მედიამონიტორინგი 10.01.2018
ტელევიზია
10.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას თავის არეში ჰქონდა ჭრილობა. ის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მკურნალობდა. განიხილებოდა რამდენიმე ვერსიაც სხვა ქვეყანაში მკუნალობის გასაგრძელებლად.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970749
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970739
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970742
რუსთავი 2- კურიერი 10:00 - http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970462
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970426
---
10.01.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
დღეს ამინდის პროგნოზს გვაცნობს ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია. 1 დეკემბრიდან თბილისში და საქართველოს რამდენიმე რეგიონში დაიწყო 9-14 წლის გოგონების პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970189
---
10.01.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
ცენტრი" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან გათავისუფლებულ მედპერსონალთან ერთად დღეს პრესკონფერენციას გამართავს. გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი სამსახურიდან მოულოდნელად გაუშვეს. ნანა რურუა აცხადებს, რომ გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა, მაგრამ მიუთითა, რომ სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მისთვის გაურკვეველია.დათხოვნილი თანამშრომლები ახსნა-განმარტებას ამ დრომდე ითხოვენ და სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970259
---
09.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროში დასრულდა შეხვედრა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძეს, თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, ოჯახის ადვოკატსა და თურქული კლინიკის შუამავალი კომპანიის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე პაციენტის თურქეთში ტრანსპორტირებისა და მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970127
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970054
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4969756
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4969714
---
09.01.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ქართველი ექიმები გრიპის ახალი ვირუსის გავრცელებას პროგნოზირებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში B ტიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროპაში გავრცელებული ვირუსული ინფექცია ქვეყანაში მალე გავრცელდება. ხშირ შემთხვევში ახალი ვირუსი გართულებებით მიმდინარეობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970138
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970089
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4969873
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4969694
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4969447
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968858
---
09.01.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
სახელმწიფო შესყიდვებში კარტერულ გარიგებებსა და კონკურენციის პირობების დარღვევაზე მომღერალი გია გაჩეჩილაძე და მისი სიძის კომპანიის ადვოკატები კიდევ ერთ განცხადებას აკეთებენ. საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად კი უკვე აუდიტის დასკვნა მოჰყავთ. რას პასუხობენ ბრალდებებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და აუდიტის სამსახურში ანა ბროლაძე გიამბობთ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970072
მაესტრო-დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970122
---
09.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სინთეტიკური ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ვიდრე სახელმწიფო ახალ ნარკოპოლიტიკაზე მუშაობს, ნარკორეალიზატორები სხვადასხვა სახის საშუალებების პროპაგანდის ახალ გზებს ეძებენ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ნარკოლიბერალიზაცია ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულების რიცხვს მნიშვნელოვნად შეამცირებს. არასწორად მიაჩნიათ სტიგმაც, რომ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია ნარკომომხმარებლებს სინთეტიკური საშაუელებებისკენ უბიძგებს. ამბობენ, რომ პრევენცია სასწავლო დაწესებულებებიდან უნდა დაიწყოს. მომხმარებლებს კი უმკურნალონ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970060
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4969323
---
09.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას იწუნებს. დიმიტრი ხუდნაძეს მიაჩნია, რომ პროექტი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს სრულად ვერ ასახავს. კანონმდებელი აცხადებს, რომ ინიცირებულ პაკეტში რისკის შემცველი ჩანაწერებია, რამაც შესაძლოა შემცირების ნაცვლად, ნარკომოხმარებასთან ერთად კრიმინალიც გაზარდოს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4968740
---
09.01.2018
არხი: კავკასია
გადაცემა: თქვენი დრო
გადაცემაში საუბარია რეცეპტულ სისტემაზე. ჯანდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად გადადის რეცეპტის ელექტრონულ ფორმაზე. გადაცემის სტუმარია სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის ექსპერტი, მედიცინის დოქტორი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4969926
---
09.01.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: 360 გრადუსი
პირველი ნადწილის თემა არის თემირლან მაჩალიკასვილის საქმე. მორე ნაწილის თემა არის გრიპის სეზონი, რა განსაკუთრებული მახასიათებლებით იქნება გამორჩეული ვირუსი წელს? გადაცემის სტუმარია დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4970046
