მედიამონიტორინგი 15.12.2017
ტელევიზია
14.12.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
მოხსნილი სოციალური დახმარება - დიაკვანიძეების ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მოხუცების პენსიაა დღეს, ოთხი წლის წინ მოხსნილი სოციალური დახმარების შემდეგ, დიაკვანიძეები ისევ სახელმწიფოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ნუგზარ დიაკვანიძე ბოლო 12 წელია ლოგინად ჩავარდნილ მშობლებს უვლის და ამის გამო მუშაობას ვეღარ ახერხებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4926604
---
14.12.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
იუნისეფის კვლევა და საგანგაშო დასკვნა. 17 მილიონამდე ჩვილი ისეთ ადგილებში ცხოვრობს, სადაც ჰაერი ისეა დაბინძურებული, რომ მცირეწლოვან ბავშვებს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ამავე კვლევის მიხედვით საქართველო და თბილისი ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაში მოხვდა. თბილისში დაბინძურების დონეს სპეციალური დანადგარებით გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ადგენს. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უწყების კომპეტენცია მხოლოდ ჰაერში დაბინძურების ნორმების შემუშავებაა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4926435
---
14.12.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
გიორგი გაჩეჩილაძისა და გიორგი კვირიკაშვილის დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. პრემიერის ყოფილი მეგობარი მთავრობის მეთაურთან პირად მიმოწერას, პირდაპირ ეთერში ასაჯაროებს
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4926473
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4926382
ტვ პირველი - რეაქცია TV1- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4926593
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4926388
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4925971
ტვ პირველი - დღის ამბები 16:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4925779
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4925339
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4924661
---
14.12.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ნულიდან ხუთ წლამდე ასაკის 300-მდე ბავშვიდან ორმოც პროცენტს სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა. წელიწადნახევრის წინ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული კვლევის შესახებ დღემდე საზოგადოება ინფორმირებული არ ყოფილა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, თავის დროზე კვლევის საგანგაშო შედეგი იმ მიზეზით არ გაასარაჯოეს, რომ მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, ის პრობლემის მთლიან სურათს ვერ ასახავდა. პრობლემას ქმნის ის გარემოებაც, რომ ტყვიით ორგანიზმის ინტოქსიკაციის შემთხვევაში, სახელმწიფოს პაციენტის მკურნალობის არც შესაძლებლობა გააჩნია და არც მასთან ბრძოლის კომპლექსური გეგმა აქვს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4926490
---
14.12.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიშ ტყვიას, შესაძლოა, ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოების ნაწილიც შეიცავდეს. კვლევის შედეგები არც ამ კუთხით არის სახარბიელო.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4926483
---
14.12.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სახიფათო ინტერნეტ თამაშები საქართველოში შესაძლოა კანონით აიკრძალოს. შესაბამის რეგულაციებზე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა უკვე დაწყებულია. ცვლილებები ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შევა და უსაფრთხო ვირტუალურ სამყაროზე პასუხისმგებლობა ინტერნეტ პროვაიდერებს დაეკისრებათ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4926418
---
14.12.2017
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 19:00
მარტოხელა ბებია, რომელიც სამ არასრუმწლოვან ბავშვს უვლის დახმარებას ითხოვს. გორის რაიონში მცხოვრები რამდენიმე წელია სოციალური დახმარების იმედად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. სახლს არც კარი აქვს და სახლი პატარა შეშით თბება. გორის გამგეობაში განმარტავენ, რომ ოჯახებისთვის ხელის შეწყობას ვეღარ ახერხებენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4926307
---
ინტერნეტი
15.12.2017
მედიასაშუალება: http://mediamall.ge/new/55528-saremonto-samushaoebisas-1-musha-gardaicvala-meore-ki-dashavda--ubeduri-shemtkhveva-tbilisshi
სარემონტო სამუშაოებისას 1 მუშა გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა - უბედური შემთხვევა თბილისში
ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო მეტეხის ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს, ერთი მუშა გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ერთი მუშა, რომელიც მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამშენებლო ობიექტს შეისწავლის. შემთხვევის ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი იმყოფებოდა. ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „დეკო“ აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე, რომელიც საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება და შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.
---
14.12.2017
თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გიორგი ქარქიშვილი გორის რაიონის, სოფელ ატენის მცხოვრებელი იყო. იგი დედაქალაქში მშენებლობაზე მუშაობდა. მეგობრების თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, გარდაცვლილის ახლობლებს ორი სხვადასხვა ინფორმაცია აქვთ. ერთის თანახმად, მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა მაღალი სართულიდან გადმოვარდა, მეორე ინფორმაციით კი, ამწეს რკინა-ბეტონის სამშენებლო კონსტრუქცია ჩამოუვარდა და გიორგი ქარქიშვილს დაეცა. ქარქიშვილის თანაკლასელების ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
---
14.12.2017
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/uflebadamtsveli-mamuka-tuskadzis-gantskhadebit-sitroen-djordjia-djandatsvis-saministrom-dabloka/37180
უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძის განცხადებით, „სიტროენ ჯორჯია“ ჯანდაცვის სამინისტრომ დაბლოკა
ბოლო დღეებში ბევრი ბრალდება გაისმა პრემიერ-მინისტრის მიმართ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გია გაჩეჩილაძემ ე.წ. „კარტელურ გარიგებაში“ დაადანაშაულა. „უფლებადამცველთა სახლის“ ხელმძღვანელი მამუკა ტუსკაძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსით ესწრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სხდომებს, განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ცდილობს, სრული სიმართლე გააგებინოს საზოგადოებას. „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2017 წლის აპრილში გადაწყვიტა, რომ 1 723 000 ლარის ფარგლებში შეეძინა 10 რეანიმობილი. 7 აპრილს გამოცხადდა ტენდერი, ხოლო 28 აპრილს დასრულდა სატენდერო განაცხადების მიღება. ტენდერში საქართველოს ბაზარზე მოქმედი 4 კომპანია მონაწილეობდა. შეთავაზებების მიხედვით, გაიმარჯვა „სიტროენ ჯორჯიამ“. მეორე ადგილზე გავიდა „ჰიუნდაი ავტო“, შემდეგზე - „იბერია ავტო“ და მეოთხეზე - „სტრადა მოტორსი“. „სიტროენ ჯორჯიამ“ ტენდერი კანონების სრული დაცვით მოიგო, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა, „სიტროენის“ დირექციამ სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ჩვენთან, დავების საბჭოში გაასაჩივრა. ამ სხდომას 2017 წ. 1 ივნისს, მე პირადად ვესწრებოდი, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების კვოტით ვარ დანიშნული საბჭოს წევრად. ჩვენ დავაკმაყოფილეთ „სიტროენის“ საჩივარი და დავავალეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გადაესინჯა ოქმი #3, რადგან „სიტროენ ჯორჯიას“ დოკუმენტაცია სრულყოფილად იყო წარმოდგენილი, ასევე მივმართეთ, რომ სამინისტროს სატენდერო კომისიას წარმოდგენილი დოკუმენტაციის და წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით განეხორციელებინა შერჩევა-შეფასება. სამოტივაციო ნაწილში ჩვენ ჩამოთვლილი გვქონდა, თუ რაზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის კომისიას. თუმცა, მათ ეს არ გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ განიხილეს ჩვენი დავალება, 16 ივნისს კვლავ ისევ მიიღეს „სიტროენის“ დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება. კომპანიამ ისევ გაასაჩივრა, 6 ივლისს შესყიდვებისა და დავების სააგენტომ ეს საკითხი განიხილა და ამჯერად, #4 ოქმით, დავავალეთ ჯანდაცვის სამინისტროს საკითხის ხელახლა გადახედვა. ასევე, სამოტივაციო ნაწილისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის გათვალისწინებით ჯანდაცვის სამინისტროს მოვთხოვეთ სწორი გადაწყვეტილების მიღება. სამინისტრომ არ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და ისევ ძალაში დატოვა დისკვალიფიკაცია. უბედურება იმაშია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ კონკრეტული დავალება მისცეს რომელიმე სახელმწიფო ორგანოს. სააგენტო არის მხოლოდ მარეგულირებელი ორგანო და მისი შენიშვნები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. სააგენტო უფლებამოსილია, მხოლოდ დაავალოს შესაბამის კომისიებს, რომ გადაწყვეტილება ხელახლა განიხილონ. მე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ამ სააგენტოს წევრი და უფლებამოსილი პირი და ამ ორივე ოქმზე ხელმომწერი პირი, ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში, „სიტროენს“ გამარჯვება წაართვეს, მაგრამ ეს საკითხი სცდება სააგენტოს კომპეტენციას. ხსენებული პრობლემა შექმნა ჯანდაცვის სამინისტრომ, მისმა სატენდერო კომისიამ. ამიტომ ვიტყვი: გაჩეჩილაძემ სწორად გაიშვირა ხელი ჯანდაცვის სამინისტროსკენ. დიდი ეჭვი და ალბათობაა იმისა, რომ ე.წ. „კარტელურ გარიგებას“ მართლაც ჰქონდა ადგილი. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაჩეჩილაძე შეცდა, როცა ხეჩიკაშვილი დაასახელა. „ჰიუნდაი ავტო“ არაა სპორტის მინისტრის კომპანია. მისი კომპანია მესამე ადგილზე გავიდა და ამ ორი კომპანიის კონკურენციაში მონაწილეობა არც მიუღია. ვფიქრობ, რომ ეს შეულამაზებელი სიმართლე საზოგადებამ ჩემგან. როგორც დამოუკიდებელი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან უნდა გაიგოს: მე ვთვლი, რომ ტენდერი არასამართლიანად ჩატარდა. პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, თუ მართალი არ აღმოვჩნდები, გადავდგებიო. მე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით: ამ დავაში დამნაშავე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, ხოლო მართალი - შესყიდვების და დავების სააგენტო, რომელმაც ორჯერ დაავალა ჯანდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიას, კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მათ დაბლოკეს „სიტროენ ჯორჯია“!“ - აცხადებს მამუკა ტუსკაძე.
