მედიამონიტორინგი 11.12.2017
ტელევიზია
10.12.2017
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
დეკრიმილნალიზაიისა და ლიბერალიზაციის გარეშე, როგორც ცე ჰეპატიტის სრული ელიმინაცია ასევე შიდსის მაჩვენებლის ზრდის შეჩერება ვერ მიირწევა. მართალია საქართველოში ვირუსის დაგვრცელების კუთხით მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუმცა ოფიციალურად ინფიცირებულთა რაოდენობა 7 000 რეგისტრირებული შემთხვევა პატარა ქვეყნისთვის შემაშფოთებელია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოფიციალური სტატისტიკა არარეალურ მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ხოლმე. პრობლემა რომ მოგვარდეს ამისთვის საჭიროა, დაავადებიულთა სრულად გამოვლენა., რისთვისაც მარტივი ტესტიც არის საკმარისი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4916884
---
10.12.2017
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
გოიტიძის ოჯახი სამართლის ძიებაშია. მოზარდის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე გამოზიება ჯერაც არ დასრულებულა. პარალელურად ოჯახის მიერ მკვლელობაში ეჭვმიტანილი - გახიოზნული მეზობელი საფრთხეზე საუბრობს და შვილების დაცვას ითხოვს. მხარეებს საკუთარი სიმართლე აქვთ და გამოძიების მიმდინარეობის ფონზე მათ შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. რას აკეთევბს შესაბამისი უწყება მორიგი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. ოჯახს უსაფრთხოების დაცვის მიზნით წერილები აქვსთ დაგზავნილი: პრეზიდენტის, მთავარი პროკურორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენ ინსპექციის, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, პარლამენტისა და სახალხო დამცველის სახელწმზე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4916875
---
10.12.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს რესპუბლიკის მოედანზე დიდი აქცია-კონცერტი გაიმართა, სადაც სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის დასრულება და ყველა ნარკოტიკის სრული დეკრიმინალიზაცია მოითხოვეს. აქცისს მონაწილეების თქმით ქვეყანის მთავარი პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფოში არ არსებობს ჯანდაცვის პროგრამა რომელიც ნარკოტიკის მომხმარებელს დაეხმარება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4916888
---
09.12.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები მთავრობას საკუთარ პრობლემას კიდევ ერთხელ ახსენებენ. სახელმწიფო სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო შშმ პირს არ უნდა უყურებდეს როგორც მხოლოდ პაციენტს. თუმცა, მეოთხე წელია, ეს ჩანაწერი ფურცელზე რჩება. შედეგად, სპეციალური საჭიროებების მქონე მოქალაქეები მათთვის აუცილებელ მომსახურებას ვერ იღებენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4916222
---
09.12.2017
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. სტატისტიკა დღეს დემოგრაფიულ ფორუმზე წარმოადგინეს. ფორუმზე მსჯელობა სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის შესახებ მიმდინარეობდა. დემოგრაფიული ფორუმის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების პროცესში სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოების და კერძო სექტორის ჩართულობაც აუცილებელია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4915833
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4915653
---
09.12.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
საქართველოში შემოტანილი წამლების ნაწილი ევროპის ქვეყნებთან შედარებით ორჯერ, სამჯერ და უფრო მეტჯერ ძვირი ღირს. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ფასებს საკანონმდებლო დონეზე არეგულიერებენ და რამდენიმე დონეზე აკონტროლებენ, საბაჟო პუნქტთან დაფიქსირებულ მედიკამენტის ფასსა და საცალო ფასს შორის დასაშვები განსხვავება 40-45%-ია. ანუ ამ მაჩვენებლის ზემოთ კომპანიას ფასნამატის დაწესება აღარ შეუძლია. სურათი რადიკალურად გასხვავებულია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, სადაც მედიკამენტების ფასები მხოლოდ რეალიზატორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სოფო ზედელაშვილი არკვევდა, გეგმავს თუ არა სახელმწიფო უკონტროლო ფასებზე კონტროლის მექანიზმების დაწესებას.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4905142
---
08.12.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
სასტუმრო "ბილტმორში" სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ერთდღიანი ფორუმი ჩატარდა. ფორუმის მიზანია დასაქმებული ადამიანების და სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდა. ფორუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედი კომპანიები და დარეგისტრირებულ პირებს შესაძლებლობა ქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო კომპანიებს და შემოთავაზებულ ვაკანსიებს
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4904106
იმედი - ქრონიკა 11:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4893228
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4893177
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4905106
ერთსულოვნება - სიახლენი 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4904911
I არხი - მოამბე 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4892965
I არხი - მოამბე 15:00- https://1tv.ge/video/socialuri-momsakhurebis-saagentos-organizebit-dasaqmebis-forumi-gaimarta/
---
08.12.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
მთავრობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტს იწყებს: მომავალი წლიდან, თუ კომპანია გამოცხადებულ ვაკანსიაზე ახალგაზრდა კადრს დაასაქმებს, ახალი თანამშრომლის ხელფასის ნახევარს 6 თვის განმავლობაში მთავრობა გადაიხდის. რა თანხის დახარჯვა იგეგმება სუბსიდირების მორიგ პროგრამაზე და რამდენი მოქალაქე შეიძლება დასაქმდეს ახალი პროგრამის ფარგლებში - დეტალები ერთ თვეში გახდება ცნობილი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4904609
---
08.12.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
ტრეფიკინგით დაზარალებულთა დახმარების კრიზისული ცენტრი გაიხსნა ქუთაიში. მიზანი მსხვერპლთა რეაბილიტაციაა. ბენეფიციარებს სპეციალისტები როგორც ფსიქლოგიურ-სოციალური დახმარებას, ასევე სამედიცინო და უფასო იურუდულ მომსახურებას გაუწევენ. საჭიროების შემთხვევაში პროცესში თარჯიმანიც ჩაერთვება. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. მსგავსი ცენტრების გახსნა მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4904619
---
08.12.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
უსაფრთხო შრომის უფლება. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია.
