მედიამონიტორინგი 0 9.02.2018
ტელევიზია
09.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
რასამთავრობო ორგანიზაციები შრომითი უსაფრთხოების კანონპროექტის შესახებ სპეციალური განცხადებით პარლამენტსა და მთავრობას მიმართავენ. ისინი შესაბამისი კანონის რაც შეიძლება დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, რეგულაციების არარსებობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს საფრთხეს უქმნის. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ კანონპროექტის ახალი ვერსია ბევრად ეფექტური უნდა იყოს. არასამთავრობოები ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგულაციად დამსაქმებლებისთვის ადეკვატური სანქციების დაწესებას ასახელებენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5030141
იმედი-ქრონიკა 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029914
---
09.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა TV1
აფთიაქებისათვის კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების ფლობის აკრძალვის შესახებ გასულ წელს დაწყებული მსჯელობა ისევ მსჯელობის ფორმატში რჩება. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო ფარმინდუსტრიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც რამდეინემე ათეულ კომპონენტს შეიცავს. მინისტრი აღნიშნავს, რომ ვერტიკალური ინტეგრაციის საკითხი კანონპროექტის ნაწილი არ არის და მასზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5030153
---
09.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა TV1
"მედიკამენტებზე ფასდაკლების რესურსი არსებობს"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კმპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს აქვთ რესურსი ფართოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფინანსური ბარიერი შემცირდეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5030150
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5030124
იმედი - იმედის დილა- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5030300
---
08.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
დღეს ცნობილი გახდა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესახებ, რომელიც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. თუ დღემდე შეღავათიან ფასად მედიკამენტებს მხოლოდ სოციალურად დაუცველები იღებდნენ, ახლა მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება. სოციალურად დაუცველების გარდა ამ პროგრამით უკვე პენსიონერები და შშმ პირებიც ისარგებლებენ. წინასწარი გათვლით 50-მდე დასახელების წამალზე მათვის ფასი განახევრდება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029453
მაესტრო -დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029665
ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029726
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029360
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029288
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029180
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029119
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029114
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5028831
ტვ პირველი - საქმის კურსი 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5028653
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5028081
მაესტრო - ახალი ამბები 11:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5027922
---
08.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ჯანდაცვის მინისტრი და მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიები დღეს მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სახელმწიფო კერძო პარტნიორობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. თემაზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5028565
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5028658
---
08.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებენ. აუდიტის სამსახური დასკვნაში წერს, რომ ხშირ შემთხვევაში მედიკოსები პაციენტებს კლინიკებში არასწორად ანაწილებენ. (დავით სერგეენკოს კომენტარი)
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029587
---
08.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ხმაური ხეჩინოშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. პაციენტ ხატია თვაურის ოჯახის წევრები და მისი მეგობრები საავადმყოფოში შესვლას მოითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ კერძო დაცვის სამსახურმა არ მისცა. მოგვიანებით თვაურის ახლობლები კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიჭრნენ. დაპირისპირების დროს კლინიკის დაცვის თანამშრომელი დაშავდა. 18 წლის გოგონას ოჯახი უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანას ითხოვს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029693
I არხი - მოამბე 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029629
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029532
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029182
---
08.02.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
საქართველოს მოსახლეობის 12,2% სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საარსებო შემწეობა 456 ათას 634 ადამიანმა მიიღო. შესაბამისად, გამოდის, რომ ქვეყანაში ყოველი მე-8 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029098
---
08.02.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
რეგიონებში ამ ეტაბზე 40ზე მეტი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.ერთ-ერთი ასეთი ობიექტი ვანში შენდება.თანამედროვე ტიპის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ცენტრი ერთ თვეში დაიწყებს პუნქციონირებას.სამედიცინო პერსონალს შენობის არქონის გამო წლების განმავლობაში ძველი სავადმყოფოს ერთ ოთახშ უწევდა ყოფნა
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029730
---
08.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 14:00
112-ის დღისადმი მიძღვნილი რონისძიებების ფარგლებში, 112-ის თბილისის ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, 112-უს თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ქცევის წესების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია სტუდენტებს
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5028829
---
08.02.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
კლინიკა ლანცეტის დირექტორს, ფარმან ჯეირანლის მოსამართლემ ექვსი წლით თავისაუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს თაღლითობის მუხლით. გამოძიების ინფორმაციით, ფარმან ჯეირანლი პაციენტების დიდი ოდენობით თანხას მოტყუებით დაეუფლა. საუბარია კლინიკაში ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციაზე, რის შედეგადაც, ორი პაციენტი გარდაიცვალა
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5028698
---
08.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
სპეციალისტები რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ბავშვების შესაძლო მოწამვლის მიზეზებს ამ დრომდე იკვლევებ. მე-16 საჯარო სკოლაში მოსწავლეების მოწავლის მიზეზი კვლავ უცნობი რჩება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5029081
---
ინტერნეტი
09.02.2018
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/davit-sergeenko-parlamentshi-orshabats-miva/39232
დავით სერგეენკო პარლამენტში ორშაბათს მივა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 12 თებერვალს პარლამენტში მივა. ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში ანგარიშით წარდგება, სადაც ისაუბრებს 2017 წელს წარმართულ საქმიანობასა და მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე.
