From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-15.05.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; Nino Shubladze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge
Received On : 15.05.2017 09:12
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 1 5.05 .2017

ტელევიზია 

1 4.05.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

სამუშაოს შესრულების დროს დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი საქართველოში წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. ომბუცმენი და არასამთავრობო სექტორი ითხოვს ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4452433

---

 

1 4.05.2017

არხი: იმედი

გადაცემა:   იმედის დრო

მეშახტის სიცოცხლის ფასი საქართველოში. მინდელის სახელობის შახტაში ბაგირი ჩაწყდა და 4 ზეინკალი დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევის მკიზეზებს გამოზხიება სწავლობს. კომპანია საქნახშირის ადმინსტრაცია ამბობს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები ზედმიწევნით იყო დაცული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4452426

--- 

 

14.05.2017

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 20:00

ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა დასაქმებულები სამუშაოს შესრულებისას იღუპებიან. თუმცა მხოლოდ ამ შემთხვევის შემდეგ ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით იქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც მაღალი რისკის საწარმოები უნდა შეამოწმოს. პროფკავშირები კი უკვე  წლებია ითხოვს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნასა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4452339

---

 

1 4.05.2017

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: ახალი ამბები 21:00

არსებობს პროფესიები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის. გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობა ძალიან დიდია. მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექცია გაუქმდა ანუ 2007-2016 წლებში, სამუშაო ადგილებზე დაღუპულია 356 ადამიანი. სამშენებლო სექტორი ადამიანის სიცოცხლისთვის ყველაზე სახიფათოდ ითვლება. მშენებლობებზე მთელი წლის განმავლობაში, საშუალოდ 15 ადამიანი მაინც იღუპება. ეს იმიტომ, რომ ამ სფეროში ყველაზე მეტად ირღვევა უსაფრთხოების ნორმები, მუშები ხშირად მუშაობენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე, რაც ტრაგიკული შედეგით სრულდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4452361

---

 

14.05.2017

არხი: ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:  ახალი ამბები 11:00

პროფკავშირების გაერთიანება ტყიბულში სამგლოვიარო მარშის მოსაწყობად ემზადება. მსვლელობის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ დაღუპული 4 მაღაროელის ხსოვნას მიაგებენ პატივს, რომლებიც ტყიბულში დღეს უნდა დაკრძალონ. გარდა ამისა, შეეცდებიან ამ ფორმით კიდევ ერთხელ გაამახვილონ საზოგადოების ყურადღება შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე. მთავარი მოთხოვნა ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა და კანონმდებლობის გამკაცრება იქნება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4451636

---

 

1 4.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

გართულებული ლიმფოსტაზისა და სხვა თანმხლები დაავადებების გამო თამარ გავაშელაშვილს ამპუტირებული კიდურის სანაცვლოდ სასწრაფოდ ხელოვნური სახსრის ჩადგმა და შესაბამისი მკურნალობა სჭირდება. საჭირო თანხა თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ ოჯახს არ გააჩნია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4452255

---

 

13.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  ბიზნესკურიერი

ამ კვირაში შრომითი უფლებები ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ტყიბულში, უკვე მერამდენე ინციდენტია, ეხლა კი 4 მეშახტეა დაღუპული. "ბიზნესკურიერს" ლუდის კომპანია კასტელის 100-მდე მუშა დაუკავშირდა. საწარმო 2 თვეა გაიყიდა. ახალმა მფლობელმა ხელფასები მკვეთრად შეუმცირა და მათაც წასვლა განიზრახეს. თუმცა, კუთვნილ კომპენსაციას არ აძლევენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4450511

---

 

13.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  ბიზნესკურიერი

მეოთხე წელია კანონში სათანადო ცვლილებებზე სამმხრივი კომისია მუშაობს. პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის და მთავრობის შემადგენლობით. თუმცა, შედეგს ვერ ვხედავთ. გადაწყვეტილება ხელისუფლების მისაღებია. ის კი, როგორც ყოველთვის ცალკე ბიზნესს ერიდება, ცალკე კი მშრომელთა აზრს და შედეგად, თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ, ტყიბულის ტრაგედიას სახალხო დამცველმა "მკვლელობა" უწოდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4450804

---

 

13.05.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: ბიზნესკურიერი

მთავრობა აცხადებს, რომ ყველაზე გაჭირვებულთა რიცხვი ბოლო 3 წელიწადში შემცირდა. არადა სწორედ, ამ 3 წელიწადში თბილისში, სადაც სოციალური მდგომარეობა 4-ჯერ უკეთესია, ვიდრე რეგიონებში, უფასო სასადილოებში სიები 20%-ით გაიზარდა და 39 000 გადააჭარბა

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4450517

---

 

13.05.2017

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 19:00

2 წლის საბა კილასონიას თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. ბავშვი სტაციონარშია. მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4451486

---

 

13.05.2017

არხი:           იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

საქართველოში ექთნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიებას დაესწრო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4450790

იმედი - ქრონიკა 11:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4450387

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4450845

ტელეკომპანია იბერია-ახალი ამბები 17:00

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4451279

ტვ პირველი - დღის ამბები 16:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4451077

--- 

 

12.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:მოამბე 12:00

პირველად დახმარებაში რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლების გადამზადება დაიწყო. კურსის ფარგლებში, მძღოლები ტრავმული პაციენტის მართვის ძირითად პრინციპებს გაეცნობიან. თეორიულ სწავლებასთან ერთად, ისინი პრაქტიკულ მეცადინეობებშიც ჩაერთვებიან. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მათ სერტიფიკატები გადაეცემათ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4448923      

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4448910

ერთსულოვნება - სიახლენი 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4449961

კავკასია - დღეს 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4450026

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4450156

---

 

12.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: მოამბე 20:00

ტყიბულში ტრაგედიის შემდეგ მთავრობა კანონში შესული ცვლილების ამოქმედებას აღარ ელოდება და მაღალი რისკის შემცველი საწარმოების მონიტორინგის მიზნით, სპეციალურ კომისიებს ქმნის. ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრების გადაწყვეტილება უკვე ძალაშია. მონიტორინგის ჯგუფი ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სპეციალისტებით დაკომპლექტდება. გაფრთხილების გარეშე მონიტორები ობიექტების შემოწმებას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. მონიტორინგი ჩატარდება მაღაროებში, შახტებში და სამშენებლო ობიექტებზე. უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში სანქციები გაიცემა. მონიტორინგის ჯგუფის შექმნა დროებითი მექანიზმია. უახლოეს პერიოდში ამოქმედდება ჯანდაცვის სამინისტროში მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვით, შრომითი ინსპექციის უფლებამოსილება იზრდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4450103

ტელეკომპანია აჭარა - ახალი ამბები 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4449947

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4449716

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4449171

---

 

12.05.2017

არხი:           მაესტრო

გადაცემა:კონტაქტი 18:00

მაღალი რისკის საწარმოებში ხელისუფლება სამუშაო პირობების კონტროლს იწყებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ განაცხადა. საკითხზე "კონტაქტის" კითხვებს აკაკი ზოიძე პასუხობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4449809

---

 

12.05.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა:   რეაქცია

საქართველოს მწარე რეალობა უმუშევრობა და სიღარიბეა. სამუშაოს არ არებობის გამო ადამიანები იძულებულები ხდებიან ყატორღულ სამუშაოსაც კი დათანხმდნენ, ოღონდ ოჯახებში პურის ფული შეიტანონ, სამუშაოს, რომელიც მათ სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4450013

---

 

12.05.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ბიზნესკოდი

ბოლო დღეებში ტყიბულში, მინდელის მაღაროში განვითარებული მოვლენების შემდეგ კვლავ გააქტიურდა შრეომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების საკითხი. მუშების დაღუპვას საპროტესტო აქციებიც მოჰყვა, სამოქალაქო საზოგადოება წლებია სახელმწიფოსგან მოითხოვს რომ შეიქმნას შრომის ეფექტური ინსპექცია, რაც დასაქმებულთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაიცავს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4448761

---

 

12.05.2017

არხი: მაესტრო

გადაცემა:   კონტაქტი რვაზე

რა საფრთხეს ქმნის და რა ხიფათს ახალი რეგულაცია მოწევის შესახებ. რა სიგარეტს ეწევით და როგორ უნდა გაარკვიოთ ეს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4450165

---

 

12.05.2017

არხი: მაესტრო

გადაცემა: კონტაქტი რვაზე

"ჯორჯიან მარგანეცში" ვითარებას სპეციალური მმართველი შეისწავლის - ასეთია გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება. მმართველის მთავარი მისია მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა. თავად კომპანიისთვის გიგლა აგულაშვილის უწყების გადაწყვეტილება მოულოდნელი, ხოლო არგუმენტები არასაკმარისი აღმოჩნდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია არა ერთი დაჯარიმების მიუხედავად საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით ახორციელებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4450152

---

 

12.05.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:   ახალი ამბები 19:00

ახალი დანამატი კანონში თუ ტექნიკური შეცდომა? ჩანაწერი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვითაც პენსიონერებს, მშობიარობა და საკეისრო კვეთა დაუფინანსდებათ. ეს საკითხი სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. მოსახლეობის ნაწილი ამას ორთოგრაფიულ შეცდომად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი იუმორზე ამახვილებს ყურადღებას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4450127

---

 

12.05.2017

არხი:           ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

ქედაში, სოფელ ოქტომბერში მცხოვრებ ჩხიკვაძეების ოჯახს, სოციალური დახმარება ორი წლის წინ მოუხსნეს. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი პენსიაა. ჩხიკვაძეები ფიქრობენ, რომ დახმარების შეჩერების მიზეზი, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4449929

---

 

12.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

ბარბარე მამუკიშვილს დახმარება სჭირდება. ბავშვს სანაღვლე გზების არტეზია აქვს და სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4449309

---

 

12.05.2017

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 12:00

13 წლის ქეთევან ქარუმიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება. მას რესტრუქციული კარდიომიოპათია აქვს. მდგომარეობა მძიმეა. სიცოცხლის შესანარჩუნებლად ქეთევანს გულის გადანერგვა სჭირდება. მას რამდენიმე დღეში უნდა ჩაუტარდეს გულის გადანერგვის ოპერაცია ბელორუსში. ოჯახს არ აქვს ოპერაციის საფასურის

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4448961

---

 

12.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: მოამბე 12:00

აუტიზმის მკურნალობა ახალი მეთოდით გახდება შესაძლებელი. ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის თანამედროვე მოდელს არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“ ნერგავს. პროექტი დედაქალაქის მერიისა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდება. თერაპია აუტიზმის სპექტრის ბავშვებთან ეფექტური ურთიერთქმედების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4448865

---

 

11.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

მაღალი რისკის საწარმოებში შრომითი უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სპეციალისტებით დაკომპლექტდება, - ეს გადაწყვეტილება „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც დავით სერგეენკო და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4447567

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4447440

ტვ პირველი- საქმის კურსი 22:30

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4448046

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4447719

მაესტრო - კონტაქტი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4447881

---

 

11.05.2017

არხი:           იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

ტყიბულში მომხდარმა ტრაგედიამ აიძულა მთავრობა და კანონმდებლები შრომით ზედამხედველობის შესახენ კანონმდებლობის შეცვლა დააჩქარონ. დღეს შეხვედრა პარლამენტში გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მძიმე მრეწველობაში დასაქმებულების მდგომარეობას უნდა დაეთმოს. იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულებს კომპანია საქნახშირის მიმართ პრეტენზიები აქვთ ჩივილს მაინც არ აპირებენ. ჯანდაცვის სამინისტრო პროექტს საპარლამენტო განხილვებისთვის ამზადებს. გადაწყდა, რომ მაღალი რისკის საწარმოებში მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ეკონომიკის სამინისტორს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სპეციალისტებით დაკომპლექტდება. დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხობის დაცვას საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ საკითხი მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4448043

I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4447920

მაესტრო - კონტაქტი რვაზე- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4447985

---

 

11.05.2017

არხი:           მაესტრო

გადაცემა: ცეცხლის ხაზი

9 მაისს ტყიბულის მინელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, არსებული ინფორმაციით ბაგირი გაწდა და მესახტეები მაღაროში დაახლოებით 400 მეტრიანი სიმაღლიდან ჩავარდნენ, საქართველოს პრეზიდენტის აზრით ეს უკვე მერამდენე ტრაგედიაა ვერ ჩაითვლება უბრალოდ შემთხვევათ. შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი სამწუხაროდ ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4448021

---

 

11.05.2017

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: ახალი ამბები 21:00

ჯანდაცვის სამინისტრო შრომის უსაფრთხოებაზე კონტროლს ამკაცრებს. პროფკავშირების, მესამე სექტორისა და სახალხო დამცველის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კანონში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა დღის წესრიგში მხოლოდ ტყიბულის ტრაგედიის შემდეგ დადგა. მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს მიერ უსაფრთხო შრომის დაცვის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას კონსტიტუციაშიც ითხოვდნენ. რეგიონში შახტა არ გვაქვს, თუმცა სამუშაოს შესრულებისას დაღუპულთა რიცხვი საგანგაშოა სამშენებლო მიმართულებით.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4447965

---

 

11.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: მოამბე 20:00

საკმარისია თუ არა 170-ლარიანი საარსებო მინუმუმი: მოამბის მხრიდან თემით კიდევ ერთხელ დაინტეერსების მიზეზი ის ექსპერიმენტი გახდა, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ ჩაატარა. ექსპერიმენტის ავტორი ამბობს, რომ საქსტატის მიერ დადგენილი თანხა ადამიანს საკვებით მეტ-ნაკლებად უზრუნვეყოფს, თუმცა სხვა დამატებითი ხარჯების, მათ შორის კომუნალური გადასახადების დასაფარად საკმარისი არ არის. სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, სპეციალისტების ნაწილი საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდის გადახედვას ითხოვენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4447927

---

 

11.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

მარნეულში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. კლინიკა აერთიანებს, როგორც გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, ბავშვთა დიაგნოსტიკურ, ასევე გინეკოლოგიურ დეპარტამენტებს. კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ჩართულია სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4447759

---

 

11.05.2017

არხი: I არხი

გადაცემა: რეალური სივრცე 17:00

შრომითი უსაფრთხოების დარღვევის გამო ადამიანდა გარდაცვალების შემთხვევები არ იკლებს. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ელზა ჯგერენაია

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4447055

---

 

11.05.2017

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

შრომის ინსპექტორების აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. იანოშ ჰერმანის თქმით, ეს ვალდებულება საქართველომ აიღო და საკითხ მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან უკვე განიხილეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4446734

---

 

11.05.2017

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი განიხილეს დღეს პარლამენტში. სამინისტროს წატმომადგენლები ფრაქცია ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების წევრებს შეხვდნენ. ივიციატივა იმ ადამიანების შრომითი უფლებების დაცვას ითვალისწინებს, რომლებსაც მძიმე პირობებში უწევთ შრომა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4446724

---

 

11.05.2017

არხი:           ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: ახალი ამბები 15:00

თამარის დასახლებაში მცხოვრები კუტუბიძეების 4-წევრიანი ოჯახი სოციალურ დახმარებას ითხოვს. ოჯახის დიასახლისის თქმით, დახმარება 2 წლის წინ მოუხსნეს, მათი შემოსავალი კი მხოლოდ შშმ შვილის 180-ლარიანი პენსიაა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4447000

