From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-14.12.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; Tamar Barkalaia; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 14.12.2017 08:46
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 1 4.12 .2017

ტელევიზია           

14.12.2017

არხი: ტელეკომპანია იბერია   

გადაცემა: ახალი ამბები 11:00

დავა, რომლის გამოც პრემიერ-მინისტრი დებს პირობას, რომ მთავრობის დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებს, კვლავ გრძელდება. გია გაჩეჩილაძის ბრალდების გასამყარებლად "სიტროენ ჯორჯიას" მენეჯერებმა გადაწყვიტეს პრემიერის აპარატს საქმის მასალები მიაწოდონ. ისინი ადმინისტრაციაში დოკუმენტებს დღეს წარადგენენ. სწორედ, "სიტროენ ჯორჯიას" იურისტები და გია გაჩეჩილაძე საუბრობდნენ, რომ მთავრობა კერძო კომპანიებთან კაბალურ გარიგებაშია. მაგალითად დასახელდა ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანების შესყიდვას შეეხებოდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4924433

---

 

13.12.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: აქტუალური თემა 21:30

გუშინ ქართულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფრანგული მწარმოებლების ბავშვთა კვების პროდუქტ "სელიას" ზოგიერთ პარტიაში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მარინა ბაიდაური.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4924100

---

 

13.12.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

შეისწავლის თუ არა კონკურენციის სააგენტო კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარს. უწყებას გადაწყვეტილების მისაღებად და წარდგენილი დოკუმენტების შესასწავლად ერთთვიანი ვადა აქვს. კომპანია, რომელიც გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება და კარტელური გარიგებების არსებობაზე საუბრობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4924092

ტვ პირველი - დღის ამბები 14:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4922946

იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4923848

კავკასია - ბარიერი- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4924044

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4923864

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4923518

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4923473

---

 

13.12.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის თანახმად ყველაზე დიდ დაფინანსებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს. კანონპროექტს პარლამენტის 150 დეპუტატიდან მხარი 111-მა დაუჭირა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4924084

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4923997

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4924032

---

 

13.12.2017

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 21:00

საზღვრისპირა სოფელ ხურვალეთში მოქმედი თავშესაფარი ბენეფიციარებს ელოდება, თუმცა ბიუჯეტში არასაკმარისი თანხის გამო ხანდაზმულები იქ ცხოვრებას ვერ ახერხებენ და საკუთარ რიგს ელოდებიან. თავშესაფარში მათი ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობა ვაუჩერია, რომელსაც სახელმწიფო ჯერ ვერ აძლევს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4924025

იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4923996

---

 

13.12.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ბიზნესკოდი

სიკვდილიანობის და სამუშაო ადგილზე ტრავმების მიღების სამწუხარო სტატისტიკა. ევროკაშვირის მოთხოვნები და ადგილობრივი ბიზნესის დამოკიდებულება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტრომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონზე მუშაობა უკვე დაიწყო. ამ თემაზე გადაცემის სტუმარი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი ბექა ფერაძე საუბრობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4922432

---

 

 

 

ინტერნეტი

13.12.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/468477-parlamentma-2018-tslis-sakhelmtsifo-biujeti-daamtkica.html?ar=A

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.

კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.   სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით და 12,441 მილიარდ ლარს შეადგენს, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10,490 მილიარდ ლარს, საიდანაც, საგადასახადო შემოსავლები - 9,490 მილიარდი ლარია; სხვა შემოსავლები - 460,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემოსავლებიდან მისაღები 50,0 მლნ ლარის ოდენობით; გასულ წლებში გაცემული სესხების დაბრუნება - 80,0 მლნ ლარი; პრივატიზაცია - 60,0 მლნ ლარი; საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული სახსრები - 400,0 მლნ ლარი; დონორების დაფინანსება შეადგენს 1,951 მილიარდ ლარს, საიდანაც: გრანტები - 364,2 მლნ ლარია, ხოლო კრედიტები - 1,587 მილიარდი ლარი; 2018 წელს საბიუჯეტო დეფიციტი შეადგენს 1,206 მილიარდ ლარს, რომლის დაფინანსების წყაროებია: საგარეო ვალის წმინდა ზრდა - 861,8 მლნ ლარი (71.5%); საშინაო ვალის წმინდა ზრდა და ნაშთის გამოყენება - 344.2 მლნ ლარი (28,5%); 2018 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი შეადგენს 10,260 მილიარდ ლარს, რაც მიმდინარე წლის განახლებულ გეგმაზე 520.0 მლნ ლარით მეტია. მშპ-სთან მიმართებაში საგადასახადო შემოსავლები 25.3%-ია. დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლები ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგია: დღგ - 4,400 მილიარდი ლარი; საშემოსავლო გადასახადი - 3,160 მილიარდი ლარი; აქციზი - 1,450 მილირადი, მოგების გადასახადი - 630.0 მლნ ლარი; ქონების გადასახადი - 390,0 მლნ ლარი; იმპორტის გადასახადი - 60,0 მლნ ლარი; სხვა გადასახადები - 170,0 მლნ ლარი. მეორე წარდგენასთან შედარებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები დაახლოებით, 56 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 12 მილიარდ 459 მილიონს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობა 2018 წელს 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. მომავალ წელსაც სამინსტროებს შორის ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროებს აქვთ. კერძოდ, 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 528.0 მლნ ლარი იქნება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 1 815.0 მლნ ლარი და განათლების სამინისტროს - 1 186.2 მლნ ლარი.  როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, 2018 წლის ბიუჯეტში მთავრობაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგი ასახული არ არის. უწყების განმარტებით, ეკონომია და ოპტიმიზაციის რეალური შედეგი მომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის გამოჩნდება.

