მედიამონიტორინგი 13.02.2018
ტელევიზია
13.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
კითხვები, რომელიც საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ფენას უჩნდება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმედის დილის სტუმარია, რომელიც მოსახლეობაში არსებულ პრობლემურ და აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036804
---
13.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა TV1
ექიმის მიერ პაციენტისათვის საჭიროზე მეტი წამლის გამოწერის პრობლემა ჩვენთვის ცნობილია და მის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს"- ეს განცხადება ჯადნაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა. ექიმების მატერიალური დაინტერესება და დაბალი კვალიფიკაცია- ეს არის ის ორი ძირითადი მიზეზი, რის გამოც წლებია ექიმთა მხრიდან გაცემული რეცეპტების გრძელი სია არ მოკლდება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5037100
მაესტრო -ახალი ამბები 10:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5037230
იმედი - იმედის დილა- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036940
---
13.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
იანვარში გასულ წელთან შედარებით თითქმის ყველა ჯგუფის მედიკამენტები გაძვირდა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036999
---
13.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
"გახადე შრომა უსაფრთხო" - ამ ლოზუნგით პროფკავშირი რუსთაველის მეტროსთან დღეს აქციას გამართავს. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის გაუმჯობესების მოთხოვნით, ხელმოწერები შეგროვდევა და ხელისუფლებას პეტიციით მიმაართავენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036997
რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036979
---
12.02.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტს ანგარიში ჩააბარა. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მედიკამენტებით უკეთესაც უზრუნველყოფა, პაციენტის მოვლის ხარისხის გაუმჯობესება და ავადმყოფობის ისტორიის ელექტრონული მონაცემების შექმნა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ეს სამინისტროს 2018 წლის პრიორიტეტებია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036650
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036059
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036661
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036487
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036008
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5035630
I არხი - მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5035513
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5035491
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5035360
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5035140
---
12.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა:ახალი ამბები 15:00
"ევროპული საქართველო" მედიკამენტების პროგრამის სავალალო შედეგებზე საუბრობს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ სარგებელს ათიათასობით ადამიანი ელოდება. ჯანდაცვის სამინისტრომ კი პროგრამაში მხოლოდ 13 000 ადამიანი ჩართო. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მედიკამენტების პროგრამა არაეფექტურია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5035631
კავკასია - დღეს 19:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036385
---
12.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
ზურაბ ჭიაბერაშვილი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის 2017 წლის 6 თვის ანალიზის შედეგებს ავრცელებს, მისი ინფორმაციით დაანონსებული 200 000 ბენეფიციარის ნაცვლად სიმბოლური ერთ ლარიანი წამლებით ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით სულ 13 000 მა ბენეფიციარმა ისარგველა. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პროგამის ფარგლებში აფთქიაზებს 19 899 ჯერ მიმართეს ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი 4 მილიონამდე ლარის ნაცვლად მთავრობამ დაპირებული უფასო წალებისთვის სულ მილიონ ნახევარი ლარი აითვისა. თემაზე სასუბროთ გადაცემის აკაკი ზოიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5035522
ტვ პირველი-საქმის კურსი 22:30-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036712
---
12.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე
მედიკამენტებით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი კვლავ მოსალოდნელზე ნაკლებია. ამას ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრიც. დავით სერგეენკომ დღეს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე მიზეზად ბიუროკ რატიული ბარიერები და ასევე არასათანადაო საინფორმაციო კამპანია დაასახელა. ჯამში პროგრამით ამ დრომდე 14 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. მთავრობის ვარაუდით კი პროგრამის რეალური მოსარგებლე საშუალოდ 150-200 ათასი ადამიანი უნდა ყოფილიყო. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, პროგრამა არაეფექტურია და ამას ბენეფიციართა რაოდენობაც მოწმობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5035968
მაესტრო -დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036455
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036003
---
12.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
პაციენტების სამედიცინო ისტორიის ელექტრონიზაცია სავალდებულო ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფურცლებზე გაფანტულ ინფორმაციას პაციენტის გადატანილი დაავადებების შესახებ ელექტრონული ბაზა შეინახავს. ცვლილება დედაქალაქში წლის ბოლოს, მთელი საქართველოს მასშტაბით კი მომავალი წლიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036628
ტვ პირველი -საქმის კურსი 22:30
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036706
---
12.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
ჯანდაცვის მინისტრმა შრომის უსაფრთხოების შესახებ პარლამენტში დღევანდელი გამოსვლისას ისაუბრა. მან გასული წლის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა და ასევე, სამომავლოდ, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ იუსაუბრა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036664
---
12.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
რაც შეეხება შრომის ინსპექციას, როგორც აუდიტის სამსახურის დღეს გასაჯაროებულ დასკვნაში წერია, სახელმწიფო უწყებებს შორის ამ საკითხთან მიმართებაში, უფრო სწორად კი ინსპექციის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, ერთიანი და ჩამოყალიბებული, დასაბუთებული პოზიცია არ არსებობს. არადა ამ ინსტიტუტის ეფექტიანობა რომ აუცილებელია ამას ყოველდრიურად მოწმობს ის მაჩვენებლები, რომელიც გვაქვს სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთან დაზიანების, დაშავების და თუნდაც ტრაგიკულად სიცოცხლის დასრულების შემთხვევები. პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს მეორედ, რვა თვიანი შუალედის შემდეგ უნდა მოუსმინოს. დავით სერგეენკომ შრომის ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობები განმარტა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036663
---
12.02.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ყოფილი პოლიციელი პოლიციელთა შრომით უფლებებზე – გია ხალვაშმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით დღეს განცხადება გაავრცელა. საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ პოლიციელებს არ ეძლევათ უფლება კუთვნილი საშვებულებო დღეები სრულად გამოიყენონ, გარდა ამისა ისინი მორიგეობისას 24 საათიანი რეჟიმით მუშაობენ, რითაც მათი შრომისუნარიანობა ქვეითდება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036662
---
12.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
ჯანდაცვის მინისტრი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება. დავით სერგეენკოს განმარტებით, ამ დრომდე თემაზე კონსულტაციები არ დაწყებულა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5035760
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5035190
---
12.02.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი შუახევში. ცენტრი 0-დან 18 წლამდე 100 შშმ ბენეფიციარზეა გათვლილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ცენტრის ინვენტარიზაცია და სპეციალისტების მოწვევა იგეგმება, რომლებიც 15 ადგილობრივს გადაამზადებს. ისინი სამომავლოდ ბენეფიციარებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036351
---
ინტერნეტი
13.02.2018
მედიასაშუალება: http://www.ambebi.ge/article/220080-simsivnith-daavadebuli-42-tslis-pacientis-ojakhi-qarthvel-eqims-thaghlithobashi-adanashaulebs/
სიმსივნით დაავადებული 42 წლის პაციენტის ოჯახი ქართველ ექიმს თაღლითობაში ადანაშაულებს
12.02.2018
პარლამენტი ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოსმენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მოსმენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოცალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2017 წელს უწყების მიერ განხორციელებილი და მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. მინისტრმა სამინისტროს წინაშე არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მან დეპუტატებს ჩატარებული და მიმდინარე რეფორმების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პარამეტრებსა და ბიუჯეტზე, ჯანდაცვის სერვისების ხარისხზე. მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა არის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა. მინისტრის განმარტებით, წარმატებული იყო ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტაბილურობის მიღწევა. მომხსენებლის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განხორციელებული ქმედითი ინიციატივებისა და გაწეული ძალისხმევის შედეგად 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა იმუნიზაციის პროგრამაზე, რომელსაც სახელმწიფო ახოერციელებს. ის გამოეხმაურა იმუნიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთა სხვადასხვაობას და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის იმუნიზაციისათვის ხდება მხოლოდ იმ ვაქცინების შეძენა, რომელთაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია აქვს და მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო იმუნიზაციის გარანტიას წარმოადგენს. მომხსენებელმა ისაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის, თამბაქოს მოხმარების პრევენციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებზე. ასევე ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის რეფორმის შესახებ, რომლის პირველი ეტაპი 2013 წელს დაიწყო და ორიენტიებული იყო მოსახლეობისათვის სერვისების უნივერსალურ ხელმისაწვდობომასა და სერვისის მიმწოდებელთა თავისუფალ არჩევანზე. რეფორმის უკვე მიმდინარე მეორე ტალღა მიმართულია ხარჯთეფექტური და მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფაზე. მინისტრის განცახდებით, მთავარ პრიორიტეტად, კლინიკური მოვლისა და მედიკამენტების ხარისხის მიმართულებით, კონტროლის სისტემის იმპლემენტაცია განისაზღვრება. დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებს შორის, ელექტრონული რეცეპტის სისტემაზე გადასვლა დაასახელა. დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, სფეროს მართვის იერარქიასა და შრომის ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობებზე. მინისტრმა იმ გეგმებსა და ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კომიტეტს 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მოხსენების შემდეგ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. მინისტრის ანგარიშის მოსასმენად კომიტეტის სხდომას შშმ ბავშვთა მშობლები, შშმ პირები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომიტეტმა მოსმენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო. დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების პაკეტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. ცვლილების მიზანს წარმოადგენს პროექტით განსაზღვრული ნივთიერებების უკანონო ბრუნვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა. ასევე, კანონის დანართის ნუსხით გათვალისწინებულ სიას კიდევ რამდენიმე მედიკამენტი დაემატა. მესამე მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში არსებული ჩანაწერის მოქმედ სამართლებრივ სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანას უზრუნველყოფს. კანონპროექტით რეგულირდება პენსიონერებისთვის განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები. ორივე კანონპროექტი კომიტეტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით მეორე მოსმენისას დოკუმენტების მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა და შესაბამისად არ განხორციელებულა ცვლილებები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროეტების პლენარულ სხდომაზე განხილვას. ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზიოძემ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ კომიტეტში სახალხო დამცველის მხრიდან შემოსული იყო საკანონმდებლო წინანდება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საპენსიო ასაკის პირებისათვის ხელფასის პარალელურად სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას ითვალისწინებს. აკაკი ზოიძის თქმით, „ეს იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე პედაგოგებისთვის“. კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით შესაბამისი კანონპროექტის დარეგისტრირება შესთავაზა, რასაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
---
12.02.2018
დავით სერგეენკო - ვერც ერთი სისტემა ვერ იარსებებს მიღწევებისა და გამოწვევების გარეშე, გამონაკლისი არც ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემაა
ვერც ერთი სისტემა ვერ იარსებებს მიღწევებისა და გამოწვევების გარეშე, გამონაკლისი არც ჩვენი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში განაცხადა, სადაც მან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქმიანობის ანგარიში წარადგინა. „დღეს საკომიტეტო მოსმენაზე ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ ერთი მხრივ, მოხსენების, ხოლო მეორე მხრივ, კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატით გაგვეხილა ყველა საკითხი, ყველა მიღწევა და ყველა გამოწვევა. ვერც ერთი სისტემა ვერ იარსებებს მიღწევებისა და გამოწვევების გარეშე, გამონაკლისი არც ჩვენი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემაა. ჩვენ გვქონდა კონკრეტულ დეტალებზეც, სისტემურ მიდგომებზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის მიმართულება, რეფორმების ის გზა, საითკენაც მიდის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, სწორია“, - განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას მედიკამენტების პროგამასთან დაკავშირებით, დავით სერგეენკოს თქმით, მედიკამენტებით დახმარების პროგრამა დაიწყო შარშან და მინიმუმ 6 თვე უნდა გასულიყო, „რომ გვენახა სუსტი და ძლიერი წერტილები და ეს ასეც მოხდა“. „საბედნიეროდ, დაგეგმილ თანხაზე უფრო მცირე ბიუჯეტი დაგვჭირდა იმიტომ, რომ რომ დაგვზოგეთ მთელი რიგი მიმართულებებით და ეს დანაზოგი ისევ ამ პროგრამას მოხმარდება. პრობლემები რაც გამოიკვეთა არის ის, რომ დიაბეტის მეორე ტიპი არის ძალიან მაღალი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ძალიან მაღალი მოთხოვნაა. ასევე გამოიკვეთა, რომ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მიდის სიმპტომურად და ვიცით, როგორ ვიქონიოთ ზემოქმედება. რატომ არის მოსალოდნელზე ნაკლები მოსარგებლე ჩართული, თუ გავიხსენებთ ასე იყო 2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვა იწყებოდა, ბიუჯეტში სერიოზული დანაზოგები გვქონდა, რადგან უტილიზაციის მაღალ სიხშირეზე ასვლას გარკვეული დრო სჭირდება“, - განაცხადა სერგეენკომ და დასძინა, რომ მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდება, რადგან ეს არის სწორი და საჭირო.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=60209
სერგეენკო: ვფიქრობ, შევთანხმდით, რეფორმების ის გზა, საითკენაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მიდის, არის სწორი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიასთან დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა შეაფასა. მისი თქმით, შეხვედრაზე დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში, საზოგადოებისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მინისტრის აზრით, შეთანხმდნენ, რომ რეფორმების ის გზა, საითკენაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მიდის, არის სწორი: „დღეს საკომიტეტო მოსმენაზე გვქონდა საშუალება, ერთის მხრივ მოხსენების სახით, ხოლო მეორეს მხრივ, კითხვა-პასუხის და დისკუსიის ფორმატითაც გაგვეხილა ყველა საკითხი, ყველა მიღწევა და ყველა გამოწვევა.ვერც ერთი სისტემა ვერ იარსებებს მიღწევების და გამოწვევების გარეშე. გამონაკლისი არც ჩვენი ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემაა. ვფიქრობ, შევთანხმდით, რეფორმების ის გზა, საითკენაც მიდის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, არის სწორი“, - განაცხადა სერგეენკომ.
