From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-11.09.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com
Received On : 11.09.2017 08:56
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 11.09.2017

ტელევიზია 

11.09.2017

არხი:           იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 11:00

სახალხო დამცველი შრომის უსაფრთხოების კამპანას იწყებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4681384

---

 

10.09.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  პოსტ სკრიპტუმი

საქართველოში ძალიან ბევრი ბავშვია, რომელთა შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, ვინაიდან ისინი ხალხში არასდროს ჩანან. სხვადასხვა ტიპის შშმ ბავშვები, რომლებიც არ არიან აღრიცხული, როგორც შშმ პირები. ყველაზე საგანგაშო ის არი, რომ არ ჩანან ეს ბავშვები, ვინაიდან მათი ძირითადი ნაწილი მშობლებს სახლში ჰყავს გამოკეტილი და არასდროს გამოჰყავს ხალხში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/vi deo.php?id=4680941

---

 

10.09.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:   პოსტ სკრიპტუმი

ბოლო 4 თვის განმავლობაში საქართველოში სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა 36 ათასით გაიზარდა. ეს ტენდენცია რადიკალურად იცვლება არჩევნების ჩატარების შემდეგ. 2015 წლის მაისში სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა და ბენეფიციართა რიცხვი 87 ათასით შემცირდა, თუმცა, კრიტერიუმების მიუხედავად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სოციალურად დაუცველთა რიცხვს 167 ათასი ადამიანი შეემატა. არჩევნების შემდეგ მათი რიცხვი 60 ათასით შემცირდა და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კვლავ სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. მსგავსი ცვლილებებისა და ტენდენციების გამო, სოციალურ დახმარებას მრავალი გაჭირვებული ადამიანი კარგავს და მხოლოდ არჩევნების წინ აქვს მისი დაბრუნების შანსი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4680937

---

 

10.09.2017

არხი:           მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 12:00

აქვთ მოლოდინი რომ კომპანია გარდაცვლილების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ამით არაფერი შეიცვლება. ბთუმში მშენებლობისას დაღუპული ორი მუშის ახლობლებს ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი უჭირთ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მშენებლობიდან ამწე კრანი მოწყდა, რომელსაც ბეტონთან ერთად მუშები გადაჰყავდა. თუმცა, რამდენად იყო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული, არავინ საუბრობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4680283

09.09

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4680167

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4680116

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4680034

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4679802

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4679667

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4679579

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4679474

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4679349

I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4679191

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4679090

---

 

09.09.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 12:00

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაწესებულებიდან რამდენიმე პაციენტი გაიქცა. გოჩა ბაკურაძის თქმით, პაციენტებს ყოველთვის აქვთ უფლება, მკურნალობაზე თანხმობა განაცხადონ ისევე, როგორც შეუძლიათ, შეწყვიტონ მკურნალობა. საპირისპიროს აცხადებს ერთ-ერთი, სავარადოდ, გაქცეული პაციენტის ოჯახის წევრი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4679174

---

 

08.09.2017

არხი:           ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 15:00

ქედაში მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებს სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება ექნებათ. პროექტის მიზანია სტაციონარიდან გაწერილი პაციენტების მეთვალყურეობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მედიკამენტებს არ იღებენ და კლინიკას დროულად არ მიმართავენ. მობილური ჯგუფი ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს კადრებით არის დაკომპლექტებული და მათი კონსულტაცია და მედიკამენტები უფასოა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4677878

---

 

 

 

ინტერნეტი

11.09.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/31187/sakhalkho-damtsveli-shromis-usafrtkhoebastan-dakavshirebit-sainformatsio-kampanias-itsyebs

სახალხო დამცველი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

სახალხო დამცველი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანიის პერიოდში გაიმართება სემინარი ჟურნალისტებისთვის, მომზადდება სხვადასხვა ტიპის ბეჭდური საინფორმაციო მასალა, მოეწყობა შეხვედრები დასაქმებულებთან და განხორციელდება სხვა აქტივობები. სახალხო დამცველი ასევე ჩართულია საკანონმდებლო ცვლილებების სამუშაო ჯგუფში. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,- ამჟამად ქვეყანაში არ არსებობს შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველი ეფექტიანი ორგანო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტს მხოლოდ დასაქმებულთა თანხმობის შემთხვევაში აქვს მონიტორინგის უფლება და არც მის მიერ გაცემული რეკომენდაცია არის შესასრულებლად სავალდებულო. შეზღუდული უფლებამოსილება აქვს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.   როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხშირ შემთხვევაში გამოძიება ჭიანურდება და რეალური შედეგებისკენ არ არის მიმართული, რაც წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე საგამოძიებო უწყების არაეფექტიან რეაგირებას მიუთითებს. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის შესაბამისად: 2015 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 100 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 15 საქმე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 26 შემთხვევაში, გამოძიება შეწყდა 44 შემთხვევაში, ხოლო 41 საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. 2016 წელს 131 სისხლის სამართლის საქმიდან სასამართლოში წარიმართა 11 საქმე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 შემთხვევაში, გამოძიება შეწყდა 44-ში, ხოლო 76 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს 2017 წელს დაწყებული გამოძიების 46 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 4 საქმე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 7 შემთხვევაში, გამოძიება შეწყდა 11 შემთხვევაში, ხოლო 31 საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კვლავ უპირობო აუცილებლობად რჩება, დროულად შეიქმნას   შრომის პირობების ინსპექტირების განმახორციელებელი ეფექტიანი მექანიზმი, რომელსაც ექნება დამსაქმებელთა დაუბრკოლებლად შემოწმების, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითაც აქვს ნაკისრი. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე პერიოდში შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტის განხილვას, რომელიც ერთი მოსმენით უკვე მიღებულია. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა პარლამენტს წინადადებით მიმართა და წარუდგინა საკუთარი შენიშვნები. ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ჩართულია პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. კანონპროექტში განსაკუთრებით პრობლემურად მიგვაჩნია კანონის მოქმედების სფერო და მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელთა დამსაქმებლებთან დაშვების საკითხი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კანონის მოქმედება გავრცელდეს არა მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, არამედ ყველა დასაქმებული იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. ასევე, მაკონტროლებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს ნებისმიერი ობიექტის დაუბრკოლებელი შემოწმების შესაძლებლობა ყოველგვარი წინასწარი თანხმობისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე. აღნიშნული შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კანონი ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სრულფასოვნად დაცვას ქვეყანაში. გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები დადებითად აისახება ქვეყანაში შრომითი უფლებების, მათ შორის, შრომის უსაფრთხოებისა და მომუშავე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის  მდგომარეობაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