---

 

13.12.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=136041&lang_id=ge

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა NAT170003873 ელექტრონული ტენდერი 10 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 1 723 170 ლარი. ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასი - 1 437 172 ლარი წარადგინა შპს „სიტროენ ჯორჯიამ" (ს/კ: 402033839). შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 მაისის №3 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას" მიეცა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო, რაც ამ პრეტენდენტმა გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში. ამ უკანასკნელმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პრეტენდენტის საჩივარი და სატენდერო კომისიას დაავალა სადავო სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №4 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას" კვლავ მიეცა დისკვალიფიკაცია, თუმცა ამჯერად ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეტენდენტმა კვლავ გაასაჩივრა საბჭოში, რომელმაც კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და სატენდერო კომისიას დაავალა სადავო სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. საბოლოოდ, სატენდერო კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №5 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას" მიეცა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო, რაც გამოხატულ იქნა შემდეგში: სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის თანახმად პრეტენდენტებს უნდა წარედგინათ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის შიდა აღჭურვის განმახორციელებელი სპეციალიზირებული საწარმო/ქარხნის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერთიფიკატი/სერთიფიკატები". უნდა აღინიშნოს, რომ შიდა აღჭურვას, შპს „სიტროენ ჯორჯიის" სატენდერო წინადადების თანახმად, ახორციელებდა შპს „ავტოსპეცპრომი". შესაბამისად, არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატი/სერტიფიკატები წარდგენილი უნდა ყოფილიყო აღნიშნული კომპანიის შესახებ. საგულისხმოა, რომ შპს „ავტოსპეცპრომის" სახელზე გაცემული „ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სერტიფიკატი სტანდარტების EN ISO შესაბამისად" ძალაში იყო 2016 წლის 14 აგვისტომდე (ე. ი. იმ მომენტისათვის არ იყო ვალიდური), ისევე, როგორც არ დგინდებოდა 5-წლიანი გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი სხვა დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის უტყუარობა/ნამდვილობა, რაც გახდა შპს „სიტროენ ჯორჯიის" დისკვალიფიკაციის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი და, შესაბამისად, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით. გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ აგრეთვე იმ ფაქტს, რომ შპს „სიტროენ ჯორჯიას" მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სახელმწიფო შესყიდვაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ შედეგად იგი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გამო ოთხჯერ იქნა დარეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია). გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები მიმწოდებელთან გაფორმდა არა მხოლოდ ელექტრონული ტენდერების, არამედ სატენდერო პროცედურების გარეშეც - გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თუმცა მან ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაართვა თავი მის მიერ აღებულ ვალდებულებებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ ყველა გადაწყვეტილება დღესდღეობით შესულია კანონიერ ძალაში, რამდენადაც შპს „სიტროენ ჯორჯიას" ისინი, დადგენილი წესით, არ გაუსაჩივრებია სასამართლოში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

---

 

13.12.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/468480-sitroen-jorjias-damfudznebeli-konkurenciis-saagentosa-da-sasamarthlos-akhla-moutsevth-gadatsyvetilebis-gamotana-imis-shesakheb-unda-gadadges-thu-ara-premieri.html?ar=A

„სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელი - კონკურენციის სააგენტოსა და სასამართლოს ახლა მოუწევთ გადაწყვეტილების გამოტანა იმის შესახებ, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერი

კონკურენციის სააგენტოსა და სასამართლოს ახლა მოუწევთ გადაწყვეტილების გამოტანა, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი შარაშიძემ განუცხადა. შარაშიძე ფიქრობს, რომ პრემიერის განცხადება, როგორც გამოძიების, ასევე დავების განმხილველ ორგანოებზე ზეგავლენას მოახდენს. მისივე თქმით, კომპანიას საჩივრები როგორც კონკურენციის სააგენტოში, ასევე სასამართლოში აქვს შეტანილი და მოუწოდებს ყველას, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ. „პრემიერმა განაცხადა ის, რომ გადადგება, თუ კარტელური შეთანხმებები აღმოჩნდება მართალი. ასევე განაცხადა, ის რომ გაეცნო გუშინდელ განცხადებას და ვერავინ ვერ დადგება კანონზე მაღლა. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ჩვენი განცხადებები არის უსაფუძვლო. ეს ძალიან საწყენი ფაქტია, იმიტომ, რომ ჩვენ დიდი ხანია სასამართლოში უკვე შეტანილი გვაქვს სარჩელი, ასევე შეტანილი გვაქვს კონკურენციის სააგენტოში და არ გვინდა პირდაპირ დირექტივებად მიიღოს ეს ან კონკურენციის სააგენტომ ან სასამართლომ. დღესდღეობით ხადურის უწყებას უკვე მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, არა იმაზე, თუ ვინ არის კარტელურ გარიგებაში და ვინ არა, არამედ გადადგეს თუ არა პრემიერი. ეს მგონია, რომ ცოტა ემოციური განცხადებაა, რომელიც ზეწოლად იქნება აღქმული, თუნდაც ხადურის უწყების მიმართ და თუნდაც სასამართლოზე. დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ პრემიერის განცხადება არ იქნება აღქმული დირექტივად, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მათ მოუწევთ გადაწყვეტილების გამოტანა, იმაზე უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნა „სიტროენ ჯორჯიას“ დირექტორმა. მისივე თქმით, ყველა ფაქტზე, რომელიც მოყვანილია კარტელურ გარიგეგებზე, ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან. გიორგი შარაშიძემ ასევე შესყიდვების სააგენტოს მიერ, აღნიშნულ საქმეზე გაკეთებულ განცხადებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ სააგენტოს განცხადებაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება ვერ მოხვდა.  „როგორ შეიძლება ორგანო, რომელმაც 9 საჩივარიდან, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, 8 დაგვიკმაყოფილა და არანაირი ქმედება შემსყიდველებს ამ 8 გადაწყვეტილებაზე არ მოუხდენიათ, ამბობდეს - სრული უფლება გვქონდა დისკვალიფიკაცია მიგვენიჭებინა „სიტროენ ჯორჯიასთვისო“. სამწუხაროა, რომ ამ ვრცელ განცხადებაში სააგენტო არ იძახის, რომ „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მისცეს სწორედ მაშინ, როცა ის 8 მილიონიანი ტენდერი ტარდებოდა და შეიყვანეს შავ სიაში. ეს დისკვალიფიკაცია ჩვენ გავასაჩივრეთ შესყიდვების სააგენტოში და მოვიგეთ. ამის მერე ამოგვიღეს შავი სიიდან. ჩვენი მომწოდებელი არის საფრანგეთი. უმსხვილესმა კორპორაციამ, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობდით, როდესაც უყურეს ამ უმსგავსობას, რაც ხდებოდა რეალურად, გადაწყვიტა კონტრაქტის შეჩერება. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ, ვეღარ შევძელით ჩვენ იმ სამ ხელშეკრულებაზე მომსახურება. ჩვენ პირველივე ტენდერით, რომელიც მოვიგეთ, მივაწოდეთ 10 მანქანა, იმის მიუხედავად, რომ თურქეთში მაშინ სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო და ის ცნობილი მოვლენები ვითარდებოდა. 3 - დღიანი დაგვიანებით 10 მანქანა მივაწოდეთ 19%-იანი ფასის კლებით. ამ ყველაფრის ფონზე მაინც ამბობენ, რომ ოთხივე ტენდერი არაჯეროვნადაა შესრულებულიო“, - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ "სიტროინ ჯორჯიასთან" დაკავშირებით გია გაჩეჩილაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ”თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც, - ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს. გიორგი გაჩეჩილაძემ გუშინ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროინ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.  მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

