From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-13.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 13.04.2018 08:23
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 13.04.2018

ტელევიზია

12.04.2018

არხი: I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

ერთ წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს, ბოლო წლებში პირველად, ჩვილთა გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია შეჩერდა. და ეს იმ ფონზე, როცა 2015 წლიდან სამშობიაროები დონეებად დაიყო და მას შემდეგ გართულებების მქონე დედებსა და ჩვილებს სპეციალურად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებები ემსახურებიან. დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესამცირებლად ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წელს სამშობიარობის დონეებად დაყოფა დაიწყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5160411

---

         

12.04.2018

არხი: ტვ პირველი  

გადაცემა:   საქმის კურსი 22:30

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2017 წელს 279 ობიექტი შეამოწმა და 2719 რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 2017 წელს შემოწმდა 160 კომპანიის 279 ობიექტი, ხოლო 2018 წელს - 14 ობიექტი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5160450

---

 

12.04.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა:    დღის მთავარი თემა 20:00

ჯანდაცვის სამინისტრომ იმ სექტორების პირველადი ნუსხა შეიმუშავა, რომლებზეც საწყის ეტაპზე შრომის უსაფრთხოების კანონი გავრცელდება. ეს არის მშენებლობა, მეტალურგია, მრეწველობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება, ასევე ქიმიური მრეწველობა და ტრანსპორტი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5160335

           

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5159813

ტვ პირველი - საქმის კურსი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5159339

I არხი - მოამბე 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5159191

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5158969

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5158776

---

 

12.04.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 16:00

ღია წერილი პრემიერ-მინისტრს - პროფკავშირების თავმჯდომარე მთავრობას მიმართავს და ითხოვს, რომ მეშახტეები და მაღაროელები გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან და უსაფრთხოების შემოწმება ჩატარდეს მათ სამუშაო ადგილებზე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5159845

---

 

12.04.2018

არხი: იმედი  

გადაცემა:   ქრონიკა 17:00

ბავშვთა ჰოსპისში ციცინათელების ქვეყანა, მულტი სენსორული ოთახი გაიხსნა, რომლის მოწყობაზე ჩეხეთის განვითარების სააგენტომ იზრუნა, პროექტის ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, ახალი სივრცის მოწყობის მიზანი ქვეყანაში ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების განვითარების ხელშეწყობაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5159795

---

 

12.04.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია  

გადაცემა:   ახალი ამბები 17:00

8 წლის ირაკლი მურჯიკნელს დახმარება ჭირდება. მას მწვავე ლეიკემია აღმოაჩნდა და თურქეთში გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. მშობლებთან ერთად 8 წლის ირაკლი თურქეთში ხვალ უნდა გაემგზავროს, მისი მკურნალობა კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5159608

---

 

 

 

 

ინტერნეტი

12.04.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=63669

დავით სერგეენკო პარიზში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში იმყოფება, სადაც ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი ( EASL) იმიმდინარეობს. კონგრესში მონაწილეობას მინისტრთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები იღებენ. EASL-CDC (ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი-დაავადებათა კონტროლის ცენტრის) ერთობლივი სიმპოზიუმი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის, მოვლისა და მკურნალობის სერვისების დეცენტრალიზაციას ეძღვნება. საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგებისა და პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი დეცენტრალიზაციის შესახებ სიმპიზიუმზე მოხსენებით მინისტრი დავით სერგეენკო გამოვიდა. „მოხარული ვარ, რომ ვესწრები ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას და მაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ საქართველოში მიმდინარე პროგრამიდან დაგროვილი გამოცდილება და შეხედულებები, თუ როგორ უნდა ვმართოთ არსებული გამოწვევები და მივაღწიოთ ისეთ ამბიციურ მიზანს, როგორიც C ჰეპატიტის ელიმინაციაა. ჩვენ უკვე მეხუთედ ვხვდებით ამ კონგრესზე, მახსოვს პირველი შეხვედრდა 2014 წელს, როდესაც ჯერ მხოლოდ განვიხილავდით პროგრამის პირველად მონახაზს. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ ამ ამბიციური მიზნების განხორციელების. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. გუშინ კი კონგრესის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მთლიანად საქართველოს მიეძღვნა. ქართულმა დელეგაციამ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინა საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის შედეგები. აღინიშნა იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მიაღწია. პროგრამამ საერთაშორისო ექსპერტებისა და პარტნიორების მხრიდან მორიგი პოზიტიური შეფასება მიიღო.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/politika/487739-davith-sergeenko-samushao-vizitith-parizshi-imyofeba.html?ar=A

