონ სკრინინგის ჩატარება, სადაც უფრო მაღალია ნდობაც და მიმართვიანობაც. ეს არის მნიშვნელოვანი გეგმა, რომლის განხორციელებაც უახლოესს მომავალში იგეგმება. – რა ძირითადი სირთულეები გამოვლინდა ამ სამი წლის განმავლობაში? მედიკამენტები ყველა ტიპის ვირუსზე ერთნაირად მოქმედებს თუ არის განსაკუთრებული სირთულეები კონკრეტულ პაციენტებთან? – რა უკუჩვენებები გამოვლინდა და რამდენად გამართლებული აღმოჩნდა მედიკამენტები ? – გართულება არცერთი არ დაფიქსირებულა, თუმცა არის შემთხვევები, როცა შედეგი არ გვქონდა და მათი რიცხვი შეადგენს 1, 8 %-ს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორ კომპანიასთან, იმიტომ, რომ მათ აქვთ დამატებითი მედიკამენტები. პირველ ეტაპზე გვქონდა მედიკამენტი ,,სოვალდი”, მეორეზე მოგვაწოდეს ,,ჰარვანი”, რომელიც იყო გაუმჯობესებული ვარიანტი, მესამე ეტაპზე კი ჩვენ ველოდებით ისეთ მედიკამენტს, რომელიც ყველა გენოტიპისთვის ერთნაირად ეფექტური იქნება. ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი იმისა, რომ მივიღებთ კიდევ ერთი მედიკამენტს ,,ვოსევს”, რომელიც გამოიყენება ისეთი პაციენტებისთვის, სადაც პირველადი შედეგი არ გვქონდა. ეს არის პროექტის დიდი ნაწილი, რომელსაც ეტაპობრივად ამოქმედდება. – ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნა, რომ სწორედ საქართველო ყოფილიყო ტესტ-ქვეყანა C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციისთვის. კონკრეტულად რომ დაგვისახელოთ, რა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა საქართველო ? – საქართველო შეირჩა იმის გამო, რომ ქვეყნის მხრიდან იყო ძალიან დიდი დაინტერესება, ასევე იყო დაავადების გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. ქვეყნებს შორის C ჰეპატიტის გავრცელების მიხედვით, მეორე ადგილზე ვართ, ლიტვის შემდეგ და, შესაბამისად, ჩვენი ინტერესი იყო, რომ C ჰეპატიტი ყოფილიყო განკურნებადი. ასევე, ძალიან მაღალი იყო საზოგადოების ინტერესიც, სწორედ მათი აქტივობით გახდა ეს თემა და პრობლემა აქტუალური. სახელმწიფოს მხრიდანაც იყო ძალიან დიდი პოლიტიკური ნება, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო სწორედ ჩვენს ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა დონეზე ხორციელდებოდა მოლაპარაკებები. შემდეგ, რა თქმა უნდა, პარტნიორი კომპანიის მხრიდან შესწავლილ იქნა საქართველოში არსებული მდგომარეობა, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები, ასევე თითქმის ყველა სადიაგნოსტიკო კვლევა, რომელიც სჭირდება ამ პროცესის წარმართვას, ჩვენს ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი. ასევე გვაქვს მაღალი დონის ლაბორატორიები, გარდა ამისა საქართველო არის კომპაქტური ქვეყანა, რის გამოც პროგრამის მიზნის განხორციელება უფრო იოლად არის შესაძლებელი – მთავარია, რომ გვაქვს მონდომება და ინტერესი, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან. – რატომ არის C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების რიცხვი საქართველოში საკმაოდ მაღალი? არის თუ არა სტომატოლოგიური კლინიკები და სალონები დღეს პრობლემა? რამდენად იცავენ სტანდარტებს და მოწმდება თუ არა ისინი სათანადოდ? – ეს პროექტი მოიცავს, როგორც მკურნალობის ეტაპს, ასევე საკომუნიკაციო და პრევენციულ ღონისძიებებს. მათ შორის მნიშვნელოვანია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის კონტროლი. ამ პროგრამის წარმატება ჩვენს ქვეყანაში არა მარტო პაციენტს გამოაჯანმრთელებს, არამედ დაგვეხმარება იმაში, რომ გვქონდეს გამართული დაწესებულებები ( სისხლის გადასხმის ინსტიტუტები, საოპერაციო ბლოკი, ტატუსა და სილამაზის სალონები, სტომატოლოგიური კლინიკები). ამ მხრივ, პროგრამის დაწყებიდან დღემდე მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გატარებული. სილამაზის სალონებისთვის ტექნიკური რეგლამენტია შემოღებული, რომელიც აქამდე არ არსებობდა. სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ხორციელდება და ძალიან ბევრი დაჯარიმდა ან დაიხურა კიდეც. მათ მოუწიათ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რათა დაეკმაყოფილებინათ დადგენილი სტანდარტები. კლინიკების შემოწმების რამდენიმე რაუნდი დასრულებულია და საბოლოოდ ფასდება დღეს არსებული ვითარება, იმისთვის, რომ აღმოევფხრათ დაავადების გავრცელების გზები. თუ C ჰეპატიტის უკვე გამოვლენილ შემთხვევებს ვმკურნალობთ და გადაცემის გზებს ყურადღებასაც არ მივაქცევთ, პროგრამას აზრი არ ექნება. უწყვეტად გვეყოლება პაციენტების ახალი ნაკადი და მათი რიცხვიც არ შემცირდება. ეს არის ერთმანეთის თანმდევი პროცესი და მინდა აღვნიშნო, რომ წინა წლებთან შედარებით ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესებულია.

---

 

07.06.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/403108#prettyPhoto

ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაცვლილი მოზარდის მშობლები შეიჭრნენ- ისინი ბავშვის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებენ

ზუგდიდის საავადმყოფოში. 10 წლის ბავშვის გარდაცვალებაში მოზარდის მშობლები და ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. შენობაშ შეჭრილმა ნათესავებმა ჩაამტვრიეს ფანჯრები და ექიმებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ეზოში თამაშის დროს, დავარდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარზწ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

---

 

07.06.2018

მედიასაშუალება: http://euronews.ge/%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AF/

ონკოლოგიური პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს წინ შიმშილობას დაიწყებენ

ძალიან გავოცდით, როცა გავიგეთ, რომ უკიდურესად გაჭირვებულებს, იმ ადამიანებს, რომელთაც მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვთ, სახელმწიფო არ ეხმარება და მათთვის დაფინანსებას ვერ იმეტებს. აი, რა მოგვითხრო ონკოლოგიურმა პაციენტმა, გორის თეატრის მსახიობმა, მაია ტურაშვილმა:  _ ონკოლოგიური პაციენტები მესამე სტადიამდე ფინანსდებიან, მაგრამ რაიონებში, მეოთხეს არ აფინანსებენ. _ თბილისში? _ თბილისის მერია აფინანსებს თბილისელებს. მე ავტეხე ერთი ამბავი და ნოემბერში გვითხრეს, ახალი წლიდან იქნებაო. გავიდა თითქმის ეს წელი და დაფინანსება მაინც არ ჩანს. მათხოვრებად გადავიქეცით და  ამაზე დიდი განადგურება რაღა უნდა იყოს? წამლები, რომლებიც გვჭირდება სამკურნალოდ, სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩვენ უნდა ვიყიდოთ. არ გეგონოთ, რომ იაფასიან წამლებია საჭირო. _ რომელ წამლებზეა საუბარი და რა ღირს მეოთხე სტადიის სიმსივნის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები?  _ ,,პერჯეტა” ღირს 8000 ლარი, ,,ჰერცეპტინი”- 2300 ლარი და ესეც ეხლა გაიაფდა. თებერვლამდე 3800 ლარი ღირდა.  ესენია მედიკამენტები, რომლებიც აქრობს და კურნავს სიმსივნეს. მე და სხვა ქალებს ამ წამლებმა შეგვიჩერა დაავადება, მაგრამ მისი შეძენა ძალიან გვიჭირს, მათხოვრები გავხდით, ხელისუფლება კი არ გვეხმარება და გვხოცავს. ეს როგორ შეიძლება? რადგან დიდი წონის არ ვარ, ერთი ,,პერცეპტინი” და ერთი ,,პერჯეტა” მყოფნის. ,,ჰერცეპტინი” წონის მიხედვით ინიშნება და  ზოგს 2 სჭირდება. წარმოიდგინეთ, თავად უნდა ვიყიდოთ რაიონებში მცხოვრებმა ონკოპაციენტებმა, ყოველგვარი შეღავათის გარეშე.  