---

 

13.12.2017

მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/7145-49tslisbebiadedmamisganmitovebulbavshvebszrdis

49-წლის ბებია დედ-მამისგან მიტოვებულ ბავშვებს ზრდის

მამას ბავშვები, უკვე, ოთხი თვეა არ უნახავს, დედა კი, - იშვიათად გამოჩნდება ხოლმე. ალბათ, მაშინ, როდესაც საშუალება აქვს,  მიიტანოს რამე. გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამი არასრულწლოვანი ბავშვი ბებიასთან (დედის დედასთან) იზრდება. ბებია, სულ რაღაც 49-წლისაა.  საერთო საცხოვრებელი სოფლისგან მოშორებით მდებარეობს. კომუნისტების პერიოდში მეურნეობის თანამშრომლებისთვის, დროებით საცხოვრებლად აშენდა. მეურნეობის დაშლის შემდეგ, კორპუსი მუდმივ საცხოვრებლად იქცა. თავის დროზე, უხარისხოდ აშენებული შენობა, დღეს, თითქმის მთლიანად მოძველებულია. ბებია და ბავშვები ამ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობენ. მოძველებული იატაკის ფიცრები რამდენიმე წლის წინ, სახლის გასათბობად გამოიყენეს. სააგენტო: ,,ბებია კარგად ზრდის ბავშვებს“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ამ ოჯახს კარგად იცნობენ. ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სააგენტოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ტატა გამყრელიძე ესაუბრა. მისი თქმით, ოჯახი სოციალურ დახმარებას, ოთხივე წევრზე იღებს. გარდა ამისა, სოციალური სააგენტოს გორის ორგანიზაციის მუშაკებმა ბებიას სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ, ბავშვების აყვანაც შესთავაზა: ,,ბებიას შევთავაზეთ, რომ ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ აგვეყვანა, თუმცა, ამის თაობაზე უარი გვითხრა, იმიტომ, რომ სურს, ბავშვები თავად გაზარდოს. ჩვენი მუშაკები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის შესთავაზეს. ბებია ბავშვებს არაჩვეულებრივად უვლის, კარგი ბებიაა და აღზრდასთან დაკავშირებით, პრეტენზიები თანამშრომლებს არ გასჩენიათ. სხვა სოციალურ პროგრამების განხორციელების დროს, ჩვენი თანამშრომლები ამ ოჯახს ყოველთვის ითვალისწინებს,“ - ამბობს ტატა გამყრელიძე. სახელმწიფო ზრუნვის პროგრამა რა არის მინდობით აღზრდა ? მინდობით აღზრდა სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფაა. მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი: რომელიც არის ობოლი; რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად; რომლის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა(თ), ჩამოერთვა(თ) ან შეუჩერდა(თ) მშობლის უფლება-მოვალეობები. სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, აქვს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება და მათი გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილება. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ პირველად დახმარებას. საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მისაღებად, უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს. ვინ იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე? სამიზნე ჯგუფისათვის გადაუდებელი პირველადი დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია. რა თანხას შეადგენს ერთ ოჯახზე გაწეული დახმარება? ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. მოულოდნელი კეთილი სტუმრები ამ ოჯახის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორში მცხოვრებმა ირმა მთიულიშვილმა აცნობა. ის ორი დღის წინ სოფელში იმყოფებოდა და საქველმოქმედო ორგანიზაციის ,,ქართველნის“ წარმომადგენლებთან ერთად ბავშვები და ბებია მოინახულა. ირმამ წასვლამდე მეზობელს დაურეკა და გაარკვია, რომ ბავშვები საბავშვო ბაღში არ ყოფილან, რადგან წინა დღით გარეცხილი ტანსაცმელი გასაშრობი დარჩენიათ. ამ ოჯახში ყოფნის შთაბეჭდილებები ირმა მთიულიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა. ,, ვერ გააშრეს, რადგან შეშა არ ქონდათ. ბებია შეშის მოსაგროვებლად იყო წასული და პატარები მესამე კლასელ ბავშვს ყავდა ჩაბარებული. რკინიგზის ლიანდაგებთან მოგროვებული ფიჩხით სახლი ვერ გაეთბოთ. შესასვლელში ურიკაზე სველი ფიჩხი ეწყო. სახლი საკმაოდ ღარიბული, თუმცა დაკრიალებული იყო. ბებია მთელი ზაფხული ბარვაზე და თოხნაზე დადიოდა, რომ ბავშვებისთვის წვნიანი მაინც გაეკეთებინა. იმ ერთი ოთახიდან პირდაპირ აივანზე გასასვლელი კარია, რომელიც ერთი ხელის მირტყმით იღება, უმოაჯირო აივანია და ამ პაწაწუნებმა იციან, რომ არ უნდა მიეკარნონ. ოთახის იატაკი ცემენტმოსხმულია და აქა-იქ ისეთი ღრმულებია, უნდა დააკვირდე, რომ არსად ჩავარდე. არ ვიცი, ეს პატარები თავის თავს თვითონ ზრდიან და ერთმანეთზე აკრულები არიან. ალბათ სიცივე და შიში ერთდროულად აჟრიალებთ, სითბო კი ყველანაირი აკლიათ.“ - წერს ირმა მთიულიშვილი.

