მედიამონიტორინგი 16.01.2018
ტელევიზია
15.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წლის დეკემბერში ზრდა თითქმის 7%, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურად შრომის უნარიანი მამაკაცების სარსებო მინიმუმი 177 ლარს შეადგენს, ნაცვლად 161 ლარისა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4980743
---
15.01.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
40 ათასზე მეტმა ადამიანმა იმკურნალა სამი წლის განმავლობაში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, დარჩენილი არიან ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან დაავადების შესახებ, სწორედ ამიტომ დავით სერგეენკო მოქალაქეებს მოუწოდებს დროულად ჩაერთონ უფასო სკრინინგში. პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა ვირუსის მატარებელ ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4980636
---
15.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ხაშურის საავადმყოფოში მშობიარობის დროს 40 წლის ქალი გარდაიცვალა . კურტანიძეების ოჯახი გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ. ისინი გარდაცვალების მიზეზად საკეისრო კვეთის დაგვიანებულად ჩატარებას ასახელებენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4980612
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4980588
I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4980227
---
15.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
დედა-შვილისთვის, რომელიც სასიკვდილო სენს, პლაცენტა პერკეტას ებრძოდა, 20-კაციანი გუნდი, ერთ საოპერაციოში, რამდენიმე საათი ოპერაციას აკეთებდა. რთულესი ქირურგიული ჩარევა ცნობილმა ექიმმა, ზაზა სიანურიძემ სხვადასხვბა დარგის წამვან სპეციალისტებთან ერთად დაგეგმა. ოპერაცია თბილისში, ავერსის კლინიკის ჰიბრიდულ საოპერაციოში ჩატარდა და სისხლძარღვთა ქირურგების ძალისხმევთ ყოველგვარი სისხლის დანაკარგის გარეშე ჩაიარა. ქირურგიული ჩარევა საქველმოქმედოდ ჩატარდა და ჯანდაცვის სამინისტრომ სრულად დააფინანსა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4979030
---
ინტერნეტი
16.01.2018
NDI - გამოკითხულთა 54% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული ეკონომიკური ხასიათისაა. კერძოდ, გამოკითხულთა 54% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ასახელებს სამუშაო ადგილებს, 35% - ფასების ზრდას/ინფლაციას, 30% - სიღარიბეს, 25% - პენსიებს, 23% - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. მხოლოდ შემდეგ მოდის ტერიტორიული მთლიანობა 23%-ით. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.
---
16.01.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/473232-ndi-gamokithkhultha-60-thavs-dausaqmeblad-40-ki-dasaqmebulad-thvlis.html
NDI - გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად, 40% კი დასაქმებულად თვლის
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად, 40% კი დასაქმებულად თვლის. აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული (მთავარია საქმიანობას მოჰქონდეს შემოსავალი). აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მაღალი - 72%-ია იმ გამოკითხული ადამიანების რიცხვი, ვინც თავს დასაქმებულად არ თვლის უმცირესობათა დასახლებებში. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.
---
15.01.2018
მედიასაშუალება: http://jandacva.ge/turqetis-respublikis-elchtan-gacnobiti-shekhvedra-shedga/
თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა შედგა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ჯანდაცვის მინისტრმა ელჩს მისიის დაწყება მიულოცა, წარმატებული საქმიანობა უსურვა და აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა ჯანდაცვის მიმართულებით ქვეყანათაშორის ურთიერთობებზე ისაუბრეს და მისი გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თურქეთის საელჩოს მეორე მდივანი ბურჯუ ქუიუჯუ და ორგანიზაცია „TIKA“-ს კოორდინატორი ჰუსეინ შანლი ესწრებოდნენ.