http://www.bm.ge/ka/video/usafrtxo-shromis-ufleba/6317/
---
ინტერნეტი
11.12.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/467905-akaki-zoidze-unda-gafarthovdes-ufaso-medikamentebis-rogorc-kontingenti-ise-asortimenti.html
აკაკი ზოიძე - უნდა გაფართოვდეს უფასო მედიკამენტების როგორც კონტინგენტი, ისე ასორტიმენტი
უნდა გაფართოვდეს უფასო მედიკამენტების როგორც კონტინგენტი, ასევე ასორტიმენტი, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ უფასო მედიკამენტების ნუსხის შესაძლო გაზრდის შესახებ განაცხადა. აკაკი ზოიძის განმარტებით, უფასოდ გასაცემი მედიკამენტები შემდგომში ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდაც იქნება განსაზღვრული. მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით ჯერ ისევ მიმდინარეობს მუშაობა და კონკრეტულად რომელი მედიკამენტები იქნება უფასოდ გასაცემთა სიაში, დაზუსტებული არ არის. “უფასო, ამბულატორიული მედიკამენტების ჩამონათვალში 30-მდე მედიკამენტია, რომელიც 4 ყველაზე უფრო გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დიდი შეღავათია. ამიტომ, კონტინგენტი უნდა გაიზარდოს და ყველა ქრონიკულ ავადმყოფზე უნდა გავრცელდეს, განსაკუთრებით საპენსიო ასაკის ადამიანებზე, მაგრამ ამავდროულად წამლების ასორტიმენტიც უნდა გაიზარდოს. ეს საკითხი უნდა შევაჯამოთ და მომდევნო 3 წლის განმავლობაში განვახორციელოთ”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
---
10.12.2017
დიმიტრი ხუნდაძე - თუ ქვეყანამ მიზანმიმართული და სწორი დემოგრაფიული პოლიტიკა არ აწარმოა, იმ ვითარებას მივიღებთ, რასაც გაერო-ს მოსახლეობის ფონდი პროგნოზირებს
საქართველოში პირველად დემოგრაფიული ფორუმი გაიხსნა, რომელიც მცხეთაში გაიმართა. ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დემოგრაფიულ ფორუმზე იმ კრიზისულ ვითარებაზე იმსჯელეს, რაც დემოგრაფიის მხრივ საქართველოში არსებობს. ”ფორუმის აუცილებლობა იმ კრიზისულმა ვითარებამ განაპირობა, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება. ფორუმი მცხეთის კულტურის სახლში, ”დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა და ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს მიეძღვნა”, - ნათქვანია ფორუმის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ”დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დამფუძნებელმა და ფონდის საპატიო თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, საქართველო დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შედის და თუ ქვეყანამ მიზანმიმართული და სწორი დემოგრაფიული პოლიტიკა არ აწარმოა, იმ ვითარებას მივიღებთ, რასაც გაეროს მოსახლეობის ფონდი პროგნოზირებს. ”საქართველოში დემოგრაფიული ვითარება საკმაოდ არასახარბიელოა. გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შევდივართ. გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით საქართველოს მოსახლეობას მნიშვნელოვანი შემცირება 2050 წლისათვის ემუქრება. ამ პროგნოზით, მოსახლეობა დაახლოებით 28%-ით მცირდება. საკმაოდ თვალშისაცემია რეგიონის ვითარება, როცა სხვა ეროვნების მოსახლეობის მატება ხდება, საქართველოს მოქალაქეების კი პირიქით, მცირდებიან. გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით საქართველოს მოსახლეობას 28%-ით შემცირება ემუქრება, აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით იზრდება, ხოლო სომხეთის მოსახლეობა კი, 7%-ით. ჩვენი მეზობლების რაოდენობის ზრდას მივესალმებით, თუმცა ეს მონაცემები რეგიონალურ ჭრილში საკმაოდ საყურადღებოა. 232 ქვეყანას შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით საქართველო მე-16 ადგილზეა, შობადობით კი 174-ე ადგილზე. ამ სურათით კავკასიაში დისბალანსი შეინიშნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ფორუმზე და იმ მასშტაბურ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სახელმწიფომ საკუთარ მოსახლეობასთან ერთად უნდა განახორციელოს. დეპუტატმა არსებული ვითარების გამომწვევ მიზეზებად 90-იანი წლებიდან პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, შიდა და გარე მიგრაცია, შობადობის დაბალი მაჩვენებელი, აბორტები, პატიმართა რიცხვის მატება და ნარკოვითარება დაასახელა. დიმიტრი ხუნდაძემ ოთხი წლის წინ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში დემოგრაფიულ პოლიტიკის მხრივ დაგეგმილი და განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინიციატივა 11 მიმართულებით განხორციელდა, მათ შორის, მთის კანონი, მაღალმთიან რეგიონებში ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვზე ყოველთვიური ფინანსური დახმარება, მშობიარობის დაფინანსება, ორსულთა უზრუნველყოფას საჭირო მედიკამენტებით, დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობის გაზრდა და სხვა. ხუნდაძის შეფასებით, ეს ყველაფერი დემოგრაფიული კრიზისის თავიდან ასაცილებლად საკმარისი არ არის. ”დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარის თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით კი, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების საკითხში თავისი წილი პასუხისმგებლობა საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა აიღოს. ”პრობლემა საკმაოდ მძიმეა. ვითარება კიდევ უფრო რთულდება მომავალ წლებში, ჩვენ უკეთეს სტატისტიკას არ ველოდებით. დღევანდელი ვითარება კი შემდეგია: კლება საგრძნობლად მეტია, ვიდრე მატება. შესაბამისად, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ყველა მოქალაქემ უნდა აიღოს, რომ ის სურათი არ მივიღოთ, რასაც მოველით“, - აღნიშნა ჩიბურდანიძემ. ფორუმი მეუფე ეფრემიამ დალოცა. ფორუმში მონაწილეობდნენ თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი და ”დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დამფუძნებელი ზაქარია ქუცნაშვილი, ივანე ჯავახიშვილის ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ქართული უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი, ”დავით გაგუას კლინიკა“, ”გენი ქართული“, "დემოგრაფთა ასოციაცია”, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება, იურისტთა უმაღლესი სკოლა, ორგანიზაცია ”მე დავბრუნდები“, ქართული ბრენდი ”მარიგოლდი”; ”დემოგრაფიული საზოგადოება 21“, ”ქართველ სომეხთა კავშირი, აზერბაიჯანული დიასპორა საქართველოში, ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესი. მცხეთაში დაწყებული დემოგრაფიული ფორუმი 19 დეკემბრამდე სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება. 19 დეკემბერს კი ფორუმს საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს. ბოლოს ფორუმის ორგანიზატორები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეწვევიან.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/369405
---
08.12.2017
მედიასაშუალება: http://www.epn.ge/?id=56982
2017 წლის შემაჯამებელი, რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა
დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. სააგენტომ SMS შეტყობინება დასაქმების ფორუმის შესახებ 26 000 სამუშაოს მაძიებელს გაუგზავნა. ფორუმი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, დღევანდელ ფორუმზე რეგისტრაცია გაიარა 2000-მდე მოქალაქემ. უშუალოდ ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოქმედმა 60–ზე მეტმა კომპანიამ. მათ წარმოადგინეს 400-მდე პოზიცია და 1000-ზე მეტი აქტიური ვაკანსია: მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო და სხვა სფეროებიდან. წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე დამსაქმებელმა კომპანიებმა მრავალფეროვანი ვაკანსიები წარმოადგინეს სხვადასხვა სფეროდან: პროექტის მენეჯერი, ოპერატორ-ტექნიკოსი, გაყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი, მაღაზიის მენეჯერი, ტექნიკოსი, ტრანსპორტის სპეციალისტი, ხაზინის სპეციალისტი, მარაგების მართვის უფროსი, უსაფრთხოების ადმინისტრატორი, შიდა აუდიტორი, საწყობის თანამშრომელი, IT სპეციალისტი, სექტორის მენეჯერი, მიმღები ოპერატორი, პერსონალური მენეჯერი, მონიტორინგის მენეჯერი, ფილიალის მენეჯერი, უფროსი პროგრამისტი, სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი, კურიერი, მძღოლი, ენერგეტიკოსი, მერჩენდაიზერი და სხვა. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამონაწილეობით და ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით 2017 წელს 12 დასაქმების ფორუმი და 1 დასაქმების ფესტივალი ჩატარდა. მე-14 ფორუმი, კი რომელიც „ბილტმორში“ ჩატარდა უშუალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული. ფორუმი განკუთვნილია პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული კურსდამთავრებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემაში worknet.gov.ge -ზე დარეგისტირებული სამუშაოს მაძიებლებისათვის. ასევე, დღევანდელ ფორუმზე სტაჟირების პროგრამები წარმოადგინეს პროფესიულმა კოლეჯებმა. ფორუმზე კოლეჯებმა: „იკაროსმა“, „ახალმა ტალღამ“ და „აისმა“ მათი ნამუშევრების პრეზენტაცია შეძლეს. კოლეჯებს ხანგრძლივი თანამშრომლობის პრაქტიკა აქვთ სააგენტოსთან და მუდმივად მონაწილეობენ ფორუმებში. კოლეჯებში გადამზადებულ მოქალაქეებს მიეცათ საშუალება, უკვე მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით წარმდგარიყვნენ დამსაქმებლების წინაშე.