---
ინტერნეტი
10.01.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/geo/sazogadoeba/472401-pankisis-specoperaciisas-datcrili-themirlan-machalikashvili-gardaicvala.html
პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა
პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
---
10.01.2018
ექიმის ინფორმაციით, გამთენიისას სამჯერ მოახერხეს მაჩალიკაშვილის გულის მუშაობის აღდგენა, თუმცა მეოთხედ, ეს ვეღარ მოხერხდა
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ბიოლოგიური სიკვდილი დღეს დილის 08:00 საათზე დაფიქსირდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამთენიისას გაუარესდა. ექიმებს სამჯერ ჰქონდათ მცდელობა, რომ გულის მუშაობა აღედგინათ, თუმცა მეოთხე მცდელობაზე ეს უკვე შეუძლებელი გახდა. ”პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ყველა მის ახლობლებს ჩვენი კლინიკის სახელით და ღრმა მწუხარება გამოვხატო. რაც შეეხება გუშინ და დღეს დილით განვითარებულ მოვლენებს, გუშინ შუადღის შემდეგ გამოიხატა მდგომარეობის საკმაოდ მკვეთრი გაუარესება. უფრო მოგვიანებით, უკვე გამთენიისას, გულის გაჩერება დაფიქსირდა. ეს იყო სამი ეპიზოდი. სამივეჯერ სარეანიმაციო ღონისძიებებით მოხერხდა გულის მუშაობის აღდგენა, თუმცა მეოთხედ, მიუხედავად ძალიან აქტიური მცდელობისა, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა და დილით, დაახლოებით 08:00 საათზე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა”, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა. პანკისში დაჭრილ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მურნალობას დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გადიოდა. ის საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
---
10.01.2018
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს
ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ აიზა მარგოშვილმა საავადმყოფოში განაცხადა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედის თქმით, მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ. „დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა არაფრის გულისთვის“, - განაცხადა აიზა მარგოშვილმა.
ამ წუთებში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც პანკისში დაჭრილი თემრილან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში მკურნალობას გადიოდა, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.
---
09.01.2018
თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირების საკითხი ჯანდაცვის სამინისტროში განიხილეს
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, თურქული კლინიკა „კოჩის“ წარმომადგენელი და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი შეხვდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრა სამინისტროში შედგა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირების საკითხი განიხილეს. როგორც ჩუთლაშვილმა აღნიშნა, ყველა საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო და ოჯახი შეთანხმებას გადიან. „ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე ოჯახთან ერთად ვიმყოფებოდით თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით. ჯერჯერობით შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ დეტალურად განვიხილავთ იმ თითოეულ საკითხს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს გადაყვანის პროცედურასთან. ყველა საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო და ოჯახი თანხმდებიან. ველოდებით, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული და თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ თემირლან მაჩალიკაშვილს“, - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა. თუ რა საკითხზეა შეთანხმება მისაღწევი, ამას არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი არ აკონკრეტებს. ასევე, მიიღო თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახის მიერ შერჩეული კლინიკა „კოჩიდან“ პაციენტის მიღების თაობაზე პასუხი, ჩუთლაშვილი ამბობს, რომ ამ კითხვას ვერ უპასუხებს.
---
09.01.2018
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/samartali/jandatsvis-saministro-machalikashvilis-advokats-pasukhobs
ჯანდაცვის სამინისტრო მაჩალიკაშვილის ადვოკატს პასუხობს
პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის განცხადებას იმის შესახებ, რომ გერმანიის ერთ- ერთ კლინიკაში თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანა სამინისტროს მხრიდან ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხების გამო შეფერხდა, უწყება არ ადასტურებს, _ ამის შესახებ სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კლინკების შერჩევის პროცესი გრძელდება. „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეს შემთხვევა კონტროლზე პირველივე წუთიდან ჰყავს აყვანილი. ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კლინიკის მოძიება საზღვარგარეთ. თავდაპირველად, ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, თუმცა პაციენტის ოჯახი აღნიშნულ წინადადებას არ დათანხმდა,”-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროსგან იმ კლინიკებთან მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გასაჯაროება მოითხოვა, რომელთანაც უწყება კონტაქტობს. უფლებადამცველი ამბობს, რომ კლინიკის შერჩევის პრეროგატივა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიგდო ხელში. ცირა ჯავახიშვილის თქმით, ინფორმაცია, თითქოს გერმანულმა კლინიკამ დაჭრილის მიღებაზე უარი განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება", _ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, მისი მდგომარეობა დღემდე მძიმეა.