---

 

10.09.2017

მედიასაშუალება: http://euronews.ge/sss%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90/

,,მიმღების ქალი შემოვარდა პალატაში და იყვირა: შეაჩერეთ გადასხმა, მგონი, ფულს არ იხდიანო…”

,,ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ!!! ცუდი ამბავი გავიგე, ძალიან ცუდი… ერთი პატიოსანი და კარგი კაცი, არაადამიანურმა სისტემამ გაწირა და მოკლა!!! ინსულტის გამო აპარატზე იყო მიერთებული… სახელმწიფო დაფინანსება (15.000 ლარი, რაც დაახლოებით ორი კვირაა საკმარისი), როცა ამოეწურა, ოჯახს ვალის უზრუნველყოფაზე მოაწერინეს ხელი (გარანტიად სახლი ჩაიდო) მაგრამ, როცა ეს სავარაუდო თანხის ლიმიტიც დამთავრა და ოჯახს სხვა არაფრის საშუალება აღარ დარჩა კლინიკამ, რომელიც ვეღარ გაძღა, აპარატიდან გამორთო!!! კი მაგრამ, ესაა ჰიპოკრატეს ფიცდადებული ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკის პერსონალთა ჰუმანიზმი?! ცოცხალი ადამიანი როგორ მოკალით?!!! კაცი სიკვდილისთვის როგორ გაიმეტეთ?!!! დღეს მისი დაკრძალვის დღე ყოფილა… ეჰ, უფალმა გაანათლოს მისი სული…” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი. ამ ფეისბუქსტატუსს საზოგადოება კომენტარებს უწერს: ,,მამაჩემიც ინსულტით მოხვდა საავადმყოფოში და ხუთ დღეში სახლში გაწერეს მომაკვდავი კაცი…მე რით დავეხმარო სახლში თქო და მაშინ დღიურად 250 ლარი გადაიხადეთო და დავიტოვებთო…და ამ ფასად დღეში ორჯერ წნევას უზომავენ და ლარნახევრიან წვეთოვანს უდგამენ. უსამართლობაა ყველა სისტემაში. დევნილი ვარ, ქირით ვცხოვრობ რუსთავში და აპლიკაცია შევავსე ბინის თაობაზე და 1 ქულა მომანიჭეს.ეს რას ნიშნავს თქო და ცინიკურად მიპასუხეს, შენ მდიდარი დევნილი ყოფილხარ, აბა, ბინის ქირას როგორ იხდიო? მარტო ღმერთმა იცის საიდან და როგორ ვიხდი იმ ქირის ფულს და რა, ვის ადარდებს შენი პრობლემა, არც არავის. ეს ფაქტი საშინელებაა, სიტყვები არ მყოფნის, ბრაზი მახრჩობს და ვუსამძიმრებ ჭირისუფალს”. ,,აღშფოთებული ვარ. სასიკვდილოდ განწირული ცოცხალი ადამიანი და გაწირული, სიცოცხლის ბოლომდე ავადმყოფის ოჯახის წევრები! რასაკვირველია, სისტემა თურმე ასეთ შემთხვევაში ადამიანის მხარეს არ დგას, მაგრამ ექიმები სად დგანან? ჯალათების როლში რატომ გამოდიან? დაავიწყდათ, თუ ზრდილობისთვის დადეს ჰიპოკრატეს ფიცი?!” ,,დაზღვევა მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს, ჩემი შვილი მივიყვანე სასწრაფოთი, მოიწამლა, დაფინანსება არ გეკუთვნითო. დავრეკე სამინისტროში და გავარკვიე, რომ სასწრაფო დახმარებას როცა საჭიროებს ან გადაუდებელი ოპერაციაა, საჭირო ფინანსდება სრულად !! მიმღების ქალი შემოვარდა პალატაში და იყვირა, შეაჩერეთ გადასხმა და მკურნალობა, მგონი ფულს არ იხდიანო !!! 26–წლის ბიჭზე …. კინაღამ სიცოცხლე შევუჩერე იმ ქალს !!!ასე, რომ უნდა იბრძოლოთ !! სამინისტრომ უფრო მკაცრად უნდა გააკონტროლოს კერძოები. განუკითხაობაა !!!!” ,,სასწრაფოთი გადავიყვანე აგვისტოში 8 წლის შვილი ბირჯომში. მოწამლული. ენტეროვირუსი ჰქონდა. გადასხმა გაუკეთეს. წამლები მე ვიყიდე და ჩაიც მე შემივიტანე , რომ მშიერზე არ დაელია წამალი. 65 ლარი გადავიხადე და იმ დილით 30 ბავშვი შემივიდა, გადასხმით გაუშვეს. ყველას ფული გადაახდევინეს. ჩეკი ისევ მიდევს ჩანთაში…”

---

 

09.09.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/84309-fsiqikuri-janmrtelobis-erovnuli-centri-patimrebis-gaqcevaze-informacia-tyuilia

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი: პატიმრების გაქცევაზე ინფორმაცია ტყუილია

ხონის აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან პატიმრების გაქცევის შესახებ ინფორმაცია ტყუილია, - ამის შესახებ "აიპრესს" ცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ბაკურაძემ განუცხადა. მისი თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჩეულ რიტმში მუშაობს. "არაფერი ხდება. საავადმყოფო ჩვეულ რიტმში განაგრძნობს მუშაობს. მცნება პატიმარი ჩვენთან არ არსებობს. არავის დაუტოვებია ცენტრი. ხოლო ნებაყოფილობით მოსული პაციენტების წასვლა-მოსვლა მათი ნებაა", - განაცხადა გოჩა ბაკურიძემ "აიპრესთან". ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხონის აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან რამდენიმე მსჯავრდებული გაიქცა. 