---
08.02.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/380046
სერგეენკო კერძო სექტორს ქრონიკული დაავადებების წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის წინადადებით მიმართავს
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კერძო სექტორს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის გაფართოებას სთავაზობს და ამ კონტექსტში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივით გამოდის. აღნიშნული განცხადებით კომპანიებს, ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიმართა. “რეალობაა ის, რომ ჯანდაცვის მოქმედ სისტემაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მოსახლეობის წვდომა ამბულატორიულ მედიკანტებზე. სტაციონარში რაც სჭირდებათ, ის საყოველთაო ჯანდაცვით იფარება. რა თქმა უნდა, აქცენტირება არის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. ეს არის მედიკამენტები, რომლებიც ადამიანებმა უნდა მიიღონ ხანგრძლივი დროის, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ ეს არის ყველაზე უფრო მთავარი გამოწვევა ჩვენთვის. შარშან დაწყებულმა პროგრამამ, რომელიც ითვალისწინებდა 100 000 ქულამდე მქონე მოსახლეობისთვის ძირითადი ქრონიკული დაავადების 23 დასახელების მედიკამენტების მიწოდებას, კიდე ერთხელ დაგვანახა ის საჭიროება, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია, თუმცა არასაკმარისი, რადგანაც მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილისთვის, ძირითადად იგულისხმება ასაკით პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეები და ა.შ. კვლავ მაღალ ფინანსურ ბარიერად რჩება ამ მედიკამენტებზე მიწვდომადობა”, – განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრმა ამავე შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც ისაუბრა. სერგეენკოს ინფორმაციით, ამ წლების განმავლობაში კერძო-სახელმწიფო პარტნიორობამ დაგვანახა წარმატებულობა ასეთი თანამშრომლობის. ამ კონტექსტში დავით სერგეენკომ საერთაშორისო მწარმობლებთან თანამშრომლობითა და ადგილობრივი მწარმოებლების ჩართულობით, რამდენიმე მაგალითი დაასახელა, მათ შორის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. მისივე თქმით, პროექტმა, რომელიც შარშან მაისში იქნა დაწყებული, ცალსახად დაგვანახა, რომ ფასდაკლების რესურსი არსებობს. “უკვე არსებულ სახელმწიფო-კერძო პარტნიორობას აქვს დიდი რესურსი იმისთვის, რომ გაღრმავდეს, გაფართოვდეს და ერთგვარად ინსტიტუციონალური სახეც მიიღოს და შედეგად მივიღოთ ის, რომ არა მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე, არამედ ქრონიკული დაავადებების უმეტესობაზე მივაღწიოთ ფინანსური ბარიერის მნიშვნელოვან შემცირებას და არა მარტო 100 000 ქულაზე ნაკლების მქონე მოსახლეობაზე, არამედ ბევრად ფართო ნაწილისთვის, მათთვის, ვისთვისაც რეალურად მართლაც საგრძნობი ფინანსური ტვირთია – ეს არ არიან მხოლოდ სოციალურად დაუცველები, არამედ ეს არიან დაბალი შემოსვლის მქონე მოქალაქეები”, – აღნიშნა მინისტრმა. დავით სერგეენკო დღეს მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებს წარუდგენს გარკვეულ ხედვებს, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს და ასევე, მინისტრი კომპანიის წარმომადგენლებისგან ელოდება კონკრეტულ მოსაზრებებს. “მჯერა, რომ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებს აქვთ იმის განცდა, რომ ასეთი ტიპის ინტერვენციები საჭიროა და საჭიროა ღია, გამჭვირვალე თანამშრომლობის მოდელი. მჯერა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია და ამის შედეგებს ძალიან მკაფიოდ იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა”, – განაცხადა სერგეენკომ.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/196814
კომერსანტი.ჯი- http://commersant.ge/?view=post&id=138633&lang_id=ge
გურიანიუს.ქომ- http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/sergeenko-upaso-medikamentebis-chamonatvali-23-dan-sul-mtsire-50-mde-gaizrdeba
კვირა.ჯი- http://kvira.ge/380088
კომერსანტ.ჯი- http://commersant.ge/?view=post&id=138633&lang_id=ge
პრესა.ჯი- http://presa.ge/new/?m=society&AID=63359
ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/sergeenko-medikamentebze-fasdaklebis-resursi-arsebobs/16793/
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=63832
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=63823
ფორტუნა.ჯი- http://fortuna.ge/sergenko-kerdzo-seqtors-mimartavs-medikamentebze-fasdaklebis-resursi-arsebobs/
---
08.02.2018
მედიასაშუალება: http://bfm.ge/unda-gakontroldes-araetikuri-saqcieli/
„უნდა გაკონტროლდეს ექიმების მიერ საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტების არამიზნობრივად დანიშვნა“
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციიის ხელმძღვანელის ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია და ამის რამდენიმე მაგალითი საქართველოშიც იყო. როგორც მან ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მინისტრის მიერ შემოთავაზებული წინადადება ძალიან პოზიტიურია. „მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ თანამშრომლობის ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა. საუბარია იმაზე, რომ ინდუსტრია, მწარმოებლები არა მარტო მომწოდებლები უნდა იყვნენ, არამედ ჩართულები უნდა იყვნენ ამ პროექტში, როგორც პარტნიორი მხარე და გაითავისონ პასუხისმგებლობა არა მარტო იმაზე, თუ რა პროდუქცია შემოაქვთ, არამედ სამინისტროსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა განახორციელონ. ამის მოდელები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. საქართველოში ამის რამდენიმე მაგალითი იყო. ახლა გაცხადებული მზადყოფნა ასეთი თანამშრომლობისთვის ძალიან დადებითია, ძალიან ცივილური და განვითარებულ ქვეყნებში მიღებულია“, - განაცხადა მარგველაშვილმა. კითხვაზე, რას ითხოვს ამის სანაცვლოდ ინდუსტრია, ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, ინდუსტრია საუბრობს მხოლოდ იმ ცივილური ნორმების აღგენაზე, რომელიც მსოფლიოში არსებობს. „პირველ რიგში, საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ასევე წაადგება მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას. კერძოდ, ეს არის მკურნალობის პერიოდში გარკვეული სტანდარტების შემოღება. ცივილური და ეთიკური ინდუსტრია ასევე მოითხოვს, რომ გაკონტროლდეს ის არაეთიკური საქციელი, რასაც ბევრი არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანია საქართველოში ასრულებს, კერძოდ, ექიმების, სამედიცინო სფეროს დაინტერესება, რის სანაცვლოდ ხდება არამიზნობრივი დანიშვნა საკმაოდ ძვირად ღირებული მედიკამენტების. ეს არის ჩვენი თხოვნა და პარტნიორობის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ სახელმწიფოდან ველით“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამასთან დაკავშირებით კომპანიებმა კონკრეტული ხედვები წარმოადგინონ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გადახედავს. დავით სერგეენკო დღეს მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ მედიკამენტების ჩამონათვალი იზრდება, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიიღებს. სერგეენკოს განცხადებით, წინასწარი შეფასებით 23 მედიკამენტი უნდა გაიზარდოს 50-მდე. მისივე თქმით, გაიზრდება იმ პირთა წრე, რომლებსაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაეზრდება. მინისტრის განცხადებით, თუკი აქამდე ამბულატორიული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამით მოსარგეებლეები იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდათ 100 000 ქულაზე ნაკლები, ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს და მასში ცალსახად უნდა შევიდნენ ასაკით პენსიონერები, შშმ პირები და დამატებითი კონტიგენტი. მისივე თქმით, წინასწარი ანალიზით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ისევ უნდა შეეძლოს ჩამოთვლილი მედიკამენტები 1 ლარად შეიძინოს. რაც შეეხება ასაკით პენსიონერებს, მინისტრის განცხადებით, მათ უნდა შეძლონ მედიკამენტების ამ ჩამონათვალის დღევანდელი საბაზრო ფასის მინიმუმ ნახევრად შეძენა.
