From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-12.06.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge
Received On : 12.06.2018 08:09
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 1 2.06.2018

ტელევიზია

12.06.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადების საფუძველზე დღეს ექიმის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავენ. კლინიკა ბოდიშს უხდის კვიტაიშვილს შექმნილი ვითარების გამო. ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელმაც ტრავმები რუსთაველის გამზირზე პოლიციასთან დაპირისპირების გამო მიიღო, აცხადებს, რომ მედიკოსებმა მას ტრავმული დაზიანების შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს, მაგრამ ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა მომსახურებაზე უარი პოლიტიკური კუთვნილების გამო უთხრა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5354593

---

 

12.06.2018

არხი:   მაესტრო

გადაცემა:ახალი ამბები 10:00

61-ე საჯარო სკოლაში   დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 20-მდე კომპანიამ 2000-ზე მეტი ვაკანსია წარადგინა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5354654

11.06

მაესტრო -ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5352774

---

 

11.06.2018

არხი:   ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ბიზნესკოდი

არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ წლებია, მკურნალობის ხარჯებში მედიკამენტების წილი ნახევარზე მეტიამ, რაც ყველა საერთაშორისო სტანდარეტს აღემატება. არამხოლოდ იმიტომ, რომ წამლები ჩვებნთან განსაკუთრებით ძვირია, არამედ არამედ იმიტომაც, რომ ექიმები მას ჭარბად წერენ. ფარნაცევტული კომპანიები მათთან გარიგებულები არიან და უბიძგებენ, რაც შეიძლება მეტი და ძვირი წამალი გამოუწერონ პაციენტს და ეს ექიმებმა იციან. ცხადია, ეს ჯანდაცვის სამინისტროში  იციან და ისიც, რომ გაბერილი ქვითარი ნაწილბრივ მათი, ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასახდელია. უკვე მოიძებნა გამოსავალი. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5353326

---

 

11.06.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: სხვა შუადღე

მედიკამენტების ფასი(03:20 წუთიდან). თინა ტურძელაძე მედიკამენტების ფასებსა და საჭიროებაზე საუბრობს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5352942

---

 

 

ინტერნეტი

12.06.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/iunisefi-saqartveloshi-bavshvebis-22-saarsebo-minimumis-7-ki-ukiduresi-sigharibis-zghvars-qvemot-ckhovrobs/

იუნისეფი - საქართველოში ბავშვების 22% საარსებო მინიმუმის, 7% კი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამის შესახებ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, ანუ ოჯახში მცხოვრები თითოეული ადამიანის დღიური ხარჯი დაახლოებით 3 ლარია, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება. ამასთან, 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.9, 4.3, და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ოჯახების პანელური გამოკითხვაა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს. კვლევის მეხუთე ეტაპზე შესაბამისი კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით. კვლევის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, შინამეურნეობების 15.8%, მოსახლეობის 17.5%, ბავშვების 22.1% და პენსიონერთა 13.9% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი ერთ ზრდასრულ პირზე). ზრდა ორწლიან პერიოდში, შესაბამისად: 3.9, 4.2, 6.5 და 3.5 %ია.

 

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/37638/akhali-kvleva--saqartveloshi-bavshvebis-68--ukiduresi-sigharibis-zghvars-qvemot-tskhovrobs

გურიანიუსი- http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/unicef-sakartveloshi-bavshvebis-68-da-pensionerebis-37-ukiduresad-gharibia

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/65679/unicef-saqartveloshi-bavshvebis-68-da-pensionerebis-37-ukiduresad-garibia

---

 

12.06.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/iunisefi-mosakhleobis-11-ma-sayoveltao-jandacvis-arsebobis-shesakheb-ar-icis/

იუნისეფი - მოსახლეობის 11%-მა საყოველთაო ჯანდაცვის არსებობის შესახებ არ იცის

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსახლეობის 82%-ია ჩართული. ამის შესახებ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 11%-მა არ იცის ჯანდაცვის პროგრამის არსებობის შესახებ და ფიქრობს, რომ არც ერთ პროგრამაში არ მონაწილეობს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2017 წელს შინამეურნეობების საშუალო წლიურმა ხარჯმა ჯანდაცვაზე ერთ ზრდასრულ პირზე 430.7 ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემზე 84 ლარით მეტია. „რაც შეეხება ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების განაწილებას, შინამეურნეობების ხარჯების ძირითადი წილი (69%) მედიკამენტებზე მოდის. 2015 წელს შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 43.1%-ის მინიმუმ ერთი ოჯახის წევრს დასჭირდა სამედიცინო მომსახურება, რომელზეც ფინანსურად ხელი არ მიუწვდებოდა. ორი წლის შემდეგ, იმ შინამეურნეობების პროცენტული წილი, რომლებსაც ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობაზე დაბრკოლებები ჰქონდათ, საგრძნობლად შემცირდა და 22.3% შეადგინა. ასეთი მნიშვნელოვანი შემცირება, შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანობას მიეწეროს,“ – ნათქვამია იუნისეფის კვლევაში. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ოჯახების პანელური გამოკითხვაა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს. კვლევის მეხუთე ეტაპზე შესაბამისი კითხვარები 4 697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/65684/unicef-saqartveloshi-sakoveltao-dazgvevis-arsebobis-shesakheb-11ma-araperi-itsis