08.09

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/451244-khonis-fsiqikuri-janmrthelobis-centris-khelmdzghvaneli-datsesebulebidan-ramdenime-patimris-gaqcevis-shesakheb-informacias-uaryofs.html?ar=A

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=150584-%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,

---

 

09.09.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/451281-bathumshi-mshenebare-korpusidan-chamovardnis-shedegad-ori-mamakaci-gardaicvala.html?ar=A

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი ჩამოვარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცები გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლია სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთოების წესების დარღევევას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/batumshi-mshenebare-korpusidan-ori-akhalgazrda-mamakatsi-gadmovarda/31808

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/123898-batumshi-mshenebare-korpusidan-gadmovardnili-ori-musha-adgilze-daighupa

ტივი25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=3455

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=42&id=52933

---

 

09.09.2017

მედიასაშუალება: http://www.ambebi.ge/semtxveva/214160-kompania-qmetroq-bathumshi-mshenebare-korpusidan-ori-mamakacis-chamovardnis-faqtze-ganckhadebas-avrcelebs.html

კომპანია "მეტრო" ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ორი მამაკაცის ჩამოვარდნის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

კომპანია "მეტროს" კომპლექსის მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო პროცედურა, რაც კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე არის დადგენილი, სრულად იყო დაცული", - ამის შესახებ ნათქვამია კომპანია "მეტროს" განცხადებაში. კომპანია "მეტროს" დირექტორი რაულ კახაძე მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების გამო. "პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების გამო და ვიზიარებთ მათი ოჯახის დიდ ტრაგედიას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია "მეტროს" კომპლექსის მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო პროცედურა, რაც კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე არის დადგენილი, სრულად იყო დაცული. კომპანიის ყველა თანამშრომელი იყო დაზღვეული, შესაბამისად, მიიღებენ კომპენსაციას. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და დაველოდებით გამოძიების შედეგებს და ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან", - აცხადებს კომპანია "მეტროს" დირექტორი რაულ კახაძე. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი ჩამოვარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცები გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლია სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთოების წესების დარღევევას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

---

 

09.09.2017

მედიასაშუალება: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/214162-qjer-kidev-ar-vicith-ra-shedegebi-mohyveba-tsithelas-afethqebas-10-15-tslis-shemdegq-paata-imnadze-sashish-epidemiebze.html

"ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება წითელას აფეთქებას 10-15 წლის შემდეგ" - პაატა იმნაძე საშიშ ეპიდემიებზე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მტკიცებით, აცრა ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილის, დამბლის, სიბრმავის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვა გართულებებისგან. ამბობენ, რომ კაცობრიობა მედიცინის სხვა არცერთ მეცნიერებასთან არ არის ისეთ ვალში, როგორც იმუნიზაციასთან... ამის მიუხედავად, მშობელთა გარკვეულ ნაწილს გათვითცნობიერებული არა აქვს, თუ რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია აცრაზე უარის თქმას. მართალია, საქართველოში გეგმიური აცრები ტარდება, მაგრამ ამ კამპანიას გარკვეულ რეგიონებში მოცვის სასურველი მაჩვენებელი არ აქვს. ამის გამო ბოლომდე ვერ ხერხდება საშიში დაავადებების საბოლოო დამარცხება და პერიოდულად ეპიდემიები მაინც გვიტევენ. mshoblebi.ge აღნიშნულ თემაზე სასუბროდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში, პაატა იმნაძეს გაესაუბრა. - რა ეპიდემიური აფეთქებები გამოიწვია საქართველოში აცრაზე უარის თქმამ? - საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში დიფტერიის საკმაოდ დიდი ეპიდემია გვქონდა. მიზეზი სწორედ იყო, რომ დამოუკიდებლობის პირველ წლებში შემცირდა აცრების რაოდენობა. სამი წელი მოვუნდით დიფტერიის ეპიდემიის დამარცხებას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. ეპიდემიამ 144 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ საქართველოში 3,5 მილონი ადამიანი ავცერით. ვაქცინები ასაკის გათვალისწინებით კეთდებოდა და ძალიან დიდი კამპანიები გატარდა. საბოლოოდ 1996 -1997 წლებში მოხერხდა დიფტერიის დამარცხება. 2003-2004 წლებში ქვეყანაში წითელას ეპიდემია გვქონდა. დაავადების 8391 შემთხვევიდან გარდაიცვალა - 9; მაგ პერიოდში წითელაზე ვაქცინაცია კეთდებოდა, მაგრამ ერთი დოზა არ იყო საკმარისი დაავადებისგან თავის დასაცავად. აქედან გამომდინარე, 2008 წელს აუცილებელი გახდა ახალგაზრდების ვაქცინაცია, რადგან კვლევებით დასტურდებოდა, რომ ეს იყო ყველაზე ამთვისებელი ჯგუფი. სამწუხაროდ 2008 წელს დაგეგმილი იყო 1 მილონი ადამინის აცრა და მხოლოდ ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა მოხერხდა, რადგან მასმედიამ ანტივაქცინური კამპანია წამოოწყო და ფაქტობრივად ჩაგვიშალა ეს კამპანია. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ 2013 წელს მოგვიბრუნდა წითელას ეპიდემია და ძირითადად დედების და მამების თაობა იყო ავად. წლამდე ასკის ბავშვი რომ წითელათი ავად ხდება, შემდეგ არის იმის რისკი, რომ ამ ბავშვს დაემართება ქვემწვავე პანენცეფალიტი, რომელიც ძალიან მძიმე გართულებაა წითელასი და სასიკვდილოა.