---
14.12.2017
გია გაჩეჩილაძის სიძემ, კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა
კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, გია გაჩეჩილაძის სიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა. მისი განმარტებით, ადმინისტრაციაში წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც უკვე კონკურენციის სააგენტოშია წარდგენილი და სურს, რომ გიორგი კვირიკაშვილი გაეცნოს მას. "ჩვენ გადავეცით პრემიერს სრული დოკუმენტაციის პაკეტი, რომ ის გაეცნოს სრულ დოკუმენტაციას, რომელიც უკვე წარდგენილი გვაქვს კონკურენციის სააგენტოსა და სასამართლოში", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. შეგახსენებთ, რომ შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სიტროენ ჯორჯიადან“ აცნობეს, კომპანიამ 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოს წარუდგინა საჩივარი შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, სს „ფრანს ავტოს“, შპს „იბერია ავტოს“, შპს „ჯი-თი მოტორსის“, შპს „სტრადა მოტორსის“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ წინააღმდეგ. „2016-2017 წლებში მსუბუქი და მიკროავტობუსის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოცხადებული 127 ტენდერიდან 57 ტენდერი ჩატარებულია კონკურენციის გარეშე ერთი პრეტენდენტის, ზემოაღნიშნული კომპანიებიდან ერთ-ერთის მონაწილეობით. ხოლო თანხობრივად კონკურენციის გარეშე ჩატარებული ტენდერები არის 20 897 585 ლარის ღირებულების. მხოლოდ 7 735 765 ლარის ღირებულების ტენდერებში ჰქონდა ადგილი კონკურენციას. რაც ნიშნავს იმას რომ, თანხობრივად ტენდერების 70% ჩატარდა კონკურენციის გარეშე და შესყიდვების მთელი საბიუჯეტო სახსრები განაწილდა ამ რამდენიმე კომპანიაზე. „სიტროენ ჯორჯიას“ ტენდერებში მონაწილეობის შედეგად გამოცხადებული ფასი ავტოსატრასპორტო საშუალებებზე დაახლოებით, 20%-ით ნაკლებია, ვიდრე ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასი. შესაბამისად, ბიუჯეტმა ზემოაღნიშნული კარტელური შეთანხმების შედეგად დაკარგა არაერთი მილიონი ლარი“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესყიდვების სააგენტოსთან დაკავშირებულ საბჭოში წარდგენილი „სიტროენ ჯორჯიას“ 8 საჩივარი, რომელიც საბჭომ დააკმაყოფილა, არ იყო გაზიარებული შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან. „შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან უსაფუძვლო შექმნილმა ბარიერებმა, (მაგალითად, მას შემდეგ რაც “სიტროენ ჯორჯია” დაუმსახურებლად შეიყვანეს შავ სიაში, რაც ნიშნავს ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვას, გამოცხადდა 2 ტენდერი საერთო ღირებულებით 11704802 ლარი. ტენდერში უკონკურენციოდ „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“ ყოველგვარი ფასის კლების გარეშე გაიმარჯვა, რაც შეადგენს მთელი ბიუჯეტის 60%-ს. საინტერესოა რატომ არ მიიღეს ტენდერებში მონაწილეობა ბაზარზე წარმოდგენილმა სხვა კომპანიებმა?) გამოიწვია, „სიტროენ ჯორჯიას“ საქართველოში „სიტროენის“ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელის, პარტნიორის მხრიდან იმპორტისა და დისტრიბუციის შესახებ ხელშეკრულების შეჩერება. ჩვენი შეფასებით ამის ძირითადი მიზეზი იყო, რომ საქართველოში ბაზარი არასტაბილური და კორუფციული აღმოჩნდა. შედეგად „სიტროენ ჯორჯიამ“ ვერ შესძლო რიგი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ყველა ეს ინფორმაცია მოძიებულია შეყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან www.spa.ge. ამასთან, განცხადების თანახმად, „სიტროენ ჯორჯიამ“ ასევე 2017 წლის 11 აგვისტოს მიმართა სასამართლოს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ტენდერიდან უკანონოდ დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. არსებული მდგომარეობით მიმდინარეობს საქმის წარმოება სასამართლოში.
