მედიამონიტორინგი 13.06.2018
ტელევიზია
13.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა TV1
UNICEF - მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5357193
---
12.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ზოგიერთი შინა მეურნეობის მიერ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული გარჯები მათი მთლიანი ხარჯის 10% აჭარბებს, რაც 2015 წლის მაჩვენებლებლის თითქმის 30% აღემატება. იუნისეფის მიერ ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად აღნიშნული მაჩვენებელი კატასტრიფულად მაღალია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356870
---
12.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
იუნისეფის კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. 2017 წელს 2013 წელთან შედარებით 2.7%-დან 18.2%-მდე გაიზარდა იმ შიდამეუნეობების ხვედრითი წილი, ვინც სამედეიცინო შემოწმების სერვისით სარგებლობდა. გაზრდილია ასევე სხვა სამედიცინო სერვისების გამოყენების მაჩვენებლებიც. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356785
---
12.06.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე
შინამეურნეობების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 69% მედიკამენტებზე მოდის. ვაგრძელებთ ჯანდაცვის თემით. 2017 წელს შინამეურნეობების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 1 ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე 430.7 ლარი იყო. 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 16.4%-ით არის გაზრდილი. იუნისეფის მიერ ჩატარებული მოსახლეობის კეთილდრეობის კვლევის შედეგების მიხედვით შინამეურნეობების ხარჯის ძირითადი ძირითადი ნაწილი, თითქმის 70% მედიკამენტებზე მოდის. მედიკამენტების ღირებულება კი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ შინამეურნეობების 26.4%ისთვის ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები არასასურსათო ხარჯების 1/4-ს აჭარბებს. თემაზე სასუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის პოლიტიკის მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355961
---
12.06.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
გაეროს ბავშვთა ფონდის დასკვნის მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი დრამატულად არის შეცვლილი. კვლევის მიხედვით, უკიდურეს სიღატაკეში მოსახლეობის 5 პროცენტი ცხოვრობს, ბოლო ანგარიშის შემდეგ მათმა რაოდენობამ 3 პროცენტით მოიმატა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356569
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355978
ტვ პირველი -საქმის კურსი 22:30-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356789
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356778
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356702
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356682
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356450
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356179
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356172
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355848
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355480
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355440
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355307
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355261
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355047
---
12.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: მედის დღე
რუბრიკა რისკფაქტორის თემაა გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი კვლევა. 11 საათზე გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობას ასახავს. კვლევა 2008 წლიდან. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. კონკრეტულად, რაც შეეხება ბავშვებს, მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და უფო გაუარესდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355010
---
12.06.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
გაეროს ბავშვთა ფონდმა, დღეს, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა გამოქვეყნა, რომელსაც ორ წელიწადში ერთეხელ ატარებს და ერთერთი ყველაზე მასშტაბურია - 5 000-მდე ოჯახს მოიცავს. როგორ გამოიყურება ჩვენი და ბავშვების კეთილდღეობა ციფრებში? კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო ორ წელიწადში, მოსახლეობის ყველა სოციალური ჯგუფი მნიშვნელოვნად გაღარიბდა და ორჯერ გაიზარდა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რაოდენობა და 4% შეადგინა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია კვლევის ერთ-ერთი ავტორი თიკა ბაუმი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355335
მაესტრო - ახალი ამბები 14:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356000
---
12.06.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
გადაცემის მტავარი თემაა სოციალური დახმარება და მისი გაცემის წესი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355384
---
12.06.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
მურთაზ მამაგეიშვილის საქმეს ექიმთა რეგულირების საბჭო სწავლობს. შეუჩერდება თუ არა ინგოროყვას კლინიკის ტრავმატოლოგს ლიცენზია, რომელმაც პაციენტს მომსახურებაზე უარი პოლიტიკური კუთვნილების ნიშნით უთხრა, სწორედ საბჭო გადაწყვეტს. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356206
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355459
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355863
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5354956
---
12.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 16:00
ინგოროყვას კლინიკის ხელმძღვანელობამ ტრავმატოლოგი, მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზი მამაგეიშვილის ქცევა გახდა. ექიმმა უარი თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სამედიცინო მომსახურებაზე პოლიტიკური ნიშნით და კლინიკის ხელმძღვანელობამ ის ეთიკის ნორმების დარღვევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა. გადაცემაში საუბრობს თავად დაზარალებული ნინო კვიტაიშვილი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355780
---
12.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება კლინიკის დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კვიტაიშვილმა ექიმი-ტრავმატოლოგი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. კლინიკის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პაციენტს საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია და ინფორმაცია, რომ მას რაიმე ნიშნით უარი ეთქვა დახმარებაზე სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან ეთიკის ნორმების დარღვევის გამო გაათავისუფლეს. კლინიკის ხელმძღვანელი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, მისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული შემთხვევა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355251
---
12.06.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
მარტვილის რაიონის სოფლების ამბულატორიებში მოქალაქეებს უმძიმეს პირობებში ემსახურებიან. ყველა შენობაში თითქმის იდენტური სურათია: ნაგებობების სიძველე და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა განსაკუთრებულ პრობლემებს უამინდობის დროს ქმნის. დაწესებულებების თანამშრომლები სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356713
---
12.06.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები, - გავრცელებულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობაში არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი მიიღებს, ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებას მოემსახურება. ოპოზიცია კი სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. დავით სერგეენკო: "მე რაც ვიმყოფები ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე , თუ სწორად მახსოვს 50-ზე მეტი ან შეიძლება 55-ზე მეტი სამთავრობო ცვლილება განხორციელდა. მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არ ქვს მნიშვნელობა, რა გვარია ესა თუ ის მინისტრი".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355077
---
12.06.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