---

 

12.06.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/65667/ra-shegavatebit-sargebloben-orsulebi-da-mshoblebi-romlebsats-shvili-sheedzinat-an-aikvanes

რა შეღავათებით სარგებლობენ ორსულები და მშობლები, რომლებსაც შვილი შეეძინათ, ან აიყვანეს

საქართველო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტო განმარტავს, რა სახის არის დახმარება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო. მოქალაქეს, რომელიც არის ორსულად, შეეძინა შვილი, ან სურს ახალშობილის შვილად აყვანა, აქვთ უფლება მოითხოვონ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში, ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება, პირს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახმა იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, მათ ეძლევათ შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თანხის მისაღებად დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფელის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. საჭირო საბუთებია: პირადობის მოწმობის ასლი; საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად;  დაფინანსების განაცხადი 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით, აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით; საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების თანხა 1000 ლარია.

---

 

11.06.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/141001/

ექიმების შავი სია – ახალი ბრძანება

„ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა. არის შემთხვევები, როცა პაციენტებს ერთი და იგივე მედიკამენტი აქვთ ხოლმე გამოწერილი სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით,“ – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, ნათია ნოღაიდელი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების მიერ გამოწერილი რეცეპტის შემოწმებას და ზოგიერთ შემთხვევაში მათ „დასჯას“ აპირებს.  პირველი ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტროში ახალი მექანიზმი ამოქმედდება. ექიმი, რომელმაც შეუსაბამოდ ბევრი წამალი გამოგიწერათ, „შავ სიაში“ მოხვდება. პოლიფარმაციის შესახებ ბრძანებისთვის ხელის მოწერას ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო უახლოეს დღეებში აპირებს. ბრძანება პირველი ივლისიდან შევა ძალაში. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, პირველი ივლისიდან ნებისმიერ პაციენტს შეეძლება ექიმთან ვიზიტის შემდეგ ე.წ. დანიშნულების გადამოწმება სამინისტროში შექმნილ ჯგუფთან. „პაციენტი თუკი ელექტრონული რეცეპტით სარგებლობს, მას თავად შეუძლია მონიშნოს პოლიფარმაციის სამუშაო ჯგუფი. თუკი რეცეპტი მატერიალური ფორმით აქვს, შეუძლია შესაბამისი მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს, სადაც რეცეპტის ელექტრონულ ვერსიას ბაზაში ატვირთავენ. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ პასუხს პაციენტი სამ დღეში მიიღებს,“ – გვითხრა ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა, ნათია ნოღაიდელმა. რა უნდა გააკეთოს პაციენტმა სამ დღეში, ვიდრე სამუშაო ჯგუფისგან პასუხს მიიღებს? – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, პაციენტმა დანიშნული მედიკამენტების მიღება უნდა დაიწყოს. თუკი დადგინდება, რომ დანიშნულება გადამოწმებას საჭიროებს, ის ხელახლა მივა ექიმთან. ექიმმა უნდა დაასაბუთოს, რატომ არ სჭირდება შეცვლა მის მიერ ხელმოწერილ დანიშნულებას. თუ ექიმის „დასაბუთება“ პაციენტს დამაჯერებლად არ მოეჩვენება, მას შეუძლია ხელახლა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. ამ შემთხვევაში პოლიფარმაციის ჯგუფი დარგობრივ ექსპერტებს მოიწვევს, ასევე პროფესიული ასოციაციების ხელმძღვანელ პირებს. კომისიის წევრებს ჯანდაცვის მინისტრი შეარჩევს. „ექიმმა უკვე ამ ჯგუფს უნდა წარმოუდგინოს საფუძვლიანი არგუმენტაცია, რატომ არ შეუცვალა ექიმს დანიშნულება. პირველ ეტაპზე მხოლოდ ფარმაკოლოგები არკვევენ, სწორად არის მედიკამენტები დანიშნული თუ არა კონკრეტული დაავადებიდან გამომდინარე. ხომ არ არის ეს მედიკამენტები ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის, ან ხომ არ არის მედიკამენტებს შორის შეუთავსებლობა, ან ხომ არ არის დანიშნული ორზე მეტი ანტიბიოტიკი?“ – განმარტავს ნათია ნოღაიდელი. რა ხდება შემდეგ, თუკი ექიმი არც ამ ჯგუფის დასკვნასაც არ გაითვალისწინებს? – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ექიმის სახელს და გვარს სამინისტროს ელექტრონულ გვერდზე არსებულ რეესტრში ჩაწერენ. ნათია ნოღაიდელი: „ეს არის ე.წ. სანქცია ამ ექიმის მიმართ, რომელიც არ მოიქცა სწორად. სამინისტროს გვერდზე ყველას შეუძლია ნახოს ამ ექიმების ჩამონათვალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაციაა ექიმებისთვის, რომ არ მოხვდნენ ე.წ. შავ სიაში. თუ რამდენჯერმე იქნება კორექტირების საჭიროება ამ სიაში ერთი და იგივე ექიმის გვარი ხშირად მოხვდება, ან იქნება, ასე ვთქვათ, ფატალური დანიშნულება, ამ შემთხვევას პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს.“ რის გამო გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მექანიზმის ამოქმედება – ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი გვიყვება, რომ პოლიფარმაცია, ანუ ჭარბი მედიკამენტების გამოყენება არის პრობლემა, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მისივე თქმით, სტაციონარში ადამიანების მოთავსების მნიშვნელოვანი წილი სწორედ პოლიფარმაციაზე მოდის. „ყოველი 20 რეცეპტიდან ერთი შეიცავს შეცდომას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებული იყოს პაციენტი. ჩვენ გვაქვს პაციენტებისგან აქტიურობის მოლოდინი,“ – გვითხრა ნათია ნოღაიდელმა.