---
14.12.2017
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=136079&lang_id=ge
შპს „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატი - „კომპანიის შავ სიაში ოთხჯერ შეყვანა კანონთან შეუსაბამო იყო“
შპს „სიტროენ ჯორჯიას“ შავ სიაში წელიწადში ოთხჯერ შეყვანა კანონთან შესაბამისი არ იყო“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატი ნინო სოსელია საუბრობს. მისი განცხადებით, ყველა შემთხვევაში კომპანიის შავ სიაში შეყვანა განზრახ ხდებოდა, რათა კომპანია ამ ბაზრიდან მოეხსნათ და არ ყოფილიყო ისეთი კონკურენცია, როგორიც „სიტროენის“ ბაზარზე არსებობის პირობებში არსებობდა. „კომპანიამ ბაზარზე ფასების დაახლოებით 20 %-იანი კლება აჩვენა. ის რომ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფასი დაწეულიყო, სავარაუდოდ, არავის ინტერესში არ შედიოდა. ზუსტად ამიტომ, კონკურენციის სააგენტომ უნდა იმსჯელოს იმ საკითხზეც, თუ რამდენად ლეგიტიმურად ხდებოდა კომპანიის შავ სიაში შეყვანა“-აცხადებს სოსელია. რაც შეეხება იმ ტენდერებს, რომელშიც კომპანია „სიტროენ ჯორჯიამ“ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და ავტომანქანები ვერ ჩამოიყვანა, სოსელია განმარტავს, რომ აქცენტი რატომღაც კეთდება იმ ტენდერებზე, სადაც კომპანიამ ვალდებულება ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეასრულა. ეს მიზეზები კი ის ხელოვნური ბარიერები იყო, რომელიც კომპანიას ექმნებოდა და რის გამოც ფრანგულმა მხარემ კონტრაქტი შეაჩერა. შესაბამისად, პროდუქციის მიწოდებაც ვეღარ მოხდა. „რატომღაც არავინ არ ახსენებს იმ ტენდერებს, რომელიც კარგად შესრულდა. მაგალითად, „საქართველოს ფოსტამ“ მიიღო ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რაზეც ტენდერი იყო გამოცხადებული“-აცხადებს სოსელია. განზარახული იყო თუ არა კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ გაკოტრება, ამ კითხვაზე სოსელია აღნიშნავს, რომ ამაზე საუბარი რთულია. თუმცა, აცხადებს, რომ კომპანიას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ იმის გამო, რომ მას სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა არ მიეღო. საცალო გაყიდვებში კი ჩარევა არ მომხდარა. „საქმე გვაქვს 6 კომპანიას შორის არსებულ კარტელურ შეთანხმებასთან. მათ შორისაა - სს Hyundai Auto Georgia, Iberia Business Group-ი, შპს Kia Motors Georgia, „ჯითი მოტორსი“ და შპს Strada Motors-ი. ეს კომპანიები თვითონ არეგულირებენ ტენდერში ვის უნდა მიეღო მონაწილეობა და ვის არა. გარდა ამისა, ფასთწარმოქმნაზე ზემოქმედებას ახდენენ იმიტომ, რომ იმაზე დაბალ ფასს არ დებენ, რაც მათ ინტერესებში არ არის. ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. ჩვენ არავის ცილს არ ვწამებთ, არაფერი არ მოგვიგონებია“-აცხადებს სოსელია. მისი განცხადებით, კომპანია ამ დროისთვისაც შესყიდვების სააგენტოს შავ სიაშია. საქმის ნაწილს საქალაქო სასამართლო განიხილავს, ნაწილს-კონკურენციის სააგენტო. კითხვაზე, თუ რატომ არ გაასაჩივრა კომპანია „სიტროენ ჯორჯიამ“ აქამდე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია) შეყვანა, სოსელია განმარტავს, რომ საქმე მას შემდეგ იქნა გასაჩივრებული, რაც საქმეში თავად და საადვოკატო ბიურო „კორძახია-ჟღენტი“ ჩაერთო. „ჩვენ საქმეში რამდენიმე თვეა ჩავერთეთ, ამიტომ, კომპანიის მხრიდან რატომ აქამდე არ მოხდა გასაჩივრება, ეს თავად კომპანიის ხელმძღვანელს უნდა ჰკითხოთ“-აცხადებს სოსელია. რაც შეეხება თავად კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელს, გიორგი შარაშიძეს, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. აღსანიშნავია, რომ გიორგი შარაშიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა. „კომერსანტი“ დაინტერესდა, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ რომელი ტენდერი იქნა წარმატებით დასრულებული და რომელი არა. როგორც გაირკვა, ერთ-ერთი წარუმატებელი ტენდერი „სიტროენ ჯორჯიას“ ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრთან ჰქონდა. საუბარია, ჯამში 480 000 ლარის ღირებულების 6 სასწრაფოს მანქანის ჩამოყვანაზე. რაც შეეხება ტენდერებს, რომელშიც „სიტროენ ჯორჯიამ“ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, კომპანიის ადვოკატის ნინო სოსელიას განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი წარმატებულად დასრულებული ტენდერი „საქართველოს ფოსტას“ უკავშირდება. შეგახსენებთ,გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა „სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის, თანამდებობა დატოვოს. ცნობისთვის: შპს სიტროენ ჯორჯია საქართველოში სიტროენის ექსკლუზიური წარმომადგენელი 2016 წლის ნოემბერში გახდა. როგორც მაშინ კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შარაშიძე აცხადებდა, კომპანია PSA Group-ის ოფიციალური დილერი გახდა, რომელიც სიტროენს, პეჟოსა და DS-ის ავტომობილების მწარმოებელია. მაშინ ითქვას, რომ „სიტროენ ჯორჯია“ საქართველოში ექსკლუზიურად სიტროენისა და DS-ის მოდელებს შემოიყვანდა.
---
14.12.2017
მედიასაშუალება: http://www.epn.ge/?id=57358
შარაშიძე: როცა პრემიერი ამბობს, გადავდგები, თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, უკვე ხდება წნეხი გამოძიებაზე
„როდესაც პრემიერი ამბობს, რომ მე გადავდგები იმ შემთხვევაში, თუ ეს დადასტურდა, უკვე არის წნეხი ყველა იმ ორგანოზე, ვინც აღნიშნული უნდა შეასრულოს და გამოიძიოს“,-ამის შესახებ „უცნობის“, გიორგი გაჩეჩილაძის სიძემ, „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი შარაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც მან პრემიერისა და კონკურენციის სააგენტოს სახელზე დოკუმენტაცია შეიტანა. შარაშიძე არ პასუხობს კითხვაზე, რატომ უნდა ხდებოდეს ხელოვნურად მისი კომპანიის დისკვალიფიცირება. „დაველოდები კონკურენციის სააგენტოს,რომელიც გაგვცემს ამ თემაზე სრულ პასუხს.ჩვენ რა ინფორმაციაც წარვადგინეთ დღეს და საერთოდ რა ინფორმაციასაც ვფლობთ, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია მოძიებულია SPA.GE -დან, ეს არის შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი. ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ ამოიკითხოთ ვებგვერდიდან, რომ მეტი სპეკულაცია არ გავაკეთოთ ამ საკითხზე, სანამ კონკურენციის სააგენტო არ გაავრცელებს ინფორმაციას. შესყიდვების სააგენტოში ზუსტად ჩანს, თუ რატომ და როგორ მოვხდით ჩვენ შავ სიაში და რამდენად მიკერძოებული იყო ეს ყველაფერი“,-ამბობს შარაშიძე. შეგახსენებთ, რეანომობილების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მოხდა. “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. "თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდა, მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო", - დასძინა პრემიერმა. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თემაზე განმარტებაც გააკეთა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. „2017 წლის 7 აპრილს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) 10 ერთეული რეანომობილის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. ტენდერის გამოცხადებამდე, სამინისტრომ ჩაატარა ბაზრის კვლევა. წინადადებები დაეგზავნა საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ დილერს, შედგა საინფორმაციო შეხვედრები პოტენციურ მიმწოდებლებთან და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ შედგა სატენდერო მოთხოვნები, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჯანსაღი კონკურენციის პირობები, რაც გულისხმობს, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა არა ერთ რომელიმე, არამედ რამდენიმე კომპანიას. ტენდერში მონაწილეობა 4-მა კომპანიამ მიიღო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ კონტრაქტორ კომპანია „ავტოსპეცპრომს“ არ ჰქონდა წარმოების 5 წლიანი გამოცდილება; შეუსაბამობები იყო ტექნიკურ მახასიათებლებში, ვადაგასული იყო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატიც. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისათვის საკმარისია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
