მედიამონიტორინგი 12.02.2018
ტელევიზია
12.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 11:00
პირდაპირი ჩართვა ჯანდაცვის კომიტეტიდან . ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტშია. დავით სერგეენკო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს 2017 წლის ანგარიშს წარუდგენს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034773
---
12.02.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 11:00
როგორ შესრულდა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, რა გეგმები აქვს უწყებას და გამკაცრდება თუ არა ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის წესი - დავით სერგეენკო დეპუტატების წინაშე 2017 წელს აჯამებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034711
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034938
I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034953
იმედი - ქრონიკა 11:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034961
---
12.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
ჯანდაცვის სამინისტრო 2017 წლის მუშაობას აჯამებს. როგორ შესრულდა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ერთი წლის განმავლობაში და რა გეგმები აქვს სამინისტროს ამ მიმართულებით, აღნიშნულ საკითხზე უწყების ხედვას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგენს. მინისტრი იმ გეგმის შესახებაც ისაუბრებს, თუ როგორ აპირებს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის წესის გამკაცრებას. ოპოზიციას ყველაზე მეტი კითხვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ აქვს. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან თანხა არამიზნობრივად იხარჯება
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034435
იმედი - ქრონიკა 10:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034603
---
12.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
პარლამენტმა უმოკლეს ვადებში უნდა მიიღოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034610
---
11.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
ამბროლაურის რაიონის მაღალმთიან სოფელ შხივანაში მოხუცების მდგომარეობა მე-6 თვეა, უსახსრობამ კიდევ უფრო დაამძიმა. სექტემბერში 80 წლის ანზორ დავლიანიძესა და მის მეუღლეს სოციალური შემწეობა მოუხსნეს. პირადი ნომრის დამთხვევა ანუ კერძო კომპანიის ტექნიკური შეცდომა, მოხუცებულების მდგომარეობის გაუარესების მიზეზი შარშანაც გახდა, როცა იგივე მიზეზით, გასულ წელს 10 თვის განმავლობაში შეუწყდათ შემწეობა. შარშან, შეცდომის გამოსასწორებლად და საბუთების მოსაწესრიგებლად რამდენჯერმე ცენტრამდე ჩასულებს ტრანსპორტში 500 ლარამდე ხარჯის გაღება მოუხდათ. ახლა მოხუცებს სახლიდან გასვლაც აღარ შეუძლიათ
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034314
---
11.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები კვირიკაშვილების ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი, ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალება გახდა. ოჯახი ამბობს, რომ ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, პოლიციის მუქარის შემდეგ დაასრულა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034316
---
11.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
სავარაუდოდ გაყიდული ბავშვი - ბიოლოგიური მამა მეუღლეს შვილის გაყიდვაში ადანაშაულებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034305
---
11.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ხელაძეების მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოჯახმა გაუსაძლისი პირობების გამო საცხოვრებლიდან სარდაფში გადაინაცვლა, რომელიც ყოველი წვიმის დროს იტბორება. ხელაძეების მთავარი პრობლემა 4 წლის ლუკას მძიმე დიაგნოზიცაა. 4 წლის ლუკას საყლაპავის ვარიკოზული ვენების გაგანიერება, კუჭისა და ღვიძლის პრობლემები აქვს. ავადმყოფობას თავიდანვე ფინანსების გამო ვერ მიხედეს, ახლა კი სიცოცლისთვის საშიში დაავადების სამკურნალოდ, პირველ ეტაპზე ლუკას 150 000 ლარი სჭირდება, ოჯახს ამის საშუალებაც არ აქვს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034092
11.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
არის თუ არა სასწრაფო დახმარების ცენტრსა და გარკვეულ კლინიკებს შორის ჰოსპიტალიზაციის სქემა. სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს ერთ-ერთი კლინიკის ექიმი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034027
---
11.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ბრალდებებს პასუხობს. მაკა გვარამიას განცხადებით, სიცრუეა თითქოს სასწრაფო დახმარების ცენტრი გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა კი სწორედ ამ კლინიკებში ხდება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034173
I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034166
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5033935
---
11.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორმა კვირა დილით საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა. შაბათს გადაცემის ანონსში ითქვა, რომ გადაცემაში ნახავდით პაციენტების განაწილების კორუფციულ სქემაზე, ასევე ყურადღება გამახვილდებოდა აუდიტის დასკვნაზე, რომელშიც გადაუდებელი დახმარების ხარვეზებზეა საუბარი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5034289
---
10.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
კახეთში უკიდურესად გაჭირვებულ გურაშვილების ოჯახს, სადაც ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს, სოციალურ დახმარებას არ უნიშნავენ. დედა, რომელიც მეექვსე შვილს ელოდება, ამბობს, რომ ბავშვების გამოკვებას ვეღარ ახერხებს. რვასულიან ოჯახში არავინ მუშაობს, მათი შემოსავალი მხოლოდ მოხუცისა და ბავშვების პენსიაა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5033638
---
10.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ჯერ მხოლოდ 2018 წლის დასაწყისია და სამშენებლო სამუშაოებზე უკვე მესამე ადამიანი დაიღუპა. ეს მონაცემები პროფკავშირებისაა. მონაცემების მიმართ დიდი ხანია მიდის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში შრომის კანონმდებლობა გასამკაცრებელია. ცვლილებების პროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ 8 თვის წინ წარუდგინა, ზუსტად 8 თვეა პარლამენტი, მთავრობა და ბიზნესსექტორი ვერ თანხმდებიან შრომის უსაფრთხოების რიგ საკითხებზე. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5033606
---
10.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
39 წლის ზვიად დარბაიძეს ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება. ოპერაციის თანხა 150 000 ლარს აჭარბებს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და მძიმე მდგომარეობაშია
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5033496
---
10.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მმართველი გუნდის დაჩქარებული წესით მიღებაზე ალაპარაკდა. დოკუმენტის განხილვა პარლამენტში რამდენჯერმე გადაიდო, რაც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის მიზეზიც გახდა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5033113
---
09.02.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
წითელას ვირუსის გაზრდილი შემთხვევები. აჭარიაში, ამ დროისთვის, 154 შემხვევა გამოვლინდა. რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს და მოუწოდებს, ჩაიტარონ ვაქცინაცია. აცრას ექვემდებარება ყველა აუცრელი ან არასრულად აცრილი 40 წლამდე მოქალაქე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5032336
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5032043
---
09.02.2018
არხი: I არხი
გადაცემა: რეალური სივრცე 19:00
დღეს დილით თბილისში ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. ის 26 წლის იყო. წლებია ჩვენ ვისმენთ ასეთ ტრაგიკულ ამბებს,მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა, შახტაში და მაღაროში დასახიჩრდა და დაიღუპა თანამშრმელი, ვისმენთ ვმსჯელობთ და არაფერი იცვლება. რატომ ვერ მიიღო ქვეყანამ კანონი
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5032272
---
09.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სანამ პარლამენტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის მიღება გაურკვეველი ვადით შეჩერეულია, თბილისში მშენებლობაზე კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 26 წლის ახალგაზრდა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა კუსტარულად დამზადებული სამშენებლო აღჭურვილობაც იპოვნეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5032144
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5032115
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5032066
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5032055
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5031707
ტვ პირველი - დღის ამბები 16:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5031560
---
09.02.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს, იზრდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5031703
---
09.02.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
ჯანდაცვის მინისტრი გუშინ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 1 ლარიანი მედიკამენტების კომპონენტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შარშან დაემატა. ამ პროგრამის ფარგლებში, 1 მილიონზე მეტი გაჭირვებული 23 დასახელების ტიპის მედიკამენტს მიიღებს ძირითადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. ჯადნაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იცის გზა, თუ როგორ გააორმაგოს ეს სია. სახელმწიფომ ემდიკამენტები უკვე შეიძინა და 6 თვის მარაგი 10 მილიონი ლარი დაუჯდა. წლიურად ეს პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს 20 მილიონი ლარი დაუჯდება, თუმცა მინისტრი იმედოვნებს, რომ ინიციატივას ფარმაცევტული კომპანიებიც გამოეხმაურებიან. თემასთან დაკავშირებით გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5030605
---
09.02.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
საქართველოში მოქმედი ერთადერთი სახელმწიფო ონკოლოგიური ცენტრი უმძიმეს მდგომარეობაშია. ინფრასტრუქტურა იმდენად არადამაკმაყოფილებელია, რომ კლინიკა დღეს მხოლოდ 80 პაციენტს იღებს, არადა ის 600 საწოლზეა გათვლილი. უკვე სამი წელია, რაც ონკოლოგიური ცენტრი საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის, თუმცა სასწრაფო რეაბილიტაციის მოლოდინში მყოფ დაწესებულებაზე ჯერ მხოლოდ კონცეფციაა მომზადებული, რომლის დეტალებიც უცნობია.
https://1tv.ge/video/mdgomareoba-onkologiur-saavadmyofoshi/
---
ინტერნეტი
12.02.2018
დავით სერგეენკო - პრეზიდენტობის კანდიდატობის საკითხზე დღეის მდგომარეობით ჩემთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს, რა იქნება მომავალში, ვერაფერს გეტყვით
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეის მდგომარეობით, პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით მასთან რაიმე კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ჯადაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრეზიდენტობის კანდიდატად მისი შესაძლო დასახელების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"დღეის ანუ 12 თებერვლის, 11:00 საათის მდგომარეობით, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემთან რაიმე კონსულტაციები ამაზე არ მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, რა იქნება მომავალში, ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა სერგეენკომ.