---
12.02.2018
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას შრომის სფეროში არსებული მწვავე და პრობლემატური საკითხების გამოსწორებისკენ მოუწოდებს
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა და საქართველოს პროფკავშირების რეკომენდაციები სრულად გაიზიარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, შსო-ს ექსპერტთა კომიტეტი ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას შრომის სფეროში არსებული მწვავე და პრობლემატური საკითხების დარეგულირებისა და გამოსწორებისკენ მოუწოდებს. მათ შორის კონკრეტულ მითითებებს იძლევა შრომის ინსპექტირებასთან, გენდერული თანასწორობასთან, პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით. პროფკავშირების ინფორმაციით, ანგარიშში ექსპერტთა კომიტეტი, სინანულით აღნიშნავს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 2006 წელს გაუქმდა შრომის ინსპექცია, სფერო დარჩენილია უკონტროლოდ და აქვე მიუთითებს შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში, ზედამხედველი ორგანოს არსებობის აუცილებლობაზე. კომიტეტი ეხმაურება შრომის ინსპექტირების შესახებ არსებულ სახელმწიფო პროგრამას და აღნიშნავს, რომ ამ პროგრამას ბევრი ხარვეზი აქვს, მათ შორის მისი ეფექტიანი დანერგვის კუთხით. ამასთან, ელოდება სახელმწიფოსგან განმარტებას, თუ რა ფორმით ასრულებს ქვეყანა N100 კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც თანაბარი შრომის თანაბარ ანაზღაურებას და ამ კონტექსტში შრომის ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორიციელებულ აქტივობებს ეხება. „დოკუმენტში საუბარია „თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“ შსო N მე-100 კონვენციის სწორი დანერგვის მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე ცნოს და დანერგოს თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების კონცეფცია. ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობის არსებობის პრობლემის გამო კი მოუწოდებს მთავრობას გაატაროს ყველა ღონისძიება ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და ხელფასებს შორის სხვაობის შესამცირებლად. ამასთანავე, კომიტეტი მოუწოდებს ქვეყანას, მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით, დაუყოვნებლივ, გამოავლინოს ხელფასებს შორის სხვაობის გამომწვევი მიზეზები, როგორიცაა გენდერული დისკრიმინაცია, გენდერული სტერეოტიპები და სამსახურეობრივი სეგრეგაცია და მოუწოდებს ქვეყანას წაახალისოს ქალები დასაქმდენენ ფართო პროფილის სამსახურებში მათ შორის, მაღალ სამსახურეობრივ პოზიციებზე“, – აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში. მათივე ინფორმაციით, ანგარიშში განხილულია შრომის კანონმდებლობა და დიდი ადგილი ეთმობა პროფესიული კავშირების შექმნის და დისკრიმინაციის საკითხებს. ხაზგასმულია წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დასაქმებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის პრობლემა და მითითებულია, რომ ეს ნორმა შესაძლოა გაერთიანების თავისუფლების საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული. კერძოდ, პროფკავშირებისადმი კუთვნილების ან პროფკავშირული აქტივობის გამო, დამსაქმებელმა შესაძლოა არ მიიღოს ადამიანი სამსახურში და არც კანონი ავალდებულებს დაასაბუთოს უარი დასაქმებაზე, რაც დისკრიმინაციაა. „შეფასების თანახმად, პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე ზედამხედველობა, მოქმედი კანონმდებლობით, შრომის ინსპექტორების კომპეტენციის ფარგლებს სცილდება, რადგან მათ შრომის უსაფრთხოების, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის საკითხებზე ზედამხედველობის უფლებამოსილება გააჩნიათ. შესაბამისად, მოუწოდებს ხელისუფლებას შექმნას სპეციალური სახელმწიფო სამსახური, რომელიც კონვენციით გათვალისწინებული უფლებების სწორ დანერგვას მონიტორინგს გაუწევს“, – აცხადებენ პროფკავშირებში. მათივე ინფორმაციით, ექსპერტთა კომიტეტი დადებით ნაბიჯად მიიჩნევს შრომის კოდექსის ცვლილებას იმ ნაწილში, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს დამსაქმებელთა ან დასაქმებულთა გაერთიანებების საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, დამრღვევის მიმართ სანქციების გამოყენებისა და ამ უფლების აღდგენის მექანიზმების არსებობის საჭიროებას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე წაახალისოს დამსაქმებლებლები, რათა აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებები და გააფორმონ შეთანხმებები. დღეს სახელმწიფოში არ არსებობს კოლექტიური მოლაპარაკებების და შეთანხმებების სტატისტიკა. კომიტეტი სამმხრივი დიალოგის ინსტიტუციონალიზაციისა და ამ პროცესის ფარგლებში მედიატორთა სიის დამტკიცებისა და ამ ინსიტიტუტის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად მიიჩნევს და ითხოვს „კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას. გარდა ამისა, მოუწოდებს სახელმწიფოს ამ საკითხებზე მუშაობისას გააძლიეროს სოციალური დიალოგი. როგორც პროფესიულ გაერთიანებაში აცხადებენ, სექსუალური შევიწროების თემის განხილვისას, კომიტეტი უთითებს შევიწროების ცნებაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის შესახებ კანონით განისაზღვრა, შრომის კოდექსზე, რომელიც კრძალავს სექსუალურ შევიწროებას და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონზე, თუმცა, ამავდროულად ხაზს უსვამს ამ საკითხის სტიგმატიზაციას, როგორც ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორს ქვეყანაში სექსუალური შევიწროების საკითხების გამოსავლენად. ეყრდნობა რა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დასკვნებს, მათ შორის, უფლებადამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული სანქციების გამოყენების არაეფექტურობასა და არასაკმარისობას, მოუწოდებს მთავრობას, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციებთან ერთად აკრძალოს სექსუალური შევიწროება შრომით ურთიერთობებში. ასევე, მიუთითებს მსხვერპლთა უფლებების აღდგენის მექანიზმების აუცილებლობაზე და ბოლოს, შრომის კოდექსის რეფორმის კვალდაკვალ მოუწოდებს სახელმწიფოს მკაფიოდ განსაზღვროს სექსუალური შევიწროების ცნება შრომის კოდექსში გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის მსგავსად. ამავე ანგარიშში, ექსპერტთა კომიტეტი ეხება ქალისა და მამაკაცისთვის თანაბარი შესაძლებლობით უზრუნველყოფის საკითხზე. ხაზს უსვამს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას, გენდერულ სტერეოტიპებსა და ოჯახში ქალის როლზე, საუბრობს იმ სირთულეებზე, რასაც ქალი აწყდება ოჯახური ვალდებულებების სამსახურეობრ მოვალეობებთან შეთავსებისას. შესაბამისად, ექსპერტთა კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს, შრომისა და დასაქმების ადგილებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისკენ, ასევე, მოუწოდებს ქვეყანას გაატაროს ყველა ზომა ქალებისთვის დასაქმების სფეროში ბარიერის მოსახსნელად, მრავალფეროვანი სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და ოჯახური ვალდებულების სამსახურეობრივ მოვალეობებთან შესათავსებლად.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=64064
დავით სერგეენკო: შრომის ინსპექტორის ფუნქცია ამა თუ იმ ობიექტზე 24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობა არ არის
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ პარლამენტში წარდგენილი პროექტი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს მკაფიო ჩარჩოში მოაქცევს. მინისტრის ინფორმაციით, პროექტს მეორე მოსმენით მიმდინარე კვირას განიხილავენ. როგორც სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოცილაურ საკითხზე კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, შრომის მიმართულებით მთავარი პრიორიტეტი სწორედ შრომის უსაფრთხოებაა. “ეფექტური, გამჭვირვალე და სამართლიანი შრომის ინსპექციის ინსტიტუციის გაძლიერება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი წარმოდგენა შრომის უსაფრთხოების საკითხის მართვის იერარქიაზე, თუ როგორ ხდება ეს. შრომის ინსპექტორის ფუნქცია ამა თუ იმ ობიექტზე 24-საათის განმავლობაში მეთვალყურეობა არ არის. შრომის ინსპექტორის ფუნქციაა სისტემური მოდულების შემოწმება. მაგალითად, ცხელ საამქროში არის თუ არა ჰაერის გაგრილების სისტემა, სამშენებლო და მაღალი სიმაღლის ობიექტებზე არის თუ არა კონკრეტული სტანდარტების შესაბამისი დამცავი ინდივიდუალური და კოლექტიური აღჭურვილობა. შრომის ინსპექტორი სწორედ ამას ამოწმებს და არა იმას, თუ რამდენად იცავენ იქ მომუშავე ადამიანები ამ აღჭურვილობის თუ ტექნოლოგიის სწორ გამოყენების წესებს - შრომის ინსპექტრი ნახულობს, არსებობს თუ არა ეს მოდულები. მეორე, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სამსახური, რომელიც გარკვეულ მშენებლობებზე პირდაპირ ზედამხედველობას აწესებს და არის პოლიტიკის მთავარი შემმუშავებელი შრომის უსაფრთხოების რეგულაციების შექმნაში. მესამე იერარქია შრომის უსაფთხოებაში არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები, რომლებიც არჩევითად ახორციელებენ ზედამხედველობას, სრულდება თუ არა ესა თუ ის პირობა. მეოთხე - ეს არის საერთოდ არარსებული თუ რუდიმენტულად არსებული, მაგრამ რატომღაც საზოგადოების ყურადღების გვერდზე დატოვებული ეშელონი, რომელსაც საკუთრივ კომპანიების უსაფრთხოების სამსახურები ჰქვია. მათი პირდაპირი ამოცანაა, რომ 24/7-ზე რეჟიმში აწარმოოს მეთვალყურეობა, თუ რამდენად სრულდება შრომის ინსპექტორის მიერ შემოწმებული, ეკონომიკის სამინისტრის მიერ შექმნილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ დაზუსტებული და იმპლემენტირებული რეგულაციები. შრომის ინსპექტირებზე აქცენტირება სწორი და მართალია, მაგრამ ასევე აუცილებელია აქცენტირება მეოთხე ეშელონზე გაკეთდეს“, - განმარტა დავით სერგეენკომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/251981/
ელექტრონული სამედიცინო ისტორიის წარმოება სავალდებულო გახდება – სერგეენკო
პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ისტორიის წარმოება სავალდებულო გახდება – განაცხადა ჯანდავის მინისტრმა დავით სერგეენკომ 12 თებერვალს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას. “იმპლემენტაცია უკვე დაწყებულია, პილოტირებას გადის ოთხ კლინიკაში. სრულად გადართვა და სავალდებულო ეს მოხდება წლის ბოლოს თბილისისთვის და შემდეგი წლიდან – მთელი საქართველოსთვის,”- განაცხადა დავით სერგეენკომ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პაციენტის სამედიცინო ისტორია, რომელიც იწყება მისი დაბადებიდან, ექიმთან პირველი ვიზიტებიდან, ვაქცინაციებიდან და რომელშიც შედის მონაცემები ალერგიის, ასევე, ამა თუ იმ დაავადებისკენ მიდრეკილების შესახებ, დღესდღეობით ინახება ქაღალდმატარებლებზე და უმეტეს შემთხვევაში გაფანტულია. “ასევე, პაციენტს ის თან არ დააქვს, როდესაც სხვა ქალაქში შეიძლება მოხვდეს ექიმთან, მას თვითონვე შეიძლება დაავიწყდეს, ან იყოს უგონო მდგომარეობაში და ვერ უთხრას. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა ქაღალდის მატარებლის ელიმინაციას ახდენს და სრულ წვდომას ანიჭებს არა მარტო დოკუმენტაციაზე, არამედ მის კვლევებზე, მაგალითად, რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის – ეს ყველაფერი იქნება მიწვდომადი,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://region.ge/1838-davith-sergeenko-me-thvithon-unda-mevlo-albath-regionebshi-da-ganmemarta-medikamentebis-programis-mnishvneloba.html
დავით სერგეენკო- მე თვითონ უნდა მევლო რეგიონებში და განმემარტა მედიკამენტების პროგრამის მნიშვნელობა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ მედიკამენტების პროგრამით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი მცირეა. როგორც სერგეენკომ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, ამის მიზეზი ბიუროკრატიული ბარიერები და საინფორმაციო კამპანიის ხარვეზებია. ”14 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით, თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. მუდამ გვქონდა ეს კითხვები, რომ შესაძლებლობა ამ პროგრამით სარგებლობის აქვს ბევრად მეტს, თუმცა სარგებლობს ძალიან ცოტა. რისკების შეფასება გავაკეთეთ რამდენიმე მიმართულებით: ხომ არ იყო ადმინისტრირების ბარიერები ანუ რთული ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა ხომ არ უწევდა პაციენტს მედიკამენტების საყიდლად. ვნახეთ, მაგრამ არა დომინანტი პრობლემა, რომელსაც მოევლება. კერძოდ, ეს არის ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა, როდესაც პაციენტს ქაღალდის წაღებაც კი არ დასჭირდება, ანუ ადმინისტრირება გაძლიერდება. მეორე მხარე რამაც ასეთი დაბალი რიცხვი გამოიწვია, არის საინფორმაციო კამპანიის ხარვეზი. მე თვითონ უნდა მევლო, ალბათ, რეგიონებში და მე თვითონ უნდა განმემარტა ამ პროგრამის მნიშვნელობა”, - განაცხადა სერგეენკომ.
---
12.02.2018
დავით სერგეენკო - როდესაც ადამიანს სოციალური დახმარება ეხსენება, ერთ-ერთი მთავარი ჩივილი არის ის, რომ ადგილზე ვერ იღებს განმარტებას, თუ რატომ მოხდა ეს
ერთ-ერთი მთავარი ჩივილი, როდესაც ადამიანს სოციალური დახმარება ეხსენება, არის ის, რომ ის ადგილზე ვერ იღებს განმარტებას, თუ რატომ მოხდა ეს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, მიზნობრივი სოციალური დახმარების დელეგირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მოქალაქეებისთვის ახსნა-განმარტებაა. ”როდესაც ადამიანს სოციალური დახმარება ეხსენება, ერთ-ერთი მთავარი ჩივილი არის ის, რომ ის ადგილზე ვერ იღებს განმარტებას, თუ რატომ მოხდა ეს. სოციალური პროგრამები, რომელიც არის ბიუჯეტში და აქვთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, უნდა იყოს სინქრონიზებული და ოპტიმალურად მიმართული მოქალაქეებისკენ. აქ არის საუბარი პასუხისმგებლობის გაზიარებაზე, მოქალაქეებისთვის ახსნა-განმარტებაზე და პროგრამების ოპტიმალურ სინქრონიზაციაზე. ასევე, არ იქნება 2014 წელს გაუქმებული ე.წ. ბნელი კუთხის პრინციპი, როდესაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, სოფლის რწმუნებულს, გამგებელს, ჰქონდა ერთგვარი ვეტოს უფლება, ანუ ის ამბობდა, რომ ესა თუ ის ადამიანი არის ღატაკი და არ ექვემდებარება გადამოწმებას. თუმცა, როდესაც გადავამოწმეთ 2013 წელს ბოლოს, სამწუხაროდ, უამრავი ძალიან შეძლებული ადამიანი აღმოვაჩინეთ”, - განაცხადა სერგეენკომ.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=138788&lang_id=ge
„შავ სალაროზე“ დამოკიდებული პაციენტის ბედი და დარღვევები სასწრაფო დახმარების ცენტრში
რა პრინციპით ანაწილებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა პაციენტებს კლინიკებში? არსებობს თუ არა ე.წ. შავი სალაროები და პაციენტების განაწილების კორუფციული სქემა, რა წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში? - ფაქტები, შეფასებები და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციები. რა დარღვევებზე მიუთითებს აუდიტის სამსახური? პაციენტების ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების და პასპორტიზაციის სისტემის გაუმართაობის გამო, ვერ იქმნება პაციენტის ოპტიმალურად ჰოსპიტალიზაციის და თვითნებური ჰოსპიტალიზაციის პრაქტიკის თავიდან აცილება. გარკვეულ შემთხვევებში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უახლესი მანძილის უგულებელყოფა და მათი ისეთ დაწესებულებაში მიყვანა, სადაც კლინიკის მიმღებ განყოფილებაში, პაციენტის ხარისხიანი მკურნალობისათვის საჭირო პირობები არ არის. ეს კი, პაციენტის კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნისას დაგვიანებული რეაგირების და საჭირო მომსახურების ვერ მიღების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. „ზემოაღნიშნული ფაქტორები გარდა ხარისხობრივი მნიშვნელობისა, სისტემის გაუმჭვირვალობის და რესურსების არამიზნობრივად გამოყენების რისკებს ქმნის“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში. გარდა ამის, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ჯერ კიდევ არ დაუნერგავს გამოძახებების პრიორიტეტების განსაზღვრის დისპეტჩერიზაციის სისტემა. სისტემამ უნდა განსაზღვროს, რომელია მაღალი, საშუალო და დაბალი პრიორიტეტების გამოძახება. გამოძახების დაბალ პრიორიტეტად არასწორად განსაზღვრა ზრდის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი არ იყენებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კონსოლიდირებულ ბაზებს სამედიცინო დაწესებულებების ნებართვებთან დაკავშირებით, რადგან პასპორტიზაციის სისტემის გაუმართაობის გამო ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აახლებს ინფორმაციას დაწესებულებებში არსებული მომსახურებების შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ 693 შემთხვევაში გულის და გულის არეში ტკივილის დიაგნოზისას პაციენტები ისეთ დაწესებულებებში გადაიყვანეს, რომელთაც ნებართვა ინტერვენციულ კარდიოლოგაში არ ჰქონდათ. ასევე 335 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ისნის რაიონში გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დიღმის მასივში არსებულ საავადმყოფოებში მოხდა, რაც ჰოსპიტალიზაციისას უახლოესი მანძილის პრინციპის დაცვას ეწინააღმდეგება. ეს აუდიტის სახელმწიფო სამსამსახურის დასკვნის ის ნაწილია, რომელიც თბილისის მერიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ეხება. აუდიტი 2014, 2015 და 2016 წლის პირველ ნახევარს მოიცავს. აუდიტის დასკვნის გარდა, რომელიც ამ მიმართულებით სისტემაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს აღმოჩნდა, რომ პაციენტების ჰოსპიტალიზაციის საკითი ეჭვს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძვღანელებშიც იწვევს. ბიზნესინტერესები? „პირველი საავადმყოფოს“ გენერალური დირექტორის დავით ოშხერელის განცხადებით, დღემდე გაურკვეველია თუ რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს სასწრაფო პაციენტების ჰოსპიტალიზაციისას. რატომ მიჰყვავთ ხშირად თბილისის ერთი უბნიდან პაციენტი სულ სხვა უბანში, როდესაც კლინიკა მის საცხოვრებელთან ახლოსაც მდებარეობს. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს ზეპირი ინსტრუქციებით ხდება. პაციენტებს სიტყვიერად ანაწილებენ, სწორედ ესაა ზეპირი ინსტრუქცია. მეც არ ვიცი ეს განწყობის მიხედვით ხდება? ერთმანეთში მოილაპარაკეს?“, - აღნიშნა ოშხერელმა „იმედთან“ საუბარში. სასწრაფო დახმარების მიერ სუბიექტური წესით კლინიკებში პაციენტების გადაყვანის მიზეზის ახსნას კარდიოლოგიური კლინიკა „გულის დირექტორი შეეცადა. ანზორ მელიამ „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ თბილისში საავადმყოფოებს პარლამენტის დეპუტატების ნაწილის სახით ლობისტები ჰყავთ. მისივე თქმით, ზეწოლაა სასწრაფოზეც. დგას თუ არა აუდიტის დასკვნაში ნახსენები გაუმართავი ჰოსპიტალიზაციაციის უკან კერძო ინტერესები? ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ სისტემაში პრობლემა დიდი ხანია არსებობს და საქმე პაციენტების განაწილების კორუფციულ სქემასთან მიდის. „ცნობილი ფაქტია ის, რომ არსებობს ე.წ. შავი სალაროები სადაც კონკრეტული ბრიგადები შესაბამის გასამრჯელოს იღებენ, რათა პაციენტი სწორედ კონკრეტულ კლინიკაში მიიყვანონ“, - აღნიშნავს სურგულაძე „იმედთან“ ინეტრვიუში. ჰოსპიტალში მისული თითოეული პაციენტი კლინიკისთვის შემოსავალს ნიშნავს, ამიტომაც არსებობს კონკურენცია სამედიცინო დაწესებულებებს შორის და სურვილი რაც შეიძლება მეტი პაციენტი მიიღონ. ჯანდაცვის ექსპერტი სწორედ ამ მოტივით ხსნის ვერსიას, რომ სასწრაფო დახმარებას კლინიკებში პაციენტები გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიჰყავს. „ეს პრობლემა საყოველტაო ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებიშ შემდგომ გაჩნდა“, - აცხადებს ვატო სურგულაძე. რა პასუხი აქვთ ბრალდებებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში? სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში კლინიკებთან გარიგებას უარყოფენ. აუდიტის სამსახურის დასკვნის საწინააღმდეგოდ ამბობენ, რომ პრობლემა პაციენტების თანაბრად გადანაწილების საკითხში არ არსებობს. ცენტრში ამბობენ, რომ 2014 წლის 1 იანვარს დამტკიცებული ჰოსპიტალიზაციის წესის მიხედვით ხელმძღვანელობენ რაც ტერიტორიული პრინციპის კლინიკებში არსებული სერვისების, პაციენტის სურვილის და რიგითობის გათვალისწინებას გულისხმობს. როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მაკა გვარამია აცხადებს, მსგავსი პრობლემა მათ სამსახურში არ დგას. გვარამიას განცხადებით, სიცრუეა თითქოს სასწრაფო დახმარების ცენტრი გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა კი სწორედ ამ კლინიკებში ხდება. მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების ცენტრის გარშემო ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს მიზანმიმართულ კამპანიაა და გარკვეული პირების ინტერესებს უკავშირებს. „ეს არის 2014-15 წლების აუდიტის დასკვნა. კლინიკებს, რომლებიც მუდმივად მანიპულირებენ იმით, რომ თითქოს და ჰოსპიტალიზაცია მათ კლინიკებში შემცირდა. ბოლო წლების განმავლობაში ფართოდ განვითარდა ჰოსპიტალური სექტორი. ანუ კლინიკების რაოდენობამ კლასტერებში იმატა. შესაბამისად, კონკურენტული გარემოც შეცვლილია. აქედან გამომდინარე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ახორციელებს პაციენტების გაყვანას კლინიკებში, კონკრეტული კლინიკების სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიების და პაციენტების შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით. არსებობს კერძო დაზღვევაში მყოფი პაციენტების გარკვეული რაოდენობა, შესაბამისად, ამ პაციენტებს გააჩნიათ მოთხოვნა, რომ ისინი იყვნენ გადაყვანილი კონკრეტულ პროვაიდერ კლინიკებში“, - ამბობს გვარამია. მას შემდეგ რაც პაციენტთან მისული სასწრაფო დახმარების ჯგუფი მის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს ჰოსპიტალიზაციის მენეჯერს უკავშირდება. მენეჯერი პაციენტის ჩვენებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, თუ რომელ კლინიკაში უნდა მოთავსდეს, ტერიტორიულად რომელი საავადმყოფოა ყველაზე ახლოს. ასევე წესით უნდა განსაზღვროს, რომელი კლინიკის რიგია პაციენტის მიღების კუთხით, თუმცა ამ რიგითობის ელექტრონული სისტემა სასწრაფო დახმარების ცენტრში ჯერ დანერგილი არ არის. რას ამბობს მინისტრი? ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, აუდიტის სამსახურის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს ეხმაურება. „ზოგიერთ კერძო კლინიკას გადაჭარბებული შეხედულება აქვს ნამდვილად სასწრაფო დახმარების პაციენტის მიყვანის შესაბამისობაზე საკუთარ ბიზნეს ინტერესებთან. ამოსავალი წერტილი არის პაციენტის უსაფრთხოება და შესაბამისი მოვლა. გამოიყენება ორი პრინციპი, ერთი არის ტერიტორიული, მეორე არის იმ პროფილის დახმარების მიღების შესაძლებლობა. ზოგჯერ ტერიტორიული პრინციპის დაცვა ვერ ხერხდება იმიტომ, რომ იმ არეალში შესაბამისი პროფილი არ არის. რაც შეეხება სასწრაფოს მუშაობას, არის ერთობლივი სქემები, რომელიც სინქრონიზებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან და განსაკუთრებით წლევანდელი წელის დასაწყისიდან ეს სქმეები აქტიურად მუშაობს. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ შემოვიდა ახალი ვალდებულება, რომ კლინიკას, ვისაც აქვს გადაუდებელი მიღება, უნდა ჰქონდეს შესაბამისი გადაუდებელი მიმღები განყოფილება. ვისაც არა აქვს მათთან სასწრაფო დახმარება არ მიიყვანს პაციენტებს და ეს ასეც ხდება. შეიძლება ეს სიახლე გარკვეულად გახდა ზოგიერთი კლინიკის უკმაყოფილების მიზეზი, -განმარტავს დავით სერგეენკო.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=5478
აჭარაში წითელას შემთხვევები მატულობს
აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევები კვლავ მატულობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ვირუსით უკვე 179 მოქალაქე დაავადდა. ბოლო 3 დღის განმავლობაში 22 შემთხვევა დარეგისტრირდა. შემთხვევათა 66 პროცენტი ბათუმში დაფიქსირდა. დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეებმა იმ სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართონ, სადაც აღრიცხვაზე იმყოფებიან. ცენტრი მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://region.ge/1834-aris-thu-ara-cimbiris-tsylulis-atcarashi-gavrcelebis-sashishroeba.html
არის თუ არა ციმბირის წყლულის აჭარაში გავრცელების საშიშროება
თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, სავარაუდოდ, ციმბირის წყლულის გამო, 70-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული აჭარაში ციმბირის წყლულის გავრცელების საშიშროება არ არის, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ. სავარაუდოდ, ციმბირის წყლულით დაავადებული 73 ადამიანი თურქეთის პროვინცია ტრაპიზონში, რომელიც საქართველოს საზღვრიდან 190 კილომეტრში მდებარეობს, საავადმყოფოებში მოათავსეს. აქედან ერთი პაციენტი გარდაიცვალა. „ტრაპიზონი აჭარიდან საკმაოდ შორს არის. ეპიდემიური თვალსაზრისით გამორიცხულია, რომ ციმბირის წყლული აჭარაში გადმოვიდეს. ჩვენ ვამოწმებს ხორცს, ამასთან, თურქეთის ხელისუფლება ტავის საკარანტინო ზომებს მიმართავს", — განაცხადა ნიჟარაძემ. თურქული მასმედიის ცნობით, გასულ კვირაში ტრაპიზონში ციმბირის წყლული ერთ-ერთ კერძო მეურნეობაში ძროხას გამოუვლინდა. მიუხედავად ხელისუფლების გაფრთხილებისა, პატრონმა დაკლა ძროხა და მეზობლებს დაურიგა. ყველა დაავადებულს ხორცის მირთმევის შემდეგ აღენიშნებოდა სისუსტე და პირღებინება. სამ პაციენტს დიაგნოზი დაუდასტურდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი ქალიც დაინფიცირებული იყო. რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ამ ინციდენტის გამოძიება. დასახლებულ პუნქტში, რომელშიც ცხოვრობენ პაციენტები, ჯერჯერობით კარანტინი არ ამოქმედებულა, ნათქვამია განცხადებაში.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/197007
წარმოუდგენელია, რომ აფგან მუხთარლი პრემიერის პირადი დავალებით მოიტაცეს - დავით სერგეენკო
შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მართალია აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის ცხოვრებაში დიდი განსაცდელი შეხვდა, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ის პრემიერ-მინისტრის პირადი დავალებით მოეტაცებინათ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არ სურს, მუხთარლის მკაცრი გაკიცხვა გამომივიდეს. შეგახსენებთ, 2017 წლის 29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარებული აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მისი გატაცება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ვერ გადაწყდებოდა. ჟურნალისტს აზერბაიჯანის სასამართლომ ბრალი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და კონტრაბანდაში დასდო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/197004
სურსათის უვნებლობის სამსახურის ახალი რეგულაცია ტყვიის გავრცელების წყაროს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ტყვიის შემცველობის პრობლემასთან მიმართებით, სამწუხაროდ, ვერც ერთი ქვეყანა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. როგორც მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, სურსათის უვნებლობის სამსახურმა ახალი რეგულაცია შემოიღო, რომელიც ტყვიის გავრცელების წყაროს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. "სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოდ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გრძნობს თავს, რადგანაც ტყვიას ზოგადად აქვს თვისება, რომ ათწლეულების განმავლობაში იყოს აკუმულირებული ნიადაგში და შეინახოს თავისი დამაზიანებელი თვისება. ამიტომ 2016 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვიასთან ბრძოლის საერთაშორისო სტრატეგიის გაწერა დაიწყო. წელს ტარდება დიდი კვლევა გაერო-ს ბავშვთა დაცვის ფონდთან ერთად და სრული სურათი გვექნება. რაც შეეხება მკურნალობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ რაღაც დონემდე თუ არის ტყვიის შემცველობა, გადასადგმელი ნაბიჯები არის გარემო პოტენციური ფაქტორების მოცილება. მხოლოდ გარკვეული ზომის მერე არის მედიკამენტოზური მკურნალობა. რამდენადაც მე ვიცი, მსოფლიოში ძალიან ცოტა რაოდენობით ჩატარებულა ის, რადგან ამის საჭიროება რეალურად იშვიათად დგება - უნდა იყოს ძალიან მაღალი კონცენტრაცია“, - განაცხადა სერგეენკომ.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/196989
შშმ პირებისთვის პენსის გაზრდაზე პარლამენტის წევრებს ხელეწიფებათ გამოიჩინონ ინიციატივა - სერგეენკო
შშმ პირებისთვის პენსიის გაზრდაზე პარლამენტის წევრებს უფრო ხელეწიფებათ გამოიჩინონ ინიციატივა, - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე. მისი თქმით, სისტემა სამედიცინოდან სოციალურ, ანუ საჭიროებაზე მორგებულ მოდელზე უნდა გადავიდეს და ამ გადასვლისას უნდა მოხდეს პენსიის თავიდან დათვლა. ”ჯანდაცვის სამინისტროს პორტფელი არ ითვალისწინებს პენსიების ან კომპენსაციის ცვლილებებს, ეს არის მთლიანად სამთავრობო საკითხი, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხი. პარლამენტის წევრებს უფრო ხელეწიფებათ ამ მიმართულებით გამოიჩინონ ინიციატივა. ჩვენ რეალურად ვასრულებთ ადმინისტრირების როლს და არა პოლიტიკის შემუშავების. თვითონ სისტემა სამედიცინოდან სოციალურ, ანუ საჭიროებაზე მორგებულ მოდელზე უნდა გადავიდეს. უნდა მოხდეს ამ გადასვლისას გადათვლა ამ ყველაფრის. ცხადია, პენსია არის გასაზრდელი, ეს მოცემულობაა”, - განაცხადა სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის გაფართოვებლ სხდომაზე 2017 წელს განხორციელებულ პროგრამებზე და 2018 წლის გეგმებზე ისაუბრებს. მისი თქმით, 2018 წელს პირველი პრიორიტეტი მედიკამენტებით უზრუნველყოფა იქნება.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotpiradad-unda-ganmemarta-ufaso-wamlebis-programis-mnishvnelobaquot/16861/
"პირადად უნდა განმემარტა უფასო წამლების პროგრამის მნიშვნელობა"
ადმინისტრირების ბარიერები და არასრული საინფორმაციო კამპანია ის მიზეზებია, რითიც ჯანდაცვის მინისტრმა უფასო წამლებით მოსარგებლეთა სიმცირე ახსნა. "მართლაც 14 ათასზე ცოტა მეტმა ადამაინმა ისარგებლა. თითოეული მათთგანი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ სულ გვქონდა ეს კითხვები, რომ ამის შესაძლებლობა აქვს ბევრად მეტს, მაგრამ სარგებლობს ცოტა. რისკების შეფასება გავაკეთეთ რამდნეიმე მიმართულებით, ხომ არ იყო ადმინისტრირების ბარიერები. ანუ რთული ბიოროკრატიული ბარიერების გადალახვა ხომ არ უწევდათ ამ მედიკამენტის საყიდლად. ვნახეთ, თუმცა არა დომინანტი პრობლემა. მას მოევლება ელექტორნული რეცეპტით. ამით ადმინისტრირებას გავაძლიერებთ. მეორე მხარე იყო, რამაც ასეთი დაბალი ციფრი მოგვცა საინფორმაციო კამპანიის ხარვეზები. მე თვითონ უნდა მევლო ალბათ უფრო მეტი რეგიონებში, პირადად უნდა განმემარტა ამ პროგრამის მნიშვნელობა, საინფორმაციო კამპანია ინტენსიფიკაცია სჭირდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს პარლამენტში. როგორც პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, დაანონსებული 200 ათასი ბენეფიციარის ნაცვლად, სიმბოლურად 1 ლარიანი წამლებით ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით სულ 13 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პროგრამის ფარგლებში აფთიაქს 19 899 -ჯერ მიმართეს. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი 4 მილიონამდე ლარის ნაცვლად, მთავრობამ დაპირებული უფასო წამლებისთვის სულ ნახევარი მილიონი ლარი აითვისა. დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტროს მიერ შესყიდული მედიკამენტები საბაზრო ანალოგებთან შედარებით, საშულოად 150%-ით იაფია. მინისტრმა ვარაუდი გამოთქვა, რომ 7-10 დღეში მეტ-ნაკლებად დეტალურად გააცნობენ საზოგადოებას, რა მიმართულებით გაფართოვდება "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა". "ნახევარი მილიონი დავზოგეთ დისტრიბუციის თანხებში, უფრო ზუსტად 440 ათასი. დანარჩენ შესყიდვებზე დაგვეზოგა თანხა და ამან მოგვცა შესაძლებობა, რომ შემდგომი შესყიდვები დავგეგმოთ უფრო საჭიროებაზე ორიენტირებულად. აი, ეს არის მთელი განტოლება, რომელსაც რატომღაც არქმევთ სახელს, არაეფექტური მართვის. ხანხადახნ დეჟავიუ მაქვს. 2013 წელს სულ მესმოდა, რომ სახელმწიფო ამას ვერ გააკეთებს, ეს უნდა გააკეთოს კერძომ. ფაქტია არ დავქცეულვართ ხომ?" - განაცხადა დავით სერგეენკომ ოპონენტების პასუხად.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=138804&lang_id=ge
დავით სერგეენკო მედიკამენტების პროგრამით მოსარგებლე ადამიანების სიმცირეს ადასტურებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ მედიკამენტების პროგრამით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი მცირეა. როგორც სერგეენკომ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, ამის მიზეზი ბიუროკრატიული ბარიერები და საინფორმაციო კამპანიის ხარვეზებია. ”14 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით, თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. მუდამ გვქონდა ეს კითხვები, რომ შესაძლებლობა ამ პროგრამით სარგებლობის აქვს ბევრად მეტს, თუმცა სარგებლობს ძალიან ცოტა. რისკების შეფასება გავაკეთეთ რამდენიმე მიმართულებით: ხომ არ იყო ადმინისტრირების ბარიერები ანუ რთული ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა ხომ არ უწევდა პაციენტს მედიკამენტების საყიდლად. ვნახეთ, მაგრამ არა დომინანტი პრობლემა, რომელსაც მოევლება. კერძოდ, ეს არის ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა, როდესაც პაციენტს ქაღალდის წაღებაც კი არ დასჭირდება, ანუ ადმინისტრირება გაძლიერდება. მეორე მხარე რამაც ასეთი დაბალი რიცხვი გამოიწვია, არის საინფორმაციო კამპანიის ხარვეზი. მე თვითონ უნდა მევლო ალბათ რეგიონებში და მე თვითონ უნდა განმემარტა ამ პროგრამის მნიშვნელობა”, - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, მედიკამენტების პროგრამის პირველი ეტაპი გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველებზე. ”ჩვენ გავაკეთეთ მოდელირება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე, რომელსაც შეუძლია დაფაროს ამბულატორიული საჭიროებების 70%. ეს პროგრამა იმდენად აქტუალური იყო, რომ ნახევარი წლის განმავლობაში მედიისგან და სხვა შეხვედრებზე ვღებულობდით კითხვებს, თუ როგორი არის შეფასება, მიმდინარეობა, შედეგები და პერსპექტივა. იმისთვის, რომ ეს შეაფასო, გჭირდება ნახევარი წლის მონაცემები”, - აღნიშნა მინისტრმა.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=138807&lang_id=ge
დავით სერგეენკო - პაციენტებისათვის მეტი წამლის გამოწერა პრობლემაა
პოლიპრაგმაზია უცნობი არ არის ჩვენთვის და გარწმუნებთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციიის ხელმძღვანელის, ირაკლი მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. ზოგადად, გლობალურ მედიცინაში არსებობს ასეთი მცნება, რომელსაც პოლიპრაგმაზია ჰქვია, როდესაც ექმები იმაზე მეტ წამალს უწერენ პაციენტს, ვიდრე რეალურად არის საჭირო. ამას თავისი მიზეზები აქვს. ნაწილობრივ გარკვეული მარკეტინგული ინტერესები, ნაწილობრივ, ექიმის მიერ თავის გადაზღვევა, რომ პაციენტს რამე არ დააკლდეს. ეს მიმართულება უცნობი არ არის ჩვენთვის და გარწმუნებთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს, - განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ჯანდაცვის მინისტრისა და მედიკამენტების წარმოების სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მწარმოებლები არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გაკონტროლების საკითხი დასვა. ცივილური ინდუსტრია მოითხოვს, რომ მნიშვნელოვნად გაკონტროლდეს არაეთიკური საქციელი, რასაც ბევრი არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანია დღეს საქართველოში ასრულებს, კერძოდ, ექიმებისა და სამედიცინო სფეროს დაინტერესება, რის სანაცვლოდ ხდება არამიზნობრივი დანიშვნა საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტების. ეს არის ჩვენი თხოვნა, პარტნიორობის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობისგან ველით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/251930/
უწყებებს შორის შრომის ინსპექციაზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს – აუდიტის დასკვნა
“პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს შორის ერთიანი, კოორდინირებული და დასაბუთებული პოზიცია შრომის ინსპექციის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით არ არსებობს”, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმების ეფექტიანობის აუდიტს წარმოადგენს. პასუხისმეგებლ უწყებებში აუდიტის სამსახური გულისხმობს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მუშაობაში ჩართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ანგარიშის თანახმად, სწორედ სამმხრივი კომისიის ფორმატში განიხილება ამ სფეროში მიმდინარე რეფორმები და აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: შრომის კოდექსის განვითარება, არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისი მექანიზმის – შრომის ინსპექციის ფუნქციონირება, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა და სხვა. “ამ მიმართულებით საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და მათი აღსრულების უზრუნველყოფა მოითხოვს მხარეთა შორის კოორდინირებული პოზიციის არსებობას”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში, სადაც ასევე აღნიშულია, რომ სინმადვილეში შრომის ინსპექციის განვითარებასთან დაკავშირებული პროცესების შესწავლამ გამოავლინა, რომ აღნიშნულ მექანიზმთან დაკავშირებით პასუხისმგებელ უწყებებს საერთო პოზიცია არ აქვთ. “შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული 2017 წლის შრომის ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის პირველადი ვერსია მოიაზრებდა შრომის უფლებების სრული სპექტრის შემოწმებას. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების გარდა, რასაც ინსპექტირების პროგრამა ამჟამად ფარავს, პირველადი ვერსია მოიცავდა შრომით ხელშეკრულებას, ანაზღაურებას, ზეგანაკვეთურ სამუშაო დროს, ავადმყოფობის გამო მოცდენის ანაზღაურებას, შვებულებით სარგებლობას და სხვა შრომით უფლებებს. პირველადი ვერსია კომენტარებისთვის გაეგზავნა სამმხრივ კომისიაში წარმოდგენილ სხვა სახელმწიფო უწყებებს და დაინტერესებულ მხარეებს. იმის გათვალისწინებით, რომ შრომის ინსპექტირების პროგრამა არსებულ ფორმატში დამსაქმებლებისთვის ნებაყოფლობითია და საკონსულტაციო ხასიათს ატარებს, შრომით უფლებებზე მისი გავრცელება დამსაქმებლებისთვის დასაქმებულების შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების და შემდგომში მსჯელობის გამარტივების გზად მოიაზრებოდა. თუმცა თავის შენიშვნებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იყო, პროგრამის ტექსტში შესულიყო ცვლილება და შრომის პირობების ნაცვლად, მითითება გაკეთებულიყო შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. შედეგად, პროგრამის საქმიანობა ისევ სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებით შემოიფარგლა”, – ნათქვამია დასკვნაში. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტების პაკეტი, რომლის თავდაპირველი ვერსიაც უფლებას მისცემდა შრომის ინსპექციას, განეხორციელებინა დამსაქმებელთა კანონთან შესაბამისობის კონტროლი. “თავის შენიშვნებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ მსგავსი ცვლილებების დანერგვა საჭიროებდა შემდგომ მსჯელობას და ბიზნესთან განხილვას და მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იყო აღნიშნული ცვლილების განხორციელება, რადგან მსგავსი ხასიათის კონტროლი უარყოფითად აისახებოდა ბიზნეს- გარემოზე და დამატებით ბარიერებს შეუქმნიდა მეწარმეებს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი არგუმენტი არ იყო გამყარებული რაიმე სახის ემპირიული კვლევით, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ ნეგატიურ პროგნოზებს, სამინისტრომ გაითვალისწინა შენიშვნები და აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელდა. შედეგად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივების მიუხედავად, შრომის ინსპექციის საქმიანობა დღესდღეობით მხოლოდ შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებით შემოიფარგლება”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სტაბილური შრომითი ურთიერთობები ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. აღნიშნული მოიაზრებს დამსაქმებლების ეკონომიკურ ინტერესებსა და დასაქმებულთა უფლებებს შორის ბალანსის მიღწევას და შენარჩუნებას, რაც სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენს. “უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საერთაშორისო შეფასებების და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, საქართველო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რაც შრომით ურთიერთობებში არსებულ დისბალანსზე მეტყველებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აღნიშნული დისბალანსის აღმოსაფხვრელად შექმნილი მექანიზმები და განხორციელებული ღონისძიებები. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, სახელმწიფომ 2013 წლიდან დაიწყო რიგი ცვლილებების განხორციელება: საქართველოს შრომის კოდექსში შეიქმნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გარანტიები, მაგალითად, დეტალურ რეგულირებას დაექვემდებარა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, სამუშაო და დასვენების დროის თაობაზე ნორმები, ვადიანი ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები და სხვა. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც შრომის არსებული კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს. შრომის სამართლის სფეროში 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა აისახოს ევროკავშირის 4 დირექტივა, რაც აღსრულების ნაწილში სანქცირების უფლებით აღჭურვილი საზედამხედველო ორგანოს – შრომის ინსპექციის არსებობას მოითხოვს. აღნიშნული ცვლილებების დროულად და სათანადოდ განხორციელებას საფრთხეს უქმნის ის გარემოება, რომ ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართულ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს შორის არ არსებობს ერთიანი, კოორდინირებული და დასაბუთებული პოზიცია შრომის ინსპექციის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია დასკვნაში. კვლევის მიხედვით, 2015 წელს აღნიშნული მექანიზმის ჩამოყალიბებიდან დღემდე შრომის ინსპექცია საქმიანობას ახორციელებს შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, რაც გულისხმობს დამსაქმებელთა წინასწარი თანხმობით სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების შემოწმებას და შესასრულებლად არასავალდებულო რეკომენდაციის გაცემას. “შრომის ინსპექციის აღნიშნული ფორმატი არ შეესაბამება ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას. ინსპექციას არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, როგორებიცაა: შრომის უფლებების სრული სპექტრის შემოწმება, სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის წინასწარი ნებართვისა და გაფრთხილების გარეშე ვიზიტი და შესაბამისი სანქციების დაწესება”. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ინსპექციის შეზღუდული უფლებამოსილებები შეუძლებელს ხდის შრომით ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი კანონშეუსაბამობების გამოვლენასა და აღკვეთას, რასაც არსებითად ნეგატიური გავლენა აქვს საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის ხარისხზე. შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა დაცვას და ინტერესთა ბალანსის მიღწევას ასევე ართულებს ის გარემოება, რომ დასაქმებულები არ არიან სათანადოდ ინფორმირებული საკუთარი შრომითი უფლებებისა და მათი დაცვის საშუალებების შესახებ. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შრომით უფლებებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისი დასახულ მიზანთან მიმართებაში”. ზემოთ განხილული ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შემდეგი რეკომენდაციები: რეკომენდაციები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: -შრომით ურთიერთობებში დამსაქმებლების ეკონომიკურ ინტერესებსა და დასაქმებულთა უფლებებს შორის ბალანსის მიღწევის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სოციალურ პარტნიორებთან, მათ შორის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან ერთად საჭირო მსჯელობისა და განხილვის ორგანიზება, რათა, მხარეების დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის და განხილვის საფუძველზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, მოხდეს შრომის ინსპექციის ადეკვატური უფლებამოსილებებით აღჭურვა. აღნიშნული პროცესის საწყის ეტაპზე მიზანშეწონილია შრომის პირობების ინსპექტირების უკვე არსებული პროგრამის გავრცელება შრომითი უფლებების უფრო ფართო სპექტრზე (შრომითი ხელშეკრულებები, ანაზღაურება, ანაზღაურებადი შვებულების უფლება, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო და სხვა).
-შრომითი უფლებების შესახებ დასაქმებულთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს ამ მიმართულებით კომუნიკაციის სტრატეგია, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული მიზნები, ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ქმედითი ღონისძიებები და მიღწეული შედეგების შესაფასებლად საჭირო გაზომვადი ინდიკატორები. მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, მნიშვნელოვანია, სტრატეგიის შემუშავების პროცესში სამინისტრომ განსაზღვროს სამიზნე ჯგუფები პრიორიტეტების მიხედვით. -დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით უკვე არსებული მექანიზმების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოახდინოს კომუნიკაციის არსებულ საშუალებებში (მაგალითად, worknet-ზე რეგისტრაციის და დასაქმების ადგილის შერჩევის დროს, ტრენინგების დროს) შრომითი უფლებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების კომპონენტის ჩართვა. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის პროექტი 2017 წლის 1 ივნისს შევიდა პარლამენტში, პირველი მოსმენით მალევე უყარეს კენჭი, თუმცა მეორე მოსმენაზე ამ დრომდე ვერ გავიდა. ეს კანონპროექტი გუშინ, 5 თებერვალს პარლამენტის ჯანმდაცვის კომიტეტს მეორე მოსმენით უნდა განეხილა, თუმცა მთავრობამ არ წარმოადგინა საკანონმდებლო პაკეტი განხილვისათვის და შიდაუწყებრივი პოზიციების შეჯერებისათვის დამატებითი ერთი კვირა ითხოვა. არასამთავრობო ორგანიზაციები – EMC და საია მთავრობასა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეჯერდნენ ეფექტიანი “შრომის უსაფრთხოების კანონის” ტექსტზე.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/100714-akaki-zoidze-evropistvis-dabalkvalificiuri-mushakhelis-tsyaro-ar-unda-viyot
აკაკი ზოიძე: ევროპისთვის დაბალკვალიფიციური მუშახელის წყარო არ უნდა ვიყოთ
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, შრომით მიგრაციას ხელი იმ შემთხვევაში უნდა შეეწყოს, როდესაც საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების უფლებები და ინტერესები იქნება დაცული, ისინი შეძლებენ კვალიფიკაციის ამაღლებას და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანები იქნებიან. "მთავარია ჩვენი ახალგაზრდები საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანები იყვნენ, მაქსიმალურად მეტი თანხა გადაუხადონ მათ და მეტი შემოსავალი შემოვიდეს ამ ქვეყანაში, მეტად კვალიფიციურები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას. ჩვენ დაბალკვალიფიციური მუშახელის წყარო არ უნდა ვიყოთ ევროპისათვის, ჩვენ უნდა ვიყოთ მაღალკვალიფიციური მუშახელის მწარმოებელი, რომელიც წარმატებით დასაქმდება საქართველოშიც, და ასევე სხვა ქვეყანაშიც გლობალურ ბაზარზე მაღალ ტექნოლოგიებში და შემოიტანს ამ ტექნოლოგიებს ჩვენს ქვეყანაში. ვეთანხმები პოზიციას, რომ ამ ქვეყანაში ის დარგები უნდა განვითარდეს პირველ რიგში, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების, მაღალ ინდუსტრიული და მაღალი წარმოების ინტენსივობით ხასიათდება და რომელიც კონკრეტულ დოვლათს მოგვიტანს, კონკრეტული ადამიანებისათვის კეთილდღეობას, მაღალ შემოსავლებს", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/100707-beqa-nacvlishvili-jandacvis-sistemas-aqilevsis-quslad-gasdevs-medikamentebis-fasi
ბექა ნაცვლიშვილი: ჯანდაცვის სისტემას აქილევსის ქუსლად გასდევს მედიკამენტების ფასი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვაა. „ბევრად შემცირდა ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა. თუმცა, დეპუტატის თქმით, ჯანდაცვის სისტემას აქილევსის ქუსლად გასდევს მედიკამენტების ფასი. "ჯანდაცვის ეკონომიკაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წამოადგენს ინფორმაციული ასიმეტრია. ექიმი აქ ბევრად კომპეტენტურია, შეუძლია მარტივად მოატყუოს პაციენტი, კეთილსინდისიერებაზე ამ შემთხვევაში ნუ ვიდავებთ, და აქედან გამომდინარე მოახდინოს მოგების უფრო მეტი გენერირება, ამის რა მექანიზმები გვაქვს, თუ გვაქვს? რამდენად სკულპუოზურად ვახდენთ ექიმის დანიშნულების განხორციელების შემოწმებას? ვიცი, რომ სამინისტროს დადგენილი აქვს ზღვრული ფასები კონკრეტულ მომსახურეობაზე, მაგრამ გადამოწმება მაინც აუცილებელია, ზღვრული ფასი ერთია, მაგრამ როგორ დაისვა დიაგნოზი, რამდენად საჭიროა გამოკვლევის ჩატარება, იყო თუ არა ზოგადად საჭირო ეს გამოკვლევები... ეს ზრდის ხოლმე განსაკუთრებით ჯანდაცვის ხარჯებს“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
---
12.02.2018
სერგეენკო: ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით წელს უფრო დიდი კვლევა ტარდება UNICEF-თან ერთად
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ტყვიის შემცველობას საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დადგინდა, რომ ამ მხრივ თავს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. რადგან, მინისტრის განმარტებით, ტყვიას აქვს თვისება, რომ ის ათწლეულების განმავლობაში შეიძლება კუმულირებული იყოს ნიადაგში და შეინახოს მისი დამაზიანებელი თვისება. „ბოლო 10 წლის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც ეთილირებული ბენზინი მოაცილეს, და გარემოს დაცვის მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, ითვლებოდა, რომ ეს პრობლემა მოაგვარეს. თუმცა, 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იყო დიდი საერთაშორისო სემინარი ამ თემაზე, სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ უსაფრთხოდ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გრძნობს თავს ამ მხრივ. ამიტომ, 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო საერთაშორისო სტრატეგიის გაწერა ტყვიასთან ბრძოლის“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, 2 წლის წინ საპილოტე კვლევა ჩატარდა, თუმცა გარკვეული კითხვები გაჩნდა კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. წელს უფრო დიდი კვლევა ტარდება გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდთან ერთად. „რაც შეეხება მკურნალობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ რაღაც დონემდე თუ არის ტყვიის შემცველობა, გადასადგმელი ნაბიჯები არის, გარემოში წყაროს ნახვა, მოცილება გარემო პოტენციური ფაქტორებისა და მხოლოდ გარკვეული ზომის მერე არის მედიკამენტოზური მკურნალობა. რამდენადაც ვიცი, ამის საჭიროება რეალურად იშვიათად დგება ხოლმე, იმ შემთხვევაში თუ მაღალი კონცენტრაციაა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის განცხადებით, წინა მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სუნელების რეალიზაცია მკაცრად გაკონტროლდება. „ხანდახან სამწუხაროდ საყოფაცხოვრებო საღებავს იყენებდნენ იმისათვის, რომ რაღაც პროდუქტები შეეღებათ და ამ საღებავში იყო ტყვიის მაღალი შემცველობა. შეჯამებულად რომ გითხრათ, უახლოესი თვის განმავლობაში შემეძლება დეტალურად გითხრათ, წელს მიმდინარე გეგმა რაც გვაქვს იუნისეფთან ერთად ამ ტყვიასთან მიმართებაში“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://fortuna.ge/epidafetqebis-shekaveba-shesadzlebelia-mkholod-am-shemtkhvevashi-baghebshi-witelas-vaqcinaciaze-shemowmeba-iwyeba/
“ეპიდაფეთქების შეკავება შესაძლებელია მხოლოდ ამ შემთხვევაში” – ბაღებში წითელას ვაქცინაციაზე შემოწმება იწყება
თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს წითელას ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას სთხოვენ. როგორც “ფორტუნას” თბილისის გაბა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნული მოთხოვნა მერიას ჯანდაცვის სამინისტრომ, ბოლო დროს გახშირებული შემთხვევების გამო წაუყენა. ბრძანება რომელიც 1 თებერვლას გამოიცა, ეტაპობრივად ყველა ბაღს გადაეგზავნება. პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია მშობლებთან. “საქართველოს მოსახლეობის დაცვა წითელასგან და მოსალოდნელი ეპიდაფეთქების შეკავება, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებაში შეიქმნება სათანადო იმუნური ფენა. აღნიშნულის მიღწევის ერთადერთ გზას წარმოადგენს ბავშვების აცრებით მოცვის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა (არანაკლებ 95%) და აუცრელი ან აცრის უცნობი სტატუსის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ვაქცინაცია”, – ნათქვამია ბრძანებაში. ბავშვებს წითელაზე ვაქცინაცია 1 წლის და 5 წლის ასაკში უტარდებათ. როგორც ცნობილია, მშობლების ნაწილი, ვაქცინაციის წინააღმდეგია, აქედან გამომდინარე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აუცრელი ბავშვების მშობლები აცრაზე ისევ უარს განაცხადებენ უცნობია.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/medikamentebze-khelmiutsvdomloba-daghs-asvams-jandatsvis-repormas#.WoGKiaZtI0M
მედიკამენტებზე ხელმიუწვდომლობა დაღს ასვამს ჯანდაცვის რეფორმას
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამაში უამრავი ხარვეზი არსებობს. მისი თქმით, ერთ-ერთი მწვავე პრობლემა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაა. ,,ადრე ადამიანს, უბრალოდ, იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ ექიმთან მისულიყო და დღეს, როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამუშავდა, ადამიანები ექიმთან მიდიან, მაგრამ მხოლოდ რეცეპტი არაფერს შველის თუ წამალი არ იყიდე“ , – უთხრა ,,გურია ნიუსს“ ძაბირაძემ. ,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა ,,ქართული ოცნების“, თუმცა, საინტერესოა, რამდენად გამართულია ის. ხარვეზები ნამდვილად არსებობს და მინდა გითხრათ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო საყოველთაო ჯანდაცვის პარალელურად დარეგულირებულიყო მედიკამენტების საკითხი, არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ სოციალურად დაუცველი პირებისთვის ყოფილიყო შეღავათები, არამედ სხვა კატეგორიის თანამოქალაქეებისთვისაც. ჩემი შეფასებით, ბიზნესწარმოების მხრივ ფარმაცევტული სფერო ყველაზე დახურული და ჩაკეტილია. დღეს წამლები ადამიანებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს ამ მხრივ. ადრე ადამიანს უბრალოდ იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ ექიმთან მისულიყო და დღეს, როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამუშავდა ადამიანები ექიმთან მიდიან, მაგრამ მხოლოდ რეცეპტი არაფერს შველის თუ წამალი არ იყიდე. არა მარტო პენსიონერს, არამედ საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებსაც უჭირთ მედიკამენტების შეძენა და მკურნალობა, რაც თავისთავად ასვამს დაღს ჯანდაცვის რეფორმას“, - გვითხრა პოლიტოლოგმა. შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ანგარიშს მოუსმინეს, რომელმაც 2017 წლის შედეგებსა და 2018 წლის სამომავლო გეგმები გააცნო პარლამენტის წევრებს.