---

 

11.05.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

13 წლის ლილი გიორგაძეს თქვენი დახმარება სჭირდება. მას ექიმებმა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის მესამე სტადია დაუდგინეს. მოზარდს სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4446971

---

 

11.05.2017

არხი: იმედი

გადაცემა:  იმედის დღე

საქართველოს როგორც გაირკვა უფროსკლასელებში ალკოჰოლის მოხმარების ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს. ამაზე მეტყველებს ბოლოდროინდელი კვლევები. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის, რომ მაღაზიებში არ კონტროლდება ის თუ ვისზე იყიდება ალკოჰოლური სასმელი. ამ და სხვა საკითხებზე გადაცემის სტუმარი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა ისაუბრებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4446347

---

 

 

ინტერნეტი

15.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/432596-ndi-is-kvlevis-mikhedvith-gamokithkhulebi-yvelaze-dadebithad-jandacvis-saministros-saqmianobas-afaseben.html

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულები ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებენ

NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში სამინისტროების საქმიანობაცაა შეფასებული. სამინისტროები რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდა. კითხვაზე “თუ როგორ შეაფასებდით სამინისტროების საქმიანობას”, შედეგები ასე გადანაწილდა: ჯანდაცვის სამინისტრო - ძალიან კარგად 9%, კარგად - 34% - საშუალოდ 36%, ცუდად - 10%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 8%; იუსტიციის სამინისტრო - ძალიან კარგად 4%, კარგად - 29%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად 2%, არ ვიცი 12%;  თავდაცვის სამინისტრო - ძალიან კარგად 2%, კარგად - 21%, საშუალოდ 42%, ცუდად 12%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 20%, უარი პასუხზე - 1%;  ენერგეტიკის სამინისტრო - ძალიან კარგად 3%, კარგად - 26%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად 4%, არ ვიცი 8%.  განათლების სამინისტრო - ძალიან კარგად 3%, კარგად - 24%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 16%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 12%; შსს - ძალიან კარგად 1%, კარგად - 19%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 15%, ძალიან ცუდად - 3%, არ ვიცი - 17%; ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ძალიან კარგად 1%, კარგად - 13%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 9%, ძალიან ცუდად - 1%, არ ვიცი - 33%, უარი პასუხზე - 1%;  საგარეო საქმეთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 17%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 23%; უარი პასუხზე - 1%;   ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 10%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 15%, ძალიან ცუდად - 3%, არ ვიცი - 29%; დევნილთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 14%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად - 4%, არ ვიცი - 21%; სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 12%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 22%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 20%; ეკონომიკის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 8%, საშუალოდ - 41%, ცუდად - 20%, ძალიან ცუდად - 4%, არ ვიცი - 24%; უარი პასუხზე -1 %; ფინანსთა სამინისტრო - ძალიან კარგად 0%, კარგად - 9%, საშუალოდ - 39%, ცუდად - 23%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 24%; უარი პასუხზე 1%

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/71912-NDI-gamokitkhulta-63-tavs-dausaqmeblad-miichnevs

NDI: გამოკითხულთა 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში, კითხვაზე თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, 63%-მა უპასუხა, რომ არა. ამავე კითხვაზე 37%-მა უპასუხა, რომ თავს დასაქმებულად მიიჩნევს. გამოკითხვა ჩატარდა 2017 წლის 7-28 აპრილს. სულ გამოიკითხა 2 493 ადამიანი.

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/29322/NDI-mosakhleoba-yvelaze-dadebitad-davit-sergeenkos-saqmianobas-afasebs

NDI: მოსახლეობა ყველაზე დადებითად დავით სერგეენკოს საქმიანობას აფასებს

NDI-ის აპრილის კველვის თანახმად, მოსახლეობის 43% ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს საქმიანობას დადებითად აფასებს. გამოკითხვის მიხედვით, სერგეენკოს საქმიანობამ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა.  კვლევის თანახმად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 27%, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას    25%, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის საქმიანობას  კი – 15%. NDI-ს საკვლევი პერიოდი 7-28 აპრილს მოიცავდა. კვლევის ფარგლებში 2,493 ინტერვიუ ჩატარდა.  წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით(ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7%.

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/71928-NDI-1200-larze-meti-shemosavali-ojakhshi-gasul-tves-gamokitkhulta-3s-hqonda

NDI: 1200 ლარზე მეტი შემოსავალი ოჯახში გასულ თვეს გამოკითხულთა 3%-ს ჰქონდა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 3 %-ს აქვს ოჯახში შემოსავალი და დანახარჯი  1200 ლარზე მეტი.  კვლევის მიხედვით, 10% ამბობს, რომ ოჯახის შემოსავალი და დანახარჯი გასულ თვეს 801-1200 ლარი, 22%-ს დანახარჯი 401-800 ლარი აქვს, ამდენივე შემოსავალი აქვს გამოკითხულთა 20%-ს.   261-400 ლარი აქვს შემოსავალი კვლევის თანახმად გამოკითხულთა 24%-ს, ამდენივე ხარჯი აქვს გამოკითხულთა 25%-ს. ოჯახის გასული თვის შემოსავალი 151-250 ლარი იყო გამოკითხულთა 21%-ისთვის, გამოკითხულთა 19%-ს კი ამდენივე დანახარჯი ჰქონდა.  გამოკითხვის თანახმად, 150-ლარამდე შემოსავალი და დანახარჯი აქვს გამოკითხულთა 4%-ს.

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/432569-giorgi-kvirikashvili-shromis-inspeqcia-sheqmnilia-shesadzloa-gasaaqtiurebelic-iyos.html

გიორგი კვირიკაშვილი - შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა გასააქტიურებელიც იყოს

შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა გასააქტიურებელიც იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა.  ”მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა. ბუნებრივია, ჩვენ ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა გასააქტიურებელიც იყოს.  ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

---

 

14.05.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=140510-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98,%20%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1

27 წლის ბიჭი, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის - ფოტო-ვიდეო

27 წლის არჩილ შაქარიშვილი სიცოცხლისთვის იბრძვის. მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რადგან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ოჯახს არ გააჩნია არანაირი შემოსავალი. არჩილს დაუდგინდა ფეხების მაობლიტირებელი ქრონიკული თრომბანგიტი, მას საქართველოში ქვემო კიდურების ამპუტაცია დაუდგინდა, მაგრამ შეიძლება მას შეუნარჩუნდეს. ანგარიშის N: TBC BANK : GE22 TB77 6144 5061 1000 53 (GULNARA SHAQARISHVILI) TEL: 571 10-00-32

---

 

13.05.2017

მედიასაშუალება: http://accent.com.ge/ge/news/details/30682

განმეორებითი შავი პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

განმეორებითი შავი პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ 2012 წლიდან დღემდე კრემლისტური და ეთნო-ნაციონალისტური გამოცემები, ასევე სხვადასხვა რესპონდენტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები რიჩარდ ლუგარის სახელობის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის შესახებ სხვადასხვა ვარიაციის დეზინფორმაციას განმეორებით ავრცელებენ. ლაბორატორიაში ადამიანებისთვის სახიფათო ცდების ჩატარების შესახებ ბოლო პუბლიკაცია "საქართველო და მსოფლიომ” 2017 წლის 26 თებერვალს გამოაქვეყნა. ამავე თარიღით გამოქვეყნებული მეორე პუბლიკაცია შეიცავდა გზავნილს, რომ ლაბორატორიის არსებობა საქართველოს რუსეთთან დაპირისპირების საბაბია. ქვემოთმოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ყველა ის წყარო და გაზავნილი, რომელიც 2012-2017 წლებში მედიაში კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას. რეალური ფაქტები: ცენტრში ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებია განთავსებული. მე-3 დონის ზონა ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის ლაბორატორიებს, ასევე ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენების საცავს მოიცავს. ლუგარის ცენტრი ერთადერთია საქართველოში, მთელ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც ბიოუსაფრთხოების მე-3 დონე აქვს. მე-2 დონის ზონაში მოთავსებულია ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, სეროლოგიის, მოლეკულური ეპიდემიოლოგიის/გენომის, უჯრედული კულტურების, პარაზიტოლოგიის და ენტემოლოგიის ლაბორატორიები. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული სამი ლაბორატორია: გრიპის, რომელშიც ხდება ადამიანისა და ფრინველის გრიპის დიაგნოზირება, პოლიემიელიტის, რომელიც საქართველოსთან ერთად სომხეთსაც ემსახურება და წითელასა და წითურას ლაბორატორიები. ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სურსათის უვნებლობაა. ამ მხრივ ცენტრი სოფლის მეურნეობის ცენტრალურ ლაბორატორიასთან თანამშრომლობს, რადგანაც სურსათის უვნებლობისთვის საჭიროა როგორც ქიმიური, ასევე ბიოლოგიური კვლევები. (სრულად ლაბორატორიის შესახებ იხილეთ) პროპაგანდის ტექნიკა ლაბორატორიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის წყაროები პროპაგანდის Ad nauseam-ის ტექნიკას იყენებენ, რაც ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს იმდენად ხშირად, რომ ადამიანები მას იჯერებენ.

---

 

13.05.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/71824-giorgi-gugava-civilur-samyaroshi-mdidari-unda-iyos-gakontrolebuli-gharibi-daculi

გიორგი გუგავა: ცივილურ სამყაროში მდიდარი უნდა იყოს გაკონტროლებული, ღარიბი დაცული

ცივილურ სამყაროში მდიდარი გაკონტროლებული უნდა იყოს, ღარიბი დაცული“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ გადაცემა „რეაქციაში“ ტყიბულის მაღაროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. „ვისია ეს საქნახშირი? ბეჟუაშვილის არის ეს. რამდენი ტრაგედია დატრიალდა, სასაკლაოდ არის ის ქცეული, კუბლაშვილების არის ეს, მათ აქვთ ცხვირი ჩაყოფილი და წილებს იღებენ, იმიტომ არის სასაკლაოდ გადაქცეული. მოპოვება ხდება გასული საუკუნის 50-იანი წლების ტექნოლოგიით, იმიტომ იღუპება ამდენი ადამიანი, საშინელი სტატისტიკაა, ლამის ომში არ დაღუპულა იმდენი... 400 ადამიანი დაიღუპა და 1000-მდე დასახიჩრებულია. მოიკითხა ვინმემ იმათი შვილები, ოჯახები რა დღეშია?“, - აღნიშნა გიორგი გუგავამ. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უზრუნველყოს მათი ღირსეული ცხოვრების პირობები.

---

 

12.05.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=51203&cat_id=5

შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება – ჯანდაცვის სამინისტროში კანონპროექტი მზადდება

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში კანონპროექტი მზადდება, რომლის მიხედვითაც, შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება. რომან კაკულიამ საკანონმდებლო რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც შრომის უსაფრთხოების დაცვას ეხება. "დღეისთვის ეს სფერო დარეგულირებულია "შრომის კოდექსის" 35-ე მუხლით, ასევე "წიაღის შესახებ" კანონითა და მთავრობის სპეციალური დადგენილებით, რომელიც ასეთი ტიპის შახტებში უსაფრთხოების ნორმებს ადგენს. "წიაღის შესახებ" კანონის მიხედვით, დამსაქმებელს გაწერილი ვალდებულება აქვს, რათა უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს, იმ პირთა წრე განსაზღვროს, რომელთაც კანონის შესაბამისი ქმედებები უნდა შეიმუშაონ და პერიოდულად, ამ წესებთან დაკავშირებით, საწარმოში მომუშავე ადამიანების ინსტრუქტაჟი და ინფორმირება გააკეთონ. ამ ყველაფერს გამოძიება შეისწავლის. წინასწარი მონაცემებით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც თვითმხელებისგან გვაქვს, ასეთი მოსაზრება იკვეთება, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ადგილზე. ცხადია, ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს",-აღნიშნა კაკულიამ.

---

 

12.05.2017

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/175962

მაღალი რისკის საწარმოებში შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი განხორციელდება

მაღალი რისკის საწარმოებში შრომის უსაფრთხოების პრევენციისთვის გიორგი გახარიასა და დავით სერგეენკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა - 11 მაისს გამოიცა ორი მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ“ (11.05.17; 1-1/200; 01-98/თ). ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი ბრძანებით, იქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სპეციალისტები შევლენ. „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის, შრომის პირობების მონიტორინგისა და ობიექტის ტექნიკური ინსპექტირების მიზნით, შეიქმნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელთა შემადგენლობით“ - აღნიშნულია ბრძანებაში. ერთობლივი ბრძანების მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფში, მისი წევრების გარდა, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით. როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მონიტორინგის ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა შრომის პირობების, ასევე სამუშაო ადგილების შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და ტექნიკური ინსპექტირება ისეთ ობიექტებზე, სადაც არის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი სამუშაო ადგილები და არსებობს მაღალი რისკი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. შეგახსენებთ, რომ მონიტორინგის ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება 11 მაისს „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა, რომელსაც გიორგი გახარია და დავით სერგეენკო ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, დასკვნით ეტაპზეა ახალი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, თუმცა, მის ამოქმედებამდე, მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრებმა გადაწყვეტილება მიიღეს მაღალი რისკის ობიექტებზე მომუშავე ადამიანების შრომის უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/432218-maghali-riskis-satsarmoebshi-shromis-usafrthkhoebis-monitoringi-ori-ministris-erthoblivi-brdzanebith-mokhdeba.html?ar=A  

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/170979-maghali-riskis-satsarmoebshi-shromis-usafrthkhoebis-monitoringi-gankhorcieldeba.html?lang=ka-GE

ექსპრესნიუს.ჯი-http://epn.ge/?id=45184

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/maghali-riskis-satsarmoebshi-shromis-usafrtkhoebis-monitoringi-gankhortsieldeba/26232

კვირა.ჯი- http://kvira.ge/328809

11.05

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/432078-maghali-riskis-satsarmoebshi-shromithi-usafrthkhoebis-prevenciisthvis-monitoringis-jgufi-sheiqmneba.html?ar=A

კომერსანტ.ჯი- http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=51188&cat_id=5

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/maghali-riskis-satsarmoebshi-shromiti-usafrtkhoebis-preventsiistvis-monitoringis-djgufi-sheiqmneba/26213

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=44562

---

 

12.05.2017

მედიასაშუალება: http://www.etanews.ge/geo/main/index/47383

მარნეულში ''ავერსის კლინიკის'' მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

მარნეულში, ''ავერსის კლინიკის'' მარნეულის ფილიალის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ცენტრის გახსნას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, ''ავერსის'' დამუძნებელი პაატა კურტანიძე, ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ გუგეშაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდა, 5 სართულზეა განთავსებული. ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები: ER - გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტი; რეანიმაცია; მოზრდილთა სტაციონარი; ბავშვთა სტაციონარი; სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი; კეთილმოწყობილი პალატები 100 საწოლზე; ქირურგიული დეპარტამენტი: 3 საოპერაციო დარბაზით; ფუნქციურ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი (ექოსკოპიის და რენტგენის კაბინეტები, კომპიუტერული ტომოგრაფია, ლაბორატორია); აღსანიშნავია, რომ კლინიკაში დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი, მათ შორის 160 ადგილობრივი კადრია.