---

 

11.06.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/dasaqmebis-meotxe-forumi-saburtaloze

დასაქმების მეოთხე ფორუმი საბურთალოზე

ერთობლივი ფორუმების ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა, ჩუღურეთის, გლდანის და ისნის რაიონების შემდეგ ფორუმს საბურთალოს რაიონმა უმასპინძლა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრების ვახტანგ შაქარიშვილის და დავით უთმელიძის ინიციატივით და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით მეოთხე დასაქმების ფორუმი გაიმართა. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე დამსწრეებს ქვეყნის მასშტაბით განხორცილებეულ პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების შესახებ სამუშაოს მაძიებლებს ინფორმაცია სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი ბეზარაშვილმა მიაწოდა. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet-ში დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა და აცნობა დაგეგმილი ფორუმის შესახებ. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, სამუშაოს მაძიებლებმა მიიღეს ინფორმაცია ვაკანსიებზე და დამსაქმებელს უშუალოდ გაესაუბრნენ. საბურთალოს დასაქმების ფორუმზე 23-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით წარსდგა. დამსაქმებლებმა წარმოადგინეს აქტიური ვაკენსიები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის და სფეროებიდან. ანალოგიური ფორუმები უკვე თბილისის სხვადასხვა რაიონებში: 15 ივნისს სამგორის, ვაკის - 20 ივნისს და ნაძალადევის - 22 ივნისს დაიგეგმა.

პია.ჯი- https://pia.ge/post/208449-saburtalos-dasaqmebis-forumze-2000-ze-meti-vakansia-iyo-wardgenili

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/498037-saburthalos-raionshi-dasaqmebis-forumi-chatarda.html?ar=A

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/193615-saburthalos-raionshi-dasaqmebis-forumi-gaimartha.html?lang=ka-GE

გურიანიუსი- http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/tbilisis-61-e-sajaro-skolashi-dasakmebis-porumi-gaimarta

---

 

11.06.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/patsients-eqimis-mier-gatsemuli-danishnulebis-miznobriobis-gakontrolebis-sashualebas-eqneba/45238

პაციენტს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობის გაკონტროლების საშუალებას ექნება

1 ივლისიდან პაციენტს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობის გაკონტროლების საშუალებას ექნება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უწყებამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე გააკეთა აქცენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პლატფორმის მეშვეობით, პაციენტი სამუშაო ჯგუფთან ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ კი, პასუხს სამი დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუხდება. ,,არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში, პაციენტი დანიშნულებას განმეორებით ატვირთავს, ხოლო კომისია უკვე მკურნალი ექიმისგან გამოითხოვს ინფორმაციას, რატომ არ დაკორექტირდა დანიშნულება. არასათანადოდ არგუმენტირების შემთხვევაში კი, ექიმი კომისიის წინაშე წარსდგება. ახალი ინსტრუმენტი პაციენტს მისი კლინიკური მდგომარეობისთვის მიზნობრივზე მეტი პრეპარატის მიღებისგან დაიცავს“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

---

 

11.06.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/37630/partiuli-kutvnilebis-gamo-ingoroyvas-klinikashi-travmatologma-dakhmarebaze-uari-mitkhra--enms-tsevri

„პარტიული კუთვნილების გამო ინგოროყვას კლინიკაში ტრავმატოლოგმა დახმარებაზე უარი მითხრა" - ენმ-ს წევრი ნინო კვიტაიშვილი

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი Facebook-ში წერს, რომ დღეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაშავდა. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში კი მას ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა დახმარება არ აღმოუჩინა, რადგან ის  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.  „სრულად ვადასტურებ აღნიშნულს და ვარ შეურაცხყოფილი 1. შვილმკვდარ მამებს დღეს სულში ჩააფურთხეს! 2. ძალადობა, რომელიც ჩემს მიმართ განხორციელდა შსს-ს მხრიდან! 3. "ექიმი" მამაგეიშვილი პასუხად ჩემს ნაციონალური მოძრაობის წევრობაზე მპასუხობს, რომ " მეტის ღირსი ვარ"! პ.ს. გამოვეწერე კლინიკიდან, მაგრამ იმაშიც არ ვარ დარწმუნებული რომ ფორმა 100 შეივსება კოდის "ძალადობა" დაცვით, რომლითაც გადამიყვანა სასწრაფომ. მიუხედავად ამ კოდისა, პატრული გამოსაკითხად არ მოსულა!" - წერს ნინო კვიტაიშვილი. ინგოროყვას კლინიკა ეხმიანება ნინო კვიტაიშვილის განცხადებას. მათი თქმით, ექიმთან შექმნილი ვითარება განიხილება ბიოეთიკის საბჭოზე. როგორც კლინიკიდან „ლიბერალს“ განუცხადეს, ბიოეთიკის სხდომა ხვალ 12:00 საათზე გაიმართება.  კლინიკა ბოდიშს უხდის კვიტაიშვილს შექმნილი ვითარების გამო.