---
15.01.2018
მედიასაშუალება: https://news.ge/xashuri-mshobiare/
ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა
ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა. 40 წლამდე ასაკის ქალი მესამე ბავშვს ელოდებოდა და ის საკეისრო კვეთის დროს გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი კლინიკის ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს, თავად კლინიკის ხელმძღვანელის კახა ხელაძის განცხადებით, საკეისრო მიმდინარეობდა გართულების გარეშე, რის შემდგომაც დაფიქსირდა გულისცემის შეჩერება, რეანიმაციულ ღონისძიებებს შედეგი არ მოჰყოლია და დაფიქსირდა პაციენტის გარდაცვალება. „მედპერსონალის მიერ შერჩეული იქნა მშობიარობის საკეისრო კვეთის გზით დასრულება, ვინაიდან ჩვენება გახლდათ ტერფებით წინამდებარეობა. საკეისრო მიმდინარეობდა გართულების გარეშე, ამოყვანილ იქნა ცოცხალი, დროული, ჯანმრთელი ახალშობილი. სამწუხაროდ, ამის შემდეგ დაფიქსირდა გულისცემის შეჩერება, რეანიმაციულ ღონისძიებებს შედეგი არ მოჰყოლია და დაფიქსირდა პაციენტის გარდაცვალება“,-განაცხადა ხელაძემ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
---
15.01.2018
ხაშურში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახი მედიკოსების დასჯას ითხოვს
მედიკოსების დასჯას მოითხოვს გუშინ ხაშურში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახი. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, 41 წლის ლიანა ტაბატაძის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად, ისინი ექიმების გულგრილობას ასახელებენ. მათი მტკიცებით, ხაშურის საავადმყოფოში პაციენტი ნარკოზიდან ვერ გამოყვანეს და გამოიგონეს, თითქოს და მას სისხლი მოეწამლა. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ლიანა ტაბატაძე საკეისრო კვეთას მოითხოვდა, რაზეც ექიმებმა თავდაპირველად უარი უთხრეს. ოჯახის ბრალდებას არ პასუხობენ ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში. ახალგაზრდა ქალი სამშობიაროში გუშინ გარდაიცვალა, ბავშვი კი გადარჩა. მომხდარზე გამოძიება 116-მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 დან 4 წლამდე ვადით.
---
15.01.2018
მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=162442-%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%20 ...
პატარა თუთას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა - გოგონას ჩვენი დახმარება სჭირდება
საზოგადოების თანადგომა კიდევ ერთ პატარას სჭირდება. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატარა თუთას დედა შვილისთვის სისხლს ითხოვდა. როგორც გაირკვა, თუთას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. ნებისმიერ თანხას მნიშვნელობა აქვს თუთასთვის . თუთას დედის მეგობრებმა ფეისბუკზე გვერდი შექმნეს, რათა გოგონას მკურნალობისთვის თანხა შეაგროვონ. "ვინც არ იცით, თუთას დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასუტი ლეიკემია. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ თანხა შევაგროვოთ, ვისაც რისი საშუალება გვაქვს. მიმღები: ნათია ჩომახიძე დასახელებაში უმჯობესია, მიუთითოთ 'თუთასთვის'. ვისაც რომელი ბანკი გერჩივნოთ, იმაზე ჩარიცხეთ. GE66TB7824945061100063; GE03BG0000000335994400
---
ბეჭდვითი მედია
16.01.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ხაშურში საკეისრო კვეთის დროს ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. 40 წლამდე ქალი მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ და საკეისრო კვეთის დროს დაიღუპა. კლინიკაში გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობენ. კერძოდ, კლინიკის მენეჯერმა თემურ მძინარიშვილმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ტელეფონი გათიშა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 დან 4 წლამდე ვადით.
---
16.01.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
საკეისრო კვეთის დროს გარდაცვლილი ქალის ოჯახი მედიკოსების დასჯას მოითხოვს
ხაშურში, საკეისრო კვეთის დროს გარდაცვლილი ქალის ოჯახი მედიკოსების დასჯას ითხოვს 41 წლის ლიანა ტაბატაძის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად ისინი ექიმების გულგრილობას ასახელებენ. მათი თქმით, ხაშურის საავადმყოფოში პაციენტი ნარკოზიდან ვერ გამოყვანეს და გამოიგონეს, თითქოს და მას სისხლი მოეწამლა. ოჯახის ბრალდებას ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში არ პასუხობენ. ახალგაზრდა ქალი სამშობიაროში გუშინ გარდაიცვალა, ბავშვი კი გადარჩა. მომხდარზე გამოძიება 116-მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 დან 4 წლამდე ვადით.
---