From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-14.03.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com
Received On : 14.03.2018 07:55
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 14.03.2018

ტელევიზია

14.03.2018

არხი:            იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 10:00

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უზბეკეთის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომაკდგენლები სასწრაფო დახმარებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებისა და პაციენტის მართვის ადგილობრივ პრაქტიკას გაეცნენ. ასევე მოინახულეს ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი, სადაც პერსონალი გადამზადებას პერმანენტულად გადის.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5099210

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5099136

I არხი-მოამბე 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5098949

---

 

13.03.2018

არხი: იმედი  

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, დოკუმენტს ზაზა სოფრომაძემ და ბანკის დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ მოაწერეს ხელი, მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთი ბანკი 1 წლის განმავლობაში 40-ზე მეტ მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის საფასურს აანაზღაურებს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5097950

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5098721

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5097337

---

 

13.03.2018

არხი: მაესტრო  

გადაცემა:  ახალი ამბები 18:00

ქართული ოცნების ოფისში მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. პრემიერი და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები შეხვედრაზე ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გეგმავენ მსჯელობას, მათ შორის ტატუნაშვილის საკითხი. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5097970

რუსთავი 2- კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5098096

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5097819

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5097764

---

 

13.03.2018

არხი: ტვ პირველი  

გადაცემა:  დღის ამბები 17:00

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრისთვის დროებითი მმართველი დაინიშნება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ სახალხო დამცველის მწვავე შეფასების შემდეგ მიიღო. ომბუდსმენის ადგილზე ჩასვლის შემდეგ ვითარება ჯანდაცვის უწყების სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმაც შეამოწმა. სპეციალისტება ადგილზე კლინიკური, ადმინისტრაციული და ხარისხის კონტროლის მიმართულებით მდგომარეობა შეისწავლეს. რეკომენდაციები კი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. სახალხო დამცველი სურამის ფისიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველის დანიშვნას მიესალმება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5098166

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5097276

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5096934

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5097195

---

 

13.03.2018

არხი:           ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა:  მთავარი 21:00

ვინ უნდა აკონტროლოს შრომის უსაფრთხოება მშენებლობებზე? ცნობილია რომ ინსპექტირების ნაწილში გარკვეული ცვლილებები შედის. ამასთან ახალი რეგულაცია მუშების გადამზადებას, ასევე ახალ თანამდებობას – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის შემოყვანას ისახავს მიზნად. საკითხი რაც დღეს ფორუმზე მშენებელთა ნაწილმა გააპროტესტა შრომის ინსპექციის შექმნა და რეგულაციის გამკაცრებაა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5098682

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5098214

---  

 

13.03.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:  ბიზნესკოდი

საერთაშორისო ფონდ კურაციოს ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში საჭიროზე ორჯერ მეტი ექიმია, ექთანი კი ორჯერ ნაკლები. ამის მიუხედავად ექიმი მაინც დეფიციტშია, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ჩვენს ქვეყანაში ერთ ექთანზე მოდის ორი პროფესიონალი ექიმი, ხოლო ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი პირიქით არის, ერთ ექიმს ორი ექთანი ეხმარება იმისთვის, რომ პაციენტის მკურნალობა ზწორად მოხდეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5097192

---

 

13.03.2018

არხი:           ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 21:00

დიფერენცირებული ანაზღაურება ექიმებისთვის, ნორმად მიჩნეული ხელფასების დაგვიანება და გამოწვევად ქცეული მაღალკვალიფიციური მედიცინა საქართველოში – რა სისტემით იღებენ კერძო და სახელმწიფო კლინიკებში მედიკოსები ანაზღაურებას, არის თუ არა დამოკიდებული პაციენტთა რაოდენობა ექიმის კვალიფიციურობაზე და როგორ მუშაობს ბათუმში სამედიცინო მარკეტინგი? არიან ექიმები რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 100 ლარია, თუცა გვხვდებიან ისეთებიც რომლებსაც თვეში 20 000 ლარიც მიუღიათ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5098684

---

 

13.03.2018

არხი: I არხი  

გადაცემა:  მოამბე

პირველადი დათვალიერებისა და თვითმხილველთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროში დაღუპულ მუშას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა. ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტში განუცხადეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5096247

---

 

ინტერნეტი

14.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/482877-giorgi-kvirikashvilma-davith-sergeenkos-sthkhova-fsiqiatriul-saavadmyofoebshi-arsebuli-vitharebith-dainteresdes.html

გიორგი კვირიკაშვილმა დავით სერგეენკოს სთხოვა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებული ვითარებით დაინტერესდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სთხოვა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებული ვითარებით დაინტერესდეს.

პრემიერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სურამში არსებული ფსიქიატრიული კლინიკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია სპეციალური, გაძლიერებული ყურადღება. „აუცილებლად მინდა შევეხო სურამის ფსიქიატრიულში შექმნილ ვითარებას. ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი, რომ ამ დაწესებულებაში იყო აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობა. სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია იყო ჩემთვისაც საგანგაშო. მინდა, ბატონ დავით სერგეენკოს ვთხოვო, მაქსიმალურად დავინტერესდეთ ამ მიმართულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით. ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ ის მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო და ის რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ - საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, ნამდვილად გასაფრთხილებელია და განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია სპეციალური, გაძლიერებული ყურადღება. მივესალმებით, რომ თქვენ რეაგირება მოახდინეთ და მივლინებულია სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დროებითი მართვის რეჟიმში მართავს ამ დაწესებულებას, მაგრამ მინდა ასევე გთხოვოთ, რომ ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მათ.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ, ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო მეორე - კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით. ნამდვილად, სახალხო დამცველს ეკუთვნის მადლობა იმისათვის, რომ იგი ასეთი ყურადღებით მიუდგა ამ საკითხს, რადგან ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/103865-premieri-davit-sergeenkos-iq-sadac-umtseo-adamianebi-mkurnaloben-gansakutrebuli-kontroli-daatseset

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/giorgi-kvirikashvilma-davit-sergeenkos-mimarta-fsiqiatriulebshi-arsebuli-mdgomareobit-maqsimalurad-dainteresdes/

---

 

14.03.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/274867/

საქართველოში ორი ახალი ფსიქიატრიული დაწესებულების მშენებლობა იგეგმება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში ორი ახალი ფსიქიატრიული დაწესებულების მშენებლობა იგეგმება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა სურამის ფსიქიატრულ დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა, ფსიქიატრიულებში არსებული მდგომარეობით მაქსიმალურად დაინტერესდეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში ფსიქიატრიულ დაწესებულებებზე განსაკუთრებული კონტროლი უნდა დაწესდეს. „ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი უნდა დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მათ. ასევე, მნიშვნელოვანია, ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ, ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი – კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

---

 

13.03.2018

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/103793-socialuri-momsakhurebis-saagentosa-da-liberti-banks-shoris-memorandumi-gaformda

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 მარტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი, 1 წლის განმავლობაში (2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 40-ზე მეტ მცირე საოჯახო ტიპის სახლის (35) და მიუსაფართა თავშესაფრის (6) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბანკმა ამ მიმართულებით საკმაოდ სოლიდური სახსრები გაიღო. "ლიბერთი ბანკისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობა, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითია კერძო სექტორის და სახელმწიფო უწყების თანამშრომლობისა. უკვე მესამე წელია ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფართა თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს ანაზღაურებს, რაც დიდი დახმარებაა იქ მცხოვრები ბავშვებისა და თავად სერვის–პროვაიდერებისათვის. გამოთავისუფლებული თანხა საშუალებას მოგვცემს 40 მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მიუსაფართა თავშესაფარში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სერვისები და ვიზრუნოთ ბავშვთა განვითარებაზე. მადლობა ლიბერთი ბანკს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისათვის", - აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ. "ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში 2018 წელსაც ვაგრძელებთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას. ამ პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ პროექტებს, რომლებიც კერძო სექტორიდან მხარდაჭერას და მატერიალურ თანადგომას საჭიროებენ - ჩვენ ვართ იქ სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით", - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/482746-socialuri-momsakhurebis-saagentosa-da-liberthi-banks-shoris-urthierththanamshromlobis-memorandumi-gaformda.html?ar=A

კვირა.ჯი- http://kvira.ge/385986

პია.ჯი- https://pia.ge/post/191491-liberti-banki-mcire-saojaxo-saxlebisa-da-miusafarta-tavsesafrebis-komunalur-xarjebs-aanazraurebs

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/189651-socialuri-momsakhurebis-saagentosa-da-liberthi-banks-shoris-memorandumi-gaformda.html?lang=ka-GE