---
09.01.2018
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს სთავაზობს
წელს, გრიპის სეზონი როგორც ევროპაში, ისე ჩვენთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს, საქართველოში ჯერჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად არ დადასტურებულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ცირკულირებს გრიპის მსგავსი ვირუსები. „წელს, გრიპის სეზონი როგორც ევროპაში, ისე ჩვენთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მხოლოდ დეკემბრის მერე გამოჩნდა გრიპის ვირუსის ცირკულაცია. ჩვენთან, გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. დღეს, ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის მსგავსი ვირუსები - რინო ვირუსი, ასევე, ე.წ. რესპირატორულ სინციტიალური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს და ადენო ვირუსთან და რინო ვირუსთან შედარებით, ცოტა უფრო რთულად მიმდინარეობს, მაგრამ არა ისე რთულად, როგორც ნამდვილი გრიპი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, გრიპის ვირუსი ალბათ იანვრის ბოლოს გამოჩნდება. ამირან გამყრელიძეს პრევენციისთვის სამი რეკომენდაცია აქვს: დროული აცრა, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში სახლში დარჩენა და ექიმის რჩევის შესაბამისად მკურნალობა. „პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დროული აცრა, მეორე რეკომენდაციაა - „არ გადასდო სხვას“, ანუ თუ გაქვთ გრიპოზული სიმტომები, ეცადოთ, რომ სახლში იყოთ, მითუმეტეს, თუ მაღალი ტემპერატურა გაქვს, მესამე პუნქტია, დროულად მკურნალობა. თუ გიჩნდებათ გრიპის სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა სახსრების, თავის, ყელის ტკივილი, ხველა და ა.შ. დაუკავშირდით ექიმს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, პრევენციისთვის ასევე მნიშვნელოვანია სახლების და სამუშაო ადგილების ხშირად განიავება, ხელების ხშირად დაბანა და ა.შ.
---
09.01.2018
მედიასაშუალება: http://presa.ge/new/?m=society&AID=62686
"უიმედოდ დარჩენილი იძულებული გავხდი თქვენთვის მომემართა"
თბილისის მცხოვრები ხათუნა შევჩენკო ქალაქის მერს კახა კალაძეს თხოვნით მიმართავს. ხათუნა შევჩენკო, რომელიც შვილის ავადმყოფობამ უკიდურეს მდგომარეობაში ჩააგდო, დედაქალაქის მერს დახმარებას სთხოვს. გთავაზობთ წერილს უცვლელად: „მოგესალმებით, ბატონო კახი! გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მე ერთი გამწარებული, მარჩენალდაკარგული ორი ბიჭის დედა, ხათუნა შევჩენკო ვარ, რომელსაც უფროსი 21 წლის შვილი ბაჩუკი მინასაშვილი 5 ნოემბრის მერე კომატოზურ მდგომარეობაში უწევს საავადმყოფოში. შობის ღამემდე ეკლესია-მონასტრებისა და კეთილი ხალხის შემოწირულობით გაგვქონდა თავი. ამ ეტაპზე ამოიწურა სახსრები. მივმართე ყველა უწყებას, საიდანაც კი შეიძლებოდა დაფინანსების მოპოვება, მაგრამ სამწუხაროდ უარი მივიღე. უიმედოდ დარჩენილი იძულებული გავხდი თქვენთვის მომემართა ამ ფორმით, როგორმე ხმა რომ მომეწვდინა. მსმენია თქვენი გულისხმიერების შესახებ და იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი წერილი მოვა თქვენამდე. წარმოუდგენელია დედისთვის 21 წლის ბიჭის ყურება და იმაზე ფიქრი, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენა და რეაბილიტაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. არ მაქვს ამბიცია საზღვარგარეთ, ძვირადღირებულ კლინიკებში მკურნალობისა. მხოლოდ ერთს გთხოვთ: აქ, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში დაგვიდგეთ გვერდით და გადამირჩინოთ შვილი. ეს გახლავთ ჩემი საკონტაქტო: 579 30 04 54, ხათუნა შევჩენკო; ლიბერთი ბანკის( Liberty Bank) რეკვიზიტები:GE60LB0288870270067384; საქართველოს ბანკის(Bank of Georgia) რეკვიზიტები:GE25BG0000000520462202; უფალმა ყველას შეგიწიროთ ჩემი შვილისთვის გაღებული სიკეთე და თითოეული თეთრი!"- წერს ხათუნა შევჩენკო.
---
09.01.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/articles/view/33552/iashvilis-klinikidan-ateulobit-adamiani-gaatavisufles
იაშვილის კლინიკიდან ათეულობით ადამიანი გაათავისუფლეს
დეკემბერში იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოდან ათეულობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ პროფესიულ კავშირს „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრს" დახმარებისთვის მიმართეს. ქსელის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში კლინიკიდან სულ 100-მდე თანამშრომელია სამსახურიდან დათხოვნილი. ოფიციალური მიზეზი რეორგანიზაცია და კლინიკაში არსებული ფინანსური პრობლემებია. რა სახის რეორგანიზაცია მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებაში? რა კრიტერიუმებით შეირჩა გასათავისუფლებელი თანამშრომლები? ამ და სხვა კითხვებზე „ლიბერალმა“ კლინიკისგან პასუხი ვერ მიიღო. მათი განმარტებით, ბავშვთა საავადმყოფოს იურისტი საქართველოში არ იმყოფება და ამ საკითხზე მოგვიანებით გვიპასუხებენ. „ლიბერალი" კლინიკიდან, სხვადასხვა დროს გათავისუფლებულ ოთხ თანამშრომელს ესაუბრა. ოთხივე მათგანისთვის კლინიკის ადმინისტრაციას კონკრეტულად არაფერი განუმარტავს (რეორგანიზაციის მიზეზის გარდა). ისინი სამსახურიდან მოულოდნელად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს. თუმცა, კანონის შესაბამისად, ოთხივეს აუნაზღაურეს ორი თვის კომპენსაცია. „სოლიდარობის ქსელის" დახმარებით დათხოვნილი თანამშრომლები ამ დრომდე კლინიკისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ. ნანა რურუა გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის მოხვდა. იაშვილის კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში 13 წელი პედიატრად იმუშავა. 1 დეკემბერს მას ადმინისტრაციიდან აცნობეს, რომ კლინიკაში დაგეგმილი ცვლილებების გამო ხელი უნდა მოეწერა მისი გათავისუფლების ბრძანებაზე. ბრძანებას ხელი მოაწერა, მაგრამ მიუთითა, რომ სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მისთვის გაურკვეველია და დოკუმენტის შინაარსს არ ეთანხმება. ამბობს, რომ მის გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე, კლინიკაში ექთნების კადრების შემცირებაზე აქტიურად საუბრობდნენ, რამაც დასაქმებულებში მძიმე მორალური ფონი შექმნა: „დილით, ხან ერთი ექთანი შემოდიოდა ტირილით, ხან მეორე. ზოგი ულუკმაპუროდ ქუჩაში რჩებოდა. ვნერვიულობდით მათზე. ვთქვი კიდეც ხმამაღლა, თუ კლინიკას ამ ადამიანებისთვის ხელფასის გადახდა არ შეუძლია, შემიძლია ჩემი საათები დავთმო-მეთქი". იაშვილის კლინიკის პარალელურად ნანა რურუა პაციენტებს საკუთარ კლინიკაშიც ემსახურება. ამიტომ მისთვის სამსახურიდან დათხოვნა ფინანსურად იმდენად დრამატული არ იყო, როგორც სხვა თანამშრომლებისთვის. მისი თქმით, მისი დიდი უკმაყოფილება ადმინისტრაციის მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ გამოიწვია: „ამდენი წელი ექიმად ვმუშაობდით (სხვა გათავისუფლებულებსაც ვგულისხმობ), ადმინისტრაციიდან ერთ ადამიანსაც არ მოაფიქრდა, როგორი დამამცირებელია, როცა ბრძანებას გიდებენ წინ და საჭიროდაც არ თვლიან, განმარტონ, რატომ აგირჩიეს შენ; რა კრიტერიუმი არ დააკმაყოფილე, რომ გათავისუფლებულთა რიგებში აღმოჩნდი. ერთ-ერთ არაოფიციალურ საუბარში, მენეჯერის რგოლიდან ისიც კი მითხრეს - კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შენ კოოპერატივთან ცუდი კოორდინაცია გაქვსო. მათ უბრალოდ, მორჩილი და დამჯერი თანამშრომლები სჭირდებათ". ნანა ამ დროისთვის „სოლიდარობის ქსელის" დახმარებით ცდილობს, გაარკვიოს მდგომარეობა. პარალელურად ჰყავს ადვოკატი, რომელიც სარჩელის მომზადებაში ეხმარება: „აუცილებლად ვუჩივლებ კლინიკას", - აცხადებს ის. ნანამდე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს კლინიკაში დასაქმებული კიდევ ორი ადამიანი. ნათია ყაჭიური და ნონა ზანდარაშვილი. ისინი ჰყვებიან, რომ 30 ნოემბერს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მათ დაურეკეს და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან დაიბარეს. „მოწმენდილ ცაზე მეუბნებიან, რომ შენი დეპარტამენტი უქმდება და ხვალიდან სამსახურში შეგიძლია აღარ მოხვიდეო", - იხსენებს ყაჭიური. 