From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-08.12.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 08.12.2017 08:48
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 0 8.12 .2017

ტელევიზია           

08.12.2017

არხი:           იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

დასაქმების მორიგი ფორუმი მიმდინარეობს თბილისში. ორგანიზატორი სოციალური მომსახურების სააგენტოა. ღონისძიება უკვე მე-14 ტარდება. ფორუმს ზაზა სოფრომაძე გახსნის. ფორუმზე იკრიბებიან დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები. დღსე 60-ზე მეტი მსხვილი კომპანია იქნება წარმოდგენილი და ისინი დაახლოებით 100-მდე სხვადასხვა სახის ვაკანსიას შესთავაზებენ სამსახურის მაძიებლებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4893228

I არხი - მოამბე 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4892965

---

 

08.12.2017

არხი:           მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები

რას სთავაზობს დასაქმების ფორუმი დაინტერესებულებს? თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ზაზა სოფრომაძე

https://imedinews.ge/ge/video/1623/ras-stavazobs-dasaqmebis-porumi-dainteresebulebs--zaza-sopromadze-porumis-shesakheb

---

 

07.12.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ერთიანი ეროვნული პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ მსჯელობდნენ. მთავარ გამოწვევად კვლავ სტატისტიკური მონაცემების არარსებობა და სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა დასახელდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/vi deo.php?id=4892479

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4891762

---

 

07.12.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: დილა მშვიდობისა

რა სახის რეკომენდაციები მოამზადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლემა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? რა არის შესაცვლელი? კონკრეტულ დეტალებს ლაილა ომარ გადი მთავრობის წარმომადგენლებს დღეს გაუზიარებს.გაეროს ბავშვთა ფონდის 2014-15 წლების კვლევის მიხედვით ქართული საზოგადოების 40%-ზე მეტს არ აქვს კარგი დამოკიდებულება შშმპ ბავშვებთან. ალბათ, ამიტომაც ბავშვების მშობლების გარკვეული ნაწილი ელოდება საკუთარი შშმპ შვილის ინტეგრირებას საზოგადოებაში. საქართველოში არსებობს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების სამინისტროს ბაზა შშმპ-ის

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4880626

---

 

0 7.12.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: მოამბე 15:00

2 წლის ნია კოხრეიძეს, რომელიც ჰიდროცეფალიით არის დაავადებული თურქეთში სასწრაფო კვლევა ესაჭიროება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4891797

---

 

0 7.12.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 19:00

პირველად ამიერ კავკასიაში ქართველმა მედიკოსებმა ღვიძლის პედიატრიული ტრანსპლანტაცია ჩაატარეს. 9 საათიანმა ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს 4 წლის პაციენტის პოსტ-ოპერაციული პერიოდიც. ბავშვს ოპერაცია ავერსის კლინიკის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელმა კობა შანავამ ჩაატარა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4892897

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4892480

---

 

0 7.12.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: სხვა შუადღე

8 დეკემბერს დასაქმების ფორუმი გაიმართება, სადაც დამსაქმებლები სამუშაოს მაძიებლებს შეხვდებიან და მათთვის საინტერესო პროფესიებს შესთავაზებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4891771

---

 

07.12.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 15:00

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების, ე.წ. რიას დოკუმენტი მოამზადა. დოკუმენტში შეფასებულია როგორც დაგეგმილი რეფორმის მოსალოდნელი შედეგები, ასევე ის შედეგები, რომელიც დღეს მოქმედი საკანონმდებლო გარემოს შენარჩუნებას ექნება

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4891956

---

 

0 7.12.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 17:00

იქნება თუ არა დაგეგმილი საპენსიო რეფორმა წარმატებული და უზრუნველყოფს თუ არა ის მოსახლეობის რეალურ სოციალურ დაცვას? ეს საკითხები იყო მთავარი დისკუსიის საგანი კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს პროფკავშირებისა და ფრიდრიხ ერბერტის ფონდის ორგანიზებით გამართა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4892396