---
08.02.2018
GMP-ის გენერალურმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, სახელმწიფოს მედიკამენტები მაქსიმალურად შეღავათიან ფასად შესთავაზონ
ქართული ფარმაცევტული საწამოს GMP-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ანთაძემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივაში ჩაერთოს და სახელმწიფოს მედიკამენტები მაქსიმალურად შეღავათიან ფასად შესთავაზონ, - ამის შესახებ ქართული ფარამცევტული საწამოს GMP-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ანთაძემ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ დღეს გავეცანით ძალიან საინტერესო ინიციატივას, რომელიც მოდის ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფოს მხრიდან, რომ მედიკამენტების სპექტრი გაფართოვდეს და მოსახლეობის იმ ფენას, რომელსაც განსაკუთარებით უჭირს, მიეწოდოთ მედიკამენეტები შეღავათიანი ფასით, ან სრულიად უფასოდაც, ანუ სახელმწიფომ ეს ტვირთი თავის თავზე აიღოს. ვფიქრობ, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. შეთავაზება იყო მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის - უცხოური და ადგილობრივი მწარმოებლებისადმი, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ, რაზეც შეხვედრიდან გამოიკვეთა, რომ ყველანი მზად ვართ, რათა ჩავებათ ამ პროექტში და სახელმწიფოს შევთავაზოთ მედიკამენტები მაქსიმალურად შეღავათიან ფასად. იმისთვის, რომ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, პირველ რიგში, ეს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ნაწილი გასულ წელს უკვე ამოქმედდა და 23 მედიკამენტზე ვრცელდება, თუმცა ამჟამად საუბარია მედიკამენტების რიცხვის 50-ის ფარგლებში გაზრდამდე, რომელიც მოიცავს ძირითადად ქრონიკულ დაავადებებს.
---
08.02.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/davit-sergeenko-auditis-daskvnas-afasebs/16806/
დავით სერგეენკო აუდიტის დასკვნას აფასებს
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, აუდიტის სამსახურის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს ეხმაურება. აუდიტის შედეგად გამოვლინდა პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას უახლოესი მანძილის პრინციპის უგულებელყოფის და ასევე ისეთ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევები, სადაც არ არის პაციენტის სამკურნალოდ საჭირო სამედიცინო ნებართვები ან არ აქვთ შესაბამისი მომსახურება. "ზოგიერთ კერძო კლინიკას გადაჭარბებული შეხედულება აქვს ნამდვილად სასწრაფო დახმარების პაციენტის მიყვანის შესაბამისობაზე საკუთარ ბიზნეს ინტერესებთან. ამოსავალი წერტილი არის პაციენტის უსაფრთხოება და შესაბამისი მოვლა. გამოიყენება ორი პრინციპი, ერთი არის ტერიტორიული, მეორე არის იმ პროფილის დახმარების მიღების შესაძლებლობა. ზოგჯერ ტერიტორიული პრინციპის დაცვა ვერ ხერხდება იმიტომ, რომ იმ არეალში შესაბამისი პროფილი არ არის. რაც შეეხება სასწრაფოს მუშაობას, არის ერთობლივი სქემები, რომელიც სინქრონიზებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან და განსაკუთრებით წლევანდელი წელის დასაწყისიდან ეს სქმეები აქტიურად მუშაობს. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ შემოვიდა ახალი ვალდებულება, რომ კლინიკას, ვისაც აქვს გადაუდებელი მიღება, უნდა ჰქონდეს შესაბამისი გადაუდებელი მიმღები განყოფილება. ვისაც არა აქვს მათთან სასწრაფო დახმარება არ მიიყვანს პაციენტებს და ეს ასეც ხდება. შეიძლება ეს სიახლე გარკვეულად გახდა ზოგიერთი კლინიკის უკმაყოფილების მიზეზი", -განმარტავს დავით სერგეენკო.
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=63838
---
08.02.2018
დავით სერგეენკო - ყოფილ ონკოცენტრს, ინფრასტრუქტურულად მართლაც არასახარბიელო მდგომარეობა აქვს
ყოფილ ონკოცენტრს, ამჟამად უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს ინფრასტრუქტურულად მართლაც არასახარბიელო მდგომარეობა აქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ონკოლოგიურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „რიგი მიმართულებებით მოხერხდა ამ ინფრასტრუქტურული პრობლემების გამოსწორება, თუმცა პრობლემა რჩება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენ შეგვეძლება განახლებული ხედვა წარვუდგინოთ საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს, თუ როგორ ვგეგმავთ უკვე მიმდინარე წლის განმავლობაში ამ პროექტის გააქტიურებას“, - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, ყოფილი ონკოცენტრის შემთხვევაში ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარე კოსმეტიკური რემონტი და გარკვეული აპარატურის განახლება მოხერხდა.