ასევე საჭიროა მედიკამენტი ,,ზომეტა”, რომელიც  ძვლების მეტასტაზებს აჩერებს. საერთოდ, არცერთი თეთრით არ ფინანსდება ეს ძვირადღირებული წამლები, არადა, ყველაზე გაჭირვებულ ონკოპაციენტებს წყალივით გვესაჭიროება. მისი არმიღება ნიშნავს სწრაფ სიკვდილს და ამისთვის გვწირავს სახელმწიფო. რადგან მეოთხე სტადიაა და გამოჯანმრთელების შანსი ნაკლებია, ფეხებზე დაგვიკიდეს. იმ მიზეზით, რომ ეს წამლები ვერ შეიძინეს, ფინანსები ვერ მოიძიეს, ბევრი უკვე გარდაიცვალა. ზოგსაც  გაუუარესდა მდგომარეობა, არადა, ეს გახლავთ ამ მდგომარეიბაში მყოფებისთვის განკურნების ერთადერთი იმედი. _ ვინ შეგპირდათ, რომ იანვრიდან დააფინანსებდნენ?  _ ჯანდაცვის სამინისტრო. როგორც ვიცი, მინისტრი მზად იყო, შეხვედროდა რაიონების გამგებლებს. ჯანდაცვა დააფინანსებს 80%-ს და დარჩენილი 20% გამგებლებს უნდა დაეფინანსებინათ, მაგრამ არ ჩქარობენ. რა ეჩქარებათ, მათ სიცოცხლეზე ხომ არ არის საუბარი?  ამ უგულობას ვერ ვიგებ და ვერც გავიგებ. რამდენიმე დღეს კიდევ დაველოდები და მე, პირადად, შიმშილობას გამოვაცხადებ ჯანდაცვის სამინისტროსთან. უკვე დავიღალე ამდენი მათხოვრობით… ავადმყოფმა, ან მისმა პატრონმა ამდენი ფული საიდან უნდა მოიტანოს? როგორც გითხარით, ეს მკურნალობა წარმოუდგენელ თანხებთანაა დაკავშირებული და თან, ხანგრძლივად უნდა ვიკეთოთ ეს მედიკამენტები. ერთი თვეც რომ ვერ გავიკეთოთ, მერე ორია საჭირო. ერთს ვერ ვყიდულობთ და ორი როგორ ვიყიდოთ? არიან ისეთებიც, ვერცერთი ცალი რომ ვერ გაიკეთეს, ჩაიქნიეს ხელი და ელოდებიან სიკვდილს. რომ შეიხედოთ ონკოლოგიურ საავადმყოფოებში, ნახავთ, იქ რა საშინელებებიც ხდება, მაგრამ ამაზეც დუმს  ჯანდაცვის სამინისტრო.  სხვა გზა არ დაგვიტოვეს და  გადავწყვიტე, შიმშილობის აქცია მე დავიწყო. დარწმუნებული ვარ, სხვა ონკოპაციენტებიც შემომიერთდებიან. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ჩირის ფასადაც არ ვღირვართ. ყველაფერს აქვს დასასრული…   შეიძლება არ იცით და იანვრიდან, ვინც ქიმიას აღარ იკეთებს, მათი გამოკვლევებიც აღარ ფინანსდება. ისედაც  ბევრით არ აფინანსებდნენ, მაგრამ ცოტა მაინც შეღავათი იყო. ძალიან ძვირია კვლევები. წინა თვეში გავიკეთე და 1200 ლარი დამიჯდა. არადა, ყველა ონკოპაციენტს კვლევები ჭირდება ორ თვეში ერთხელ. ამხელა თანხებს   ვაძლევთ წამლებში და საავადმყოფოში, გადასხმის მომსახურებაში კიდევ 90 ლარს გვახდევინებენ.  _ რომელ საავადმყოფოზე იხდით ამ თანხას?   _ ყველგან ასეა. თავად ნახეთ, შეამოწმეთ და დარწმუნდებით ჩვენს სიმართლეში.   euronews.ge სოლიდარობას უცხადებს ონკოპაციენტებს და თავადაც იწყებს აქციას _ ,,ნუ მომკლავ, გადამარჩინე!”. აღნიშნული აქციის ფარგლებში ვესტუმრებით ყველა სამედიცინო დაწესებულებას და გავარკვევთ, როგორ ,,ზრუნავენ” თეთრხალათიანები სიცოცხლის გადასარჩენად. რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტებისთვის და რა  სახის თხოვნაზე ეუბნება მათ უარს… მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, შემოუერთდნენ ჩვენს აქციას და ერთად დავეხმაროთ უაღრესად გაჭირდებულ ადამიანებს – ონკოპაციენტებს სიცოცხლისთვის ბრძოლაში.

---