| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | RE: mediamonitoringi-15.05.2018 |
| Cc : | Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; Mikheil Dundua; Maia Tabagari |
| Received On : | 15.05.2018 13:25 |
ამჟამად არავინ არ გარდაცვლილა დაკბენისგან. ნიუსშიც წერია, რომ „როგორც იხსენებენ“, ანუ ეს დიდი ალბათობით ასოცირდება 2011 წლის ბავშვის შემთხვევასთან,
მაგრამ არა იმ სოფლის, რომელიც ნიუსშია მოხსენებული (კასრისწყალი) არამედ სხვა (სოფელი ქედა).
მოგეხსენებათ სოფელი კასრისწყალი ერთ-ერთი ყველაზე მოშორებული და სამწუხაროდ ნაკლებად ყურადღებამიქცეული სოფელია, ეკუთვნის ახმეტის რაიონს, მაგრამ უფრო
ახლოა ტერიტორიულად დედოფლისყაროსთან.
შარშან იქ ჩვენი ბრიგადა იყო და ჰეპატიტის სკრინინგი ჩაატარა.
პატივისცემით
ამირანი
From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, May 15, 2018 4:51 PM
To: Amiran Gamkrelidze
Cc: Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; Mikheil Dundua; Maia Tabagari
Subject: Re: mediamonitoringi-15.05.2018
ანუ
ეს
ინფო (რომ
დაკბენისგან გარდაიცვალა)
არ
შეესაბამება სინამდვილეს?
Sent from my iPhone
On May 15, 2018, at 15:19, Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> wrote:
ბატონო დავით,
13-05-2018 18:33, რუსთავი 2-ის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. კასრისწყალის ამბულატორიაში გველის ნაკბენის საწინააღმდეგო შრატის არქონასა და ადგილობრივთა მიერ გახსენებულ შემთხვევას გველის დაკბენის შედეგად ადამიანის გარდაცვალებას, გაცნობებთ რომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძენილია სტრატეგიული მნიშვნელობის გველის შხამის საწინააღმდეგო შრატი განთავსებულია ყველა რაიონულ ცენტრში. ამბულატორულ დონეზე ამგვარი მარაგები არ ინახება. ამასთან, გველის შხამის საწინააღმდეგო შრატის მარაგების განახლება რაიონულ დონეზე წარმოებს ხარჯვისა და პრეპარატის ვადის შესაბამისად. ამჟამად ქვეყანაში გველის საწინააღმდეეგო შრატის დეფიციტი არ არის.
რაც შეეხება ლეტალურად დასრულებულ შემთხვევას, ბოლოს, ამგვარი ფაქტი საქართველოში, დაფიქსირდა დედოფლისწაროს რაიონში 2011 წლის 25 მაისს. 3 წლის, ვაჟი, მცხოვრები საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, იმჟამად ცხოვრობდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქედის მიმდებარე ფერმაში.
პატივისცემით,
ამირანი
From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, May 15, 2018 12:35 PM
To: Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; Mikheil Dundua; Amiran Gamkrelidze; Maia Tabagari
Subject: FW: mediamonitoringi-15.05.2018
მოგესალმებით კოლეგებო
თუ შეიძლება გთხოვოთ, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში მოიკვლიოთ გველის დაკბენით გარდაცვალების შემთხვევა-
პატივისცემით
დ.სერგეენკო
From: Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
Date: Tuesday, May 15, 2018 12:09 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Cc: Mikheil Dundua <mdundua@moh.gov.ge>, Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>, Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>, Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>, "a.gamkrelidze@ncdc.ge" <a.gamkrelidze@ncdc.ge>, "gtvalavadze@moh.gov.ge" <gtvalavadze@moh.gov.ge>, Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>, "dtorua@moh.gov.ge" <dtorua@moh.gov.ge>, "maiatabagari@gmail.com" <maiatabagari@gmail.com>, Maia Tabagari <mtabagari@moh.gov.ge>, Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>, Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>, Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>, "Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge" <Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge>, "atalakvadze@moh.gov.ge" <atalakvadze@moh.gov.ge>, "azoidze@parliament.ge" <azoidze@parliament.ge>, "k.zoidze@gmail.com" <k.zoidze@gmail.com>, "d.khundadze@yahoo.com" <d.khundadze@yahoo.com>, "ikhasaia@parliament.ge" <ikhasaia@parliament.ge>, "kmchedlishvili@parliament.ge" <kmchedlishvili@parliament.ge>, "ketevandolidze@hotmail.com" <ketevandolidze@hotmail.com>, "mtsereteli@ssa.gov.ge" <mtsereteli@ssa.gov.ge>, "worknettbilisi1@gmail.com" <worknettbilisi1@gmail.com>, "m.songulashvili@rambler.ru" <m.songulashvili@rambler.ru>, Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>, Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>, Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>, "lugulava@moh.gov.ge" <lugulava@moh.gov.ge>, "karchvadze@ssa.gov.ge" <karchvadze@ssa.gov.ge>, Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>, Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>, Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>, Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>, "nchanadiri@ssa.gov.ge" <nchanadiri@ssa.gov.ge>, "tpirvelashvili@moh.gov.ge" <tpirvelashvili@moh.gov.ge>, "lgalumashvili@ssa.gov.ge" <lgalumashvili@ssa.gov.ge>, "lashanikola@gmail.com" <lashanikola@gmail.com>, "keti.cosmo@gmail.com" <keti.cosmo@gmail.com>, Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>, Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>, "mjhvania@moh.gov.ge" <mjhvania@moh.gov.ge>, Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>, "nmangaladze@parliament.ge" <nmangaladze@parliament.ge>, "ksongulashvili@ssa.gov.ge" <ksongulashvili@ssa.gov.ge>, "ninomamukashvili@gmail.com" <ninomamukashvili@gmail.com>, "tako.sarishvili@gmail.com" <tako.sarishvili@gmail.com>, "a.tsiqarishvili@gmail.com" <a.tsiqarishvili@gmail.com>, "kotrikadzemagda@gmail.com" <kotrikadzemagda@gmail.com>, "makokhachidze@yahoo.com" <makokhachidze@yahoo.com>
