From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : Fwd: mediamonitoringi-15.03.2018
Received On : 15.03.2018 07:53
Attachments :


 

-----Original Message-----
From: "Press of MOLHSA"
To: dsergeenko@moh.gov.ge
Cc: zsopromadze@moh.gov.ge, tbarkalaia@moh.gov.ge, mlagvilava@moh.gov.ge, a.gamkrelidze@ncdc.ge, gtvalavadze@moh.gov.ge, kdzimistarishvili@moh.gov.ge, dtorua@moh.gov.ge, maiatabagari@gmail.com, mtabagari@moh.gov.ge, mdarakhvelidze@moh.gov.ge, natia@moh.gov.ge, ejgerenaia@moh.gov.ge, Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge, atalakvadze@moh.gov.ge, azoidze@parliament.ge, k.zoidze@gmail.com, d.khundadze@yahoo.com, ikhasaia@parliament.ge, kmchedlishvili@parliament.ge, ketevandolidze@hotmail.com, mtsereteli@ssa.gov.ge, schumburidze@moh.gov.ge, worknettbilisi1@gmail.com, m.songulashvili@rambler.ru, dbodokia@moh.gov.ge, tgamkrelidze@ssa.gov.ge, nkinkladze@moh.gov.ge, lugulava@moh.gov.ge, karchvadze@ssa.gov.ge, sumikashvili@moh.gov.ge, ntevdorashvili@moh.gov.ge, nmamaladze@moh.gov.ge, nodisharia@moh.gov.ge, nchanadiri@ssa.gov.ge, tpirvelashvili@moh.gov.ge, lgalumashvili@ssa.gov.ge, lashanikola@gmail.com, keti.cosmo@gmail.com, tbakradze@moh.gov.ge, ntalakhadze@moh.gov.ge, mjhvania@moh.gov.ge, sbelkania@moh.gov.ge, nmangaladze@parliament.ge, ksongulashvili@ssa.gov.ge, ninomamukashvili@gmail.com, tako.sarishvili@gmail.com, a.tsiqarishvili@gmail.com, kotrikadzemagda@gmail.com, pr@ssa.gov.ge
Date: Thu, 15 Mar 2018 11:51:57 +0400
Subject: mediamonitoringi-15.03.2018

 

 

მედიამონიტორინგი 15.03.2018

ტელევიზია

15.03.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა TV1  

საქართველში ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლინიკები

საქართველოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლინიკების სია . უმსხვილესი დამკვეთი კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტი რჩება . კლინიკები , რომლებმაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღეს . 1. შპს ჯეო ჰოსპიტალსი “ – 35,976,916.19 ლარი 2. სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი “ – 32,426,321.30 ლარი 3. შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკა - 23,884,544.28 ლარი 4. შპს უნიმედი კახეთი “ – 22,821,033.67 ლარი . 5. სს . ერისთავის სახ . ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი “ - 21,328,606.10 6. შპს აკ . . ცხაკაიას სახ . დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი - 19,930,620.40 ლარი 7. შოს აკადემიკოს . ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი - 17,947,678.94 ლარი 8. შპს . იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო - 14,653,147.17 ლარი . 9. შპს პირველი საავამდყოფო – 14,383,294.29 ლარი 10. შპს უნიმედი აჭარა - 13,195,703.29 ლარისაყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და ამ დრომდე მის ფარგლებში 2 მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული . დარგის ექსპერტების მოსაზრებით , პროგრამაში ჩართული კლინიკების რაოდენობა მზარდია .