11.05

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=45141

---

 

 

12.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/432226-khelisufleba-monitoringis-jgufs-qmnis-romelic-maghali-riskis-satsarmoebshi-sheva.html?ar=A

აკაკი ზოიძე - მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მაღალი რისკის საწარმოებში შევა, ორ კვირაში ამოქმედდება

მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მაღალი რისკის საწარმოებში შევა, უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მონიტორინგის ჯგუფი არის დროებითი მექანიზმი, სანამ კანონდებლობით შრომის ინსპექციას მიეცემა უფლება შევიდეს მაღალი რისკის საწარმოებში გაუფრთხილებლად. ”ეს პოტენციურად თავიდან აგვაცილებს კანონის მიღებამდე რაიმე ახალ ინციდენტს. ნებისმიერ შემთხვევაში მივესალმები ყველა ზომის მიღებას, რომელიც მინიმალურად ამცირებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის შედეგად ადამიანების დაშავების რისკს”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფი უახლოეს მომავალში, 1-2 კვირის განმავლობაში დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც ზოიძემ აღნიშნა, ამ ჯგუფს უფლებები გარკვეული მიმართულებით ექნება. ”ისეთი ყოვლისმომცველი ვერ იქნება, როგორიც შრომის ინსპექცია, ამ ჯგუფს ექნება გარკვეული მიმართულებით სავალდებულო ხასიათის რეკომენდაციების უფლება”, - განაცხადა ზოიძემ. ამასთან, ზოიძის თქმით, შრომის ინსპექციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია. ”კანონპროექტი დასრულებულია, საკმაოდ დიდი განხილვა იყო მთავრობაში სამმხრივი კომისიის ფარგლებში, სადაც წარმოდგენილი არიან პროფკავშირები, დამსაქმებელთა ასოციაციები და სახელმწიფო, განხილვა იყო საკმაოდ ხანგრძლივი. გვინდა, რომ მიღებულმა კანონმდებლობამ არ დააზიანოს არც ჩვენი მოქალაქეების ღირსეულად დასაქმების ინტერესი და არც მათთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - განაცხადა ზოიძემ.

---

 

12.05.2017

მედიასაშუალება: http://kvira.ge/328806

„საქართველოში 2011-2016 წლების განმავლობაში სამუშაო ადგილზე გარდაცვალების 270 შემთხვევა დაფიქსირდა“

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი შრომის, დასაქმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში – პაატა ბელთაძე უსაფრთხო შრომის გარემოს მიმართულებით საქართველოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, აუცილებელია, ქვეყანაში ქმედითი შრომითი ინსპექცია შეიქმნას და სახელმწიფომ უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით გარკვეული სტრატეგია შეიმუშაოს. ბელთაძის თქმით, უმძიმესი მდგომარეობაა სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დასახიჩრებულთა რაოდენობის კუთხით. მისი განცხადებით, 2011-2016 წლების განმავლობაში 270 სამუშაო ადგილზე გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. „საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს შრომის უფლებების დაცვის, უსაფრთხოების და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მხრივ. სტატისტიკა შემაშფოთებელია. საქართველოში 2011-2016 წლების განმავლობაში, სამუშაო ადგილზე გარდაცვალების 270 შემთხვევა დაფიქსირდა, ამაზე გაცილებით მეტია დასახიჩრების შემთხვევები. ევროკავშირში ყოველ 100 000-დასაქმებულ ადამიანზე 1,8% -ია დაშავებულები, ჩვენთან კონტრაქტით დაქირავებული დასაქმებულების რაოდენობა 800 000 -მდეა, შესაბამისად, დაშავებულთა რაოდენობა 350%-ით მეტია . გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა. ქვეყანა ბიზნესზე ორიენტირებული პარადიგმების ტყვეობაშია. იმისთვის, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემო იქნეს მიღწეული, აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი რეგულაციები, უნდა არსებობდეს რეგულაციების აღსრულების ქმედითი მექანიზმი. აუცილებელია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღება. მაქვს ინფორმაცია, რომ შრომის , ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა სამინისტრო ამ საკითხზე უკვე მუშაობს. უნდა იყოს ქმედითი და სრულფასოვანი შრომის ინსპექცია, რომელიც არ იქნება მხოლოდ დაჯარიმებაზე და სანქციებზე ორიენტირებული. მას უნდა ჰქონდეს პრევენციის უმნიშვნელოვანესი როლი. რისკები უნდა შემცირდეს მინიმუმამდე. რეგულაციები უნდა განვითარდეს იმდენად, რომ საწარმოო შემთხვევები მაქსიმალურად გამოირიცხოს. ერთიანი ხედვა და სტრატეგია, თუ რა უნდა განხორციელდეს წლიდან წლამდე შრომის უსაფრთხოებისთვის, არ არსებობს. ერთადერთი მინიშნება, სამწუხაროდ, არის იმაზე, რომ ამან შეიძლება დააზარალოს ბიზნესი. ადამიანის უსაფრთხო გარემოში მუშაობის უფლება არის მისი ფუნდამენტური უფლება. ჩვენი კანონმდებლობა დღემდე მხოლოდ დეკლარაციულად იცნობს შრომის კოდექსს, წერია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად მისაღები პირობები, მაგრამ ამის აღსრულების მექანიზმი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ილუზორული შრომის ინსპექცია, ეს ძალიან საწყისი ეტაპია. შრომის ინსპექცია შრომითი უფლებების საერთო ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს. ასოცირების შეთანხმება გულისხმობს ქმედითი შრომის უფლებების რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციის შექმნას, ასეთად კი შრომის ინსპექცია მოიაზრება“, – განაცხადა პაატა ბელთაძემ.

---

 

12.05.2017

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=44623

აკაკი ზოიძე: აბორტის პრობლემას აკრძალვით ვერ გადავჭრით

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ დღეს გამართულ პრსკონფერენციაზე განაცხადა, რომ აბორტის პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ზომების მიღება, ეს ზომები კი განათლება და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. „აბორტის წინააღმდეგი უნდა ვიყოთ მთელი საზოგადოება, რადგან ეს მოვლენა არა მხოლოდ მართლმადიდებლური თვალსაზრისითაა ცოდვა, ასევე, ქალისთვის ფიზიკური და მორალური ტკივილის მომტანია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ აბორტი, როგორც მოვლენა თავიდან ავიცილოთ და ამის გამო აუცილებელია ზომების მიღება. ეს ზომები უნდა იყოს განათლება, სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. აკრძალვით ჩვენ ამ პრობლემას ვერ გადავჭრით, რაც აჩვენა როგორც იმ ქვეყნების მაგალითმა, სადაც ეს აკრძალულია, ასევე, ჩვენი ქვეყნის მაგალითმა. საბჭოთა კავშირის პირობებში აბორტი აკრძალული იყო და ამას მივყავდით მხოლოდ იატაკქვეშა აბორტებამდე და დედათა სიკვდილობის მატებამდე", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

---

 

12.05.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/71689-me-janmrteli-akhalgazrda-shromisunarani-deda-var-tumca-autizmi-ganacheni-aghmochnda-chventvis

"მე ჯანმრთელი, ახალგაზრდა, შრომისუნარანი დედა ვარ, თუმცა აუტიზმი განაჩენი აღმოჩნდა ჩვენთვის"

"მე, ჯანმრთელი, ახალგაზრდა, შრომისუნარიანი დედა ვარ, რომელსაც უნდა იბრძოლოს თავისი შვილისთვის, თუმცა აუტიზმი განაჩენი აღმოჩნდა ჩვენთვის, განაჩენი, რომლის მიხედვითაც შინაპატიმრობა მოგვესაჯა",-ეს სიტყვები 11 წლის ბავშვის მშობელს, ნათია ლომიძეს ეკუთვნის. ნათია ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი სახელმწიფოს სერვისებით ვერ სარგებლობს, დედა-შვილს მუდმივად სახლში უწევთ ყოფნა. დედა ამბობს, რომ შვილს თავისი შრომით არჩენდა, თუმცა ახლა იმისთვის, რომ მათ არ შესცივდეთ და ღია ცის ქვეშ არ დარჩნენ, მათ მეგობრებს უწევთ ზრუნვა. ნათია ლომიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რომ საშუალება მისცენ, თავად იზრუნოს საკუთარ შვილზე.   "მე, ნათია ლომიძემ, 33 წლის , ერთადერთი შვილის, 11 წლის საბა ქუთელიას მარტოხელა დედამ, რომელსაც აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა, გადავწყვიტე გამეკეთებინა საქველმოქმედო ნომერი საბას სახელზე. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ყოველთვიურად, ჩემს მეგობრებს უწევთ კომუნალური გადასახადებისთვის და საკვებისთვის მომიგროვონ თანხა. სახელმწიფო არანაირი სერვისით არ უზრუნველყოფს ჩემს შვილს, საბა არ დადის დღის ცენტრში და იმის გამო, რომ მარტო ვერ ვტოვებ, ვსხედვართ მთელი დღე სახლში და ფანჯრიდან ვუყურებთ ცხოვრებას, რომელიც უჩვენოდ გადის... ათასი მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელიც ერთხელ მაინც დაგვეხმარა, თქვენი თანადგომით გვიდგას სული, მაგრამ მცხვენია, მცხვენია ჩემი მეგობრების, რომლებსაც ყოველთვიურად უწევთ იმაზე ზრუნვა, რომ მე და საბა არ დავრჩეთ ქუჩაში, არ მოგვშივდეს და არ შეგვცივდეს. მე მათხოვარი არ ვარ! მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და ჩემი შრომით ვარჩენდი ჩემს შვილს, რომელზე ძვირფასიც არავინ მყავს დედამიწაზე. მე, ჯანმრთელი, ახალგაზრდა, შრომისუნარიანი დედა ვარ, რომელსაც უნდა იბრძოლოს თავისი შვილისთვის, თუმცა აუტიზმი განაჩენი აღმოჩნდა ჩვენთვის, განაჩენი, რომლის მიხედვითაც შინაპატიმრობა მოგვესაჯა. დაგვირეკეთ ხოლმე ამ ნომერზე მე და საბას, ვისაც სურვილი და ამის შესაძლებლობა გექნებათ, იქამდე, სანამ საბას პრობლემებს მოვაგვარებ და მუშაობას შევძლებ. ათასი მადლობა თქვენ, ადამიანებო, თანადგომისთვის და სიყვარულისთვის. იმედი მაქვს, დადგება დღე, როცა ეს ნომერი აღარ დამჭირდება იმისთვის, რომ შვილს საჭმელი ვაჭამო, იმედი მაქვს, როდესმე მეც შევძლებ სხვების დახმარებას. მანამდე კი, მინდა ვუთხრა ჩვენს მთავრობას და განსაკუთრებულად ჯანდაცვის სამინისტროს, მე მათხოვარი არ ვარ! მომეცით საშვალება თავად მივხედო საბას",-წერს ნათია ლომიძე.  ნათიას და საბას დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ლიბერთი ბანკში ჩარიცხონ: GE26LB0711130885770000; მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის: 0901701277 აიპრესი 11 წლის საბას შესახებ ადრეც წერდა. საბა 4 წელი დადიოდა დღის ცენტრში, თუმცა, მას შემდეგ რაც ბავშვის ქცევის მართვა ვეღარ შეძლეს დედა-შვილი სახლში არიან. საბას რამდენჯერმა მოუწია ფსიქიატრიულში გადაყვანა და როგორც ნათია ლომიძე ამბობს, ბავშვის მდგომარეობა იმიტომ რთულდება, რომ მას არანარი კონტაქტი არ აქვს გარესამყაროსთან. მისივე თქმით, საბა შინ მოვლის პროგრამით სარგებლობს, თუმცა, ეს პროგრამა მისი შვილის საჭიროებებზე მორგებული არაა.   არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე, რომელიც ამავე დროს საბას ინტერესებს სასამართლოში იცავს, ამბობს, რომ ფსიქიკური გამოწვევის მქონე ბავშვების მიმართ სახელწმიფოს პოზიცია დისკრიმინაციულია, ამიტომ სასამართლოში ამ სერვისების მოდიფიცირებას ითხოვს. „საბას სიტუაცია ერთი წინადადებით რომ დავასათაუროთ ასეთია: სახელმწიფოს აქვს დისკრიმინაციული პროგრამები, რაც გულისხმობს იმას, რომ საბას მდგომარეობაში მყოფი ბავშვები ვერ სარგებლობენ იმ პროგრამებით, რომელიც სახელმწიფოს დღეს აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. ეს ცალსახად დისკრიმინაციაა",-ამბობს ანა აბაშიძე.  ანა აბაშიძის ინფორმაციით, მოპასუხე მხარე საქართველოს მთავრობაა, მესამე პირად პროცესში ასევე ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო. "აიპრესი" მაშინ ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც  სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია განმარტავს, რომ საბა სერვისის გარეშე არ დარჩენილა და შინ მოვლის პროგრამა, რომელსაც მას სთავაზობენ,  საკმაოდ კარგი სერვისია. "ჩვენ ერთ-ერთი ჩვენი ქვეპროგრამის ბინაზე მოვლის ფარგლებში ჩავრთეთ საბა და მას მიეწოდება სხვადასხვაგვარი სერვისები სახლში. ეს არის მისი მოვლა, დახმარება კვებაში, მისი განვითარება, პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა. საბა არ დარჩა სერვისის გარეშე, ამის თქმა არასწორი იქნება",-აცხადებდა ნინო ოდიშარია.

---

 

11.05.2017

მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=1913

უფასო მედიკამენტების პროგრამა საქართველოში ივლისიდან ამოქმედდება

უფასო მედიკამენტების პროგრამა საქართველოში ივლისიდან ამოქმედდება. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიიღებენ. სამინისტრომ მედიკამენტების შესაძენად ტენდერები უკვე გამოაცხადა. ეს შეეხება ქრონიკული დაავადების მქონე ყველა იმ ადამიანს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამით დაახლოებით, 150-200 ათასი ადამიანი ისარგებლებს. სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტები გაიცემა ისეთ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ასევე დიაბეტის მე-2 ტიპის მქონე პირებზე.

---

 

11.05.2017

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/shromis-inspeqtsiis-sheqmna-aris-valdebuleba-romelits-saqartvelom-aigho-ianosh-hermani/26168

შრომის ინსპექციის შექმნა არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო - იანოშ ჰერმანი

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს შრომის ინსპექციას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა და აღნიშნულით ტყიბულში 9 მაისს მეშახტეების დაღუპვის შემდგომ შრომის ინსპექციის გამკაცრებაზე გააქტიურებულ მსჯელობას გამოეხმაურა. "შრომის ინსპექციის შექმნა არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო. ეს ვალდებულება გამომდინარეობს არა მარტო ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან, არამედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებიდან. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი არაერთხელ პრაქტიკულად ყველასთან: მთავრობასთან, ბიზნესთან, სავაჭრო გაერთიანებებთან. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მე მესმის, რომ გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებით სახეზეა და ისიც მესმის, რომ ერთ დღეში ეს ვერ განხორციელდება",- განაცხადა იანოშ ჰერმანმა. და აქვე იმედი გამოთქვა, რომ შრომის ინსპექცია ეტაპობრივად სრულფასოვნად ამოქმედდება.