---

 

09.09.2017

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=52980

ხელვაჩაურში ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის განცხადებით ხელვაჩაურში, ახალსოფელში ჯილეხის, ანუ ციმბირული წყლულის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. „ჩავატარეთ ყველა საჭირო ღონისძიება, რაც ითვალისწინებს ცხოველების ვაქცინაციას, დეზინფექციას, დამუშავდა ყველა ის ადგილი, სადაც აღმოჩნდა დაავადებული ცხოველი, სადაც მოხდა, ტყავისა და სხვა ნარჩენების გადაყრა. დღეისათვის ვაქცინაცია ისევ მიმდინარეობს, სპეციალისტები სოფელს რამდენჯერმე გადაამოწმებენ და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაავადების გავრცელების საშიშროება, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში, ამ ეტაპზე არ არსებობს", - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ავალიანი. შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გარდაცვლილი კაცის სიკვდილის მიზეზი ჯილეხის დაავადება გახდა.

---

 

08.09.2017

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/dakhmareba-akhla-mchirdeba-ikneb-momistsron-sanam-tsotskhali-var

"დახმარება ახლა მჭირდება _ იქნებ, მომისწრონ, სანამ ცოცხალი ვარ..."

68 წლის მარლენ ბურჭულაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მარტო ცხოვრობს. როგორც იგი "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, მის ყოფას ცხოვრება პირობითად ჰქვია, რადგან ღამის გასათევად ხან ერთ შვილს აფარებს თავს, ხან _ მეორეს. _ ორი წლის წინ, სტიქიამ ჩემს სახლს სახურავი ახადა. მას შემდეგ ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვ, თუმცა, უშედეგოდ. არა ერთი განცხადების პასუხად მხოლოდ იმას მეუბნებიან, რომ დამეხმარებიან. თუმცა, ყველას დაეხმარნენ ჩემ გარდა, _ აღნიშნავს მარლენ ბურჭულაძე. მისივე თქმით, დახმარების თხოვნით როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე, გურიის გუბერნიასაც მიმართა: _ გუბერნატორის მოადგილეს, ქეთევან მოისწრაფიშვილსაც შევხვდი. დამპირდა, დაგეხმარებიანო, მაგრამ მანაც არაფერი გააკეთა. ამ ორი წლის განმავლობაში კი სახლი მთლიანად დაზიანდა _ ახლა იქ ცხოვრება შეუძლებელია. მარტში მეუღლე გარდამეცვალა და სხვის სახლში ვიტირე, _ ამბობს მარლენ ბურჭულაძე, რომელიც სიმსივნითაა დაავადებული. _ რომ შემეძლოს, არავის ვთხოვდი დახმარებას. სიმსივნე მაქვს და არა ერთი ოპერაცია გავიკეთე. საკმაოდ კარგი მეურნეობა მაქვს. ტონანახევარი თხილი მომყავდა, მაგრამ წელს 100 კილოგრამიც ვერ მოვკრიფე _ სულ გამიხმა. ჩემი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც ერთი კვირა არ მყოფნის წამლისთვის. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ვის ვთხოვო დახმარება. ერთადერთი თქვენი იმედი დამრჩა _ იქნებ, მიაწვდინოთ ხელისუფლებას ხმა და უთხრათ, რომ მე დახმარება ახლა მჭირდება. იქნებ, მომისწრონ სანამ ცოცხალი ვარ, თორემ მკვდარს რომ დაუმარხავს არავინ დამტოვებს, ვიცი, _ ამბობს ბატონი მარლენი. მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში სოციალური დახმარების სააგენტოსაც მიმართა, თუმცა, მაღალი ქულები მიიღო: _ ორჯერ დავწერეთ განცხადება და მაღალი ქულები მოვიდა. გვითხრეს, ამის მიზეზი ისაა, რომ სახლში არ ხართო. სახლში როგორ გავჩერდე, როცა არ მაქვს და სადაცაა დაინგრევა? სახლი რომ მქონდეს, არავის დახმარება არ დამჭირდებოდა. ჩემი მეუღლე, სანამ ცოცხალი იყო, ვერ გამომყავდა იმ დაშლილი სახლიდან _ ეგებ, მოვიდნენ შემოწმებაზე და სახლში უნდა დავხვდეო. ყოველ დღე იმედი ჰქონდა, რომ დაგვეხმარებოდნენ და ამ იმედით მოკვდა. მეც დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია და რაც დამრჩა, მინდა, რომ ჩემს სახლში გავატარო. გთხოვთ, დაეხმარეთ და მომეცით ამის საშუალება. ბევრჯერ წავიკითხე "გურია ნიუსში", რომ ხალხს ეხმარებიან, სახურავებს ურიგებენ, სამშენებლო მასალებს აძლევენ. მე არ ვარ ამათი მაცხოვრებელი თუ რატომ ამიგდეს ასე? იმიტომ, რომ არავინ მყავს პატრონი და არც ერთი ჩემი ნათესავი არ მუშაობს გამგეობაში?! _ აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას თქმით, მარლენ ბურჭულაძე ხიდისთავში 10 წელია, რაც არ ცხოვრობს: "მარლენ ბურჭულაძემ გასულ წელს მოგვმართა განცხადებით, სახლის სახურავის დაზიანების თაობაზე. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობის შემსწავლელი კომისია ადგილზე იყო გასული და აღმოაჩინა, რომ აღნიშნულ მისამართზე მოქალაქე ბურჭულაძეს, თითქმის, 10 წელია არ უცხოვრია და სახლი იმდენად დაზიანებული აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სახურავის მიწოდება მიზანშეუწონელი იყო. ბოლო წლები ბურჭულაძე ცხოვრობს სოფელ ჯვარცხმაში. გარდა აღნიშნულისა, მარლენ ბურჭულაძეს 4-ჯერ გაეწია დახმარება: 2016 წელს _ 400 ლარი მივეცით მედიკამენტების შესაძენად, ამავე წელს _ 200 ლარი გამოკვლევებისთვის; ასევე, 2016 წელს ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარის ოდენობით; 2017 წელს _ 300 ლარი მედიკამენტების შესაძენად", _ აღნიშნულია გამგებლის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ ოფიციალურ კომენტარში.