---
12.02.2018
რა არის საჭირო "უფასო წამლების" პროგრამაში ჩასართავად და რომელ მედიკამენტებს მიიღებს ბენეფიციარი
გასული წლის 1 ივლისიდან, საქართველოში სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. უფრო კონკრეტულად კი _ გულსისხლძარღვთა დაავადებების, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, დიაბეტის ტიპი 2-ის მქონე პაციენტს, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს, შეუძლია საჭირო წამლები 1 ლარად მიიღოს. ამ პროგრამის ამოქმედების დროს, ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობდა, რომ „მედიკამენტების პროგრამის რეალური მოსარგებლე იქნება 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე" იქნებოდა, თუმცა, როგორც გაირკვა ეს რიცხვი 14 000 აღწევს. დავით სერგეენკო ფიქრობს, რომ ამის მიზეზი საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობაა: „ალბათ, რეგიონებში უფრო მეტი უნდა მევლო და მედიკამენტების პროგრამის მნიშვნელობა პირადად განმემარტა", _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. სერგეენკო ამ მიმართულებით გააქტიურებას აპირებს და როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, შესაბამისი კამპანიაც დაიწყება. ამასთან ერთად იზრდება მედიკამენტების ჩამონათვალიც. სანამ სამინისტრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და ცნობილი გახდება კიდევ რომელი მედიკამენტები ემატება პროგრამას, „გურია ნიუსი“ გთავაზობთ სქემას, თუ როგორ უნდა მოახერხოთ პროგრამაში ჩართვა. სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ზაზა სოფრომაძის განმარტებით, ბენეფიციარი მიდის ოჯახის (სოფლის) ექიმთან ან ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც უწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ „ფორმა 100“-ს. ექიმი უთითებს დაავადების დადასტურებულ დიაგნოზს და მედიკამენტის დღიურ დოზას; ექიმი წერს რეცეპტს, სადაც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო, არაპატენტირებული დასახელება; ბენეფიციარი, „ფორმა 100“-ით, რეცეპტით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედნით, მიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში, სადაც მას არეგისტრირებენ პროგრამაში. ბენეფიციარმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა რეგისტრაციისთვის თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა _ დედანი და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV -100/ა) _ დედანი. ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით უნდა ფლობდეს საკუთარ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. „ფორმა 100“ უნდა მოიცავდეს ქრონიკული დაავადების დადასტურებულ დიაგნოზს (ICD-10), მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების სახეობის და დღიური დოზის მითითებით (დღიური დოზის მითითება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო ვერ დაარეგისტრირებს ბენეფიციარს). რეგისტრაციის შემდეგ, მედიკამენტის მისაღებად, პირი მიმართავს აფთიაქს, სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და ექიმის (ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, ექიმი-სპეციალისტი) მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, მიიღებს კუთვნილ მედიკამენტებს. პირი, აფთიაქიდან მედიკამენტების თითოეული გატანისას, იხდის მომსახურების ღირებულებას, რაც შეადგენს გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, მაგრამ არანაკლებ 0,05 (5 თეთრი) ლარისა და არაუმეტეს 1 (ერთი) ლარისა (ღირებულება მრგვალდება მეტობით, თეთრის სიზუსტით), პირი ვერ მიიღებს აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელ სალარო აპარატის ქვითარს (ჩეკი). პირს შეუძლია ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 თვის სამყოფი ოდენობის მედიკამენტი. იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთ ჯერზე გაიტანს 3 თვის სამყოფ ოდენობაზე ნაკლებ მედიკამენტს, მიღებული მედიკამენტის ოდენობის შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, მას შეუძლია განმეორებით მიმართოს აფთიაქს და გაიტანოს მომდევნო 3 თვის ოდენობა. თუ პირი, მომდევნო სამი თვის მედიკამენტის გასატანად, მიმართავს აფთიაქს 3-თვიანი ვადის ამოწურვამდე, დასაშვებია მედიკამენტის გაცემა, მაგრამ მომართვის პერიოდი შეიძლება იყოს სამთვიანი ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 10 დღისა. დიაგნოზის ან მედიკამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში, მოსარგებლემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განახლებული „ფორმა 100“, რომლის საფუძველზეც გახორციელდება ამ კონკრეტული პირის რეგისტრაციის განახლება. აფთიაქიდან მედიკამენტის გაცემის მომენტში, თუ შეიცვლება პირის ოჯახზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა და იგი აღემატება 100 000 ერთეულს, იგი ვერ შეძლებს კუთვნილი მედიკამენტების მიღებას, მიუხედავად ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციისა. პირს შეუძლია „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების შესახებ სრულ ინფორმაციას დასახელების, სერიის და მოქმედების ვადის თაობაზე გაეცნოს აფთიაქის საინფორმაციო დაფაზე განთავსებულ ფორმატზე. თუ არ არის აღნიშნული ინფორმაცია გამოკრული თვალსაჩინო ადგილზე, მაშინ პირს შეუძლია მოსთხოვოს ფარმაცევტს აღნიშნული ინფორმაცია ან დარეკოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ _ 1505. ამ დროისთვის პროგრამით 23 დასახელების მედიკამენტი გაიცემა, რომლის ჩამონათვალიც შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი _ წამლების მიღება ბენეფიციარებს მხოლოდ PSP-ს აფთიაქებში შეუძლიათ, თუმცა, ჩოხატაურში ამ აფთიაქს ფილიალი არ აქვს _ როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, ჩოხატაურელებმა ამ შემთხვევაში შპს „ალიანსი 91“-ის აფთიაქს უნდა მიაკითხოს, რომელიც რუსთაველის #2-ში მდებარეობს და რომელიც PSP-ს პარტნიორია.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/mtavari-tema/ori-oblisa-da-ori-bebias-shemzaravi-gasachiri
ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი
ამ ოჯახის ისტორია უკიდურესი გაჭირვების და დიდი მადლის ისტორიაა _ ნახევრად მშიერი ორი ობოლი ბავშვის ბებია, პოულობს ძალას და გარდაცვლილი ქმრის მეორე ცოლსაც უვლის, რომელიც დავარდნილია. უსახური კედლები, ჩამონგრეული ჭერი, ჩამპალი იატაკი, რომელზეც ძალიან ფრთხილად უნდა იარო, ფეხქვეშ რომ არ ჩაგენგრეს... ერთი მაგიდა, ოთხი საწოლი ერთ ოთახში, რომელიც, ამავდროულად, სასადილოცაა... აქვეა უკარო კარადა, რომელზეც პატარა ტელევიზორი დევს და ერთი, პირობითად, სკამი _ ესაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები კალანდაძეების ოჯახის მთელი ავლადიდება. ოჯახის, სადაც ორ ობოლს ბებია ზრდის და რომლის კიდევ ერთი წევრი, ინსულტგადანატანი, უნარშეზღუდული ქალბატონია. ოჯახის დიასახლისის, ქალბატონი ნარგიზა შავაძის თქმით, მათი ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც ოჯახის მხოლოდ სამი წევრი _ ბავშვები და ავადმყოფი ბებია იღებენ. დახმარება მასაც რომ მიეღო, სოციალურ სააგენტოში უნდა შეეტანა განცხადება ოჯახის წევრის ცვლილების შესახებ. მისი თქმით კი, ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ პროცედურა გარკვეული ვადით დახმარების შეჩერებას იწვევს. „მეორე წელია, რაც ჩემი საწყალი შვილი გარდაიცვალა და დამიობლდნენ ბავშვები. მას შემდეგ ჩამოვედი აქ საცხოვრებლად. ვუვლი ჩემს ორ ობოლ შვილიშვილს და დასამალი არაფერი მაქვს, ჩემი ქმრის მეორე ცოლს, რომელმაც ინსულტი გადაიტანა. მას მოძრაობის და მეტყველების უნარი შეზღუდული აქვს და მუდმივად წამლების მიღება ესაჭიროება. მართალია, პენსიონერია, მაგრამ, როდესაც ცუდად გახდა, მკურნალობის ჩასატარებლად გრძელვადიანი საპენსიო სესხი აიღეს და კიდევ დიდხანს ვერ მიიღებს სრულყოფილ პენსიას. ჩვენი შემოსავალი კი მხოლოდ ამათი სოციალური დახმარებაა. მე ჯერ საპენსიო ასაკი არ მაქვს. ვერც სოციალურ სააგენტოს მივმართე, რომ მეც დამნიშვნოდა დახმარება, რადგან, როგორც მითხრეს, ასეთ დროს, რამდენიმე ხნით შეგვიწყდებოდა დახმარება და მერე რა ვქნა... არ იფიქროს ვინმემ, შრომა მეზარება და ვმათხოვრობ _ რაც შეიძლება მოიყვანოს ამ ეზოში ადამიანმა, ყველაფერი მოგვყავს, მაგრამ ამ პატარა ნაკვეთზე იმდენი რა უნდა მოიწიო, რომ მთელი წლის განმავლობაში გეყოს?! ეზოდან კი ავადმყოფი მოხუცის გამო ვერ გადავდივარ, რადგან ყოველ წუთს ყურადღება სჭირდება“, _ ამბობს ქალბატონი ნარგიზი და ოჯახის მძიმე სოციალური ყოფის შესახებ გვიამბობს. „თქვენც ხედავთ, როგორ მდგომარეობაშია სახლი. ვიყავი მუნიციპალიტეტის გამგეობაში, დავწერე განცხადება და გამომიყვეს სახურავისთვის თუნუქი, თუმცა, მითხრეს, რომ „ხეობა“ არ იყო გათვალისწინებული. უმადურობას კი არ ვიჩენ, მადლობელი ვარ ამისთვის, მაგრამ მარტო თუნუქი რად მინდა, სად წავიღო, რას დავაფარო, რამ დაიმაგროს? _ ცრემლებს ვერ იკავებს შვილმკვდარი დედა. „უნდა ნახოთ, წვიმის დროს რა მდგომარეობაა სახლში. როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნითაც. მძინარე ბავშვები და ავადმყოფი მისველდებიან. ვიღაცას შეიძლება გაეცინოს კიდეც და თქვას, რომ რაში მევალება მე ამ მოხუცებულის მოვლა, მაგრამ ასე არ არის: როდესაც ჩემი საწყალი შვილი ქმარს გაშორდა, თავისი ორი ბავშვით აქ მოვიდა. ეს ქალბატონი თან ჰყვებოდა მათ, სანამ შეეძლო. ჩემი შვილი გარდაცვალებამდე, ბავშვები რომ გამოეკვება, ხან ყანაში მუშაობდა, ხან _ სად. თითქმის სულ გასული იყო სახლიდან. ამ ბავშვებს კი ქალბატონი თინა უვლიდა და ახლა მე როგორ შემიძლია მისი ამდენი ხნის ზრუნვა და ამაგი დავივიწყო?! ამას ჩემი შვილის სულიც არ მაპატიებს“. ოჯახის ეკონომიკურ გასაჭირს სიცივეც ემატება. როგორც მისი ნაამბობიდან შევიტყეთ, შეშის მოძიება მას ბავშვებთან ერთად უხდება: „ბავშვები მეხმარებიან, რომ სიცივით არ გავიყინოთ. ხან ღელის პირას ვეძებთ ფიჩხებს, ხან ყანების ნაპირებზე. მებრალებიან, გაყინული ხელებით როგორ ცდილობენ დახმარებას, მაგრამ მარტო არ მიშვებენ. მეზობლები მეხმარებიან, ძირითადად. იმაზე მეტად მიდგანან გვერდით, ვიდრე ჩემს შვილს ედგნენ. ალბათ, ამ ობლების საცოდაობით. მაგრამ სულ სხვის იმედად ხომ ვერ იქნები, მოვა და ხელს გამიმართავსო?! ღმერთი გვმფარველობს-მეთქი ვამბობ, რომ არ გათოვდა, თორემ სახლი თოვლის სიმძიმეს ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა და ჩამოიქცეოდა. ჩვენ კი გაგვესწრო იქნება გარეთ, მაგრამ მოხუცებულისთვის რა უნდა გვექნა“, _ ამბობს ქალბატონი ნარგიზი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების დედის გარდაცვალებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, ბავშვებს ობლობის პენსია ჯერ კიდევ არ დანიშვნიათ, რადგან ბავშვების მამასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება. შესაბამისი განცხადებით კი სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვნის მეორე მშობელმა, ამ შემთხვევაში მამამ უნდა მიმართოს. „ხათუნა რომ გარდაიცვალა, მივედი სოციალურ სააგენტოში, სადაც მითხრეს, რომ რადგან ბავშვების მეორე მშობელი ცოცხალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს, განცხადება მან უნდა შეიტანოს პენსიის დანიშვნის თაობაზე. მაგრამ ჩვენ მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. ის მაინც არ დათანხმდება ამაზე. არასოდეს არაფერი გაუკეთებია ბავშვებისთვის. ერთხელ, ჩემი შვილის სიცოცხლეში წაიყვანა ბავშვები და თხილი აკრეფინა. ბავშვებს შეჰპირდა, რომ გაყიდდა და სკოლისთვის მოსამზადებელ ფულს მისცემდა, მაგრამ არაფერი მიუცია, ტყუილად ამუშავა ბავშვები. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მას სხვა ცოლი და ორი შვილი კიდევ ჰყავს. პატიმარი იყო და დაავადებული გამოვიდა. სახელმწიფომ ის ბავშვებიც გამოიყვანა ოჯახიდან. არადა, ობლობის პენსია ძალიან დაგვეხმარებოდა, რომ ცოტათი სული მოგვეთქვა. დღე და ღამე იმის ფიქრში ვარ, რით გამოვკვებო ავადმყოფი და ჩემი ობოლი შვილიშვილები, საჭმელი საიდან და რით მოვიტანო. რას ვწვალობ და ვჯახირობ ლუკმის მოსაპოვებლად, არავინ იცის!“ კითხვაზე, მიმართა თუ არა მუნიციპალიტეტის გამგეობას საშეშე მერქნით დახმარების თაობაზე, ნარგიზა შავაძე გვპასუხობს, რომ არ მიუმართავს, რადგან დახმარების იმედი არ ჰქონდა. „შეშით დახმარებისთვის, აღარ მივმართე გამგეობას, რადგან ვიფიქრე, ბავშვებს თავზე აწვიმთ, ჩემი თხოვნა ამაზე არ გაითვალისწინეს და არც ამაში დამეხმარებიან-მეთქი. არც ჩვენი სოფლის წარმომადგენლისთვის მითქვამს რამე. ეს კი არა, სახლამდე მოსასვლელი გზაც არ გვაქვს. უნდა ნახოთ, წვიმისას ეს ღელე როგორ დიდდება. იმხელაზე გადმოდის, ნახევარ ეზოს ტბორავს. გაკვეთილების დამთავრების დროს გამოვდივარ და გზაზე ვხვდები ბავშვებს, რადგან მეშინია, არ დამეხრჩონ. გარდა ამისა, ავადმყოფი რომ ცუდად ხდება და სასწრაფოს ვიძახებთ, ამხელა გზა ფეხითაა გამოსავლელი. ამასობაში კი ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს. ძალიან უყურადღებოდ ვართ ამ მხრივაც“, _ ტირილით გვიყვება ქალბატონი ნარგიზა. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში დავით ვასაძე, რომელიც ჩვენი რესპონდენტი ოჯახის ახლო მეზობელია, ამბობს, რომ მათ გასაჭირს კარგად იცნობს, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ მათ, მას შემდეგ, რაც სახურავის გამოსაყოფად მუნიციპალიტეტის მერიაში უშუამდგომლა, აღარ დახმარებია. _ მაგ ოჯახს დავეხმარეთ, გამოვუყავით სახურავი, მაგრამ „ხეობა“ არ იყო გათვალისწინებული. ბავშვებს ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ ჩემთან და მთელი ზამთრის სამყოფ შეშას სახლიდან გავატანდი, მაგრამ არ მოვიდნენ. სოფლის ცენტრში მაქვს დასამუშავებელი შეშა. ამ შაბათ-კვირასვე დავამუშავებ და მივუტან, _ გვითხრა დავით ვასაძემ. ამასობაში კი ობლების ბავშვური ოცნებები მათი გაყინული ხელებით მოპოვებულ შეშასთან ერთად ინაცრება და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორმე ერთ ბებოს დაეხმარონ, მეორე, დავარდნილ ბებიას კი ტკივილი შეუმსუბუქონ. არადა, თავად ბავშვებსაც განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდებათ _ ორივე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები არიან. ბავშვებმა უკვე რამდენიმე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს: ძველ საცხოვრებელ ადგილას სკოლაში სიარულის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამ სოფელში გადმოსვლის შემდეგ, მასწავლებლების ძალისხმევით დაიწყეს ბავშვებმა სკოლაში სიარული და ახლა პედაგოგების დახმარებით, ორივე ცდილობს, თანატოლებს დაეწიონ. ორი წლის წინ კი დედა ბავშვების ხელში გარდაიცვალა, როცა სამივე თხილის აკრეფაზე მუშაობდა... და ახლა ბებიას იმედად არიან... მათი ოცნება და სურვილიც ყოფითია: „ჩვენ არაფერი გვინდა. მხოლოდ შეშა და საჭმელი... და კიდევ, გვინდა წვიმის დროს საწოლში არ გვაწვიმდეს... ცუდია, როცა სველ ლოგინში წევხარ... როცა წვიმს, ბებო გვაღვიძებს და საწოლს ვაჩოჩებთ იქ, სადაც ნაკლებად უვლის წვიმა, მაგრამ ასეთი ადგილი ჩვენს სახლში თითქმის არაა, _ ჩურჩულით გვეუბნება ობოლი და-ძმა გაცილებისას.
---
12.02.2018
"ხალხს სოციალურ დახმარებას უხსნიან და ჩვენ ვინ დაგვეხმარება" - პისარენკოების ოჯახი ტყეს თავს 6 თვეა აფარებს
მისამართი - ქალაქი რუსთავი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ე.წ კუკუშკას მიმდებარე ტერიტორია. ბორცვებით შემოსაზღვრულ დაბლობზე 58 წლის ალექსანდრე პისარენკო, მისი მეუღლე და შვილი ცელოფნებისა და ტომრებისგან გაკეთებულ ქოხში ზამთრის სიცივეს უკვე მეექვსე თვეა ემალებიან. დაუკაკუნებლად შესვლას ჩვეული არ ვარ, თუმცა ბედის ირონიაც ეს არის დასაკაკუნებლად ამ ოჯახს კარიც არ აქვს. სახლის სამივე ბინადარი ქოხის წინ სიძველისგან გადახრილ სკამებზე სათლის სიახლოვეს ზის, რომელშიც ცეცხლი ანთია. ამ მოკრძალებული ოჯახის დიასახლისს ცეცხლზე პატარა ქვაბი შემოუდგამს და წვნიანს ამზადებს. მრავალფეროვანი და მსუყე ვახშამი დღესაც არ ექნებათ, თუმცა ამაზე აღარც ფიქრობენ, რადგან მთავარია, თავის გადატანა შეძლონ. როგორც მივხვდი, წუწუნს ჩვეულები არ არიან, კითხვაზეც, როგორ გაატარეს სუსხიანი ზამთარი ქუჩაში, ოჯახის უფროსი ოპტიმისტურად და სხარტად მპასუხობს კარგადო,- "მართალია, ახალი წელი არ აღგვინიშნავს, მაგრამ მშრალი ამინდების წყალობით ზამთარი ნორმალურად გავატარეთ" -მიხსნის ალექსანდრე პისარენკო. ახალ წელს "მეზობლებმა" ხელი გაუმართეს და ახლოს მდებარე რესტორნიდან მცირეოდენი საკვები გამოაწოდეს. გასათბობად ხმელ შეშას იქვე ტყეში აგროვებენ, ღამის წყვდიადს სანთლის შუქით ებრძვიან, სარეცხისთვის წყალი მტკვრიდან მოაქვთ- მეუბნებიან კარგი წყალიაო, დასალევად კი ბოთლებს ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლებში ავსებენ და რამდენიმე დღით იმარაგებენ. პისარენკოების ოჯახი ამ მისამართზე მას შემდეგ გადმობარგდა, რაც პუშკინის 15 ნომერში 80 ლარად ნაქირავები ნესტიანი სარდაფიდან ქირის გადაუხდელობის გამო ცემითა და შეურაცხყოფით გამოაძევეს. "რომ მოვიდნენ ვიწექი, ცუდად ვიყავი, ყვიროდნენ, ვუხსნიდი არ მაქვს შესაძლებლობა-მეთქი, მაგრამ არ აინტერესებდათ, მერე ერთმა მამაკაცმა, რომელიც დიასახლისმა მოიყვანა რკინა ჩამარტყა. სახლიდან ნახევრად შიშვლები წამოვედით, ნივთების უმეტესობა დღესაც იქ გვაქვს"- ამბობს ალექსანდრე. ოჯახს უკიდურესად მას შემდეგ გაუჭირდა, რაც ალექსანდრე პისარენკო სამსახურიდან დაითხოვეს. ლილოში მზიდავად მუშაობდა, ზოგჯერ 5-ს, იშვიათ შემთხვევებში კი 10 ლარს უხდიდნენ. სამსახურიდან გამოგდების მიზეზი მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აღმოჩნდა. ალექსანდრეს თიაქარი აქვს, ბუასილი აწუხებს და ყველაფერს ისიც ემატება, რომ, როგორც თვითონ ამბობს, დიაბეტი აქვს, თუმცა ექიმთან არასდროს ყოფილა, რადგან შესაძლებლობა არ აქვს. ფიქრობს, რომ მის მდგომარეობას ოპერაცია შეამსუბუქებს, თუმცა უსახსრობის გამო ეჭვი ეპარება, რომ შესაბამისი მკურნალობის გავლას შეძლებს. კითხვაზე, მიმართა თუ არა მან ქალაქის მერიასა და სოციალურ სამსახურს დახმარების თხოვნით, ხელს ისე იქნევს მიხვდები, რომ სხვა საკითხებისგან განსხვავებით, ამას ოპტიმისტურად სულაც არ უყურებს,- "ხალხს სოციალურ დახმარებას უხსნიან და ჩვენ ვინ დაგვეხმარება" -გვეუბნება ალექსანდრე. ამაში მას მეუღლეც ეთანხება. სახელი არ უთქვამს, თუმცა მისგან იმის გაგება მაინც შევძელით, რომ მეუღლის ავადმყოფობისა და უმუშევრობის გამო, ფაქტობრივად, ოჯახის რჩენა მარტოს უწევს. ფულს სხვა ადამიანების სახლის დალაგებით შოულობს. თუ გაუმართლა 10 ლარს გადაუხდიან, თუმცა შესაბამისი კლიენტი ყოველთვის არ ჰყავს და არც გასამრჯელოს უხდიან ყოველთვის დროით. "ქმრისთვის წამლების ყიდვის ფული არ მაქვს"- გაბრაზებული ხმით გვეუბნება ოჯახის დიასახლისი. ვატყობ, რომ ბევრი ლაპარაკი არ სურს, რადგან ფიქრობს, რომ ლაპარაკით საქმეს მაინც არ ეშველება. სწორედ ამიტომ, მედიას კრიტიკის თვალით უყურებს, ხელისუფლების იმედი კი დიდი ხანია დაკარგული აქვს. როდესაც საუბარი ხელისუფლების უმოქმედობაზე ჩამვარდა, დიალოგში მწყემსად მომუშავე ახალგაზრდა მამაკაციც ჩაერთო, რომელმაც ჩვენი დანახვისას ძროხა ცოტა ხნით მიატოვა და ჩვენს საუბარს ყურს ყურადღებით უგდებდა. "მერიაში დახმარების თხოვნით განცხადება ორი წლის წინ დავწერე, თუმცა ჯერ კიდევ არავინ გამომხმაურებია" - მეუბნება ერიკ ედიევი. ისიც უსახლკაროა, თავს ორსულ ცოლთან ერთად ფერმას აფარებს, საჭმლის ფულს მწყემსობით შოულობს. კვირაში 7 დღეს მუშაობს, თუმცა მხოლოდ 170 ლარს უხდიან. ამის მიუხედავად, თავისი დამსაქმებლის მაინც მადლიერია,- "ეს სამსახური რომ არა, მშივრები ვიქნებოდით, ის კი რითიც შეუძლია გვეხმარება ხოლმე, ზოგჯერ საჭმელიც მოაქვს"- ამბობს ერიკი. "ჩემს გარშემო ასე უსახლკაროს 10 ოჯახს მაინც ვიცნობ, ვინმემ უნდა მიაქციოს ყურადღება ასეთ ადამიანებს"- გულისწყვეტით ამბობს ერიკი და თან ამატებს, რომ მთელი ღამე იმაზე ფიქრით ვერ იძინებს, რომ სულ მალე შვილი შეეძინება, მას კი საკმარისი სახსრები არ აქვს, რომ მისი ოჯახის ახალი წევრი უზრუნველყოს. პისარენკოების ქოხი ამ ტყეში ერთადერთი სულაც არ არის. მათი "სახლიდან", დაახლოებით, 10 წუთის სავალზე, ლიანდაგის პირას, ხეებში, კიდევ ერთი, თუმცა მიტოვებული ქოხი ვიპოვეთ, ერთი კომოდითა და ხეზე მიმაგრებულ ფიცრებზე ჩამოკიდებული რამდენიმე ხის კარებით. მწყემსებმა მითხრეს, რომ ამ ქოხის ბინადრები ტყეში პირველად 2 წლის წინ გამოჩნდნენ, თუმცა როდის და სად წავიდნენ არავინ იცის. ტყეში მცხოვრები პისარენკოების ოჯახის ამბავი რუსთავის მერიაში კარგად იციან. პრესსამსახურის განმარტებით, ალექსანდრე პისარენკოს ქოხში სოციალური სამსახურიც მივიდა და დახმარება შესთავაზა, თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ, პისარენკოებმა დახმარებაზე უარი თქვეს. "ეს ადამიანები არიან კასპში რეგისტრირებულები. მიუხედავად იმისა, რომ თუ რუსთავის რეგისტრაცია არ აქვს მოქალაქეს, რუსთავის მუნიციპალიტეტი დაფინანსებაში ძალიან შეზღუდულია, სოციალური სამსახური მათთან მაინც მივიდა, რომ იქნებ რამე ფორმა გამოენახათ და დახმარება აღმოეჩინათ. მაგრამ არანაირი დახმარება ჩვენგან არ მიიღეს. სოციალურმა სამსახურმა დახმარება საბუთების მოწესრიგებასა და რეგისტრაციის მიღებაში შესთავაზა, რომ შემდგომში, არსებული 25 სოციალური პროგრამიდან, ერთ-ერთით მაინც ესარგებლათ. ამ პროგრამებით ისარგებლებდნენ თუ ექნებოდათ რუსთავის რეგისტრაცია"-განგვიმარტეს რუსთავის მერიაში და აღნიშნეს, რომ ეს ადამიანები მათ უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. Allnews.ge ერიკ ედიევის მიერ ორი წლის წინ დაწერილი განცხადების ბედითაც დაინტერესდა, თუმცა პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული პირის მიერ დაწერილი განცხადება ბაზაში, რომელშიც უკანასკნელი 5 წლის მონაცემებია შენახული, არ მაოიძებნა.სანამ რუსთავის მერიაში დახმარების ფორმასა და გზებს ეძებენ, პისარენკოების ოჯახი ტყეში ტომრებისგან გაკეთებულ ქოხში რჩება, ერიკ ედიევი და მისი ორსული ცოლი კი ცხოვრებას ფერმაზე აგრძელებენ.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: https://www.radiotavisupleba.ge/a/shshm-piris-problemebi-kutaisshi/29034808.html
პრობლემები, რომელთა წინაშეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი დგას
---
ბეჭდვითი მედია
13.02.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
7 შვილი და მარტოხელა მამა, რომელიც მათთვის ცოცხლობს
უკვე 3 წელია, ბავშვებზე ძირითადი მზრუნველობა მამა იკისრა, - დღეს 7 შვილს სრულიად მარტო უვლის. 14 წლის ლიკა, 13 წლის ლუკა, 11-ის ვიკა, 9-ის გიორგი, 7-ის ილია, 6-ის მარი და 4 წლის ლიზიკო. მას უკვე გმირი მამა შეარქვეს! რუსლან ვეკუა წარმოშობით ოჩამჩირიდანაა. დრეს დევნილია და შვილებთან ერთად მცხეთის რაიონში, ნათხოვარ სახლში ცხოვრობს. საშუალო განათლება აქვს, მაგრამ ყველა საქმე გამოსდის და ზოგჯერ მშენებლობასაც ითავსებს. დასახლებაში თუ სამუშაო გამოუჩნდა, რემონტსაც აკეთებს. ასეთ სამუშაოზე რუსლანს რამდენიმე დღით ეძახიან, რომ ოჯახისთვის ცოტაოდენი ფული იშოვოს, სარგებელი მიიტანოს.
---
13.02.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
შეძლებს თუ არა ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას?
საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი კი არ ჩანს. ყველაზე სოლიდურად, ჯერჯერობით, მაინც ბიძინა ივანიშვილზე გავრცელებული ჭორები გამოიყურება. ვერც ერთი სხვა გაჟღერებული კანდიდატურა კრიტიკას ვერ უძლებს. არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველ გუნდში სამი კანდიდატურა განიხილება: პრემიერი კვირიკაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. ცოტა ხნის წინათ ხალყვად გაჟღერდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაც, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამაზე ღიად არ საუბრობენ. რაც შეეხება ოპოზიციას, აქაც საკმაოდ გაურკვეველი ვითარებაა, თუმცა ის მაინც ვიცით, რომელ ოპოზიციურ ლიდერს უნდა პრეზიდენტობა და რომელიც არ გამორიცხავს საკუთარი კანდიდატურის დაყენებას. ტრადიციულად, არჩევნებში ჩართვის სურვილი ღიად გამოთქვა შალვა ნათელაშვილმა. პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა ნინო ბურჯანაძემაც. ამბობენ, ალეკო ელისაშვილის ამბიციები, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, უკვე პრეზიდენტობამდეც ავიდა. იგი, ალბათ, კვლავ დამოუკიდებელ კანდიდატად მოგვევლინება და კვლავ ტროას ცხენის როლს შეასრულებს არჩევნებში. ბოკერიას გუნდიდან საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას მაინც დავით ბაქრაძეს უწინასწარმეტყველებენ. კიდევ ერთი პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატი, რომელზედაც პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, დავით უსუფაშვილია. ერთიან კანდიდატზე შეთანმებას მაინც ბევრი სირთულე ახლავს. ყველაზე მთავარი, მათ შორის, არის პრეზიდენტობის კანდიდატი. ყველა არჩევნებზე, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თუ კოალიციისთვის, ერთი და იგივე დილემა დგას, - სად ვიპოვოთ "დიმიტრი გელოვანი" "არაჩვეულებრივი გამოფენიდან"?
---
13.02.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, მხოლოდ ქაღალდზე დარჩა
სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ”საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ფასების გაძვირების გამო საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდება, ოჯახების შემოსავალი კი არ იმატებს, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, ქაღალდზე დარჩა. სარგებელს ასითასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი პროგრამაში მხოლოდ 13 000 ადამიანი ჩართო”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, 2017 წლის 1 მაისს ჯანადაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200 000 მოქალაქე ისარგებლებდა. ”როგორც “ევროპული საქართველოს” მიერ პროგრამის შესწავლამ გამოავლინა, 2017 წელს პროგრამით სულ 13 000-მა მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო ბიუჯეტის გათვალისწინებული ისედაც მწირი თანხები აუთვისებელი დარჩა”, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა. მისივე თქმით, საჭიროა არა ასეთი ცალკე პროგრამა, არამედ ჯანდაცვის პაკეტებში მედიკამენტის კომპონენტის დამატება. “უკიდურესად გაჭირვებული ათიათასობით ადამიანისათვის გაძვირებულ მედიკამენტებებზე ხელმისაწვდომობა ვერ გაიზრდება, თუ მათთვის განკუთვნილ ჯანდაცვის პაკეტებში წამლის კომპონენტი არ შევიდა. მაგრამ აქ რომ ყაირათიანი ხარჯვა და სწორი ადმინისტრირება მოხდეს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა ჯანდაცვის სამინისტროდან სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს. მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. ეს ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ. ყოველ მოქალაქეს საშუალოდ ჯანდაცვაზე გადახდილი თანხიდან 57%-ის გაღება საკუთარი ჯიბიდან უწევს. ჯიბიდან გადახდების 2/3-ს მედიკამენტებზე დახარჯული თანხები შეადგენს. ამ დროს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის 2017 წელს გამოყოფილი 3,6 მლნ ლარიდან ჯანდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 2,6 მლნ დახარჯა”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. მინისტრი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ პროგრამა გასულ წელს დაიწყო და 6 თვე მაინც უნდა გავიდეს, რომ შეფასდეს დადებითი და უარყოფითი მხარეები.
---
13.02.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
სისხლში ტყვიის შემცველობაზე მასშტაბური კვლევა იწყება
გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის დონეს შეისწავლის. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის დეტალები ამჟამად ზუსტდება. კვლევა სექტემბერში დაიწყება და სავარაუდოდ ოჯახებში შესვლის მეთოდით განხორციელდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, უახლოეს ერთ თვეში დაზუსტდება, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ტყვიასთან მიმართებაში. „ ორი წლის წინ ჩატარდა ერთგვარი პილოტური კვლევა, მაგრამ კვლევის შედეგების დადასტურებაზე კითხვები იყო, ამიტომ წელს ტარდება ძალიან დიდი კვლევა გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდთან ერთად, რაც სრულ სურათს გვაჩვენებს, როგორც ეს იყო ჰეპატიტზე," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
---
13.02.2018
მედიასაშუალება:საქართველოს რესპუბლიკა
სურსათის უვნებლობის სამსახურის ახალი რეგულაცია ტყვიის გავრცელების წყაროს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ტყვიის შემცველობის პრობლემასთან მიმართებით, სამწუხაროდ, ვერც ერთი ქვეყანა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. როგორც მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, სურსათის უვნებლობის სამსახურმა ახალი რეგულაცია შემოიღო, რომელიც ტყვიის გავრცელების წყაროს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. "სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოდ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გრძნობს თავს, რადგანაც ტყვიას ზოგადად აქვს თვისება, რომ ათწლეულების განმავლობაში იყოს აკუმულირებული ნიადაგში და შეინახოს თავისი დამაზიანებელი თვისება. ამიტომ 2016 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვიასთან ბრძოლის საერთაშორისო სტრატეგიის გაწერა დაიწყო. წელს ტარდება დიდი კვლევა გაერო-ს ბავშვთა დაცვის ფონდთან ერთად და სრული სურათი გვექნება. რაც შეეხება მკურნალობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ რაღაც დონემდე თუ არის ტყვიის შემცველობა, გადასადგმელი ნაბიჯები არის გარემო პოტენციური ფაქტორების მოცილება. მხოლოდ გარკვეული ზომის მერე არის მედიკამენტოზური მკურნალობა. რამდენადაც მე ვიცი, მსოფლიოში ძალიან ცოტა რაოდენობით ჩატარებულა ის, რადგან ამის საჭიროება რეალურად იშვიათად დგება - უნდა იყოს ძალიან მაღალი კონცენტრაცია“, - განაცხადა სერგეენკომ.
---
13.02.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ალბათ, რეგიონებში უფრო მეტი უნდა მევლო და მედიკამენტების პროგრამის მნიშვნელობა პირადად განმემარტა!
მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პროგრამით 14 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. შესაძლებლობა ბევრად მეტს აქვს, მაგრამ ცოტა სარგებლობს, – ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მისი თქმით, მოსარგებლეთა მცირე მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი ამ პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ხარვეზებია. “მედიკამენტების პროგრამა, პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზეა გათვალისწინებული. ჩვენ მოდელირება ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე გავაკეთეთ, რომელსაც შეუძლია ამბულატორიული საჭიროებების 70%-ი დაფაროს. ამ პროგრამის შესაფასებლად მინიმუმ ნახევარი წლის მონაცემები გვჭირდება. სულ ვამბობდი, რომ იანვრის ბოლოს მოგვეცემა საშუალება, ეს პროგრამა შევაჯამოთ. მისი მიღწევები და სუსტი მხარეები გამოვსახოთ და განვითარების გეგმები დავსახოთ. რაც შეეხება მოსარგებლეებს 14 ათასზე ცოტა მეტმა ისარგებლა. ამის შესაძლებლობა ბევრად მეტს აქვს, მაგრამ ცოტა სარგებლობს. რისკების შეფასება რამოდენიმე მიმართულებით გავაკეთეთ. ხომ არ იყო ადმინისტრირების ბარიერები. ამ მედიკამენტის საყიდლად პაციენტს რთული ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა ხომ არ უწევდა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. “ალბათ რეგიონებში უფრო მეტად უნდა მევლო და ამ პროგრამის მნიშვნელობა პირადად უნდა განმემარტა. საინფორმაციო კამპანია რაც გვქონდა ინტენსიფიკაცია სჭირდება. რაც შეეხება ფინანსურ პარამეტრებს, ამ მედიკამენტებზე თანხების ხარჯვა მხოლოდ შესყიდვების დროსაა. თუკი 40 დღის განმავლობაში ხაზინაში რაღაც მნიშვნელოვანი ფინანსური მიმოქცევა ვერ დაინახეთ, ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი მიძინებულია. მედიკამენტების შეძენა, როგორც წესი, კვარტლურად ხდება”, – განაცხადა სერგეენკომ.
---
13.02.2018
მედიასაშუალება:ახალი თაობა
„შავ სალაროზე“ დამოკიდებული პაციენტის ბედი და დარღვევები სასწრაფო დახმარების ცენტრში
რა პრინციპით ანაწილებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა პაციენტებს კლინიკებში? არსებობს თუ არა ე.წ. შავი სალაროები და პაციენტების განაწილების კორუფციული სქემა, რა წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში? - ფაქტები, შეფასებები და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციები. რა დარღვევებზე მიუთითებს აუდიტის სამსახური? პაციენტების ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების და პასპორტიზაციის სისტემის გაუმართაობის გამო, ვერ იქმნება პაციენტის ოპტიმალურად ჰოსპიტალიზაციის და თვითნებური ჰოსპიტალიზაციის პრაქტიკის თავიდან აცილება. გარკვეულ შემთხვევებში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უახლესი მანძილის უგულებელყოფა და მათი ისეთ დაწესებულებაში მიყვანა, სადაც კლინიკის მიმღებ განყოფილებაში, პაციენტის ხარისხიანი მკურნალობისათვის საჭირო პირობები არ არის. ეს კი, პაციენტის კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნისას დაგვიანებული რეაგირების და საჭირო მომსახურების ვერ მიღების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. „ზემოაღნიშნული ფაქტორები გარდა ხარისხობრივი მნიშვნელობისა, სისტემის გაუმჭვირვალობის და რესურსების არამიზნობრივად გამოყენების რისკებს ქმნის“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში. გარდა ამის, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ჯერ კიდევ არ დაუნერგავს გამოძახებების პრიორიტეტების განსაზღვრის დისპეტჩერიზაციის სისტემა. სისტემამ უნდა განსაზღვროს, რომელია მაღალი, საშუალო და დაბალი პრიორიტეტების გამოძახება. გამოძახების დაბალ პრიორიტეტად არასწორად განსაზღვრა ზრდის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი არ იყენებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კონსოლიდირებულ ბაზებს სამედიცინო დაწესებულებების ნებართვებთან დაკავშირებით, რადგან პასპორტიზაციის სისტემის გაუმართაობის გამო ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აახლებს ინფორმაციას დაწესებულებებში არსებული მომსახურებების შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ 693 შემთხვევაში გულის და გულის არეში ტკივილის დიაგნოზისას პაციენტები ისეთ დაწესებულებებში გადაიყვანეს, რომელთაც ნებართვა ინტერვენციულ კარდიოლოგაში არ ჰქონდათ. ასევე 335 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ისნის რაიონში გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დიღმის მასივში არსებულ საავადმყოფოებში მოხდა, რაც ჰოსპიტალიზაციისას უახლოესი მანძილის პრინციპის დაცვას ეწინააღმდეგება. ეს აუდიტის სახელმწიფო სამსამსახურის დასკვნის ის ნაწილია, რომელიც თბილისის მერიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ეხება. აუდიტი 2014, 2015 და 2016 წლის პირველ ნახევარს მოიცავს. აუდიტის დასკვნის გარდა, რომელიც ამ მიმართულებით სისტემაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს აღმოჩნდა, რომ პაციენტების ჰოსპიტალიზაციის საკითხი ეჭვს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებშიც იწვევს. ბიზნესინტერესები? „პირველი საავადმყოფოს“ გენერალური დირექტორის დავით ოშხერელის განცხადებით, დღემდე გაურკვეველია თუ რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს სასწრაფო პაციენტების ჰოსპიტალიზაციისას. რატომ მიჰყვავთ ხშირად თბილისის ერთი უბნიდან პაციენტი სულ სხვა უბანში, როდესაც კლინიკა მის საცხოვრებელთან ახლოსაც მდებარეობს. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს ზეპირი ინსტრუქციებით ხდება. პაციენტებს სიტყვიერად ანაწილებენ, სწორედ ესაა ზეპირი ინსტრუქცია. მეც არ ვიცი ეს განწყობის მიხედვით ხდება? ერთმანეთში მოილაპარაკეს?“, - აღნიშნა ოშხერელმა „იმედთან“ საუბარში. სასწრაფო დახმარების მიერ სუბიექტური წესით კლინიკებში პაციენტების გადაყვანის მიზეზის ახსნას კარდიოლოგიური კლინიკა „გულის დირექტორი შეეცადა. ანზორ მელიამ „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ თბილისში საავადმყოფოებს პარლამენტის დეპუტატების ნაწილის სახით ლობისტები ჰყავთ. მისივე თქმით, ზეწოლაა სასწრაფოზეც. დგას თუ არა აუდიტის დასკვნაში ნახსენები გაუმართავი ჰოსპიტალიზაციაციის უკან კერძო ინტერესები? ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ სისტემაში პრობლემა დიდი ხანია არსებობს და საქმე პაციენტების განაწილების კორუფციულ სქემასთან მიდის. „ცნობილი ფაქტია ის, რომ არსებობს ე.წ. შავი სალაროები სადაც კონკრეტული ბრიგადები შესაბამის გასამრჯელოს იღებენ, რათა პაციენტი სწორედ კონკრეტულ კლინიკაში მიიყვანონ“, - აღნიშნავს სურგულაძე „იმედთან“ ინეტრვიუში. ჰოსპიტალში მისული თითოეული პაციენტი კლინიკისთვის შემოსავალს ნიშნავს, ამიტომაც არსებობს კონკურენცია სამედიცინო დაწესებულებებს შორის და სურვილი რაც შეიძლება მეტი პაციენტი მიიღონ. ჯანდაცვის ექსპერტი სწორედ ამ მოტივით ხსნის ვერსიას, რომ სასწრაფო დახმარებას კლინიკებში პაციენტები გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიჰყავს. „ეს პრობლემა საყოველტაო ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებიშ შემდგომ გაჩნდა“, - აცხადებს ვატო სურგულაძე. რა პასუხი აქვთ ბრალდებებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში? სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში კლინიკებთან გარიგებას უარყოფენ. აუდიტის სამსახურის დასკვნის საწინააღმდეგოდ ამბობენ, რომ პრობლემა პაციენტების თანაბრად გადანაწილების საკითხში არ არსებობს. ცენტრში ამბობენ, რომ 2014 წლის 1 იანვარს დამტკიცებული ჰოსპიტალიზაციის წესის მიხედვით ხელმძღვანელობენ რაც ტერიტორიული პრინციპის კლინიკებში არსებული სერვისების, პაციენტის სურვილის და რიგითობის გათვალისწინებას გულისხმობს. როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მაკა გვარამია აცხადებს, მსგავსი პრობლემა მათ სამსახურში არ დგას. გვარამიას განცხადებით, სიცრუეა თითქოს სასწრაფო დახმარების ცენტრი გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა კი სწორედ ამ კლინიკებში ხდება. მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების ცენტრის გარშემო ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს მიზანმიმართულ კამპანიაა და გარკვეული პირების ინტერესებს უკავშირებს. „ეს არის 2014-15 წლების აუდიტის დასკვნა. კლინიკებს, რომლებიც მუდმივად მანიპულირებენ იმით, რომ თითქოს და ჰოსპიტალიზაცია მათ კლინიკებში შემცირდა. ბოლო წლების განმავლობაში ფართოდ განვითარდა ჰოსპიტალური სექტორი. ანუ კლინიკების რაოდენობამ კლასტერებში იმატა. შესაბამისად, კონკურენტული გარემოც შეცვლილია. აქედან გამომდინარე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ახორციელებს პაციენტების გაყვანას კლინიკებში, კონკრეტული კლინიკების სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიების და პაციენტების შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით. არსებობს კერძო დაზღვევაში მყოფი პაციენტების გარკვეული რაოდენობა, შესაბამისად, ამ პაციენტებს გააჩნიათ მოთხოვნა, რომ ისინი იყვნენ გადაყვანილი კონკრეტულ პროვაიდერ კლინიკებში“, - ამბობს გვარამია. მას შემდეგ რაც პაციენტთან მისული სასწრაფო დახმარების ჯგუფი მის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს ჰოსპიტალიზაციის მენეჯერს უკავშირდება. მენეჯერი პაციენტის ჩვენებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, თუ რომელ კლინიკაში უნდა მოთავსდეს, ტერიტორიულად რომელი საავადმყოფოა ყველაზე ახლოს. ასევე წესით უნდა განსაზღვროს, რომელი კლინიკის რიგია პაციენტის მიღების კუთხით, თუმცა ამ რიგითობის ელექტრონული სისტემა სასწრაფო დახმარების ცენტრში ჯერ დანერგილი არ არის. რას ამბობს მინისტრი? ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, აუდიტის სამსახურის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს ეხმაურება. „ზოგიერთ კერძო კლინიკას გადაჭარბებული შეხედულება აქვს ნამდვილად სასწრაფო დახმარების პაციენტის მიყვანის შესაბამისობაზე საკუთარ ბიზნეს ინტერესებთან. ამოსავალი წერტილი არის პაციენტის უსაფრთხოება და შესაბამისი მოვლა. გამოიყენება ორი პრინციპი, ერთი არის ტერიტორიული, მეორე არის იმ პროფილის დახმარების მიღების შესაძლებლობა. ზოგჯერ ტერიტორიული პრინციპის დაცვა ვერ ხერხდება იმიტომ, რომ იმ არეალში შესაბამისი პროფილი არ არის. რაც შეეხება სასწრაფოს მუშაობას, არის ერთობლივი სქემები, რომელიც სინქრონიზებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან და განსაკუთრებით წლევანდელი წელის დასაწყისიდან ეს სქმეები აქტიურად მუშაობს. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ შემოვიდა ახალი ვალდებულება, რომ კლინიკას, ვისაც აქვს გადაუდებელი მიღება, უნდა ჰქონდეს შესაბამისი გადაუდებელი მიმღები განყოფილება. ვისაც არა აქვს მათთან სასწრაფო დახმარება არ მიიყვანს პაციენტებს და ეს ასეც ხდება. შეიძლება ეს სიახლე გარკვეულად გახდა ზოგიერთი კლინიკის უკმაყოფილების მიზეზი, -განმარტავს დავით სერგეენკო.