---

 

11.05.2017

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/dapirispireba-kharagaulshi-rkinigzis-msheneblobaze-dasakmebulsa-da-upross-shoris

დაპირისპირება ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულსა და უფროსს შორის

ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე ობიექტის უფროსსა და ადგილობრივ დასაქმებულს შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარ ინციდენტის შესახებ, როგორც ცნობილი ხდება დაპირისპირება მოხდა ობიექტის უფროსსა და ადგილობრივ დასაქმებულს შორის. დაპირისპირების მიზეზი გახდა საავადმყოფო ფურცელის ანაზღაურების საკითხი. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებთან საუბარში, ჩინური მხარე ირწმუნება, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რაც გამოიწვია ენობრივმა ბარიერმა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი სისტემატიურად რევიზირებას უწევს გაფორმებული შეთანხმებების შესრულების პროცესს. ბიულეტენის და შვებულების გამოყენების საკითხში გამოვლენილია ერთეული შემთხვევები რაზეც ორივე მხარესთვის გაცემულია რეკომენდაციები და მიმდინარეობს მათზე მუშაობა. უმოკლეს დროში, დამატებით მოხდება შეხვედრა ჩინეთის რკინიგზის 23ე ბიუროს მენეჯმენტთან და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები", _ აღნიშნულია განცხადებაში.

---

 

11.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/432098-daavadebatha-kontrolis-centri-sichqaris-5-ith-shemcireba-30-ith-amcirebs-sagzao-shemthkhvevis-fatalur-shedegs.html?ar=A

დაავადებათა კონტროლის ცენტრი - სიჩქარის 5%-ით შემცირება 30%-ით ამცირებს საგზაო შემთხვევის ფატალურ შედეგს

სიჩქარის 5%-ით შემცირება 30%-ით ამცირებს საგზაო შემთხვევის ფატალურ შედეგს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კვლევებზე დაყრნობით აცხადებენ. ცენტრში დღეს გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის წევრები, სხვადასხვა უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კვლევებზე დაყრნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სიჩქარე საგზაო ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. ასევე, ავტომობილის სიჩქარის ზრდის პროპორციულად იზრდება სიკვდილის და დაშავების რისკი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, გოგიტა გვენეტაძის განცხადებით, მთავრობისთვის საგზაო უსაფრთხება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ”შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებობს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია დაახლოებით 27 აქტივობა, რომელიც ითვალისწინებს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე, საავტომობილო პარკის გაუმჯობესებას. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გეგმაში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი აქტივობები. მთელი რიგი აქტივობებია, რომელთა განხორციელებით ვფიქრობთ, ხელი შეეწყობა ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას”, - აღნიშნა გოგიტა გვენეტაძემ. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის მთავარი გზავნილია ”გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე”. მისივე შეფასებით, ეს ეხება არა მხოლოდ მძღოლებს, არამედ გზავნილი ხელისუფლებისკენაც არის მიმართული. ”ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის სიჩქარის ლიმიტების შემცირება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის უსაფრთხოებისკენ. ტექნიკური დათვალიერების დროულად წარმოება, საგანმანათლებლო კამპანიის დაწყება სკოლამდელი ასაკიდან, ავტოსკოლების ლიცენზირება და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა იმისთვის, რომ აღარ დაგვეღუპოს 600 ადამიანი წლის განმავლობაში”, - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა. გაეროს ინიციატივით საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეული წელს 8-14 მაისს აღინიშნება. მისი თემატიკა სიჩქარის კონტროლია. კვირეულის გზავნილია ”შეანელე სვლა, გაუფრთხილდი სიცოცხლეს!”.

---

 

11.05.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/29264/aborti-gaumartlebelia-moraluri-kutkhit--zviad-tomaradze-abortis-uflebis-shezghudvas-moitkhovs

„აბორტი გაუმართლებელია მორალური კუთხით" - ზვიად ტომარაძე აბორტის უფლების შეზღუდვას მოითხოვს

ადამიანის უფლებათა კომიტეტზე „დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის" მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ, რომელიც აბორტის შეზღუდვას ეხება. ორგანიზაცია მიიჩნევს, 12 კვირამდე ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გახდეს დასაშვები, თუ: 1. ორსული წარმოადგენს ექიმ-გინეკოლოგის დასკვნას იმის შესახებ, რომ თუ ორსულობა დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ქალი დაიღუპება. 2. ორსული წარმოადგენს ორი ექიმ-გინეკოლოგის დასკვნას იმის შესახებ, რომ ორსულობის პროცესში ქალისა და ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება 3. ორსული წარმოადგენს ორი ექიმი-ფსიქიატრის დასკვნას, რომ თუ ორსულობა არ შეწყდება, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ქალმა სიცოცხლე სუიციდით დაამთავროს. მომხსენებელ ზვიად ტომარაძის თქმით, კანონპროექტის საჭიროება „საქართველოში აბორტების დიდმა მასშტაბმა" განაპირობა, რადგან დღეს საქართველოში უამრავი აბორტი კეთდება, რაც დემოგრაფიულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. „გარდა დემოგრაფიული საკითხისა, აბორტი გაუმართლებელია მორალური კუთხით. განსაკუთრებით გაუმართლებელია ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რადგან მოზარდობის ასაკში თუ ხდება აბორტი, არსებობს დიდი ალბათბა იმისა, რომ შემდეგი ორსულობა აღარ დადგეს, ან ისე დაზიანდეს ჯანმრთელობა, რომ ორსულობას გართულებები მოჰყვეს" - თქვა ტომარაძემ. ინიციატივის დასაცავად ზვიად ტომარაძემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანება მოიყვანა: „ბატონმა დონალდ ტრამპმა 23 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობამ აკრძალა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც აბორტისკენ მოუწოდებენ ქალებს ან ახალისებენ მას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ორგანიზაციები ძირითადად ამ საქმიანობით არიან დაკავებულები, თუ სხვა. პატარა წვლილიც რომ ჰქონდეთ, ერთ ცენტსაც ვერ მიიღებენ ამერიკის მთავრობისგან. ჩასახულ ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე" - თქვა ტომარაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე. დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანებით იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აბორტთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ, ფედერალური დაფინანსება შეუწყდა. ტრამპის თქმით, ამ ბრძანებით იგი გვერდით უდგას „ყველა ამერიკელს, მათ შორის მათ, ვინც არ დაბადებულა“. უმრავლესობის წამომადგენელმა დეპუტატმა, კომიტეტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ტომარაძეს შეკითხვა დაუსვა, თუ აქვთ ინიციატივის ავტორებს გააზრებული, როგორ გავლენას მოახდენს პროექტი არალეგალურ აბორტებზე. ტომარაძის თქმით, ეს არ არის უსაფუძვლო შეკითხვა, მაგრამ საჭიროა გონივრული გადაწყვეტილების მიღება. „როცა კობა დავითაშვილმა წარმოადგინა აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვაზე კანონპროექტი, იქაც იყო საუბარი, აკრძალვის შემთხვევაში მისი მიწისქვეშეთში გადასვლის საფრთხის ან ბიუჯეტში ნაკლები თანხის შესვლის შესახებ. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ სხვადასხვა გართულება მოჰყვეს, მაგრამ გონივრული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ - რომელი სიკეთე არის აღმატებული" - თქვა ტომარაძემ.

---

 

11.05.2017

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/120049-parlamentis-adamianis-uflebata-komitetma-abortis-akrdzalvas-mxari-ar-dauchira

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აბორტის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აბორტის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა. კომიტეტი “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის” საკანონმდებლო წინადადებას განიხილავდა, რომლის მიხედვითაც, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა 12 კვირამდე ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ: ორსული წარმოადგენს ერთი ექიმის (გინეკოლოგი) დასკვნას იმის შესახებ, რომ თუ ორსულობა დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ქალი დაიღუპება. ორსული წარმოადგენს ორი ექიმის (გინეკოლოგი) დასკვნას იმის შესახებ, რომ ორსულობის პროცეში ქალის ან ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ორსული წარმოადგენს ორი ექიმის (ფსიქიატრის) დასკვნას, რომ თუ ორსულობა არ შეწყდება, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ქალმა სიცოცხლე სუიციდით დაამთავროს. დეპუტატების შეფასებით, აბორტის აკრძალვა გამოსავალი არ არის. მათი აზრით, სჯობს, საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

---

 

11.05.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=140271-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98

"სტუდენტი გოგონების ნაწილმა აღიარა, რომ პირველი აბორტი 14-15 წლის ასაკში გაიკეთეს“ - საქართელოში უშვილობის მაჩვენებელი გაიზარდა

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე სახალხო დამცველის ინიციატივას, სკოლებში სქესობრივი ურთიერთობისა და რეპროდუქციის საკითხების სწავლებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მაღალი კლასის მოსწავლეები და სტუდენტები არ ფლობენ ინფორმაციას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ. ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები წარმოადგინა. კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ სექსუალურ ცხოვრებას ახალგაზრდების დიდი რაოდენობა უკვე სკოლიდან იწყებს. ფონდის მიერ გამოკითხული სტუდენტი გოგონების ნაწილმა ანონიმურად აღიარა ისიც, რომ მათ პირველი აბორტი 14-15 წლის ასაკში ჰქონდათ გაკეთებული. ჩიბურდანიძის თქმით, ეს ის არასასურველი რეალობაა, რომელსაც საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს და ინიციატივა სქესობრივი სწავლების შესახებ სწორად უნდა გაიგოს. მისი თქმით, სწავლება არ გულისხმობს აღნიშნული საკითხების შესახებ სახელმძღვანელოების დაბეჭდვას და ამ ფორმით სწავლას. დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელის თქმით, სწავლებას სასემინარო ფორმა ექნება და ეს სემინარები მაღალი კლასების მოსწავლეებთან ჩატარდება. „ ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა. აქ საუბარი არ არის სასკოლო სახელმძღვანელოებზე, აქ საუბარია სასემინარო სწავლებაზე. ამის სწავლება საჭიროა, რადგან ჩვენ დღეს სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენ გავაკეთეთ კვლევები ახალგაზრდებში – გამოვკითხეთ პირველი, მეორე და მესამე კურსის 500 სტუდენტი საქართველოს ყველა რეგიონიდან და გვაქვს ფატალური შედეგები – გამოკითხულთა 87% -მა არ იცოდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ. გარკვეული კვლევა ჩავატარეთ სკოლის მოსწავლეებშიც, დამამთავრებელ კლასში, მე-12 კლასის მოსწავლეებში. აქ კიდევ უფრო მძიმე შედეგი გვქონდა – გამოკითხულთა 98% არ იცის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ. დღეს საქართველოში სქესობრივი ურთიერთობები ადრეულ ასაკში იწყება. გამოკითხულ სტუდენტებში 250 გოგონა იყო, მათმა 7%-მა აღიარა, რომ პირველი აბორტი გაკეთებული ჰქონდათ 14-15 წლის ასაკში. გამოკითხული ბიჭი სტუდენტების 6,2% აღიარა, რომ მათ მოგვიანებით აღმოაჩნდათ ინფექციები, ვერ გაუმხილეს მშობლებს. ზოგი მათგანი დამოუკიდებლად დადიოდა ექიმთან, ზოგმა კი ვიღაცისგან ნასწავლი მედიკამენტებით დაიწყო მკურნალობა და მიიღეს უფრო ცუდი შედეგები. დღეს ეს საკითხი სწორად დადგა. ამის თაობაზე ჩვენ რამდენიმე წლის მანძილზე ვსაუბრობდით, მაგრამ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების გამო, შეჩერდა. საუბარია მაღალ კლასებში სასემინარო სწავლებაზე და არა სახელმძღვანელოზე. ქვეყანაში 14-15 წლის ასაკში უკვე პირველ აბორტს იკეთებენ. გოგონები, გამოკითხვისას, მალავდნენ ინფორმაციას, სინამდვილეში გაცილებით მეტს ჰქონდა აბორტი გაკეთებული. მივესალმები, რომ პარლამენტმა სწორად მიიღო ეს ინიციატივა და საკანონმდებლო ინიციატივად იქცა. როგორ მოხდება ამის აღსრულება, ეს უკვე განათლების სამინისტროს ხელშია. განათლების სამინისტომ უნდა განსაზღვროს, როგორი სემინარები ჩაატაროს სკოლებში. სკოლის მოსწავლეებმა არ იციან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ, არ იციან რას ნიშნავს აბორტი, არ იციან, რომ 70-80%-ში პირველადი აბორტი უშვილობით მთავრდება. კიდევ უფრო ფატალურ შედეგებს ვიღებთ როდესაც მედიკამენტოზურ აბორტებზე გადადიან. ამ ბავშვებს არანაირი ცოდნა და ინფორმაცია ამის შესახებ არ აქვთ. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ არ მივიღოთ დამახინჯებული თაობა“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ. მისი თქმით, ქვეყანაში გაზრდილია უშვილობის მაჩვენებელი, რისი გამომწვევი მიზეზებიც ხშირ შემთხვევაში, სქესობრივ ინფექციურ დაავადებებს და პირველი ორსულობისას ჩატარებულ აბორტებს უკავშირება. „ადრე 25 წლამდე ასაკში არ შეინიშნებოდა უშვილობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, რაც დღეს არის. უშვილობის მაჩვენებელი ძალიან არის გაზრდილი. ამის მიზეზია ადრეული სქესობრივი ურთიერთობები, დაუცველი ურთიერთობა და ინფექციები, რომელიც ამის შედეგად გადადის და შემდგომში იწვევს უშვილობას, ასევე, პირველადი აბორტები ადრეულ ასაკში, არაჯანსაღი კვება და დაბინძურებული გარემო“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

---

 

11.05.2017

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/193095/

3 წამში გამოთვალეთ, უფასო ჯანდაცვის რა ახალი პაკეტი გეკუთვნით

2017 წლის 1 მაისიდან უფასო ჯანდაცვის ახალი პროგრამა მოქმედებს, რომელიც მოქალაქეების შემოსავლებზე, ასევე, სხვა კრიტერიუმებზეა მიბმული. ჩვენს მიერ შედგენილი ონლაინ-კალკულატორით თქვენი შემოსავლის მიხედვით მარტივად გამოთვლით, უფასო ჯანდაცვის პროგრამით განკუთვნილი რომელი პროგრამით სარგებლობა შეგიძლიათ ტოლობის ნიშნის შემდეგ ჩაწერეთ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი, რიცხვებით. თუ სმარტფონით ხართ, უმჯობესია, ტელეფონი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაიჭიროთ.

