მედიამონიტორინგი 12.04.2018
ტელევიზია
12.04.2018
არხი: იმედი -
გადაცემა: ქრონიკა 08:00
შრომის უსაფრთხოების, ახალი რეალობისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობენ ამ წუთებში კონფერენციაზე, რომელსაც რამდენიმე უწყების წარმომადგენელი ესწრებიან. მხარეები ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე მსჯელობენ, რამაც შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები საერთაშორისო ნორმებთან უნდა მოიყვანოს შესაბამისობაში. ღონისძიება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5158456
I არხი -მოამბე 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5158619
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 11:00 -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5158367
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5158214
---
12.04.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
11 წლის საბა ჩახაიას მხარდაჭერა ესაჭიროება. მას თვალის სიმსივნე დაუდგინეს. ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5157920
---
11.04.2018
არხი: I არხი
გადაცემა: აქტუალური თემა 21:30
გადაცემის მთავარი თემაა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აბორტების შესამცირებლად და დემოგრაფიული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5157767
---
11.04.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები საშემოსავლოს გაუქმებას ან შემცირებას, საპენსიო ასაკის დაწევას, ქალაქის მერისგან კი ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ითხოვენ. ისინი ტყიბულის მერს თეიმურაზ ჩუბინიძეს შეხვდნენ. თეიმურაზ ჩუბინიძის განცხადებით, მან მოისმინა მეშახტეთა მოთხოვნები. მისივე თქმით ის მათ შესაბამის უწყებებთან უშუამდგომლებს, რათა პრობლემები აღმოიფხვრას და მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5157667
რუსთავი 2 - კურიერი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5157608
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5157423
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5157290
იმედი - ქრონიკა 14:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5157041
---
11.04.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
ჰაერის დაბინძურება და აუდიტის სამსახურის ანგარიში. ამ თემაზეხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ გაჩვენოთ, რამდენად მძიმე სიტუაციია, სპეციალური გრაფიკა მოვამზდეთ. მასში ნაჩვენებია, რამდენად აჭარბებს ზღვრულ ნორმას მავნე ნივთიერებები. გოგირდის დიოქსიდი 155%-ით, მახშირორჟანგი 122%-ით და ოზონი 167%-ით. ეს ყველაფერი საშინელ დაავადებებს იწვევს. გადაცემის სტუმარია ნია გიუაშვილი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მრჩეველი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5156864
---
ინტერნეტი
12.04.2018
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2017 წელს 279 ობიექტი შეამოწმა და 2719 რეკომენდაცია გასცა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2017 წელს 279 ობიექტი შეამოწმა და 2719 რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 2017 წელს შემოწმდა 160 კომპანიის 279 ობიექტი, ხოლო 2018 წელს - 14 ობიექტი. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე ხშირია შემდეგი სახის დარღვევები - საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების სისტემის არ არსებობა; შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არ არსებობა; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ინსტრუქტაჟის და შესაბამისი სწავლების არ არსებობა; საწარმოო ტრავმებისა და უბედური შემთხვევების აღურიცხაობა; პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების არ არსებობა; მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არ არსებობა; კოლექტიური დაცვის საშუალებების არ არსებობა; ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა; კრიოგენული ჭურჭლის ექსპლუატაციის წესების დარღვევა; კუსტარული დაზგა-დანადგარები; სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობა; ამორტიზირებული და გაუმართავი სამუშაო აღჭურვილობა; მომატებული ხმაური სამუშაო სივრცეში/ადგილზე; არარაციონალური განათება სამუშაო სივრცეში/ადგილზე; მიკროკლიმატის მანორმირებელი პარამეტრების ჰიგიენური ნორმებიდან გადახრა; აეროზოლების მომატებული კონცენტრაცია სამუშაო სივრცეში/ადგილზე; ადვილად აალებადი ნივთიერებების დასაწყობების წესის დარღვევა; დახურულ სივრცეში მუშაობის წესების დარღვევა; სიმაღლეზე მუშაობის წესების დარღვევა; საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა; ერგონომიული მახასიათებლების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და სხვა.