http://dianews.ge/sazogadoeba/1778--p-.html

---

 

13.12.2017

მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/7136-khurvalethismokhucthathavshesafariakhalitslistsin

ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარი ახალი წლის წინ

ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარმა, ახალი წლის შემდეგ, უსახსრობის გამო, შესაძლოა, ვეღარ იმუშაოს. ორგანიზაციას სექტემბრიდან დაფინანსება შეუწყდა.მიუხედავად ამისა, საახალწლოდ დიდი სამზადისია. მოხუცების საახალწლო სურვილების გამოქვეყნების შემდეგ, საჩუქრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა კუთხიდან იღებენ. ,,სახლი საზღვრების გარეშე“ - ამჟამად თვითდაფინანსებაზეა. ორწლიანი პროგრამა 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. პროექტის ფარგლებში, თავშსაფარში, ძირითადად, უსახლკარო ბენეფიციარები მიიყვანეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლუდმილა სალია ამბობს, რომ საკუთარი ოჯახის კმაყოფაზე მხოლოდ ორი ბენეფიციარია. მთვარისა შატაკაშვილი 55-წელია გორის სამშობიარო სახლში მუშაობდა. ოჯახური პრობლემების გამო, უსახლკაროდ დარჩა. მარტოხელაა. ხუთი წლის განმავლობაში, სამშობიარო სახლში, ერთ-ერთ პალატას საცხოვრებლად უთმობდნენ. სამშობიარო სახლის დირექტორმა ჯუმბერ გოგიაშვილმა ის ღია ცის ქვეშ არ დატოვა. ბინა, რომელიც გორში სტალინის გამზირზე ჰქონდა, ამბობს, რომ 5-წლის წინ, ძმის შვილის დასახმარებლად გაყიდა. ,,შემდეგ, საცხოვრებლად გადავედი მშობლიურ სოფელში, ბოშურში. ის სახლი თითქმის მე ავაშენე. მქონდა შესაძლებლობა აშენების. გავაფორმე დედაჩემზე. დედაჩემმა მითხრა, შენზე გადაიფორმე, იცოდე, სახლის გარეშე დარჩებიო. მე ვითაკილე, ჩემ სახელზე რატომ უნდა გავიფორმე, ძმასა და ძმისშვილს არ ეწყინოს-მეთქი. სინამდვილეში, დედაჩემის წინასწარმეტყველება ახდა. მოკვდა და მეც სახლის გარეშე დავრჩი. კანონები არ ვიცოდი“ - ამბობს მთვარისა შატაკიშვილი. როგორ თავად ყვება, ბოშურიდან ძმამ და რძალმა დაატოვებინა სახლი. ჯერ სამშობიარო სახლში ცხოვრობდა, შემდეგ, რესტავრაციის შემდეგ, ნათესავებში დადიოდა ღამის გასათევად. ხურვალეთის თავშესაფრის შემდეგ, არ იცის, სად წავიდეს. 87-წლის ინგა თბილისელია. ათწლეულების განმავლობაში, საბავშვო ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ისიც მარტოხელაა, ამჟამად, თავშესაფარში ცხოვრობს. სტუმრებს სიხარულით ეგებება და წიგნებს სთავაზობს. ,,მე ვარ ინგა, ვარ 87-წლის. შვილები არასოდეს მყოლია. საახალწლოდ ვისურვებდი პომადას, სახის მკვებავ კრემს და თბილ ქუდს“ - წერს ქალბატონი