---
14.12.2017
”იბერია ბიზნეს ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი - „სიტროენ ჯორჯიას“ ბრალდებები სრულიად აბსურდულია
როდესაც გსურს, რომ კონკურენციაში შეხვიდე საკმაოდ კომპეტენტურ და დიდი ისტორიის მქონე კომპანიასთან, უნდა იზრუნო, რომ შენი მონაცემები რაღაცით მაინც შეესაბამებოდეს შენს ამბიციებს, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ”იბერია ბიზნეს ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით გოგორიშვილმა განაცხადა. გოგორიშვილის განცხადებით, ბრალდებები, რომელიც ”სიტროენ ჯორჯიას” მხრიდან კეთდება, უსაფუძვლო და აბსურდულია. ”ფაქტია, რომ ჩვენ ეს დღეებია ვისმენთ წარუმატებელი ბიზნესის არაარგუმენტირებულ გარემოებებზე საუბრებს, თუ რატომ ვერ გახდნენ წარმატებულები. ბრალდებები, რომელიც მათ აქვთ სრულიად აბსურდულია. ისინი ამბობენ, რომ ჩვენს ძირითად კონკურენტებთან ვიყავი რაღაც გარიგებებში, რაც სრული აბსურდია”, - აღნიშნა დავით გოგორიშვილმა. შეგახსენებთ, რომ შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიამ 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოს წარუდგინა საჩივარი შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, სს „ფრანს ავტოს“, შპს „იბერია ავტოს“, შპს „ჯი-თი მოტორსის“, შპს „სტრადა მოტორსის“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ წინააღმდეგ. „2016-2017 წლებში მსუბუქი და მიკროავტობუსის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოცხადებული 127 ტენდერიდან 57 ტენდერი ჩატარებულია კონკურენციის გარეშე ერთი პრეტენდენტის, ზემოაღნიშნული კომპანიებიდან ერთ-ერთის მონაწილეობით. ხოლო თანხობრივად კონკურენციის გარეშე ჩატარებული ტენდერები არის 20 897 585 ლარის ღირებულების. მხოლოდ 7 735 765 ლარის ღირებულების ტენდერებში ჰქონდა ადგილი კონკურენციას. რაც ნიშნავს იმას რომ, თანხობრივად ტენდერების 70% ჩატარდა კონკურენციის გარეშე და შესყიდვების მთელი საბიუჯეტო სახსრები განაწილდა ამ რამდენიმე კომპანიაზე. „სიტროენ ჯორჯიას“ ტენდერებში მონაწილეობის შედეგად გამოცხადებული ფასი ავტოსატრასპორტო საშუალებებზე დაახლოებით, 20%-ით ნაკლებია, ვიდრე ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასი. შესაბამისად, ბიუჯეტმა ზემოაღნიშნული კარტელური შეთანხმების შედეგად დაკარგა არაერთი მილიონი ლარი. „შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან უსაფუძვლო შექმნილმა ბარიერებმა, (მაგალითად, მას შემდეგ რაც “სიტროენ ჯორჯია” დაუმსახურებლად შეიყვანეს შავ სიაში, რაც ნიშნავს ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვას, გამოცხადდა 2 ტენდერი საერთო ღირებულებით 11704802 ლარი. ტენდერში უკონკურენციოდ „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“ ყოველგვარი ფასის კლების გარეშე გაიმარჯვა, რაც შეადგენს მთელი ბიუჯეტის 60%-ს. საინტერესოა რატომ არ მიიღეს ტენდერებში მონაწილეობა ბაზარზე წარმოდგენილმა სხვა კომპანიებმა?) გამოიწვია, „სიტროენ ჯორჯიას“ საქართველოში „სიტროენის“ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელის, პარტნიორის მხრიდან იმპორტისა და დისტრიბუციის შესახებ ხელშეკრულების შეჩერება. ჩვენი შეფასებით ამის ძირითადი მიზეზი იყო, რომ საქართველოში ბაზარი არასტაბილური და კორუფციული აღმოჩნდა. შედეგად „სიტროენ ჯორჯიამ“ ვერ შესძლო რიგი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“, - ნათქვამია განცხადებაში.
---
14.12.2017
მედიასაშუალება: http://bpi.ge/index.php/zoidze-narkotikebis-aqtiurad-mokhmarebis-machveneblit-saqartvelo-msoflioshi-mesame-adgilzea/
ზოიძე: ნარკოტიკების აქტიურად მოხმარების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებები გააცნო. სტუდენტებთან შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციასა და დეკრიმინალიზაციას შორის განსხვავებებზე ისაუბრა და ის მიდგომები განმარტა, რასაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება გულისხმობს. ზოიძემ ახალგაზრდებს ნარკოტიკების აქტიურად მოხმარების მხრივ საქართველოში შექმნილი ვითარება გააცნო და აღნიშნა, რომ სენეგალის კუნძულების და რუსეთის შემდეგ, საქართველო, ამ კუთხით, მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება. მანვე პორტუგალიის მაგალითზე ისაუბრა და მის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგები შეაფასა. „სტუდენტებთან შეხვედრისას ნარკოტიკების ლეგალიზაციასა და დეკრიმინალიზაციას შორის განსხვავებაზე ვისაუბრე. ახალგაზრდებს ავუხსენი, რომ კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატები მხოლოდ დეკრიმინალიზაციას ვემხრობით, ხოლო ნარკოტიკების გამსაღებლებსა და რეალიზატორების მიმართ უკომპრომისო მიდგომების მომხრეები ვართ. არსებობს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი, დაწყებული მარიხუანიდან დამთავრებული ნებისმიერი საინექციო ნარკოტიკით, თუმცა ყველა ნარკოტიკს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს და ყველა ნარკოტიკი მავნებელია. შეხვედრაზე სტუდენტებს განათლების მიღებისკენ და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ მოვუწოდე, რაც მეტ სპორტულ აქტივობებს და ფიზიკურ ვარჯიშებს მოიცავს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
---
14.12.2017
გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში: 1 წლამდე ასაკის 17 მილიონი ჩვილი სუნთქავს ტოქსიკურ ჰაერს
ცხოვრების პირველი კრიტიკული 1000 დღის განმავლობაში, დაბინძურებული ჰაერი, არასათანადო კვება და სტიმულაცია (გაღიზიანება), ისევე როგორც ძალადობისგან დაუცველობა, შეიძლება უარყოფითად აისახოს ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და დააზიანოს მისი ტვინი. 1 წლამდე ასაკის თითქმის 17 მილიონი ჩვილი ცხოვრობს ადგილებში, სადაც დაბინძურება მინიმუმ ექვსჯერ აღემატება საერთაშორისოდ დაშვებულ ზღვარს, ისინი იძულებული არიან ისუნთქონ დაბინძურებული ჰაერი, რაც მათ გონებრივ განვითარებას რისკის ქვეშ აყენებს – სტატიას თემაზე გაეროს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი“ აქვეყნებს. სტატია ეყრდნობა ფონდის ანგარიშს, რომელიც 6 დეკემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, ამ ბავშვების სამ მეოთხედზე მეტი – 12 მილიონი – ცხოვრობს სამხრეთ აზიაში. ანგარიშის თანახმად, დაბინძურებული ჰაერის ნაწილაკების შესუნთქვამ შეიძლება დააზიანოს ტვინის უჯერედები და საფრთხე შეუქმნას ბავშვების კოგნიტიურ განვითარებას, რაც ტოვებს კვალს მთელ მათ ცხოვრებაზე. დაბინძურებული ჰაერი აზიანებს არა მხოლოდ ბავშვის განუვითარებელ ფილტვებს, არამედ შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ ჩამოუყალიბებელ ტვინს და შესაბამისად, მათ მომავალს – ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი ლეიკი. „ბავშვების დაცვა დაბინძურებული გარემოსგან აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვების საკეთილდღეოდ, არამედ საზოგადოების საკეთილდღეოდაც, რადგან სუფთა ეკოლოგია ნიშნავს შემცირებულ ჯანდაცვის ხარჯებს, გაზრდილ შრომისუნარიანობას და უსაფრთხო, სუფთა გარემოს ყველასთვის“. თანამგზავრის საშუალებით მიღებული გამოსახულება ცხადყოფს, რომ ყველაზე დაბინძურებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვთა უდიდესი ნაწილი ბინადრობს სამხრეთ აზიაში, სადაც 12.2 მილიონი ბავშვი სუნთქავს ჰაერს, რომლის დაბინძურების მაჩვენებელი ექვსჯერ აღემატება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ საერთაშორისო ზღვარს. აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში დაახლოებით 4.3. მილიონი ბავშვი ცხოვრობს ტერიტორიებზე, სადაც დაბინძურების დონე ექვსჯერ აღემატება ზღვარს. სტატიაში ნაჩვენებია, რომ ცხოვრების პირველი კრიტიკული 1000 დღის განმავლობაში, დაბინძურებული ჰაერი, არასათანადო კვება და სტიმულაცია (გაღიზიანება), ისევე როგორც ძალადობისგან დაუცველობა, შეიძლება უარყოფითად აისახოს ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და დააზიანოს მისი ტვინი: ულტრადისპერსიული ნაწილაკები იმდენად მცირე ზომისაა, რომ მათ შეუძლიათ შეაღწიონ სისხლის სისტემაში, მიაღწიონ ტვინამდე და დააზიანონ ჰემოტოენცეფალური ბარიერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნერვული დაბოლოებების ანთება. ზოგ დაბინძურებულ ნაწილაკს, როგორიცაა ულტრადისპერსიული მაგნეტიტები, შეუძლია შეაღწიოს ორგანიზმში ყნოსვითი ნერვის და ნაწლავის საშუალებით და მაგნიტური მუხტის წყალობით შექმნან ოქსიდაციური სტრესი, რაც, როგორც ცნობილია, იწვევს ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს. სხვა ტიპის დაბინძურებულ ნაწილაკებს, როგორიცაა პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, შეუძლიათ დააზიანონ ტვინის უბნები, რომელთაც გადამწყვეტი როლი ენიჭებათ ნეირონების გადაცემაში, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ბავშვების სწავლის და განვითარების საფუძველს. პატარა ბავშვის ტვინი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რამეთუ მისი დაზიანება, ზრდასრულის ტვინისგან განსხვავებით, ტოქსიკური ნივთიერების უმცირესი დოზითაც შეიძლება. ბავშვები ასევე ბევრად უფრო მგრძნობიარენი არიან დაბინძურებული ჰაერის მიმართ, რადგან მათი სუნთქვის რიტმი უფრო სწრაფია და იმიტომაც, რომ მათი ფიზიკური და იმუნური სისტემები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. სტატია ყურადღებას ამახვილებს ბავშვების განვითარებად ტვინზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების შესამცირებლად დაუყოვნებლივ გასატარებელ ზომებზე, მათ შორის ზომებზე, რომელთა გატარებაც შეუძლიათ მშობლებს იმისთვის, რომ შეამცირონ მავნე ნივთიერებების, როგორიცაა თამბაქოთი, გაზქურით თუ გათბობის საშუალებებით გამოწვეული ზემოქმედება. დაბინძურების შემცირება წიაღიდან მოპოვებული საწვავის უფრო სუფთა, განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლებისთვის აუცილებელი ინვესტიციების განხორციელების გზით; საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ქალაქების მწვანე საფარის გაზრდა და ნარჩენების მართვის (გადამუშავების) ეფექტიანი მეთოდების შეთავაზება მავნე ნივთიერებების ღია წვის თავიდან აცილების მიზნით. ბავშვების დაცვა მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან, მათ შორის იმის ხელშეწყობით, რომ ბავშვებმა იმგზავრონ დღის იმ მონაკვეთში, როდესაც ჰაერი ნაკლებად დაბინძურებულია; განსაკუთრებულ შემთხვევაში ჰაერის ფილტრაციის ნიღბებით უზრუნველყოფა და ისეთი ურბანული დაგეგმარება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დაბინძურების მთავარი წყაროები განლაგებულია სკოლებიდან, კლინიკებიდან და საავადმყოფოებიდან მოშორებით. ბავშვების ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება მათი გამძლეობის ასამაღლებლად. ეს მოიცავს პნევმონიის პროფილაკტიკას და მკურნალობას და ასევე ძუძუთი კვების და ბალანსირებული კვების ხელშეწყობას. ჰაერის დაბინძურების შესახებ ცოდნის და მონიტორინგის გაუმჯობესება. ბავშვების დაცვა მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან და დაბინძურებული ჰაერის წყაროებისგან პირველ რიგში იწყება იმის გაცნობიერებით, თუ რა ჰაერს სუნთქავენ ისინი. ანალიზი ეფუძნება თანამგზავრის საშუალებით მიღებულ ჰაერის დაბინძურების გამოსახულებას (PM 2.5) და ასევე დემოგრაფიულ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც დადგინდა 1 წლამდე ასაკის ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც ცხოვრობენ ადგილებში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ექვსჯერ აღემატება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენლ ზღვარს. ყველაზე მეტად მავნე ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არიან ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ადგილებში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ექვსჯერ აღემატება ზღვარს. გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ: გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებში რათა დაეხმაროს მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ბავშვებს. 190 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ჩვენ ვმუშაობთ ყოველი ბავშვისთვის ყველგან, რათა ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო ყველასთვის. გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.unicef.org.
---
15.12.2017
მედიასაშუალება: http://liberali.ge/blogs/view/33177/rogor-gvagharibeben-aftiaqebi
როგორ გვაღარიბებენ აფთიაქები
1. გავრცელებული ცრურწმენის საპირისპიროდ, საქართველოში ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დანახარჯებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მსოფლიო ბანკის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჯანდაცვის საერთო დანახარჯის მხოლოდ 28.2 პროცენტი მოდის სახელმწიფოზე. სახელმწიფო ფარავს ჯანდაცვის საერთო დანახარჯების 43 პროცენტს სომხეთში, 81.9 პროცენტს - ხორვატიაში, 78.8 პროცენტს - ესტონეთში, 67.9 პროცენტს - ლიტვაში, 52.2 პროცენტს - რუსეთში. 2. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეთა 25 პროცენტი სტუდენტები, პენსიონრები და ბავშვები არიან. სჯპ-ის მოსარგებლეთა 56 პროცენტი ამ პროგრამის ამოქმედებამდე საერთოდ არ სარგებლობდა სამედიცინო დაზღვევით. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ 2013 წლიდან ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯი იზრდებოდა: მიეცათ რა საშუალება, მისულიყვნენ გამოკვლევაზე, მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ სამედიცინო ჩარევა სჭირდებათ. სხვა სიტყვებით, სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობამ აამაღლა სამედიცინო მომსახურების მოთხოვნა და, შესაბამისად, გაზარდა ჯანდაცვის დანახარჯი. მონაცემებით მყარდება ეს დასკვნა: 2013 წელს სჯპ-ის დაგეგმილი ბიუჯეტის მხოლოდ 69 პროცენტი გაიხარჯა; უკვე 2014 წელს ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს რეალური დანახარჯი დაგეგმილს 1/3-ით გადასცდა; 2015 წელს წინა წელთან შედარებით ამ პროგრამის ბიუჯეტი 39 პროცენტით გაიზარდა და რეალურმა დანახარჯმა დაგეგმილს მაინც გადააჭარბა. ამ მონაცემების უკან ჩვენ ათიათასობით გადარჩენილ სიცოცხლეს უნდა ვხედავდეთ.
3. სახელმწიფოს მზარდი დანახარჯის მიუხედავად, საქართველოში საგანგაშოდ მაღალია მოქალაქეების ჯიბის დანახარჯი ჯანდაცვის სფეროში - 66 პროცენტი. საქართველოს მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებში მოქალაქეების ჯიბის დანახარჯის საშუალო მაჩვენებელი 44 პროცენტს არ აღემატება. მაგალითად, 11.2 პროცენტია ხორვატიაში, 20.7 პროცენტი - ესტონეთში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიუხედავად, 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის მესამედმა ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი გასწია: შინამეურნეობების მთლიან დანახარჯში ჯანდაცვის დანახარჯმა 10 პროცენტი შეადგინა. მსოფლიო ბანკი ამ მონაცემს კატასტროფულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მოქალაქეების ჯიბის დანახარჯის მაღალი მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. 4. 2012 წლიდან 2015 წლამდე 6 პროცენტით მოიმატა იმ ოჯახების რაოდენობამ, რომლებმაც ჯანდაცვაზე კატასტროფულად დიდი ხარჯი გასწიეს. როგორ ხდება, რომ სახელმწიფოს დანახარჯის ზრდა არ ამცირებს მოქალაქეების ჯიბის დანახარჯს? მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ამის უმთავრესი მიზეზი მოქალაქეების მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯია. ჯანდაცვის სერვისების უტილიზაციისა და დანახარჯების კვლევის მიხედვით, მოქალაქეების ჯანდაცვის დანახარჯის 2/3 მედიკამენტებზე მოდის. საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ ჯანდაცვის ბარომეტრის მიხედვით, 2013 წლის შემდეგ უწყვეტად იზრდებოდა სამკურნალო პრეპარატების ფასი - ეს საქსტატის მონაცემებითაც დასტურდება. სხვა სიტყვებით, ფარმაციის ბიზნესი მიზანმიმართულად აღარიბებს მოსახლეობას და ძირს უთხრის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საჯარო პოლიტიკის ყველაზე დიდ მონაპოვარს.
