From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-15.06.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge
Received On : 15.06.2018 08:20
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 15.06.2018

ტელევიზია

14.06.2018

არხი:   ერთსულოვნება

გადაცემა: სიახლენი 22:00

ბავშვთა ხანგძლივი მოვლისა და პალიატიული მზრუნველობის სერვისვისების განვითარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა შედგა. ღონისძიება შშმპ უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა. გაიმართა ახალი საპილოტე პროგრამის წარდგინება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5361365

---

 

14.06.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხელისუფლებას საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნას სთხოვენ. საკუთარი უფლებების დაცვის დღეს შშმ მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი პირობების გაუმჯობესების მხრივ პროგრესი არ შეიმჩნევა. მთავარ გამოწვევად, სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და სოციალური პროგრამების არარსებობა სახელდება. განსაკუთრებული აქცენტი დასაქმების პრობლემაზე კეთდება. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სტატუსის მინიჭების გარდაქმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. პილოტირების რეჟიმი კი წელს უნდა დაიწყოს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5361320

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5360360

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5360346

---

 

 

 

ინტერნეტი

15.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/498698-dghes-samkhreth-kavkasiis-savele-epidemiologiisa-da-laboratoriis-stsavlebis-programis-dasrulebis-ceremonia-gaimartheba.html

დღეს სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართება

დაავადების კონტროლის ცენტრში დღეს ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ და უკრაინელ კურსდამთავრებულების სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის (სკ/სელსპ) დასრულებისა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრიდან აცნობეს, ცერემონიალს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი, სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის დირექტორი (სკ/სელსპ). ასევე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის რესპუბლიკების მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან. „სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამა ეს არის პარტნიორული პროგრამა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან /სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურებთან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზაზე 2009 წლიდან. ბოლო წლებია პროგრამაში ჩაერთნენ უკრაინელი მსმენელები. მსოფლიოს მასშტაბით არსებული 50 ანალოგიური პროგრამის მსგავსად სკ/სელსპ სწავლებას უტარებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვეტერინარული დარგის სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ მასპინძელ ქვეყანებში. სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის მიზანია ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა პარტნიორ ქვეყნებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  ცენტრის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამა არის ორწლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თეორიულ სწავლებას - საკლასო ოთახში და პრაქტიკულ მუშაობას მენტორების ზედამხედველობის ქვეშ დაავადების ეპიდზედამხედველობის, ეპიდაფეთქების დროული გამოვლენის, პრევენციისა და კონტროლის სფეროებში. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამი ექსპერტი ხელმძღვანელობს პროგრამას მასპინძელი ქვეყნის კოლეგებთან თანამშრომლობით.საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აღნიშნული პროგრამისათვის წარმოადგენს მასპინძელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამჟამად, სწავლების სრული ციკლი გაიარა მსმენელთა მე-8 კოჰორტამ (19 სპეციალისტი),ხუთი აზერბაიჯანელი, ოთხი სომეხი, სამი უკრაინელი და შვიდი ქართველი - ოთხივე ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან.

---

 

14.06.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/nino-lomjaria-qveyanashi-bavshvta-mimart-arsebuli-dzaladobrivi-garemos-shesacvlelad-mnishvnelovania-efeqtiani-ghonisdziebebis-gatareba/