ინგა. ამჯერად, მას ახალი პომადა უკვე აქვს. თბილ ქუდს კი, გორელი პედაგოგი მაია ბოლაშვილი უქსოვ პედაგოგმა, მაია ბოლაშვილმა მოხუცების სურვილების შესახებ, ფეისბუქიდან შეიტყო. ის ყოველდღიურად ,სამუშაო დღეებში - 9 საათი, ხოლო შაბათ-კვირა - 5 საათი მუშაობს. მიუხედავად ამისა, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, ქსოვას იწყებს: ,,შემიძლია, ერთი ქუდი ერთ საათში მოვქსოვო. ჩემი მეგობარი გამომეხმაურა საზღვარგარეთიდან. მითხრა, რომ თანხას გადმომირიცხავს. რამე ვუყიდო. ახალ წლამდე ვაპირებ თავშესაფარში ატანას“ - ამბობს მაია ბოლაშვილი. ,,სტიგმა, რა უნდა მოხუცს თავშესაფარში, უნდა გაუქმდეს“ - გვითხრა ლუდმილა სალიამ, რომელიც თავშესაფარს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ რამდენიმე მოხუცის ახლობელს ეწყინა, თავშესაფრის შესახებ მომზადებულ სიუჟეტების დროს, მათი ნათესავების გამოჩენა. ,,იმათაც უჭირთ გადახდა. ამჟამად, საზრუნავი გვაქვს ის, რომ სახლის გათბობის გადასახადი დავფაროთ და თანამშრომლებს ხელფასები გადავუხადოთ. 35 მოხუცი კი, რომლებიც შინმოვლის პროგრამაში ჩავრთეთ, ბოლო თვეებში, ყურადღების მიღმა დაგვრჩა. თანამშრომლებს მე ვერ ვეტყვი, რომ ენთუზიაზმით იმუშავონ “ - ამბობს ლუდმილა სალია. თანამშრომლები სხვადასხვა სოფელში იმ მოხუცებსაც უვლიან, რომლებსაც, ასევე, დახმარება ჭირდებათ და საწოლს არიან მიჯაჭვულნი. სოფელ ხურვალეთში მდებარე სოციალური საწარმოს შექმნის იდეა ლუდმილა სალიას და პავლე ბოლოთაშვილს ეკუთვნით. სახლის ადმინისტრატორი მათი შვილი, ახალგაზრდა ნათია ბოლოთაშვილია. ფოტოზე: სახლის ადმინისტრატორი, ნათია ბოლოთაშვილი (ლუდმილა სალიას შვილი) პროექტი განხორციელდა გერმანული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზააციის “აარბაიტერ სამარიტერ ბუნდი (ASB)” და ჰუმანიტარული ცენტრის “აფხაზეთი” მიერ ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს 24 საათიანი მომსახურება, დღის ცენტრი და შინ მოვლის მომსახურება. მომსახურებაში შედის: მედდა, მომვლელი, მზარეული და დამლაგებელი, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ტრენინგები ამ სფეროში. ასევე, შემეცნებითი ღონისძიებები, კომუნიკაცია ბენეფიციარებს შორის. დღის ცენტრი ბენეფიციარებს იღებს დილიდან საღამომდე შაბათ-კვირის გარდა. შინ მოვლის სამსახური მოემსახურება ბენეფიციარებს არა პანსიონატში, არამედ საკუთარ სახლებში. ხანდაზმულთა პანსიონატში პროექტის ფარგლებში დასაქმდნენ სოფელ ხურვალეთიდან, ახალი ხურვალეთის დევნილთა დასახლებიდან, სოფელ შავშვებიდან. ბენეფიციარებიც ჯერჯერობით ამ სოფლებიდან მიიღეს.

