მედიამონიტორინგი 1 2.01.2018
ტელევიზია
12.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
სოციალური მუშაობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. პროექტი საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებზე ვრცელდება, განსაზღვრავს მათ სამართლებრივ სტატუსს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს. შეხვედრაზე მიწვეული არიან როგორც სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. პროექტი პარლამენტში ჯერ ინიცირებული არ არის.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4975348
---
12.01.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან გათავისუფლებული ექიმების ინტერესების დამცველი პროფესიული კავშირი "სოლიდარობის ქსელი" დღეს საავადმყოფოში შრომის ინსპექციის შესვლას და დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმებას მოითხოვს. სოლიდარობის ქსელში მიაჩნიათ, რომ იაშვილის კლინიკიდან სხვადასვა პროფილის მედპერსონალი სამსახურიდან უკანონოდ გაუშვეს. კლინიკის ხელმძღვანელობა კი თანამშრომლების გათავისფულებას განყოფილების დაკეტვით და რეორგანიზაციით ხსნის.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4975284
რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4974945
---
11.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
იმედის დილას ხელში ჩაუვარდა ვიდეო მასალა თუ როგორ უსწორდება საქართველოში მყოფი უცხოელი მოქალაქეების ერთი ჯგუფი თავისივე თანამოქალაქეს ფიზიკურად მისგან თანხის გამოძალვის მიზნით. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდის იურისტი ირაკლი ჭყონია
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4975029
---
11.01.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
მოსალოდნელია თუ არა საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელება. ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში არ არის რეგისტრირებული, თუმცა, მედიკოსები აცხადებენ, რომ ზამთრის სეზონი ჯერ არ დასრულებულა და გრიპის გავრცელება არც გაზაფხულზეა გამორიცხული. დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად ჩაიტარონ პრევენციული ვაქცინაცია. ამ ეტაპზე საქართველოში სხვადასხვა ტიპის ვირუსია გავრცელებული, რომლებიც ძირთადად, სასუნთქ გზებს აზიანებს და განსაკუთრებულად საშიშია ბავშვებისთვის.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4974395
---
11.01.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თუმცა ის დაიღუპა. სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4973745
---
ინტერნეტი
12.01.2018
აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკის საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორების მიდგომებს ეხმიანება
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაში ასახული პოზიცია პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტის პრინციპებთან თანხვედრაშია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორია. ზოიძის თქმით, საპატრიარქოს პოზიცია საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორების მიდგომებს ეხმიანება. “პაკეტში იგივე პრინციპებია ჩადებული. ეს პრინციპებია ერთის მხრივ, დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გამსაღებლებთან და გამავრცელებლებთან და მეორეს მხრივ, საპატიმრო სასჯელით დასჯის ნაცვლად, ზრუნვა ნარკოტიკების მომხმარებლებზე, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა საუბარია მოხმარების მიზნით, მცირე ოდენობის ფლობაზე. ეს არის კანონპროექტის ძირითადი პრინციპი. ის, რომ ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამას ჩვენც ვაცხადებთ და მომავალშიც განვაცხადებთ. პრევენცია არის ერთადერთი გზა იმისა, რომ შემცირდეს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები. ჩვენ ვართ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაციის წინააღმდეგი. შესაბამისად, მიდგომა და პოზიციები, რაც საპატრიარქოს განცხადებაშია გადამოცემული და რაც გვაქვს ჩვენ, ერთმანეთს ეხმიანება და ეთანხმება“, - განუცხადა ზოიძემ “ინტერპრესნიუსს“. მისივე თქმით, პროექტის ინიციატორების მიზანი და სურვილია, ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რაც შეიძლება ფართო დისკუსიისა და საზოგადოებრივი განხილვის თემა გახდეს. “ჩვენ არავითარ შემთხვევაში ისეთ კანონს არ მივიღებთ, რომელიც არ იქნება ყოველმხრივ შეჯერებული. არის საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ეს ასახულია იმ დისკუსიაში, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებაში. დაინტერესებულ მხარეებთან ინტენსიური დისკუსია მიდის და ჩვენ შევძლებთ პოზიციების შეჯერებას. ჩვენ საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ, რომ კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს არც ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას, არც პოპულარიზაციას. პირიქით, ეს იქნება ერთადერთი მდგრადი გზა ნარკოტიკების მოხმარების შემცირებისკენ და ნარკოდამოკიდებულების უზარმაზარი პრობლემის აღმოფხვრისაკენ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. საქართველოს საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერებას ითხოვას. საქართველოს საპატრიარქო ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის, რომელშიც მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ასევე, ინტელიგენცია და სამართალდამცველები მიიღებენ. როგორც საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსიის მიზანია, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.