ქართული ოცნების სათაო ოფისში მმართველი გუნდის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, არსებული ინფორმაციით, შეკრების თემა მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებებია, თუმცა, დეპუტატები აცხადებენ, რომ უმცრავლესობის შეხვედრა მხოლოდ მიმდინარე საკითხებს უკავშირდება. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355814
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355754
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355734
ტვ პირველი - დღის ამბები 16:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355690
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5355381
---
12.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: რეაქცია TV1
იყო თუ არა მართლაც დიდი დაპირპისპირება "ოცნების" შიდა პარტიულ სხდომაზე? მთელი მედია დღეს "ქართული ოცნების" ოფისთან იდგა. ერთადერთი მინისტრი, რომელიც ოფისის იმ შესასვლელიდან შევიდა, სადაც უამრავი ჟურნალისტი იყო მობილიზებული და მედიის წარმომადგენლებს მიკროფონებთანაც გაუჩერდა პასუხის გასაცემად ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აღმოჩნდა. გამოვიდნენ დასრულებული შეხვედრიდან და გვითხრეს, რომ იუნისეფის კვლევაზე საუბრობდნენ. თუმცა ერთ-ერთი მთავარი თუ ვინმეს უნდა ეთქვა ჩვენთვის , რომ იუნისეფის დასკვნაზე იყო დაგეგმილი ეს პარტიული შეხვედრა სწორედ დავით სერგეენკო იყო. მას კი ამის შესახებ არ უთქვამს. დაიჯერა ვინმემ , რომ სამთავრობო ცვლილებებზე იქ არ მიდიოდა საუბარი- ეს ცალკე საკითხია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356429
---
12.06.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დაგროვებითი პენსიის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. პროექტის მიხედვით 40 წლამდე დასაქმებული პირებისთვის საპენსიო ფონდში შენატანის გაკეთება სავალდებულო იქნება. შენატანში დამსაქმებელი 2% შეიტანს დასაქმებული 2 % ხოლო 2% კი სახელმწიფო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356756
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356747
---
12.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: მედის დღე
მძიმე მეტალი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველი კლასის ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს მიაკუთვნა, ეს გახლავთ ტყვია. ამ მეტალით ქრონიკული მოწამვლის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 800 000-მდე ადამიანი იღუპება. საქართველოშიც და კონკრეტულად დედაქალაქშიც გარემოს დაბინძურება ტყვიის რაოდენობის ზრდის ძირითადი მიზეზია, თუმცა პრობლემას ჯერჯერობით სათანადო ყურადღება არ ეთმობა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5354735
---
12.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
საქართელოში სამუშაო ვიზიტით ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები იმყოფებიან. მიშელ კაზაჩკინმა და პაველ ბეინიმ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა შეაფასეს და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით ქვეყანაში მეტადონით მკურნალობას ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა შორის, ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსით დაავადების მნიშვნელოვანი შემცირება მოჰყვა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5356584
---
ინტერნეტი
13.06.2018
„ინგოროყვას კლინიკიდან“ გათავისუფლებული ექიმი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია
„ინგოროყვას კლინიკის“ გათავისუფლებული ექიმის მურთაზ მამაგეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნინო კვიტაიშვილის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ მას ხელშესახები დაზიანებები არ ჰქონდა. მურთაზ მამაგეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 11 ივნისის საღამოს „ინგოროყვას კლინიკაში“ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. „11 ივნისს მორიგე ვიყავი, ლავიწის მოტეხილობით მოვიდა 16 წლის ვაჟი, ოპერაციას ვაკეთებდი. ვიდრე ოპერაციას დავასრულებდი, მიმღებიდან ზარი გაისმა. სანიტარმა უპასუხა და უთხრეს ავადმყოფია ემერჯენსშიო. ასისტენტებმა დაასრულეს ოპერაცია, მე მაშინვე ჩამოვედი. შევედი მიმღებში, ქალბატონზე მიმითითეს. მივედი, რა გაწუხებთ-მეთქი ვკითხე. მან მიპასუხა - ყველაფერი მტკივაო. რა მოხდა მეთქი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვარო და აქციაზე პოლიციამ ზემოქმედება მოახდინა ჩემზეო. გავსინჯე. ხელების დათვალიერების დროს, მარჯვენა მხრის მედიალურ ზედაპირზე დაახლოებით ორსანტიმეტრნახევრიანი ორი წითელი ზოლი იყო. აი ისეთი, დიდი ხანი ლოყაზე ხელს რომ მიიდებ და გაწითლდება. არც სისხლჩაქცევა. დაჟეჟილობასაც თავის ნიშნები აქვს: შეშუპება, ჩალურჯება და ა.შ. ვუთხარი არაფერი ისეთი დაზიანება არაა-მეთქი. წამოვედი, პირდაპირ დგას მაგიდა, სადაც უნდა დავწერო საკონსულტაციო ბარათი. არც ჩავთვალე საჭიროდ რენტგენის გადაღება, რენტგენზე ჩანს მარტო მოტეხილობა. ვუთხარი რომ არაფერია, ცივი რამე დაედო და შემდეგ მაალამოც შეეძლო. როგორ არაფერი არ არისო. მე ვუთხარი დაზიანება რომ ყოფილიყო უფრო მეტი უნდა ექნა პოლიციას, რომ თქვენ რაიმე დაგტყობოდათ და მეც დავწერდი-თქო”, - განაცხადა მურთაზ მამაგეიშვილმა. მისი თქმით, პაციენტმა სწორედ ეს უკანასკნელი ფრაზა გაიგო არასწორად. „ეს სიტყვები მან გაიგო ისე თითქოს მას ვუთხარი: შენ რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხარ შენთვის მეტი უნდა ექნათ“, - განაცხადა მურთაზ მამაგეიშვილმა. ექიმის თქმით, პაციენტის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ არაფერი ხელშესახები არ იყო. როგორც მურთაზ მამაგეიშვილმა აღნიშნა, ის ჯერჯერობით არანაირ ზომებს არ მიმართავს, თუმცა, აცხადებს, რომ კვიტაიშვილი აპირებს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართოს და მას ექიმობა აუკრძალოს. მამაგეიშვილის თქმით, თუ სამინისტრომ ეს დააკმაყოფილა, მხოლოდ შემდეგ მიმართავს სამართლებრივ ზომებს. შეგახსენებთ, რომ „ინგოროყვას კლინიკიდან” მურთაზ მამაგეიშვილი გუშინ გაათავისუფლეს. კლინიკის დირექტორმა გოჩა ინგოროყვამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ინგოროყვას კლინიკა“ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნინო კვიტაიშვილს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი ეთქვა, თუმცა ექიმ-ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილს, ეთიკური ნორმების დარღვევის გამო, სამსახურიდან ათავისუფლებს. ამასთან, ნინო კვიტაიშვილის ინფორმაციით, მან ტრავმები რუსთაველის გამზირზე, პოლიციასთან დაპირისპირების დროს მიიღო და ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობდა, სადაც ექიმმა მამაგეიშვილმა განუცხადა, რომ „მეტის ღირსია“.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/404196
---
13.06.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/dzaladobis-mskhverpli-bavshvebis-realuri-istoriebi-saqartveloshi-daasrule-dzaladoba/
ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეალური ისტორიები საქართველოში - „დაასრულე ძალადობა“
---
12.06.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/404071
დავით სერგეენკო “ინგოროყვას ინციდენტზე”: პაციენტს პირველადი მოკვლევით, სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ინგოროყვას სახელობის კლინიკის ექიმ-ტრავმატოლოგის, მურთაზ მამაგეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ პირველადი მოკვლევით არ დასტურდება პოლიტიკური ნიშნით, პაციენტის მიმართ ექიმის გულგრილობა. თუმცა, მისივე ინფორმაციით, კლინიკის ეთიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ექიმის გარკვეული ქმედებები არ იყო ამ კლინიკის პოლიტიკასთან შესაბამისობაში, რის გამოც, მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა. “ყველაზე საყურადღებო იქნებოდა, რომ პაციენტს სამედიცინო დახმარებაზე თქმოდა უარი. პირველადი მოკვლევით ეს არ დადასტურდა, რომ სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა მას, თუმცა კლინიკის ეთიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ექიმის გარკვეული ქმედებები არ იყო ამ კლინიკის პოლიტიკასთან შესაბამისობაში, ამიტომ გენერალურმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს მომართა წერილით, რომ შეისწავლოს ეს შემთხვევა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნინო კვიტაიშვილის განცხადების საფუძველზე, ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მურთაზ მამაგეიშვილის გათავისუფლების შესახებ, გადაწყვეტილება კლინიკის დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც ნინო კვიტაიშვილმა ექიმი-ტრავმატოლოგი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.