პია.ჯი- https://pia.ge/post/197282-davit-sergeenko-samusao-vizitit-parizsi-imyofeba

---

 

12.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/shromis-inspeqtorebi-obieqtebs-wlis-bolodan-sheamowmeben/18406

შრომის ინსპექტორები ობიექტებს წლის ბოლოდან შეამოწმებენ

ჯანდაცვის სამინისტრომ  უკვე შეიმუშავა იმ სექტორების ნუსხა, რომელზეც შრომის უსაფრთხოების შესახებ’’  კანონის მოქმედება გავრცელდება. საუბარია 11 სექტორზე, რომელშიც შედის როგორც მშენებლობა, მრეწველობა, მეტალურგია, ნავთობისა და გაზის მოპოვება, ისე ქიმიური მრეწველობა, ტრანსპორტი და რადიაციულ გამოსხივებასთან დაკავშირებული საქმიანობა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს.  აღნიშნული ნუსხა უკვე გადაგზავნილია სოციალურ პარტნიორებთან და მას შემდეგ რაც დოკუმენტი შეთანხმდება, ინსპექტირების შესახებ კერძო სექტორს შესაბამისი პროცედურების გავლის შესახებ ეცნობება. "როგორც კი შეთანხმდება ნუსხა ვთხოვთ და შევახსენებთ კომპანიებს, მათ შორის მედიის საშუალებით, დარეგისტრირდნენ შემდგომ ეკონომიკურ რეესტრში, რომელიც მიეკუთვნება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს და შემდგომ დავიწყებთ შერჩევითი კონტროლის საფუძველზე. მონაცემთა ბაზა როცა გვექნება დავიწყებთ უკვე შემოწმებას. პირველ რიგში აი ამ სექტორებზე, რომელიც  წლის ბოლომდე იგეგმება", - განმარტა ელზა ჯგერენაიამ.

---

 

12.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/shromis-inspeqtorebi-kamerebit-agichurvebian/18404

შრომის ინსპექტორები კამერებით აღიჭურვებიან

"შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ კანონი მთავრობამ გასულ თვეში დაამტკიცა, თუმცა იმისთვის, რომ კანონის აღსრულება მოხდეს, 3 თვის ვადაში 5 კანონქვემდებარე აქტია შესამუშავებელი. მათ შორის უნდა დადგინდეს იმ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სექტორების ნუსხა, რომელსაც შრომის ინსპექცია შეამოწმებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, იმისთვის, რომ გამჭვირვალედ და ობიექტირად მოხდეს კანონის აღსრულება, ძლიერდება შრომის ინსპექციის აპარატი. ელზა ჯგერენაიას განმარტებით, იზრდება შრომის ინსპექტორების  რაოდენობა, ასევე დაგეგმილია ინპექტორების შესაბამისი აპარატურით აღჭურვა. "ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მათი აღჭურვა მოხდეს ე.წ "ბოდი კამერებით". ეს გამჭვირვალეს გახდის ინპექტირების პროცესს და ყველა ინსპექტირება, რომელიც იქნება გეგმიური თუ დაუგეგმავი, იქნება ჩაწერილი და იქნება შესაბამისი სოფტის პროგრამის  გზით, ცენტრალურ ბაზაში ასახული. იმისათვის, რომ არ მოხდეს გარკვეულწილად მისი დაკორექტირება. ეს არის წელს დაგეგმილი ჩვენი აქტივობა, გარდა ამისა ვგეგმავთ მანქანების შეძენას და ინსტრუმენტების შეძენას, ეს ინსტრუმენტები ეხება იმას, რაც ვიზუალურად არ ჩანს, მაგალითად მტვერი რა კონცენტრაციით არის ჰაერში, ეს არის მზომი ხელსაწყოები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უფრო ობიექტური სურათი დაიდოს", - განმარტავს ელზა ჯგერენაია. ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროს 25 ინსპექტორი ჰყავს. ჯგერენაიას თქმით, დაგეგმილია მათი 15-ით გაზრდა. ჯამში უწყება ახლო მომავალში სისტემის 80 ინსპექტორით დაკომპლექტებას გეგმავს.