---

 

11.06.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/37631/ingroyvas-klinika-natsionaluri-modzraobis-tsevrs-nino-kvitaishvils-bodishs-ukhdis

ინგროყვას კლინიკა „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნინო კვიტაიშვილს ბოდიშს უხდის

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნინო კვიტაიშვილის  მიერ Facebook-ში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება.  მათი თქმით, პაციენტს, ნინო კვიტაიშვილს ჩაუტარდა ყველა საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევა, ხოლო ექიმთან შექმნილი ვითარება განიხილება ბიოეთიკის საბჭოზე. როგორც კლინიკიდან „ლიბერალს“ განუცხადეს, ბიოეთიკის სხდომა ხვალ 12:00 საათზე გაიმართება.  კლინიკა ბოდიშს უხდის კვიტაიშვილს შექმნილი ვითარების გამო.  „პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევა და გაეწია შესაბამისი სამედიცინო მოსახურება. პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ექიმთან შექმნილი ვითარების შესახებ განიხილება კლინიკის ბიოეთიკის საბჭოზე და დაუყოვნებლივ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები. კლინიკის ადმინისტრაცია ბოდიშს იხდის შექმნილი უხერხულობის გამო და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ პაციენტს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი“.  პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი Facebook-ში წერს, რომ დღეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაშავდა. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში კი მას ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა დახმარება არ აღმოუჩინა, რადგან ის  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

---

 

11.06.2018

მედიასაშუალება: http://bpi.ge/akaki-zoidze-vercerti-veragi-narkotiki-sheedreba-tambaqos-mis-mier-miyenebuli-ziani-gacilebit-metia/

აკაკი ზოიძე: ვერცერთი ვერაგი ნარკოტიკი შეედრება თამბაქოს, მის მიერ მიყენებული ზიანი გაცილებით მეტია

თბილისი (BPI) – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე თამბაქოს მავნებლობაზე საუბრობს. კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ თამბაქოსგანმყენებული ზიანი ძალიან დიდია. „ვერცერთი ვერაგი ნარკოტიკი ვერ შეედრება თამბაქოს, რადგან მის მიერ მიყენებული ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება. მხოლოდ ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება, ნათლად მიუთითებს თამბაქოს მოხმარების შედეგებზე“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით გამოწვეული 3 სიკვდილის შემთხვევიდან ერთი თამბაქოს მომხმარებელთან ასოცირდება. მისივე განცხადებით, თამბაქოს მოხმარება კიბოს განვითარების მეტ რისკებს და ტუბერკულოზით გამოწვეულ სიკვდილიანობასაც უკავშირდება. მაია ლაგვილავამთამბაქოს კონტროლის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობაზე განაცხადა, რომ კანონით ქვეყანამ შეძლო ის, რასაც ბევრი წამყვანი სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს.

---

 

11.06.2018

მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/daukhuravi-sakhli-da-dasamarkhi-kmari-dakhmarebebi-sherchevit