კომერსანტ.ჯი- http://commersant.ge/?view=post&id=135815&lang_id=ge
ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/184413-biltmorshiq-dasaqmebis-forumi-gaumartha.html?lang=ka-GE
კვირა.ჯი- http://kvira.ge/369149
ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/?p=37363
---
08.12.2017
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=135734&lang_id=ge
ევროკავშირი შაურმის აკრძალვისთვის ემზადება - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოში
ევროკავშირში შესაძლოა, შაურმა აკრძალონ. ევროპარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებს. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოში შესაბამისი უწყებები — აკრძალავენ, შაურმის მომზადებისთვის სპეციალურ ნორმებს დააწესებენ თუ უბრალოდ რეკომენდაციას გასცემენ. ექიმები და კვების სპეციალისტები კი, როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში, თვლიან, რომ შაურმის მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია და მისი აკრძალვა თუ არ მოხდება, რეკომენდაციები მაინც უნდა გაიცეს. ევროკავშირში შაურმის რეალიზაციის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ. მსგავსი განცხადების საფუძველი ევროპელი მეცნიერების მიერ გაკეთებული დასკვნა გახდა. კერძოდ, ევროპელი მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ შაურმაში შემავალი ნივთიერებები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. ამ მოსაზრებას ევროპარლამენტარების ნაწილი იზიარებს და ფოსფატების გამოყენების შეზღუდვას ითხოვს. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა, სულ მალე ევროპაში საშაურმეების დიდი ნაწილი დაიხუროს. რადგან, როგორც მზარეულები ამბობენ, ამ ელემენტის გარეშე ხორცი გამოშრება და დაიშლება. ევროპარლამენტარების მეორე ნაწილი აკრძალვის წინააღმდეგია. მათი თქმით, შაურმის აკრძალვის შემთხვევაში, ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწიურად ევროკავშირის მოქალაქეები დაახლოებით 500 ტონა შაურმას მიირთმევენ. ამ პროდუქტის 70 პროცენტს გერმანიაში ამზადებენ. რაც შეეხება საქართველოს, სადაც შაურმის ბიზნესი საკმაოდ მზარდია, უცნობია რა რეაგირება ექნებათ შესაბამის უწყებებს. ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. დავით სერგეენკოს უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ „ამ საკითხზე დეტალების გარკვევა სურსათის ეროვნულ სააგენტოში უნდა მოხდეს“. სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საშაურმეების შემოწმება მუდმივად მიმდინარეობს. კვების ექსპერტები და ექიმები მიიჩნევენ, რომ შაურმის მოხმარება ორგანიზმისთვის მავნებელია. მათი ნაწილი კი მომხრეა, რომ ქვეყანაში შაურმის აკრძალვა მოხდეს. როგორც საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე აცხადებს, აუცილებელია რეკომენდაციები და სრულყოფილი ინფორმაცია თუ რა საფრხესთან გვაქვს საქმე და ამ საკვები პროდუქტით რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს მომხმარებლის ჯანმრთელობას. „ნებისმიერი პროდუქტი, რომელმაც შესაძლოა, მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოს. ევროკავშირმა გარკვეულ კვლევებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ შაურმა საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მისი აკრძალვა უნდა მოხდეს. თუკი ქვეყნები ფიქრობენ იმაზე, რომ მათთან ეს პროდუქტი უნდა აიკრძალოს, ამ საკითხზე ჩვენი მომხმარებელი მინიმუმ ინფორმირებული მაინც უნდა იყოს. აუცილებელია რეკომენდაციები და სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა საფრხესთან გვაქვს საქმე და რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს მომხმარებლის ჯანმრთელობას,“ - აღნიშნა მადონა კოიძემ. „კომერსანტთან“ საუბრისას ენდოკრინოლოგი ნინო ბერეკაშვილი აცხადებს, რომ შემწვარი ხორცი, რომელიც შაურმაში გამოიყენება დიდი რაოდენობით არასასურველ ცხიმებს შეიცავს და ის ნეგატიურ გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ეს კი სხვადასხვა სახის დაავადებებს იწვევს. „შაურმის ხორცი ძირითადად იმპორტირებული და გაყინულია. ის სხვადასხვა მავნე ნივთიერებებს შეიცვას, რათა დანამატების საშუალებით გაყინულმა ხორცმა დიდხანს გაძლოს. შემდგომი პრობლემა ხორცის მომზადების პროცესთან დგას. შემწვარი ხორცი, რომელიც შაურმაში გამოიყენება დიდი რაოდენობით არასასურველ ცხიმებს შეიცავს და ის გავლენას გულსისხლძარღვთა სისტემაზე ახდენს, რაც სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება. ცხიმები, რომლის წარმომავლობაც არ ვიცით შაურმაში გამოიყენება და მისი ხშირი მიღება სისხლში ქოლესტერინის დონის მატებას იწვევს“, - განაცხადა ბერეკაშვილმა. ენდოკრინოლოგი „კომერსანტთან“ საუბრისას ყურადღებას პროდუქტის დამზადების პირობებზეც ამახვილებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მისი აკრძალვა უნდა მოხდეს. „ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტსაც, რომ ხორცი, რომელიც კუსტარულად დამზადებულ გაზის აპარატზე იწვება ღია მდგომარეობაშია და მას ფილტრაცია არ აქვს. ხორცი იმ ნივთიერებებსაც შეიწოვს, რომელიც ბუნებრივი აირის წვის დროს გამოიყენება. ეს კი ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მე როგორც ენდოკრინოლოგი შაურმის მიღების მომხრე არ ვარ. სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის რეგულაციები, ან ზოგადად ამ პროდუქტის აკრძალვა უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ენდოკრინოლოგმა. საჭირო რეკომენდაციის გაცემაზე და პროდუქციის მავნებლობაზე საუბრობს სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძეც. სარჯველაძის აზრით, შაურმის ყიდვის დროს მომხმარებელი ვერ აკონტროლებს ხორცის უვნებლობას. „შაურმა შემწვარი ხორცისგან მზადდება და ეს ორგანული ნაერთი კანცეროგენია. აქედან გამომდინარე, ის ორგანიზმისთვის მავნებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ხორცზე კონტროლი მიმდინარეობს, ბევრი კომპანია მაინც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქციას იყენებს. შაურმის ყიდვის დროს მომხმარებელი ვერ აკონტროლებს ხორცის უვნებლობას. ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული სახის განცხადება უნდა გავრცელდეს“, -განაცხადა სურსათის ექსპერტმა ეთერ სარჯველაძემ. ევროპარლამენტში შაურმის საკითხზე მსჯელობა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სწორედ ამ პერიოდში გახდება ცნობილი, აიკრძალება თუ არა ევროპაში სწრაფი კვების ეს სახეობა. საქართველოში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას დაელოდებიან და განცხადებას ამის შემდეგ გააკეთებენ.