---

 

0 7.12.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 15:00

"mydoc.ge"- სისტემა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკის ევროპულ პლათფორმას იყენებს, რათა მსოფლიოში არსებული სამედიცინო ცოდნის საფუძველზე პაციენტს დაესვას სწორი კითხვები და დიაგნოზი სიზუსტის მაღალი ალბათობით.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4892056

---

 

 

ინტერნეტი

08.12.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/467435-usafrthkhoebis-kuthkhith-maghali-riskis-mqone-20-obieqtis-shemotsmebis-shedegad-yvela-mathganshi-darghvevebi-dafiqsirda.html

უსაფრთხოების კუთხით მაღალი რისკის მქონე 20 ობიექტის შემოწმების შედეგად ყველა მათგანში დარღვევები დაფიქსირდა

უსაფრთხოების კუთხით მაღალი რისკის მქონე 20 ობიექტის შემოწმების შედეგად ყველა მათგანში დარღვევები დაფიქსირდა. ობიექტებში შემოწმება ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ შექმნილმა ერთობლივმა ჯგუფმა ჩაატარა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ შესაბამის ინფორმაციაშია ნათქვამი, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებში დარღვეულია ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა, მოსაწესრიგებელია ელექტრო და სახანძრო სიტემა. ზოგიერთ ობიექტზე არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე. გარკვეულ ობიექტებზე არ არის ამკრძალავი, მაფრთხილებელი და სარეკომენდაციო სავალდებულო ხასიათის ნიშნები. მაღალი რისკის საწარმოებში არასაკმარისია განათება, ზოგან კი სანიტარული სისტემაც მოუწესრიგებელია.  აღსანიშნავია, რომ 20 ობიექტიდან ყველაზე მეტი დარღვევა ფიქსირდება შპს „რუსთავის-ფოლადის“ მეტალურგიის ობიექტზე, ასევე ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტებში.  ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით, დეპარტამენტს არ გააჩნია სანქციების მექანიზმი, მაღალი რისკის 20-ვე ობიექტზე დაფიქსირებული პრობლემების გამოსწორებისთვის მხოლოდ რეკომენდაციები გაიცა.  უფრო კონკრეტულად, შპს „საქნახშირში“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) - ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტებში, რომლის საქმიანობის სფერო სასარგებლო წიაღისეულის, ქვანახშირის მოპოვება და გადამუშავებაა, 76-მდე დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ვაგონების სამუხრუჭედ ბუნიკების ნაცვლად გამოიყენება ფიცრის ნაჭრები; შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც, სპეციალისტების დასკვნით, საფრთხეს უქმნის დასაქმებულს; ასევე შახტაში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი; შახტებში გამოიყენება არაქარხნული წესით დამზადებული ხის კიბეები; როგორც მინდელის, ასევე ძიძიგურის სახელობის შახტების მედპუნქტში არ არის სასმელი წყალი; სიმაღლეზე მუშაობისას დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი სიმაღლიდან ვარდნის დამცავი ღვედებით; ამწე მოწყობილობა მუშაობს სპეციალური სიგნალის გარეშე; ელექტროსადგურებში გამოიყენება კუსტარულად დამზადებული ღია სპირალიანი გამათბობელი; შენობა-ნაგებობა საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს და სხვა.  შპს „რუსთავის ფოლადში“, რომლის საქმიანობის სფერო მეტალურგიაა, 90-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის დარღვეულია ელექტროუსაფრთხოების წესები; დარღვეულია საწვავისა და ადვილადაალებადი ნივთიერებების დასაწყობების წესები. სს RMG COPPER-ის კარიერი: მისი საქმიანობის სფეროა სამთამადნო მრეწველობა. შემოწმების შედეგად 9 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ინსპექტირების დროს დაფიქსირდა საბურღი დაზგის დომკრატების ქვეშ მადნისა და ქანის ნატეხების ამოდება; წყალქცევის უბანზე დასაქმებულების ოთახში მოსაწესრიგებელია ელექტროობა; კარიერზე დასაქმებულები ნაწილობრივ არიან აღჭურვილი სპეც. ტანსაცმლითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.  შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის რკინის მაღარო: საქმიანობის სფეროა მარგანეცის მოპოვება. იქ 16 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ადმინისტრაციის შენობაში არსებული საევაკუაციო გეგმა არ არის სრულყოფილი; მაღაროში დასაქმებული პირები არ იყვნენ უზრუნველყოფილნი შესაბამისი რაოდენობის ინდივიდუალური თვითმაშველებით; არ ხდება დასაქმებულების ტანსაცმლის რეცხვა ცენტრალიზებული წესით და ა.შ.  შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ითხვისის სახელობის მაღარო: საქმიანობის სფერო მანგანუმის მოპოვებაა. დაფიქსირდა 20 დარღვევა, მათ შორის: მაღაროებში დასაქმებული პირები არ იყვნენ უზრუნველყოფილნი შესაბამისი რაოდენობის ინდივიდუალური თვითმაშველებით; მაღაროში დარღვეულია სახანძრო უსაფრთოება, არსებული ცეცხლმაქრები გადასამუხტია; დეპოს სამუშაო სივრცეში არადამაკმაყოფილებელი განათებაა.  შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღარო: საქმინობის სფეროა მარგანეცის მოპოვება. დაფიქსირდა 30 დარღვევა, მათ შორის: სახელოსნოში დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; დარღვეულია მაღაროში დასაქმებულთა საკვების ე.წ. პაიკას შენახვის წესები, რომელშიც შედის მალფუჭებადი პროდუქტები. ასევე დარღვეულია სახანძრო უსაფრთოება და ა.შ.   შპს „ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურა სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი“ შუქრუთის მაღარო. საქმინობის სფერო- სამთო მომპოვებელი საწარმო. დაფიქსირდა 20 დარღვევა, მათ შორის; საწარმოში არასრულყოფილადაა დანერგილი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხიების სისტემა;მოსაწესრიგებელია სახსნძრო და ელექსტროუსაფრტოების სისტემა; პერსონალი არ არის სრულად უზრინველყოფილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებით; შპს „ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი“ მღვიმევის მაღარო: საქმიანობის სფერო - სამთო მომპოვებელი. დაფიქსირდა 16 დარღვევა, მათ შორის: დასაქმებულების განცხადებით, წყლის და დღიური საკვების ულუფა არასაკმარისია; ადამიანების გასასვლელები არ არის დადგენილი წესის შესაბამისად მოწყობილი; მოსაწესრიგებელია სახანძრო და ელექტროსისტემა და სხვა.  თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენი „რუსთაველი“: დაფიქსირდა 8 დარღვევა, მათ შორის: არასრულყოფილადაა დანერგილი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სიტემა, მოსაწესრიგებელია სახანძრო და ელექტროუსაფრთხოება; ბაქანზე სამორიგეო პუნქტს ესაჭიროება სარემონტო სამუშაოები.  თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენი „თავისუფლების მოედანი“: დაფიქსირდა 8 დარღვევა, მათ შორის; სამუშაო სივრცეში ადგილი აქვს თამბაქოს მოხმარებას, სამანქანო განყოფილება საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს, დატბორილია. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენი „წერეთელი“: დაფიქსირდა 8 დარღვევა, მათ შორის; არასრულყოფილადაა დანერგილი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა. შპს „იტავაზა მშენებელში“ , რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს, 18 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ობიექტზე არ არის დანერგილი ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სიტემა; დასაქმებულები არ არიან ინფორმირებულნი სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების შესახებ; ობიექტზე არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე.  