---
08.02.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotaftiaqebistvis-klinikebisa-da-sadazgvevoebis-flobis-akrdzalva-msjelobis-formatshi-rchebaquot/16803/
"აფთიაქებისთვის კლინიკებისა და სადაზღვევოების ფლობის აკრძალვა მსჯელობის ფორმატში რჩება"
აფთიაქებისთვის კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების ფლობის აკრძალვის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს დაწყებული მსჯელობა ისევ მსჯელობის ფორმატში რჩება. ამის შესახებ BM.GE-ის კითხვაზე საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს. სამინისტრო ფარმინდუსტრიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე ათეულ კომპონენტს მოიცავს. როგორც სერგეენკო გასულ წელს აცხადებდა, დოკუმენტში მოიაზრებოდა მათ შორის ვერტიკალური ინტეგრაციის გაუქმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს აღარ შეეძლებოდა კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების ფლობა. აღნიშნულ თემაზე საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვერტიკალური ინტეგრაციის საკითხი კანონპროექტის ნაწილი არ არის და მასზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა. "ახალი კანონპროექტი ზოგადად ფარმინდუსტრიის შესახებ მართლაც მუშავდება. იყო მსჯელობა, მე ვერ დავადასტურებ რომ კანონპროექტის ნაწილი არის, რომ ე.წ ვერტიკალური ინტეგრაცია ერთიდაიგივე სუბიექტის მიერ სხვადახვა ინდუსტრიების ფლობა აკრძალულიყო, ამაზე იყო მსჯელობა, თუმცა ეს მსჯელობის ფორმატში რჩება და არა კანონპროექტის ნაწილად’’-განუცხადა დავით სერგეენკომ BM.GE-ს. სააფთიაქო ქსელებისთვის კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების ფლობის აკრძალვის ინიციატივა საკონსულტაციო კომპანია "გლობალ ალიანსს კონსალტინგს" ეკუთვნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფში შედის.
---
08.02.2018
მედიასაშუალება: http://www.for.ge/view.php?for_id=52076&cat=3
მოსახლეობის ნახევარზე მეტს ღარიბი და ღატაკი ოჯახები შეადგენენ
საქართველოს მოსახლეობის 12,2% სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს. გარდა ამისა, ათასობითაა ისეთი ოჯახი, რომლებსაც ძალიან უჭირთ, მაგრამ არც სოციალური დახმარება ეძლევათ და არც რაიმე შეღავათით სარგებლობენ. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობის გარკვეული ფენისთვის შემოსავალი გაიზარდა, მაგრამ მათი მდგომარეობა წლების განმავლობაში არ გაუმჯობესებულა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საარსებო შემწეობა 456 634 ადამიანმა მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-8 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ქვეყანაში არაორდინალური ვითარებაა შექმნილი. ერთი მხრივ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იზრდება მოსახლეობის შემოსავალი, მაგრამ მოსახლეობა სულ უფრო ღარიბდება. ეს იმის ბარილია, რომ ეფრო დიდი სისწრაფით მატულობს ხარჯი. ამიტომ შემოსავლის მატება ვერ აბალანსებს ინფლაციურ პროცესებს. ბოლო წლებში ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა, ეს იგი ფასები გამუდმებით იზრდება. მაგალითად, შარშან ყველაფერი მკვეთრად გაძვირდა და მისი გავლენით 2018 წლის პირველი ნახევარიც ამ ტალღაზე გაგრძელდება. ეკონომისტები ადასტურებენ, რომ მოსახლეობის შემოსავლის მატების ტემპი დაბალია. სხვა ქვეყნებში ეს საკითხი შემდეგნაირადაა მოგვარებული. როდესაც ინფლაცია მატულობს, მთავრობა ზრდის სოციალურ გასაცემლებს, პენსიებსა და ხელფასებს სახელმწიფო სექტორში. მართალია, არა იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ინფლაცია იზრდება, თუმცა მაინც დგამს ნაბიჯებს. საქართველოში ასეთი პრაქტიკა არასდროს ყოფილა. ინფლაციის მაჩვენებელზე მთვარობის რეაქცია ნულოვანია. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში შემოსავლებში უთანასწორობა იზრდება. „წლიდან წლამდე ძვირდება პირველადი მოთხოვნის პროდუქცია, ხოლო ამ პროცესს ვერ ეწევა მოქალაქეების შემოსავლების ზრდა, რაც არასახარბიელო ტენდენციაა. ზოგადად, რთული სიტუაციაა და გამონაკლისი არც საქართველოა. ასეთი დისბალანსი განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი - რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და სხვა. ზოგიერთების შემოსავალი გაიზარდა, მაგრამ უმრავლესობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა წლების განმავლობაში, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაუარესდა კიდეც. საშუალო ფენა არ არსებობს, საქართველოში არის ძალიან მდიდარი და ღარიბი საზოგადოება. ეს დისბალანსი აშკარად ჩანს, თუმცა, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, შეიძლება ადამიანს უჭირდეს, მცირეშემოსავლიანი იყოს, მაგრამ თავის გაჭირვებას არ ამხელდეს. ასეთი ბევრი ოჯახია, ჯერ კიდევ გვარიშვილობით რომ იწონებენ თავს. ძალიან დამაფიქრებელი სტატისტიკა გვაქვს, რა თქმა უნდა, არაოფიციალური, მაგრამ რეალური. კერძოდ, სიღატაკე სადღაც 15-17%-ს შეადგენს საქართველოში. გაცილებით მეტია სიღარიბის დონე, დაახლოებით 50%-მდეც. დღესდღეობით შეგვიძლია თქმა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს ღარიბი და ღატაკი ოჯახები შეადგენენ. საშუალო ფენა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ძალიან მდიდარი მოსახლეობის რაოდენობა 10%-ს არ აღემატება“, - განმარტავს პაატა აროშიძე. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის თითქმის 41%-ზე მეტი იღებს. რეგიორნში 31 000 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას კი 12 775 ადამიანი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, სადაც სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 7,1% იღებს. „ბიპიენის“ ინფორმაციით, რეგიონში 160 600 ადამიანი რეგისტრირებული, სახელმწიფო შემწეობის მიმღები კი 11 527 ადამიანია. რაც შეეხება დედაქალაქს და სხვა რეგიონებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, თბილისში საარსებო შემწეობას მიმღებთა რაოდენობა 99 074 ადამიანს შეადგენს, გურიაში - 18 020-ს, კახეთში - 51 419-ს, იმერეთში - 66 285, მცხეთა-მთიანეთში - 16 068-ს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 50 900-ს, ქვემო ქართლში - 43 893-ს, შიდა ქართლში - 48 280-ს, აჭარაში - 38 393-ს. საქართველოში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობას თვიდან თვემდე სურსათის შესაძენად თანხა არ ყოფნის. საშუალოშემოსავლიან ოჯახს თვეში დაახლოებით 575 ლარი აქვს და იქედან თითქმის ნახევარი საკვების შეძენაზე იხარჯება. ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია “ოქსფამის” კვლევის მიხედვით, საქართველოში ოჯახების 60%-ზე მეტის შემოსავალი 100-დან 700 ლარამდე ფარგლებში მერყეობს. ამ მაჩვენებლში დაბალ შემოსავლიანი ჯგუფი იგულისხმება. ოჯახების მხოლოდ 18%-საქვს 700-დან 1200 ლარამდე შემოსავალი, რომელიც საშუალო ფენად მიიჩნევა. შეძლებულ ჯგუფს კი ოჯახების 4% განეკუთვნება და მათი საშუალო შემოსავალი 1200 ლარს აღემატება. როგორც “ოქსფამის” კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა თამარ მანჯავიძემ განაცხადა, ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 65% განეკუთვნება იმ ჯგუფს, რომელიც საკუთარი შემოსავლის უმეტეს ნაწილს სურსათის შეძენაში ხარჯავს. “თითქმის 70%-ს აღწევს მოსახლეობის ის რაოდენობა, რომელსაც სხვა საჭიროებების შესაძენად თანხა აღარ რჩება, რადგან უმეტესი ნაწილი სურსათის შეძენაში იხარჯება. დაბალშემოსავლიან ჯგუფშიასევე იგულისხმება ისიც, რომ ადამიანებს სურსათის საყიდლად ვალის აღება უწევთ”, - აღნიშნა “ბიზნესკოდთან” მანჯავიძემ და დასძინა, რომ ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ფინანსები, თუმცა პრობლემაა ცოდნისა და ინფორმაციის დეფიციტიც. ყოველი მესამე გამოკითხული ოჯახი აცხადებს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი თანხა სურსათის შესაძენად. ყოველი მეხუთე ამბობს, რომ საჭმელს ნასესხები ფულით ან ბანკის კრედიტით ყიდულობს. საშუალოშემოსავლიან ოჯახს თვეში დაახლოებით 575 ლარი აქვს. აქედან თითქმის ნახევარი საკვების შეძენაზე იხარჯება. დაბალშემოსავლიანი ოჯახის თვიური ბიუჯეტი დაახლოებით 219 ლარია. აქედან საკვები პროდუქტების შესაძენად ის 65%-ს, ანუ 142 ლარს ხარჯავს. მაღალშემოსავლიანი ოჯახის ბიუჯეტი დაახლოებით 1421 ლარია. შემოსვლის მხოლოდ 35% (492 ლარი) იხარჯება საკვებზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ 2017 წელს კვების რაციონზე გაზრდილმა ინფლაციამ ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია. ოჯახების უმრავლესობას სურსათის შეძენა ძალიან გაუჭირდა. “ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ, შარშანდელთან შედარებით, მდგომარეობა უფრო გართულდა. მოსახლეობას გაეზარდა ხარჯი, შეუმცირდა შემოსავალი და უფრო გაღარიბდა მათი მენიუ. ამას ფინანსების ნაკლებობაც ერთვის, ოჯახებს არ აქვთ შემოსავალი, რომ ნორმალურად იკვებონ. მოსახლეობის მყიდველობითი უნარი მინიმუმზეა. არასრულფასოვანი კვება კი არასრულფასოვან განვითარებას განაპირობებს და ძალიან ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზია. ადამიანმა კომბინირებულად ცილებიც და ნახშირწყლებიც უნდა მიიღოს სხვადასხსვა საკვების ხარჯზე. იმის გადანაწილება აუცილებელია. დღეს კი მოსახლეობის უმეტესობა, შემოსავლების სიმცირის გამო, მხოლოდ შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილებას ახერხებს და არა ნორმალურად საკვების მიღებას. ეს ხალხს კიდევ უფრო დააავადებს”, - მიაჩნია სურსათის სფეროს ექსპერტს, პროფესორ ლია კვარაცხელიას. სურსათის პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის 2017 წლის „გლობალური შიმშილის ინდექსში“ კი საქართველო 119 ქვეყანას შორის 32-ე პოზიციაზეა. ინდექსის თანახმად, საქართველოში შიმშილის საერთო ქულა 7,7 და ამ მაჩვენებლით იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც შიმშილის დაბალი ინდექსია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ინდექსში საქართველო 8,2 ქულით მე-16 პოზიციაზე იყო.
---
08.02.2018
კისისხევში მცხოვრებ გოგონას დახმარება ესაჭიროება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებ ქეთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ქეთის ოჯახი დახმარებას ითხოვს. "ქეთი ერთ თვეზე მეტია იმყოფება იაშვილის ბავშვთა კლინიკაში. მას ჩაუტარდა სამი გადაუდებელი ოპერაცია. ქეთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მკურნალობა და გამოჯანმრთელება უამრავ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს უკვე აღარ გააჩნია. გთხოვთ, მცირედით მაინც დავეხმაროთ ქეთის, რომ დაუბრუნდეს ჩვეულ, აქტიურ ცხოვრებას. ანგარიშის ნომერი GE71LB0711166474461000 მიმღები: ლია ლაზარიაშვილი-ყაჭიური", - წერენ ქეთის მეგობრები.
