მედიამონიტორინგი 09.01.2018
ტელევიზია
09.01.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
გვიან ღამით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან მათ პაციენტ თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღეს. განცხადების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ განაგრძობს კლინიკების მოძიებას და მზად არის მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ საავადმყოფოსთან მოლაპარაკება აწარმოოს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968322
იმედი - ქრონიკა 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968418
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968690
---
09.01.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
ვინ და რა მიზეზით თქვა უარი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე - ჯანდაცვის სამინისტროსგან კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროებას უცხო ქვეყნის საავადმყოფოებთან დაკავშირებით მაჩალიკაშვილები ითხოვენ. ოჯახი დარწმუნებულია, რომ კლინიკის შერჩევის პროცესში სუს-ი უშუალოდ არის ჩართული და ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის დამალვაშიც ადანაშაულებენ. პარალელურად, ოჯახმა უკვე მიმართა პროკურატურას თემირლანის ოფიციალურად დაზარალებულად აღიარებასთან დაკავშირებით.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968323
I არხი - მოამბე 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968372
---
08.01.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდის მკურნალობის შეფერხებაში ადანაშაულებს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ დამალა ინფორმაცია ერთ-ერთი გერმანული კლინიკის მზადყოფნის შესახებ მიეღო პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტრო კი მაჩალიკაშვილების ოჯახს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც უწყებამ უარყო ინფორმაცია, თითქოს პაციენტის ტრანსპორტირება სამინისტროს მხრიდან ფინანსური ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხების გამო შეფერხდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება ამ დრომდე აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა კლინიკებთან.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968032
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968020
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4967783
მაესტრო-დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968109
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968097
I არხი - მოამბე 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968056
კავკასია - დღეს 19:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4967916
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4967913
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4967754
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4967734
I არხი - მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4967383
---
08.01.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ხმაური იყო ზუგდიდში, ე.წ. დევნილთა პოლიკლინიკაში, სადაც სამსახურიდან დათხოვნილი 12 თანამშრომელი დაწესებულების დირექტორს სამუშაო კაბინეტში შეუვარდა და ახსნა განმარტებები მოითხოვა. მათ შრომითი ხელშეკრულებები 10 იანვარს უმთავრდებოდათ, თუმცა 4 იანვარს უთხრეს, რომ ისინი სამსახურიდან გაშვებულები იყვნენ. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, მათი სამსახურიდან გაშვება მენეჯმენტს სასურველი, პოლიტიკურად ლოიალური კადრების მისაღებად დასჭირდა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4967820
I არხი - მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4967453
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4967387
---
08.01.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
სეზონი სახიფათოა, თუმცა, სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მწვავე გრიპი ჯერჯერობით გავრცელებული არ არის. ვირუსული ინფექციები სხვადასხვა ტიპისაა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით მცირეწლოვანთა მშობლები უნდა ვიყოთ და შევასრულოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები. გრიპის საწინააღმდეგო აცრა აუცილებელია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968113
---
