From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-11.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 11.04.2018 08:34
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 11.04.2018

ტელევიზია

11.04.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა TV1

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. ასე მაგალითად, OECD-ის ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელს აღემატება. მიუხედავად, ამისა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ადამიანი საკუთარი შემოსავლების 10%-ზე მეტს ხარჯავს ჯანმრთელობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ ადამიანს არჩევანის გაკეთება საკვების ხარჯებსა და ჯანდაცვას შორის უწევს. მშპ-სთან მიმართებით ჯანდაცვის ხარჯები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. საქართველოში ჯანდაცვის ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში საშუალოდ 3%-ის ფარგლებშია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5156081

---

 

10.04.2018

არხი: იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

ამბულატორია, ბიბლიოთეკა და საკრებულო ერთ სივრცეში. ასეთი უცნაური ერთი ფანჯრის პრინციპი ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოქმედებს. მიზეზი კი ისაა, რომ 3 სრულიად განსხვავებული ფუნქციის დაწესებულებისთვის ფართი ვერ მოიძებნა. ანალოგიურია ვითარება სხვა სოფლებშიც. ამბულატორიები ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5155644

---

 

10.04.2018

არხი: I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

მინდელის სახელობის შახტში დაღუპული 5 მეშახტე დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ტრაგედიის შედეგად დაღუპულ კიდევ ერთ მეშახტეს კი ხუთშაბათს დაკრძალავენ. ტყიბულში დღეს ადგილობრივები, პროფკავშირების წარმომადგენლები, საქნახშირის თანამშრომლები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. მომხდარზე დაწყებული გამოძიების დასრულებამდე პროფკავშირები დროებით მინდელის სახელობის შახტის დახურვას მოითხოვენ. ცნობილი ხდება, რომ გამოძიების პროცესში ორი უკრაინელი ექსპერტიც ჩაერთვება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5155228

---

 

10.04.2018

არხი: ტვ პირველი 

გადაცემა:   საქმის კურსი 22:30

მოსახლეობის ნაწილი საპენსიო ასაკის ზღვარის დაწევის მომხრეა. ამის შესახებ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი. კერძოდ, ქალებისთვის სასურველ ასაკობრივ ზღვრად რესპოდენტთა 70%-მდე ასახელებს 55 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის სასურველ ასაკობრივ ზღვრად, 72.2% ასახელებს 60 წელს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5155806

---

 

 

ინტერნეტი

11.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/487413-sofel-zeda-samebashi-mckhovrebi-beridzeebis-ojakhi-khelisuflebas-dakhmarebis-thkhovnith-mimarthavs.html

სოფელ ზედა სამებაში მცხოვრები ბერიძეების ოჯახი ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამებაში მცხოვრები ქეთევან ბერიძის მრავალშვილიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. როგორც ბერიძეების ოჯახი აცხადებს, საცხოვრებელი სახლი ორ წელზე მეტია დაზიანებულია და მიუხედავად გეოლოგიური დასკვნისა, დღემდე ელოდებიან დახმარებას.  "ვითხოვთ, საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, გეოლოგიური დასკვნა არსებობს და საქმის კურსშია ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ეზოში და სახლში ნაპრალებია. ჩემს მეზობლებსაც საფრთხე ემუქრება. ვთხოვთ, ხელისუფლებას, რომ ყურადღება მოგვაქციოს",- განაცხადა ქეთევან ბერიძემ.

---

 

11.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/35683/jandatsvis-sakitkhebis-advokatirebistvis--akhali-proeqti-samoqalaqo-seqtorshi