---

 

13.12.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/468344-lanchkhuthshi-akhali-sastsrafo-dakhmarebis-samedicino-centri-shendeba.html?ar=A

ლანჩხუთში ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი შენდება

ქვეყნის მასშტაბით, 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის, ახალი ცენტრი მალე ლანჩხუთის მოსახლეობას მოემსახურება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გურიის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის მშენებლობა გურიის გუბერნატორთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაათვალიერა. წლების განმავლობაში ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს ავარიულ შენობაში უწევდა ყოფნა. მალე საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი ახალ შენობაში განთავსდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 150 000 ლარამდეა. წლის ბოლომდე დაგეგმილია 16 სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი, 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

14.12.2017

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა     

რომელია ტენდერის "მსხვერპლი"?

გიორგი კვირიკაშვილი: თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა! თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად ვარ, ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის, დავტოვო ჩემი თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის დაცვით ჩატარებული, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც, -ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის მიერ მის მიმართ არსებულ ბრალდებებს. „დაწვრილებით გავეცანი გია გაჩეჩილაძის გუშინდელ გამოსვლას. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, რაც ვნახე და მოვისმინე. მან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, მათ შორის გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა და სამწუხაროდ, მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. არ შემიძლია, მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება ჩემთვის კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს. დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა. ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, რა თქმა უნდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, არ მომხდარიყო ისე, დაჩაგრულიყო ბიზნესმენი, ყოფილიყო თანაბარი პირობები ყველასთვის. რა თქმა უნდა, შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნეს ჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა, თუ დღეს გააჩნია – შეგიძლიათ, გაარკვიოთ, არაფერ შაში იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. მეორე ის, რომ კანონი იყო ზედმიწევნით დაცული და მე მოვითხოვ, რომ მან მიმართოს კონკურენციის სააგენტოს. სააგენტოსაც შეუძლია მიმართოს, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, მიმართოს სასამართლოს“, – განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს და ამ კომპანიების უკან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დგას. გიორგი გაჩეჩილაძე: მე რომ დამარტყეს, ხმა არ ამოვიღო? რადგან მეგობარია ... მეგობრობა ცალმხრივია?! გია გაჩეჩილაძე, რომელიც კონკურენციის სააგენტოს ტენდერებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს აცხადებს,რომ მას პრემიერისთვის არ უთხოვია გადადგომა. მისი ერთადერთი მიზანია გაირკვეს, რატომ გაფორმდა ბოლო ერთი წლის მანძილზე სპორტის სამინისტროში 57 ტენდერი უკონკურენტოდ. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მეგობრობის გამო ის არ უნდა დაიჩაგროს. მისივე თქმით, ეს მეგობრობა ცალმხრივია, როცა მას ,,დაარტყეს“. გაჩეჩილაძის თქმით, მისი კომპანია შავ სიაშიც უმიზეზოდ არის მოხვედრილია. ,,მე რომ დამარტყეს? ხმა არ ამოვიღო? რადგან მეგობარია...მეგობრობა არის ცალმხრივი და ხმა არ ამოვიღო? ბოდიშს მოვიხდი კი არა კისერზე გავივლი თუ დამნაშავე ვინქები ,რატომ ჩატარდა უკონკურენტოდ ბოლო ერთი წლის მანძილზე 57 ტენდერი“-ამბობს გია გაჩეჩილაძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4924287&name=14.12.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

14.12.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

"კვირიკაშვილი ხეჩიკაშვილის და გაჩეჩილაძეების კლანებს ბიუჯეტს ვერ უნაწილებს"

ახლო მომავალში შესაძლოა ახალი პრემიერის მოძებნა დაგვჭირდეს. მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი მზადაა, თანამდებობა დატოვოს, თუ დადასტურდება ის, რასაც მისი მეგობარი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, ამბობს. გიორგი გაჩეჩილაძე მეგობარს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი, მისი თქმით, "სიტროენ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. პრემიერის ძმაკაცი ამბობს, რომ ტენდერებში მონაწილეობს კარტელი, რომელთანაც ასოცირდება სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. ხეჩიკაშვილის კომპანიის ჩაწყობილ ტენდერებზე ბოლო 4 წელია აქტიურად საუბრობენ. გასულ წელს საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა თბილისის მერის პოსტზე ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურა. "ოცნებაში" ამას ღიადაც კი ადასტურებდნენ. ბოლო მომენტში რაღაცები შეიცვალა. მერობის კანდიდატად კახა კალაძე დასახელდა, ამან კი გრეჩიხები გაანაწყენა. ახლა ისინი შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ მთავრობის მეთაურს დაუპირისპირდნენ. ახლა უცნობი კონკურენციის სააგენტოდან ელოდება პასუხს. ეს სააგენტო თუ დაამტკიცებს, რომ "სიტროენ ჯორჯია" ტენდერიდან უსამართლოდ მოიკვეთა, პრემიერი თანამდებობიდან წავა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4924265&name=14.12.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

