მედიამონიტორინგი 10.04.2018
ტელევიზია
10.04.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
მთელი ღამის განმავლობაში ტყიბულში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა. მოქალაქეები ქალაქის ცენტრში ყვავილებით მიდიოდნენ და დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად სანთლებს ანთებდნენ. ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად ტყიბულში მეშახტეების ახლოლები, მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშრების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5153216
რუსთავი 2-კურიერი 09:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5153208
---
09.04.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ტყიბულის ტრაგედიის შემდეგ პოლიტიკოსები ისევ შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონის დახვეწაზე საუბრობენ. მათი თქმით, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოება, დამსაქმებელთან ერთად, მკაცრმა სანქციებმაც უნდა უზრუნველყოს. რა გახდა ტყიბულში ტრაგედიის მიზეზი, ექსპერტიზის პირველადი დასკვნა ამ თემაზე ხვალ იქნება მზად.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5153047
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5152804
რუსთავი 2 - კურიერი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5152754
---
09.04.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
"ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლის უფლება უფრო მეტად უნდა იყოს დაცული“, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულში მომხდარ ტრაგედიის შეფასებისას. მისი თქმით, აუცილებელია შრომის უსაფრთხოებაზე სათანადო კონტროლის განხორციელება და ის უახლოეს მომავალში კონსულტაციებს დაიწყებს ხელისუფლებასთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5152760
---
09.04.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: სხვა შუადღე
თამბაქოს კონტროლი. 1 მაისიდან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოწევა იკრძალება. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი თეა ბაქრაძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ნუკა მაღლაკელიძე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5152530
---
09.04.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ცხოვრება, საფრთხის შემცველ სახლში, სოციალური დახმარების იმედად
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5153074
---
08.04.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
რიგითი მოქალაქეების დახმარებით შეგროვებული 40 ათასი ლარი ბავშვის ოპერაციისთვის და გაუქმებული დახმარება - 6 წლის ბარბარე პაპუნაშვილის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5153039
---
08.04.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
ბოლო ერთი წლის განმავლობაში შახტში 11 მაღაროელი დაიღუპა, 2010 წლიდან დღემდე კი ქვანახშირის მოპოვებას 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბოლო შემთხვევა ტყიბულში 5 აპრილს მოხდა. აფეთქებას შახტში 6 მეშახტის სიცოცხლე შეეწირა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5153032
---
08.04.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
მიწისძვრა და წყლის ჭავლით დაუმუშავებელი გვირაბები - სპეციალისტები ტყიბულის ტრაგედიის გამომწვევ რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. მორიგი აფეთქება მინდელის სახეობის შახტში და 6 გარდაცვლილი - 5 აპრილს გამთენიისას ტყიბულში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას 3 მეშახტე გადაურჩა. ისინი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულები იხსენებენ, რომ მათ დიდ წნევით დაარტყა ჰაერის მძლავრმა ტალღამ, რომელსაც წინ აფეთქების ხმა უძღოდა. ამ დროს მეშახტეები 275 მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5153031
---
08.04.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
ტყიბული გლოვის ქალაქად იქცა, მინდელის შახტი კი სიცოცხლის დასასრულის ადგილად. მიმდინარე კვირას 6 მუშა დავკარგეთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5153010
---
07.04.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სამწუხაროდ კვირის მთავარი თემა ტყიბულში მომხდარი ტრაგედიაა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი. ამ მხრივ სტატისტიკა საგანგაშოა, მარტო ტყიბულში 15 თვის განმავლობაში 11 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით გამოძიების პირველადი შედეგები რამდენიმე დღეში უნდა გასაჯაროვდეს. მანამდე კი დასახელდა სავარაუდო ვერსიები. ერთ-ერთია სამთო დარტყმა, თუმცა რამდენად იყო გატარებული პრევენციული ზომები და დაცული უსაფრთხოების ნორმები ეს საგამოძიებო უწყებამ უნდა შისწავლოს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5152176
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5152067
I არხი-მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5152200
რუსთავი 2 - კურიერი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5152091
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5151978
იმედი - ქრონიკა 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5151972
იმედი - ქრონიკა 14:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5151621
რუსთავი 2 - კურიერი 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5151428
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5151366
---
07.04.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სასიკვდილო განაჩენი ხალხისთვის - ადამიანების სიცოცხლე, რომელიც ოქროს მოპოვებას ეწირება. ბოლნისსა და დმანისში კლინიკები პაციენტების მიღებას ვეღარ აუდიან. მძიმე მეტალებით დაბინძურებულ ნიადაგში მოყვანილი პროდუქტი, პრაქტიკულად, საწამლავია, თუმცა, ხალხს სხვა არჩევანი არა აქვს. ოქროს მომპოვებელი საწარმოს მუშაობა ბოლნისსა და დმანისში ადამიანებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5152185
---
07.04.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
41 წლის მერაბ ზოიძეს სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროება. მას ექიმებმა გულის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც სასწრაფოდ სჭირდება გულის გადანერგვა. ოპერაცია ბელორუსში უნდა ჩატარდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5151982
---
06.04.2018
არხი: I არხი
გადაცემა: კვირის ინტერვიუ
გადაცემის თემაა ტყიბულში დატრიალებული ტრაგედია და შრომის უსაფრთხოება საქართველოში. გადაცემის სტუმარია პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5151043
---
06.04.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
გლოვა ტყიბულსა და მთელ საქართველოში - მინდელის შახტში დაღუპულები დღეს ოჯახებში გადაასვენეს, ქვეყანაში კი ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დროშები დაშვებულია. დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრების ნაწილი „საქნახშირისა“ და ინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებოდა. ტრაგედიიდან 24 საათის შემდეგაც კი დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახის წევრებისთვის მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის მიზეზების შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5150971
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5150915
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5150725
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5150638
---
06.04.2018
არხი: I არხი
გადაცემა: რეალური სივრცე 19:00
2010 წლიდან “მინდელის მაღაროში” დასაქმებული 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რატომ ვერ ხერხდება მეშახტეების სიცოცხლის დაცვა, რატომ ბრალდება მათი დაღუპვვა, როგორც წესი სტიქიას ან უბედურ შემთხვევას? რა პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს და კომპანიას?" ტყიბული არის დღეს შიშის ქალაქი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5150901
---
06.04.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 19:00
სოლიდარობა ტყიბულს. თბილისსა და რეგიონებში აქციები დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5150838
რუსთავი 2 - კურიერი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5150796
---
06.04.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
შსს ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების დაკარგვის ფაქტს იძიებს. გავრცელებული ცნობით, კლინიკიდან 6 000-მდე ამპულა დაიკარგა. სავარაუდო ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ექთანია, რომელიც თავად იყო პასუხისმგებელი საწყობის უსაფრთხოებაზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5150932
მაესტრო- დღის მთავარი თემა 21:00
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5151012
რუსთავი 2 - კურიერი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5151008
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5150984
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5150812
---
06.04.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
სამუშაო ადგილზე მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო სახელმწიფოსგან ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 966 მოქალაქე იღებს, საიდანაც 77,4% იმერეთის რეგიონზე მოდის. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ მარტში მათთვის გადარიცხულმა თანხამ 124 ათას 98 ლარი შეადგინა. აქედან 92 ათას 483 ლარი მხოლოდ იმერეთის რეგიონში დასაქმებულებზე მოდის. მეორე ადგილზეა თბილისი 16 ათას 698 ლარით, მესამეზე კი - ქვემო ქართლი - 5 ათას 990 ლარით. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წელს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შემდეგ დანიშნულ სოციალურ დახმარებაში მილიონ 582 ათას 806 ლარი დაიხარჯა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5150712
---
06.04.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
ერთი მუშა დაშავდა ჭიათურის მაღაროში. შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მაღაროელმა დაზიანება ხელის არეში მიიღო. ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობას დღეს დაიწყებენ. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, რა გახდა მუშის დაზიანების მიზეზი და ხომ არ მომხდარა უსაფრთხოების ნორმების ან შრომითი უფლებების დარღვევ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5150511
რუსთავი 2 - კურიერი 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5149971
---
06.04.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ქუთაისში უსახლკაროდ დარჩენილი დედა-შვილი თავშესაფრის ძიებაშია. მანანა ლაგვილავა და მისი მოხუცი დედა, ჟენია ლაგვილავა ქუჩაში რძალმა გააგდო და გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბინა მოტყუებით წაართვა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5151034
---
06.04.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის, ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესს სახალხო დამცველი დააკვირდება. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებული საქმეების მოკვლევა პრობლემურია, რადგან გაჭიანურებულია მოკვლევასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები. სახალხო დამცველს ოფიციალური წერილით გუშინ, მაუწყებელმა მიმართა. კიდევ ერთი წერილი რეგულირების სააგენტოს გაეგზავნა, რომლისგანაც საპასუხო წერილი მივიღეთ. მასში ნათქვამია, რომ ზუკა ფაღავასთვის გაწეული საამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით სააგენტო შუამდგომლობით მიმართავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5150826
---
06.04.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
შრომის უსაფრთხოების შეახებ კანონი 3 თვეში ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც შრომის ინსპექტორს შეუძლია ობიექტი წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმოს. იზრდება ჯარიმების ოდენობაც და ის 50 000 ლარს აღწევს. დამსაქმებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული წესები და იზრუნოს დასაქმებულების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. კანონთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება აქვთ პროფკავშირებში. განსხვავებულია ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5149552
---
06.04.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 08:00
ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების კანონის გადახედვაზე საუბრობენ უმრავლესობის წევრები. დეპუტატები თვლიან, რომ საჭიროა აღსრულების მექანიზმი გამკაცრდეს. რაც შეეხება სამთო მომპოვებელ კომპანიაში სპეციალური მმართველების დანიშვნის შესახებ ინიციატივას „ქართული ოცნების“ ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ნაადრევად თვლის. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ მთავარი პრობლემა ქვეყანაში არა კანონი, არამედ მისი აღსრულებაა, რომლის შესახებაც პოლიტიკური ნება არ არსებობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5149444
---
06.04.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
2018 წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. ბოლო 3 თვეში სამშენებლო სექტორში დაიღუპა 8 ადამიანი. სამთო მოპოვებით სამუშაოებს ემსხვერპლა 7 ადამიანი. ბოლო უბედური შემთხვევა მოხდა 5 აპრილს ღამის 4 საათზე ტყიბულის მინდელის შახტში. ე.წ. სამთო დარტყმის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მაღაროელი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5149243
---
05.04.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: თავისუფალი სივრცე
რა მოხდა დღეს "მინდელის შახტაში", ტრაგედია, რომელმაც 6 ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოძიება უკვე დაიწყო და სავარაუდოდ მალე დადგინდება მიზეზები რის გამოც შახტა ჩაინგრა. გადაცემაში ტყიბულიდან ერთვება შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5149061
---
05.04.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
უშედეგოდ დახარჯული მილიონები - მთავრობის მიერ დაანონსებული პროექტების უმეტესობა სოფელ რუხში განუხორციელებელია. კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც მთავრობამ ბევრი ილაპარაკა, თუმცა ჯერ ვერ განხორციელდა, სოფელ რუხში მშენებარე სამედიცინო ცენტრია. მრავალფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. ადგილზე მშენებლებმა არ იციან ზუსტად როდის დასრულდება მშენებლობა. სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შენგელაია ამბობს, რომ საავადმყოფოს მშენებლობა სახელმწიფოს 41 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5149065
---
05.04.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
"ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედი გაურკვეველია. ის შეიძლება გაიყიდოს"- ამის შესახებ კლინიკის თერაპიული დეპარტამენტის უფროსმა ბენო ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დრომდე არაა შექმნილი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ახალი შენობისთვის ხარჯებს დაითვლის და ინვენტარსაც შეიძენს. ასევე არაა კადრები გადამზადებული. ჭელიძე ეჭვობს, რომ კერძო კომპანიისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს და ის აქციებსაც აანონსებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი რესპუბლიკური საავადმყოფოს განსხვისება არ განიხლება. დავით სერგეენკოს თქმით, რეგიონის მთავრობასთან ერთად ერთობლივ სტრატეგიას შეიმუშავებენ. კლინიკის ახალი შენობის მშენებლობა სავარაუდოდ ივნისში უნდა დასრულდეს. 5-სართულიანი შენიბაში მრავალ პროფილური საავადმყოფო მოეწყობა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5149048
---
06.04.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 19:00
სტატისტიკა საგანგაშოა 56 დაღუპული და 40 დაშავებული ბოლო 10 წლის განმავლობაში. მთავრობას სისტემური გამკაცრებისკენ მოუწოდებენ საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობოები და პრეზიდენტი. განცხადებას ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარეც. ნაციონალურ მოზრაობაში მიაჩნიათ რომ გახშირებული სიკვდილიანობა მაღაროებში ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალია. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ რომ პრობლემა მხოლოდ კანონის გამკაცრებით არ გადაიჭრება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5148928
---
06.04.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად
2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი. 2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 დაშავდა მძიმედ. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში გასული 15 თვის განმავლობაში გარდაიცვალა 11 ადამიანი, არცერთი ტრაგედია ბოლომდე არ არის გამოძიებული. უმეტეს შემთხვევაში დამნაშავეებად თავად გარდაცვლილები გამოცხადდნენ. ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში დღეს ჩამოშლილი გვირაბის შედეგად კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5148556
---
05.04.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 17:00
3 წლის მარიამ გეგუჩაძეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს . ბავშვს სასწრაფოდ ჭირდება ოპერაცია თურქეთში, რაც დაახლოებით 25 ათასი დოლარი ჯდება. ოჯახს საკმარისი თანხა არ აქვს და დახმარებას ითხოვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5148655
---
05.04.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
ჯანდაცვა ყველას - ესაა მთავარი სლოგანი წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან. გაეროს ინიციატივით, ყოველ წელს, 7 აპრილს, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საწუხაროდ, სამედიცინო მომსახურებების მიღება დღესაც ფინანსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. დაახლოებით, 3,5 მლრდ ადამიანს დღემდე არ აქვს წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე. პრობლემა მსოფლიოსა და საქართველოში დგას, თუმცა მედიცინა ისე, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც ვითარდება. ამის ერთერთი მაგალითია ოპერაცია ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე 5 წლის ბიჭს ჩაუტარდა. ურთულესი ოპერაციის შედეგად თავის ქალის მოცულობა 20 სმ-ით შემცირდა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5147792
---
ინტერნეტი
10.04.2018
გიორგი მარგველაშვილი - ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება დაცული იყოს
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მინდელის შახტში დაღუპული 6 მეშახტის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და შრომითი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც მარგველაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება დაცული იყოს. „მე უკვე რამდენჯერმე მომეცა შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა ჩემი ტკივილი ჩვენი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომლებთან ერთად ჩვენ დღეს ვგლოვობთ, ალბათ, ყველა გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ სიცოცხლის უფლება უფრო აქტიურად უნდა იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში. ამის თაობაზე პარლამენტში ჩემი გამოსვლების დროს არა ერთი მოწოდება გამიკეთებია, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ მეც ყველაფერი გავაკეთე. ამასთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს პროფკავშირებთან, სხვა ინტერეს ჯგუფებთან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. ასეთი კონსულტაციები მანამდეც იყო, პოზიცია და მოთხოვნები დაფიქსირებულია. ალბათ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი მეც და რა თქმა უნდა ყველაზე მეტად იმ სტრუქტურებს, რომლებსაც ზედამხედველობა ამ პროცესებზე ევალებათ, ეს არ არის მარტო შახტთან მიმართებაში, ეს არის ფაქტიურად ათობით ადამიანი, რომელიც სამუშაო ადგილას იღუპება, ჩვენ ყველას ბევრად მეტი გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
---
09.04.2018
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/mdumare-aktsia-tqibulshi
მდუმარე აქცია ტყიბულში
1ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს, დაღუპული მეშახტეებს ხსოვნის პატივსაცემად ქალაქის ცენტრში მდუმარე აქცია გაიმართა. აქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა, მეშახტეები, რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები. "ორშაბათს, 9 აპრილს, 20:00 საათზე, მთელი ქალაქი თეატრის წინ იკრიბება რათა ბოლო ღამე გავუთიოთ ჩვენს დაღუპულ ბიჭებს", _ ამის შესახებ, საზოგადოებას ტყიბულის სამთო-მომპოვებელი კომბინატების თანამშრომლებმა სოციალური ქსელების საშუალებით შეატყობინეს. ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა. მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად დაუღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ტრაგედიისას დაღუპულ მეშახტეებს ხვალ დაკრძალავენ.
---
09.04.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=141471&lang_id=ge
ონკოლოგიური დაავადებები - ძვირადღირებული ჯანდაცვის ტვირთი
2014 წლის მონაცემებით, საქართველოში გარდაცვალების 94% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით. საერთო სიკვდილიანობის ყველაზე დიდი – 69 % მოდის გულსისხლძარღვთა დაავადებებზე. ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა კი – 14%-ია. ონკოლოგიური დაავადებები, როგორც ცნობილია, მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემად არ ითვლება, ვინაიდან ისინი გავლენას ახდენენ არა მხოლოდ დაავადებული პირის ჯანმრთელობაზე, არამედ მისი და მისი ოჯახის სოციალურ, ეკონომიკურ და მენტალურ მდგომარეობაზეც: ექიმები ხშირად საუბრობენ იმ შიშსა და შფოთვაზე, რაც თან ახლავს დაავადებებისათვის საჭირო ასტრონომიული თანხების გაგებას პაციენტის ოჯახის წევრებში. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ კიბოთი დაავადების დაახლოებით 70% ისედაც დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ვითარდება. ამ ქვეყნებში უფრო ხშირია ავადმყოფობის გვიანი გამოაშკარავება, არ არის ხელმისაწვდომი ადრეული დიაგნოზირება და საბოლოო ჯამში, ჯანდაცვისათვის ჯიბიდან გაწეული ხარჯებიც უფრო მძიმედ აწვებათ პაციენტებსა და მათ ახლობლებს, რადგან ეს ხარჯები მათი შემოსავლის უფრო დიდ პროცენტულ წილს წარმოადგენს და შესაბამისად, უფრო დიდია მათი მნიშვნელობა. კიბოს ეკონომიკურ შედეგებზე მიუთითებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. მსოფლიო მასშტაბით, 2010 წლისათვის ონკოლოგიური დაავადებების წლიური საერთო ხარჯი დაახლოებით 1.16 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. საქართველოში კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებით შემდეგ პრობლემებზე საუბრობენ: თანხების ხელმისაწვდომობა, კლინიკების აღჭურვილობა, ექიმების კვალიფიკაცია და სერვისების არ არსებობა, რის გამოც ონკოლოგიური პაციენტები ხშირად ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ მიჰყავთ. საქართველოში არსებული კლინიკები ონკოლოგიურ დაავადებებს ჯეროვნად ვერ უმკლავდებიან, რიგ შემთხვევაში, სერვისები ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის, ხოლო სერვისების არსებობის შემთხვევაშიც კი, მათ მიმართ არ არსებობს მაღალი ნდობა, რის გამოც პაციენტთა დიდი ნაწილი მკურნლობისათვის საზღვარგარეთის კლინიკებს მიმართავს. ბოლო წლების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ დიაგნოზების რაოდენობა, რომელთა მკურნალობაც საზღვარგარეთ გახდა აუცილებელი, 200-ს აღწევს. ის, თუ მთლიანობაში რა თანხა იხარჯება საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის, მარტივი დასადგენი არ არის, ვინაიდან მთლიანი ხარჯი ასევე მოიცავს როგორც სახელმწიფო და საქველმოქმედო ორგანიზაციების, ისე ჯიბიდან გადახდილ თანხებს, ეს ყველაფერი კი მთლიანობაში რთული დასათვლელია. მინისტრ სერგეენკოს განცხადებით, მაგალითად 2014 წელს, ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური პროგრამების დასაფარად წელიწადში 120 მლნ ლარს ხარჯავდა, ხოლო 18,5 მლნ ლარი დამატებითი მკურნალობისთვის იყო გამოყოფილი. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, სახელმწიფო უწყებებიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისათვის, თანხები გამოყოფილია თბილისის მერიასა და გამგეობებისაგან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური პროგრამებიდან. რამდენი იხარჯება საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ: 1. მაგალითად, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს ონკოლოგიის მიმართულებით სამი მიზნობრივი და ასევე, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დაფინანსების პროგრამა აქვს. მერია ონკოლოგიური (და სხვა) პრობლემების მქონე პაციენტთა სამედიცინო საჭიროებებს აფინანსებს როგორც საქართველოს ფარგლებში ისე საზღვარგარეთის კლინიკებში. ამისათვის საჭიროა, რომ პაციენტმა წარმოადგინოს შესაბამისიკომპეტენციის მქონე ორგანოს/პირის (შესაბამისი პროფილის ექიმი/ კონსილიუმი) დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სერვისის მიღება შეუძლებელიასაქართველოში იმ შემთხვევაში, თუ სერვისი საქართველოში არ არსებობს. ან ცნობა იმის თაობაზე, რომ პაციენტისთვის აღნიშნული სამედიცინო მომსახურების მიღებარეკომენდებულია საზღვარგარეთ...
---
09.04.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/390810
“ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა უნდა იყო სათანადოდ დაცული შრომითი საქმიანობის განხორციელებისას”
“ჩვენ დავაინიცირეთ ახალი პროცესი, რომელიც გულისხმობს სწორედ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას საქართველოში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, პარლამენტი ნებისმიერი განხილვისა და დისკუსიისთვის მზადაა. „ჩვენ დავაინიცირეთ ახალი პროცესი, რომელიც გულისხმობს სწორედ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას საქართველოში. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და პარლამენტის როლი ამ მიმართულებით იქნება წამყვანი. რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული ინტერესები. ჩვენი ამოცანა და მიზანია ინტერესების სათანადოდ დაბალანსება და რაც მთავარია, ჩვენი ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა უნდა იყო სათანადოდ დაცული შრომითი საქმიანობის განხორციელებისას”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
---
09.04.2018
დემოგრაფიული პრობლემა ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება - ილია მეორე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს
საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასა და დემოგრაფიულ პრობლემებზე ისაუბრა ილია მეორემ თავის სააღდგომო ეპისტოლეში. ,,ჩვენთან დიდია უმუშევართა, სოციალურად დაუცველთა და უცხოეთში სამუშაოდ წასულთა რიცხვი; იცლება სოფლები და რაიონები; დამაფიქრებელია ხალხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რასაც ხშირ შემთხვევაში სტრესული მდგომარეობა და მდარე პროდუქტებით კვება იწვევს. შემოტევაა ეკლესიაზე და მრავალწლიანი მცდელობა, შეურყიონ ხალხს მისდამი სიყვარული. მავანნი შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, რელიგიურ გრძნობებს და განუკითხაობით ხარობენ. ყურადღება მინდა, შევაჩერო დემოგრაფიულ საკითხზე. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოკლე დროში ნავარაუდევია მოსახლეობის 28% -ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ჩვენი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება. ამ საგანგაშო მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც გამოსწორებისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. უნდა შევნიშნოთ, რომ როდესაც ჩვენს ხალხზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავს, და ზოგ შემთხვევაში, უარეს მდგომარეობაში მყოფი, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები. ვგულისმობ, მაგალითად, აფხაზებს, უდინებს, ქისტებს, ჩერქეზებს, ოსებს, ასირიელებს, ლეკებს, ეზიდებს და სხვათ. კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე ამ ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ და გაუწიოს მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება, რაც უნდა მატულობდეს შვილთა რაოდენობის ზრდის მიხედვით. ოჯახებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და მადლიერია მათი თავდადებისა. ხოლო როდესაც საქართველო ეკონომიურად გაძლიერდება, შეღავათები უნდა გავრცელდეს საერთოდ ყველა მრავალშვილიანზე. ზემოთქმულზე, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში მომუშავეთ, მასმედიასა და ეკლესიას, განსაკუთრებით კი, - კანონმდებელთ“ - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.
---
08.04.2018
EMC: საქნახშირის საწარმოში ღირსების შემლახავი პირობებია და ირღვევა დასაქმებულების უფლებები
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ტყიბულის შახტებში ჩატარებული ინსპექტირების ანგარიშების მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქნახშირის საწარმოში ღირსების შემლახავი პირობებია და ირღვევა დასაქმებულების უფლებები. ორგანიზაციის მიმოხილვა შახტებში 2016 და 2017 წლის შემოწმების ანგარიშებს ემყარება. საფრთხის შემცველი სამუშაო გარემოს არსებობა ტყიბულის შახტებში საწარმოს სხვა უბნებთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში, თუმცა შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს გამართული მოწყობის/ფუნქციონირების პრობლემაა საწარმოს ყველა უბანზე. 2017 წელს ძიძიგურის და მინდელის სახელობის შახტები გამოვლენილი მძიმე დარღვევები: ვაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრები; გალში (ადამიანების ასაწევი და ჩასაყვანი მოწყობილობა) არ არსებობს სამანქანო განყოფილებასთან კავშირის საშუალებები; შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს; ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის ადგილები არ არის შემოღობილი და დაცული სასკიპე ჭაურის სამანქანო კამერაში; შახტაში მოძრავ ზოგიერთ ელმავალს არ გააჩნია მემანქანისათვის განკუთვნილი სკამი, ხოლო სამგზავრო ვაგონები არ არის მოწყობილი სტანდარტის შესაბამისად; ქვესადგურში დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი დიალექტრიკული საშუალებებით (ჩაფხუტი, ბოტი, ხელთათმანი, ხალიჩა); 400 ნიშნულის დამხმარე ჭაურის ლიფტის კარები და ბაქანი მოსაწესრიგებელია, რათა გამოირიცხოს ადამიანების ვარდნის საფრთხე; შახტაში არსებული მაღალი ძაბვის ქვესადგური დაუცველია გარეშე პირთა შეღწევისგან, არ არის განათება ერთ მხარეს არსებული კარი ღიაა, ხოლო მეორე მხარე კარის გარეშეა. შახტაში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი; მინდელის შახტაში 300 ნიშნულის აღმოსავლეთ საველე შტრეკში სავენტილაციო მილი და ელექტრო კაბელები ერთ მხარეს არის განთავსებული; ჩამყრელ ბუნკერებთან დასაქმებულებს, არ აქვთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათვალე და რესპირატორი); კვეშლაგში გვირაბის სიღრმიდან გამომდინარე დასაქმებულებს უწევთ მოუხერხებელ პოზაში გადაადგილება/მუშაობა; სამანქანო არსებული ელექტრო ფარი არ არის შეფუთული/დაკეტილი დადგენილი წესით; გადამყირავებელ უბნებზე არ არის დამონტაჟებული ასპირაციული სისტემები და სხვა. 2016 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროს კი მინდელის შახტაში დამატებით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დასაქმებულებს არ აქვთ შესაბამისი წყალმომარაგება და სანიტარული პირობები, არ არიან უზრუნველყოფილი სპეციალური ტანსაცმლით და არ გააჩნიათ სააფთიაქო ყუთი; შახტაში, სამუშაო ადგილის/უბნის მიმდებარედ დამაკავშირებელი გვირაბი (50 მ2 ტერიტორია) გადავსებულია ფეკალიებით, რაც ნაწლავური ინფექციების აღმოცენების და გავრცელების რეალური საფრთხეს შეიცავს; სამუშაო ადგილზე არ არის პერსონალის შესვენებისათვის აუცილებელი ფართი. ამის ნაცვლად, დასაქმებულებს მოწყობილი აქვთ დროებითი მოსასვენებელი ადგილი მუყაოს ნაჭრებით; გადასაადგილებელი ვაგონები მოსაწესრიგებელია, სარელსე მეურნეობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს; არ ფუნქციონირებს მუშათა ჩასხდომის სასიგნალო სისტემა; პერსონალი შეხებაშია სხვადასხვა მჟავებთან; ტერიტორია გადატვირთულია უყურადღებოდ დატოვებული მანქანა დანადგარებისათვის განკუთვნილი ზეთის ავზებით; შახტის შესასვლელი ტერიტორია გადატვირთულია სხვადასხვა წარმოშობის ლითონის გადანაყრებით. მოსაწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა. 5 აპრილს ტყიბულის შახტში კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მიზეზებს ექსპერტები ამ დრომდე სწავლობენ.
---
08.04.2018
მედიასაშუალება: http://www.for.ge/view.php?for_id=52749&cat=3
„კატასტროფაა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით“
ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 6 აპრილს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღაროს ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე მაღაროში მყოფმა სამთო ოსტატმა და სამთო მუშებმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. მიმდინარეობს გამოძიება. პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ტყიბულის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში პროფკავშირების ჩართვას ითხოვს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისიაში პროფკავშირებს არ ჩართავენ, ყველას ეცოდინება, რომ „კვლავ რაღაცის დამალვას ცდილობენ“. „კატასტროფაა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით. ზოგადად კანონმდებლობას ჯერჯერობით ვმიჯნავთ იმ უბედურებისგან, რაც ტყიბულს და მთლიანად საქართველოს დაატყდა თავს, სანამ რეალობა არ გვეცოდინება, რისგან მოხდა ამ მასის ჩამოწოლა, როგორ წარმოიქმნა ჰაერის ტალღა“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. სახალხო დამცველი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების გაჭიანურებისა და გამოძიების ფარგლებში შედეგის დადგომის პრობლემა იკვეთება. ომბუდსმენის განცხადებაში საუბარია 2015 - 2017 წლების სტატისტიკაზეც, რომელიც სწორედ ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა. „მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, საწარმოო პროცესის უსაფრთხოების წესები მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში მიღებულ ნორმებში მოიპოვება, ამასთან, უსაფრთხოების წესები გაბნეულია სხვადასხვა საწარმოო პროცესის მარეგულირებელ სპეციალურ აქტებში“, - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მიღებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენოს სანქციები. კანონით გათვალისწინებული სანქციები 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე თვლის, რომ ტყიბულში მომხდარი ტრაგედია შედეგია იმისა, რომ ხელისუფლებამ მანამდე მომხდარი უბედური შემთხვევებიდან სწორი დასკვნები ვერ გამოიტანა. გოცირიძე მიიჩნევს, რომ კანონის გამკაცრება საკმარისი არ არის. „გაამკაცრეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა - ვინმეს გსმენიათ ამ სამსახურის შესახებ რაიმე?! აიკრძალა ურეცეპტოდ წამლების გაყიდვა - რა მივიღეთ შედეგად?! გაძვირებული ფასები და კვლავ განუკითხაობა ამ სფეროში. ასეთივე მდგომარეობაა შრომის უსაფრთხოების კუთხით... კანონებს გამკაცრება კი არ უნდა, არამედ აღსრულება! ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, ცოდნა და სისტემის აწყობის უნარი“,- მიიჩნევს გოცირიძე. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ზურაბ გელენიძე აცხადებს, რომ აუცილებლად დადგება ადამიანის ან ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ამგვარი გამოიკვეთება. გელენიძის თქმით, მისი კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ სიმართლე დადგინდება. გელენიძის განმარტებით, პირველადი დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების გამო არ მომხდარა, არამედ ადგილი აქვს სამთო დარტყმას და კონკრეტულად ამ შემთხვევაში, უსაფრხოების ნორმების დარღვევას სრულად გამორიცხავს. „მერწმუნეთ, რომ იქ სათანადოდ ბიგები რომ არ ყოფილიყო დამონტაჟებული და რომ არ ყოფილიყო სათანადო გამაგრება, გაცილებით მძიმე შედეგთან გვექნებოდა საქმე“, - განაცხადა გელენიძემ. მისივე თქმით, ის ადგილი კომპანიისთვის დაკონსერვდება და მათ იქ ხელმისაწვდომობა არ ექნებათ. „ამაზე ჩვენ თვითონ ვთქვით უარი. საგამოძიებო პროცესებში მონაწილეობისთვის სრული თავისუფლება მივეცით ყველას, მათ შორის, პროფკავშირებს. ჩვენ როგორც დამსაქმებელს, ძალიან მძიმე ჯვარი გვაქვს სატარებელი, ვინაიდან გვყავს ის ოჯახები და დაზარალებულები საპატრონო, რომლებიც ძალიან მძიმე დღეში არიან და პირველ რიგში მათ უნდა შევუმსუბუქოთ ყველანაირად ტკივილი“, - განაცხადა გელენიძემ.
---
07.04.2018
დავით სერგეენკო:
2013 წელს თუ არ ჩავთვლით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით თანაბარია და თვეში პლუს-მინუს 5 ათასით იცვლება ხოლმე
ვერდიქტი: დავით სერგეენკოს განცხადება არის მეტწილად მცდარი.
რეზიუმე: საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სხვადასხვა მიზეზის გამო მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ისე კლებისკენ. 2014-2017 წლების ყოველთვიური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის, ასევე ოჯახების რაოდენობა მნიშვნელოვნად იცვლება. ხშირად, წინა თვესთან შედარებით, დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდის ან კლების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვი.2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის მარტის ჩათვლით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ყოველთვიური ცვლილება ჯანდაცვის მინისტრის მიერ დასახელებულ რიცხვს არ აღემატება. თუმცა, მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2013 წლის შემდეგ პერიოდზე საუბრობს. ანალიზი- საინფორმაციო სააგენტო BM.GE-მ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 2018 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა 8 294-ით გაზირადა. BM.GE-სთან საუბარში დავით სერგეენკომ განმარტა: „თუ არ მივიღებთ მხედველობაში დიდ მერყეობებს, რომელიც 2013 წლის დასაწყისში იყო, შემწეობის მიმღებების რაოდენობა დაახლოებით თანაბარია და თვეში, დაახლოებით, პლუს-მინუს 5 ათასით იცვლება ხოლმე. ეს ცვლილება ჯამში არ ნიშნავს იმას, რომ ტენდენცია არის გამოკვეთილი. ჩვენ უნდა შევხედოთ მაჩვენებლებს თვეების მიხედვით, და მე ვფიქრობ, ეს იქნება იგივე ფლუქტუაციის, პლუს-მინუს 5 ათასის ფარგლებში”. 2018 წლის თებერვალში, წინა წლის თებერვალთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს, რომ ზრდის ტენდენცია გამოკვეთილია. ამ კონტექსტში დავით სერგეენკოს არგუმენტი სწორია. ყოველთვიურ სტატისტიკას (წინა თვეებთან შედარებით) თუ შევხედავთ, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ბოლო პერიოდში არათუ იზრდება, არამედ, პირიქით, მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის სექტემბრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება დაიწყო და 2018 წლის ბოლო (მარტის) მონაცემებით, ჯამში 8 240 ადამინით შემცირდა. ამ პერიოდში (2017 წლის სექტემბრიდან დღემდე) დახმარების მიმღებთა რაოდენობის მცირედით ზრდა მხოლოდ 2018 წლის იანვარში დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ყოველთვიური ცვლილების მაჩვენებელი ჯანდაცვის მინისტრის მიერ დასახელებულ რიცხვს არ აღემატება. თუმცა, მინისტრი ცალსახად გრძელვადიან პერიოდზე საუბრობს, ის ხაზგასმით აღნიშანავს, რომ 2013 წლის დაფიქსირეულ მერყეობას თუ არ ჩავთვლით, დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის თანაბარია და ყოველთვიური ცვლილების მაჩვენებელი პლუს-მინუს 5 ათასია. ფაქტ-მეტრმა 2014-2017 წლების ყოველთვიური სტატისტიკა გააანალიზა. 2018 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 821-ით გაიზარდა. თებერვალში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 2 785-ით შემცირდა, ასევე შემცირდა მარტში – 743 ადამიანით. 2016-2017 წლების ყოველთვიურ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, არის პერიოდები, როდესაც ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ცვლილება ფიქსირდება. 2016 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ოქტომბრის ჩათვლით ყოველთვიურად იზრდებოდა და ზრდის საკმაოდ მაღლი მაჩვენებლებიც დაფიქსირდა. მაგალითად, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 14 718 ადამიანით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით დახმარების მიმღები ადამიანების რაოდენობა გაიზარდა: მარტში 13 951-ით, აპრილიში 10 629-ით, მაისში 10 637-ით, ივნისში 12 351-ით. 2016 წლის ნოემბრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ყოველთვიური შემცირება დაიწყო, რაც 2017 წლის მაისამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში დაფიქსირებული შემცირების მაჩვენებლები ასევე მნიშვნელოვნად აღემატება ჯანდაცვის მინისტრის მიერ დასახელებულ მაჩვენებელს. მაგალითად, 2016 წლის დეკემბერში დახმარების მიმღებთა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 7 ათასზე მეტით შემცირდა. 2017 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 6 811-ით, თებერვალში 23 718-ით, მარტში 9 547-ით შემცირდა. 2017 წლის მაისში კი ფულადი დახმარების მიმღებთა რაოდენობა 12 573-ით გაიზარდა, ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ივნის-ივლისშიც. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ცვლილების მაღალი მაჩვენებლები 2015 წელსაც დაფიქსირდა. მაგალითად, 2015 წლის ივნისში დახმარების მიმღებთა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 26 648 ადამიანით, ხოლო ივლისში 60 518 ადამიანით შემცირდა. თუმცა, 2015 წელს დახმარების მიმღებთა მკვეთრად შემცირება და შემდგომ მკვეთრი ზრდა მეთოდოლოგიის ცვლილებას უკავშირდება. 2014 წლის ყოველთვიურ მონაცემებს თუ გავაანალიზებთ, აქაც აღმოვაჩენთ დახმარების მიმღებთა რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებას. მაგალითად, 2014 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა სია 20 844 ადამიანით შემცირდა. ყოველთვიური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ნამდვილად არ არის თანაბარი და ხშირად რაოდენობის ცვლილებების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ჯანდაცვის მინისტრის მიერ დასახელებული პლუს-მინუს 5 ათასი. ჩვენ ასევე გავაანალიზეთ ყოველწლიური მონაცემები და წლის ბოლოს, დეკემბერში არსებულ მაჩვენებლები ერთმანეთს შევადარეთ. როგორც გრაფიკ 2-ზეა ნაჩვენები, 2014-2017 წლებში დახმარების მიმღები ოჯახების და მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად იცვლებოდა. გრაფიკი 2: 2014-2018 წლებში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის და ოჯახების რაოდენობა (წლის ბოლო მონაცემებით) საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ და მას აქვს თავისი ობიექტური მიზეზებიც. საარსებო შემწეობის მკვეთრ ცვლილებას იწვევს მეთოდოლოგიის ცვლილებაც. შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა ხშირად წინასაარჩევნო პერიოდსაც უკავშირდება. თუმცა, ფაქტია, რომ სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა არ არის თანაბარი და საკმაოდ დიდი მერყეობებით ხასიათდება.
---
07.04.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/266081/
ტყიბულისადი სოლიდარობის აქციაზე დაკავებულების პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო
დღეს, 7 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია N115-ის ხუთი წევრის პროცესი გაიმართა, რომლებიც გუშინ ტყიბულისადმი სოლიდარობის აქციაზე დააკავეს პოლიციელებმა. მოსამართლემ ხუთივე დაკავებული გაათავისუფლა და განხილვა 21 აპრილამდე გადაიდო. კონსტანტინე გურულის, გიორგი სოფრომაძის, ცოტნე ცხვედიანის, ვლადიმერ ჩაჩუას და კახა ავალიშვილის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი იცავს. დაცვის მხარემ საქმის მასალებისა გასაცნობად სასამართლო პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. აუდიტორია N115-ის წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოში. 07.04.2018. ფოტო: ირაკლი კუპრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციის 5 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. იხილეთ აქტივისტების მიერ გზის გადაკეტვის, პოლიციასთან დაპირისპირებისა და დაკავებების სრული ჩანაწერი სოლიდარობა ტყიბულს – საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში სოლიდარობა ტყიბულს! ამგვარი უსამართლობა აღარ უნდა განმეორდეს! – აქტივისტების დაკავებამდე, ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტისაკენ საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. სტუდენტური მოძრაობები, საზოგადოებრივი ჯგუფები და უფლებადამცველები სამძიმარს უცხადებენ დაღუპული მეშახტეების ოჯახებს. აქციაზე მათ მიტანილი ჰქონდათ ყვავილები და ტრასპარანტი, რომელზეც დაღუპული მეშახტეების სახელები ეწერა. ხუთი აქტივისტის დაკავების შემდეგ აქცია კიდევ ერთი საათით გაგრძელდა. პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს და ყვავილები დაალაგეს დაღუპული მეშახტეების პატივსაცემად. რას ამბობენ აქტივისტები ტყიბულის ტრაგედიაზე აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ტყიბულში მეშახტები ყოველდღე სასიკვდილო ომში მიდიან და არ იციან, დაბრუნდებიან თუ არა შინ სამუშაო ადგილებიდან. “ამასობაში შპს “ჯი აი ჯი”-ს კომპანია და საქართველოს მთავრობა მუშებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ღირსებას სწირავენ საწარმოს საქმიანობას, ამუშავებენ უკიდურესად მძიმე პირობებში: არაა დაცული უსაფრთხოების ბაზისური გარანტიები, ხელფასები კი ძალიან დაბალია. ტყიბულში მცხოვრები ადამიანებისთვის და ოჯახებისთვის ქვანახშირის მაღარო შემოსავლის ერთადაერთი წყაროა და ისინი იძულებული არიან გარისკონ საკუთარი თავი ექსპლოატაციისთვის, სიცოცხლის და დასახიჩრების რისკებისთვის, – ნათქვამია დღევანდელი აქციის ორგანიზატორების განცხადებაში. აქტივისტების თქმით, 4 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კომპანიის ადმინისტრაცია ცდილობს, მომხდარი ტრაგედია დააბრალოს ე.წ. მიწის ქანების მოძრაობას და ის უბედურ შემთხვევად შეაფასოს: “თუმცა მიწის ქანების გადაადგილების ფაქტი სპეცაიალისტების მხრიდან არ ფიქსირდება. ამასთან, ამ მსჯელობაში უგულებელყოფილია ბუნების დაზიანების ფაქტორი, რომელიც შეიძლება იყოს არსებითი მიზეზი მსგავსი შემთხვევების. ადმინისტრაციას სურს მომხდარი ტრაგედია არ დაუკავშიროს შრომის პოლიტიკისა და ინდუსტრიულ ზონებში სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემას და გადაფაროს საკუთარი პასუხიმგებლობა და დაასუსტოს პოლიტიკური წინააღმდეგობა.” მათი განცხადებით, მშრომელი ადამიანები დღეს საქართველოში განწირულები არიან სიღარიბისთვის, ექსპლოატაციისთვის, დაზიანებისა და გარდაცვალებისთვის. “მთავრობის ეკონომიკური ბლოკი ეწინააღმდეგება პროგრესულ პოლიტიკას, რაც მოემსახურება საქართველოში მცხოვრები ადამიანების და განსაკუთრებით მშრომელი ადამიანების კეთიდლდღეობასა და სოციალურ სამართლიანობას. ეკონომიკური პოლიტიკა არსებითად გათვლილია ინვესტიციებზე, საიდანაც მიღებული დოვლათი ხმარდება მცირე ეკონომიკურ ელიტებს და არა ადგილობრივ მოსახლეობას,” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. დღევანდელი აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირ ბლოკავს და შემდეგ აჭიანურებს ქვეყანაში უსაფრთხო და ღირსეული შრომითი პოლიტიკის შემუშავებას. აქტივისტები მომხდარ ტრაგედიაზე სრულ პოლიტიკური პასუხისმგებლობას მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს და პირველ ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს აკისრებენ. მოთხოვნები საპროტესტო აქციის მონაწილეები დიმიტრი ქუმსიშვილის დაკავებული პოლიტიკური თანამდებობიდან გადადგომასა მოითხოვენ. ისინი მთავრობის ეკონომიკის გუნდს მოყწოდებენ, არსებითად გადახედოს მის ეკონომიკურ პოლიტიკას: “ის უნდა ემსახურებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობას და სოციალურ სამართლიანობას და არა კონკრეტული ბიზნეს-ელიტების ინტერესებს.” აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ შეიმუშაოს ტყიბულის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ალტერნატიული გეგმა, რაც გულისხმობს ტყიბულის ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებას, რაც უზრუვნელყოფს მოსახლეობის ნაკლებად დამოკიდებულებას ქვანახშირის წარმოების სისტემაზე. ტყიბულისადმი სოლიდარობის აქცია ქუთაისშიც გაიმართა. საქართველო 6 მეშახტეს გლოვობს პავლე გამეზარდაშვილი, 25 წლის – ახალგაზრდა მეშახტე საქნახშირის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მამამისი, გურამ გამეზარდაშვილიც 2010 წელს მძიმედ დაშავდა შახტში; მას ახლა მხოლოდ ყავარჯნებით შეუძლია გადაადგილება. 17 წლის პავლე, საკუთარი ინიციატივით, სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ გამოვიდა სკოლიდან და შახტში დაიწყო მუშაობდა იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. პავლეს ორი ძმა ჰყავდა, რომლებიც ასევე მეშახტეები არიან. გოგი რაფავა, 60 წლის – მინდელის შახტში 2006 წლიდან მუშაობდა. ბესიკ რაფავა, თავის დისშვილთან, ირაკლისთან ერთად იყო შახტში. მას დედა, ცოლი, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი დარჩა. რაფავები წუხდნენ, რომ ქელეხისთვის დარბაზის შოვნა უჭირთ, რადგან ტყიბულში დიდი დარბაზები ყველა დაკავებულია – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მინდელის სახელობის შახტში 6 მუშა ერთდროულად დაიღუპა. ელგუჯა ბოჭორიშვილი, 53 წლის – მის ცხედარს ოჯახი სოფელ მუხურში ელოდება. ელგუჯა ბოჭორიშვილს ორი შვილი ჰყავდა და შვილიშვილის დაბადებას ელოდებოდა. მეზობელმა გვითხრა, რომ ელგუჯას სახლი ტყიბულშიც აქვს, შახტის სიახლოვეს, თუმცა ოჯახი მის სოფელში აპირებს მიცვალებულის დაკრძალვას. მეზობლის, ზურაბ ბუაძის თქმით, შვიდი წელია ელგუჯას იცნობს და იმ პერიოდიდანვე შახტში მუშაობდა. მირზა ქურციკიძე, 46 წლის – მას სამი შვილი დარჩა; უფროსი შვილი, 21 წლის, შახტში მუშაობს, მეორე შვილი – 12 წლისაა, მესამე ჯერ 1,2 წლისაც არ გამხდარა. მირზას მამა, ჟილინა ქურციკიძე ასევე მინდელის შახტში მუშაობდა. ის ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვის შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა. გიორგი ბოჭორიშვილი, 28 წლის – დაახლოებით 10 წელი მუშაობდა შახტში. გიორგი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. მას ცოლი და სამი პატარა შვილი დარჩა. ბესიკ გურგენიძე, 50 წლის – ის წლების განმავლობაში მუშაობდა მინდელის შახტში. ოჯახს მისი გარდაცვალების შესახებ დილით შეატყობინეს. რა მოხდა მინდელის შახტში 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. საქნახშირი აცხადებს, რომ მინდელის შახტში დაღუპულების ოჯახებს 20-20 ათას ლარამდე კომპენსაცია გადაეცემათ. შსს-მ გამოძიება, ტრადიციულად, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხელისუფლების ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ შრომითი კანონმდებლობა დასახვეწია. მანამდე: 2017 წლის 9 მაისს მინდელის სახელობის შახტში 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან 4 ემსხვერპლა ლიფტის ჩავარდნას. ამავე დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დაღუპული მეშახტეების ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ხმაურიან აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო დააკავა. 2018 წლის გასულ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო და სამუშაო ადგილებზე 18 დაიღუპა, ხოლო 12 მძიმედ დაშავდა. 2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი. 2010 წლიდან დღემდე მინდელის სახელობის შახტში 25-მდე ადამიანი დაიღუპა ვინ მართავს მინდელის შახტს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი). 2017 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან სწორედ დავით ბეჟუაშვილის სახლთანაც მივიდნენ მინდელის შახტში არსებული შრომითი მდგომარეობის გასაპროტესტებლად. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს არაღმასრულებელი დირექტორია- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში -ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.
---
07.04.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=141467&lang_id=ge
ბოლო 12 წელიწადში სამუშაო ადგილებზე 1200 ადამიანი დაიღუპა
შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო ქვეყანაში ადამიანები გამუდმებით იღუპებიან, დამსაქმებლის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი კი არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა. მარტო ბოლო ორთვენახევარში 19 ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას: 8 მშენებლობებზე, 1 - მეტალურგიაში და დანარჩენი – შახტებში მუშაობის დროს. 2006 წლიდან დღემდე კი სამუშაო ადგილებზე 1200-მდე ადამიანია გარდაცვლილი. მინდელის შახტში სულ ახლახან მომხდარი ტრაგედიის მიზეზად "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი სამთო დარტყმას მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი პრევენცია შეუძლებელია, თუმცა მისი აცილება შესაძლებელი იყო თუ არა, პასუხს გამოძიება გასცემს. ხალხი ელოდება, რომ პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან. ასეთი მოლოდინი იყო 2017 წლის 9 მაისს, როცა ტყიბულის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა. მეშახტეები დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდნენ და ადგილზე გარდაიცვალნენ. უბედური შემთხვევის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შრომის ინსპექცია შექმნილია და შესაძლოა, გასააქტიურებელი იყოს. "ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი", - თქვა მაშინ პრემიერმა. "გამოძიების ფარგლებში რაც გაკეთდება, იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ცხადია, დაისჯება ყველა ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება", - აცხადებს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია. ერთი შეხედვით პრინციპული განცხადებების მიუხედავად, ტრაგედიასთან დაკავშირებით არავინ დასჯილა. გაერთიანებულ პროფკავშირებში ადასტურებენ, რომ დამსაქმებლების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი არცერთ შემთხვევაში არ დასმულა. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში საქმე (ისიც ძალიან მცირე ნაწილი) მიდის სასამართლომდე და ეს პროცესი მთავრდება მხოლოდ დაღუპულის ოჯახის მიმართ კომპენსაციის დაწესების ვალდებულებებით. ამ დროს პრობლემაა აბსოლუტურად ყველგან, მაღაროებში თუ სხვადასხვა ტიპის მშენებლობებზე, სადაც ადამიანები ხშირად დამსაქმებელთა დაუდევრობით იღუპებიან. პროფკავშირების ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას 1200-მდე ადამიანია გარდაცვლილი, ბოლო ორთვენახევარში კი 19 ადამიანი დაიღუპა. აქედან 8 მშენებლობებზე, 1 – მეტალურგიაში, დანარჩენი კი შახტებში მუშაობის დროს. "შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი პარლამეტში მიღებულია და აგვისტოში ამოქმედდება. მანამდე რეალურად არაფერი შეიცვლება. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებელი პირი მკაცრად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ასეთი ჯერ არც ერთი ფაქტი არ ყოფილა. შრომის ინსპექციამ უნდა მოახდინოს პრევენცია, რათა მსგავსი შემთხვევები გამოირიცხოს. მშრომელი ხალხი გვეღუპება და ამ პროცესს ვერაფერს ვუპირისპირებთ. რისკი არის დიდი და თუ გვინდა, არ მოხდეს მსგავსი ფაქტი, რეგულაცია უნდა გამკაცრდეს. დამსაქმებლის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს, მაგრამ ეს არ არის პრევენცია, რადგან შედეგი მხოლოდ შრომის ინსპექციის გამართულ მუშაობას შეიძლება მოჰყვეს. როგორც წესი, მსგავსი ტიპის შემთხვევების მხოლოდ ნაწილი მიდის სასამართლომდე და ეს პროცესიც წლობით იწელება. უკეთეს შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა ხდება გარდაცვლილი მუშების ოჯახებზე და ამის იქით არაფერი იცვლება. ამჯერად მაინც უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი და დამნაშავე დაისაჯოს. მანამდე 4 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ არც მაშინ დამდგარა ხელმძღვანელი პირების გასუხისმგებლობა. ახლა მაინც უნდა მოხდეს გარკვეული ზომების მიღება, რათა დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოება მაღალ დონეზე იქნეს დაცული. ამას ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ", - განუცხადა "რეზონანსს" გიორგაძემ. იურისტები იმედოვნებენ, რომ საქმის საფუძვლიანი შესწავლა მოხდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, რაც ტრაგედიის მიმართ არსებობს. სამართლის სფეროს სპეციალისტ აკაკი ჩარგეიშვილის თქმით, უნდა დადგინდეს, რამდენად იყო სამთო დარტყმის პრევენცია შესაძლებელი. "ქართველ მეშახტეებს გაუგონარ პირობებში უწევთ მუშაობა (მათ შორის მიწის ქვეშ). სამართლებრივად ყველაფერი უნდა გაირკვეს, ჩატარდეს გამოძიება და არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტი. ეს აუცილებელია. სავარაუდოდ, არის გარკვეული საფრთხე, რაც ბუნებრივად ხდება, მაგრამ რამდენად იყო ამის არიდება შესაძლებელი, ეს უნდა გაირკვეს პირველ რიგში. ტრაგედია მთელი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოძიებული. ცხადია, ასეთი საფრთხის მქონე ობიექტებთან მიმართებით, როგორიც მაღაროებია, საკანონმდებლო რეგულაცია უნდა გამკაცრდეს. არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების მიმართ უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ რეგლამენტირებული ზედამხედველობა განხორციელდეს", - აცხადებს ჩარგეიშვილი. მისი თქმით, სისტემურად უნდა მოწმდებოდეს ტერიტორია ტექნიკური და შრომითი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. "ნებისმიერი მიჩქმალული საკითხი იწვევს უდიდეს ტრაგედიას, რისი მოწმეც სულ ახლახან გავხდით. სრულყოფილი გამოძიებისთვის ნებისმიერი დეტალია შესასწავლი. თუკი პრევენცია შესაძლებელი იყო და არ მოხდა, შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. სისტემა უნდა მუშაობდეს გამართულად, რომ ადამიანური დანაკარგი გამოირიცხოს და უფრო მეტად იყოს უსაფრთხოება დაცული", - აღნიშნა "რეზონანსთან" ჩარგეიშვილმა.
---
07.04.2018
შრომის ინსპექციის ანალიზის თანახმად, მინდელისა და ძიძიგურის შახტებში უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების დაცვის კუთხით პრობლემები სისტემურია
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შპს „საქნახშირის“ (ჯი აი ჯი ჯგუფი) კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის სამთო-მომპოვებელ შახტებში, ასევე საწარმოს მფლობელობაში არსებულ გამამდიდრებელ ფაბრიკებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ორჯერ, 2016 წელსა და 2017 წელს შეამოწმა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებების საწვლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან“ აცნობეს, გამოვლენილი დარღვევებისა და გაცემული რეკომენდაციების ანალიზი აჩვენებს, რომ საწარმოში უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების დაცვის კუთხით პრობლემები სისტემურია. მათივე ინფორმაციით, ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემულ ანგარიშში ვკითხულობთ: „შპს „საქნახშირის“ კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში“. EMC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინსპექტირების მასალების მიხედვით, საწარმოს სხვა უბნებთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში, თუმცა, შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს გამართული მოწყობის/ფუნქციონირების პრობლემაა საწარმოს ყველა უბანზე. რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2017 წელს ძიძიგურის და მინდელის სახელობის შახტებში გამოვლენილი მძიმე დარღვევების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ვაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრები; გალში (ადამიანების ასაწევი და ჩასაყვანი მოწყობილობა) არ არსებობს სამანქანო განყოფილებასთან კავშირის საშუალებები; შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს; ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის ადგილები არ არის შემოღობილი და დაცული სასკიპე ჭაურის სამანქანო კამერაში; შახტაში მოძრავ ზოგიერთ ელმავალს არ გააჩნია მემანქანისთვის განკუთვნილი სკამი, ხოლო სამგზავრო ვაგონები არ არის მოწყობილი სტანდარტის შესაბამისად; ქვესადგურში დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი დიალექტრიკული საშუალებებით (ჩაფხუტი, ბოტი, ხელთათმანი, ხალიჩა); 400 ნიშნულის დამხმარე ჭაურის ლიფტის კარები და ბაქანი მოსაწესრიგებელია, რათა გამოირიცხოს ადამიანების ვარდნის საფრთხე; შახტაში არსებული მაღალი ძაბვის ქვესადგური დაუცველია გარეშე პირთა შეღწევისგან, არ არის განათება ერთ მხარეს არსებული კარი ღიაა, ხოლო მეორე მხარე კარის გარეშეა. გარდა ამისა, შახტაში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი; მინდელის შახტაში 300 ნიშნულის აღმოსავლეთ საველე შტრეკში სავენტილაციო მილი და ელექტრო კაბელები ერთ მხარეს არის განთავსებული; ჩამყრელ ბუნკერებთან დასაქმებულებს, არ აქვთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათვალე და რესპირატორი); კვეშლაგში გვირაბის სიღრმიდან გამომდინარე დასაქმებულებს უწევთ მოუხერხებელ პოზაში გადაადგილება/მუშაობა; სამანქანო არსებული ელექტრო ფარი არ არის შეფუთული/დაკეტილი დადგენილი წესით; გადამყირავებელ უბნებზე არ არის დამონტაჟებული ასპირაციული სისტემები და სხვა. EMC-ის ცნობით, 2016 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროს კი მინდელის შახტაში დამატებით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დასაქმებულებს არ აქვთ შესაბამისი წყალმომარაგება და სანიტარული პირობები, არ არიან უზრუნველყოფილი სპეციალური ტანსაცმლით და არ გააჩნიათ სააფთიაქო ყუთი. შახტაში, სამუშაო ადგილის/უბნის მიმდებარედ დამაკავშირებელი გვირაბი (50კვ.მ ტერიტორია) გადავსებულია ფეკალიებით, რაც ნაწლავური ინფექციების აღმოცენების და გავრცელების რეალური საფრთხეს შეიცავს. სამუშაო ადგილზე არ არის პერსონალის შესვენებისათვის აუცილებელი ფართი. ამის ნაცვლად, დასაქმებულებს მოწყობილი აქვთ დროებითი მოსასვენებელი ადგილი მუყაოს ნაჭრებით. გადასაადგილებელი ვაგონები მოსაწესრიგებელია, სარელსე მეურნეობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. არ ფუნქციონირებს მუშათა ჩასხდომის სასიგნალო სისტემა. პერსონალი შეხებაშია სხვადასხვა მჟავებთან. ტერიტორია გადატვირთულია უყურადღებოდ დატოვებული მანქანა დანადგარებისათვის განკუთვნილი ზეთის ავზებით. შახტის შესასვლელი ტერიტორია გადატვირთულია სხვადასხვა წარმოშობის ლითონის გადანაყრებით. მოსაწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა. გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, სამუშაო გარემოს გავლენა პერსონალზე და პროფესიული დაავადებები. კერძოდ, საწარმოებში ინფრასტრუქტურის სიძველე ქმნის გაუსაძლის შრომით პირობებს და დაზიანებული ტექნიკის გამო დასაქმებულებს სამუშაოს შესრულება ფიზიკური ძალის გამოყენებით უწევთ. გარდა ამისა, შახტაში მოძრავი მექანიზმები არ არის უზრუნველყოფილი ეფექტიანი მტვერსაწინააღმდეგო საშუალებებით, მოსაწყობია სპეცტანსაცმლის გაუმტვერიანების სათავსო, საინჰალაციო, ფოტორიუმი და სხვა. შახტაში მომუშავე პერსონალისთვის მოუგვარებელია სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების საკითხი. მოუწესრიგებელია სასადილო ტერიტორია. 2016 წლის ინსპექტირების მასალებით ჩანს, რომ მონიტორინგის ჯგუფი გაეცნო საწარმოში არსებულ სამედიცინო ჟურნალებსა და ისტორიებს. დოკუმენტების შესწავლის შემდგომ დადგინდა, რომ დასაქმებულთა უმეტესობას აღენიშნება გულსისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა ჰიპერტენზია, დასაქმებულთა ნაწილში ფიქსირდება სტენოკარდიული შემთხვევებიც. გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, დასაქმებულებს შორის განსაკუთრებით ხშირია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები: რესპირატორული დაავადებები, რაც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით სამუშაო ადგილებზე, მტვრის მომატებული კონცენტრაციით და სამუშაო პირობებთან შეუსაბამო სპეცტანსაცმლითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოუყენებლობით; დასაქმებულებს შორის ხშირია სმენის პრობლემები, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია სმენის დამცავი (ხმაურჩამხშობი) საშუალებების არქონით და მომეტებული საწარმოო ხმაურით სამუშაო ადგილზე; ამას გარდა, ფიქსირდება დასაქმებულთა მხედველობის სხვადასხვა სახის დარღვევები, რაც შესაძლოა განპირობებული იყო არასაკმარისი განათებით და მხედველობის ორგანოს ზედმეტი დაძაბვით; საწარმოო უბნებზე დასაქმებულები არ არიან აღჭურვილნი ვიბრაციის საწინააღმდეგო ხელთათმანებით, რის გამოც უვითარდებათ ვიბრაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; მძიმე სამუშაო გარემოს გამო, დასაქმებულებს უწევთ ფიზიკური სამუშაოს შესრულება არახელსაყრელ საწარმოო გარემოში, რის გამოც გახშირებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. გახშირებულია საწარმოო ტრავმატიზმი. პერსონალს შორის ხშირია ზედა და ქვედა კიდურის სხვადასხვა სიმძიმის ნასერი და ნაგლეჯი ჭრილობები, რაც გამოწვეულია უსაფრთხოების წესების დაუცველობით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობით. ხშირია, უცხო სხეულით თვალის დაზიანებების შემთხვევები, რაც მათ შორის, დამცავი სათვალის არარსებობით არის გამოწვეული. ფიქსირდება აირით მოწამვლის შემთხვევები, რის შედეგადაც დასაქმებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომები. EMC-ის ცნობით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ე.წ. რემონიტორინგი გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესამოწმებლად საწარმოში არ განხორციელებულა. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტი მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშებში ასახულ დარღვევებსა და რეკომენდაციებს ეფუძნება და საწარმოს მიერ მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/390643
---
07.04.2018
მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების დაცვის კუთხით პრობლემები სისტემურია - EMC
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შპს „საქნახშირის“ (ჯი აი ჯი ჯგუფი) კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის სამთო-მომპოვებელ შახტებში, ასევე საწარმოს მფლობელობაში არსებულ გამამდიდრებელ ფაბრიკებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ორჯერ, 2016 წელსა და 2017 წელს შეამოწმა. „ადამიანის უფლებების საწვლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ცნობით, გამოვლენილი დარღვევებისა და გაცემული რეკომენდაციების ანალიზი აჩვენებს, რომ საწარმოში უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების დაცვის კუთხით პრობლემები სისტემურია. მათივე ინფორმაციით, ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემულ ანგარიშში ვკითხულობთ: „შპს „საქნახშირის“ კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში“. როგორც EMC-ში აცხადებენ, ინსპექტირების მასალების მიხედვით, საწარმოს სხვა უბნებთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში, თუმცა, შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს გამართული მოწყობის/ფუნქციონირების პრობლემაა საწარმოს ყველა უბანზე. რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2017 წელს ძიძიგურის და მინდელის სახელობის შახტებში გამოვლენილი მძიმე დარღვევების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ვაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრები; გალში (ადამიანების ასაწევი და ჩასაყვანი მოწყობილობა) არ არსებობს სამანქანო განყოფილებასთან კავშირის საშუალებები; შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს; ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის ადგილები არ არის შემოღობილი და დაცული სასკიპე ჭაურის სამანქანო კამერაში; შახტაში მოძრავ ზოგიერთ ელმავალს არ გააჩნია მემანქანისთვის განკუთვნილი სკამი, ხოლო სამგზავრო ვაგონები არ არის მოწყობილი სტანდარტის შესაბამისად; ქვესადგურში დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი დიალექტრიკული საშუალებებით (ჩაფხუტი, ბოტი, ხელთათმანი, ხალიჩა); 400 ნიშნულის დამხმარე ჭაურის ლიფტის კარები და ბაქანი მოსაწესრიგებელია, რათა გამოირიცხოს ადამიანების ვარდნის საფრთხე; შახტაში არსებული მაღალი ძაბვის ქვესადგური დაუცველია გარეშე პირთა შეღწევისგან, არ არის განათება ერთ მხარეს არსებული კარი ღიაა, ხოლო მეორე მხარე კარის გარეშეა. გარდა ამისა, შახტაში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი; მინდელის შახტაში 300 ნიშნულის აღმოსავლეთ საველე შტრეკში სავენტილაციო მილი და ელექტრო კაბელები ერთ მხარეს არის განთავსებული; ჩამყრელ ბუნკერებთან დასაქმებულებს, არ აქვთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათვალე და რესპირატორი); კვეშლაგში გვირაბის სიღრმიდან გამომდინარე დასაქმებულებს უწევთ მოუხერხებელ პოზაში გადაადგილება/მუშაობა; სამანქანო არსებული ელექტრო ფარი არ არის შეფუთული/დაკეტილი დადგენილი წესით; გადამყირავებელ უბნებზე არ არის დამონტაჟებული ასპირაციული სისტემები და სხვა. EMC-ის ცნობით, 2016 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროს კი მინდელის შახტაში დამატებით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დასაქმებულებს არ აქვთ შესაბამისი წყალმომარაგება და სანიტარული პირობები, არ არიან უზრუნველყოფილი სპეციალური ტანსაცმლით და არ გააჩნიათ სააფთიაქო ყუთი. შახტაში, სამუშაო ადგილის/უბნის მიმდებარედ დამაკავშირებელი გვირაბი (50კვ.მ ტერიტორია) გადავსებულია ფეკალიებით, რაც ნაწლავური ინფექციების აღმოცენების და გავრცელების რეალური საფრთხეს შეიცავს. სამუშაო ადგილზე არ არის პერსონალის შესვენებისათვის აუცილებელი ფართი. ამის ნაცვლად, დასაქმებულებს მოწყობილი აქვთ დროებითი მოსასვენებელი ადგილი მუყაოს ნაჭრებით. გადასაადგილებელი ვაგონები მოსაწესრიგებელია, სარელსე მეურნეობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. არ ფუნქციონირებს მუშათა ჩასხდომის სასიგნალო სისტემა. პერსონალი შეხებაშია სხვადასხვა მჟავებთან. ტერიტორია გადატვირთულია უყურადღებოდ დატოვებული მანქანა დანადგარებისათვის განკუთვნილი ზეთის ავზებით. შახტის შესასვლელი ტერიტორია გადატვირთულია სხვადასხვა წარმოშობის ლითონის გადანაყრებით. მოსაწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა. გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, სამუშაო გარემოს გავლენა პერსონალზე და პროფესიული დაავადებები. კერძოდ, საწარმოებში ინფრასტრუქტურის სიძველე ქმნის გაუსაძლის შრომით პირობებს და დაზიანებული ტექნიკის გამო დასაქმებულებს სამუშაოს შესრულება ფიზიკური ძალის გამოყენებით უწევთ. გარდა ამისა, შახტაში მოძრავი მექანიზმები არ არის უზრუნველყოფილი ეფექტიანი მტვერსაწინააღმდეგო საშუალებებით, მოსაწყობია სპეცტანსაცმლის გაუმტვერიანების სათავსო, საინჰალაციო, ფოტორიუმი და სხვა. შახტაში მომუშავე პერსონალისთვის მოუგვარებელია სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების საკითხი. მოუწესრიგებელია სასადილო ტერიტორია. 2016 წლის ინსპექტირების მასალებით ჩანს, რომ მონიტორინგის ჯგუფი გაეცნო საწარმოში არსებულ სამედიცინო ჟურნალებსა და ისტორიებს. დოკუმენტების შესწავლის შემდგომ დადგინდა, რომ დასაქმებულთა უმეტესობას აღენიშნება გულსისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა ჰიპერტენზია, დასაქმებულთა ნაწილში ფიქსირდება სტენოკარდიული შემთხვევებიც. გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, დასაქმებულებს შორის განსაკუთრებით ხშირია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები: რესპირატორული დაავადებები, რაც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით სამუშაო ადგილებზე, მტვრის მომატებული კონცენტრაციით და სამუშაო პირობებთან შეუსაბამო სპეცტანსაცმლითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოუყენებლობით; დასაქმებულებს შორის ხშირია სმენის პრობლემები, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია სმენის დამცავი (ხმაურჩამხშობი) საშუალებების არქონით და მომეტებული საწარმოო ხმაურით სამუშაო ადგილზე; ამას გარდა, ფიქსირდება დასაქმებულთა მხედველობის სხვადასხვა სახის დარღვევები, რაც შესაძლოა განპირობებული იყო არასაკმარისი განათებით და მხედველობის ორგანოს ზედმეტი დაძაბვით; საწარმოო უბნებზე დასაქმებულები არ არიან აღჭურვილნი ვიბრაციის საწინააღმდეგო ხელთათმანებით, რის გამოც უვითარდებათ ვიბრაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; მძიმე სამუშაო გარემოს გამო, დასაქმებულებს უწევთ ფიზიკური სამუშაოს შესრულება არახელსაყრელ საწარმოო გარემოში, რის გამოც გახშირებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. გახშირებულია საწარმოო ტრავმატიზმი. პერსონალს შორის ხშირია ზედა და ქვედა კიდურის სხვადასხვა სიმძიმის ნასერი და ნაგლეჯი ჭრილობები, რაც გამოწვეულია უსაფრთხოების წესების დაუცველობით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობით. ხშირია, უცხო სხეულით თვალის დაზიანებების შემთხვევები, რაც მათ შორის, დამცავი სათვალის არარსებობით არის გამოწვეული. ფიქსირდება აირით მოწამვლის შემთხვევები, რის შედეგადაც დასაქმებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომები. EMC-ის ცნობით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ე.წ. რემონიტორინგი გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესამოწმებლად საწარმოში არ განხორციელებულა. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტი მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშებში ასახულ დარღვევებსა და რეკომენდაციებს ეფუძნება და საწარმოს მიერ მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს.
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=63433
---
06.04.2018
ათასობით ამპულა მორფი ბათუმის საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ექთანმა და კლინიკის ხელმძღვანელმა წაიღეს
ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან დაკარგულ 6 ათას ამპულა მორფს სამართალდამცველები რამდენიმე კვირაა, ეძებენ. ნარკოტიკული ნივთიერება საავადმყოფოს საწყობიდან მოიპარეს. სპეციალური მედიკამენტის დაკარგვის შესახებ კლინიკაში მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც გეგმიური აღწერა ჩატარდა. ნარკოტიკულ ნივთიერებაზე წვდომა კლინიკაში რეანიმაციული განყოფილების თანამშრომლებს ჰქონდათ, თუმცა როგორ დაიკარგა მედიკამენტი, მომხდარის დეტალებზე საავადმყოფოში საუბარი არ სურთ. გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით ამპულა მორფი საავადმყოფოდან რეანიმაციის ერთ-ერთმა ექთანმა და კლინიკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ექიმმა-ნარკოლოგმა წაიღეს. „კურიერის“ ცნობით, არცერთი მათგანი ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამსახურში არ გამოჩენილა. სავარუდო დამნაშავეები გამოძიებას იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მათ ქვეყანის დატოვება უკვე მოახერხეს. კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელმაც ექთანთან ერთად საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, მორფი გაიტანა, ოჯახის წევრებს ბოლო 10 დღეა არ უნახავთ.
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=68112
---
06.04.2018
20 წლის მორაგბეს დახმარება ესაჭიროება
ქუთაისის რაგბის კლუბ „არესის“ 20 წლის მორაგბე საბა მაღლაფერიძეს მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემია აქვს და ძვლის ტვინის გადანერგვის ძვირადღირებული სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ოპერაციის ღირებულება 95 ათასი დოლარია. საბა მაღლაფერიძის დასახმარებლად გახსნილია საბანკო ანგარიში. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ ანგარიშზე: GE02TB7750136010100042. მიმღები საბა მაღლაფერიძე.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=68094
აკაკი ზოიძე: შრომის უსაფრთხოების კანონი მივიღეთ, მაგრამ სრულყოფილად აღსრულებას დრო სჭირდება
„შრომის უსაფრთხოების კანონი მივიღეთ, მაგრამ მის სრულყოფილად აღსრულებას გარკვეული დრო სჭირდება“, – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. მისი თქმით, ახალი კანონით, მომეტებული საფრთხის შემთხვევაში, პროცესში სადაზღვევო კომპანია ჩაერთვება და დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან ერთად იზრუნებს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ყველას ფინანსურ ინტერესში იყოს, მაგრამ თუ ყველა კომპონენტმა არ იმუშავა და კანონი არ აღსრულდა, როგორი იდეალური კანონიც არ უნდა არსებობდეს, საქმეს არ ეშველება. „კანონი ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება. იქ ჩადებულია პრევენციული მექანიზმები და უსაფრთხოების კომპონენტები. ეფექტიანი შრომის ინსპექცია შრომის უსაფრთხოების მხოლოდ ერთ–ერთი კომპონენტია. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი გარდაუვალი პასუხისმგებლობა და პროპორციული სასჯელია. ამოცანა ისაა, რომ არავინ იფიქროს, რაღაცის ეკონომია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაღვევის ხარჯზე მოახდინოს. ეს მხოლოდ პირუთვნელი მართლმსაჯულებით, ეფექტიანი შრომის ინსპექციით, უსაფრთხოების უმწიკვლო ისტორიის მქონე კომპანიების წახალისებითა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით მიიღწევა. ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ნებისმიერი მოქალაქისთვის მიუღებელი იქნება სექტორი, მეწარმე თუ ადამიანი, ვინც თავის ობიექტზე მონურ ექსპლუატაციას, შრომას, თუ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას უშვებს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=68087
აკაკი ზოიძე: ნებისმიერ კომპანიას, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა ძალიან ძვირად დაუჯდება!
„დაზარალებულ და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს ხშირად არ აწყობთ, ადამიანი ციხეში წავიდეს და ურჩევნიათ, კომპენსაცია მიიღონ, მაგრამ როცა გარდაუვალი, მკაცრი სასჯელი არ დგება, ეს პრევენციულ და შემაკავებელ ეფექტს ამცირებს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. როგორც ზოიძემ აღნიშნა, თუ გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ დღეს მომხდარი ტრაგედიის ადგილზე შრომითი უსაფრთხოების პირობები დაცული არ იქნა, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. „ამიტომ, მთლიანად კომპანიისთვის ძალიან მტკივნეული არ არის, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები შეასრულოს. შრომის უსაფრთხოების კანონის და სანქციების ამოცანა პრევენციაა და არა ხარკის მოკრეფა. ნებისმიერმა კომპანიამ წინასწარ უნდა იცოდეს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა და ამით სიცოცხლის, ჯანმრთელობის ხელყოფა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ძალიან ძვირად დაუჯდება. ჩვენი ამოცანაა, ამ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, მაგრამ სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე შექმნილი სამუშაო ადგილები არავის სჭირდება. როცა შრომის უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობის შედეგად უბედური შემთხვევა ხდება, მთლიანად კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და არა მხოლოდ იმ ადამიანისა, ვინც კონკრეტული უბნის უფროსი იყო. ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, სასამართლო პრაქტიკით, კომპანიებს, რომლებმაც უსაფრთხოების ნორმების დაცვა არ უზრუნველყვეს, მილიონობით დოლარის კომპენსაციის გადახდა ეკისრებათ. პირველი წელიწადი არ არის, რაც ამ კონკრეტულ საწარმოში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა არსებობს. შესაძლოა, ამ შემთხვევაში მართლაც უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო, მაგრამ იმისთვის, რომ არანაირი ეჭვი და კითხვის ნიშანი არ დარჩეს, ჩემს ორ კოლეგასთან ერთად მოვითხოვე, ადგილზე საერთაშორისო კლასის ექსპერტი, ან ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდეს და შემთხვევა შეისწავლონ“, – განაცხადა ზოიძემ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სატელევიზიო გამოძიებების მომხრე არ არის, რადგან ამით ჭეშმარიტება არ დგინდება.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=68084
ელზა ჯგერენაია: უახლოეს დღეებში უფრო ობიექტური ინფორმაცია დაიდება, თუ რამ გამოიწვია ტრაგედია...
„მინდელის შახტში, ტრაგედიის ადგილზე პირველადი მოკვლევა არ დასრულებულა და დათვალიერება დღეს სრულყოფილად ვერ მოხდა, ვინაიდან არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენი ჯგუფის დაშვება მხოლოდ ოცი მეტრის დაშორებით მოხდა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. „ჩვენს ინსპექტორებთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლები და ექსპერტები. მოკვლევით სამუშაოებს გავაგრძელებთ. პირველადმა მონაცემებმა გააჩინა კითხვები, რომელიც სხვადასხვა დოკუმენტაციის მოთხოვნას ეხება. ამ დოკუმენტაციის შესწავლა დაწყებულია და უახლოეს დღეებში უფრო ობიექტური ინფორმაცია დაიდება, რაც მიზეზ–შედეგობრივ კავშირს დაადგენს, ტრაგედია სამთო დარტყმების შედეგად იყო გამოწვეული, თუ სხვა მიზეზებით. გასულ წელს შემოწმებისას კომპანიას დარღვევები სხვადასხვა მიმართულებით ჰქონდა, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმებს და მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების ნორმების შესრულებას ეხებოდა. იყო გარკვეული სახის დარღვევები, რაც კომპანიამ გაითვალისწინა, ხარჯებიც გასწია და მათ ეტაპობრივ გამოსწორებაზე ადმინისტრაცია სამუშაოებს გეგმავდა“, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/131456-ombudsmeni-shaxtaze-mnishvnelovania-gamodziebis-droulad-da-efeqtianad-tsarmartva
ომბუდსმენი შახტაზე: მნიშვნელოვანია გამოძიების დროულად და ეფექტიანად წარმართვა
"მნიშვნელოვანია დაწყებული გამოძიების დროულად და ეფექტიანად წარმართვა." - სახალხო დამცველი ტყიბულში. მინდელის შახტაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და იმ სტატისტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მსგავსი საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს. სახალხო დამცველის თქმით, არსებული მონაცემებით გამოძიების გაჭიანურებისა და გამოძიების ფარგლებში შედეგის დადგომის პრობლემა იკვეთება. "სახალხო დამცველმა 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაანალიზა მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიების მიმდინარეობის სტატისტიკური მონაცემები და სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენთა შესახებ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით დადგინდა, რომ 2017 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში კი გამოძიება გრძელდებოდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში განხილული 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 3 შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 20 საქმეზე. საქმეთა 72,2% (65 საქმე), არსებითი განხილვის გარეშე – საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. 1 საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირი გამართლდა, 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, პროკურატურას დაუბრუნდა. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 500-დან 5000 ლარამდე მერყეობს." - წერს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას თვალს მიადევნებს. ნინო ლომჯარია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ კანონის ეფექტური აღსრულების აუცილებლობაზე საუბრობს. "მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, საწარმოო პროცესის უსაფრთხოების წესები მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში მიღებულ ნორმებში მოიპოვება, ამასთან, უსაფრთხოების წესები გაბნეულია სხვადასხვა საწარმოო პროცესის მარეგულირებელ სპეციალურ აქტებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მიღებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენოს სანქციები. კანონით გათვალისწინებული სანქციები 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება. მომავალში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად, მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონის ეფექტიანი აღსრულება. სახალხო დამცველი მიადევნებს თვალყურს აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, ასევე, ზემოხსენებული კანონის აღსრულების პროცესს." - ამბობს ლომჯარია. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გუშინ გამთენიისას ჭერი ჩამოინგრა, შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა სამი კი მძიმედ დაშავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/106524-dashavebuli-meshakhte-usafrtkhoebis-normebi-tyibulshi-arcert-shakhtashi-ar-aris-daculi-es-yvelam-icis
დაშავებული მეშახტე: უსაფრთხოების ნორმები ტყიბულში არცერთ შახტაში არ არის დაცული, ეს ყველამ იცის
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მეშახტე ირაკლი კირკიტაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმ ღამეს იხსენებს, როდესაც შემთხვევა მოხდა. მეშახტის თქმით, ის ყველაზე უსაფრთხო ადგილზე იყო, თუმცა ამის მიუხედავად ჰაერის ტალღამ 15-17 მეტრზე გადაისროლა. "ყველაზე უსაფრთხო ადგილზე ვიყავი მე. ტალღამ დამაგდო და გადამაგდო, ძირს დავარდნილი კიდე მახოხიალა დაახლოებით 15-17 მეტრაზე და ხმა შემომესმა კიბეებზე, ერთი 20 მეტრია კიბეები, მიშველეთო, რომ მივანათე დაშავებული მუშა იყო კიბეებში გაკვეხებული და ჩამოვარდნლი, შველას ითხოვდა. ფორთხვით ავედი, ბეჭზე მოვიკიდე და ჩამოვიყვანე ძირს. ზევით რა ხდებოდა არც ვიცოდი. უსაფრთხოების ნორმები ბოლომდე რომ ტყიბულში არცერთ შახტაში არ არის დაცული ყველამ იცის", - განაცხადა დაშავებულმა მეშახტემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, გამთენიისას ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემტხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 3 კი დაშავდა.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: http://region.ge/3118-tciathuris-magharoshi-musha-dashavda.html
ჭიათურის მაღაროში მუშა დაშავდა
ინციდენტი ჭიათურის მაღაროში - დაშავებულია ერთი მუშა. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მან დაზიანება ხელის არეში მიიღო. ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობას დღეს დაიწყებენ. მათ უნდა დაადგინონ, რა გახდა მუშის დაზიანების მიზეზი და ხომ არ მომხდარა უსაფრთხოების ნორმების ან შრომითი უფლებების დარღვევა.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/128403/
“მინდა, რომ შვილებს მამა ჰყავდეთ, მინდა ჩემს მეუღლეს გული გადავუნერგოთ”
მე მარინა გოგრაჭაძე ვარ, დაბა ოჩხამურში, ქობულეთში ვცხოვრობ. ოთხი შვილი მყავს, უფროსი 9 წლისაა, ყველაზე პატარა – 4 წლის. ახლა თბილისში ვარ და საავადმყოფოში ვათენ-ვაღამებ, სადაც ჩემი მეუღლე წევს. მას ვჭირდები, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, წასასვლელი მაინც არსად მაქვს, ამ ქალაქში არც მეგობარი მყავს და არც ნათესავი. ჩემი მეუღლე, მერაბ ზოიძე, უკვე წლებია ავადაა. 40 წლისაა და მძიმე დიაგნოზი აქვს – დელატაციული კარდიმიოპათია და გულის გადანერგვა ესაჭიროება. ეს ოპერაცია საქართველოში არ კეთდება, თუმცა უცხოეთში, ბელორუსში გაკეთება შესაძლებელია. ეს ათიათასობით დოლარი ჯდება. ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ ვერ გვეხმარებიან, ამიტომაც მივმართავ საზოგადოებას. ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია და თვიდან თვემდე თავი სოციალური შემწეობით გაგვაქვს. თანხის მოგროვება შეუძლებელია დამოუკიდებლად მოვახერხოთ. ერთადერთი, რაც გაგვაჩნია, ხის სახლია დაბა ოჩხამურში, რომელსაც ჩვენს საკუთრებაშიც არ არის ჯერ, ნაწილი თანხის გადახდილი გვაქვს, ნაწილს კი ჯერ ისევ ვიხდით. მერაბს გული 2012 წლიდან აწუხებს, ბათუმში მკურნალობდა. სამი წლის წინ დეფიბრილატორი ჩაუსვეს, რაც სიკვდილისგან იცავს, მაგრამ მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და ამიტომ ჩამოვიყვანე თბილისში. დროდადრო იძახის, რომ მეტის ატანა აღარ შეუძლია, მეც ვერაფრით ვეხმარები და ამის ყურება ძალიან ძნელია. მინდა, რომ შვილებს მამა ჰყავდეთ, მინდა ჩემს მეუღლეს გული გადავუნერგოთ, სიცოცხლე რომ შეძლოს. ამისათვის ვითხოვ დახმარებას. მარინა გოგრაჭაძის ანგარიშის ნომერი ბანკში დახმარების მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 557 67 68 50 – მარინა გოგრაჭაძე
---
06.04.2018
ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ მომხდარა" - შრომის ინსპექტირების პირველადი დასკვნა
"ტყიბულის შახრტში მომხდარი შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ მომხდარა" - ეს შრომის ინსპექციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული პირველადი დასკვნაა, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მომხდარ ფაქტზე. თუმცა, შრომის ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის, ელზა ჯგერნაიას თქმით, ამ დროისთვის აღნიშნული ვერსიის გადამოწმება მიმდინარეობს. " პირველად დასკვნა იყო ის, რომ უბედური შემთხვევა არ იყო სამთო დარტყმით გამოწვეული. თუმცა, ახლა რამდენიმე წუთში განმეორებითი შემოწმებისთვის ჯგუფი კვლავ უნდა ჩავიდეს შემთხვევის ადგილზე. სწორედ ამის შემდეგ გაკეთდება კომენტარი," - აცხადებს შრომის ინსპექტირების წარმომადგენელი, ელზა ჯგერნაია. მისი თქმით, 5 აპრილს ინსპექტირების წარმომადგენლებმა შემთვევის ადგილზე მიახლოება მხოლოდ 20 მეტრის დაშორებით შეძლეს. კომპანია "საქნახშირის" წარმომადგენლები კი მომხდარის სავარაუდო მიზეზად, სწორედ სამთო დარტყმას ასახელებენ, რამაც მათი განმარტებით, ჰაერის მძლავრი ნაკადი წარმოქმნა. თუ რას ნიშნავს სამთო დარტყმა, რომელმაც "საქნახშირი" ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზად ასახელებს, გეოლოგთა მტკიცებით, ამ ბუნებრივ მოვლენას ძირითადად სამთო გეოტექნიკური სამუშაოები იწვევს. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ხუთ აპრილს, გამთენიისას ექვსი ადამიანი დაიღუპა. სამი კი დაშავდა. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი დაობლდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა. შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=63443
ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერს მიმართავს და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სასწრაფო მოწვევას ითხოვს
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს და მისგან სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სასწრაფო მოწვევას ითხოვს. როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პეტრიაშვილი კომისიის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილს ტყიბულში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავლის შესახებ პროფკავშირების მიერ შემუშავებულ გეგმას გააცნობს, აუცილებლად გასატარებელი სახელმწიფო პროგრამის შესახებ. პროგრამა ითვალისწინებს დასაქმებულთა უსაფრთხოების და შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად სპეციალური აუცილებელი ღონისძიებების გატარებას და მათთვის ყველა საჭირო პირობის შექმნას, ასევე ბიზნესის მხარდაჭერას ხელისუფლებისგან, შექმნილი მძიმე ვითარების სწრაფი გამოსწორების და განვითარებისთვის. ირაკლი პეტრიაშვილი სპეციალურ წერილს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს გაი რაიდერსაც უგზავნის, ტყიბულში არსებულ ურთულეს ვითარებას აღწერს და მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით შსო-ს ექსპერტების მიერ მოკვლევის ჩატარებას და დასკვნის მომზადებას ითხოვს, იმის შესახებ, თუ რამდენადაა დასაშვები შახტების ფუნქციონირება და რა ქმედებებია განსახორციელებელი შახტების რეაბილიტაციისთვის.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/11594-ra-daskva-aqvs-gacemuli-shromis-inspeqtirebis-departaments-tyibulis-shakhtebze
რა დასკვა აქვს გაცემული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ტყიბულის შახტებზე
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით ჩატარებული ინსპექტირების ანგარიშების მიმოხილას აქვეყნებს, რომელიც ეფუძნება ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შპს „საქნახშირის“ (ჯი აი ჯი ჯგუფი) კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის სამთო-მომპოვებელ შახტებში, ასევე საწარმოს მფლობელობაში არსებულ გამამდიდრებელ ფაბრიკებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ორჯერ, 2016 წელსა და 2017 წელს შეამოწმა. გამოვლენილი დარღვევებისა და გაცემული რეკომენდაციების ანალიზი აჩვენებს, რომ საწარმოში უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების დაცვის კუთხით პრობლემები სისტემურია. ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემულ ანგარიშში ვკითხულობთ: „შპს „საქნახშირის“ კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში“. საფრთხის შემცველი სამუშაო გარემოს არსებობა ტყიბულის შახტებში ინსპექტირების მასალების მიხედვით, საწარმოს სხვა უბნებთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში, თუმცა, შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს გამართული მოწყობის/ფუნქციონირების პრობლემაა საწარმოს ყველა უბანზე. 2017 წელს ძიძიგურის და მინდელის სახელობის შახტები გამოვლენილი მძიმე დარღვევები: ვაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრები; გალში (ადამიანების ასაწევი და ჩასაყვანი მოწყობილობა) არ არსებობს სამანქანო განყოფილებასთან კავშირის საშუალებები; შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს; ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის ადგილები არ არის შემოღობილი და დაცული სასკიპე ჭაურის სამანქანო კამერაში; შახტაში მოძრავ ზოგიერთ ელმავალს არ გააჩნია მემანქანისათვის განკუთვნილი სკამი, ხოლო სამგზავრო ვაგონები არ არის მოწყობილი სტანდარტის შესაბამისად; ქვესადგურში დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი დიალექტრიკული საშუალებებით (ჩაფხუტი, ბოტი, ხელთათმანი, ხალიჩა); 400 ნიშნულის დამხმარე ჭაურის ლიფტის კარები და ბაქანი მოსაწესრიგებელია, რათა გამოირიცხოს ადამიანების ვარდნის საფრთხე; შახტაში არსებული მაღალი ძაბვის ქვესადგური დაუცველია გარეშე პირთა შეღწევისგან, არ არის განათება ერთ მხარეს არსებული კარი ღიაა, ხოლო მეორე მხარე კარის გარეშეა. შახტაში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი; მინდელის შახტაში 300 ნიშნულის აღმოსავლეთ საველე შტრეკში სავენტილაციო მილი და ელექტრო კაბელები ერთ მხარეს არის განთავსებული; ჩამყრელ ბუნკერებთან დასაქმებულებს, არ აქვთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათვალე და რესპირატორი); კვეშლაგში გვირაბის სიღრმიდან გამომდინარე დასაქმებულებს უწევთ მოუხერხებელ პოზაში გადაადგილება/მუშაობა; სამანქანო არსებული ელექტრო ფარი არ არის შეფუთული/დაკეტილი დადგენილი წესით; გადამყირავებელ უბნებზე არ არის დამონტაჟებული ასპირაციული სისტემები და სხვა. 2016 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროს კი მინდელის შახტაში დამატებით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: • დასაქმებულებს არ აქვთ შესაბამისი წყალმომარაგება და სანიტარული პირობები, არ არიან უზრუნველყოფილი სპეციალური ტანსაცმლით და არ გააჩნიათ სააფთიაქო ყუთი. • შახტაში, სამუშაო ადგილის/უბნის მიმდებარედ დამაკავშირებელი გვირაბი (50კვ.მ ტერიტორია) გადავსებულია ფეკალიებით, რაც ნაწლავური ინფექციების აღმოცენების და გავრცელების რეალური საფრთხეს შეიცავს. • სამუშაო ადგილზე არ არის პერსონალის შესვენებისათვის აუცილებელი ფართი. ამის ნაცვლად, დასაქმებულებს მოწყობილი აქვთ დროებითი მოსასვენებელი ადგილი მუყაოს ნაჭრებით. • გადასაადგილებელი ვაგონები მოსაწესრიგებელია, სარელსე მეურნეობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. • არ ფუნქციონირებს მუშათა ჩასხდომის სასიგნალო სისტემა. • პერსონალი შეხებაშია სხვადასხვა მჟავებთან. • ტერიტორია გადატვირთულია უყურადღებოდ დატოვებული მანქანა დანადგარებისათვის განკუთვნილი ზეთის ავზებით. • შახტის შესასვლელი ტერიტორია გადატვირთულია სხვადასხვა წარმოშობის ლითონის გადანაყრებით. მოსაწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა. სამუშაო გარემოს გავლენა პერსონალზე და პროფესიული დაავადებები საწარმოებში ინფრასტრუქტურის სიძველე ქმნის გაუსაძლის შრომით პირობებს და დაზიანებული ტექნიკის გამო დასაქმებულებს სამუშაოს შესრულება ფიზიკური ძალის გამოყენებით უწევთ. ამას გარდა, შახტაში მოძრავი მექანიზმები არ არის უზრუნველყოფილი ეფექტიანი მტვერსაწინააღმდეგო საშუალებებით, მოსაწყობია სპეცტანსაცმლის გაუმტვერიანების სათავსო, საინჰალაციო, ფოტორიუმი და სხვა. შახტაში მომუშავე პერსონალისთვის მოუგვარებელია სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების საკითხი. მოუწესრიგებელია სასადილო ტერიტორია. 2016 წლის ინსპექტირების მასალებით ჩანს, რომ მონიტორინგის ჯგუფი გაეცნო საწარმოში არსებულ სამედიცინო ჟურნალებსა და ისტორიებს. დოკუმენტების შესწავლის შემდგომ დადგინდა, რომ დასაქმებულთა უმეტესობას აღენიშნება გულსისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა ჰიპერტენზია, დასაქმებულთა ნაწილში ფიქსირდება სტენოკარდიული შემთხვევებიც. ამას გარდა, დასაქმებულებს შორის განსაკუთრებით ხშირია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები: - რესპირატორული დაავადებები, რაც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით სამუშაო ადგილებზე, მტვრის მომატებული კონცენტრაციით და სამუშაო პირობებთან შეუსაბამო სპეცტანსაცმლითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოუყენებლობით; - დასაქმებულებს შორის ხშირია სმენის პრობლემები, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია სმენის დამცავი (ხმაურჩამხშობი) საშუალებების არქონით და მომეტებული საწარმოო ხმაურით სამუშაო ადგილზე; - ამას გარდა, ფიქსირდება დასაქმებულთა მხედველობის სხვადასხვა სახის დარღვევები, რაც შესაძლოა განპირობებული იყო არასაკმარისი განათებით და მხედველობის ორგანოს ზედმეტი დაძაბვით; - საწარმოო უბნებზე დასაქმებულები არ არიან აღჭურვილნი ვიბრაციის საწინააღმდეგო ხელთათმანებით, რის გამოც უვითარდებათ ვიბრაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; - მძიმე სამუშაო გარემოს გამო, დასაქმებულებს უწევთ ფიზიკური სამუშაოს შესრულება არახელსაყრელ საწარმოო გარემოში, რის გამოც გახშირებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. გახშირებულია საწარმოო ტრავმატიზმი. პერსონალს შორის ხშირია ზედა და ქვედა კიდურის სხვადასხვა სიმძიმის ნასერი და ნაგლეჯი ჭრილობები, რაც გამოწვეულია უსაფრთხოების წესების დაუცველობით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობით. ხშირია, უცხო სხეულით თვალის დაზიანებების შემთხვევები, რაც მათ შორის, დამცავი სათვალის არარსებობით არის გამოწვეული. ფიქსირდება აირით მოწამვლის შემთხვევები, რის შედეგადაც დასაქმებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომები. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) აღნიშნავენ, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციით, ე.წ. რემონიტორინგი გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესამოწმებლად საწარმოში არ განხორციელებულა. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტი მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშებში ასახულ დარღვევებსა და რეკომენდაციებს ეფუძნება და საწარმოს მიერ მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ხუთ აპრილს, გამთენიისას ექვსი ადამიანი დაიღუპა. სამი კი დაშავდა. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი დაობლდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა. შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=17222
ნინოწმინდის სასწრაფოს ჯიპის ტიპის მანქანა გადასცეს
ჯანდაცვის სამინისტრომ, ნინოწმინდის სასწრაფო დახმარების ცენტრს, ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა. სპეცმანქანით გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეც შესაძლებელია. ნინოწმინდის სასწრაფოს ჯიპის ტიპის მანქანა გადასცეს ჯანდაცვის სამინისტრომ, სპეციალურად მაღალმთიან დასახლებებში ოპერირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ახალი ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მუნიციპალიტეტებში მანქანების გადანაწილება ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა, ნინოწმინდის გარდა, სპეცმანქანა სხვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფესაც გადაეცეთ. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ამ დრომდე უკვე 222 ახალი, სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსო.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/shromis-usafrtxoebis-normebi-tyibulis-shaxtebshi/18275
შრომის უსაფრთხოების ნორმები ტყიბულის შახტებში
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შპს „საქნახშირის“ (ჯი აი ჯი ჯგუფი) კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის სამთო-მომპოვებელ შახტებში, ასევე საწარმოს მფლობელობაში არსებულ გამამდიდრებელ ფაბრიკებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ორჯერ, 2016 წელსა და 2017 წელს შეამოწმა. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ცნობით, გამოვლენილი დარღვევებისა და გაცემული რეკომენდაციების ანალიზი აჩვენებს, რომ საწარმოში უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების დაცვის კუთხით პრობლემები სისტემურია. ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემულ ანგარიშში ვკითხულობთ: „შპს „საქნახშირის“ კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში“ საფრთხის შემცველი სამუშაო გარემოს არსებობა ტყიბულის შახტებში ინსპექტირების მასალების მიხედვით, საწარმოს სხვა უბნებთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში, თუმცა, შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს გამართული მოწყობის/ფუნქციონირების პრობლემაა საწარმოს ყველა უბანზე. 2017 წელს ძიძიგურის და მინდელის სახელობის შახტები გამოვლენილი მძიმე დარღვევები: • ვაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრები; • გალში (ადამიანების ასაწევი და ჩასაყვანი მოწყობილობა) არ არსებობს სამანქანო განყოფილებასთან კავშირის საშუალებები; • შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს; • ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის ადგილები არ არის შემოღობილი და დაცული სასკიპე ჭაურის სამანქანო კამერაში; • შახტაში მოძრავ ზოგიერთ ელმავალს არ გააჩნია მემანქანისათვის განკუთვნილი სკამი, ხოლო სამგზავრო ვაგონები არ არის მოწყობილი სტანდარტის შესაბამისად; • ქვესადგურში დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი დიალექტრიკული საშუალებებით (ჩაფხუტი, ბოტი, ხელთათმანი, ხალიჩა); • 400 ნიშნულის დამხმარე ჭაურის ლიფტის კარები და ბაქანი მოსაწესრიგებელია, რათა გამოირიცხოს ადამიანების ვარდნის საფრთხე; • შახტაში არსებული მაღალი ძაბვის ქვესადგური დაუცველია გარეშე პირთა შეღწევისგან, არ არის განათება ერთ მხარეს არსებული კარი ღიაა, ხოლო მეორე მხარე კარის გარეშეა. • შახტაში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი; • მინდელის შახტაში 300 ნიშნულის აღმოსავლეთ საველე შტრეკში სავენტილაციო მილი და ელექტრო კაბელები ერთ მხარეს არის განთავსებული; • ჩამყრელ ბუნკერებთან დასაქმებულებს, არ აქვთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათვალე და რესპირატორი); • კვეშლაგში გვირაბის სიღრმიდან გამომდინარე დასაქმებულებს უწევთ მოუხერხებელ პოზაში გადაადგილება/მუშაობა; • სამანქანო არსებული ელექტრო ფარი არ არის შეფუთული/დაკეტილი დადგენილი წესით; • გადამყირავებელ უბნებზე არ არის დამონტაჟებული ასპირაციული სისტემები და სხვა. 2016 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროს კი მინდელის შახტაში დამატებით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: • დასაქმებულებს არ აქვთ შესაბამისი წყალმომარაგება და სანიტარული პირობები, არ არიან უზრუნველყოფილი სპეციალური ტანსაცმლით და არ გააჩნიათ სააფთიაქო ყუთი; • შახტაში, სამუშაო ადგილის/უბნის მიმდებარედ დამაკავშირებელი გვირაბი (50კვ.მ ტერიტორია) გადავსებულია ფეკალიებით, რაც ნაწლავური ინფექციების აღმოცენების და გავრცელების რეალური საფრთხეს შეიცავს; • სამუშაო ადგილზე არ არის პერსონალის შესვენებისათვის აუცილებელი ფართი. ამის ნაცვლად, დასაქმებულებს მოწყობილი აქვთ დროებითი მოსასვენებელი ადგილი მუყაოს ნაჭრებით; • გადასაადგილებელი ვაგონები მოსაწესრიგებელია, სარელსე მეურნეობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს; • არ ფუნქციონირებს მუშათა ჩასხდომის სასიგნალო სისტემა; • პერსონალი შეხებაშია სხვადასხვა მჟავებთან; • ტერიტორია გადატვირთულია უყურადღებოდ დატოვებული მანქანა დანადგარებისათვის განკუთვნილი ზეთის ავზებით; • შახტის შესასვლელი ტერიტორია გადატვირთულია სხვადასხვა წარმოშობის ლითონის გადანაყრებით. მოსაწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა. სამუშაო გარემოს გავლენა პერსონალზე და პროფესიული დაავადებები საწარმოებში ინფრასტრუქტურის სიძველე ქმნის გაუსაძლის შრომით პირობებს და დაზიანებული ტექნიკის გამო დასაქმებულებს სამუშაოს შესრულება ფიზიკური ძალის გამოყენებით უწევთ. ამას გარდა, შახტაში მოძრავი მექანიზმები არ არის უზრუნველყოფილი ეფექტიანი მტვერსაწინააღმდეგო საშუალებებით, მოსაწყობია სპეცტანსაცმლის გაუმტვერიანების სათავსო, საინჰალაციო, ფოტორიუმი და სხვა. შახტაში მომუშავე პერსონალისთვის მოუგვარებელია სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების საკითხი. მოუწესრიგებელია სასადილო ტერიტორია. 2016 წლის ინსპექტირების მასალებით ჩანს, რომ მონიტორინგის ჯგუფი გაეცნო საწარმოში არსებულ სამედიცინო ჟურნალებსა და ისტორიებს. დოკუმენტების შესწავლის შემდგომ დადგინდა, რომ დასაქმებულთა უმეტესობას აღენიშნება გულსისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა ჰიპერტენზია, დასაქმებულთა ნაწილში ფიქსირდება სტენოკარდიული შემთხვევებიც. ამას გარდა, დასაქმებულებს შორის განსაკუთრებით ხშირია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები: • რესპირატორული დაავადებები, რაც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით სამუშაო ადგილებზე, მტვრის მომატებული კონცენტრაციით და სამუშაო პირობებთან შეუსაბამო სპეცტანსაცმლითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოუყენებლობით; • დასაქმებულებს შორის ხშირია სმენის პრობლემები, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია სმენის დამცავი (ხმაურჩამხშობი) საშუალებების არქონით და მომეტებული საწარმოო ხმაურით სამუშაო ადგილზე; • ამას გარდა, ფიქსირდება დასაქმებულთა მხედველობის სხვადასხვა სახის დარღვევები, რაც შესაძლოა განპირობებული იყო არასაკმარისი განათებით და მხედველობის ორგანოს ზედმეტი დაძაბვით; • საწარმოო უბნებზე დასაქმებულები არ არიან აღჭურვილნი ვიბრაციის საწინააღმდეგო ხელთათმანებით, რის გამოც უვითარდებათ ვიბრაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; • მძიმე სამუშაო გარემოს გამო, დასაქმებულებს უწევთ ფიზიკური სამუშაოს შესრულება არახელსაყრელ საწარმოო გარემოში, რის გამოც გახშირებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. გახშირებულია საწარმოო ტრავმატიზმი. პერსონალს შორის ხშირია ზედა და ქვედა კიდურის სხვადასხვა სიმძიმის ნასერი და ნაგლეჯი ჭრილობები, რაც გამოწვეულია უსაფრთხოების წესების დაუცველობით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობით. ხშირია, უცხო სხეულით თვალის დაზიანებების შემთხვევები, რაც მათ შორის, დამცავი სათვალის არარსებობით არის გამოწვეული. ფიქსირდება აირით მოწამვლის შემთხვევები, რის შედეგადაც დასაქმებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომები. შენიშვნა:შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ე.წ. რემონიტორინგი გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესამოწმებლად საწარმოში არ განხორციელებულა. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტი მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშებში ასახულ დარღვევებსა და რეკომენდაციებს ეფუძნება და საწარმოს მიერ მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს.
---
06.04.2018
„სანამ ჯიპის სპეცმანქანას გადმოგვცემდნენ, მშობიარის საავადმყოფოში გადასაყვანად მაშველების გამოძახება გვიხდებოდა“
ჯიპის ტიპის სასწრაფოთი მაღალმთიანი სოფლიდან გადაყვანილ მშობიარეს ვაჟი კლინიკაში მიყვანიდან 10 წუთში შეეძინა. ეს შემთხვევა წუხელ, ცაგერის მუნიციპალიტეტში მოხდა. სოფელ უცხერიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება მშობიარობის მოტივით დაფიქსირდა. სოფლის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მისამართზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ახალგადაცემული ჯიპის ტიპის სპეცმანქანით გავიდა და მომავალი დედა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ცაგერის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანიდან 10 წუთში 33 წლის ქალბატონს ვაჟი შეეძინა. გამოძახებაზე მყოფი ექიმი თეა გურგუჩიანი მორიგეობის პირველ ძეობას იხსენებს და ადგილზე დროულად მისვლისა და ახალი სიცოცხლის ჯანმრთელი დასაწყისისთვის, სასწრაფო დახმარების ავტოპარკში ჯიპის ტიპის სპეცმანქანის არსებობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. „მადლობა ამ მანქანისთვის. ზუსტად ის ფაქტი იყო წუხელ - ჩემი მორიგეობის დროს, როცა ვერ მივდიოდით დანიშნულ ადგილზე და გვიწევდა მაშველების გამოძახება. დროულადაც მივედით, დროულად მოხდა მშობიარის გადმოყვანა სტაციონარში და 10 წუთში ბიჭიც დაიბადა! მადლობა თქვენ ამისათვის. წარმოიდგინეთ, რა დრო დაგვეკარგებოდა, რომ არა ჯიპის ტიპის სპეცმანქანა!“, - აღნიშნავს მედიკოსი. დედა და ჩვილი თავს კარგად გრძნობს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ულოცავს გასვიანების ოჯახს მეექვსე შვილის შეძენას.
---
05.04.2018
მედიასაშუალება: http://presa.ge/new/?m=politics&AID=64836
„საქნახშირის“ დირექტორი: როგორც მიწისძვრის, ისე სამთო დარტმის პრევენცია ვერ ხერხდება
როგორც მიწისძვრის, ისე სამთო დარტმის პრევენცია ვერ ხერხდება, - ამის შესახებ „საქნახშირის“ დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა. „შახტაში მოხდა სამთო დარტმა, რომელმაც გამოიწვია ჰაერის დიდი ჭავლის გატყორცნა, რამაც ადამიანების დაზიანება და ზოგიერთ მათგანის გარდაცვალება გამოიწვია. ერთ საათში მოგვიწია ყველა ადამიანის მოძებნა. გარდაცვლილები გადაყვანილები არიან ქუთაისის პროზექტურაში“, - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა. ჯაყელის თქმით, დაშავებული მეშახტეები ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები და ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „ამ წუთში მიმდინარეობს კომპლექსური შემოწმება, აქ არიან ზედამხედველობა, ჯანდაცვის სამინისტრო და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები. ისინი შახტაში არიან ჩასულები და მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა. როგორც ჯაყელი აცხადებს, ტყიბულის მაღაროში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უსაფრთოების ნორმების დარღვევა არ გამხდარა. „უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გამორიცხულია. როგორც მიწისძვრის, ისე სამთო დარტმის პრევენცია ვერ ხერხდება, ამ მასშტაბის სამთო დარტყმა 1986 წელს მოხდა და ახლა იყო მეორე შემთხვევა. პატარა სამთო დარტყმები სულ არის, მაგრამ ამ მასშტაბის დარტყმები იშვიათია, გამონაკლისია. წინა შემთხვევები იყო სულ სხვა და ეს არის კიდევ სხვა“, - განუცხადა ჯაყელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს. ცნობისთვის, დღეს გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის შახტაში 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
---
05.04.2018
სახალხო დამცველი ტყიბულის ტრაგედიას ეხმიანება - როგორია 2015-2017 წლების მსგავსი საქმეების გამოძიებისა და სასამართლოს განაჩენთა სტატისტიკა
სახალხო დამცველი ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების გაჭიანურებისა და გამოძიების ფარგლებში შედეგის დადგომის პრობლემა იკვეთება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული გამოძიების დროულად და ეფექტიანად წარმართვა მოხდეს. ამასთან, ომბუდსმენის განცხადებაში საუბარია 2015 - 2017 წლების სტატისტიკაზეც. „2018 წლის 5 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის ქვანახშირის მაღაროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა დაშავებული ორი მაღაროელი. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მნიშვნელოვანია დაწყებული გამოძიების დროულად და ეფექტიანად წარმართვა. სახალხო დამცველმა 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში გააანალიზა მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიების მიმდინარეობის სტატისტიკური მონაცემები და სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენთა შესახებ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით დადგინდა, რომ 2017 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში კი გამოძიება გრძელდებოდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში განხილული 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 3 შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 20 საქმეზე. საქმეთა 72,2% (65 საქმე), არსებითი განხილვის გარეშე – საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. 1 საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირი გამართლდა, 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, პროკურატურას დაუბრუნდა. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 500-დან 5000 ლარამდე მერყეობს. აღნიშნული მონაცემებით გამოძიების გაჭიანურებისა და გამოძიების ფარგლებში შედეგის დადგომის პრობლემა იკვეთება. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, საწარმოო პროცესის უსაფრთხოების წესები მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში მიღებულ ნორმებში მოიპოვება, ამასთან, უსაფრთხოების წესები გაბნეულია სხვადასხვა საწარმოო პროცესის მარეგულირებელ სპეციალურ აქტებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მიღებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენოს სანქციები. კანონით გათვალისწინებული სანქციები 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება. მომავალში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად, მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონის ეფექტიანი აღსრულება“, - ნათქვამია განცხადებაში. ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველი მიადევნებს თვალყურს აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, ასევე, ზემოხსენებული კანონის აღსრულების პროცესს.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/35611/ra-tseria-shromis-usafrtkhoebis-shesakheb-ombudsmenis-bolo-angarishshi
---
05.04.2018
"სამიდან ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა..." - ჯანდაცვის სამინისტრო მინდელის შახტაში მომხდართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდელის შახტაში დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს. "ტყიბულში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მეშახტიდან, ორი მათგანი გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა, უტარდებათ კვლევები. მესამე დაშავებული ზედა კიდურის დაზიანებით მკურნალობას ტყიბულის კლინიკაში აგრძელებს. ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი“, - წერია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. ინციდენტი დილით დაახლოებით 4 საათზე მინდელის შახტაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა დიმიტრი ქუმსიშვილი. მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
---
05.04.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/106314-ra-problemebia-shromis-usafrtkhoebis-tvalsazrisit-ombudsmenis-pasukhi
რა პრობლემებია შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით? - ომბუდსმენის პასუხი
"გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, რამდენად იყო პროგნოზირება მსგავსი უბედური შემთხვევის ამ უბანზე და რა გააკეთა საწარმომ იმისათვის, რომ ასეთი უბედური შემთხვევისაგან დაეზღვია მუშები და იყო თუ არა შრომის უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცული. ამ ეტაპზე ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. მე მაინტერესებს, რას აკეთებს საწარმო ამ რისკების დასაზღვევად", - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტყიბულის ტრაგედიასთან დაკავშირებით "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, როდესაც შახტაში 6 მუშა გარდაიცვალა. "არსებობს კონკრეტული დირექტივები, ევროსტანდარტები, რაც ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ შექმნას შრომის უსაფრთხო პირობები. ამ დირექტივების შესრულება არ მომხდარა საქართველოს მიერ. ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები დაგვიანებული იყო შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით, რასაც მე პირადად მივესალმე, თუმცა მისი ამოქმედება ჯერ კიდევ არ დაწყებულა. პრობლემატურია გამოძიების მიმდინარეობაც, ხშირ შემთხვევაში გამოძიება ჭიანურდება და არ სრულდება კონკრეტული შედეგით. ძირითადად მთელი პასუხისმგებლობა გადადის არა ადმინისტრაციასა და მენეჯმენტზე, არამედ სამუშაოს შემსრულებელ პირებზე. თავი რომ დავანებოთ შრომის ინსპექტირებას და არაეფექტიანობას, გამოძიების ეტაპიც არაეფექტურია", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
---
05.04.2018
"C ჰეპატიტი მქონდა, წამლის ასაღებად არ გამიშვეს ქუთაისში..." - მინდელის ყოფილი მეშახტე
ტყიბულში, მინდელის შახტის ყოფილი თანამშრომელი "პრაიმტაიმთან" შრომითი უფლებების მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. პაატა ქურციკიძე იხსენებს, რომ იყო შემთხვევა, როდესაც წამლის ასაღებად არ გაუშვეს ქუთაისში. "C ჰეპატიტი შემხვდა, პროგრამაში ვიყავი ჩასმული, წამლებს ვიღებდი და დირექტორს ვთხოვე, ქუთაისში უნდა წავსულიყავი წამლის ასაღებად და მთავარმა ინჟინერმა არ გამიშვა, რომ სამი დღის წამალი ამომეტანა. სამი დღის წამალი ჩამივარდა, ექიმებმაც საყვედური მითხრეს, რომ ვერ განიკურნო, სამი დღის წამალს არავინ დაგიმატებსო. საბოლოო ჯამში, მაინც განვიკურნე, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემები შემქმნოდა?!", - ამბობს პაატა ქურციკიძე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში.
---
05.04.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/106265-profkavshirebis-informaciit-tyibulis-magharoebshi-bolo-15-tveshi-11-adamiani-daighupa
პროფკავშირების ინფორმაციით, ტყიბულის მაღაროებში ბოლო 15 თვეში 11 ადამიანი დაიღუპა
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, ბოლო 15 თვეში ტყიბულის მაღაროებში 11 ადამიანი გარდაიცვალა, - აღნიშნულ სტატისტიკურ ინფორმაციას გაერთიანებული პროფკავშირები სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი თქმით, 2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად სულ 18 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 ადამიანი დაშავდა. "2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროებში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი. 2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი", - წერია გაერთიანებული პროფკავშირების Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ დღეს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03:45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. "სამთო დარტყმა" (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი. დაშავებული სამი ადამიანი კი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
---
05.04.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/106217-irakli-petriashvili-shromis-usafrtkhoebaze-sakhelmtsifos-roli-nuls-qvemotaa
ირაკლი პეტრიაშვილი: შრომის უსაფრთხოებაზე სახელმწიფოს როლი ნულს ქვემოთაა!
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს როლი ნულს ქვემოთაა. როგორც პეტრიაშვილმა „აიპრესს“ უთხრა, კონკრეტულად ტყიბულის შახტის დღევანდელ ტრაგედიას რაც შეეხება, მან ჯერ არ იცის რა მოხდა - ეს იყო შრომის უსაფრთხოების დარღვევა, თუ ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგი. მისი თქმით, უნდათ თუ არა სიმართლის დადგენა ამის ტესტი იქნება ის, ჩართავენ თუ არა პროფკავშირის წარმომადგენლებს საგამოძიებო ჯგუფში. „პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებსა და მთლიანად საქართველოს. რაც შეეხება იმას სად არის სახელმწიფო, ეს კითხვა ხელისუფლებას ეკუთვნის. არ ვიცი, რამდენად უფლებამოსილი ვარ მაგ კითხვაზე პასუხის გასაცემად. 2006 წლიდან დაწყებული ჩვენს განცხადებებს, ჩვენს მოთხოვნებს, აქციებს რომ გადახედოთ, ნახავთ რომ პროფკავშირებისთვის რომ მოესმინათ, ასეთი უბედურებები არ იქნებოდა. ფაქტია, რომ სხვადასხვა ხელისუფლებებს განცდა, რომ ადამიანს სჭირდება ყურადღება, რეგულაციები, ეს განცდა სახელმწიფოებრივი აზროვნება ხელისუფალთ აკლიათ. სახეზე გვაქვს მომეტებული ყურადღება და გაფეტიშება ბიზნესისადმი კოჭის გაგორების. კანონი, რომელიც ახლა მიიღეს, აბსოლუტურად არ ასახავს, იმ საჭიროებებს, რაც მოქალაქეებს სჭირდებათ. ვალდებულებები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში აქვს საქართველოს თავის მოქალაქეებთან მიმართებაში, ეს კანონი ვერ უზრუნველყოფს. სახელმწიფოს როლი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნულს ქვემოთ არის. მაგრამ, კონკრეტულად ამ შემთხვევას რაც შეეხება, მე ჯერჯერობით არ ვიცი რეალურად რა მოხდა. ეს იყო ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგი თუ, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ამის ტესტი იქნება, ის ჩართავენ თუ არა პროფკავშირების წარმომადგენლებს ამ საგამოძიებო ჯგუფში, რათა საზოგადოებამ იცოდეს რეალობა, რა მოხდა. როგორც წესი არ რთავენ პროფკავშირებს. თქვენ ახსენეთ, რომ ადრეც შეამოწმა შრომის ინსპექციამ და ა. შ. თუ გავიხსენებთ, იმ ფაქტს ჩემი წერილის საფუძველზე შევიდა იქ შრომის ინსპექცია და მონაცემები, რომელიც იქ იყო ჩვენი მითითებული იყო. მივუთითებდით, რომ პრობლემები იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. შრომის ინსპექცია შევიდა და ინფორმაცია ჩვენ არ მოგვცა. დაგვჭირდა სასამართლო ინფორმაციის გამოსათხოვად. შრომის ინსპექციამ თქვა, რომ ტყიბულში ყველაფერი კარგად არის, მაგრამ დაახლოებით 2 თვეში მოხდა ტრაგედია, რომელსაც 4 ადამიანი შეეწირა. აქედან გამომდინარე ახლაც თუ უარს იტყვიან პროფკავშირების ჩართულობაზე ბუნებრივია გვექნება განცდა, რომ კვლავ მიაჩუმათონ და ბუნებრივ მოვლენებს დააბრალონ სახელმწიფომ და შახტის მფლობელებმა“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03:45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. "სამთო დარტყმა" (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი. დაშავებული სამი ადამიანი კი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
---
05.04.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/106216-jgerenaia-usafrtkhoebis-normebis-dacvas-shakhtashi-momkhdari-faqtis-tavidan-acileba-sheedzlo
ჯგერენაია: უსაფრთხოების ნორმების დაცვას, შახტაში მომხდარი ფაქტის თავიდან აცილება შეეძლო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ელზა ჯგერენაი ტყიბულში ჩავიდა. მისი თქმით, სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია შრომის ინსპექტროებისა და ეკონომიკის სამინისტროში არსებული ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტებისგან, შახტაში ჩასასვლელად ამ წუთებში ემზადებიან. „სპეციალურმა ჯგუფმა მოკვლევა ადგილზე დოკუმენტაციის შესწავლით დაიწყო. უფრო ზუსტი სურათი კი მას შემდეგ გვექნება, როცა ჯგუფის წევრები შემთხვევის ადგილზე ჩავლენ.პირველადი ინფორმაციით, ფაქტის გამომწვევი მიზეზი სამთო დარტყმაა, თუმცა ეს ფაქტი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვას არ შეეძლო ფაქტის თავიდან აცილება“,- განუცხადა პირველ არხს ელზა ჯგერენაიამ. ის არ გამორიცხავს, რომ მოკვლევის დასრულების შემდეგ, საწარმოს ადმინისტრაციას მიმართონ იმ უბნის დახურვის რეკომენდაციით, სადაც ტრაგედია მოხდა. შეგახსენებთ, რომ დღეს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03:45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. "სამთო დარტყმა" (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი. დაშავებული სამი ადამიანი კი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
---
05.04.2018
მედიასაშუალება: http://reginfo.ge/people/item/6176-mindelis-shaxtashi-usaprtxoebis-rekomendaziebi-naxilobriv-iybo-shesrulebuli-%E2%80%93-elza-jgerenaia
მინდელის შახტაში რეკომენდაციები ნაწილობრივ იყო შესრულებული – ელზა ჯგერენაია
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, მინდელის შახტაში შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება შრომის ინსპექციამ 2017 წლის ივნისში შეისწავლა და რეკომენდაციები გასცა. დეკემბერში ჩატარებული განმეორებითი მონიტორინგის შედეგად კი გაირკა, რომ რეკომენდაციები ნაწილობრივ იყო შესრულებული. მინდელის შახტაში, გასული წლის მაისში, ლიფტის ჩავარდნის შედეგად ოთხი მაღაროელი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ შემოწმება სწორედ ამ ფაქტის შემდეგ განახორციელა. „მინდელის შახტა გასული წლის ივნისში შევისწავლეთ. შესაბამისად გაიცა რეკომენდაცია დარღვევებზე. ამას მოჰყვა განმეორებითი შემოწმება. რემონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული რეკომენდაციები. დარღვევები ეხებოდა ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შესრულებას, ასევე ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებს. მაშინ [2017 წლის მაისში], სიმაღლიდან ვარდნის პრევენციის მიზნით ზომების დაუცველობას ჰქონდა ადგილი. კონკრეტულად, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების გათვალისწინება უნდა მომხდარიყო. ეს ეხება ღვედებს. როგორც ვიცი ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს“, - აღნიშნა ელზა ჯგერენაიამ. მისივე თქმით, გახდა თუ არა შრომის ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა დღეს მომხდარი შემთხვევის მიზეზი, უახლოეს პერიოდში გაირკვევა. „ობიექტური სურათისთვის გვჭირდება უფრო დეტალური ინფორმაცია. ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვარაუდია, რომ შემთხვევა სამთო დარტყმამ გამოიწვია. ასევე ჟღერდება ინფორმაცია, რომ სეისმურ ბიძგებსაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი. სამთო დარტყმა დაკავშირებულია ჰაერის უეცარი ნაკადის მოწოლით გამოწვეული ქანების ჩამოშლასთან. შეიძლებოდა თუ არა ამის პრევენცია, დადგა თუ არა ეს ფაქტი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად, ამაზე პასუხი ვითარების შესწავლის შემდეგ გვექნება. შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები ზოგადად არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ რეგულაციები არ იყო აქამდე. შრომის უსაფრთხოების კანონი ძალაში შევიდა, სანქციები 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება და შესაბამისად, რეაგირება დაიწყება“, - აღნიშნა ჯგერენაიამ. მინდელის სახელობის შახტაში დღეს, დილით, დაახლოებით 04:00 საათზე მომხდარ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი მეშახტე კი დაშავდა. მინდელის სახელობის შახტას „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „საქნახშირი“ მართავს. კომპანიაში განაცხადეს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და სამთო დარტყმის პრევენცია ვერ მოხერხდებოდა.
---
05.04.2018
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/128414-mtavrobas-4-592-avtomobili-ekutvnis-mat-satsvavze-tselitsadshi-50-milionze-meti
მთავრობას 4 592 ავტომობილი ეკუთვნის, მათ საწვავზე წელიწადში 50 მილიონზე მეტი იხარჯება
საქართველოს მთავრობამ საჯარო უწყებებს შავი ავტომობილების შეძენა აუკრძალა. "შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა" - წერია მთავრობის დადგენილებაში. საქართველოს მთავრობის საკუთრებაში 4 592 ავტომობილია, მათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საწვავი დაწვეს. ამ 4 592 ავტომობილიდან, 1 488 მაღალი გამავლობისაა (ჯიპი). აღნიშნულ სტატისტიკაში არაა შესული სპეციალური სარგებლობის ტექნიკა (სატვირთოები, ტრაქტორები და სხვა) და ის მხოლოდ მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილებისგან შედგება. არაა მოცემული თავდაცვის სამინისტროს, ასევე სახელმწიფო სსიპ-ებისა და აიპების და თბილისს გარდა სხვა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საკუთრებაში არსებული ავტოპარკის მოცულობა, რის გამოც აღნიშნული რიცხვი რეალურად უფრო დიდია.
შსს - 1846 ავტომობილი
გარემოს დაცვის სამინისტრო - 400 ავტომობილი
განათლების სამინისტრო - 390 ავტომობილი
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 331 ავტომობილი
სასჯელაღსრულების სამინისტრო - 284 ავტომობილი
თბილისის მერია - 281 ავტომობილი
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 154 ავტომობილი
ეკონომიკის სამინისტრო - 117 ავტომობილი
კულტურის სამინისტრო - 102 ავტომობილი
პარლამენტი - 98 ავტომობილი
მთავრობის ადმინისტრაცია - 48 ავტომობილი
ფინანსთა სამინისტრო - 39 ავტომობილი
დევნილთა სამინისტრო - 36 ავტომობილი
იუსტიციის სამინისტრო - 34 ავტომობილი
სპორტის სამინისტრო - 29 ავტომობილი
საგარეო საქმეთა სამინისტრო - 25 ავტომობილი
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის შემადგენლობაში 236 სპეცმანქანა შედის. აქედან 222 - სასწრაფო სამედიცინო დახმარების, 10 - რეანომობილის, ხოლო - 4 საგანგებო სიტუაციების მართვისთვის.
---
ბეჭდვითი მედია
09.04.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
გიორგი მუხიგულაშვილი: ტრაგედიები პირდაპირ კავშირშია თვალავაძის უწყებაში გაბატონებულ კორუფციასთან!
სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირების სფეროში სრული განუკითხაობა და კორუფციის პიკია - ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან ინტერვიუ სკანდალური წერილის ავტორმა გიორგი მუხიგულაშვილმა. გიორგი მუხიგულაშვილი: სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უცველი ხელმძღვანელი გია თვალავაძე ჯერ კიდევ 2008 წელს სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, არადა, იგი იმავდროულად ზურაბ ადეიშვილის ფავორიტიც იყო და რეჟიმს ოპოზიციის დისკრედიტაციაში ეხმარებოდა. სააკაშვილის რეჟიმი მოქმედება პრინციპით - ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია! სამედიცინო სფეროში მრავლად იყვნენ ისეთი ექიმები და კლინიკების ხელმძღვანელები, რომლებსაც რეჟიმი გულზე არ ეხატებოდა. ამიტომ რეჟიმმა მიზნად დაისახა მათი თავიდან მოშორება და ლოიალური კადრებით ჩანაცვლება. ურჩი მუშაკების სია სწორედ თვალავაძის თაოსნობით იწერებოდა, იგი წყვეტდა, ვინ დაეჯარიმებინათ და ვინ შეეშინებინათ. დაუმსახურებელი ლიცენზია მიიღეს იმ კლინიკებმა, რომლებსაც არც სათანადო საბუთები გააჩნდა და არც მათი ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა სდანდარტებს. ლიცენზია უკანონოდ მისცეს ინდმეწარმე ნანე კვანტალიანს, რომელსაც ფართის ფლობის დოკუმენტაცია არ აგაჩნდა! რკინიგზის საავამყოფო, სადაც ამ მეწარმეს სამედიცინო საქმიანობა უნდა ეწარმოებინა, იმ პერიოდში ეკონომიკის სამინისტრსო საკუთრებაში იყო, ამიტომ ლიცენზიაზე უარი უთხრეს. ამის მერე დაფაცურდა, იჩალიჩა, სადაც საჭირო იყო - ფული მიიტანა და ლიცენზია დაუბრკოლებლად მიიღოს ისე, რომ საბუთები არ მოუწესრიგებია. უკანონოდ მისცეს ლიცინზია ენდოსკოპიური ქირურიგიის კლინიკა "იუნონას". "ლეჩკომბინატი", რომლის დირექტორი გურამ ქარაზანაშვილი ბრძანდებოდა, გაიყიდა. ქარაზანაშვილმა იქიდან წილი დაითრია და ეს ულიცენზიო კლინიკა იყიდა, ანუ პაციენტებიანად გადმოიბირა. ერთხანს ჯანდაცვის სამინისტროს ეხვეწებოდა, პირობების მოსაწესრიგებლად ერთი წელი მომეცით და ამასობაში, ულიცენზიოდ მუშაობაშში ხელს ნუ შემიშლითო. სამინისტრომ ამაზე უარი სტკიცა. აი, აქედან რამდენიმე დღეში რეგულირების სააგენტოში თავის მეგობარ თვალავაძესთან ლიცენზიის მოთხოვით განცხადება შეიტანა და მიიღო კიდეც! საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რა ემართებათ პაციენტებს მის კლინიკაში. შოთა კაპანაძის საბედისწერო ისტორიაზე რომ არაფერი ვთქვათ, მასთან ნამკურნალევი ყოფილი პოლიციელი გიორგი მერებაშვილი შარშან დაიღუპა! რასაც გია თვალავაძე სჩადის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად უნდა შეფასდეს. პროკურატურამ დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, კორუფციის ბუდე უნდა დაინგრეს!
---
09.04.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
პასუხგაუცემელი კითხვები "ტყიბულში "თვითმკვლელები" ბევრნი ვართ"
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარომ კიდევ 6 კაცის სიცოცხლე შეიწირა, 3 კი დაშავდა. უბედური შემთხვევის დროს 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა დაიღუპნენ. 5 აპრილს, გამთენიისას დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმა, ანუ გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა გახდა, რაც ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელებას იწვევს. "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ ამჯერად ტყიბულის მაღაროში ტრაგედიის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა არ ყოფილა: "როგორც მიწისძვრის, ისე სამთო დარტყმის პრევენცია ვერ ხერხდება. სამთო დარტყმამ ჰაერის დიდი ჭავლის გატყორცნა გამოიწვია, რასაც ეს უბედურება მოჰყვა. პატარა დარტყმები სულ არის, მაგრამ ამ მასშტაბის იშვიათია". მაღაროელების არაერთი გაფიცვა და აქცია გვახსოვს, როდესაც შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას, ხარისხიან სამუშაო ინსტრუმენტებს, სპეცტანსაცმელს, დამხმარე თუ დამცავ საშუალებებსა და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ, მაგრამ არაფერი იცვლება. სამუშაო პირობებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათი ანაზღაურება ისევ 400-დან 1200 ლარამდეა. "არასდროს არავინ დასჯილა" ავთო, მაღაროელი: - როგორც აქამდე, ახლაც გარდაცვლილებს დაჰბრალდებათ ყველაფერი. არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ხარისხიანი აღჭურვილობა არა გვაქვს, რადგან ძვირი ჯდება და დამსაქმებელს არ უღირს. ვისაც საბჭოთა წლებში უმუშავია, ყველამ იცის, რომ მინდელის სახელობის მაღაროში, რომელიც რისკებიდან გამომდინარე ზეკატეგორიას მიეკუთვნება, აუცილებელია მეთანის რეგულარული გაზომვა. მაინტერესებს, ბოლოს ვინ ნახა მაღაროში მეთანის საზომი?! სპეცტანსაცმელიც კი არა გვაქვს, ვენტილაციაზე ლაპარაკიც კი სასაცილოა. აქ ისევ საბჭოთა იარაღები და სისტემებია. რაც შეეხება სამთო დარტყმებს, რომელიც, როგორც ამბობენ, ბოლო დროს გახშირდა, შემთხვევითი არ არის - როდესაც ერთ ცვლაში 14 ტონა ქვანახშირის ნაცვლად 40 ტონის გამომუშავებას გთხოვენ და ამ დროს ტექნიკური უსაფრთხოება დაცული არ არის, დარტყმებსაც უნდა ველოდოთ. ნახშირის ყოველი ჩამოშლისას უფრო და უფრო მეტი სიცარიელე ჩნდება, ანუ ლავას გასაქანი აქვს, შესაბამისად, ტალღებიცა და სამთო აფეთქებებიც მომრავლდა. ასეთი სიცარიელიდან ამოხეთქილმა ჰაერის ჭავლმა დახოცა ისინი, ქანები ჩამოწვა და წნევით წამოსულმა ტალღამ მიახეთქა აქეთ-იქით. საქმე ის არის, რომ ნახშირის აქტიურად გამოტანის შემდეგ დარჩენილი ღრმულები, ანუ ცარიელი ადგილები, არ ივსება, ადრე კი სილიანი წყლით იფარებოდა. ამას "ზაილოვკას" ვეძახით. ახლა ეს სივრცე ქანებს მოძრაობის საშუალებას აძლევს და რაც მეტია ასეთი სივრცე, მით მეტია სამთო აფეთქებების რისკი. სამთო აფეთქებას მაღაროში მზადყოფნა სჭირდება... მას არავინ დახურავს, რადგან ქვანახშირის მარაგი ძალიან დიდია. იციან, რომ ტყიბულში ამის გარდა სამუშაო არაფერია და "თვითმკვლელებიც" ბევრნი ვართ, თანაც, არასდროს არავინ დასჯილა. "ჩვენ მხოლოდ სანქციების გამოწერა გვევალება..." რატი ობოლაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო სააგენტოს ზედამხედველობის უფროსის მოადგილე: - მინდელის სახელობის მაღარო გამოირჩევა სამთო დარტყმებით, მაგრამ ის, რომ ამის გამო უნდა დაიხუროს, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, რიგ შემთხვევებში დაცულია, მაგრამ ინსპექტირების დროს ვაწყდებით ელექტრომომარაგების, განიავებისა და სანიაღვრე სისტემების, სალიანდაგო მეურნეობის, ელექტრომაგნიტის დამცველებისა და სხვა პრობლემებს და შემდეგ ინსპექტირების ოფისში შესაბამისი სანქციები წესდება. - 2017 წლის მაისში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივად ატარებდნენ მონიტორინგს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში. რა პრობლემები გამოიკვეთა და რა გეგმები დაისახა? - ერთობლივი მონიტორინგის დროს რამდენიმე ინსპექტირება ჩატარდა, თუმცა კანონით 6 თვეში ერთხელ ვატარებთ მონიტორინგს, ასევე მაშინაც, თუ უბედური შემთხვევა მოხდა ან შემოვიდა შეტყობინება მოსალოდნელ ავარიაზე. - დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში რა სანქციები წესდება? - სულ 4 ტიპის სანქციაა: ყველაზე მსუბუქია არსებითი და შეესაბამება 150-ლარიანი ჯარიმა, მეორე ხარისხის არსებითს - 300-ლარიანი ჯარიმა, პირველი ხარისხის კრიტიკულს - 1500 ლარი და მეორე ხარისხის კრიტიკულს - 3000-ლარიანი ჯარიმა. თუმცა ჯარიმები შეკრებადია და თუკი საშახტო ინფრასტრუქტურაში რამდენიმე დარღვევაა, საჯარიმო თანხა იკრიბება. იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია მსხვერპლი ამჯერად, მიმდინარეობს გამოძიება. - წინა წლების შემთხვევების გამოძიებაც არ არის დასრულებული? - წინა წლებში, შეცდომა იყო მოპოვების პროცესში, მეტი ინფორმაცია არა გვაქვს, რადგან ჩვენი სამსახური გამოძიებას არ აწარმოებს. ჩვენ სანქციების გამოწერა გვევალება. "პირობების გაუმჯობესებას ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ" მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა, ქვეყანას ვალდებულებების აღებამაც მოუწია. მომზადდა კანონი და შრომის ინსპექციაც შეიქმნა. მანამდე კი შრომის ინსპექცია საწარმოში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედიოდა, თუ მფლობელები მოისურვებდნენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიცოცხლისთვის საშიში შრომითი პირობები აღმოჩნდებოდა, საწარმოსთვის მხოლოდ რეკომენდაციების გაცემას სჯერდებოდნენ. გიორგი ანთაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი: - შრომის ინსპექციის შესახებ კანონი წელს მიიღეს, თუმცა წარმომადგენელს საწარმოში გაუფრთხილებლად შესვლის უფლება მაინც არა აქვს. შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის შემთხვევაში, ჯერ სასამართლოსგან უნდა აიღონ ნებართვა, რაც დროს მოითხოვს და მას ეფექტიანობას უკარგავს. რაც შეეხება სანქციებს, საჯარიმო სისტემა 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება, თუმცა ეს თანხა იმდენად აბსურდულია, რომ დამსაქმებელს შრომითი პირობების გაუმჯობესებას ჯარიმის გადახდა ურჩევნია. ის მაღაროელები, რომლებმაც საწარმოო ტრავმა მიიღეს, სასამართლოში ჩივილს ერიდებიან და დამსაქმებელთან ცდილობენ ურთიერთობის მოგვარებას. მინიმალურ კომპენსაციას თანხმდებიან, რაც, როგორც წესი, ერთჯერადია. არადა, სასამართლოს მეშვეობით შეუძლიათ დამსაქმებლისგან ყოველთვიური და სტაბილური დახმარების მიღება. იციან, რომ სასამართლოში საქმე გაჭიანურდება, მათ კი დახმარება სასწრაფოდ სჭირდებათ. ბოლო 8 წელიწადში მინდელის მაღაროში 23 კაცი დაიღუპა! 5 აპრილის ტრაგედია პირველი შემთხვევა არ არის - მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევების სია ასეთია: 2010 წლის 4 მარტს აფეთქების შედეგად 4 მაღაროელი დაიღუპა; 2010 წლის 27 აგვისტოს 3 მაღაროელი დაიღუპა და 7 მძიმედ დაშავდა; 2011 წლის 22 იანვარს ერთი მაღაროელი დაიღუპა და 4 მძიმედ დაშავდა; 2011 წლის 6 ნოემბერს წმენდით სანგრებში ჭერის ჩამონგრევას 2 მაღაროელი ემსხვერპლა; 2013 წლის 13 ოქტომბერს მიკროსამთო დარტყმის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა; 2015 წლის თებერვალში ქვანახშირის საბადოზე ერთი მუშა დაიღუპა; 2016 წლის ოქტომბერში გარდაცვლილი მუშა იპოვეს; 2017 წლის 7 მაისს, ისევ მინდელის მაღაროში, სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულებისას ბაგირი გაწყდა და 4 კაცი დაიღუპა; დაბოლოს... 2018 წლის 5 აპრილს დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მაღაროელი. უფრო ადრე კი, 1961 წელს, ტყიბულის სტალინის სახელობის მაღაროში, რომელიც უკვე დახურულია, მეთანი აფეთქდა, რასაც 33 კაცი შეეწირა. მაღაროს ყოფილი დირექტორის, ჯემალ არაბიძის თქმით, მაშინ ადგილზე 3 მაღაროელი მუშაობდა და მათ დასახმარებლად სამთო-სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს, თუმცა აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მაღაროში ეტაპობრივად ჩასულთაგან ცოცხალი ვერავინ დაბრუნდა. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ტყვარჩელის სამთო-სამაშველო ბრიგადა გამოიძახა, თუმცა ისინი მაღაროში არ ჩავიდნენ, ეს მაღარო სახიფათოა და ვერ გავრისკავთო...
---
09.04.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
"შხამიანი ჰაერით" საქართველო მსოფლიოში მესამეა
თბილისის რომელ უბნებშია ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ბოლო წლებში ექსპერტები გამუდმებით საუბრობენ საქართველოს რთულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რის უმთავრეს მიზეზადაც გაუმართავ ტრანსპორტსა და ცუდი ხარისხის საწვავს ასახელებენ. სწორედ ამის გამო აიძულა ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლება, გამოეცხადებინა ქვეყნის ავტოპარკის მონიტორინგი. თუმცა, როგორც ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე ამბობს, მონიტორინგი ვერაფერს შეცვლის: - ევროპამ აიძულა საქართველოს ხელისუფლება, ტექდათვალიერება გამოეცხადებინა, იძულების წესს დამორჩილებულმა მთავრობამ კი ის გააკეთა, რომ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვით, 2020 წლის ჩათვლით შემოწმებას მხოლოდ სატვირთო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლიან, რაც დაბინძურების ხარისხს ვერ შეცვლის. ამასთან, კონტროლის მექანიზმი იმდენად სუსტია, რომ გასული წლის პირველ ნახევარში ტექდათვალიერება 40%-მა მხოლოდ იმიტომ არ გაიარა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებმა უარი განაცხადეს! ხელისუფლებამ რომ განაცხადოს, ხალხო, მანქანების 90% გაუმართავი და გამოსაცვლელიაო, რევოლუცია დაიწყება... არადა, გაუმართავი ავტოტრანსპორტით ოჯახში შეტანილი ფულის დიდი ნაწილი, ამ შხამის ზემოქმედების გამო, კლინიკებში გვეხარჯება. ამას დავუმატოთ უვარგისი საწვავი და გამოდის, გაუმართავი მანქანების სახით მკვლელებს ვურიგდებით. 2017 წლის მონაცემებით, დასაშვებ კონცენტრაციაზე ოზონის გადაჭარბების მაჩვენებელმა 167% შეადგინა; გოგირდის დიოქსიდისამ - 155%. ნახშირორჟანგისამ - 122%. ეს აირების ჩამონათვალია. არ გაგვაჩნია დანადგარები, რომლებითაც მძიმე მეტალების კონცენტრაციას გაზომავ. - ეკოლოგები ხშირად საუბრობენ საოჯახო გათბობის ქვაბების გამონაბოლქვზეც. - ჰაერის დაბინძურების 75% გაუმართავ ავტომანქანებზე მოდის, დანარჩენი კი სხვადასხვა დაბინძურებაზე, მათ შორის, გათბობის ქვაბების გამონაბოლქვზეც. შეგვიძლია ამ რიგში ჩავაყენოთ ავტოგასამართი სადგურებიც. ამას მივუმატოთ გახრწნილი ნაგავი, რომელიც ყველა ნაბიჯზე იყრება…და ბოლოს, ერთიმეორის მიყოლებით ჩახერგილი კორპუსები. რა გასაკვირია, რომ საქართველო სიკვდილიანობით მესამე ადგილზე დგას იმ დაავადებებით, რომლებსაც დიდწილად ჰაერის დაბინძურება განაპირობებს: გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, ასევე, სიმსივნეები. - დედაქალაქში ყველაზე მაღალი დაბინძურების კოეფიციენტი სად არის? - სადაც მონიტორინგის სადგურები დგას - ვაკეში, ვარკეთილში, წერეთელზე... ყველაზე მაღალი დაბინძურება წერეთელზეა, თუმცა დარწმუნებული არა ვარ, რომ იგივე მონაცემები ან მეტიც არ იქნება აღმაშენებელსა და ყველა იმ ადგილზე, სადაც მანქანების დიდი ნაკადი გადაადგილდება... ჰაერში აზოტის დიოქსიდის ძალიან მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა ტაშკენტის ქუჩაზე, რუსთაველზე, ბახტრიონისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე და ა.შ.
---
09.04.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
რუსეთმა ჩვენი ფაროსანა ლუგარის ლაბორატორიაში გამოყვანილ ბიოლოგიურ იარაღად გამოაცხადა!
2016-2017 წლებში აზიურმა ფაროსანამ ეპიდემიასავით გადაუარა დასავლეთ საქართველოს! მაგალითად, შარშან, ფაროსანას გავრცელების არეალმა დასავლეთ საქართველოში 100 ათას ჰექტარს მიაღწია. ეს აშკარად მუტირებული პარაზიტი მოქმედებას აპრილის ბოლოდან იწყებს და გვიან შემოდგომამდე ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო თუ ბაღჩეულ კულტურებს. ამ ახალ ფაროსანას იმდენად ძლიერი ხორთუმი აქვს, რომ ახალშემოსული თხილის ნაჭუჭსაც ხვრეტს, ქორფა სიმინდის ტაროზე რომ აღარაფერი ვთქვათ! არჩილ ჭირაქაძე: "უფრო გასაგებად, ნივთიერება ბიფენტრინი, რომელიც შედის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შხამში, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, არის მეორე კლასის ტოქსიკური ნივთიერება, ანუ პოტენციური კანცეროგენი! ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს თუ ევროკავშირის გარემოს დაცვის სამსახურის ოფიციალური ინფორმაცია! ბიფენტრინი ახდენს გავლენას ადამიანის რეპროდუქციაზე, ენდოკრინულ სისტემაზე და ასე შემდეგ! ანუ ჩვენ ფაროსანას ვკლავთ თუ ხალხს?!"
---
07.04.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ბექა ნაცვლიშვილი: "უსაფრთხოების ნორმების მიმართულებით, ზოგადად ქვეყანაში რთული ვითარებაა შექმნილი"
ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და იმ საწარმოებში, სადაც არის მომატებული რისკი, სადაც არის ალბათობა, რომ ადამიანი შესაძლოა დაზიანდეს, გადამოწმების შემდეგ, აუცილებლად სახელმწიფო მმართველი უნდა შევიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "სოციალ-დემოკრატების" წარმომადგენელმა ბექა ნაცვლიშვილმა ტყიბულში ჟურნალისტებს განუცხადა. ნაცვლიშვილმა ისაუბრა მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც ექვსი მუშა ემსხვერპლა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების ნორმების გამოსწორებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. „უსაფრთხოების ნორმების მიმართულებით, ზოგადად ქვეყანაში რთული ვითარებაა შექმნილი. პირველი, უნდა გაკეთდეს ის, რომ დაუყოვნებლივ ყველა მძიმე, მავნეპირობებიან სამუშაოებში და განსაკუთრებით სამთო მომპოვებელ სფეროში უნდა შევიდნენ, როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, ისე ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალისტები. მეორე- დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შევიდეს სახელმწიფო დროებითი მმართველი, რა თქმა უნდა, შრომით კოლექტივთან და თავად კერძო მფლობელთან ერთად. ვიდრე სიტუაცია არ გამოსწორდება, მანამდე კერძო მფლობელს არ უნდა გადაცეს ეს საწარმო სამართავად და მესამე- როდესაც სიტუაცია გამოსწორდება, შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მხოლოდ კერძო მფლობელს სამართავად. თუ შემდგომშიც განმეორდება ასეთი რამ, მაშინ შესაბამისად უნდა მოხდეს ამ საწარმოების ნაციონალიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ყველა ჩვენი მოქალაქის სიმდიდრე, ეს არის წიაღისეული, რომელიც ჩვენ ყველას გვეკუთვნის და თუ კერძო მეწარმეები მას სათანადოდ ვერ განკარგავენ, ასევე თუ არ შეუძლიათ, რომ უზრუნველყონ ადამიანების სიცოცხლისთვის უსაფრთხო გაარემო, მაშინ შესაბამისად ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. ჭითაურაში არის სახელმწიფო მმართველი შესული ეკოლოგიური დარღვევების გამოსწორების მიზნით. ეკოლოგიური პრობლემებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა პრობლემები. მაგრამ როდესაც საფრთხე დგება ადამიანის სიცოცხლის, ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და იმ საწარმოებში, სადაც არის მომატებული რისკი, სადაც არის იმის ალბათობა, რომ ადამიანი შესაძლოა დაზიანდეს, გადამოწმების შემდეგ, სახელმწიფო მმართველი უნდა შევიდეს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
6 დაღუპული და 3 დაშავებული მეშახტე
მინდელის სახელობის შახტაში დილის 4 საათისთვის დატრიალდა, დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამთო მაშველებთან ერთად. თბილისიდან დამატებით გაიგზავნა 14-კაციანი ჯგუფი. მაშველებმა ექვსივე დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, რის შემდეგაც ისინი ქუთაისში, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. რაც შეეხება დაშავებულებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში განაგრძობენ მკურნალობას. ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში ტყიბულში ჩავიდა ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც "საქნახშირის" წარმომადგენლებს შეხვდა. თავად კომპანიამ კი ტრაგედიიდან მალევე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შახტაში სავარაუდოდ სამთო დარტყმა მოხდა, ჩამოიშალა ქანები, რამაც ტრაგედია გამოიწვია: "2018 წლის 5 აპრილს დახლოებით 03:50 საათზე დასავლეთ მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში +300 ჰორიზონტზე, სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა - გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება. წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბებში გავრცელდა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ტრამვული დაზიანება მიიღო სამმა თანამშრომელმა, ხოლო 6 თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა" ნათქვამია "საქნახშირის" განცხადებაში. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ხელისუფლების პირველი პირები გავრცელებულ განცხადებებში, შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ახალი თაობა-
---
06.04.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
ბექა ნაცვლიშვილი: იმ საწარმოებში, სადაც დარღვევები გამოვლინდება, სახელმწიფომ დროებითი მმართველი უნდა დანიშნოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და "საქნახშირში" სპეციალური მმართველის დანიშვნაზე საუბრობს. ამბობს, რომ ტრაგიკული შემთხვევების ხშირი განმეორება საკმარისი საფუძველია სახელმწიფომ კომპანიის მართვა ინვესტორს ჩამოართვას და თავად იტვირთოს. ბექა ნაცვლიშვილი: „დაუყოვნებლივ ყველა მძიმე და მავნე პირობებთან დაკავშირებულ საწარმოებში, და განსაკუთრებით სამთო მომპოვებელ სფეროში, უნდა შევიდნენ როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალისტები. მეორე - დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შევიდეს სახელმწიფო დროებითი მმართველი, რა თქმა უნდა, შრომით კოლექტივთან და თვითონ კერძო მფლობელთან ერთად. ვიდრე სიტუაცია არ გამოსწორდება, მანამდე კერძო მფლობელს არ უნდა გადაეცეს ეს საწარმო სამართავად და როდესაც სიტუაცია გამოსწორდება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კერძო მფლობელს სამართავად. თუ შემდგომშიც განმეორდება ასეთი რაღაცეები, მაშინ ამ საწარმოების ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს. "რეზონანსი": ეკისრება თუ არა მომხდართან დაკავშირებით ამ კომპანიას პასუხისმგებლობა? ბ.ნ: პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ პირს ეკისრება, მაგრამ მე ვლაპარაკობ პრობლემის გადაჭრაზე. ეს პრობლემა ერთხელ და სამუდაოდ უნდა გადაიჭრას. იქიდან გამომდინარე, რომ კერძო სექტორს არ აქვს საკმარისი ნება, ეს პრობლემები აღმოფხვრას, იმ საწარმოებში, სადაც გადამოწმების შედეგად შრომის ინსპექციის და ზედამხედველობის სამსახურის გადამოწმების შედეგად გამოვლინდება ასეთი დარღვევები, სახელმწიფომ უნდა დანიშნოს დროებითი მმართველი. "რ": და ეს სხვა სახის პრობლემას არ გამოიწვევს, მაგალითად კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით? ბ.ნ: ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ძვირფასია და მაღლა დგას, ვიდრე კერძო საკუთრება. თუ დაუდევრობით, გულგრილობით ხდება ადამიანის მოკვდინება, დგება ფატალური შედეგი, აქ კერძო საკუთრებას მნიშვნელობა აღარ აქვს. მაგალითად შეიძლება ვინმეს ჰქონდეს იარაღი და ეს იყოს კერძო საკუთრება, მაგრამ იყენებდეს არასწორად და ამით ახდენდეს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას. რა, არ უნდა მოვახდინოთ რეაგირება?! `რ~: და თქვენი აზრით, მთავრობა გაითვალისწინებს ამ ინიციატივას? ბ.ნ: ხვალ დავაყენებთ ამ მოთხოვნას, მივმართავთ ეკონომიკის, ჯანდაცვის სამინისტროებს და იმედია, შესაბამასი რეაგირება მოჰყვება ამას. "რ": `ქართული ოცნების~ დატოვებას თქვენც ხომ არ გეგმავთ? ბ.ნ: ამ წუთას არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ დავტოვო "ქართული ოცნება". რა თქმა უნდა, რიგ საკითხებზე აზრთა სხვადსხვაობა არის, მაგრამ თუ დადგება ისეთი საკითხი, რომელიც ღირებულების თვალსაზრისით იქნება წყალგამყოფი, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება, შესაძლოა, მივიღო. ამ წუთას ასეთი ტიპის დაპირისპირებას და აზრთა სხვადასხვაობას ჩვენს შორის ადგილი არ აქვს.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
სამუშაო ადგილებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე სასამართლომ პატიმრობა მხოლოდ 3 ფაქტზე გამოიყენა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ, 2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში კი გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა 13 შემთხვევაშია დაწყებული. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ შემთხვევებზე დროული დაეფექტური გამოძიების წარმოების აუცილებლობას,“-აღნიშნულია ანგარიშში. ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საინტერესო მონაცემები გამოიკვეთა საქალაქო და რაიონული სასამართლოებიდან გამოთხოვილი საბოლოო გადაწყვეტილებების შესწავლის შედეგად. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოებში განხილული 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 3 შემთხვევაში განისაზღვრა. „არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი კიდევ 20 საქმეზე დადგა. საქმეთა 72,2% (65 საქმე), არსებითი განხილვის გარეშე, საპროცესო შეთანხმების დადებით დასრულდა. 1 საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირი გამართლდა, 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, დაუბრუნდა რაიონულ პროკურატურას. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 500-დან 5000 ლარამდე მერყეობს. საყურადღებოა, რომ მსგავსი შემთხვევებისას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, საჭიროა სახეზე იყოს სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმების დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ ნორმების დაცვა ევალებოდა. სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ, ხშირ შემთხვევაში, შესაბამისი წესები მოიპოვება მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის 1992 წლამდე მოქმედ და შემდგომ პერიოდში მოდიფიცირებულ სამშენებლო ნორმებში ან პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება ცალკეულ დამსაქმებელთა მიერ შედგენილი შიდა დოკუმენტაციის საფუძველზე, ამასთან, უსაფრთხოების წესები გაბნეულია სხვადასხვა საწარმოო პროცესის მარეგულირებელ სპეციალურ აქტებში, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, პრაქტიკული საქმიანობისას სირთულეებს წარმოშობს. სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ შრომის უსაფრთხოების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებში, გარკვეულ შემთხვევებში, პასუხისმგებელ პირად მოიაზრება სამუშაოს უშუალოდ შემსრულებელი, იშვიათ შემთხვევებში - სამუშაოს დამკვეთი ან სამშენებლო კომპანიის/საწარმოს დირექტორი, უმეტეს შემთხვევაში კი - სამუშაოთა მწარმოებელი. ამასთან, ამ უკანასკნელის იდენტიფიცირება ყოველთვის ვერ ხერხდება,“-აღნიშნულია ანგარიშში.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
გამოიწვევს თუ არა ეს ტრაგედია სახელმწიფოს მხრიდან შრომის უსაფრთხოებისადმი მიდგომის შეცვლას?
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სამი დაშავდა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი კონტაქტურები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მგდარი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სპეციალისტების თქმით, ეს იყო სამთო დარტყმა, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ ადგილას ჩამოიშალა ქანები, რამაც გამოიწვია ჰაერის ტალღა, რასაც მოჰყვა ეს უბედური შემთხვევა. "საქნახშირის" დირექტორ ჯამბულ ჯაყელის მტკიცებით, შახტში მომხდარის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა არ გამხდარა. პროფკავშირის წარმომადგენლები მომხდარის გამოძიებაში ჩართვას ითხოვენ. როგორც პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისიაში პროფკავშირებს არ ჩართავენ, ყველას ეცოდინება, რომ "კვლავ რაღაცის დამალვას ცდილობენ". გამოიწვევს თუ არა ეს ტრაგედია სახელმწიფოს მხრიდან შრომის უსაფრთხოებისადმი მიდგომის შეცვლას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა. სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): აუცილებლად უნდა გამოიწვიოს სახელმწიფოსგან შრომის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიდგომის შეცვლა, რადგან, სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულში ოღონდ ინვესტორი გამოჩენილიყო და დასაქმებული ადამიანების მინიმალური უსაფრთხოების საკითხიც კი არ იყო დაცული. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ მოხდება ისეთი რამ, რაც ჩვენთან ხდება. თუ გვინდა, რომ რაღაცას ვგავდეთ და ასეთი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია, უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყოს განსაზღვრული და დარეგულირებული. ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოიწვიოს. ასეთი ეპიზოდების ერთმანეთზე მიყრა რა უბედურებაა. ძალიან ცუდი ამბებია, მაგრამ ამ საქმეს რაღაცით უნდა ვუშველოთ. კანონმდებლობით იქნება თუ ვიღაცის დაჭერით ან მოხსნით, ამას ყველა ვარიანტში უნდა ეშველოს. რეზო მიშველაძე (მწერალი): შრომის უსაფრთხოების პრობლემა, არ მახსოვს რომელიმე ათწლეული ჩემი სიყმაწვილიდან დღემდე, რომ საქართველოში არათუ გადაწყვეტილი, არამედ თითქმის მინიმალურად გადაჭრილი ყოფილიყო. სრულიად ბუნებრივია, რომ ახლაც ასეა. საწარმო, კერძო პირის ხელშია თუ სახელმწიფო პირისა, ყოველთვის ამ დიდი პრობლემის წინაშე დგას. ამის შედეგია ისიც, რომ თბილისში მაღლივი სახლი არ არსებობს, საიდანაც მშენებლობის პროცესში მუშა არ გადმოვარდნილიყოს და ახლაც ეს საშინელი ტრაგედია ტყიბულში. რა თქმა უნდა, თუ ჩვენი პარლამენტი პარლამენტია და მართლა პარლამენტობს, პირველ რიგში, ეს საკითხი უნდა დააყენოს თავის სესიაზე და სათანადო კანონით უზრუნველყოს. მაგრამ მე, როგორც პარლამენტს ძველმა წევრმა, ერთი რამ ვიცი, რომ მიიღებენ კანონს, რომელიც არ შესრულდება, რადგან სათანადო პოლიტიკური ნება არ არის ადამიანის დაცვისა. ქეთი ბექაური (იურისტი): რა თქმა უნდა. საკანონმდებლო ორგანომ ბოლო პერიოდში შრომის კანონმდებლობაში ისედაც ცვლილებები შეიტანა. ალბათ შრომის ინსპექციის მეტი ჩართულობაა საჭირო და ყველაფერი კონტროლზე უნდა იქნეს აყვანილი. შახტში პირობები უნდა შეიქმნას. ითქვა, რომ უსაფრთხოების წესები დაცული იყო, მაგრამ საშინელება მაინც მოხდა. იმედია, ობიექტური გამოძიება ჩატარდება და თუკი ვინმეს გადაცდომა გამოიკვეთება, ალბათ ყველა პასუხს აგებს. ექვსი ადამიანის გარდაცვალება მისაყურადებელი საქმე არ არის. ძალიან დიდი დანაკლისია მარტო ტყიბულელებისთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
იგორ კვესელავა: როდემდე უნდა იღუპებოდნენ ადამიანები?! ზღვარი ხომ არსებობს?!
"ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია. ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის 1 მილიონი უმძიმეს მდგომარეობაშია, 200-250 ათასი ადამიანი ღატაკია და 700 ათასამდე ღარიბი. შედეგად მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ადამიანები ქუჩაში გამოვლენ იმ ლოზუნგებით, რაც აქამდე არასდროს ყოფილა. ისინი კომბლებს დაიჭერენ ხელში და სოციალურ რევოლუციას მოაწყობენ," - აცხადებს პოლიტოლოგი, მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე ოგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. იგორ კვესელავა: მეშახტეების გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა უკვე საგანგაშოა მთლიანად საქართველოსთვის და ქართული საზოგადოების მომავლისთვის. ეს არ არის არც პირველი და არც მეორე შემთხვევა, როდესაც ადამიანები იღუპებიან სამუშაოს შესრულების დროს და არავინ საუბრობს მიზეზებზე. მესმის, რომ კერძო კომპანიები არსებობენ, მაგრამ მათ მუშაობას ვიღაც ხომ უნდა აკონტროლებდეს?! ნორმალურ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს ერთი მაკონტროლებელი ორგანო? როდემდე უნდა იღუპებოდნენ ადამიანები?! ზღვარი ხომ არსებობს? ეს მოვლენა მაინც უნდა გახდეს ხელისუფლებისთვის განგაშის ზარი, რომ რაღაც მოიმოქმედონ. მთავრობის ხელმძღვანელი კვირიკაშვილი იმით კი არ უნდა აპელირებდეს, რამდენი წელი დარჩება მთავრობაში, მან უნდა ისწავლოს ქვეყნის მართვა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მარტო განცხადებები ვერ უშველის საქმეს. "რეზონანსი": მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო მანქანები არ უნდა იყოს შავი ფერის. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია? ი.კ: არ მესმის, როგორ შეიძლება ხელისუფლებისთვის ჯიპების ფერის შეცვლა იყოს მთავარი საკითხი?! ეს არის სამარცხვინო. რა მნიშვნელობა აქვს, ჯიპი თეთრი იქნება თუ შავი? ეს არის ზუსტად იმის დამადასტურებელი, რომ ხელისუფლება არაფრის გაგნებაში არ არის. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მე და ოპოზიცია ერთ ნავში არ ვსხედვართ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მათ მოსაზრებას ვეთანხმები. რა შუაშია მანქანების ფერი? ევროპაში არიან ლიდერები, რომლებიც მანქანებით კი არა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ და ჩვენთან, როცა ქვეყანას ასე უჭირს, არ მესმის, რა საჭიროა სამინისტროში ყველას შავი ლიმუზინი ჰყავდეს. ქამრების შემოჭერა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს, თორემ ხალხს ისედაც შემოჭერილი აქვს, რადგან გაუსაძლის პირობებში არიან. "რ": თქვენი აზრით, სოციალური ფონი უარესდება? ი.კ: ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია. ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის 1 მილიონი უმძიმეს მდგომარეობაშია, 200-250 ათასი ადამიანი ღატაკია და 700 ათასამდე ღარიბი. აღარ არსებობს საშუალო ფენა, რომელსაც ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს. პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, არ შეიძლება, მილიონრები მართავდნენ ქვეყანას და ბანკები ჭამდნენ მოსახლეობას. საბანკო სისტემამ და ფინანსურმა ოლიგარქიამ თავის უმაღლეს წერტილს მიაღწია. შედეგად მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ადამიანები ქუჩაში გამოვლენ იმ ლოზუნგებით, რაც აქამდე არასდროს ყოფილა. ისინი კომბლებს დაიჭერენ ხელში და სოციალურ რევოლუციას მოაწყობენ. დაიღალა მოსახლეობა დაპირებებით. ვერ ვხედავ საწარმოებს, ვერც პერსპექტივას ხალხის დასასაქმებლად. საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია და თვითონ "ოცნების" წიაღშივე დაიწყება პროტესტი. "რ": გედევან ფოფხაძემ "ოცნება" დატოვა. როგორ ფიქრობთ, შიდა დაპირისპირება უკვე დაიწყო? ი.კ: მე ამას ველოდებოდი კიდეც და ვფიქრობ, მაისში და ივნისში თავს კიდევ უფრო იჩენს შიდა დაპირისპირება. გედევან ფოფხაძე მიმაჩნია ერთ-ერთი ისეთ დეპუტატად, რომელიც მილიონების შოვნაზე არ ფიქრობს და წესიერი ადამიანია. კიდევ გამოეყოფა რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც ჯერჯერობით ჩუმად არიან, მაგრამ ისინიც ამოიღებენ ხმას. ბოლოს და ბოლოს მდუმარების ყინული გალღვება და ნაკადად დაიძვრება. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში "ქართულ ოცნებაში" მოხდება სერიოზული ჯგუფის ცალკე გამოყოფა, რადგან არ შეიძლება ყველაფრის მოთმენა. "რ": ანუ თქვენ ვარაუდობთ, რომ "ქართული ოცნება" უახლოეს მომავალში ორად გაიყოფა? ი.კ: დიახ, სწორედ ამას ვვარაუდობ, რადგან ამის სიმპტომებს ვხედავ. სწორედ ამიტომაცაა საჭირო ქვეყანაში საკადრო ცვლილებები და ეს უნდა დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურით. ყველა საუბრობს, რომ კვირიკაშვილი უნდა წავიდეს და რომ ის პრეზიდენტადაა გამზადებული. ამ დროს კი პრემიერი გამოდის და ამბობს, თქვენ ნუ გეშინიათ, მე რამდენიმე წელი კიდევ ვიქნებიო. მას ურჩევნია განაცხადოს, რომ მიდის ხელისუფლებიდან. მის ადგილზე უნდა მოვიდეს ადამიანი, რომელიც მხოლოდ განცხადებებს კი არ დასჯერდება, არამედ მას პრაქტიკად აქცევს.
---
06.04.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
ბოლო 12 წელიწადში სამუშაო ადგილებზე 1200 ადამიანი დაიღუპა
შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო ქვეყანაში ადამიანები გამუდმებით იღუპებიან, დამსაქმებლის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი კი არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა. მარტო ბოლო ორთვენახევარში 19 ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას: 8 მშენებლობებზე, 1 - მეტალურგიაში და დანარჩენი - შახტებში მუშაობის დროს. 2006 წლიდან დღემდე კი სამუშაო ადგილებზე 1200-მდე ადამიანია გარდაცვლილი. მინდელის შახტში სულ ახლახან მომხდარი ტრაგედიის მიზეზად "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი სამთო დარტყმას მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი პრევენცია შეუძლებელია, თუმცა მისი აცილება შესაძლებელი იყო თუ არა, პასუხს გამოძიება გასცემს. ხალხი ელოდება, რომ პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან. ასეთი მოლოდინი იყო 2017 წლის 9 მაისსაც, როცა ტყიბულის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა. მეშახტეები დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდნენ და ადგილზე გარდაიცვალნენ. უბედური შემთხვევის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შრომის ინსპექცია შექმნილია და შესაძლოა, გასააქტიურებელი იყოს. "ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი", - თქვა მაშინ პრემიერმა. "გამოძიების ფარგლებში რაც გაკეთდება, იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ცხადი, დაისჯება ყველა ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება", - აცხადებდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია. ერთი შეხედვით პრინციპული განცხადებების მიუხედავად, ტრაგედიასთან დაკავშირებით არავინ დასჯილა. გაერთიანებულ პროფკავშირებში ადასტურებენ, რომ დამსაქმებლების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი არც ერთ შემთხვევაში არ დასმულა. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში საქმე (ისიც ძალიან მცირე ნაწილი) მიდის სასამართლომდე და ეს პროცესი მთავრდება მხოლოდ დაღუპულის ოჯახის მიმართ კომპენსაციის დაწესების ვალდებულებით. ამ დროს პრობლემაა აბსოლუტურად ყველგან, მაღაროებში თუ სხვადასხვა ტიპის მშენებლობებზე, სადაც ადამიანები ხშირად დამსაქმებელთა დაუდევრობით იღუპებიან. პროფკავშირების ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას 1200-მე ადამიანია გარდაცვლილი, ბოლო ორთვენახევარში კი 19 ადამიანი დაიღუპა. აქედან 8 - მშენებლობებზე, 1 - მეტალურგიაში, დანარჩენი კი შახტებში მუშაობის დროს. "შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი პარლამენტში მიღებულია და აგვისტოში ამოქმედდება. მანამდე რეალურად არაფერი შეიცვლება. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებელი პირი უნდა მკაცრად დაისაჯოს, მაგრამ ასეთი ჯერ არც ერთი ფაქტი არ ყოფილა. შრომის ინსპექციამ უნდა მოახდინოს პრევენცია, რათა მსგავსი შემთხვევები გამოირიცხოს. მშრომელი ხალხი გვეღუპება და ამ პროცესს ვერაფერს ვუპირისპირებთ. რისკი არის დიდი და თუ გვინდა, არ მოხდეს მსგავსი ფაქტი, რეგულაცია უნდა გამკაცრდეს. დამსაქმებლის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს, მაგრამ ეს არ არის პრევენცია, რადგან შედეგი მხოლოდ შრომის ინსპექციის გამართულ მუშაობას შეიძლება მოჰყვეს. როგორც წესი, მსგავსი ტიპის შემთხვევების მხოლოდ ნაწილი მიდის სასამართლომდე და ეს პროცესიც წლობით იწელება. უკეთეს შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა ხდება გარდაცვლილი მუშების ოჯახებზე და ამის იქით არაფერი იცვლება. ამჯერად მაინც უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი და დამნაშავე დაისაჯოს. მანამდე 4 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ არც მაშინ დამდგარა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა. ახლა მაინც უნდა მოხდეს გარკვეული ზომების მიღება, რათა დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოება მაღალ დონეზე იქნეს დაცული. ამას ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ", - განუცხადა "რეზონანსს" გიორგაძემ. იურისტები იმედოვნებენ, რომ საქმის საფუძვლიანი შესწავლა მოხდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, რაც ტრაგედიის მიმართ არსებობს. სამართლის სფეროს სპეციალისტ აკაკი ჩარგეიშვილის თქმით, უნდა დადგინდეს, რამდენად იყო სამთო დარტყმის პრევენცია შესაძლებელი. "ქართველ მეშახტეებს გაუგონარ პირობებში უწევთ მუშაობა (მათ შორის მიწის ქვეშ). სამართლებრივად ყველაფერი უნდა გაირკვეს, ჩატარდეს გამოძიება და არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტი. ეს აუცილებელია. სავარაუდოდ, არის გარკვეული საფრთხე, რაც ბუნებრივად ხდება, მაგრამ რამდენად იყო ამის არიდება შესაძლებელი, ეს უნდა გაირკვეს პირველ რიგში. ტრაგედია მთელი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოძიებული. ცხადია, ასეთი საფრთხის მქონე ობიექტებთან მიმართებით, როგორიც მაღაროებია, საკანონმდებლო რეგულაცია უნდა გამკაცრდეს. არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების მიმართ უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ რეგლამენტირებული ზედამხედველობა განხორციელდეს", - აცხადებს ჩარგეიშვილი. მისი თქმით, სისტემურად უნდა მოწმდებოდეს ტერიტორია ტექნიკური და შრომითი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. "ნებისმიერი მიჩქმალული საკითხი იწვევს უდიდეს ტრაგედიას, რისი მოწმეც სულ ახლახან გავხდით. სრულყოფილი გამოძიებისთვის ნებისმიერი დეტალია შესასწავლი. თუკი პრევენცია შესაძლებელი იყო და არ მოხდა, შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. სისტემა უნდა მუშაობდეს გამართულად, რომ ადამიანური დანაკარგი გამოირიცხოს და უფრო მეტად იყოს უსაფრთხოება დაცული", - აღნიშნა "რეზონანსთან" ჩარგეიშვილმა.
---