ჯანდაცვის საკითხების ადვოკატირებისთვის - ახალი პროექტი სამოქალაქო სექტორში

საერთაშორისო ფონდმა  „კურაციომ“  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით ახალი პროექტი დაიწყო.  პროექტის მიზანი ჯანდაცვის საკითხების ადვოკატირებისთვის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა გაერთიანებაა. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ 20 წელზე მეტია, ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობს. ფონდი, ძირითადად, ჯანდაცვის სფეროში კვლევით საქმიანობას ეწევა. პროექტი სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა საქართველოს ჯანდაცვის სექტორში გადაწყვეტილებების მიღებისა და მონიტორინგის პროცესში”  ღია საზოგადოების ქსელის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში 20-ზე მეტი დაინტერესებული ორგანიზაცია, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, მედია და აკადემია იღებს მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის მარტში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. კერძოდ, მიმოიხილეს  იმ კვლევების შედეგები, რომელიც საქართველოში მედიკამენტებზე ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას სწავლობს. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ ფარმაცევტული კვლევის მეხუთე ტალღის შედეგების ძირითადი მიგნებებიდან  ერთ-ერთ ბრენდულ მედიკამენტებზე ფასების ზრდას ეხება. კვლევის მიხედვით, ბრენდულ მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2016 წელს. ამავე კვლევის მიხედვით, რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებზე ფასნამატი 89%-ით  აღემატება  ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტების ფასნამატს. ფასის მატებასთან დაკავშირებული ტენდენციების გარდა, შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მედიკამენტებზე გაწეულ ხარჯზე. მოსახლეობა ყველაზე მეტს ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯიდან სწორედ მედიკამენტებზე ხარჯავს და, რაც ყველაზე საგულისხმოა, ამ ხარჯში სახელმწიფოს კონტრიბუცია ძალიან დაბალია, ანუ მედიკამენტების ხარჯი მთლიანად თუ არა უმეტესად მოსახლეობას აწვება და ეს განსაკუთრებით მძიმეა ქრონიკული ავადმყოფებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სფეროში სწორედ ასეთი პრობლემური საკითხების შესწავლა და შემდგომ, პროგრამის მონაწილე ორგანიზაციების ერთიანი ძალისხმევით, საადვოკაციო კამპანიების დაგეგმვაა გათვალისწინებული.

---

 

10.04.2018

მედიასაშუალება: http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=19537&lang=geo

ადამიანის უფლებათა ცენტრის წინადადებას ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში („შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“) ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართა. აქტი არეგულირებს შრომითი მოვალეობის შესრულებისას, დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს, ასევე განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს. დადგენილებაში განსაზღვრულია იმ პირთა წრე, ვისაც შეიძლება, დაენიშნოს დახმარება. დახმარების გაცემის საკითხს წყვეტს უწყებათაშორისი კომისია. დადგენილების თანამხად, დახმარება შეიძლება, დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში, 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან, ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას, მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადასტურებული აქვს ფულადი დახმარების მიღების უფლება, ასევე სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ იასონ ნეფარიძეს 2014 წლიდან შეუწყდა დახმარება, რომელსაც იგი წლების მანძილზე, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, იღებდა. იასონ ნეფარიძის საქმე არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაშია. ნეფარიძის მიმართ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლოს მიერ, 1977 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, სს „ჭიათურის მედსანნაწილის საავადმყოფო“-ს, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად სარჩოს გადახდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო შეცვლამდე. 2012 წელს, სს „ჭიათურის მედსანნაწილს“ რეორგანიზაციის შედეგად, შეუერთდა სს ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოს, რომლის დამფუძნებელი და აქციონერი არის სახელმწიფო. 2015 წელს კი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საავადმყოფო გაუქმდა უფლებამონაცვლის დადგენის გარეშე. იასონ ნეფარიძე ზემოხსენებული დაწესებულებიდან 2014 წლამდე ყოველთვიურად იღებდა ფულად დახმარებას, რომელიც მისთვის დაწესებულებას უნდა გადაეხადა, ჯანმრთელობის საბოლოო მდგომარეობის აღდგენამდე. თუმცა, 2014 წელს მას წერილით განემარტა, რომ საავადმყოფო გადახდისუუნარო იყო და მას კუთვნილ ყოველთვიურ დამხარებას ვერ გადაუხდიდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, გიორგი კაკუბავას განცხადებით, ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ დადგენილების მე-5 მუხლში შევიდეს ცვლილება და აქტის მოქმედება გავრცელდეს იმ პირებზეც, რომლებსაც ზიანი მიადგათ საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში დასაქმებული პირის მიერ, რომელიც, მოცემული რედაქციით, გათვალისწინებული არ არის. აღნიშნული საკითხები რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით“, თუმცა, ამგვარი შემთხვევა, სამწუხაროდ, არც კანონით და არც სხვა ნორმატიული აქტებით რეგულირდება. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს საკანონმდებლო ხარვეზთან. არსებული პრობლემის გათვალისწინებით კი, იასონ ნეფარიძის კანონიერი ინტერესები და უფლებები ირღვევა. სწორედ, აღნიშნულმა პრობლემამ განაპირობა ჩვენ მიერ წინადადების წარდგენა და 2013 წლის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაითვალისწინებს ჩვენ მოთხოვნას, შესაძლებელი იქნება, დარღვეული უფლების აღდგენა“, - აცხადებს გიორგი კაკუბავა. ადამიანის უფლებათა ცენტრის წინადადება განსახილველად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საინისტროშია გადაგზავნილი.