---
ბეჭდვითი მედია
15.12.2017
მედიასაშუალება: ახალი თაობა
რატომ "გააშავეს" გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანია
ტენდერები და გაშავებული კომპანიები.რომელი სამინისტროების უკანონო ქმედებებისგამო გაშავდნენ კომპანიები? მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩი-ლაძემ (უცნობი) კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ტენდერებს მხო-ლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია. "სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგენელმა სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერმოგებული ტენდერები დაასახელა.აღნიშნულ განცხადებებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, მზად არის, თანამდებობა დატოვოს.უფლებადამცველი და დავების საბჭოს წევრი მამუკა ტუსკაძე, რომელიც მონაწილეობდა დავების საბჭოში დავების განხილვაში დახელი აქვს მოწერილი დასკვნებზე, "ახალ თაო-ბას" სკანდალთან დაკავშირებული ვითარებისშესახებ უყვება. _ ბატონო მამუკა, თქვენ "ახალ თაობას-თან" არაერთხელ ისაუბრეთ ტენდერებთან დაკავშირებულ დარღვევებზე დედაქალაქის მასშტაბით. ამჯერად სკანდალის სახე მიიღო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გა-მოცხადებულ ტენდერებში მონაწილე კომპანია`სიტროენ ჯორჯიას წარმომადგენლებისა დამომღერალ და ბიზნესმენ გია გაჩეჩილაძის (უც-ნობი) განცხადებებმა. რა იცით ამ საქმესთანდაკავშირებით? _ მე ვარ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს წევრი. დავების საბჭო-ში კომპანიები ასაჩივრებენ, თუ ტენდერის ჩატარებისას რაიმე საეჭვო შენიშნეს და ფიქრობენ,რომ ტენდერი არასწორად ჩატარდა. დავებისსაბჭოში 1 ივნისს განვიხილეთ გიორგი შარაშიძის საჩივარი, რომელიც ეხებოდა ჯანდაცვისსამინისტროს სატენდერო კომისიის #3 ოქმისბათილად ცნობას. დავების საბჭომ გადაწყვიტა,ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა საჩივარი. მათშორის ამ დოკუმენტზე მეც მაქვს ხელი მოწერილი. ჯანდაცვის სამინისტროს დავავალეთ, თავიდან ემსჯელა წინადადებაზე და კანონისმიერიდა შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო. ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერი 10 მანქანაზეჰქონდა გამოცხადებული. _ ნაწილობრივ დაკმაყოფილებაში რა იგულისხმება? _ კომპანია ითხოვდა, მთლიანად გააუქმეთ და დაავალეთ ჯანდაცვის სამინისტროს,ხელშეკრულება ჩვენთან გააფორმოსო. ჩვენ მარ- ტო გავაუქმეთ და თავიდან განხილვა მოვთხოვეთ. _ ტენდერის ხელმეორედ ჩატარება? _ არა. მესამე ოქმით ამ კომპანიას მისცესდისკვალიფიკაცია. კომპანია ითხოვდა, გააუქმეთ და მე მომანიჭეთ გამარჯვებაო. ჩვენ გამარჯვება არ მივანიჭეთ შარაშიძეს, უბრალოდ,გავაუქმეთ და დავავალეთ ჯანდაცვის სამინის-ტროს სატენდერო კომისიას, თავიდან ემსჯელა.მათ იმსჯელეს და ძალაში იგივე გადაწყვეტილე-ბა დატოვეს. იმავე ტენდერზე ისევ მოვიდასაჩივარი, "სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგე-ნელმა გიორგი შარაშიძემ ისევ გაასაჩივრა. 17ივლისს მეორედ განვიხილეთ სატენდერო კომი-სიის #4 ოქმი და ისიც ნაწილობრივ დავაკმაყოფილეთ. ისევ ჩვენ არცერთი მხარე არ გამოვაცხადეთ გამარჯვებულად, ისევ გავეცით დასკვნადა ჯანდაცვის სამინისტროს ისევ დავავალეთ, ემსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯანდაც-ვის სამინისტრომ კვლავ უარი თქვა, #5 ოქმითუარი უთხრა და "სიტროენ ჯორჯიას" საბოლოოდ ისკვალიფიკაცია მისცა. _ დისკვალიფიკაციის მიზეზი რა იყო? _ არაკეთილსინდისიერი ქმედება. _ რით გამოიხატა ამ კომპანიის არაკე-თილსინდისიერი ქმედება? _ "სიტროენ ჯორჯიას" მიერ ჩამოყვანილ მანქანებში უნდა დამონტაჟებულიყო სპეციალური სამედიცინო აპარატურა, რომლის საშუ-ალება ჰქონდა სხვა კომპანიას, რომლის სერტი-ფიკატში შეეპარათ ეჭვი. მას სერტიფიკატი აქვსგაყალბებულიო. სინამდვილეში ასე არ იყო. _ თქვენ თქვით, რომ "სიტროენ ჯორჯიას" ამის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. _ დიახ, მეორე კომპანიის "ავტოსპეცპრო-მის" გამო. _ ეს კომპანიები ერთმანეთთან დაკავში-რებული კომპანიებია? _ დიახ. `სიტროენ ჯორჯიას~ მანქანებიჩამოჰყავს, მეორე კომპანია კი სამედიცინო აპარატურას ამონტაჟებს. 17 ივლისის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში კიდევ ერთხელ ჩატარდასატენდერო კომისიის სხდომა, #5 ოქმი გაფორ-მდა და საბოლოოდ მისცა დისკვალიფიკაცია.#5 ოქმი `სიტროენ ჯორჯიას~ ჩვენთან აღარგაუსაჩივრებია. ეს #5 ოქმი `სიტროენ ჯორჯი-ამ წაიღო კონკურენციის სააგენტოსა და სასამართლოში. დავების საბჭომ ორჯერ მივეცითმითითება, ჯანდაცვის სამინისტროს სატენდეროკომისიას ემსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით,თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება მაინც არიქნა მიღებული. _ დავების საბჭოს მითითების იქით უფ-ლებამოსილება არ გააჩნია? _ პრაქტიკულად, დავების საბჭო არისუუფლებო ორგანიზაცია, დავების საბჭო, სადაცმე ვარ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციისკვოტით, ხმისა და ხელმოწერის უფლებით. _ თქვენი შეფასებით, ეს გაშავებული ორ-განიზაცია, `სიტროენ ჯორჯია~ შავ სიაში არას-წორად მოხვდა? _ `სიტროენ ჯორჯია~ ოთხჯერ არის გა-შავებული. გაშავება მოხდა სწორედ ამ ამბებისშემდეგ. მიმაჩნია, რომ `სიტროენ ჯორჯიას~ შავსიაში მოხვედრა პირდაპირ კავშირშია ამ ტენ-დერთან. _ ანუ უნდოდათ, ტენდერში სხვას გაემარ-ჯვა და `სიტროენ ჯორჯიას~ შეგნებული დის-კვალიფიკაცია მოახდინეს? _ დიახ. თქვენ სწორად ჩასწვდით პრობ-ლემის არსს. შეიძლება `სიტროენ ჯორჯია~ ძალიან ცუდი კომპანია იყოს, მაგრამ, რადგანგინდა, ტენდერში სხვას გაამარჯვებინო, ამიტომარ უნდა დაჩაგრო. ასე რომ, პრემიერ-მინისტრიუნდა გადადგეს. სიტყვა აქვს ნათქვამი. _ სიტყვა კი აქვს ნათქვამი, მაგრამ რა-ტომღაც დარწმუნებულია თავისი ჩინოვნიკებისკეთილსინდისიერებაში. რომელი ჩინოვნიკი ტყუ-ის? _ ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვებისსამსახური. _ სკანდალი გია გაჩეჩილაძის განცხადე-ბამ გამოიწვია. _ დიახ, `სიტროენ ჯორჯიას~ მფლობელიგიას სიძეა, თორემ გია გაჩეჩილაძე რა შუაშია.