მედიამონიტორინგი 11.06.2018
ტელევიზია
11.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
61-ე საჯარო სკოლაში დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომელშიც 20-მდე კომპანია 2000-ზე მეტ ვაკანსიას წარადგენს. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებელს ერთ სივრცეში ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას მისცემს. მსგავსი ფორუმების გამართვა მიმდინარე თვეში სხვადასხვა რაიონში იმართება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი წელს უკვე მეოთხედ ტარდება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5352044
---
11.06.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
თელავის რეფერალური საავადმყოფოდან დღის ბოლოს იაშვილის სახელობის კლინიკაში გომბორზე დაშავებული ბავშვი გადმოიყვანეს. არასრულწლოვანს კახეთში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თელავის საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი პაციენტები კი ექიმებმა სახლებში გაწერეს. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ სტაციონარში რჩებიან თბილისის საავადმყოფოებში მყოფი დაშავებულები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5352037
---
10.06.2018
არხი: რუსთავი2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
ერთი კვირის წინ ტყიბულში ღია კანიონზე ორი მეშახტე დაიღუპა. სანამ გამოძიება ფატალური სიკვდილის მიზეზებს დაადგენს, "პოსტ სკრიპტუმი" ერთ-ერთ დაღუპულს, 27 წლის სანდრო ბუცხრიკიძეს, გაგაცნობთ. ტყიბულის თეატრის მსახიობი, როგორც კოლეგები და მეგობრები იხსენებენ, შახტაში თავისუფალ დროს მუშაობდა, გამომუშავებული ანაზღაურებით კი გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა.
http://rustavi2.ge/ka/video/33724?v=2
---
10.06.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებიდან საავადმყოფოებში მკურნალობას 14 აგრძელებს. ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ნაწილის კი მძიმე. დაშავებულების ნაწილი გუშინ თბილისში გადმოიყვანეს.მათგან 4 არასრულწლოვანია. 8 პაციენტი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება, მათ შორის ერთი გოგონაა, რომელსაც ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ირექტორის ავთანდილ თალაკვაძის კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5351425
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5351422
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5351319
---
10.06.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტ უსაფრთხოების ახალი სისტემის მონტაჟი დასრულდა, რაც გლისხმობს მავნე და ფეთქებადსაშიში აირების კონცენტრაციის ავტომატურ კონტროლს, პერსონალის დეტექციისა და მონიტორინგის სისტემებს. ცვლილება მინიმუმამდე დაიყვანს მომწამვლელი აირით მოწამვლის რისკს და მეთანის აფეთქების საშიშროებას. სქემა სპეციალურად შემუშავდა მინდელის შახტისთვის. ის ოთხივე საექსპლუატაციო უბანზე ზღვის დონიდან 400 მეტრის სიღრმეზე დამონტაჟდა. ამისთვის მილიონ ასი ათას ლარიანი ინვესტიცია გახდა საჭირო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5351436
---
09.06.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორზე - კურიერმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გადაღებული კადრები მოიპოვა. სასკოლო ექსკურსიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მოზარდი. დავით სერგეენკოს კომეტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5351129
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5351059
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5351093
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5350958
---
09.06.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
ღუდუშაურის კლინიკაში როდესაც გადმოყავთ პაციენტი, ჩვენთვის პირველ რიგში არის პაციენტი და იდენტიფიკაცია მხოლოდ შემდეგ ხდება.ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა 7 ივნისს, გამთენიისას ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ მიერ ცხინვალის რეგიონიდან მათ კლინიკაში შეყვანილ პაციენტზე. კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული პირი ასლან ჯიოევი, გელანტიამ განაცხადა, რომ პაციენტის სახელისა და გვარის იდენტიფიკაციის უფლება არ აქვთ და მისი მონაცემებიც კლინიკას მოგვიანებით გადაეცემა. მისივე განცხადებით, პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანებებით შეიყვანეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5351104
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5351014
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5350983
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5350596
---
08.06.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ცვლილებებია მოსალოდნელი რეცეპტების სისტემაშიც. ექიმებზე კონტროლი მკაცრდება, პაციენტის უფლებები კი იზრდება. ერთი და იმავე მოქმედების პრეპარატების მიღების თავიდან ასაცილებლად მოქალაქეს საშუალება ექნება, რომ ექიმის მიერ დანიშნული წამლები თავად გადაამოწმოს. ეს არის კონტროლის ახალი მექანიზმი, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალს სპეციალური ფუნქცია დაემატება. მედიკოსები, რომლებსაც ყველაზე მეტი დარღვევა დაუფიქსირდებათ, ე.წ. შავ სიაში მოხვდებიან, რაც ყველასთვის საჯარო იქნება. მედიასთან ამ საკითხზე ისაუბრეს დავით გაგუამ, მიხეილ ხუჯაძემ, ნიკოლოზ გამყრელიძემ, მაია ლაგვილავამ და დავით სერგეენკომ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5349742
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5349461
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5349433
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5349250
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5348810
---
08.06.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
პაციენტს, რომელსაც ექიმი 5 და მეტ მედიკამენტს დაუნიშნავს დანიშნულების გადამოწმების საშუალება ექნება. ჯანდაცვის სამინისტროში თვლიან, რომ საჭიროზე მეტი მედიკამენტის გამოწერის პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოშია, სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრომ პრევენციასთან დაკავშირებით რეგულაციის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5349401
---
08.06.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
სამი წლის შემდეგ საარსებო შემწეობის დანიშვნის კრიტერიუმებში მორიგი ცვლილება შედის. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები ერთ-ერთი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სოციალურ დახმარებას ავტომატურად აღარ დაკარგავენ. ასევე იზრდება კომუნალური ხარჯების ლიმიტი, რომლის გადაჭარბება ყოველთვიური შემწეობის შეწყვეტის მიზეზი ხდებოდა. ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ სისტემაში მოსალოდნელი მორიგი ცვლილება ბენეფიციარების რაოდენობას დაახლოებით 18 000-ით გაზრდის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5349741
---
08.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სოციალური დაცვის დეპარატამენტის უფროსი ნუცი ოდიშარია. ნუცა ოდიშარია: "ორი დღის წინ, პრაიმშოუში ძალიან ბევრ არასწორი ინფორმაცია იყო გაჟღერებული და ჩვენი არცერთი თანამშრომელი არ იყო წარმოდგენილი, რომ სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა მოსახლეობისთვის.“
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5348384
---
08.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
რამდენად ხშირად ირღვევა მოწევასთან დაკავშირებული შეზღუდვები?-ამ თემაზე ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა სხვადასხვა უწყებისა და თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. სხდომაზე კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული სამუშაოებიც შეაჯამეს. კონტროლის გამკაცრება იგეგმება აზარტული თამაშების კუთხით. აკაკი ზოიძის განცხადებით, აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი დაწესებულებებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, რადგან მსგავს ობიექტებში არასრულწლოვანთა შესვლის ფაქტები ფიქსირდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5349775
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5349231
---
ინტერნეტი
11.06.2018
მედიასაშუალება:
---
10.06.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/403524
თელავის საავადმყოფო ავარიისას დაშავებულმა ყველა პაციენტმა დატოვა
თელავის რეფერალური საავადმყოფო გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულმა ყველა პაციენტმა დატოვა. როგორც „კვირას“საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, დილის მონაცემებით, საავადმყოფოში სულ რვა პირი რჩებოდა, შვიდი მათგანი სახლში გაეწერა. რაც შეეხება გოგონას, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. „ერთი გოგონა, რომელსაც ჩვენს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას გუშინდელი ავარიის შედეგად, დედა დაეღუპა. რაც შეეხება დანარჩენ შვიდ ადამიანს, ისინი ბინაზე გაეწერნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, -განუცხადა „კვირას“ხათუნა ჭონიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გომბორის უღელტეხილზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
---
09.06.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/193510-daghupuli-mostsavlis-deda-thelavidan-thbilisshi-gadmohyavth.html?lang=ka-GE
დაღუპული მოსწავლის დედა თელავიდან თბილისში გადმოჰყავთ
გომბორის უღელტეხილზე ავარიისას დაღუპული მოსწავლის დედა თელავიდან თბილისში გადმოჰყავთ. მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის საავადმყოფოში 21 დაშავებულია მოთავსებული, მათგან 12 ბავშვია. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10 ეკიპაჟი მუშაობდა. დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებს. დავით სერგეენკოპირველ მოადგილე ზაზა ბოხუასთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გაემგზავრა. ავარიისას დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. დაიღუპა 1 მოსწავლე და 3 ქალი. თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიდიოდნენ.
კვირა.ჯი - http://kvira.ge/403387
---
09.06.2018
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/7583-gomboris-gzaze-dashavebulebs-jandazvis-ministri-moinaxulebs
გომბორის გზაზე დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებს
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, გომბორის გზაზე დღეს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოინახულებს. როგორც „რეგინფოს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თელავის საავადმყოფოში 21 დაშავებულია მოთავსებული, მათ შორის 12 ბავშვია. რეგიონალურ კლინიკას კატასტროფის ბრიგადები არ გამოუძახებია და ყველა პაციენტის მდგომარეობას ადგილზე მართავენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ცხედრები გურჯაანში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადააქვთ. ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. ამ მონაცემების მიხედვით, მიკროავტობუსით 26 ადამიანი მგზავრობდა, 13 ბავშვი და 13 სრულწლოვანი. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ იმ ადგილას, სახიფათო მოსახვევში მოხდა, სადაც 4 თვის წინ, „სოკარის“ საწვავმზიდიც გადავარდა და მთლიანად დაიწვა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თელავში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიაც.
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=67110
---
09.06.2018
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/7568-1-li-ivlisidan-eqimis-danishnulebis-miznobriobis%20gakontroldeba-iqneba-shesawlebeli
1-ლი ივლისიდან ექიმის დანიშნულების მიზნობრიობა გაკონტროლდება
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. 1-ლი ივლისიდან ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც ექიმი დაუნიშნავს 5 და მეტ მედიკამენტს, დანიშნულების მიზნობრიობის გადამოწმების საშუალება ექნება. ახალი ინსტრუმენტი მედიკოსებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააცნო. „ჩვენი მსჯელობის მთავარი ამოცანაა, განვიხილოთ პრობლემა რასაც სამედიცინო ენაზე პოლიფარმაცია, ჩვეულებრივ ენაზე კი საჭიროზე მეტი მედიკამენტების გამოწერის პრობლემა ჰქვია. ეს ჩართულობა და ევროპული გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ უარყოფითი შედეგები მნიშვნელოვნად შემცირდეს“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას თქმით, სპეციალური პლატფორმის მეშვეობით, პაციენტი სამუშაო ჯგუფთან ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები. „ნებისმიერი პაციენტი, რომელსაც ექიმი დაუნიშნავს 5 და მეტ მედიკამენტს, ექნება საშუალება გადაამოწმოს ექიმის დანიშნულება. თუ ექიმის მიერ გაცემული პასუხი მისთვის არ იქნება კომპეტენტური და დამაკმაყოფილებელი, მას შეუძლია მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. ექიმები მუშაობენ ელექტრონული რეცეპტის პროგრამაში, რომელიც არის ჯანდაცვის პორტალზე განთავსებული. იქვე გაჩნდა ადგილი, სადაც პაციენტს ამ დანიშნულების გადამოწმება შეუძლია. ღილაკზე დაჭერით ეს დანიშნულება პირდაპირ მოხვდება პოლიფარმაციის საკითხებთან დაკავშირებულ კომისიაზე განხილვისთვის. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ კი, პასუხს სამი დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუხდება. არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში, პაციენტი დანიშნულებას განმეორებით ატვირთავს, ხოლო კომისია უკვე მკურნალი ექიმისგან გამოითხოვს ინფორმაციას, რატომ არ დაკორექტირდა დანიშნულება. არასათანადოდ არგუმენტირების შემთევაში კი, ექიმი კომისიის წინაშე წარსდგება“, - განმარტა მაია ლაგვილავამ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი ინსტრუმენტი პაციენტს მისი კლინიკური მდგომარეობისთვის მიზნობრივზე მეტი პრეპარატის მიღებისგან დაიცავს.
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/65289/eqimis-gamotserili-medikamentebis-miznobrioba-pirveli-ivlisidan-gakontroldeba
08.06
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=67087
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/497552-polifarmaciis-prevenciasthan-dakavshirebuli-regulaciebi-1-eli-ivlisidan-amoqmeddeba.html?ar=A
---
09.06.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/403349
წითელი ჯვარი ასლან ჯიოევის თბილისში გადმოყვანის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს
ახალგორის ე.წ. გამგებლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრის, ასლან ჯიოევის თბილისში გადმოყვანა წითელი ჯვრის ეგიდით მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმთაიმს“ წითელი ჯვრის კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, მაია ქარდავამ დაუდასტურა. მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ჯიოევის ახლობლებმა თბილისში გადმოყვანის შესახებ თავად მიმართეს, რის შემდეგაც პაციენტი რეანომობილით ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს 2008 წლიდან აქვს ასეთი ჰუმანიტარული პროგრამა, რაც გულისხმობს ცხინვალში დარჩენილი მოსახლეობას, მათი სურვილისამებრ და ავადმყოფობის შემთხვევაში, მიეცეთ საშუალება იმკურნალონ თბილისის, ან გორის საავადმყოფოებში. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას მოგვმართავენ შესაბამისი წარმომადგენლები, როგორც ოსურ, ისე ქართულ მხარეს და ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ პაციენტის გადმოყვანის ორგანიზებას. ხშირ შემთხვევაში ეს არის გადაუდებელი შემთხვევები და მოითხოვს სპეციალიზებული ტრანსპორტით მის გადმოვყანას. რაც შეეხება მკურნალობასა და მხარეების თანხმობას, ეს ჩვენი პასუხისმგებლობის არეალში არ შედის. ამ შემთხვევის შესახებ მედიის საშუალებით შევიტყე, რა თქმა უნდა გადავამოწმე ეს ინფორმაცია. მოხდა ამ პიროვნების გადმოყვანა, რადგან გამოცხადდა სასწრაფო შემთხვევად, მას ჰქონდა სერიოზული დაზიანებები და გადაყვანილია ღუდუშაურის კლინიკაში. ჩემი ინფორმაციით დაშავებული მხოლოდ ერთი ადამიანია. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია. როდესაც პაციენტი გაივლის შესაბამის მკურნალობას, ის უკან კვლავ ჩვენი დახმარებით ბრუნდება”, განუცხადა “პრაიმტაიმს” მაია ქარდავამ. ცნობისთვის: ინფორმაცია ავტოავარიის შედეგად დაშვებული ასლან ჯიოევის თბილისში გადმოყვანის შესახებ დღეს გავრცელდა. გავრცელებული ცნობით, ასლან ჯიოევი ახალგორის დე-ფაქტო გამგებლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი და დე-ფაქტო მილიციის უფროსის, ალექსანდრე ჯიოევის ნათესავია.
---
08.06.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quot2017-wels-jandacvis-saministro-yvelaze-msxvili-mxarjavi-saxelmwifo-dawesebuleba-iyoquot/20614
"2017 წელს ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე მსხვილი მხარჯავი სახელმწიფო დაწესებულება იყო"
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინეს. ინფორმაცია კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მომხსენებელმა დეპუტატებს გასული წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და ბიუჯეტის შემოსულობების და ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებლები წარმოადგინა. სხდომაზე ჯანდაცვის სისტემის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე და უწყების პრიორიტეტებზე მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სამინისტროს მიზანია ჯანმრთელობის დაცვასა და სამედიცინო დაწესებულებებზე მოსახლეობის მეტი ხელმისაწვდომობა და მათი მხრიდან თანადაფინანსების შემცირება. მისივე განცხადებით, ყოველივე ამისთვის, სამინისტრო სპეციალურ პროგრამებს ამუშავებს და შესაბამის მექანიზმებს ქმნის. „ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მედიკამენტების ფასების არასტაბილურობა წარმოადგენს და ამასთან დაკავშირებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს. დღეისათვის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა 27 დასახელების მედიკამენტს უფასოდ იღებს და ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამის განვითარებაზე ზრუნვას“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ. კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხები, კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ შეაჯამა და მინისტრის მოადგილეებს ორი მთავარი თემით მიმართა. „კარგი იქნება თუ 2019 წლის ბიუჯეტი პროგრამების მიმართ, მაქსიმალურად რეალისტურად დაიგეგმება, რადგან არ შეიძლება ყოველს წელს ერთი და იგივე პროგრამა 80%, ხოლო სხვა პროგრამები 110%-ით სრულდებოდეს. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული პროგრამების შედეგები და მათი ინდიკატორების განსაზღვრა. პროგრამების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მათი მიმდინარეობის პროცესის, ასევე მოსალოდნელი შედეგების ინდიკატორები“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
---
08.06.2018
ჯანმრთელობის დაცვისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონონმდებლობის აღსრულების საკითხებზე იმსჯელა
თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების შესახებ ინფორმაციის გაცნობას დაეთმო ჯანმრთელობის დაცვისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მეხუთე სხდომა, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე წარუძღვა. სხდომის გახსნისას, აკაკი ზოიძემ შეხვედრის თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამბაქოს კონტროლს შესახებ მნიშვნელოვანი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, საკონსულტაციო საბჭო პირველად შეიკრიბა. საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია კანონმდებლობის შესრულების შესახებ, ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე და მიღწეულ შედეგებზე. „ვერცერთი ვერაგი ნარკოტიკი ვერ შეედრება თამბაქოს, რადგან მის მიერ მიყენებული ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება. მხოლოდ ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება, ნათლად მიუთითებს თამბაქოს მოხმარების შედეგებზე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული სიკვდილიანობის შედეგებზე ისაუბრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ. მისი ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით გამოწვეული 3 სიკვდილის შემთხვევიდან ერთი თამბაქოს მომხმარებელთან ასოცირდება. მისივე განცხადებით, თამბაქოს მოხმარება კიბოს განვითარების მეტ რისკებს და ტუბერკულოზით გამოწვეულ სიკვდილიანობასაც უკავშირდება. მაია ლაგვილავამ თამბაქოს კონტროლის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონით ქვეყანამ შეძლო ის, რასაც ბევრი წამყვანი სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა კანონის აღსრულების შედეგად გამოვლენილი დარღვევის ფაქტებზე ინფორმაციის წარდგენით გაგრძელდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა მისი უწყების ნაწილში კანონის შესრულების მიმართულებით ისაუბრა და თამბაქოს პროდუქციის რეალიზებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პირველი მაისის შემდეგ, 150-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, რომლებსაც შესაბამისი რეაგირება მოყვა. მინისტრის მოადგილემ არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური გადამზადების კურსები გაიარეს, თუმცა ინსპექტირების პროცესში კონკრეტული ინსტრუქციების არ არსებობა, ინსპექტორებს გარკვეულ პრობლემებს უქმნის. პოლიციის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, ალექსანდრე თაბუაშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის დაფიქსირებულია 69 გამოძახება, რის შედეგადაც 25 იურიდიული და 78 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. მისივე განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები კონკრეტულ რეიდებს არ ატარებენ და მხოლოდ გამოძახების შემთხვევებზე რეაგირებენ. გარე სარეკლამო ბილბორდებზე თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების თაობაზე ისაუბრა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა, რომლის ინფორმაციით, პირველი მაისის შემდეგ ქალაქის მასშტაბით ყველა სარეკლამო ბანერიდან თამბაქოს აღმნიშვნელი რეკლამა უკვე ჩამოხსნილია. კანონის აღსრულების მიმდინარეობაზე და გამოვლენილ დარღვევებზე ინფორმაცია წარმოადგინა ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მისი ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და მათი თანამშრომლები კანონის აღსრულების მონიტორინგის პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. ამირან გამყრელიძემ სხდომის მონაწილეებს სტატისტიკური მონაცემები გააცნო, შენობა-ნაგებობებში, სატრანსპორტო საშუალებებში, სავაჭრო და სამასპინძლო ობიექტებში რომელიც მოწევის ამკრძალავი ნიშნების განთავსებას და მოწევის ფაქტებს შეეხებოდა. სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ დირექტორის, გიორგი ბახტურიძის მოხსენება ალიანსის მონიტორინგის ჯგუფის მიერ უკვე ჩატარებულ ღონისძიებებს და დაგეგმილ ატქივობებს შეეხებოდა. მისი ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ალიანსის მონიტორები 4000 ობიექტს და 2000-მდე სატრანსპორტო საშუალების შემოწმებას გეგმავენ. რაც შეეხება უკვე ჩატარებულ სამუშაოებს, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, მაისის თვეში ალიანსის მიერ უკვე შემოწმდა 543 დაწესებულება და 222 სატრანსპორტო საშუალება. მისივე ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად, ობიექტების 65% არ იყო მოწევის ამკრძალავი ნიშნები, ხოლო მოწევის ფაქტების რაოდენობა 6%-ს შეადგენს. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხები, კომიტეტის თავმჯდომარემ შეაფასა. აკაკი ზოიძის განცხადებით, საბჭოს სხდომაზე ყველა ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული და აღნიშნულ თემებზე მსჯელობა და ინფორმაციის მოსმენა მომავალშიც გაგრძელდება. „ჩვენ ვართ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ცდილობს თამბაქოს კონტროლის ინიციატივა ბოლომდე შეასრულოს. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას მობილური აპლიკაცია, რომელიც თვითოეულ მოქალაქეს საშუალებას მისცემს დააფიქსიროს დარღვევის ფაქტები, რაც პრევენციული მექანიზმების კარგი საშუალება იქნება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
---
08.06.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=73128
გიორგი ექვთიმიშვილი: დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილებს ჯანმრთელი დედა დავუბრუნოთ...
გიორგი ექვთიმიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს: „ვიცი თხოვნის უფლება აღარ მაქვს, ვიცი ძალიან ბევრი გააკეთეთ ჩემი ოჯახისთვის ყველა თქვენთაგანმა, ვიცი რაც შეგეძლოთ გაიღეთ, მაგრამ მე მაინც გთხოვთ, გემუდარებით დაგვეხმარეთ. ეს ჩემი თეონაა, ჩემი დიდი სიყვარული, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილების დედა რომელიც უნდა გამოვგლიჯოთ სიმსივნეს ხელიდან, რომელსაც ისევ ასე უნდა აკოცოს კატომ, ისევ ასე უნდა ჰქონდეს ბედნიერი სახე, და ისევ ასე მთელი ოჯახის ბედნიერება ერთმა სურათმა უნდა დაიტიოს. სამწუხაროდ ამ სურათების გვერდით არის მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საავადმყოფოს ინვოისის სურათიც რომელშიც წერია 9 000 ევრო. მე ეს თანხა ფიზიკურად არ მაქვს და ეს პროცედურები უნდა დავიწყოთ 23 მაისს. გემუდარებით დაგვეხმარეთ, დამეხმარეთ რომ ჩემს თეოს ისევ ასეთი ღიმილი ეკეროს მის ტუჩებზე, ისევ ასე ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ მას ჩვენი შვილები. დამეხმარეთ რომ ჩემს შვილებს ჯანმრთელი დედა დავუბრუნოთ... სს "თიბისი ბანკი" ა/ა GE95TB7162645061100064 TBCBGE22 საქართველოს ბანკი GE62BG0000000359452400 ანგარიშის მფლობელი - მე გიორგი ექვთიმიშვილი შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა მობილურიდანაც (მაგთი, ბილაინი) შემდეგ ნომერზე დარეკვით 0901701390“, - წერს ექვთიმიშვილი.
---
08.06.2018
"მამა რომ მყავდეს, რა მიჭირდა... ერთი ჭიქა რძე და პური, სხვა საჭმელი არაფერია..." - პატარა ვასოს დახმარება სჭირდება
"მამა რომ მყავდეს რა მიჭირდა... ერთი ჭიქა რძე და პური,სხვა საჭმელი არაფერია." პატარა ვასო ღვინიანიძე ვანის რაიონში სოფელ ვერხვანში ცხოვრობს. მას მამა 6 წლის წინ გარდაეცვალა, ჰყავს დედა და სიმსივნით დაავადებული ბებია. ვასოს დასახმარებლად სოციალურ ქსელში საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. ანგარიშის ნომერია: თიბისი ბანკი GE09TB7069345061100069 მიმღები მეგი კანდელაკი. დანიშნულება: ვასოს საკვებისათვის. თიბისი ფეის ჩასარიცხი აპარატიდან შეგიძლიათ ჩარიცხვა: პ/ნ 01001022567 დაბ: 14 ივნისი 1982 წ- მეგი კანდელაკი. საკვებს ასევე გროვდება ვაჟა-ფშაველას მე- 6 კვარტალი, კორპუსი 5ა. ინფორმაციას ვასოს შესახებ ფეისბუკგვერდი „სიკეთის ქალაქი“ ავრცელებს. საკონტაქტო ნომერი არის „სიკეთის ქალაქის“ ნომერი 577566599. ვასოს სახლი სოფელში სულ ბოლო სახლია, ასვლა შეიძლება მხოლოდ ორხიდიანი მანქანით.
---
08.06.2018
საქართველოს რადიოს ყოფილი დიქტორი საწოლს მიჯაჭვულია და გაუსაძლის პირობებში მარტო ცხოვრობს
საქართველოს რადიოს ყოფილ დიქტორს ევგენი ვადაქარიას ფეხები წართმეული აქვს, მარჯვენა ხელს ვერ ამოძრავებს, აწუხებს ღვიძლის და გულის უკმარისობა, პერიოდულად ძლიერი ხველება სტანჯავს, ხოლო ერთ დროს მისი ომახიანი და გამორჩეული ხმა, უკვე, სამწუხაროდ, აღარ არსებობს... იყო დრო, როდესაც მას ფილმებში იღებდნენ, სპექტაკლებში ათამაშებდნენ და გადაცემების წაყვანას ანდობდნენ. დღეს 65 წლის ჟენია, როგორც მას კოლეგები ეძახდნენ, საწოლს არის მიჯაჭვული და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. 6 წლის წინ, მას შემდეგ რაც მან ინსულტი გადაიტანა, მისი ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდა... ევგენის ბინის კარი არასდროს არის ჩაკეტილი, რამეთუ იგი სულ იმის მოლოდინშია, რომ იქნებ ვიღაცა მოვიდეს, ჭიქა წყალი და პურის ნატეხი მიაწოდოს, ფანჯარა შემოაღოს და საშინლად დახუთული ოთახი ცოტათი მაინც გაანიავოს... ევგენი ვადაქარიას საცხოვრებელი პირობები არის კოშმარული. „ხრუშჩოვკის“ პირველ სართულზე მდებარე ბინა სრულიად ამორტიზირებულია, ირგვლივ სიბნელე, სიღარიბე და ანტისანიტარია სუფევს... „მინდა რომ მოვკვდე და დედა-მამას შეხვდე იქ, ვეამბორო და ჩავეხუტო... ერთი ძმა გარდამეცვალა, მეორე - საქართველოში არ ცხოვრობს და თანაც უსინათლოა. ასე რომ, დავრჩი სრულიად მარტო. მეშვიდე წელია, რაც ასე ვარ. არავინ მყავს ამ ქვეყნად. განა ეს ცხოვრებაა?“ - ამბობს ცრემლნარევი თვალებით 80-90 წლების ქართული რადიოს პოპულარული დიქტორი. დიახ, მეტად მტკივნეული და მწარედ აღსაქმელია, როდესაც ყველამ დაგივიწყა, არავის სჭირდები და არავის ახსოვხარ! ევგენი ვადაქარია ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს. მას დაუყონებლივ სჭირდება დახმარება! პირველ რიგში, იგი საჭიროებს მედიკამენტებს, საკვებ პროდუქტებს და ჰიგიენურ საშუალებებს, რამეთუ მწირი პენსია და სოციალური შემწეობა მას მხოლოდ ერთი კვირა თუ ჰყოფნის... თუმცა, ამ ადამიანისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას სასიცოცხლოა, მორალური მხარდაჭერაც! დიახ, როდესაც ერთი ადამიანი თანაუგრძნობს მეორეს, ის ერთგვარად მის ტკივილს ითავისებს და თუ საქმით ვერ ეხმარება, კეთილი სიტყვით უნდა ანუგეშოს! მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ საქართველოს რადიოს ყოფილ დიქტორს ევგენი ვადაქარიას, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ევგენი ვადაქარია) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან: chernovetskyifund.ge/ge/projects/327-vadakaria/
კვირა.ჯი- http://kvira.ge/403121
---
08.06.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/497678-veteranebis-saqmetha-sakhelmtsifo-samsakhuri-ganckhadebas-avrcelebs.html?ar=A
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც შინდისში 2008 წელს დაღუპული ალექსანდრე ონიანის დედისთვის, რუსუდან გელოვანისთვის სოციალური დახმარების მოხსნას შეეხებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სამსახურიდან აცნობეს, სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ალექსანდრე ონიანის ძმა, რომელიც მძიმე სენითაა დაავადებული, დახმარების მოხსნის გამო უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სახელმწიფომ შინდისის გმირის ოჯახი გასაჭირში მიატოვა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვეტერანების საქმეთა სამსახური რუსუდან გელოვანის ქალიშვილს, ელენე ონიანს, დაუკავშირდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტში მუშაობს. „როგორც ელენემ განგვიმარტა, სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი ოჯახისთვის ცნობილია და ეს გაუგებრობას მათთვის არ წარმოადგენს. სოციალური დახმარება ქალბატონ რუსუდანს მოეხსნა 1000 ლარიანი შემწეობის გამო. იგი, როგორც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები, ასევე, იღებს პენსიას 212 ლარის ოდენობით. რუსუდან გელოვანი წარმოადგენს ომში დაღუპული ოჯახის წევრს, შესაბამისად, ყოველთვიურად ერიცხება 1000 ლარიანი კომპენსაცია.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის N 35/ნ ბრძანების მე-12 მუხლის I ნაწილის "გ" პუნქტის თანახმად. 86 ლარზე მეტი ოდენობის სახელმწიფო პენსიის,სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა წარმოადგენს საოჯახო ( სოციალური) დახმარების შეწყვეტის საფუძველს. ოჯახის მფლობელობაშია, ასევე, საცხოვრებელი ბინა თბილისში, რომელიც სახელმწიფომ მათ როგორც დაღუპული მეომრის ოჯახს, გადასცა. ელენე ონიანმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც თავდაცვის მინისტრისთვის ცნობილი გახდა მისი ძმის დაავადების შესახებ, გიორგი ონიანის თურქეთში მკურნალობისთვის გამოყო 20 000 ლარი, რომელიც ოჯახს ანგარიშზე უდევს და ემზადება ავადმყოფის თურქეთში სამკურნალოდ წასაყვანად. გიორგი ონიანი ერთხელ უკვე იყო თურქეთში გამოკვლევების ჩასატარებლად, რაშიც, ასევე, დაეხმარა თავდაცვის სამინისტრო. ელენე ონიანმა, ასევე გვითხრა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ოჯახმა მხოლოდ იმისთვის მიმართა, რომ გიორგი ონიანი C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაესვა, რაც სამინისტრომ მყისიერად დაუკმაყოფილა. როგორც ლენტეხის გამგებელმა, ბადრი ლიპარტელიანმა აღნიშნა, ოჯახს, კანონით დადგენილი შესაძლებლობის ფარგლებში, ასევე, დახმარება გაუწია ლენტეხის გამგეობამაც,“ - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.
---
08.06.2018
მედიასაშუალება: https://world.funny.ge/video/3457582/ramar90?req
"დღეს ყველას გვშია, საჭმლის ფული არ გვაქვს"
---
08.06.2018
ლანჩხუთში ფაროსანასთან ბრძოლის საწინააღმდეგო ხსნარით ორი ადამიანი მოიწამლა
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოების დროს, ქალაქ ლანჩხუთში ორი ადამიანი მოიწამლა. შუახნის ქალბატონი და ახალგაზრდა მამაკაცი ლანჩხუთის “მედ-ალფას” კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, დაზარალებულები ამ დროისათვის თავს კარგად გრძნობენ. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, შეწამვლის მეორე ეტაპი ლანჩხუთში მიმდინარე კვირას დაიწყო.
---
ბეჭდვითი მედია
11.06.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
საქართველოში წითელას შემთხვევები იზრდება 2018 წელს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, საქართველოში წითელას ინფექციის შემთხვევების უმრავლესობა აჭარაში დაფიქსირდა (306 შემთხვევა). თბილისი მეორე პოზიციაზეა (264 შემთხვევა). 132 შემთხვევა კი დაფიქსირდა იმერეთში. ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წითელათი ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა 2017 წელთან შედარებით.
---
11.06.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
ცხინვალში უკმაყოფილო არიან იმით, რომ ასლან ჯიოევის თბილისში მკურნალობა გახმაურდა
ცხინვალში ადასტურებენ, რომ ღუდუშაურის კლინიკაში მძიმე დაზიანებით მკურნალობს სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო დაცვის ოფიცერი ასლან ჯიოევი, რის გამოც დიდი პროტესტი და უკმაყოფილებაა თბილისში და მის დაპატიმრებასაც მოითხოვენ, რადგან, დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუბარია, რომ ასლან ჯიოევი შეიძლება დაკავშირებული იყოს ცხინვალის ციხეში წამებით მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან. "მთელ კვირასთან" საუბრისას ცხინვალის მცხოვრები ამბობს, რომ ცხინვალში უკმაყოფილებაა თბილისში სამკურნალოდ გადაყვანილი ჯიოევის შესახებ ინფორმაციის გახმაურების გამო. მისი თქმით, თბილისი მათ დაჰპირდა, რომ არასდროს გასაჯაროვდებოდა მკურნალობის მიზნით ჩასული ოსების ვინაობა, მაგრამ ეს პირობა არ შესრულდა და ახლა თბილისში ჯიოევის დაპატიმრებასა და შურისძიებას მოითხოვენ. ამასთან, სიცრუეა, რომ ჯიოევს რაიმე შეხება ჰქონდა ტატუნაშვილის დაკავებასთან. ჯიოევის თბილისში სასწრაფოდ გადმოყვანის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ფეისბუქში" გაავრცელა "ეხო კავკაზას" ჟურნალისტმა ირაკლი ორაგველიძემ, რასაც დიდი აღშფოთება მოჰყვა. შემდეგ ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურეს "წითელ ჯვარშიც" და ღუდუშაურის კლინიკაშიც. კლინიკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 7 ივნისს ცხინვალიდან "წითელი ჯვრის" მეშვეობით ნამდვილად შეიყვანეს პაციენტი, რომელსაც ქალა-ტვინის ღია ტრავმა და ქალა-ფუძის მოტეხილობა აღენიშნებოდა, მისი ვინაობა კი არ დაუკონკრეტებიათ. ჯიოევის თბილისში მკურნალობაზე ინფორმაციას ადასტურებენ ოკუპირებულ ცხინვალშიც. როგორც ამბობენ, იგი მთვრალი იჯდა საჭესთან, ავტოავარია მოუვიდა და მძიმე დაზიანებით სასწრაფოდ გადაიყვანეს თბილისში. მას საავადმყოფოში ცოლიც თან ახლავს. ცნობისათვის, ასლან ჯიოევი ახალგორის დე ფაქტო გამგებელ ფილიპ ხაჩიროვის ოჯახის დაცვის უფროსია. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ მალევე გავრცელდა ცნობა, რომ იგი დააკავეს "გამგებლის" - ფილიპ ხაჩიროვის დავალებით, ხოლო მისი ოჯახის წევრი, ლუდვიგ ხაჩიროვი, ტატუნაშვილის წამებით გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. სწორედ ამ ინფორმაციის თბილისში გავრცელების შემდეგ დაუნიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ხაჩიროვების ოჯახს დაცვა. გარდა ამისა, ასლან ჯიოევი ნათესავია ახალგორის მილიციის უფროს ალექსანდრე ჯიოევისა. ოკუპირებულ ახალგორში იმასაც ამბობენ, რომ ტატუნაშვილს ალექსანდრე ჯიოევთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მან ანგარიშის გასასწორებლად დააკავა ტატუნაშვილი. ანტისაოკუპაციო მოძრაობის - "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ჯიოევი უნდა დააპატიმრონ, მაგრამ ეს არ მოხდება. "ჩნდება კითხვა - რატომ ვმკურნალობთ ჩვენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც აწამებდნენ ქართველ ჯარისკაცებს? თუ ჯიოევს იცავს "წითელი ჯვრის" იმუნიტეტი, მაშინ არანაირი ხელსაყრელი სიტუაცია ჩვენ არ გვაქვს იმიტომ, რომ ეს იმუნიტეტი ნიშნავს, როგორც კი გამოჯანმრთელდება, მას უკან დააბრუნებენ. ანუ არც გამოკითხვა იქნება, არც დაკითხვა, არც დაკავება და არანაირი სამართლებრივი პროცედურა მას არ შეეხება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სამართალდამცველებისთვის ეს გარემოება არაფრის მომცემი არ არის," - აღნიშნა ქაცარავამ. მოკლული ტატუნაშვილის მამა ამბობს, რომ მას ასლან ჯიოევზე არაფერი სმენია, თუმცა არ გაუკვირდება, თუ ის მისი შვილის დაკავება-წამებასთან იყოს დაკავშირებული და ითხოვს, რომ აუცილებლად გამოკითხოს შს სამინისტრომ. "არც გამიკვირდებოდა მისი სამკურნალოდ გადმოყვანა. მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი, სინდისგარეცხილი ხალხია. გაუჭირდა და ჩამოვიდოდა, აბა, რას იზამდა? რატომ რუსეთში არ წავიდა, თავიანთ მფარველებთან? კარგად უმკურნალონ, კარგად, ჩემი შვილის შემდეგ რომ კიდევ ვიღაც მიაყოლონ. "აუცილებლად უნდა დაკითხონ. გამორიცხულია, მან არაფერი არ იცოდეს," - ამბობს გიორგი ტატუნაშვილი. გამოკითხავს თუ არა შს სამინისტრო ჯიოევს ტატუნაშვილის საქმეზე, უწყებაში ამაზე კომენტარს არ გამოთქვამენ. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ არ იცის, ვინ არის პაციენტი და გაუჭირდება თქმა, რა არასამედიცინო ღონისძიება იქნება გატარებული მის მიმართ. მისი თქმით, ოკუპირებული ცხინვალიდან პაციენტები სამედიცინო დანიშნულებით გადმოჰყავთ და არა მათი დაკავების მიზნით. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფი მინისტრი კი აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული პირები არაერთ დაუზუსტებელ, დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც აჟიოტაჟსა და გარკვეულ დაძაბულობას იწვევს. "ასეთ საკითხებთან მიმართებით საჭიროა მეტი პასუხისმგებლობა, რომ გარკვეული ქმედებები, სპეკულაციები ან განცხადებები არ აღმოჩნდეს ზიანის მომტანი არა მხოლოდ კონკრეტული საქმისთვის, არამედ, ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის", - ამბობს ქეთევან ციხელაშვილი. მისი თქმით, თუ კონკრეტული პირის მიმართ არსებობს გარკვეული ეჭვი, ან არის მასალები რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით, ხდება სამართლებრივი რეაგირება, მაგრამ არ ხდება "სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება სადამსჯელო მიზნით". შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ "საჭიროა, კომპეტენტურმა ორგანოებმა მოგვცენ მკაფიო, ცხადი პასუხი, თუ რის საფუძველზე მოხდება ამ ადამიანის (ჯიოევის) გინდა დაკითხვა, გინდა გამოკითხვა". "პარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია და იქ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საქმეებთან დაკავშირებული სია უნდა იყოს. თუ ეს ადამიანი (ასლან ჯიოევი) იმ სიაში შედის, ბუნებრივია, უნდა დაიკითხოს. თუ არ შედის, რატომ უნდა დაიკითხოს? ასე უამრავი ეთნიკური ოსი ჩამოდის ცხინვალის რეგიონიდან, მკურნალობს და ასე, აპრიორი ყველას მიმართ ამ ტიპის ბრალდების წაყენება, მიმაჩნია, რომ სწორი არ იქნებოდა. "ანუ, პროკურატურამ მკაფიოდ უნდა თქვას, ამ ადამიანზე წინასწარ ჰქონდა თუ არა შეტყობინება. თორემ ასე შემოსულზე რეაგირება შურისძიებას უფრო ჰგავს, ვიდრე სამართლიანობის აღდგენას," - აცხადებს ზაქარეიშვილი.
---
11.06.2018
მედიასაშუალება: პრაიმტაიმი
ბულინგი მოზარდებში, მიზეზები, შედეგები, აღზრდის პროცესში დაშვებული შეცდომები
---
11.06.2018
მედიასაშუალება:ალია
რატომ შეიყვანეს ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი ღუდუშაურში!!!
თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს ასლან ჯიოევი, ახალგორის მილიციის უფროსის ახლო ნათესავი და ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი. დავით ქაცარავა, ორგანიზაციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტი ამბობს, რომ მას საიმედო წყაროდან აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯიოევი უშუალოდ მონაწილეობდა ქართველი ჯარისკაცების წამებაში. საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამ ინფორმაციას გამოეხმაურა. რა შერიგება, რომელი თანასწორობა, ჩვენ ვართ თანასწორნი, თუ ისინი? ჩვენ ვართ შერიგებულნი, თუ ისინი არიან გაბუტულნი, ქალბატონო, ქეთევან? გავიგე, რომ მთავარი პროკურორი არ გვყავს, მაგრმა შს მინისტრი ხომ ისევ გვყავს? რატომ მიგზავნით ამ გაუგებარი სამინისტროს მინისტრს, ბატონო გახარია? რა შუაშია მკვლელობის თანამონაწილეების ბრალდებასთან, რა შუაშია შენი ქართველების სავარაუდო მწამებლებთან - თანასწორობის საკითხების სამინისტრო? წითელ ჯვარს გადმოუყვანია ჯიოევი ღუდუშაურის კლინიკაში, ასე გადმოჰყავს წითელ ჯვარს მძიმე ავადმყოფებიო. მხოლოდ იმიტომ გადმოიყვანა წითელმა ჯვარმა, რომ მძიმე მდგომარეობაში იყიო ჯიოევი? ეს იყო მიზეზი? იმიტომ გადმოიყვანა წითელმა ჯვარმა, რომ იმუნიტეტს უნაღდებთ ჯიოევს. რა გგონიათ ეს წითელი ჯვარი? ვისი გგონიათ? იუსტიციის სამინისტროს გვერდზე ჩამოთვლილია პრინციპები, რომლითაც წითელი ჯვრის კომიტეტი ხელმძღვანელობს. საინტერესოა ერთი მუხლი: მათი სამსახური არის ნებაყოფლობითი. და იქვე, მინაწერია: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აქტიურად თანამშროლოიბს იუსტიციის სამინისტროსთან... ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების მიზნით... აბა, რა, აბა, ვისი გეგონათ? აბა, ვის დაემორჩილება? აუმაღლებია იუსტიციის სამინისტროს წითელი ჯვრის კომიტეტის ცნობიერება, ნებაყოფლობით "უპრავებენ" იმუნიტეტს ჯიოევს.
---
09.06.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
თუ პაციენტს ექიმი 5-ზე მეტ წამალს დაუნიშნავს, შეუძლია, გადაამოწმოს
საჭიროზე მეტი მედიკამენტის გამოწერის პრობლემა არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშია, რის გამოც, ჯანდაცვის სამინისტრომ პოლიფარმაციის პრევენციასთან დაკავშირებით რეგულაციის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავას თქმით, ჩატარდა კვლევა, როგორ მედიკამენტებს მოიხმარენ ყველაზე ხშირად. "გამოვლინდა, რომ 65 წელს ზემოთ ძალიან მაღალი იყო მედიკამენტების გამოყენების შემთხვევები და ასევე, ჯიბიდან გადახდების წილი ამ მედიკამენტებზე. ეს საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვისაც.- განაცხადა ლაგვილავამ. ამიტომ ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც ექიმი დაუნიშნავს 5 და მეტ მედიკამენტს, ექნება საშუალება, გადაამოწმოს თავისი დანიშნულება. თუ ექიმის მიერ მისთვის მიცემული პასუხი არ იქნება მისთვის დამაკმაყოფილებელი და კომპეტენტური, შეუძლია მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. ამისთვის არსებობს რამდენიმე ხერხი. ექიმები მუშაობენ ელექტრონული რეცეპტის სისტემაში, მათ მიერ გაცემული დანიშნულება იტვირთება სამინისტროს პორტალზე. ახლა ჩნდება დანიშნულებაში ღილაკი, რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც, დანიშნულება პირდაპირ გენერირდება და მოხვდება პოლიფარმაციის საკითხებთან დაკავშირებულ კომისიაზე. სამი დღის ვადაში პაციენტს იგივე ელექტრონული პორტალის საშუალებით დაუბრუნდება პასუხი, სადაც იქნება მხოლოდ ორი წინანდადება დაწერილი - "დანიშნულება ექვემდებარება გადახედვას", ან "დანიშნულება არ საჭიროებს გადახედვას". თუ პასუხი დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ექიმის დაბარება და მისი კვალიფიკაციის გადახედვა მოხდება," - განმარტა ლაგვილავამ.
ახალი თაობა-
---
09.06.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
საქართველოს რადიოს ყოფილი დირექტორი საწოლს მიჯაჭვულია და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს
საქართველოს რადიოს ყოფილ დიქტორს ევგენი ვადაქარიას ფეხები წართმეული აქვს, მარჯვენა ხელს ვერ ამოძრავებს, აწუხებს ღვიძლის და გულის უკმარისობა, პერიოდულად ძლიერი ხველება სტანჯავს, ხოლო ერთ დროს მისი ომახიანი და გამორჩეული ხმა, უკვე, სამწუხაროდ, აღარ არსებობს... იყო დრო, როდესაც მას ფილმებში იღებდნენ, სპექტაკლებში ათამაშებდნენ და გადაცემების წაყვანას ანდობდნენ. დღეს 65 წლის ჟენია, როგორც მას კოლეგები ეძახდნენ, საწოლს არის მიჯაჭვული და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. 6 წლის წინ, მას შემდეგ რაც მან ინსულტი გადაიტანა, მისი ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდა... ევგენის ბინის კარი არასდროს არის ჩაკეტილი, რამეთუ იგი სულ იმის მოლოდინშია, რომ იქნებ ვიღაცა მოვიდეს, ჭიქა წყალი და პურის ნატეხი მიაწოდოს, ფანჯარა შემოაღოს და საშინლად დახუთული ოთახი ცოტათი მაინც გაანიავოს... ევგენი ვადაქარიას საცხოვრებელი პირობები არის კოშმარული. „ხრუშჩოვკის“ პირველ სართულზე მდებარე ბინა სრულიად ამორტიზირებულია, ირგვლივ სიბნელე, სიღარიბე და ანტისანიტარია სუფევს... „მინდა რომ მოვკვდე და დედა-მამას შეხვდე იქ, ვეამბორო და ჩავეხუტო... ერთი ძმა გარდამეცვალა, მეორე - საქართველოში არ ცხოვრობს და თანაც უსინათლოა. ასე რომ, დავრჩი სრულიად მარტო. მეშვიდე წელია, რაც ასე ვარ. არავინ მყავს ამ ქვეყნად. განა ეს ცხოვრებაა?“ - ამბობს ცრემლნარევი თვალებით რადიოს პულულარული დიქტორი. ვისაც აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს რადიოს ყოფილ დიქტორს ევგენი ვადაქარიას, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ევგენი ვადაქარია)
---