---
11.04.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/391285
ჩერნოვეცკის ფონდმა ჯანდაცვის მინისტრს მცირე საოჯახო სახლების გახსნის შესახებ წერილით მიმართა
ჩერნოვეცკის ფონდმა თხოვნით მიმართა ჯანდაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს, მცირე საოჯახო სახლების გახსნის შესახებ. წერილში ნათქვამია, რომ ფონდს გააჩნია საშუალება გახსნას მცირე საოჯახო ტიპის სახლები განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც ამის დიდი საჭიროებაა. "ბატონო დავით, უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო თქვენდამი პატივისცემა და მადლიერება ჩვენი საზოგადოების მიმართ გაწეული ძალისხმევის და ინტერესების გამო. სანამ ჩვენი მიმართვის არსზე გადავალთ, ნება მომეცით ჩვენი ფონდის ჰუმანიტარული მისიის ძირითადი მიზანი გაგაცნოთ, რითაც შემოთავაზებულ ინიციატივის მნიშვნელობას გავუსვამ ხაზს. 6 წლის განმავლობაში ჩერნოვეცკის ფონდი, დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა რაოდენობამ უკვე 17,000-ს გადააჭარბა და ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე შეჩერებას! ჩვენი მრავალმხრივი საქველმოქმედო საქმიანობა მოიცავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურებას: მარტოხელა მოხუცებზე ზრუნვას, უფასო საკვების დარიგებას შეჭირვებული მოსახლეობისთვის, მათთვის საყოფაცხოვრებო, სამედიცინო და ჰიგიენური მომსახურების გაწევას. ჩვენი ფონდის ერთ ერთი პრიორიტეტული პროექტია მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ფუნქციონირება, სადაც მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდების სწავლა–განვითარებისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. დღეისათვის, ჩერნოვეცკის ფონდი ადმინისტრირებას უწევს სამ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს თბილისსა და ქობულეთში, სადაც ამჟამად 25 ბენეფიციარი ირიცხება. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მყუდრო და კომფორტულ გარემოში, ყველანაირი პირობაა შექმნილი აღსაზრდელების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის. ისინი ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობებში, უზრუნველყოფილნი არიან ინტერესების და ასაკის შესაბამისი რესურსებით, მონაწილეობას იღებენ სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში, ემზადებიან დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. მცირე საოჯახო სახლების არსებობის პერიოდში მიღწეული წარმატებული შედეგებიდან გამომდინარე, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ აცხადებს, რომ აქვს ამ სფეროში თავისი საქმიანობის გაფართოების და ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლების გახსნის სურვილი და შესაძლებლობა. ზედმეტად მიმაჩნია უპატრონო და მშობლების მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სტატისტიკის მაგალითის მოყვანა. ჩვენ გავმხდარვართ არაერთი ფაქტის მომსწრე, როდესაც ბავშვებისთვის ოჯახში დარჩენა საზიანოა მათი ფიზკური ან ფსიქიკური განვითარებისთვის. ჩვენ გულგრილად ვერ ვუყურებთ მშობლების მზრუნველობას მოკლებულ და უპატრონო ბავშვებს. მეტროსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში განსაკუთრებით თვალში საცემია მშობლების მიერ მათხოვრად განწირული ბავშვები, რომლებიც ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროდ არიან ქცეულნი. ნუთუ შესაძლებელია რომ, მზრუნველობამოკლებული, ხშირად მშობლების ძალადობის და უწესობის მომსწრე, თითქმის მშიერი, ელემენტარულ განათლებას მოკლებული ბავშვები, ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე გახდეს? რა თქმა უნდა არა! მაგრამ ჩვენ შეგვიძლია არსებული არასასურველი სიტუაციის მიმართულების შეცვლა და ზეგავლენის მოხდენა. ჩერნოვეცკის ფონდი მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს ბავშვებს, მისცეს მათ სრულფასოვანი განვითარების და განათლების მიღების შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც არსებობს აღნიშნული მომსახურების განხორციელების აუცილებელობა. ბატონო მინისტრო, გთხოვთ მოგვცეთ ოფიციალური ნებართვა ჩვენი ინიციატივის და ღვთისნიერი საქმის განხორციელებისათვის. უპატრონოდ დარჩენილი და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ბედი ჩვენს ხელთაა, გვაქვს შესაძლებლობა ვიხსნათ ისინი ამ გაუსაძლისი სიდუხჭირისგან. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ერთ ხელმოწერაზე, რომლის დახმარებითაც ჩვენ შევძლებთ ახალი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ადმინისტრირებას. ბატონო მინისტრო, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ინიციატივას უდიდეს მნიშვნელობას მიანიჭებთ და მოგვცემთ თქვენს თანხმობას! პატივისცემითა და თანამშრომლობის სურვილით, ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორი ოლენა პოლიშუკ" - აღნიშნულია ჩერნოვეცკის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