ნინო ლომჯარია - ქვეყანაში ბავშვთა მიმართ არსებული ძალადობრივი გარემოს შესაცვლელად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ღონისძიებების გატარება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს და შეშფოთებულია ბათუმში, ოთხი წლის ბავშვის სავარაუდო ცემასა და მკვლელობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა სახელმწიფო უწყებას, დროულად გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი და მიიღონ შესაბამისი ზომები პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად. „ამასთან, მნიშვნელოვანია ეფექტიანი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში ბავშვთა მიმართ არსებული ძალადობრივი გარემოს შესაცვლელად. საქართველოში არა ერთი წელია მწვავე პრობლემად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა, ბავშვის დაცვა ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისგან და დახმარების ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება. სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებას ადგილი აქვს საზოგადოებაში, ოჯახში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში. თუმცა, საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან ერთად, ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაჩვენებელზე საგანგაშოდ აისახება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების სისტემური ხარვეზები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის წევრი სახელმწიფოები (მათ შორის საქართველოც) ვალდებული არიან დაიცვან ბავშვი ნებისმიერ სახის ძალადობისგან. საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა მიმართ ძალადობრივი გარემოს შეფასებასა და გამომწვევი ფაქტორების შესწავლას. ასევე, მოითხოვს სახელმწიფომ დროულად გაატაროს ღონისძიებები ბავშვთა სხეულებრივი დასჯის აკრძალვის შესახებ, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელ და უმწვავეს პრობლემად რჩება. 2018 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს კამპანიის დაწყებას, რათა არასრულწლოვნებს შეეძლოთ ძალადობის შესახებ დაუბრკოლებლად და სრული კონფიდენციალურობის დაცვით მიმართონ შესაბამის ორგანოს და მოითხოვონ მათი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. ბავშვებს დღესაც შეუძლიათ ნებისმიერ დროსა და ანონიმურობის სრული გარანტიით ცხელი ხაზის მეშვეობით მომართონ სახალხო დამცველის აპარატს ცხელი ხაზის ნომერზე – 1481″, – აცხადებს ნინო ლომჯარია. ბათუმში ოთხ წლამდე ასაკის ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დღეს ერთი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარე დასახლებაში ოთხი წლის ბავშვი ოჯახის ახლობელმა ცემით მოკლა. არსებული ინფორმაციით, როგორც მოკლული ბავშვი, ისე ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

---

 

14.06.2018

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=67407

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, შშმ ბავშვებისთვის გრძელვადიანი მოვლის სერვისების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით, შეხვედრა შედგა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მძიმე და ღრმა შშმ ბავშვებისთვის გრძელვადიანი მოვლის სერვისების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. დასკვნით ნაწილში ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის კონცეფციური დოკუმენტის და განყოფილების არქიტექტურული გეგმის პრეზენტაციაც გაიმართა. ახალი საპილოტე პროგრამა, სამედიცინო და სოციალური სერვისების შერწყმას ითვალისწინებს. პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან პარტნიორობით, ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკის ბაზაზე განხორციელდება.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/498594-bavshvtha-khangrdzlivi-movlisa-da-paliatiuri-mzrunvelobis-servisebis-ganvitharebasthan-dakavshirebith-shekhvedra-gaimartha.html?ar=A

პია.ჯი- https://pia.ge/post/209055-ssm-bavsvebistvis-grzelvadiani-movlis-servisebis-gaumjobesebaze-imsjeles

---

 

 

14.06.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/404486

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი, ზრდასრულთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის მომსახურების დანერგვას ითხოვს