---
08.02.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/477300-khechinashvilis-klinikasthan-isev-khmauria.html?ar=A
ხეჩინაშვილის კლინიკასთან ისევ ხმაურია
ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკასთან ისევ ხმაურია. ტერიტორიაზე 18 წლის ხატია თვაურის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. სამართალდამცველებმა დაზარალებული პაციენტის ბიძას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად გაფრთხილება მისცეს, რომელსაც სასამართლო განიხილავს. სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა დაზარალებულის ახლობლებისა და ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. შედეგად ეზოში მცირე ხმაური იყო. ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკასთან კვლავ რჩებიან პაციენტის ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც მოითხოვენ პასუხისმგებელი ექიმების დასჯას, ასევე, სთხოვენ საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოიძიონ კლინიკის ექიმების საქმიანობა, ხოლო კლინიკამ აიღოს პასუხისმგებლობა და კომაში მყოფ 18 წლის ხატია თვაურს გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მათ შორის, უზრუნველყონ საზღვარგარეთიდან სპეციალისტის ჩამოყვანა. ანალოგიური მოთხოვნით დაზარალებული პაციენტის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართავს და მათ დროულ დახმარებას სთხოვს.
---
08.02.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/250888/
ხარაგაულში დაღუპულ ამირან კვირიკაშვილის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა
ხარაგაულში გარდაცვლილ ამირან კვირიკაშვილის ოჯახს სახელმწიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდა. ამირან კვირიკაშვილმა 2017 წლის ოქტომბერში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები სუიციდის მიზეზად პოლიციის მხრიდან მუქარას ასახელებდნენ. ამირან კვირიკაშვილის მამის, ნოდარ კვირიკაშვილი თქმით, სოციალური დახმარება, რომლის ოდენობაც 310 ლარია, დეკემბერში აღარ მიუღია. მისი განცხადებით, მხოლოდ 10 ლარს იღებს შვილიშვილი მარიამი. როგორც ნოდარ კვირიკაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ოჯახი ბოლო 4 წლის განმავლობაში სტაბილურად აგროვებდა 52 000 ქულას. ხოლო დეკემბერში ხელახლა დათვალეს, რის შემდეგაც იანვარში მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი ქულების რაოდენობა 70 000-მდე გაიზარდა. კითხვაზე, თუ განუმარტა მას სოციალური უზრუნველყოფის სამსახურმა, რამ განაპირობა ქულის ზრდა, ნოდარ კვირიკაშვილმა გვიპასუხა, რომ ოქტომბრის თვეში მისმა შვილმა ერთჯერადად აიღო 700 ლარი – ჩინურ კომპანიაში ერთი თვის მუშაობის საფასური. მისივე თქმით, სოციალურმა აგენტმა აღწერაში ჩაწერა, რომ ნოდარ კვირიკაშვილს დიდი მარანი აქვს აშენებული. “არ არსებობს [ეს მარანი]. როგორ წარმოგიდგენიათ, მე შვილი გარდამეცვალა, ამხელა ვალში გავყავი თავი და მარნის შენება დავიწყე? ეზოში მაქვს მხოლოდ და მხოლოდ ფიცრის ტუალეტი და ფიცრით აშენებული პატარა საქათმე. წვიმის დროს სახლში დავდივარ “ტაშტით”. საიდან გაბერეს ეს ქულები? ნული თეთრი მაქვს შემოსავალი. მართლა დასაცინად მიგდებენ?! ვერ გეტყვით”, – ამბობს ნოდარ კვირიკაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას. ნოდარ კვირიკაშვილმა დახმარებისთვის მიმართა “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს” (EMC). ორგანიზაციის წარმომადგენელი ლელა გვიშიანი ამბობს, რომ ნოდარ კვირიკაშვილმა დღეს, 7 თებერვალს მიმართა, საქმის დეტალებს ჯერჯერობით არ იცნობენ და ამის შესახებ დეტალურ განმარტებას მოგვიანებით თავადვე გაავრცელებენ. “როდესაც ოჯახის სულადობრივი რაოდენობა იცვლება, კანონიც ითვალისწინებს, რომ ოჯახი თავიდან უნდა შეფასდეს. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი ფასდება მხოლოდ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამას უნდა დაეყრდნოს სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილება. ზუსტად ვერ ვიტყვით, ამ შემთხვევაში იყო თუ არა კანონიერი მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა ის ფაქტობრივი და სოციალური გარემოებები, რაც ოჯახთან დაკავშირებით არსებობს, მაგალითად, ის, რომ ოჯახის არცერთი წევრი არაა დასაქმებული, მათ არ ერიცხებათ შემოსავალი და სტაბილურ შემოსავალს ისინი ვერ იღებენ. ის, რომ წლების განმავლობაში ისინი იყვნენ საარსებო მინიმუმის მიმღებ პირთა სიაში, გვაფიქრებინებს იმას, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კანონდარღვევას ამ [შეფასების] მეთოდოლოგიის ფარგლებში”, – განაცხადა ლელა გვიშიანმა ”ნეტგაზეთთან” საუბრისას. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსაც, რათა გაერკვია, რა მიზეზით მოუხსნეს სოციალური დახმარება კვირიკაშვილების ოჯახს, უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე “ნეტგაზეთი” განმარტებას შემოგთავაზებთ. ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება 2017 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა მომხდარში პოლიციის თანამშრომლები დაადანაშაულეს, გამოძიება 9 ნოემბერს პროკურატურამ გადაიბარა. ოჯახის წევრების განცხადებით, ამირან კვირიკაშვილი რამდენჯერმე დაიბარეს პოლიციაში და მას ემუქრებოდნენ, რის გამოც ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ ან თავი უნდა მოეკლა, ან პოლიციელები. საბოლოოდ, კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
---
08.02.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/185218-regionebsi-40-ze-meti-saswrafo-samedicino-daxmarebis-centri-sendeba
რეგიონებში 40-ზე მეტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება
ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე 40-ზე მეტი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი შენდება ქ. ვანში. სამუშაოების ტემპებს და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთდ ადგილზე გაეცნო. მარტიდან ვანის მოსახლეობას ახალი ცენტრი მოემსახურება. ისევე როგორც, ბევრ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, ვანშიც სასწრაფო დახმარების შენობა არ არსებობდა. სამედიცინო პერსონალს, წლების განმავლობაში ძველ საავადმყოფოს ერთ ოთახში უწევდა ყოფნა. ახალი ცენტრი კი აბსოლუტურად შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღჭურვილი იქნება საჭირო ტექნიკით. სასწრაფო დახმარების ცენტრი ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას.