---

 

11.05.2017

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/175865

შრომის ინსპექციამ უნდა შეამოწმოს არა მარტო შრომითი უსაფრთხოებას, არამედ შრომითი უფლებების აღსრულებაც - ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში საჭიროა შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომელიც არა მარტო შრომით უსაფრთხოებას, არამედ შრომითი უფლებების აღსრულებასაც შეამოწმებს, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ტყიბულში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. „მინდა თანაგრძნობა გამოვხატო და გავიზიარო მათი მწუხარება ოჯახებისა და ყველა მაღაროელის მიმართ. ერ არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს არის ყველა დასაქმებულის ტრაგედია, რომელიც იმ პირობებში მუშაობს რა პირობებშიც ასეთი ტრაგედია მოხდა“ , - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, ტყიბულში მომხდარი ტრაგედია მაინც გამოიწვევს დამოკიდებულების გადააზრებას და მართლაც შეიქმნება ისეთი მექანიზმები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ შრომითი ურთიერთობების მიმართ ასეთ უდიერ დამოკიდებულებას დაასრულებს. დეპუტატის თქმით, აუცილებელია შეიქმნას შრომის ინსპექცია რომელიც შრომითი უსაფრთხოების ზედამხედველობას უზრუნველყოფს. „ჩვენ ვეცდებით შეიქმნას ისეთი შრომის ინსპექცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ შრომით უსაფრთხოებაზე და მშრომელების უსაფრთხოებაზე, არამედ ზედამხედველობას გაუწევს შრომით უფლებებს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. მისივე განცხადებით, როდესაც შემოვა კანონი შრომის ინსპექციასთან და შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მოვითხოვთ, რომ შეიქმნას შრომითი ინსპექცია, რომელიც აღჭურვილი იქნება არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების პირობების შემოწმების არამედ, შრომითი უფლებების დაცვის შემოწმების უფლებითაც. „ბევრი ადამიანი სხვა სექტორებშიც მუშაობს ძალიან მძიმე პირობებში, რომელიც მათი სიცოცხლისთვის შესაძლოა მყისიერად საფრთხის შემცველი არ იყოს, თუმცა მათი ჯანმრთელობისთვის დიდი საფრთხის შემცველია, რომლის გადამოწმებაც დღემდე არ ხდება. ამიტომ შრომის ინსპექცია უნდა იყოს კომპლექსური, როგორც შრომის უსაფრთხოების ისე, შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ გარდა ამისა, მას სამუშაო ადგილზე მყისიერად შესვლის, კომპანიის გადამოწმების და შესაბამისად, სანქციების დაკისრების უფლება უნდა ჰქონდეს. „თუ ეს უფლება არ ექნება, ასეთი ტრაგედიების პრევენცია ვერ მოხდება“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. დეპუტატის თქმით, ბიზნესის წარმატება ადამიანების ექსპლუატაციით არ უნდა იყოს განპირობებული. „ბიზნესის კეთების სიმარტივით და ამავდროულად, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობითაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. ამ ორ ფაქტორს შორის გარკვეული კორელაცია არსებობს. როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, საქართველოში კომპანიის წარმატება არა მძიმე შრომით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პირობებით უნდა იყოს განპირობებული არამედ, ღირსეული ანაზღაურებით, მათი მოტივაციით და თანამონაწილეობით ამ წარმატებაში, რომელსაც ეს კომპანია მიაღწევს“, - განაცხადა ფრაქცია სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა ქვეყანაში შემცირდა, ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, რის გამოც ადამიანები მძიმე შრომის პირობებს თანხმდებიან ხოლმე. „სახელმწიფო ვალდებულია რეგულაციებით მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები, რათა დამსაქმებელმა მშრომელების მდგომარეობა ბოროტად არ გამოიყენოს. გაბატონებული აზრი, რომ დოვლათს ქვეყანაში მხოლოდ ბიზნესი ქმნის უნდა გადავიაზროთ, რადგან ამას ის ადამიანებიც ქმნიან, რომლებიც იქ მუშაობენ და თავიანთი წვლილი შეაქვთ როგორც ამ ბიზნესის, ისე ქვეყნის წარმატებაში“, – განახადა ბექა ნაცვლიშვილმა.

---

 

11.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/432040-beqa-nacvlishvilis-ganckhadebith-saqarthveloshi-satciroa-sheiqmnas-shromis-inspeqcia.html?ar=A

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში საჭიროა შეიქმნას შრომის ინსპექცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში საჭიროა შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომელიც არა მარტო შრომით უსაფრთხოებას, არამედ შრომითი უფლებების აღსრულებასაც შეამოწმებს. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია ”სოციალ-დემოკრატების” წევრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ტყიბულში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. „მინდა თანაგრძნობა გამოვხატო და გავიზიარო მათი მწუხარება ოჯახებისა და ყველა მაღაროელის მიმართ. ერ არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს არის ყველა დასაქმებულის ტრაგედია, რომელიც იმ პირობებში მუშაობს რა პირობებშიც ასეთი ტრაგედია მოხდა“ , - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. მისივე თქმით, ტყიბულში მომხდარი ტრაგედია მაინც გამოიწვევს დამოკიდებულების გააზრებას და მართლაც შეიქმნება ისეთი მექანიზმები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ, შრომითი ურთიერთობების მიმართ ასეთ უდიერ დამოკიდებულებას დაასრულებს. დეპუტატის თქმით, აუცილებელია შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომელიც შრომითი უსაფრთხოების ზედამხედველობას უზრუნველყოფს. „ჩვენ ვეცდებით შეიქმნას ისეთი შრომის ინსპექცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ შრომით უსაფრთხოებაზე და მშრომელების უსაფრთხოებაზე, არამედ ზედამხედველობას გაუწევს შრომით უფლებებს. როდესაც შემოვა კანონი შრომის ინსპექციასთან და შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მოვითხოვთ, რომ შეიქმნას შრომითი ინსპექცია, რომელიც აღჭურვილი იქნება არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების პირობების შემოწმების, არამედ, შრომითი უფლებების დაცვის შემოწმების უფლებითაც. ბევრი ადამიანი სხვა სექტორებშიც მუშაობს ძალიან მძიმე პირობებში, რომელიც მათი სიცოცხლისთვის შესაძლოა მყისიერად საფრთხის შემცველი არ იყოს, თუმცა მათი ჯანმრთელობისთვის დიდი საფრთხის შემცველია, რომლის გადამოწმებაც დღემდე არ ხდება. ამიტომ შრომის ინსპექცია უნდა იყოს კომპლექსური, როგორც შრომის უსაფრთხოების ისე, შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ გარდა ამისა, მას სამუშაო ადგილზე მყისიერად შესვლის, კომპანიის გადამოწმების და შესაბამისად, სანქციების დაკისრების უფლება უნდა ჰქონდეს. „თუ ეს უფლება არ ექნება, ასეთი ტრაგედიების პრევენცია ვერ მოხდება“, - განაცხადა დეპუტატმა. მისივე თქმით, ბიზნესის წარმატება ადამიანების ექსპლუატაციით არ უნდა იყოს განპირობებული. „ბიზნესის კეთების სიმარტივით და ამავდროულად, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობითაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. ამ ორ ფაქტორს შორის გარკვეული კორელაცია არსებობს. როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, საქართველოში კომპანიის წარმატება არა მძიმე შრომით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პირობებით უნდა იყოს განპირობებული არამედ, ღირსეული ანაზღაურებით, მათი მოტივაციით და თანამონაწილეობით ამ წარმატებაში, რომელსაც ეს კომპანია მიაღწევს“, - განაცხადა ფრაქცია ”სოციალ-დემოკრატების” წარმომადგენელმა. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა ქვეყანაში შემცირდა, ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, რის გამოც ადამიანები მძიმე შრომის პირობებს თანხმდებიან. „სახელმწიფო ვალდებულია რეგულაციებით მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები, რათა დამსაქმებელმა მშრომელების მდგომარეობა ბოროტად არ გამოიყენოს. გაბატონებული აზრი, რომ დოვლათს ქვეყანაში მხოლოდ ბიზნესი ქმნის უნდა გავიაზროთ, რადგან ამას ის ადამიანებიც ქმნიან, რომლებიც იქ მუშაობენ და თავიანთი წვლილი შეაქვთ როგორც ამ ბიზნესის, ისე ქვეყნის წარმატებაში“, – განახადა ბექა ნაცვლიშვილმა.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

15.05.2017

მედიასაშუალება: ალია

მკვლელი საავადმყოფოები

"ქართული ოცნების" მმართველობის 5 წლის შემდეგაც თითქოსდა ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადებულ ჯანდაცვის სისტემაში კვლავ კატასტროფული მდგომარეობაა. "ალია" სხვადასხვა საავადმყოფოებსა თუ მედპუნქტებში არსებულ დარღვევებზე ხშირად წერს. ცოტა ხნის წინ თავად გავხდი "ღუდუშაურში" ამ არაპროფესიონალიზმისა და მოუწესრიგებლობის მსხვერპლი და ამის შესახებ წინა ნომერში დავწერე კიდეც. დღევანდელ ნომერში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არსებულ სრულიად წარმოუდგენელ ანტისანიტარიულ და გაუსაძლის მდგომარეობაზე მოგიყვებით.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4452822&name=15.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