---
12.02.2018
დავით სერგეენკო - როდესაც ადამიანს სოციალური დახმარება ეხსენება, ერთ-ერთი მთავარი ჩივილი არის ის, რომ ადგილზე ვერ იღებს განმარტებას, თუ რატომ მოხდა ეს
ერთ-ერთი მთავარი ჩივილი, როდესაც ადამიანს სოციალური დახმარება ეხსენება, არის ის, რომ ის ადგილზე ვერ იღებს განმარტებას, თუ რატომ მოხდა ეს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, მიზნობრივი სოციალური დახმარების დელეგირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მოქალაქეებისთვის ახსნა-განმარტებაა. ”როდესაც ადამიანს სოციალური დახმარება ეხსენება, ერთ-ერთი მთავარი ჩივილი არის ის, რომ ის ადგილზე ვერ იღებს განმარტებას, თუ რატომ მოხდა ეს. სოციალური პროგრამები, რომელიც არის ბიუჯეტში და აქვთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, უნდა იყოს სინქრონიზებული და ოპტიმალურად მიმართული მოქალაქეებისკენ. აქ არის საუბარი პასუხისმგებლობის გაზიარებაზე, მოქალაქეებისთვის ახსნა-განმარტებაზე და პროგრამების ოპტიმალურ სინქრონიზაციაზე. ასევე, არ იქნება 2014 წელს გაუქმებული ე.წ. ბნელი კუთხის პრინციპი, როდესაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, სოფლის რწმუნებულს, გამგებელს, ჰქონდა ერთგვარი ვეტოს უფლება, ანუ ის ამბობდა, რომ ესა თუ ის ადამიანი არის ღატაკი და არ ექვემდებარება გადამოწმებას. თუმცა, როდესაც გადავამოწმეთ 2013 წელს ბოლოს, სამწუხაროდ, უამრავი ძალიან შეძლებული ადამიანი აღმოვაჩინეთ”, - განაცხადა სერგეენკომ.
---
12.02.2018
დავით სერგეენკო - მთავარი ამოცანაა, შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში, ინტერვენცია იმ მიმართულებით განვახორციელოთ, სადაც დახარჯულ თანხას მეტი შედეგი ექნება
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სფეროში რიგით მეორე პრიორიტეტი არ არსებობს - ყველა პრიორიტეტი არის პირველი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. “ჩვენი მთავარი ამოცანაა, შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში, და ბიუჯეტი ყოველთვის შეზღუდულია, ინტერვენცია იმ მიმართულებით განვახორციელოთ, სადაც დახარჯულ თანხას უფრო მეტი შედეგი ექნება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა თუ კეთილდღეობისათვის. არც ჯანდაცვაში და არც სოციალურ სფეროში მეორე რიგის პრიორიტეტი არ არსებობს - უკლებლივ ყველა არის პირველი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრმა კომიტეტს უწყების საქმიანობის ანგარიში გააცნო და 2018 წლის გეგმებზე ისაუბრა.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/477736-davith-sergeenko-miichnevs-rom-shshm-pirebisthvis-pensia-gasazrdelia.html
დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ შშმ პირებისთვის პენსია გასაზრდელია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ შშმ პირებისთვის პენსია გასაზრდელია. როგორც დავით სერგეენკომ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სისტემა სამედიცინოდან სოციალურ, ანუ საჭიროებაზე მორგებულ მოდელზე უნდა გადავიდეს და ამ გადასვლისას უნდა მოხდეს პენსიის თავიდან დათვლა. ”ჯანდაცვის სამინისტროს პორტფელი არ ითვალისწინებს პენსიების ან კომპენსაციის ცვლილებებს, ეს არის მთლიანად სამთავრობო საკითხი, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხი. პარლამენტის წევრებს უფრო ხელეწიფებათ ამ მიმართულებით გამოიჩინონ ინიციატივა. ჩვენ რეალურად ვასრულებთ ადმინისტრირების როლს და არა პოლიტიკის შემუშავების. თვითონ სისტემა სამედიცინოდან სოციალურ, ანუ საჭიროებაზე მორგებულ მოდელზე უნდა გადავიდეს. უნდა მოხდეს ამ გადასვლისას გადათვლა ამ ყველაფრის. ცხადია, პენსია არის გასაზრდელი, ეს მოცემულობაა”, - განაცხადა სერგეენკომ.
---
12.02.2018
დავით სერგეენკო - ექიმის მიერ პაციენტისთვის საჭიროზე მეტი წამლის გამოწერის პრობლემა ჩვენთვის ცნობილია და მის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს
პოლიპრაგმაზია უცნობი არ არის ჩვენთვის და გარწმუნებთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციიის ხელმძღვანელის, ირაკლი მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. "ზოგადად, გლობალურ მედიცინაში არსებობს ასეთი მცნება, რომელსაც პოლიპრაგმაზია ჰქვია, როდესაც ექმები იმაზე მეტ წამალს უწერენ პაციენტს, ვიდრე რეალურად არის საჭირო. ამას თავისი მიზეზები აქვს. ნაწილობრივ გარკვეული მარკეტინგული ინტერესები, ნაწილობრივ, ექიმის მიერ თავის გადაზღვევა, რომ პაციენტს რამე არ დააკლდეს. ეს მიმართულება უცნობი არ არის ჩვენთვის და გარწმუნებთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ჯანდაცვის მინისტრისა და მედიკამენტების წარმოების სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე "მწარმოებლები არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გაკონტროლების საკითხი დასვა". "ცივილური ინდუსტრია მოითხოვს, რომ მნიშვნელოვნად გაკონტროლდეს არაეთიკური საქციელი, რასაც ბევრი არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანია დღეს საქართველოში ასრულებს, კერძოდ, ექიმებისა და სამედიცინო სფეროს დაინტერესება, რის სანაცვლოდ ხდება არამიზნობრივი დანიშვნა საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტების. ეს არის ჩვენი თხოვნა, პარტნიორობის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობისგან ველით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
---
12.02.2018
დავით სერგეენკო - შეუძლებელია, რომ ოპოზიციის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაწონი რაიმე გავაკეთოთ
შეუძლებელია, რომ ოპოზიციის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაწონი რაიმე გავაკეთოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში განაცხადა, სადაც ის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დეპუტატებს წელს დაგეგმილ ცვლილებებსაც გააცნობს. "რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციას, ზურაბ ჭიაბერაშვილს რაიმე არ მოსწონს, შეუძლებელია, რომ მისი მოსაწონი გავაკეთოთ, თუმცა დღევანდელ მოსმენაზე საშუალება მექნება, რომ ყველა აქტუალურ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე", - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, 2018 წელს მთავარი პრიორიტეტი იქნება მედიკამენტებით უზრუნველყოფა, „რომელზეც აუცილებლად იქნება შეჭიდული პირველადი ჯანდაცვის განვითარება და მედიკამენტების ხარისხის ახალი სისტემების იმპლემენტაცია“. რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია სადაზღვევო კომპანიების ჩართვა, დავით სერგეენკოს განცხადებით, ასეთ პროგრამებთან დაკავშირებით სადაზღვევო კომპანიები არაფერ შუაშია, რადგან ეს არის სახელმწიფო პროგრამა. დავით სერგეენკოს განცხადებით, მას ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არ მოუსმენია, თუმცა მინისტრის თქმით, ამ პროგრამით ათასობით ადამიანმა მიიღო შვება. სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნული მედიკამენტების პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/477698-zurab-tciaberashvili-medikamentebis-programa-praqtikulad-mkholod-qaghaldze-darcha.html
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, მხოლოდ ქაღალდზე დარჩა
სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ”საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ფასების გაძვირების გამო საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდება, ოჯახების შემოსავალი კი არ იმატებს, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, ქაღალდზე დარჩა. სარგებელს ასითასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი პროგრამაში მხოლოდ 13 000 ადამიანი ჩართო”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, 2017 წლის 1 მაისს ჯანადაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200 000 მოქალაქე ისარგებლებდა. ”როგორც “ევროპული საქართველოს” მიერ პროგრამის შესწავლამ გამოავლინა, 2017 წელს პროგრამით სულ 13 000-მა მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო ბიუჯეტის გათვალისწინებული ისედაც მწირი თანხები აუთვისებელი დარჩა”, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა. მისივე თქმით, საჭიროა არა ასეთი ცალკე პროგრამა, არამედ ჯანდაცვის პაკეტებში მედიკამენტის კომპონენტის დამატება. “უკიდურესად გაჭირვებული ათიათასობით ადამიანისათვის გაძვირებულ მედიკამენტებებზე ხელმისაწვდომობა ვერ გაიზრდება, თუ მათთვის განკუთვნილ ჯანდაცვის პაკეტებში წამლის კომპონენტი არ შევიდა. მაგრამ აქ რომ ყაირათიანი ხარჯვა და სწორი ადმინისტრირება მოხდეს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა ჯანდაცვის სამინისტროდან სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს. მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. ეს ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ. ყოველ მოქალაქეს საშუალოდ ჯანდაცვაზე გადახდილი თანხიდან 57%-ის გაღება საკუთარი ჯიბიდან უწევს. ჯიბიდან გადახდების 2/3-ს მედიკამენტებზე დახარჯული თანხები შეადგენს. ამ დროს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის 2017 წელს გამოყოფილი 3,6 მლნ ლარიდან ჯანდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 2,6 მლნ დახარჯა”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/48088/evropuli-saqartvelo-jandatsvis-saministros-medikamentebis-programas-akritikebs
აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/100672-chiaberashvili-medikamentebis-programa-praqtikulad-qaghaldze-darcha
---
12.02.2018
სერგეენკო პრეზიდენტობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციებს არ ადასტურებს
დავით სერგეენკო პრეზიდენტობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციებს არ ადასტურებს. ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა , მისი თქმით ამ დრომდე მასთან ამ თემაზე რაიმე კონსულტაცია არ ყოფილა: „დღეის მდგომარეობით, არ ვადასტურებ, რომ ჩემთან ამ თემაზე რაიმე კონსულტაციები მიმდინარეობს. რა იქნება მომავალში, ვერაფერს გეტყვით.”- განუცხადა დავით სერგეენკომ
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/196975/
შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ძირითადად, სამშენებლო სექტორზე მოდის - ელზა ჯგერენაია
კიდევ ერთი უბედური შემთხვევა - 9 თებერვალს მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. პროფკავშირების წინასწარი შეფასებით, ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე უხეშადაა დარღვეული უსაფრთხოების ნორმები. თავად დაღუპულს კი დამცავი აღჭურვილობაარ ჰქონდა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც 5 თებერვალს უნდა შემდგარიყო, გადაიდო. დეპუტატებს ცვლილებებზე მეორედ უნდა ემსჯელათ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განხილვის ერთი კვირით გადადება მოითხოვა. რა გახდა განხილვის გადადების მიზეზი, რამდენად ქმედუნარიანი გახდებიან შრომის ინსპექტორები კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში და ხომ არ ექცევა სახელმწიფო ბიზნესის ზეწოლის ქვეშ. ამ და სხვა საკითხებზე „ჯი-ეიჩ-ენი“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, ელზა ჯგერენაიას ესაუბრა. - ქალბატონო ელზა, რა მიზეზით გადაიდო პარლამენტში დაგეგმილი კანონპროექტის განხილვა? - გადადების მიზეზი იყო სამუშაოთა ნუსხა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის მომზადებული და საჭიროებს შეთანხმებას. 18 თებერვალს დაგეგმილია შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, მასში მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის წევრებიც, ის კითხვები რაც გაჩნდა და რამაც გამოიწვია საკითხის დროებით გადადება. სწორედ ამ ფორმატში იქნება განხილული და შემდეგ განახლდება მუშაობა მეორე საკომიტეტო მოსმენით. მთავრობასთან დისკუსიის გამო საბოლოო შედეგი კი არ გადაიდო, არამედ რიგი საკითხები დაზუსტდა, როგორებიცაა კანონის საფუძველზე კონკრეტული სამართლის სუბიექტების ანუ დამსაქმებლების მიმართ, პასუხისმგებლობის ზომების საკითხი - სახდელების, სანქციების ფორმები და ის, თუ როგორ მოხდებოდა კომპანიების იდენტიფიცირება. -რა არის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანი? -ამ კანონპროექტის ძირითადი პრინციპი და მიზანია, სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების პრევენცია, შრომის უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, პროფესიული დაავადებების თავიდან არიდება.. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც ერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების ნულოვანი სტატისტიკა, მაგრამ ეფექტური და ქმედუნარიანი ინსპექცია ყოველთვის ქმნის კლებად დინამიკას. ამ კანონს მოაქვს ერთი მხრივ ,უსაფრთხო შრომის პირობები, მეორე მხრივ, შესაბამის პირობებში მომუშავე დასაქმებულის პროდუქტიულობა, რაც აისახება წარმოების შედეგებზეც. ფუნდამენტური საკითხია ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი. ამ ეტაპზე, მხოლოდ ნებაყოფლობით შევდივართ დაწესებულებებში. ეს კანონი კი შეძლებს, დამსაქმებელს დაამკვიდრებინოს ჯანსაღი, მინიმალური შრომის სტანდარტები. -რატომ ეხება ეს კანონპროექტი მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს? -დარღვევები, რომელიც გვაქვს ახლა, ძირითადად, ფიქსირდება სამშენებლო დაწესებულებებში, მეტალურგიაში, მძიმე მრეწველობაში.... სფეროებში, რომლებიც მიეკუთვნება მძიმე, მავნე, მომეტებული საფრთხის მქონე სამუშაოებს. ამიტომაც, პირველი ეტაპისთვის, გადაწყდა მაღალი რისკის საწარმოებისა და სამუშაოების პროაქტიული ინსპექტირება, რათა თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები. პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, საწყის ეტაპზე, შეირჩა 11 სექტორი. ვერ ვიტყოდი, რომ სექტორთა რაოდენობა მცირეა, საკმაოდ მასშტაბურია, რადგან ამ სექტორებს მიკუთვნებულ კომპანიათა რიცხვი 42 000-ს აღემატება. როცა ინსპექციას მანდატი მიენიჭება, შერჩევითი კონტროლის საფუძველზე, შევადგენთ კომპანიათა ნუსხას, შევამოწმებთ, გონივრული ვადის გასვლის შემდეგ კი მონიტორინგს განვახორციელებთ, რათა დავადგინოთ, რამდენად არის გათვალისწინებული პირველი ვიზიტისას მიღებული გაფრთხილება. -შრომის ინსპექტორის ვიზიტის წინ კვლავ იქნება საჭირო კომპანიის გაფრთხილება? -კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილება საჭირო არ იქნება, რადგან შრომის ინსპექტორს უპირობო დაშვების მანდატი ეძლევა. მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან კომპანიათა ნუსხას მიკუთვნებულ დაწესებულებებში ინსპექტორები განახორციელებენ პროაქტიულ ვიზიტს. რაც შეეხება რეაქტიულ ვიზიტს, ეს იქნება მაშინ, როცა უბედური შემთხვევის შესახებ შემოვა შეტყობინება. რა თქმა უნდა, ამ დროსაც არ იქნება საჭირო კომპანიის გაფრთხილება. ამის საჭიროება იხსნება განმეორებითი ვიზიტის დროსაც. 2019 წლიდან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ კანონი გავრცელდეს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებზე. -რატომ არ მოხდა კანონის ამ სახით მიღება ამ დრომდე? -მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება მხოლოდ 2019 წლიდან გვაქვს, ხშირმა საწარმოო შემთხვევებმა აქტუალობა შესძინეს საკითხს და დაიწყო ინტენსიური მუშაობა. აქამდე არ იყო საკმარისი ადამიანური რესურსი, საჭირო გახდა კადრების გადამზადება. ყოფილი ინსპექტორები, რომლებიც მუშაობდნენ შრომის ინსპექციაში 2006 წლამდე, მისი გაუქმების შემდეგსხვადასხვა სექტორში დასაქმდნენ, აღმოჩნდა, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები აღარ გვყავდა ქვეყანაში. შესაბამისად, ვიმყოფებით გარდამავალ ეტაპზე. 2015 წელს დამტკიცდა პილოტური პროგრამა,რომელსაც პირველ წელს ეწოდა შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა.მოგვიანებით სახე იცვალა და ინსპექტირების პროგრამა გახდა. ინსპექტორთა ფუნქციონირება ჯერ ნებაყოფლობით ხასიათისაა, დამტკიცების შემდეგ კი მათ მანდატი გაუძლიერდებათ. -დაწესებული სანქციები რამდენად იქნება საკმარისი შედეგის მისაღწევად? -ყველა თანხმდება, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობები. არაზომიერმა და არასამართლიანმა სანქციებმა, შეიძლება, გამოიწვიოს ნეგატიური ეფექტი, როგორიცაა სამუშაოს შემცირება. მსჯელობა უნდა გაიმართოს ფუნდამენტურად დასანქციების ოდენობა უნდა იყოს პროპორციული, შემაკავებელი. ის არ უნდა იყოს ყველასთვის უნიფიცირებული. ჩვენ საუკეთესო პრაქტიკა ავიღეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან და ა.შ - ფიზიკური და იურიდიული პირის სტატუსის მიხედვით, სანქციების ოდენობა იცვლება გამომდინარე მათი ბრუნვიდან, შემოსავლებიდან, თუმცა იდენტიფიცირების გაადვილების მიზნით, დავაზუსტეთ ის მიდგომა, რომლითაც ადვილად შეიძლება პროპორციული ჯარიმების ოდენობის განსაზღვრა. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტს, რომელიც საწარმოს შეჩერების წესს უკავშირდება. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს კომპანიას პასუხისმგებლობისგან. თუ მან ჯარიმა გადაიხადა და დარღვევის სურათი დარჩა იგივე, კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექტორს ექნება უფლება, დაწესებულებას შეუჩეროს წარმოება, ვიდრე არ აღმოიფხვრება დარღვევა. თუ გაფრთხილების, ჯარიმისა დასაურავის შემდეგ, რეაგირების გარეშე რჩება პრობლემა, ინსპექტორი გამოიყენებს უკიდურეს ფორმას, საწარმოო პროცესის შეჩერებას. იყო საუბარი, რომ ჯარიმის უმაღლეს ფორმად 50 000 ლარი დაგვეწესებინა, მაგრამ ზოგიერთი საწარმოსთვის 50 000 ლარის გადახდა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე საწარმოო პროცესის შეჩერება. ამიტომაც ჯარიმის ოდენობა მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მთავარი მიზანია, თანხა, რომელიც მას შეჩერების პროცესში შეიძლება დაკისრებოდა, მაქსიმალურად გამოიყენოს უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებაში. რამდენად თავისუფალია საკანონმდებლო ორგანო კანონის მიღების პროცესში ბიზნესის გავლენისგან? -პროცესში ბიზნესი თავიდანვე იყო ჩართული, მუშაობა მიმდინარეობდა სოციალური დიალოგის ფორმატში, რაც ახალი ინსტიტუტია ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, განსხვავებული შეხედულებისა და ინტერესების მქონე მხარეები , შრომის, დასაქმების, ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს ამ ფორმატში განიხილავენ. ეს არის, ერთი მხრივ, სახელმწიფოს უნილატერალიზმის ყველაზე ჯანსაღი და სანდო ალტერნატივა და მეორე მხრივ, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ლიბერალური შეხედულებების ალტერნატივა, რაც გამორიცხავს სახელმწიფოს იმპერატიულ ჩარევასა და ინტერვენციას კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებაში. სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა ინტერესჯგუფებით იყო დაკომპლექტებული, ბიზნესი, პროფკავშირები , სამოქალაქო სექტორი და ა.შ. მაქსიმალურად იყო გაზიარებული მათი წუხილები. ეს ფორმატი კიდევ გრძელდება, 18 თებერვალს განახლდება ამაზე საუბარი. სამმხრივ კომისიას ხელმძღვანელობს პრემიერი, მაგრამ როცა ის არ იმყოფება ქვეყანაში, მაშინ თანათავმჯდომარე არის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. -საწარმოო შემთხვევების რიცხვი ყველაზე მაღალია მაღაროებში. როგორია მოლოდინი, შესაძლებელია მაღაროებში უსაფრთხოების დარღვეული ნორმების გამოსწორება თუ შრომის ინსპექტორებს მოუწევთ, რომ მათ საწარმოო პროცესი შეუჩერონ? -პრაქტიკა აჩვენებს, როგორ მოხდება კანონის იმპლემენტაცია. მთავარი არ არის, მივიღოთ კანონი, მთავარია რა დადებით შედეგებს მოიტანს კრიტიკულ ობიექტებში, სადაც ყვეალზე მაღალია რისკი. მსოფლიოში შახტები და მაღაროები ყველაზე ხშირი ფატალური შემთხვევებით ხასიათდება, კანონი იძლევა საშუალებას, რომ გამოსწორების მიზნით შეჩერდეს უბანი, სადაც დარღვევაა და არა მთლიანი ბიზნესი.
---
11.02.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/wamlebis-receptit-gacemis-wesis-dargvevebis-dinamika-mzardia/16841
წამლების რეცეპტით გაცემის წესის დარღვევების დინამიკა მზარდია
გასულ წელს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ წამლის ურეცეპტოდ გაყიდვის 509 ფაქტი გამოავლინა. მათ შორის 81 შემთხვევა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქციის ანუ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებების რეალიზაციის წესის დარღვევაა. 2016 წელს რეცეპტის წესის დარღვევის სულ 231 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის პირველ ჯგუფს მიკუთვნებული წამლის უკანანოდ გაყიდვის 70 შემთხვევა იყო. ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვის მიუხედავად, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო არ აკონკრეტებს დაჯარომებულ აფთიაქებს შორის, რამდენია ქსელური და რამდენი ინდივიდუალურად მოქმედი.
---
11.02.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34223/1209--auditoria-115-mushebis-daghupvis-gamo-msvlelobas-gamartavs
„აუდიტორია #115“ მუშების დაღუპვის გამო მსვლელობას გამართავს
„მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას. სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა“ - 14 თებერვალს, 19 საათზე „აუდიტორია #115“ თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავს. ორგანიზატორთა განმარტებით, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო 2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა. „ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის. მაშინ როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი! ეს არ არის თავისუფლება! სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს!“ 9 თებერვალს თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან 26 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.
---
11.02.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/100648-maka-gvaramia-sicruea-rom-sastsrafos-khelmdzghvaneloba-konkretul-klinikebtanaa-garigebuli
მაკა გვარამია: სიცრუეა, რომ სასწრაფოს ხელმძღვანელობა კონკრეტულ კლინიკებთანაა გარიგებული
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი მაკა გვარამია ცენტრის მისამართით ბოლო დღეებში გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართულ სიცრუეს უწოდებს. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. როგორც დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე მაკა გვარამიამ განაცხადა, საუბარია რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების მფლობელის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, თითქოს, ცენტრის ხელმძღვანელობა სხვა კლინიკებთან კორუფციულ გარიგებაშია შესული და პაციენტები მხოლოდ მათთან გადაჰყავთ. „ბოლო დღეების განმავლობაში, მედიასაშუალებებით ძალიან აქტუალურად ვრცელდება ზოგიერთი კლინიკის მხრიდან მიზანმიმართული განცხადებები, თითქოსდა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა კონკრეტულ კლინიკებთან არის გარიგებული და პაციენტების შეყვანა მხოლოდ ამ კლინიკებში ხდება, რაც აბსოლუტური სიცრუეა“, - აღნიშნა მაკა გვარამიამ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ერთადერთ არგუმენტად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაა მოყვანილი, რომელიც მთლიანად, ქვეყანაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სისტემას ეხება და 2014-2015 წლების პერიოდს მოიცავს. „მათ არგუმენტად მოჰყავთ მხოლოდ ერთადერთი რამ - ეს არის აუდიტის დასკვნა, რომელიც 2014-2015 წლების დასკვნაა და მოიცავს არა მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაზე გაკეთებულ რჩევებს, არამედ ეს არის ზოგადად, სისტემური რჩევები ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის მისაღებია და ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობას ვიწყებთ“, - განაცხადა მაკა გვარამიამ. რაც შეეხება უკმაყოფილო სამედიცინო დაწესებულებების ბრალდებებს, თითქოს, მათ პაციენტთა ნაკადი უმცირდებათ, გვარამიას თქმით, ეს აბსოლუტური სიცრუეა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, პაციენტის კლინიკაში გადაყვანა კონკრეტული კლინიკის სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიული პრინციპისა და პაციენტის შემხვედრი საჭიროებების გათვალისწინებით ხდება. „რაც შეეხება იმ კლინიკებს, რომლებიც მუდმივად მანიპულირებენ იმით, თითქოს, ჰოსპიტალიზაცია მათ კლინიკებში შემცირდა, მინდა მოგახსენოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჰოსპიტალური სექტორი ფართოდ განვითარდა და კლინიკების რაოდენობამ იმატა. შესაბამისად, კონკურენტული გარემო შეცვლილია. აქედან გამომდინარე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი პაციენტების კლინიკებში გადაყვანას კონკრეტული კლინიკების სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიებისა და პაციენტების შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით ახორციელებს“, - განაცხადა მაკა გვარამიამ. თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცილისმწამებლური განცხადებები ცენტრში დასაქმებული ექიმების ღირსებას ლახავს, რომლებიც მოქალაქეთა დასახმარებლად და სიცოცხლის გადასარჩენად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
---
10.02.2018
მედიასაშუალება: http://reginfo.ge/people/item/5062-qartul-saavadmybopoebshi-1644-ma-apxazma-da-osma-gaiara-mkurnaloba
ქართულ საავადმყოფოებში 1644-მა აფხაზმა და ოსმა გაიარა მკურნალობა
რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წელს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის 1644-მა მცხოვრებმა მიიღო ქართული სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სამედიცინო მომსახურება. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, ინფორმაციას Civil.ge ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები 1137 პაციენტი დააფინანსა, მათ შორის 179 ბავშვი, ასევე ცხინვალის რეგიონის მცხოვრები 507 პაციენტი, მათ შორის 57 ბავშვი. მთავრობის მიერ 2010 წელს ამოქმედებული რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ იმ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროგრამა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის საქართველოს კლინიკებში სრული სამედიცინო მომსახურების გაწევას, ასევე გადაუდებელ სიტუაციებში მათ ტრანსპორტირებას. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც ამ თემას მოკლედ შეეხო 2017 წლის დეკემბერში, განაცხადა, რომ მთავრობამ შეძლო გალის მოსახლეობის ჩართვა უფასო სამედიცინო მომსახურების პროგრამაში, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ.
---
10.02.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=60154
11 წლის ჯაბა ბეგიაშვილს დახმარება სჭირდება
11 წლის ჯაბა ბეგიაშვილს, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. ბავშვის განკურნება თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშია შესაძლებელი. "თხოვნით მოგმართავთ ყველას, ერთად გადავარჩინოთ ჯაბას სიცოცხლე. მიმღები პირი: გვანცა შიოშვილი. "თიბისი ბანკი" ა/ა: GE73TB7184045061100069 საქართველოს ბანკი ა/ა:GE52BG0000000048922600. ასევე, ზარი ნებისმიერ ოპერატორიდან
---
10.02.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/185598--aversis-klinikasi-bavsvis-sicocxle-safrtxesi-caagdes
"ავერსის კლინიკაში" ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს
ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი "ავერსის კლინიკის" მედიკოსს, ქეთევან ალავიძეს უპირისპირდება. მისი თქმით, ექიმმა ბავშვს სიცოცხლისთვის საშიში მედიკამენტი დაუნიშნა. ამის შესახებ ჟურნალისტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. "ადამიანები როცა უპასუხისმგებლოდ იქცევიან უნდა დაისაჯონ!!! უვიცი ექიმი როცა ხარ პირდაპირ აწერ ხელს დანაშაულს!!! თანხმდები შენი სიშტერით პატიენტის მკვლელობას!!! მადლობა ღმერთს მე გადავრჩი, როგორ არავინ იცის, შემთხვევით... "ავერსის კლინიკის" ექიმმა ბავშვს დაუწერა დასკვნა რომ კონკრეტულ მედიკამენტზე არ იყო ალერგიული, გადავამოწმეთ შემთხვევით და კატეგორიულად აკრძალულია ამ წამლის გაკეთება, სრულიად ალერგიული აღმოჩნდა.❗ ქეთევან ალავიძე ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს რომ ვინმე არ გააუბედურო. თეთრი ხალათი მარტო ფულის კეთებას არ ნიშნავს! კარგაკარ ვივლი, ყველას გავაგებინებ რომ "ავერსის კლინიკას" არ გაეკარონ სანამ მანდ იმუშავებ. ყოველ კვირა გადავამოწმებ, კართან დავდგები რო ვინმე არ დაღუპო. ავერსის კლინიკა ❗❗❗ აწი გაიდლაინები კარგად გადაახვიეთ. შევხვდებით იქ სადაც საჭიროა... Nino Mamaladze Tata Gamkrelidze მანდაც მოვალ, უსწავლელი ექიმები უნდა წავიდნენ!", - წერს გიგლა თუმანიშვილი სოციალურ ქსელში.
---
10.02.2018
მედიასაშუალება: http://reginfo.ge/people/item/5051-xulos-soplebshi-14-samedizino-punqti-9-xelia-eleqtroenergiis-gareshea-darchenili
ხულოს სოფლებში 14 სამედიცინო პუნქტი 9 წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში 14 სამედიცინო პუნქტს 9 წელია ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხის მასალისგან, ერთოთახიანი სამედიცინო პუნქტები 2009 წელს ხელისუფლებამ კერძო მესაკუთრეების ნაკვეთებში ააშენა. პირველადი მოხმარების მედიკამენტების შესანახად ამბულატორიებს მაცივრებიც გადასცეს, მაგრამ ელენერგია არ შეუყვანეს. „7 წელია სოფელ ფაჩხის სამედიცინო პუნქტში ვმუშაობ. 500 ადამიანს ვემსახურებით. გათბობისთვის შეშას ჩემი სახსრებით ვიმარაგებ, ოჯახიდან მომაქვს. სახელმწიფო დენით გათბობას აფინანსებს, მაგრამ რადგან აბონენტად არ ვართ აღრიცხული, არც შუქი გვაქვს. აბონენტად ვერ დაგვარეგისტრირეს იმის გამო, რომ შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, მიწის ნაკვეთი კი, რაზედაც შენობა დგას კერძო პირის საკუთრებაა“, - ციტირებს ექთნის, თეონა მახარაძის კომენტარს აჭარის ტელევიზია. „ქართული ოცნებიდან“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, იზოლდა სურმანიძის თქმით, მიწის მესაკუთრეები ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ კომპენსაციას ან სამედიცინო პუნქტებში ოჯახის წევრების დასაქმებას ითხოვენ. „ვერ შეგვყავს ელექტოენერგია შიგნით და ვერ ვეხმარებით ამ უბნებს. ვერანაირ პროგრამას ვერ ვახორციელებთ. მიწის მეპატრონეს პრეტენზია აქვს, რომ აუცილებლად მისიანი უნდა დავასაქმოთ“, - აღნიშნა იზოლდა სურმანიძემ. ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში, შეთანხმების საფუძველზე, მიწის ნაკვეთის იმ ნაწილებს, რაზედაც სამედიცინო პუნქტები დგას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაარეგისტრირებენ.
---
10.02.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/251634/
“სოცდეკები” პარლამენტში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებს იბარებენ
ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ–დემოკრატები“ პარლამენტში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს იწვევენ და ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნის თაობაზე განმარტებების მოსმენას ითხოვენ. “ჩვენ ვიწვევთ ფრაქციაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, რათა მოვისმინოთ განმარტებები იმ შეთანხმების შესახებ, რომელიც ამ ორ სამინისტროს შორის უნდა შემდგარიყო, რის გამოც გაჭიანურდა აღნიშნული პროცესი [ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნა]”, – წერია ფრაქციის გავრცელებულ განცხადებაში. დღეს, 9 თებერვალს, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მუშა ადგილზე დაიღუპა. ამ ფაქტს მოჰყვა სოციალ–დემოკრატების მოთხოვნა, რომ პარლამენტში მივიდნენ სამინისტროების წარმომადგენლები. „ქართული ოცნება-სოციალ–დემოკრატები“ მოითხოვენ მთავრობისა და უმრავლესობაში შემავალი ყველა საპარლამენტო ფრაქციისაგან, დღის წესრიგის მთავარ საკითხად დაუყოვნებლივ განისაზღვროს ქმედითუნარიანი შრომის ინსპექციის შემუშავება. თუ პროცესის გაჭიანურების მიზეზი არის კერძო სექტორის მოთხოვნა, მიიღოს მოგების ხელშეუხებლობის გარანტია შრომის ინსპექციის არსებობის პირობებში, ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ ამგვარი ტიპის ინტერესებს არ ეწირებოდეს ამ ქვეყანაში ადმიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება, აცხადებს ფრაქცია. “ამ გარემოების ცვლილების გარეშე, ხელშეკრულებებით გამყარებული ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფება და სოციალური სახელმწიფოს ჩანაწერი კონსტიტუციაში დარჩება ფარატინა ქაღალდად”, – წერია განცხადებაში. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციამ შეახსენა პარლამენტარებს, რომ 2012 წელს “ქართული ოცნების” გამარჯვების მთავარი საფუძველი ადამიანებისთვის სამოქალაქო, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაბრუნება იყო, მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა, დღემდე ვერ შეძლეს მშრომელებისთვის ღირსეული დასაქმების პირობების უზრუნველყოფა.