სს „დარკვეთის საშენ მასალათა კომბინატში“, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს, 19 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: მოსაწესრიგებელია ელექტროუსაფრთხოება, ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სისტემა. უბანზე არ არის სანიტარული წერტილები.  შპს „კარიერი“: აწარმოებს სამშენებლო მასალებს. აქ 18 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის ობიექტზე არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე; მოსაწესრიგებელია ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა.  შპს „თბილისის პარკში“ (დასასვენებლი/გასართობი პარკი, რომელიც ფუნიკულიორის ზემო პლატოზე მდებარეობს), 3 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ადმინისტრაციულ შენობაში არსებული კიბის მოაჯირი არასრულყოფილია, არსებობს ვარდნის რეალური საფრთხე. შეკვეთილში მდებარე შპს „სერვისი - 7“ -ის ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“: დაფიქსირდა 7 დარღვევა, მათ შორის: მექანიკურ საამქროში და წყალსადენის ტერიტორიაზე ელექტროუსაფრთხოების წესები; დასაქმებულები არ არიან აღჭურვილნი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; პარკის ტერიტორიაზე არსებული ქვესადგური ღია მდგომარეობაშია და დაუცველია უცხო პირთა შეღწევისაგან; ქვესადგურზე ასასვლელ კიბეს და ბაქანს არ აქვს მოაჯირი; წყალსადენის ტერიტორიაზე არსებული ჭის დამცავი ჯიხურები ღია მდგომარეობაშია; მექანიკოსების და ელექტრიკოსების მოსასვენებელ ოთახში დარღვეულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები; დასაქმებულების მოსასვენებელ ოთახში დაფიქსირდა კუსტარულად დამზადებული გამათბობელი.  შპს „ბარვილ ჯორჯია“ , რომლის საქმიანობის სფეროა E- ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - სასაწყობე მეურნეობა, ტვირთის ექსპედირება, ტვირთის სასაწყობე ოპერირება, 11 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ბაქნებზე არსებობს ადამიანის ვარდნის საფრთხე, ელექტრიკოსები არ არიან აღჭურვილნი დიელექტრიკული საშუალებებით. შპს „კავტრექსფოთი“ , მისი საქიანობის სფეროა E-ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა -სასაწყობე მეურნეობა, ტვირთის ექსპედირება, ტვირთის სასაწყობე ოპერირება. აქ 8 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ობიექტზე არსებული საევაკუაციო გეგმა არ არის სრულყოფილი; საზეინკლო საამქროში დარღვეულია ელექტროუსაფრთხოების წესები. შპს „ზემო იმერეთი“ , რომლის საქმიანობის სფერო სამშენებლო მასალების წარმოებაა, 19 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: სამშენებლო უბანზე მოსაწესრიგებელია ელექტროუსაფრთხოება, დანერგილი არ არის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სიისტემა. დასაქმებულები არ არიან ინფორმირებული სამუშაო ადგილებზე არსებულის საფრთხის შესახებ. შპს „ჯეოკვარცი“ აწარმოებს სამშენებლო მასალებს, აქ 17 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ობიეტზე დანერგილი არ არის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთოების სიტემა; ობიექტზე არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე; დანადგარზე არსებული მბრუნავი მექანიზმები დამცავი ხუფების გარეშეა.   როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს, ჯანდაცისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ შეიქმნა ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი. მონიტორინგის ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა შრომის პირობების და სამუშაო ადგილების შეფასება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე ტექნიკური ინსპექტირება ისეთ ობიექტებზე, სადაც არის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი სამუშაო ადგილები და არსებობს მაღალი რისკი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

---

 

08.12.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/467461-socialuri-momsakhurebis-saagentos-dakhmarebith-tsels-700-ze-meti-adamiani-dasaqmda-bazarze-am-droisthvis-1000-ze-meti-vakansiaa.html

სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებით წელს 700-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, ბაზარზე ამ დროისთვის 1000-ზე მეტი ვაკანსიაა

სასტუმრო "ბილტმორში" სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს.  დასაქმების ფორუმი ერთდღიანია და მიმდინარე წელს მეთოთხმეტედ ტარდება. ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ გახსნა. ფორუმის მონაწილეებს, დამსაქმებლებთან შეხვედრა 12:00 დან 15:00 საათამდე შეეძლებათ. მონაწილე კომპანიები წარმოადგენენ აქტიურ ვაკანსიებს მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო და სხვა სფეროებიდან. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარიამ ბეზარაშვილის განცხადებით, დასაქმების ფორუმზე 1600 ადამიანია დარეგისტრირებული. "სიციალური მომსახურების სააგენტო საქართველოს მასშტაბით წელს უკვე მეთოთხმეტე ფორუმს ატარებს დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. ეს მიმდინარე წელს ბოლო ფორუმია. 62 მსხვილი კომპანია წარმოდგენილია შრომის ბაზარზე არსებული ღია ვაკანსიებით. 1000-ზე მეტი ვაკანსიაა. 1600-მდე ადამიანი დარეგისტრირდა, თუმცა არიან ისეთები, ვინ აქვე, ადგილზე გაივლიან რეგისტრაციას. შეზღუდვა არაა არც ასაკში და არც პროფესიაში", - განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა. მისივე თქმით, წელს 700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს დორექტორის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ამ ფორუმების მიმდინარეობისას ექცევა მოწყვლად კატეგორიებს. “ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილი ისეთი მოქალაქეები, რომლებსაც დასაქმების კუთხით გარკვეული შეზღუდვები აქვთ",- განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე დამსაქმებელი კომპანიები შემდეგ ვაკანსიებს წარმოადგენენ: პროექტის მენეჯერი, ოპერატორ-ტექნიკოსი, გაყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი, მაღაზიის მენეჯერი, ტექნიკოსი, ტრანსპორტის სპეციალისტი, ხაზინის სპეციალისტი, მარაგების მართვის უფროსი, უსაფრთხოების ადმინისტრატორი, შიდა აუდიტორი, საწყობის თანამშრომელი, IT სპეციალისტი, სექტორის მენეჯერი, მიმღები ოპერატორი, პერსონალური მენეჯერი, მონიტორინგის მენეჯერი, ფილიალის მენეჯერი, უფროსი პროგრამისტი, სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი, კურიერი, მძღოლი, ენერგეტიკოსი, მერჩენდაიზერი. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამონაწილეობით და ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით 2017 წელს 12 დასაქმების ფორუმი და 1 დასაქმების ფესტივალი ჩატარდა. მე-14 ფორუმი, კი რომელიც „ბილტმორში“ ტარდება, უშუალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული. ფორუმს ესწრება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი. მისი განცხადებით, ასეთ ფორუმებში დედაქალაქის მერიის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. "ზოგადად ასეთ ფორუმებში მონაწილეობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. აუცილებლად ვიქნებით ჩართული ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში",- განაცხადა ბენდელიანმა.

 

 

 