დაუხურავი სახლი და დასამარხი ქმარი _ დახმარებები შერჩევით

ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნათელა მამალაძე-ჯაშის გასაჭირზე ვიდრე ვრცლად ვისაუბრებდეთ, დასაწყისშივე ვიტყვით, რომ იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არაერთხელ მისულა დახმარებისთვის. გასულ კვირაში, ის კიდევ ერთხელ ეწვია მერიას და ჩვეულებისამებრ, ითხოვა სახლის დახურვაში დახმარება. შინ დაბრუნებულს კი, მეუღლე, რომელიც 11 წლის განმავლობაში გულით ავადმყოფობდა, გარდაცვლილი დახვდა. როგორც თავად ამბობს, მეორე დღეს ისევ მივიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში და დახმარება ამჯერად სარიტუალო მომსახურებისთვის ითხოვა, თუმცა, უთხრეს, რომ 100 ლარითაც არ შეეძლოთ დახმარება, თანხის უქონლობის გამო. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, მართალია, ნათელა ჯაშს ას ლარზეც უარი უთხრეს, თუმცა, მაისში, ექადიის უბანში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს სარიტუალო მომსახურებისთვის 500 ლარით დაეხმარნენ. ასევე, ცოტა ხნით უფრო ადრე, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახსაც, გარდაცვლილის სარიტუალო ხარჯებისთვის 500 ლარი ჩაურიცხეს. _ მითხრეს, ფული ახლა საერთოდ არ არის და ვერ დაგეხმარებითო. ხოლო, სახლს, როგორც კი საშუალება გაჩნდება, გადაგიხურავთო. ასე წამოვედი. არაერთხელ ვიყავი მისული _ სახლის დახურვას დიდი ხანია ვითხოვ. წინა ხელისუფლების დროსაც ვითხოვდი. ჯერჯერობით, დაპირების ამარა ვარ. ახლა მეუღლეც გარდამეცვალა. 11 წელია, გულით ავადმყოფს ვუვლი. რა ვქნა, ცოტათი რომ დამხმარებოდნენ, როგორ არ მოხერხდა?! ახლაც მპირდებიან და მაინც ვიმედოვნებ, რომ დამეხმარებიან, _ ამბობს ნათელა ჯაში. "გურია ნიუსი" იმ დროს მივიდა ჯაშების ოჯახში, როდესაც გარდაცვლილი გურამ ჯაში ჯერ კიდევ არ იყო დაკრძალული. _ კიდევ კარგი, მზიანი ამინდია, არ წვიმს. მადროვა ამინდმა ჩემი უმძიმესი გასაჭირის დროს, თორემ ნახეთ, რას ჰგავს ოთახების ჭერი _ სულ წვიმა ჩამოდის, ისეთი ძველი და დამტვრეული შიფერი ახურავს სახლს, _ გვითხრა ქალბატონმა ნათელამ. სახლის სახურავის მდგომარეობა კი მართლაც სავალალოა. განსაკუთრებით სახლის უკანა ნახევრის სახურავი. აქ ძველ შიფერზე ბევრგან არის დადებული აგური, ზოგან _ ქვა, რაც ქარისგან თუ იცავს, წვიმისგან კი, როგორც მასპინძელმა გვითხრა, მრავალი წელია, თავმობეზრებული არიან _ ჭერში ბევრგან უდგას ჯამი, რომ წვიმის წყალი როგორმე შეაკავონ. ნათელა ჯაშს ორი შვილი ჰყავს. როგორც თავად ამბობს, ისინი თბილისში მუშაობენ და ქირით ცხოვრობენ. _ ეკონომიკურად ძლიერად რომ იყვნენ შვილები, დამეხმარებოდნენ და სულ არ მივაკითხავდი ხელისუფლებას, მაგრამ რა ვქნა? მე დიდხანს ვმუშაობდი ბაზარში. მერე ჯანმრთელობამ მიმტყუნა. როგორც გითხარით, 11 წელია, გულით ავადმყოფ მეუღლეს ვუვლი. ბოლოს, მაინც ძალიან ცუდად იყო და კი დამხვდა შინ მკვდარი. რა ვიღონო, არ ვიცი. ძალიან ძნელია, როცა თავზე გაწვიმს, კიდევ უფრო ძნელი ეკონომიკური გასაჭირია, როცა ვერ აკეთებ, მთავრობას ეხვეწები და იქ კიდევ უსასრულოდ გპირდებიან რაღაცას. მითხრეს, რომ აუცილებლად სტიქიამ უნდა დაგაზარალოსო. ეს აგურები რომ არ დამეწყო სახურავზე, კი გადმოყრიდა ქარი ამ შიფერს და ვიქნებოდი სტიქიით დაზარალებული. მეტი რა უნდა დავზარალდე, წვიმის დროს, ლამის, ქოლგით ვზივარ სახლში. ახლაც დამპირდნენ, გაგიკეთებთო, მაგრამ რა ვიცი?! ასი ლარი არ აქვთ, ჯერჯერობით _ ასე მითხრეს და მერე ვნახოთ, რა იქნება. თუ მთლად დაპირების იმედად არ დამტოვეს. ამბობენ, ბევრია მიწასთან გასწორებული სახლი და რა ვქნათო. მეც ბევრი მიწასთან გასწორებული სახლი და ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში მყოფიც მინახავს, მაგრამ გადაუხურეს. იქნებ, რაიმე საშველი ჩემთვისაც გამოინახოს?! _ ამბობს ნათელა ჯაში. ნათელა ჯაშის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკა მგელაძემ ასეთი განმარტება მოგვაწოდა: "ქალაქ ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ნათელა ჯაშის განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საცხოვრებელი სახლის გადახურვასთან დაკავშირებით, შემოვიდა 2018 წლის 19 თებერვალს. ფულადი დახმარების მოთხოვნით მას არ მოუმართავს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური განვითარების სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია და შესაძლებლობის გაჩენისთანავე მოხდება მისთვის დახმარების გაწევა". აღნიშნულ პასუხში მიანიშნებენ, რომ ქალბატონ ნათელა ჯაშის მათთვის ფულადი დახმარება არ უთხოვია. ალბათ, წერილობით მოთხოვნას გულისხმობენ, რისი დაწერის დროც, როგორც ქალბატონი ნათელა ამბობს, მართლა არ იყო _ მან განმარტა, როცა მერიიდან დაბრუნებულს მეუღლე გარდაცვლილი დახვდა, მეორე დღესვე დახმარება ითხოვა უკვე სარიტუალო მომსახურებისთვის, თუმცა, უშედეგოდ. _ მანამდე ნამდვილად სახლის დახურვას ვიხვეწებოდი და ამიტომ დავდიოდი. სულ ვჩქარობდი უკან დაბრუნებას, თუმცა, მაინც გარდაცვლილი დამხვდა მეუღლე, რის შემდეგაც უკვე დაკრძალვისთვის საჭირო ფულადი დახმარება ვითხოვე, თუმცა, უარი მივიღე. განცხადება ნამდვილად არ დამიწერია, მიღება იყო და ვითხოვე. იქ ბევრს შევეცოდე და ცდილობდნენ, ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო საქმე, თუმცა, ფული არ არისო და... ცოცხალ ადამიანს ყველაფერი სჭირდება და იქნებ, აწი მაინც დამეხმარნონ. არავის შეწუხება არ მინდა, მაგრამ არაა სხვა გზა?! მაქვს ეს დაუხურავი სახლი და მყავს დასამარხი ქმარი, რისთვისაც ასი ლარი არ გამოინახა. სახლის სანახავად კი იყვნენ ადრე, დაათვალიერეს, ჩაიწერეს და დახმარებაც აღმითქვეს, რასაც დღემდე ველოდები, _ ამბობს გასაჭირში მყოფი ქალბატონი.