---
12.01.2018
მედიასაშუალება: http://presa.ge/new/?m=society&AID=62773
საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "როგორც ცნობილია, გასული წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, რამაც საზოგადოებაში აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია და აღნიშნულ საკითხს, ზოგადად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც შეეხო ,,საშობაო ეპისტოლეში.” ვინაიდან პარლამენტში ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გრძელდება, გვინდა დამატებით განვაცხადოთ შემდეგი: მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარება მძიმე ცოდვაა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას. მაგრამ ვიდრე აღნიშნული განხორციელდება, ჩვენის აზრით, საჭიროა შემდეგი საკითხების დროულად გადაწყვეტა: ა) ეკლესია ყოველთვის მკვეთრი ღონისძიებების გატარების მომხრე იყო ნარკოტიკების გამავრცელებელთა მიმართ, რადგან ეს არის დანაშაული ერის წინაშე და ამ ქმედებას სახელმწიფო მთელი სიმკაცრით წინ უნდა აღუდგეს, რაც დამატებით რეგულაციებში უნდა აისახოს; ბ) ჩანს რომ, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ამ ეტაპზე მზად არ არიან მოსალოდნელი ნეგატიური ტენდენციების კონტროლისათვის და ყველამ თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს; გ) აუცილებელია, ოჯახის წევრები და, განსაკუთრებით, ბავშვები დაცულნი იყვნენ ნარკოდამოკიდებული წევრის მავნე გავლენისაგან; დ) ქვეყანაში არ არის სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ და ეს მდგომარეობა მალე უნდა შეიცვალოს; ე) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი; ვ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ, პირველ რიგში, ახალგაზრდობამ გააცნობიეროს, ნარკოდამოკიდებულებების შემთხვევაში, რას უქადის მათ ხვალინდელი დღე და შეექმნათ უარყოფითი განწყობა; ზ) უნდა გამკაცრდეს ზომები, აღნიშნული ნარკოტიკების უკანონო შემოტანასთან, გავრცელებასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და განსაკუთრებით არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით; თ) აუცილებელია, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი და სხვა. კანონპროექტის წარმოდგენილ ვარიანტში კი ეს მიმართულებები არ არის ასახული, რაც მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე მეტყველებს. ამასთან, საჭიროდ მიგვაჩნია, მოეწყოს აღნიშნული თემის ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს." - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
---
11.01.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/33607/shromis-inspeqtsias-shromiti-uflebebis-shemotsmebis-mandati-mienicha
შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი მიენიჭა
1 იანვრიდან, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტს პირობების გარდა, შრომითი უფლებების შემოწმების შესაძლებლობაც ექნება - დამტკიცდა 2018 წლის შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა. აქამდე აღნიშნულ დეპარტამენტს კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში მხოლოდ პირობების შემოწმების მანდატი ჰქონდა. თუმცა, ძალაში რჩება წინასწარი ნებართვის აღების პრინციპი - ანუ, შრომის ინსპექციას დამსაქმებლის შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ დამსაქმებლის მხრიდან წინასწარი ნებართვა აქვს. ასევე, ამავე პროგრამის მიხედვით, კომპანიას, ან დაწესებულებას, რომლის შემოწმებაც იგეგმება, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული დეპარტამენტი 5 დღით ადრე გააფრთხილებს. ახალი პროგრამით ძალაში რჩება ასევე. რეკომენდაციების გაცემის პრაქტიკა - თუ დამსაქმებლის მხრიდან შრომითი პირობების ან უფლებების დარღვევა გამოვლინდა, შრომით ინსპექციას მისი დაჯარიმება არ შეეძლება, დეპარტამენტი მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს(რეკომენდაციები და დარღვევების შესახებ ინფორმაცია საჯაროა). "პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამსაქმებელს, უზრუნველყოს შრომის კანონმდებლობითა და შრომის უსაფრთხოების ნორმებით (შემდგომში – შრომის პირობები) გათვალიწინებული მოთხოვნების დაცვა", - წერია დოკუმენტში და აქვეა მოცემული პროგრამის ამოცანები, რომელთა შორისაა: შრომის პირობების დარღვევის პრევენცია; გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება და კონსულტირება; იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა.