---
08.12.2017
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/33047/saqartveloshi-40ze-meti-qali-ekonomikurad-araaqtiuria--safaris-kvleva
საქართველოში 40%-ზე მეტი ქალი ეკონომიკურად არააქტიურია - „საფარის“ კვლევა
ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ კვლევა გამოქვეყნდა. ანგარიში საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებისა და ინიციატივების ანალიზს მოიცავს. კვლევის ავტორების თქმით, საქართველო ცდილობს ნაბიჯების გადადგმას გენდერულად თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლება ეღობება წინ. სიღარიბისა და უმუშევრობის მასშტაბები ქალებს ორმაგად მოწყვლად მდგომარეობაში ამყოფებს. კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში 40%-ზე მეტი ქალი ეკონომიკურად არააქტიურია, დასაქმებული ქალები კი კაცებთან შედარებით 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ. როგორც კვლევის პრეზენტაციისას გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა განაცხადა, კვლევის შედეგებით ჩანს, რომ ძალიან დიდი გამოუყენებელი რესურსია ქალების სახით, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აკლდება. „ჩვენი რეკომენდაციაა, გაძლიერდეს თანამშრომლობა მთავრობას, არასამთავრობო სექტორსა და ბიზნესს შორის არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ეს მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით იმისთვის, რომ საქართველომ შეიმუშაოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, - განაცხადა შომბი შარპმა. კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საფარი“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში მოამზადა. „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას თქმით, ქალების მხოლოდ 17% ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რაც ამტკიცებს იმას, რომ მათ რესურსებზე წვდომა არ აქვთ და, შესაბამისად, აქტიურად არ არიან ჩართულები ეკონომიკაში. როგორია ქალების ეკონომიკური მდგომარეობა კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, მთავარ გამოწვევას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ქალთა აგენტობის (agency) ხელშეწყობა წარმოადგენს. კვლევის ავტორების თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკა. ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზა გამართულია, თუმცა არაეფექტიანია. პროგრამების და ინიციატივების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქვეყანაში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მხოლოდ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობდნენ. კორპორაციულ სექტორს კი ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების პრობლემა უდგას. „საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, მდგომარეობა მკვეთრად გასაუმჯობესებელია. ქართველ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას წინ სხვადასხვა ფაქტორი ეღობება - კულტურული, რელიგიური თუ ეკონომიკური. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისია, ქალები რეალურ ცხოვრებაში სისტემურ ჩაგვრას განიცდიან და ისინი, როგორც სამუშაო ძალა, თითქმის სრულიად უგულებელყოფილნი არიან", - ნათქვამია კვლევაში. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში გენდერული სტერეოტიპები წლების განმავლობაში არ იცვლება. როგორც სოფლად, ისე - ქალაქში, შინამეურნეობების უფროსად, უმეტესად, კაცი მიიჩნევა. 2017 წლის გენდერული სტატისტიკით, შინამეურნეობების 62%-ში უფროსი კაცია. 2016 წლის მონაცემებით,საქართველოში მცხოვრები 15 წლის და უფროსი ასაკის ქალების 42% ეკონომიკურად არააქტიურია, ხოლო იმავე ასაკობრივ კატეგორიაში, კაცების მხოლოდ 22%-ია ეკონომიკურად არააქტიური. რაც შეეხება დასაქმებას, - კაცების 67% დასაქმებულია. ბოლო (2015 წლის) მონაცემებით, ქალების საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 692.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცების ხელფასი 1,074.3 ლარს უტოლდება. გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაუსაქმებელი ქალების 18% აცხადებს, რომ მას სამსახურის და საოჯახო საქმეების შეთავსება გაუჭირდება და ამიტომაც ურჩევნია, არ იმუშაოს. ასევე, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქალების უმეტესობას არ აქვს შემოსავალი, და ქალების ერთი მეხუთედი ამბობს, რომ მეუღლეს/პარტნიორს მასზე მეტი შემოსავალი აქვს. აუნაზღაურებადი საოჯახო საქმე ქალის მთავარ მოვალეობად მიიჩნევა. რა შეეხება იმ სფეროებს, სადაც ქალის დასაქმება არის მისაღები, რესპონდენტები რამდენიმეს ასახელებენ. ქალი შეიძლება იყოს: პედაგოგი, ფარმაცევტი, ექიმი, ჟურნალისტი, ბანკის ოპერატორი, დიზაინერი, მცირე ბიზნესსა და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული. კვლევის შედეგად გამოვლინდა, საქართველოში ქალთა ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი სუსტი წერტილი კორპორაციული სექტორია. კორპორაციულ სექტორში გამოიკვეთა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხში გათვითცნობიერების დაბალი დონე: „ამასთან, არ არსებობს კონკრეტული ინიციატივები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, სახელმწიფო კი პასიურ მიდგომას ირჩევს და ყველაფერი დამოკიდებულია დამსაქმებელის კეთილსინდისიერებაზე." კვლევის ავტორების თქმით, გამოვლენილი პრობლემების გადაწყვეტის გზები სახელმწიფომ, საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად უნდა ეძებონ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების განყენებულად განხილვა პოლიტიკური გაძლიერების თუ სოციალურ-კულტურული ცვლილებების პროცესისგან არასწორი იქნება.
---
ბეჭდვითი მედია
11.12.2017
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
პაციენტის "გაწეწვის" ახალი მეთოდი?!