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5101609

 

---

15.03.2018

არხი: ტვ პირველი   

გადაცემა:   საქმიანი დილა TV1  

საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით , კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტს სავალდებულოს ხდის და მისი კონტროლის მიზნით ინსპექციის ჩამოყალიბებასაც გეგმავს . ინსპექტირება პირველ ეტაპზე ნებაყოფლობითი იქნება 2022 წლის 1 იანვრიდან კი სავალდებულო გახდება . რას უზრუნველყოფს სტანდარტი ? რა მნიშვნელობა აქვს მას მომხმარებლებისა და კომპანიებისთვსი და რა ჭირდებათ ფარმაცევტულ საწარმოებს სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ? სტუმრები : მალხაზ კურტანიძე - ავერსი რაციონალის გენერალური დირექტორი ; ნათელა ქარუხნიშვილი - ავერსი რაციონალის ხარისხის დირექტო http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5101649

 

 

 

---

15.03.2018

არხი: იმედი  

გადაცემა:   ქრონიკა 09:00

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე

გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე . მსუბუქი ავტომობილი გზის მეორე მხარეს გადავიდა და ფორდის მარკის ავტომობისლ შეეჯახა . ორი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა . ადგილზე სამართალდამცეველები და სახანძრო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული .

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5101788

---

14.03.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა14:00

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლა დაავალა, გიორგი კვიკიკაშვილმა სურამის დაწესებულებაში შექმნილ ვითარებას საგანგაშო უწოდა, ამის შესახებ რეპორტაჟი ტელეკომპანია იმედმა მოამზადა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სამეგრელოსა და კახეთში ახალი ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობა იგეგმება. სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დღეს საქმიანობას ოფიციალურად შეუდგება, ის მონიტორინგს გაუწევს დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ასევე დაიდება დასკვნა, რა უნდა გაკეთდეს, რომ ბენეფიციარებისთვის პირობების გაუმჯობესდეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5100114

რუსთავი 2-კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5100524

I არხი - მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5100457

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5100410

ტვ პირველი -დღის ამბები 17:00         -

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5100891

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5099687

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5099655

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5101044

---

 

14.03.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 15:00

მძიმე ეკონომიკურ ფონს, ხელისუფლების უყურადღებობას და გაუგებარი მიზეზებით მოხსნილ სოცილურ დახმარებას აპროტესტებს ხონის რაიონის მოსახლეობა. ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერთან დავით ბაქრაძესთან საუბარში სოფელ გოჩაჯიხაის ადგილობრივი ამბობს, რომ სტატუსი იმ მიზეზით მოუხსნეს, რომ ოჯახის გარდაცვლილი წევრის დაკრძალვა შეძლო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5100416

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5099972

იმედი - ქრონიკა 11:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5099626

---

 

14.03.2018

არხი: მაესტრო  

გადაცემა:   ახალი ამბები 12:00

საქართველოსა და უზბეკეთის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უზბეკეთის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები სასწრაფო დახმარების გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებისა და პაციენტების მართვის ადგილობრივ პრაქტიკას გაეცნენ. მათ ასევე მოინახულეს ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5099734

---

 

14.03.2018

არხი: იმედი  

გადაცემა:   ქრონიკა 14:00

თურქეთის საელჩომ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შშმ პირებს ეტლები გადასცეს. პროექტი ბელგიის რელიგიის ფონდმა დააფინანსა. თურქეთიდან ჩამოტანილი ეტლებიდან 200 ცალი განკუთვნილია ზრდასრულებისთვის, 40 ბავშვებისთვის ხოლო 10 ელექტრონულია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5100191

---

 

ინტერნეტი

14.03.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/premierma-saxalxo-damcvels-madloba-gadauxada-sergeenkos-ki-davaleba-misca/17602/

