მედიამონიტორინგი 14.07.2017
ტელევიზია
14.07.2017
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ჭიათურის სოფელ ჯვარიეწერში მოხუცებული ქალი ცხოვრობს ლოგინად ჩავარდნილ შვილთან ერთად ვაგონში უკვე 22 წელია. ლალო შეყილაძე ადრე რაიონში განთქმული მკერავი იყო. ის ბედნიერი წლები მხოლოდ ფოტოებზე შემორჩა. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, მედიკამენტების გარკვეული ნაწილი უფასოდ ეკუთვნით, თანხა, რომელიც დედა-შვილს გააჩნია, მკურნალობისთვის საჭირო სხვა წამლებისა და პროდუქტის შესაძენადაც არ ყოფნის, ერთადერთი იმედი მეზობლები არიან. ერთობლივი ძალებით ეზოში პატარა სახლი ჩადგეს, თუმცა, უსახსრობის გამო მშენებლობის დასრულება ვეღარ შეძლეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4575734
---
13.07.2017
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა. საუბარი იყო კონკრეტულ პროგრამებზე, რომლებიც ბოლო დროს ჯანდაცვის სამინისტრომ განახორციელა
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4575370
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4575216
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4575434
I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4575422
---
1 3.07.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 20:00
გამოწვევა, რომლის წინაშე ჯანდაცვის სამინისტრო დგას. ბოლო კვლევების მიხედვით, მოსახლეობა ყველაზე მეტ თანხას მედიკამენტებში ხარჯავს. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეების მიერ გაწეული ხარჯების ნახევარი მარტო წამლებში მიდის. მედიკამენტების მაღალი ფასი თუ გარიგებები ფარმაცევტულ კომპანიებთან: სერგეენკოს უწყება გამოსავალს ელექტრონული რეცეფტების დანერგვაში ხედავს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4575682
---
1 3.07.2017
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 19:00
დღეს გიყვებით 11 წლის ბიჭის ისტორიას, ის 22 კილოგრამს იწონის და მძიმე სენით არის ავად, უმუშევარმა მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს, დღეს კი ბავშვის მკურნალობისთვის არანაირი საშუალება აღარ დარჩათ, ბავშვის მონაცემები ამ დროისთვის მიუნხენში ერთ-ერთ კლინიკაშია გადაგზავნილი, მკურნალობისთვის კი დაახლოებით 20 ათასი ევროა საჭირო.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4575595
---
1 3.07.2017
არხი: I არხი
გადაცემა: რეალური სივრცე 17:00
სამტრედიაში დასაქმებული რკინიგზელები კვლავ ითხოვენ იმ დაავადების გამომწვევი მიზეზების დადგენას, რომელიც ყოველწლიურად ზაფხულის ამ დროს მეორდება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4574559
---
ინტერნეტი
13.07.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/442971-davith-sergeenko-atcaris-regionis-samedicino-sazogadoebas-shekhvda.html?ar=A
დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. დავით სერგეენკომ 50-მდე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელსა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტს სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და პროგრამების მიმდინარეობის შესახებ შეფასებები პირადად მათგან მოისმინა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე გამახვილდა. 1-ლი ივლისიდან სახელმწიფო 100.000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველ, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული, ფარისებრი ჯირკვლისა და დიაბეტის ტიპი 2 - არაინსულინდამოკიდებულ პირებს სამკურნალო მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად აწვდის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სამედიცინო საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაწყებულ კამპანიაზეც იმსჯელეს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის საყოველთაო სკრინინგში მოქალაქეთა ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე და სხვა ოფიციალური პირები.