როგორ დაუანგარიშა იაშვილის კლინიკამ 16 წლის მოზარდს სამდღიან სამედიცინო მომსახურებაში 1785 ლარი "რატომ ითხოვს იაშვილის კლინიკა გასამმაგებულ თანხებს პაციენტის მკურნალობაში და რომელი სტანდარტით დგინდება მოგების ასეთი მარჟა? ეს არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სტანდარტი?!" სამედიცინო სფეროში ფინანსური მანიპულაციები რომ სიახლეს არ წარმოადგენს, ეს არც ისე დიდი ხნის წინ დაადასტურა პარლამენტის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, რომლის განცხადებითაც, საყოველთაო ჯანდაცვა საავადმყოფოებისთვის გამდიდრების წყაროდ იქცა. ამ განცხადებიდან ცოტა ხანში სახელმწიფო დაზღვევის პირობები შეიცვალა კიდეც, თუმცა, ჩნდება ეჭვი, კლინიკებმა ახალი ფინანსური სქემები შექმნეს - პაციენტებს ისეთი სტანდარტებით უთვლიან მკურნალობის ხარჯებს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში აგდებენ და აიძულებენ, ფინანსური დახმარებისთვის მიმართონ სახელმწიფო ორგანოებს. სავარაუდოდ, ამ მეთოდს კლინიკები იმ სახელმწიფო სახსრების კომპენსაციისთვის იყენებენ, რომელიც მათ სახელმწიფო დაზღვევის პირობების შეცვლის შედეგად ჩამოაკლდათ. ორი თვის წინ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ლია იაკობაშვილი სამედიცინო დაწესებულების მიერ ფინანსური მანიპულაციების ეპიცენტრში აღმოჩნდა და დეტალებზე თავად გვიყვება: - 2017 წლის 25 სექტემბერს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის დედათა და ბავშვთა ცენტრიდან თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 16 წლის ნანა ეშმაკურაშვილი გადმოიყვანა. მოზარდი თავბრუსხვევასა და წონასწორობის დაკარგვას უჩიოდა. ნანას ბებიას კლინიკის მისაღებშივე სთხოვეს შეხვედრა მენეჯერთან, რომელმაც აუხსნა, რომ პაციენტს 3-4 დღე დააკვირდებოდნენ, ჩაუტარებდნენ მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას და ამ სამედიცინო პროცედურების ღირებულება 645 ლარი იქნებოდა. შეშინებული ბებია, რომელიც ნანიკოსთან ერთად უდედოდ დარჩენილ კიდევ ორ შვილიშვილს ზრდის, დათანხმდა, მით უმეტეს, აუხსნეს, რომ მოზარდს, შესაძლოა, სიმსივნური დაავადება ჰქონდა და თავბრუსხვევაც ამით ყოფილიყო გამოწვეული. ნანას იქვე სისხლის ანალიზი გაუკეთეს - ეს იყო ერთადერთი პროცედურა, რომელიც მას სამი დღის განმავლობაში ჩაუტარდა. მეორე დილით ბებია მენეჯერმა დაიბარა, გადასცა ე.წ. ფორმა #100 და გამოუცხადა, რომ 1785 ლარი და 60 თეთრი უნდა გადაეხადა. პაციენტის პატრონს მისცეს შესაბამისი ანგარიშფაქტურაც (N#5180) და კალკულაცია, რომელიც მოიცავდა მხოლოდ 25-26 სექტემბრის ხარჯებს და არ იყო მითითებული, რაში რა დაიხარჯა იმ ორ დღეში. შეშფოთებულმა ბებიამ იკითხა, წინა საღამოს მისაღებში მენეჯერმა ხომ 645 ლარი მითხრა, ახლა რა შეიცვალა ან ამდენი ფული საიდან უნდა მოვიტანოო, რაზეც მენეჯერმა ცინიკურად უპასუხა: რა პრობლემაა?! თუ არა გაქვთ, მიდექ-მოდექით, მიაკითხეთ სახელმწიფო უწყებებს და დაგაფინანსებენო. ამ საუბარს ბავშვიც შეესწრო და, ნერვიულობისგან აკანკალებული, ბებიას ბოდიშს უხდიდა, ასეთ მძიმე მდგომარეობაში რომ ჩააგდო. - კლინიკამ არ დაასაბუთა, ფაქტობრივად გასამმაგებული თანხა რატომ მოითხოვა? - სწორედ ამის გარკვევას ვითხოვ უკვე ორ თვეზე მეტია და კლინიკისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. ეშმაკურაშვილების ოჯახს 2008 წლიდან ვიცნობ. ისინი ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ფხვენისში ცხოვრობენ. "აგვისტოს ომის" დროს კი, დევნილობისას, ჰოლდინგ "პალიტრამედიის" გვერდით, სხვა დევნილებთან ერთად, სკოლის შენობაში დააბინავეს. მაშინ ჩვენი სამსახური შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა დევნილებს, მათ შორის, ეშმაკურაშვილების ოჯახს. სწორედ მას შემდეგ მოქალაქეობრივ ვალად მივიჩნევ მათ გვერდით დგომას. მით უმეტეს, რომ ეშმაკურაშვილების ოჯახის ერთ-ერთი ბავშვის ნათლიაც ვარ. ნანას ბებიამ იაშვილის კლინიკაში მისვლიდან მეორე დღეს შეშფოთებულმა დამირეკა, თბილისში ვართ, ნანიკო საავადმყოფოში დავაწვინეო... სასწრაფოდ კლინიკაში მივედი და პირველი, რამაც გამაოცა, მოუწესრიგებელი პალატა იყო, მაგიდას ცალი ფეხი მომტვრეული ჰქონდა და რომ არ წაქცეულიყო, ცალი კუთხით წყლის ნიჟარაზე იყო შემოდებული. არ ველოდი კლინიკას ასეთი მოუწესრიგებელი პალატა თუ ექნებოდა. ნანას გვერდით მძიმედ დაავადებული ჩვილი იწვა და შუაში ფარდა ჰქონდათ ჩამოფარებული. ერთი სიტყვით, 90-იანი წლები გამახსენდა... ჩემი პალატაში ყოფნისას ექთანი შემოვიდა და კითხვაზე, რა სამედიცინო დახმარებას უწევდნენ პაციენტს, მიპასუხა, "დიაზეპამს" ვასმევთო. გამიკვირდა, - ნანას არასდროს ჰქონია ძილის პრობლემა, არც არასდროს დასჭირვებია დასამშვიდებელი პრეპარატები-მეთქი, რაზეც ექთანმა ნერვიულად მიპასუხა, უფრო კარგად რომ დაიძინოს, "დიაზეპამის" მიღება აუცილებელიაო. მოგვიანებით დავუკავშირდი ნანას მკურნალ ექიმს, თამარ აფრასიძეს, რათა აეხსნა პაციენტის მდგომარეობა. მითხრა, რომ ნანას ზოგადი დანიშნულების სამი დასახელების წამალს ასმევენ. რაც შეეხება დიაგნოზს, მხოლოდ მას შემდეგ გახდებოდა ნათელი, რაც ნანას მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას გაუკეთებდნენ. პირველი კითხვა მაშინ გამიჩნდა, როდესაც ექიმმა მითხრა, სამი სახეობის წამალს ვასმევთო, არადა, მოზარდისთვის "დიაზეპამის" მეტი არაფერი მიუციათ; მეტიც, დაწოლიდან მეორე დღესვე ნანიკოს ბებიას მოსთხოვეს წამლის - "დიაგრამის" ყიდვა. ბუნებრივია, ბებიამ წამალი კლინიკაში მიიტანა და ექიმის მითითებით პაციენტმა ერთხელ დალია. - რა გაირკვა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შემდეგ? - დაწოლიდან მხოლოდ მესამე დღის ბოლოს გადაიყვანეს მოზარდი მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისთვის სხვა კლინიკაში და ტრანსპორტირების 60 ლარი ბებიას გადაახდევინეს. მან ითხოვა, ბავშვს თავად წავიყვანო, რადგან 60 ლარი მისთვის არცთუ პატარა თანხაა, მაგრამ კატეგორიულად განუცხადეს, რომ მათ უნდა უზრუნველეყოთ ტრანსპორტირება. საბედნიეროდ, ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მოზარდს სიმსივნური არაფერი აქვს და ამის რისკიც კი არ არსებობს. მეოთხე დღეს, შუადღისას, ნანიკო იმავე დიაგნოზით გაწერეს, რაც კლინიკაში დაწოლის პიველსავე დღეს დაუსვეს და ბებიას კიდევ ერთხელ შეახსენეს 1785 ლარის გადახდა. ვითარების გასარკვევად იაშვილის კლინიკის პიარსამსახურის ხელმძღვანელს, თამარ ჩეჩელაშვილს დავურეკე და ვთხოვე, მოეწოდებინა ხარჯთაღრიცხვა, თუ როგორ დაიანგარიშა კლინიკამ 1785 ლარი და რა სამედიცინო მანიპულაციები ჩაუტარდა სამი დღის განმავლობაში მოზარდს. თამარმა, ვითარებაში გავერკვევი და შეგეხმიანებითო. ორი კვირის მანძილზე რამდენჯერმე დავუკავშირდი, მაგრამ როგორც ამიხსნა, ძალიან დაკავებული იყო - გადაღებებზე დავდივარო(?!), ბოლოს კი ტელეფონსაც აღარ პასუხობდა. ჩემს ზარს მხოლოდ მას შემდეგ უპასუხა, რაც სხვა ნომრით დავუკავშირდი - მითხრა, ელექტრონული ფოსტის მისამართს გამოგიგზავნით და ოფიციალურად, წერილობით მიმართეთ ამ მისამართზე, რომ ხარჯთაღრიცხვა გჭირდებათო. მოლოდინში კიდევ ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ქალბატონ თამარს არანაირი მისამართი არ გამოუგზავნია და მას შემდეგ აღარც სატელეფონო ზარებს უპასუხა. როდესაც მივხვდი, რომ ტელეფონით პრობლემა არ მოგვარდებოდა, იძულებული გავხდი, კლინიკაში მივსულიყავი და პირადად მენახა ქალბატონი თამარი. ამჯერად მითხრა, რომ ვერაფრით დამეხმარებოდა, რადგან ხარჯთაღრიცხვა შეეძლო მოეწოდებინა მხოლოდ დირექტორის მოადგილე ვანიკო ჩხაიძეს, რომელიც მივლინებით მონტენეგროში იმყოფებოდა. თუმცა დამპირდა, როგორც კი დაბრუნდება, შეგატყობინებთო. იქვე დასძინა, სანამ ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებულ პრობლემას არ გაარკვევთ, გადახდის ვადას შევაჩერებთო. ეს კი ტყუილი დაპირება აღმოჩნდა, რადგან მალევე ნანას ბებიას დაუკავშირდნენ, კატეგორიულად მოსთხოვეს თანხის გადახდა და როგორც ბებია ამბობს, დაემუქრნენ კიდეც - თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო. თამართან შეხვედრიდან კიდევ ერთი კვირა გავიდა, არც ამჯერად დამკავშირებია. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში მირჩიეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ოჯახისგან მინდობილობას ავიღებდი და ისე გავაგრძელებდი დავას. იმის გამო, რომ ბავშვს დედა არ ჰყავს, მინდობილობა მამისგან ავიღე, ისევ კლინიკაში მივედი და პირდაპირ ვანიკო ჩხაიძეს მივმართე. როგორც მან მითხრა, აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს ხარჯთაღრიცხვასთან, რადგან დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში და არა ფინანსური მენეჯერი. არ ვიცი, ეს რას დავაბრალო - პრესსამსახურის უფროსმა არ იცის, ვის რა მოვალეობა აკისრია, თუ ცდილობდა, როგორმე გაეწელა დრო, რომ იქნებ მომბეზრებოდა წინ და უკან სიარული. მოკლედ, ბატონმა ვანიკომ განმიმარტა, კანცელარიაში დაწერეთ განცხადება ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნითო და მეც კანცელარიისკენ გავემართე. რამდენიმე დღის შემდეგ კლინიკიდან დამიკავშირდნენ, შეგიძლიათ ხარჯთაღრიცხვა წაიღოთო, გახარებულმა კლინიკას მივაკითხე, თუმცა ხარჯთაღრიცხვა, რომელიც გადმომცეს, იდენტური იყო იმ ფორმა #100-ისა, რომელიც ნანიკოს ბებიას საავადმყოფოში მისვლიდან მეორე დღეს გადასცეს, თუმცა ერთი განსხვავებით - ამჯერად მასში დამატებული იყო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის თანხა - 236 ლარი და 25 თეთრი. ისევ კლინიკაში დავბრუნდი და შევხვდი ფინანსურ მენეჯერს, რომელმაც მშვიდად განმიცხადა, რამდენჯერაც გსურთ, იმდენჯერ დაწერეთ განცხადება, იმ ხარჯთაღრიცხვის გარდა, რაც გადმოგეცით, ჩვენგან ვეღარაფერს მიიღებთო. - საბოლოოდ შეძელით რაიმეს გარკვევა? - ორთვიანი ბრძოლა იმით დასრულდა, რომ ვერაფრით მივიღე დაწვრილებითი კალკულაცია, რა მომსახურებაში ითხოვს იაშვილის კლინიკა 1785 ლარს. ეჭვი გამიჩნდა, რომ კლინიკა დასაბუთებულ პასუხს ვერ იძლევა, რადგან რაღაც მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. ყველაფრის თავიდან მოძიება გადავწყვიტე: მივაკითხე გორის დედათა და ბავშვთა ცენტრს, სადაც პირველად მიიყვანეს მოზარდი, გამოვითხოვე ფორმა #100, რომლითაც გადაიგზავნა პაციენტი გორიდან თბილისში. ყოველივე ამის გაცნობამ არათუ გამიქარწყლა, პირიქით, გამიმძაფრა ეჭვი, რადგან გორის კლინიკის მიერ გაცემული ზუსტად იგივე ფორმა #100, რომლის ასლიც გადმომცეს იაშვილის კლინიკაში, შეუიარაღებელი თვალითაც კი განსხვავდებოდა დედნისგან. იურისტებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად დადასტურდა ეს აშკარა შეუსაბამობა: გორის კლინიკის მიერ გაცემულ ფორმა 100-ში, რომლის ნომერია 5307, მითითებულია ორი დიაგნოზი შესაბამისი კოდით: "ბაქტერიული საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, დაუზუსტებელი - A05,9 (რომელიც ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით) და თავბრუსხვევა, რომელიც სხვაგვარად არ არის დადასტურებული - R42". იაშვილის სახელობის კლინიკის მიერ მოცემულ იმავე ფორმა #100-ში, იმავე 5307 ნომრით, მითითებულია მხოლოდ ერთი დიაგნოზი - "თავბრუსხვევა, რომელიც სხვაგვარად არ არის დადასტურებული R42". გარდა ამისა, იაშვილის კლინიკის მიერ წარმოდგენილ ფორმა #100-ში, გრაფაში - დაწესებულების დასახელება, მისამართი, სადაც იგზავნება ცნობა, ხელით არის ჩაწერილი "იაშვილის სახელობის ბ/კლინიკა"; ხოლო გორიდან გამოთხოვილ იმავე დოკუმენტში ჩაბეჭდილია "ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტო". პასუხგაუცემელია შეკითხვები: რატომ განსხვავდება ეს ორი დოკუმენტი, რომლებიც აბსოლუტურად იდენტური უნდა იყოს? რატომ არის გამქრალი იაშვილის კლინიკის მიერ წარმოდგენილ ფორმა #100-ში ის დიაგნოზი და კოდი (A05,9), რომელიც საყოველთაო ჯანდაცვით ფინანსდება და დატოვებულია მხოლოდ ის, რომლის ტარიფსაც საავადმყოფო შიდა სტანდარტით ადგენს? სწორედ ამის საფუძველზე ხომ არ წარმოიშვა განსხვავება 645-სა და 1785 ლარს შორის? ამას გარდა, სხვა შეკითხვებიც მრავლადაა: თუ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში თავიდანვე გამორიცხეს ინტოქსიკაცია და ორიენტაცია აიღეს თავის ტვინის პათოლოგიაზე, რატომ არ გადაუღეს პაციენტს ტომოგრაფია კლინიკაში შესვლიდან მოკლე ხანში და ეს დიაგნოსტიკური მანიპულაცია ჩატარდა მხოლოდ სტაციონარში შეყვანიდან მესამე დღეს? რატომ არის კალკულაციაში შეტანილი სხვადასხვა სახის გადასხმების საფასური, როცა იაშვილის სახელობის კლინიკაში პაციენტს არანაირი გადასხმა არ ჩატარებია და ეს, გარდა პაციენტის ბებიის მტკიცებისა, ნათლად ჩანს მორიგე ექიმის ჩანაწერებში, სადაც მითითებულია პაციენტის მიერ მხოლოდ "დიაზეპამისა" და ორი სახეობის წვეთების მიღება. თუმცა, კიდევ ერთხელ დაჟინებით მინდა გავიმეორო, გოგონასთვის "დიაზეპამის" გარდა, არანაირი წამალი არ მიუციათ. დაბოლოს, მთავარი: იაშვილის კლინიკის მიერ გაცემული კალკულაციის მიხედვითაც კი, თავისი გაურკვეველი და დუბლირებული თანხებით, პაციენტზე გაწეული რეალური ხარჯი შეადგენს 708 ლარსა და 42 თეთრს (ამ თანხაში შედის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევაც). მარტივი არითმეტიკით, პაციენტისთვის მოთხოვნილ 1785.6 ლარსა და 708.42 ლარს შორის სხვაობა 1077.18 ლარია. ანუ, სულ რომ ლეგიტიმური იყოს პაციენტისთვის მოთხოვნილი 1785.6 ლარი, რა გამოდის - კლინიკის მოგება 1077.18 ლარია? რომელი სტანდარტით დგინდება მოგების ასეთი მარჟა? ესაა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სტანდარტი? სამწუხაროა, რომ იაშვილის კლინიკაში არ აღმოჩნდა პირი, რომელიც ისურვებდა ამ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხი გაეცა. მეტიც, იცით, რა მითხრა იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა? ნეტავ პაციენტის შემოსვლისთანავე გეთქვათ, რომ საქმე თქვენთან დაახლოებულ პაციენტთან გვქონდა და სხვაგვარად მოვიქცეოდითო, ანუ თუ შევატყობინებდი, რომ პრესის მუშაკი, კერძოდ, "კვირის პალიტრის" თანამშრომელი ვარ, სხვაგვარად მოიქცეოდნენ? რას ნიშნავს ეს? - როგორც ვიცი, თქვენ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსაც მიმართეთ. - კლინიკის ხელმძღვანელობის უსულგულობა, შემკული ცინიზმით, გახდა სწორედ მიზეზი იმისა, რომ დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის მიმემართა. საქმე ისაა, რომ ნანა ეშმაკურაშვილის ოჯახი, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულია და დღესაც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს, უარს არ ამბობს მკურნალობის თანხის გადახდაზე, მაგრამ ეს გადასახადი მკურნალობის შესაბამისი უნდა იყოს და არ უნდა ტოვებდეს უსამართლობის განცდას, მით უმეტეს, რომ პაციენტი იაშვილის კლინიკიდან ზუსტად იმავე დიაგნოზით გაწერეს, რითიც მიიღეს. P.S. მასალის მომზადებისას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, თამარ ჩეჩელაშვილს, რომელმაც ამჯერად კითხვების გადაგზავნა გვთხოვა. თხოვნა შევასრულეთ. თამარ ჩეჩელაშვილმა ერთკვირიანი დუმილის შემდეგ ვინმე გიორგის ტელეფონის ნომერი მოგვწერა (თამარს მივწერეთ, ვეკითხებოდით, ამჯერად ვისთან გადაგვამისამართა, თუმცა პასუხი აღარ მოუწერია). თამარის მოწოდებულ ნომერზე რამდენჯერმე დავრეკეთ, თუმცა, გიორგიმ რამდენიმე დღის შემდეგ გვიპასუხა და ახლა მან გვთხოვა შეკითხვების გაგზავნა. გადავუგზავნეთ. პასუხს გაზეთის სტამბაში დასაბეჭდად გაგზავნამდე ველოდით, მაგრამ ამაოდ... ისევ პასუხგაუცემელია კითხვა, როგორ დაიანგარიშა კლინიკამ ნანა ეშმაკურაშვილის სამდღიანი სამედიცინო მომსახურების ხარჯები. "კონკრეტული შემთხვევა იძლევა საავადმყოფოს პერსონალის თუ მენეჯმენტის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს" აკაკი ზოიძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: - მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნანა ეშმაკურაშვილის შემთხვევა იძლევა საავადმყოფოს პერსონალის თუ მენეჯმენტის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს, რაც კონკრეტული მოკვლევის და შესაძლო სასამართლო დავის საფუძველი შეიძლება გახდეს. იმავდროულად, ეს შემთხვევა კარგად წარმოაჩენს იმ ორ სისტემურ პრობლემას, რომელიც დღევანდელ ჯანდაცვის სისტემას ახასიათებს (უნდა აღინიშნოს, რომ არამარტო საქართველოში) და რომელთა გამოსწორებაც, როგორც უკვე გაცხადებულია - შემდგომი რეფორმების ძირითადი მიზანია. სახელდობრ, ეს გახლავთ: 1) არასაჭირო - ზედმეტი მომსახურების გაწევა თუ არასაჭირო წამლის გამოწერა პაციენტისათვის - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტის ინტერესებს არ იცავს არც სოციალური მომსახურების სააგენტო (საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში) და არც კერძო სადაზღვევო კომპანია. ანუ, როგორც ეშმაკურაშვილის შემთხვევაში, პაციენტი არ იყო კერძოდ დაზღვეული და ამ კონკრეტულ მომსახურებას არ ფარავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. 2) ჯანდაცვის სექტორში ფასების (მათ შორის წამლებზე) ერთიანი რეგულირების სისტემის არარსებობა, როგორც ეს უმეტეს ქვეყანაში ხდება. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში გაუგებარია, რის საფუძველზე ხდება ამა თუ იმ მომსახურებაზე ფასების განსაზღვრა კერძო მიმწოდებლების მიერ (საუბარია იმ სერვისებზე, რომელიც არ შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, სადაც ფასები წინასწარ არის დადგენილი). ეს თავის მხრივ იძლევა სხვადასხვა ფინანსური მანიპულაციების და ზემოგების მიღების შესაძლებლობას, რაც მძიმე ტვირთად აწვება პაციენტის, და ზოგ შემთხვევაში - სახელმწიფოს ჯიბეს. შესაბამისად, უნდა დაჩქარდეს მუშაობა ფასების რეგულირების მექანიზმების სრულყოფაზე არა მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, როგორც ახლა ხდება, არამედ მთლიანად სექტორში - ანუ იმ ფასებზეც, რომელსაც კერძო კლინიკები უწესებენ აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე ინდივიდუალურ პაციენტებს, თუ კერძო სადაზღვევო კომპანიებს. ამაზე უკვე მუშაობს სამინისტრო და მოსალოდნელია უახლოესი ერთი წლის-წელიწად-ნახევრის განმავლობაში კონკრეტული შედეგები; უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ოჯახის ექიმს მიანიჭებს ცენტრალურ როლს ჩვენი ჯანმრთელობის მართვაში და თავიდან აგვაცილებს ზედმეტ, არასაჭირო და ძვირად ღირებულ გამოკვლევებს თუ მკურნალობას, რომელიც გვაღარიბებს. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ასევე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროსთვის და იმედი მაქვს კონკრეტული შედეგების.
---
11.12.2017
მედიასაშუალება: პრაიმტაიმი
ბულინგი და მოზარდები- თემა, რომელზეც საჯარო მსჯელობა დაიწყო
---
09.12.2017
მედიასაშუალება: ახალი თაობა
სოციალურად დაუცველების უმრავლესობა დასაქმებაზე უარს ამბობს
სოციალური მომსახურების სააგენტოში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება პროგრამა „დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“. პროექტი, 2015 წლის აგვისტოში, ტენდერში გამარჯვებულ სლოვაკურ-უნგრულ-ჩეხურ კონსორციუმთან ერთად, დაიწყო. ის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და საქართველოსაც მოიცავს. სამუშაოს მაძიებელი სოციალურად დაუცველები უნდა დარეგისტრირდნენ WorkNet-ში, სადაც მიუთითებენ თავიანთ მონაცემებს (განათლება, პროფესია, უნარები და ა.შ.). ვაკანსიის გაჩემის შემთხვევაში უკავშირდებიან მას და ასაქმებენ. როგორც ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ამჟამინდელი მონაცემებით, პილოტის საფუძველზე, 600-მა სამუშაოს მაძიებელმა WorkNet-ში შექმნა საკუთარი პროფილი. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, სამსახურის დაწყების თაობაზე, შეთავაზება მისცეს ისინი არ დათანხმდნენ მას. მათი აზრით, ანაზღაურება იქნებოდა გაცილებით ნაკლები, ვიდრე სოციალური დახმარება და შესაბამისად, კიდევ უფრო დამძიმდებოდა მათი ყოფა. ამის შესახებ იმ კვლევაშია საუბარი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ დაკვეთით, გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ბენეფიციარების უმრავლესობისთვის მწვავე პრობლემაა სოციალურად დაუცველის სტატუსის შეჩერების შიში და უმუშევრობა. კვლევა ჩატარდა „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. სოციალურად დაუცველებს მიაჩნიათ, რომ ერთჯერადად ჩარიცხული ფულადი დახმარება ან სხვა სახის შემწეობა, შესაძლოა გახდეს სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი. ბენეფიციარები ამბობენ, რომ იმ სოციალური სერვისებით, რომლებიც დღესდღეობით არსებობს, ვერ ხერხდება მათი პრობლემების სრულად მოგვარება, თუნდაც საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული ხარჯების გარდა, არსებობს სხვა ხარჯები, რომელთა დაფინანსებასაც ისინი ვერ ახერხებენ.
---
09.12.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
საქართველოში ქალები, კაცებთან შედარებით, 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ
საქართველოში 40%-ზე მეტი ქალი ეკონომიკურად არააქტიურია, დასაქმებული ქალები კი კაცებთან შედარებით 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ , - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა შესაბამისი კვლევის - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში: არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზი“ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც შომბი შარპმა აღნიშნა, „პარადოქსული სიტუაცია მდგომარეობს იმაში, რომ ქალები ძალიან ხშირად უფრო კვალიფიციურები არიან, ვიდრე კაცები“. მისი შეფასებით, კვლევის შედეგებით ჩანს, რომ ძალიან დიდი გამოუყენებელი რესურსია ქალების სახით, რომელიც აკლდება საქართველოს ეკონომიკას. „კვლევის შედეგად შესწავლილი იქნა საქართველოში -0:35 ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობები. კვლევის შედეგად გამოაშკარავდა, რომ ქალები არასაკმარისად არიან დასაქმებულები ფორმალურ ეკონომიკაში - დაახლოებით 40%-ით ნაკლებია ქალების რიცხვი მამაკაცებთან შედარებით, ქალების ხელფასი კი 35%-ით დაბალია, ვიდრე მამაკაცების. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტების დაახლოებით 11%-ია, რომელსაც საქართველო კარგავს. ჩვენი რეკომენდაციაა, გაძლიერდეს თანამშრომლობა მთავრობას, არასამთავრობო სექტორსა და ბიზნესს შორის არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ეს მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით იმისთვის, რომ საქართველომ შეიმუშავოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, - განაცხადა შომბი შარპმა. კვლევა გაერო-ს განვითარების პროგრამისა და კავშირის „საფარი“ ერთობლივი მუშაობის შედეგად დაიდო. „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას განცხადებით, ქალების მხოლოდ 17% ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რაც ამტკიცებს იმას, რომ მათ რესურსებზე წვდომა არ აქვთ და შესაბამისად, აქტიურად არ არიან ჩართულები ეკონომიკაში.
---