4 დღეში გათავისუფლების ბრძანებაც გამოიცა. თავიდან ხელმოწერაზე უარი თქვა, მაგრამ კლინიკის იურისტმა უთხრა, ვერც კომპენსაციას მიიღებ და მომავალში სამსახურის მოძებნაც გაგიჭირდებაო: „ბანკის ვალები მაქვს, ამიტომ, მოვტყუვდი და ხელი მოვაწერე",- ნათია მარტოხელაა, ორი შვილის დედა. „ლიბერალთან" საუბარში ჰყვება, რომ ოჯახისთვის მისი უმუშევრობა ძალიან მძიმე იქნება. „სოლიდარობის ქსელმა" რამდენიმე დღის წინ კლინიკის ადმინისტრაციას წერილით მიმართა და ახსნა-განმარტება მოითხოვა - რამდენი ადამიანი იყო ორქტომბრიდან-დეკემბრამდე გათავისუფლებული; ასევე, რა კრიტერიუმებით შეირჩა ისინი და იგეგმება თუ არა დასაქმებულთა დიდი რაოდენობის (ერთობლივად 5 ადამიანზე მეტი) გათავისუფლება კიდევ უახლოესი 1 წლის განმავლობაში. ქსელს კლინიკიდან ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია. საავადმყოფოში ამ შეკითხვებზე ვერც „ლიბერალს" უპასუხეს (როგორც გვითხრეს, პასუხიმგებელი პირი ამჟამად არაა საქართველოში). ამ დრომდე გაუგებარია, რა სახის რეორგანიზაციამ გამოიწვია ათეულობით ადამიანის გათავისუფლება და ცალკეული დეპარტამენტების საერთოდ გაუქმება. „გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრებისა და მათი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს დასაქმებულთა უფლებების უხეში დარღვევით. ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს კომპანიის მიერ დასაქმებულებისადმი დისკრიმინაციული მიდგომის საფუძვლიანი ეჭვი; კომპანია დასაქმებულებს არ უხდის კუთვნილ კომპენსაციას; დამსაქმებელი მასობრივი დათხოვნის სამართლებირივი რეგულაციების თავიდან ასარიდებლად დასაქმებულებთან მათი შეცდომაში შეყვანის გზით აფორმებს შეთანხმებებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და სხვა", - წერია პროფესიული კავშირების განცხადებაში. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ C158 კონვენციის და ევროკავშირის საბჭოს ერთ-ერთი დირექტივის თანახმად, როდესაც დამსაქმებელი გადაწყვეტს დასაქმებულთა კოლექტიურ დათხოვნას ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სტრუქტურული და მსგავსი მიზეზების გამო, ის ვალდებულია, დასაქმებულთა წარმომადგენლებს გონივრულ ვადაში მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია და მიუთითოს: დათხოვნის მიზეზები, იმ დასაქმებულთა რაოდენობა და კატეგორია, რომელთაც დათხოვნა შეეხებათ და დათხოვნის დაწყების დრო. დასაქმებულთა წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ საშუალება, გამართონ კონსულტაციები იმ ღონისძიებების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული დათხოვნა, შემცირდეს დათხოვნილთა რაოდენობა ან შემსუბუქდეს დათხოვნის უარყოფითი ეფექტი. რეორგანიზაციის გარდა, თანამშრომელთა ნაწილს ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ მათი გათავისუფლების მიზეზი კლინიკაში არსებული ფინანსური პრობლემებია. აღსანიშნავია, რომ იაშვილის ბავშვთა კლინიკის მფლობელი რამდენიმე წლის წინ კორპორაცია „ევექსი" გახდა. „ევექსი" კი BGEO ჯგუფს (საქართველოს ბანკი) ეკუთვნის. მათ მიზნებში აღნიშნულია, რომ მუშაობენ მეწილეებისთვის მოგების გაზრდაზე, ლონდონის ბირჟაზე აქციების ღირებულების ზრდაზე და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის უცხოელ მომხმარებელზე