---
10.02.2018
მედიასაშუალება: https://bpn.ge/finansebi/42460-regulaciebi-romlebic-shromithi-usafrthkhoebis-pirobebis-uzrunvelyofisathvis-gatarda-araefeqturia.html?lang=ka-GE
„რეგულაციები, რომლებიც შრომითი უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფისათვის გატარდა, არაეფექტურია“
შრომის უსაფრთხოების პირობები და მასთან დაკავშირებული საკითხები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. საზოგადოება აქტიურად მსჯელობს იმაზე, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მუდმივად იზრდება, რაც სხვადასხვა „სტატისტიკური“ მონაცემითაც მტკიცდება. „ის რეგულაციები, რომლებიც მოქმედ კანონმდებლობაში შრომითი უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფისათვის გატარდა, არაეფექტური აღმოჩნდა. ძირითადი ნაწილი ეხება შრომით პირობებს, რომლებიც სამშენებლო სფეროში მუშებთან დაკავშირებით ფიქსირდება. უცხო არავისთვისაა, რომ ამ და სხვა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის სფეროებში დასაქმებული ადამიანები უზრუნველყოფილები უნდა იყვნენ ისეთი უსაფრთხო პირობებით, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით არის დადგენილი და აღიარებული. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებელმა დასაქმებულს სრული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომელიც მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე მოქმედებს. გარდა ამისა, დამსაქმებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს, უსაფრთხოების პრევენციული სისტემის დანერგვით, თანამედროვე, უსაფრთხო ან ნაკლები საფრთხის შემცველი ტექნოლოგიების გამოყენებით, დასაქმებულთა სათანადო ინფორმირებით და მაქსიმალური პრევენციული ზომების მიღებით დასაქმების ადგილებში შრომის პირობები გააუმჯობესოს. სახელმწიფოში აუცილებელად უნდა არსებობდეს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც დასაქმების ადგილებში შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის კანონმდებლობასთან/სტანდარტთან შესაბამისობას შეამოწმებს და ეფექტურ ზომებს მიიღებს. თუმცა, სამწუხაროდ ასეთი მექანიზმი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია სწორედ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაკონტროლებაა, ეფექტურად ვერ ახორციელებს იმ ფუნქციებს, რაც მის კომპეტენციაშია; არ გვევლინება ეფექტურ და აღსრულებადი მექანიზმებით აღჭურვილ ორგანოდ, მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება, რაც შესასრულებლად სავალდებულოც კი არ არის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით არა მარტო სახელმწიფოს, არამედ უშუალოდ კომპანიებსაც აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ და შექმნან ორგანიზებული სისტემა, რითაც კანონმდებლობის დონეზე დაარეგულირებენ და აღმოფხვრიან სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობისგან მოსალოდნელ რისკებს. ბოლო პერიოდში, როცა შრომის უსაფრთხოებასთან, მით უფრო სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება დადგა დღის წესრიგში, სამშენებლო კომპანიების მხრიდან გაჟღერდა ერთგვარი საპროტესტო წინადადებები, რომ თითქოს ეს რეგულაციები მათ საქმიანობას ფინანსურ ხარჯებს გაუზრდის. სამწუხაროდ, ამ კომპანიებს ავიწყდებათ, რომ სიცოცხლის უფლება არის უპირატესი უფლება, რაც შეიძლება, ადამიანს გააჩნდეს და როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, იქ არ შეიძლება, ვინმე ისეთ საკითხზე აპელირებდეს, როგორიცაა ფინანსური ხარჯების გაზრდა.
---
09.02.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34215/tsqitishvili--shromis-usafrtkhoebis-kanoni-etapobrivad-yvela-sferoze-gavrtseldeba
ცქიტიშვილი - შრომის უსაფრთხოების კანონი ეტაპობრივად ყველა სფეროზე გავრცელდება
"შრომის უსაფრთხოება ყველგან დაცული უნდა იყოს, მაგრამ კანონის გავრცელება ყველა სფეროზე ეტაპობრივად მოხდება", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა "რეალური სივრცის" ეთერში, სადაც შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე საუბრობენ. ცქიტიშვილისვე განმარტებით, ამ კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მასზე მეტად მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონსენსუსი და ამის კონტროლის მექანიზმების გაძლიერება: "2012 წლიდან შრომის ისნპექტირების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საკმარისი არაა. მეტია გასაკეთებელი. კანონი მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავნერგოთ ამის კონტროლის მექანიზმი. რამდენიმე თვის წინ მთავრობამ მშენებლობის ადგილზე შრომის პირობების რეგლამენტი მიიღო, მაგრამ ეს შემდეგი ნაბიჯების გადადგმის გარეშე არ მუშაობს. ცალსახად ვუერთდები პროტესტს, რომელიც კანონპროექტის განხილვის შეფერხების დროს მთავრობის მიმართ წამოვიდა, და საკუთარ თავსაც მოვიაზრებ ამ კრიტიკის ქვეშ. მაგრამ შემდეგ კვირას, კანონპროექტის განხილვაზე ჩვენ სრულყოფილად გვექნება მსჯელობის საშუალება", - განაცხადა ცქიტიშვილმა. პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა 5 დეკემბერს უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების მოთხოვნით, პროცესი ერთი კვირით გადაიოდო.
---
09.02.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/196927
კომპანია გამოიყენებდა არაქარხნული წესით დამზადებულ მოაჯირებს და ხარაჩოებს - შრომის ინსპექტირების უფროსი
კომპანია გამოიყენებდა არაქარხნული წესით დამზადებულ მოაჯირებს და ხარაჩოებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ თბილისში მშენებარე კორპუსის მე-5 სართულიდან მუშის გადავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პირველადი შეფასებით ფიქსირდება გარკვეული შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობა. მისივე თქმით, შრომის ინსპექციის დეპარტამენტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შეისწავლის კომპანიის მხრიდან ეფექტური შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას. „კომპანია გამოიყენებდა არაქარხნული წესით დამზადებულ მოაჯირებს და ხარაჩოებს. ჩვენ შევისწავლეთ რამდენად ხდებოდა კომპანიის მხრიდან ეფექტური შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვა, რაც გულისხმობს, საფრთხეების შეფასებას და რისკების იდენტიფიცირებას, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს კომპლექსურად იმის საშუალებას, რომ აღვწეროთ, რას უკავშირდებოდა უბედური შემთხვევა", – განაცხადა ბექა ფერაძემ. ცნობისთვის, დღეს, თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მე-5 სართულიდან 26 წლის მუშა გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
---
09.02.2018
პროფკავშირების გაერთიანება - სამუშაო ადგილზე 26 წლის მუშის დაღუპვა სახელმწიფოს უმოქმედობის და შრომის სფეროში არაეფექტური პოლიტიკის შედეგია
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმაურება დღეს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომლის დროსაც სამუშაო ადგილზე 26 წლის მუშა დაიღუპა და აცხადებს, რომ აღნიშნული შემთხვევა სახელმწიფოს უმოქმედობის და შრომის სფეროში არაეფექტური პოლიტიკის შედეგია. „მიუხედევად იმისა, რომ პროფკავშირები 10 წელიწადზე მეტია ითხოვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი შრომის ინსპექციის შექმნას, დღემდე ამ მიმართულებით ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. უკვე მეცხრე თვეა პარლამენტში იხილება კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს - კვლავ აწყდება დაბრკოლებებს, მათ შორის, ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის მხრიდან, რომელსაც გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე და მისი განხილვა დაუსაბუთებლად ჭიანურდება. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტი მუდმივ ცვლილებებს განიცდის - ბიზნეს ლობისტების ზეწოლით დასაქმებულთა უფლებების დაკნინების და გაუარესების მიმართულებით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უმოკლეს ვადებში შექმნას ეფექტიანი შრომის ინსპექცია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეალურად დაცვას, რაც გამორიცხავს ხშირ ფატალურ შემთხვევებს და მოახდენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დარღვევებზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას“, - ნათქვამია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაში. თბილისში, ნინო ჟვანიას №10-ში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
---
09.02.2018
ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები" უმრავლესობას მიმართავს, დღის წესრიგის მთავარ საკითხად ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი განისაზღვროს
ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები" უმრავლესობას და მასში შემავალ ფრაქციებს მიმართავს, რომ დღის წესრიგის მთავარ საკითხად ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი განისაზღვროს. გარდა ამისა, ფრაქცია ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების მოსმენას აპირებს, თუ რატომ ჭიანურდება შესაბამისი კანონპროექტის მიღების პროცესი და რატომ ვერ შედგა ამ ორ უწყებას შორის ინიცირებულ კანონპროექტზე შეთანხმება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვლმა გამართა, რითაც მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა. "ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რამდენიმე ბიზნეს-ინტერესისა და კომპანიების ფინანსური ინტერესების ხარჯზე, ქვეყანა ყოველ დღე ადამიანებს კარგავდეს. 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ჩვენ მოვედით დაპირებით, რომ ადამიანების როგორც სამოქალაქო, ისე სოციალური და ეკონომიკური უფლებები ხელშეუხებელი და გარანტირებული იქნებოდა. რეფორმების მიუხედვად, ვერ შევძელით, რომ შრომის პირობები გაუმჯობესებულიყო და ღირსეული შრომის პირობები შეგვექმნა. ამის მიზეზი უკვე თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ჩამოყალიბებული მანკიერი ცნობიერების ინერციაა, რომ თითქოს დამსაქმებელია მხოლოდ ქვეყნის დოვლათის შემქმნელი, ხოლო დასაქმებული უბრალო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გაფუჭდეს, გატყდეს, აღარ გჭირდებოდეს და მოისროლო ან გამოცვალო. დღეს არათუ ადამიანების სოციალურ უფლებებს, არამედ მათ სიცოცხლეს ექმნება ყოველღიურად საფრთხე. კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ არც ერთი კომპანიის მოგება და არანაირი თანხა ამგვარი მოგებიდან შესული ბიუჯეტში არ ღირს, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად. ამ გარემოების ცვლილების გარეშე, ხელშეკრულებებით გამყარებული ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფება და სოციალური სახელმწიფოს ჩანაწერი კონსტიტუციაში დარჩება ფარატინა ქაღალდად. ამიტომ, საპარლამენტო ფრაქციისათვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ჩვენ ვიწვევთ ფრაქციაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, რათა მოვისმინოთ განმარტებები იმ შეთანხმების შესახებ, რომელიც ამ ორ სამინისტროს შორის უნდა შემდგარიყო, რის გამოც გაჭიანურდა აღნიშნული პროცესი", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
---
09.02.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/auditi-shromis-inspeqciis-formati-ar-sheesabameba-saertashoriso-standartebs-/16811/
აუდიტი: შრომის ინსპექციის ფორმატი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს
უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საერთაშორისო შეფასებების და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, საქართველო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რაც შრომით ურთიერთობებში არსებულ დისბალანსზე მეტყველებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აღნიშნული დისბალანსის აღმოსაფხვრელად შექმნილი მექანიზმები და განხორციელებული ღონისძიებები შეისწავლა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საფრთხის ქვეშ არის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მოცემული დირექტივები დირექტივები, რაც აღსრულების ნაწილში სანქცირების უფლებით აღჭურვილი საზედამხედველო ორგანოს - შრომის ინსპექციის არსებობას მოითხოვს. კვლევამ აჩვენა, რომ ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართულ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს შორის არ არსებობს ერთიანი, კოორდინირებული და დასაბუთებული პოზიცია შრომის ინსპექციის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. „შრომის ინსპექციის აღნიშნული ფორმატი არ შეესაბამება ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას. ინსპექციას არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, როგორებიცაა: შრომის უფლებების სრული სპექტრის შემოწმება, სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის წინასწარი ნებართვისა და გაფრთხილების გარეშე ვიზიტი და შესაბამისი სანქციების დაწესება. შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა დაცვას და ინტერესთა ბალანსის მიღწევას ასევე ართულებს ის გარემოება, რომ დასაქმებულები არ არიან სათანადოდ ინფორმირებული საკუთარი შრომითი უფლებებისა და მათი დაცვის საშუალებების შესახებ. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შრომით უფლებებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისი დასახულ მიზანთან მიმართებაში“ - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
---
09.02.2018
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=16494
სკოლები ექიმის გარეშე
---
ბეჭდვითი მედია
12.02.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
იმ მედიკამენტების ჩამონათვალი იზრდება, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს
იმ მედიკამენტების ჩამონათვალი იზრდება, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელსაც რამდენიმე დღეში 5 წელი უსრულდება, ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოახდინა ჯანდაცვის სისტემაში, თუმცა როგორც ყველა სისტემას, მასაც აქვს თავისი გამოწვევები და პირველ ადგილზე ამ გამოწვევებიდან უდაოდ დგას მიწვდომადობა ამბულატორიულ მედიკამენტებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. იმ კერძო-სახელმწიფო თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითმა, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვქონდა, ასევე შარშან დაწყებულმა პროგრამამ, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მედიკამენტების მიწოდებას, ცალსახად დაგვანახა ერთი მხრივ, საჭიროება ამ პროგრამის გაფართოების, ხოლო მეორე მხრივ, იმ რესურსის არსებობა, რომელიც არის როგორც ფასდაკლების მხრივ, ასევე კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის განმტკიცების მხრივ. დღევანდელ შეხვედრაზე გავცვალეთ მოსაზრებები და ნამდვილად მჯერა, რომ ამ მხრივ შედეგები გექნება ძალიან მალე", - განაცხადა სერგეენკომ. მინისტრის განცხადებით, თუკი აქამდე ამბულატორიული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამით მოსარგეებლეები იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდათ 100 000 ქულაზე ნაკლები და მათზე ვრცელდებოდა მხოლოდ 23 მედიკამენტი, ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს და მასში ცალსახად უნდა შევიდნენ ასაკით პენსიონერები, შშმ პირები და დამატებითი კონტიგენტი. ამასთან, სერგეენკოს განცხადებით, წინასწარი შეფასებით 23 მედიკამენტი უნდა გაიზარდოს 50-მდე. მისივე თქმით, წინასწარი ანალიზით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ისევ უნდა შეეძლოს ჩამოთვლილი მედიკამენტები 1 ლარად შეიძინოს, თუმცა უკვე არა მხოლოდ 23 დასახელების, არამედ თითქმის 2-ჯერ მეტი მედიკამენტი.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
ხელისუფალნო, ნუ დაიბრმავებთ თვალებს და ნუ დააბრმავებთ მომავალ თაობებს!
ჩვენს ჯანმრთელობაში კარგ მხედველობას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია! შესაბამისად, მხედველობის დაქვეითება, რომელიც შრომისუუნაროს ხდის ადამიანს, უკიდურესად მძიმე დიაგნოზს წარმოადგენს! ლუიზა ცომაია, მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი: - მინდა მივმართო ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოს, იქნებ გაითვალისწინოს ის სავალალო შედეგები, რაც მოჰყვება მხედველობის სკრინინგის არარსებობს. ამის შესახებ დაახლოებით 4 წელია, აქტიურად ვსაუბრობ კონფერენციებზე, თუმცა, ჩემს მოწოდებებს ყურადღებას არავინ აქცევს. კოლოსალური თანხები იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოპერაციების დაფინანსებაზე მაშინ, როდესაც დაავადებული ბავშვების დროული დიაგნოზის შემთხვევაში შეიძლება, საერთოდ არ გახდეს საჭირო ოპერაცია! ჯანდაცვის ამჟამინდელ მინისტრს დავით სერგეენკოს მხედველობის სკრინინგის პროგრამის დანერგვის მართლაც უნიკალური შანსი ეძლევა, ისტორიაში შევიდეს და სიბრმავისაგანა არაერთი ბავშვი იხსნას! ძვირფასო ხელისუფალნო, ნუ დაიბრმავებთ თვალებს და ნუ დააბრმავებთ მომავალ თაობებს!
---
12.02.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
"თუ ხატიას ხელოვნურად რამეს დაუშავებენ, რისიც ძალიან მეშინია, გეფიცებით, მართლა დავიწვავ თავს!"