---

 

11.06.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/tyvia-ara-haershi-aramed-witel-yvitel-da-lurdj-satamashoebshia

ტყვია არა ჰაერში, არამედ წითელ, ყვითელ და ლურჯ სათამაშოებშია - მშობლებო, გადაამოწმეთ ბავშვების სათამაშოები!

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მშობელმა გაავრცელა პოსტი, სადაც წერს, რომ 1 წლის და 9 თვის შვილს რამდენიმე თვის წინ მასიური თმის ცვენა დაეწყო. ანალიზებმა სერიოზული არაფერი აჩვენებს, თუმცა ბავშვის თმის შემადგენლობაში დიდი რაოდენობის ტყვიის შემცველობა აღმოჩნდა. მისი თქმით, ბავშვები, სიმაღლიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან, რადგან ტყვია ქუჩაში სწორედ ნახევარი მეტრის სიმაღლეზე გროვდება. ამიტომ ქუჩაში ბავშვით სეირნობა მსგავს კატასტროფულ შედეგებს იწვევს. კომერსანტი დაინტერესდა ამ საკითხით და ექსპერტებთან საუბრიდან გამომდინარე, გაარკვია, რომ საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს თბილისის ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ტყვიაა, რომელიც ამგვარ დაავადებას გამოიწვევს, არასწორია. სპეციალსტები ადასტურებენ ფაქტს, რომ ტყვია ბავშვებში შესაძლოა მართლაც იყოს და ამის ძალიან დიდი შანსია, თუმცა მიზეზი არა ჰაერში, არამედ სათამაშოებშია. „ჰაერში შეიძლება მცირე რაოდენობის ტყვიის დანალექი იყოს, მაგრამ დღეს უკვე ჩვენს საწვავში ტეტრა 1, ანუ ტყვია არ ფიქსირდება. ის, რაც მშობლებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ ეს სათამაშოებია, რომელსაც ბავშვები პირში იდებენ. მითუმეტეს საუბარია 2 წლის ბავშვზე. საქმე იმაშია, რომ ამ სათამაშოების უმეტესობა ჩინური ნაწარმია, რომელიც არ კონტროლდება. განსაკუთრებით საგანგაშოა წითელი, ყვითელი და ლურჯი ფერის საღებავებით შეღებილი სათამაშო. ასევე პრობლემურია თავად პლასტმასი, რომელიც უფრო ხშირად მეორადი ნაწარმისაა. მოვუწოდებ ყველა მშობელს - შეამოწმონ სათამაშოები!“,- განმატავს „მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე. ჩხობაძის მოსაზრებას ეთანხმება მწვანეთა პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძეც. მისი თქმით, ტყვიის შემცველი ბენზინი ანუ ეთილირებული ბენზინი საქართველოში საერთოდ აკრძალულია. შესაბამისად, ჰაერში აღნიშნული პრობლემა იმდენად ნაკლებია, რომ ბავშვის ორგანიზმზე არ აისახებოდა. გიორგი გაჩეჩილაძე: „ეს რომ სიმართლე იყოს, მაშინ ბევრად მასიური შემთხვევა იქნებოდა და არა ასეთი გამონაკლისი. სხვა თემაა 2 წლის ბავშვის თმის შემადგელობაში ტყვიის აღმოჩენის საკითხი. ჩემი რჩევა იქნება სათამაშოები, რომელსაც პატარები პირში იდებენ, მშობლებმა ანალიზზე ჩააბარონ. ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ტყვია სწორედ ამ სათამაშოებში აღმოჩნდეს. რაც შეეხება ზოგადად გამონაბოლქვის პრობლემას, ტყვია არა, მაგრამ მოგეხსენებათ თბილისის ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მტვერი, აზოტის დიოქსიდები და სხვა ნივთიერებებია. ესეც არანაკლები პრობლემაა, რა თქა უნდა, რაც უამრავ სირთულეს გვიქმნის ჯანრთელობის კუთხით. მათ შორის ალერგიული დაავადებების ასეთი გახშირებაც“.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

12.06.2018

მედიასაშუალება:  ქრონიკა+

ვინც ირჯება, პურსაც ის ჭამსო?!