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=66162

აიბიზნეს.ჯი- http://ibusiness.ge/new/9943-socialuri-momsakhurebis-saagentosa-da-liberti-banks-shoris-memorandumi-gaformda

ბიპიაი.ჯი- http://bpi.ge/socialuri-momsakhurebis-saagentosa-da-liberti-banks-shoris-urtierttanamshromlobis-memorandumi-gaformda/

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sotsialuri-momsakhurebis-saagentosa-da-liberti-banks-shoris-urtierttanamshromlobis-memorandumi-gaformda-/40799

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=61898

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=167357-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D,%20%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98

---

 

13.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/482766-davith-sergeenko-umravlesobis-tsevrebthan-shekhvedraze-gansakuthrebuli-dghis-tsesrigi-ar-gvaqvs.html?ar=A

დავით სერგეენკო - უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული დღის წესრიგი არ გვაქვს

მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სამძიმარი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. გულწრფელად მჯერა, რომ მალე შევძლებთ, ის მიწას მივაბაროთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა. კითხვაზე, იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილული ეს საკითხი, სერგეენკომ აღნიშნა, რომ არ იცის. “დღეს განსაკუთრებული დღის წესრიგი არ გვაქვს. პერიოდულად ვიკრიბებით, ორი კვირის წინაც გვქონდა შეხვედრა უმრავლესობასთან და განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს. წინასწარ რომ დღის წესრიგი გვქონდეს, ასე არ არის. მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ღრმა წუხილი და ჩემი სამძიმარი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. გულწრფელად მჯერა, რომ მალე შევძლებთ, მივაბაროთ მიწას. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ამაზე საუბარი, გამიჭირდება ამის თქმა, რადგან დღის წესრიგი უცნობია“, - განაცხადა სერგეენკომ. „ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება.

პრაიმთაიმ.ჯი- http://primetime.ge/news/1520947885-%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

---

 

13.03.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1520938072-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%97

მოქალაქე საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს, რომ აივ ინფექციით და C ჰეპატიტით დაავადებულ პირებს მასწავლებლობის უფლება აეკრძალოთ

პარლამენტში მოქალაქე მაია რობაქიძის საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლის თანახმადაც, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს მოუწევს იმსჯელოს, აუკრძალოს თუ არა სააღმზრდელო საქმიანობა აივ ინფექციით და C ჰეპატიტით დაავადებულ პირებს. ამ წინადადების განხილვა პარლამენტის ბიურომ ჯანდაცვის კომიტეტს დაავალა. კანონპროექტით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროში უნდა შეიქმნას აღმზრდელთა სახელმწიფო რეესტრი. რეესტრით სარგებლობის შესაძლებლობა შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, ნებისმიერ პირს ექნება. რეესტრში მოსახვედრად აღმზრდელად მუშაობის მსურველმა პირმა სახელმწიფოს ხარჯზე უნდა ჩაიტაროს ანალიზები აივ ინფექციაზე, C ჰეპატიტზე და ტუბერკულოზზე. ინიციატივის მიხედვით, ანალიზებში უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, კანდიდატი გაივლის გასაუბრებას, ასევე როგორც სამედიცინო და ფსიქოლოგიურ, ისე სამართლებრივ ტრენინგს. ერთიან ბაზაში მოსახვედრად კი საბოლოოდ მას გამოცდის ჩაბარებაც მოუწევს.

გურიანიუს.ქომ- http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/aivinpektsiit-da-c-hepatitit-daavadebulebistvis-mastsavleblobis-uplebis-akrdzalvas-itkhoven

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/189653-aiv-infeqciith-da-c-hepatitith-daavadebulebs-mastsavleblobis-ufleba-aekrdzalebath.html?lang=ka-GE

---

 

13.03.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/c-hepatitis-programis-gankurnebis-machvenebeli-982-ia/17571/