Subject: mediamonitoringi-15.05.2018
Resent-From: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
მედიამონიტორინგი 15.05.2018
ტელევიზია
15.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
411 დაღუპული და 716 დაშავებული სამუშაო ადგილებზე. ეს ბოლო 9 წლის სტატისტიკაა. შრომა და სამუშაო ადგილი დღეს ნამდვილად არის ქცეული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უდიდესი რისკის შემცველ ფრონტად. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს შრომითი უფლებების გაძლიერებას, რაც გულისხმობს შრომის კანონის დახვეწას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5286722
---
14.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 1 წელში 6,2 %-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რაოდენობა 26 427 ადამიანით გაიზარდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5286658
---
14.05.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: -მთავარი 15:00
დღეს და ხვალ აჭარის საზოგადოებირივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სატრენინგო აქცია მიმდინარეობს. 2017 წელს ჰიპერტენზიის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ანალოგიური აქცია მსოფლიო მასშტაბით, სახელწოდებით - "მაისი გაზომვების თვე" ტარდება. აქცია წნევის გაზომვასთან ერთად ელექტრო კარდიოგრაფიული კვლევა, სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის განსაზღვრასა და ექიმის კონსულტაციას მოიცავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5285572
---
14.05.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ნარკოპოლიტიკის სადავო რეფორმის გარშემო პოზიციების შესაჯერებლად მმართველი გუნდის ლიდერებს ორი კვირა აქვთ. სწორედ ამ ვადაში აანონსებს პარლამენტის თავმჯდომარე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის წარდგენას, რეფორმის მიღების თარიღად კი ივნისის ბოლოა დასახელებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5286587
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5286493
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5285809
---
13.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი
კახეთში, სოფელ კასრისწყალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის პარალელურად, ქვეწარმავლებს ებრძვიან. სოფლის ამბულატორიაში შესაბამისი ვაქცინა არ მოიპოვება. სოფელში იხსენებენ, რომ ქვეწარმავლის მიერ დაკბენილი ადამიანი მუნიციპალურ საავადმყოფოში ჩაყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
http://rustavi2.ge/ka/news/103889
---
ინტერნეტი
15.05.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/saqstati-sapensio-da-socialur-paketebs-qveyanashi-900-atasamde-adamiani-ighebs/
საქსტატი - საპენსიო და სოციალურ პაკეტებს ქვეყანაში 900 ათასამდე ადამიანი იღებს
2017 წლის მონაცემებით, საქართველოში საპენსიო და სოციალური პაკეტების მიმღებთა რაოდენობა 898 113-ს შეადგენს. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.აღნიშნული პაკეტების მიმღებთა შორის 732 067 ასაკით პენსიონერია, სოციალურ პაკეტს კი 166 046 მოქალაქე იღებს. მათგან 125 064 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, 23 642 მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი, 343 პოლიტრეპრესირებული, 9 885 სახელმწიფო
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/ekonomika/61596/saqartveloshi-pensiasa-da-sotsialur-paketebs-898-113-adamiani-igebs
---
14.05.2018
მედიასაშუალება: http://bfm.ge/bolo-2-welshi-metadonis-programit-mosargebleta-raodenoba-2-jer-gaizarda/
ბოლო 2 წელში “მეტადონის პროგრამით” მოსარგებლეთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა
ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ხარჯებმა 2017 წელს 5 207 800 ლარი შეადგინა ბოლო 2 წელში, “მეტადონის პროგრამით” მოსარგებლეთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 2015-დან 2017 წლამდე ორჯერ გაიზარდა “მეტადონის პროგრამით” მოსარგებლეთა რიცხვი, ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ხარჯებმა მხოლოდ 23%-ით მოიმატა. 2015 წელს “მეტადონის პროგრამით” 3646 ადამიანი სარგებლობდა. 2016 წელს 4549, ხოლო 2017 წელს კი 6447. ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ხარჯებიც წლიდან წლამდე იზრდება. ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ხარჯებმა 2015 წელს 4 243 800 ლარი შეადგინა, 2016 წელს 4 782 900 ლარი, ხოლო 2017 წელს 5 207 800 ლარი იყო. მართალია, 2017 წელს პაციენტთა რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა 2015 წელთან შედარებით, თუმცა ბიუჯეტის ფაქტიურმა დანახარჯმა მხოლოდ 900,000 ლარით ზრდა აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაცვლებითი თერაპიით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდის პარალელურად გაიზარდა მკურნალობის ბიუჯეტიც, სახელმწიფომ ამ თანხის სრულად ათვისება ვერ შეძლო.