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის შედეგად გასული წლის საშუალო ხელფასების მაჩვენებელი გამაოვლინა. სტატისტიკის მიხედვით, კონტრაქტის დასაქმებულთა ხელფასები ყველაზე მაღალი სამშენებლო და საფინანსო სექტორებშია, ყველაზე დაბალი კი - განათლების სექტორში. სტატისტიკის მიხედვით გამოვლინდა სხვადასხვა სექტორის ჩამონათვალი, სადაც ყველაზე დაბალია მომუშავე ადამიანების ანაზღაურება, ასევე გამოიკვეთა ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მომგებიანი სფეროები. ჩამონათვალი ასე გამოიყურება: განათლება - 565 ლარი თვეში; სოფლის მეურნეობა - 742 ლარი თვეში; კომუნალური და სოციალური მომსახურების გაწევა - 838 ლარი თვეში; ვაჭრობა - 935 ლარი თვეში; ჯანდაცვა - 958 ლარი თვეში; ენერგეტიკა - 1224 ლარი თვეში; სახელმწიფო მმართველობა - 1296; ტრანსპორტი და კავშირგაბმმულობა - 1329 ლარი თვეში; საფინანსო საქმიანობა - 1861 ლარი თვეში; მშენებლობა 1999 ლარი თვეში. როგორც ჩანს, განათლების სფეროში თვიური საშუალო ხელფასი ყველაზე დაბალია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში განათლება ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სექტორი იყო. პარლამენტში წარდგენილი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მასწავლებლების საბაზო ხელფასის ზრდა არ იგეგმება. "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონით სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საბაზისო თანამდებობრივი სარგო - 1000 ლარი, გამრავლდება კანონით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და ეს იქნება საჯარო მოხელის ერთი თვის თანამდებობრივი სარგო, ანუ ერთი თვის ხელფასი. მინისტრისა და ექსპერტების შეფასებით, ქართული ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ სუსტ წერტილად დასახელდა პირველადი ჯანდაცვის სექტორში სოფლის ექიმის პროგრამა, რომელიც ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა. ამავდროულად, უკვე წლებია, იმასთან დაკავშირებით საუბრობენ, რომ გაიზრდება ამ პროგრამაში ჩართული მედპერსონალის ანაზღაურება, როელიც საკმაოდ დაბალია და დაახლოებით ხუთას ლარს შეადგენს. დავით სერგეენკოს მიერ 2017 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან როგორც მინისტრმა 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ ერთ წელიწდში მიიღო 75 000 ლარი ხელფასის სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი, საშუალოდ 6200 ლარზე მეტია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5354507&name=12.06.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