---

 

12.04.2018

მედიასაშუალება: http://newpress.ge/ziriadi-darrvevebi-romlebic-shromis-pirobebis-inspeqtirebis-departamentma-daafiqsira

დარღვევები, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა დააფიქსირა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წელს დეპარტამენტმა 279 ობიექტი შეამოწმა და 2719 რეკომენდაცია გასცა. ყველაზე ხშირი სახის დარღვევები, რომელიც ფიქსირდება შემდეგია: საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების სისტემის არ არსებობა; შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არ არსებობა; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ინსტრუქტაჟის და შესაბამისი სწავლების არ არსებობა; საწარმოო ტრავმებისა და უბედური შემთხვევების აღურიცხაობა; პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების არ არსებობა; მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არ არსებობა; კოლექტიური დაცვის საშუალებების არ არსებობა; ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა; კრიოგენული ჭურჭლის ექსპლუატაციის წესების დარღვევა; კუსტარული დაზგა-დანადგარები; სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობა; ამორტიზირებული და გაუმართავი სამუშაო აღჭურვილობა; მომატებული ხმაური სამუშაო სივრცეში/ადგილზე; არარაციონალური განათება სამუშაო სივრცეში/ადგილზე; მიკროკლიმატის მანორმირებელი პარამეტრების ჰიგიენური ნორმებიდან გადახრა; აეროზოლების მომატებული კონცენტრაცია სამუშაო სივრცეში/ადგილზე; ადვილად აალებადი ნივთიერებების დასაწყობების წესის დარღვევა; დახურულ სივრცეში მუშაობის წესების დარღვევა; სიმაღლეზე მუშაობის წესების დარღვევა; საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა; ერგონომიული მახასიათებლების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და სხვა. დეპარტამენტის ინფორმაციით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 2017 წელს შემოწმდა 160 კომპანიის 279 ობიექტი, ხოლო 2018 წელს - 14 ობიექტი.

---

 

12.04.2018

მედიასაშუალება: http://region.ge/3176-3-tselitsadshi-ckhinvalis-regionidan-thbilisis-klinikebshi-2650-pacientma-miigho-samedicino-momsakhureba.html

3 წელიწადში ცხინვალის რეგიონიდან თბილისის კლინიკებში 2650 პაციენტმა მიიღო სამედიცინო მომსახურება

