From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-11.01.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 11.01.2018 08:35
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 11.01.2018

ტელევიზია

11.01.2018

არხი:            იმედი

გადაცემა:  იმედის დილა

2018 წლის იანვრიდან ელექტრონული რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო გახდება. ჯანდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან გააფორმებს, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან. რამ გამოიწვია ეს აუცილებლობა და რას გულისხმობს ელექტრონული რეცეპტის არსებობა. თემაზე ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე საუბრობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4972460

---

 

11.01.2018

არხი:            მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 10:00

თემირლან მაჩალიკაშვილს დუისში დღეს დაკრძალავენ. 19 წლის ახალგაზრდას ცხედარი თბილისიდან მშობლიურ სოფელში გუშინ გადაასვენეს. მას ტრადიციისამებრ, შუადღის ლოცვლის შემდეგ დაკრძალავენ. ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმის გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს. გარდაცვლილის ახლობლები ბრალდებას უწყენებენ ჯანდაცვის სამინისტროს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4972703

---

 

11.01.2018

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა:   დილა მშვიდობისა

2 თვის ერეკლე დანელიას ექიმებმა მოკლე ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. ნაწლავის დაგრძელების მიზნით ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ ძვირადღირებული ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვილი 2 თვეა რეანიმაციაშია და 5 ოპერაცია გადაიტანა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4972478

---

 

10.01.2018

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:    კურიერი 21:00

ექიმებსა და იაშვილის კლინიკის მენეჯმენტს შორის დავამ, შესაძლოა სასამართლოში გადაინაცვლებს. ექიმები საკუთრი უფლებების დასაცავად კლინიკის მენეჯმენტის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ. გათავისუფლებული მედ პერსონალის აზრით მათი, სამსახურიდან გაშვება კანონის დარღვევით მოხდა და თანამდებობები სამედიცინო ცენტრის მხრიდან ზეწოლის შემდეგ დატოვეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4972400

იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4972358

I არხი - მოამბე 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4972314

---

 

10.01.2018

არხი: იმედი

გადაცემა:    ქრონიკა 20:00

კიდევ ერთი მსხვერპლი ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, 60 წლამდე მამაკაცს გულის შეტევა მოუვიდა, რის შემდეგაც სიმაღლიდან ჩამოვარდა, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4972380

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4971955

---

 

10.01.2018

არხი: I  არხი  

გადაცემა:    მოამბე 21:00

თემირლანმაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია. პროცესს ოჯახის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტიც ესწრებოდნენ, რომლებიც სწორედ ექსპერტიზის შედეგების გაცნობის შემდეგ რამდენიმე მთავარ კითხვაზე ელოდებიან პასუხებს. პანკისის სპეცოპერაციის დროს თავში დაჭრილი მაჩალიკაშვილი მკურნალობის გასაგრზელებლად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკასი დღეს უნდა გადაეყვანათ, თუმცა 19 წლის ახალგაზრდა ტრანსპორტირებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი დაგვიანებულ მკურნალობაზე საუბრობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4972307

იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4972229

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4972183

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4971711

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4971302

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4971016

---

 

10.01.2018

არხი: I არხი  

გადაცემა:    მოამბე 18:00

სურამში გაჩენილი ხანძრის შედეგად გულიკაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. სოციალურად დაუცველ ოჯახს ბინის ქირით ხაშურის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, თუმცა მათ მიერ გამოყოფილი დახმარება ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ინვენტარით მოწყბილი ბინის დასაქირავებლად საკმარისი არ არის. უსახლკაროთა პრობლემაზე არასამთავრბო ორგანიზაციებიც საუბრობენ. მესამე სექტორის წარმომადგენელთა აზრით აუცილებელია, სახელმწიფომ ერთიანი საბინაო პოლიტიკა შექმნას. რა ეტაპზეა სტრატეგია, რომელიც სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლბით ჯანდაცვის სამინისტროში მუშავდება. ჯანდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს უსახლკარობის დაძლევის კონცეფცია პარლამენტთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად შეიმუშაოს. დოკუმენტზე მუშაობა დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4972080

---

 

ინტერნეტი

11.01.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=58704

პრემიერი: სახელმწიფომ და ექიმებმა მაჩალიკაშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ და ექიმებმა სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს: „სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დეროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა. რა შედეგითაც არ უდნა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს“,-აღნიშნა პრემიერმა. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.ჯანდაცვის სამინისტრო თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშილმა დაკავებისას ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რა დროსაც მისი მისამართით გასროლა განხორციელდა. მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი.