ტყიბულის ტრაგედიის დეტალები

9 მაისს ტყიბულში, ელიზბარ მინდელის სახელობის შახტში გეგმური სარემონტო სამუშაოების შესრულებას ოთხი მაღაროელი შეეწირა. დაღუპული მეშახტეების (ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი) ძებნა 10 მაისს, დაახლოებით 08:30 საათზე დასრულდა. ტრაგედიის მიზეზებზე ოფიციალური პირები არ საუბრობენ, არაოფიციალური ინფორმაციით კი, უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების არარსებობამ განაპირობა. შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო... თვითმხილველთა და მაღაროელების მონაყოლით შევეცდებით, დაწვრილებით აღვწეროთ, რა მოხდა 9 მაისის საღამოს მინდელის სახელობის შახტში. "შვიდტონიან ლიფტს, რომელსაც ტროსი მოხსნეს, ვერც რკინის შველერმა გაუძლო და შახტში ჩავარდა" თვითმხილველი (ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა): - ლიფტის ძირი მომრგვალებულია, მასში იყრება ნახშირი. სტანდარტის შესაბამისად, ლიფტის ტროსი უნდა შემოწმდეს წელიწადში ორჯერ და დასკვნის საფუძველზე შეიცვალოს. ეს ოთხეული ტროსს ცვლიდა და ამისთვის ლიფტის ძირი დააყრდნეს რკინაბეტონის კონსტრუქციას, რათა მას ლიფტი დაეკავებინა. ასეთ დროს ორი რკინის შველერი მონტაჟდება, თუმცა ამჯერად ლიფტი ერთ შველერს დააყრდნეს და ისიც ცუდად იყო დამაგრებული. ჩანს, დაღუპულები შინ წასვლას ჩქარობდნენ, მათ არც უსაფრთხოების ღვედები ეკეთათ, ადგილზე მაკონტროლებელიც არავინ ჰყავდათ, რადგან ოფიციალურად დასვენების დღე იყო. ტროსის გამოცვლისას მოხდა უბედურება... ჯერ მისი მოწყვეტის ხმა გაისმა, ამას ბიჭების განწირული ყვირილი მოჰყვა... შვიდტონიან ლიფტს ვერც რკინის შველერმა გაუძლო და შახტში ჩავარდა, თან ჩაიყოლა ბიჭებიც... ადამიანი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, "კვირის პალიტრასთან""კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე საუბრობს: - შახტს ჰყავს სამაშველო სამსახური, თუმცა ძველი, საბჭოთა დროინდელი "კოლხოზნიკის" გარდა არაფერი აქვთ. ამ შემთხვევის დროს სწორედ მათ უნდა აღმოეჩინათ პირველი დახმარება, მაგრამ აღჭურვილობის უქონლობის გამო იძულებული გახდნენ, ქუთაისისა და თბილისის სამაშველო სამსახურებს დალოდებოდნენ. "პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას, ვინც პარლამენტში შრომის ინსპექციის იდეას ეწინააღმდეგება" ლევან ბეშქენაძე, მეშახტე: -"უსაფრთხოების სამსახური თითქმის არ არსებობს. ჩვენი სამუშაოს ყოველი დღე სარისკოა. - კერძოდ, რომელი უსაფრთხოების ნორმაა დარღვეული? - რაც იაფი ჯდება კომპანიისთვის, ის უზრუნველყოფილია, მაგრამ ძვირი - ყურადღების მიღმაა. ხალხი უმუხრუჭო ან სუსტმუხრუჭებიანი ელმავლებით მოძრაობს. ხომ შეიძლება, უმტყუნოს ტექნიკამ და ტრაგედია ისევ მოხდეს? შახტს გარეთ ერთმა ჩვენმა კოლეგამ სიცხის გამო ჩაფხუტი მოიხადა და ხელმძღვანელობამ დააჯარიმა - ჩამოაჭრეს ხელფასის 20%. რაც თვალში გხვდება, ყველაფერი დაცულია, ხოლო რაც ქვემოთ ხდება, იქ არის სწორედ გაუმართავი უსაფრთხოების სისტემა... ყველაფერს ვერ მოვყვები, რაც ირღვევა. - გამოდის, ყოველი დღე სახიფათოა... - ნახშირი ძალიან სუსტი ფენაა. ჩავდივართ მიწის ზედაპირიდან 400 მეტრზე, იქ არის მეთანი, ნახშირორჟანგი, ნახშირის მტვერი. ის ყველაზე სწრაფად იწვება და საშიშია. - კომპანიის ხელმძღვანელობას ამაზე არ ელაპარაკებით? - გვისაუბრია, მაგრამ ვის აინტერესებს? ყოველდღიურად 100-120 კაცია შახტში. ტრაგედიის დროს 25 კაცი იქნებოდა. რემონტი ტარდება უქმე დღეებში, რათა ნახშირის ამოღების პროცესი არ შეფერხდეს. ბაგირებს ყოველ ექვს თვეში ამოწმებს ლაბორატორია. მისი დასკვნით ცვლიდნენ მას ამჯერადაც... - ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? - ყველამ, ვინც პარლამენტში შრომის ინსპექციის იდეას ეწინააღმდეგება, და კომპანია "ჯი-აი-ჯის" ხელმძღვანელობამ... "სამწუხაროდ, ბიჭებს უსაფრთხოების დამატებითი ღვედებიც არ ეკეთათ..." მირიან იმედაძე, მეშახტე: - ჩემი თანამშრომლები იმსხვერპლა სატვირთო ლიფტმა, რომელსაც 400 მ სიღრმიდან ამოაქვს ნახშირი. ამ ადამიანებს 15-20-წლიანი გამოცდილება ჰქონდათ... გეგმურ სამუშაოს ასრულებდნენ. - ახლდათ თუ არა პასუხისმგებელი პირი ზედამხედველობის სამსახურიდან? - წესით, იქ ცვლის ინჟინერი უნდა ყოფილიყო, იყო თუ არა, არ ვიცი... შახტში ექვსი ზეინკალი მუშაობდა. ორი თვითმხილველი ცოცხალია. იარაღის მისაწოდებლად წავედი და რომ დავბრუნდი, აღარავინ დამხვდა, მხოლოდ ყვირილი გავიგონეო, - თქვა ერთ-ერთმა. ეს შახტი 80-იანი წლებიდან მუშაობს. ყველაზე ახალია ტყიბულში. უამრავი ტრაგედია ხდება შახტში, 2009 და 2015 წლებში აფეთქებებიც მოხდა და მემანქანე დაიღუპა. მიზეზი ჩვენთვის უცნობია. - ხომ შეიძლება, უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევა იყოს მიზეზი? - უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული რომ ყოფილიყო, შეკეთებას სულ მცირე, 10 დღე მაინც დასჭირდებოდა. მათ კი 6 საათში გააკეთეს. ბოლო 10-მა წუთმა გადაწყვიტა მათი ბედი... ბიჭებს უსაფრთხოების დამატებითი ღვედებიც არ ეკეთათ - ეს ტროსის გაწყვეტისა და ლიფტის ჩავარდნის პრევენციისთვისაა. შესაძლოა, ამ შემთხვევაში ადამიანი დაშავდეს, მაგრამ არა სასიკვდილოდ... "ეს იყო ტექნოლოგიური კატასტროფა" ტყიბულში ვითარებაში გარკვევას ცდილობდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. ეკონომიკის მინისტრი დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას დაჰპირდა. გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრი: - კომპანია და ადგილობრივი ხელისუფლება დავეხმარებით დაღუპულთა ოჯახებს. ეს იყო უფრო ტექნოლოგიური კატასტროფა. გამოძიება უსათუოდ დაადგენს ტრაგედიის გამომწვევ მიზეზს... "აქ მნიშვნელოვანია ლიფტის დამაგრების სტანდარტი" ოთარ კახიძე, პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი: - პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა აიღოს კომპანიამ, რომელსაც სტანდარტების შესაბამისად უნდა შეექმნა აქ დასაქმებული ადამიანების სიცოცხლისთვის პრევენციის ზომები. საკანონმდებლო რეგულაციები უნდა გატარდეს, ვალდებულებები აქვს ყველა დაწესებულებას, სადაც რისკებია. უნდა დაიწყოს გამოძიება... მართალია, დაღუპულთა ოჯახებს ვერაფერი აუნაზღაურებს ამ დიდ დანაკლისს, მაგრამ ღირსეული კომპენსაცია აუცილებლად უნდა გაიღოს კომპანიამ. - რა გზას ხედავთ პრევენციისთვის? - პროფესიონალმა სპეციალისტებმა უნდა მოამზადონ აღწერა, დასკვნა, ჩატარდეს ექსპერტიზა და შეისწავლონ, რა უნდა გაკეთდეს მეშახტეების უსაფრთხოებისთვის. თუ დარღვევები გამოიკვეთა, ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს. როცა ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, კომპანია ვალდებულია, შექმნას ისეთი პირობები, სადაც დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა. - ტრაგედიის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება მთავარი ტროსის შეცვლა ლაბორატორიული დასკვნიდან გამომდინარე... - თუმცა აქ მნიშვნელოვანია ლიფტის დამაგრების სტანდარტი. ის რამდენიმე ტონას იწონის და ტროსის შეცვლისას სჭირდება რკინაბეტონის კონსტრუქციის საყრდენი. თუ არის მსუბუქი, ზედაპირული ბარიკადი, ცხადია, სტანდარტი დარღვეულია... "მეშახტეები გეგმურ სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ" კანონმდებლები უსაფრთხოების საკითხებზე ეფექტიანი სისტემის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ... 2015 წელს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, მთავრობამ შექმნა გარკვეული სისტემა. თუმცა, ეს მექანიზმი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ობიექტზე შესვლის თაობაზე თანახმაა... მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების" ლიდერი, პარლამენტარი: - უსაფრთხოების საკითხებზე უნდა გააქტიურდეს მუშაობა, როგორც კერძო კომპანიების, ისე ხელისუფლების მხრიდან. კომპანიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ დაღუპულები გეგმურ სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ. ძალიან მალე გვექნება დადასტურებული ინფორმაცია მომხდარის შესახებ. "ადმინისტრაციისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ყველა პროცედურა დაცული იყო" "კვირის პალიტრა" "ჯი-აი-ჯი ჯგუფის" წარმომადგენლებთან დაკავშირებას შეეცადა. ლევან ვეფხვაძე, ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველი და დირექტორთა საბჭოს წევრი: - პრობლემები შახტებში არსებობს, თუმცა რამ გამოიწვია ეს შემთხვევა, გამოძიება დაადგენს. არა მგონია, სიმართლე ვინმემ დამალოს, ყველაფერი გასაჯაროვდება. გამოძიება სისხლის სამართლის მიმართულებით მიდის. - უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის კუთხით, კომპანიის ბრალეულობას გამორიცხავთ? - კომპანიის ბრალეულობა რას ნიშნავს? კომპანია არის იურიდიული პირი, შესაძლოა გამოიკვეთოს კონკრეტული პირის დანაშაული, ბრალეულობა ან გადაცდომა. - მეშახტეები ამბობენ, რომ სამაშველო სამსახურს აქვს ძველი ტექნიკა და ამიტომაც ვერ გაუწიეს დახმარება ბიჭებს... - ეს მხოლოდ ჩვენი კომპანიის პრობლემა არ არის... ყველაზე კარგად ნავარჯიშები და აღჭურვილი მაშველები თბილისში არიან. ამაზე აუცილებლად გვექნება მთავრობასთან ლაპარაკი... არ გვაქვს შესაბამისი მხარდაჭერა. ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ მაშველთა ძლიერი გუნდები. უსაფრთხოების ნორმები არ არის მხოლოდ ის, რაც გაწერილია, ადამიანებს სჭირდებათ მუდმივი გადამზადება. შრომის უსაფრთხოების ნორმების დამკვიდრება ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით არ ხდება, ამას სჭირდება კვალიფიციური კადრების მიერ პროფესიონალების მომზადება. - მონიტორინგის სამსახური თუ ადევნებდა თვალყურს მაღაროში მიმდინარე სამუშაოს, რომელსაც ტრაგედია მოჰყვა? - მონიტორინგის ვალდებულება გარკვეული ხნის წინ ავიღეთ. ამ შემთხვევაში რატომ არ იმუშავა მონიტორინგის სამსახურმა, ძნელი სათქმელია. ერთ-ერთი პირი, ვისაც ზედამხედველობის გაწევა ევალებოდა, სამწუხაროდ, დაღუპულთა შორისაა... ჩვენ ეს სისტემა ნულიდან შევქმენით და მივყვებით გეგმას. სტანდარტები ძირეულად შეცვლილია უკეთესობისკენ... გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ გარკვეულ სამსახურებს ევალებათ კონტროლის გაწევა. წარმოუდგენლად დიდი ტრაგედია დატრიალდა... - ამბობენ, მაღაროელები სტანდარტის შეუსაბამოდ ატარებდნენ სარემონტო სამუშაოს. ამ სამუშაოს 10 დღე სჭირდება, ისინი კი რამდენიმე საათში ასრულებდნენო... - რამდენი დღე სჭირდება, არ ვიცი, ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ. ადმინისტრაციისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ყველა პროცედურა დაცული იყო. - ცნობილია, რომ დაღუპულთა ოჯახები სადაზღვევო პაკეტით 10.000 ლარს მიიღებენ. კომპანია თუ აპირებს დახმარებას?.. - ამაზე საჯაროდ ლაპარაკი უხერხულია. თუმცა, ადმინისტრაცია ამწუთასაც ეხმარება მათ. ვერავინ და ვერაფერი აუნაზღაურებს ოჯახებს ამ დიდ დანაკლისს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4452816&name=15.05.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: ალია

მკვლელი სახელმწიფო! გიორგი გახარია რატომ ეტენება იქ, სადაც მისი ადგილი აშკარად არ არის?

ტყიბულის მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მაღაროშსი მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი მიმდინარეობდა, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა. უბედური შემთხვევის ფაქტზე, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისა უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 2010 წლიდან დღემდე, მხოლოდ ტყიბულის მაღაროში, 20 ადამიანი დაიღუპა და 19 მძიმედ დაშავდა აქედან, მხოლოდ 2010 წელს, 8 ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა. თამაზ დოლაბერიძე: "შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ამბობს, რომ ტყიბულში შემოწმება რამდენჯერმე ჩაატარა და რეკომენტაციები მისცა კომპანიის ადმინისტრაციას. თუ მართლა ასეა, მაშინ უბედური შემთხვევა არ უნდა მომხდარიყო. კვლევის საგანია, ამწევი დანადგარი, რომელიც ჩავარდა და 4 ადამიანი ჩაიყოლა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ იყო თუ არა შემოწმებული და თუ იყო, ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი უნდა არსებობდეს. გიორგი გახარია რომ არა, დღეს ქვეყანაში სრულფასოვანი შრომის ინსპექცია გვექნებოდა და ეს არაერთი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იხსნიდა, მე კარგად მახსოვს ჯერ კიდევ მიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას განცხადებები, რომ შრომითი უსაფრთხოების ახალმა რეგულაციებმა ბიზნესს ზიანი არ უნდა მიაყენოსო და მაშინ ბიზნესმენთა ოვაციები დაიმსახურა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4452752&name=15.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი 

გარდაცვლილი მეშახტეების ისტორიები "პრაიმტაიმში" და სამუშაო სიცოცხლის რისკის ფასად

4 მეშახტის გარდაცვალების ამბავი მინდელის შახტაში პირველი შემთხვევა არ არის. 4 მეშახტის გარდაცვალებამ მეშახტეებს მოთმინების ფიალა, 2016 წლის მარტის მასიური გაფიცვის შემდეგ კიდევ ერთხელ აუვსო და ისინი შრომის იმ პირობებზე აალაპარაკა, რომელშიც ყოველდღიურად უწევთ მუშაობა. შპს "საქნახშირის" მფლობელი შპს "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია". არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერატივის" ანგარიშის მიხედვითმ ინდუსტრიული ჯგუფი, "საქნახშირის" გარდა, ფლობს: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, შპს "მტკვარი ენერჯის", სს "ქართული ლუდის კომპანიას"... ტყიბული მომეტებული ტექნიკური საფრთხის ობიექტია, ამიტომ მასზე ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ არსებული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს კომპეტენცია ვრცელდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4452480&name=15.05.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

ბეჟუაშვილების ტყიფული და ტყიბულის ტრაგედია!

სანამ ამ ქვეყანაში ბეჟუაშვილების ტყიფული კანონზე მაღლა დგას, ტყიბულის ტრაგედიის მსგავსი კიდევ არაერთელ დატრიალდება! ტყიბულში მინდელის სახელობის შახტს, სადაც ტრაგედია დატრიალდა, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანია "საქნახშირი" ფლობს. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის"დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია! "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრია დავით ბეჟუაშვილის ძმა გელა ბეჟუაშვილი, რომელიც შევარდნაძის მთავრობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, სააკაშვილის მთავრობაში კი - თავდაცვის მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ტყიბულში დატრიალებულ ტრაგედიაზე ტყიფულელი ბეჟუაშვილები თუ არიან პასუხისმგებელი, ნეტავი?! თუ ძმები ბეჟუაშვიულების ტყიფული ისევ კანონზე მაღლა დადგება და ტყიბულის ტრაგედიაშ დამნაშავედ დაღუპულებს გამოაცხადებენ?!

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4452450&name=15.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

პოზიტიური ცვლილებები, რომელმაც ყველაზე მეტად საშუალო ფენა დააზარალა

2017 წლის პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ახალი პროგრამა მოქმედებს. ცვლილებების მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვა რამდენიმე პაკეტად დაიყო, პროგრამის სერვისების მოცულობა კი ინდივიდიალური პირის შემოსავლის მიხედვით განისაზღვრება და არა ოჯახის. ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ დაფინანსების პასუხები არ იგვიანებს და ხშირად, კონკრეტული მიზეზების გამო, თავად პაციენტები ვერ ნახულობენ შეტყობინებას. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, ოპერირების 70%-ს არასდროს აფინანსებდა. ფაქტი ერთია, არ დაუჯეროთ პროცენტს, გაარკვიეთ დეტალები და აუცილებლად გადადეთ 500 ლარი "ჭირის დღისთვის" იმ ქვეყანაში, სადაც საშუალო ხელფასი საქსტატის მონაცემებით 900 ლარია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4452721&name=15.05.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: ალია

გამწარებული დედა იაშვილის კლინიკას ამხელს !

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი ნატო გაგნიძე ოთხი შვილის დედაა და "ალიას" თვეების ფიქრის შემდეგ მხოლოდ იმიტომ დაუკავშირდა, რომ თავისი გულისტკივილი ყველა დედას გაუზიაროს. ის სასაკლაოდ მიიჩნევს იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას და ამის დასადასტურებლად "ალიას" სკანდალურ ფაქტებს უმხელს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4452573&name=15.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

                     

15.05.2017

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

სასწრაფო "პედიატრი" პროფესიონალი ექიმები და სრული პატრონაჟი თქვენს პატარებზე

როგორ ხდება პედიატრიული სერვისის მომსახურება ბინაზე? რას სთავაზობს პაციენტებს ბინაზე სასწრაფო "პედიატრის" სერვისის მომსახურება? ვის შეუძლია, ამ სერვისით ისარგებლოს? რა ხდება პირველ ვიზიტზე და ვინ უზრუნველყოფს მუშაობის პროცესს? ამ და სხვა საინტერესო თემებზე "პრაიმტაიმი" სასწრაფო "პედიატრის" დირექტორს, დავით რეხვიაშვილს ესაუბრა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4452585&name=15.05.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

                           

15.05.2017

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"ვედროებით ხელში ქურდივით დავდივარ ქუჩაში"