---

 

10.04.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/190993-cqitishvili-gaizrdeba-shromis-inspeqciis-uflebamosileba.html?lang=ka-GE

ცქიტიშვილი: გაიზრდება შრომის ინსპექციის უფლებამოსილება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრმა სოზარ სუბარმა ტყიბულში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა - პავლე გამეზარდაშვილის, გოგი რაფავას, ელგუჯა ბოჭორიშვილის, მირზა ქურციკიძის, გიორგი ბოჭორიშვილის და ბესიკ გურგენიძის ოჯახებს პირადად მიუსამძიმრეს. მაია ცქიტიშვილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა შრომის უსაფრთხოების წესების ზედამხედველობის და კონტროლის გამკაცრების მიმართულებით: „სახელმწიფოს მხრიდან ნამდვილად არის გადადგმული ბევრი ქმედითი ნაბიჯი, მათ შორის სულ ცოტა ხნის წინ არის მიღებული კანონი, რომლითაც კიდევ უფრო ძლიერდება შრომის ინსპექციის უფლებები - გარდა უკვე მინიჭებული დაჯარიმების უფლებისა. ასევე კრიტიკული შეუსაბამობების დადგენის შემთხვევაში, მას შეეძლება ობიექტის გაჩერებაც“.

---  

 

10.04.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/shromis-usafrtkhoebistvis-gatsilebit-bevri-ram-aris-gasaketebeli-sozar-subari/42123

შრომის უსაფრთხოებისთვის გაცილებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი - სოზარ სუბარი

ტყიბულში, მინდელის შახტაში გარდაცვლილი მუშების ოჯახებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიუსამძიმრეს. როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, შრომის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ქვეყანაში გაცილებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით კი ისეთ საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებში, როგორიცაა ჭიათურის მაღარო და ტყიბულის შახტა. სოზარ სუბარის განცხადებით, კონკრეტულად ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 6 მეშახტე ემსხვერპლა, მიზეზებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. „პრემიერ-მინისტრის დავალებით მაია ცქიტიშვილთან ერთად ჩამოვედით, რათა საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარი ვუთხრათ ოჯახებს. ეს არ არის მხოლოდ, ამ ოჯახების ტრაგედია, ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია, ამდენი ადამიანი იღუპება. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ. ზოგადად შრომის უსაფრთხოების კუთხით, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი არის გასაკეთებელი და ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ადგილებს სადაც შრომა ყველაზე მეტად რისკის შემცველია. ეს არის ტყიბულის მაღაროები, ჭიათურა, სამშენებლო ორგანიზაციები და ამიტომ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხანებში ამ მიმართულებით სერიოზული გარღვევებიც გვექნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად 3 მუშა დაზიანდა. შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

---

 

10.04.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/56590/propkavshirebi-mindelis-shakhtis-droebit-dakhurvas-itkhoven

პროფკავშირები მინდელის შახტის დროებით დახურვას ითხოვენ

პროფკავშირების გაერთიანება მინდელის სახელობის შახტის დროებით, რეკონსტრუქციის ჩატარებამდე მაინც, დახურვას ითხოვს. ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ დოლაბერიძემ თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. “გამოსაკვლევია როგორც მომხდარი ფაქტი, ისე შახტში არსებული ვითარება. საკითხის მოკვლევაში უკრაინელი ექსპერტები ჩაერთვებიან”, - განუცხადა პირველ არხს დოლაბერიძემ. ორი უკრაინელი ექსპერტი ტყიბულში ხვალ ჩავა. მოკვლევა 16 აპრილამდე გაგრძელდება. მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

11.04.2018

მედიასაშუალება:      მესინჯერი

სეისმურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ ტრაგედიის დღეს მინდელის შახტში სეისმური ბიძგები არ იყო

სეისმურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მინდელის შახტში ტრაგედიის დღეს სეისმური ბიძგები არ ყოფილა. ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა. ექსპერტები კი შემთხვევის ადგილზე ჩასასვლელად ემზადებიან: „რაც შეეხება სამთო დარტყმას, დღეს სამუშაო ჯგუფი ისევ ვიკრიბებით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო. ისევ ჩავალთ და ვიმედოვნებთ, რომ მივალთ კონკრეტულ ადგილზე, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, დავათვალიერებთ ადგილს, შევისწავლით სიტუაციას, ეკონომიკის სამინისტრო თავის ნაწილში, ჩვენ ჩვენს ნაწილში და ამის შემდეგ გავაგრძელებთ მოკვლევას“,- აცხადებს ირაკლი იობიძე. მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად 6 მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5156355&name=11.04.2018+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---