08.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კართან ახალშობილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა, ბავშვი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ახლა მასზე მედიკოსებთან ერთად სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც ზრუნავე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968018
---
08.01.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
2 თვის ერეკლე დანელიას სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ ძვირადღირებული ოპერაცია. მას მოკლე ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი დაბადებიდან მალევე დაუსვეს და მთელი ეს პერიოდი რეანიმაციაში იმყოფება. უკვე ჩაუტარდა 5 ოპერაცია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4967603
---
08.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
როგორი იქნება სახელმწიფოს ახალი ნარკოპოლიტიკა?-ცნობილი გახდა, რომ ამ თემაზე შს მინისტრი გიორგი გახარია უახლოეს მომავალში ვრცლად ისაუბრებს. დღეს მოკლე განმარტება მისმა მოადგილემ გააკეთა. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია აუცილებელია, თუმცა უნდა ინახოს ოქროს შუალედი-ასეთია შსს-ს პოზიცია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4967994
რუსთავი 2-კურიერი 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968079
---
ინტერნეტი
09.01.2018
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელებაზე უარი მიიღეს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან პაციენტ თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ განაგრძობს კლინიკების მოძიების პროცესს და ასევე მზად არის პაციენტ მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკება აწარმოოს. „ამ დროისთვის პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა დაჭრილის ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა გუშინ კატეგორიულად მოითხოვა. როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახმა გაარკვია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბერლინის კლინიკამ რამდენიმე დღის წინ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე ადგილის არქონის გამო, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი მტკიცებით, გაირკვა, რომ ბერლინის ერთ-ერთი კლინიკა მისი შვილის მიღებისთვის ნებისმიერ დროს მზად არის.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/374855
---
08.01.2018
თემირლან მაჩალიკაშვილის გერმანიის კლინიკაში გადაყვანის საკითხი - ჯანდაცვის სამინისტრო ბრალდებებს პასუხობს
ჯანდაცვის სამინისტრო თემირლან მაჩალიკაშვილის გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის საკითხს ეხმაურება და პასუხობს იმ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც პაციენტის გადაყვანა სამინისტროს მხრიდან ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხების გამო შეფერხდა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამედიცინო დაწესებულებების შერცევის პროცესი გრძელდება: „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეს შემთხვევა კონტროლზე პირველივე წუთიდან ჰყავს აყვანილი. ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კლინიკის მოძიება საზღვარგარეთ. თავდაპირველად, ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, თუმცა პაციენტის ოჯახი აღნიშნულ წინადადებას არ დათანხმდა,”-ნათქვამია კანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=58575
---
09.01.2018
მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ მე ახლა დავკარგე შვილი, მას მართმევს ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები
თუ მე ახლა დავკარგე შვილი, მას მართმევს ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მიმართა ხელისუფლებას და მოითხოვა მისი შვილის გერმანიის კლინიკაში გადაყვანა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მისი შვილის გერმანიის კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია საქართველოში აშშ-დან ჩამოსულმა სპეციალისტმაც გასცა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც შეხვდნენ. „ამერიკიდან ჩამოსულმა სპეციალისტმაც შესთავაზა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ თემირლანი სასწრაფოდ გადაეყვანათ გერმანიის კლინიკაში. ახლაც ვითხოვ, თემირლანი გადაყვანილი იყოს გერმანიაში. ვიცი, ხვალაც რომ დამჭირდეს