ქუჩაში შიშით მიაბიჯებს, არადა, ქუჩა მისი სამსახურია, იმისთვის, რომ არ დააჯარიმონ, პატრულს ემალება. ინეზა კოტრიკაძე გარე მოვაჭრეა. საჭმელი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, ყოველდღიური ხარჯი, კომუნალური გადასახადები - ამ გრძელმა ნუსხამ დიდი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებამდე მიიყვანა. ინეზა კოტრიკაძე: "ჩოხატაურიდან ვარ. როდესაც გავთხოვდი, სამსახურიდან წამოვედი და სამტრედიაში მეუღლესა და შვილებთან ერთად ვცხოვრობდი. ორი შვილი მყავს - დავითი და ინგა. მეორე შვილის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა. ამის გამო მომცეს შშმ პირის სტატუსი, მომანიჭეს მეორე ჯგუფი. როცა ჩემი ვაჟი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო მუნიციპალური მართვის უფასო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მასთან ერთად თბილისში მეც წამოვედი, ბინა ვიქირავეთ. წარმატებით კი დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ დღეს უმუშევარია. ქალიშვილი ექთანია. ორივე შვილი დაოჯახებულია. შვილიშვილებიც მყავს. მეუღლე მოულოდნელად გარდაიცვალა... ასე შემოვრჩით თბილისს 15 წელია. იმედი მქონდა, რომ ჩემი შვილები სწავლითა და კეთილსინდისიერებით ცხოვრების გზას გაიკვალავდნენ... ინგა ფასიანზე სწავლობდა და იძულებული გავხდი, ფული მესესხა. ვალის დასაფარავად სამტრედიაში ერთადერთი ბინა გავყიდე... ქუჩაში გამოსვლა პროდუქციის გაყიდვის იმედით იწყება, დღე ხან გამართლებით, ხანაც გაუმართლებლობით სრულდება... "ახლობლების რჩევით, პირველად ერთი ვედრო ხილი ვიყიდე და გასაყიდად მოვამზადე... დღეს გარე მოვაჭრე ვარ. ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, მაგრამ ვითმენ, ოჯახს ვჭირდები. ყოფილა დღე - 10-15 ლარიც მიშოვია, ხან ერთი ლარიც ვერ მიმიტანია შინ. დათოს ცოლი და ორი შვილი ჰყავს. ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ. შვილიშვილი, ელისაბედი, უნიჭიერესი ბავშვია, მასწავლებელი "იმედს" ეძახის - პირველკლასელი მესამე კლასის პროგრამას გადის. ამხელა ნიჭსა და მონდომებას ხელშეწყობა სჭირდება. ჩემს მოკლულ გულს მისი წარმატების სხივი ანათებს. ჩემი ვაჟი მერიაში სტაჟიორი იყო, ექვსი თვე ატყუეს - ხვალ, ზეგ ჩაგსვამთ შტატშიო.... ვის რად უნდა მისი ნიჭი, ცოდნა და გამოცდილება? ბანკშიც მუშაობდა, მაგრამ ხელშეკრულება რომ დაუმთავრდა, გამოუშვეს. სიძე ჯარში მსახურობდა. რამდენიმე დღის წინ ისიც შემცირებაში მოჰყვა. ორი შვილი ჰყავთ. მოკლედ, ათსულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი მე ვარ... ჩემს შვილიშვილს, ლუკას, ჯანმრთელობა აქვს შერყეული. ექიმმა გვითხრა, კარაქი, საქონლის და ქათმის ხორცი უნდა აჭამოთო... თევზის ქონის ექსტრაქტით დამზადებული ძალიან ძვირად ღირებული მედიკამენტი სჭირდება. ორი შვილი გავზარდე და ვიცი, როგორი კვებაც სჭირდებათ მოზარდებს, მაგრამ რომ არ მაქვს ამის შესაძლებლობა, რა ვქნა? მთელი დღე პირში ლუკმას არ ვიდებ. როგორ გავიმეტებ თუნდაც რამდენიმე თეთრს ფუნთუშისთვის მაშინ, როცა ორი ოჯახი მშიერი მეგულება?! მას შემდეგ, რაც გარევაჭრობა მკაცრად აიკრძალა, ძალიან გაგვიჭირდა. ისედაც გაღატაკებულები საშიმშილოდ გაგვწირეს. 6 მაისს, გიორგობას, საბურთალოზე, ბუკიას ბაღთან ვისხედით ტროტუარზე და ვყიდდით ბოსტნეულს. ვიღაცას ცხელ ხაზზე დაურეკავს. მოვიდნენ ზედამხედველობის სამსახურიდან, ჯარიმის გამოწერას აპირებდნენ, პატრულს რომ ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, მხოლოდ გაფრთხილებას დაგვჯერდა. მადლობა ღმერთს, რომ ვაი-ვაგლახით შეძენილი პროდუქტები არ წაგვართვა. ახლა ვედროებით ხელში ქურდივით დავდივარ ქუჩაში და გამვლელ-გამომვლელს ხილს ვთავაზობ. მსურველის გამოჩენის შემთხვევაში, სასწრაფოდ ვწონი, რომ გაყიდვისას ვინმემ არ დამინახოს. კლიენტებით მიდგას სული. არა იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემთან ყიდულობენ, არამედ იმიტომ, რომ ხან ტანსაცმელს მჩუქნიან, ხანაც პროდუქტს. დღეს ერთ-ერთმა სოსისი და პური ჩამომიტანა - ბავშებს წაუღეო". სოციალური დახმარება მოგვიხსნეს" "როცა მე ვვაჭრობდი და ბავშვები ლექციებზე იყვნენ, სოციალურ აგენტს სახლში ვერ ვხვდებოდით. ერთხელ შემხვდა და მითხრა, სამჯერ ვიყავი გადამოწმებაზე და არც ერთხელ არ დამხვდით შინ, ამიტომ სოციალური დახმარების პროგრამიდან ამოვარდნილი ხართ და ოთხი წელი ვეღარ მოხვდებითო. ახლა, ყველაზე მეტად ტანსაცმელი და საჭმელი გვიჭირს. წარმოიდგინეთ ბებიის გული, როცა შვილიშვილი სკოლაში იმიტომ ვერ მიდის, რომ ფეხსაცმელი არა აქვს, წარმოიდგინეთ, ბებიის შიში, როცა სასწავლო წლის დასრულებისას ბავშვი ექსკურსიაზე წასასვლელ და სკოლის ფოტოალბომის ფულს მომთხოვს..."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4453026&name=15.05.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"მერე რა, რომ ფოტოაპარატი და კომპიუტერი არა მაქვს, მე 5 და-ძმა მყავს და მსოფლიოში საუკეთესო მამა..."

ჩოხატაურის რაიონის სოფელ კოხნარში ერთი არაჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობს. და-ძმებში ყველაზე უფროსი, 14 წლის ქრისტინე ბარაშვილი ბალახის ჰოკეის საქართველოს გოგონათა ეროვნული ნაკრების წევრია. გოგონას თითქმის ყოველდღე რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს, რომ ჩოხატაურში სასპორტო სკოლაში ვარჯიშზე მივიდეს. როგორც მისი მწვრთნელი ამბობს, ქრისტინე მოედანზე სრულიად იცვლება, ლიდერობს, ხშირად თამაშის ტაქტიკასაც კარნახობს გუნდს და გადაწყვეტილებებს მყისიერად იღებს. - ქრისტინე, როგორ მოხვდი ბალახის ჰოკეიში? - ევროპის საერთაშორისო ფედერაციის ლიცენზირებული მწვრთნელი ზურაბ ახალაძე ჩოხატაურის რაიონში ბალახის ჰოკეის გოგონათა გუნდის მწვრთნელია, სწორედ მან მირჩია, გოგონათა ნაკრებში მივსულიყავი, მეც დამაინტერესა და მივედი. - როგორც ვიცი, მალევე საქართველოს ნაკრებისთვის შეგარჩიეს და საქართველოს ღირსებას იცავდი ჩეხეთში. - მეოთხე ადგილზე გავედით. ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები. - როგორია შენი ერთი დღე? - ვიღვიძებ 6 საათზე. ვდგები და გაკვეთილებს ვიმეორებ, სანამ ჩემს და-ძმებს სძინავთ. მერე დედას ვეხმარები პატარების გამზადებაში და შემდეგ სკოლაში მივდივართ. თუ ვარჯიში მაქვს, რაიონში ჩავდივარ, თუ არადა, და-ძმების მოვლასა და საოჯახო საქმეებში ვეხმარები დედას, მერე ისევ გაკვეთილების მომზადება, შემდეგ ვვარჯიშობ და დავრბივარ ერთი ან ორი საათი, მიუხედავად ამინდისა, და მხოლოდ ამის შემდეგ მაქვს დრო გასართობად. - რა საგნებს სწავლობ სიამოვნებით და ვინ გინდა, გამოხვიდე? - ისტორიას, ქართულს და ინგლისურს. ძალიან მინდა, იურისტი გამოვიდე. მინდა სპორტშიც მივაღწიო წარმატებას. დიდი რომ გავიზრდები, ვიყიდი დიდ სახლს, სადაც ექვსივე დედმამიშვილს საკუთარი ოთახი გვექნება. ჩემს ოთახში აუცილებლად მექნება დიდი საწოლი და კომპიუტერი. - კომპიუტერი არა გაქვს? - არა. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ. ერთი ძმა და 4 და მყავს. ნახევრად დანგრეული სკოლა-ინტერნატის ყოფილი შენობის რამდენიმე ოთახში ვცხოვრობთ. სახნავ-სათესი მიწაც კი არა გვაქვს, ამიტომ მამა სხვებს ეხმარება ნაკვეთებში დღიურად. მწვანილსაც კი ვყიდულობთ და ტექნიკის ყიდვას როგორ მოვახერხებთ. - ალბათ, შენი თანატოლებისგან განსხვავდები. - ისინი უფრო ჩაცმაზე დარდობენ, ბიჭებზე საუბრობენ და ა.შ. თუმცა მე ბევრთან ვმეგობრობ. მათ არა აქვთ სხვა საზრუნავი, ამიტომ მათი ოცნებებისაც მესმის. - შენს ფეისბუკგვერდზე ფოტოები ვერ ვნახე, არ გიყვარს ფოტოების გადაღება? - კი, მაგრამ... ფოტოაპარატი არა გვაქვს, არც კომპიუტერი, ტელეფონიც არა მაქვს ისეთი, რომ ფოტოები გადავიღო. სხვები თუ გადამიღებენ, თორემ მე, აბა, როგორ მოვახერხებ. - ქრისტინე, ბევრი გოგონა შემოგნატრის, ალბათ, როგორც საქართველოს ნაკრების წევრს. - არ ვიცი. ამაზე არც ვლაპარაკობ. ისე, სოფელში თითქმის ყველამ იცის, ნაკრებში რომ ვარ და უხარიათ ჩემი წარმატება. მამაც სკოლა-ინტერნატში გაიზარდა, დედ-მამა არც ახსოვს. მერე იმავე სკოლა-ინტერნატის შენობაში დარჩა და აქ დაქორწინდა. სოფელში ამბობენ, ობლის კვერი უნდა გამოცხვესო. - აუცილებლად გამოცხვება და აუცილებლად გექნება დიდი სახლი საკუთარი ოთახით. - მანამდე სპორტში უნდა მივაღწიო წარმატებას და კარგი იურისტი დავდგე. მერე ვეცდები, ქველმოქმედებაც გავწიო. ერთხელ დაგვპირდნენ სახლს, მაგრამ წლობით პასუხს ტყუილად ველოდით. - ვინ დაგპირდათ? - წლების წინ პაატა ბურჭულაძის ფონდ "იავნანადან" ჩამოვიდნენ. წაგვიყვანეს, გვაჩვენეს სახლი და ეზო. გვკითხეს, თუ მოგწონთ, აქ ხომ დაეტევითო. დაგვპირდნენ, რომ ის იქნებოდა ჩვენი სახლი, მამას რაღაც საბუთები გააკეთებინეს, გადაგვიღეს ფოტოები სახლის ფონზე, წაიღეს ფოტოები და საბუთები. ვიღაც მომღერალი ქალი აფინანსებს სახლის საყიდელი ფულის ნახევარს და უნდა გადავუგზავნოთო და მას მერე აღარც გამოჩენილან. - მოგწონდა ის სახლი? - მე უფრო დიდი სახლი მინდა ჩემი და-ძმებისთვის. უფროსი ვარ და მათზე მინდა ვიზრუნო, მაგრამ ისიც კარგი სახლი იყო. ვუყურებდი ხოლმე და ვფიქრობდი, როგორ გავანაწილებდით ოთახებს. რაც მთავარია, მიწა ჰქონდა, მამა მოსავალსაც მოიყვანდა. ის სახლი უკვე გაიყიდა. - არა უშავს, შენი სახლი ჯერ არ გაყიდულა, შენ გელოდება. - ვიცი. სახლი კარგია, მაგრამ არც ისე მთავარია, ალბათ. უფრო ლოდინმა შეგვაწუხა - ბავშვებს გვეძახიან მატყუარებს და, მგონი, უფროსები უფრო მატყუარები ყოფილან, თორემ ჩვენ, ასე თუ ისე, ვიზრდებით, ერთმანეთს ვეხმარებით. მეც მიზანი გამიჩნდა და მისკენ მივდივარ. ახლა ჩემი დაც ავიყოლიე, ისიც დამყავს ჰოკეიზე, ისიც ვარჯიშობს ჩემთან ერთად ნებისმიერ ამინდში. არ ვფიქრობ, რომ ცუდად ვცხოვრობ. მერე რა, რომ ფოტოაპარატი და კომპიუტერი არა მაქვს, მე 5 და-ძმა მყავს და მსოფლიოში საუკეთესო მამა, რომელიც ობლად გაიზარდა, მაგრამ არ დაიკარგა, მრავალშვილიან ოჯახს უძღვება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4452864&name=15.05.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

13.05.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში კანონპროექტი მზადდება, რომლის მიხედვითაც, შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება. რომან კაკულიამ საკანონმდებლო რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც შრომის უსაფრთხოების დაცვას ეხება. -დღეისთვის ეს სფერო დარეგულირებულია “შრომის კოდექსის” 35-ე მუხლით, ასევე “წიაღის შესახებ” კანონითა და მთავრობის სპეციალური დადგენილებით, რომელიც ასეთი ტიპის შახტებში უსაფრთხოების ნორმებს ადგენს. “წიაღის შესახებ” კანონის მიხედვით, დამსაქმებელს გაწერილი ვალდებულება აქვს, რათა უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს, იმ პირთა წრე განსაზღვროს, რომელთაც კანონის შესაბამისი ქმედებები უნდა შეიმუშაონ და პერიოდულად, ამ წესებთან დაკავშირებით, საწარმოში მომუშავე ადამიანების ინსტრუქტაჟი და ინფორმირება გააკეთონ. ამ ყველაფერს გამოძიება შეისწავლის. წინასწარი მონაცემებით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც თვითმხელებისგან გვაქვს, ასეთი მოსაზრება იკვეთება, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ადგილზე. ცხადია, ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს,-აღნშნა კაკულიამ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4450381&name=13.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

13.05.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

აბსოლუტურად ყველა სახის მომსახურება გაძვირდა "ის დრო ბრუნდება, როდესაც ხალხი ექიმთან მისვლას ვეღარ ახერხებდა"