---

 

09.09.2017

მედიასაშუალება: http://alia.ge/news/7111

კორუფცია - „ამ კომპანიას ჩარიცხული აქვს სულ 6 000 000 ლარი - უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვით“

შეაჩერე კორუფცია“ ახალი სკანდალური კვლევის შედეგებს დებს: „დღეს ჩვენი ორგანიზაცია ყურადღებას გაამახვილებს გამარტივებულ შესყიდვებზე, რომლებსაც ახორციელებს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო. ხელშეკრულებები დადებულია, ერთი მხრივ, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და, მეორე მხრივ, შპს "სამედიცინო საექსპერტო კომისიის" დირექტორს, არჩილ გედენიძეს, შორის.  ხელშეკრულების პირობა გახლავთ საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება. ჩვენი ინტერესი გამოიწვია რამდენიმე გარემოებამ:  1. ყველამ შესანიშანავდ იცის, რომ გაწვევა ხდება შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ამიტომ საინტერესოა, რატომ მიმართავენ გამარტივებულ შესყიდვას და რატომ არ ატარებენ ტენდერს? 2. წლების განმავლობაში ამ კომპანიას ჩარიცხული აქვს 6 000 000 ლარი - უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვით. 3. ტენდერის ჩატარების და კონკურენტული გარემოს შექმნის შემთხვევაში დაიზოგებოდა 600 000 - 800 000 ლარი. 4. მოგეხსენებათ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში შედის სოციალურად დაუცველელი მოქალაქეების და პენსიონრების სამედიცინო მომსახურებაც, რასაც ბოლო ხანებში ბიუჯეტი სრულფასოვნად ვეღარ ახორციელებს.  ასეთი ტიპის მაღალი რისკის კორუფციული ხელშეკრულებების არსებობა, ცუდი მენეჯმენტი, დაუდევრობა, თუ მიზანმიმართული ქმედება, განაპირობებს, რომ ის ადამიანები, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ხელშეწყობა, თანადგომის გარეშე რჩებიან. არადა, ჩვენ ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ ამ ხელისუფლების პროგრამაში საყოველთაო ჯანდაცვას განსაკუთრებული მნიშნელობა ენიჭებოდა.  ეს გარემოება კანონით დაშვებული მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუქნტის "დ" ქვეპუნტის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე გაუმართლებელი შემთხვევაა, რომელშიც, ერთი მხრივ, ჩანს ჯანდაცვის სისტემის სრულიად გაუმართავი მენეჯმენტი, მეორე მხრივ კი - მაღალი რისკის კორუფციული ხელშეკრულების დოკუმენტი, რომელიც სხვა საექსპერტო კომპანიებს არაკონკურენტულ გარემოს უქმნის და ერთი კომპანიის ფინანსურ ინტერესებს ემსახურება.

აქედან გამომდინარე, ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვები:  რატომ შპს "სამედიცინო საექსპერტო კომისია"? რა უპირატესობით სარგებლობს ეს კომპანია და რის საფუძველზე?

რამდენად უდავოა ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში სხვა კომპანიამ ვერ მიაღწია სათანადო პროფესიულ დონეს, რათა ეს მომსახურება განახორციელოს?“

---

 

09.09.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/84373-saministroebshi-da-mat-ssipebshi-dgheisatvis-78-shshm-piria-dasaqmebuli-2-khelmdzghvanel-tanamdebobaze

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა გამოვლინებას, მათ შორის დასაქმების სფეროშიც. პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში და ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. "აიპრესი" დაინტერესდა რამდენად გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობა და სამინისტროებში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. აღმოჩნდა, რომ შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დასაქმებული, თუმცა, რამდენად აქვს ამ ჯგუფს პროფესიული წინსვლის საშუალება, ეს ცალკე საკითხია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენცია, რომელზეც საქართველოსაც აქვს ხელი მოწერილი, შრომით ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას და სამსახურეობრივი წინსვლის ხელშეწყობას ითვალისწინებს, მათ შორის დასაქმებას საჯარო სექტორში. "აიპრესის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 78 პირიდან ხელმძღვანელ თანამდებობაზე მხოლოდ ორია დასაქმებული. სხვა უწყებებთან შედარებით სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა ფინანსთა სამინისტრო (22 პირი), შსს (15), თავდაცვის სამინისტრო (9), ჯანდაცვის სამინისტრო (9). ხელმძღვანელ თანამდებობაზე შშმ პირები დასაქმებული ჰყავს თავდაცვის სამინისტროსა და შსსს-ს. აღნიშნულ ინფორმაციას ქვემოთ შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაეცნოთ. 1. იუსტიციის სამინისტრო- ცენტრალური აპარატი- 2 შშმ პირი, მრჩევლების თანამდებობაზე. 2. საქართველოს მთავარი პროკურატურა- შშმ პირები არ არიან დასაქმებულნი.  3. ლტოლვილთა სამინისტრო-სსიპ. დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო- 1 შშმ პირი, საველე ოფიცრის თანამდებობაზე. 4. ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი- არ არიან დასაქმებულნი შშმ პირები. 5. ჯანდაცვის სამინისტრო-ცენტრალურ აპარატში სულ დასაქმებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 4 პირი, აქედან არც ერთი არ არის ხელმძღვანელ თანამდებობაზე. სსიპ. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო- 1 პირი, არა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი-დასაქმებულია 2 პირი არა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.   სსიპ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში 2 პირია დასაქმებული, მათგან არც ერთი არ არის ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 6. სოფლის მეურნეობის სამინისტრო- ცენტრალურ აპარატში შშმ პირები დასაქმებულნი არ არიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ. -სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო-1 პირი. სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტო- 1 პირი ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტის თანამდებობაზე. შპს. საქართველოს მელიორაცია- 5 პირი რიგით თანამდებობაზე. 7. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი- არ არიან დასაქმებულნი შშმ პირები. 8. თავდაცვის სამინისტრო- შეიარაღებული ძალები- 7 სამოქალაქო პირი. სამინისტროს სამოქალაქო ოფისში -2 პირი, მათგან 1 იკავებს იკავებს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 9. შსს- შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში (მათ შორის საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში) დასაქმებულია 15 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აქედან 1 ხელმძღვანელ პოზიციაზე. 10. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში- დასაქმებულია 22 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, მათგან არც ერთი არ მუშაობს ხელმძღვანელ პოზიციაზე. 11. ეკონომიკის სამინისტრო- სამინისტროსთვის, მათთან დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობაზე ინფორმაცია უცნობია. "თქვენი განცხადების (No8462/11 04.07.2017) პასუხად სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გაცნობებთ, რომ "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ხოლო ,,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის No1/ნ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქმედუნარიანობის შეზღუდვის სიმძიმის მიხედვით დგინდება ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმეორებით გაცნობებთ, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი არ ითხოვს სამსახურში მიღებისას და გავლისას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რაიმე ტიპის ცნობის წარმოდგენას, მათ შორის, არც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნას, რის გამოც ჩვენთვის უცნობია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობა",-აღნიშნულია უწყების მიერ "აიპრესისთვის" გამოგზავნილ პასუხში. სამინისტროს ცენტრალური აპარატისგან განსხვავებით, ინფორმაცია მათთან დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობის შესახებ აქვთ სამინისტროს სსიპებს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინისტროში შემავალი 10 სსიპ-დან მხოლოდ ერთს ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დასაქმებული: სსიპ. საზღავო ტრანსპორტის სააგენტო- 1 შშმ პირი, უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 12. საგარეო საქმეთა სამინისტრო (საქვეუწყებო დაწესებულებები)- არ არიან დასაქმებულნი შშმ პირები. 13. განათლების სამინისტრო- დასაქმებულია 1 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არა მენეჯერულ პოზიციაზე. 14. კულტურის სამინისტრო- ცენტრალურ აპარატში შშმ პირები დასაქმებულნი არ არიან. სამინისტროს სსიპ ი. ბ. "სტალინის სახელმწიფო მუზეუმი"- 1 პირი. სსიპ "ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი"-1 პირი სსიპ – შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი"-3 პირი სსიპ – "ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი"- 1პირი სსიპ "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო"-2 პირი 15. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არ არიან დასაქმებულნი. 16. სპორტის სამინისტრო- შშმ პირები დასაქმებულნი არ არიან. ხოლო სამინისტროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებიდან შშმ პირები მხოლოდ ორშია დასაქმებული: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში 2 პირია დასაქმებული, მათგან არც ერთი ხელმძღვანელ თანამდებობაზე. სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დასაქმებულია 1 პირი. სახალხო დამცველი 2016 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ ზრუნავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის, ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის. ამავე ანგარიშში არაეფექტურად შეფასდა სახელმწიფოს მიერ შშმ პირთა დასაქმების კუთხით გატარებული ღონისძიებები, რაზეც მეტყველებს დასაქმებულთა დაბალი რაოდენობა. ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით საჯარო სექტორში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა შეადგენდა 52–ს. კერძო სექტორში კი, მხოლოდ 32–ს.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

11.09.2017

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"ყვიროდნენ, ისევ დავბრუნდებით და კიდევ გცემთო"

მარიამ ბანძავა: "დედა-შვილმა ოთახი დაარბია. გადმოყარეს საბუთები, გვემუქრებოდნენ... როგორღაც მოვახერხე ოთახიდან გაქცევა. ამასობაში თანამშრომელმა პატრული გამოიძახა... იმდენად ცუდად ვიყავით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგვჭირდა" რამდენიმე დღის წინ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ფილიალში სოციალურ მუშაკებს თავს დაესხნენ და სიტყვიერთან ერთად, ფიზიკურადაც შეურაცხყვეს. სოციალურ მუშაკებს ბიოლოგიური ოჯახიდან 5, 9 და 13 წლის გოგონები სხვა დაწესებულებაში აღსაზრდელად უნდა გადაეყვანათ, რადგან დედა სათანადოდ ვერ ზრუნავდა მათზე. სოციალურმა მუშაკებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით შეძლეს ერთი არასრულწლოვანის ოჯახიდან გამოყვანა, მეორე - დღის ცენტრიდან გაიყვანეს, 13 წლის გოგონა კი არ დათანხმდა შეთავაზებას (10 წელს მიღწეული მოზარდის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მის უშუალო ნებას) და დედასთან დარჩა. ბავშვების გაყვანიდან ერთ საათში, დედა, 13 წლის გოგონასთან ერთად, სააგენტოში მივიდა და შვილების ნახვა მოითხოვა. როცა დარწმუნდნენ, რომ ბავშვები იქ არ იყვნენ, გოგონამ თაროებიდან დოკუმენტაცია, მაგიდებიდან კი კომპიუტერები გადმოყარა, ერთ თანამშრომელს მონიტორი ესროლა, მეორეს წიხლები დაუშინა და კიდურები დაუკაწრა. თანამშრომლებმა პატრული გამოიძახეს... მარიამ ბანძავა, სოციალური მუშაკი: დედა-შვილი მოითხოვდა, გვითხარით, სად არიან ბავშვებიო. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მათ მისამართს ვერ მივცემდით. ოჯახიდან ბავშვების გამოყვანა სასამართლოს მიერ იყო დადგენილი, მათი ნახვის დღეები კი ოფიციალურად ინიშნება. ამის ახსნას ვცდილობდით, როცა ოთახის დარბევა დაიწყეს. გადმოყარეს საბუთები, ყვიროდნენ, გვემუქრებოდნენ, რომ ისევ დაბრუნდებოდნენ და გვცემდნენ... როგორღაც მოვახერხე ოთახიდან გაქცევა. ამასობაში თანამშრომელმა პატრული გამოიძახა... იმდენად ცუდად ვიყავით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგვჭირდა. შსს-მ საქმე აღძრა და მიმდინარეობს ძიება. აქამდეც ყოფილა კონფლიქტური სიტუაცია, მიჩვეული ვართ სტრესულ სიტუაციაში მუშაობას, მაგრამ არავის ვუცემივართ... რამდენიმე წელი ვცდილობდით ამ ოჯახის მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლას. შემდეგ სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ ბავშვების სიცოცხლესა და განვითარებას საფრთხე დაემუქრა - ან ოჯახში საშიშროების მაღალი რისკის ქვეშ უნდა დარჩენილიყვნენ, ან უნდა გადაგვეყვანა. ცხადია, ბავშვების უსაფრთხო გარემოში გადაყვანა გადაწყდა. არც ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა, თუ იძულებული არ გახდა, ბიოლოგიური ოჯახიდან გამოიყვანოს ბავშვი. გვინდა, 13 წლის გოგონამ ჩვენთან ითანამშრომლოს, რათა ისიც გადავიდეს სახელმწიფო მინდობით აღზრდაში, მანამდე კი გაგრძელდება მუშაობა, რათა გაუმჯობესდეს პირობები და დედამ შეძლოს, შვილებს შეუქმნას აღზრდისათვის საჭირო ღირსეული გარემო. ამ შემთხვევაში მას დაუბრუნდება ბავშვები და გაგრძელდება მათი სოციალიზაციის კუთხით მუშაობა. fb უკმაყოფილო ბენეფიციარებს ჰგონიათ, ყველაფერში დამნაშავე სოცმუშაკია. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს თითოეულ მოქალაქეს, მიიღოს ყველა ხელმისაწვდომი სერვისი სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორიდან. ჩვენი სამუშაო სარისკოა. ვიზიტზე გასულს არ გვაქვს ინფორმაცია, რა ტიპის ადამიანთან მივდივართ. ჩვენი სამუშაო განრიგი 9-დან 18 საათამდეა. თუმცა, შაბათ-კვირასა და არასამუშაო საათებში, ღამითაც კი გვიწევს მუშაობა. გვაქვს ტრანსპორტის შეღავათიანი ტარიფი, მაგრამ ზოგიერთ ადგილას საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. ამას ემატება ცუდი ამინდი, დროის დეფიციტი, რის გამოც ხშირად გვიწევს ტაქსით სიარული. ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოყოფს ავტომობილს, თუ ბავშვია გადასაყვანი. ვიცი, რომ სხვა უწყებებში დასაქმებულ სოცმუშაკებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროს ფრთის ქვეშ მომუშავეებს. - ინფრასტრუქტურაც ძალიან გაუმართავია, შენობა დანგრეულია, არც დაცვაა... - 19 თანამშრომელი ორ ოთახში ვართ განაწილებული. ბენეფიციარებთან კონფიდენციალური საუბრების გამართვა დერეფანში გვიწევს. პაპანაქებაში ოთახში 35 გრადუსი ფიქსირდებოდა. კონდიციონერიც კი არ გვაქვს. ამის გამო ღამით მუშაობდნენ თანამშრომლები. დაგვპირდნენ, გავარემონტებთ შენობას და დაცვაც გეყოლებათო... თაკო კაჭკაჭიშვილი, სოციალური მუშაკი: - გული გვწყდება, ერთ-ერთ არხზე გასული სიუჟეტის შემდეგ სოციალურ ქსელში ნეგატიური კომენტარები რომ ვნახეთ. ეს არაინფორმირებულობის ბრალია. მეტი უნდა ვისაუბროთ ჩვენი პროფესიის სიკეთეებზე... ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით იგივე მდგომარეობაა ისანი-სამგორის სოცმომსახურების სააგენტოს ფილიალშიც. დაწესებულება ავარიული, საბჭოთა დროინდელი ე.წ. ხორცის შესანახი მაცივრის შენობის მესამე სართულზეა. სოციალური მუშაკები მუყაოს ყუთებში ინახავენ ბენეფიციარების კონფიდენციალურ საბუთებს. თამარ წიკლაური, სოციალური მუშაკი: "ვცდილობთ, ჩვენი გასაჭირი არ აისახოს ბენეფიციარებზე და მათ მაქსიმალურად დავეხმაროთ. ხალხს შვილების წამრთმევი მონსტრები ვგონივართ, მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა არ რჩება". რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? ეთერ ცხაკაია, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის სამმართველოს უფროსი: - გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის ფილიალები ავარიულ შენობებშია განთავსებული, რა ხდება ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად? - ჩატარდა ტენდერი და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. ორივე ფილიალში დაიწყება რემონტი. სოცმუშაკები, მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, ხანდახან 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და აუცილებელია შესაბამისი გარემოს შექმნა. ყველა პრობლემა მალე გადაიჭრება. თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის თითოეულ ფილიალს დაემატება დაცვის თანამშრომელი. - 13 წლის გოგონას საქმე ძიებაშია. - ჩემი ინფორმაციით, დედა არ აქტიურობდა, მოზარდი უფრო მეტად იყო ჩართული ამ საქმეში. ვიცი, რომ 14 წლამდე მოზარდი კანონით არ ისჯება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4681432&name=11.09.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

11.09.2017

მედიასაშუალება: ალია

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2500 ევროს კომპენსაციის მისაღებად განცხადებების წარდგენის ვადა 30 სექტემბერს ეწურებათ

აბჭოთა ჯარისკაცებს, ქართველ ვეტერანებს 2500 ევროს ოდენობით კომპენსაციის მიღების ვადა 30 სექტემბრამდე აქვთ. საუბარია, 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 8 მაისამდე პერიოდში გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ადაიანებზე. კომპენსაციის გაცემის თაობაზე, მიმდინარე წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ, გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის საფუძველზე, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას. კერძოდ, გერმანიის ბუნდესტაგმა 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ყოფილმა საბჭოთა კავშირის ტყვეებმა სიმბოლურად უნდა მიიღონ ფინანსური დახმარება. სადაც ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში პატიმრობაში იმყოფებოდნენ 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 8 მაისამდე, შეუძლიათ მიიღონ ერთჯერადი დახმარება 2500 ევროს ოდენობით. ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად აუცილებელია წერილობითი განცხადებით მიმართვა, რომელიც უნდა შეივსოს გერმანულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე და გაიგზავნოს ფოსტით ქვემოთ მოყვანილ მისამართზე. განცხდების ადრესატია ცენტრალიზებული სამსახურებისა და გადაუწყვეტელიქონებრივი საკითხების ფედერალური უწყება. განცხადებისთვის აუცილებელია სპეციალური ანკეტის შევსება,რომელიც ატვირთულია ბმულზე: დამატებითი ინფორმაციისათვის კი დაინტერესებულმა პირებმა შემდეგ ნომერზე უნდა დარეკონ: + 4930 187030 1550 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს რეგულაციების მიხედვით, კომპენსაციას ვერ მიიღებს პირი თუ: 1. მას ჩადენილი აქვს სამხედრო დანაშაულებები, ან დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ან მონაწილეობდა მასში. 2. პირები, რომლებიც ტყვედ ყოფნისას ან ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ 22.06.1941-დან 08.05.1945-მდე - აღნიშნულ პერიოდში თანამშროლობდნენ ან მუშაობდნენ ნაცისტური გერმანიის ოფიციალურ სტრუქტურებთან: გერმანული პოლიცია/დაცვის პოლიცია/საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია - გესტაპო/უშიშროების სამსახური/დაცვის რაზმები/საშტურმო რაზმები/ შშ-ის ძალები. 3. მუშაობდნენ ან თანამშრომლობდნენ 22.06.1941-დან 08.05.1945-მდე პერიოდში ვერმახტის შეიარაღებულ ძალებში/თან, ან სხვა სამხედრო ან გასამხედროებულ შენაერთებში/თან რომლებიც ემორჩილებოდნენ გერმანულ რეიხს ან მის მოკავშირე სახელმწიფოებს და ამ ფორმით ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული, ან დანაშაული კაცობრიობის წინაშე. რა უნდა გაითვალისწინონ უფლებამოსილმა პირმა/პირებმა სამკვიდრო უფლების ამოქმედების შემთხვევაში: განმცხადებლის/უფლებამოსილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუკი განცხადების შეტანიდან 6 თვის განმავლობაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამის უწყებას არ მიმართავს უფლებამონაცვლე მემკვიდრე, იგი კარგავს კომპენსაციის მიღების უფლებას. ხოლო, რაც შეეხება, ანკეტა-განაცხადის შევსების ინსტრუქციას: თუ ანკეტა-განაცხადი არ იქნება შევსებული ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპენსაცია არ გაიცემა. ანკეტა-განაცხადის შევსებისას განმცხადებელმა უნდა გაითვალისწონოს: 1. მხოლოდ თქვენ, როგორც უფლებამოსილ, ან თქვენი ნდობით აღჭურვილ (საჭიროა ოფიციალური მიდობილობის არსებობა) პირს გაქვთ უფლება მოითხოვოთ/მიიღოთ კომპენსაცია. განმცხადებელმა განაცხადს უნდა დაურთოს ცნობა ოფიციალური ორგანიზაციებიდან (ბანკი, ადმინსტრაციული უწყება, საავადმყოფო, წითელი ჯვრის ორგანიზაცია, საელჩო...) იმის შესახებ, რომ ანკეტა-განაცხადის შევსებისას განმცხადებელი ცოცხალია. 2. თუ ანკეტა-განაცხადი წარმდგენია მესამე პირი, როგორც ნდობით აღჭურვილი პირი, უნდა მიეთითოს მისი შესაბამისი მონაცემები ნოტარიუსის/ იუსტიციის სახლის/სასამართლოს მიერ გაცემული მინდობილობის დართვით. 3. თუკი უფლებამოსილი პირი გარდაიცვალა განცადების წარდგენის შემდეგ, რის შესახებაც გერმანიის ცენტრალიზებული სამსახურებისა და გადაუწყვეტელი ქონებრივი საკითხების ფედერალური უწყება დროულად იყო ინფორმირებული, კომპენსაციას მიიღებს გარდაცვლილის მეუღლე, ან შვილები. კომპენსაციის მიღების უფლება უქმდება თუ მეუღლე და შვილები გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში არ წარადგენენ განაცხადს უფლებამოსილების შესახებ. 4. აღნიშნულ პუნქტში უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია სამხედრო ტყვედ ყოფნის (4.1), სამხედრო ტყვეთა ბანაკში ყოფნის (4.2.) შესახებ და მოყვანილ იქნას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სამხედრო ტყვედ ყოფნის დამადასტურებელი ცნობა გაიცემა საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის არქივიდან (ქ.თბილისი; გლდანის რ-ნი; გმირ კურსანტთა ქუჩა 4) განაცხადის წარდგენის ბოლო ვადად 2017 წლის 30 სექტემბერია განსაზღვრული. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ მყოფმა ვეტერანებმა, დახმარებისთვის შეუძლიათ სახელმწიფო სამსახურს ცხელ ხაზს (+995 322 48 16 26) მიმართონ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4681187&name=11.09.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

11.09.2017

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

რეალობა საარჩევნო დაპირებების მიღმა

უფასო სასადილოსთან ყოველდღე, დილის 8 საათიდან 2 საათამდე რიგია. სადილი ყველასთვის განურჩევლად ყველასტის ნამდვილად არ არის, თუმცა თბილისის მრიის მიერ მოფიქრებულიეს სლოგანი ნაწილობრივ მაინც მართლდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4681379&name=11.09.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

11.09.2017

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

პაციენტის ცოლის შეტანილი წამალი ნარკოლოგიურში და პატიმრებად ქცეული პაციენტები

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4681434&name=11.09.2017%20-%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%982&p=2&lang=ge

---

 

09.09.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

ადამიანებს ხანდახან კვირაში 60-70 საათს ამუშავებენ

მომსახურების სექტორში დასაქმებულთა შრომის გრაფიკი და დაბალი ანაზღაურება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დაცვის სამსახურებსა და სუპერმარკეტებში ადამიანებს დღე-ღამეში 24 საათს ამუშავებენ და ზოგჯერ თვეში 300 ლარსაც არ უხდიან. ლელა გვიშიანი: "სახელმწიფოს არ გააჩნია მექანიზმი, რომელიც მომსახურების დარგში მონიტორინგს განახორციელებს და შრომთ პირობებთან დაკაშირებულ დარღვევებს გამოავლენს".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4678986&name=09.09.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---