---
14.05.2018
მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/turketshi-rom-gadadikhar-shegidzlia-tu-ara-autsileblad-unda-imushavo-skolis-mostsavle
“თურქეთში რომ გადადიხარ, შეგიძლია თუ არა, აუცილებლად უნდა იმუშავო“ _ სკოლის მოსწავლე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკირალში მცხოვრები არასრუწლოვანი გიორგი (სახელი რესპოდენტის თხოვნით შეცვლილია) საჯარო სკოლაში აღარ დადის. ის სეზონურად სამუშაოდ თურქეთში გადადის და ოჯახს ფინანსურად ეხმარება. გიორგი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ სწავლის სურვილი ახლაც აქვს, მაგრამ სწავლა მუშაობას ვერ შეუთავსა. “სეზონურად თურქეთში დავდივარ სამუშაოდ. სხვა გამოსავალი არ მაქვს. ჩემი წასვლით და მუშაობით ვარჩენ ოჯახს. ოჯახში ოთხნი ვცხოვრობთ. რამდენიმე დღის წინ დედაჩემს ოპერაცია გაუკეთდა, რაც 15 ათასი ლარი დაჯდა (გიორგის დედას ოპერაციის გაკეთებაში სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობა დაეხმარა, ავტ.). ძალიან ცუდად არის. წამლების ფული ხომ უნდა და ამიტომ გადავწყვიტე წასვლა, მამაჩემსაც არ შეუძლია. ოჯახში მძიმე სოციალური პირობების გამო, მეცხრე კლასიდან გამოვედი. სწავლა კი მინდა, მაგრამ მუშაობა და სწავლა ვერ შევუთავსე ერთმანეთს. ძალიან მძიმე სამუშაო გრაფიკია. თურქეთში რომ გადადიხარ, შეგიძლია თუ არა აუცილებლად უნდა იმუშაო. ერთხელ ვიყავი უკვე გადასული და ჩამოვედი. შეუძლოდ გავხდი და ახლა ვმკურნალობ. ცოტა ხანში ისევ უნდა წავიდე“, _ გვითხრა გიორგიმ. “გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით დაბა ნასაკირალის სკოლის დირექტორს, ზაზა ცეცხლაძეს დაუკავშირდა. სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში რამდენიმე დღეა არ გამოცხადებულა 2 მეთორმეტე კლასელი, კლასის ხელმძღვანელი იყო მათთან ოჯახში, თუმცა ოჯახის წევრები არ ადასტურებენ, რომ მოსწავლეები სამუშაოდ თურქეთში არიან წასული. _ ბატონო ზაზა, თქვენი სკოლის მოსწავლეები რომ თურქეთში დადიან სამუშაოდ ამის შესახებ ინფორმირებული ხართ... _ კი, შემდეგ აღიარებენ. საუბრობენ მეგობრებთან. ჩვენთან ამის შესახებ არაფერს ამბობენ. შეშინებულები არიან, რომ ინფორმაცია სოციალურ სამსახურამდე არ მივიდეს. _ როგორც სკოლის დირექტორი, რას აკეთებთ იმ დროს, როცა სწავლის პროცესში მოსწავლეები სკოლაში არ ცხადდებიან? _ მშობელთან გვაქვს კომუნიკაცია. ვისზეც გვაქვს ეჭვი, რომ სამუშაოდ დადიან, უკვე ისინი 18 წლის არიან. ჩვენ ვერ ვადასტურებთ ამ ბავშვების გადასვლას მეზობელ ქვეყანაში. _ ბავშვები სოციალურ ფონს ასახელებენ, რის გამოც იძულებულნი არიან სამუშაოდ წავიდნენ... _ არის ისეთი ოჯახები, რომლებშიც მძიმე სოციალური ფონია, მაგრამ არიან ისეთი ოჯახებიც, რომ არ უჭირთ, მაგრამ თვითონ ბავშვი ცდილობს თავისი შრომით მოიპოვოს თანხები და შემდეგ მანქანას ყიდულობს, საუკეთესო ტექნიკას, ტანსაცმელს… _ როგორც გვითხრეს, რამდენიმე ბავშვი იმის გამო გავიდა მეცხრე კლასიდან, რომ ისინი შრომას და სწავლას ერთდროულად ვერ ახერხებდნენ. _ არ ვიცი, მაგის გამო ვინმე გასულიყო სკოლიდან, ნასაკირალში ასეთი ფონი ნამდვილად არ არის, _ გვითხრა ზაზა ცეცხლაძემ. დაბა ნასაკირალის დეპუტატი ბესო ქათამაძე ამბობს, რომ ყველაფერზე ქვეყანაში შექმნილი დაბალი ეკონომიკური ფონი მოქმედებს. „პირველ რიგში, ქვეყანაში სოციალური ფონი არის მძიმე და აქედან გამომდინარე, ხდება ბავშვების გადინება თურქეთში სამუშაოდ. ეს არ არის მხოლოდ ნასაკირალის პრობლემა _ მსგავსი სიტუციაა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში. ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა, ეს იყო წინა ხელისუფლების დროსაც, მაგრამ დღეს უფრო დაამძიმა ეს ყველაფერი სოციალურმა ფონმა, უფრო მეტი ახალგაზრდა და სკოლის მოსწავლე გადის მძიმე სამუშაოდ. გადიან ახალგაზრდები, რომ სწავლის საფასური გადაიხადონ. ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, პროგრამა არ არსებობს არანაირი, რომ ამ ბავშვებთან მიმართებაში რაიმე ნაბიჯები გადადგას. ნახონ ის ბავშვები, რომელიც სამუშაოდ დადიან, რა მდგომარეობაში არიან. ხერხემლის პრობლემები აწუხებთ. თანხა, რომელსაც გამოიმუშავებენ, ნახევარი მკურნალობის დროს ეხარჯებათ. “ქართული ოცნების“ დეპუტატი მარი ჩხიკვიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს: “მიგრაცია სამწუხარო რეალობაა. სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დგამს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს გადინება და მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში დასაქმდნენ. მოგეხსენებათ, ხორციელდება სხვადასხვა პროექტები. მათ შორისაა „აწარმოე საქართველოში“, სტარტაფების დაფინანსება. საგადასახო კოდექსშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. სწორედ ამ მიმართულების განვითარება, ასეთი ქმედითი ამოცანების გახორციელება შეუწყობს ხელს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი მიიჩნევს, რომ სკოლა ყველაფერს აკეთებს, რომ სოციალურ სამსახურს დროულად მიაწოდონ ინფორმაცია თუ სკოლის მოსწავლე სასწავლო პროცესის დროს ქვეყნის გარეთ გადადის: _ როცა მოსწავლე, არასრუწლოვანი საზღვარს ლახავს, უპირველესად მას ჭირდება მშობლის ნებართვა და ეს ბავშვები გადადიან მშობლის ნებართვით. რაც შეეხება სკოლის ჩართულობას, გეტყვით: მოსწავლე, როდესაც გადადის თურქეთში სამუშაოდ, არც ის და არც მისი მშობელი არ აკეთებს ამაზე განაცხადს, რა მიზეზით არ დადის ბავშვი სკოლაში. როდესაც ბავშვი არ გამოჩნდება სკოლაში, დამრიგებელი მიდის მასთან სახლში და ცდილობს, დააზუსტოს რა ხდება. მშობელი, უმეტესად, მალავს მიზეზს, არ ამბობს სიმართლეს. თუ სკოლა დაადასტურებს, რომ მოსწავლის გაცდენის მიზეზი იყოს მისი საზღვრის გადაკვეთა და მითუმეტეს, მისი სამუშაოდ გაყვანა, ამ შემთხევაში სკოლა ატყობინებს სოციალურ სამსახურს. მაგალითად, ერთ-ერთ სოფელში მშობელმა განაცხადა, ბავშვები სკოლაში არ დადიან, რადგან ისინი გადაყვანილი ჰყავთ თურქეთში და მიაწოდა ინფორმაცია შესაბამის უწყებას, _ თქვა ლელა იმედაშვილმა. ამ ინფორმაციას ადასტურებს სკოლის დირექტორიც. “ჩვენს სოფელში ასეთი შემთხვევები იშვიათია. იყო ახლახან შემთხვევა, როდესაც მშობლებმა ვერსად დატოვეს შვილი და თან გადაიყვანეს თურქეთში. თავად მშობელმა ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს. ერთმა ოჯახიდან, როგორც ვიცით, მშობლები გადავიდნენ თურქეთში და ბავშვი ახლო ნათესავთან დატოვეს“. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტს ამ მიმართულებით უკვე დაწყებული აქვს მიზანმიმართული მუშაობა. “სწორედ მაშინ, როცა აქტიურდება საზღვრისპირა ქვეყნებში არასრულწლოვნების, კანონით აკრძალული, ეგრეთ წოდებული, „მავნე შრომა“, საგანმანათლებლო უწყებებში პროაქტიულად ჩატარდა შეხვედრები გურიასა და აჭარის რეგიონში. ვიმედოვნებთ, რომ საინფორმაციო კამპანიას დადებითი შედეგი ექნება. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქეთის მთავრობასთან, რომ აქტიური თანამშრომლობით შევძლოთ პრობლემის მოგვარება და აღმოფხვრა. თავად თურქეთის მთავრობას გააჩნია მკაცრი რეგულაციები ამ კუთხით და იმედს გამოვთქვამთმ რომ ჩვენს მიმართვას მათი მხრიდან სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოჰყვება“, _ გვითხრა ელზა ჯგერენაიამ. აჭარისა და გურიის რეგიონებიდან თურქეთში არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის პრაქტიკის შესწავლა _ ამ საკითხზე კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ 2015 წელს ჩაატარა და სამომავლოდ კიდევ აპირებენ ახალი კვლევის ჩატარებას. კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილებას არასრულწლოვნები პირველად, ძირითადად, 15-17 წლის ასაკში იღებენ (86% შემთხვევაში). პირველი ვიზიტისას ისინი საზღვარს, როგორც წესი, მშობელთან, ან ოჯახის სხვა წევრთან ერთად კვეთენ, თუმცა, მომდევნო ვიზიტებისას მშობელთან ერთად საზღვრის გადაკვეთის პროცენტული წილი თანდათან იკლებს და პირველ ვიზიტთან შედარებით, მესამე ვიზიტისას მშობლის თანხლება 20%-ით, მეხუთე ვიზიტისას კი – 40%-ით მცირდება. საზღვრის გადაკვეთისას არასრულწლოვნებს შემთხვევათა 15% არ აქვთ მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (საზღვრის გადაკვეთის