From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-12.07.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; Nino Shubladze; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com
Received On : 12.07.2017 08:24
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 12.07.2017

ტელევიზია 

11.07.2017

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

აჭარაში სტრატეგიული სამმხრივი პარტნიორობის კომისია ამოქმედდება. მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. სამუშაო შეხვდერა დღეს ,,შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა საქართელოში'' - ამ თემაზე გაიმართა. 18 წევრიანი კომისია ამ ეტაპზე მთავრობის, პროფკვაშვირისა და დამსაქმებლებისგან დაკომპლექტდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4570573

---

 

11.07.2017

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიან 2030 წლამდე განვითარების ხედვაზე მსჯელობს. შეხვედრაში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით იმართება, მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4570055

---

 

ინტერნეტი

11.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/442571-2030-tslamde-janmrthelobis-dacvis-sferos-ganvitharebis-khedvaze-parlamentis-jandacvis-komiteti-msjelobs.html?ar=A

2030 წლამდე ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარების ხედვაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მსჯელობს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიან, 2030 წლამდე განვითარების ხედვაზე მსჯელობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, გრძელვადიანი განვითარების ხედვის საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ოთხწლიან სამოქმედო გეგმას და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს შეიმუშავებს. ამ მიზნით შემაჯამებელ შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესთან და მის მოადგილეებთან დიმიტრი ხუნდაძესთან და ლევან კობერიძესთან ერთად, დეპუტატები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტებ, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. „ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვაში მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო ადამიანურ რესურსებზე, სამკურნალწამლო საშუალებებზე, ვაქცინებსა და ტექნოლოგიებზე, ასევე, ჯანდაცვის დაფინანსების სისტემაზე, მმართველობასა და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებზეა საუბარი. გაწერილია შესაბამისი ღონისძიებები და სამომავლო ნაბიჯები. ხედვაში ასახული ამოცანები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარ მიზანს ემსახურება: „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლების რეალიზაციისთვის აქვს ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვით მომსახურებაზე და პროდუქტებზე ფინანსური ძნელბედობის გარეშე, ეფექტიანი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მეშვეობით“, - აცხადებენ პარლამენტში. მათივე ინფორმაციით, შემაჯამებელ შეხვედრას წინ რვა სამუშაო შეხვედრა უძღოდა. რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების უწყვეტი გაუმჯობესებისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ. „აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან შეთანხმდება და შეჯერდება დარგის განვითარების ისეთი ხედვა, რომელიც საშუალებას მისცემს კომიტეტს, მოამზადოს კონკრეტულ მიზნებზე ორიენტირებული საკანონმდებლო სამუშაო გეგმა, რომლის მიზანია უნივერსალური ჯანდაცვა“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.

ინფო9- http://www.info9.ge/politika/174196-janmrthelobis-dacvisa-da-socialur-sakithkhtha-komiteti-janmrthelobis-dacvis-sferos-grdzelvadiani-ganvitharebis-khedvaze-msjelobs.html?lang=ka-GE

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/30382/komiteti-2030-tslamde-janmrtelobis-datsvis-sferos-grdzelvadiani-ganvitarebis-khedvaze-msjelobs

---

 

11.07.2017

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/sammkhrivi-sotsialuri-partniorobis-komisiis-samushao-shekhvedra-gaimarta/29314

აჭარაში სტრატეგიული სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია ამოქმედდა