---
11.01.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/33609/solidarobis-qseli-iashvilis-klinikashi-personalis-shromis-uflebebis-shestsavlas-moitkhovs
„სოლიდარობის ქსელი“ იაშვილის კლინიკაში პერსონალის შრომის უფლებების შესწავლას მოითხოვს
ხვალ, „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი“ ჯანდაცვის სამინისტროში იაშვილის სახელობის საავადმყოფოს პერსონალის შრომითი უფლებების შემოწმების მიზნით შრომის ინსპექციის დეპარტამენტში განცხადებას შეიტანს და კლინიკის თანამშრომლების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას მოითხოვს. აქამდე აღნიშნულ დეპარტამენტს კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში მხოლოდ პირობების შემოწმების მანდატი ჰქონდა. თუმცა, 1 იანვარს დამტკიცდა სპეციალური პროგრამა, რომლითაც დეპარტამენტს შრომის უფლებების შემოწმების მანდატიც მიენიჭა. 2017 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე იაშვილის კლინიკიდან 100-მდე თანამშრომელი რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს. მათ დახმარებისთვის „სოლიდარობის ქსელს" მიმართეს და კლინიკის ადმინისტრაციისგან მოითხოვენ გათავისუფლების მიზეზის უკეთ ახსნა-განმარტებას. ამის შესახებ ქსელის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „შრომის ინსპექციისთვის ბრძოლა ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2015 წელს შრომის ინსპექცია შეიქმნა, თუმცა მას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემის უფლება მიენიჭა ადგილზე უსაფრთხოების და ჯანდაცვის სტანდარტების კუთხით. თუმცა ამ წლის დასაწყისში, 1 იანვრიდან, ამ კუთხით სიახლეა და მთავრობის დადგენილებით შესაძლებელი გახდა, რომ შრომის ინსპექციამ ადგილზე შრომითი უფლებების დარღვევებიც შეამოწმოს და გამოავლინოს. ხვალ სწორედ პირველი შემთხვევა იქნება შრომის ინსპექცის ამ მექანიზმის ამუშავების. 2017 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე იაშვილის კლინიკიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლე. აღნიშნულზე განცხადება ივანე ჩხაიძემაც (კლინიკური დირექტორი), გააკეთა, რომელიც აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია არ იყო სპონტანური, უფრო მეტიც - ის წლების განმავლობაში იგეგმებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ დასაქმებულებმა მხოლოდ ბოლო სამუშაო დღეებში შეიტყვეს მათი გათავისუფლების ამბავი, თანაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. შესაბამისად, საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ "ევექსის" ადმინისტრაცია ამ რეორგანიზაციას არა ერთი კვირის, ან ერთი თვის, არამედ რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავდა, რატომ ვერ შეიმუშავეს ამ პერიოდის განმავლობაში მედპერსონალის კვლაფიკაციის შესამოწმებელი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდებოდა კადრების გათავისუფლება? მათ უარი თქვეს პასუხი გაეცათ ყოფილი დასაქმებულებისა და სოლიდარობის ქსელისთვის, შედეგად გათავისუფლების საფუძველი და რეორგანიზაციის პროცესი კვლავ ბუნდოვანი რჩება. ამიტომ, გვაქვს ეჭვი, რომ ბევრი დასაქმებულის შემთხვევაში დისკრიმინაციის ნიშნები იკვეთება, ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ იქ დარჩენილ დასაქმებულთა შრომითი უფლებებიც ირღვევა. სწორედ ამ მიზნით, გადავწყვიტეთ მოვითხოვოთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან, რომ შრომის ინსპექციამ შეამოწმოს კლინიკის დასაქმებულების შრომითი პირობები", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. თუმცა, შრომის პირობების ინსპექციას დამსაქმებლის ნებართვის გარეშე შრომის პირობებისა და უფლებების შესწავლის უფლება არ აქვს, ამიტომ, თუ კლინიკის ადმინისტრაცია აღნიშნულზე თანახმა არ იქნება, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები კლინიკაში არსებულ მდგომარეობას ვერ გამოიკვლევენ.