დედაქალაქში ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყველა მომსახურება გაძვირდა: სალონის მომსახურება, სასტუმროსა და ტურისტული სააგენტოს სერვისი. ასევე ფასმა მოიმატა სტომატოლოგიურ კლინიკებშიც. გაძვირება შესამჩნევია რესტორნებსა და ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრებშიც. მოსახლეობის უმეტესობა ამ ყველაფრის გამო უკმაყოფილოა. ყველაზე მეტად მომსახურების ღირებულებამ მოიმატა სალონებში. ამის მიზეზად ობიექტის მფლობელები გამკაცრებულ წესებს ასახელებენ. "ჩვენთან ბოლო 20 დღეა, გაძვირდა მომსახურება, რადგან სახელმწიფომ ახალი კანონები დააწესა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი წესრიგში რომ იყოს, იძულებული ვართ, ფასი გავზარდოთ. ამ ყველაფერს კლიენტების შემცირება მოჰყვა, ალბათ ხალხი მალე შეეჩვევა ახალ ფასებს და ისევ მოიმატებს შეკვეთების რაოდენობა", - განაცხადა ნინო შურღაიამ. დედაქალაქში ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხალხის შემოსავალი გაძვირებულ მომსახურებას ვეღარ სწვდება. "რამდენიმე კვირის წინ ჩემს უფროს შვილს გასართობ ცენტრში დაბადების დღე გადავუხადე. ახლა მეორე შვილს აქვს დღეობა და იმავე ცენტრში დავრეკე. ფასი უკვე გაზრდილია 50 ლარით. შეუძლებელია ასე გაგრძელება. ყოველდღე ძვირდება მომსახურება. ყველა რესტორანში მოიმატა საკვებზე ფასმა, ასევე მაღალია მომსახურების პროცენტიც", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სალომე გოგელია. ფასების ზრდა აშკარაა სტომატოლოგიურ კლინიკებშიც. პაციენტები ამბობენ, რომ ფასმა ყველა მიმართულებით მოიმატა. "20 ლარი გახდა კბილის ამოღება. ეს ხომ ელემენტარული პროცედურაა. უკვე სტომატოლოგთანაც ვეღარ მიხვალ. მესმის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს შევსება სჭირდება, მაგრამ ასეც არ შეიძლება. შემოსავალი უფრო ცოტა აქვს ხალხს, ვიდრე ხარჯი. ბავშვიც კი ვეღარ მიმყავს სტომატოლოგიურ კლინიკაში", - აღნიშნა "რეზონანსთან" თეა მერკვილაძემ. გაძვირდა სარემონტო სერვისი. ვისაც სახლში უფუჭდება ესა თუ ის ნივთი, აღარ შეუძლია ხელოსნის გამოძახება, რადგან ყველა კომპანიამ გააძვირა მომსახურება. "ჩემი მეუღლე ერთ-ერთ სარემონტო კომპანიაში მუშაობს. შეკვეთა თითქმის აღარ აქვს. აქამდე თუ კვირაში 5-ჯერ მიდიოდა გამოძახებაზე, ახლა შეიძლება ერთხელაც ვეღარ წავიდეს. მისმა კონპანიამ ფასი გაზარდა მომსახურებაზე და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია. ამ დროს ხალხს არ აქვს საშუალება, გაძვირებულ ცხოვრებას გაუმკლავდეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ნინო ამაშუკელი. "რეზონანსმა" რესტორნების მომსახურების მცირე კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ თითქმის ყველა პროდუქტზე ფასი გაზრდილია. რესტორნის მეპატრონეები ამბობენ, რომ მათ ფასდაკლების ვაუჩერები უდევთ საიტებზე, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია, უფრო დაბალ ფასში შეიძინოს მომსახურება. სხვა მხრივ სტანდარტული მენიუ გაძვირებულია. "კი, ნამდვილად მოიმატა ფასმა. მარტო ჩვენთან არ არის ასე, თითქმის ყველა რესტორანში მოიმატა ღირებულებამ. კლიენტებს ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ფასდაკლების ვაუჩერი შეიძინონ და შემდეგ შეძლონ იაფი მომსახურებით სარგებლობა. მომსახურება იმიტომ გაძვირდა, რომ პროდუქტის ფასმაც მოიმატა. გაუმჯობესდა პერსონალის მომსახურებაც, თითქმის აღარ არსებობს ისეთი რესტორანი, საიდანც კლიენტი უკმაყოფილო მიდის", - აღნიშნა რესტორნის მეპატრონე ვალერი ჯანაშიამ. ხალხი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს ფიტნეს დარბაზებში გაძვირებულ სერვისზეც. სააბონენტო გადასახადმა მოიმატა საცურაო აუზებზეც. "13 წელია, სპორტსმენი ვარ, 14 წლიდან ვვარჯიშობ. ჩემთვის წარმოუდგენელია ვარჯიშის გარეშე ცხოვრება. ამ დროს, ბოლო ორი თვეა, ვეღარ ვახერხებ დარბაზში მისვლას, რადგან 60-70 ლარით გაძვირდა მომსახურება. აქამდე ფასდაკლებით ვახერხებდი აბონემენტის შეძენას, ახლა ამ ტიპის ვაუჩერებიც გაძვირდა. სოლარიუმების ფასმაც დაიწყო ზრდა, ჯერჯერობით საგრძნობლად არ არის გაძვირებული, მაგრამ სეზონის მოახლოებასთან ერთად დაიწყება მატება", - აღნიშნა ნინო კოზანაშვილმა. სასტუმროებიც არ არის გამონაკლისი. თბილისში არსებულ ობიექტებს მხოლოდ უცხოელი ტურისტები თუ შესწვდებიან. საქართველოს მოქალაქეები თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მათი მომსახურებით ვერ ისარგებლებენ. "ჩვენთან ნამდვილად მოიმატა ფასმა, მხოლოდ უცხოელი ტურისტები გვაკითხავენ. ბოლო ერთი თვეა, იშვიათია, რომ ქართველმა დაჯავშნოს ნომერი, ალბათ სეზონის მატებასთან ერთად კიდევ გაიზრდება ფასი. საბოლოო ჯამში, ხალხი მაინც შეეჩვევა არსებულ ვითარებას", - განუცხადა "რეზონანსს" სასტუმროს მენეჯერმა ნინო ხუჭუამ. მომსახურება გაძვირდა სამედიცინო ცენტრებშიც. 20-30 ლარით მოიმატა ექიმთან ვიზიტის ღირებულებამ, გაზრდილია თითქმის ყველა დაგეგმილი ოპერაციის საფასური. "ყველა სამედიცინო ცენტრში მოიმატა ფასმა. უკვე შეუძლებელია ექიმთან ანალიზებზე მისვლა, რადგან პირველი ვიზიტიც კი გაძვირდა. თითქმის ყველა დაგეგმილი ოპერაციის ფასმაც მოიმატა. ის დრო ბრუნდება, როდესაც ხალხი ექიმთან მისვლას ვეღარ ახერხებდა", - განუცხადა "რეზონანსს" მარინა ქავთარაძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4450358&name=13.05.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

12.05.2017

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

როგორ ვცხოვრობთ ? მწარე რეალობა დაზღვეული დაუზღვევლები

საქმე ის არს, რომ საქართველოში სოკოებივით მომრავლებულ ამ პაჭაპუჭა კლინიკებში სათანადო სამედიცინო ტექნიკა არ გააჩნიათ და პაციენტებს საანალიზოდ უახლესი ტექნიკით აღჭურვილ "ავერსის" კლინიკაში ამისამართებენ. "ავერსი" და სხვა ბობოლა სამკურნალწამლო კომპანიები, რომლებსაც საკუთარი კლინიკები და საწარმოები აქვთ გახსნილი, სარგებლობენ "ჯანსაღი კონკურენციის" ამ უპირატესობით და გაჭირვებულ მოსახლეობას უღმერთოდ ატყავებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4448418&name=12.05.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

12.05.2017

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი...

მავანი ამბობენ, რომ ეკლესია კრძალავს აბორტს... ეკლესია არაფერს არ კრძალავს. მისი წმინდა ვალია ჩვენი ხალხის სულიერი აღზრდა. ქვეყანაში აკრძალვებისა და ნების დართვის პრეროგატივა განეკუთვნება პარლამენტსა და მთავრობას და არა ეკლესიას. მინდა, აქვე დადებითად შევაფასო საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და მისი თავმჯდომარის, ბ-ნ ა. ზოიძის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვეყნის საკონსტიტუციო ორგანო არ აპირებს აბორტის აკრძალვის საკიტხის განხილვას უახსლოეს ომავალში...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4448388&name=12.05.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

12.05.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი  

ქართველი სტუდენტების 7%-მა აბორტი14-15 წლის ასაკში გაიკეთა

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელმა, თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები წარმოადგინა. კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ გამოკითხული სტუდენტი გოგონების ნაწილმა ანონიმურად აღიარა ისიც, რომ მათ პირველი აბორტი 14-15 წლის ასაკში ჰქონდათ გაკეთებული. ჩიბურდანიძის თქმით, ეს ის არასასურველი რეალობაა, რომელსაც საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს და ინიციატივა სქესობრივი სწავლების შესახებ სწორად უნდა გაიგოს. მისი თქმით, სწავლება არ გულისხმობს აღნიშნული საკითხების შესახებ სახელმძღვანელოების დაბეჭდვას და ამ ფორმით სწავლას. დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელის თქმით, სწავლებას სასემინარო ფორმა ექნება და ეს სემინარები მაღალი კლასების მოსწავლეებთან ჩატარდება. „ ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა. აქ საუბარი არ არის სასკოლო სახელმძღვანელოებზე, აქ საუბარია სასემინარო სწავლებაზე. ამის სწავლება საჭიროა, რადგან ჩვენ დღეს სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენ გამოვკითხეთ პირველი, მეორე და მესამე კურსის 500 სტუდენტი საქართველოს ყველა რეგიონიდან და გვაქვს ფატალური შედეგები - გამოკითხულთა 87% -მა არ იცოდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ" , - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ. დღეს საქართველოში სქესობრივი ურთიერთობები ადრეულ ასაკში იწყება. გამოკითხულ სტუდენტებში 250 გოგონა იყო, მათმა უმეტესობამ აღიარა, რომ პირველი აბორტი გაკეთებული ჰქონდათ 14-15 წლის ასაკში. გამოკითხული ბიჭი სტუდენტების 6,2% აღიარა, რომ მათ მოგვიანებით აღმოაჩნდათ ინფექციები, ვერ გაუმხილეს მშობლებს. ზოგი მათგანი დამოუკიდებლად დადიოდა ექიმთან, ზოგმა კი ვიღაცისგან ნასწავლი მედიკამენტებით დაიწყო მკურნალობა და მიიღეს უფრო ცუდი შედეგები. „ადრე 25 წლამდე ასაკში არ შეინიშნებოდა უშვილობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, რაც დღეს არის. უშვილობის მაჩვენებელი ძალიან არის გაზრდილი. ამის მიზეზია ადრეული სქესობრივი ურთიერთობები, დაუცველი ურთიერთობა და ინფექციები, რომელიც ამის შედეგად გადადის და შემდგომში იწვევს უშვილობას, ასევე, პირველადი აბორტები ადრეულ ასაკში, არაჯანსაღი კვება და დაბინძურებული გარემო", - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4448285&name=12.05.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

12.05.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

ინტერვიუ მეშახტესთან: "შეიძლება ერთმა არასწორმა მოძრაობამ დაგვასახიჩროს ან მთლად დაგვღუპოს"

ამ კვირაში ტყიბულის შახტში 4 ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა. მათი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით თბილისსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები მოეწყო. "რეზონანსს" ტყიბულის შახტში არსებულ მდგომარეობაზე მეშახტეები ესაუბრნენ: "მე ერთი კვირაა, რაც შახტს თავი დავანებე. ნამდვილად არავის ვურჩევ იქ ჩასვლას. ძალიან რთული ფიზიკური სამუშაოა. იანვარში რემონტი იყო, თუმცა ბევრი რამ, რაც უნდა გაკეთებულიყო, არ გაკეთდა. სწორედ ეს მოუწესრიგებელი გარემო ქმნის საფრთხეს. შენს თავს თუ დაუშავებ რამეს, თორემ სხვა რამეს ვერ გააფუჭებ. დიდი ყურადღებაა საჭირო, სისწრაფე ღუპავს მეშახტეებს. "მე ნახშირით სავსე ვაგონების დაცლა მევალებოდა. ვაგონების გახსნის დროს სიფრთხილეა საჭირო. თუ ბედი არ გაქვს, შეიძლება შიგნით მოყვე. 440 ლარად სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება არ მიღირდა და წამოვედი. ამ პოზიციაზე, მინიმუმ, 600 ლარი მაინც უნდა იყოს ხელფასი", - უთხრა "რეზონანსს" 22 წლის გიორგი ჯანელიძემ. 46 წლის როინ ბუცხრიკიძე კი მე-7 წელია, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მუშაობს. იგი იქ 90-იან წლებშიც მუშაობდა და ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მეშახტეთა ინტერესებს კომუნისტები უფრო იცავდნენ, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. როინ ბუცხრიკიძე: ტყიბულელთა ოჯახებში ძირითადი შემომტანები მეშახტეები არიან. ამ ოთხ ახალგაზრდას მცირეწლოვანი ბავშვები დარჩა. ერთ-ერთის მეუღლე ბაღში მუშაობს, მაგრამ მისი შემოსავალი ძალიან მცირეა, იმ თანხით ოჯახის რჩენა შეუძლებელია. სახელმწიფომ პანაშვიდი გადაუხადა და გარდაცვლილთა ოჯახებს ერთჯერადადაც დაეხმარა, მაგრამ მეშახტეთა ოჯახებს სისტემატურად არავინ ეხმარება. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა შახტში მუშა იღუპება. ადრეც იყო მსგავსი შემთხვევები და, სამწუხაროდ, არაერთი გარდაცვლილი მეშახტის ქვრივი, მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი მშობელია უპატრონოდ დარჩენილი. "რეზონანსი": რა ძირითადი საფრთხეების წინაშე დგახართ? რ.ბ.: ჩვენი თითოეული ნაბიჯი საფრთხილოა. შეიძლება ერთმა არასწორმა მოძრაობამ დაგვასახიჩროს ან მთლად დაგვღუპოს. ამ ოთხ გარდაცვლილს ბაგირი უნდა შეეცვალა. რაზეც იდგნენ, ის მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, ძირს ჩავარდა და ეს ახალგაზრდებიც ჩაიტანა. არაერთი აკრძალვა გვაქვს. მაგალითად, არ შეიძლება სიგარეტისა და ასანთის შეტანა. ამაზე სპეციალურად გვამოწმებენ. "რ": გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეშახტეებს კარს გარედან უკეტავენ. ახლა რა მდგომარეობაა ამ მხრივ? რ.ბ.: გასული წლის გაფიცვებმა შედეგი გამოიღო. უკვე წელიწადზე მეტია, კარს აღარ კეტავენ. ახლა იმ ადგილას კარიც აღარაა. "რ": ხელისუფლება რამდენად იცავს თვენს ინტერესებს, რისი გაკეთება შეუძლია მას? რ.ბ.: 90-იან წლებში მე ძველ შახტშიც ვმუშაობდი. მაშინდელ პირობებთან ახლანდელს ვერც შევადარებ. მაშინ გვინაზღაურდებოდა ღამის სამუშაო საათები, გზის ფული, გვერიცხებოდა პრემიები, მუშაობდა შახტის სასადილოები, უზრუნველყოფილი ვიყავით უფასო საკვებით. დღეს მსგავსი შეღავათებით არ ვსარგებლობთ. ხშირად სახელმწიფოს ჩვენს მოთხოვნებზე არანაირი რეაგირება არ აქვს. "რ": რამდენია მეშახტის ანაზღაურება? რ..ბ: 4 დღე ვმუშაობთ და 2 დღე ვისვენებთ. დღეში, საშუალოდ, 70 ლარი ირიცხება, თუმცა საშემოსავლო 20%-ს ქვითავს. თუ თვეში გამოვიმუშავეთ 1000 ლარი, ხელზე 800 ლარს ავიღებთ. ხელფასი ყველას განსხვავებული აქვს, გააჩნია, რა ევალება. მე წმენდითი სანგრების წამყვანი მუშა ვარ. საშუალოდ 800-1000 ლარი მაქვს ხელფასი, თუმცა იმ საფრთხეებთან შედარებით, რომელთა წინაშეც ყოველდღე ვდგავარ, ეს არასაკმარისია. ყველაზე მეტი წინა წელს ავიღე - 1175 ლარი. შახტაში ყველაზე შრომატევადი და სარისკო იმ ადგილზე მუშაობაა, საიდანც ნახშირს იღებენ. შესაბამისად, იქ მუშებს ყველზე მეტი ერიცხებათ - 1200 ლარამდე. "რ": რას სთხოვთ სახელმწიფოს? რ.ბ.: ხელფასის მომატებას და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. წინა აქციების შემდეგ ანაზღაურება გაზარდეს, მაგრამ დიდად არაფერი შეცვლილა. ეს თანხა ჩვენი შრომის რეალური საფასური არაა. გეტყვით იმასაც, რომ მეშახტეს მხოლოდ ასაკის პენსია ენიშნება. ჩვენ ყოფილი მეშახტეებისთვის შეღავათების მოთხოვნით არაერთხელ მივმართეთ სახელმწიფოს, თუმცა მათი მხრიდან დღემდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4448205&name=12.05.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---