---
08.02.2018
მედიასაშუალება: http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/22390-gathavisuflebulmaeqimebmazugdidispoliklinikassasamarthloshiuchivles.html
გათავისუფლებულმა ექიმებმა ზუგდიდის პოლიკლინიკას სასამართლოში უჩივლეს
იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან გათავისუფლებულმა ხუთმა თანამშრომელმა დირექტორის წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მათ ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი გული ქარცხია დაიცავს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა „ლაივპრესთან“ საუბარში განმარტა, ექიმები სარჩელში მოითხოვენ მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, იგივე თანამდებობაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას. იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკა. ფოტო: "ლაივპრესი" გული ქარცხიას განცხადებით, სარჩელში მითითებულია, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. „ასევე აქ არის მთელი რიგი პროცედურული დარღვევები. სანამ ამ ადამიანებმა თავად არ მოითხოვეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ისე არ გააცნეს. ასევე ბრძანებაში დასახელებულია რეორგანიზაცია, როცა რეორგანიზაციის შესახებ სპეციალური წესია დადგენილი, როცა შრომის კოდექსის მიხედვით ხდება ასეთ დროს გათავისუფლება - წინასწარ გაფრთხილებით, შეტყობინების გაგზავნით, ასევე იქ გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის კომპენსაციები თანამდებობის მიხედვით. აი ეს პროცედურები არც ერთი არ არის დაცული“ , - განაცხადა გული ქარცხიამ. იურისტის ინფორმაციით, საერთო ჯამში ორგანიზაციას იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის ექვსმა ყოფილმა თანამშრომელმა მიმართა, აქედან ხუთმა დღეს შეიტანა სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ერთი კი მოგვიანებით გაივლის ამ პროცედურას. ოთარ შენგელია. ფოტო: "ლაივპრესი" სამედიცინო დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები იანვარში დაითხოვეს. მათი განცხადებით, საერთო ჯამში 11 ადამიანია გათავისუფლებული. ექიმების ინფორმაციით, პოლიკლინიკის ახალმა დირექტორმა იმ მიზეზით, რომ საკუთარი კადრებით დაეკომპლექტებინა დაწესებულება, თითქოს სამსახურებრივი გადაცდომების მიზეზით დაითხოვა ისინი, რაც საფუძველს მოკლებულია. თავის მხრივ პოლიკლინიკის დირექტორი ოთარ შენგელია ირწმუნება, რომ რეალურად არა თერთმეტი, არამედ ცხრა ადამიანია გათავისუფლებული აქედან 5 სხვადასხვა დარღვევების გამო, დანარჩენებს კი ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ და ადმინისტრაციამ არ გაუგრძელა იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე პოლიკლინიკას მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს.
---
ბეჭდვითი მედია
09.02.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
წამლებზე მაღალი ფასი 2018 წელსაც შენარჩუნდება
"კარგია, რომ მთავრობა ახალ შეღავათს აწესებს, მაგრამ თუ მედიკამენტები არ გაიაფდება, მათი ყველა ნაბიჯი უშედეგო იქნება"... მედიკამენტების მუდმივ გაძვირებას მასზე მოთხოვნის ზრდა განსაზღვრავს. მოსახლების წამალდამოკიდებულება რომ ძალიან მაღალია, ამას ბაზარზე არსებული ვითარებაც აჩვენებს. სამედიცინო სფეროს სპეციალისტები და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფოს ფასების რეგულაციისკენ მოუწოდებენ, რომელიც მთელ მოსახლეობას შეეხება და არა მხლოდ კონკრეტულ პირებს. უახლოეს მომავალში იმ მედიკამენტების ჩამონათვალი იზრდება, რომელთაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თუკი აქამდე ამბულატორიული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდათ 100 000 ქულაზე ნაკლები და მათზე ვრცელდებოდა მხოლოდ 23 მედიკამენტი, ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს და მასში უნდა შევიდნენ ასაკით პენსიონერები, შშმ პირები და დამატებითი კონტინგენტი. 23 მედიკამენტი უნდა გაიზარდოს 50-მდე. ფირმის "გახსოვდეს ჰიპოკრატე" დამფუძნებელი მარინა ბერაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ, 2017 წლის მსგავსად, არც მიმდინარე წელი იქნება მედიკამენტის ფასების მხრივ მსუბუქი მოსახლეობისთვის. ვინც არ უნდა ამტკიცოს, არასამთავრობო იქნება თუ ექსპერტი, რომ კარგი მდგომარეობა გვაქვს, იქნება მიკერძოებული განცხადება. "2017 წელს მედიკამენტების ფასი საკმაოდ მაღალი იყო და კლებისკენ არც 2018 წელს წავა. ერთი სიახლე არის, რომ მარტოხელა პენსიონერები და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა ახლა უკვე წამლებს შეღავათიან ფასადაც მიიღებენ. 