---
12.06.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/193686-ra-tseria-unicef-is-kvlevashi.html?lang=ka-GE
რა წერია UNICEF-ის კვლევაში
პარტია "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დეპუტატებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ სამთავრობო ცვლილებების განხილვა არ მომხდარა. მათი თქმით, საუბრის მთავარ თემას Uნიცეფ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა წარმოადგენდა. რა წერია კვლევაში? უმუშევრობის დონე საქართველოში კვლავაც მაღალია. ამ კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა დასაქმებულთა განაწილება. საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კვლავაც რჩება ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაღალი დონე. "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" ბოლო ეტაპზე მიღებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შინამეურნეობების 22.5% ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და სოფლისა და ქალაქის დასახლებებს შორის სხვაობა დიდია (24.1% - 20.9%). საქართველოში, ზოგადი სიღარიბის დონე გაიზარდა. თუ 2015 წელს ეს მაჩვენებელი შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 16.4%-ს შეადგენდა, 2017 წელს ის 19.6%-მდე გაიზარდა; ამის მიუხედავად, 2013 წელთან შედარებით მდგომარეობა მაინც უკეთესია საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სავარაუდოდ, სიღარიბის ზრდა გამოწვეული იყო ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპით და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით უმუშევრობის პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა ბავშვიანი შინამეურნეობებისთვის, მაშინ, როცა იმ შინამეურნეობებში, სადაც ბავშვები არ ცხოვრობენ, მთავარი პრობლემა მედიკამენტების ფასებია. ზოგადი სიღარიბის დონეზე, 2015 წლიდან 2017 წლამდე, გაცილებით მეტი პანელური შინამეურნეობა გაღარიბდა, ვიდრე სიღარიბეს დააღწია თავი. კვლევის მიგნებების თანახმად, 2017 წელს, გარკვეული ტიპის სოციალურ შემწეობას შინამეურნეობების 67.5% იღებდა. ზოგად სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების ნახევარზე მეტი ქრონიკულად ღარიბია. პენსიების სახით მიღებული შემოსავალი ისეთი შინამეურნეობების ხარჯების 60%-ზე მეტს შეადგენს, სადაც ერთი პენსიონერი ცხოვრობს, ან რომელიც მხოლოდ პენსიონერისგან შედგება. 2017 წელს შინამეურნეობების 11.7%-მა მინიმუმ ერთი კატეგორიის შემწეობა მიიღო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაზღვეული მოსახლეობის წილი 82%-ია; თუმცა, მოსახლეობის დაახლოებით 11%-მა არ იცის ჯანდაცვის პროგრამის არსებობის შესახებ. ზოგიერთი შინამეურნეობის სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები კატასტროფულად მაღალია. საბანკო და სალომბარდო სესხების აღების დონე უღარიბეს კვინტილში საგრძნობლად გაიზარდა. საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, დაახლოებით 14 000 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის. სავალდებულო განათლების საფეხურზე სკოლაში დასწრების მაჩვენებელი 97%-ია; ამის მიუხედავად, 15-დან 18 წლამდე ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი აღარ იღებს განათლებას. ყველაზე ღარიბი ოჯახების ყოველი 10 ბავშვიდან 6-ს არ აქვს ან საკმარისად არ მიუწვდება ხელი საბავშვო წიგნებზე.
ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/ra-weria-unicef-is-kvlevashi-/20813
---
12.06.2018
საქართველოში 14 ათასი ბავშვი ბაღში ვერ დადის - რა წერია იუნისეფის კვლევაში
გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, სადაც ნათქვამია: „სოციალური დახმარებები გახდა უფრო მიზნობრივი და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას; მიზნობრივი სოციალური დახმარება უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს; სიღარიბის დონე გაიზარდა მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის; მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის მომსახურებები; შემცირდა სხვაობა სოფელსა და ქალაქს და მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის სკოლამდელ დაწესებულებში ჩართულობის თვალსაზრისით, თუმცა საბავშვო ბაღების არარსებობის გამო დაახლოებით 14 000 ბავშვი კვლავ ვერ დადის სკოლამდელ სააღმზრედელო დაწესებულებაში - ეს არის იუნისეფის მიერ დღეს წარმოდგენილი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ზოგიერთი შედეგი. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2017 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის მაჩვენებლები. “ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში“ - აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. “ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემა, ასევე უნდა გაიზარდოს ბავშვთა დახმარება როგორც მოცულობის, ასევე დაფარვის თვალსაზრისით. ამავდროულად უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზრუნვის სისტემა, რათა ბავშვიან ოჯახებს საქართველოში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ“. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ძირითადი მიგნებებია: • ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები ქვეყანაში გაიზარდა, ძირითადად შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო. • შემოსავლის რეალური ზრდის გამო, ხალხი ნაკლებად მიიჩნევს თავს ღარიბად. • მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა კვლავ რჩება ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების მთავარ კომპონენტად. • ეკონომიკურ სირთულეებთან თავის გართმევის მიზნით, უფრო მეტი ოჯახი მიმართავს სესხს. ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება (ბანკები და ლომბარდები) გაიზარდა ღარიბ ოჯახებში. • საბავშვო ბაღში დასწრებასთან დაკავშირებით შემცირდა სხვაობა ღარიბ/მდიდარ და ქალაქად/სოფლად მცხოვრებ ბავშვებს შორის. • ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ 3-5 წლის ასაკის 10 ბავშვიდან 6-ს საბავშვო წიგნები ან საერთოდ არ აქვს, ან აქვს არასაკმარისი რაოდენობით. • ღარიბი მოსახლეობის 15-18 წლის ასაკის ყოველი მეხუთე ბავშვი აღარ არის ჩართული საგანმანათლებლო სისტემაში. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მონაცემების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების შემდგომი გაძლიერებისათვის“, - ნათქვამია კვლევაში.
---
12.06.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/unicef-djandacvis-servisis-migebisas-shinameurneobebis-mxolod-223-s-aqvs-finansuri-barieri
UNICEF - ჯანდაცვის სერვისის მიღებისას შინამეურნეობების 22.3 %-ს ფინანსური ბარიერი აქვს
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, ორჯერ და მეტჯერ არის შემცირებული იმ შინამეურნეობათა წვლილი, რომლებიც აწყდება ფინანსურ ბარიერებს ჯანდაცვის სერვისების მიღებისას. კერძოდ შინამეურნეობების მხოლოდ 22.3 პროცენტს გააჩნია ფინანსური ბარიერი, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი 2011 წელს ორჯერ მეტი 49.9 პროცენტს, ხოლო 2015 წელს 43.1 პროცენტს შეადგენდა. სახეზეა, ფინანსური ბარიერების შემცირების საგრძნობი კლება, რაც ყველაზე შესამჩნევია მოსახლეობის ქვედა 40%-ში. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციას.
---
12.06.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/unicef-djandacvis-servisebis-wili-mtlian-moxmarebashi-101-ia
UNICEF - ჯანდაცვის სერვისების წილი მთლიან მოხმარებაში 10.1% -ია
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, ჯანდაცვის სერვისების წილი მთლიან მოხმარებაში საკმაოდ მაღალია და 10.1%-ს შეადგენს. თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი არ აჭარბებს 2011 წლის მაჩვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის სერვისების გამოყენება. კვლევის თანახმად, აღნიშნული ნათლად მიანიშნებს, რომ სახელმწიფო პროგრამების საშუალებით სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომია მოსახლეობის ყველა ფენისთვის.
---
12.06.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/unicef-djandacvaze-xelmisawvdomoba-gaizarda
UNICEF - ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის გაუმჯობესდა საბაზისო სერვისებზე, მათ შორის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყო იმის საფუძველი, რომ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანადაფინანსების გზით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვასთან დაკავშირებული სერვისები ხელმისაწვდომი გახდა. კვლევის თანახმად, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რამაც ასახვა ჰპოვა სერვისების გამოყენების დონის ზრდასა და მასზე გაწეული ხარჯების ზრდაში. ჯანდაცვის პროგრამების შედეგად მოსახლეობის დიდ ნაწილს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს აღნიშნული სერვისებით, რაც თავის მხრივ ზრდის ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, 2013 წელთან შედარებით, 2.7%-დან 18.2%-მდე გაიზარდა იმ შინამეურნეობების ხვედრითი წილი, ვინც რეგულარულ სამედიცინო შემოწმების სერვისით სარგებლობდა. გაზრდილია სხვა სამედიცინო სერვისების გამოყენების მაჩვენებლებიც, მათ შორის ჰოსპიტალური მომსახურება 4.4 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე; ქირურგიული ოპერაციები - 3,6 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე, ორსულობის მონიტორინგი - 1.8 პროცენტიდან 2.3 პროცენტამდე.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/498144-unicef-jandacvaze-khelmisatsvdomoba-gaumjobesda.html?ar=A
---
12.06.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/medikamentebze-gaweuli-xarjebi-kvlav-izrdeba-/20776/
მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები კვლავ იზრდება
"მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" მიხედვით, სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები ზოგიერთი შინამეურნეობისთვის კატასტროფულად მაღალია. აღნიშნულმა ხარჯმა მთლიანი ხარჯის 10%-ზე მეტი შეადგინა შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 34.2%-სთვის, რაც 2015 წლის მაჩვენებელს (29.8%) აღემატება. გარდა ამისა, შინამეურნეობების 26.5%-სთვის ჯანდცვის ხარჯმა არასასურსათო ხარჯის 25%-ზე მეტი შეადგინა, რაც ასევე აღემატება წინა კვლევის მონაცემს. შინამეურნეობების 27.8%-მა აღნიშნა, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემა იყო.