რაღაც, მე ევროპაში მყავს სანათესაო, სამეგობრო და გვერდში ამომიდგებიან. თურქეთში მე არავინ მყავს, მე იქ კაციშვილი არ დამეხმარება. ამიტომ მივმართავ თხოვნით, რომ ჩემი შვილი გადაიყვანონ გერმანიაში. ნუ წამართმევენ შვილს. ეს ყველაფერი ღმერთის ნებაა. თუ მე ახლა დავკარგე შვილი, მე ამ შვილს მართმევს ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ამასთან, როგორც დაჭრილის მამამ დასძინა, ბერლინის კლინიკის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია მას გუშინ პირადადაც ჰქონდა. „მე თავად ვესაუბრე საავადმყოფოს ადმინისტრაციას. იმედებს და გარანტიებს ისინი არ იძლევიან, მაგრამ მკურნალობა გაგრძელდება. მე ვიცი, რომ ჩემი შვილი ალაპარაკდება, ამათ თუ აწყობთ ეგ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
---
09.01.2018
მალხაზ მაჩალიკაშვილი - არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა
დღესაც მთხოვენ, რომ ერთი წუთიც არ დავკარგო და ჩემი შვილი სასწრაფოდ გადავიყვანო გერმანიაში, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდის მამის თქმით, მას თბილისის სამედიცინო დაწესებულებასთან პრეტენზიები არ აქვს, თუმცა, სურს მისი შვილი უკეთეს ადგილზე გადაიყვანოს. მაჩალიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას ჯანდაცვის სამინისტროდან უმალავდნენ, რომ გერმანული კლინიკა პაციენტის მიღებაზე თანახმა იყო, დამალვის მიზეზად კი სხვადასხვა უწყებების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ან მატერიალურ მხარეს ასახელებს. “5 იანვარს ბერლინში მოხდა კლინიკის შერჩევა, გადაეგზავნათ ჩემი შვილის მონაცემები, თუმცა, მეორე დღეს მივიღეთ პასუხად უარი, გადატვირთულობის გამო. შემდეგ ავსტრიაში გადავაგზავნეთ საბუთები და იქიდანაც უარი მოგვივიდა პასუხად. დარჩა ერთ-ერთი კლინიკა თურქეთში, რომელიც არ განსხვავდება თბილისის კლინიკისგან. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდი კლინიკაა, მაგრამ მე ვცდილობ ბავშვი უკეთეს ადგილზე გადავიყვანო. შემდეგ გერმანიაში დავურეკე ჩემს ერთ-ერთ ნაცნობს გერმანიაში და ვთხოვე გადაემოწმებინათ იმ კლინიკაში ინფორმაცია, თუ რატომ თქვეს უარი, ან თქვეს თუ არა საერთოდ უარი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი. მეც ველაპარაკე გერმანიის საავადმყოფოს წარმომადგენელს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენ ინვოისი გადმოვაგზვნეთ და იმ დღიდან პაციენტს ველოდებითო. დღესაც მთხოვენ, რომ ერთი წუთიც არ დავკარგო და ჩემი შვილი სასწრაფოდ გადავიყვანო გერმანიაში. აღნიშნული ინფორმაცია დამიმალა თავიდან ჯანდაცვის სამინისტრომ, რადგან არიან ზეწოლის ქვეშ შს სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. მათ არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. აღნიშნული კომენტარი მალხაზ მაჩალიკაშვილმა გუშინ გააკეთა. მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, უწყებამ გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან პაციენტ თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღო.
---
08.01.2018
მალხაზ მაჩალიკაშვილი - აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია, თითქოს ბერლინის კლინიკამ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება
პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი დაჭრილის ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს. როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახმა გაარკვია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბერლინის კლინიკამ რამდენიმე დღის წინ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე ადგილის არქონის გამო, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი მტკიცებით, გაირკვა, რომ ბერლინის ერთ-ერთი კლინიკა მისი შვილის მიღებისთვის ნებისმიერ დროს მზად არის. მალხაზ მაჩალიკაშვილის განმარტებით, მას კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროსთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სამინისტრო უსაფრთხოების სამსახურის ზეწოლის ქვეშ არის. ”მე კონკრეტულად ვითხოვ იმას, რომ ჩემი შვილი გადაიყვანონ გერმანიაში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ერთი წუთის დაკარვა არ შეიძლება. მე ეს 4 დღე მალოდინეს, ვითომ გერმანიამ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე. ავსტრია დათანხმდა და ავსტრიამ ვითომ უარი თქვა... ახლა კი აღმოჩნდა, რომ გერმანიას უარი არ უთქვამს. ჩვენ გერმანიაში გვყავს ხალხი, რომლებიც პირდაპირ მივიდნენ ადმინისტრაციაში, გაარკვიეს, არის თუ არა უარი ნათქვამი და გაირკვა, რომ პაციენტს ამ წუთასაც ელოდებიან ბერლინში, ”შარიტეს” კლინიკაში. ამის მერე ჯანდაცვის სამინისტროს ვერაფრით ვუკავშირდები. სამინისტროს დადანაშაულებაც არ შეიძლება, რადგან უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ არიან. რამდენადაც მე ვფიქრობ, ამ ბავშვის ჯანმრთელობა არ სურთ. ამიტომ თურქეთში სადღაც ნახეს დაბალი ჯგუფის კლინიკა და უნდათ, რომ იქ გადააგზავნონ. მე ”კოჩის” კლინიკიდან, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი უძლიერესი კლინიკაა, თანხმობა ახლა მივიღე. მოვითხოვ ჩემი შვილი კონკრეტულად ბერლინის კლინიკაში იქნას გადაყვანილი. მთელი საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ გვერდში დამიდგნენ, რომ ჩემი შვილი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანონ. იქიდან დღეს დამიკავშირდნენ და მეუბნებიან, რომ ერთი წუთის დაკარგვაც კი არ შეიძლება, სასწრაფოდ გადმოიყვანეთ თქვენი შვილიო”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. რაც შეეხება თურქეთის კლინიკას ”კოჩი”, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახმა მოიძია, როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი განმარტავს, ეს კლინიკა მაშინ მოიძიეს, როდესაც გაიგეს, რომ გერმანიამ პაციენტის მიღებაზე რამდენიმე დღის წინ უარი თქვა. ”რადგან მე დამარწმუნეს, რომ გერმანიამ უარი თქვა, ამის მერე დავიწყე კოჩის კლინიკის მოძიება. ეს არის თურქულ-ამერიკული საუნივერსიტეტო კლინიკა”, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
---
08.01.2018
ადვოკატი - ეჭვი მაქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე მოლაპარაკებებს არა ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ უშიშროება აწარმოებს
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი ეჭვობს, რომ მაჩალიკაშვილის მკურნალობისთვის საზღვარგარეთ კლინიკებთან მოლაპარაკებებს არა ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ სუს-ი აწარმოებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა განუცხადა, 4 დღის წინ საქართველომ გერმანიის ერთ-ერთი კლინიკიდან თანხმობა მიიღო მაჩალიკაშვილის მიეღებაზე, თუმცა პანკისის ხეობაში დაჭრილის გადაყვანაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უარი თქვა. ამასთან, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ახლა მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე თანხმობა ისეთი კლინიკისგანაა მიღებული, რომელიც თურქეთში ხარისხიანი მკურნალობით არ გამოირჩევა. ჯავახიშვილი ეჭვობს, რომ თურქულ კლინიკაში მაჩალიკაშვილის გადაყვანა სუს-ის ინტერესებში შედის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ 22 ნოემბერსა და 21 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციები, თურქეთთან ერთობლივად ჩატარდა. „თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე თანხმობა მოვიდა ისეთი თურქული კლინიკიდან, რომელიც მეათეხარისხოვანია. 4 დღის წინ მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანიის კლინიკიდან თანხმობა, თემირლანის მიღებაზე, თუმცა უარი უთქვამთ. მე უკვე ეჭვი მაქვს, რომ თემირლანის მიღებაზე და მკურნალობაზე არა ჯანდაცვის სამინისტრო არამედ, უშიშროება აწარმოებს მოლაპარაკებას, ვინაიდან სპეცოპერაციები, რომლებიც თბილისსა და პანკისში ჩატარდა, თურქეთის სახელმწიფოსთან თანამშრომლობით ჩატარდა. ამიტომ უნდათ, რომ თურქეთის მეათეხარისხოვან კლინიკაში გადაიყვანონ მაჩალიკაშვილი. გამოაცხადეს, რომ ვითომ გერმანიას ადგილები არ ჰქონდაო, რაც ტყუილია“, - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა. მისივე თქმით, მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის და ადვოკატებისთვის არ არის ცნობილი, თუ რამდენ კლინიკას მიმართა ჯანდაცვის სამინისტრომ დაჭრილის მიღებისა და მკურნალობის მოთხოვნით. „არც ვიცით რამდენ კლინიკაში აქვთ გაგზავნილი თემირლანის საქმე გადაგზავნილი და საიდან რა პასუხი აქვთ მიღებული. მოვითხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროსგან ოფიციალურად ეს ინფორმაცია, მაგრამ პასუხი არ გვაქვს. ჩნდება ეჭვი, რომ არ აწყობთ თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, რადგან ძალიან ბევრ კითხვაზე, რომელიც საქმეშია, მხოლოდ მას შეუძლია გასცეს პასუხები“, - განაცხადა ადვოკატმა.