C ჰეპატიტის პროგრამის განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია

2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში c ჰეპატიტის ვირუსით დაახლოებით 150 000 ადამიანი იყო დაინფიცირებული, ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან ზუსტად 3 წლის შემდეგ კი მკურნალობაში მხოლოდ 45 000 პირია ჩართული. რაც შეეხება სკრინინგს, 2015 წლიდან დღემდე კვლევები მილიონ 500 ათასმა პირმა გაიკეთა. პროგრამაში ჩართვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაა. ამ დრომდე მკურნალობა მხოლოდ 31 დაწესებულებაში ხორციელდება, რისი დიდი ნაწილიც დედაქალაქშია განთავსებული. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება ამ ეტაპზე პროგრამის პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით გაფართოებაზე მუშაობს და მაისამდე მკურნალობის ჯაჭვი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიკვრება. „ დაახლოებით 100-110 ათასი ადამიანია კიდევ გამოსავლენი და პროგრამაში ჩასართველი. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად დაფინანსებული კვლევების რაოდნეობა გავზარდეთ, ამას როდენობაზე დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია. მოგეხსენებათ, რომ ამ დროისთვის მკურნალობის შესაძლებლობა გეოგრაფიულად არათანაბრად არის გადანაწილებული, ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში პროგრამის ინტეგრირებაზე. ეს ყველაფერი რათქმაუნდა ერთბაშად ვერ მოხდება, თუმცა ყველა მუნიციპალიტეტში მინიმუმ ერთი და დიდ ქალაქებში კიდევ რამდენიმე დაწესებულება დაემტება სადაც, პაციენტებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა ექნებათ. პროექტის გავრცობა ასევე დაგეგმილია ზიანის შემცირების ცენტრებშიც.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ. 2015 წლის აპრილიდან დღემდე მკურნალობა 40 ათასამდე პირმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია. საქართელოში ვირუსის ელიმინაციის თარიღად 2020 წელია დასახელებული.

---

 

13.03.2018

მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=5944

ორსულებისთვის ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

1 თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულებისათვის, ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა და 4-ის ნაცვლად 8 იქნება. სიახლე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. სერვისების მისაღებად ბენეფიციარმა ორსულობის 13 კვირის ვადამდე უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოხდება მისი რეგისტრაცია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისი სახელმწიფოს მხრიდან სრულად ანაზღაურდება.

---  

 

13.03.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=167355-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

სასწრაფოდ! გვანცა გულორდავას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება!

16 წლის გვანცა გულორდავა სპინაბიფიდით დაიბადა, 6 თვის ასაკში ჩაუტარდა ოპერაცია, რის შემდეგაც, სამწუხაროდ პატარა დაინვალიდდა …. წლების მანძილზე ოჯახმა საქართველოში ყველა კლინიკას მიმართა, მაგრამ იმედი ვერავინ მისცა…. ახლა კი გვანცას აქვს შანსი, გაემგზავროს თურქეთში და ექიმმა Bülent Bozyiğit -მა გაუკეთოს ოპერაცია, რისთვისაც მას 11 500$ ესაჭიროება… წელიწადნახევრის წინ გვანცას ოჯახს დიდი განსაცდელი შეემთხვა, გვანცას ძმა მუშაობის დროს მძიმედ დაშავდა და ოჯახმა მისი გადარჩენა სასწაულებრივად შეძლო, ამ ყველაფერს ძალიან დიდი თანხები დასჭირდა და დღეს ოჯახს უკვე აღარ აქვს საშუალება, რომ ეს თანხა საკუთარი ძალებით მოაგროვოს. ამიტომ გთხოვთ, რომ გვერდში დავუდგეთ ამ ულამაზეს გოგონას და დავეხმაროთ მას! გვანცა ჩვენს იმედზეა! ჩვენ შეგვიძლია ამ სილამაზეს სრულყოფილება დავუბრუნოთ და დამოუკიდებელი ცხოვრების შანსი მივცეთ! ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რა შეუძლია ერთიანობას! ჩვენი რეკვიზიტები: 1. საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400 2.თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015 3.ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001 საიდენტიფიკაციო კოდი: 406179987 ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან: 0 901 701 225 ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები” ასევე საიტიდან mothershandscare.com

---

 

13.03.2018

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/103798-khundadze-yovel-mravalshvilian-ojakhze-tsliuri-dakhmareba-240-lari-iqneba-da-yovel-bavshvze-120-larit-gaizrdeba

ხუნდაძე: ყოველ მრავალშვილიან ოჯახზე წლიური დახმარება 240 ლარი იქნება და ყოველ ბავშვზე 120 ლარით გაიზრდება

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ წინა კომიტეტის სხდომაზე ამ კანონპროექტის შეთავაზებული ვარიანტი, რომელსაც ქილიკი მოჰყვა, საქილიკო სულაც არ არის. მისი თქმით, ელექტროენერგიის სუბსიდირების ნაწილში, ყოველ მრავალშვილიან ოჯახზე, წლიური დახმარება 240 ლარი იქნება, ხოლო ყოველ შემდგომ ბავშვზე, დახმარება 120 ლარით გაიზრდება. „ჩვენი შემოთავაზებული ვარიანტი, რასაც შემდეგ ქილიკი მოჰყვა, რომ თითქოს 20 ლარს ვაძლევდით ოჯახზე დახმარებას, ეს ნამდვილად ასე არ არის. მინდა განვმარტო, რა დახმარებას გულისხმობს და რა შეღავათი იქნება ელექტროენერგიის სუბსიდირების ნაწილში. ჩვენ ვამბობთ, რომ ოჯახზე, წელიწადში დახმარება იქნება 240 ლარი და ყოველ შემდგომ ბავშვზე დაემატება 120 ლარი. ახლა ავიღოთ ოთხშვილიან ოჯახზე, რომელსაც 100 000 ქულამდე აქვს მინიჭებული, რაც ყველაზე მეტია. საერთო რაოდენობა 4 და მეტი შვილზე არის 12 500 -მდე, არც არის 12 500 და აქედან 5 000 არის 100 000 სარეიტინგო ქულამდე. ანუ შეჭირვებული კი არა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები. მათი კომუნალური გადასახადი, მთლიანად არის 100 ლარის ფარგლებში. ანუ ელექტროენერგიის ფაქტობრივად 100 % -ს დაუფარავს ასეთ ოჯახებს და თუ ოჯახი არის ვთქვათ, 200 000 ქულამდე, რომლის კომუნალური გადასახადის საშუალო ოდენობა არის დაახლოებით 200 ლარი, ამასაც ფარავს. ხოლო, 300 000 ქულამდე, ვისაც ვთქვათ, წელიწადში აქვს 700-800 ლარი და ვსაუბრობთ 4-5 შვილიან ოჯახზე, ავიღოთ, ვთქვათ, 5-6 შვილი. მას ექნება 240 ლარი და შემდეგ კიდევ 2 ბავშვზე, დამატებული კიდევ 240, ანუ ეს გამოვიდა 480 ლარი. 700-800 ლარის კომუნალური გადასახადების გადამხდელი ოჯახი, ვფიქრობ ეს საკმაოდ წონადი დახმარებაა. თან ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი და არა ერთადერთი, ასე რომ გაქილიკება ამ მიმართულებით ამ პროგრამის, ვფიქრობ, საქილიკო სულაც არ არის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. აღნიშნული კანონპროექტის ავტორები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და მისი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე არიან. კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა.

---

 

13.03.2018

მედიასაშუალება: http://euronews.ge/ooo%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%98%E1%83%92%E1%83%93%E1%83%9D-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90/

როგორ ჩაიგდო ხელში საპარტნიორო ფონდმა ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი და რა ხდება იქ

 

 

 

ბეჭდვითი მედია

14.03.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13 მარტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი, 1 წლის განმავლობაში (2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 40-ზე მეტ მცირე საოჯახო ტიპის სახლის (35) და მიუსაფართა თავშესაფრის (6) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებასუზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბანკმა ამ მიმართულებით საკმაოდ სოლიდური სახსრები გაიღო. „ლიბერთი ბანკისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობა, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითია კერძო სექტორის და სახელმწიფო უწყების თანამშრომლობისა. უკვე მესამე წელია ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფართა თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს ანაზღაურებს, რაც დიდი დახმარებაა იქ მცხოვრები ბავშვებისა და თავად სერვის–პროვაიდერებისათვის. გამოთავისუფლებული თანხა საშუალებას მოგვცემს 40 მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მიუსაფართა თავშესაფარში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სერვისები და ვიზრუნოთ ბავშვთა განვითარებაზე. მადლობა ლიბერთი ბანკს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისათვის“– აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ. ,,ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში 2018 წელსაც ვაგრძელებთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას. ამ პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ პროექტებს, რომლებიც კერძო სექტორიდან მხარდაჭერას და მატერიალურ თანადგომას საჭიროებენ - ჩვენ ვართ იქ სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით. ‘ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5098982&name=14.03.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

           

ახალი თაობა-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5098846&name=14.03.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

ვერსია-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5098799&name=14.03.2018+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---