11.04.2018
მედიასაშუალება: http://bfm.ge/afkhazi-da-osi-pacientebis-mkurnalobistvis-sakhelmwifo-biujetidan-16935074-81-lari-daikharja/
აფხაზი და ოსი პაციენტების მკურნალობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 მლნ ლარი დაიხარჯა
სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო. ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს პოლიტიკის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშვიდობო პროცესის საინიციატივო წინადადებები და ფორმატები, წარმართოს სამშვიდობო პროცესები და მონაწილეობა მიიღოს მათში. აღნიშნული პოლიტიკა ასევე გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ა/ო) მცხოვრები პაციენტების მკურნალობის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას. უფრო ზუსტად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები არა-საქართველოს მოქალაქეების (შემდგომში, აფხაზი და ოსი პაციენტების) სამედიცინო მომსახურება, რაც ხორციელდება „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, IDFI-მ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014-2017 წლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონალური მომსახურებით მოსარგებლეთა სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნით მიმართა. IDFI-ის მიერ გმოქვეყნბული ინფორმაციით 2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა 16,935,074.81 ლარი, ხოლო სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო. ამავე წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650), შესაბამისად, აფხაზი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა (აფხაზ პაციენტებზე – 9,759,689 ლარი, ოს პაციენტებზე – 8,098,078 ლარი). 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა. ასევე გამოიკვეთა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში და მედიკამენტების მოთხოვნით მიმართავენ.
---
11.04.2018
ჰაერის დაბინძურების გამო, სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა
ტექნოპარკში ხვალ კამპანია “სუფთა ჰაერისთვის” იხსნება, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთიანდებიან, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კამპანიის ავტორებმა აცნობეს, 2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ) ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ბოლო ორი თვის ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მონაცემებით სმოგური ოზონის (O3) კონცენტრაცია თბილისში ზღვრულად დასაშვები საშუალო სადღეღამისო კონცენტრაციის დონეს (0,03 მგ/მ3) მნიშვნელოვნად აჭარბებს და თბილისის რიგ უბნებში მისი მაჩვენებელი ხშირად ორმაგი და მეტია (0,0562, 0,06, 0,064; 0,079). ასევე ჯანმრთელობისთვის საშიშ დამაბინძურებლებს მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირორჟანგი, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდი წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში დაბინძურებული ჰაერის გამო საგრძნობლად იმატა გულსისხლძარღვთა, რესპირატორული და ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა, რაც პირდაპირ კავშირშია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან. ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო გაუმართავი ავტოტრანსპორტი და გამონაბოლქვია, რომელიც მთლიანი გაფრქვევების 71%-ს შეადგენს“, - აცხადებენ კამპანიის ავტორები. კამპანიის “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში ოცამდე კერძო კომპანიის მიერ მოხდება როგორც ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების ადვოკატირება, ასევე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის წარმოება. სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე კერძო კომპანიების მიერ კამპანიაში ჩართულობა გამოიხატება “მწვანე” პროდუქტების შექმნით, საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებით, ეკო-ინიციატივების დანერგვით, ეკო-ავტომობილების გამოყენებით, მწვანე სივრცეების მოწყობით, თანამშრომლებში ნებაყოფლობითი ტექინსპექტირების წახალისებით და სხვ. კამპანია ხორციელდება გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის მხარდაჭერით მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ფარგლებში, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ და საბანკო, სადაზღვევო, საავტომობილო კომპანიების, ნავთობკომპანიების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სასტუმრო ინდუსტრიების აქტიური მონაწილეობით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნილს სკოტი, კერძო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე. მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ კამპანიის მონაწილეების მიერ ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს.