---
08.01.2018
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/samartali/avstriis-klinikam-machalikashvilis-mkurnalobaze-tankhmoba-uarit-shetsvala
ავსტრიის კლინიკამ მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე თანხმობა უარით შეცვალა
ავსტრიის კლინიკამ, რომელმაც პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე მზადყოფნა, რომელიც 5 იანვარს გამოთქვა, მკურნალობაზე თანხმობა უარით შეცვალა. ამის შესახებ დაჭრილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, მიმდინარეობს კლინიკების მოძიება, ამასობაში კი მაჩალიკაშვილის ჯანმრთელბის მდგომარეობა მძიმდება. მაჩალიკაშვილები პროკურატურისგან დაზარალებულად ცნობას ითხოვენ. ამ მოთხოვნით უფლებადამცველი პროკურატურას ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში მიმართავს. დაცვის მხარე უახლოეს მომავალში ინტენსიურ გამოძიებას იწყებს. კუბლაშვილის ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე ახალი გარემოება გამოიკვეთა, თუმცა ადვოკატი დეტალებს არ აკონკრეტებს. თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
---
08.01.2018
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/saqartvelos-mtavroba-aris-mkvleli-djandatsvis-saministro-aris-mkvleli-parlamentits-aris-mkvleli-roman-gotsiridze/38144
საქართველოს მთავრობა არის მკვლელი, ჯანდაცვის სამინისტრო არის მკვლელი, პარლამენტიც არის მკვლელი - რომან გოცირიძე
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, რომან გოცირიძე ეხმაურება გუშინ ჩხოროწყუში მომხდარ მკვლელობის ფაქტს, რა დროსაც, მამამ 36 წლის შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, 66 მამაკაცს ფსიქიკური აშლილობა აქვს. ,,მეორდება და მეორდება ერთი და იგივე სურათი-ფსიქიურად დაავადებული ადამიანი ჰკლავს თავის ახლობლებს. მეც არ დამეზარება და გავიმეორებ და გავიმეორებ იმას, რასაც ამ შემთხვევაში ვამბობ: საქართველოს მთავრობა არის მკვლელი, ჯანდაცვის სამინისტრო არის მკვლელი. ახლა გავასამებ ამ დამნაშავეთა სიას და დავუმატებ: საქართველოს პარლამენტიც არის მკვლელი. ორი წელია, ერთი თეთრითაც არ გაუზრდიათ ფსქიკური ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი. წელს როგორც იქნა მოუმატეს, მაგრამ ეს მხოლოდ მედიკამენტებისა და კომუნალური ხარჯების ზრდას თუ ეყოფა. კატასტროფული მდგომარეობაა ამ სფეროს დაფინანსებაში. დადის ათასობით მკურნალობასმოკლებული ადამიანი ქუჩაში. ამიტომაცაა, რომ ამ პატარა ქვეყანაში უფრო მეტი უბედური შემთხვევები ხდება, ვიდრე გაცილებით დიდ ქვეყნებში. ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე უსამართლოდ ექცევა ხელისუფლება”, - წერს გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე. ცნობისათვის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი ცოლი დაჭრა. ამ დრომდე უმძიმესია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული ქალბატონის მდგომარეობა. მას მეუღლემ თავის არეში ნაჯახით ჭრილობა მიაყენა. დაკავებული წინასწარი ცნობით, ქუთაისის რაიონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებაშია გადაყვანილი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.
---
08.01.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=136881&lang_id=ge
„საყოველთაო ჯანდაცვაში განხორციელებულმა ცვლილებებმა სადაზღვევო ბაზრის განვითარება შეაფერხა“
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თინა სტამბოლიშვილის განცხადებით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში განხორციელებულმა პროგრამამ დაზღვევის სექტორში, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