14.12.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

რატომ მოხსნეს "სიტროენ ჯორჯია" ტენდერიდან

გია გაჩეჩილაძის (უცნობი) და კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" ბრალდებებს ტენდერების არაკეთილსინდისიერად ჩატარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ეხმიანება. "2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა NAT170003873 ელექტრონული ტენდერი 10 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 1 723 170 ლარი. ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასი – 1 437 172 ლარი წარადგინა შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ (ს/კ: 402033839). შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 მაისის №3 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიეცა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო, რაც ამ პრეტენდენტმა გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში. ამ უკანასკნელმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პრეტენდენტის საჩივარი და სატენდერო კომისიას დაავალა სადავო სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №4 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას“ კვლავ მიეცა დისკვალიფიკაცია, თუმცა ამჯერად ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეტენდენტმა კვლავ გაასაჩივრა საბჭოში, რომელმაც კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და სატენდერო კომისიას დაავალა სადავო სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. საბოლოოდ, სატენდერო კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №5 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიეცა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო, რაც გამოხატულ იქნა შემდეგში: სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის თანახმად პრეტენდენტებს უნდა წარედგინათ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის შიდა აღჭურვის განმახორციელებელი სპეციალიზირებული საწარმო/ქარხნის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერთიფიკატი/სერთიფიკატები“. უნდა აღინიშნოს, რომ შიდა აღჭურვას, შპს „სიტროენ ჯორჯიის“ სატენდერო წინადადების თანახმად, ახორციელებდა შპს „ავტოსპეცპრომი“. შესაბამისად, არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატი/სერტიფიკატები წარდგენილი უნდა ყოფილიყო აღნიშნული კომპანიის შესახებ. საგულისხმოა, რომ შპს „ავტოსპეცპრომის“ სახელზე გაცემული „ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სერტიფიკატი სტანდარტების EN ISO შესაბამისად“ ძალაში იყო 2016 წლის 14 აგვისტომდე (ე. ი. იმ მომენტისათვის არ იყო ვალიდური), ისევე, როგორც არ დგინდებოდა 5-წლიანი გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი სხვა დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის უტყუარობა/ნამდვილობა, რაც გახდა შპს „სიტროენ ჯორჯიის“ დისკვალიფიკაციის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი და, შესაბამისად, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4924121&name=14.12.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

14.12.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

სოსო ცინცაძე: "კვირიკაშვილმაც კარგად იცის, რომ ტენდერების მოგება კარტელური გარიგებებით ხდება"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და გია გაჩეჩილაძის დაპირისპირების პოლიტიკურ ასპექტზე საუბრობს. - პრემიერს ხმაურიანი განცხადება ახალა კი არ უნდა გაეკეთებინა, მაშინ, როდესაც უცნობი ჟურნალისტს ეჩხუბებოდა - რა არის უცნაური იმაში, რომ ჩემს მეგობარს პრემიერს ყოველდღე ვხვდებიო. "მაესტროს" ამბების დროს უთხრა მან ეს ჟურნალისტს. სიახლე აღარავისთვის აღარ არის, რომ საქართველო ნეპოტიზმში იხრჩობა. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ვინ როგორ იგებს ტენდერებს ამ ქვეყანაში, ეს არ არის მხოლოდ ერთი ხელისუფლების პრობლემა, ეს არის ყველა ხელისუფლების პრობლემა. სანამ ეს პრობლემა გვექნება, ანამდე დემოკრატიულ, ჯანსაღ საზოგადოებად და სახელმწიფოდ ვერ შევდგებით. სააკაშვილის მმართველობის დროს თბილისის აეროპორტის ტენდერი თურქულმა კომპანიამ მოიგო, გერმანულ კომპანიას, რომელიც ათი თავით ჯობდა თურქულ კომპანიას, უარი უთხრეს, თითქოს ვერ გაიმარჯვებდა... როდესაც ფული ბევრი იყო, ყველას ჰყოფნიდა, ხეჩიკაშვილსაც და უცნობის სიძესაც, მაგრამ ახლა უფრო რთული ვითარებაა ფინანსური თვალსაზრისით და ამიტომ მიიღო ამ დაპირისპირებამ ასეთი ღია მწვავე სახე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4924355&name=14.12.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

14.12.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

"ლურჯ ვეშაპს" "გაიქეცი და მოკვდი" დაემატა - როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტმკვლელობისგან

"ლურჯი ვეშაპი", "გაიქეცი და მოკვდი" - ეს იმ ონლაინ თამაშების ჩამონათვალია, რომელთა აკრძალვა უახლოეს მომავალში შესაძლოა, კანონმდებლობის საფუძველზე მოხდეს. ამასთან დაკავშირებით კანონპროექტს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილე ამზადებს და მას უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. "როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტში არსებული მავნე ინფორმაციისგან" - ამ თემაზე საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ექსპერტებთან ერთად, "გაერო-ს ბავშვთა ფონდის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმსჯელეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4924279&name=14.12.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---