რეალურად ის სიძეს ლობისტობს. ძალიან კარგიპიროვნებაა გიორგი შარაშიძე. მას ლობისტი არსჭირდება. ამით გია გაჩეჩილაძემ თავისი გან-ცხადებებით სიძეს საქმე გაურთულა. _ ასე ფიქრობთ? _ დიახ, განაცხადა, რომ პრემიერი მისიძმაკაცია. თუ პრემიერი ძმაკაცია, ხომ მიიღოშედეგი. პრემიერი რა შუაშია? პრემიერი მარ-თლა მიეხმარებოდა, გია გაჩეჩილაძეს რომ არგანეცხადებინა, პრემიერი ჩემი ძმაკაციაო. _ პრემიერი როგორ დაეხმარებოდა? _ დაეხმარებოდა დავების საბჭოს დას-კვნებით. დავების საბჭომ, ანუ სახელმწიფომორჯერ დავავალეთ ჯანდაცვის სამინისტროს,რომ საკითხი ადეკვატურად განეხილა, მაგრამარ გაითვალისწინეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომრაღაც ეჭვის საფუძველია? _ `სიტროენ ჯორჯიას~ პირდაპირ პრემი-ერისთვის უნდა მიემართა? _ `სიტროენ ჯორჯიამ~ ყველაფერი ძალი-ან სწორად გააკეთა. დამნაშავეა ჯანდაცვისსამინისტრო. ჯანდაცვის სამინისტრომ თავისიუკანონო ქმედებებით დღეს ორ ბავშვობის მე-გობარს შორის გიორგი კვირიკაშვილსა და გიაგაჩეჩილაძეს შორის საშინელი უფსკრული გაა-ჩინა. ეს არის წმინდა ზნეობრივი მხარე. დავებისსაბჭომ ყველაფერი კვალიფიციურად ჩაატარა.დავების საბჭოს ერთადერთი მინუსი აქვს, ძალი-ან ცოტა უფლება აქვს, ამ ბაზარზე მარეგული-რებელი ვერ არის. მეორე _ გია გაჩეჩილაძეს ვინეკითხება ამ საქმეს, რატომ არის ამ საქმეშიჩართული. _ როგორც მოქალაქეს, ხომ აქვს უფლება,ხმამაღლა თქვას, როცა გაიგო, რომ რაღაცუკანონო ხდება. _ უბრალოდ, პრემიერ-მინისტრით არ უნ-და ეტრაბახა. სხვა დროს ტელევიზიით აქვსგაცხადებული, 24 საათი პრემიერ-მინისტრთანვზივარო და მერე მოდის დავების საბჭოზე.გავლენა უნდოდა მოეხდინა. ეცლია "სიტროენჯორჯიას" წარმომადგენლისთვის. _ პრემიერის განცხადებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, გია გაჩეჩილაძეს არავითარიგავლენა არ ჰქონია. _ მე გიდასტურებთ, რომ პრემიერ-მი-ნისტრს დავების საბჭოზე გავლენა არ აქვს. _ მე გია გაჩეჩილაძის ღია განცხადებაარც გამკვირვებია. ის აქტიური მოქალაქე იყოყოველთვის. გავიხსენოთ საკნების აქცია. რო-გორ ფიქრობთ, პრემიერს რატომ არ ჰქონდა ამდავასთან დაკავშირებით ინფორმაცია? _ ათასობით ტენდერი ტარდება. ყველა-ფერზე პრემიერ-მინისტრი ხომ არ იქნება საქმისკურსში. არც არის ვალდებული, პრემიერ-მი-ნისტრს ჰქონდეს ინფორმაცია, თანაც პრემიერმათანაშემწის მეშვეობით არჩია მასთან ურთიერ-თობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გია გაჩეჩილა-ძესთან ურთიერთობა არ უნდა. _ ამ შემთხვევაში პრემიერი სახელმწიფოსუმაღლესი თანამდებობის პირია და ძმაკაცობაარაფერ შუაშია. გადაწყვეტილება სწორად მიუღია, მაგრამ გადადგომით რატომ უნდა გადადგეს? რა, პრემიერს სიტყვაზე იჭერთ, რომ ამ-ბობთ, უნდა გადადგესო? _ პრემიერმა თქვა, თუ დადასტურდება,ჩემი სამინისტროებიდან რომელიმემ არაკეთილსინდისიერი ქმედება ჩაიდინა, მაშინ მე გადავ-დგებიო. კი, ვუდასტურებ, ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება,კონკრეტულად ამ ტენდერთან დაკავშირებით.სხვა ტენდერებთან დაკავშირებითაც იგი-ვე ხდება. მაგალითად, განათლების სამინისტროს ტენდერებთან დაკავშირებითაც იგივეხდება. _ იქ ვინ ტყუის? _ იქაც მთავრობა ტყუის, ანუ შემსყიდვე-ლი ორგანიზაცია, განათლების სამინისტროსინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.იგივე ხდება უამრავ სახელმწიფო დაწესებულე-ბაში. _ ტენდერებში დაჩაგრული ორგანიზაცი-ები შეგიძლიათ დაასახელოთ? _ მაგალითად, შპს `რეგისტრატორი~, რო-მელიც დაჩაგრა განათლების სამინისტროს სა-განმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქ-ტურის განვითარების სააგენტომ. _ ვისი კომპანიები? _ მოქალაქეების. _ რომელიმე პარტიასთან დაკავშირებუ-ლი კომპანიები ხომ არ არის? _ არა. ასევე შპს "ენსისი" დაჩაგრა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. _ დაჩაგვრაზე რატომ საუბრობთ, რეალურად ამ კომპანიებს ეკუთვნოდათ ტენდერშიმოგება და არ მოაგებინეს? _ დიახ, დოკუმენტაცია წესრიგშია, წე-სით, პრობლემა არ უნდა ჰქონოდათ, მაგრამაღმოჩნდა, რომ სხვამ გაიმარჯვა. ძალიან ძლიე-რი კომპანიებია. _ რა ინტერესებია ჩართული ამ საკითხში,რატომ უნდა ეთქვათ უარი ერთი კონკრეტულიკომპანიისთვის, თუკი ის მეორეს სჯობდა? _ როცა ერთს დისკვალიფიკაციას აძლევ,მოგება მეორე კომპანიაზე გადადის. მეორე კომპანია თუ შენია, ბუნებრივია, ინტერესი გაქვს.ვინც ლობირებს, მათი კომპანიები მონაწილეო-ბენ. _ ვისმა კომპანიამ გაიმარჯვა? _ ტენდერში გოგი თოფაძის შვილის კომ-პანია `ჰიუნდაი ავტომ~ გაიმარჯვა. _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთამინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიას არგაუმარჯვია? _ არა. ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიამეოთხე ადგილზე გავიდა.შეგახსენებთ, რომ შპს `სიტროენ ჯორჯი-ამ~ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია,რომ კომპანიამ 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპკონკურენციის სააგენტოს წარუდგინა საჩივარიშპს "კია მოტორს ჯორჯიას", სს "ფრანს ავტოს", შპს "იბერია ავტოს", შპს "ჯი-თი მოტორსის",შპს "სტრადა მოტორსის", სს "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" წინააღმდეგ.