---
13.07.2017
მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/8349-qimedi-mqonda-socialuri-dakhmarebisq-martokhela-deda-quthaisidan
"იმედი მქონდა სოციალური დახმარების" – მარტოხელა დედა ქუთაისიდან
ქუთაისში მცხოვრები, მარტოხელა დედა შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენას ხუთი თვეა ელოდება. მას საარსებო დახმარება მიმდინარე წლის თებერვალში შეუჩერდა. მიზეზი საცხოვრებელი ბინის ცვლილება იყო, რაც რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველი გახდა. ქრისტინა გაბუნიას თქმით, მან არ იცოდა, რომ ცვლილების თაობაზე სააგენტოსთვის უნდა ეცნობებინა. ის ამბობს, რომ მისთვის არც ის უთქვამთ, რომ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ახალი განცხადება უნდა დაეწერა და ხელახალი გადამოწმება მოეთხოვა. ამის გამო, ის მეხუთე თვეა გაურკვევლობაშია. ქრისტინა გვიყვება, რომ ოჯახში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, მან სოციალური მომსახურეობის სააგენტოში მისვლა ვერ მოახერხა. "იმედი მქონდა სოციალური დახმარების. ქირას ვეღარ ვიხდი, ვერც გადასახადებს. საშინელ დღეში ვარ. აგენტი 28 მარტს იყო ჩვენთამ მოსული. მას არ უთქვამს უთქვამს, რომ განცხადება უნდა დამეწერა. თვითონ შეავსო როგორც ადრე გააკეთა ისე. გამოგვკითხა ყველაფერი, ჩემი და ბავშვების პირადი ნომრები ჩაიწერა, შეამოწმა ყველაფერი და მეტი არაფერი აუხსნია", - ამბობს ქრისტინა გაბუნია. ის ახლა ნაქირავებ ბინაში ორ მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობს. ბინის ქირის ყოველთვიური გადასახადი 150 ლარს შეადგენს. ქრისტინა გაბუნია სოციალური დახმარების მიმღები 2013 წლიდან არის. ის ამბობს, რომ მაშინ მისი სარეიტინგო ქულა 47 ათასს შეადგენდა. სოციალური დახმარების სახით, კი სამ სულიან ოჯახს 156 ლარი ეძლეოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, ოჯახმა დახმარების მისაღებად განაცხადება ისევ უნდა შეიტანოს. "არ ვიცი ვერ აუხსნეს ჩვენებმა თუ მან ვერ გაიგო სწორად რომ კიდევ მომართვა იყო საჭირო. მან ახლა განცხადება უნდა დაწეროს განყოფილებაში, რათა მისი გადამოწმება მოხდეს", - განმარტავენ სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში. მარტოხელა დედა დახმარების მიღებაზე განცხადებით მიმართვას ისევ გეგმავს.
---
13.07.2017
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/78697-11-tslis-luka-fareshishvili-mdzime-daavadebit-itanjeba-ojakhi-sazogadoebis-dakhmarebas-elis
11 წლის ლუკა ფარეშიშვილი მძიმე დაავადებით იტანჯება- ოჯახი საზოგადოების დახმარებას ელის
ცისტური ფიბროზი, მუკოვისციდოზი, თანდაყოლილი ბრონქოექსტაზია, ასთმა და ქრონიკული ჰეპატიტი - ეს არის დიაგნოზი, რომელიც ექიმებმა 11 წლის ლუკა ფარეშიშვილს დაუსვეს. ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები დაბადებიდან აწუხებს. შვილის გადასარჩენად მშობლებმა საცხოვრებელი სახლი წლების წინ გაყიდეს, თუმცა უშდეგოდ, ბოლო რამდენიმე წელია, მკურნალობის მიუხედავად, ბავშვის მდგომარეობა არ უმჯობესდება. ოჯახი თელავში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. გასულ წელს მშობლებმა შეძლეს ლუკას თურქეთში წაყვანა, თუმცა ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, შეგროვილი თანხა ამოიწურა და ბავშვი ისევ სახლში დააბრუნეს. ამჟამად, ლუკა ფარეშიშვილის დიაგნოზი სათანადო დოკუმენტაციასთან ერთად გერმანიაში, მიუნხენში, ერთ-ერთ კლინიკაშია გადაგზავნილი, ოჯახი პასუხს ელის, თუმცა არანაირი საშაულება არ აქვს ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანის და მკურნალობის კურსის ჩატარების, რისთვისაც სავარაუდოდ საკმაოდ სოლიდური თანხა იქნება საჭირო. "ორივე უმუშევარი ვართ, ჩემი მეუღლე პირველი ჯგუფის შშმ პირია. დახმარებებიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი 600 ლარამდე მერყეობს,150 ლარს ბინის ქირაში ვიხდით, ბავშვის წამლებს კი თვეში 400 ლარი ჭირდება. ბავშვი 1 1 წლის არის და მხოლოდ 21 კილოგრამს იწონის, უკვე ორი წელია ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერც სკოლაში დაგვყავს. ლუკა ჩვენთვის მეორე შვილია, პირველი ბავშვი წლების წინ დაგვეღუპა. ყველას ვთხოვ, გულთან ახლოს მიიტანოს ჩვენი გასაჭირი და დაგვეხმაროს შვილის სიცოცხლის გადარჩენაში" - აცხადებს "აიპრესთან" ლუკას დედა, მანანა ღობნელიშვილი. ოჯახს ფინანსურად და საკვებით პერიოდულად მეზობლები ეხმარებიან. ფარეშიშვილები დახმარებას იღებენ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდანაც, თუმცა თანხა იმდენად მწირია, რომ ბავშვის წამლების საყიდლადაც არ კმარა. ფარეშიშვილები ერთადერთი შვილის გადასარჩენად დახმარებას საზოგადოებას თხოვენ, ლუკას სახელზე საქართველოს ბანკში სპეციალური ანგარიშია გახსნილი, სადაც თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი. GE40BG0000000599055600 ლუკა ფარეშიშვილი პ.ს. "აიპრესი" მოზარდის ფოტოს მშობლების ნებართვით აქვეყნებს.
---
ბეჭდვითი მედია
_____________________________________________________________________________