---
12.06.2018
UNICEF - სოციალური დაცვის პროგრამები უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს, თუმცა სიღარიბე კვლავ რჩება გამოწვევად
სოციალური დახმარებები გახდა უფრო მიზნობრივი და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას, - ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს ბავშვთა ფონდის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაში“. „მიზნობრივი სოციალური დახმარება უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს; სიღარიბის დონე გაიზარდა მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის; მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის მომსახურებები; შემცირდა სხვაობა სოფელსა და ქალაქს და მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის სკოლამდელ დაწესებულებში ჩართულობის თვალსაზრისით, თუმცა საბავშვო ბაღების არარსებობის გამო დაახლოებით 14 000 ბავშვი კვლავ ვერ დადის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში“ - ეს არის იუნისეფის მიერ დღეს წარმოდგენილი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ზოგიერთი შედეგი. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2017 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის მაჩვენებლები. “ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში“ - აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. “ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემა, ასევე უნდა გაიზარდოს ბავშვთა დახმარება როგორც მოცულობის, ასევე დაფარვის თვალსაზრისით. ამავდროულად უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზრუნვის სისტემა, რათა ბავშვიან ოჯახებს საქართველოში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ“, -აღნიშნულია ინფორმაციაში. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ძირითადი მიგნებებია: ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები ქვეყანაში გაიზარდა, ძირითადად შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო. შემოსავლის რეალური ზრდის გამო, ხალხი ნაკლებად მიიჩნევს თავს ღარიბად. მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა კვლავ რჩება ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების მთავარ კომპონენტად. ეკონომიკურ სირთულეებთან თავის გართმევის მიზნით, უფრო მეტი ოჯახი მიმართავს სესხს. ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება (ბანკები და ლომბარდები) გაიზარდა ღარიბ ოჯახებში. საბავშვო ბაღში დასწრებასთან დაკავშირებით შემცირდა სხვაობა ღარიბ/მდიდარ და ქალაქად/სოფლად მცხოვრებ ბავშვებს შორის. ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ 3-5 წლის ასაკის 10 ბავშვიდან 6-ს საბავშვო წიგნები ან საერთოდ არ აქვს, ან აქვს არასაკმარისი რაოდენობით. ღარიბი მოსახლეობის 15-18 წლის ასაკის ყოველი მეხუთე ბავშვი აღარ არის ჩართული საგანმანათლებლო სისტემაში. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მონაცემების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების შემდგომი გაძლიერებისათვის.
---
12.06.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-2015-2017-wlebshi-mosakhleobis-gasavlebi-imdenad-gaizarda-rom-shemosavlebs-gaaswro/
დავით სერგეენკო - 2015-2017 წლებში მოსახლეობის გასავლები იმდენად გაიზარდა, რომ შემოსავლებს გაასწრო
2015-2017 წლების განმავლობაში, მოსახლეობის შემოსავლებთან ერთად გაიზარდა გასავლები იმდენად, რომ გაასწრო შემოსავლებს და ჯამური ბალანსი არის შემცირებული, ანუ ადამიანებს ნაკლები ფული დარჩათ იმისთვის, რომ დახარჯონ პირველადი საჭიროებებისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, საბანკო სესხების გასტუმრებაა. „მიზეზი, რამაც გამოიწვია ეს, ერთის მხრივ არის საბანკო სესხების გასტუმრება, ხოლო ჯანდაცვის მხრივ მთავარი მიზეზი არის, რომ უფრო მეტი ფული ეხარჯებოდა მოსახლეობას მედიკამენტების საყიდლად და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თუმცა, ჯანდაცვის მხრივ, 44-დან 22%-მდე 2015-2017 წლებში შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც რაიმე მიზეზის გამო, ფინანსური ბარიერის გამო, ვერ მიიღეს სამედიცინო დახმარება. შარშან დაწყებული პროგრამა მედიკამენტების ხელმისაწვდომობაში ახლა ივნისში გაფართოვდება, მასში ჩაერთვებიან ასაკით პენსიონრები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ დღეს გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა, რომლის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.9, 4.3, და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ოჯახების პანელური გამოკითხვაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს.
---
12.06.2018
დავით სერგეენკო - შეხვედრის იმ ფორმატში, რომელიც ახლა შედგება, შესაძლებელია ნებისმიერი საკითხი იყოს განხილული
შეხვედრის იმ ფორმატში, რომელიც ახლა შედგება, პოტენციურად შესაძლებელია განხილული იყოს ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი კალიბრის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მინისტრს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია განსახილველი საკითხები და აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს. "ახლა დაიწყება უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობით შეხვედრა. რაც შეეხება შეხვედრაზე განსახილველ თემებს, ცალსახად სჯობს, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მოგახსენოთ. შეხვედრაზე განსახილველი საკითხების შესახებ ახლა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. იმ ფორმატში, რომელიც ახლა შედგება, პოტენციურად შესაძლებელია განხილული იყოს ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი კალიბრის,"- განაცხადა სერგეენკომ. „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის შეკრების თემა მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებებია.
---
12.06.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/politika/193658-sergeenko-ar-aqvs-mnishvneloba-ra-gvaria-ministri-mnishvnelovania-rogor-vithardeba-dargi.html?lang=ka-GE
სერგეენკო: არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარია მინისტრი, მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება დარგი
მთავრობა რეაგირებს ნებისმიერ გამოწვევაზე, რომელიც არის საზოგადოებაში და რეაგირებს ადეკვატურად, - განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, შესაძლოა თუ არა, რომელიმე მინისტრმა თანამდებობა დატოვოს: "რაც ქვეყანას ვემსახურები ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე, თუ სწორად მახსოვს, 50-55-ზე მეტი სამთავრობო ცვლილება განხორციელდა ამ 6 წლის განმავლობაში. არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარია მინისტრი, მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება დარგი. სამთავრობო ცვლილებების განხორციელებას თავისი ფორმატი აქვს და ეს უნდა გაცხადდეს შესაბამისი ფორმატით. ცალკეული კომენტარებისგან თავს შევიკავებ".
კვირა.ჯი- http://kvira.ge/403976
---
12.06.2018
24 წლის გოგოს თავზე 3 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს - საზოგადოების იმედად დარჩენილი ოჯახი დახმარებას ითხოვს
24 წლის გვანცამ ორი წლის განმავლობაში თავზე 3 ურთულესი ოპერაცია გაიკეთა. ახალგაზრდა გოგოს ხანგრძლივი რეაბილიტაცია და სხვადასხვა თერაპიები ესაჭიროება. ბოლო ოპერაციის შემდეგ აუცილებელია იმუნოთერაპიის ძვირადღირებული კურსი, რათა არ მოხდეს დაავადების პროგრესირება, რომლის ფასი 25 000 ლარს შეადგენს, ასეთი სჭირდება მინიმუმ 6 ან 12. ეს მხოლოდ იმოთერაპია. ორი წლის განმავლობაში ფინანსებს ოჯახი დამოუკიდებლად უმკლავდებოდა, მაგრამ უკვე საზოგადოების დახმარება სჭირდებათ. ოჯახის თანხმობით ვაქვეყნებთ შემდეგ ანგარიშებს, აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი - #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში - #GE12TB7990736080100007, დოლარში - #GE94TB7990736180100002, ევრო - #GE94TB7990736180100002 ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი - 0901200128 სურვილის შემთხვევაში დაკავშირებას შეძლებთ შემდეგ ნომერზე: 599 33 01 14
---
12.06.2018
"ხანდახან ვფიქრობ, განა ღირს ასეთი ცხოვრება?" - ღარიბაშვილების უკიდურესი გასაჭირი და შიმშილისთვის განწირული ადამიანების ისტორია
ეს ადამიანები სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან. ყოველ ახალ დღეს მათთვის ახალი გასაჭირი მოაქვს, შველა კი არსაიდან ჩანს. დარია და ალექსი 50 წლის წინ დაქორწინდნენ, დიდი და ბედნიერი ოჯახის შექმნაზე ოცნებობდნენ, თუმცა ბოროტმა განგებამ მათ თავიდანვე დიდი დარტყმა მიაყენა. პირველ შვილს თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა აღმოაჩნდა. ახლობლები არწმუნებდნენ მშობლებს, რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი ისინი ბავშვზე უარს განაცხადებდნენ, მაგრამ დედა-მამამ პატარა ლელა სახლში წაიყვანა, რამეთუ ასეთი უსულგულო ნაბიჯის გადადგმა მათ არ შეეძლოთ. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვისთვის ნორმალური გარემო შეექმნათ, ემკურნალათ და არ მოეკლოთ ყურადღება. დედა საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული, მამა კი მთელ დღეებს სამსახურში ატარებდა, რათა ცოლ-შვილი ერჩინა. ასე გრძელდებოდა მრავალი წელი... შემდეგ კი ოჯახში ახალი უბედურება დატრიალდა. როდესაც ალექსი პენსიაზე გავიდა, მას ინფარქტი დაემართა, რამაც იგი საწოლს მიაჯაჭვა… დღეს ეს ადამიანები უმძიმეს ვითარებაში ცხოვრობენ. „არაფერი გვახარებს, დღეები ერმანეთს ჰგვანან, გაგვაქვს თავი როგორც შეგვიძლია… ვუვლი ავადმყოფ მეუღლეს და 50 წლის ქალიშვილს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია ჭამა, დაბანა, თავის მოვლა … ხშირად ვტირი, ხანდახან კი ვფიქრობ - განა ღირს ასეთი ცხოვრება? განა სიკვდილი არ სჯობს? მაგრამ ვინ მოუვლის ჩემი ოჯახის წევრებს?“, - ამბობს სასოწარკვეთაში ჩავარდნილი დარია ღარიბაშვილი. ღარიბაშვილების ოჯახი შიმშილობს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მათი პენსია და სოციალური შემწეობა მედიკამენტებზე იხარჯება და ხშირად პურის ფულიც არ გააჩნიათ. ამ ოჯახში გამეფებულია სიდუხჭირე, უძლურება და სასოწარკვეთა, რამაც შეუძლებელია, რომ არ დათრგუნოს ნებისმიერი ადამიანი! მეგობრებო, თუ გაქვთ დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ღარიბაშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: chernovetskyifund.ge.
---
12.06.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/403933
შიმშილისთვის განწირულნი – “ვუვლი ავადმყოფ მეუღლეს და 50 წლის ქალიშვილს”
ეს ადამიანები სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან. ყოველ ახალ დღეს მათთვის ახალი გასაჭირი მოაქვს, შველა კი არსაიდან ჩანს. დარია და ალექსი 50 წლის წინ დაქორწინდნენ, დიდი და ბედნიერი ოჯახის შექმნაზე ოცნებობდნენ, თუმცა ბოროტმა განგებამ მათ თავიდანვე დიდი დარტყმა მიაყენა. პირველ შვილს თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა აღმოაჩნდა. ახლობლები არწმუნებდნენ მშობლებს, რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი ისინი ბავშვზე უარს განაცხადებდნენ, მაგრამ დედა-მამამ პატარა ლელა სახლში წაიყვანა, რამეთუ ასეთი უსულგულო ნაბიჯის გადადგმა მათ არ შეეძლოთ. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვისთვის ნორმალური გარემო შეექმნათ, ემკურნალათ და არ მოეკლოთ ყურადღება. დედა საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული, მამა კი მთელ დღეებს სამსახურში ატარებდა, რათა ცოლ-შვილი ერჩინა. ასე გრძელდებოდა მრავალი წელი… შემდეგ კი ოჯახში ახალი უბედურება დატრიალდა. როდესაც ალექსი პენსიაზე გავიდა, მას ინფარქტი დაემართა, რამაც იგი საწოლს მიაჯაჭვა… დღეს ეს ადამიანები უმძიმეს ვითარებაში ცხოვრობენ. „არაფერი გვახარებს, დღეები ერმანეთს ჰგვანან, გაგვაქვს თავი როგორც შეგვიძლია… ვუვლი ავადმყოფ მეუღლეს და 50 წლის ქალიშვილს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია ჭამა, დაბანა, თავის მოვლა… ხშირად ვტირი, ხანდახან კი ვფიქრობ – განა ღირს ასეთი ცხოვრება? განა სიკვდილი არ სჯობს? მაგრამ ვინ მოუვლის ჩემი ოჯახის წევრებს?“, – ამბობს სასოწარკვეთაში ჩავარდნილი დარია ღარიბაშვილი. ღარიბაშვილების ოჯახი შიმშილობს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მათი პენსია და სოციალური შემწეობა მედიკამენტებზე იხარჯება და ხშირად პურის ფულიც არ გააჩნიათ. ამ ოჯახში გამეფებულია სიდუხჭირე, უძლურება და სასოწარკვეთა, რამაც შეუძლებელია, რომ არ დათრგუნოს ნებისმიერი ადამიანი! თუ გაქვთ დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ “ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ღარიბაშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან:
---
12.06.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/tyibulshi-dabadebuli-admianis-bedisweraa-iyo-meshaxte
„ტყიბულში დაბადებული ადამიანის ბედისწერაა იყო მეშახტე“ - 400 მეტრის სიღრმეზე კი ბრძოლა იწყება, ბრძოლა არსებობისთვის
„ბავშვობიდან ვიცოდი, რომ აუცილებლად მეშახტე ვიქნებოდი. ეს ყველა ტყიბულელმა ბავშვმა იცის“ როინ სამსონიძე დღეს 39 წლისაა, შახტაში პირველად 8 წლის წინ ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმიანობა მაღალ რისკებს უკავშირდება ამბობს, რომ სამუშაოს პერიოდში მხოლოდ მეუღლეზე და 2 შვილზე ფიქრობს. ნახშირი მწვანე უნიფორმას და ხელებს ყველაზე მეტად ეტყობა. ღია ფერის თვალები შახტაში გატარებულ ისტორიას დაუფარავად ყვება. პირადი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ოდნავ ტალახიანი ჩაფხუტი დისკომფორტს უქმნის თუმცა, ამბობს, რომ ბედისწერას ყველა თავად ქმნის, შახტიდან მშვიდობიანად გამოსასვლელად ჯერ ლოცულობს და უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვაზე კი მერე იწყებს ფიქრს. „საფრთხე ყველა სამსახურს ახასიათებს, არა მარტო მძიმე მრეწველობას, მშენებლობასაც. ჩვენ ბედისწერას თვითონ ვქმნით, თუ დავიცავთ უსაფრთხოების ნორმებს, მშვიდობით გამოვალთ. მინდა, რომ შვილების ბედნიერებას მოვესწრო, ამიტომ ვცდილობ ფრთხილად ვიყო. ტყიბულში მეტი არაფერია, გინდა თუ არ გინდა ეს შენი ბედისწერაა. ერთადერთი საწარმოა, რომელიც ადამიანებს ასაქმებს, ქარხანა ჩვენი არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია“,- ამბობს როინ სამსონიძე. საუბრისას რამდენჯერმე საათს დახედა, ვხვდებით, რომ აგვიანდება და საუბარს ვასრულებთ. დიდ, ნაცრისფერ შენობაში შევიდა, შენობაში, სადაც ჯერ კიდევ მთელი სიმძაფრით იგრძნობა საბჭოთა სუნი - ძელი ინვენტარი, საბჭოთა პლაკატები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. მეშახტევ! მუშაობისას მკაცრად დაიცავი უსაფრთხოების წესები, გახსოვდეთ! მათი უგულებელყოფით საფრთხეში აგდებ საკუთარ თავს და ამხანაგებს! გახსოვდეთ! ავარიის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე მის შედეგებთან! გახსოვდეთ! ოჯახში გელოდებიან! პლაკატები, რომელიც 21 საუკუნის ქართული შახტის კედლებზეა გამოკრული, წუთით საბჭოთა იდეოლოგიაში გვაბრუნებს. მზება მეშახტეებისკენ გადაგვაქვს, ადამიანებისკენ, რომლებსაც მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რომ ოჯახში ელოდებიან. შორიდან ყველა ერთმანეთს ჰგავს, თითქოს მათი უნიფორმებიც ერთნაირადაა დასვრილი, ჩაფხუტიც ერთნაირად აქვთ შეკრული. ერთმანეთისგან განსხვავებული ალბათ მხოლოდ ოცნებები აქვთ, ოცნებები რომელიც 400 მეტრის სიღრმეზე ჩააქვთ. მალხაზ ბერიძე 35 წელია მეშახტეა - შახტაში ცუდზე არაფერზე ვფიქრობ. რთული სამუშაოს შესრულებისას ყველაზე ხშირად ოჯახი მიდგას თვალწინ. „შახტაში ყველაზე ხშირად ოჯახზე ვფიქრობ, ნელ-ნელა კი ყველაფერზე ვიწყებ ფიქრს, გარდა სიკვდილისა, სიკვდილზე, რომ ვიფიქრო ვერ ჩავიდოდი და ვერ ვიმუშავებდი. შესვლისას პირჯვარს ვიწერ და ღმერთს ვეუბნები, მშვიდობით შეგვიყვანოს და მშვიდობით გამოგვიყვანოს“- გვიყვება მალხაზ ბერიძემ. მალხაზ ბერიძე გვეუბნება, რომ შახტაში საკუთარ თავზე პასუხისმგებელი თვითონაა, რადგან მიწის სიღრმეში ვერავინ დაიცავს. საუბრის პარალელურად სამსახურში გამოცხადების ჟურნალში საკუთარი სახელის და გვარის გასწვრივ ხელს აწერს. ეს, ფაქტობრივად, სიკვდილ-სიცოცხლის დღიურია, რომელსად ყოველდღიურად ათასამდე მეშახტე აწერს ხელს. თუმცა დაახლოებით ორი თვეა 6 მუშის ხელმოწერის გრაფა ცარიელია. ისინი შახტაში გარდაიცვალნენ. ამბობენ, რომ ესეთი დღეები ყველაზე რთული გადასატანია. მეშახტეებთან ერთად მომხდარს კომპანიის მენეჯმენტიც განიცდის. ისინი ცდილობენ პრობლემის მოგვარებას, თუმცა, მათაც და 1500 მუშამაც იცის, რომ სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, რისკების ნულამდე დაყვანა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა როინი, მალხაზი და სხვა ასობით ადამიანი ხვალ ისევ ჩაიცვამს ჭაობისფერ უნიფორმას, ისევ დაიხურავენ მოუხერხებელ ჩაფხუტს და ისევ ილოცებენ შახტაში შესვლის წინა , 400 მეტრის სიღრმეზე კი ბრძოლა დაიწყება, ბრძოლა არსებობისთვის.
---
ბეჭდვითი მედია
13.06.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
იუნისეფის კვლევა ბავშვებზე
გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, სადაც ნათქვამია: „სოციალური დახმარებები გახდა უფრო მიზნობრივი და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას; მიზნობრივი სოციალური დახმარება უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს; სიღარიბის დონე გაიზარდა მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის; მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის მომსახურებები; შემცირდა სხვაობა სოფელსა და ქალაქს და მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის სკოლამდელ დაწესებულებში ჩართულობის თვალსაზრისით, თუმცა საბავშვო ბაღების არარსებობის გამო დაახლოებით 14 000 ბავშვი კვლავ ვერ დადის სკოლამდელ სააღმზრედელო დაწესებულებაში - ეს არის იუნისეფის მიერ დღეს წარმოდგენილი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ზოგიერთი შედეგი. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2017 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის მაჩვენებლები. “ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში“ - აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. “ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემა, ასევე უნდა გაიზარდოს ბავშვთა დახმარება როგორც მოცულობის, ასევე დაფარვის თვალსაზრისით. ამავდროულად უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზრუნვის სისტემა, რათა ბავშვიან ოჯახებს საქართველოში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ“. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ძირითადი მიგნებებია: • ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები ქვეყანაში გაიზარდა, ძირითადად შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო. • შემოსავლის რეალური ზრდის გამო, ხალხი ნაკლებად მიიჩნევს თავს ღარიბად. • მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა კვლავ რჩება ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების მთავარ კომპონენტად. • ეკონომიკურ სირთულეებთან თავის გართმევის მიზნით, უფრო მეტი ოჯახი მიმართავს სესხს. ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება (ბანკები და ლომბარდები) გაიზარდა ღარიბ ოჯახებში. • საბავშვო ბაღში დასწრებასთან დაკავშირებით შემცირდა სხვაობა ღარიბ/მდიდარ და ქალაქად/სოფლად მცხოვრებ ბავშვებს შორის. • ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ 3-5 წლის ასაკის 10 ბავშვიდან 6-ს საბავშვო წიგნები ან საერთოდ არ აქვს, ან აქვს არასაკმარისი რაოდენობით. • ღარიბი მოსახლეობის 15-18 წლის ასაკის ყოველი მეხუთე ბავშვი აღარ არის ჩართული საგანმანათლებლო სისტემაში. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მონაცემების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების შემდგომი გაძლიერებისათვის“, - ნათქვამია კვლევაში.
---
13.06.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
საქართველოში 14 ათასი ბავშვი ბაღში ვერ დადის - რა წერია იუნისეფის კვლევაში
გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, სადაც ნათქვამია: „სოციალური დახმარებები გახდა უფრო მიზნობრივი და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას; მიზნობრივი სოციალური დახმარება უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს; სიღარიბის დონე გაიზარდა მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის; მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის მომსახურებები; შემცირდა სხვაობა სოფელსა და ქალაქს და მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის სკოლამდელ დაწესებულებში ჩართულობის თვალსაზრისით, თუმცა საბავშვო ბაღების არარსებობის გამო დაახლოებით 14 000 ბავშვი კვლავ ვერ დადის სკოლამდელ სააღმზრედელო დაწესებულებაში - ეს არის იუნისეფის მიერ დღეს წარმოდგენილი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ზოგიერთი შედეგი. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2017 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის მაჩვენებლები. “ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში“ - აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. “ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემა, ასევე უნდა გაიზარდოს ბავშვთა დახმარება როგორც მოცულობის, ასევე დაფარვის თვალსაზრისით. ამავდროულად უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზრუნვის სისტემა, რათა ბავშვიან ოჯახებს საქართველოში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ“. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ძირითადი მიგნებებია: • ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები ქვეყანაში გაიზარდა, ძირითადად შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო. • შემოსავლის რეალური ზრდის გამო, ხალხი ნაკლებად მიიჩნევს თავს ღარიბად. • მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა კვლავ რჩება ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების მთავარ კომპონენტად. • ეკონომიკურ სირთულეებთან თავის გართმევის მიზნით, უფრო მეტი ოჯახი მიმართავს სესხს. ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება (ბანკები და ლომბარდები) გაიზარდა ღარიბ ოჯახებში. • საბავშვო ბაღში დასწრებასთან დაკავშირებით შემცირდა სხვაობა ღარიბ/მდიდარ და ქალაქად/სოფლად მცხოვრებ ბავშვებს შორის. • ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ 3-5 წლის ასაკის 10 ბავშვიდან 6-ს საბავშვო წიგნები ან საერთოდ არ აქვს, ან აქვს არასაკმარისი რაოდენობით. • ღარიბი მოსახლეობის 15-18 წლის ასაკის ყოველი მეხუთე ბავშვი აღარ არის ჩართული საგანმანათლებლო სისტემაში. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მონაცემების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების შემდგომი გაძლიერებისათვის“, - ნათქვამია კვლევაში.
---
13.06.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
სიღარიბის მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა!
გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობის შესახებ კვლევა წარადგინა. მონაცემების მიხედვით, სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში 2015 წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია - 2017 წელს მოსახლეობის 5% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, 2015 წელს კი ეს მონაცემები 2.1%-ს შეადგენდა. კვლევის მიხედვით, 2017 წელს ბავშვების 6.8% საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, ხოლო 2015 წელს - მხოლოდ 2.5%. კვლევის მიხედვით, 2017 წელს პენსიონერების 3.7% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, ხოლო 2015 წელს - 1.7%. „2015 წელთან შედარებით, 2017 წელი აჩვენებს, რომ მოსახლეობაში გაზრდილია სიღარიბის მაჩვენებელი. კვლევამ აჩვენა, რომ გვაქვს სტრუქტურული პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, განათლების თვალსაზრისით და ამ ყველაფერს თანამიმდევრული და დიდი რეფორმები სჭირდება,“- განაცხადა ფონდ UNICEF-ის წარმომადგენელმა, თინათინ ბაუმმა.
---
13.06.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
სილამაზის სალონში შესვლისგან ბევრი ადამიანი თავს იკავებს
დედაქალაქში სალონური მომსახურება თვალში საცემად გაძვირდა. მომხმარებელი უკმაყოფილოა, ხოლო დასაქმებული პერსონალი იმ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც იძულებულნი გახდნენ, ფასი გაეზარდათ. რაც სილამაზის სალონების მკაცრი კონტროლი დაიწყო და მეპატრონეები იძულებულნი გახდნენ, შეეძინათ აპარატები, რომლებიც უზრუნველყოფენ დეზინფექციას, მათი ხარჯიც ერთბაშად გაიზარდა. ყველა ადამიანს მოსწონს და სიამოვნებას ანიჭებს თავის მოვლა, დღეს ამის საშუალებას უამრავი სილამაზის სალონი იძლევა. ასევე, ქალბატონები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კომფორტს, თუმცა ბოლო პერიოდში ნაწილი უარს ამბობს ამ სიამოვნებაზე, რადგან მომსახურება გაძვირებულია და სრული პაკეტის შეძენას ძალიან ბევრი ვერ ახერხებს. ამიტომ ისინი ცდილობენ, მხოლოდ აუცილებელი პროცედურები ჩაიტარონ, რასაც თავად ვერ ახერხებენ. ნუკი ლომსაძე 28 წლისაა და სალონს კვირაში სამჯერ მაინც სტუმრობს: "კარაოკე ბარში ვმუშაობ წამყვანად, კვირაში ორი დღე და როდესაც ამდენ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, აუცილებელია, კარგად გამოვიყურებოდე. ელემენტარულად, თმის დავარცხნა მაინც მიწევს სალონში, რაც მიჯდებოდა, მინიმუმ, 15 ლარი, ახლა კი 20 გახდა. როგორც ვაკვირდები, ფრჩხილების გაკეთებაც, წარბებიც 2-3 ლარით არის გაძვირებული. მესმის, რომ იმდენი ხარჯი აქვთ, სხვანაირად ვერ ახერხებენ, თუმცა ჩემთვისაც ძალიან რთულია ერთ შესვლაზე 20 ლარის გადახდა. თუ სრული პაკეტი მჭირდება, 150 ლარიც არ მყოფნის. ხელფასი დაბალია და სხვა ყველაფერი იმდენად ძვირი ღირს, რომ ერთმანეთს არ მიესადაგება. როდესაც სალონში მივდივარ და სტილისტებს ვესაუბრები, მათგან ხშირად მესმის, რომ ძალიან დიდი ხარჯი აქვთ. გამკაცრების შემდეგ აპარატების შეძენა გახდა სავალდებულო. დღის განმავლობაში ეს აპარატები სულ ჩართული აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თვეში დენის გადასახადიც ბევრად მეტი მოსდით, ვიდრე მანამდე. ეს პატარ-პატარა დეტალები კი ერთმანეთს ემატება და, საბოლოო ჯამში, დიდ ხარჯამდე მიდის. ალბათ ძალიან მალე სალონური მომსახურება იმდენად გაძვირდება, რომ ქალბატონებს ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწევთ. მაგალითად, ყოველი ლაქის გადასმაზე რომ სალონში გავრბივარ, ვეღარ ვივლი და თავად მომიწევს ამის გაკეთება სახლის პირობებში", - აღნიშნა ნუკი ლომსაძემ "რეზონანსთან" საუბრისას. დღეს უამრავი სილამაზის სალონია გახსნილი და ყველა მათგანი ცდილობს, განსაკუთრებული მომსახურება გაწიოს, რათა ბევრი მომხმარებელი ჰყავდეს. სწორედ ამ განსაკუთრებულ მომსახურებაში შედის ის დეტალები, რაც, საერთო ჯამში, იწვევს სიძვირეს და იმდენად ლოგიკურია, რომ მომხმარებლები ვერც აპროტესტებენ. სადეზინფექციო აპარატების გარდა, სალონური მომსახურების ფასების ზრდაზე იმოქმედა პროდუქციის გაძვირებამაც. ალინა წულაია სალონში სტილისტად მუშაობს. მისი თქმით, გაძვირებულია თითქმის ყველა საჭირო პროდუქცია, რის გამოც მოუწია, 3-5 ლარით გაეზარდა ფასი. "საბურთალოზე ვმუშაობ ერთ-ერთ სალონში და ახალი კანონი რომ შემოვიდა, მაშინ შევიძინეთ ყველანაირი სადეზინფექციო აპარატი. უკვე თვის ბოლოს გარკვეულ მომსახურებაზე გავზარდეთ ოდნავ ფასი, მაგრამ ბოლო პერიოდში სხვა რაღაცებიც გაძვირდა - მაკიაჟის მასალა, თმის მუსები და ა.შ. რასაც აქამდე ვიწერდით 20 ლარად, ის ახლა 25 გვიჯდება. იძულებულები გავხდით, კიდევ გაგვეძვირებინა. ერთადერთი თმის შეჭრასა და დავარცხნაზე ძველი ფასი დავტოვეთ, რომ კლიენტები ძალიან არ განაწყენებულიყვნენ. ჩვენს ქუჩაზე არის ისეთი სალონებიც, რომლებმაც აბსოლუტურად ყველაფრის ღირებულება გაზარდეს. როდესაც სრულ პაკეტს იღებს მომხმარებელი და ყველა პროცედურაზე დამატებით 2-3 ლარს იხდის, საბოლოო ჯამში, ბევრი გამოდის და ძნელი გადასახდელია", - აღნიშნა "რეზონანსთან" ალინა წულაიამ. ჯანდაცვის კუთხით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანთა ინფიცირების ძირითადი წყარო სილამაზისა და ტატუ სალონებია. ამიტომ სილამაზის სალონებს დაავალდებულეს ისეთი აპარატების შეძენა, რომელთა გამოყენების შემთხვევაში რისკი მინიმუმამდე იქნებოდა დასული. სწორედ ასეთი რეგულაციის შემდეგ დაიწყო ფასების ზრდა ბაზარზე, რამაც პრობლემა შეუქმნა როგორც მომხმარებელს, ასევე, სალონის მფლობელებსაც.