---

 

11.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/472582-kronen-zeitung-themirlan-machalikashvilis-venashi-samkurnalod-gadayvana-avstriis-shinagan-saqmetha-ministrma-sheachera.html

Kronen Zeitung - თემირლან მაჩალიკაშვილის ვენაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შეაჩერა

თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შეაჩერა, - ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung წერს. გამოცემის ინფორმაციით, უკვე დაგეგმილი თბილისი-ვენას რეისი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა გააუქმა. „დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: ჩვენთვის ძალიან სარისკო იყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული ტერორისტის ავსტრიაში ჩამოყვანა, ვინაიდან ვენაში მის მკურნალობას, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე შეექმნა. რა თქმა უნდა, პოტენციურ ტერორისტებს ქვეყანაში ვერ შემოვუშვებთ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ავსტრიაში არ ვუშვებთ, ეს სამედიცინო მკურნალობასაც ეხება“, - განაცხადა ჰერბერტ კიკლმა. Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი მხარს უჭერდა ავსტრიაში ცნობილ ისლამისტ ფანატიკოსს ახმედ ჩატაევს. „ჩატაევი ვენაში 2003-2011 წლებში ცხოვრობდა, შემდეგ კი ცოლი და ხუთი შვილი მიატოვა და სირიაში საომრად გაემგზავრა. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ამ პერიოდში ჩატაევმა სოციალური დახმარების სახით ავსტრიისგან 80 000 ევრო მიიღო“, - წერს გამოცემა. შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

---

 

10.01.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=58669

პანკისის ხეობის უხუცესი: თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო ვერ მოხერხდა

პანკისის ხეობის უხუცესის პლატონ გუნაშვილის შეფასებით, დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო ვერ მოხერხდა. როგორც უხუცესმა განმარტა, მაჩალიკაშვილი საზღვარგარეთ კლინიკაში დროულად უნდა გადაეყვანათ და მისი მრურნალობა იქ უნდა გაგრძელებულიყო. "ეს ამბავი ხალხს არ სჯერა. რომ გადაეყვანათ უცხოურ კლინიკაში შეიძლება თემირლანი გადარჩენილიყო. ყველა ამას ფიქრობს და მართლებიც არიან. დაშავებულს უმაღლესი მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს დროულად და სწრაფად. ვთვლით, რომ მკურნალობა დაგვიანდა", - განაცხადა გუნაშვილმა.

აიპრეს.ჯი-   http://www.ipress.ge/new/97372-pankisis-ukhucesi-temilan-machalikashvilis-sazghvargaret-samkurnalod-gadayvana-dagvianda-droshi-gaitsela

---

 

10.01.2018

მედიასაშუალება: https://news.ge/margoshvili-machalikashvili-2/

„გამორთეს აპარატი და მომიკლეს შვილი“

პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის გადასვენებას ელოდებიან, ცოტა ხნის წინ საკუთარ სახლში მისი დედა, მედიკო მარგოშვილი ჩავიდა. დედის განცხადებით, მისი შვილი აპარატიდან გამორთეს და მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს თურქეთის კლინიკაში. „გამორთეს აპარატი და მომიკლეს შვილი, მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს, სპეციალურად აწყობდათ. ქვეყანა დაექცეთ იმ სპეცრაზმელებს, იმ გომელაურს და გახარიას. არ უნდოდათ იმათ ჩემი შვილის სიცოცხლე, ამას სტრასბურგამდე მივიყვან, ამას არ შევარჩენ ამ ქვეყანას, ვინც დამნაშავეები არიან“,-განაცხადა მარგოშვილმა. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმ ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა გამთენიისას და რეანიმაცია წარუმატებლად დასრულდა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