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ორგანიზაციამ „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ახმეტელმა ზრდასრულთა სარეაბილიტაციო სერვისების მოთხოვნის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაცია-აბილიტაციისთვის აუცილებელი ისეთი მნიშვნელოვანი მომსახურება, როგორიცაა თერაპიული ინტერვენცია, მათ შორის, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, ფსიქოლოგიური კორექცია, მობილობის ორიენტაცია, სივრცითი ორიენტაცია და სხვა. „სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო ქვეყანაში ზრდასრულთათვის რეაბილიტაცია-აბილიტაციის მომსახურების დანერგვა. ამიტომ, მოვითხოვთ დაუყონებლივ: უზრუნველყოთ სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის სპეციალიზებული ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება; ზემოხსენებულმა ქვეპროგრამამ ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შესთავაზოს ყველა საჭირო მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებას და სოციალურ ინტეგრაციას; სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი აბილიტაცია-რეაბილიტაციის სპეციალიზებული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეთ ყველა ტიპის შეზღუდვის მქონე ზრდასრულ პირებს, მათი საჭიროების გათვალისწინებით; ხელი შეეწყოს სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნასა და გაძლიერებას გეოგრაფიული განაწილების პრინციპის დაცვით; უზრუნველყოთ სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის შესაფერის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელების სფეროში საჭიროებების კვლევისა და სპეციალისტების მომზადების დაფინანსება და ორგანიზება“,- აღნიშნა გიორგი ახმეტელმა. გიორგი ახმეტელის მიერ გაკეთებულ განცხადებას უერთდებიან ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“- MAEE; პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის- PNO; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC; „ვოლფრამის სინდრომი-საქართველო“- Wolfram Syndrome Georgia; კავშირი ქალი და რეალობა- Woman an Reality; ა (ა) იპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი- SACHKHERE’S REGISTERED UNION OF PERSONS WITH DISABILITIES; „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ „- FAD და მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”. „განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, 14 ივნისს და მოვუწოდებთ სახელმწიფოს დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტიანი პოლიტიკა, რაც ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანების უკიდურეს იზოლაციას და გარიყულობას დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ჩართულობის რეალური შესაძლებლობით ჩაანაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2013 წელს მოახდინა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) რატიფიცირება, გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებითად არაფერი შეცვლილა, სახელმწიფოს არცერთი რეალური რეფორმა ამ მიმართულებით არ გაუტარებია. შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და უჩინარ ჯგუფად, რომლებიც მუდმივად განიცდიან დისკრიმინაციისა და ჩაგვრის სხვადასხვა ფორმებს. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს უმოქმედობა კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ უთანასწორობას და აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოწყვლადობას. მიუხედავად სახელმწიფოს არაერთგზის განაცხადისა, რომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის სიმძიმეზე, კონვენციის აღსრულების მიზნით დღემდე გადაუდგმელია აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მათ შორის, დღემდე არ შემუშავებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შეფასების სოციალური მოდელი, არ შემუშავებულა გაეროს კონვენციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი მექანიზმი, არ წარმოებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი სტატისტიკა და სხვა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თითქმის ყველა მიმართულებით სახელმწიფოს ფუნდამენტური გამოწვევები გააჩნია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთათვისაც ამ დრომდე არ არსებობს სარეაბილიტაციო სერვისები. აღნიშნული უმთავრესი წინაპირობაა მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებების განხორციელებისათვის. ზრდასრულთა სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობა არაერთხელ გამხდარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სათემო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი. 2017 წელს სახალხო დამცველმა სპეციალური წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია-აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე. საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს აბილიტაციისა და რეაბილიტაციის სერვისების არარსებობის მწვავე პრობლემაზე და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ბაზისური უფლებებით სარგებლობის პროცესში. ომბუდსმენი განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის უფლება გულისხმობს პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომბინირებულ ელემენტებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განმარტებით მოიცავს ღონისძიებათა ფართო სპექტრს, ფიზიკური ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და ინკლუზიის ხელშემწყობი ინტერვენციების ჩათვლით. შესაბამისად, რეაბილიტაცია მრავალი სფეროს გადამკვეთი მომსახურებაა და უნდა განხორციელდეს მედიცინის, განათლების, დასაქმების, სოციალური და სხვა სექტორის სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია არის უმთავრესი პირობა, რათა დაცული იყოს მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება. რეაბილიტაციისა და აბილიტაციის სერვისების განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სახელმწიფოს მხრიდან გაეროს კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოში არსებული სარეაბილიტაციო სერვისები გამორიცხავს ზრდასრული ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირების მომსახურებას. კერძოდ, სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისთვის აუცილებელი ისეთი მნიშვნელოვანი მომსახურება, როგორიცაა თერაპიული ინტერვენცია, მათ შორის, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, ფსიქოლოგიური კორექცია, მობილობის ორიენტაცია, სივრცითი ორიენტაცია და სხვა სერვისები, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და მათი უფლებების უხეშ დარღვევას იწვევს. არასამთავრობო ორგანიზაცია “ხელმისავდომი გარემო ყველასათვის“ მიერ შშმ პირთა სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის კვლევაში ნათლად გამოვლინდა რომ, ქვეყანაში მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ვერ პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და მხოლოდ ფრაგმენტულად მოიცავს მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას. ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე მდგარი მწვავე გამოწვევების გათვალისწინებით, რაც სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობას უკავშირდება, მოვითხოვთ: სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის სპეციალიზებული ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო მომსახურებას და გაითვალისწინებს გეოგრაფიული მისაწვდომობის კომპონენტს; აბილიტაციისა და რეაბილიტაციის მომსახურებამ მოიცვას ყველა ტიპის შეზღუდვის მქონე ზრდასრული პირი, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით“,- აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/37738/NGOebi-shshm-pirebi-kvlav-rchebian-sazogadoebis-ertert-yvelaze-gariyul-da-uchinar-jgufad

---

 

14.06.2018

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/209026-saxalxo-damcveli-ssm-pirta-uflebebis-dacvis-drestan-dakavsirebit-gancxadebas-avrcelebs

სახალხო დამცველი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შშმ პირებთან დაკავშირებით დღემდე არსებულ აქტუალურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას: "სახალხო დამცველი ყოველწლიურად საუბრობს ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც წლების მანძილზე გამოწვევად რჩება საქართველოში. მათ შორის მნიშვნელოვანია გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა და ამოქმედება. აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით მომზადებული რეკომენდაციების მიუხედავად, მექანიზმის ფორმირება ჯერ კიდევ არ მომხდარა. ასევე შეფერხებულია კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების პროცესი. პრობლემებს შორის არის შშმ პირთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უფლება, ბავშვთა და ზრდასრულ პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების სათანადო უზრუნველყოფა, შშმ ქალების/გოგონების რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის უფლებების რეალიზება. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა. ქვეყნის მასშტაბით შშმ პირთა მიერ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებით, სასწავლო დაწესებულებებით, მუნიციპალური ტრანსპორტით თუ საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობა. მეტ ძალისხმევას საჭიროებს შშმ ბავშვთა საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილი ჩართვა, დაცულ და უსაფრთხო გარემოში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. ასევე სწავლების უწყვეტობა. კვლავ აქტუალურია შშმ პირთა შრომის უფლების დაცვისა და განხორციელების მდგომარეობა. დაბალია შშმ მოქალაქეების მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნაკლებად ხდება მათი ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შშმ პირთა უფლებების შესახებ, მათ მიმართ ჯერ კიდევ არსებული არასწორი შეხედულებების და დამოკიდებულებების ცვლილება. კრიტიკის საგანს წარმოადგენს „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის)“ მიხედვით შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის არარსებობა, რაც იმთავითვე ბადებს კითხვებს მისი ეფექტურად განხორცილების შესაძლებლობაზე. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, მოახდინოს არსებული პრობლემების დროული და ეფექტიანი გადაწყვეტა, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადო დაცვა, მათი ჩართვა და თანაბარი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში",-ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/498578-ombudsmeni-shezghuduli-shesadzleblobis-mqone-pirtha-uflebebis-dacvis-sakithkhze-ganckhadebas-avrcelebs.html?ar=A

---

 

14.06.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/404495

ჩემი შვილები არიან და როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ძალიან მიყვარს” – ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ბავშვების პენსიაა

ხადელაშვილების ოჯახის სამივე შვილი ფენილკეტონურიითაა დაავადებული. ეს არის უმძიმესი დაავადება, რომელსაც თან სდევს გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომი. როდესაც მათი სახლის ეზოს ჭიშკარს შეაღებ, მაშინათვე საშინელ სიღარიბეში აღმოჩნდები, ირგვლივ კი სასოწარკვეთა სუფევს. უფროსი შვილი ზაქრო 23 წლისაა. 5 წელია, რაც იგი საწოლსაა მიჯაჭვული, მისი სხეული წითელი მუწუკებით არის დაფარული, ხოლო ფეხები იმდენად დასივებული აქვს, რომ მცირეოდენი შეხება და… გაუსაძლისი ტკივილები ეწყება. ზაქროს ხშირად კრუნჩხვები ემართება, სიმწრისგან იქნევს ხელებს და გაურკვეველ ხმებს გამოსცემს, რამეთუ იგი ვერ ლაპარაკობს. ანა 17 წლის არის. ისიც ვერ ლაპარაკობს, თუმცა სახლში გადაადგილება შეუძლია. იგი მთელი დღე ერთ ადგილზე ზის და საკუთარ თავშია ჩაკეტილი. ასეთი უმოძრაო მდგომარეობიდან ანა შეიძლება მხოლოდ მოულოდნელმა კრუნჩხვებმა გამოიყვანონ. შეტევის დროს იგი ძირს ეცემა და სასოწარკვეთილად კივის… ყველაზე უმცროსი ბავშვი – თამარი, 8 წლის არის. მადლობა უფალს, იგი ფენილკეტონურიის მსუბუქი ფორმით არის დაავადებული და მკურნალობას ექვემდებარება. სამწუხაროდ, ზაქროს, ანას და თამარის მშობლებს არ აქვთ არანაირი საშუალება, რომ შვილებს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარონ და კალორიული პროდუქტებით უზრუნველყონ. „ჩემი მეუღლე, ბავშვების მამა, არის ინვალიდი, მას ხერხემალი აქვს დაზიანებული და შრომისუუნაროა. მე ვერ ვმუშაობ, რადგან ბავშვებს ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება რაღაც გამოუსწორებელი მოხდეს… ესენი ჩემი შვილები არიან და როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ძალიან მიყვარს. რამდენი წელია, რაც გულში ვარ დაჭრილი და უფალს ყოველ დღე ვთხოვ, ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს ჩემს შვილებს ასეთი ყოფა“, – ამბობს ბავშვების დედა ინგა ხადელაშვილი. ამ ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს. სოციალური დახმარება შეცდომით მოუხსნეს და მის აღდგენას დრო სჭირდება. მათი ერთადერთი შემოსავალი არის ბავშვების პენსია. იგი მხოლოდ ელემენტარული პროდუქტების და წამლების ყიდვის საშუალებას იძლევა, არადა რამდენი გადაუდებელი რამ სჭირდებათ – წამლები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები პროდუქტები. “მეგობრებო, თქვენი კეთილი გულის ამბავი რომ ვიცით, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით – დაეხმარეთ მცხეთის რაიონის სოფელ პატარა ქანდაში მცხოვრებ ხადელაშვილების ოჯახს, რომელსაც თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი, თქვენ კი შეგიძლიათ შეუმსუბუქოთ მათ მძიმე ცხოვრება! თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხადელაშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან“,- აცხადებენ “ჩერნოვეცკის” ფონდში”.

---  

 

14.06.2018

მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/arasrultslovnebi-romlebits-skolashi-ar-dadian-ojakhs-vekhmarebit-da-produktebs-vqidit

არასრულწლოვნები, რომლებიც სკოლაში არ დადიან _ "ოჯახს ვეხმარებით და პროდუქტებს ვყიდით"

ბოლო დროს, ქალაქ ოზურგეთში გამოჩნდნენ ბავშვები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყიდიან. როგორც გავარკვიეთ, ისინი სასკოლო ასაკის არიან და პროდუქტებით სასწავლო პროცესის დროს ვაჭრობენ. კითხვაზე _ რატომ არ დადიან სკოლაში, არ გვპასუხობენ და აღნიშნავენ, რომ ისინი ოჯახის დახმარებას ცდილობენ: _ სოფელში ვცხოვრობთ. ყოველ მესამე დღეს ჩამოვდივართ ქალაქში და საკუთარ ეზოში მოყვანილ კიტრს ვყიდით. ასე ვცდილობთ დავეხმაროთ ოჯახს, _ გვითხრეს ბავშვებმა. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრში "გურია ნიუსს" უთხრეს, ბავშვები სკოლაში იმის გამო არ დადიან, რომ მშობლებს, რამდენი წელია, სკოლასთან აქვს პრეტენზიები და ითხოვენ ორი პედაგოგის გათავისუფლებას: _ ეს პრობლემა დიდი ხანია დგას. სამწუხაროდ, ვერც ერთმა უწყება ვერ მოახერხა ბავშვების  სკოლაში დაბრუნება, _ გვითხრეს სააგენტოში.

---

 