---
13.06.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
"ჩათვალეთ, რომ ტყიბული დაიღუპება თავის შემოგარენიანად"
ტყიბული მასობრივი უმუშევრობისა და სოციალური პრობლემების წინაშეა. საქმე ეხება ქვანახშირის შახტების დახურვასა და საწარმოო პროცესის სრულად შეწყვეტას. ზარალის გამო "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" ტყიბულში სამთომოპოვებითი საქმიანობის გაგრძელება უჭირს. საწარმოს გაჩერება 1400-მდე ეკონომიკურად აქტიური ადამიანის მომენტალურად გაღარიბებას გამოიწვევს, ხოლო სოციალური პასუხისმგებლობის ტვირთი სახელმწიფოზე გადავა. დეპუტატები "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისგან" უსაფრთხოების ნორმის გარანტირებულად დაცვას მოითხოვენ. სავარაუდოდ, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი პირობა, რის გამოც სახელმწიფო კომპანიას პრობლემის მოგვარებაში შეიძლება დაეხმაროს. მთავარი პირობაა, დასაქმებულების უსაფრთხოება გარანტირებულად იყოს დაცული. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", რომლის თანამფლობელობაშიცაა "საქნახშირი" და ტყიბულის შახტიდან ქვანახშირს მოიპოვებს, ბაზრიდან გასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. მიზეზი რამდენიმეა, მაგრამ ყველაზე მთავარია ის, რომ პროექტი წამგებიანია. კომპანიაში დარწმუნებული არ არიან, რომ ტყიბულში საქმიანობის გაგრძელება კვლავ სურთ. რა ზომებს მიიღებს სახელმწიფო "ინდუსტრიულ ჯგუფთან" მიმართებით, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომისიის წარმომადგენელი კახა ოქრიაშვილი ამბობს, საწარმოს გაჩერება ტყიბულისთვის დიდი რეგრესი იქნება. ამიტომ სახელმწიფო კომპანიას უნდა დაეხმაროს, თუკი უსაფრთხოების გარანტირებულ ზომებს მიიღებენ. "მთავარი, რაც "ინდუსტრიული ჯგუფის" საქმიანობას უკავშირდება, უსაფრთხოების საკითხია. ჩემთვის, როგორც დეპუტატისა და რიგითი მოქალაქისთვის, მიუღებელია შახტებიდან ყოველთვე დაღუპული ხალხის ამოყვანა. ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად იღუპებიან და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, რომ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კომპანიის მხრიდან რამე კეთდებოდეს. ეს თემა თუ არ მოგვარდა, შახტები უნდა დაკეტონ. ტყიბული ისეთი ქალაქია, რომლის კეთილდღეობა ყოველთვის ქვანახშირზე იყო დამოკიდებული. საწარმოს გაჩერება ქალაქისთვის დიდი რეგრესი იქნება, ამიტომ მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ბიზნესს უნდა დაეხმაროს, თუკი უსაფრთხოების გარანტირებული ზომები იქნება. ეს არის ჩემი პოზიცია, მაგრამ რა შეიძლება გავაკეთოთ, ეს საკითხი კომპლექსური მიდგომით უნდა მოგვარდეს. უსაფრთხოება თუ არ იქნა და ჩვენ კიდევ მოგვიწევს დაღუპულების გვირაბებიდან ამოყვანა, შახტებში მუშაობა უნდა შეჩერდეს. არაფერი ღირს იმად, რომ ყოველ კვარტალში ჩვენი საწყალი ხალხი შახტებში იღუპებოდეს. პირველ რიგში, ეს უნდა მოგვარდეს", - განუცხადა "რეზონანსს" კახა ოქრიაშვილმა. "გაერთიანებულ პროფკავშირებში" არ გამორიცხავენ, რომ საწარმოში არსებული პრობლემა სიკვდილიანობის ზრდას უკავშირდებოდეს. რა მიზეზიც უნდა დასახელდეს, ცხადია, რომ სამთო მოპოვებითი საქმიანობის გარეშე დარჩენილ ტყიბულს კატასტროფა ემუქრება, რადგან დასაქმების ალტერნატიული საშუალება ხალხს არ აქვს. როგორც საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ "რეზონანსს" განუცხადა, ბაზრიდან "ინდუსტრიული ჯგუფის" გასვლა ტყიბულისთვის უდიდეს პრობლემას გამოიწვევს. მომსახურების რამდენიმე დარგში საქმიანობა მომენტალურად ჩაკვდება, თუკი კომპანია სამეწარმეო პროცესს შეაჩერებს. "დასაქმების სხვა ალტერნატივა ადგილობრივებისთვის არ არსებობს, ამიტომ ტყიბულელებისთვის შახტის გარეშე დარჩენა საშინელება იქნება. თუკი მომსახურების რომელიმე სექტორი ტყიბულში მეტ-ნაკლებად მუშაობს, ესეც მეშახტეების ხელფასების ხარჯზე, სხვა შემოსავალი იქ არ არსებობს. ქვანახშირის მოპოვების შეჩერება ამ ადამიანებისთვის კატასტროფის ტოლფასია. ამიტომ მთელი სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე გადავა. ადგილზე ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა არ არის, ვერც იმას ვხედავთ, რომ იქ ხელისუფლება მოქალაქეების დასაქმების კუთხით მუშაობდეს. ტყიბულსა და, ზოგადად, მისი ტიპის ქალაქებში სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა სწორედ მსხვილი დამსაქმებლების საშუალებით აქვს მოხსნილი. ბაზრიდან "საქნახშირის" გასვლით კი ეს ტვირთი სახელმწიფოზე გადავა. წარმოიდგინეთ, ყოველთვიურად 2 მლნ ლარამდე ხარჯავენ ტყიბულელები. ეს თანხა რომ მოქალაქეებს ამოაცალო, ჩათვალეთ, რომ ტყიბული დაიღუპება თავის შემოგარენიანად. 1400-მდე ეკონომიკურად აქტიური ადამიანის მომენტალურად გაღარიბება სამომავლოდ უდიდეს პრობლემას გააჩენს", - განაცხადა დოლაბერიძემ. მისი ვარაუდით, ფინანსური პრობლემის გარდა, არ არის გამორიცხული, რომ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" არსებული პრობლემა შახტებში სიკვდილიანობის ზრდას უკავშირდებოდეს. "ყველაფერი მოსალოდნელია, არ გამოვრიცხავ, კომპანიის ბაზრდიდან შესაძლო გასვლის მიზეზი სიკვდილიანობის მაჩვენებელსაც უკავშირდებოდეს. თუ ასეა, შახტის დახურვა არ არის ნორმალური მიდგომა, გამოსავალი ამით არ მოიძებნება. ეს საკითხი მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმების გამართვით და დისციპლინით მოწესრიგდება. არავინ დავობს, რომ ქვანახშირის მოპოვების პროცესში ბევრი ბუნებრივი საფრთხეა, მაგრამ მათი მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია. სუსტი დისციპლინის გამო არის პრობლემა და აქედან უნდა დაიწყონ. ტყიბულის შახტები ქალაქწარმომქმნელი საწარმოებია და გარდა ბიზნესისა, სოციალური ღირებულების მქონე. მეორე მხრივ, საწარმო თუ ფინანსურად რენტაბელური არ არის, ესეც დიდი პრობლემაა. ძნელია, კერძო კომპანია აიძულო, წამგებიანი საქმე გააგრძელოს. ამის აღმოსაფხვრელად სწორი პოლიტიკა იქნება შესამუშავებელი, რაშიც სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს", - აღნიშნა "რეზონანსთან" დოლაბერიძემ.
---