---
11.04.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/487570-irakli-petriashvili-premiers-tserilith-mimarthavs-da-khelmotserebis-shegrovebas-itsyebs.html
ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერს წერილით მიმართავს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს ეკონომიკური, დასაქმებისა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სრულ კრახზე. როგორც პეტრიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, შახტებსა და მაღაროებში დასაქმებული მუშები არსებული გარემოებების, კონკრეტულად კი ალტერნატიული დასაქმების ადგილების არარსებობის გამო იძულებული ხდებიან მუშაობა გააგრძელონ საფრთხის შემცველ გარემოში. პროფკავშირების თავმჯდომარე საქართველოს პრემიერს განმეორებით წერილს უგზავნის. „უნდა აღინიშნოს, რომ მეშახტეების მიერ გაწეული უმძიმესი შრომა არანაირად არ შეესაბამება მათი შრომის ანაზღაურებას და აღსანიშნავია ისიც, რომ მათთვის, როგორც მომეტებული რისკის მქონე საწარმოში დასაქმებულებისთვის, არ ფუნქციონირებს არც ერთი სახის სოციალური შეღავათი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ არაერთხელ იქნა ინიცირებული სხვადასხვა სახის ინიციატივები და ბოლო ასეთი მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიიღო 2018 წლის 6 აპრილს, თუმცა, მისგან რეაგირება ჯერ კიდევ არ ყოფილა, შესაბამისად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს განმეორებით უგზავნის წერილს შემდეგი საკითხებით: ტყიბულელი მეშახტეების და ჭიათურელი მაღაროელების საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლება, ტყიბულელი მეშახტეების და ჭიათურელი მაღაროელების საპენსიო ასაკის დაწევა 55 წლამდე, რაც მათ მისცემს საშუალებას, თავად გააკეთონ სამუშაოზე დარჩენის ან პენსიაზე გასვლის არჩევანი მითითებული ასაკიდან, კომპანიის მიერ მეშახტებიის შრომის ანაზღაურების ინდექსაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2016 და 2017 წლების ინფლაციის შესაბამისად, რაც საერთო ჯამში შეადგენს 8,1%-ს, ტყიბულის შახტების შეჩერება და მათი სრული რეაბილიტაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით შედგენილი სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით. მთელი სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეშახტეების კომპენსირება საკუთარი ხელფასის ოდენობის თანხით, ასევე ტყიბულის სოციალური და კულტურული აქტივობების შეუფერხებლად შენარჩუნება. საწარმო შემთხვევების შედეგად გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით - შრომის უსაფრთხოების სადაზღვევო სისტემის შექმნა, რაშიც იგულისხმება ამგვარი შემთხვევების შედეგად დაზარალებული დასაქმებულების და მათი ოჯახების კომპენსირება მიღებული ტრავმის სიმძიმის შესაბამისი კლასიფიკაციით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N176 კონვენციის (,,შახტებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“) რატიფიცირების საკითხის დღის წესრიგში დაყენება“, - ნათქვამია ირაკლი პეტრიაშვილის წერილში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პარალელურად იწყებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებზე ხელმოწერების შეგროვებას და მოუწოდებს როგორც ყველა დარგობრივ პროფესიულ კავშირს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, მოძრაობებს და აქტივისტებს, რომ ხელმოწერების შეგროვების პროცესს შეუერთდნენ.
---
11.04.2018
პროფკავშირები - ამერიკის პროფკავშირები მხარს უჭერენ საქართველოში სათანადო შრომის ინსპექცია შეიქმნას
ამერიკის პროფკავშირი სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტყიბულელებს, მათ ოჯახებს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას და მხარს უჭერს მათ მოთხოვნას სრული და გამჭვირვალე გამოძიების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამერიკის პროფკავშირების კონგრესი (AFL-CIO) მისი 12.5 მილიონი წევრის სახელით, გამოხატავს ღრმა მწუხარებას ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში, 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 მეშახტის დაღუპვის გამო. დაშავებული კიდევ 3 ადამიანს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს. პროფკავშირების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება და მისი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, პარტნიორი ქვეყნების პროფკავშირული ორგანიზაციებიდან და მათი თავმჯდომარეებისგან სამძიმრის და მხარდაჭერის წერილებს მთელი კვირაა იღებს. "ამერიკის პროფკავშირებისთვის მიუღებელია სამუშაო ადგილებზე დამსაქმებლის მიერ უსაფრთხოების უგულებელყოფა. საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს ეფექტური სახელმწიფო შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებას და ეს ამერიკის პროფკავშირს აძლევს საკმარის საფუძველს, პეტიციით მიმართოს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს და მოითხოვოს გარკვეული სავაჭრო შეღავათების შეჩერება, ვიდრე შრომის ინსპექცია სრულყოფილად არ იქნება ამოქმედებული. ამერიკის პროფკავშირები მხარს უჭერენ საქართველოში პროფკავშირების მცდელობებს, რათა შრომის კანონმდებლობის ნორმების რეალიზაცია მოხდეს და შეიქმნას სათანადო შრომის ინსპექცია", - ნათქვამია ოფიციალურ წერილში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ სამთო მომპოვებელ სფეროში, ისევე როგორც სხვა დარგებში, დასაქმებულებს საკუთარი ინტერესების დასაცავად სჭირდებათ დამოუკიდებელი და დემოკრატიული პროფკავშირები. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციითვე, ტყიბულში ექვსი მაღაროელის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის პროგრესული პროფკავშირების კონფედერაცია (DISK). "ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ სამწუხარო ცნობებს დასაქმებულებისგან. ინცინდენტების დიდი ნაწილი გამოწვეულია: 1. კომპანიების სიხარბით, რომლებიც არღვევენ შრომის უსაფრთხოების წესებს და 2. ხელისუფლების რომელიც არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს. რუსეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ამ მძიმე დღეებში სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს. აზერბაიჯანის პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე სატარ მეხბალიევი მომხდარის გამო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს და დაღუპულთა ოჯახების წევრებს უსამძიმრებს. მეხბალიევი ღრმა გულისტკივილს გამოთქვამს მომხდარის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ დაშავებული მაღაროელები მალე გამოჯანმრთელდებიან.