შესახებ), რაც მათ ყოფნას თურქეთის ტერიტორიაზე თავიდანვე არალეგალურს ხდის. არასრულწლოვნების დროებითი შრომითი მიგრაციის ძირითადი ადგილი თურქეთის შავიზღვისპირა ქალაქებია – ორდუ და რიზე, რომლებიც საქართველოს საზღვართან მეტ–ნაკლებად ახლოსაა. ისინი ამ ქალაქებში, როგორც წესი, მიკროავტობუსით ან ავტობუსით მიემგზავრებიან. არასრულწლოვნების სამუშაო ვადა უფრო ხშირად 3-4 კვირაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თითოეული ვიზიტის შემდეგ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა რჩება სამუშაოდ უფრო მეტი დროის განმავლობაში. მიგრაციის ძირითადი პერიოდი ზაფხულია, კერძოდ, აგვისტო, რომელზეც თურქეთში გამგზავრების საშუალოდ ნახევარზე მეტი შემთხვევა (53%) მოდის. თურქეთში სამუშაოდ მოსიარულე არასრულწლოვნებიდან 76.7% სკოლაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია (არ არის დარეგისტრირებული 17% და სკოლის ასაკის აღარ არის 5.8%). მათში სკოლის რეგულარული გაცდენის ტენდენცია არ იკვეთება, რადგან 65% გაკვეთილებს თითქმის არ აცდენს. სასწავლო პროცესში ნაკლებად ჩართული არასრულწლოვნების თითქმის ნახევარი (47%) სკოლაში რეგულარულად სიარულს ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ოჯახის სამეურნეო საქმეებშია ჩართული. ასევე აღსანიშნავია, რომ 14.5%-ს სწავლის მიმართ ინტერესი აქვს დაკარგული. როგორც უკვე აღინიშნა, არასრულწლოვნების უმრავლესობა თურქეთში ზაფხულში, სეზონურ სამუშაოზე მიდის, მაგრამ მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ პირველიდან მეხუთემდე თითოეული ვიზიტის შემდეგ შრომითი მიგრაცია სულ უფრო ხშირად ხდება სკოლის გაცდენის ხარჯზე. ეს ტენდენცია იკვეთება თითოეულ ვიზიტზე და თუ პირველსა და ბოლო ვიზიტებს შევადარებთ, სასკოლო არდადეგების ხარჯზე თურქეთში გამგზავრების პროცენტული წილი 24.5%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში, რესპონდენტებმა არ იცოდნენ, რა რეაქცია ჰქონდათ სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს, ისევე როგორც ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს მათ მიერ სკოლის გაცდენაზე სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ვარაუდს, რომ არასრულწლოვნებსა და ამ ინსტიტუტებს შორის საკითხზე კომუნიკაცია სუსტია. ფოკუს-ჯგუფის მონაწილე ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც ამ საკითხისადმი ყურადღების მიქცევა ევალებათ, არ ხარჯავენ ამისათვის საკმარის რესურსს - არ ხდება სოციალური აგენტების ან სოფლის რწმუნებულების მხრიდან თურქეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდის საქმიანობით დაინტერესება, არ ხდება საზღვარზე მათი მიმოსვლის ვადების სათანადო კონტროლი და სკოლის წარმომადგენლები არ რეაგირებენ ასეთ დროს გაცდენებზე. თურქეთში სამუშაოდ წასვლის გამოცდილების მქონე არასრულწლოვნების ოჯახების 78% 4-6 წევრისგან შედგება. მათი ყოველთვიური შემოსავალი 300-იდან 500 ლარამდეა. ამ ოჯახების 37.6%-ს შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალია. შემოსავლის ძირითადი წყარო ხელფასები და პენსიაა. 8.8%-ის შემთხვევაში კი, ოჯახს სწორედ ის არასრულწლოვნები ინახავენ, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ პერიოდულად მიემგზავრებიან. რაც შეეხება საკუთარი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის სუბიექტურ შეფასებას, არასრულწლოვნების თითქმის 26% საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს ცუდად, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავალი მათ მხოლოდ კვებაზე ყოფნით. 60%-თვის შემოსავალი საშუალოა - შემოსავალი კვებასა და ჩაცმას უზრუნველყოფს, მაგრამ ძვირადღირებული საქონლის შესაძენად ფულის დაგროვებას ვერ ახერხებენ. 