როგორც სტამბოლიშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა, აღნიშნულის გამო, 2017 წელს ბაზრის განვითარება შეფერხდა. „ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში განხორციელებულმა სიახლეებმა სადაზღვევო ბაზარზე ძირეული ცვლილებები გამოიწვია. ერთი მხრივ, დადებითი ეფექტი ჰქონდა და მეორე მხრივ, უარყოფითი ძვრებიც დაიწყო. ძირითადი პრინციპი ამ ცვლილებების იყო ის, რომ სახელმწიფო ფინანსები მიმართულიყო იმ ადამიანებისკენ, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, რომ კერძო დაზღვევა იყიდოს. ეს სამართლიანი მიდგომაა, თუმცა ხარვეზი არის ის, რომ გამყოფი ხაზი არის კერძო დაზღვევის ქონა-არქონა, მიუხედავად იმისა ადამიანს რა შემოსავალი აქვს. შესაბამისად, გაჩნდა შიში იმისა, ახლა რომ დაზღვევის პაკეტი იყიდონ, შემდეგ საყოველთაო პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ამან ბაზრის განვითარება შეაფერხა“, - აღნიშნავს თინა სტამბოლიშვილი. მისივე თქმით, ამის მიუხედავად მათი კომპანიის შემთხვევაში სადაზღვევო პორტფელი დაახლოებით 50%-ით გაიზარდა, განსაკუთრებით კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. ამასთან, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, ხელისუფლებას შევთავაზებთ, რომ სადაზღვევო სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელონ, რათა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ფინანსური თავდაცვის საშუალებები. „განვითარებული ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში დაზღვევის მოხმარება ძალიან დაბალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბიზნესის და ადამიანების დიდი ნაწილი არის დაუცველი. ამ საქმეში ჩვენი როლი არის ის, რომ მომავალ წლებში მეტი ადამიანი ჩავრთოთ სადაზღვევო სისტემებში. ასევე, გვინდა, რომ ხმა მივაწვდინოთ, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სტრუქტურებს, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ. სისტემაა დასანერგი, საკნონმდებლო და სხვა სახის რეფორმების შემოტანა. ასევე, საგანმანათლებლო რეფორმებიც არის შემოსაღები, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეძლოს ფინანსური თავდაცვის საშუალებები ჰქონდეს“, - აღნიშნა სტამბოლიშვილმა. მისი თქმით, გარდა რეფორმებისა, აუცილებელია საკანონმდებლო შეღავათებიც: „ეს გამოიწვევს მეტი ადამიანისთვის სოციალური გარანტიის შექმნას. აღნიშნული მოთხოვნა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილშია გაწერილი. ამასთან, ქვეყნის სოციალური ფონისთვისაც მნიშვნელოვანია“, - აცხადებს სტამბოლიშვილი. არის მოლოდინი, რომ მომავალ წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები ისევ შევა: „იმედი მაქვს მომავალ წელს აღნიშნულ პროგრამაში გარკვეული ცვლილებები ისევ შევა. აუცილებელია მიდგომები იყოს სამართლიანი, იმის მიხედვით, ვის რა შემოსავალი აქვს. აუცილებელია მსგავსი ცვლილება, რომ სექტორის განვითარებას ხელი შეეწყოს“, - აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.
---
08.01.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/108848/
გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში!
22 მოხუცი ქობულეთში და 15 ბათუმში თავშესაფარს ითხოვს. ეს ქალაქები არ არის გამონაკლისი, სადაც მოხუცები თავშესაფრის რიგში დგანან. ჩვენს ქვეყანაში მათი რაოდენობა ზუსტად არავის დაუთვლია. „სადღაც 100-მდე მოხუცი იქნება რიგში,“ – გვიპასუხეს სოციალური მომსახურების სააგენტოში კითხვაზე: რამდენ მოხუცს სჭირდება თავშესაფარი? ქობულეთში თავშესაფარი არ არსებობს, თუმცა გამგეობაში პასუხი აქვთ – რამდენიმე მოხუცს შევთავაზეთ ბათუმის თავშესაფარი და უარი გვითხრესო. საუბარია ღამის თავშესაფარზე, სადაც მოხუცს საღამოს 8 საათზე შეუძლია მისვლა და ადრე დილით უნდა წავიდეს სადმე – დღისით თავშესაფარი დაკეტილია. ბათუმის სათნოების სახლთან კი, სადაც დღისით და ღამითაც შეიძლება დარჩენა, მოხუცების რიგია. იციან, რომ მათი ადგილი შიგნით მაშინ იქნება, როცა თავშესაფარში ვინმე მოკვდება. მოხუცები სხვადასხვა პრობლემით აღმოჩნდნენ თავშესაფრის კართან – უსახლკაროა, მომვლელი არავინ ჰყავს, ძალადობის მსხვერპლია და შვილს ვერ უჩივლა, გაცლა ამჯობინა, ან კიდევ: „ვის რაში ვჭირდები? ზედმეტი ვარ“. თითოეული მათგანი გეტყვით, რომ ძალიან მძიმე იყო ხელი მოეწერათ განცხადებაზე, რომელიც ასეთი შაბლონით სრულდება: „გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში!“...