---
11.04.2018
მედიკოსები მშობლებს 9 წლის ასაკის გოგონებისთვის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ
მედიკოსები მშობლებს 9 წლის ასაკის გოგონებისთვის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, წელს საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება. „პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში და აჭარაში. მოვუწოდებთ ყველა მშობელს, რომელსაც ყავს 9 წლის გოგონა, რომ დროულად მიაკითხონ იმუნიზაციის ცენტრებს, რათა ჩაუტარონ ბავშვებს ეს ვაქცინაცია“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ვაქცინაცია სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული. პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს.
---
11.04.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/128940/
მწარმოებელი ითხოვს, აფთიაქებმა მედიკამენტები – „კეტოტიფენი“ და „მედაზეპამი“ ქსელიდან ამოიღონ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო აფთიაქებს პოლონური წარმოების ორი მედიკამენტის – „კეტოტიფენისა“ და „მედაზეპამის“ ამოღების მოთხოვნით მიმართავს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წამლები აფთიაქებში აღარ უნდა გაიყიდოს, სააგენტოში ერთი თვის წინ, მარტის დასაწყისში შევიდა. თუმცა ამ დრომდე ის ყველა აფთიაქიდან ამოღებული არ არის. „სააგენტოში შემოსულია კომპანია სს „ვარშავის ფარმაცევტული ქარხანა პოლფა“-ს და “Tarchomin Pharmaceutical Works “Polfa” Join Stock Co”-ს შეტყობინებები, რომელთა თანახმად, სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის მიზეზით (სპეციფიკაციით განსაზღვრული პარამეტრები სცდება დადგენილ ზღვრულ ნორმებს), ბაზრიდან გამოთხოვას ექვემდებარება ფარმაცევტული პროდუქტები – „კეტოტიფენი“ [სერია 01LF0317; ვარგისობის ვადა 03.2022წ] და „მედაზეპამი“ [სერია 11017; ვარგისობის ვადა 10.2020წ.]. სააგენტო მიმართავს ფარმაცევტულ დაწესებულებებს (ფარმაცევტული პროდუქტის ყველა რეალიზატორს), შეწყვიტონ აღნიშნული სამკურნალო საშუალებების რეალიზაცია და უზრუნველყონ მისი გამოთხოვა ფარმაცევტული ბაზრიდან,“ – ეს განცხადება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე 2 მარტითაა დათარიღებული. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ამოიღეს თუ არა სრულად გაყიდვიდან აფთიაქებმა აღნიშნული მედიკამენტები. „რამდენიმე ქსელიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ამოღებულია. მხოლოდ ერთი კომპანია არ არის მისი რეალიზატორი, რამდენიმე დაწესებულებაში გამოთხოვის პროცედურა მიმდინარეობს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს პროცედურა დასრულებული არ არის. შესაძლებელია დასრულდა, მაგრამ ჩვენამდე სრულად არ მოსულა ოფიციალური ინფორმაცია გამოთხოვასთან დაკავშირებით. თუმცა, არ გამოვრიცხავ იმას, რომ სრულად იყოს ამოღებული ბაზრიდან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის უფროსმა, ნანა შაშიაშვილმა. „ბათუმელებმა“ თითქმის ყველა დიდი სააფთიაქო ქსელი ცხელი ხაზის მეშვეობით გადაამოწმა, ხომ არ აქვთ ეს მედიკამენტები გაყიდვაში. „მედაზეპამი“ არც ერთ აფთიაქში არ აღმოჩნდა. ცხელ ხაზზე მხოლოდ ერთგან, „ირინას აფთიაქში“ დაგვიდასტურეს, რომ პოლონური წარმოების „კეტოტიფენი“ მათ სააფთიაქო ქსელში ახლაც იყიდება. 30-ტაბლეტიანი შეკვრა 7 ლარი ღირს. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განგვიმარტეს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის ვადა, რა დროში უნდა ამოიღოს ქსელიდან მედიკამენტები. „ბათუმელები“ დაინტერესდა არის თუ არა სახიფათო მომხმარებლისთვის ისეთი წამლის შეძენა, რომელზეც მწარმოებელმა განაცხადა, რომ ნაკლი აქვს. „სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პრობლემა ამ მედიკამენტებს არ ჰქონია. არის მცირე გადახრა სპეციფიკაციაში. უბრალოდ, მწარმოებელმა თავად მოითხოვა მისი ბაზრიდან ამოღება და გამოთხოვა,“ – განმარტა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის უფროსმა, ნანა შაშიაშვილმა.