11.01.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

პოეტებს რუსუდან კაიშაურს და ბათუ დანელიას ინტერვიუების გამო სოციალური დახმარების პენსია მოუხსნეს

მწერალი მარიამ წიკლაური ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოეტებს რუსუდან კაიშაურს და ბათუ დანელიას ინტერვიუების გამო სოციალური დახმარების პენსია მოუხსნეს. მარიამ წიკლაური, მწერალი: _ ყურადღება! სოს! ისეთი უცნაური ამბავი გავიგე, რომ სარუსუდან კაიშაური ხელს ვერ ვუძებნი ამას. რომც გამოასწოროს სოციალური მომსახურების სააგენტომ ეს სიბრიყვე, მაინც მინდა ამაზე ხმა ამოვიღოთ და გავაპროტესტოთ! "საზოგადოებრივმა ტელევიზიამ" ერთი საგადაცემო ციკლის ფარგლებში აჩვენა ინტერვიუები პოეტებთან.მათგან რამდენიმე იღებდა სოციალური დახმარების პენსიას. გადაცემის მეორე დღესვე დაურეკეს სოცუზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა ამ ავტორებს და აუწყეს შემდეგი: თქვენ თურმე გიმუშავიათ ამ ტელევიზიაში, ჩვენ გვატყუებდით და დღეიდან მოგეხსნათ პენსიებიო. ეს პოეტები არიან: რუსუდან კაიშაური, ბათუ დანელია!             ამ ხალხს ამ ტელევიზიაში და არც სხვა ტელევიზიებში არ უმუშავიათ და არც ახლა მუშაობენ. ახლა მე მაინტერესებს: ეს ყველაფერი რამდენად ადეკვატური საქციელია სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან? ექვემდებარება თუ არა ეს განხილვას? ნიშნავს თუ არა სახელმწიფოში ამ ბოლო დროს მწერლებისადმი გამოვლენილ საზოგადო აგრესიის გამოძახილს? პოეტებმა უნდა წარადგინონ ცნობა, რა დროიდან არ მუშაობენ ამ ტელევიზიაში, ანუ მაინც თავისას აწვება სააგენტო. მაინც ვერ გაიგეს ვითომ, რომ ინტერვიუზე ტელევიზიაში მიწვეული იყო მწერალი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4972827&name=11.01.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

11.01.2018

მედიასაშუალება:ახალი თაობა

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: "შვილი მომიკლეს. აპარატიდან გამორთეს, არ გადაიყვანეს საზღვარგარეთ"

