From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-14.06.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge
Received On : 14.06.2018 07:56
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 14.06.2018

ტელევიზია

14.06.2018

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

ჯანდაცვის სისტემა კეთილდღეობისა და სოლიდარობისთვის-ამ თემაზე გაიმართა ტალინში შეხვედრა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომელმაც აქცენტი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე გააკეთა. მისი განმარტებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჯანდაცვა პირველად გახდა ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტეტი, რის შემდეგაც მოსახლეობა უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო სერვისებით. ცენტრის ხელმძღვანელმა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევებზეც ისაუბრა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5359239

---

 

14.06.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

დღეს შშმპ-ების უფლებების დაცვის დღეა. კანცელარიასთან კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის წევრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეიკრიბებიან. მათი ძირითადი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ კონვენციის აღსრულებაზე პასუხისმეგებლი ორგანოს შექმნაა, რომლის არსებობაც ქვეყანაში ხელს შეუწყობს მათი უფლებების გაუმჯობესებას. შშმ პირები დისკრიმინაციის ფაქტებზე ხელისუფლების მხრიდან დროულ და ადეკვატურ რეაგირებასაც მოითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5359237

---

 

13.06.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

ინგორიოყვას კლინიკიდან დათხოვნილმა ტრავმატოლოგმა ნაციონალური მოძრაობის წევრის ბრალდებებს უპასუხა, მისი თქმით თუ ჯანდაცვის სამინისტრო ლიცენზიას ჩამოართმევს სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს, ექიმი სამსახურიდან მას შემდეგ გაატავისუფლეს, რაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, მოქალაქე ნინო კვიტაიშვილმა განაცხადა, რომ მას არასათანადოდ უმკურნალეს რადგან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5358638

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5358144

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5357949

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5357751

---

 

13.06.2018

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 15:00

ზოგიერთი შინამეურნეობის მიერ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული გარჯები მათი მთლიანი ხარჯის 10% აჭარბებს, რაც 2015 წლის მაჩვენებლებლის თითქმის 30% აღემატება. იუნისეფის მიერ ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად აღნიშნული მაჩვენებელი კატასტრიფულად მაღალია. კვლევა მოწმობს, რომ შინამეურნეობების სამედიცინო ხარჯების თითქმის 70% მედიკამენტებზე მოდის. შინამეურნეობების თითქმის 28%-მა აღნიშნა, რომ გასულ წელს, მედიკამენტების შეჯენა მათთვის უმთავრესი პრობლემა იყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5358134

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5357503

---

 

ინტერნეტი

14.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/498404-amiran-gamyrelidze-talinshi-janmrthelobis-msoflio-organizaciis-organizebith-mimdinare-shekhvedrashi-monatsileobs.html?ar=A

ამირან გამყრელიძე ტალინში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ქალაქ ტალინში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ქალაქ ტალინში მაღალი დონის შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ორგანიზებით იმართება, თემაზე: „ჯანდაცვის სისტემა კეთილდღეობისა და სოლიდარობისთვის“. ღონისძიება ასევე ეძღვნება ტალინის ქარტიის ხელმოწერის ათი წლის იუბილეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი შეხვედრაში საქართველოს სახელით მონაწილეობს. ამირან გამყრელიძემ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სიტემაზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასა და აუდიტორიას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები გააცნო. სხდომაზე განიხილეს ასევე კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის პროექტები, რის ყველაზე ნათელ დადასტურებად საქართველოში მიმდინარე ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიიჩნევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეს ორგანო წლების განმავლობაში უწევს საქართველოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება დღეს გაიხსნა და 14 ივნისს დასრულდება.

ინფო9- http://www.info9.ge/janmrtheloba/193735-jandacvis-sistema-kethildgheobisa-da-solidarobisthvis-shekhvedra-talinshi.html?lang=ka-GE

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=67348

პია.ჯი- https://pia.ge/post/208854-talinsi-sexvedra-temaze-jandacvis-sistema-ketildreobisa-da-solidarobistvis-imarteba

---

 

13.06.2018

მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/115482-igoroyvadan-gatavisuflebuli-eqimi-pacients-araferi-khelshesakhebi-dazianeba-ar-hqonda-aman-gaaghiziana

ინგოროყვადან გათავისუფლებული ექიმი: პაციენტს არაფერი ხელშესახები დაზიანება არ ჰქონდა, ამან გააღიზიანა

“ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” უკვე ყოფილმა ექიმმა მურთაზ მამაგაეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნინო კვიტაიშვილის ბრალდებებს პასუხობს. „11 ივნისს, მორიგე ვიყავი. 16 წლის ვაჟი შემოიყვანეს ლავიწის მოტეხილობით. ოპერაცია ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როდესაც მიმღებიდან დარეკეს პაციენტი ტრავმატოლოგს ელოდებაო. ასისტენტებმა დაასრულეს ოპერაცია მე მაშინვე ჩამოვედი, მიმღებებში მიმითითეს ახალგაზრდა ქალბატონზე, ეს გახლავთ პაციენტიო. ვკითხე რა გაწუხებთ-მეთქი და მიპასუხა, მტკივა ყველაფერიო. ვკითხე, როგორ მიიღო დაზიანება. მითხრა, მე „ნაცმოძრაობის“ წევრი ვარ და აქციაზე ზემოქმედება მოახდინეს ჩემზეო. ვკითხე რა გაწუხებთ-თქო, გავსინჯე როგორც საჭიროა, მენჯი, კიდურები, ავაწევიე ფეხებიც, ხელებიც ავამოძრავებიე - აამოძრავა. ხელების დათვალიერების დროს მარჯვენა მხრის ზემო არეში ორი ხაზი იყო წითელი, აი ლოყაზე რომ ხელი მიგიდიათ დიდი ხნით და შემდეგ გაწითლებულა, აი ეგეთი. არც სისხლჩაქცევა იყო, დაჟილობას თავისი ნიშნები აქვს. უნდა იყოს შეშუპება დალურჯება და ასე შემდეგ. ვუთხარი, რომ არაფერი ისეთი არ იყო. წამოვედი, იქვე იდგა მაგიდა სადაც კონსულტაციის შედეგი უნდა ჩამეწერა, ჩავწერე. რენდგენის გადაღება არც ჩავთვალე საჭიროდ, რადგან რენდგენზე მოტეხილობა ჩანს. ვურჩიე ცივებ დაიდეთ და მალამო წაისვით-მეთქი. მითხრა, როგორ დაზიანებები არ მაქვსო? ვუთხარი დაზიანება, რომ ყოფილიყო მეტი უნდა ექნა პოლიციას-მეთქი. აქ ისეთი შემთხვეაა, მეტს დაწერ? მეორე მხარე დაგიწყებს დავას, ამიტომ რაც იყო დავწერე ის. პაციენტის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ არაფერი ხელშესახები დაზიანება არ ჰქონდა. ეს იქნა გაგებული ისე, რომ თითქოს შენ რაღაი „ნაცმოძრაობის“ წევრი ხარ შენთვის მეტი უნდა ექნათ-თქო. ვუთხარი მხოლოდ - მეტი დაზიანება, რომ გქონდეთ მეტი უნდა ექნათ-მეთქი. მაგ ქალბატონს იმაზე მეტი გამოკვლევა ჩაუტარდა ვიდრე საჭირო იყო. კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპია. სხვას არაფერს არ ითხოვდა, მაგრამ მისი ინტერესი იყო რომ დაფიქსირებულიყო მეტი დაზიანება“, - განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ ნინო კვიტაიშვილმა განაცხადა, რომ ინგოროყვას კლინიკაში ტრავმატოლოგმა, მურთაზ მამაგეიშვილმა პოლიტიკური კუთვნილების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი უთხრა. მისივე თქმით, ექიმმა მას უთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომ ხარ მეტის ღირსი ხარო. ცნობისთვის, აღნიშნული ბრალდებების შემდეგ მურთაზ მამაგეიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან გაათავისუფლეს.

---

 

13.06.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/jandacvis-saministrostvis-unicef-is-kvlevashi-siaxleebi-ar-yofila-/20834/

ჯანდაცვის სამინისტროსთვის UNICEF-ის კვლევაში სიახლეები არ ყოფილა

"ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი იყო, უკვე ვმუშაობდით და შედეგები უკვე განსხვავებული გვაქვს იმ კვლევასთან შედარებით რომელიც UNICEF-მა გამოაქვეყნა" - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გადაცემაში "საქმიანი დილა". რა იყო ჯანდაცვის სამინისტროსთვის ახალი UNICEF-ის კვლევაში? ამ კითხვაზე პასუხისას "საქმიანი დილას" ეთერში სტუმრობისას თამილა ბარკალაია ამბობს, რომ ახალი არაფერი ყოფილა გარდა იმ პუნქტისა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის დაახლოებით 11%-მა ჯანდაცვის პროგრამის არსებობის შესახებ არ იცის. "ახალი იყო მხოლოდ ის რომ დაახლოებით 11%-მა ჩვენი პროგრამების შესახებ არ იცის. დანარჩენზე შესაბამისი რეაგირება უკვე გაკეთებული იყო. იგივე პრეპარატებთან დაკავშირებით, 2017 წლიდან დაიწყო პროგრამამა მუშაობა, რომელიც 23 დასახელების წამალს სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისათვის აფინანსებს. წელს ვმუშაობთ პროექტზე რომელიც ამ რაოდენობას გაზრდის და ვმუშაობთ პროგრამის პოპულარიზაციაზე, რადგან ამ პროგრამის გამოყენება 2017 წელს შესაბამისად არ ხდებოდა", - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

14.06.2018

მედიასაშუალება:  რეზონანსი

მკურნალობა თანდათან შეუძლებელი ხდება

ჯანდაცვა ძალიან გაძვირდა. პაციენტები ამბობენ, რომ ისეთივე მდგომარეობამდე მივიდნენ, როგორც 6 წლის წინ იყვნენ... "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაიოლდა, თუმცა ლარის დევალვაციასთან ერთად ვითარება მკვეთრად გაუარესდა და დღეს პაციენტები ისევ იმავე მდგომარეობაში არიან, როგორც 6-7 წლის წინ იყვნენ. მკურნალობა მათთვის თანდათან შეუძლებელი ხდება. ბოლო 2-3 წელიწადში თითქმის 100%-ით გაძვირდა ექიმთან ვიზიტი. ყოველ წელს მატულობს მედიკამენტების ღირებულება, ოპერაციებისა თუ სხვა სამედიცინო მანიპულაციების ფასი. ხალხს კი შემოსავალი სულ უფრო უმცირდება, შესაბამისად, უკმაყოფილებაც მუდმივად მზარდია. მართალია, არსებობს კერძო დაზღვევა, მაგრამ თუ შრომისუნარიან ადამიანს სტაბილური შემოსავალი არ აქვს, რთულია, ისარგებლოს ამ მომსახურებით. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვას არის შეჩერებული, რომელსაც თანდათან აკლდება მომსახურება. "ჯანდაცვა პრიორიტეტული არც ერთი მთავრობისთვის არ არის. წინა ხელისუფლების დროს წამოწყებული პროექტი "1000 ახალი საავადმყოფო" არ განხორციელდა. შემდეგ ახალმა მთავრობამ შემოიღო საყოველთაო დაზღვევა, თუმცა გაჭირვებული ხალხისთვის არც ესაა დიდი შეღავათი, ვინაიდან მაინც უწევთ საფასურის რაღაც ნაწილის გადახდა. თანაც რაც არ ფინანსდება, ყველაფერზე ფასი მკვეთრად არის გაზრდილი. ქვეყნის ეკონომიკას თუ გადავხედავთ და შემდეგ ჯანდაცვაში არსებული მომსახურებისა თუ მედიკამენტების ღირებულებას, ცხადზე ცხადია, რომ დიდ შეუსაბამობას ვაწყდებით. ხალხს შემოსავალი უმცირდება და ხარჯი ეზრდება. აქედან გამომდინარე, ნორმალური მკურნალობა გამორიცხულია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას 49 წლის გურამ შიუკაშვილმა. მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ წლიდან წლამდე ვითარება ჯანდაცვის სფეროში უარესდება. "პირველ რიგში, ცნება "საყოველთაო დაზღვევა", სჯობს, შევცვალოთ "სახელმწიფო პროგრამით", ვინაიდან საყოველთაობის პრინციპი სულ სხვაა და ის საქართველოში არ გვაქვს. 2017 წელს ჯანდაცვის სფეროში შევიდა ცვლილება და შემოსავლის მიხედვით ზოგიერთი ადამიანი (წლიური შემოსავლით 40 000 ლარი და მეტი) ამოვარდა ამ პროგრამიდან ან შეეზღუდა გარკვეული მომსახურება. წელს გაუარესებულია ვითარება და ასე იქნება შემდეგშიც. უკმაყოფილოთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, ვინაიდან, ჩემი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არანაირ რეფორმას არ გეგმავს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჩიხლაძემ. მისი თქმით, ერთია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და მეორე, რაზე ვრცელდება ის. ხშირად ეს არის უხარისხო სერვისი, კვალიფიკაციის პრობლემა და სხვა. "ასეულობით მილიონი ლარის ხარჯი, რასაც სახელმწიფო ეწევა, წყალში გადაყრილია, რადგან სასურველ შედეგზე ვერ გავდივართ. მონაცემებს თუ გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ არანაირ პოზიტიურ შედეგამდე არ ვართ მისული და არც სხვადასხვა დაავადების მაჩვენებელია შემცირებული. ცალკე პრობლემაა ზედმეტი ანალიზებისა თუ მედიკამენტების გამოწერა პაციენტისთვის. ექიმების ყურადღება გადატანილია იმაზე, რომ მეტი გამოკვლევა დაინიშნოს, გაუშვან სხვა კლინიკებში, სადაც აქვთ ხელშეკრულება ან აფთიაქებში და ამით მიიღონ მოგება. ეს არის მონოპოლიური სისტემა და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ არ გვაქვს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისი", - განაცხადა ჩიხლაძემ. სრულიად სხვაგვარ შეფასებას აძლევენ სახელმწიფო პროგრამას სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები. როგორც ოჯახის ექიმი ქეთევან კრაწაშვილი ამბობს, 100 მომხმარებლიდან 95 იტყვის, რომ საყოველთაო დაზღვევით კმაყოფილია. "საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მოსახლეობას მიეცა საშუალება, მივიდეს ექიმთან და ისარგებლოს სხვადასხვა მომსახურებით, რაც ადრე დიდი პრობლემა იყო. უკმაყოფილება დიდად არ იგრძნობა, ვინაიდან ის ფენა, ვისაც უჭირს, კვლავინდებურად აგრძელებს სარგებლობას ამ პროგრამით და შარშანდელი ცვლილება, პირიქით, მათ სასარგებლოდ გატარდა. მედიკამენტები ნამდვილად გაძვირებულია და სამედიცინო მომსახურების ნაკლია ის, რომ ინიშნება გაცილებით მეტი წამალი, ვიდრე საჭიროა. მოსაზრება, რომ ოჯახის ექიმთან ვიზიტი გაძვირდა, სინამდვილეს არ შეეფერება. დაზღვევის ფარგლებში ეს უფასოა და თუ ადამიანი არაა დაზღვეული, პოლიკლინიკაში მისვლისას იხდის 15-20 ლარს და კერძო კლინიკებში რა ვითარებაა ამ მხრივ, ეს მათი პრობლემაა", - განუცხადა "რეზონანსს" კრაწაშვილმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5359176&name=14.06.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

14.06.2018

მედიასაშუალება:  რეზონანსი

პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის უფრო დამძიმებას ითხოვდა: რას ყვება სამსახურიდან გათავისუფლებული ექიმი

„პაციენტი ითხოვდა, მისი ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობის უფრო დამძიმებას, რასაც მე, როგორც ექიმი არ დავთანხმდი, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო მძიმე", - ამის შესახებ "ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის" უკვე ყოფილმა ექიმმა მურთაზ მამაგეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მურთაზ მამაგეიშვილმა მედიასთან დეტალურად გაიხსენა 11 ივნისის საღამო და მასსა და პაციენტს შორის გამართული დიალოგი. „11 ივნისს, მორიგე ვიყავი. 12 წლის ბიჭს ოპერაციას ვუკეთებდი. ოპერაცია ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როდესაც მიმღებიდან დარეკეს პაციენტი ტრავმატოლოგს ელოდებაო. მიმღებში ჩავედი. ახალგაზრდა ქალბატონმა მითხრა, რომ აქციაზე იყო პოლიციელებმა იძალადეს და დაზიანებები მაქვს მიღებულიო. პაციენტი გავსინჯე. არცერთი კიდურის მოტეხილობა არ აღენიშნებოდა. ერთადერთი, რაც იყო, მარჯვენა ხელის ზემო არეში, კუნთთან შეწითლება აღენიშნებოდა. არსებული მდგომარეობის შესახებ ისტორიაში დავწერე დიაგნოზი, თუმცა პაციენტი ითხოვდა - „როგორ მე უფრო მეტი დაზიანება არ მაქვსო?! რაზეც ვუთხარი, რომ უფრო მეტი დაზიანება რომ დავწერო, მაშინ უფრო მეტად უნდა ეცემეთ-მეთქი. მე, რა თქმა უნდა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დავწერე ის, რაც მას ჰქონდა მიღებული", - აღნიშნა მურთაზ მამაგეიშვილმა. მამაგეიშვილმა ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა, თუ რატომ მიიღო კლინიკის ადმინისტრაციამ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი ინგოროყვას კლინიკაში მომხდარ ინციდენტს დეტალურად იხსენებს. მისი თქმით, ინგოროყვას კლინიკაში ტრავმატოლოგმა მურთაზ მამაგეიშვილმა, პოლიტიკური კუთვნილების გამო, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი უთხრა. კვიტაიშვილის ინფორმაციით, ექიმმა მკურნალობაზე უარი მას შემდეგ უთხრა, რაც გაიგო, რომ მან სხეულზე დაზიანებები რუსთაველის წინ მიმდინარე აქციაზე მიიღო და რომ ის, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. მისივე განცხადებით, მედიკოსებმა მას ტრავმული დაზიანების შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს, თუმცა, ტრავმატოლოგს აღარ გაუსინჯავს. „მისი მხრიდან იყო მხოლოდ ორი შეკითხვა დასმული, ეს გახლდათ ერთი, რომ რა მჭირს და ავუხსენი, რომ სხეულზე, ვფიქრობ, რომ მაქვს დაჟეჟილობის კვალიც იმიტომ, რომ ძალიან მტკივა სხეული, ეგ არაფერი და უკვე მეორე კითხვა იყო, - კი მაგრამ, სად მიიღე ეს, იქ ხომ არ იყავი? რაზეც მე ვუპასუხე, რომ დიახ, ვიყავი აქციის მონაწილე და ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ამაზე პასუხად მან მომიგო, რომ ვარ მეტის ღირსი. ამის შემდგომ აპირებდა საუბრის გაგრძელებას ძალადობის მიმართულებით და ნამდვილად არ ვიცი, რა წარსულზე უნდა ესაუბრა იმიტომ, რომ რაღაც მსგავსს, ოღონდ უფრო დაბალ ხმაზე მოვკარი ყური და ჩემი პასუხი იყო, რომ რაზეც არ უნდა მესაუბროთ, ახლა შსს-ს მხრიდან ჩემზე განხორციელებულ ძალადობას ეს ვერ გაამართლებს და როცა მას არ მოეწონა ეს პასუხი, უბრალოდ, დატოვა ოთახი ძალიან სწრაფად", - განაცხადა კვიტაიშვილმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5359228&name=14.06.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

14.06.2018

მედიასაშუალება:  ახალი თაობა

რომან გოცირიძე: ქვეყანაში სიღარიბე მძვინვარებს

ჯანდაცვის პროგრამის უყაირათობის გამო, ძალიან გაიზარდა ფასები სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე... ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე `ახალ თაობას~ დეპუტატი რომან გოცირიძე ესაუბრება. _          ბატონო რომან, ქვეყნდება სხვადასხვა დასკვნები, სტატისტიკური მონაცემები და საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. რას იტყვით თქვენ. ოცნების ხელისუფლების პირობებში რამდენად გაუარესდა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებელი? _       ეს ინფორმაცია, რომელიც ახლა გამოქვეყნდა, არავისთვის არ არის გასაკვირი. უბრა- ლოდ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ სა-ქართველოში, `ქართული ოცნების~ პირობებში სიღარიბემ მოიმატა. ამას ჩვენ ვამბობდით ყო-ველდღიურად. ვასაბუთებდით იმით, რომ ლარის გაუფასურების შემდეგ ქვეყანაში გაიზარდა უმუ-შევრობა. _      სტატისტიკური მონაცემები რომ სხვას გვეუბნებოდა? _         მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა სხვა რამეს აჩვენებს და ეს სტატისტიკა აყალბებს რეალურ სურათს, ესეც კარგად არის ცნობილი. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ად-გილი და, რაც მთავარია, დაკარგეს შემოსავლე-ბი. თუნდაც იგივე შემოსავალი რომ ჰქონდეს ადამიანს ლარებში, ეს უცხოურ ვალუტაში გა- დაყვანილი 50%-ით ნაკლებია. თუკი ადამიანს აქვს ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში, იგივე კომერციული ბანკის სესხები, ან სხვა ხარჯები, რომელიც უცხოეთში უნდა გაწიოს, სწავლის, მკურნალობის და ასე შემდეგ, რეალურად ამ ხალხს გაუნახევრდათ თავიანთი შემოსავალი. აი ამ ორმა ფაქტორმა, უმუშევრობამ და რეალური შემოსავლების კლებამ, ქვეყანაში გაზარდა სიღა-რიბე. _   ამ კვლევებში აქცენტები ძირითადად ბავშვთა სიღარიბის სფეროზეა გამახვილებული და არა ზოგადადო. _ დღეს ამის გაბათილებას ცდილობენ. ქვეყანაში სიღარიბე მძვინვარებს. ამ კვლევის თანახმად, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაი-ზარდა. კი ბატონო, ხელმისაწვდომობა გაიზარ-და, ძალიან დიდი ფული იხარჯება ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც აბსოლუ-ტურად არაეფექტიანია. _           რატომაა არაეფექტიანი? ამ გაჭირვე-ბულ ხალხს ცოტა ხომ მაინც შველის უფასო ჯანდაცვა? _     ეს არაეფექტიანია. ამ ერთი მილიარდით დღეს საოცრებების მოხდენა შეიძლებოდა ჯან- დაცვის სფეროში. ეს კი არის უკიდურესად არაეფექტიანი და კორუფციული პროგრამა. თუ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ სიღარიბე უნდა შემცირდეს, რად-გან ადამიანებს არ უხდებათ მკურნალობისთვის საკუთარი ჯიბიდან ფულის გადახდა, ერთი შე-ხედვით, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის. _ აბა როგორ არის? _   სწორედ ამ ჯანდაცვის პროგრამის უყა-ირათობის გამო, ძალიან გაიზარდა ფასები სამე- დიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე. ამი-ტომ ადამიანებს ძალიან დიდი რაოდენობით უხდებათ საკუთარი ჯიბიდან ამ თანხების და-ფარვა. მედიკამენტებსა და სხვა სამედიცინო მომსახურებაზე, ფასები ყოველდღიურად იზ- რდება. გარდა ამისა, ჯერ არ გამოქვეყნებულა მსოფლიო ბანკის კვლევა. ბოლო კვლევა ჩატარ-და 2010-2015 წლებში სიღარიბის შემცირებაზე. _   ანუ, ამ პერიოდში კლება იყო სიღარი- ბის? _ იმ ხელისუფლების სამი წლისა და ამ ხელისუფლების განმავლობაში, იმ ხუთწლიან პერიოდში, სიღარიბე შემცირდა. ეს კვლევა როცა ჩატარდა, ლარის გაუფასურება მაშინ იწყებოდა. დღეს უკვე, როდესაც განახლებული კვლევა გამოქვეყნდება მსოფლიო ბანკის მხრი-დან, ჩვენ ასევე დიდ სხვაობას, რომ საქართვე-ლოში უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის რა-ოდენობა გაიზრდება. შეგვიძლია 100%-იანი სიზუსტით ვთქვათ, რომ მსოფლიო ბანკის მომა-ვალი წლის კვლევაში, საქართველოში დაფიქსი-რებული იქნება სიღარიბის მატება და ამ ექ-ვსწლიანი მმართველობის პირობებში, როდე-საც ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა სამოთხე-სა და გასაოცარი შედეგებით ევროპის გაკვირ-ვებას, ჩვენ მართლაც გავაკვირვეთ ევროპა. ექვსი წლის შემდეგ უფრო ღარიბები ვართ, ვიდრე ვიყავით ექვსი წლის წინ! _  რა არის ამის გამომწვევი მიზეზები? ხელისუფლება ხომ სულ საუბრობდა, რომ აღმავ-ლობის ხანა აქვს ქვეყანას ეკონომიკური თვალ- საზრისით, რომ ამას უცხოელი ექსპერტებიც გვიდასტურებენო და ასე შემდეგ. _  არავინ არ ადასტურებდა აღმავლობის ხანას. აღმავლობის ხანას ერთადერთი ადასტუ-რებდა სტატისტიკის სამსახური, რომელიც აყალ- ბებდა ინფორმაციას ინვესტიციების შესახებ. ძველ რიცხვებსაც კი გადააკეთებდა ხოლმე. ისე-ვე, როგორც აყალბებენ ინფლაციის მაჩვენებელს. 0,01%-ით დაწერეს უმუშევრობის შემცირებაზე, როცა არ არსებობს არავითარი ინსტრუმენტი, რომ საქართველოში დასაქმებულების რაოდე-ნობა გაიზარდოს. დასაქმებულების რაოდენობა კი არა, სტატისტიკის სამსახურმა ისიც კი არ იცის, რამდენი ტაქსი დადის თბილისში!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5359187&name=14.06.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---