2014-2017 წწ-ში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 2650 მოქალაქეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამედიცინო მომსახურება გაეწია. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი" ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სულ ოკუპირებული ტერიტორიებიდან (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) სამედიცინო მომსახურება, აღნიშნულ პერიოდში, 6188 პაციენტმა მიიღო. ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს იყო 941 პაციენტი, 2016 წელს - 2,280; ხოლო 2017 წელს (8 ნოემბრამდე პერიოდისათვის) სამედიცინო მომსახურებით 1,447-მა პაციენტმა ისარგებლა. მონაცემების თანახმად, ოსი პაციენტების რაოდენობა მხოლოდ 2014 წელს აჭარბებდა აფხაზი პაციენტების რაოდენობას. 2015 წელს დაფიქსირდა საპირისპირო დინამიკა, ხოლო 2017 წლისთვის აფხაზი პაციენტების რაოდენობა თითქმის 2-ჯერ აღემატება ოსი პაციენტების რიცხვს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში, ასევე, მედიკამენტის მოთხოვნით მიმართავენ. ძირითადი მიგნებები -2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა 16,935,074.81 ლარი, ხოლო სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო. - 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650). - 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა. - 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო ტრანსპორტირებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა. - 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650). შესაბამისად, აფხაზი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა (აფხაზ პაციენტებზე – 9,759,689 ლარი, ოს პაციენტებზე – 8,098,078 ლარი) - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში და მედიკამენტების მოთხოვნით მიმართავენ. ცხინვალის პოზიცია დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ მათი მოქალაქეები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად, საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებულ კლინიკებში გადაჰყავთ. ამას ადგილობრივი პრესა 2017 წლის მაისში წერდა და აცხადებდნენ, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს რუსეთის კლინიკებში მკურნალობას ურჩევენ. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის დახმარებით, მოქალაქეები, სწორედ, თბილისისა და გორის საავამდყოფოებში გადაყვანას ითხოვენ. მაგალითად, ცხინვალში მცხოვრებმა ვალერი ქელეხსაევმა გულის ოპერაცია თბილისში წარმატებით ჩაიტარა. ,,რვა წელია გული მაწუხებდა. ვმკურნალობდი ჩვენს საავადმყოფოში. გასულ წელს ვითარება დამძიმდა. სახეზე იყო მძიმე ვითარება. ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში მემკურნალა. პრაქტიკულად, 2-3 დღის დაგვიანება სავალალო შედეგით დამთავრდებოდა. გულის სარქველების 95% დალუქული იყო და სისხლი არ მიეწოდებოდა. ჩემი მეუღლე ამბობს, რომ ძალიან გამიმართლა" - უთხრა ვალერი ქელეხსაევმა ადგილობრივ ჟურნალისტს. მისი თქმით, თბილისში ექიმები მას ყურადღებით მოექცნენ და გამოაჯანმრთელეს. მაგალითად, არინა ყოჩიევამ 2015 წელს ავტოავარიისას სერიოზული დაზიანებები მიიღო, განსაკუთრებით, თავის არეში. ,,ჩვენმა ექიმებმაც დიდი ყურადღება მომაქციეს. ექიმმა ჯინა გოგიჩაევამ 12 ნაკერი დამადო, მაგრამ აუცილებელი გახდა სრული დიაგნოსტიკა. ჩემმა დამ ყველანაირი საბუთები მომიმზადა და სამ დღეში წითელი ჯვრის დახმარებით საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის საავადმყოფოში გადამიყვანა." - ყვება არინა ყოჩიევა, რომელსაც ხერხემალიც დაზიანებული ჰქონდა. ცხინვალის მთავარი საავადმყოფოს ხელმძღვანელი აგუნდა ფილიევა აცხადებს, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რომ ცხინვალში პაციენტები მაღალტექნოლოგიური, სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყონ. ,,ჩვენ ყველა შესაძლებლობებს ვიყენებთ, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე დავიცვათ და ამიტომ, დაუყოვნებლივ, ვგზავნით საქართველოში, სადაც არის შესაბამისი სამედიცინო ტექნიკა და შესაძლებლობა, მაგალითად, 40 წუთში გადაარჩინონ პაციენტის სიცოცხლე" - ამბობს აგუნდი გოგიჩაევი. წითელი ჯვარი, ასეთ პაციენტებს, თბილისისა და სხვა ქალაქების საავადმყოფოებში, ცხინვალის შს და ჯანდაცვის სამინისტროების ნებართვის საფუძველზე გზავნის.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/2014-2017-tslebshi-afkhaz-da-os-patsientebze-17-milion-laramde-daikhardja-idfi/42253

ქართლი.ჯი- http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/8146-3tselitsadshickhinvalisregionidanthbilisisklinikebshi2650pacientmamiighosamedicinomomsakhureba

ლაივპრეს.ჯი- http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/23006-sakhelmtsifojandacvisprogramebithufrometmaethnikurmaafkhazmaisargeblavidreosma.html

---

 

12.04.2018

მედიასაშუალება: http://bpi.ge/farmacevtul-bazarze-gmp-da-gdp-standartebis-danergva-iwyeba/

ფარმაცევტულ ბაზარზე GMP და GDP სტანდარტების დანერგვა იწყება

თბილისი (BPI) – ფარმაცევტულ კომპანიებს ევროსტანდარტების დაცვა მოუწევთ. ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვას იწყებს. გარდა ამისა, 2022 წლის 1 იანვრიდან ფარმაცევტული საწარმოების და სადისტრიბუციო ქსელის ინსპექტირება სავალდებულო იქნება. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ GMP/GDP სტანდარტების დანერგვა უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარიხსს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას, ასევე ხელს შეუწყობს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სტანდარტების დანერგვის რეკომენდაციას იძლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და GMP/GDP სტანდარტების დანერგვის სტრატეგია მოიცავს რამდენიმე ეტაპს. მათ შორის უპირველესია GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის ჩამოყალიბება. ინსპექტორატის შექმნის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს ინსპექტორთა კანდიდატებს. კონკურსანტებიდან სააგენტო შეარჩევს კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან სპეციალურ გადამზადებას საზღვარგარეთ. კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან მზადების კურსებს, მათ მიენიჭებათ შესაბამისი სერთიფიკატი და სწორედ ისინი განახორციელებენ ფარმაცევტული საწარმოების და სადისტრიბუციო ქსელის ინსპექტირებას. ინსპექტირების სავალდებულო ნორმად აღიარებამდე ინსპექტირება ნებაყოფლობითი ხასიათის იქნება.

---

 

12.04.2018

მედიასაშუალება: http://alia.ge/news/12073

"2 საათის ლოდინის შემდეგ იძულებული გავხდი ბავშვი ფანჯრის რაფაზე დამეწვინა“

4 წლის გოგონას დედა ეთო მიქათაძე ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში არსებულ მდგომარეობას დეტალურად აღწერს და აცხადებს, რომ ამის შესახებ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს.ტექსტს "მშობელი" უცვლელად გთავაზობთ. "მაპატიეთ დიდი სტატუსის გამო, მაგრამ ვთვლი რომ ვალდებული ვარ ყველა მშობელს ვუთხრა და ყველა მშობელმა იცოდეს რა ხდება დღეს ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, როგორ სარგებლობს კლინიკა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით და როგორ ვერ სარგებლობს დაზღვეული.. როგორ ილახება ბავშვის უფლებები და როგორი ფსიქოლოგიური ტრამვა შეიძლება მიიღონ ჩვენმა შვილებმა ზემოთხსენებულ კლინიკაში..  ჩემს 4 წლის გოგონას დაეწყო მუცლის ტკივილები და აუწია სიცხემ. სასწრაფო გამოვიძახეთ, მალე მოვიდა და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაგვიყვანა. თითქმის 2 საათის ლოდინის შემდეგ იძულებული გავხდი დანიელა ფანჯრის რაფაზე დამეწვინა, რადგან ემერჯენსიში ყურადღებას არავინ გვაქცევდა, ბავშვი კი, მუცლის საშინელი ტკივილით შეწუხებული, წამოწოლას მთხოვდა.დიდხნიანი ლოდინის, დანის შეუჩერებელი ტირილისა და ჩემი გამწარებული ყვირილის შედეგად ქალბატონმა მაიამ მიგვიღო. პედიატრმა გვითხრა, რომ ანალიზების აღება იყო საჭირო და მერე შევძლებდით გაგვერკვია რა იყო დანიელას მუცლის ტკივილის მიზეზი. პასუხების მოლოდინში 4 საათი გავიდა, ამ პერიოდში დანოს დაუდგეს სისტემა და გაუკეთეს გადასხმა, უფრო ზუსტად კი, გადაუსხეს ნატრიუმ ქლორი. მოგვიანებით გვითხრეს, რომ კლინიკაში უნდა დავრჩენილიყავით და ბავშვთა განყოფილებაში უნდა გადავეყვანეთ. პალატაში გადაყვანას საათზე მეტი ველოდეთ. არც მინდა იმ მომენტების გახსენება თუ რა ჭირდა დანოს. ტკივილისგან და ღებინებისგან ლაპარაკის თავიც კი აღარ ჰქონდა. სანამ არ ვიჩხუბე და ექთანს რამდენჯერმე არ დავუძახე ყურადღება ვერ მივიქციეთ. პასუხად მივიღეთ ის, რომ პალატაში გადაყვანა ადგილების არ არსებობის გამო გვიანდებოდა. უსუსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, დახმარება ჩემს დას ვთხოვე, რომელმაც არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ შედეგად ექიმმა მოგვაკითხა. ბოდიში მოგვიხადა,როცა დამირეკეს და მითხრეს, მაშინ ჩამოვედიო. სოფო ექიმი თავისი საქმის პროფესიონალი ჩანდა, და რაც ასევე მნიშვნელოვანია მშობლისთვის თბილი, ყურადღებიანი აღმოჩნდა... დამატებითი ანალიზების გაკეთება კიდევ გახდა საჭირო, მუცლის ღრუს ექოსკოპიაც გადავიღეთ. სოფო ექიმი გაგებით მოეკიდა იმ ფაქტს, რომ დანი წამლებს ვერ სვამდა. მეორე დღეს სხვა მორიგე ექიმი, სახელად მარიკა, მოვიდა და ისევ ნატრიუმ ქლორი გადაუსხა. მთელი დღის განმავლობაში დანოს არაფერი არ ჰქონდა ნაჭამი, სუსტად იყო და აქედან გამომდინარე ექიმს ვთხოვე რინგერის გადასხმა გაეკეთებია, თან იმ მომენტში სიცხე 39 ჰქონდა. მორიგე ექიმი ჯიუტად მარწმუნებდა რომ ნატრიუმი და რინგერი ორივე ერთია და არ აქვს მნიშვნელობა, რომელს გადაუსხავთო. ბავშვი ძალიან სუსტად იყო, ფეხზე დგომა აღარ შეეძლო საერთოდ. გესმით ალბათ რა დღეში შეიძლებოდა ვყოფილიყავი მშობელი... მორიგე ექიმმა საბოლოოდ გლუკოზის შემოწმება გადაწყვიტა. თუმცა, ცოტა უცნაური „ხერხით“. მორიგე ექთანი უკვე აღარ ვიცი, პალატაში ერთჯერადი ნემსით შემოვიდა და სისხლი რომ აეღო ნემსს მონდომებით ურტყამდა თითში. ბავშვი ტკივილისგან და შიშისგან ყვიროდა. გონს მალევე მოვედი და გაკვირვებით და ძალიან ანერვიულებულმა ვკითხე: რას აკეთებ სპეციალური საჩხვლეტი არ გაგაჩნიათ-მეთქი?! წამოდგა ფეხზე და უსიტყვოდ გავიდა პალატიდან. 10 წუთი ველოდე, დანოს დამშვიდება და დაწყნარება ვერ შევძელი. მერე გავედი და სიცხის დამწევი ვითხოვე. დაახლოებით ნახევარ საათში ექთანი სპეციალური სისხლის ასაღებად განკუთვნილი „ თითის საჩხვლეტით“ მობრუნდა და წაიწუწუნა: „ძლივს ჩხუბით მომცესო“. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩემს შვილს ასე მოიხსენიებდნენ - „შვედეთში დაბადებული ბავშვის მკურნალობა იცით აქ რა ღირს“?! ჩემი შვილი შვედეთში დაიბადა,მაგრამ ის საქართველოს მოქალაქეა. კიდევ „სომხური გვარი რომ აქვს ის ბავშვი“. დიახ ჩემი შვილი ბაგრამიანია მაგრამ მე მას, ქართველი დედა, ჩემი სამშობლოს სიყვარულს ისევე ვასწავლი, როგორც მე მასწავლიდნენ ჩემი მშობლები. ორშაბათს დილით კი თავზე კლინიკის დირექტორი, განყოფილების გამგე და მკურნალი ექიმი დაგვადგნენ. ეს ჩემი დის ხათუნა მიქაცაძის ფეისბუქ სტატუსის დამსახურება იყო, რომელმაც საქვეყნოდ დაწერა როგორ იმეტებდნენ ბოჭორიშვილის კლინიკაში ბავშებს ფანჯრის რაფაზე დასაძინებლად, და როგორ უღებდნენს თითიდან სისხლის ანალიზს ერთჯერადი ნემსით. ამის გამო ყურადღებით და მზრუნველობით დაგვტრიალებდნენ თავზე. განყოფილების გამგე გამოწერის წუთამდე გაიძახოდა დანიელას მწვავე ინფექცია აქვს და ნაწლავების დაავადება „სალბუნელა“ სჭირსო. ყელი აქვს დაწითლებული და ბაქტერი აქვსო (ყელში). იმ დღეს როცა გამოსაწერად (უფრო ზუსტად კი გამოსაქცევად, თავის გადასარჩენად) ვემზადებოდით, კონკრეტული წამლების დანიშვნაც კი სთხოვა ჩვენს მკურნალ ექიმს. ქალბატონმა ლალიმ გამგეს დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მკურნალობა არ შემიცვალა და მთხოვა ჯობს ანალიზის პასუხებს დაველოდოთო. ოთხშაბათს მოვიდა პასუხები ლაბორატორიიდან. ამ დროს ჩვენ უკვე ვილნიუსში ვიყავით, როგორც აღმოჩნდა დანიელას არაფერი სჭირდა.დღეს, 12 აპრილია და ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელია. მე დღემდე მჯერა რომ ექთანი, რომელმაც თითიდან სისხლის აღება ერთჯერადი ნემსით გადაწყვიტა, მართალი იყო თავის მართლებისას, განყოფილებაში სპეციალური სისხლის ასაღები არ არისო რომ თქვა. ახლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გავჩერდები: კლინიკაში დავყავით 2 დღე ნახევარი, გამოწერისას გადავიხადე 160 ლარი. ამიხსნეს რომ სრული გადასახადი 800 ლარი იყო. თუმცა ჩემი სახელმწიფო ზრუნავდა ჩემზე და გადასახდელი თანხის 80 პროცენტს 640 ლარს ის მიხდიდა. მოგვიანებით მოვითხოვე დეტალური კალკულაცია და „აღმოჩნდა“ რომ კლინიკას მცირედი ცდომილება გაეპარა და 160 ლარის ნაცვლად 116 ლარი უნდა გადამეხადა, დარჩენილს კი ხელზე დამიბრუნებდა. კითხვა მაქვს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მითვისებულ, დიახ მითვისებულ თანხას, როგორ დააბრუნებდნენ ბიუჯეტში?!!! ახლა „ჩასწორებულ“ ჩამონათვალს ვუბრუნდები და თქვენც, ყველამ ნახეთ. ამ კალკულაციის თანახმად, 4 წლის ბავშვისთვის, 2 დღე ნახევარში, გამოუყენებიათ 36 ერთჯერადი ნემსი!!!!!!! ბავშვისთვის კუნთში ნემსი არ გაუკეთებიათ!!! და ეს წამლები? ეს ჩამოთვლილი წამლები????? და კიდევ სპირტი 200 მილიგრამი, ერთჯერადი რეზინის ხელთათმანები. მადლობა ჩემო სახელმწიფო რომ ზრუნავ ჩემზე, მაგრამ ... რა ვიფიქრო? ასეთი კალკულაცია რომ მოგდის ამას, რომ ხედავ რა ფულს რიცხავ, ვისთვის რიცხავ რატომ? კითხვა არ გიჩნდებათ? და დავიჯერო რომ მე ერთი ვარ ასეთი? 36 ერთჯერადი ნემსი 2 დღე ნახევარში....", - წერს ეთო მიქათაძე.

---

 

 

 

 

 

ბეჭდვითი მედია

13.04.2018

მედიასაშუალება:      რეზონანსი

შრომის ინსპექტორები ობიექტებს წლის ბოლოდან შეამოწმებენ

ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა იმ სექტორების ნუსხა, რომელზეც შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ კანონის მოქმედება გავრცელდება. საუბარია 11 სექტორზე, რომელშიც შედის როგორც მშენებლობა, მრეწველობა, მეტალურგია, ნავთობისა და გაზის მოპოვება, ისე ქიმიური მრეწველობა, ტრანსპორტი და რადიაციულ გამოსხივებასთან დაკავშირებული საქმიანობა. აღნიშნული ნუსხა უკვე გადაგზავნილია სოციალურ პარტნიორებთან და მას შემდეგ რაც დოკუმენტი შეთანხმდება, ინსპექტირების შესახებ კერძო სექტორს ეცნობება. "როგორც კი შეთანხმდება ნუსხა, ვთხოვთ და შევახსენებთ კომპანიებს, მათ შორის მედიის საშუალებით, დარეგისტრირდნენ შემდგომ ეკონომიკურ რეესტრში, რომელიც მიეკუთვნება მძიმე, მავნე და საშიშ სამუშაოებს. შემდგომ დავიწყებთ შემოწმებას შერჩევითი კონტროლის საფუძველზე. პირველ რიგში ამ 11 სექტორზე გამახვილდება ყურადღება", - აღნიშნა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5160489&name=13.04.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

13.04.2018

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

აფხაზი და ოსი პაციენტებისთვის 2014-2017 წლებში საქართველოს ბიუჯეტიდან 16 935 074 ლარი დაიხარჯა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარჯები გაანალიზა. ორგანიზაციის მიერ ანალიზისას შემდეგი მთავარი მიგნებები გამოიკვეთა: 2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა 16,935,074.81 ლარი, ხოლო სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო. 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650). 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა. 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო ტრანსპორტირებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა. 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650). შესაბამისად, აფხაზი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა (აფხაზ პაციენტებზე – 9,759,689 ლარი, ოს პაციენტებზე – 8,098,078 ლარი) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში და მედიკამენტების მოთხოვნით მიმართავენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5160823&name=13.04.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---