დღეიდან აჭარაში სტრატეგიული სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია ამოქმედდება. კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე სამმხრივი სოციალური დიალოგი ეროვნულ დონეზე ევროპის კონტექსტში. კომისიას ოფიციალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს. მთავრობის თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის აჭარის რეგიონში შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა კომისიის მუშაობის პროცესში მთავრობის ჩართულობზე. ,,მოხარული ვარ, რომ დღეს საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო თემის ირგვლივ - აჭარაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის მიზნით შევიკრიბეთ. სამმხრივი კომისია უკვე არსებობს ეროვნულ დონეზე და მისი შექმნა აჭარაში ხაზს უსვამს ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას, მის შესაძლებლობებსა და მზარდ განვითარებას. საკითხები, რომლებზედაც უნდა იმუშაოს აჭარაში დაარსებულმა სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ, საინტერესოა როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, თუ როგორ გავართმევთ თავს ახალ რეფორმებს, გავაუმჯობესებთ ჩვენი მოქალაქეების შრომით უფლებებს, დავამკვიდრებთ დემოკრატიის თანამედროვე სტანდარტებს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარაში მოქმედი სოციალური პასუხისმგებლობის სამმხრივი კომისია წარმოდგენილია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების შემადგენლობით. კომისია დაარეგულირებს ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დაიცავს მშრომლეთა უფლებებსა და უსაფრთხოებას, განიხილავს შრომით დავებს. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისისა საზოგადოებრივი მოძრაობაა და საქრთველოში 2013 წლიდან მოქმედებს. მისი მიზანი და ამოცანაა სოციალური პარტნიორობის განვითარება, დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობაას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა, ასევე, შრომმით ურთიერთობებში, რიგ სადავო საკითხებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმომადგენელი ელზა ჯგერენაია, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ კორძაია, შრომის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები ლეო სიბელი და ჟოლტ დუდაში, აჭარის მინისტრთა კაბინეტი და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი. ღონისძიების ორგანიზატორია მსოფლიო შრომის ორგანიზაცია (ILO) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. უზრუნველყოფის სამინისტრო.

პირველი.ქომ.ჯი- http://pia.ge/post/135242-awarasi-strategiuli-sammxrivi-socialuri-partniorobis-komisia-amoqmedda

---

 

11.07.2017

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1499603684-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

რეგულირების სააგენტო ბათუმში გარდაცვლილი პაციენთის საქმის შესწავლას, სავარაუდოდ, სამშაბათს დაიწყებს

ბათუმის რეფერალურს საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტის საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში ინფორმაციას ფლობენ. როგორც ,,პრაიმტაიმს" სააგენტოში განუცხადეს, ისინი ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩაერთვნენ პროცესში. ,,გარდაცვლილის ოჯახი სასამართლოში შუამდგომლობას ხვალ შეიტანს და სააგენტო შემთხვევის შესწავლას სავარაუდოდ სამშაბათიდან დავიწყებთ", - განგვიცხადეს სააგენტოში. შეგახსენებთ, რომ 34 წლის ქალმა ჭარბი წონის გამო კუჭის ოპერაცია ერთი თვის წინ გაიკეთა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუარესდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ოჯახის წევრები ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ გუშინ საღამოს რეფერალური საავადმყოფოს ეზოში აქცია გამართეს.

---

 

11.07.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/30378/FADis-mimartva-mtavrobas-chvens-qveyanasats-esachiroeba-autizmis-strategia

FAD-ის მიმართვა მთავრობას: ჩვენს ქვეყანასაც ესაჭიროება აუტიზმის სტრატეგია

ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" მთავრობას აუტიზმის სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს და მიმართვას ავრცელებს. ორგანიზაცია 2015 წლის ივლისში შეიქმნა და აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა  უფლებების დაცვისა და მშობლების გაძლიერების კუთხით. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანას აუტიზმის სტრატეგია სჭირდება. „ვინაიდან გვაქვს სხვადასხვა ტიპის ხარვეზი განათლების, ჯანდაცვისა თუ სოციალური დაცვის სფეროში, რის აღმოფხვრასაც სჭირდება წლები და სწორი და კოორდინირებული მუშაობა. „ - ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაცია თხოვნით მიმართავს, საქართველოს მთავრობამ აიღოს თავის თავზე ფასილიტაციის ფუნქცია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის და აღნიშნული სფეროს სპეციალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვით ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი/ები. „ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამუშაო ჯგუფში ჩართული დაინტერესებული მხარეების შერჩევა და შემდგომში ჯგუფში მუშაობა მოხდეს ჩვენი - მშობლების უშუალო მონაწილეობით. იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის და ვიმედოვნებთ, რომ თქვენი პრაქტიკული ნაბიჯით საფუძველი ჩაეყრება სისტემურ ცვლილებებს აუტიზმის სფეროში.“ - ნათქვამია განცხადებაში...

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________