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ, 10 იანვარს, გამთენიისას გარდაიცვალა. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ცხედარი პანკისის ხეობაში გადაასვენეს. მას დღეს, 11 იანვარს, დაკრძალავენ. როგორც ექიმები ამბობენ, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა 9 იანვარს დღის მეორე ნახე- ვარში გაუარესდა. გარდაცვლილის მშობლებს და ადვოკატს დამატებითი კითხვები გაუჩნდათ. გარდაცვლილის დედა ფიქრობს, რომ მისი შვილი აპარატიდან გამორთეს. _ აპარატიდან გამორთეს, შვილი მომიკ- ლეს. მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს საზღვარგარეთ, სპეციალურად აწყობდათ, ქვეყანა დაექცეს იმ სპეცრაზმელებს, ქვეყანა დაექცეს გომელაურს, გახარიას. არ უნდოდათ იმათ ჩემი შვილის სიცოცხლე. ამას სტრასბურგამდე მივიყვანთ. თუ ცოცხალი ვიქნები, ამ ქვეყანას ამას არ შევარჩენ, ვინც დამნაშავეები არიან, _ განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა. ოჯახის ადვოკატს იმის გარკვევა აინტერესებს, რატომ დადგა სიკვდილი მაშინ, როცა დაჭრილის საზღვარგარეთ გადაყვანა იქნა მიღებული. _ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. სროლის ტრაექტორია, ასეთი გარდაცვალების მიზეზი, მაშინ როდესაც ჩვენ უკვე მოლაპარაკება გვქონდა და გადაწყვეტილი იყო მისი გადაყვანა, ასე სწრაფად რატომ დადგა სიკვდილი. მრავალი სხვა კითხვა, რომლებიც ჩვენ დავუსვით ექსპერტიზას,_ აცხადებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბერაია 19 წლის მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამასთან მიიჩნევს, რომ ამ თემაზე შეფასებებისას საზოგადოებამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.    _ საზოგადოებამ იცის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გადასაყვანად მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე უცხოურ კლინიკასთან,სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, ძალიან სამწუხაროა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მნიშვნელოვანია ყველამ გავაცნობიეროთ, რომ საქმე გვაქვს მსოფლიოსთვის უმძიმეს გამოწვევასთან _ ტერორიზმთან და საქმე ეხება ჩვენი ქვეყნისუსაფრთხოებას. რომ არა ეს მასშტაბური და რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი კონტრტერორისტული ოპერაცია, ჩვენ დღეს ძალიან მძიმე შედეგებთან და რეალობასთან გვექნებოდა საქმე. ეს ასევე მთლიანად შეცვლიდა ჩვენი ქვეყნის             მდგომარეობას და მის აღქმას საერთაშორისო საზოგადოების თვალში. რასაკვირველია, შვილის გარდაცვალება უმძიმესია ოჯახისთვის. შესაბამისად, ყველას მართებს განსაკუთრებული წინდახედულობა, რა- თა ეს არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციისთვის. აუცილებელია დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და რასაკვირველია, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა ტერორიზმთან, _ განაცხადა ირაკლი ბერაიამ. გამოძიებას ელოდება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. მისი თქმით, 19 წლის ახალგაზრდას გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა გამოძიების საკითხია. _ ის კითხვები, რაც არსებობს ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, არის გამოძიების საკითხი. გამოძიება მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, ვერც ერთი მინისტრი თუ სხვა პირი ვერ გეტყვით ამ კითხვებზე პასუხს, სანამ საგამოძიებო ორგანოები არ დაასრულებენ თა- ვიანთ სამუშაოს, _ განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს. დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის თქმით, რომელიც საქმეში მაჩალიკაშვილის ოჯახის მოთხოვნით ჩაერთო, ტყვიის გაჩერების ბოლო წერტილის დადგენით არის შესაძლებელი იმის გარკვევა, შეეძლო თუ არა გარდაცვლილს სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან ოპერაციის დროს რაიმე საგნის ხელში აღება. თემირლან მაჩალილაშვილის გარდაცვალების ფაქტს ოპოზიციის და არასამთავრობოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავისუფალ დემოკრატებს არ სჯერათ, რომ ამ საქმეს საქართველოს ხელისუფლება გამოიძიებს. პარტიის თავმჯდომარე თამარ კეკენაძე ამბობს, რომ 26 დეკემბერს სპეცოპერაცია ჩატაევის თემის გადასაფარად ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა სახელმწიფომ. _ჩვენ გამოვიყენებთ სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალებას, რომ ამ საქმეზე სიმარ-თლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები ბოლომდე იქნეს დაცული, _ განაცხადა მიქელაძემ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 9 იანვარს პანკისის ხეობაში კიდევ ერთი სპეცო-პერაცია ჩაატარა. რომლის დროსაც 24 წლის ზურაბ იდოიძე დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევის საქართველოში ჩამოყვანაში მონაწილეობდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4972610&name=11.01.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

11.01.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

გრიპის სეზონური ეპიდემია ჯერ არ დაწყებულა, მას იანვრის ბოლოს უნდა ველოდოთ

სპეციალისტები გრიპის ვირუსის გააქტიურებას იანვრის ბოლოდან ელოდებიან. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, დღეს ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის მსგავსი რინოვირუსი, ასევე, ე.წ. რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს. გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით ჩვენთან გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად არ დადასტურებულა და ის, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გამოჩნდება, ამიტომ პრევენციისთვის მოსახლეობას სამი რეკომენდაციით მიმართავს: დროული აცრა, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში სახლში დარჩენა, ექიმის რჩევის შესაბამისად მკურნალობა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4972582&name=11.01.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---