4%-თვის ოჯახის შემოსავალი საშუალოზე მაღალია, თითქმის 10%-ს კი პასუხის გაცემა უჭირს. რესპონდენტთა 78%-ს ოჯახში ჰყავს მოსწავლე (37%-ს ერთზე მეტი), 77%-ის ოჯახში არის დიასახლისი, ხოლო ყოველი მეორე გამოკითხულის ოჯახის წევრებიდან ერთი მაინც უმუშევარია (30% შემთხვევაში 1, ხოლო 20% შემთხვევაში - 2 და მეტი). “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ სოციალური კომპონენტის მენეჯერი სალომე ჭიჭინაძე ამბობს, რომ 2015 წლის შემდეგ არ ჩატარებულა კვლევა მოცემული პრაქტიკის მასშტაბის გაზრდის ან შემცირების განსაზღვრის მიზნით. თუმცა, ორგანიზაციის მიერ გურიის რეგიონში წარმოებული საქმიანობების ფარგლებში წარმოებული სამუშაო შეხვედრების, ტრენინგებისა, თუ დისკუსიებში იკვეთება, რომ არასრუწლოვანთა შრომითი მიგრაციის პრაქტიკა კვლავ აქტუალურია გურიის რეგიონისთვის. ჩვენს კითხვაზე _ ვინ უნდა იყოს საქმეში ჩართული, რომ არასრულწლოვანები არ გადადიოდნენ მეზობელ ქვეყანაში არალეგალურად სამუშაო? - სალომე ჭიჭინაძე პასუხობს: “უმთავრესი როლი და ფუნქცია, თავისთავად ბიოლოგიურ მშობლებს, ოჯახს აკისრია, რომელიც კვლევის დგინდება, რომ არ ზღუდავს და არ უქმნის წინააღმდეგობას შვილებს ჩაერთონ მძიმე შრომითი პირობებში თურქეთის რესპუბლიკაში. ხოლო თუ მშობელი/ოჯახი თავად წაახალისებს მოცემული პრაქტიკისთვის არასრულწლოვნებს, მაშინ უნდა ჩაერთონ სახელმწიფო ინსტიტუტები: გამგებლის წარმომადგენელი ადგილზე - სოფლის რწმუნებულებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, თუ არასრულწლოვნებს არ აქვთ სათანადო დოკუმენტები საზღვრის კვეთისას, ასევე საზოგადოებრივ ინსტიტუტებს: პატარა თემი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ადგილზე მცხოვრები ოჯახების რეალობა და მდგომარეობა. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მოცემულ პრობლემა, აღიაროს და დაიწყოს მუშაობა აღნიშნული მიმართულებით, კერძოდ, გააძლიეროს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებათა ქსელი რეგიონში და კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში. ასევე, გაძლიერდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა როლი და ფუნქცია მოზარდთა აკადემიური განათლების მიმართ მოტივაციის გაზრდაში. ასევე ადგილზე შეიქმნას მოზარდთა არაფორმალური განათლების, თუნდაც პროფესიული ინტერესების განვითარების კერები. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა კვლევის შედეგებით დაინტერესდა თუ არა შესაბამისი უწყებები. “კვლევა დაეგზავნა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, ასევე სფეროში ჩართულ დაინტერესებულ ორგანიზაციებს. სახელმწიფო სტრუქტურებს ვთავაზობდით სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც იმუშავებდა სამართლებრივ რეგულაციების შექმნაზე, ასევე არსებული მექანიზმების დახვეწაზე. თუმცა ამ დრომდე, სახელმწიფო სტრუქტურებისგან გამოხმაურება ორგანიზაციას არ მიუღია. კვლევის განხორციელებამ შედეგად მოგვიტანა, რომ მოხდა მოცემული პრობლემის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დაიწყე მოსწავლეთა დასწრების ზუსტი აღრიცხვა, თუმცა, მსგავს პრაქტიკაზე ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში რეაგირების მიმართულებით მდგომარეობა უცვლელია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოხვდა ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულების ალტერნატიულ ანგარიშში, რაც წარედგინა ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტს.“
---
14.05.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/493075-mthavroba-jansaghi-ckhovrebis-tsesis-damkvidrebaze-itsyebs-mushaobas.html?ar=A
მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე იწყებს მუშაობას
საქართველოს მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე იწყებს მუშაობას. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმა შემუშავდება. "ხვალ გვექნება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეონას მიიღებენ მთავრობის წევრები, შესაძლოა პარლამენტის წევრებიც, თბილისის მერი, სადაც ჩვენ კომპლექსურ გეგმაზე ვისაუბრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ხელმისაწვდომობაზე. ეს იქნება საყოველთაო ჩართულობით შედგენილი გეგმა, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ კერძო სექტორიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვება ამის აღსრულებაში", - განაცხადა პრემიერმა.