12.06.2018

მედიასაშუალება:  ქრონიკა+

დემოგრაფიულ შემთხვევათა სტატისტიკური აღრიცხვის პრობლემები საქართველოში

სათანადო ანალიზის საფუძველზე დავადგინეთ, რომ როგორც 1970, ისე 1979,1989,2002 და 2014 წლების მოსახლეობის აღწერების დროს აღრიცხული მოსახლეობის რაოდენობა არ შეესაბამება აღწერათაშორის პერიოდებში ბუნებრივი მატებისა და გარე მიგრაციის არსებული მონაცემების ჯამიდან გამომდინარე მოსახლეობის რაოდენობას (წულაძე, სულაბერიძე, მაღლაფერიძე, მამარდაშვილი, 2008:114-131). საქსტატისა და ჩვენ მიერ გაანგარიშებული მოსახლეობის რაოდენობას შორის არსებული სხვაობა ძირითადად გამოწვეულია ბუნებრივი მოძრაობისა და მიგრაციის არაზუსტი აღრიცხვის შედეგად. გაეროს ექსპერტების შეფასებით, 1960-1965 წლებში საქართველოში, საშუალოდ, წელიწადში აღურიცხავი რჩებოდა 20 ათასამდე გარდაცვლილი, ხოლო არასრული აღრიცხვის წილი 40%-ს შეადგენდა. გაეროს ექსპერტთა შეფასებით გარდაცვლილთა არასრული აღრიცხვა საქართველოში უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვენი შეფასებით. 1960-1990-იან წლებში საქართველოში გარდაცვლილთა არასრულმა რეგისტრაციამ, საერთო ჯამში, შეადგინა: გაეროს ექსპერტთა შეფასებით - 215 ათასი, ხოლო ჩვენი შეფასებით - 165 ათასი. 2007-2009 წლებში საქსტატის ოფიციალური და ჩვენი შეფასებით დაბადებულთა რაოდენობა ერთმანეთის მსგავსია, რაც ამ წლებში გამოსწორებულ აღრიცხვაზე მეტყველებს. ამ წლებისგან განსხვავებით წინა და მომდევნო წლების სხვაობა კი მიანიშნებს დაბადებულთა არასრულ აღრიცხვაზე. ცოცხლად დაბადებულთა აღრიცხვისგან განსხვავებით 2000-2014 წლებში უფრო მეტად დარღვეულია გარდაცვლილთა აღრიცვა, განსაკუთრებით 2004-2010 წლებში. მოსახლეობის ბოლო ორ აღწერათაშორის პერიოდში (2002-2014 წწ.) საქსტატისა და ჩვენი შეფასებით მაჩვენებლებს შორის სხვაობიდან გამომდინარე, დაბადებულთა არაზუსტი აღრიცხვის დონე ცალკეულ წლებში დაბალი იყო (2010 წლის გარდა), ხოლო გარდაცვლილთა შემთხვევაში (2012-2013 წლების გარდა) - მაღალი. მათთან შედარებით ჩვილთა მოკვდაობის არაზუსტი აღრიცხვის საკმაოდ მაღალი დონე შესამჩნევად ზრდის დაბადებისას მოსახლეობის მოსალოდნელ სიცოცხლის მაჩვენებლებს, რომელიც, შეფასებითი მაჩვენებლებით, საქსტატისგან განსხვავებით, დაბალია. მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის აღრიცხვისგან განსხვავებით ფანტასტიკურად მაღალია გარე მიგრაცია. არაზუსტი აღრიცხვის დონე 2005 წელს 14-ჯერ, 2009 წ. 16-ჯერ, ხოლო 2010 და 2011 წლებში 18-ჯერ აღემატებოდა რეალურ დონეს. საინტერესოა მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებლები დაბადებისას. თუ ეს მაჩვენებელი საქსტატის მონაცემით ორივე სქესისთვის 2013 წელს შეადგენდა 75,2 წელს, 2014 წლის გადაანგარიშებით იგი შეადგენს 72,9 წელს, ანუ 2,3 წლით ნაკლებს. ამასთან, ერთ წელიწადში მამაკაცებისთვის იგი შემცირდა 2,1 წლით და შეადგინა 68, 7 წელი, ხოლო ქალებისთვის - 2,2 წლით და შეადგენს 77,2 წელს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5354545&name=12.06.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

12.06.2018

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

"პოლიციის მიერ ნაცემ ნინო კვიტაიშვილს ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრა"

გუშინ საღამოს ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: `ნინო კვიტაიშვილი ჩემი პირადი ახლო მეგობარია. ჰოდა, პირადად გავუმწარებ სიცოცხლეს ტრავმატოლოგ მამაგეიშვილს, რომელმაც მისი პარტიული კუთვნილების გამო, უარი თქვა პოლიციის მიერ ნაცემი ნინოსთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა გირჩევთ, თქვენით მიიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება და ეგ ჰიპოკრატეს ფიცის დამრღვევი ნაბიჭვარი დროზე მოაშოროთ მაქედან. არა და _ თქვენ თავს დააბრალეთ!~ ამაზე ინგოროყვას კლინიკამ ნიკა გვარამიას ასე უპასუხა:`ბატონო ნიკა, პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევა და გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ექიმთან შექმნილი ვითარების შესახებ განიხილება კლინიკის ბიოეთიკის საბჭოზე და დაუყოვნებლივ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები. კლინიკის ადმინისტრაცია ბოდიშს იხდის შექმნილი უხერხულობის გამო და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ პაციენტს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი.~ კლინიკის პასუხს გვარამიას ახალი პოსტი მოჰყვა: `შესაბამისი ზომებია გათავისუფლება ჰიპოკრატეს ფიცის გატეხვისთვის. უფრო ფუნდამენტურ გადაცდომას ექიმი ვერ ჩაიდენს.~ მოგვიანებით ფეისბუქში პოსტი თავად ნინო კვიტაიშვილმაც გამოაქვეყნა: `სრულად ვადასტურებ აღნიშნულს და ვარ შეურაცხყოფილი.? 1. შვილმკვდარ მამებს დღეს სულში ჩააფურთხეს! 2. ძალადობა, რომელიც ჩემს მიმართ განხორციელდა შსს-ს მხრიდან! 3. `ექიმი~ მამაგეიშვილი პასუხად ჩემს ნაციონალური მოძრაობის წევრობაზე მპასუხობს, რომ `მეტის ღირსი ვარ~! პ.ს. გამოვეწერე კლინიკიდან, მაგრამ იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ფორმა 100 შეივსება კოდის `ძალადობა~ დაცვით, რომლითაც გადამიყვანა სასწრაფომ. მიუხედავად ამ კოდისა, პატრული გამოსაკითხად არ მოსულა!~

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5354506&name=12.06.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

12.06.2018

მედიასაშუალება:      ჯორჯია თუდეი

ჩეხური კომპანიები სამედიცინო ტექნიკას წარმოადგენენ

18-21 ივნისს საქართველოში 6 ჩეხური კომპანიის წარმომადგენელი ჩამოდის. ისინი სამედიცინო ტექნიკას აწარმოებენ და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციებს გამართავენ. პრეზენტაციები გაიმართება თბილისსა და ბათუმში. ჩეხეთის საელჩო ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ამ ღონისძიებებზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5354709&name=12.06.2018+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---