მორგებაზე. „სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლებს გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ ჯანდაცვის სისტემაში მოგებაზე ორიენტირებული პრინციპის გაძლიერებას ადმინისტრაციულ რგოლში არასამედიცინო კადრების ზრდა მოჰყვა, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები. ამან გამოიწვია ხელფასების ვარდნა, ექიმების გათავისუფლება და მთლიანი დეპარტამენტების დახურვა: „ექიმების თქმით, მოგების გასაზრდელად საავადმყოფო პაციენტებისგან მაქსიმალურად დიდი თანხების ამოღებას ცდილობს, მაშინაც, როდესაც ეს არ ესაჭიროება ავადმყოფის ჯანმრთელობას", - წერია ქსელის განცხადებაში და განმარტებულია, რომ რეალურად, კლინიკას დიდი მოგება აქვს და ფინანსური პრობლემები რეალობას არ შეესაბამება: „ევექსი“ პაციენტებს არწმუნებს მათი მომსახურების მაღალ ხარისხში, მაშინ, როდესაც თავიანთ ინვესტორებს ესაუბრებიან იმაზე, თუ რამდენი საავადმყოფო, კლინიკა და აფთიაქი იყიდეს, როგორ გაიზარდა მოგება (34 მილიონი დოლარი 2017 წლის პირველ ცხრა თვეში), ბაზრის რამხელა წილს აკონტროლებენ, როგორ უზრუნველყოფენ, რომ პაციენტებმა მათ კლინიკებში და აფთიაქებში იარონ და, რაც მთავარია, იმაზე, თუ როგორ შეამცირებენ ხარჯებს. სინამდვილეში, ისინი თავიდან იშორებენ ათწლეულების გამოცდილების მქონე ექიმებს, ხურავენ არამომგებიან დეპარტამენტებს, ამცირებენ ხელფასებს და ზრდიან სამუშაო დატვირთვას. მათ ანგარიშებში არ წერია, რომ ჯანდაცვა დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს პაციენტებზე. ჯანდაცვა, განსაკუთრებით კი ბავშვთა ჯანდაცვა, არ არის ისეთივე სერვისი, როგორიც საჭმლის გამოძახებაა. ავადმყოფის გამოჯანმრთელება ექიმებსა და ექთნებზეა დამოკიდებული", - წერია „სოლიდარობის ქსელის" განცხადებაში. 8 იანვარს პროფესიულმა კავშირმა წერილით მიმართა ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოსა და სახალხო დამცველს და აღნიშნული საკითხით დაინტერესება სთხოვა. სამინისტროში გვითხრეს, რომ არსებულ სიტუაციას ჯერჯერობით სწავლობენ.
---
09.01.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=61887
ფსიქოლოგი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ფსიქორეაბილიტაციის ცენტრების აუცილებლობაზე საუბრობს
ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგის მარინა ჭავჭანიძის თქმით, პორტუგალიამ დეკრიმინალიზაციის სავსე პროგრამა განახორციელა, რომლის თანახმად ადამიანს, საკუთარი მოხმარებისთვის 10 დღის დოზა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არ უნდა იყოს შემჩნეული რომ ამას ყიდის. „ყველა შემთხვევაში მიმდინარეობს გამოძიება, ის შენთვის გინდა თუ გასაყიდად. უნდა დაამტკიცო, რომ გაყიდვას არ აპირებ. ჩვენთან ნარკოპოლიტიკის კანონებში ასეთი იდეა არ დევს. პორტუგალიაში ასევე შექმნეს ნარკოტიკების შემცირების ხელშემწყობი ბიუროები, რომლებიც განიხილავენ მომხმარებელთა მიერ ჩადენილ დანაშაულს და სთავაზობენ ან იმკურნალოს, ან ჩადენილი დანაშაულის გამო ჩაჯდეს ციხეში", - აცხადებს მარინა ჭავჭანიძე. მისი თქმით, ნარკოტიკის მომხმარებელს დაფიქრების საშუალებას აძლევენ. „მათ შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი, იარონ შეკრებებზე, სადაც სასარგებლო რაღაცეებს გაიგებენ. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ნარკომანები სალანძღავი სიტყვაა. ფსიქორეაბილიტაციის ცენტრები უნდა იყოს ბევრი. გერმანიაში ყველა რაიონშია მსგავსი ცენტრები. ნებისმიერ ექიმს აქვს უფლება ჩანაცვლებითი პრეპარატი გამოუწეროს, თუმცა პაციენტების სია შეზღუდულია. მომხმარებელი ვალდებულია, რომ იაროს ფსიქორეაბილიტაციის ცენტრში, დაესწროს ჯგუფურ შეხვედრებს, რადგან მან უნდა იგრძნოს ყურადღება და ეს მნიშვნელოვანია", - აცხადებს ფსიქოლოგი.