---
14.05.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=65508
ბოლო 2 კვირაში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის 48 შემთხვევა დაფიქსირდა - შსს იძულებული იყო, გადაედგა ეს ნაბიჯი
ბოლო ორ კვირაში, კლუბების არეალიდან ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ადამიანების საავადმყოფოში გადაყვანის 48 ფაქტი დაფიქსირდა, ამიტომ შსს იძულებული იყო, განეხორციელებინა ეს ნაბიჯი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვას, თუ რატომ იყო აუცილებელი შეიარაღებული სპეცრაზმის ამ ორმით შესვლა ღამის კლუბებში, მინისტრმა ასე უპასუხა: „იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული 6 შემთხვევა სხვადასხვა კლუბებში, დღეის მდგომარეობით 20 გადაღებული შემთხვევაა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის. მეორე - შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან 112-ში გამოძახება და შემდგომში საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გაიზარდა ბევრჯერ და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ, შსს იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“, - განაცხადა შს მინისტრმა. ცნობისთვის, შსს-ში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: შს მინისტრი გიორგი გახარია, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ლადო ბორცვაძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერები: ბექა წიქარიშვილი და დათო სუბელიანი, ასევე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული და გურა იმნაძე. შეხვედრაზე იმყოფება ასევე კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია.გახარია: როდესაც შსს-ს აქვს ნარკორეალიზაციაზე დასაბუთებული ეჭვი, მოქმედების არეალს ვერავინ შეზღუდავს გახარია: 12 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს გახარია: შეიქმნება ორი ჯგუფი, ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკაზე, მეორე - სპეცოპერაციაზე იმსჯელებს
---
ბეჭდვითი მედია
15.05.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
1 წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 26,4 ათასით გაიზარდა
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 6,2%-ით გაიზარდა. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 427 ადამიანით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის აპრილში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 425 111-ს შეადგენდა, 2018 წლის აპრილში კი 451 538 შეადგინა. თავისთავად, გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობაც, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ. 2017 წლის აპრილში ასეთი ოჯახების რაოდენობა 122 576-ს შეადგენდა, წელს კი 130 750-ია.
---
15.05.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
ნარკომომხმარებელთა მკურნალობაზე ქვეყანა ყოველწლიურად 5 მლნ-ს ხარჯავს
დღეს ქვეყანაში 60 ათასამდე ინტრავენული ნარკოდამოკიდებულია, ხოლო მათ მკურნალობაზე 5 მილიონი ლარი იხარჯება. სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ არ არსებობს ნარკოტიკი, რომელიც საზიანო არ არის ორგანიზმისათვის და გავლენას არ ახდენს როგორც სხეულის, ასევე ფსიქიკის სიჯანსაღეზე. რაც ყველაზე მთავარია, ამით ნადგურდება ერის გენოფონდი. წლიდან წლამდე ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი მატულობს. თუკი 2012 წელს აღრიცხული იყო 40 ათასი ინტრავენული ნარკომომხმარებელი, ბოლო კვლევით, მათი რიცხვი 60 ათასამდეა გაზრდილი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 5 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა - პროგრამა ითვალისწინებს ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობასა და ჩამანაცვლებელი თერაპიით (ე.წ. "მეტადონის პროგრამა") უზრუნველყოფას. უცნობია, რამდენია საერთო ხარჯი ნარკომანიით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. ერთი ადამიანის მკურნალობაზე სახელმწიფო 2000 ლარს ხარჯავს. მეტადონის პროგრამით ჩანაცვლება 300 ლარი ღირს. საქართველოში ორი პროგრამა მოქმედებს. ერთს სახელმწიფო პაციენტის თანადაფინანსებით ახორციელებს, მეორე პროგრამას კი საერთაშორისო ორგანიზაცია "გლობალური ფონდი" აფინანსებს. ფაქტია, ეს საკმარისი არ არის ნარკოდამოკიდებულთა რიცხვის შესამცირებლად, არც იმისთვის, რომ წლიდან წლამდე ამ სენით დაავადებულთა რაოდენობამ არ მოიმატოს ქვეყანაში. ნარკოდამოკიდებულებას ახლავს თანდართული დაავადებები და გარდა ამისა, როგორც მძიმე, ასევე ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკი სავალალოდ მოქმედებს რეპროდუქციული კუთხითაც. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოდამოკიდებულება უშვილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გარდა ამისა, დიდია გენეტიკური დაავადებების რისკიც. ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, რომ არ არსებობს ნარკოტიკი, რომელსაც თუნდაც მცირე პოზიტივი მოაქვს ადამიანისათვის. ქვეყანაში ათიათასობით ინტრავენული ნარკოდამოკიდებული ადამიანია, რომელთა მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე მეტი რესურსის დახარჯვაა საჭირო. "ყველა ნარკოტიკი იწვევს გარკვეულ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმშიც და ფსიქიკაშიც, იქნება ეს მძიმე თუ მსუბუქი ნივთიერება. ყველა ნარკოტიკი სხვადასხვა დოზით ვნებს ჯანმრთელობას. ქვეყანაში 60 ათასი ინტრავენული ნარკოდამოკიდებული ადამიანია. არავინ იცის ზუსტი რიცხვი, რამდენია პერორალური მომხმარებელი და რამდენი კლუბური ნარკოტიკისა და მარიხუანისა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფაქტია, დღის წესრიგში დგას სამკურნალო პროგრამების გაფართოების საკითხი. აუცილებელია, მეტი ადამიანი იყოს ჩართული რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების პროგრამებში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სიხარულიძემ. დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე ნარკომანიას ქვეყნის უდიდეს პრობლემად და უშვილობის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს. მისი თქმით, ამაზე არა მხოლოდ ქართველი, არამედ ევროპელი მედიკოსებიც საუბრობენ. "ნარკომანია არის საქართველოში შექმნილი უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი, რომელმაც განსაკუთრებით 90-იანი წლების შემდგომ პერიოდში იჩინა თავი. დღეს უკვე ეს პრობლემა ზენიტშია. ნარკოტიკების მიმართ მიდრეკილება აქვთ სწორედ იმ რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ნაყოფიერი, რომლებმაც უნდა შექმნან ოჯახები და გააჩინონ ბავშვები. უშვილობა "გაახალგაზრდავდა" ქვეყანაში - თუკი იყო 35 წელი, დღეს უკვე 25 წელია. უშვილობის გამომწვევი მიზეზების მაჩვენებლებში ყველაზე მეტი წილი ნარკომანიას უჭირავს. ეს ეხება არა მხოლოდ მძიმე, არამედ მსუბუქ ნარკოტიკებსაც. მეტიც, როგორც საერთაშორისო დონის სპეციალისტები გვეუბნებიან, არ არსებობს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკი, ყველა ნარკოტიკი მავნეა. მაგალითად, მარიხუანა ბევრად მძიმე შედეგის გამომწვევია უშვილობის კუთხით, ვიდრე მძიმე ნარკოტიკი. დღეს საქართველოში ვერ მოგვარდება დემოგრაფიული პრობლემები, როგორც უნდა დაეხმაროს სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებს, როგორც უნდა ეცადოს სხვადასხვა ფონდი, თუკი სწორი ნარკოპოლიტიკა არ იქნება ქვეყანაში. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნარკოლიბერალიზაცია. სწორი პოლიტიკაა რეალიზატორებთან ბრძოლის უკიდურესად გამკაცრება. ჩვენი მოთხოვნაა, 7-15 წელი ციხე კი არა, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს ყველა ნარკოგამსაღებელს. ამის გარეშე შეუძლებელია პრობლემის მოგვარება. მომხმარებლების მიმართ, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს რეპრესიული კანონი. რატომღაც ბოლო დღეების განმავლობაში ევროპულ ღირებულებად ნარკოტიკების პროპაგანდა წარმოჩინდა. ლიბერალური და ევროპული ღირებულებები სწორედ ისაა, რასაც ჩვენი ფონდიც სრულად იზიარებს. კანონი, რომელიც უდიდეს ევროპულ სახელმწიფოებში, განვითარებულ დემოკრატიებში, ბელგიასა და გერმანიაშია, უნდა მოქმედებდეს ჩვენთანაც, თუნდაც პირდაპირი კოპირებით. გადმოვიტანოთ ის, რაც უმჯობესია და არა მხოლოდ ერთი, პორტუგალიის მაგალითი, რომელსაც ხშირად იშველიებენ ლიბერალიზაციის მომხრეები. მაგალითად, ბელგიაში ნარკომომხმარებლებს, რომლებსაც დოზირების ქვეშ აპატიმრებენ, უტოვებენ არჩევანს - იმკურნალონ თუ წავიდნენ ციხეში. ხაზგასმით ვამბობ, თუ ნარკოდამოკიდებული უარს ამბობს მკურნალობაზე, მას აპატიმრებენ. ეს არის არანებაყოფლობითი მკურნალობა. აყველა ქვეყანამ, რომელმაც ლიბერალიზაციის კანონი მიიღო, დაიწყო წინასწარ, თვეებისა და წლების განმავლობაში გაწელილი, ძლიერი ანტინარკოტიკული პოლიტიკა. საქართველოში კი ლიბერალიზაციის მოთხოვნით პროპაგანდა ხდება", - აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე "ბიზნეს-რეზონანსთან". საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების სამუშაო ვერსიას აქვეყნებს, სადაც 2017-2027 წლების ნარკოპოლიტიკის სცენარებში პორტუგალიის მაგალითია მოყვანილი. პორტუგალიაში კი დეკრიმინალიზებულია ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების შენახვა, თუკი ის პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.
---
15.05.2018
მედიასაშუალება:ქრონიკა+
თანამედროვე მონობა საქართველოში
2015 წლის 28 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ქვეყანას არ გაუუმჯობესებია პოზიცია ადამიანით ვაჭრობისა და იძულებითი შრომის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. მხარდაჭერის მიუხედავად საქართველო კვლავ რჩება ტრეფიკინგის წყაროდ, სატრანზიტო და საბოლოო დანიშნულების ქვეყნად კაცთა, ქალთა და ბავშვთა სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის მდგომარეობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტრეფიკინგი კომპლექსურად შესასწავლი საკითხია, რომლის დროსაც გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების გამოცდილება და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ტრეფიკინგის ერთ-ერთი მძიმე და საკმაოდ გავრცელებული სახეობაა ბავშვთა ტრეფიკინგი. მშობლები ან სხვა პირები არასრულწლოვნებს აიძულებენ შრომას, მათხოვრობას და ფულს თვითონ ართმევენ. ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა უმრავლესობა, ძირითადად, სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან, მათ ასევე იაფ მუშახელად იყენებენ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში. "ქრონიკა+"-ს ესაუბრება ბავშვთა ფსიქოლოგი - თამარ ჩოჩიშვილი: კომპლექსური მუშაობა აუცილებელია ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვებთან. სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი თანაბრად უნდა უწყობდეს ხელს ამ მოზარდების რეაბილიტაციის პროცესს. რეაბილიტაციის შემდეგ აუცილებელია რესოციალიზაცია ანუ ამ ადამიანების დასაქმება თუკი ის ზრდასრულია და თუ ბავშვია, განათლების მიღება და სხვა ფუნდამენტური უფლებების განხორციელება.
---