---
13.02.2018
მედიასაშუალება:ახალი თაობა
დავით სერგეენკო - პაციენტებისათვის მეტი წამლის გამოწერა პრობლემაა
პოლიპრაგმაზია უცნობი არ არის ჩვენთვის და გარწმუნებთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციიის ხელმძღვანელის, ირაკლი მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. ზოგადად, გლობალურ მედიცინაში არსებობს ასეთი მცნება, რომელსაც პოლიპრაგმაზია ჰქვია, როდესაც ექმები იმაზე მეტ წამალს უწერენ პაციენტს, ვიდრე რეალურად არის საჭირო. ამას თავისი მიზეზები აქვს. ნაწილობრივ გარკვეული მარკეტინგული ინტერესები, ნაწილობრივ, ექიმის მიერ თავის გადაზღვევა, რომ პაციენტს რამე არ დააკლდეს. ეს მიმართულება უცნობი არ არის ჩვენთვის და გარწმუნებთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს, - განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ჯანდაცვის მინისტრისა და მედიკამენტების წარმოების სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მწარმოებლები არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გაკონტროლების საკითხი დასვა.ცივილური ინდუსტრია მოითხოვს, რომ მნიშვნელოვნად გაკონტროლდეს არაეთიკური საქციელი, რასაც ბევრი არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანია დღეს საქართველოში ასრულებს, კერძოდ, ექიმებისა და სამედიცინო სფეროს დაინტერესება, რის სანაცვლოდ ხდება არამიზნობრივი დანიშვნა საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტების. ეს არის ჩვენი თხოვნა, პარტნიორობის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობისგან ველით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
---
13.02.2018
მედიასაშუალება:რეზონანსი
პაციენტების ისტორიების ელექტრონიზაცია სავალდებულო ხდება
პაციენტების ისტორიების ელექტრონიზაცია წლის ბოლოსთვის თბილისისთვის სავალდებულო ხდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს, პროექტი ამ ეტაპზე პილოტირებას გადის. დავით სერგეენკოს თქმით, პაციენტის ისტროების ელექტრონიზაცია მომავალი წლისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. "პაციენტის სამედიცინო ისტორია არის დიდი დოკუმენტი. არსებულ სისტემაში ეს არის ქაღალდმატარებლები, რომელიც გაფანტულია და იშვიათად არის თავმოყრილი. პაციენტს ის თან არ დააქვს, როდესაც სხვა ქალაქში შეიძლება მოხვდეს, ექიმთან შეიძლება დაავიწყდეს, ან იყოს უგონო მდგომარეობაში და ვერ უთხრას. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა ქაღალდის მატარებლის ელიმინაციას ახდენს და სრულ წვდომას ანიჭებს არამარტო დოკუმენტაციაზე, არამედ მის კვლევებზე, მაგალითად რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის. ეს ყველაფერი იქნება მიწვდომადი. პროექტის იმპლემენტაცია უკვე დაწყებულია და პილოტირებას გადის 4 კლინიკაში. სავალდებულო გახდება წლის ბოლოს თბილისისასთვის და შემდეგი წლისთვის საქართველოს მასშტაბით", - აცხადებს დავით სერგეენკო.
---
13.02.2018
მედიასაშუალება:რეზონანსი
საარსებო მინიმუმი უაზრო ციფრების რახარუხია
ქვეყანაში საარესებო მინიმუმის დათვლის მეთოდიკა, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი აქვეყნებს, ეჭვქვეშ დგას. გარდა ამისა, ჩნდება კითხვა, საერთოდ რა საჭიროა მინიმუმის გამოთვლა იმ პირობებში, როცა არც სახელფასო მინიმუმი არსებობს, არც პენსია განისაზღვრება ამის მიხედვით და საერთოდაც, მთავრობასაც არ აქვს არანაირი ინტერესი ამ მონაცემების მიმართ. საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს "საქსტატი" 2004 წლიდან ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ნორმით - "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ". წლიდან წლამდე ამ მონაცემების მიმართ უნდობლობა იზრდება. 2017 წლის ნოემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმმა უმნიშვნელოდ მოიმატა და საშუალო მომხმარებლისთვის 155 ლარი და 70 თეთრი შეადგინა. "საქსტატის" მონაცემებით, 175 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის განსაზღვრული მაჩვენებელი. ოჯახის ტიპების მიხედვით, საარსებო მინიმუმი შემდეგნაირად ნაწილდება: ერთსულიანი - 155,7 ლარი, ორსულიანი - 249,1 ლარი, სამსულიანი - 280,2 ლარი, ოთხსულიანი - 311,3 ლარი, ხუთსულიანი - 350,2 ლარი, ექვსსულიანი და მეტი - 414,1 ლარი. რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, იგი 294 ლარია. ეკონომისტები ამბობენ, რომ საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგია რეალობისაგან მოწყვეტილი და არასრულია, მაგრამ ამ ციფრებითაც კი ჩანს, რომ, მაგალითად, 6-სულიანი ოჯახისათვის 414 ლარი სრულიად არასაკმარისია. მით უფრო, ზამთრის პერიოდში ოჯახს კომუნალური ხარჯებიდან მიზერული თანხა დარჩება. კვებისა და სხვა სამომხმარებლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ე.წ. ნარჩენი თანხა არავითარ შემთხვევაში საკმარისი არ იქნება. გარდა მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული შეკითხვებისა, არსებობს მოსაზრება და კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებითაც, საერთოდ რა საჭიროა "საქსტატის" მიერ საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება მაშინ, როდესაც არაფერია პირდაპირ კორელაციაში საარსებო მინიმუმის მონაცემებთან. არ არსებობს, არც სახელფასო მონიმუმი, მას არ ებმის პენსია, არც მთავრობის სოციალური პროგრამაა საარსებო მინიმუმზე მიბმული. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ სტატისტიკის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ციფრები რეალობას მოწყვეტილია, ხოლო მეთოდოლოგია ლენინის მიერ გამოშვებული დეკრეტის დროინდელია. მეთოდიკის შეცვლასთან ერთად, უნდა შემუშავდეს სამთავრობო პროგრამაც, რომლის საფუძველზე რეალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება პენსია და ხელფასი. "რეალურად ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმი დღეს 180 ლარზე მეტია, ხოლო 6-სულიან ოჯახზე 680-700 ლარია. ამ დროს სასაცილოა, "საქსტატი" ამბობს რომ მრავალწევრიანი ოჯახის საარსებოდ 414 ლარი საკმარისია. ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, თუ ადამიანი მუდმივად მარხული არ იქნება და ბოსტნეულის გარდა სხვა პროდუქტსაც მოიხმარს. მეთოდოლოგია მთლიანად არასწორია. არაფრით შეიძლება საარებო მინიმუმში კვებას 70% ეკავოს, ხოლო სხვა ხარჯებს - 30%. ასეთი მეთოდიკა არ არსებობს მსოფლიოს არც ერთ ოდნავ განვითარებულ ქვეყანაშიც კი. ადამიანი გონიერი არსებაა და მას სჭირდება ბევრი სხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილება. კომუნალური ხარჯები, ჯანდაცვა, განათლება, ჩაცმა და სხვა მრავალი კომპონენტია გასათვალისწინებელი, რომლებსაც არ შეიძლება, მხოლოდ 30% ეჭიროს. საქართველოს სტატისტიკის სამსახური ითვლის ლენინის დეკრეტის დროინდელი მეთოდით, ანუ კალორაჟით. 2003 წელს, ევროკავშირმა და ნატო-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დაგეგმვის კომიტეტმა კატეგორიულად მოსთხოვა ჩვენს მთავრობას, რომ ამ საკითხისათვის გადაეხედა. ხელისუფლებამ კი, საარსებო მინიმუმი იმ თანხას მიაახლოვა, რომლის უზრუნველყოფაც მეტ-ნაკლებად შეეძლო და არა იმ თანხას, რომელიც ნორმალური არსებობისათვისაა საჭირო. ამდენი წლის შემდეგ რამე მაინც უნდა შეიცვალოს: ან - მინიმუმის დათვლის მეთოდიკა, ან ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, მათი არასწორად გაანგარიშებული მინიმუმით მაინც უზრუნველყოს მოქალაქე", - ამბობს პაატა კოღუაშვილი. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საარსებო მინიმუმის დადგენილ მაჩვენებლებს საერთო არაფერი აქვს ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათთან, რადგან ამ თანხით არსებობა შეუძლებელია. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, საარსებო მინიმუმის მეშვეობით არაფერი განისაზღვრება და ამიტომ მისი დაანგარიშებაც აზრს მოკლებულია და მხოლოდ "საგარეო" მოხმარებისათვის ხდება. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ საარსებო მინიმუმს არავითარი დატვირთვა არ აქვს გარდა იმისა, რომ გამოქვეყნების შედეგ, მედია რაღაც დროის განმავლობაში მსჯელობს, არის თუ არა საკმარისი არსებობისათვის ოფიციალური მონაცემი. თავის მხრივ წარმოდგენილი მაჩვენებლები, შეიძლება ითქვას, არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს, რადგან ამ თანხით არსებობა შეუძლებელია. ხელისუფლება რეალურად ორ ცეცხლს შუაა, მუდმივად ისმინოს კრიტიკა არასწორი მეთოდილოგიის გამო, თუ გამოაქვეყნოს რეალური მონაცემი და საზოგადოებამ მთელი სიმძაფრით დაინახოს, რამდენადაა აცდენილი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობის შემოსავლები ხარჯებს. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მესმის, რატომ ვითვლით საარსებო მინიმუმს. საქართველოს სტატისტიკის სამსახური ხარჯავს რესურსს მის გამოსაანგარიშებლად, მაგრამ არაფერია ამაზე დამოკიდებული. მაგალითად, არ არსებობს ჩანაწერი კანონში, რომ ხელფასი და პენსია უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე მაღალი, ანუ არაფერია მიბმული ამ სტატისტიკაზე. შესაბამისად, აბსოლუტურად ამოვარდნილია რეალობიდან დათვლაც და მეთოდოლოგიაც. გამოდის, რომ გამუდმებით ვითვლით მხოლოდ იმიტომ, რომ ამას სხვა ქვეყნებშიც აკეთებენ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მერაბ ჯანიაშვილმა.
---
13.02.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, ანუ ადამიანის ნება თავისუფალია!
---
12.02.2018
მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები
შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი პარლამენტში ისევ გაიჭედა
270 დაღუპული და 776 დაშავებული - ეს არის სამუშაო ადგილებზე 2011-2016 წლებში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების შედეგი. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები ამ ფაქტებს პირდაპირ ან ირიბად უკავშირებენ საქართველოში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის არაეფექტიან საქმიანობას. ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას აღიარებს და ამბობს, რომ ამჟამად საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს, შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტის სამუშაო ვერსია. სამინისტროს თქმით, აღნიშნული კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, უპასუხებს საერთაშორისო დირექტივებს, შრომის ინსპექციის მუშაობას უფრო ეფექტიანსაც გახდის, რაც საბოლოოდ, გააუმჯობესებს დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და უფლებრივ მდგომარეობას სამუშაო ადგილებზე. 5 თებერვალს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს მეორე მოსმენით უნდა განეხილა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტი. საკომიტეტო მოსმენას არ ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. პროცესი ამავე სამინისტროს 2017 წლის დეკემბერშიც გაჭიანურდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას მოუწოდებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტზე თებერვლის ბოლომდე განიხილონ. როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, შრომის ინსპექცია აქილევსის ქუსლად იქცა ხელისუფლებისთვის. ”კომიტეტში უნდა განხილულიყო შრომის ინსპექციის საკითხი მეორე მოსმენით, თუმცა გადაიდო, რადგან მთავრობის წარმომადგენელს, ვისაც უნდა წარმოედგინა კანონპროექტი, არ გამოცხადდა. თუ ეს დაკავშირებული იყო ბიზნესის ინტერესებთან, რომ მთავრობას გადახედვა მოუწია გადაწყვეტილების, ეს ძალიან სამწუხაროა. თუ ეს განპირობებული იყო თვითონ მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს კიდევ უფრო სამწუხაროა. ბიზნესის არც ერთი მოგება, არც ერთი თეთრი ბიუჯეტში არ ღირს არც ერთი ადამიანის სიცოცხლედ. მოვუწოდებ მთავრობას, რომ თებერვლის ბოლომდე მაინც მოხდეს ამ საკითხის განხილვა კომიტეტის ფარგლებში და შემდგომ უკვე ამ სასესიო პერიოდში მივიღოთ ეს კანონი”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
---
12.02.2018
მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები
სამშენებლო რეგულაციების ბედი ბუნდოვანია - ხელისუფლება არ ჩქარობს!
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამშენებლო რეგულაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მართლაც სერიოზული პრობლემები არსებობს. მან ყურადღება გაამახვილა ჯარიმების ოდენობაზე, რომელიც უნდა დაეკისროს ინვესტორს, რათა დაიცვან მშენებლობისთვის გათვალისწინებული ყველა ნორმა. მისივე თქმით, უკვე განხორციელდა ცვლილებები 41-ე დადგენილებაში, რომელიც უსაფრთხოებასა და სახანძრო სისტემების მოწესრიგებას ეხება. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგულაციების გამკაცრება ცუდად აისახება ქართულ ეკონომიკაზე, კონკრეტულად კი შემცირდება ინვესტიციების წილი. ეკონომიკის ექსპერტის, ოთარ ანგურიძის მოსაზრებით, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გადაიხედოს არსებული რეგულაციების სისტემას, რადგან ეს არის ერთადერთი გზა ხარისხიანი მშენებლობის ხელშეწყობისთვის: "ჩვენ დადებული გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და, შესაბამისად, მშენებლობის სტანდარტების აწევა პრიორიტეტულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპის ყველა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გაცილებით მკაცრი მოთხოვნებია, ვიდრე ჩვენთან". ზემოთ აღნიშნულ იდეას იზიარებენ თბილისის საკრებულოშიც, სადაც რეგულაციების გამკაცრების შესახებ საკრებულოს ურბანული განვითარებისა დაა საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ ისაუბრა. მან გამოყო რამდენიმე მიმართულება, რომელშიც საკრებულო მერიასთან ერთად მზად არის აქტიურად ჩაერთოს. "როდესაც მსგავს სამუშაოებთან დაკავშირებით პროექტი დგება, მნიშვნელოვანია გაიწეროს ის კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებითაც უნდა შედგეს პროექტი. ამასთან, ტენდერი კიდევ უფრო გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს და გამოირიცხოს შემთხვევითობა, რადგან კომპანია, რომელიც გაიმარჯვებს, სრულფასოვნად უნდა შეასრულოს სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ მერიის შესაბამისმა სამსახურებმა პროექტის ზედამხედველობის მხრივ უფრო მეტი კონტროლი დააწესონ", - განაცხადა რევაზ სოხაძემ
---