---
11.01.2018
მედიასაშუალება: http://inforustavi.ge/?m=31&news_id=3906
ნაპოვნი ჩვილი უკვე მინდობით აღზრდაშია
სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის ოფისის ხელძღვანელმა ბესო ტეფნაძემ "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნა რომ - "დღეს გადავიყვანეთ ბავშვი მინდობით აღზრდაში, რუსთავში, ერთ-ერთ ოჯახში. ბავშვი უკვე დარეგისტრირებულია, მიენიჭა პირადი ნომერი და ასევე დროებითი სახელი და გვარი. 6 კვირის განმავლობაში ველოდებით მშობლის მოძიებას და 6 კვირის შემდეგ უკვე სააგენტო დაიწყებს გაშვილებაზე სამართლებრივ პროცედურებს." შეგახსენებთ რომ 6 იანვარს ჩვილი XII მიკრო-რაიონში, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს.
---
11.01.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/375249
როგორ ავირიდოთ სეზონური ვირუსები თავიდან და როდისაა ექიმთან ვიზიტი აუცილებელი
ზამთარი, – პერიოდი, როდესაც სეზონური ვირუსები და გრიპები საგრძნობლად აქტიურდებიან და გარკვეულ დისკომფორტს უქმნიან მოსახლეობას. სწორედ ამიტომ, არსებობს თუ არა გრიპის ვირუსი საქართველოში, რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორია პრევენციის გზები, “კვირასთან” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ისაუბრა. მან ვირუსის გადადების ფაქტორებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დავირუსებული ადამიანი გარეთ გასვლას უნდა მოერიდოს. “მოგეხსენებათ, ზამთარში საგრძნობლად აქტიურდებიან ვირუსები და გრიპები, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეისთვის გრიპის ვირუსი საქართველოში არ ცირკულირებს, თუმცა 200-მდე სხვა ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს გრიპისმაგვარი დაავადება. რაც შეეხება გრიპს, ის სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც 3 ტიპისგან შედგება: A (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B და C. B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას. ინფექციის გავრცელების მიზეზად კი მიიჩნევა დაავადებული ადამიანი, რომელიც ხველის, ცემინების და ლაპარაკის დროს ვირუსს 1,5 მეტრის რადიუსში ავრცელებს. გრიპის სიმპტომები იწყება უეცრად და გრძელდება რამოდენიმე დღიდან კვირამდე. ძირითადი სიმპტომებია: ცხელება და შემცივნება, ხველა, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა. სეზონური გრიპის ერთადერთ პრევენციულ ღონისძიებად თავის დროზე ჩატარებული ვაქცინაცია მიიჩნევა, რომელიც უსაფრთხოა, გვერდითი ეფექტები კი იშვიათი და მსუბუქია. ხოლო სხვა მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცემინებით, დახველებით ამოფრქვეული ვირუსი აირწვეთოვანი გზით შეიძლება მოხვდეს რაიმე საგანზე, მითუმეტეს, თუ სიცივეა ის საგნებზე დიდი ხანი შეინახება(რამდენიმე საათი), ხოლო როდესაც ვიღაცა მას შეეხება და თვალზე, ცხვირზე ან პირზე მოისვამს, ამ გზით მასაც გადაედება ვირუსი. ამიტომ, ხელებს თუ ხშირად დავიბანთ, ესეც ერთ-ერთი პრევენცია იქნება. დანარჩენ შემთხვევაში კი, ჩვეულებრივ, ვინც დავირუსებულია, უნდა მოერიდოს გარეთ გასვლას, იყოს სახლში და ერთი ადამიანი უვლიდეს, რათა სხვა ოჯახის წევრებიც მაქსიმალურად იყვენენ დაცულები”,-აღნიშნა პაატა იმნაძემ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, სეზონური ვირუსებით უფრო ხშირად პატარები ავადდებიან. მისივე თქმით, ამ დროს იმუნურ სისტემაზეც ბევრია დამოკიდებული.”სეზონური ვირუსებით ძირითადად ბავშვები ავადდებიან, თუმცა, არც უფროსები ჩამოუვარდებიან ამ საკითხში პატარებს. ავადმყოფობის დროს, რა თქმა უნდა, იმუნური სისტემა დიდ როლს თამაშობს და რაც უფრო კარგადაა ამ მხრივ ადამიანის ორგანიზმი მომზადებული, მით უფრო კარგად ებრძვის ვირუსებს. მაგრამ რაც არ უნდა კარგი იმუნური სისტემა ჰქონდეს ადამიანს, ვირუსი თავის მხრივ მაინც ისეთია, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ დაემართება ის”,-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ. მან იმ გავრცელებულ ვირუსებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცირკულირებს და საზოგადოება მათ გაციებას ეძახის. პაატა იმნაძემ ავადმყოფობის დროს იმ მდგომარეობაზეც ისაუბრა, როდესაც ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. “ახლა რაც ცირკულირებს საქართველოში, ესაა რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსები, „ბოკა“ და „კორონა –ვირუსები“, რასაც ძირათადად გაციებას ვეძახით. მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვირუსსაც შეუძლია გამოიწვიოს ფილტვების ანთება, ბრონხების ანთება მოკლედ რომ ვთქვათ, გართულდეს და მძიმე შედეგი მივიღოთ. ამიტომ ყოველივე ეს თავიდან რომ ავიცილოთ, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, როდესაც დაავადებულ ადამიანს 38,5 ან უფრო მაღალი აქვს სიცხე, 3-4 დღის განმავლობაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, _ როდესაც სუნთქვის პრობლემაა ან სისხლიანი ნახველი აქვს პაციენტს. ავად ყველა გავმხდარვართ და სახლში გვიმკურნალია, მაგრამ გააჩნია გაციების ფორმას და ავადმყოფის მდგომარეობას. ამჟამად შემიძლია გითხრათ, რომ საგანგაშო სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს ქვეყანაში, ვირუსისა და გრიპის თვალსაზრისით”,-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “კვირასთან” საუბრისას.