"როგორია, ანგელოზივით ბავშვი შეიყვანო საავადმყოფოში და ასეთი გაიყვანო?!" უკვე 5 თვეა, რაც 18 წლის ხატია თვაური ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩატარებული ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გამო კომატოზურ მდგომარეობაშია. 8 თებერვალს ხატიას ახლობლები კლინიკაში შეიჭრნენ და დირექტორის, გიგა ჯიქიასგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. თვაურების ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს და საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვს, რათა პაციენტი დროულად ცნონ დაზარალებულად და რაც დასჭირდება, ყველაფრით უზრუნველყონ. გაზეთი "კვირის პალიტრა" ხატია თვაურის დედას თეონა სიდამონიძეს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან: თეონა სიდამონიძე: - ხატია კლინიკაში სრულიად ჯანმრთელი შევიყვანეთ. ექიმმა ზაქრო ოდიშვილმა, ანესთეზიოლოგმა ანზორ ჩომახიძემ და ექთანმა ლელამ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს. როდესაც პალატაში ჩამოიყვანეს, 20 წუთის განმავლობაში კონტაქტური იყო. არ შემოჰყოლია არც ექიმი, არც ექთანი, რომ ეთქვათ, როგორ მიმეხედა ბავშვისთვის... რამდენიმე წუთში შევამჩნიე, რომ ხატია გალურჯდა. ცივი იყო. ნარკოზის ზემოქმედების შედეგია, ჩვენი შვილებიც ასე იყვნენო, - მითხრეს სხვა პაციენტების მშობლებმა. გარეთ გავედი და დერეფანში მჯდომი ექთანი მოვიხმე. ნუ გეშინიაო, დამამშვიდა, თან ხატიას მხარზე შეეხო და ჰკითხა, ხომ არ გცივაო, მაგრამ ხმა რომ არ ამოიღო, მაშინვე ლელა ექთანი მოიხმეს. მან გასინჯა, ჩქარა, პულსი არ უცემსო და ინტენსიურ განყოფილებაში გააქანა. მოგვიანებით ამიხსნეს, რომ ასეთი რამ იშვიათად, მაგრამ ხდება - ხატიას გული გაუჩერდა, მაგრამ ავუმუშავეთ, ახლა აპარატზეა მიერთებული და ხვალიდან ნელ-ნელა გამოვა მდგომარეობიდანო. გავიდა 5 დღე, ბავშვს ტვინის შეშუპება დაეწყო. გვითხრეს, თუ ოპერაციას არ გავუკეთებთ, გადარჩენის ალბათობა 3% იქნებაო... ლადო წიქარიშვილმა გაუკეთა ოპერაცია. შემდგომ გვამცნეს, ტვინი დაზიანებულია, 2-3 კვირა უნდა ეძინოს, ზედმეტად რომ არ დაიტვირთოს, 1-2 თვის შემდეგ კი ნელ-ნელა გამოვა მდგომარეობიდანო. ნოემბერში ხატიამ თვალები გაახილა, აპარატის გარეშეც სუნთქავს, თუმცა ვერ ლაპარაკობს, ხელ-ფეხს გაუაზრებლად ამოძრავებს და ვერავის გვცნობს. ნევროლოგმა მითხრა, ამაზე მეტს აქ ვერაფერს გავუკეთებთ, ან შინ წაიყვანეთ, ან საზღვარგარეთ უმკურნალეთო. როგორია, ანგელოზივით ბავშვი შეიყვანო საავადმყოფოში და ასეთი გაიყვანო?! კლინიკისგან მოვითხოვე დახმარება. ჯერ უარი მითხრეს, მერე შემომთავაზეს, საავადმყოფოს პერსონალმა - ფონდი გავხსენით ხატიას დასახმარებლად და ამ თანხით ბინას გიყიდით, რომელიც კლინიკასა და თქვენზე გაფორმდება, სამაგიეროდ, ხელი უნდა მოაწეროთ, რომ ბავშვი თქვენი ნებით გაგყავთ და არც კლინიკასა და არც ექიმებს არ ედავებითო.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: ალია
"მამუკა მდინარაძემ პირდაპირ უთხრა კონსტანტინე მორგოშიას, - აკაკი ზოიძე "ნარკობარიგებისგან" იღებს ფულს მათ მფარველობაში და ასე წამლავს ახალგაზრდობასო!"
სანდრო ბრეგაძე, "ქართული მარშის" ლიდერი: ახლახან ჩემთან მოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ერთ-ერთი სამმართველოს საკმაოდ დიდი მაღალჩინოსანი და პირდაპირ მითხრა, რომ მათ იციან, რა ხდება, მაგალითად, კლუბ "ბასიანში", რომ იქ, დინამოს ტერიტორიაზე, იყიდება ნარკოტიკი. რამდენჯერმე ჰქონდა კონკრეტული ოპერაცია დაგეგმილი, მაგრამ შემდგომში სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან მიიღეს ბრძანება, გაეჩერებინათ ეს ყველაფერი! დაახლოებით ორი კვირის წინ, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თავად ეახლა "ქართული მარშის" ერთ-ერთ დამფუძნებელს კონსტანტინე მორგოშიას და აუდიენცია სთხოვა . შეხვედრისას, მდინარაძემ თქვა, რომ "ოცნების" დეპუტაციის საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს სურვილი, გამკაცრდეს კანონი ნარკოპოლიტიკის შესახებ, თუნდაც იმ კუთხით, რომ სასჯელი გაიზარდოს. თუმცა შეშინებულები არიან "თეთრი ხმაურის" მოძრაობის მიერ და რომ აღნიშნული კანონის შეტანას ხელს ჩუგოშვილი-ზოიძე-კობახიძე უშლიდნენ. მამუკა მდინარაძეს პირდაპირ უთქვამს: ზოიძე ნარკობარიგებისგან იღებს ფულს და ასე წამლავს ახალგაზრდობასო! ერთი სიტყვით, ამ შეხვედრის შემდგომ "ქართულმა მარშმა" დაჩქარებული წესით შეიტანა კანონი ნარკორეალიზატორების სამუდამო პატიმრობით დასჯის შესახებ და ახლა ბატონი მდინარაძისგან ველოდებით იმ პირობის შესრულებას, რომელიც მან მოგვცა! მდინარაძეს არ ვურჩევ მორგოშიასთვის მიცემული სიტყვის გადათქმას, რადგან მას საკმაოდ მკაცრად მოუწევს პასუხისგება! იმაზე უარესად, ვიდრე ზოგიერთებმა აგეს და რამდენიმე დღის წინ კინაღამ ნაგვის ურნაში მოთავსდნენ - დავით საგანელიძეზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი! ნაგვის ურნაში კი არა, უარეს ადგილას მოთავსდებიან "ნარკობარიგების" სიკვდილის გამყიდველების მფარველები!
---
10.02.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
"პაციენტებს ძვირად ღირებულ მედიკამენტებს არამიზნობრივად უნიშნავენ"
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ დაინტერესების გამო ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების მხრიდან პაციენტებისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტების არამიზნობრივ დანიშვნას. "ინდუსტრია საუბრობს ცივილური ნორმების აღდგენაზე. კერძოდ, ეს არის მკურნალობაში გარკვეული სტანდარტების შემოღება, კონტრრეგულირებადი გარემოს შექმნა, მოსახლეობისა და ინდუსტრიის დაცვა მედიკამენტების კონტრხარისხის კონტროლის გაზრდის კუთხით. უნდა გაკონტროლდეს ის არაეთიუკური საქციელი, რომელსაც ბევრი არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანია დღეს საქართველოში ასრულებს. დაინტერესებაა ექიმების სამედიცინო წარმომადგენლების მხრიდან, რის სანაცვლოდაც პაციენტებს არამიზნობრივად უნიშნავენ საკმაოდ ძვირადღირებულ მედიკამენტებს" -აცხადებს მარგველაშვილი. მისი განმარტებით, არაეთიკურ კომპანიაში შეიძლება მოიაზროს ნებისმიერი კომპანია, მათ შორის - მსხვილი საერთაშორისო კომპანია, რომელიც საქართველოში საპრომოციო საქმიანობას არაკეთილსინდისიერად ახორციელებს. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ინდუსტრია პრობლემის გამოსწორების მიზნით საკუთარ ხედვებს პროექტის სახით ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენს.
---
10.02.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
პროფკავშირები: მუშის დაღუპვის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა
პროფკავშირების გაერთიანების წინასწარი შეფასებით, ჟვანიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშის გადმოვარდნის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა გახდა. „ტრაგედია ჟვანიას ქუჩაზე, გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა კაცია. ის მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. პროფკავშირების წინასწარი შეფასებით, უხეშადაა დარღვეული უსაფრთხოების ნორმები. ახალგაზრდას არ ჰქონდა დამცავი აღჭურვილობა. ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ",- ნათქვამია განცხადებაში. 26 წლის მამაკაცს, მშენებარე ობიექტზე მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა. გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
---