---
11.04.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/191096-akademikos-fifias-sakhelobis-klinikuri-saavadmyofo-kerdzo-mflobelis-khelshi-gadavida.html?lang=ka-GE
აკადემიკოს ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფო კერძო მფლობელის ხელში გადავიდა
შპს ,,აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის სახალხო კლინიკური საავადმყოფოს“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 430 ათას ლარად გაყიდა. აუქციონის პირობის მიხედვით მყიდველი ვალდებულია საწარმოს სამედიცინო პროფილით საქმიანობა სულ მცირე 10 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. ასევე, კლინიკაში ამჟამად დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-თან შეინარჩუნოს შრომითი ხელშეკრულებები.
---
ბეჭდვითი მედია
12.04.2018
მედიასაშუალება: გზა
მაღაროებში გამოვლენილი მძიმე დარღვევები...
თითქმის ყველა თანხმდება, რომ მუშების უსაფრთხოება უფრო მეტად უნდა იყოს დაცული. პარლამენტარ აკაკი ზოიძის თქმით, პრევენციის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება პროპორციული სასჯელის გარდაუვალობაა: სამწუხაროა, რომ ამ თემაზე საუბარი ხშირად გვიხდება.შარშან ოთხი ადამიანი დაიღუპა, მერე კიდევ ერთი ადამიანი. დღეს უკვე ექვსი ადამიანი გახდა მსხვერპლი. ამ ტრაგედიის გამო მათი ოჯახებისა და კოლექტივის მწუხარებას ვიზიარებ. ადგილზე შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები მუშაობენ. გამოძიება მიმდინარეობს. თუ ეს ტექნოგენური კატასტროფა და უბედური შემთხვევა არ იყო და დადასტურდა, რომ სუბიექტური ფაქტორი იყო, მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, მაქსიმალური სიმკაცრით მოხდეს ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის დაყენება და დასჯა, რომელთაც შესაძლოა ამ საკითხში როლი ჰქონდეთ. პროპორციული სასჯელის გარდაუვალობა პრევენციის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა. პარლამენტმა "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი მიიღო, რომელიც ასევე ეფექტიან შრომის ინსპექციას ქმნის იმისთვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ, მაგრამ მხოლოდ შრომის ინსპექცია სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს. ამაში საზოგადოების თითოეული წევრი უნდა ჩაერთოს. სასამართლო ხელისუფლება, კერძო სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც სავალდებულო დაზღვევის მეშვეობით უნდა აკონტროლებდნენ იმას, რომ როგორც დასაქმებულები, ისე დამსაქმებლები შრომის უსაფრთხოების ნორმებს იცავდნენ. მომავალში ტრაგედიების თავიდან აცილებას მხოლოდ ამ მრავალეშელონიანი უსაფრთხოების სისტემით შევძლებთ". პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი: "წინა შემთხვევაში, რაც ტყიბულში მოხდა, ჩვენი წარმომადგენელ არ ჩართეს გამოძიებაში. მანამდე ჩვენ მივმართეთ შრომის ინსპექციას, რომ ტყიბულში ადგილი ჰქონდა უსაფრთოების ნორმების დარღვევას და საბოლოო ჯამში, შრომის ინსპექტორები ჩამობრძანდნენ, მოგვაწოდეს დასკვნა, რომ ტყიბულში ყველაფერი კარგად არისო. ორ თვეში კი მოხდა ტრაგედია, როცა ჩვენი ოთხი თანამოქალაქე დაიღუპა".