50 დასახელებამდე იზრდება ასეთი წამლების რაოდენობა. ამ დროს მედიკამენტების ღირებულებაც წლიდან წლამდე იზრდება. მათი შეძენა არა მარტო იმ ფენას უჭირს, რომლებსაც გარკვეული შეღავათები უწესდება, არამედ ყველას, ვისაც წამლები სჭირდება. ელემენტურლი გაციებაც კი საკმაო თანხებთან ასოცირდება, აღარ ვსაუბრობ სხვა სერიოზულ პრობლემებზე. ვინც არ უნდა ამტკიცოს, არასამთავრობო იქნება თუ ექსპერტი, რომ კარგი მდგომარეობა გვაქვს, ეს იქნება მიკერძოებული განცხადება. როდესაც სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების დაფინანსება ხდება, ის აუცილებლად გაიცემა ბიუჯეტიდან. კარგია, თუ იმის საშუალება არსებობს, რომ სახელმწიფომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დააკმაყოფილოს, მაგრამ დღეს ბაზარზე ძალიან მაღალი ფასებია და ტოტალური სიძვირის პირობებში მთავრობის დახმარება ყველას ვერ გასწვდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გადაიხდის რეალურ ფასს და არა - კოლოსალურად მაღალს. საჭიროა და აუცილებელია ექიმების კონტროლი, რომლებიც პაციენტებს უწერენ ძვირად ღირებულ მედიკამენტს, ხშირ შემთხვევაში - სრულიად უსაფუძვლოდ, არ ზოგავენ არც ადამიანს და არც სახელმწიფოს. საერთოდ, ყველაზე კარგი დამკვირვებელი და შემფასებელი არის თავად მომხმარებელი. მთავრობის ინიციატივა თუკი კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობას გაგვიზრდის, ამას ყველა ერთად დავინახავთ", - განუცხადა "რეზონანსს" ბერაძემ. რამდენიმე დასახელების მედიკამენტის შეღავათიან ფასად მიღებას დადებითად ეხმაურება მოსახლეობაც. "რეზონანსთან" საუბრისას თბილისელი ლელა შუკაკიძე აღნიშნავს, რომ სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების მაღალი ფასი მათი ოჯახის ბიუჯეტზე უარყოფითად მოქმედებს და მცირე შეღავათიც კი სასიამოვნო სიახლეა. "ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა იაფი მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდა, რომელსაც მოსახლეობა შეღავათიან ფასად მიიღებს. იმდენად დაგვღალა სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების სიძვირემ, რომ ჩვენთვის ნამდვილად კარგი შეთავაზება იქნება ის, რაზეც მინისტრი საუბრობს. მცირე შეღავათიც კი სასიამოვნო სიახლეა ჩვენი ოჯახების ბიუჯეტისთვის. პენსიონერის ოჯახიდან ვარ. ზამთრის პერიოდში ელემენტარული სურდოც კი რთულად გადასატანი ხდება, ისევ და ისევ წამლების სიძვირის გამო", - განუცხადა "რეზონანსს" შუკაკიძემ. მედიკამენტების სიძვირეს გადაუჭრელ პრობლემად მიიჩნევს პროფესორი პაატა აროშიძე. მისი აზრით, აუცილებელია, წამლების ღირებულება მოექცეს იმ ნორმაში, რასაც საშუალო და დაბალშემოსავლიანი ოჯახების ბიუჯეტი გასწვდება. "ყველაზე პრობლემური სფერო დღეს მედიკამენტის ფასია. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ხალხის უმეტესობა სხვადასხვა წამალზეა დამოკიდებული. როდესაც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, პირველი შეხვედრა ფარმაცევტული ბაზრის წარმომადგენლებთან შედგა. მაშინ დაისვა საკითხი, რომ მათი მოგების წილი იყო მაღალი და უნდა შემცირებულიყო. მას შემდეგ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. ამას ყველა საკუთარი თვალით ხედავს. არის ისეთი წამლები საქართველოში, რომელთა ფასადაც ორჯერ მეტს ვიყიდით თუნდაც თურქეთში. სახელმწიფო გარკვეული კატეგორიისთვის შეღავათს რომ აწესებს, მათი მდგომარეობა ამით მსუბუქდება. თუმცა, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას სახელმწიფომ, თუკი მედიკამენტების ღირებულება არ ჩაჯდა იმ ნორმაში, რასაც საშუალო ან დაბალშემოსავლიანი ოჯახის ბიუჯეტი გაუძლებს, ყველა მცდელობა ფუჭად ჩაივლის. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიერ განხორციელებული ყველა ქმედება წყალში იქნება გადაყრილი", - განუცხადა "რეზონანსს" აროშიძემ.
---
09.02.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ფასების შემცირებას აპირებს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე საკუთარი ხედვა ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს გააცნო. პროექტის მთავარ მიზანს ბენეფიციართა წრის გაფართოება, დაავადებებისა და მედიკამეტების ჩამონათვალის გაზრდა წარმოადგენს. დავით სერგეენკომ ფარმინდუსტრიის წარმომადგენლებს უკვე მოქმედი, მოსახლეობის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების გზა შესთავაზა, რაც მედიკამეტების რაოდენობის გაზრდას (23-დან დაახლოებით 50-მდე) და პროგრამით მოსარგებლეებად სხვა ჯგუფების, კერძოდ კი, ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირების დამატებას გულისხმობს. მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა, სახელმწიფო და კერძოს სექტორის პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს. შეხვედრის მიზანსაც, კომპანიების წარმომადგენლებისათვის სტრატეგიულ მიმართულებაზე სამინისტროს ხედვის გაცნობა და ფარმინდუსტრიისაგან მოსაზრებების მოსმენა წარმოადგენდა.
---
09.02.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
საქართველოს სახალხო დამცველი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის გაჭიანურებას ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის გაჭიანურებას ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის მიღება არსებული სიტუაციის რადიკალურად შეცვლას და სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, და არა არაქმედითი დოკუმენტის მიღებას, რომელიც რეალურ ცვლილებას ვერ მოიტანს. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ შრომის უსაფრთხოება პირველ რიგში ადამიანის უფლების საკითხია. ყველა დასაქმებულს აქვს უფლება იმუშაოს უსაფრთხო სამუშაო გარემოში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იქნება.
---