---
11.01.2018
მუშამ, რომელიც ორი დღის წინ ხელფასის აუღებლობას აპროტესტებდა, თავი მოიკლა
35 წლამდე კაცმა, რომელიც 27 დეკემბერს, ვალეში, ოთხი თვის აუღებელი ხელფასის მიღებას აქციაზე ითხოვდა, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ის 29 დეკემბერს იპოვეს ნაქირავებ ბინაში. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილი ვალეში სამუშაოდ დაახლოებით ხუთი თვის წინ ჩავიდა და ბინა იქირავა. დამსაქმებლის, შპს ქრისტინე სარაშვილის დირექტორის, ნუგზარ სარაშვილის თქმით, 35 წლის მამაკაცი დევნილი იყო. გარდაცვლილი ერთ-ერთი იყო იმ აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ვალეში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 27 დეკემბერს, ღამით, აქცია გამართეს. მუშები ბოლო ოთხი თვის ხელფასის დარიცხვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოების შეჩერებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ. როგორც ვალეში ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილს ბევრი ვალი ჰქონდა და იმის გამო, რომ ხელფასს ვერ იღებდა, ვერც ბინის ქირას ისტუმრებდა. შპს ქრისტინე სარაშვილი ვალეში საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლს არემონტებს. კომპანიამ ახალციხის მერიის ტენდერში გაიმარჯვა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
---
ბეჭდვითი მედია
12.01.2018
მედიასაშუალება: ინდიგო
სამართლებრივი დავა სახელმწიფოსთან
ერთ საღამოს თამუნამ ფეისბუკის ჩატში მომწერა, რომ მისი 8 წლის ხუჭუჭა ბიჭი ბოლო რამდენიმე დღეს თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ბიჭი, რომელსაც მეტყველება უჭირს, კონკრეტულ ჩივილს ვერ გამოხატავდა, მაგრამ დედას ანიშნებდა, მრომ მთელი სხეული სტკიოდა. სხვადასხვა საავადმყოფოში ექიმები მხრებს იჩეჩავდნენ და ამბობდნენ: ჩემი პაციენტი არ არის. ბავშვის ცუდად ყოფნის მიზეზი რამდენიმე დღეში გავიგეთ, სისხლში ტყვიის ანალიზმა კრიტიკული რიცხვი აჩვენა.ამის მერე დავიწყეთ ტყვიით მოწამვლის თემის ძიება. მომდევნო დღეების განმავლობაში, ჩვენი ორგანიზაციის რამდენიმე იურისტი და დედა გულმოდგინედ ვეძებდით ქვეყანაში ბავშვების ტყვიით მოწამვლის შესახებ რამე ინფორმაციას ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს, შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, საიდანაც შევიტყვეთ, რომ : ტყვია ერთ ერთი ყველაზე საშიში ტოქსიკური ნივთიერებაა ადამიანის ორგანიზმისთვის, არ არსებობს ტყვიის ორგანიზმში შემცველობის უსაფრთხო დონე...საქართველოში ბავშვების ტყვიით მოწამვლის ტესტირებას სახელმწიფო არ აფინანსებს, ხოლო თუ მშობელმა თავად ჩაატარა ეს ტესტირება, სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ყველაზე მთავარს" გაარკვიოს საიდან მოხვდა ბავშვის ორგანიზმში ტყვია და პირველ რიგში სწორედ ტყვიით მოწამვლის წყარო განადგურდეს. ბავშვის, ისევე როგორც მოზრდილის შემთხვევაში წყარო რამდენიმეა" დაბინძურებული ნიადაგი, ატმოსფერული ჰაერი და წყალი. ასევე - ტყვიის შემცველი სამშენებლო მასალა. განსაკუთრებით ტყვიის შემცველი საღებავი; საკვები და სათამაშოები... 2015 წელს საქართველოს მთავრობამ, ამერიკის მთავრობის დახმარებით ჩატარებული პილოტური კვლევით, უკვე იცოდა, რომ თბილისის ერთ ერთ საავადმყოფოში შემთხვევითად მოხვედრილი 254 ბავშვიდან 40 % ჰქონდა ტყვიის მომატებული და საგანგაშო შემცველობა სისხლში. თუმცა ეს მონაცემი სახელმწიფომ არ გამოაქვეყნა, ვინაიდან, როგორც ისინი ამბობენ, მთელი მოსახლეობა არ ჰყავდათ გამოკვლეული.. ვერ გეტყვით, ვინ უფრო მეტად იქნება პანიკაში: ჩვენ , მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფოს ასეთი გულგრილობა მხოლოდ სამოქალაქო აქტივობის და სამართლებრივი ბრძოლის აუცილებლობაში გვარწმუნებს, თუ ის პასუხისმგებელი პირები, რომელთა წინააღმდეგაც დავიწყებთ სამართლებრივ დავას სასამართლოში, მათი გამოჩენილი გულგრილობის, უმოქმედობისა და უპასუხისმგებლობის გამო...
---