---
08.01.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/178226-saqartvelosi-gripis-virusis-gavrcelebaa-mosalodneli
სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოში და რეკომენდაციები
„ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში გრიპის ვირუსი გააქტიურდა, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ვირუსი საქართველოშიც გამოჩნდება“. ამის შესახებ „პირველს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ვირუსის გამოჩენიდან 2-3 კვირაში პიკს მიაღწევს. ამასთან, ხათუნა ხაზაშვილი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ვირუსი „უცნაური, უცხო და განსახვავებული არ ჩანს. ალბათ, ჩვეულებრივი გრიპის სეზონი გვეწვევა“. „ამ გრიპის ნიშნები არის სტანდარტული - მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და ხველა, მას ახლავს გამოხატული ინტოქსიკაცია, რაც გამოიხატება კუნთებისა და სახსრების, თავის ტკივილში. გრიპი ყოველგვარი სპეციალიზირებული დახმარების გარეშე, 1 კვირის თავზე მთავრდება გამოსაჯანსაღებით“,-განმარტა სპეციალისტმა. ამასთან, მისი თქმით, „თუ გრიპი ემართება რაიმე ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანს, მცირე ასაკის ბავშვს, ხანდაზმულ პირს, ორსულს - განსაკუთრებული ყურადღების საგანია და ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ ასეთმა ადამიანებმა დროულად მიმართონ ექიმს“. დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ გრიპის ვირუსის გავრცელება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ამისთვის საჭიროა “ის ადამიანი, რომელიც გახდება ვირუსის მატარებელი მაქსიმალურად შეეცადოს არ იყოს სამსახურში, სკოლაში, ბაღში, საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართოს ექიმს, რომ აცილებულ იქნას შესაძლო გართულებები“.
---
08.01.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/194624
2017 წელს საქართველოში აივ/შიდსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6727 შემთხვევა, აქედან 5027 მამაკაცია, 1700 კი ქალი. აღსანიშნავია, რომ პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა, მათგან შიდსი განუვითარდა 3652 პაციენტს ხოლო 1351 გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, სულ AIDS Center-ის ცნობით 2017 წელს აივ-ით ინფიცირების 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით "მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია", - განმარტავენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში. ცნობისთვის, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.
---
ბეჭდვითი მედია
09.01.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
მალხაზ მაჩალიკაშვილი: "ხელისუფლებას ჩემი შვილის გამოჯანმრთელება არ უნდა"
პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლამ მაჩალიკაშვილის გარშემო სკანდალი გრძელდება. მაჩალიკაშვილების ოჯახი ამბობს, რომ ხელისუფლებას მათი შვილის გამოჯანმრთელება არ უნდა. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ხელისუფლებამ მოიტყუა, როცა თქვა, რომ გერმანულმა კლინიკამ დაჭრილის მიღებაზე უარი თქვა. ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საავადმყოფოს შერჩევის პრეროგატივა ხელში ჩაიგდო სუს-ის და კონკრეტულად, გომელაურების კლანმა. ადვოკატის თქმით, გერმანულმა კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტის მომდევნო მკურნალობის ღირებულების შესახებ დოკუმენტაცია გამოუგზავნა, რაც უწყებამ არ გაასაჯაროვა. ადვოკატი ითხოვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია, თუ რომელ ევროპულ კლინიკებთან ჰქონდა კომუნიკაცია. _ჩვენ მოვთხოვეთ კონკრეტულად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელ ევროპულ საავადმყოფოებს გადაუგზავნა თემირლან მაჩალიკაშვილის მონაცემები და მოსთხოვა მიღება. აქედან, რომელმა საავადმყოფოებმა განაცხადეს თანხმობა ან უარი, ნებისმიერი პასუხი, რაც მათგან იქნა მიღებული, ყველა დოკუმენტაციის მიღება გვსურს ჩვენ... ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საავადმყოფოს შერჩევის პრეროგატივა ხელში ჩაიგდო სუს-ის და კონკრეტულად, გომელაურების კლანმა, რომლებიც იქ არა ერთი მუშაობენ. აქედან ვაცხადებ მე, გრიფით საიდუმლო კი არა, ცხრაკლიტულში რომ ჩაკეტონ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, მაინც ვიტყვი იმას, რატომ გამოამზეურა ორი წლის წინანდელი ჩანაწერი ამ უწყებამ, _ განუცხადა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა რუსთავი 2-ს. დაჭრილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯანდაცვის სამინისტროზე ზეწოლას ახორციელებს. _ვითხოვ, ჩემი შვილი გადაყვანილი იქნას გერმანიაში, ამ 4 დღის განმავლობაში, როცა არ შეიძლება ჩემი შვილისთვის ერთი წუთის დაკარგვაც კი, მე ეს 4 დღე მალოდინეს. ვითომ გერმანიამ უარი თქვა, ავსტრია დათანხმდა, ავსტრიამაც უარი თქვა, ე.ი. აღმოჩნდა, რომ გერმანიას უარი არ უთქვამს. ჯანდაცვის სამინისტროს დადანაშაულებაც არ შეიძლება, იმიტომ, რომ ზეწოლის ქვეშ არიან უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, უშიშროების მხრიდან. როგორც მე ვვარაუდობ, მათ ჩემი ბავშვის გამოჯანმრთელება არ სურთ, ამიტომაც ნახეს თურქეთში დაბალი დონის კლინიკა და უნდათ იქ გააგზავნონ, _ განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. გუშინ, 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დაჭრილის თემირლან მაჩალიკაშვილის მიღების მზადყოფნა თურქეთის კლინიკამ გამოთქვა. _თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ გამოხატა მზადყოფნა იმისათვის, რომ მოახდინოს ჩვენი პაციენტის ტრანსპორტირება და გაგრძელდეს იქ მისი მკურნალობა. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, რაც სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროსგან. ჩვენ შემდეგ გავაცანით ეს ინფორმაცია ოჯახის წევრებს. მათი მხრიდან დასტურს ველოდებით, _ თქვა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა. * * * 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს. პროკურატურამ უკვე დაკითხა ოჯახის წევრები. ოჯახი სპეცოპერაციისას დაჭრილის დაზარალებულად ცნობას ითხოვს. საუბარია სპეცრაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. დაჭრილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მტკიცებით, სპეცოპერაციისას, გასროლის შემდეგ სპეცრაზმელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც სწორედ მომხდარს უკავშირდებოდა. მოთხოვნით პროკურატურაში გუშინ, 8 იანვარს შეიტანეს ოფიციალური მოთხოვნა. ად-ვოკატ მარიამ კუბლაშვილის თქმით, ასევე დაიწ-ყება მომხდარის ინტენსიური გამოძიება. დაცვის მხარე დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად პანკისის ხეობაში ჩასვლას გეგმავს. _მთავარ პროკურატურას მივმართეთ, რომ ოფიციალურად იქნეს ცნობილი დაზარალებულად და აგრეთვე გამოვითხოვთ ინფორმაციას თუ რამდენად არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან, ჩვენ ეს პასუხი ოფიციალურად არ მიგვიღია, თუმცა სხვადასხვა წყაროებიდან ეს ვრცელდება, რა მუხლით უშუალოდ. დაცვის მხარე იწყებს ინტენსიურ გამოძიებას, დაკითხვის ოქმების წარმოებას, აგრეთვე ხელმეორედ პანკისის ხეობაში ჩასვლას ექსპერტთან ერთად, _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მარიამ კუბლაშვილმა.
---
09.01.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ გერმანულ კლინიკასთან მოლაპარაკება დაიწყოს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მზად არის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ გერმანულ კლინიკასთან მოლაპარაკება დაიწყოს. მათი თქმით, ამ ეტაპზე უწყება პაციენტის წარმომადგენლის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას ელოდება. "მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო." - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
---
09.01.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
2017 წელს საქართველოში აივ-შიდსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6727 შემთხვევა, აქედან 5027 მამაკაცია, 1700 კი ქალი. აღსანიშნავია, რომ პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა, მათგან შიდსი განუვითარდა 3652 პაციენტს ხოლო 1351 გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, სულ AIDS Center-ის ცნობით 2017 წელს აივ-ით ინფიცირების 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით. "მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია", - განმარტავენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში.
---