პრემიერმა სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა, სერგეენკოს კი დავალება მისცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებული ვითარებით დაინტერესება სთხოვა. პრემიერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სურამში არსებული ფსიქიატრიული კლინიკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია სპეციალური, გაძლიერებული ყურადღება. „აუცილებლად მინდა შევეხო სურამის ფსიქიატრიულში შექმნილ ვითარებას. ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი, რომ ამ დაწესებულებაში იყო აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობა. სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია იყო ჩემთვისაც საგანგაშო. მინდა, ბატონ დავით სერგეენკოს ვთხოვო, მაქსიმალურად დავინტერესდეთ ამ მიმართულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით. ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ ის მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო და ის რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ - საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, ნამდვილად გასაფრთხილებელია და განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია სპეციალური, გაძლიერებული ყურადღება. მივესალმებით, რომ თქვენ რეაგირება მოახდინეთ და მივლინებულია სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დროებითი მართვის რეჟიმში მართავს ამ დაწესებულებას, მაგრამ მინდა ასევე გთხოვოთ, რომ ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მათ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ, ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო მეორე - კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით. ნამდვილად, სახალხო დამცველს ეკუთვნის მადლობა იმისათვის, რომ იგი ასეთი ყურადღებით მიუდგა ამ საკითხს, რადგან ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/34949/premieri-sergeenkos-fsiqiatriul-datsesebulebebze-kontroli-unda-gavadzlierot

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/130737-premieri-suramis-fsiqiatriulze-sagangashoa-gansakutrebuli-kontroli-unda-datsesdes

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/?view=post&id=140326&lang_id=ge

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/premieri-suramis-fsiqiatriul-saavadmkofoshi-sheqmnil-vitarebas-gamoekhmaura/40834

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=61938

პრაიმთაიმ.ჯი- http://primetime.ge/news/1521012137-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/189694-premieri-suramis-fsiqiatriul-saavadmyofoshi-sheqmnil-vitharebas-gamoekhmaura.html?lang=ka-GE

ნიუს.ჯი- https://news.ge/kvirikasvili-cventvis-es-martlac-sagangaso-zari-agmocnda/

ლაივპრეს.ჯი- http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/22699-premierisamegreloshifsiqiatriulidatsesebulebaashendeba.html

მედიამოლ.ჯი- http://mediamall.ge/new/61520-suramis-fsiqiatriul-saavadmyofoshi-gansakutrebuli-kontroli-datsesdeba--premieri

---

 

14.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/482951-saqarthvelos-muslimtha-sammarthvelom-sakhelmtsifo-fonds-70-etli-gadasca.html

საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ სახელმწიფო ფონდს 70 ეტლი გადასცა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ დღეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვის დახმარების სახელმწიფო ფონდს უსასყიდლოდ 70 ერთეული ეტლი გადასცა. ამ მიზნით მუსლიმთა სამმართველოში გამართულ შეხვედრას საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი და სხვა პირები ესწრებოდნენ. ფონდის დირექტორის მერი მაღლაფერიძის განცხადებით, ეს მათი ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა. „მართალია, ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენს ბენეფიციარებს, შშმ პირებს ეტლებით უზრუნველყოფს, თუმცა მსგავსი სამოქალაქო აქტივობა ჩვენი მხრიდან მხარდაჭრილია. მოვუწოდებთ სხვა ორგანიზაციებსაც, რომ დაგვეხმარონ“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ. საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, დღევანდელი საქველმოქმედო აქცია რამდენიმე ორგანიზაციის მიერ ერთობლივად შემუშავებული პროექტია, რომლის შედეგადაც ეტაპობრივად ეტლებს 250 პირი მიიღებს.  „აღნიშნული პროექტის სპონსორი თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს ბელგიაში არსებული ფონდია. პროექტი განხორციელდა და მე ბედნიერი ვარ, რომ როგორც ელჩმა, ჩემი წვლილი შევიტანე მასში. მადლობა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მსგავს პროექტებში მონაწილეობენ“, – განაცხადა ელჩმა.  საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის ბეგლარ ქამაშიძის თქმით, ეტლები საქართველოში, რელიგიისა და მრწამსის განურჩევლად განაწილდება. „საქართველოს მასშტაბით გვყავს წინამძღვრები, რომლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ რომელ რეგიონში, სოფელში აქვთ პირებს გადადგილების პრობლემა. აქედან გამომდინარე, ეტლები მთელს საქართველოში, რელიგიისა და მრწამსის განურჩევლად განაწილდება“, – განაცხადა საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ.  საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებს მოუწოდა, მჭიდრო კონტაქტში იყვნენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან, რათა შშმ პირებმა მიიღოს ეს სოციალური სიკეთე.  „აღნიშნული პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, რომელშიც ჩვენს სააგენტოსთან ერთად ჩართული იყო თურქეთის საელჩო და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო. შემოტანილია 250 ეტლი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. პირველ ეტაპზე ცენტრს 70 ეტლი გადაეცემა. დანარჩენი ეტლები ეტაპობრივად სხვადასხვა ორგანიზაციებს გადაცემა. სააგენტომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ყველა რელიგიურ ორგანიზაციას მიაწოდა“, – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