ბეჭდვითი მედია

08.12.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

თურქეთში ჩინურ სათამაშოებს ანადგურებენ, საქართველოში ჩუმად არიან

საქართველოში სათამაშოების ბაზარი ისევ უკონტროლოა. როგორც ბაზრობაზე, ასევე ძვირიან მაღაზიებში მომხმარებლები პროდუქციის ხარისხის პრობლემას უჩივიან. მავნე პროდუქციისგან თავის დასაცავად ქვეყანაში კანონი არ მუშაობს. არადა, ჩინურ პროდუქციას უკვე ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც კი კრძალავენ. უხარისხო სათამაშოების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით თურქეთში 19 ტონა ჩინურ სათამაშოს გაანადგურებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლაბორატორიული შემოწმებით საბავშვო სათამაშოების შემადგენლობაში მძიმე ლითონები აღმოაჩინეს, ასევე, მათი უმეტესობა ტყავის ნაწარმის საღებავით იყო შეღებილი. ჩინეთიდან იმპორტირებულ სათამაშოებს არ ჰქონდათ ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატიც. გამოვლენილ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს თურქეთში ჩინეთიდან დაახლოებით 10 ტონა საბავშვო სათამაშოს იმპორტი განხორციელდა, რომლის საბაზრო ღირებულება 3 მილიონ ლირად იყო შეფასებული. საქართველოში ამ კუთხით სრული უძრაობაა. მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ სფეროში სახელმწიფოს მხრიდან რეგულირება არ ხდება. ამიტომ აუცილებელია, შემუშავდეს კანონი, რაც მომხმარებლების უფლებებს დაიცავს. "რამდენიმე ხნის წინ სტრატეგიული კვლევების ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, რომ სათამაშოების უმეტესობა შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყოს. ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს კონტროლირებადი სფერო არის (სახელმწიფოს მხრიდან ვგულისხმობ) მხოლოდ სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ. სხვა სფერო არის კონტროლის გარეშე დატოვებული. ისიც გვირთულებს მდგომარეობას, რომ კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ გაუქმდა 2005 წელს, თუმცა მზადაა კანონპროექტი, რომელზეც ვიმუშავეთ გარკვეულმა ჯგუფმა, სადაც მონაწილეობდა ყველა ექსპერტი, რომელსაც სამომხმარებლო სფეროსთან აქვს შეხება. მოვამზადეთ დოკემენტი, რომლის ძირითადი არსი იყო მომხმარებლის ინფორმირება. ეს კანონპროექტი დღემდე დევს პარლამენტში თაროზე და მისი მიღება რატომ ჭიანურდება, არ ვიცი. უნდა შეიქმნას ომბუდსმენის აპარატი, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს უფლებების დაცვაში. როდესაც ქვეყანაში არ შეინიშნება ამ მიმართულებით არავითარი ძვრა, მიჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს მიკერძოებასთან. კარგი იქნება, თუკი პარლამენტი დროულად მიიღებს კანონს, რაც აუცილებელია მომხმარებლების, კონკრეტულად კი ბავშვების, დასაცავად", - განაცხადა კოიძემ. სათამაშოების ბაზრის საფრთხეზე საუბრობს "რეზონანსთან" თბილისის მცხოვრები თეკლა იაკობიძე. ის ხაზს უსვამს როგორც ბაზრობაზე, ასევე ძვირიან მაღაზიებში სათამაშოების დაბალ ხარისხს. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში შესაბამისი კონტროლი არ მიმდინარეობს და არავინ ზრუნავს ბაზრის კონტროლზე. "მაღაზიაში "ყველაფერი 1 ლარად" იყიდება ერთჯერადი, სახიფათო სათამაშოები და, ზოგადად, ყველანაირი პროდუქცია. კვლევაც არ არის საჭირო, ვიზუალურადაც ეტყობა პროდუქციას, რომ უხარისხოა. ძალიან ძნელია, ბავშვს აუხსნა მისი მავნე გავლენა და მშობელი იძულებული ხდები, შეიძინო იგი. არ ვსაუბრობ იაფფასიან სათამაშოზე, საფრთხისგან დაზღვეულნი არ ვართ მაშინაც, როდესაც ძვირს ვიხდით. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში შესაბამისი კონტროლი არ მიმდინარეობს და არავინ ზრუნავს სათამაშოების ბაზრის კონტროლზე. ბოლო დროს მუდმივად ვამბობთ, რომ ესა თუ ის საკვები მავნებელია, ამ დროს არანაკლები ზიანი მოაქვს იმ უხარისხო სათამაშოებს, რომლებთანაც ბავშვს ყოველდღიურად აქვს შეხება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას იაკობიძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4893176&name=08.12.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---