---
09.01.2018
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/auditis-samsakhurma-imaze-uaresi-daskvna-dado-vidre-chven-vidzakhdit-giorgi-gachechiladze/38219
აუდიტის სამსახურმა იმაზე უარესი დასკვნა დადო, ვიდრე ჩვენ ვიძახდით - გიორგი გაჩეჩილაძე
ბიზნესმენი გიორგი გაჩეჩილაძე (იგივე მომღერალი „უცნობი“) აუდიტის სამსახურის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული ტენდერების შესახებ დასკვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ანგარიშში უფრო მძიმე ვითარებაა ასახული, ვიდრე ბიზნესმენი საუბრობდა რამდნეიმე კვირის წინ. გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ელოდება კონკურენციის სააგენტოს დასკვნას. „ძალიან დიდი იმედი იმის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან დაიდებოდა ობიექტური დასკვნა, მე პირადად არ მქონდა. მინდა, მადლობა გადავუხადო აუდიტის სამსახურს, რადგან იმაზე უარესი დასკვნა დადო, ვიდრე ჩვენ ვიძახდით. მე მიხარია, რომ დღეს ამ ქვეყანაში კიდევ შეიძლება სიმართლის პოვნა, თუ, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე გამყარებული იქნება ნამდვილად იმ ფაქტებითა და გარემოებებით, რაც ჩვენ წარვადგინეთ. აუდიტის სამსახური იყო პირველი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელმაც ჩვენი განცხადებები გაამყარა და შემდეგი ალბათ იქნება კონკურენციის სააგენტო. ალბათ, ნოდარ ხადურის უწყებაც დადებს ანალოგიურ დასკვნას, რადგან სიმართლე ერთია, ის ჩვენს მხარესაა და ეს, რომ სიმართლე არ ყოფილიყო, საჯარო განცხადებებს არ გავაკეთებდი. სახელმწიფოში არსებული მახინჯი ფორმები უნდა დამთავრდეს და მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ის აუტანელი პირობები, რაც დღეს არის სახელმწიფო შესყიდვებში - დამთავრდეს“, - თქვა გაჩეჩილაძემ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, „სახელმწიფო სტრუქტურებიდან ამ ყველაფერში ჩართული არიან და მათ გარეშე შესყიდვების საკითხები ვერ გადაწყდებოდა“. სახელმწიფო შესყიდვებიდან აქ ჩართული რომ არიან და სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე ეს არ განხორციელდებოდა, ეს ფაქტია.” ბიზნესმენმა იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხს გამოიძიებენ. „მე არ ვიცი, ვინ არიან კონკრეტული ადამიანები, ვინც ამ ყველაფერში ჩართულია, ეს ალბათ გამოძიების საქმეა. არაფერს არ გამოვრიცხავ, როგორც შეიძლება იყოს ზედა ეშელონებში სისტემური პრობლემა, ისე შეიძლება იყოს ქვედა ეშელონებშიც. მე ამის დასახელება არ მომერიდება, რომ ვიცოდე, ვინ დგას ამის უკან. მაგრამ თბილისში ალბათ ადამიანიც არ არის დარჩენილი, ვინც შეიძლება, არ იცოდეს, თუ რა ხდება სახელმწიფო ტენდერებში. ეს არ არის ყურით მოთრეული თემა. მე უბრალოდ ამას შევეჯახე, შევისწავლე და მივხვდი, რომ ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. ერთი და იგივე ადამიანების ჯიბეებში ნაწილდება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები, რომელიც ზედმეტობით გააქვთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა ადამიანები რჩებიან ისევ ისე მშივრები და გაძვალტყავებულები. ეს თანხები უნდა გადანაწილდეს ხალხზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვებზე დადებული დასკვნა ადასტურებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში სერიოზულად მოეკიდნენ ამ საკითხს და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება”, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. აუდიტის დასკვნის მიხედვით, შსს-ში ტენდერები მიმდინარეობს ძირითადად არაკონკურენტულ პირობებში და უწყება სატენდერო პირობებს ერთ კომპანიას, ტარიელ ხეჩიკაშვილის კუთვნილ "იბერია ჯგუფს" არგებდა. 12 დეკემბერს გიორგი გაჩეჩილაძემ ისაუბრა ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. მისი ინფორმაციით, „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლოდ წააგო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი. მეორე საკითხი, რომელიც გაჩეჩილაძემ წამოაყენა, ეხებოდა ერთი და იმავე კომპანიების მონაწილეობას ტენდერებში. მისი თქმით, ისინი კარტელს წარმოადგენენ და მათთანაა დაკავშირებული სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
---
09.01.2018
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/128414-mtavrobas-4-592-avtomobili-ekutvnis-mat-satsvavze-tselitsadshi-50-milionze-meti
მთავრობას 4 592 ავტომობილი ეკუთვნის, მათ საწვავზე წელიწადში 50 მილიონზე მეტი იხარჯება
საქართველოს მთავრობის საკუთრებაში 4 592 ავტომობილია, მათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საწვავი დაწვეს. ამ 4 592 ავტომობილიდან, 1 488 მაღალი გამავლობისაა (ჯიპი). აღნიშნულ სტატისტიკაში არაა შესული სპეციალური სარგებლობის ტექნიკა (სატვირთოები, ტრაქტორები და სხვა) და ის მხოლოდ მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილებისგან შედგება. არაა მოცემული თავდაცვის სამინისტროს, ასევე სახელმწიფო სსიპ-ებისა და აიპების და თბილისს გარდა სხვა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საკუთრებაში არსებული ავტოპარკის მოცულობა, რის გამოც აღნიშნული რიცხვი რეალურად უფრო დიდია. შსს - 1846 ავტომობილი გარემოს დაცვის სამინისტრო - 400 ავტომობილი განათლების სამინისტრო - 390 ავტომობილი ჯანდაცვის სამინისტრო - 378 ავტომობილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 331 ავტომობილი სასჯელაღსრულების სამინისტრო - 284 ავტომობილი თბილისის მერია - 281 ავტომობილი ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 154 ავტომობილი ეკონომიკის სამინისტრო - 117 ავტომობილი კულტურის სამინისტრო - 102 ავტომობილი პარლამენტი - 98 ავტომობილი მთავრობის ადმინისტრაცია - 48 ავტომობილი ფინანსთა სამინისტრო - 39 ავტომობილი დევნილთა სამინისტრო - 36 ავტომობილი იუსტიციის სამინისტრო - 34 ავტომობილი სპორტის სამინისტრო - 29 ავტომობილი საგარეო საქმეთა სამინისტრო - 25 ავტომობილი
---
ბეჭდვითი მედია
10.01.2018
მედიასაშუალება: ქართული სიტყვა
როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან
"წელს, გრიპის სეზონი როგორც ევროპაში, ისე ჩვენთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს, საქართველოში ჯერჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად არ დადასტურებულა", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ცირკულირებს გრიპის მსგავსი ვირუსები. „წელს, გრიპის სეზონი როგორც ევროპაში, ისე ჩვენთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მხოლოდ დეკემბრის მერე გამოჩნდა გრიპის ვირუსის ცირკულაცია. ჩვენთან, გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. დღეს, ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის მსგავსი ვირუსები - რინო ვირუსი, ასევე, ე.წ. რესპირატორულ სინციტიალური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს და ადენო ვირუსთან და რინო ვირუსთან შედარებით, ცოტა უფრო რთულად მიმდინარეობს, მაგრამ არა ისე რთულად, როგორც ნამდვილი გრიპი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, გრიპის ვირუსი ალბათ იანვრის ბოლოს გამოჩნდება. ამირან გამყრელიძეს პრევენციისთვის სამი რეკომენდაცია აქვს: დროული აცრა, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში სახლში დარჩენა და ექიმის რჩევის შესაბამისად მკურნალობა. „პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დროული აცრა, მეორე რეკომენდაციაა - „არ გადასდო სხვას“, ანუ თუ გაქვთ გრიპოზული სიმტომები, ეცადოთ, რომ სახლში იყოთ, მითუმეტეს, თუ მაღალი ტემპერატურა გაქვს, მესამე პუნქტია, დროულად მკურნალობა. თუ გიჩნდებათ გრიპის სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა სახსრების, თავის, ყელის ტკივილი, ხველა და ა.შ. დაუკავშირდით ექიმს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, პრევენციისთვის ასევე მნიშვნელოვანია სახლების და სამუშაო ადგილების ხშირად განიავება, ხელების ხშირად დაბანა და ა.შ.
ვერსია-
---