---

 

14.03.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34959/ratom-datova-iashvilis-klinikam-kiboti-daavadebuli-eqtani-dazghvevis-gareshe

რატომ დატოვა იაშვილის კლინიკამ კიბოთი დაავადებული ექთანი დაზღვევის გარეშე

დეკემბერში იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოდან 90-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ შორის იყო 54 წლის უმცროსი ექთანი ნევროლოგიაში, ნინო მაგრაქველიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ სიმსივნით ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ის კლინიკაში 35 წლის განმავლობაში მუშაობდა. ნინო მაგრაქველიძეს შრომით დავაში „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი" ეხმარებოდა. სწორედ მათი დახმარებით გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მაგრაქველიძე ამბობს, რომ კლინიკიდან ის ბიულეტენზე ყოფნის დროს, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. თანაც, მაშინვე მოეხსნა კერძო დაზღვევა, რომელიც კიბოს მკურნალობაში ეხმარებოდა: „ნოემბრის 30 რიცხვში ბიულეტენზე ვიყავი. კლინიკიდან დამირეკეს, ხვალ შეკრებაა და უნდა მოხვიდეო. ცუდად ვიყავი და ვერ მივედი. საღამოს თანამშრომელმა კვლავ დამირეკა და მითხრა, რეორგანიზაციაში მოხვდი და ხვალიდან სამსახურიდან გათავისუფლებული ხარო. იქამდე ონკოლოგიას კლინიკის 100%-იანი დაზღვევა მიფინანსებდა, იანვრიდან იაშვილმა ეს დაზღვევაც გამიუქმა და ასე დამტოვა. საყოველთაო დაზღვევაში მინიმალური პაკეტი მქონდა და ონკოლოგიას მინიმალურად მიფინანსებდა, ახლა ქიმიას ჩემი თანხით ვიკეთებ“, - ჰყვებოდა გარდაცვალებამდე ნინო მაგლაქველიძე. „სოლიდარობის ქსელის" განცხადებით, ნინოს კერძო დაზღვევის შეწყვეტის შემდეგ, თვითონ უწევდა თავისი მკურნალობის დაფინანსება, რაც საკმაოდ დიდ თანხას საჭიროებდა: „მას არც საკუთარი შემოსავალი დარჩა, დაავადებაც გაუმწვავდა და კერძო დაზღვევაც მოეხსნა. აღსანიშნავია, რომ კლინიკას იმაზე, თუ რატომ გაათავისუფლეს ეს ადამიანი რეორგანიზაციის პროცესში, სამართლიანი პასუხი არ აქვს, რადგან იაშვილში მუშაობისას, ნინო მაგრაქველიძეს თავისი ავადმყოფობით არ შეუქმნია არანაირი პრობლემა კლინიკის ფუნქციონირებისთვის და არც საყვედური ან გაფრთხილება არ მიუღია". „ლიბერალი“ იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, ნინო მაგრაქველიძისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, იგეგმებოდა კერძო დაზღვევის აღდგენა: „თუმცა ტექნიკურად დროში გაიწელა და მის გარდაცვალებამდე ვერ მოესწრო“. „ჩვენ არავინ დაგვკავშირებია და არც ვიცოდით, თუ კლინიკა კერძო დაზღვევის აღდგენას აპირებდა", - გვითხრა ნინო მაგრაქველიძის შვილმა. ასევე, კლინიკის ადმინისტრაციის განმარტებით, მაგრაქველიძე გათავისუფლების დროს ბიულეტენით არ სარგებლობდა: „შრომითი ურთიერთობა შეწყდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება ხელმოწერილი გახლავთ, როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის მიერ, რაც დასტურდება კლინიკაში დაცული შესაბამისი დოკუმენტაციით. დასაქმებულზე გაცემული იქნა კომპენსაცია 2 თვის ხელფასის ოდენობით”.