ბეჭდვითი მედია

15.06.2018

მედიასაშუალება:  რეზონანსი

მოწევის აკრძალვა ნაწილობრივ უკვე აღარ მუშაობს

კანონი თამბაქოს შესახებ, რომელიც ქვეყანამ დიდი დისკუსიების შედეგად მიიღო და 1-ელ მაისს შევიდა ძალაში, თითქმის ყველამ მიივიწყა და მისი აღსრულება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა. მწეველებს თანდათან გაუქრათ შიში და ისევ გათამამდნენ, რაც განსაკუთრებით მიკროავტობუსის მძღოლებს ეხება, რომლებიც ისევ უშფოთველად ეწევიან მგზავრებთან ერთად. მოსახლეობა, რა თქმა უნდა, პატრულის გამოძახებას ერიდება. 2018 წლის 1-ლი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ბინების, ფსიქიატრიული კლინიკების, სასჯელაღსრულებისა და წინასწარი დაკავების დაწესებულებების და კაზინოებისა. სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან იკრძალება და დაუშვებელი იქნება მათი გამოფენა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში. 1-ელ მაისს, კანონის ძალაში შესვლიდან 24 საათის განმავლობაში, შსს-მ 12 შეტყობინება მიიღო და აქედან სამი პირი დააჯარიმა. პირველი ორი კვირის განმავლობაში მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებდნენ კანონდარღვევის ფაქტებს და ასევე ზარალს, რომელიც კაფე-რესტორნების ნაწილმა სიგარეტის დახურულ შენობაში აკრძალვით მიიღო. ბოლო პერიოდში მოდუნდა ყურადღება და როგორც მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, სახელმწიფოს აქტივობაც შესუსტებულია. ნელი ფარტენაძე არამწეველი მოქალაქეა. მას ძალიან გაუხარდა თამბაქოს შემზღუდველი კანონის ამოქმედება, მაგრამ მისი აღსრულებით უკმაყოფილოა. "არ ვეწევი. მეტიც, მაღიზიანებს თამბაქოს სუნი და ახალი კანონის შემოსვლაც გამიხარდა, მაგრამ რა აზრი აქვს კანონს, თუკი ის მხოლოდ ფურცელზე იარსებებს? მართალია, კაფეების დიდ ნაწილში ნამდვილად აღარ ეწევიან, მაგრამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მიკროავტობუსის მძღოლები ისე იქცევიან, გეგონება, არაფერი იციან ამ კანონის შესახებ. ხალხი ეწევა ოფისებშიც იმ შემთხვევაში, თუ ცოტა ხალხი მუშაობს და ერთმანეთს ანგარიშს უწევენ. აღარაფერს ვამბობ ლიფტებსა და სადარბაზოებზე. ქართველების ცნობიერება ასეთია, რომ არ დარეკავენ და პატრულის გამოძახებისგან ყველა თავს შეიკავებს. სახელმწიფოს თუ მართლა უნდა, ამ კანონმა იმუშაოს, ე.წ. ანონიმი შემტყობინებლები უნდა ჰყავდეს. თუ კომპანიის თანამშრომლებს ეცოდინებათ, რომ მათ ახლო-მახლო ერთ-ერთი ასეთი ადამიანია, ფრთხილად იქნებიან და ეს შეგრძნება სულ ექნებათ. მოკლედ, მონდომებაა საჭირო", - ამბობს ნელი ფარტენაძე. გამოკითხულთა უმეტესობას არც კანონის მიღებამდე ჰქონია მოლოდინი, რომ იგი სრულფაოსოვნად იმუშავებდა და აღსრულება ყველა დონეზე მოხდებოდა. თაკო კაკაბაძე კანონს თამბაქოს შესახებ ნაგვის დაყრაზე ჯარიმას ადარებს, რისთვისაც სპეციალური სამსახურიც კი შეიქმნა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ამ სისტემამ არ იმუშავა. "ალბათ ყველას ახსოვს, რა ზარზეიმით გვაცნობეს, რომ ახალი სამსახური შექმნეს, რომელიც ქუჩაში ნაგვის დამყრელ ურჩ მოქალაქეებს დააჯარიმებდა. მაშინაც პირველი რამდენიმე დღე, სანამ ტელევიზიები აშუქებდნენ და ხალხს რაღაც ახლის მოლოდინი ჰქონდა, რადენიმე პირი მართლაც დააჯარიმეს. ახლა კი ქალაქის ცენტრალურ უბნებშიც ისე თამამად ისვრიან ნაგავს, განსაკუთრებით მანქანებიდან, რომ აშკარაა, შიში სრულიად გამქრალია. ზუსტად ასეა თამბაქოზეც და სანამ კანონს მიიღებდნენ და ერთ ამბავში იყვნენ, მაშინაც სულ ამას ვამბობდი. "მარშრუტკის" მძღოლების დიდი ნაწილი ისევ ჩვეულებრივად ეწევა ღია ფანჯარაში. ერთადერთი კაფეებსა და რესტორნებში ჯერ კიდევ მუშაობს ეს კანონი, მაგრამ იქამდე, სანამ გარეთ თბილა და ხალხს გამოსვლა არ ეზარება. არ მგონია, ზამთარში იქაც დაიცვას ვინმემ", - უთხრა "რეზონანსს" თაკო კაკაბაძემ. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სანქციები უკვე მოქმედებს. მაგალითად, მძღოლი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს, დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 1000 ლარით. იგივე წესი მოქმედებს ბარებსა და რესტორნებთან მიმართებითაც. წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას - 1000 ლარით. ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუკი ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვა), იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 100 ლარით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5361419&name=15.06.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---