---
15.12.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
მოსახლეობის ნახევარზე მეტი ღარიბი ან ღატაკია
მაღალშემოსავლიანი ადამიანების ფულადი შემოსავალი 28-ჯერ აღემატება დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისას... საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს ღარიბ-ღატაკი მოსახლეობა შეადგენს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გასაჭირი, სიღარიბისა და უთანასწორობის მაჩვენებელი მსოფლიოში კატასტროფულ მასშტაბს აღწევს. ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა აშკარად კრიტიკულია. თუკი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოსთვის ყველაზე მაღალ და დაბალშემოსავლიან ოჯახებს შორის სხვაობა იყო დაახლოებით ხუთჯერადი, დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17-18-ჯერ მეტია. მარტო ფულად შემოსავალს თუ მივიღებთ მხედველობაში, მაღალშემოსავლიანი სეგმენტი 27-28-ჯერ მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა. რაც არანაკლებ საგანგაშოა, უთანასწორობა გვაქვს დარგობრივი და რეგიონული ნიშნითაც. მდგომარეობა მძიმეა ერთ სექტორში მომუშავე ადამიანთა ჯგუფისთვისაც. ძალიან ხშირად ადამიანები ერთ ორგანიზაციაშიც კი უთანასწორო შემოსავალს იღებენ. განათლება, სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, მომსახურება, დამამუშავებელი მრეწველობა - ეს საქართველოში ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფეროების მთავარი ხუთეულია. ბოლო ათ წელიწადში ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანთა ანაზღაურება რამდენჯერმეა გაზრდილი, თუმცა, სხვა სფეროებში დასაქმებულებთან შედარებით, აქ დასაქმებულთა ანაზღაურება საგრძნობლად დაბალია. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა დოვლათის გადანაწილების თვალსაზრისით. "ბოლო წლების უთანაბრობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის სწრაფად იზრდება. მართალია, ღარიბების შემოსავალიც მატულობს, მაგრამ შეფარდებითი სიღარიბე, მდიდარ მოსახლეობასთან შედარებით, მომატებულია. ასეთივე ტენდენცია შეინიშნება მსოფლიოში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში და საქართველოშიც. ბოლო 25-წლიან პერიოდს თუ ავიღებთ, ანუ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მაღალ და დაბალშემოსავლიან ოჯახებს შორის სხვაობა იყო დაახლოებით ხუთჯერადი, მაგრამ ეს მაჩვენებელი დღეს დაახლოებით 17-18-ჯერ არის გაზრდილი. მარტო ფულად შემოსავალს თუ მივიღებთ მხედველობაში, მაღალშემოსავლიანი სეგმენტი 27-28-ჯერ მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა. უფრო თუ დავკონკრეტდებით, ყველაზე მაღალშემოსავლიან 5%-ს ავიღებთ და შევადარებთ დაბალშემოსავლიანთა ამავე რაოდენობას, სხვაობა დაახლოებით 60-ჯერ მეტია. მოსახლეობას ჩვენ ვყოფთ სოციალური, გენდერული და რეგიონული ნიშნით, მაგრამ, ფაქტობრივად, თანამედროვეობის ყველაზე მწვავე გამოწვევაა დაყოფა შემოსავლისა და კეთილდღეობის მოხმარების მასშტაბების მიხედვით. სოციალურად განსხვავებულ ჯგუფებს განსხვავებული სამომხმარებლო სერვისი და მოხმარების კულტურა აქვთ. ერთ ჰაერს სუნთქავენ, მაგრამ მათი ინტერესები, მიზნები და პრობლემები რადიკალურადაა ერთმანეთისგან განსხვავებული. სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და სოციალურ-ეკონომიკურ ჩამოყალიბებას სწორედ ეს უქმნის სერიოზულ პრობლემას", - განმარტავს არჩვაძე. რაც შეეხება საერთაშორისო ტენდენციას, როგორც სტატისტიკოსი ამბობს, მსოფლიოში სიღარიბის ზრდა აშკარაა და სიმდიდრის კონცენტრაცია ხდება შედარებით მდიდარი და განვითარებული ქვეყნების სასარგებლოდ. "ბოლო წლებში მსოფლიო სიმდიდრის 36% მოდის ჩრდილოეთ ამერიკაზე, ევროპაზე - 28,5%, ჩინეთზე - 10,4%, აფრიკაზე მხოლოდ 0,9%-ია. ზოგადად, სიღარიბის კრიტერიუმი ყველა ქვეყანას განსხვავებული აქვს. მაგალითად, ამერიკაში, მინიმუმ, 4-სულიან ოჯახზე თვეში მოდის 2450 დოლარის შემოსავალი. ეს ჩვენი სტანდარტით ძალიან მაღალია. სიღარიბის მაჩვენებელი იქ ოფიციალურად დაახლოებით 13%-ია. სასურსათო ტალონები გაიცემა იმ შემთხვევაში, როცა ოჯახი სიღარიბის ზღვარს არაუმეტეს 25%-ით აღემატება და რისკის ზონაშია. სასურსათო ტალონების მიმღებთა რაოდენობა კი მერყეობს 45-დან 48 მილიონამდე, რაც ესპანეთის მოსახლეობაზე მეტია. სიღარიბის ამერიკისეული მაჩვენებელი ბევრი სხვა ქვეყნისთვის საოცნებო ნიშნულია. ბრძოლა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ გაცილებით მძიმე და ხანგრძლივია. ამას სჭირდება უფრო გააზრებული სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგია სახელმწიფოსგან. ვიმედოვნებ, ხელისუფლება ამიერიდან უფრო ქმედით ღონისძიებებს გაატარებს, ვიდრე ამას ბოლო დრომდე აკეთებდა", - აცხადებს სოსო არჩვაძე. სოციოლოგების შეფასებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ღარიბ-ღატაკია, ძალიან მდიდართა რაოდენობა 10%-ს არ აღემატება, დანარჩენი კი საშუალო ან შედარებით დაბალი შემოსავლის მქონეთა კატეგორიაა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში უთანასწორობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. "წლიდან წლამდე ძვირდება პირველადი მოთხოვნის პროდუქცია, ხოლო ამ პროცესს ვერ ეწევა მოქალაქეების შემოსავლების ზრდა, რაც არასახარბიელო ტენდენციაა. ზოგადად, რთული სიტუაციაა და გამონაკლისი არც საქართველოა. ასეთი დისბალანსი განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი - რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და სხვა. ზოგიერთების შემოსავალი გაიზარდა, მაგრამ უმრავლესობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა წლების განმავლობაში, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაუარესდა კიდეც. საშუალო ფენა არ არსებობს საქართველოში, არის ძალიან მდიდარი და ღარიბი საზოგადოება. ეს დისბალანსი აშკარად ჩანს, თუმცა, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, შეიძლება ადამიანს უჭირდეს, მცირეშემოსავლიანი იყოს, მაგრამ თავის გაჭირვებას არ ამხელდეს. ასეთი ბევრი ოჯახია, ჯერ კიდევ გვარიშვილობით რომ იწონებენ თავს. ძალიან დამაფიქრებელი სტატისტიკა გვაქვს, რა თქმა უნდა, არაოფიციალური, მაგრამ რეალური. კერძოდ, სიღატაკე სადღაც 15-17%-ს შეადგენს საქართველოში. გაცილებით მეტია სიღარიბის დონე, დაახლოებით 50%-მდეც. დღესდღეობით შეგვიძლია თქმა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს ღარიბი და ღატაკი ოჯახები შეადგენენ. საშუალო ფენა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ძალიან მდიდარი მოსახლეობის რაოდენობა 10%-ს არ აღემატება", - განმარტავს პაატა აროშიძე.
---