---

 

14.03.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/articles/view/34933/autizmis-diagnozis-mokhsna--ras-edavebian-mshoblebi-sareabilitatsio-tsentrs

აუტიზმის დიაგნოზის მოხსნა - რას ედავებიან მშობლები სარეაბილიტაციო ცენტრს

---

 

14.03.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/386167

საქართველოს მთავრობამ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობამ, დღევანდელ სხდომაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ აღსრულების პროცესის კიდევ მეტი ეფექტურობისათვის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მულტიდისციპლინური ჯგუფის ფარგლებში შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. კანონპროექტის მიზანია კოდექსის ზოგიერთი ნორმა დაზუსტდეს, კიდევ უფრო მოქნილი გახდეს და კოდექსი უკეთ შეუსაბამოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კანონპროექტის თანახმად, უფასო იურიდიული დახმარების მიღებას, ბრალდებულის გარდა, მსჯავრდებული არასრულწლოვანიც შეძლებს; არასრულწლოვან მოწმეს და გამოსაკითხ პირს ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაშიც − დღემდე ეს შესაძლებლობა მხოლოდ გადახდისუუნარობისას მოქმედებდა; ზუსტდება არასრულწლოვნის უფლება, რომ მის მიმართ საპროცესო მოქმედება მხოლოდ არასრულწლოვნების მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა პირებმა განახორციელონ იმ საქმეზეც, სადაც იგი მოწმედ მონაწილეობს სრულწლოვანი პირის პროცესში; დეტალურად განისაზღვრება, რა შემთხვევებში გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მატერიალური და საპროცესო ნორმები; კერძოდ, იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, როგორც არასრულწლოვანმა, და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“. ასევე, თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი იყო არასრულწლოვანი და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. კოდექსის ყველა მუხლში, სადაც ფსიქოლოგის ჩართულობა გათვალისწინებულია, კონკრეტდება პროცესში ფსიქოლოგის ჩართვის წესი და მისი ფუნქციები; ზუსტდება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები − ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულო გახდება იმ შემთხვევაშიც, როცა საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა, პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების თაობაზე. კანონპროექტით იცვლება, აგრეთვე, ცალკეული პროცესუალური საკითხი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზედმეტი გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად. ცვლილებები „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ მულტიდისციპლინური ჯგუფის ფარგლებში მომზადდა, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინიციატივით 2017 წლის ზაფხულში შეიქმნა და მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ უწყებებს აერთიანებს. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, განათლების, ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე, პროკურატურის, საერთო სასამართლოების, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.

 

 

14.03.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/386284

 

ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დადიანის ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ოპერაცია დასრულდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმ გიორგი გერლიანის ინფორმაციით, “ მიკროოპერაციულად აღმოჩნდა მარჯვენა პლევრის ღრუს და ფილტვის ქსოვილის დაზიანება მასიური სისხლდენით. ჩატარდა ოპერაცია. ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში . დანარჩენ დინამიკას გვიჩვენებს მკურნალობის შედეგი ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა გიორგი გერლიანმა. მოზარდი ზუგდიდში დღეს დაჭრეს. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 117- მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს .

 

 

 

ბეჭდვითი მედია

15.03.2018

მედიასაშუალება: გზა

რა ხდება მაშინ, როდესაც მომავალ დედ-მამას სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვი არ მიჰყავს

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სუროგატ დედას, ბავშვის გაჩენის შემდეგ უწევს იმაზე ფიქრი, სად წაიყვანოს ახალშობილი, რადგან ის წყვილი, ვინც ბავშვით უნდა დაესაჩუქრებინა, ამასობაში ერთმანეთს შორდება. სწორედ ასეთი რამ შეემთხვა ქალბატონს, რომელიც ახლა ცდილობს, გამოსავალი იპოვოს .. ჩვენი რესპოდენტი 34 წლის სუროგარი დედაა: -დიდი გამოცდილება არ მაქვს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5102040&name=15.03.2018+-+%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

15.03.2018

მედიასაშუალება: გზა

 

ლეგალური დასაქმება ევრობაზარზე მოთხოვნადი მუშახელისთვის

შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული რეგულირებისა და მართვის მიზნით , საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას - IOM- შორის მემორანდუმი გაფირმდა . ამჟამად , IOM და საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)"-ის ფარგლებში თანამშრომლობენ . თანამშრომლობის მიზანია , განავითაროს სამინისტროს შესაძლებლობები ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისა და ამ ქვეყნებში საქართველოდან მიგრანტ მუშაკთა კანონიერად დასაქმების ხელშეწყობისთვის . ელზა ჯგერენაია , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი : - ეს არის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი , რომელიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ჩვენ შორის გაფორმდა და მიზნად ისახავს ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაგრძელებას ლეგალური მიგრაციის დროებითი დასაქმების სქემის დანერგვაში . საპილოტე პროექტი პოლონეთში განხორციელდა და შესაბამისი შედეგებიც გვაქვს .

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5101958&name=15.03.2018+-+%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

---

15.03.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

 

მეტროსადგურ "დიდუბეში" მატარებლის შეჯახებისას 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

მამაკაცი , რომელიც მეტროსადგურდიდუბეშილიანდაგებში ჩავარდა , გარდაიცვალა . როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს , ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ . თვითმხილველების თქმით კი , მას შემდეგ , რაც მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა , სამართალდამცავებს დახმარების თხოვნით მიმართეს , რომლებმაც თავის მხრივ საქმის კურსში შესაბამისი სამსახურები ჩააყენეს , თუმცა მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა . ამასთან , როგორც სააგენტოსთან საუბარში თბილისის მეტროპოლიტენში აღნიშნეს , მამაკაცი აკრძალულ ზონაში იმყოფებოდა . "დიდუბე -გოცირიძის ღია მონაკვეთზე , აკრძალულ ზონაში , მოძრაობდა , სავარაუდოდ , შუა ხნის მამაკაცი . მიუხედავად იმისა , რომ მემანქანემ დროულად დაამუხრუჭა , მაინც მოხდა დაჯახება ", - განაცხადეს თბილისის მეტროპოლიტენში .

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5101772&name=15.03.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

---

15.03.2018

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

 

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარება მართლა საგანგაშოა!

საქართველოს პრემიერ -მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს  დავით სერგეენკოს მიმართა, სამედიცინო დაწესებულებებში სადაც უმწეო ადამიანები მკურნალობენ, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდეს. "სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია ჩემთვისაც საგანგაშო იყო. მინდა, ბატონ  დავით სერგეენკოს  ვთხოვო, მაქსიმალურად დავინტერესდეთ ამ მიმართულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით . ის მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო და რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთსაყოველთაო ჯანდაცვის  რეფორმა, ნამდვილად გასაფრთხილებელია . განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში , სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია გაძლიერებული ყურადღება ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა .

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5101643&name=15.03.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

---

15.03.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

 

მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად 15 წლის ბიჭი დაჭრეს

ზუგდიდის ცენტრში მომხდარი კონფლიქტის შედეგად 15 წლის ბიჭი გულ -მკერდის არეში დაჭრეს. ფაქტს თვითმხილველები ჰყავს, რომლებმაც სასწრაფო და საპატრულო პოლიცია გამოძახეს. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს .

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5101620&name=15.03.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge